შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(12)


20-04-2017, 21:24
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 440

თავი 12

ამელია წავიდა, თუმცა ყველამ იცოდა რომ მოპოვებული გამარჯვება მას დიდხანს არ დააკმაყოფილებდა, მისი წასვლის შემდეგ ჯეიკობმა ჩემს საძინებელში გადამიყვანა და ჩემს საწოლთან მჯდომი ელოდა ჩემს გაღვიძებას, ამას ყველა ელოდა არავინ იცოდა რა მოხდებოდა, ისევე როგორც მე, არ შემეძლო გამეღვიძა და ბოროტი გავმხდარიყავი არ შემეძლო დამენახა თუ როგორ გაქრებოდა ჩემი ძვირფასი ადამიანების გამოხედვაში სიყვარული, ამიტომ პირველად ამდენი ხნის შემდეგ დანებება და გაქცევა გადავწყვიტე. ამელიამ ჩემს გულში სიბნელე შემოუშვა თუმცა მე არ მინდოდა ამ სიბნელით ცხოვრება, რადგან ჩემს გულში ნათელი და ბნელი მაგია ერთმანეთს ებრძოდა მე ვიპოვნე გზა ჩემი გონების სხვა ადგილას გადაყვანის, ვიპოვნე ადგილი სადაც მარტო ვიყავი, ადგილი რომელიც ცოტათი მიმსუბუქებდა ტკივილს, ტკივილს რომელსაც ჩემში შემოჭრილი სიბნელე მაყენებდა. ჯეიკობი იჯდა ჩემს საწოლთან და ჩემი ხელი ეჭირა, ის ვერ ხვდებოდა რატომ არ ვიღვიძებდი, ვერავინ ხვდებოდა გარშემო რატომ ვიყავი უგოგნო მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც ამელიამ ჩემზე გამარჯვება მოიპოვა მან გადაწყვიტა რკინის ხელით ემართა სალემის ჯადოქრები, მათ ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი სიმამაცე და ბრძოლის უნარი დასახმარებლად ების მიმართეს, მათ ვინმე სჭირდებოდათ ვინც წინ გაუძღვებოდა და რადგან მე დავმარცხდი მათი უკანასკნელი იმედი ები იყო.
-მისის ებიგეილ თქვენთან სტუმარია
-ამ დროს ვინ არის უილიამ?
-ახალგაზრდა ქალბატონი გკითხულობთ, ის ამბობს რომ ეს სასწრაფოა
-კარგი უილიამ კაბინეტში შემოიყვანე -ები კაბინეტში ელოდებოდა უცხო გოგონოს რომელიც ასე დაჟინებით მოითხოვდა მის ნახვას, და აი კარზე კაკუნი გაისმა, კარი გაიღო ოთახში საშუალო სიმაღლის ქერა ლამაზი შესახედაობის გოგონოა შემოვიდა, რომელიც ერთი შეხედვით დაუცველ ახალგაზრდა ქალს გავდა, თუმცა ჯადოქრის თვალები მას სხვანაირად ხედავდა, მისგან ძალიან ძლიერი მაგია ასხივებდა, ეს ებიმ მისი ოთახში შესვლის წამიდან იგრძნო -აბა ახალგაზრდავ ვინ ბრძანდებით და ჩემგან რა გინდათ?
-მისის სმიტ, მე ანა ვარ და ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო, მაგრამ არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-კარგი ანა მითხარი შენი მოსვლის მიზანი
-მას შემდეგ რაც ამელიამ საკუთარი ქალიშვილი დაამარცხა, ამან არ შეაჩერა და გადაწყვიტა სალემის ყველა ჯადოქარი დაიმორჩილოს
-ეს სამწუხაროა მაგრამ მე რა შემიძლია
-სალემში ჯერ კიდევ არის ჯადოქრები რომლებიც იბრძოლებენ სიბნელის წინააღმდეგ მაგრამ მათ ლიდერი სჭირდებათ
-ვწუხვარ მაგრამ როგორც უკვე თქვი ალექსანდრას ახლა არ შეუძლია ჯადოქრებს გაუძღვეს
-სწორედ ამიტომ მისის სმიტ ეს თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენ უნდა გაგვიძღვეთ ბრძოლაში
-ანა მოხარული ვარ რომ ასე გჯერა ჩემი მაგრამ ხომ ხედავ მე საკუთარი შვილიშვილი ვერ დავიცავი და ბრძოლაში თქვენს წინამძღლობას როგორ შევძლებ
-ძალიან გთხოვთ პირდაპირ უარს ნუ მეტყვით ჯერ კარგად დაფიქრდით
-ვერაფერს დაგპირდები მაგრამ ვიფიქრებ -ები გოგონას კარისკენ გაუძღვა, მათ ჩემს ოთახთან ჩაიარეს რომლის კარიც ღია იყო, ჩვენმა სტუმარმა დაინახა რომ სინამდვილეში სიბნელეს არ გავუნადგურებივარ და ამან შეაშფოთა
-ეს შეუძლებელია
-რას გულისხმობ ანა?
-მისის სმიტ ის ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია?
-დიახ ჩემი გოგონა არ იღვიძებს, არ ვიცი რა გაუკეთა ამელიამ
-შეიძლება მე ვნახო?
-მემგონი არ ღირს
-ებიგეილ ნუ გეშინიათ მე მას არაფერს დავუშავებ
-კარგი -ანა ოთახში შემოვიდა, ჩემს სხეულს მოუახლოვდა და ხელზე ნაზად შემეხო
-ასეც ვიცოდი
-რა მოხდა, რა დაინახე? -ების გული აუჩქარდა პასუხის მოლოდინში
-ალექსანდრა ის უგონოდ იმიტომ არის ეს მას სურს
-რას გულისხმობ ანა?
-მან საკუთარი გონებისთვის განზომილება შექმნა და ახლა იქ არის, მას არ უნდა რომ სიბნელე დაეპატრონებს, ეშინია რომ თუ გაიღვიძებს მის სულს სიბნელე მოიცავს
-ეს უკვე უნდა მომხდარიყო, მის სულს უკვე უნდა დაპატრონებოდა სიბნელე
-არა ებიგეილ მისი სინათლე იმაზე ძლიერია ვიდრე სხვა ნებისმიერი ჯადოქრის, უბრალოდ მას ბრძოლა არ უნდა, დამარცხების შიშმა მას დანებება აიძულა
-როგორ უნდა მოვიქცეთ?
-ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ალექსანდრამ თავად უნდა მოინდომოს ბრძოლა, თუმცა ერთ გეტყვით ებიგეილ თუ ამელია გაიგებს რომ მისი ჩანაფიქრი არ განხორციელდა ალექსანდრას მოსაკლავად დაბრუნდება, თქვენ კი არამგონია მისი დაცვა შეძლოთ
-რას მთავაზობ ახალგაზრდა ქალბატონო?
-მე და ჩემი მოკავშირეები დავიცავთ მას და ყველა ამ სახლში მცხოვრებს, თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს იმის რომ ის იცოცხლებს ჩვენ იმედს არ დავკარგავთ
-ანა მე ვერაფერს გთხოვთ, შენი გადაწყვეტილება ძალაიან სახიფათოა თუმცა მადლობელი ვარ შენი თავგანწირვისთვის
-ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქალბატონის სიცოცხლის დასაცავად, ახლა უნდა წავიდე მაგრამ მალე დავბრუნდები -ანამ მხიარულად ჩაირბინა კიბეები და სახლი დატოვა, ამ დროს ჯეიკობი შემოვიდა საძინებელში სადაც ები გაშეშებული იდგა
-ები მოხდა რამე?
-მის სულს სიბნელე არ დაპატრონებია
-რა? ეს შესაძლებელია?
-ახლახანს გავიგე, როგორც ჩანს მისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მან უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის
-ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
-ჯეიკობ ჩვენ მხოლოდ ლოდინი შეგვიძლია -ები ოთახიდან გავიდა, ჯეიკობი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ხელი ნაზად აიღო ხელში, მისი სული დამძიმებული იყო იმის გამო რომ დახმარება არ შეეძლო, მას ეს უმოქმედონბა შიგნიდან ჭამდა, გულს უღრღნიდა და ანადგურებდა, თუმცა იმედს არ კარგავდა, სადღაც ძალიან ღრმად გულში იმედს იტოვებდა რომ მე გავიღვიძებდი და ერთად ყოფნას შევძლებდით. ის გამუდმებით ჩემს გვერდით იყო და მესაუბრებოდა, ის მამხნევებდა მაშინ როცა მე იმედი დავკარგე და დავნებდი.
-იცი ალექს შენი დანახვის წამიდან მივხვხდი რომ ყველაზე ჯიუტი ადამიანი იყავი ვინც კი ოდესმე მინახავს, შენ პრინცესა ხარ, ჯიუტი და ლამაზი. დანახვის წამიდან ჩემს გულში შემოიჭერი ვიცოდი რომ ეს არ უნდა დამეშვა, შენ პრინცესას რატომ უნდა შგყვარებოდა მოსამსახურე, თუმცა რაღაც დროის მერე მივხვდი რომ შენს გულს იმაზე მეტი სიყვარული შეუძლია ვიდრე სხვა ადამაინისას, ამ სასხლში ცხოვრების პირველივე დღიდან დამანახე რომ შენთვის სოციალური სტატუსი არაფერს ნიშნავდა. შენი გადმოსვლიდა ყოველი წამის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო მიყვარდებოდი, ზუსტად ვიცოდი რომ არ უნდა მყვარებოდა არაპროგნოზირებადი ქალი რომელსაც ვერ შევწვდები მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, როგორც ჩანს სწორედ ეს არაპროგნოზირებადი ქალი აღმოჩნდა ჩემი ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული. -ჯეიკობის სიტყვებ სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ისე თითქოს ეს ჩემს გონებაში იყო. მორიგეობით ათენებდა ჩემს საწოლთან დღეებს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. გარეთ კი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები მზად იყვნენ ჩემს გამო მომკვდარიყვნენ. უგონოდ ყოფნის მეორე დღე. ჩემი ოთახის ფანჯარასთან კაილა იჯდა და სივრცეში იყურებოდა ხოლო საწოლთან მდგომ სკამზე ჯოზეფი, ის მე ყურში ჩამჩურჩულებდა
-პატარა ქალბატონო იცოდე დანებება არ გაბედო, შენ აქ უამრავი ადამიანი გელოდება, ყველა იმედით უყურებ შენს დაბრუნებას, ალექს შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და არ მიმატოვო, არ გაბედო ჩვენგან წასვლა. როდესაც პირველად დაგინახე მეგონა რომ განებივრებული პატარა გოგო იყავი თუმცა მე ვცდებოდი შენ დაამტკიცე რომ განებივრებული გოგო სულაც არ ხარ, პირიქით შენ ყველაზე კეთილი და მეგობრული ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ, მე შენი წყალობით ცხოვრების სიყვარული ვიპოვნე, შენი წყალობით ახლა ცოცხალი ვარ. ვიცი რთულია ისეთ რაიმეზე მოგცე რჩევა რაზეც წარმოდგენა რა მაქვს მაგრამ გთხოვ არ დანებდე შენ ყველაფერს შეძლებ, არ მისცე სიბნელეს შენზე ბატონობის უფლება.
-შენი აზრით ჩვენი ხმა ესმის? -კაილა ჯოზეფს მიუახლოვდა
-არ ვიცი საყვარელო, მაგრამ თუ ესმის ჩვენი გვერდში დგომა და გამხნევება დაეხმარება. შენი გვერდით ყოფნა ალბათ ყველაზე მეტად დასჭირდება
-ძვირფასო ეს რატომ გააკეთა?
-იმიტომ რომ ყველაზე წინ საყვარელ ადამიანებს აყენებს
-მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა ჩემთვის სიკვდილზე უარესია
-ვიცი კაილა და მესმის მაგრამ ეს ალექსის არჩევანია რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, ახლა კი მარტო დაგტოვებ აჯობებს მარტომ ესაუბრო მას
-და თუ არსემის?
-შენთვის მაგას მნიშვნელობა აქვს?! -ჯოზეფი ოთახიდან გავიდა, კაილა ჩემს საწოლზე ამოძვრა გვერდით მომიწვა, სახე ყურთან მომიტანა და საუბარი დაიწყო
-იცი რა შენ საშინელი ადამიანი ხარ, გინდა რომ გამუდმებით შენგან ვიყო დავალებული, ასე რომ გაიღვიძე რადგან მე არ მსურს ვინმესთან ვალში ყოფნა -კაილას ცრემლები მოერია -ალექს შენ ჩემი ანგელოზი ხარ რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა, შენ ყველაფერი მომეცი რაზეც კი ოდესმე მიოცნებია, ოჯახი, საუკეთესო მეგობარი და რაც მთავარია ნორმალური ცხოვრება მაჩუქე. იმ დღეს მაღაზიაში შენ რომ არ შეგხვედროდი არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორი იქნებოდა. რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ყველაფერი შეიცვალა, შენს გვერდით გატარებული ყოველი წამი ბედნიერებას მანიჭებდა. გახსოვს პირველად რომ გავიპარეთ სახლიდან რადგან სკოლის ყველაზე სიმპათიური ბიჭის წვეულებაზე გვინდოდა წასვალა, მაშინ ები ძალიან გავაბრაზეთ კინაღამ ორივე დაგვხოცა. გახსოვს როცა ებიმ თქვენს სახლში ცხოვრების ნება მომცა შენ საკუთარი საწოლი გამინაწილე, სწორედ მაშინ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ ერთად ვიცოცხლებდით, ერთად მოვკვდებოდით და გვერდიგვერდ დავიკრძალებოდით ასე რომ ალექსანდრა ქეროლაინ სმიტ არ გაბედო მოცემული პირობის დარღვევა, მჭირდები ალექს არ მიმატოვო -კაილა ცხარე ცრემლებით ატირდა და ოთახიდან გავიდა. ყველა ჩემს გამო გლოვოდა, იბრძოდა და იმედს არ კარგავდა, მე კი შეშინებული საკუთარ ფანტაზიებში ვიმალებოდი, ეს რომ მამას და ბაბუას ენახათ ჩემს გამო შერცხვებოდათ, ჩემს გადასარჩენად მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ამაო გამოდგა, მე ვერ გავამართლე მათი იმედები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent