შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 29


20-04-2017, 14:11
ავტორი anonimiavtori
ნანახია 1 919

1 საათში მის სახლთან პოლიციის მანქანა გაჩერდა.მიხვდა,რომ მისი ადგილმდებარეობა ნომრის საშუალებით დაადგინეს,სხვანაირად ვერც გაიგებდნენ.ფანჯრიდანვე შენიშნა,საკუთარი თავი გაამხნევა და ზარის ხმას დაელოდა.რამოდენიმე წამში მართლაც გაისმა კარზე კაკუნის ხმა და გასაღებად გაემართა.კარი უშიშრად გააღო და პოლიციელმა პირდაპირ ჰკითხა.
-პოლიციაში თქვენ დარეკეთ?
-დიახ
-შეიძლება? - შესასვლელად ანიშნა პოლიციელმა
-დიახ
სახლში ორი პოლიციელი შევიდა.
-შეგიძლიათ მოყვეთ რა მოხდა?
-დიახ - უპსუხა მარიამმა და ყველაფერს მოუყვა
-გასაგებია ყველაფერი.განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ და იქაც მოყევით იგივე.იმედია ბორკილების გამოყენება არ დაგვჭირდება
-არა
პოლიციასთან ერთად განყოფილებაში წავიდა და დეტექტივს შეხვდა.
-რატომ დაჭერით მამათქვენი?
-ორსულად ვარ.უნდოდა აბორტი გამეკეთებინა და არ მივყვებოდი.შემდეგ იატაკზე დამაგდო და წიხლებს მირტყავდა,მაინც მოგიკლავ შვილსო მეუბნეოდა და როცა ზურგით დადგა დანა ავიღე და დავარტყი
მოსამართლეს სახე შეეცვალა,აშკარად განიცდიდა მის მდგომარეობას
-და რატომ უნდოდა აბორტის გაკეთება?
-ეგ თქვენ არ გეხებათ - ირონიული ღიმილით უთხრა მარიამმა
-კარგით.დაკავებით ვერ დაგაკავებთ,რადგან თავს იცავდით.ერთი თვით ქალაქიდან გასვლა გეკრძალებათ,1 კვირით ან საკანში დარჩებით,ან გირაოს გადაიხდით.სისხლის სამართლის კანონით შეუძლებელია დაკავება,რადგან როგორც გითხარით,თავს იცავდით და სხვა გზა არ გქონდათ.მუცელი თუ მოგეშალათ და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა მამათქვენის ქმედებამ,მაშინ მისი დაკავება მოგვიწევს,რადგან ეგ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.ამიტომ გათავისუფლებული ბრძანდებით.შეიძლება კიდევ დაგიბაროთ,ოღონდ უმნიშვნელო საქმეზე.ახლა ოქმს დავწერთ და თავისუფალი ხართ.
-თუ იცით,ახლა კარგადაა?
-დიახ.არც ისე სერიოზული ჭრილობა მიაყენეთ
-კარგით,მადლობთ
ცოტა ხანს მარიამი განყოფილებაში დარჩა და პოლიციას ოქმის შევსებაში დაეხმარა.ყველაფერს დაწვრილებით მოყვა და როცა უკვე წასვლას აპირებდა,იატაკზე უგონოდ დაეცა.ორსულობას სტრესიც ემატებოდა და ამდენს ვეღარ გაუძლო.
როცა გაიღვიძა პალატაში იყო.რამდენი დრო გავიდა არ იცოდა.პალატა შეათვალიერა და ვერავინ დაინახა.ცოტა ხანში ექთანი შევიდა და მოიკითხა.
-კარგად ხართ?
-დიახ.როდის გამწერთ?ბავშვი როგორ არის? - ბავშვზე მორცხად და ჩუმად ჰკითხა ექთანს,თითქოს უნდოდა,რომ მათ გარდა არავის გაეგო
-ბავშვი კარგადაა,მაგრამ შეეცადეთ მალე გამოხვიდეთ სტრესული მდგომარეობიდან,თორემ ბავშვზე ცუდად იმოქმედებს.ხვალ თუ სტაბილური იყო თქვენი მდგომარეობა გაგწერთ,თუმცა წნევა ხშირად გივარდებათ და შეიძლება ხვალაც დარჩეთ სამკურნალოდ - უთხრა ექთანმა მეგობრულად - მოკლედ,ვერ ვიტყვი,რომ კარგად ხართ,მაგრამ მაინც გკითხავთ.თავად როგორ გრძნობთ თავს?
–ძალიან სუსტად
- გარეთ მნახველები არიან
-საიდან გაიგეს? - გაუკვირდა მარიამს
-თქვენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა და იძულებული გავხდი მეპასუხა
-ვინ არიან?
-სახელები არ ვიცი,არც ის ვიცი თქვენი ვინ არიან.ახალგაზრდა ბიჭი,გოგო და ბინტებიანი კაცი.შემოვუშვა?
-არ ვიცი -დაფიქრდა მარიამი
-მე დაგტოვებთ და ვეტყვი შემოვიდნენ რიგ-რიგობით.თქვენზე ღელავენ.თავს გაუფრთხილდით და არ ინერვიულოთ - გაუღიმა ექთანმა და პალატიდან გავიდა.
მარიამი მიხვდა,რომ ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ ლექსო უნდა ყოფილიყო,ახალგაზრდა გოგო - თეკლა,ბინტებიანი კაცი კი მამამისი.ფიქრობდა,რომ მამამისი ყველაფერს ეტყოდა,ამიტომ წინასწარ შეამზადა საკუთარი თავი.დამალვას აზრი არ ჰქონდა და ტყუილის თქმაც არ შეეძლო.
პალატის კარი გაიღო და ლექსო დაინახა.მარიამმა დამნაშავის სახე მიიღო.
-როგორ ხარ?
-ცუდად
-რატომ არ მითხარი ორსულად რომ იყავი?
-ახლახანს გავიგე
-მამაშენმა მარტო ის მითხრა ორსულად რომ იყავი,წეღან მითხრა ყველაფერს თვითონ გეტყვისო.რატომ დაჭერი?
-არ გითხრა?
-არა,არ უთქვამს
-უნდოდა ბავშვი მომეშორებინა
-რაა? - გაოცდა ლექსო - რატომ უნდოდა?რამე აქვს საწინააღმდეგო ჩვენი?
-არა ლექსო - თვალები აუცრემლიანდა მარიამს და ძალ-ღონე მოიკრივა - შენი შვილი არ არის
-რა ქვია ჩემი შვილი არ არის? - დაიბნა ლექსო
-შენი ნებაა,თუ გინდა მიმატოვე,მაგრამ ბავშვს ვერ მოვკლავ - თითქმის ჩურჩულით უთხრა მარიამმა
მარიამი ხმას არ იღებდა.რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ლექსო სკამიდან ადგა და პალატიდან გავიდა.თეკლასთვის და მერაბისთვის არც კი შეუხედავს ისე დატოვა იქაურობა.მერაბი არა,თუმცა თეკლა გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
მარიამი ჩუმად ქვითინებდა.ამ დროს პალატაში მამამისი შევიდა.როგორც ჩანდა სიარული უჭირდა,რადგან კასტელზე დაყრდნობილი შევიდა.
-ვის გამო გააკეთე მარიამ ეს,რის გამო? - ზიზღით უთხრა მამამისმა
-შენ ვიზე რა უნდა თქვა?გინდა შეგახსენო ყველაფერი,რაც ჩემთვის დაგიშავებია?მამობაზე შენ ხმა არ უნდა ამოიღო.ეხლა კიდევ გაეთრიე აქედან,შენი დანახვაც კი არ მინდა,მეზიზღები - მარიამმაც ზიზღით უპასუხა - გაეთრიე - დაუღრიალა,რადგან მამამისი ადგილიდან არ იძვროდა და ბოლოს როგორც იქნა გავიდა.
პალატაში შემდეგი მნახველი - თეკლა შევიდა.მარიამს მისი დანახვა ესიამოვნა,თუმცა მეორე მხრივ არა,რადგან თეკლამ ზურა გაახსენა.
-როგორ ხარ? - ჩამოჯდა თეკლა და ხელი ხელზე მოუჭირა,თან სევდიანად გაუღიმა
-არც ისე კარგად
-რა მოხდა?
-ყველაფერეს მოგიყვები - უთხრა მარიამმა და შემდეგ დაამატა - თავიდან მოგიყვები
ნახევარ საათში ყველაფრის მოყოლა დაასრულა.ზურას გაცნობიდან დაწყებული,სასტუმროს ამბებით დამთავრებული.თეკლა გაოცებული იჯდა და უყურებდა.
-აქამდე რატომ არაფერი არ მითხარი?
-არცერთი ვაპირებდით მაშინ ვინმესთვის რამის თქმას,თან ცოლ-შვილი ჰყავდა
-ასაკობრივ სხვაობას რომ თავი დავანებოთ,ცოლ-შვილი ჰყავდა.ხომ იცოდი,რომ არასწორად იქცეოდი,რაღატომ ხვდებოდი?
-ვიცოდი,მაგრამ მიყვარდა და ახლაც მიყვარს
-არც კი ვიცი რა გითხრა.ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებ,რადგან შენც კარგად ხვდები ყველაფერს და გითანაგრძნობ
-დედაჩემი ჩამოვიდა?
-არა,არ დაგვირეკავს,არაფერი გვითქვამს.ხომ იცი,რომ ინერვიულებს.რომ გამოკეთდები ყველაფერი თვითონ უთხრი.ახლა რა უნდა ქნა?ზურას უნდა უთხრა?
-არ ვიცი,მაგრამ ბავშვს გავაჩენ
-მერე რა იქნება?
-არ ვიცი.ლექსო ალბათ დამშორდება
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბავშვს მერე რას ეტყვი,რომ გაიზრდება?ცოლიან კაცთან მქონდა ურთიერთობაო?ხომ ხვდები ეს რამხელა დარტყმა იქნება ბავშვისთვის,მერე მამასთან შეხვედრას მოითხოვს,მაშინ როცა ზურას არაფერი ეცოდინება და მის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ შეიჭრები
-ვიცი - თავი დაუქნია მარიამმა
-იცი რა,მაპატიე,მაგრამ მგონი ცუდი იდეაა მაგ ბავშის გაჩენა და თან ზურასაც ყველაფერი უნდა უთხრა
-არ ვიცი ზურაზე რა ვქნა,მაგრამ აბორტზე აღარ მელაპარაკო
-თუ გინდა ზურას ყველაფერს მე ვეტყვი
-არ ვიცი - ტირილი დაიწყო მარიამმა
-დაწყნარდი - დაამშვიდა თეკლამ
***
დილით გაიღვიძა თუ არა მარიამმა,მაშინვე თავბრუს ხვევა იგრძნო.რამოდენიმე დღე დარჩენა აქ მოუწევდა.პალატაში ლექსოს მოკრა თვალი,რომელიც მის წინ იჯდა სკამზე.
-როგორ ხარ?
-ისევ ისე - უჭირდა მისთვის თვალებში შეეხედა
-შეგიძლია ლაპარაკი?
-კი
-მაშინ მომიყევი ყველაფერი.მინდა ვიცოდე ვისი შვილია,რატომ მოიქეცი ასე
მარიამმა ლექსოსაც ყველაფერი უამბო.ბოლოს დაამატა
-ვიცი,რომ არასწორად მოვიქეცი და ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი თავიდანვე,ამიტომ შენც ჭკუის სწავლება არ დამიწყო
-არც ვაპირებ,რადგან თვითონვე ხვდები რაც გააკეთე.ბევრი ვიფიქრე წუხელ მაგ ბავშვზე.მოშორებას არ გთხოვ.არ იცი რამდენად მიყვარხარ.იმდენად,რომ მზად ვარ ეს ბავშვი შენთან ერთად გავზარდო და მამობა გავუწიო ისე,რომ მთელი ცხოვრება ხმას არ ამოვიღებ,არც წამოგაძახებ,არც ბავშვს ვაგრძნობინებ რამეს.ბევრი სხვანაირად მოიქცეოდა ჩემს ადგილზე,მაგრამ ამას მხოლოდ შენი სიყვარული მაკეთებინებს,არაამქვეყნიურად მიყვარხარ და შენი შვილიც ისე მეყვარება,როგორც ჩემი - უთხრა თავჩაღუნულმა ლექსომ
-იცი,ყველაზე კარგი ადამიანი ხარ,ვინც კი შემხვედრია,მაგრამ შენი ღირსი არ ვარ.ლექსო,არ ღირს ჩემს გამო ამხელა კომპრომისზე წასვლა,იმის შემდეგ,რაც გავაკეთე და რაც ამ ურთიერთობას მოყვა.ბევრად უკეთესს იმსახურებ.არ მინდა შენზე ლაპარაკიც დაიწყონ,რადგან არც ამის ღირსი ხარ.იცოდე,მეც ძალიან მიყვარხარ,მაგრამ არ შემიძლია ამის ნება დაგრთო
-ხომ გითხარი,რომ საკუთარი შვილივით მეყვარება ეგ ბავშვი.შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ.უბრალოდ დაივიწყე ყველაფერი და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება,როგორც ადრე
-უბრალოდ ყველაფრის დავიწყება არ არის ადვილი ლექსო,შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მრცხვენია შენი,ხალხის,ამ ბავშვისაც
-არ ვაპირებ შენს დათმობას.ჯობია იფიქრო ამაზე.ახლა წავალ და საღამოს მოვალ ისევ.დროებით - ლოყაზე აკოცა დამწუხრებულმა და პალატიდან გავიდა.
მარიამს მალევე ჩაეძინა და საღამოს გაეღვიძა.გაოცდა,როცა პალატაში ზურას ცოლი დანახა.



№1 სტუმარი მარიეტა

oooooo es ukve momwooooons.bolos magari intriga chaagde.dzalian saintereso iyooooooooooo magram momechvena titqos dachqarebuli iyo yvelaperi.leqsos cota meti dro rom dasjirveboda mosapiqreblad upro saintereso iqneboda.emociebi damaklda me piradad.magram siamovnebisgan gamajriala leqsom rom utxra sakutari shvilivit meyvarebao.

 


№2  offline წევრი mia15

Sainteresoa da male dade,velodebi shemdge tavs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent