შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე XXII


20-04-2017, 21:18
ავტორი ankatuna
ნანახია 2 805

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც გავიაზრე მხოლოდ თებეას გამეტებული და გამაყრუებელი კივილი ჩამესმოდა ყურებში მაგრამ ვერ ვრეაგირებდი. თვალებში გაიელვა როგორ ჩაიქროლა თებეას სხეულმა ჩემს წინ, უცებ მოვეგე გონს ა მისი დაჭერა მოვასწარი. ისტერიკაში იყო. მე მაინც უნდა ავიყვანო თავი ხელში.
-თებეა დაწყნარდი, აქ ვარ, ნუ გეშინია. -მისი სახე ხელებში მოვიქციე ვცდილობდი აზრზე მომეყვანა მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ყვირილს და ტირილს. -თებეა, გესმის ჩემი? აზრზე მოდი გთხოოვ. -უაზრო თვალებით მიყურებდა. გული შემეკუმშა მის ამ მდგომარეობაში დანახვისას. მაგრად მოვეხვიე და ისევ ვთხოვდი დამშვიდებულიყო. ცოტა ხანში გაჩერდა მომშორდა, კარგად დამაკვირდა და ახლა თვითონ ჩამეხვია მაგრად. -იოანე, მე მეგონა, მე, იოანე, აქ ხარ ჩემთან ხარ
-ხოო დამშვიდდი შენთან ვარ.
-იცი როგორ შემეშინდა? მაპატიე ძალიან გთხოვ მაპატიე. თავს არ ვიცოცხლებდი შენ რომ რაიმე მოგსვლოდა.
-შუუ, ყველაფერი კარგადაა, ნუ მებოდიშები დამშვიდდი. -წამოვაყენე ფეღზე და ირგვლივ მივიხედე. უკვე ხალხი შეკრებილიყო. ან როდის მოვიდნენ პატრული და სასწრაფო ვერაფერი გავიგე. თებეა ზურგით დავაყენე ტრორუარისკენ რომ არ დაენახა რა ხდებოდა და უფრო არ ენერვიულა. ძირს მკვდარი მამაკაცი ეგდო რომელიც სისხლისა და ნაყინის ნარევში ცურავდა. მისი გარეგნობიდა აშკარაა რომ მაწანწალა იყო. გონებაში ვცდილობ აღვადგინო მომხდარის სურათი. თებეამ ხელი რომ მკრა ცელოფნები დამივარდა. მას ალბათ საჭმელი ეგონა და იფიქრა მოიპარავდა და გაქცევისას მანქანმ დაარტყა. საცოდავი ლუკმა პური სიცოცხლის ფასად დაუჯდა. პარტულის თანამშრომლებმა მანქანის მძღოლი დააკავეს და გვამი პროზექტურაში წაიღეს.
-ბატონო ლეიტენანტო ჩვენ თუ საჭირონი აღარ ვართ, თქვეის ნებართვით წავალთ.
-დიახ, შეგიძლიათ წახვიდეთ მაგრამ ძაიან გთხოვთ უახლოესი რამოდენიმე დღე ნუ დატოვებთ ქალაქს. -წამოვედით მე და თებეა, სახ;ში ცოცხალ-მკვდარივით მივედით. ლაპარაკის თავიც კი არ გვქონდა. ორივეს უცებ ჩაგვეძინა. დილით უსაშველო თავის ტკივილმა გამაღვიძა. თებეას ისევ ეძინა და გამიხარდა კიდეც რომ დასვენებას მოახერხებდა. სამსახურში უნდა წავიდე თუმცა მისი დატოვებაც არ მინდა.
-თებეა, შეიღვიძე.
-ჰო, რა მოხდა.
-არაფერი დაიდზინე, უბრალოდ მე მივდივარ და კარს გარედან გადავკეტავ კარგი?
-კარგი, -თავი დამიქნია და ტუჩები გამომიბზიკა საკოცნელად. მეც არ ვალოდინე და ჩემი უსაყვარლესი ვარდისფერი ტუჩები დავუკოცნე. სამსახურში საშინლად გაბრუებული მივდივარ. რასაც მელაპარაკებიან ნახევარს ვერ ვიგებ. ვატყობ რომ თანდათან ვითიშები. კედელზე დაკიდებულ საათს ვუყურებ და ვხვდები როგორ თანდათან მითრევს მორევში. მიმაქანებს სადღაც ჯურღმულში, ქუთუთოები თანდათან მიმძიმდება და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მცოცავი ქვიშის ჭაობი მითრევს, მე კი ძალა არ მაქვს რომ ვებრძოლო. ის ისაა უნდა ჩამითრიოს რომ რაღაც ძლიერი ცემს შენჯღრევას და ამოქაჩვას იწყებს.
-იოანე, გესმის ჩემი? ....იოანე კარგად ხარ?...იოანე რა გჭირს ?
-აა დაჩი შენ ხარ? -გამოვფხიზლდი, მივხვდი რომ დაჩი მანჯღრევდა რომ გონზე მოვეყვანე.
-ჰოო მე ვარ. რა დაგემართა. თვალებ ღიას გეძინა.
-აუ რა ვიცი, კიდე კარგად ვარ. მოთიშული ვარ შენ ძმობას გეფიცები.
-რა მოხდა, ტებეა ხომ არ ყოფილა ცუდად? -დაჩის ყვე;აფერი მოვიყევი და საინტერესო რეაქცია ქონდა.
-რა შარიანი სასტავი ხართ ჩემი კაი. მეცოდება თქვენი შვილი ასეთი მშობლები რომ ეყოლებათ. კარგი დრო კი შეგირჩევიათ სასეირნოთ. ღმერთმა დაგიფარათ რაა.
-ხო რა ვიცი, რას ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ მოხდებოდა.... ხო შენ რას მეუბნებოდი?
-არაფერი არ გახსოვს?
-არა გავითიშეთქო ხომ გითხარი.
-რა და დილიდანვე დავავალე კოტეს კოდი გაეტეხა და შეძლო მაგ ჩათლახმა, მაგარი ყოფილა.
-მერე, რა ნახე საინტერესო.
-არ მინახავს, ერთად ვნახოთ ოთხი თვალი უფრო ბევ რამეს დაიჩერს და თან არ მინოდა სხვებს რომ რაიმე გაეგოთ, კოტესაც ის ვუთხარი დაავიწყდათქო.
-კარგად მოქცეულხარ.
-ჰმ, როდის შემდეგ გეპარება შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი?
-კაი ხოო ძანაც ნუ გაბლატავდები. მოდი ჩავრთოთ. -მოუთმენლად ავკრიბე კოდი და ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშალა ვიდეოები, თარიღის მიხედვით დაწყობილი. -რა ვქნათ საიდან დავიწყოთ.?
-თავი დეტექტიური ფილმის პერსონაჟი მგონია. -ჩაიხითხითა დაჩიმ და წარბი ზემოთ აზიდა. -მოდი იმ დღიდან დავიწყოთ შენ რომ მოთხოვე მომეცი ბანკითქო. რა ხასიათზე დაბრუნდა კაბინეტში შენი მამიკო მაინტერესებს.
-მამაჩემს ნუ ეძახი თორე გცემ იცოდე. -თანხმობის ნიშნად ხელები აწია თან ღიმილი ჩაუტყდა ტუჩის კუთხეში. საზიზღარი. მიახლოებით ავუყევით რიცხვებს და გავხსენით ჩვენთვის პირველი მაგრამ როგოთ 405 ჩანაწერი. ვიდეოში გამოჩნდა დიმიტრი და ლიანა. რაღაც საბუტებზე აწერინებს ხელს. გადავყევით და საინტერესო ვერაფერი, ერთი ჩვეულებრივი რუტინული დღის ამსახველი ვიდეო იყო. მომდევნო ორიც იგივე შინაარსის. აუ მეოთხე უკვე საინტერესოა. ეს იმ დღის ვიდეო ჩანაწერია მე რომ მოვედი. კაბინეტში ცოტათი აფორიაქებული დაბრუნდა და კარადა გამოაღო. იქედან რაღაც გასაღები აიღო და კედელზე დაკიდებული სურათი ჩამოხსნა. -მე და დაჩიმ ერთმანეთს გაკვირვებული თვალებით გადავხედეთ. ამას არცერთი არ ველოდით. უკვე ნახევარ წელზე მეტია იმ კაბინეტში ვარ და აზრად არ მომსვლია ჩემს თახში საუდუმლო სეიფი თუ იყო. -სეფი გააღო და იქედან რაღაც ფურცლები გამოალაგა და ორ ჯგუფად აწყობდა. მორჩა ლაგებას და ერთი მათგანი იმ უჯრაში ჩაალაგა სადაც ახლა ყვე;ა შემოსულ გასულ დოკუმენტს ვინახავ. მეორე ნაწილიდან ორი ფურცელი აიღო დანარჩენი კი შავ საქაღალდეში ჩააწყო და იღლიაში ამოიდო. ის ორი ფურცელიც აიღო და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი. ჩანაწერი დასრულდა. ახლა მეორე დღე დაიწყო მაგრამ ვიდეო ცარიელია მთელი დგე მხოლოდ ოთახი ჩადა არც არავინ შესულა და არც გამოსულა.
-ნეტა რა ქაღალდები არის. ან კიდე რა დევს იმ სეიფში.
-დებილო მაგის ნახვა მაინცაა ადვილი. - ახლაღა მოვტვინეთ ორივემ რომ კაბინეტში ვართ. მაგიდაში უჯრას იმ უჯრას დავუწყე ძებნა რომელიც დიმიტრიმ გამოაღო და რომელიც ჩემს მაგიდაში არ არსებოობს. ერთმანეთს კიდე ერთხელ გავხედეთ დაბნეულებმა და ორივე ერთდროულად წამოვხტით და სურათის წინ ავესვეტეტ. დაჩი მოუსვენრობისგან ცქმუტავდა.
-ჰე ახლა, მოვკვდი ინტერესიით. -ხელი ჩარჩოს მოვკიდე და ჩამოვხსენი. იქ რაც დაგვხვდა გასაოცარი იყო. ორივემ პირები დავაღეთ და გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს. -აუ ჩემი კაი მგონი ვერ ვარ კარგად.
-ამის დედაც, სადაა სეიფი.
-მაგარი გაგვიჩალიჩა ვიღაცამ. -სურათის უკან ჩვეულებრივი კედელია. არავითარი სეიფი ან მსგავი რამ. დაჩიმ ხელი მიაკაკუნა, სიცარიელე რომ იყოს სხვანაირი ხმა ექნებაო მაგრამ შენც არ მომიკვდე. რაღაც ისე ვერ არის და ეს ძალიან არ მომეწონა. დაჩიმ ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში,
- იქნებ სხვა რაკურსით იღება ეს თვალი და მერე სურათი გადაადგილეს. -სათითაოდ ჩამოვხსენით ყველა სურათი კედლებიდან. პლიუს საათიც მაგრამ ვერსად ვერაფერი ვიპოვეთ. ცოტახნით ხმა ამოუღებლად ვიჯექით და ვფიქრობდით ეს რა შეიძლება იყოს. -მოდი გავაგრძელოთ ყურება, იქნებ მანდ ვიპოვოთ პასუხი. -დაჩის აზრი უდაოდ ჭეშმარიტი იყო. გავაგრძელეთ ყურება. მომდევნო დღეები არაფერი ხდება საინტერესო. მხოლოდ ლიანა თუ შემოვა და რაღაც საქაღალდეებს ხან გაიტანს ხანაც შემოიტანს. დიმიტრი აღარ გამოჩენილა. ახლა უკვე დაიწყო ის დრო როდესაც მე მოვედი. პირველი დღე. ყველაფერს დაფეთებული რომ ვათვალიერებ. მე მეცინება ჩემი თავის შემხედვარეს და დაჩის რომ გავხედე გამწვანებული იყო სიციისგან ისე იკავებდა თავს.
-ჰე მიდი გაიცინე არ მეწყინება. -თურმე ჩემს თანხმობას ელოდა უცებ იხარხარა ისე რომ მეც ავყევი. -კარგი ახლა ზედმეტიც ნუ მოგივა, დაწყნარდი და გავაგრძელოთ. ვაგრძელებთ ყურებას მაგრამ ისე მიყვება დღეები რომ ახალი და უცხო არაფერი ხდება. მოვედით თითქმის ერთი კვირის წინანდელ ჩანაწერები. რომლებშიც სავარაუდოთ უნდა იყოს ის რაც გვაინტერესებს. და აი ისიც.ვიქტორია შემოდის, მაგიდასთან მიდის და იმ უჯრას აღებს რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ. გამოშტერდება კაცი რაა. მერე იმ სურთთან მიდის რომელიც ცვენ ვერ ვიპოვეთ და მაშში რაღაც საბუთებს დებს რომელიც მაისურიდან გამოაცურა. ახლა ნამდვილად გამოვშტერდით ორივე. აზრზე ვერ მოვდივართ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. უბრრალოდ ვერაფერს ვერ ვიფიქრებთ როგორ შეიძლება რომ ეს სიტუაცია ავხსნათ.
-ჯადოქრები არიან ეს ჩემისები თუ რა ხდება.
-რაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს.
-უბრალოდ ახსნას ვერ ვუძებნი ამ ამბავს. ყველაფერს რომ თავი დაანებო.
-რაღაც უნა მოვიფიქროთ. -ამ ლაპარაკში ვართ რომ ოთახის კარი უცერემონიოთ შემოაღო ვიქტორიამ. მისი მოსვლა ყველაზე ნაკლებად გვინდოდა. დაჩიმ უცებ დახურა ლეპტოპი, ხელში აიღო და წასასვლელად გაიწია.
-რა ხდება ბიჭებო. რას აკეთებდით ასეთს, ჩემი მოსვლა რომ არ გესიამოვნათ.
-არა ჩემო კარგო ეგ როგორ იფიქრე, -წაელაქუცა დაჩი. -უბრალოდ მოვრჩით რასაც ვაკეთებდით და მე ხელს არ შეგიშლით რომ მშვიდად ისაუბროთ.
-ძალიან თავაზიანი ხარ დაჩი. -ხელი მხარზე მოუთათუნა დაჩის და თვალი გამომწვევად ჩაუკრა.
-ვცდილობ. -უღიმღამოდ უპასუხა დაჩიმ და მე გამომხედა. მისი გამომეტყველებიდან მივხვდი რასაც მეუბნებოდა. აშკარა იყო მზად იყო გაეჩეჩა ეს აფერისტკა.
-დაჯექი ვიქტორია რატომ დგეხარ.
-არაუსავს. თუ საიდუმლო არაა რას აკეთებდით შენ და დაჩი?
-ისეთს არაფერს ერთერთი პროექტის მონაცემებს მაცნობდა. შენ რამ შეგაწუხა ასე ადრიანად რომ მოხვედი?
-რა ადრიანად იოანე შენმა საათმა ხომ არ აურია? უკვე საგამოს 4 საათია.
-რაა? შენ რა მეხუმრები? ამხელა დრო გავიდა? -თითქმის მთელი დღე გასულა მე კი თებეასთვის ერთხელაც არ დამირეკავს. ნეტა როგორაა. ტელეფონს დავსტაცე ხელი და ფანჯრის წინ დავდექი. რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა თებეამ და ცოტა მომეშვა.
-როგორ ხარ პატარა? გამოიძინე?
-კარგად ვართ იოანე არ ინერვიულო. დავმშვიდდი უკვე. კარგად მეძინა. შენ რომ წახვედი ისევ დამეძინა და ნატუკამ გამაღვიძა მერე. ბავშვთან ერთად მოვიდა და ცოტა გავხალისდი კიდეც.
-კარგი მაშინ მე და დაჩი ერთად წამოვალთ და რაიმე გემრიელი დაგვახვედრეთ კარგი? -ის ის იყო ვემშვიდობები რომ ვიგრზენი როგორ შემომხვია წელზე ხელები ვიქტორიამ და სხეულით ზურგზე ამეკრო. ბზიკ ნაკბენივით გავეცალე. -გაგიჟდი? რას აკეთებ.
-კი იოანე შენს სხეულს და ფორმებს ჭკუიდან გადავყავარ. იცი როგორ მომწონხაარ? -ისევ წამოიწია ჩემსკენ და პერანგის საყელოზე ჩამებღაუჭა.
-მგონი ზედმეტი მოგდის. დაგავიწყდა რომ ნახევარ და-ძმა ვართ? -ძლივს გავაშვებინე ხელი და საკმაოდ დიდი დისტანციით დავშორდი.
-ეგ შენ გგონია ეგრე.
-ნუ დაიწყებ რაიმეს მიკიბ მოკიბვას გთხოვ. წადი და ჩავთვალოთ რომ რც არაფერი მომხდარა.
-მართალია. ჯერ არაფერი მომხდარა. ყვეაფერი აწი იწყება.
-მაგით, რის თქმას ცდილობ?
-უკვე გითხარი რისი თქმაც მინდოდა. -ინტრიგნულად გამომხედა. სკამზე დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ აიღო გეზი.
-ერთი წუთით ვიქტორია. მგონი რაღაცი დატოვება დაგავიწყდა.
-უკაცრავაად? -უდანაშაულო სახე მიიღო. თითქოს ეს რა მაკადრაო.
-დააბრუნე ის რა ჩემი ოთახიდან აიღე და ძალიან გთხოვ ნუ მადებილებ კარგი?
-იოანე რაღაც გეშლება მე არაფერი ამიღია. აქ არ იყავი შეენც?
-კი აქ ვიყავი მაგრამ მე იმას გეუბნები რაც სეიფიდან აიღე. -ახლა კი აშკარად აელეწა სახე. არ ელოდა სეიფის ხსენებას. ნამდვილად არ ეგონა ამ სეიფის არსებობის შესახელ რაიმე თუ ვიცოდი. დაბნეულობა აშკარად შეეთყო მაგრამ ჭკვიანია ეს ჩათლახი.
-შენ რა ოფისში საიდუმლო სეიფიც გაქვს. -ირონიული გამომეტყველება მიიღო, ჩემი დაცინვით თავის დაძვრენა სცადა.
-ისე ნუ იქცევი ვითომ არაფერი იცოდე.
-ეს შენ არ იცი არაფერი ჩემო იოანე. -კარი გაიხურა და წავიდა. ასე დამტოვა უპასუხოდ და დაიძვრინა ამჯერად თავი. უბრაოდ აღარ შემეძლო კიდე რაიმეს მოფიქრება ისე ვიყავი გადათიშული, რომ გამომეტეხა და ამ ეტაპზე ჯობია გავჩერდე თანაც იქნებ ვიდეოში კიდე ვიპოვო რაიმე. ალბათ არც იყო წესიერად გასული ოთახიდან ვიქტორია დაჩი რომ შემოვარდა.
-რაო იმ ჩათლახმა. ათქმევინე რამე?
-ჩემ შებმას ცდილოობს.
-ღადაობ? აბა და არისო?
-მეც ეგ ვუთხარი და ასე მიპასუხა ეგ შენ გგონია ეგრე და ეს შენ არაფერი იცი იოანეო.
-აუ ყელამდე ნეხვში ვართ შენ ძმობას გეფიცები. სულ მთლად დავიბენი.
-მეც და ჩემს ისედაც გადახურებულ ტვისნ ეს უნდოდა კიდე?
კაი მიდი, დღეს მოვრჩეთ და წავიდეთ. ცოლები გველლოდებიან სახლებში.
-კი როგორ არაა. .. ჩემთან გველოდებიან ორივე.
-ესეიგგი იმდენად ბოღმიანები არიან მარტო ისინი რატო უნდა იყვნენ ერათადო ხოო?
-ალბათ. -ორივეს გაგვეცინა. -წამო წავიდეთ თან მაგრად მშია და თებეასაც ვუთხარი რაიმე მოემზადებინა.
-მერე არ შეგრცხვა ორსულ გოგოს, სადაცაა იმშობიარებს ეგ რომ თხოვე?
-არაფერი უჩირს, ამოძრავდება ცოტა და დონდლო ბავშვი არ მეყოლება.
-რა უცნაური ხარ ეგ სადღაიდან მოიტანე.
-რა ვიცი, პროსტა რაიმე ხომ უნდა მეთქვა. -გულიანად გაიცინა დაჩიმ, ხელი გადამხვია და სახლში წამოვედით. სადარბაზოშივე იგრძნობოდა გემრიელი სუნი. ამიტომაც მიყვარს ჩემო გოგო. იცის როგორ გაახაროს და გააბედნიეროს ადამიანი.



№1 სტუმარი Guest ანჩო

გულზე მომეშვა არაფერი როარ დაემართათ მარა მერე რა ინტრიგა შემოიტანეე?! შოკში ჩავვარდი :დ ვიქტორია თავიდანვე არმომეწონა -_- ბოროტი გოგოა. მალე დადე რა შემდეგი <3333

 


№2  offline წევრი ankatuna

Guest ანჩო
გულზე მომეშვა არაფერი როარ დაემართათ მარა მერე რა ინტრიგა შემოიტანეე?! შოკში ჩავვარდი :დ ვიქტორია თავიდანვე არმომეწონა -_- ბოროტი გოგოა. მალე დადე რა შემდეგი <3333

ვეცდები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent