შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (4)


20-04-2017, 23:52
ავტორი MariamG
ნანახია 2 159

***
ცა ბრაზით გადმოჰყურებდა სამყაროს. ლურჯ ჰორიზონტს შავი შერეოდა და ერთბაშად შთანთქავდა ღრუბლების მასას. მიუხედავად იმისა, რომ თენდებოდა, ელვა იკლაკნებოდა ცაზე და შემზარავ სითეთრეს ტოვებდა. მეხის გავარდნის ხმა კედლებში ატანდა, შემორჩენილ სითბოს ხარბად ისრუტავდა და სიცივეს ტოვებდა.
წვიმდა.
ბელას უგონო სხეული ესვენა მახარაძეს მკლავებში და სისხლით მოსვრილ სახეს უკოცნიდა. მკერდის ქვემოთ, მუცლიდან სისხლის ჩანჩქერი იღვრებოდა, თითქოს ერთბაშად გამოჰქონდა სხეულიდან ყველაფერი, რაც ნიკოს მასში უყვარდა. კარში მათე იდგა. მხრით მიჰყრდნობოდა კედელს და ამოგორებულ ბრაზს სიმწრით ყლაპავდა. სასწრაფოს ლოდინში იწურებოდა წამები. ნიკოლას სხეული ღალატობდა, შინაგანად ტეხდა ყველა ძვალი, როგორც ცოცხალს, ისე გრძნობდა გულის შეკუმშვას. თითქოს ვეღარ ასრულებდა სამუშაოს, სისხლის ნაცვლად ძარღვებში მტვერს გზავნიდა და ყველაფერთან ერთად, ისიც იფიტებოდა. რამდენჯერმე ძლიერად მოიჭირა ნიკომ ხელი მარცხენა მხარეს, თითქოს გამოწურულ გულს ეხებოდა, თითქოს რაიმეს უშველიდა, თითქოს ტკივილს შეიმსუბუქებდა.
უყურებდა მეტრეველი და დაბინდული თვალებიდან არჩევდა, როგორ მოძრაობდა მახარაძის გათეთრებული ტუჩები. ევედრებოდა, ან ლოცულობდა, შესაძლოა, გამოსამშვიდობებელ სიტყვას უტოვებდა. ერთიანად გაიყინა ოთახი. ბელას თეთრ კანს სილურჯე ეპარებოდა. მალე გაისმა სირენების ხმა, სადარბაზოში ათიოდე წყვილი ფეხი ამოძრავდა, მედპერსონალი და აქა-იქ პოლიციის დაბნეული თანამშრომლები ტრიალებდნენ. ნიკოს ხელიდან გამოჰგლიჯეს მომაკვდავი ქალი, საზიზღარი ხმაურით ჩაასრიალეს საკაცე კიბეზე. მხოლოდ ორნიღა დარჩნენ. მათე, რომელიც ნიკოს მკლავქვეშ შემძვრალიყო, ზურგს უმაგრებდა და დაცემის საშუალებას არ აძლევდა.ძლიერი მკლავი ასწია მახარაძემ, რკინის მძიმე კარს მოუქნია და ზათქით დახურა. ერთხანს გამწარებული იდგა, სისხლის გუბეს მისჩერებოდა და ყველაფერს ყლაპავდა, რაც კი იმდროს გულზე მიაწვებოდა და ყელამდე მიცოცავდა. მეტრეველს მკლავი შეუშვა, ოთახისკენ გაბრუნდა და სავარძელში ჩაესვენა. ოდნავ მარცხნივ გადაიხარა, ზრიალით გამოსწია ტუმბო, უჯრიდან რაღაც შავი, მძიმე ნივთი ამოაძვრინა, სისხლით დასვრილ შარვალსა და პერანგზე გაისვა, უმოწყალოდ აზელდა ჯერ კიდევ თბილ სითხეს. შავი ნივთი სისხლად აპრიალდა, ერთიანად მოედო მის ყველა ნაწილს. შესისხლიანებული, ჩაწითლებული, ჭაობისფერი თვალები ცეცხლად ქცეოდა მახარაძეს, უსასრულობას უერთდებოდა მის გუგებში გაჩენილი სიღრმე. ყელში დაჭიმულ მყესებს ჭრიალი გაჰქონდათ, დადუმებულ ოთახში ენაცვლებოდნენ კედლებში გამტყდარი ელვის და ახალგაზრდა კაცის სუნთქვის ხმა. ნივთი შეათვალიერა, ერთიანად მოუდუნდა სხეული და მიენდო. მის ხელებში მწოლიარე, ქალის სისხლით მოსვრილ იარაღს.

***
ნიკოლა საჭესთან იჯდა, სწრაფად მიაქროლებდა წვიმისაგან ერთიანად მოლიპულ გზაზე მანქანას. ძარღვები დასჭიმვოდა, გამოკვეთილად ეტყობოდა ბრაზისაგან ფერდაკარგულ კანზე. მეტრეველი მგზავრის მხარეს იჯდა, ცალი ხელი სახეზე ჰქონდა აფარებული, ფიქრებს მისცემოდა. პირველი იყო, რომ სიტყვაც არ უთქვამს მეგობრისთვის. დაინახა თუ არა მის ხელში იარაღი, შებრუნდა და მშვიდად ჩაიარა კიბე. უთქმელი და უტყვი იყო, სახეზე ემოცია არ ეხატა, თითქოს ამ შემთხვევას მასში უფრო მეტად გაეყინა გრძნობები, ვიდრე ნიკოს გონებასა და გულში. მახარაძე გაბრაზებული იყო, სამყაროზე ნაწყენი. თითქოს ყველა უბედურება სინამდვილეში, ერთ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს. უბედურებას, ბედნიერებისგან განსხვავებით, წინასწარ გაწერილი გეგმა არა აქვს. მოდის, მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის და თითქმის არასდროს სურს, რომ წავიდეს. მის დარჩენას ფესვების გადგმა მომჰყვება. და მერე , კანს რომ დაალპობს, სულისკენ მიცოცავს. შავი ხელებით ეხება მის სიწმინდეს, საკუთარ მარწუხებში ახვევს, ისე იხუტებს, თითქოს მისი იყოს, თითქოს ვინმე ნებას რთავდეს და საბოლოოდ, გამარჯვებული ხარხარებს.
-გააჩერე. -დაბალი ხმით თქვა მეტრეველმა.ნიკოს მისთვის არ შეუხედავს, მხოლოდ ყბები დაეჭიმა, კიდევ ერთი წუთი გაუგონარი, ჯიუტი ბავშვივით ატარა მანქანა ცარიელ, წვიმით გაჟღენთილ გზაზე და ბოლოს, ძლიერად დაამუხრუჭა. ბიძგმა ორივე მამაკაცი წინ მისწია, მხრებით მიაჯახა მანქანის წინა ნაწილს. ჩუმად ისხდნენ, დუმილს მათი გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა. მათეს ისევ ხელი აეფარებინა სახეზე, ისევ ფიქრებში გადაშვებულიყო და შიგნიდან გადმოსულ სიძულვილს ებრძოდა.
-გამაგებინე, რატომ ცოცხლობენ ნაბი*ვრები და რატომ კვდებიან ისინი, ვინც წესით, მარადისობა უნდა გაატაროს ამ ქვეყანაზე? -იღრიალა მახარაძემ. მისმა ხმამ მათე აიძულა, თავი აეწია. უსიამოვნოდ მოძრაობდა ჩაკეტილ სივრცეში ნიკოს ყინულივით ცივი ხმა.
-შენ არავინ გავალებს განსაზღვრო, ვინ არის სიცოცხლის ღირსი და ვინ - არა. შენ მათთვის სიცოცხლე არ მიგიცია, არც ხარ მოვალე წაართვა ის. შენ გეჩქარება, თორემ ღმერთი ყოველთვის მოიცდის, შესაფერის დროს დაელოდება. შენ თუ გგონია, დაუსჯელი წავა ვინმე, ცდები. შენც დაისჯები, რომ არასდროს ფიქრობ, რომ დღითიდღე ეფლობი მიწაში და მეც თან გამოგყვები, რადგან მზად ვარ დაცლილი იარაღისთვის ტყვიები მოგიმარაგო. გესმის, ნიკო? -დაღლილი მზერით ამოხედა მათემ. ნიკოს თვალი გაუშტერდა ჩაბნელებულ ჰორიზონტზე. ქუჩაში რამდენიმე ლამპიონი ანათებდა.
-ისე ლაპარაკობ, თითქოს არასდროს ყოფილხარ ჩემს სიტუაციაში, თითქოს საკუთარ ხელებში არ გქონია სხვისი სიცოცხლე, თითქოს არ გქონია ის სიმდიდრე, რასაც ძალაუფლება ჰქვია. მათე, ანგელოზი არ ხარ. -მწარედ ჩაიცინა მახარაძემ.
-სწორედ, მეც რომ გასვრილი ვარ, მეც რომ დამძიმებული ვცხოვრობ, ამიტომ გეუბნები, შურისძიება გამოსავალი არ არის. პირიქით, ყველას ჩაითრევ. შენს გარშემო ერთმანეთის მიყოლებით მუხლებზე დაეცემიან ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ეგოისტი ხარ. და ბოლო, რაც თითოეულისგან დაგრჩება, საყვედურით სავსე მზერაა. მადლობას არავინ გეტყვის. შენს გამო მსხვერპლად არ შეეწირებიან. -საფეთქლები დაიზილა მათემ. ეტყობოდა, გადაღლილი და დაქანცული იყო, არაფრით ეტყობოდა სურვილი, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.
-ბელაც რომ წავიდეს, ისიც რომ ხელიდან გამომეცალოს, სინანულის მიზეზი აღარ დამრჩება. მათე, გესმის? როცა ადამიანი ყველაფერს კარგავს, მერე აღარ ნანობს. კარგი რომ იყო, მიზეზი გჭირდება.
-კარგი და ცუდი არ არსებობს. -მოთმინება დაკარგა მეტრეველმა. ხელი სწრაფად ჩამოსწია და ნიკოს გახედა. -არ არსებობს! ადამიანი არც ცოდვილი იბადება, არც წმინდანი. შენში, ჩემში და დანარჩენებში უამრავი მხარეა. არ გაქვს უფლება საკუთარ თავს ცუდი ან კარგი უწოდო. იმიტომ რომ ასეთი არ ხარ, შეუცნობელი და მრავალმხრივი ხარ. მკვლელობა არ გაქცევს ცუდ ადამიანად, რადგან რაიმედ ყოფნას მიზეზი არ სჭირდება! -მათე მთელი ტანით გადაიწია ნიკოლასკენ, მარჯვენა ხელიდან იარაღი გამოჰგლიჯა და ხელში შეათამაშა. -რაიმე რომ იყო, საჭიროა ცოცხალი დარჩე. მკვდარი მტვრად იქცევი და მეც ფეხებზე მ*იდიხარ, როცა გაქრები. მესმის, რომ ეს დიდი სიღრმეა, მაგრამ ლამაზ დასაწყისს ყოველთვის მახინჯი დასასრული აქვს.
-იარაღი დამიბრუნე, მათე! -მეტრეველმა ფანჯარა ჩამოსწია. მარჯვენა ხელი გადასწია და მძიმე ნივთს რაღაც გამოაცალა, რამდენიმე ტყვია ხელის გულზე დაიგროვა.
-ან მოაბრუნებ მანქანას, ან ამ ტყვიებს ვისვრი.
-შენ სულ გამო*ლევდი ბიჭო? -იყვირა მახარაძემ. კარის სახელური გამოსწია და მანქანიდან გადავიდა, მას მიჰყვა მათეც. პირისპირ იდგნენ, მეტრეველს ხელის გულზე დაგროვებული ტყვიები მაგრად ჩაებღუჯა, მეორე ხელში ცარიელი, სისხლიანი იარაღი ეჭირა. დამცინავად შეჰყურებდა განრისხებულ ნიკოს, რომელიც ყოველ წამს კარგავდა ადამიანურ სახელს და მონსტრს ემსგავსებოდა.
-ღმერთს გეფიცები, თუ არ დამიბრუნებ, პირველი შენ იქნები! -ზიზღით გამოსცრა ნიკოლამ. მათემ მხოლოდ ტუჩი აიბზუა, წარბები ასწია და უკან ერთი ნაბიჯი გადადგა, სახეზე სიმშვიდე გამოსახვოდა, თითქოს რაღაც ჩაფიქრებული ჰქონდა, თუმცა არა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ გამკლავებოდა ისეთ მონსტრს, როგორიც ნიკოლა მახარაძე იყო.
-ერთადერთ კითხვაზე მიპასუხე და ეს ნაგავი შენია. -თვალი გააპარა მათემ იარაღისკენ. ნიკომ ღრმად ჩაისუნთქა, ნერვიულად გადაისრიალა ხელი თმაში და გაცოფებულმა ახედა მის წინ მდგომ მამაკაცს.
-როცა ყველაფერი დასრულდება და სახლში დაბრუნდები, როცა ჩამოჯდები და სისხლში ამოსვრილ იარაღს დახედავ, როცა გეცოდინება, რომ სიცოცხლეს გამოასალმე ლევანიც და სხვებიც, სიმშვიდეს პოვებ? გეფიცები, ნიკო, ამ კითხვის პასუხად მთელი ჩვენი მეგობრობა მიღირს! -ტონს აუწია მეტრეველმა. ნიკოს სახეზე მრისხანება გამოეხატა. ხელებზე ამობერილი ძარღვები დაეჭიმა. ქვემოდან უყურებდა მათეს.
-მიპასუხე! რატომ დგახარ მოთვინიერებული ცხოველივით? პასუხი არ გაქვს? ან, იქნებ, იმიტომ რომ ორივემ კარგად ვიცით - შეუძლებელია. მე მისი დასჯის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ერთ წამში მოკლა და დაასვენო, შენ კი სამუდამო ტანჯვას მიეცე? დაფიქრდი, რომ მოკლავ, ვინ დაისვენებს, ის თუ შენ? -ნიკოლას თითქოს სხეული მოუდუნდა, მხოლოდ ჯიუტად აშტერდებოდა მეგობარს.
-ნუ ცდილობ, აზრი აღარ აქვს.
-აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს. სწორედ, ამაშია ცხოვრების მთელი სისაძაგლე, რომ აზრი აქვს ერთ წუთიან ცხოვრებასაც კი. მე შენი სინდისი არ ვარ, შენთვის მოვლენილი ანგელოზი არ ვარ, რომელიც უკან ფრთებს მალავს. შეიძლება, შენზე მეტიც გავაკეთე, მაგრამ შეხედე, რას ჰგავხარ. ამაზრზენი, მდაბიო სულის არაკაცს, რომელიც იმდენად სუსტია, გამოსავალს იარაღში ხედავს. -ცინიზმით სავსე მზერა ესროლა მათემ ნიკოს. ხელში იარაღი უხალისოდ შეათამაშა და ფიქრის შემდეგ, მახარაძეს გაუწოდა.
-აიღე, დატკბი, ვინც გინდა მოკალი. ოღონდ, სახლში რომ მიხვალ და მიხვდები, სულ ტყუილად გაისარჯე და ამან არ დაგამშვიდა, სათადარიგო ტყვია პირდაპირ შუბლში დაიხალე! -უყურებდა ნიკო იარაღს, შიგნიდან ყველაფერი უდუღდა, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში სიცივე ჩამომდგარიყო, ნიკოს ლავა ეღვრებოდა სხეულიდან. აქამდე დაჭიმული ნაკვთები მოეშვა, ხელები ჩამოყარა, ბრაზითა და ზიზღით ანთებული თვალები ჩაუქრა, მზერა ტკივილიანი და ნაღვლიანი გაუხდა. ხელი ასწია, ჩაიქნია და მანქანის კარი გამოაღო, მძღოლის მხარე დაიკავა და თავი საჭეზე ჩამოდო. მათემ ხმამაღლა ამოისუნთქა, თავი გააქნია, ტყვიები თავის ადგილზე დააბრუნა და იარაღი თვითონ ჩაიდო. რამდენიმე წუთის განმავლობაში მანქანას არ მიკარებია. სუფთა ჰაერს სუნთქავდა, ბოლო წუთების საუბარმა კიდევ უფრო მეტი ენერგია გამოაცალა, თან ნიკოსაც აძლევდა დაფიქრების საშუალებას. ბოლოს და ბოლოს, ბელას კარგავდნენ. ქალს, რომელიც ნიკოს უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე მათეს. ქალს, რომელსაც შეეძლო საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შეეწირა, თუკი ეცოდინებოდა, რომ ნიკოლა ამით ბედნიერი იქნებოდა. ოღონდ, ამჯერად არა. თუ ამჯერად დატოვებდა, სასწორზე შემოდებულ სიცოცხლეს ხელს მოუქნევდა და არ გაიბრძოლებდა, თან გაიყოლებდა მუდამ დარდიან, ტკივილითა და ნაღველით სავსე ნიკოს. კაცს, რომელსაც აღმერთებდა.
ათი წუთი ისე გავიდა, ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. მათემ თავისი ადგილი დაიკავა, ამჯერად მანქანა ნელა მიუყვებოდა ცარიელ და ცივ გზას.

***

დააგვიანდა.
მეორე ღამე ჩამომდგარიყო, ქუჩაში აღმართული მრგვალი საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. ერთიანად სველი, აქოშინებული მირბოდა მეტრეველი მუსიკალური შენობის კიბეზე და გულის სიღრმეში, სურდა დაეჯერებინა, რომ იქ შესულს, მშვიდად მჯდომი ნიკო დახვდებოდა. სწრაფად აირბინა კიბე, ჯიბიდან სქელი, ოქროსფრად შეღებილი გასაღები ამოაძვრინა და უზარმაზარ კარს მოარგო.
ჩაბნელებულიყო ყველაფერი.
მხოლოდ ფანჯრებიდან შემოჭრილი მთვარის რძისფერი შუქი ანათებდა. კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებს, საცოდავად აყუდებულ ქანდაკებებს ჰფენდა ბნელით მოცულ ნათელს. შემზარავი სანახავი იყო ეს უკანასკნელი. სივრცე, სადაც ყველაფერი იქმნებოდა. სულისშემაწუხებლად საზარელი იყო ხელოვნების ისეთი ნიმუში, სადაც უეჭველად, მახარაძის ხელი ერია.
მათემ სველ თმაში ხელი შეიცურა, უკან გადაიწია და სველი პიჯაკი გაიხადა. ნელა აუყვა მეორე სართულის მარმარილოს კიბეს, ზედ დაფენილი წითელი ხალიჩა უმოწყალოდ მოსვარა ტალახით. თითქოს, ეშინოდაო. მათესაც კი შეჰპარვოდა ფარული გრძნობა, რომელიც ნელ-ნელა ხორცს ხრწნის. გაფართოებული თვალები მოავლო ფერმკრთალი სილურჯით განათებულ დერეფანს. ბოლოში, უზარმაზარი, ჭერამდე ატანილი კარი ჩანდა, საიდანაც დამანგრეველი ბგერები ისმოდა. ეჭვი აღარ იყო, ნიკოლა უკრავდა.

მათე კარს მიუახლოვდა. იქიდან გამომავალმა ხმებმა შიგნიდან ყველაფერი ამოუწვა, ერთიანად დაალპო და ნაწილებად აქცია რაც კი იქ მისვლამდე კარგი ჰქონდა. მათემ ნელა დასწია სახელური, დაბალი ჭრიალით შეაღო მძიმე კარი, რომლის ხმაც საერთოდ არ ისმოდა როიალის გუგუნში. მათემ დაღლილი თვალები დახუჭა, თავი გადააქნია, აქამდე მტკიცეთ და მყარად შემონახული ნაკვთები ერთიანად მოუშვა, თვალის კუთხეებში ნაოჭები გაუჩნდა, ტუჩებიდან ფერი გადაეცალა, გაფითრდა. შეღებული კარის სახელურს მხრით ჩამოეყრდნო, სახეზე ხელი აიფარა და მხოლოდ ცალი თვალით შეათვალიერა დარბაზი. შავი როიალი დაუსრულებელ სიდიადეში გახვეულიყო, ისევ ამაღელვებლად პრიალებდა მისი ზედაპირი. ისევ ისე, გიჟურად ბრჭყვინავდნენ კედლები. უსარკმელო დარბაზში წვიმის ხმა ხმადაბლა იპარებოდა. სამაგიეროდ, ნიკოლა იჯდა როიალთან, ხელებს სწრაფად ამოძრავებდა, მთელი ტანით ჰყვებოდა საკუთარ შემაძრწუნებელ, საშიშ შედევრს. იჯდა, თეთრი პერანგის ბოლოები შარვლიდან გადმოსცვენოდა, ულამაზოდ აწეული საყელოები სისხლით მოესვარა. გულზე შეხსნილი ღილებიც იმავე სითხით დასველებულიყო. ხელები, რომლებსაც გარკვევით ეტყობოდათ დაჭიმული ძარღვები, სისხლით იდაყვებამდე მოსვრილიყვნენ. თითების ყოველ დახეთქებას, სისხლის წვეთების დაღვრა მოჰყვებოდა. როიალი სისხლში ამოსვრილიყო. ისევე, როგორც ნიკოლა და ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. მათე ნაღველით სავსე შეჰყურება სურათს. როიალის ფეხებთან, უმოწყალოდ ეგდო სხეული. სისხლისგან დაცლილი, უჟანგბადოდ დარჩენილი, უიმედო და იმ მომენტში, უმწეო. მათემ საფეთქლებზე ხელები ჩამოისვა, ძლიერად დააწვა ორი თითით ქუთუთოებს და ამოიგმინა. ნიკოლა კი არ ჩერდებოდა. ტემპს უმატებდა. ნებისმიერი, ვინც კი იმ საღამოს ნიკოლას შემოქმედებას მოისმენდა, ადგილს მიეყინებოდა და სამუდამო ტანჯვას მისცემდა თავს. სისხლიანი იყო ის მუსიკა, სისხლიანი და ბინძური. ბნელი და უიმედო, ნათელს მოკლებული. სიცივე იდგა. ბგერები ყინულების მსხვრევას ჰგავდნენ. თითქოს სწყდებოდნენ ადგილს და უნებართვოდ იჭრებოდნენ მიწაზე. მაგრამ ნიკოლას მუსიკა არც მიწიერი იყო და არც ცივი. პირიქით, იმდენად თბილი არ იყო, რამდენადაც ცხელი. ჯოჯოხეთურ სიმხურვალეს ატარებდა, თითქოს შიგნით საკუთარი ხელით გაეტარებინა მტანჯველი ცეცხლი.
გველი სრიალებდა დარბაზში.
თეთრი გველი, რომელიც როიალის ზედაპირზე მოკალათებულიყო, სიმაღლით ნიკოს უსწორდებოდა, თუმცა თავი დახრილი ჰქონდა მის წინაშე.
„არ არსებობს სულიერი - იხსენებდა მოგვიანებით მათე -რომელიც წინ გადაუდგება ისეთ კაცს, როგორიც ნიკოლა იყო.ახლაც კი, მის წინაშე ნებისმიერი ცოცხალი, მკვდარი, უსულო ან სულიერი უძლური და დაკნინებული იყო. ნიკოლა შედევრს ქმნიდა და ამავდროულად, თვითონ იყო შედევრი. „
აღარ იყო დარბაზში ელვა, არც წვიმა, არც ქუხილი. იყო სისხლი და მორჩილება. მახარაძე იმორჩილებდა ყველაფერს, ბინძური და საზიზღარი გზებით. მათემ ხელები ასწია, ყურებზე მაგრად მიიჭირა და თვალები დახუჭა, ცოტა ხანს ასე იდგა, მერე ძალა მოიკრიბა, თავი ასწია და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დასასრულისკენ მიმავალ ნიკოლას.
დასრულდა. თავი ასწია მახარაძემ, ხელები ზედაპირზე გადაასრიალა და ამოისუნთქა.
-გამიკვირდებოდა, აქ რომ არ ყოფილიყავი. -თქვა მან. ხმა თითქოს შესცვლოდა, უფრო მეტად ცივი იყო, მეტად ფარული და ხრინწიანი, ბოხი და მიუწვდომელი. მათე სწრაფად წავიდა მისკენ, ზიზღით დახედა გვამს, რომელსაც თვალებიც კი გახელილი დარჩენოდა, უაზროდ მისჩერებოდა სივრცეს, რომელიც მისთვის უკვე თეთრი გვირაბის იქით გადაშლილ სამყაროს წამოარდგენდა. მათემ ერთხანს უყურა ნიკოს, მერე ხელები ასწია, მუშტებად შეკრა და მთელი ძალით დაარტყა როიალს. ნიკოლამ იმ წამსვე ამოხედა, წამოდგა და გააფთრებული მიაჩერდა.
-გამო*ლევდი? რას აკეთებ? -მათე ნიკოს მივარდა, პერანგის საყელოებში სწვდა და ძლიერად შეანჯღრია.
-რა გააკეთე, რა ჯანდაბა გააკეთე? -წაისისინა და ძლიერად უბიძგა უკან. -ზიხარ აქ, კაცის მკვლელი, სასმელით აყროლებული ნაბი*ვარივით და უკრავ, თითქოს საზეიმოდ გქონდეს ქცეული შენი ნაგავი ცხოვრება! -იყვირა მეტრეველმა. დარბაზმა ექოდ აირეკლა მისი გამყინავი ხმა. ნიკოლას წარბები შეეკრა, მათ შორის სწორი ხაზები გავლებულიყო, ყბას ყბაზე აჭერდა და ჭრიალი გაჰქონდა.
-ერთით ნაკლები ნაბი*ვარი! -თითი გაიშვირა გვამისკენ, რომელსაც მათემ არც კი დახედა. თვალს არ აშორებდა ნიკოლას. -გაიგე? ერთით ნაკლები! მიზანთან ისე ახლოს ვარ, ლამისაა ვენებიდან სისხლად დავიცალო. სანამ თავის ნა*ირლებს მიგზავნის, მასთან კიდევ ერთი ნაბიჯი მაახლოებს. გაიგე? -არ დაუთმო მახარაძემ. შარვლის უკანა ნაწილიდან სისხლში ამოსვრილი იარაღი ამოაძვრინა და მათეს თვალწინ აუფრიალა.
-ის იარაღია, ბელას სისხლით რომ დაისვარა. სანამ ბოლო კაცს არ ჩავაწვენ მიწაში, არ მოვისვენებ და არც მოვასვენებ.
-არ მჯერა. -ხელები ასწია მათემ. ნიკოლას დამცინავად ჩაუტყდა ტუჩის კუთხეები.
-ზოგჯერ ის ამშვიდებს ადამიანს, რისიც არ სჯერა.
-მაშინ, რატომ არ გამშვიდებს ის სიმშვიდე, რომლისაც არ გჯერა? -კითხვა შეუბრუნა მათემ. ნიკოს წარბებსშორის გაჩენილი ნაპრალი გაეხსნა, გაეღიმა და ჩამოჯდა. იარაღი როიალზე შემოდო და სისხლიან ხელებს დახედა.
-ის, ვინც ბუნებრივი მდგომარეობითაც უდარდელია, ალმაცერად შეჰყურებს მათ, ვისაც წლების დაღალული იარებიც ვერ მოუშუშებიათ. -მათემ სიტყვები გადაყლაპა. ნიკოს სიტყვებში უსაზღვრო სიდიდის აზრი დაინახა, მთელი სხეულით იგრძნო, როგორ გამოიშვირა მახარაძემ მისკენ თითი და უთხრა, რომ ცხოვრების არაფერი ესმოდა. ვინაიდან, ცხოვრების შეცნობა იმ პატარ-პატარა, ანდაც, მსხვილ-მსხვილი უბედურებებით, დარდითა და სევდით ხდება, რომელსაც ადამიანი მუდმივად, ან ხშირად განიცდის.
-ბედზე ჩივილი უსაფუძვლოა, არც ისაა კარგი როცა ყველაფერი სააშკარაოზე მათთვის გამოგაქვს, ვინც შენთან მარადისობა გაატარა და ვერ შეგიცნო. ამას სჯობს, წახვიდე და შენთვის ძალიან უცხოს გაატანო დარდი. წავა და წაიღებს მაინც. -ნაწყენი მობრუნდა ნიკოლა. საკუთარმა სიტყვებმა წამიერად გაახსენა ვარდისფერი შარფი, ევა და ის შეხება, რომელმაც მუხტი თანაბრად გაანაწილა ორ სხეულში. ავტომატურად დახედა მის ფეხებთან მწოლიარე გვამს, სხეულში უსიამოვნო ქარმა დაუბერა, ოდნავ შეარხია მისი დაწყდომამდე მისული მყესები ყელში. ამოხველება და ამოღება უნდოდა, რაც იმ წამს შიგნიდან აწუხებდა,მაგრამ არც ეს გამოსდიოდა. დარბაზი დატოვა და იქვე მიაგდო მათეც.

***
მიუხედავად იმისა, მეტრეველზე გულაცრუებული იყო, მისი აღმოჩენილი კაფე მაინც გამოადგა. დინჯად შეაღო კარი, თავისდაკვრით მიესალმა პერსონალს და ყველაზე კომფორტული მაგიდა დაიკავა შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც პირდაპირ გადაჰყურებდა წვიმაში დასველებულ ქუჩებს. შავ მაგიდაზე თეთრი ლარნაკი და ყვითელი ყვავილი იდო, ნიკოლასთვის სრულიად უცხო და არც ისე საინტერესო წარმოშობის. უხალისოდ შეავლო მზერა, გრძელი თითები ახლოს მიუტანა, ხელის ზურგით მიაწვა და ლარნაკი გასწია. თითქოს შეხედვაც კი ზარავდა. თვალი მოავლო ოთახს. მის წინ იჯდა ნაცნობი სხეული. ნაცნობი თმა, რომლის სურნელიც ორი მაგიდის დაშორებითაც იგრძნო, ან გაიხსენა ნიკოლამ. ჩუმად დაუძახა მიმტანს, ისე, რომ გოგონას ყურადღება არ მიექცია. ჩაი შეუკვეთა, საკუთარი თავით გაკვირვებული და აღტაცებული კი საოცარ განწყობაზე დადგა. ისე, თითქოს საათის წინ კაცი არ მოეკლა, თუმცა ამშვიდებდა იმაზე ფიქრი, რომ ამ საიდუმლოს ორი ადამიანი ატარებდა - თვითონ და მათე, რომელიც გულაცრუებული, გაბრაზებული დაძრწოდა მშიერი მხეცივით.
თვალს ადევნებდა ნიკოლა მანა, სანამ გოგონა არ წამოდგა, ზურგზე ჩანთა არ მოიგდო და ჩუმად არ გავიდა კაფედან. ნიკოლამ კუპიურები დაუთვლელად დაყარა, უკან მიჰყვა მისთვის ნაცნობ სილუეტს. წვიმდა, მაგრამ ძლიერად აღარ. საკვირველი კი ის იყო, რომ შუაღამე ჩამომდგარიყო, ორი საათი. დიდ ხანს იარეს, გოგონა დროდადრო ისწორებდა თმას, შარფსა და ჩანთას. მერე სადღაც გადაუხვია, თითქოს ჯურღმულში შეჰყავდა მამაკაცი, მაგრამ ნიკოლა მორჩილად, ფეხაკრებით მიჰყვებოდა რამდენიმე მეტრით დაშორებულ სხეულს. გოგონამ დიდ ხანს იარა, ეტყობოდა, ფეხებიც კი ეღლებოდა დიდი მანძილის გავლით. ჩიხში გადაუხვია, დამპალ და აყროლებულ დერეფნებში გაიარა, დამპალი და ჩამომდნარი მუყაო აეკრათ კედლებზე. უბანში შევიდა. სამი, ოთხი და მეტი კორპუსი წამოჭიმულიყო. ნაცრისფერი, კედლებზე უშნო წარწერებით, ბილწი სიტყვებითა და შესახედად უვარგისი ნახატებით სავსე. თითქმის ყველა ფანჯარიდან სიბნელე იღვრებოდა. მხოლოდ ერთი-ორი ოჯახი არ წასულიყო დასაძინებლად. გოგონამ ერთ-ერთ სადარბაზოში შეუხვია, კიბე აიარა. ნიკო გარეთ იდგა, ითვლიდა რომელ სართულზე შეჩერდებოდნენ გოგონას დაღლილი ფეხები. გათავდა! მეხუთე სართული დაითვალა მახარაძემ, პირდაპირ შეჰყურებდა ქვემოდან იმ კარის ბოლოს, რომელთანაც გაჩერდა გოგონა. სწრაფად აირბინა კიბე, მეოთხე სართულამდე ჩუმად, თვალისდახამხამებაში აძვრა. დაინახა როგორ მოარგო გაჭირვებით ნაპოვნი გასაღები კარს, რამდენიმე წამის განმავლობაში უშედეგოდ ატრიალა, სანამ საბოლოოდ არ გაიხსნა. ნიკოლას წინ დაიკეტა თეთრი კარი, თუმცა საკეტის ხმა არ გაუგონია.

ატი, თხუთმეტი წუთი იდგა თეთრ კარზე მიშტერებული, რომელსაც ოქროსფერი, აქა-იქ გაცრეცილი და ჩამოტეხილი კუთხეებით მიჰკრობოდა რიცხვი „20“. მერე, აღარც დაფიქრებულა. სახელური გადასწია და კარი შეაღო. სითბო გადმოიღვარა სახლის დერეფნიდან. ფრთხილად დახურა კარი ზურგსუკან, საკიდზე ჩამოკიდებულ პალტოს, შარფებსა და ქუდებს შეავლო თვალი. სხვა ოთახებიდან სინათლე არ გამოდიოდა, მხოლოდ ერთში ბჟუტავდა და ეტყობოდა, იქაც მალე ჩააქრობდნენ. ნიკოლა ფეხაკრებით გაუყვა დერეფანს, განათებულ ოთახთან შეჩერდა, ერთი წამით გადაწყვიტა კიდეც, უკან გაბრუნებულიყო, ბოლოსდაბოლოს, სხვის საკუთრებაში შეიჭრა, უცხო ადამიანს აედევნა და არაკანონიერი გზით აღმოჩნდა მის სახლში. თუმცა მზად იყო ყველანაირი ბრალდებისთვის, ოღონდ ერთხელ შეევლო თვალი რაიმე ნაცნობისთვის და თბილისთვის. კარის სახელური ჩამოსწია, ფრთხილად შეიჭრა ოთახში. თვალი გაუშტერდა ზურგით მდგომ სილუეტზე, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე, თხელი აბრეშუმის, ღია ვარდისფერ საღამურში გამოწყობილიყო. კისერზე ჩამოკიდებულ ყელსაბამს იხსნიდა, ქერა თმა ცალ მხარეს გადაეწია და თხელ, თლილ თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ნიკოლა სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა, ყოველ წამს უფრო და უფრო ამცირებდა მანძილს. ბოლოს, ცდუნებამ სძლია, წვრილ, გამოყვანილ წელზე გადაასრიალა ხელები, იგრძნო, როგორ შეშინდა და დაფრთხა მის ხელებში მოქცეული სხეული, ხმადაბლა წამოიყვირა კიდეც, თუმცა ყველაზე სასიამოვნოდ მახარაძეს ის მოეჩვენა, როგორ შესწია მუცელი, როგორ გაქრნენ მათში თავმოყრილი მშვიდი არსებები, თუნდაც პეპლები და როგორ გაიარა შიშის მატარებელმა ხმაურით. იცოდა, აშინებდა, მაგრამ ვერ შეეშვებოდა. გულმკერდით აეკრო გოგონას ზურგს, წელზე მოხვეული ერთი ხელი მუცელსა და მკერდზე აასრიალა, ყელამდე მიუტანა გოგონას, ყელსაბამი ხელის ერთი მოძრაობით შეხსნა და იქვე მიაგდო, გადაყრილი თმა გაუსწორა, გრძელი თითები ახლართა მათში და მოქაჩა. გოგონამ ამოიგმინა, თვალები დახუჭა, სქელი ტუჩები მოებრიცა, პანიკას შეეპყრო, მთლიანად კანკალებდა და ვინ იცის, სწყევლიდა კიდეც ნიკოლას. ახალგაზრდა კაცმა თავი მის მოშიშვლებულ კისერში ჩარგო, ძლიერად შეისუნთქა იასამანის სურნელი, მუცელზე მოხვეული ხელი კიდევ უფრო მოუჭირა და ყურთან ძალიან ახლოს, ვნებით გაჟღენთილი ხმით ჩასჩურჩულა
-ევვა! -წამიერი დროის გაჩერების შემდეგ, მის ხელებში მომწყვდეული სხეული მოეშვა, თვალები გაახილა და ამოისუნთქა.



№1  offline წევრი An_Gel

არვიცი როდის,ცხოვრების რომელ მომენტში გაუმართლა ნიკოლას ისე,რომ მათე შეხვდა მეგობრად. ჩემთვის გმირია ეს ბიჭი და საოცარი ნერვების პატრონი (სულ მცირე)
მძიმე და სისხლიანი იყო ეს თავი,როგორც ყველა დანარჩენი.
იცი როგორი შეგრძნება მეუფლება? თითქოს ნიკოს სძულს როიალები და ყველა უბედურების შემდეგ უნდა მასთან მივარდეს,დაუკრას და ის ტკივილი დაანახოს,რასაც თვითონ გრძნობს. თითქოს მას ადანაშაულებს თავის უბედურებაში და ნიშნს უგებს ყოველი ნოტით. სძულს და თან ავადმყოფურად უყვარს იმიტომ,რომ თვითონ არის ავადმყოფი გენიოსი.
ნეტავ იცოდე ევას როგორ ვეჭიდები,როგორ მინდა ის გახდეს მახარაძისთვის სხივი და უკეთესი ცხოვრების საწყისი. მაგრამ გამოუვა?! არვიცი...მინდა რომ მჯეროდეს ვარდისფერშარფიანი გოგონასი.
მე მიყვარს უკვე ეს ისტორია. heart_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული ნოკოლასთვის, მაგრამ მათე, გთხოვ, როცა იქნება ამის დრო, ეს პერსონაჟი დააფასე.
უბრალოდ ვერ ვხვდები, რა გააკეთა ნიკომ ისეთი, რომ ეს ადამიანი მეგობრად დაიმსახურა. სულ მგონია, რომ მათემ ნიკოს გაცნობის დღეს რომ ჩაისუნთქა, მას შემდევ ვეღარ ამოისუნთქა და გამუდმებით დაღლილია.
მართალია ეს პერსონაჟი, მართალია და როგორ, კიდევ როგორ აქვს ამდენი ნებისყოფა ნეტავ ვიცოდე.
ოდესმე ალბათ ნიკო მოუსმენს ამ ადამიანს და ვშიშობ გვიანი არ იყოს...

ანამ თქვა, ალბათ ნიკოს როიალები სძულსო. მე კი მგონია, რომ მათეს სძულ. თუმცა, რომ არა როიალები, ალბათ ყველაფერი უფრო მუქ ფერებში იქნებოდა.

არ ვიცი, სულ მინდა, რომ მათეზე ვილაპარაკო, მაგრამ ვეღარ ვუყრი სიტყვებს თავს...

ეს თავი სასწაულიც იყო და საშინელი რეალობაც... რაღაც საოცარი უნარი გაქვს ისე აღწერო სიტუაციები და ადგილები, რომ თვალწინ წარმოუდგინო მკითხველს ყველა დეტალი.

მათეს და ნიკოს დიალოგზე გზაში სასუნთქი მილი ამეწვა, აი ისე, ხომ იცი, ტირილის წინ რომ იცის ხოლმე...

 


№3  offline მოდერი bibo

ჩემი გემრიელი ისეთი თავი იყო ვაიმე ჰაერი მაქ ნერვები :* ჟრუანტელმა დამიარა გადამიარა გადმომიარა საოცარი თავი იყო ტკივილით სევდით მოგონებით სავსე :**** არ მომეწონა ნიკოლის ხელში აღებული იარაღი და სისხლით გასვრილი ხელი რომლის ჩამორეცხვასას იმედია შეძლებს და არ დარჩება სიბნელეში და არ დაიკარგება :* შენ ხარ სასწაული საოცრებ უბრალოდ ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ჯემო საოცრებ ხარ.მათე რა საჩუქრისთვის მიღო ან რა სიკეთე გაკეთა ერთი ასეთი საჩუქარი რო ერგო მათეს სახით <3 იმედია მათე და ევა შეძლებენ და მოაბრუნებენ ამ ქვეყანას და არ დაიწყებს ხოცვა ჟლეტვას :დდდდ გული გაიარა სულამდე ჩავიდა ჰაერში მქონდა სული :*როგორც დავიწყე კითხვა ერთი ამოსუნთქვით ჩამოვედი ბოლომდე .ფერები აიტუაცის და მოქმედების მიხედვით გადამდიოდა სახეზე :***** გულს ვგრძნობდი სულს ვგრძნობდი უბრალოდ ყველაფერს ვგრძნობდი გენრიელო სოცარო არამქვეყნიურო ჩემო გემრიელო გოგოვ :* სუ გეუბნები დაიხვეწე არ ქვია ამას ამას გადახვეწილი ქვია რომელსაც საოცრება და სასწაულების წერა შეუძლია უბრალოდ მაგიჟებ და გადაგყავარ ჭკუიდან :* ვერ ვიმორჩილებ კიდე სიტყვებს რა დავწერო ვერ ვხდები დამრჩა რამე სათქმელი უბრალოდ გამაგიჟე ვგიჟდები მე შენზე :* ვგიჟდები მე ამ სამეულზე მათე ნიკოლი და ევა იმედია ეს ის სამეულია რომელიც დამარცხევს შავფერს და ფერად სამყაროს შექმნიან :*** იმედია როიალი არ იქნება სიძულვილის შემდეგ დასაცლელი და გრძნობების ამომცლელი სიყვარულის და მეგობრბის გამარჯვების იქნება სადაც ბედნიერება და სიტკბოება დაუკრავს :* ჩემო ატმის გოგოვ და ალუჩასავით გემრიელო საოცრება სასწაული ხარ ვგიჟდები ჟელიბონო მე შენზე ყველაზე გემრიელო და ყვეაზე საოცარო

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

papastatekulosi
არვიცი როდის,ცხოვრების რომელ მომენტში გაუმართლა ნიკოლას ისე,რომ მათე შეხვდა მეგობრად. ჩემთვის გმირია ეს ბიჭი და საოცარი ნერვების პატრონი (სულ მცირე)
მძიმე და სისხლიანი იყო ეს თავი,როგორც ყველა დანარჩენი.
იცი როგორი შეგრძნება მეუფლება? თითქოს ნიკოს სძულს როიალები და ყველა უბედურების შემდეგ უნდა მასთან მივარდეს,დაუკრას და ის ტკივილი დაანახოს,რასაც თვითონ გრძნობს. თითქოს მას ადანაშაულებს თავის უბედურებაში და ნიშნს უგებს ყოველი ნოტით. სძულს და თან ავადმყოფურად უყვარს იმიტომ,რომ თვითონ არის ავადმყოფი გენიოსი.
ნეტავ იცოდე ევას როგორ ვეჭიდები,როგორ მინდა ის გახდეს მახარაძისთვის სხივი და უკეთესი ცხოვრების საწყისი. მაგრამ გამოუვა?! არვიცი...მინდა რომ მჯეროდეს ვარდისფერშარფიანი გოგონასი.
მე მიყვარს უკვე ეს ისტორია. heart_eyes

ნეტავ იცოდე, როგორ უხდები ამ ისტორიას შენი კომენტარებით !
არ ვიცი, სიმართლე გითხრა, მეც არ ვიცი რა გააკეთა ნიკომ ისეთი, მათე რომ დაიმსახურა და არ ვიცი რა ნერვების პატრონია მეტრეველი, ყველაფერს ასე გმირულად რომ უძლებს, თუმცა მაინც ვფიქრობ, ეს მეგობრობაა. სისხლიანი და ბინძური საქმეები მათეს არ აშინებს. სიმართლე გითხრა, როიალებთან და ნიკოსთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება მაქვს, რომელსაც არც ახლა ვიტყვი და არც ისტორიაში გავუსვამ ხაზს, რადგან ჩემი საქმე არ არის მკითხველმა ის იფიქროს, რასაც მე ვფიქრობ და სურათს ისე უყუროს, როგორც მე ვუყურებ. პირიქით, ჩემი მიზანია სცენაზე, სადაც ეს მოქმედებები ხდება, თითოეულს საკუთარი შეხედულება გაუჩნდეს და როგორი არაორდინალური და უცხოც არ უნდა იყოს, საფუძვლიან აზრად შემორჩეს. მე პატივს ვცემ ამას. და ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ.
ყველას ძალიან გვინდა რომ ვარდისფერშარფიანი გოგონასი გვჯეროდეს. საერთოდ, დღე და ღამე ჩამესმის "ევვა!"

lullaby
არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული ნოკოლასთვის, მაგრამ მათე, გთხოვ, როცა იქნება ამის დრო, ეს პერსონაჟი დააფასე.
უბრალოდ ვერ ვხვდები, რა გააკეთა ნიკომ ისეთი, რომ ეს ადამიანი მეგობრად დაიმსახურა. სულ მგონია, რომ მათემ ნიკოს გაცნობის დღეს რომ ჩაისუნთქა, მას შემდევ ვეღარ ამოისუნთქა და გამუდმებით დაღლილია.
მართალია ეს პერსონაჟი, მართალია და როგორ, კიდევ როგორ აქვს ამდენი ნებისყოფა ნეტავ ვიცოდე.
ოდესმე ალბათ ნიკო მოუსმენს ამ ადამიანს და ვშიშობ გვიანი არ იყოს...

ანამ თქვა, ალბათ ნიკოს როიალები სძულსო. მე კი მგონია, რომ მათეს სძულ. თუმცა, რომ არა როიალები, ალბათ ყველაფერი უფრო მუქ ფერებში იქნებოდა.

არ ვიცი, სულ მინდა, რომ მათეზე ვილაპარაკო, მაგრამ ვეღარ ვუყრი სიტყვებს თავს...

ეს თავი სასწაულიც იყო და საშინელი რეალობაც... რაღაც საოცარი უნარი გაქვს ისე აღწერო სიტუაციები და ადგილები, რომ თვალწინ წარმოუდგინო მკითხველს ყველა დეტალი.

მათეს და ნიკოს დიალოგზე გზაში სასუნთქი მილი ამეწვა, აი ისე, ხომ იცი, ტირილის წინ რომ იცის ხოლმე...

როგორ მინდა გითხრა, ვიცი რას ვუპირებ ნიკოს-მეთქი, მაგრამ ვერც კი ვგლეჯ საკუთარ თავს რაიმე მოსაზრებას. მათე უნდა დავაფასო, ასე რომ არ მოვიქცე, ჩემს თავს არ ვაპატიებ. არ ვიცი რამდენად გამოვაჩენ ამას, თუმცა ის ყოველთვის უფრო მაღლა იდგება, ვიდრე დანარჩენები. და რა კარგად თქვი, გაცნობის დღეს რომ ჩაისუნთქა, მას შემდეგ ისევე აეწვა სასუნთქი მილი, როგორც შენ. მე მგონია, მეგობრობაზე მაღლა მდგომი მეგობრობაა ამ ორს შორის, რომელსაც ერთი ვერ აფასებს საკმარისად. (ან იქნებ აფასებს და იმდენად ფარულად, ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველია) ამას მხოლოდ ერთი კითხვა გასცემს პასუხს - რა მოხდება, რომ აღარ იყოს მათე?!
და აი, VOILA, როგორც ფრანგები ამბობენ! გაწითლებული, გამართული ვზივარ, როცა ვკითხულობ, რომ ფიქრობ, როიალები მათეს სძულს და არა ნიკოლას. განვმეორდები, მე ჩემს აზრს აქ და ისტორიაში არაფრით გავაჟღერებ, თუმცა სასიამოვნოზე უფრო სასიამოვნოა, როცა შენს მკითხველს განსხვავებული აზრები უჩნდება და ამ ყველაფერს გიზიარებს. ისე მეამა ანას და შენი აზრი, მთელი ცხოვრება ვიმყოფინებ და ბედნიერი ვიქნები.
იცი,რომ ძალიან გაფასებ,რომ შენი აზრი ჩემთვის უ-მნიშვნელოვანესია და შენი კომენტარის კითხვა ყველაფერზე მეტად მაბედნიერებს. ამისთვის უღრმესი მადლობა შენ!

bibo
ჩემი გემრიელი ისეთი თავი იყო ვაიმე ჰაერი მაქ ნერვები :* ჟრუანტელმა დამიარა გადამიარა გადმომიარა საოცარი თავი იყო ტკივილით სევდით მოგონებით სავსე :**** არ მომეწონა ნიკოლის ხელში აღებული იარაღი და სისხლით გასვრილი ხელი რომლის ჩამორეცხვასას იმედია შეძლებს და არ დარჩება სიბნელეში და არ დაიკარგება :* შენ ხარ სასწაული საოცრებ უბრალოდ ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ჯემო საოცრებ ხარ.მათე რა საჩუქრისთვის მიღო ან რა სიკეთე გაკეთა ერთი ასეთი საჩუქარი რო ერგო მათეს სახით <3 იმედია მათე და ევა შეძლებენ და მოაბრუნებენ ამ ქვეყანას და არ დაიწყებს ხოცვა ჟლეტვას :დდდდ გული გაიარა სულამდე ჩავიდა ჰაერში მქონდა სული :*როგორც დავიწყე კითხვა ერთი ამოსუნთქვით ჩამოვედი ბოლომდე .ფერები აიტუაცის და მოქმედების მიხედვით გადამდიოდა სახეზე :***** გულს ვგრძნობდი სულს ვგრძნობდი უბრალოდ ყველაფერს ვგრძნობდი გენრიელო სოცარო არამქვეყნიურო ჩემო გემრიელო გოგოვ :* სუ გეუბნები დაიხვეწე არ ქვია ამას ამას გადახვეწილი ქვია რომელსაც საოცრება და სასწაულების წერა შეუძლია უბრალოდ მაგიჟებ და გადაგყავარ ჭკუიდან :* ვერ ვიმორჩილებ კიდე სიტყვებს რა დავწერო ვერ ვხდები დამრჩა რამე სათქმელი უბრალოდ გამაგიჟე ვგიჟდები მე შენზე :* ვგიჟდები მე ამ სამეულზე მათე ნიკოლი და ევა იმედია ეს ის სამეულია რომელიც დამარცხევს შავფერს და ფერად სამყაროს შექმნიან :*** იმედია როიალი არ იქნება სიძულვილის შემდეგ დასაცლელი და გრძნობების ამომცლელი სიყვარულის და მეგობრბის გამარჯვების იქნება სადაც ბედნიერება და სიტკბოება დაუკრავს :* ჩემო ატმის გოგოვ და ალუჩასავით გემრიელო საოცრება სასწაული ხარ ვგიჟდები ჟელიბონო მე შენზე ყველაზე გემრიელო და ყვეაზე საოცარო

ვაიმე, რა გითხრა-მეთქი გეკითხები ბიბო და ვერაფრით ამოვგლიჯე საკუთარ თავს პასუხი! საოცარი გოგო ხარ შენ, საოცარი და ძალიან ტკბილი.
ვერ წარმოიდგენ როგორ მენანება, რომ ასე იძაბები და ნათელი ფერების შემოჭრის მოლოდინში, შეიძლება იმედსაც კი გიცრუებ.
თუმცა მე ჩემი დანაპირები კარგად მახსოვს, ვიცი რასაც დაგპირდი და საკუთარ თავს ყველაფერს გავუკეთებ, ნებისმიერ რაიმეს "დავმართებ", რომ არაფრის ფასად არ გადავუხვიო სიტყვას. (მე და შენ ვიცით, რაც იგულისხმება!)
უღრმესი მადლობა ამ სიყვარულისა და სითბოსთვის, რომელსაც მე და ჩემს პერსონაჟებს ისე გვიაიარებ, თითქოს ისინი ნამდვილები იყვნენ.
ვნახოთ რა მოხდება, რას იზამს ნიკო, მათე ან ევა. და მართალია, ეს ტრიო იმედიანია.

 


№5 სტუმარი Ziggystatdust

დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა კომენტარი, მარა ბოლოს სულმა წამძლია. ჰილეგიდან მოყოლებული მაოცებ, არ ვიცი რა ვთქვა. შენი მოთხრობებიდან ყოველთვის იგრძნობა ის ინტელექტი და განათლება, რაც ხშირ შემთხვევაში მაკლია ხოლმე სხვების მოთხრობებში. ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ! თითქოს მძიმე წასაკითხია, მაგრამ მე პირადად საშინლად მსიამოვნებს. თავიდან, დასრულებას ველოდებოდი, მარა ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი. :* :* წარმატებებიი და ველი შემდეგ თავსს სულმოუთქმელად...

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

Ziggystatdust
დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა კომენტარი, მარა ბოლოს სულმა წამძლია. ჰილეგიდან მოყოლებული მაოცებ, არ ვიცი რა ვთქვა. შენი მოთხრობებიდან ყოველთვის იგრძნობა ის ინტელექტი და განათლება, რაც ხშირ შემთხვევაში მაკლია ხოლმე სხვების მოთხრობებში. ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ! თითქოს მძიმე წასაკითხია, მაგრამ მე პირადად საშინლად მსიამოვნებს. თავიდან, დასრულებას ველოდებოდი, მარა ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი. :* :* წარმატებებიი და ველი შემდეგ თავსს სულმოუთქმელად...

უღრმესი მადლობა! მიხარია, რომ ჰილეგიდან მიცნობ. ძალიან გამახარე. ყველანაირად ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო.

 


№7  offline წევრი Tushma19

საოცრებაა ყველა შენი ნაწარმოები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent