მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...17...
წყნარი, თითქოს მშვიდი საღამო იყო. ცოტა ციოდა, მაგრამ ახალგაზრდობა ჯიუტად მიაბიჯებდა აქეთ_იქით,მიდიოდა გოგონაც ქუჩაში, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა,გულზე თითქოს დიდი ლოდი ედო,შინაგანად გრძნობდა დაძაბულობას,ღრმად სუნთქავდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები არ ემორჩილებოდა მაინც სწრაფად იწევდა წინ,უნდოდა მალე ენახა საყვარელი ადამიანი. მამაზეც ფიქრობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ირაკლის ნახვა და იმედის გაღვიძება,გაღვივება უნდოდა. გარემოს აკვირდებოდა. აფორიაქებული თვალებით ირაკლის ეძებდა და იპოვა კიდეც, ძელსკამზე იჯდა,ხელებით მუხლებზე წამოწეულიყო,თავი ჩაეღუნა,ნელ_ნელა მიუახლოვდა გოგონა,თმებზე ხელი შეუცურა,გვერდით დაუჯდა. ბიჭმაც იგრძნო გოგონას მიახლოება,თუმცა თავი არ აუწევია,მასაც სწიწკნიდა შიგნით რაღაც,უკან ექაჩებოდა. თავის თავს აჯერებდა,არწმუნებდა რომ ასე უნდა მოქცეულიყო,ასე იყო საჭირო ქეთასთვის...მხოლოდ ერთი გამოსავალი ეხატებოდა სწორ ნაბიჯად. -რა მოხდა იკა?-თბილად, მაგრამ აკანკალებული ხმით კითხა გოგონამ -ქეთა... -სათქმელის დაწყება უჭირდა ბიჭს,გოგონა კი თვალებგაფართოებული, სუნთქვაშეკრული უყურებდა,ოდნავადაც ვერ იძროდა-ქეთ... მე... მაპატიე ჩემო ციცქნა,მაპატიე რომ მიყვარხარ... მაპატიე რომ საერთოდ გამოვჩნდი და შენი სიყვარული გავბედე... ვერ გაგექეცი... მე მივდივარ ქეთ,მაპატიე ჩემო თოჯინა... ბევრი ვიფიქრე... მამაშენი არასოდეს შეურიგდება ჩვენს ერთად ყოფნას, შენ კი... შენ მაშინ.... ისეთი ხმა გქონდა...მე ვერასოდეს ვაპატიებ თავს,ჩემს გამო ვინმე დაკარგო,მითუმეტეს მშობელი... -იკა რას ამბობ?...იკა არა... არა.. შეუძლებელია-თითქოს თავისთვის ხმაგამწყდარმა,გულგატეხილმა ჩაილაპარაკა ქეთამ,გული აუჩქარდა, ყელში მოაწვა დიდი,ვეებერთელა უხილავი ბურთი. თვალები აემღვრა,აეწვა -ჩემო ცეროდენა მაპატიე გთხოვ-ცრემლებით ავსებოდა თვალები ბიჭსაც. თავჩაღუნული ესაუბრებოდა გოგონას- ქეთ რა უნდა ქნა? მიპასუხებ ამ კითხვაზე? ვერა, ვერ მიპასუხებ... შენ ვერცერთს გვთმობ და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტიცაა,შენ იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე ნებისმიერი გააკეთებდა შენს ადგილზე,არასოდეს მეტყვი წადიო, მე უნდა გითხრა,მე უნდა გითხრა... იმიტომ რომ კარგად იყო, იმიტომ რომ გვერდით მამა გყავდეს. მაპატიე... -ხელები მუჭად შეეკრა ირაკლის, ისე უჭერდა რომ გათეთრებოდა. ყველაზე დიდი ტკივილს გულში გრძნობდა,მაგრამ სადღაც იმის ძალასაც ეძებდა სათქმელი ბოლომდე ეთქვა. არც ქეთა იყო უკეთეს დღეში, გახევებული იჯდა ერთ ადგილზე, ერთ წერტილს მისჩერებოდა და არ იძროდა,მხოლოდ თვალებიდან გადმოღვრილი ცრემლები გასცემდნენ. -მე არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით იკა... მე მინდა ცა, ცის ფერი იყოს და ნათელი დღეები მქონდეს, მაგრამ ოცნებას სიმძიმე არ აქვს ხომ? ბევრს ვითხოვ ალბათ ხომ? -თვალები ირაკლისკენ გადმოატრიალა და დაჟინებით ჩააშტერდა მონატრებულ თაფლისფერებს,რომელიც უკვე ძალიან შორიდან ეფერებოდნენ,უყურებდნენ მაგრამ ვეღარ ათბობდნენ. -ქეთ მე ვერასოდეს დაგივიწყებ მაგრამ შენ უნდა შეძლო,უნდა დამივიწყო გესმის? ...გიშვებ,უნდა წახვიდე.... არ მემეტები მაგრამ ასე აჯობებს, მე ჩუმად გინატრებ ხოლმე მაგრამ არ მოხვალ,არ უნდა მოხვიდე... -არა ირაკლი არა....არა...-ენას ვეღარ იმორჩილებდა ათრთოლებული გოგონა-მე ცხოვრება უშენოთ არ მიფიქრია,მე ჩემს სიცოცხლეს და მომავალს შენს თვალებში ვხედავ ირაკლი. ნუ გამიკეთებ ამას, შენთვისაც ხომ არაა ადვილი?-ადგილზე მიყინულივით იჯდა,ხელებს მხრებზე უჭერდა და ურტყავდა ბიჭს-რატომ ირაკლი რატომ?- თვალებიდან ცხარე,მწველი აუტანელი ცრემლები სდიოდა მაგრამ ხელსაც ვერ წევდა მოსაწმენდად. მთელ ორგანიზმში გრძნობდა სისხლის მიმოქცევას და მოწამვლის,მოშხამვის შეგრძნებას უტოვებდა -ჩემი აღარ გქვია თოჯი,გიშვებ გესმის? გიშვებ. მიყვარხარ,სულის,სხეულის ტკივილამდე,მაგრამ უნდა წახვიდე,უნდა შეძლო და წახვიდე-სუნთქვა გაუხშირდა, ჰაერი აღარ ყოფნიდა. აღარ შეეძლო გოგონას ამ მდგომარეობაში ხილვა. მძიმედ ადგა,რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა მაგრამ ქეთას ყვირილმა გააჩერა -ირაკლი რას ბოდავ? შენ დამპირდი! დამპირდი თუ მე არ მენდომებოდა არ წახვიდოდი,ირაკლი მე დარჩენა მინდა გესმის? რატომ იღებთ ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებებს? რატომ?- ბიჭის პიჯაკს ჩაბღაუჭებოდა და თავისკენ ექაჩებოდა თვალცრემლიანი.-ასეა საჭირო,ჩემო ლამაზო... მიყვარხარ და სულ მეყვარები. ოღონდ ერთს გთხოვ,ანდრია არ მოუშვა,არ მოუშვა შენთან. არც შენთან და არც შენამდე-გოგონას სახე ხელებში მოექცია,თვალცრემლიანი დაჟინებით ჩაცქეროდა თითქოს გოგონას სახეს კარგად იმახსოვრებსო. თვალები ოდნავ დახუჭა ბიჭმა,გოგონასკენ გაიწია,მაგრამ ქეთამ ვეღარ გაუძლო,ბიჭის ხელებში თავი რამდენჯერმე გააქნია,არ უნდოდა,არ უნდოდა გამოსამშვიდობებელი კოცნა,შეძულდა ის ბაღიც სადაც იყვნენ,ის სკამიც,სადაც ახლა იჯდნენ,ის ღრუბლებიც რომელიც ახლა დაყურებდნენ მაღლიდან,ის ბოლო კოცნაც კი შეძულდა,არ შეეძლო ასე უბრალოდ ეკოცნა და წასულიყო,ბიჭის ხელები მოიშორა,ცრემლები მოიწმინდა,თვალებში ჩააშტერდა ბიჭს,ძალა მოიკრიბა,ბაგე დიდი ძალისხმევით დააშორა ერთმანეთს -არვიცი წახვალ თუ გზის ბოლოს დამიცდი, მაგრამ იცოდე მე ღალატმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი ირაკლი, შენ მიღალატე! შეძელი,გააკეთე,გამოგივიდა... მე,რომ გაპატიო,სიყვარული თუ გაპატიებს?! მე მხოლოდ სიყვარული მინდოდა შენგან! მე თავგანწირვა არ მითხოვია!-ამ სიტყვებით ადგა,ნაბიჯები თავისდაუნებურად გადაადგა,ვერ ხვდებოდა მოსმენილის არსს,გააზრება უჭირდა,ხან ხშირად სუნთქავდა,ხან ამასაც ვერ ახერხებდა,ყველა ძულდა,ყველა და ყველაფერი, ის ბიჭიც ძულდა რომელიც სკამზე იჯდა,ხელებში თავჩარგული და თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა, ქეთას ბოლო სიტყვები. გამოსამშვიდობებელი კოცნის არ ქონაც შეძულდა, ყველაფერი და ყველა ფერი შეძულდა. ძლივს მიაღწია სადარბაზომდე,ძლივს აიარა კიბეები,ძლივს იკავებდა ცრემლებს "ძლიერი უნდა იყო,შენ შეგიძლია" უმეორებდა თავს მაგრამ ხვდებოდა რომ უშედეგო მცდელობა იყო.ბინაში შევიდა, მისაღებში მდგარ ნინის შეხედა,ფართოდ გაუღიმა და ატირდა, კარადაზე დადებულ ლარნაკს დაწვდა და კედელზე მიანარცხა -ყველაფერი დამთავრდა ნი.... ქარმა წაიღო ყველაფერი,არ ვარ ნი ძლიერი,მტკივა ნინიიი,მტკივა- ატირდა ხმამაღლა, გულით,გონებით... ყველაფერს ლეწავდა თითქოს ტვირთი უმსუბუქდებოდა,უნელდებოდა,მაგრამ არა, გულის იარას ვერ შველოდა, სულში გაჩენილ ტკივილს ვერ წამლობდა. -ჩვენი სიყვარული ერთი წამი იყო ნინი.... ამის მერე ჩუმად უნდა ვინატრო,მაგრამ არ მოვა...ინათებს მაგრამ ჩემთვის მზეც არ მოვა.... მხოლოდ მოგონებები და მოგონებები.... მტკივა ნინიიი მტკივააა-მუხლებზე დამხობილი ნინის ევედრებოდა,ტიროდა,ყვიროდა,ხაოდა... აღარაფერი აინტერესებდა,არავინ და არაფერი... ნინიც მასთან ერთად ატირდა,მანაც განიცადა, -ხვალ აღარ ასრულდება ჩემი ნატვრა,მტკივა... შიგნიდან მტკივა... ვერ ვშველი ნინიიი,მტკივააა... ხვალ აღარ იქნება,გულს რა ვუშველო ნინი.... მტკივა ირაკლი მტკივა, მე მოლოდინით დავიღლები,მაგრამ სული? სულს რა ვუშველო.... გული მტკივა, აქ შიგნიდან მტკივა... ჩემი აღარ ქვია,არ ქვია,არ ქვია-თავის ოთახში გავარდა, საწოლზე დადებული თავის მოსაცმელი აიღო და კედელს ესროლა, პატარა ნივთის შეჯახების ხმა გაისმა და დაბლა დაეცა ქურთუკთან ერთად, მაღლიდან დახედა,რაღაცამ გაიელვა ფანჯრის სინათლეზე,ნელა დაიხარა,სამაჯურს გავდა,არა... ოქროსფერი კულონი გულით, "სიცოცხლისფერო მე შენთან მოვალ და არა შენამდე", გაქვავდა,წარსული მომენტები გაიხსენა,ვერ მიხვდა რა დროს აჩუქა ირაკლიმ, ნუთუ ჩუმად ჩადო ქურთუკში,ჩუმად... მძიმედ ადგა,ტუმბოზე დადებულ სანათს დაწვდა,სარკეში თავის გამოსახულებას მოკრა თვალი -მძულხარ,არარაობა ხარ,საყვარელი ადამიანები ხელიდან გეცლება მაგრამ ვერაფერს აკეთებ. -თავის თავს უყვიროდა მთელი გრძნობით-მეზიზღები-ხელები აწია და ისიც სხვა ნივთების გზას გააყოლა,შეჯახებით გამოწვეჯლ ხმაურზე გაიცინა,დამსხვრეულ სარკეს მიუახლოვდა,ათასგვარ ნაწილებად აელვარდა გოგონას სახე,ნაწილებს თითი გადაუსვა და ნელ_ნელა ჩაიბურდღუნა -მე დავბრუნდები,მზესთან ერთად და მეყვარები,უფრო მეტად! -ერთ_ერთი ნამსხვრევი ხელში აიღო,დიდხანს უყურებდა, ათვალიერებდა,ნინისაც გაშრობოდა ცრემლები,გვერდით ედგა, ერთიანად აკანკალებული ცდილობდა მანსხვრევის გამორთმევას -გთხოვ შემომხედე ჩემო გოგო-აკანკალებული ხელები სახეზე მოკიდა გოგონას,ქეთი მოიღვენთა,მოდუნდა,მუხლებმა უმტყუნა,იატაკზე დავარდა და ხელთავიდან ატირდა, კვნესოდა,სლუკუნებდა -ნინი სულის ტკივილი უფრო მწარეა,მეორედ განმაცდევინეს უკვე,მესამე ადამიანი დავკარგე. მეორედ მატკინეს,მეორედ მომკლეს. გულიც მტკივა,სულიც მეწვის ნინი, მითხარი რა ვქნა,მიშველი? შენ მიშველი ჩემო ღიმილა გოგო? მიშველი ნი? მიშველი? მტკივა,ძალიან მტკივა,ირაკლი მტკივა ნინი... -იატაკზე ჩაკეცილს ნინის კალთაში ედო თავი, თვალები ტირილით დასიებოდა,ჩაწითლებოდა, ვეღარაფერს გრძნობდა. -ირაკლი მინდა ნინიიი.... მინდა ჩამეხუტოს და მითხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება.... -დამშვიდდი ჩემო ლამაზო,გთხოვ ქეთ. -არ მოვა ნიინ... აღარ მოვა... დავიღალე... არ მინდა მარტო,არ მინდა მის გარეშე-ხელში ჩაებღუჯა ირაკლის ნაჩუქარი კულონი,თითქოს ასე იჭერდა მასაც. ცდილობდა,მაგრამ ვერ მშვიდდებოდა... ირაკლის სიტყვები ჩაესმოდა სულ "არავისთან დაგთმობ, მაგრამ მეშინია,მეშინია სიყვარულის დაცვით შენ არ მოგაყენო ტკივილი...." "თუ იგრძნობ რომ ჩემგან წასვლა გჭირდება,როგორც არ უნდა გტკიოდეს და გინდოდეს დარჩენა,წადი. " "ოღონდ შენ მყავდე ბედნიერი" -მიყვარს ნინი... მიყვარს... თავადაც ხომ ვუყვარვარ,ასე როგორ შეუძლია? მოინდომა...გულით უნდოდა...მართლა ძალინ უნდოდა...მგრამ წავიდაა.... გამოდის არც ნდომებია თორემ ხომარ წავიდოდააა??!!! -არც მას შეუძლია ქეთ,ისიც იბრძვის. დარწმუნებული ვარ მასაც სტკივა ჩემო გოგო... -არა,რომ ტკიოდეს არ დამტოვებდა... მე კი მტკივა... სული მეწვის... გული მომპარა ნინიი...სული გამიშიშვლა... მხოლოდ მოგონებები დამიტოვა,რად მინდა სიცოცხლე თუ გული უიმისოდ იფეთქებს?! -უფრო მოუმატა სლუკუნს,თავი გასკდომაზე ქონდა,აღარაფერს დაეძებდა.-სულ მეყვარებიო ამბობდა,ნატრობდა... იმან ინატრა და მე ამიხდა ნიიი... მტკივა ძალიან,უსაშველოდ მტკივა... რა ვქნა?!...- კარის ხმაც გაისმა,რამდენიმე წამში კი ნინელი შეიჭრა ოთახში, შეშინებული თვალებით მივარდა შვილს,თავზე დაადგა,სახეზე მიეფერა,თავისი დედობრივი სითბო მოხვია გარს. -ქეთ რა მოხდა ჩემო ერთადერთო,რას დაგიმსგავსებია სახლი,რა გტკივა დედი,მითხარი -დე გული მტკივა,მომპარეს და მერე დამიმსხვრიეს... მტკივა ძალიან... ძალიან...-ცრემლი გაშრობოდა,სახე დასიებოდა ამდენი ტირილისგან,ემოციებიც გაქროდა,გათიშული იყურებოდა,თუმცა არაფერს კონკრეტულს არ უყურებდა. არ იცოდა,უკვე აღარაფერი იცოდა... -ჩემო თბილო გოგო, გააივლის დედი გაივლის-ჩვეული მზრუნველობით ეფერებოდა ნინელი,თუმცა ქეთასთვის უკვე სულერთი იყო. კარისკენ გაიხედა,მამამისი დაინახა,ცოტა ხანს უყურა, ოდნავ "გაიღიმა"...."ვერ ვაპატიებ ჩემ თავს,ჩემს გამო მშობელი დაკარგო" გონებამ ისევ გაახსენა საყვარელი ადამიანის სიტყვები,წარბები შეკრა,უფრო მწარე ტკივილი იგრძნო მკერდში,თვალები მილულა,ისევ აეწვა,ისევ მოაწვა ცრემლები.იატაკზე მჯდარს,ნინის კალთაში ედო თავი,წინ კი ნინელი ეჯდა და ეფერებოდა,ათასგვარ საალერსო სიტყვას ეუბნეოდა და ანუგეშებდა,მაგრამ ქეთას აღარ ესმოდა,სმენა დაეხშო და ეს მოწონდა თითქოს. აღარ უნდოდა არაფრის მოსმენა და გაგება. -მამა...-ხმაჩამწყდარმა ძლივს გამოსცა რამდენიმე სიტყვა-ბედნიერი ხარ?-ისევ გაიღიმა ნაძალადევად და ვახტანგს გაუსწორა მზერა-წავიდა... დამტოვა... ახლა კარგია ასეთს რომ მხედავ? -გაჩუმდა,ასე მყოფიც კი ხვდებოდა რომ გაჩერებულიყო,მერე ინანებდა,ინანებდა თავის ნათქვამს. იცოდა ეს... -შვილო მე შენი უბედურება არ მინდა. ჯობია ახლა იტირო ვიდრე მერე უფრო განადგურებულს გიყურო. ანდრიას დაველაპარაკები და მიხედავს რომ აღარ გაგეკაროს!-მტკიცედ თქვა ოჯახის უფროსმა. ანდრიას ხსენებაზე ქეთას სახე მოეღრიცა ზიზღით, ახალმა სიძულვილის ტალრამ იფეთქა, ვეღარ მოითმინა,ერთიანად ძალაგამოცლილი ძლივს წამოხტა ფეხზე,გაცოფებული მზერა მიაპყრო ვახტანს -შენ! შენი და იმ იდიოტის ბრალია ყველაფერი. ერთად დაგეგმეთ ხომ? მძულს მამა... მთელი ჩემი არსებით! ხუთი მეტრის რადიუსზე არ გამეკაროს თორემ თავს მოვიკლავ იცოდე,ჩემი და მაგ ვაჟბატონის ერთად ხსენება ამ სახლში მორჩეს. არასოდეს ჩავანაცვლებ ირაკლის ანდრიათი და ეს იცოდეთ გესმის?! მე ირაკლი მიყვარს და მეყვარება ...-იმ წამს შეურაცხადს გავდა გოგონა და ალბათ სათქმელს დაამთავრებდა მამის მძიმე ხელი რომ არ ეგრძნო ლოყაზე, თვალები გაფართოებოდა,ხელები სიმწრით უკანკალებდა. ორმაგად შეძულდა ანდრია... ბიჭი რომელიც ბავშვობაში თავსაც ერჩივნა. ხო ალბათ ასეც ხდება ხოლმე, როცა ადამიანი თავისი ქცევით,თავისი სიტყვებით სისტემატიურად კლავს თქვენში ყოველივე კარგს,რასაც მის მიმართ გრძნობდით -ქეთი!-იღრიალა ვახტანგმა-მე კიდევ იმ ადამიანის ხსენებას გიკრძალავ! ან ანდრიასთან იქნები,ან არავისთან. ჩემი სათქმელი ვთქვი. თუ ჩემი სიკვდილი გინდა ადექი ახლავე და დაედევნე იმ კრიმინალს. -შენი სიკვდილი?-გაოგნებული უყურებდა მამამისს-შენი სიკვდილი მამა? ჩემით მანიპულირებ? არა,შეუძლებელია შენ მამაჩემი იყო... იმ ადამიანმა შენსა და ჩემ გამო ჩვენი სიყვარული გაწირა შენ კი მეუბნევი თუ არ შეეშვები მოვკვდებიო? და მე რომ თავი მოვიკლა? მე რომ მოვკვდე? იქნებ ასე აჯობებს ჰა? შენც დაისვენებ და ის გონებაჩლუნგიც. მერე წავა და სხვას იპოვის გასამწარწბლად. -ნინელის წამოძახილმა ცოტა გონს მოიყვანა ქეთა მაგრამ უკვე ვეღარ ჩერდებოდა აცრემლებული გოგონა და არც აპირებდა დადუმებას. ყველაფერი უნდა ეთქვა,უკვე ვეღარ გაძლებდა. თვალებდასიებული ისევ ტიროდა,მხოლოდ ცრემლს ამოქონდა გულიდან ის დაუტევარი შხამი,რაც გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა - მიპასუხე მამა. იქნებ ჯობდა თავის დროზე ლიზის მაგივრად მე ვყოფილიყავი იმ დაწყევლილ ქუჩაზე? ასე ხომ აღარ ინერვიულებდი. მიპასუხე. ჩემი და ირაკლის ურთიერთობას გირჩევნია მკვდარს მიყურო? -რას ამბობ გოგო! ხვდები მაინც? ღირს ის კაცი ამდენად?-ღრიალებდა კაცი -ანდრია ღირს მაგდენად? რა ალტერნატივაც წამომიყენე იგივეს ვაკეთებ მეც. ხომ თქვი თუ ირაკლისთან წახვალ მოვკვდებიო? მე,როგორც შენ უწოდე, ის კრიმინალი მირჩევნია ამ ჰოლივუდის მასხარას და შენ? შენ რა გირჩევნია?- დაამთავრა და მამამის ჩააშტერდა თვალებგაფართოებული ნინის უკვე ათივე თითზე ქონდა ფრჩხილები დაკვნეტილი ნერვიულობით. საუბარში ის კი არა ნინელიც ვერ ერეოდა. აღარ იცოდა რა ექნა. უკვე მერამდენედ მოკრა ტელეფონის განათებულ ეკრანს თვალი თუმცა ყურადრება არ მიაქცია ნინიმ,არ ქონდა მაგის თავი. ინტერესიანი მზერით უყურებდა ტელეფონზე მოსაუბრე ოჯახის უფროსს,ვერ გაეგო ვის ელაპარაკებოდა ან რას ეუბნეოდა. ქეთასთან ახლოს მივიდა,აკანკალებულს ჩაეხუტა. უნდოდა წამით მაინც გაენაწილებია დაქალის ტკივილი. ახლოს მიიწია გოგონასთან და ყურთან ჩაჩურჩულა -თუ გიყვარს იბრძოლე,თუ გიყვარს არ დათმო, თუ გიყვარს მარტო ამ სიყვარულს უსმინე. ირაკლიმ იფიქრა რომ შენთვის იქნებოდა ასე უკეთესი,ახლა შენ უნდა გადაწყვიტო შენ მიიღებ გადაწყვეტოლებას თუ ისევ სხვას მიანდობ მთავარ როლს. შენ მხოლოდ მანიშნე,გულით დაუძახე ქეთ-აკანკალებული ხმით ეჩურჩულებოდა,თითქოს ტვინში უწერდა სიტყვებს. და მაინც ნამდვილი მეგობარი სხვაა... ნამდვილი მეგობარი სულის სარკეა... გულის ამოძახილი, ხანდახან საპირისპირო ხასიათის, მაგრამ მაინც შენი ნაწილი... საკვირველია მაგრამ ზოგ ადამიანს არ ესმის რას ლაპარსკობ, ზოგს კი ისიც ესმის რას ფიქრობ...პირი გააღო ქეთამ რაღაცის სათქმელად მაგრამ კარში გაუჩერდა მზერა,თვალები რამდენჯერმე ძლიერ დახუჭა,მეჩვენებაო ფიქრობდა მაგრამ არა. არ იყო მოჩვენება,ქეთას საძინებლის კართან ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი იდგა. -თქვენ რა ჩემი გაგიჟება გინდათ?!-ხმამაღლა დაიღრიალა გოგონამ და ისტერიული სიცილი დაიწყო,შეშინებულებმა შეხედეს გოგონას,წყალი მიაწოდა იმ წუთას ნინელიმ მაგრამ ქეთის იმის თავიც არ ქონდა გაჩერებულიყო,სიცილს ვერ წყვეტდა,კარში მდგომ ანდრიას უყურებდა და იცინოდა... -შენ მიშველი? -თითი გაიშვირა გოგონამ ბიჭის მიმართულებით,ისევ იცინოდა,ახლა სიცილით უნდოდა ემოციებისგან დაცლა-შენ, შენი თავისთვის ვერ გიშველია,სხვას როგორ უწამლებ? მე ერთი ადამიანი მინდა და ის ერთი შენ ვერასოდეს გახდები გაიგე?-გაფართოებული თვალებით მიაშტერდა ბიჭს და მერე ისევ ფართოდ გაიცინა. -ნინელი ბარგი ჩაულაგე!-ბრძანებასავით იქუხა მამაკაცის მძვინვარე ხმამ -ბარგი რათ უნდა ვახტანგ რას აპირებ,რას ფიქრობ?-ძლივს ამოიღო ხმა აქამდე ჩუმად მყოფმა ნინელიმ -ჩემთან ერთად წამოვა ნინელი დეიდა-ახლა ანდრიამ ამოიღო ხმა-ასე აჯობებს ყველასთვის,ცოტა დამშვიდდება,დაწყნარდება და ჩამოვალთ. -შენ ავადმყოფო, როგორ იფიქრე შენთან ერთად სადმე წამოვიდოდი?-მთელი ხმით იღრიალა ქეთამ,ნინიმ ხელები აიფარა პირზე, რომ თავისი უნებლიედ წამოყვირებული ბგერები გადაეფარა. -ქეთ, შვილო ასე აჯობებს დამიჯერე-ახლა მამაშვილურად მიმართა,დაყვავება ამჯობინა კაცმა მაგრამ ამაზე უფრო გაბრაზდა ქეთა,დიდი ბურთი მოაწვა ყელში,პირი გააღო მაგრამ ვერაფერი თქვა, საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა, დაბინდული თვალებით უყურებდა როგორ აიღო მამამისმა დიდი ჩემოდანი,ანდრია კი გარდერობის კარს დაწვდა. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ცოცხლად მარხავდნენ და ვერაფერს აკეთებდა, ხელსაც ვერ ანძრევდა გადასარჩენად... აქამდე კიდევ ქონდა იმედი,რომ სადმე,შემთხვევით, თუნდაც შორიდან დაინახავდა, მოლანდავდა ირაკლის. ახლა კი... ახლა კი ამ პატარა იმედსაც აცლიდნენ,გლეჯდნენ დაუკითხავად,ნებართვის გარეშე. უარყოფითი გრძნობა გაუჩნდა ყველას მიმართ,მამამისს აღარც უყურებდა, ანდრიას ხომ საერთოდ... აქამდე ჯერ კიდევ გულში დარჩენილი იმედით ეძახდა ირაკლის მაგრამ ისიც აღარ უნდოდა,ირაკლიმ თავად უთხრა უარი. სევდიანი,შიშჩამდგარი თვალებით გადახედა ნინელის და ნინის,თვალებით ეხვეწებოდა დახმარებას ორივეს,პირი გააღო და ტუჩებით რაღაც თქვა,მხოლოდ ტუჩებით,გაუაზრებლად. რისი თქმა უნდოდა თავადაც ვერ მიხვდა,ატირებულმა დაუქნია ნინიმ თავი,მკრთალად მაგრამ ძალდატანებით გაუღიმა დაქალმა, თითქოს ნუგეში მიცა. ბედს შეგუებულივით ჩაღუნა თავი ქეთამ და ამ დროს გაიგო სასოწარკვეთილი დედის ხმა,ის ხმა რომელიც ლიზის და ნიკას დაკარგვის შემდეგ არ გაუგონია -ვახტანგ! მე ორი შვილი დავკარგე, მესამეს ვეღარ დავკარგავ! ქეთა სახლში რჩება!-შეუვალი, მკაცრი, ხმით დაიყვირა ნინელიმ -ნინელი შენ ნუღარ მეწინააღმდეგები,გითხარი ასე აჯობებსთქო. შეხედე რა დღეშია იმ ნაციხარის გამო. -ვახტანგ!შეცდომა ყველას მოსდის,შენ ხარ რამით დაზღვეული? 20 წლის ქალიშვილს,რომ გამგზავრებას აიძულებ ეგ არაა დანაშაული? გეკითხები. ამაზე არ ფიქრობ? მე მეტად აღარ ვიტყვი. თუ ახლა ქეთას ხელს მოკიდებ,აღარც შვილი გეყოლება და აღარც ცოლი. სამაგიეროდ გეყოლება ანდრია. -ნინელი!-დაიღრიალა მამაკაცმა თუმცა ამ ყვირილს ნინელი ოდნავადაც არ შეურყევია. ცოტა ხანს უყურა მამაკაცმა მეუღლეს თითქოს გადაწყვეტილებას იღებსო, აზრებს ალაგებს,აფასებს სათქმელადო... ჯერ ცოლს გახედა,რომელიც ქეთას მიჯდომოდა და გულში იკრავდა,შემდეგ მზერა ქალიშვილზე გადაიტანა, თვალები დაეხუჭა გოგონას,თითქოს იქ არ იყო,არაფერს უყურებდა და არაფერი ესმოდა. ბოლოს ანდრიას გახედა,ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი ბიჭს, მძიმედ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი,კართან მივიდა,ოდნავ მობრუნდა ოჯახისკენ და დაბალი ხმით განაცხადა - მხოლოდ რამდენიმე დღით. ქეთა უნდა შეიცვალოს, თუ შეცვლით!- მტკიცედ თქვა და გაუჩინარდა,უკან მიყვა ანდრიაც. მხოლოდ ნინიმ შენიშნა მათი უხმო საუბარი,თვალები გაუფართოვდა,ტვინი ტკიოდა უკვე ნერვიულობით და ეს ბოლო რაღა იყო ვერ ამოეხსნა. მხრები აიჩეჩა,თავი გადაატრიალ-გადმოატრიალა, მაინც ვერაფერს მიხვდა. დაქალს შეხედა რომელიც იგივე პოზაში იჯდა. არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა მამამისი რას იტყოდა,მნიშვნელობა დაკარგოდა ყველას და ყველაფერს... ახლოს მიჩოჩდა,სიტყვა ვერ დაძრა ვერაფრით ანუგეშა ან რა უნდა ეთქვა, არსებობს კი სიტყვა რომელიც ქეთას ღრმად, თავისუფლად ამოასუნთქებდა, იმ ლოდს გადააგორებდა გულიდან, რომელიც თითოეულ ბიძგის,დარტყმის რიტმს ურღვევდა და უმცირებდა. იმ სისხლის ყოველ პაწაწინა უჯრედში გამჯდარ მარტოობას და დარდს გაუქარვებდა,რომელიც ასე ცდილობდა თავის კალაპოტის გარღვევას. მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრობდა გოგონა,ერთ პიროვნებაზე რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა... მაგრამ მის გვერდით აღარ იყო, სადღაც გულის კუთხეში,კიდევ კიაფობდა იმედის ნაპერწკალი,პატარა მბჟუტავი ნათებით. 3საათიანი წვალების,ტირილის, სლუკუნის შემდეგ ძლივს ჩაეძინა,დამამშვიდებლები მიეცა ნინელის. გული უკვდებოდა ქალს მისი შემხედვარე, თავად განიცდიდა ქეთას ყოველ ტკივილიან ოხვრას. ყოველი ირაკლის დაძახებისას. მხოლოდ მისი ძილით შეძლო ატირება,ნინიც ჩაეხუტა ქალს და უხმოდ ატირდა. ორივე გრძნობდა, მათზე იყო გოგონა დამოკიდებული. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ქეთას საყრდენი. არ ქონდათ უფლება ისინიც გამტყდარიყვენ. ცოტა ხანს დაიცადა ნინიმ,ფეხზე წამოდგა -ნინელი დეიდა წყალს დავლევ,წავალ. თქვენც მოგიტანთ -კარგი შვილო,კარგი-ოხვრა ამოაყოლა ქალმა და ისევ მძინარე შვილს დახედა,გული შეუწუხდა მის ჩაწითლებულ,ჩაშავებულ თვალების შემხედვარეს. თავზე ხელი გადაუსვა კანკალით,ცრემლები მოერია ისევ -გაივლის დედი,გაივლის... დაგეხმარებით ჩემო ერთადერთო... ოღონდ არ დანებდე...-ნელა,ნაწილ-ნაწილ, დამარცვლით წარმოთქვა ქალმა. თავი მოატრიალა კარისკენ,გახევებულ ნინის შეაცქერდა. -რა გჭირს შვილო, სულ კანკალებ-შეშინებული ფეხზე წამოდგა ნინელი -ნინელი დეიდა... იქ.... არვიცი...-დაბნეულად ლაპარაკობდა,აზრის მოკრება უჭირდა, კანკალებდა, ხელებს აქეთ-იქით აქნევდა, თვალები გაფართოებოდა, ისეთი გამოხედვა ქონდა თითქოს მოჩვენება დაინახა. ღრმად ჩაისუნთქა, წარბები შეკრა -შვილო ვახტანგს მოუვიდა რამე? -თითქოს გამოფხიზლდა,გამოერკვა ნინი. ქალს შეხედა და სწრაფად მიმართა -ნინელი დეიდა, მე წავალ. დაფიქრება მჭირდება. უნდა დავლაგდე. მგონი რაღაც ვერ გავიგე ან იმაზე მეტი გავიგე ვიდრე უნდა გამეგო. მაპატიეთ. ქეთა გამიგებს როცა ვეტყვი. -სასწრაფოდ დაწვდა ჩანთას და კარში გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.