შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ქალი ელოდება ჯელტმენს(სრულად)


21-04-2017, 22:07
ავტორი anoo
ნანახია 5 448

არა რა,ახლია ჩემზე.ხომ მითხრა დედაჩემმა ქოლგა წაიღე,თორემ გაწვიმდება და დასველდებიო.მარა ვინ გაუგონა,ისეთი ცა და მზეა,რა გააწვიმებს-მეთქი და კი ვდგევარ ახლა გაწუწული.ხომ გაგიგიათ „დედის წინ მორბენალ კვიცს,ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლიო“,ხოდა ზუსტან ასეა ჩემი საქმე.აი უკვე მაცემინებს კიდევაც.უხ ლუსი,ლუსი.ახია-მეთქი შენზე,რომ ვიძახი არ გჯერა.ეს კაბაც მაინცდამაინც დღეს ჩავიცვი.განა ცოტა გიჟი დადის თბილისში.აი ერთი ახლა გავისტუმრე,თან რა მითხრა თავხედმა.“-რამდენს იღებ ერთ საათშიო.“არა ერთი რა მეტყობა მე „იმნაირის“ ძალიან მაინტერესებს.ეს სველი კაბა ცოტა უხერხულად კი მაქ ტანზე მოტმასნილი,მაგრამ მერე რა,გაწვიმდა და „მომეწება“.რა,არ შეიძლება?ამათი შიშით წვიმაში კაბა ვეღარ ჩაგიცვამს .იდიოტი.სად მქონდა ახლა მე ამდენი ნერვები,სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი.მძღოლმა ისეთი სახით შემომხედა,ვიფიქრე ეს იმაზე უკეთესი არ იქნება თქო და გიჟივით გადმოვხტი მანქანიდან.ამანაც აქაოდა როგორ თუ გადახვედიო,ისე გაიარა რომ რაც კი გუბეში წყალი იდგა სულ ზედ შემასხა.ხომ ვიძახი თბილისში ერთი ჯელტმენი კაცი აღარ დადისთქო.ვიძახი და სწორიც ვარ,აბა რა ჯელტმენური საქციელი ეს იყო.თავხედი კაცი.შეციებულს უარესად შემცივდა და კანკალი დამაწყებინა,კიდევ ეს მინდოდა მე საწყალს.მალევე შედარებით „ხანში შესული“ მძღოლი გავაჩერე და სახლის გზას დავადექი.

ჩემი სახლში შესვლა და დედაჩემის კივილი ერთი იყო.
-ვაიმე,ლუსი.აი ხომ გითხარი გაწვიმდება თქო,ხომ გითხარი არა.ახლა ისრუტუნე ეგრე.შედი დროზე და გამოიცვალე სანამ უარესად გაციებულხარ._მეც ფრუტუნით შევედი ჩემს ოთახში და ტანსაცმელიანად თბილი წყლის ქვეშ დავდექი.ისე გამითბა ეს გაყინული ძვლები,სიამოვნებისგან სახე გამებადრა.რა ჯობია თბილ წყალს და სითბოს?არც არაფერი.ცოტახანს კიდევ ვინებივრე ვანაში და გამოვედი.ზაფხულისთვის არადამახასიათებლად ჩავიცვი და მისაღებში გავედი.
-ეე,თქვენ როდისღა მოხვედით?_გახარებული გავემართე მეგობრებისკე და გადავკოცნე.
-შენ რომ ბანაობდი მაშინ._გამეკრიჭა ნია და დედას გამომცხვარ ნამცხვარს დაწვდა.
-სხვათაშორის ჩემი ძმა ცოტათი გაბრაზებულია._შემომხედა მარიმ.
-და რაზე?
-რომ დაგავიწყდა._უცბად ხელი შუბლზე ვიტაცე,მაგრამ ისე ძლიერად მომივიდა რომ მერე დაზელვა დავიწყე.დღეს ხომ სანდროს დაბადების დღეა.რამ დამავიწყა მე შტერს.ეგრევე ოთახში შევვარდი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
-სანდრო გილოცაავ,არ დამვიწყებია,ან ეგ როგორ იფიქრე.უბრალოდ ანგარიშზე არ მქონდა და ახლა ჩავრიცხე._მივაყარე უცებ და პასუხს დაველოდე.
-სანდროს ტელეფონი ჩემს კაბინეტში დარჩა._პასუხი ძალიან სასიამოვნო და მკაცრი ბარიტონის პიროვნებამ გამცა.-რაც შეეხება თქვენს მოლოცვას,ბალანსის არ ქონაზე უკეთესი გამართლებაც შეიძლება მოგეფიქრებინათ._აჰა,ესეც სასიამოვნო ბარიტონის პატრონი,თან რომ დამცინის.
-ვფიქრობ სხვის ზარებს არ უნდა პასუხობდეთ.
-როცა ასეთი სასურველი ქალის გამოსახულებას დაინახავ,შენდაუნებურად გაგირბის ხელი მწვანე ღილაკისკენ._მისი ხმა სიმკაცრეს მანც არ კარგავს.პლიუს ერთი ქულა ჩემგან გემოვნებაში.გულში გამეცინა.
-როცა სანდროს ნახავთ,გადაეცით რომ დამირეკოს._პასუხს აღარ დაველოდე და ტელეფონი გავთიშე.არა ძალიან მომეწონა მისი ბოხი და მამაკაცური ხმა.მანამ ღიმილით ვფიქრობდი მის ხმაზე,სანამ გოგოების ხმამ არ გამომაფხიზლა.
-რაო სანდრომ?_შემომცინა ნიამ.
-სხვამ მიპასუხა,ჩემს კაბინეტში დარჩა ტელეფონიო._ვუთხარი გოგოებს და სავარძელში გემრიელად მოვთავსდი.-ისეთი ხმა ქონდა,გაგონებისთანავე დამბურძგლა.გოგოებს გაეცინათ.
-მისი უფროსი იქნებოდა.მართლა მაგარი ხმა აქვს და არამარტო ხმა._წარბები აათამაშა მარიამმა.-სხვათაშორის დღეს ეგეც იქნება რესტორანში._კმაყოფილმა ჩავიღიმე,ანუ ამ ხმის პატრონს ვნახავ კიდევაც.ძალიან კარგი.
-თქვენ გამომივლით,თუ ჩემით მოვჩანჩალდე?_ვკითხე გოგოებს
-ჩვენთან სავარაუდოდ ადგილები აღარ იქნება და შესაძლებელია ლაზარემ გამოგიაროს.
-ლაზარე ვინაა?_ინტერესით შევხედე ნიას.
-მბურძგლავი ხმის პატრონი._გაიცინეს და გამომცდელად შემომხედეს.
-აი ეხლა დაგბურძგლავს ქალბატონო თუ არ მოისვენებ.არავისი გამოვლა არ მინდა.ჩემს ძმას გამოვყვები.

გამწარებული ვურეკავ ჩემს ძმას საღამოს ჩაცმულ-დახურული სად ხარ შენ გელოდები-მეთქი.ნინისთან ერთად ვარ და შენით წადიო.ახლა გოგოებს გადავურეკე ტაქსით ნუ გამომიყვანთ გამიყოლეთ მეც-თქო.კაიო.მეც გახარებული ფრთხილად ჩამოვჯექი სკამზე,იმის შიშით კაბა არ დამეკუჭოს-თქო.ათი წუთიც არ იყო გასული მარი მირეკავს ჩადი სადარბაზოსთანო.ეს ჩადიო კი ცუდად მომხვდა ყურში,მეთქი თვითონაც იქ არ უნდა იყოს თქო,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი და ჩანთა ავიღე,მოკლე სალათისფერი კაბა გავისწორე და კაკუნით დავეშვი ქვევით.
აი შოკი თუ გინდათ,ჩავდივარ და რას ვხედავ,სიმპატიური,არა სიმპატიურზე სიმპატიური მამაკაცი მიყრდნობილა თავის რაშს და მოხდენილად ეწევა სიგარეტს.აი არ მიყვარს კაცი სიგარეტს რომ ეწევა,მაგარმ ეს ადამიანი ისე მოხდენილად ეწეოდა,მამაკაცურად,რომ ეს ყოველივე თვალში ცუდად არ მომხვედრია.მამაკაცური მხარ-ბეჭი.მოკლედ რომ ვთქვა შესანიშნავი აღნაგობის პატრონი.დამინახა თუ არა სიგარეტი ურნაში მოისროლა და ჩემსკენ წამოვიდა.პულსაციამ იმატა.გამიჩალიჩეს.ეს ახლა თუ ლაზარეა ვერც გადამირჩებიან გოგოები.მაგრამ ეს თუ მართლა ლაზარეა გოგოები კი არა მგონი მე ვერ გადავრჩები.უნებურად ტუჩი მოვიკვნიტე და ჩემსკენ მომავალ ახოვან მამაკაცს შევხედე.
-გამარჯობა ლუსი,მე ლაზარე პირველი ვარ,დილით რომ მესაუბრეთ._მითხრა და ხელი გამომიმწოდა,მე ჩამორთმევას ვაპირებდი მაგრამ ჩემი ხელი თავის დიდი ტორში მოიქცია და ეამბორა.რა გალანტურია,ასე მგონი აღარავინ იქცევა.მისი მხრიდან ეს საქციელი მომეწონა და კიდევ ერთი ქულა დავუწერე მის სასარგებლოდ.
-ლუსი კიკნაძე._ამოვილუღლუღე და წელში გავსწორდი.-მეგონა ნია და მარიამი მოვიდოდნენ.
-მათ ავტომობილში ადგილი აღარ იყო და მე მთხოვეს._მანქანისკენ დაიძრა და მეც მივყევი.
-გასაგებია.თქვენი შეწუხება არ მინდოდა,მაგრამ..
-მაგაზე ნუ იფიქრებთ,არ შევწუხებულვარ,პირიქით._მანქანის კარი გამიღო და მანიშნა რომ დავმჯდარიყავი.კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.ჯელტმენი.შევრაცხე უცბად გონებაში.გოგოები სულ ხო დამცინოდნენ რა ჯელტმენი აგიტყდაო.დიახაც რომ ჯელტმენი მამაკაცები მომწონს მე.გალანტურები.ქალის პატივისცემა რომ იციან.
-თუ არ შეწუხდებით ღვედი შეიკარით._დავემორჩილე მეც და ღვედის შესაკრავად მივბრუნდი კარისკენ.მეტი მანქანაში ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის,ერთი ეს იყო რომ შუბლი არ გაუხსნია და მისი მკაცრი იერი ცოტათი მაფრთხობდა.მაგრამ ეს ყოველივე მის სიმპატიურობას უფრო შვენიდა.ისე ერთი კომპლიმენტი რო ეთქვა რა დაშავდებოდა.ესეც შენი ჯელტმენი.ტუჩები გავბუსხე და საქარე მინაში გავიხედე.მალე მანქანაც გაჩერდა და ლაზარე მანქანიდან გადავიდა.ჩემ კართან მოვიდა და გააღო.
-გთხოვთ._ხელი გამომიწოდა მოსახმარებლად.მეც მის ხელს ჩავეჭიდე.და ნეტა არც შევხებოდი საერთოდ.მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.მანქანიდან გადმოვედი.
-შესანიშნავად გამოიყურებით._თურმე არ დავიწყებია.ვიგრძენი ლოყები რომ გამიწითლდა,მაგრამ მადლობა მაკიაჟს,რომ ლაზარემ ვერ შეატყო.მადლობა ღიმილით გადავუხადე და რესტორნისკენ ერთად წავედით.
***
-რომ გეთქვათ ადგილი არ გვაქვსო არ შეიძლებოდა?_დავუცაცხანე გოგოებს,როგორც კი მარტო დავრჩით.
-რა მოხდა მერე?ისედაც შენი გზა უნდა გამოევლო და წამოგიყვანა._მითხრა და ხაჭაპურის ჭამა დაიწყო.ისე გემრიელად მიირთმევდა მეც მომინდა.
-ერთი ხაჭაპური მომაწოდე მეც.მეორედ ეგრე აღარ გააკეთოთ,მომერიდა.
-შენ რამის მოგერიდა ლუსია?_ სიცილით მომიჯდა გვერდით ჩემი ძმა და ჩემს ხაჭაპურს უკბიჩა.
-ეე კოკა,ჩემია,ნუ მიჭამ._თვალები დავუბრიალე.
-შენი როა მიტოა უფრო გემრიელი.მითხრა და ლოყაზე მაკოცა.-გოგოებო რატო არ ცეკვავთ,შეხედეთ რამდენი სიმპატიური ბიჭია._წარბები აგვითამაშა კოკამ.
-რაღა დროს ჩვენი ბიჭებია კოკა ძმაო._უთხრა მარიამმა და სიცილით გახედა დაბრაზში მყოფ მამაკაცებს.-მართლაც არ ყოფილან ურიგონი._დაამატა ბოლოს სიცილით.
-ახალგაზრდებო მე ცოტახანი დაგტოვებთ,სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ._მოსაცმელი ავიღე და ვერანდისკენ წავედი.
არ მიყვარს სხვისი საუბრის მოსმენა,ან რა საინტერესო და კარგი საქციელი ეგაა,მაგრამ ვერანდაზე გასვლისთანავე გავიგე ლაზარეს ხმა,რომელიც ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა.
-ელენა უკვე ძალიან მაბრაზებ,გითხარი უბრალოდ რესტორანში მივიყვანე თქო,ხომ იცი რომ არ მიყვარს ეს უაზრო კინკლაობა,მით უფრო არარსებულზე._აჰა ესეიგი ყავს ვიღაც,გული დამწყდა ან რატომ არ დამწყდებოდა,ასეთ მამაკაცს პირველად შევხვდი და ზუსტად ისეთი იყო როგორსაც მთელი 24 წელი ველოდი,ნუ 8-9 მაინც.ამაზე გამეცინა და ჩემს სიცლიზე ლაზარემაც შემომხედა.
-ბოდიში არ ვიცოდი თუ საუბრობდი,არ გამოვიდოდი და კიდევ ბოდიში თუ ჩემს გამო პრობლემები შეგექმნა.
გამოვტრიალდი და გამოვედი.არა ისე დილით კარგად მეფლირტავებოდა,არა რა „ყველა ერთნაირია“,მაგრამ ლაზარე მაინც სულ სხვაა.სევდიანად ჩავიცინე და გოგოებს მივუჯექი გვერდით.მარიამმა თვალებით მკითხა რა ხდებაო,მეც თავის გაქნევით ვანიშვე არაფერი თქო და წვენი მოვსვი.ლაზარეც მალევე შემოვიდა და ბიჭებს შეუერთდა,სახეზე არაფერი ეტყობოდა,ისევ ინარჩუნებდა მკაცრ იერს,ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს,მეც მოვეშვი და საცეკვაოდ მოსულ უცნობს გავყევი.
-მთელი საღამო გაკვირდებოდით._მითხრა უცნობმა,რომელიც ჩემს წელს ხელებს უტიფრად დაასრიალებდა.
-განა საკვლევი ობიექტი ვარ?_წარბაწეულმა შევხედე.ჩემს პასუხზე გაეცინა,მიხვდა მოძველებული ხრიკებით რომ ვერ შემაბავდა.
-უბრალოდ ამდენ ხალხში თქვენ მიიქციეთ ჩემი ყურადღება.
-ალბათ იმიტომ რომ თვალში საცემი ფერის კაბა მაცვია._მხრების ჩეჩვით მივუგე და წელს უკან ჭიანჭველასავით მოფუთფუთე ხელი ერთ ადგილზე გავაჩერებინე.კიდევ ცალყბად ჩაეცინა,მართალია სიმპატიური მამაკაცი იყო ,მაგრამ ლაზარეს ფონზე?! არაფერი!
-და კიდევ თვალში საცემი სილამაზეც გაქვთ.
-ჰმ,ჯობია ცეკვა დავამთავროთ._ვცადე მისი ხელებიდან გავთავისუფლებულიყავი ასე უტიფრად და თავისუფლად რომ დაცოცავდნენ ჩემს ტანზე.
-სიმღერა ჯერ არ დამთავრებულა.
-ჩემთვის დამთავრდა.ხელები გაწიე._ძალიან მშვიდი ტონით ვლაპარაკობდი
-რატომ გაბრაზდი?
-ხელები გაწიე!_ახლა ამას არ ვიცი რას ვუზამ,რა შეუგნებელი “რაღაცაა”.
-თუ შეიძლება ჩემს გოგოს დავიბრუნებ._გაოცებულმა გავიხედე ნაცნობი(და სასიამოვნო) ხმისკენ.უცნობმა რაღაც ჩაიფრუტუნა და გაგვშორდა.
-საჭირო არ იყო._წარბაწეულმა შემომხედა.
-რახან ასე მოვიქეცი,ესე იგი საჭიროც იყო.
ცეკვის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია.მუსიკა დამთავრდა და ჩემს ადგილისკენ მივდიოდი,როცა ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.
-არ დავმალავ და ელენას მართლაც აქვს საეჭვიანო._თვალი ჩამიკრა და პირველი გამეცალა.მე კიდევ გაოცებული გავყურებდი მის მამაკაცურ და მიმზიდველ მხარ-ბეჭს,რომლის პატრონიც ჩემთვის ასე სასურველი იყო.
***
ამ საღამოს შემდეგ აღარ შევხვედრილვარ,მეც გავაგრძელე ჩემი საქმიანობა,ქორწილების ორგანიზატორი ვარ,მართალია დამღლელია,თუმცაღა მე მიყვარს ჩემი პროფესია და ეს დაღლაც სასიამოვნოა. ამასობაში ერთი წელიც გავიდა,ხანდახან,ვიტყუები ხშირად მახსენდებოდა ლაზარე,თვალწინ წარმომიდგებოდა მისი სახე და სურვილი მიჩნდებოდა რომ კვლავ მენახა, თუმცა ამაოდ.
დღეს სანდროს დაბადების დღე იყო,ამ დღის გახსენებაზე ჟრუატელი მივლიდა,თუმცა ვცდილობდი დამეიგნორებინა,რაც ვფიქრობ კარგადაც გამომდიოდა.სანდროს შეყვარებული,მარია თითქმის ორი წელი ხდებოდა რაც ამერიკაში იყო წაასული სასწავლებლად,დღეს კი სანდროს სიურპრიზს უწყობდა.გოგოებმა კი გადაწყვიტეს რომ სანდრო ნიას აგარაკზე მოტყუებით აგვეყვანა,რაც მე უნდა გამეკეთებინა.თავიდან უარზე ვიყავი,არ მქონდა ჩემი თავის იმედი,ვიცოდი არ გამომივიდოდა სასოწარკვეთილის როლის თამაში.თუმცა ბოლოს დავთანხმდი,ისევ ნინას ხათრით.ის კი ვერ გავიგე მაინცდამაინც მე რატო ამირჩიეს „ამ როლზე“.
და აი მივდივარ სანდროს კომპანიაში,როგორც გოგოებმა მითხრეს ლაზარე გაფრთხილებული იყო,მეგობრებიც ასეთი უნდა,განა იფიქრეს იქნება და ლუსის ლაზარეს ნახვა უნდა,თან ნახავს და თან სიტუაციასაც აუხსნისო,მაგრამ ჰა.გზაში „ვმეცადინეობდი“ სასოწარკვეთილი სახის „დაყენებაზე“ და ბოლოს, როცა მივხვდი, რომ ხალხი როგორც გიჟს ისე მიყურებდა, ჩვეულებრივ ადამიანს დავემსგავსე და გზა გავაგრძელე.5წუთიც და უკვე კომპანიაში ვიყავი.სანდროს კაბინეტს ადვილად მივაგენი მარიამის მითითებით.
და აი დადგა დრო გამოვავლინო ჩემი მსახიობური ნიჭი,თან შევეცდები ზედმეტი არ მომივიდეს.შესვლამდე გამეცინა და პირზე ხელი ავიფარე ვინმეს რომ არ გაეგო.სასოწარკვეთილი სახე მივიღე და კაბინეტის კარი მეტი დამაჯერებლობისთვის კი არ შევაღე,შევგლიჯე.
-სანდრო,მარიამმა დამირეკა,ეგ და ნია,ნიას აგარაკზე არიან,არ ვიცი რა მოხდა,მითხრა სანდრო წამოიყვანეთ და ამოდით,რაც შეიძლება მალე,ძალიან გვეშინიაო._მაგრამ ლუსი,შე უიღბლო,ისე შევედი აზარტში ვერც კი შევამჩნიე რომ ლაზარეც კაბინეტში იყო.მისი დანახვისას სათქმელი შუაზე გამიწყდა,მაგრამ აზრზე მალევე მოვედი და გავაგრძელე ჩემი გამოსვლა.-მეტი არაფერი უთქვამს,ტელეფონი გაითიშა ვურეკავდი,მაგრამ ორივეს გამორთული აქვთ.
-რას ქვია გვეშინიაო,ან რისი ეშინიათ პირველად ხომ არ არიან მანდ.კაი წავიდეთ.ლაზარე..._ნერვიულად გადაისვა თავზე სანდრომ ხელი და ლაზარეს შეხედა,ლაზარემ სათქმელი არ დაამთავრებინა და წადიო თავით ანიშნა.-მეც წამოვალ.დააყოლა ბოლოს
გასვლისას,ისე რომ სანდროს არ დაენახა,ცერა თითი ამიწია მოწონების ნიშლად,მე კიდევ ისე ვიყავი მისი ნახვით დაბნეული,რომ არა ლაზარე,ალბათ კედელს დავეჯახებოდი.
-ნუ ნერვიულობ ლუსი,ყველაფერი კარგად იქნება._ირონიუნად გადმომილაპარაკა და ხელი გამიშვა.
ლაზარემ შემოგვთავაზა თავისი მანქანით წავსულიყავით,სანდროც დათანხმდა და აი უკვე აგარაკის გზას ვადგავართ,თან გზაში სანდროს ვამხნევებ ძალიან რომ არ შეშინდეს.მივედით სახლთან და ყველა აჩქარებით გადმოვედით მანქანიდან.მე და ლაზარე ცოტა ჩამოვრჩით სანდროს, სახლში შესულებს კი საოცრად თბილი სცენა დაგვხვდა.მათ დანახვაზე ღიმილი მომეფინა სახეზე.
-მომნატრებია შენი ღიმილი._მიჩურჩულა ლაზარემ და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა.მე კი გაშტერებული და გაოცებული თვალებს ვახამხამებდი.

ისევ რუტინა,თუმცა არც ისე უსიამოვნო.ლაზარეს მონატრებას კვლავ ვგრძნობდი,არ ვიცი რას მიკეთებს ეს კაცი,ასე არც ერთ მამაკაცზე დამმართნია,თუმცა მისნაირი არც ერთი ყოფილა.გოგოები ხშირად დადიოდნენ ლაზარესთან და სანდროსთან ერთად ხან კლუბში,ხანაც ქალაქგარეთ.მე კიდევ ხან რას ვიმიზეზებდი,ხან რას,ლაზარეს ნახვა რომ ამეცილებინა.არ მინდოდა შემყვარებოდა და მერე ცალმხრივი სიყვარულით დავტანჯულიყავი.მართალია,ერთი-ორი გადაკრული სიტყვა ჰქონდა ნათქვამი,თუმცა კარგად მახსოვდა რომ მას „ელენა“ ჰყავდა,მე კიდე არ შევდივარ მათ კატეგორიაში,ვინც ქალს შეყვარებულს ართმევენ.ვერ ვიტან ასეთ ადამიანს და მით უფრო ვერ ავიტან მე რომ მათ დავემსგავსო.ამიტომაც ვიმიზეზებდი ხან მუშაობას,ხან დაღლილობას, რომ მის სიახლოვეს არ ვყოფილიყავი.ერთ დღესაც გოგოები გამომეცხადნენ სამხასურში და ისეთი წინადადება შემომთავაზეს რომ არ დავთანხმებულიყავი ჩემ თავს არ ვაპატიებდი.ლაზარე სვანეთში გვეპატიჟებოდა ყველას მის სახლში,სვანეთი კი ჩემი სუსტი წერტილია,სულ მინდოდა სვანეთში წასვლა თუმცა ვერ მოვახერე.ერთი კი იყო,რომ უფრო გამიხარდებოდა ეს მიპატიჟება თვითონ ლაზარესგან მიმეღო,თუმცა დაფიქრების შემდეგ მივხვდი რომ ჩემთვის ასე აჯობებდა.
და აი დადგა დღე როცა სვანეთში უნდა წავიდეთ,შვებულება მეკუთვნოდა,ამიტომ სამსახურის ორი კვირით მიტოვება არ გამჭირვებია.ორი ჩემოდანი გავამზადე და ბავშვებს დავუწყე ლოდინი.
-ხო ნია._ვუპასუხე ნიას ზარს და გავიტრუნე.
-ჩადი._მითხრა და ისე გამითიშა პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი.ეს ჩადი თუ მაშინდელივით დამთავრდა ამათ სადაც ვნახავ ვერ გადამირჩებიან.წავეპოტინე ჩემს მძიმე ჩემოდნებს და კარებთან ძლივს გავიტანე.
-მომეცი._ლაზარეს ხმაზე შევხტი და მისკენ გულზე ხელდადებული შევტრიალდი.
-ვაიმე,შემეშინდა.
-არ მინდოდა შენი შეშინება._ჩემოდნები გამომართვა და ქვევით დაეშვა,მეც უკან მივყევი.
-მეგონა გოგოები გამომივლიდნენ.
-როგორც მაშინ?_ჩაეცინა და ისე შემომხედა რომ უცნაური გრძნობები გააღვიძა ჩემში.
-როგორც მაშინ.ვატყობ კარგი მეხსიერება გაქვს.
-ცუდი არც შენ უნდა გქონდეს._თვალი ჩამიკრა და საჭესთან დაიკავა ადგილი.მეც მის გვერდით დავჯექი.რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ მივხვდი რისი თქმაც უნდოდა და ღვედისკენ წავიღე ხელი.ლაზარეს ჩემ ქმედებაზე ჩაეცინა და თავის გაქნევით დაძრა მანქანა.გზაში ხმა არ ამოგვიღია,ნახევარზე მეტი გზა გავლილი გვქონდა ლაზარეს ტელეფონმა რომ დაურეკა.
-გისმენ ელენა._ელენა,არადა აღარც მახსოვდა მისი არსებობა.გული შემეკუმშა.
-გზაში ვართ,ჩახვედით თქვენ?_მოიცა,მოიცა რა გამოდის რომ ელენაა თუ ვინცაა ჩვენთან ერთად დაისვენებს?! ახაია ჩემზე! დარჩი სახლში თითქოს მერე ვერ ვნახავდი ამ სვანეთს.ძალიან ვეცადე,მაგრამ უკმაყოფილება მგონი სახეზეც შემეტყო და ზუსტად ამ დროს გამომხედა ლაზარემაც.უხ,ბედი არ მაქვს არაფერში!ამასობაში დაამთავრა საუბარი.
-ნუ ნერვიულობ ის ელენა არაა.ჩემი ბიძაშვილია._ღიმილ შეპარულმა გამომხედა და თვალი ჩამიკრა.ამით რისი თქმა უნდა ახლა ამას
-თუნდაც ის ელენა იყოს,მე რა მეკითხება,ან რატო უნდა ვინერვიულო._სულერთიას გამომეტყველებით ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
-ოხ ლუსი.დავშორდი ელენას...
-ახლა ამას ვინმემ რამე კითხა?_ჩავიდუდღუნე და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე,თუმცა ძალიან კი გამიხარდა.ჩემ ნათქვამზე კი ლაზარეს ხარხარი მოჰყვა.
-რა საყვარელი ხარ.
-ჯერ სად ხარ._გავხედე და თვალი ჩავუკარი.
-ჯერ სად ვართ._გაიცინა.აღარაფერი ვუთხარი,ამის მერე ხმა არცერთს ამოგვიღია,სვანეთშიც მალე ჩავედით.ბავშვები ჩასულები იყვნენ უკვე.ლაზარემ კარი გამიღო და პატარა ბავშვივით ჩამომსვა,წარბაწეულმა შევხედე,მაგრამ ვითომ არაფერიო საბარგულისკენ წავიდა ბარგის ამოსაღებად.

თითქმის ერთი კვირა გავიდა,მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა,ლაზარეც ჩვეულებრივ იქცევა,არანაირი ზედმეტი ყურადღება და გადაკრული სიტყვები.მე კიდევ მისი ყურებით ვერ ვძღები,არ ვიცი ასე როდი შემოიჭრა ჩემს გულში.გული კიდე იმაზე მწყდება რომ მისგან ინიციატივას ვერ ვხედავ.სვანეთი კი ულამაზესია,შეყვარებული ვარ მის ბუნებაზე.
-რაზე ფიქრობს ლუსია?_გვერძე ლაზარე მომიჯდა.ოთახში ჩვენ გარდა არავინ იყო.
-არაფერზე.
-არაფერზე?არ მჯერა
-ნუ გჯერა._გავუღიმე და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მივაშტერდი,მიუხედავად კარგი ამინდებისა საღამოს აქ მაინც ციოდა.
-ეგრე ნუ აკეთებ._მისი ნათქვამმა გამაკვირვა და დამაბნია
-რას ნუ ვაკეთებ?_დაბნეულად ავაფახუნე თვალები.ლაზარეს ჩაეცინა
-ნურც ეგრე!
-რა გინდა?_გაურკვევლობაში მყოფმა ტონს ავუწიე
-გაბრაზებულიც რა საყვრელი ხარ გოგო_მისი ნათქვამი გოგო ისე თბილად ჟღერდა მთელი ცხოვრება მოვისმენდი.საყვარელი კი უფრო გვიან აღვიქვი და დაბნეულმა ისევ თვალების ფახუნი დავიწყე.
-აი კიდევ,მერე შედეგებზე პასუხს მე არ ვაგებ._ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და ოთახი დატოვა.
დაბნეული და გაოგნებული ვუყურებდი ბუხარში მოთამაშე ცეცხლს და ვერ გამერკვია რა თამაშს თამაშობდა ლაზარე.ისიც დავუშვი რომ შეიძლება მოვწონებოდი,მაგრამ ჩემი დასკვნებით არ მინდოდა ჩემი თავისთვის იმედი მიმეცა,ამიტომ დროს მივანდე ჩვენი ურთიერთობის გარკვევა.

-კოკა ნერვებს მიშლი უკვე._მშვიდი ხმით ვეუბნევი ჩემს ძმას ტელეფონში.
-გოგო არ გადამრიო ახლა,კიდე მე გიშლი ნერვებს,დილით ვდგები,ვაპირებ სამსახურში წავიდე და რას ვხედავ,ჩვენი სახლის კარის წინ პატარა ყუთში შენთვის განკუთვნილი საჩუქარი იწონებს თავს,თან საჩუქარსაც ხო გააჩნია,მანქანის გასაღებია.გამოვდივარ გარეთ და გაბანტული ავტომობილი მხვდება.და კიდე მე გიშლი ნერვებს? ვინაა?
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არ ვიცი,ეჭვიც კი არავისზე არ მაქვს.
-უკან დაუბრუნებ!
-დატოვებას არც ვაპირებდი,შენი თქმა..._კოკას ხმამ არ დამამთავრებინა საუბარი
-ამის დედა ***,ტიპი ნახე, „რახან ვთქვი,ესე იგი ასეც იქნება,გაემზადე პატარა,მალე ჩემი ცოლი გახდები“,ამას შ** ხომ არ აქვს.
-კოკა რას ლაპარაკობ?
-ბარათი დაუტოვებია მანქანაზე,ლუსი იცნობ შენ ?
-მგონი ვიცი ვინცაა,ვიცოდი ხისთავიანი და შეუგნებელი რომ იქნებოდა.კარგი კოკა მე მივხედავ მაგას.
-რას ქვია შენ მიხედავ,ან აქამდე რატომ არაფერი მითხარი?
-კოკა რამდენიც ვინმეს მოვეწონები,ყველას შენთან ხომ არ გამოვუშვებ.
-მგონი ხვდები რომ ეს მარტო მოწონება არაა და საქმე სერიოზულადაა
-ვხვდები და თუ ჩემით ვერ მოვაგვარე აუცილებლად გადმოგაბარებ
-მაინც არ მეტყვი ხო ვინაა?
-არა კოკა,ამიტომ ახლა დამშვიდდი და სამსახურში წადი.
-კარგი,მეთვითონ გავარკვევ._აღარაფრის თქმა დამაცადა და ტელეფონი გამითიშა.ნერვებ მოშლილი ჩავჯექი სავარძელში და ფეხის ნერვიულად ქანაობა დავიწყე.
-თავხედი,ეტყობა სათანადო პასუხი ვერ გავეცი,არაუშავს არც ახლაა გვიანი._ტელეფონი მოვიმარჯვე დასარეკად,როცა ლაზარეს ხმა გავიგე.
-ასეთ საქმეებს გოგოები არ უნდა აგვარებდნენ._თვალებ გაფართოებულმა გავხედე,ეს რა მისმენდა?!
-მისმენდი?
-კი_უტიფრად მიპასუხა და ტელეფონი ხელიდან წამგლიჯა._ვინაა და რა უნდა?
-ეს შენ არ გეხება._კუშტად შევხედე და ვეცადე ტელეფონი დამებრუნებინა.
-ტყუილად ცდილობ,ვინაა და რა უნდა თქო.
-გითხარი რომ ეს შენი საქმე არაა,დამიბრულე ჩემი ტელეფონი.
-კარგი,გავარკვევთ მე და შენი ძმა,შენი ტელეფონი კი ცოტახნით მათხოვე „საყვარელო“._ცინიკური ღიმილით დაამთავრა საუბარი და ოთახიდან გავიდა.სიბრაზისგან სულ წამოვწითლდი და ჰაერში უმისამართოდ ვიქნევდი მუშტებს.მოსაღამოვდა მაგრამ სიბრაზეს ჯერაც არ გაევლო.ბავშვები გარეთ კოცონთან ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ,ლაზარეც მათთან ერთად იყო და ჩემ ტელეფონს ათამაშებდა ხელში.თვალები მოვჭუტე და მათკენ წავედი.
-ლუსი სვანეთზე შენ გეკეტება და დღეს მთელი დღე სახლიდან არ გამოსულხარ._მითხრა მარიამმა და ლაზარეს შეხედა,მერე ისევ მე გადმომხედა,გაბრეზებულმა შევუბღვირე და იქვე ჩამოვჯექი პლედზე.
-ბევრი საფიქრალი ჰქონდა მაგას დღეს._ჩაიცინა და ჩემი ტელეფონი დამანახა.-კურდღელი თვითონ გაება მახეში.
-დაბირუნე ჩემი ტელეფონი._ხელი გავუშვირე და კუშტად შევხედე.
-ინებე,აღარ მჭირდება._გაწვდილ ხელს ჯერ თითები ჩამოუსვა,მერე ტელეფონი დამიდო ხელის გულზე.მთელ ტანში ეკლებმა დამაყარა და რომ არ შეემჩნია უკან სწრაფად გავხტი.ჩემ ქმედებაზე ლაზარემ ჩაიცინა და თავი ჩახარა.ისეთი საყვარელი და სასურველი იყო თავი ძლივს შევიკავე რომ არ მივარდნილიყავი და დამეკოცნა ის ლამაზი სახე.ჩემმა ფიქრებმა შემძრა,ასეთი რაღაცეები არ მჩვევია და მეუცხოვა ჩემი სურვილი.თავიდან ამოვიგდე უაზრო სურვილები და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
მობილურში საჩუქრის ავტორის ნომრის ძებნა დავიწყე და ვერ ვიპოვე,წაუშლია ვაჟბატონს.წარბაწეულმა გავხედე და დავიფრუტუნე.მიმიხვდა რატომაც მივაშტერდი და თვალი ჩამიკრა.რა საყვარელია ეს ოხერი.გულში ჩავიხითხითე.ბავშვები სასაცილო ისტორიებს ჰყვებოდნენ,მე ძილი მომერია, ნიას კალთაში გემრიელად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა,ვიღაცას კიბეზე რომ ავყავდი მაშინ შევფხიზლდი ცოტა,მაგრამ ნახევრად მეძინა.ხელები კისერზე კოფორტულად მოვათავსე და მხარზე ჩამოვადე თავი.მალე რბილ მატერიაზე დამაწვინეს და გემრიელად ჩავიფუთნე,სანამ კვლავ ძილს გავაგრძელებდი ყელში კოცნა ვიგრძენი,მაგრამ ისე ძალიან მეძინებოდა თვალების გახელის თავიც არ მქონდა.გადავტრიალდი და მორფეოსის საუფლოში გადავეშვი.

დილით ადრე გამეღვიძა,ტელეფონს დავწვდი და საათი შევამოწმე,ჯერ ცხრა ახალი დაწყებული იყო,აღარ მეინებოდა და ადგომა გადავწყვიტე.თბილად ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.დილის პროცედურები ჩავიტარე და სამზარეულოში შევედი რამის გასამზადებლად.როგორც ჩანდა ყველას ეძინა.გადავწყვიტე მჭადი დამეცხო,კარტოფილიც შემეწვა და რამე მსუბუქი და გემრიელი სალათი გამეკეთებინა.კარტოფილის გათლა დავიწყე და მალე ტაფაზეც ავაშუშხუნე,შემდეგ მჭადის მოზელვა დავიწყე.ისე ვიყავი გართული ჩემს საქმეში,თან ვღიღინებდი,აბა ღიღინის გარეშე მე არაფერს არ ვაკეთებ,ვერ გავიგე როგორ შემოვიდა ვიღაცა სამზარეულოში.
-რა გვიმზადებ პატარა ქალბატონო?
-ვაიმე ლაზარე,რამდენჯერ უნდა შემაშინო._მჭადს მოვეშვი და წყლისკენ წავედი.
-მოიცადე_ლაზარე გადამიდგა, ჭიქა წყალს შეუშვირა და პირთან მომიტანა.დაბნეულმა და გაკვირვებულმა შევხედე.-ხელები დასვრილი გაქვს_მხრების აჩეჩვით მიპასუხა და თვალებით მანიშნა დალიეო.მეც დავყევი მის ნებას და წყალი ნელა მოვსვი.ერთი ჩვევა მაქვს წყალს როცა ვსვავ თვალებს ვხუჭავ,ახლა დავხუჭე და როცა გავახილე ლაზარეს თვალებს შევეჩეხე,იღიმოდა.არამარტო ტუჩებით,თვალებითაც.უცბად გავსწორდი წელში და ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი.
-მადლობა._არაფერი უთქვამს ჭიქა დადო და სკამზე ჩამოჯდა.წამით გავხედე და ძალიან დამაბნია.თავი ნიკაპზე ჩამოედო და შეუმჩნეველი ღიმილით მადევნებდა თვალს.ვეღარ მოვითმინე -რას აკეთებ?და თავი გავაქნიე კითხვის ნიშნად
-გიყურებ._ისეთი ინტონაციით მიპასუხა,თითქოს ამას რას მეკითხებიო.
-კაი?!გუშინ მარიამს საქანელა ჩამოუწყდა,თუ არაფერი გაქვს საქმე შეგიძლია გააკეთო._ვცდილობდი რამენაირად ოთახიდან გამეყვანა,მაბნევდა მისი მზერა და თვითონ ლაზარე.
-საქანელა გუშინვე შევაკეთეთ.არ შეიძლება აქ ვიყო?_სიცივე ჩამდგარი ხმით მკითხა.გამაკანკალა მის ხმაზე.
-რა თქმა უნდა,ხოდა თუ არაფერი გაქვს სამქე შეგიძლია დამეხმარო._მაცდურად გავუღიმე,მეგონა იუარებდა და ახლა მაინც გავიდოდა,მაგრამ მწარედ შევცდი.
-კარგი რა გავაკეთო აბა?_მკავები აიკაპიწა და წამოდგა._ისეთი საყვარელი იყო,ისეთი რომ..ხო ახლა რა დავავლო
-ჯერ კარტოფილს თუ შეძლებ ამოურიე._კარგიო თავი დამიქნია და ისე აკურატულად და პროფესიონალურად ამოურია შემშურდა კიდეც ცოტათი.
-ვა ყოჩაღ,გცოდნია რაღაც_ირონიულად გავუცინე
-ხო ელენა მასწავლიდა ხოლმე._მანაც ირონიულად მიპასუხა.სახე მომენტალურად შემეცვალა,რა შუაში იყო ელენა,რას ატლიკინებ ენას, გაჩუმდი და გააკეთე შენი საქმე.ხო ხედავ ისევ შენ გამოხვედი წაგებული.
-მიხედე შენ საქმეს._სმითაც მიმიკითაც ქცევითაც,ყველაფრით გავყიდე ჩემი თავი.ოხ ლუსი,ბატო,როდის ისწავლი ჭკუას.ლაზარეს ხარხარი აუტყდა
-ახლა როარ გაკოცო მოვკვდები.
-ჰა?რა თქვი?_ინსტიქტურად გავხედე და რაღაც თბილი და რბილი ვიგრძელი ტუჩებზე.სამყაროს გამოვეთიშე მგონი,თვალები ინსტიქტურად დამეხუჭა და ჩემი მოსვრილი ხელი მკლავზე მოვკიდე.გონს მოვეგე და უცბად მოვშორდი
-ჰა..რა ქენი?ეს რა იყო?_თვალებ გაფართოებულმა შევხედე
-ეს? რა ეს ლუსი?_ეშმაკურად მიყურებდა და იღიმოდა.გამაღიებ ახლა ამას ეს ჯამი თუ გავუქანე
-რას იღიმი შენ,ჰა?რა იყო თქო ეს.თვალები დავუბრიალე
-ეს ანუ ეს?_ტუჩებთან მიიტანა ხელი.ინსტიქტურად დავუქნიე თავი.-აჰ, ეს იყო კოცნა,კოცნა ხოიცი რაც არის?_ნიკაპზე მიიდო თითი და დაფიქრებულმა შემომხედა.ახლა ამას უყურეთ,დამცინის კიდევ,თვითონ მაკოცა და დამცინის კიდევაც.
-ლაზარე პირველო.დავიგრგვინე
-ახლა რას დამავალებ?
-ახლა?ახლა აი ის ტაფა აიღე.ხოო ხო ეგ.ხოდა გაიქანე თავში.ჰე მიდი._მის გაოცებულ თვალებზე სიცილი ამიტყდა.
-ახლა იყავი მარტო._ოთახიდან გავიდა
-უფ ძლივს._მის გასაგონად დავიძახე და საქმეს მივუბრუნდი,მაგრამ სულ კოცნა მიტრიალებდა თავში,ოხ ლაზარე,კიდე ეს მინდოდა მე,ჯერ ისედაც ნახევარი ქალი დავიარები.გამეცინა, კიდევ ხუმრობის თავი რომ მაქვს.
ბავშვებმაც მალე გაიღვიძეს,მეც მოვამთავრე ჩემი საქმე და მაგიდის გაწყობა დავიწყე.
-გოგოებო დასხედით._გარშემო დავისვი ნია,მარიამი და მარია,ბიჭები გვერძე მეზობელთან იყვნენ გადასულები,ლაზარეს ბიძაშვილი ელენა კი გუშინ წავიდა თბილისში.-დღეს დილით ლაზარემ მაკოცა.მოღუშულმა გადავხედე გოგოებს,რომლებსაც ეშმაკური ღიმილი არ ჩამოერეცხათ სახიდან
-მერე მოგეწონა?_მკითხა მარიამ
-გაგიჯდი გოგო?რას მეკითხები,მომეწონა აბა რა_ჩავიხითხითე და თვალებზე ავიფარე ხელები.-მაგრამ რაუნდა ვერ ვიგებ._მოვიწყინე უცებ
-შოკოლადები_დაიჯრიჭა ნია-რა უნდა უნდოდეს,მოსწონხარ ადამიანს,ისე გიყურებს ხოლმე,აი თვალებ აციმციმბული.
-აგიციმციმებ თვალებს,ნეტა შენ რაიცი_ხელი მივკარი ნიას.-თქვენთან დასამალი რა მაქვს და მომწონს ეგ ოხერი.გავიცინე და სკამზე შემოვაწყვე ფეხები
-რაღა დაგიმალოთ და დიდი ხანია ვიცით._წამოიწია მარიამი და ჩაის ჭიქა აიღო.
-მერე არ უნდა მითხრათ?_დავაჭყიტე თვალები
-რა უნდა გვეთქვა გოგო,ლაზარე მოგწონსო?_გაიცინა ნიამ
-კაი ხო რაიყო,დაბნეული ვარ ცოტა.
-ცოტაა?_შემომცინა მარიამ
-ჰმ.ამოვიფრუტუნე,წავედი ვიძინებ მე._ფეხზე წამოვდექი და კიბისკენ წავედი
-არ ელოდები?
-ოხ მარინა,დაგღუპას ქალო ეგ ირონია.პაკა_ხელი დავუქნიე და ჩემს სამფლობელოში ავედი.რას დავიძნებ ახლა,მილიონჯერ თუარ გადავახვიე კოცნის კადრი,ყოველ გახსენებაზე ლოყები მიწითლდებოდა,ავწრიალდი საწოლში და ფეხები ავათამაშე ჰაერში.ვსო გვიანია უკვე,მაგრამ მანამდე წყალს დავლევ.საწოლიდან ადექი და თბილ ჟაკეტში გავეხვიე.გარეთ ბნელოდა და ნელა დავუყევი კიბეს,თან კედელზე ხელებს ვაცეცებდი.სამზარეულოსკენ გავუხვიე და მოულოდნელად კარში რაღაც რბილს შევეჯახე,შიშისგან წამოვიკივლე და უკან გადავხტი,თავი ვერ შევიმაგრე და ძირს დავეცი ჩემი ლამაზი უკანალით,უკანალი ვის ახსოვდა,სინათლის ანთებაზე სწრაფად ავწიე თავი ზევით და ვინ თუარა ლაზარე შემრჩა ხელში.
-მომკლავ ერთხელ_დამარცვლით ამოვიბლუყუნე,სიბნელის ყოველთვის მეშინოდა,მით უფრო თუ ვინმე იდგა სიბნელეში,ახლაც ისე ძალიან შემეშინდა კანკალმა ამიტანა და ინტიქტურად წამომივიდა ცრემლები,თვალებზე ხელები ავიფარე და სლუკუნი დავიწყე.
-ლუსი_ჩემთან დაიხარა და თავი ამაწევინა.-რა გატირებს გოგო.თავზე მისვამდა ხელს-კაი ჩუ, ხო ნახე მე ვიყავი,ვსო ნუღა ტირი,მოდი ჩემთან._ხელში ამიყვანა და სავარძელში ჩემთან ერთად ჩაჯდა,კალთაში ჩამისვა და გულზე დამადებინა თავი,პარალელურად თავზე მისვამდა ხელს და მამშვიდებდა.
-შენ რა მშიშარა ყოფილხარ გოგო.
-სიბნელეში ვერ დაგინახე და ძალიან შემეშინდა.ამოვთქვი ძლივს
-კაი დაწყნარდი,ნახე როგორ გიცემს გული.იქვე მდგარი გრაფინიდან წყალი ჩამომისხა და ისევ თავისი ხელით დამალევინა.ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა,სუნამოსი არა,რაღაც თავისებური,ღრმად ჩავისუნთქე და გავიტრუნე.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე,შეშინებულს მალე ჩამეძინა,შუა ძილში ისევ ვიგრძენი ყელში კოცნა, მაგრამ არც ამჯერად მიმიქცევია ყურადღება.
დილით სვანეთის დარჩენილი ადგილების მოსანახულებლად წავედით და მინდორზე პატარა პიკნიკიც მოვაწყვეთ,ბიჭები სამწვადეს ამზადებდნენ და ნივთები ჩემთან ახლოს პლედზე ეწყოთ.გოგოებს ვესაუბრებოდი ვიღაცის ტელეფონმა რომ დარეკა.
-ბიჭებო ვიღაცას ურეკავენ._გავძახე ბიჭებს და ტელეფონზე ვანიშნე
-ლუსი, ჩემია შეგიძლია მომიტანო?_გამომძახა ლაზარემ.მეც ტელეფონისკენ გავიწყვდინე ხელი და შემთხვევით მოვკარი ნომერს თვალი.“ელენა“ეწერა ლათინური ასოებით.გულმა უნებურად დამიწყო სწრაფად ფეთქვა,აბა დავშორდიო?!ხასიათ წახდენილი წამოვდექი ფეხზე და ზანტად გავემართე ლაზარესკენ.
-მადლობა._ცივად გავუღიმე და გამოვბრუნდი,რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებდა რა უნდოდა ქალბატონს,მაგრამ ხოარ დავდგებოდი და მოვუსმენდი,უკმაყოფილო გამომეტყველებით დავეშვი გოგოების გვერძე პლედზე.
-რაიყო,რა სახე გაქვს?_მკითხა მარიამმა.
-ელენა ურეკავს_სახელი დაჯღანულმა წარმოვთქვი და ლაზარეს გავხედე დაბღვერილმა.-რა უნდა,ხო დაშორდნენ_დავიწყე ბუზღუნი და ვაშლი ჩავკბიჩე
-მგონი რაღაც მოხდა.ნახე ლაზარე როგორი გაბრაზებულია._თქვა მარიამ და ხელი მომარტყა მკლავზე.ლაზარე მართლაც გაბრაზებული ჩანდა და კისერზე ძარღვები დაბერვოდა.გაბრაზებულიც როგორი სექსუალური და საყვარელია,მაგრამ ამ გაბრაზების მიზეზი რომ გამახსენდა,ჩავიფრუტუნე და შუბლი შევკარი.
-ბავშვებო ხვალ მივდივართ._გამოაცხადა სანდრომ,როცა მწვადი მოიტანეს.ყველაფერი იმ ქალბატონის ბრალია,დარწმუნებული ვარ მაგიტომ მივდივართ.
-მოხდა რამე?_დამასწრო კითხვა ნიამ
-ლაზარეს რაღაც საქმეები გამოუჩნდა,სამსახურშიც ბევრი საქმე დაგროვდა.2-3 დღეში ისეც უნდა წავსულიყავით._ვიცი მე ლაზარეს საქმეები.სახე შემეცვალა,მაგრამ მალევე მოვეგე გონს და მწვადის გემრიელ ნაჭერს დავწვდი.რაც უნდა ის ქნას.ან რისი იმედი მქონდა,ერთი კოცნა არაფერს ნიშნავს,ყოველშემთხვევაში მისთვის.
-აზრი არ აქვს ხვალ წავალთ თუ ორ დღეში.პრობლემა არაა_გველურად ჩავილაპარაკე და ლაზარეს გავხედე.
-ძალიან კარგი.მერე კიდევ წამოვალთ_გადახედა ღიმილით გოგოებს.მე შვებულებას აღარ მომცემენ და რომც მომცენ აღარ წამოვალ.აი ასე,გავბრაზდი ძალიან,კაკის უნდა დავურეკოთქო მოვიმიზეზე და მოშორებით გავედი.
-ძალიან კარგი.მერე კიდევ წამოვალთ_გავაჯავრე ვაჟბატონს და ტელეფონი მოვიმარჯვე
-კარგად ხარ ლუსი?_აი კიდევ,შევხტი
-გეფიცები გული გამისკდება.ნუ მეპარები ეგრე_თითი დავუქნიე ლაზარეს
-რით ვერ მიეჩვიე
-როცა შეგიძია გულის გახეთქვების გარეშე მოხვიდე ნუ მიავადმყოფებ ამ გულს.
-შენი გულის დაავადმყოფება ნამდვილად მინდა,მაგრამ არა ისე როგორც შენ ფიქრობ._მაცდურად იღიმოდა,რაც ძალიან არ მომწონდა.ნელ-ნელა ჩემკენ დაიძრა,მეც ინსტიქტურად უკან-უკან წავედი,სანამ ხეს ბეჭებით არ შევასკდი.ტკივილისგან ამოვიზმუილე და ნატკენზე შეძლებისდაგვარად მოვისვი ხელი.
-ფრთხილად ლუსი,ფრთხილად_ცხვირზე დამკრა თითი და ჩემს გარშემო, ხეზე შემოაწყო თავისი უშველებელი ტორები,კაი ხო არც ისე უშველებელი ,მაგრამ ჩემთვის მაინც დიდია.
-რა გინდა ლაზარე?_დავუბრიალე თვალები-იცოდე არ გაბედო და არ მაკოცო_თითი ავუფრია ცხვირთან
-რატომაც არა?_თქმა და დატაკება ერთი იყო,ისე ვნებიანად და ნაზად მკოცნიდა,სულ მთლად გადამავიწყდა ორი წამის წინ ნათქვამი გაფრთხილება,ხელები კისერზე კომფორტულად შემოვაწყვე და მეც პროფესიონალურად ავყევი,ნუ ყოველშემთხვევაში როგორც შემეძლო.
-რაო,რას იძახდი?_მიღიმოდა ლაზარე და თმაზე მეფერებოდა.
-მე?არაფერს,მოგეჩვენა_წამოვიბლუყუნე და ახლა მე მოვქაჩე ჩემკენ და კოცნის ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე,გავიგე როგორ ჩაიცინა ლაზარემ,მეტი არაფერი მახსოვდა.

დილით ჩავიბარგეთ და თბილისის გზას დავადექით,გუშინდელის მერე ლაზარეს თვალს ვარიდებ,მისი მერიდება ცოტათი ჩემი საქციელის გამო,ნერვები მეშლება ჩემს თავზე,ავცანცარდი 15 წლის გოგოსავით,მეც ისე ვიძახი თითქოს მათზე დიდი ვიყო ტვინით.თან ლაზარე თუ ელენას დარეკვის გამო სვანეთიდან თბილისში მიდის,ესე იგი რამე მნიშვნელოვანი ხდება,მე კიდევ არმინდა ორი ადამიანის შუაში ჩავდგე.ლაზარესიც ვერ გამიგია მე რაღას მკოცნის,თუ მის დარეკილზე ეგრევე უნდა გაიქცეს,ჩავიფრუტუნე და საჭესთან მჯდომ ლაზარეს მალულად გავხედე.იმდენი ქნეს ამ ჩემმა უზრდელმა მეგობრებმა,სანდროს მანქანაში ადგილი სულ დაიკავეს და მე ლაზარესთან წამომასკუპეს.
-რამე მოხდა?_გამომხედა ლაზარემ
-რა?რა უნდა მომხდარიყო?_გაკვირვებულმა დავუბრუნე პასუხი
-აბა რატომ მგონია რომ გუშინდელიდან მოყოლებული თავს მარიდებ?_გამომცდელად შემომხედა და ისევ გზას გახედა
-გეჩვნება_წამოვაყრანტალე სტანდარტული სიტყვა
-ლუსი პატარები ხომ არ ვართ?რა გემართება?მგონია მიხვდი რომ მომწონხარ და შენგანაც იგივეს ვგრძნობ,ბავშვივით რატომ იქცევი?_ლაზარესგან ამ აღიარებამ დამაბნია-რატომ გაგიკვირდა?ყველა ქალს კიარ ვკოცნი ისე, როგორც შენ_ეშმაკურად ჩაიცინა
-მე რავიცი სხვებს როგორ კოცნი_დაბნეულმა არც ვიცოდი რაებს ვბოდავდი.ისევ დამცინის ეს საზიზღარი.-თანაც გუშინ ელენამ დაგირეკა და დღეს თბილისში მივდივართ,არც მიფიქრია რომ მოგწონვარ_მოწყენილმა გავიხედე ფანჯარაში.
-ეხ ლუსი,ხო ელენამ დამირეკა და აუცილებლად უნდა ვნახო დღეს და საბოლოოდ გავარკვიო მასთან.ელენა არ არის სანერვიულო
-შეგეძლო ზეგ ან მაზეგ გაგერკვია
-რახან დღეს ვთქვი, ესეიგი ასე იყო საჭირო_სიმკაცრე ჩუადგა ხმაში
-რა თმა უნდა,როგორც გინდა_ნაწყენმა ფანჯარას მივადე თავი და თვალები დავხუჭე.
-ლუსი
-მეძინება_უკმეხად ვუპასუხე და ზურგი ვაქციე
-კარგი,მერე ვილაპარაკოთ._ყურადღება აღარ მივაქციე და კომფორტულად მოვთავსდდი.

ჩემს სახლთან ვიყავით უკვე,ყელში კოცნამ რომ გამაღვიძა
-გაიღვიძე ლუსი,ჩამოვედით._კიდევ ერთხელ მაკოცა,ესეიგი ეს ვაჯბატონი მკოცნიდა ხოლმე,სიამოვნებისგან გამაკანკალა.
-გავიღვიძებ თუ მომშორდები_ისევ ვიყავი მასზე გაბრაზებული.
-ნუ იბუსხები,დღეს გამოგივლი და სადმე წავიდეთ,დავილაპარაკოთ.
-დღეს დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო.
-მთელი გზა გეძინა,დაგირეკავ,გადასკუპდი ახლა.
-უი ხო გაგვიანდება შენ_გველურად ჩავისისნე და მანქანიდან გადმოვედი,თვითონაც გადმომყვა და საბარგულიდან ჩემი ჩანთები გადმოიღო
-მომეცი_ხელი გავუშვირე,არ მომცა, აგატანინებ და მერე წავალო
-ისედაც დაგაყოვნე,მომეცი_არ ვიშლიდი ჩემსას
-სწრაფად ახლა,ადი მალე_შემომიბღვირა და გადამისწრო,ბარგი კართან დააწყო და უკან მოუხედავად ჩავიდა ქვევით,მგონი ძალიან გავაბრაზე,არაუშავს გადაუვლის.კარზე დავაკაკუნე და გაღებას დაველოდე.კარი ჩემმა ძმამ გამიღო
-კოკა შე ძველო,როგორ მომენატრეე_დავიწივლე და ყელზე შემოვეხვიე
-მეც მომენატრე შე თხა,ჩამოდი გოგო მძიმე ხარ._მოვშორდი ჩმეს ძმას და ახლა სამზარეულოს მივაშურე სადაც დედიკოჩემი მეგულებოდა.
-ეე კოკა,დედა სადაა?_იმედგაცრუებული გამოვბრუნდი მისაღებში
-სოფელში წავიდნენ ეგ და მამა დღეს დილით
-მერე ჩემთვის არ უნდა ეთქვა?_მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და ფეხები ჟუჯრნალების მაგიდაზე შემოვაწყვე-რა კარგია_ნეტარებით ჩავილაპარაკე,დედა ამის უფლებას არ მაძლევდა,ახლა კი თავისუფლად შემეძლო ამის გაკეთება.
-შენ ჯერ არ გელოდებოდით და მანამდე კი ჩამოვლენ ისინიც.დღეს მეც მივდივარ
-სად?სოფელში?_თავი სწარაფად წამოვყავი
-არა,მე,ნინი და ბიჭები ზღვაზე მივდივართ რამდენიმე დღით,არ წამოხვალ?_კაი აზრი კი იყო,ლაზარესაც გავაბრაზებდი ცოტას,მაგრამ მირჩევნია დავრჩე, თან სამსახურშიც გასასვლელი ვარ ამ დღეებში.
-არა, სამსახურში უნდა გავიდე ამ დღეებში.
-კაი,იცოდე არაფერი გააფუჭო სახლში,გოგოებს უთხარი თუ გეშინია და დარჩებიან.წავედი გავდიოდი მეც საღამოს მივდივართ, მანამდე ბიჭებთან ვიქნები,ჭკვიანად,დამირეკე თუ რამე.იქვე დალაგებულ ჩანთებს დაავლო ხელი, თავზე მაკოცა და კარისკენ წავიდა.
-კაი,კეთილი მგზავრობა,არ გააგიჟოთ ის გოგო და ფრთხილად იარეთ რა.
-კარგი,კარგი არ ინერვიულო,აბა შენ იცი.
კოკაც გავაცილე და ჩემს ოთახს მივაშურე,თურმე მომნატრებია ჩემი ფუმფულა საწოლი.ჰაერში ვისკუპე და კმაყოფილი სახით დავენარცხე საწოლს.როდის ჩამეძინა არ მახსოვს,მაგრამ კარზე კაკუნმა და ტელეფონის ზარმა ერთდროულად გამაღვიძა,ნეტა ვინ გაგიჟდა ასე,რა უბედურებაა,ფანჯარაში გავიხედე და უკვე ბნელოდა,ამდენი ხანი როგორ მეძინა,საწოლიდან წამოვდექი და მისაღებში გავედი,ჯერ ტელეფონს დავწვდი,ლაზარე მირეკვდა,კარზე კაკუნი შეწყდა,თან მეშინოდა,ტელეფონს ჩუმად ვუპასუხე
-ხო ლაზარე
-რას ჩურჩულებ ლუსი,სად ხარ?გამიღე კარი.
-უი შენ ხარ?ახლავე._კარისკენ წავედი და გამოვაღე-მეძინა და შემეშინდა
-ხომ გითხარი დაგირეკავ თქო.
-ჩამეძინა და რამექნა?_სიცილით მაკოცა ლოყაზე ლაზარემ და შემოსასვლელში გაალაჯა.
-კაი,მარტო ხარ სახლში?_ოთახი მოათვალიერა.
-კი მარტო ვარ.
-მერე არ გეშინია?
-აქამდე მეძინა და მერე შემეშინდება ალბათ._მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში გავედი,პირველიც უკან მომყვა.
-რა სუსტი გული გაქვს გოგო._ისევ ეს გოგო,გადამიყოლებს ეს ადამიანი.
-ჩაის დალევ თუ ყავას?
-არმინდა ყავა დავლიე უკვე,წყალი დამალევინე._აჰა ესეიგი ყავდა მიირთვა უკვე ვაჟბატონმა,წარბაწეულმა გავხედე და ონკანისკენ მივტრიალდი.
-ნუ იბუსხები ახლა,შენ რაზეც ფიქრობ მოგვარებულია ეგ და ნუ მახსნევინებ_თვითონაც არ დამაკლო წარბაწეულობა.
-წყალი გინდოდა_ჭიქა გავუწოდე და ჩემთვის რძე გამოვიღე მაცივრიდან,პატარა ალუმინისი თასში ჩამოვასხი და გაზზე შემოვდგი,ისევ ისე მიყურებდა, როგორც სვანეთში.
-თუ გინდა სადმე წავიდეთ ან აქ ვილაპარაკოთ_ჩამოჯდა სამზარეულოს კუთხეში მდგომ სკამზე,როგორც კი სკამის ფეხს შევხედე კისკისი ამიტყდა,წარმოვიდგინე როგორ გაგორდებოდა ლაზარე ძირს.
-რა გაცინებს?_ღიმილით მკითხა
-ეგ სკამი_ისევ მეცინებოდა და წინადადება ვერ დავამთავრე-გატეხილია._ვთქვი და ლაზარეს გადაყირავება ერთი იყო,მიუხედავად ჩაკეცვამდე სიცილისა ვეცადე ხელი შემეშველებინა და წაქცევისგან მეხსნა,მაგრამ ეს ციდა გოგო რას გავხდებოდი ამ გოლიათთან,გაწვდილ ხელზე წამეპოტინა და მეც თან წამიყოლა,სიცილისგან სუნთქვა მიჭირდა.
-აღარ შემიძლია,ვაიმე მუცელი.ლაზარემ ხელები მჭიდროდ შემომხვია წელზე.
-ამისთვის დაისჯები.ისევ მაკოცა ამ სიმპატიურმა.
-მე რაღას მერჩოდი,მეგონა ჯელტმენი იყავი,იმედები გამიცრუე_მოჩვენებით ავიბზუე ცხვირი და ფხუკუნი ძლივს შევიკავე.
-ვარ კიდევაც,ძირს დაცემა აგარიდე და რბილად დაეცი,თან ქალბატონის გამოწვდილ ხელს უყურადღებოდ ხოარ დავტოვებდი.
-ჰმ,ენამოსწრებული ბრძანდები.ჩავიფრუტუნე და წელში ვასწორდი,ლაზარეც ადგა,ორ წუთში კარზე ზარმა დარეკა.
-ელოდები ვინმეს?
-არა არავის.გაკვირვებულმა გავხედე კარს
-კაი გავაღოთ_უცბად უკანალზე ხელი მომცხო ლაზარემ და კარისკენ წავიდა,მოულოდნელობისგან შევხტი და პირდაღებულმა გავხედე ლაზარეს.
-ჰა არ მოდიხარ?
-ხელებს მოგატეხავ_თითი დავუქნიე და შემოსასვლელში გავედი.
კარი გამოვაღე და ყველაზე ნაკლებად ვისაც ველოდებოდი ის დამხვდა.არც მეტი და არც ნაკლები-ბექა,ჩემი საჩუქრის ავტორი.
-ბექა?შენ აქ რაგინდა?_წარბაწეულმა გავხედე.
-ლუსი როგორ ხარ?_ღიმილით წამოვიდა გადასაკოცნად,მე უკან გავიწიე და რაღაცას შევეჯახე,უკან ლაზარე მედგა,სწრაფად შემომხვია წელზე ხელი და ბექას მტრულად გახედა.
-აქ რაგინდა თქო_ლაზარეს ხელზე ხელი დავადე და ბექას გავხედე.
-შენთან მინდა ლაპარაკი,ცალკე_დააყოლა ბოლოს და ლაზარეს მიაშტერდა.
-ლუსი შედი შენ სახლში,მალე მოვალ მეც.ხელი მოვუჭირე და თვალებში შევხედე,გამიღიმა და ოთახისკენ მანიშნა.მის ნებას დავყევი და ოთახში შემოვედი,კანკალმა ამიტანა,არ მინდოდა ლაზარეს ჩემს გამო უთანხმოება მოსვლოდა ვინმესთან,მით უმეტეს ხისთავიან ბექასთან.5წუთში ჟუნალების მაგიდაზე ლაზარეს ტელეფონი ათამაშდა,ეკრანს დავხედე და ჰოი საოცრებავ,ისევ ის ქალბატონი ურეკავდა,ვერ ვიგებ რა ხდება.რა თქმა უნდა არ ვუპასუხე,ცოტახანში ლაზარეც მოვიდა
-რა მოხდა ლაზარე?_ფეხზე წამოვდექი და მისკენ გავიწიე
-არაფერი,ნუ გეშინია,მეორედ აღარ შეგაწუხებს.
-არ იყო საჭირო,არ მინდა უსიამოვნებაში გაეხვიო ჩემს გამო
-შენ მაგაზე ნუ ფიქრობ.სავარძეში ჩაჯდა და გამომხედა-რაიყო?
-წეღან ტელეფონი გირეკავდა_თვალებით ტელეფონზე მივანიშნე.ტელეფონი აიღო და ზარი ნახა,მერე მე გამომხედა და აივანზე გავიდა დასარეკად.
-კარგი, გვიანია უკვე უნდა წავიდე_მოწყვეტით მაკოცა და კარისკენ წავიდა.ჩავიფრუტუნე,კიდე მის დარეკილზე გარბის,ნერვებ მოშლილი ავედევნე უკან უკმაყოფილო სახით.
-ნუ გაქვს ეგეთი სახე, ჩემი ბიძაშვილი იყო.
-მე რა მეკითხება_ცხვირი ავიბზუე,მაგრამ გამიხარდა ქალბატონი რომ არ აღმოჩნდა და ჩემი ფიქრებიც არ გამართლდა.
-ნუ მაბრაზებ_თითი დამიქნია
-კარგად._ცხვირწინ მივუხურე კარი და ჩემს ოთახში შევედი წყლის გადასავლებად.
თქვენ წარმოიდგინეთ და ორი კვირა არ შემხმიანებია და არსად არ მინახავს,ამასობაში გავედი სამსახურში,ორი ქორწილის ორგანიზება დამავალა უფროსმა.ზუსტად ეს მინდოდა,ლაზარეზე ფიქრები როგორმე უნდა მომეგერიებინა,ისევ მე ვზიანდებოდი,ეს კი ნამდვილად არ მინდოდა.მთლიანად ჩაფლული ვიყავი ჩემს საქმეში,ერთ საღამოს გოგოებმა დამირეკეს რესტორანში მივდივართ და გამოგივლით შენც წამოდიო.განტვირთვა ნამდვილად მჭირდებოდა,ამ პატარძლების პრეტენზიებმა ძალიან დამღალა.მალევე გავემზადე,სადა კლასიკური შარვალი, უბრალო შიფონის შავი ზედა, ზაფხულის ქუსლიანი ამოჭრილი ფეხსაცმელი,სადა მაკიაჟი და მზად ვიყავი.
-დეე,გოგოები გამომივლიან და რესტორანში უნდა წავიდე,გვიან მოვალ ალბათ.
-კაი დე აბა თქვენ იცით,კარგად გაერთეთ._გოგოებმაც დამირეკეს და სახლიდან გამოვედი.
-რაშვებით აბა?_გადავკოცნე გოგოები და უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-რავი გოგო სანდრომ დაგვირეკა,ლაზარე ჩამოვიდა,ახალი ხელშეკრულების დადება უნდა ავღნიშნოთ და გამოდითო.
-ლაზარე ჩამოვიდაო?და სად იყო?_გაკვირვებულმა ავიჩეჩე მხრები
-გერმანიაში ყოფილა წასული,აი შენთან რომ იყო მეორე დღეს._გამომხედა მარიამმა-ჩვენც დღეს გავიგეთ.
-არვიცოდი,არაფერი უთქვამს თუ მიდიოდა._ნაწყენმა ჩავილაპარაკე-ან რატომ უნდა ეთქვა
-კაი ახლა ლუსი,ხომ იცი რომ მოსწონხარ
-არაფერიც არ ვიცი_ჩავიდუდღუნე პატარა ბავშვივით.-მთელი ორი კვირა ვაჟბატონი გემრანიაში ყოფილა და მე კიდევ აქ ველოდებოდი როდის დამირეკავდა.ხომ შეეძლო დაერეკა და ეთქვა სადაც იყო.მე კიდევ შტერს მენატრებოდა._სადაცაა ვიტირებდი,რა გულჩვილი გავხდი,ოხ ჩემო შტერო თავო.
-კაი ნახავ და დაელაპარაკები._პასუხი აღარ გამიცია,ამასობაში რესტორანშიც მივედით.სანდრო,ლაზარე და მარია იყვნენ მხოლოდ,ანუ მარტო ჩვენ ვიქნებოდით,ლაზარე ეშმაკურად იღიმოდა,მივედი სანდრო და მარია გადავკოცნე,ლაზარეს კი უბრალოდ მივესალმე.მანაც თავი დამიკრა და გვანიშნა დავმჯდარიყავით.
-ოჰ მართლა,გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებას._ბიჭებს გადავხედე და გავუღიმე,ლაზარემ სიცილით გააქნია თავი.მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა, რაც უფრო მაბნევდა და იძულებულს მხდიდა აქეთ-იქით უაზროდ მეცეცებინა თვალები,ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა.სანდრომ მარია გაიყვანა საცეკვაოდ,გოგოებთანაც მოვიდა ორი ჯეელი,დავრჩით მე და ლაზარე.ის ისევ მე მიყურებდა და მე ისევ აქეთ-იქით.
-მომენატრე._ისეთი მოულოდნელი იყო, ინსტიქტურად მას შევხედე.
-ნუთუ?!_ირონია არ დავაკელი.
-შენც._ეს კითხვა ნამდვილად არ იყო.უარყოფას არ ვაპირებდი
-მეც_თავის დაქნევით ვუპასუხე.ლაზარემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავი ჩახარა.ისეთი საყვარელი იყო,მოუსვენრობისგან სკამზე ვეღარ ვჩერდებოდი.
-ამიტომ არ გირეკავდი,მინდოდა გავრკვეულიყავით,ვხედავ იმოქმედა.
-ზედმეტადაც კი._ირონია არც ახლა დავაკელი.ამასობაში დავინახე ვიღაც შავგვრემანი, მაღალი გოგო როგორ გვიახლოვდებოდა,ლაზარეს თვალებით ჭამდა.ისეთი მოკლე კაბა ეცვა,მე შემრცხვა მის მაგივრად.
-ლაზარე,რა სასიამოვნო დამთხვევაა._ჩემი ჯელტმენი ფეხზე წამოდგა
-ელენა?როგორ ხარ?_ელენაო რომ გავიგონე ყველაფერი ნათელი გახდა.ზედმეტი ფოკუსების გარეშე ელენა,გაფრთხილებ.
-კარგად,შენ როგორ ხარ ლაზარე?უკაცრავად მე ელენა ვარ,ლაზარეს შეყვარებული._უტიფრად გამომიწოდა ხელი,წარბაწეულმა გავხედე მის ხელს და სტატუსზე ჩავიღიმე.
-ყოფილი._გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.-მე ლუსი ვარ_ჩემს პასუხზე გაღიზიანება დაეტყო,ლაზარემ კი ჩუმათ ჩაიხითხითა.
-ხო ყოფილი.ლაზარე ხომ არ გვეცეკვა?როგორც ადრე._მე გაგაფრთხილე ელენა,გავიღიმე და ელენას მივმართე.
-სწორედ ახლა შემომთავაზა ცეკვა და ვაპირებდით კიდევაც,მაგრამ ამ დროს შენ გამოჩნდი.უკაცრავად ახლა დაგტოვებთ,წარმატებები._თვალი ჩავუკარი,ლაზარეს ხელი დავავლე და სცენისკენ წავიყვანე.
-რა ხართ ეს ქალები_ჩაიცინა ლაზარემ და წელზე ხელი მომკიდა.
-რა?_დავუბრიალე თვალები-მეორედ აღარ მოვა._პატარა ბავშვივით გავიჯგიმე,ლაზარემ არც აცია,არც აცხელა და ტუჩებზე დამეტაკა.
-ორი კვირაა ამაზე ვფიქრობ_ტუჩები გაილოკა,ტუტუცი ეს
-იგივეს ნამდვილად ვერ გეტყვი_ეშმაკურად ჩავიცინე
-მოგათვინიერებ მე შენ.დამატრიალა და გულში ჩამიკრა.-როგორ მენატრებოდი.

ორი თვე გავიდა რაც ოფიციალურად ერთად ვართ,ლაზარეს გარეშე მგონი ერთ საათსაც ვეღარ ვძლებდი,არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ შემეძლო,ვცდილობდი ისეთი არაფერი გამეკეთებინა რაც ლაზარეს არ მოეწონებოდა,ვცდილობდი არ გამენაწყენებინა.დღეს მისი დაბადების დღეა, ბავშვებმა სიურპრიზი მოვუწყოთო და არ მივულოცოთო.ახლაც ლაზარე მირეკავს,გონია რომ დამავიწყდა და ისეთი მოწყენილი მელაპარაკა დილითაც,რამის სიურპრიზი ჩავშალა.
-გისმენ
-რას შვები ლუსი?თუ არაფერს აკეთებ,მინდა სადღაც წაგიყვანო_კბილებით ტუჩებს დავუწყე თამაში.
-ლაზარე დედას წნევა აქვს და მარტო ვერ დავტოვებ.სხვა დროს რომ წავიდეთ?თუ გინდა გოგოებს დავტოვებ დედასთან და წამოვალ_ვიცოდი უარს რომ მეტყოდა,არ მინდოდა ძალიან გამენაწყენებინა.
-არა არა იყავი,სხვა დროს წაგიყვან,კაი მიდი მიხედე შენს საქმეს,მე სახლში წავალ.
-კაი მიდი, გკოცნი.
ტელეფონი გავთიშე და ბავშვებს მივუბრუნდი.
-ჰა მალე მოვა ახლა,ყველაფერი მზადაა?
-კი კიი,შენ არ ინერვიულო,ტორტი მაცივარშია,სანთლებიღა დაგვრჩა და მზად ვართ.15 წუთში სადარბაზოსთან ლაზარეს მანქანაც გამოჩნდა.
-მოვიდა, დროზე დაიმალეთ.
მე ტორტზე სანთლები ავანთე და მისაღების ცენტრში დავდექი, ბავშვები დივნის უკან დაიმალნენ.კარის დახურვის ხმა გავიგე,ლაზარე მისაღებისკენ წამოვიდა,ისე მოწყენილმა ამოიოხრა,შემეცოდა და აი შემოვიდა
-გილოცავ ლაზარე_ჩავილაპარაკე ჩუმად და გაღიმებული მივაშტერდი.სახეზე ეტყობოდა როგორ გაუხარდა,ამასობაში ბავშვებიც ამოხტენდნენ.
-გილოცააავთ_დაიძახეს ერთდროულად და ფურცლების ფეიერვერკები გაუშვეს.ისეთი ბედნიერი თვალებიტ იყურებოდა ლაზარე,ნამდვილად ღირდა მთელი დღე მისი მოწყენილი ხმის მოსმენა.
-სურვილი ჩაიფიქრე და სული შეუბერე_ღიმილით ვუყურებდი თვალებში,ღმერთს მადლობას ვუხდიდი მისი არსებობისთვის.
საღამომ მხიარულად ჩაიარა,ლაზარემ ბავშვებთან ერთად არ გამიშვა,მეც არ წავედი საჩუქარი არ მიმიცია ჯერ,მაგიდა ავალაგე,ლაზარეც მეხმარებოდა,ჭურჭელიც გავრეცხეთ,ის ამშრალებდა და ალაგებდა,მე ვრეცხავდი.
-მეგონა დაგავიწყდათ ყველას_ღიმილით მომეხვია უკნიდან და მხარზე მაკოცა.
-ისეთი მოწყენილი ხმით მელაპარაკებოდი,რამის ჩავშალე სიურპრზი.ჩავშლიდი კიდევაც,მაგრამ მერე ბავშვები არ მაპატიებდნენ.გავუცინე და მისკენ შევბრუნდი,ხელები კირსე მოვხვიე და ჩემსკენ დავქაჩე,მთელი დღის მონატრებული ტუჩები დავუკოცნე.
-შენთვის საჩუქარი მაქვს._ეშმაკურად ავათამაშე თვალები.მისაღებში გავედი და ჩანთაში ქექვა დავიწყე.აი ვიპოვე,შეფუთული საჩუქარი ლაზარეს გავუწოდე.ღიმილით ვუყურებდი როგორ ხსნიდა შეფუთვას.საჩუქრის დანახვისას ღიმილით ამომხედა და ხელზე მოირგო ჩვენი ინიციალებით ოქროს სამაჯური.ჩემი ხელი დავანახე
-მეც მაქვს ეგეთი.
-მადლობა,ძალიან მომეწონა.დივანზე დაჯდა და კალთაში ჩამისვა.-მინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად.
ოო,ამას არ ველოდი,გაოგნებულმა შევხედე
-შეენთან?_უაზროდ გავწელე სიტყვა და თითი მისკენ გავიშვირე
-ხო ჩემთან,პატარები აღარ ვართ,ვიცით რა გვინდა
-გასაგებია,მაგრამ ჯერ სულ რაღაც 2 თვეა რაც ერთად ვართ,თან ჩემებიც არ გიცნობენ ნორმალურად._ცოტახანი დავიცადე და მერე შეპარული ხმით გავაგრძელე-მგონი მაგაზე საუბარი ჯერ ადრეა._ტუჩი მოვიკვნიტე და გავისუსე,მეც მინდა მასთან გადასვლა,მაგრამ ვფიქრობ რომ ჯერ ადრეა.
-დროს რა მნიშვნელობა აქვს ლუსი,ერთმანეთს ვიცნობთ,ერთმანეთი გვიყვარს,გვიყვარს ხომ?_გამომცდელად შემომხედა და წარბი ასწია
-გვიყვარს_დავეთანხმე და თავი დავუქნიე
-ხოდა წინ რაღა გვიდგას?
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემები არ გიცნობენ
-ვინ გითხრა,რომ არ მიცნობენ?
-რას ქვია ვინ მითხრა?რა,აბა იცნობ?_თვალები დავაწვრილე
-ვიცნობ_თავი დამიქნია.მისი კალთიდან წამოვიწიე
-როდის გაიცანი?ან მე რატომ არ ვიცი?ან მე სად ვიყავი?_მივაყარე ერთიანად და პასუხი ვერ მივიღე.-ლაზარე_დავიწუწუნე
-რა მნიშნელობა აქვს,მთავარია შენი მშობლები მიცნობენ
-როგორ არ აქვს,მე აქ ვნერვიულობ,როგორ გაგაცნო და შენ არც კი მითხარი თუ იცნობდი.
-ხოდა ახლა აღარ გაქვს სანერვიულო,შეგიძნია იფიქრო ბარგის ჩალაგებაზე
-არაფერზეც არ ვიფიქრებ,გაბრაზებული ვარ,როგორ არ მითხარი.დიდი ხანია?_ნერვიულად დავიწყე აქეთ იქით სიარული.
-რაც ერთად ვართ.
-რა თქვი?ამდენი ხანი როგორ ერთი სიტყვა არ დაგცდა_დავუბღვირე და სავარძელში ჩავესვენე
ამოიხვნეშა და სამზარეულოში გავიდა.
-მე სახლში წავედი,შენზ გაბრაზებული ვარ.პასუხს არ დაველოდე და გარეთ გამოვარდი.როგორ დამიმალა,მე ღამეები არ მეძინა ნერვიულობისგან,თურმე სად ბანაობ ლუსი,ნუ კაი მთლად ღამეებს არ ვათენებდი,მაგრამ ხო ვნერვიულობდი.ფეხები ავაბაკუნე და გაჩერებისკენ წავედი,უკვე საკმაოდ გვიანია და ახლა ტაქსის თუ გავაჩერებ.ჩემს ფიქრებში ისევ ლაზარეზე ვბრაზობდი,უკან მანქანამ რომ დამიმუხრუჭა.შიშისგან ადგილზე შევხტი და მანქანისკენ შევბრუნდი.ხელში ირონიულად მოცინარი ლაზარე შემრჩა.
-გაგეტანე ბარემ რას აჩერებდი_მივაყვირე და ზურგი ვაქციე,ახლა მდიოს უკან
-მოდი აქ_მის ხმას სიმკაცრე შერეოდა და ირონიაც გაქრობოდა
-არა,ტაქსის გავაჩერებ და წავალ სახლში
-ლუსი,დროზე_გავხედე და თვალები დამიბრიალა.ჩავიფრუტუნე და მანქანისკენ წავედი.გზაში ხმა არ ამოგვიღია,ისეთი საყვარელი იყო გაბრაზებული ლაზარე თავს ძლივს ვიკავებდი,დრო და დრო თვალებს მისკენ ვაპარებდი,ის კი კუშტად გზას უყურებდა.სულ დამავიწყდა გაბრაზებული რომ ვიყავი მასზე.ამასობშა სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა.გადასვლას არ ვჩქარობდი,ლაზარეც მელოდა.
-ჰა კიდევ იბუსხები ქალბატონო?_ლოყაზე მომითათუნა ხელი.ხელებს თუარ გააჩერებს,დიდი ხანი ვერ ვიქნები გაბუტული,ცუდმა ბიჭმა იცის ხრიკები.
-დიახაც_ჯიბრიანი ბავშვივით დავუქნიე თავი და კარი გავაღე.
-კარგი,მაშინ ხვალ არ დაგირეკავ._“როგოორ“ სახით გავხედე მოხითხითე პირველს- გაბუტული ხო ხარ_მხრების ჩეჩვით მიპასუხა
-მაგასაც ვნახათ_ჩავილაპარაკე ჩემთვის და დავტოვე ჩემი ჯელტმენის მანქანა.

მეორე დღეს მართლა არ დაურეკია ვაჟბატონს,არც მე დავურეკე.ასე გაგრძელდა ერთი კვირა,ისე მომენატრა ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,სიზმარშიც სულ ლაზარეს სახე მედგა თვალწინ,პრინციპულად არც მე ვურეკავდი,არადა გაბრაზებას უკვე გადაევლო.თვითონაც რომ არ მირეკავდა,ამაზე უფრო ვგიჟდებოდი.ბოლოს ვეღარ გავძელი,ეხუმრებით მთელი კვირა მის უნახაობას.ამიტომ გადავწყვიტე ხვალვე წავსულიყავი მასთან,მეტის გაძლება აღარ შემეძლო,თან მივხვდი რომ უაზროდ გავიბუტე.მშობლებსაც დაველაპარაკე ლაზარესთან გადასვლის თაობაზე,როგორც შენთვის უკეთესი იქნება და სადაც ბედნიერი იქნება იქ იცხოვრეო,მეც გახარებული გადავეხვიე და ოთახში შევედი ნელ-ნელა ბარგის გასამზადებლად.
სამსახურში ერთი კლიენტიც უნდა მივიღო და მერე ეგრევე ლაზარესთან წავალ.ჩემმა დამხმარემ კლიენცის ინფორმაცია შემომიტანა და შემახსენა,რომ ათ წუთში მასთან მქონდა შეხვედრა.მევ ღმილით ჩამოვართვი ფაილი და გადავშალე.მოულოდნელად პირი გამიშრა და გული ამიჩქარდა.კლიენტის ვინაობის გრაფაში არც მეტი და არც ნაკლები ლაზარე პირველი ამოვიკითხე.ან რაღაც შეცდომაა ან სხვა ლაზარე პირველია ჩემი კლიენტი.აკანკალებული ხელით წყალი მოვსვი და გაბრუებული დაველოდე 10 წუთის გასვლას.მალე ოტახის კარზე დააკაკუნეს
-მობრძანდით_ხმა გამზარვოდა,უცბად ჩავახველე და კარისკენ სუნთქვაშეკრულმა გავიხედე.მის დანახვაზე ადგილზე გავშეშდი.საერთოდ ვერ ვფიქრობდი რა უნდოდა აქ ლაზარეს,ტვინს საერთოდ შეეწყვიტა ფუნქციონირება.მის მოძრაობას თვალს ვადევნებდი და ხმას ვერ ვიღებდი.ჩემი მაგიდის წინ სკამი დამოწია და დაჯდა.
-გამარჯობა ლუსი_თვალი ჩამიკდა და მაგიდაზე თითები აათამაშა.
-ლაზარე_ჩავახველე და გავაგრძელე-შენ ხარ ჩემი კლიენტი?_პასუხის მოლოდინში ალბათ გულმა ფეთქვაც კი შეწყვიტა.
-კი მე ვარ._ახლა სულ დავიბენი
-ხო,მაგრამ.._არ დამამთავრებინა
-ჩვენი ქორწილის ორგანიზატორად შენ აგირჩიე,მგონი ამას შენზე უკეთ ვერავინ შეძლებს.


ესეც ახალი,პატარა, ისტორია.
იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი A

ვაუ ულამაზესი და უთბილესი ისტორია იყო ძალიან მომეწონა....

 


№2 სტუმარი Guest ანა

"ჯელტმენიოოოო"....ჯენტლმენი არის სწორი!

 


№3  offline წევრი anoo

Guest ანა
"ჯელტმენიოოოო"....ჯენტლმენი არის სწორი!

მადლობა,გავითვალოსწინებ

 


№4  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ყოჩაღ.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan sayvarlobaa iyoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent