შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა (თავი 9)


22-04-2017, 15:12
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 082

დათამ წარბები შეკრა, ცოტათი დაბნეულობა გამოეხატა სახეზე. საიდან გაიგო მამამისმა ოლიკოს შესახებ? თუმცა, ამ მომენტში მას ამაზე მეტად სხვა რამ ღრღნიდა. ყველაზე ძლიერად ტვინსა და ნერვულ სისტემას დიმიტრის მიერ წარმოთქმული სიტყვა „გავიარეთ“ ხვდებოდა. ბიჭს სახე აელეწა. ზიზღი, ბრაზი, გაღიზიანება, ყველაფერი ერთად გამოეხატა სახეზე და მაშინვე ზეწამოიჭრა.
-გავიარეთ? -დაიღრიალა მან. -შენ რა გაიარე მამა? ეს მე გავიარე! გაიგე? მე გავიარე!
დიმიტრიმ ყოველთვის იცოდა, რომ მისი შვილი მშვიდი ნერვებითა და ლოიალურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მსგავს გაღიზიანებას მაინც არ ელოდა მისგან. ახლა არ იყო ჩხუბის დრო, მისი კომპანია საფრთხის ქვეშ იდგა და ყველანაირი გზა უნდა მოეძებნა იმისთვის, რომ უკანასკნელი შანსი ზურას სახით, არ დაეკარგა. იცნობდა დიმიტრი თავის ვაჟს და იცოდა, რომ თუ აგრესიით მიუდგებოდი, აგრესიითვე გიპასუხებდა, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა. შეეცადა დამშვიდებულიყო და მშვიდად დალაპარაკებოდა დათას.
-ოლიკო, სხვისი საცოლეა დათა. სხვის ქალთან არშიყი არაა კაცური საქციელი. -მშვიდად წარმოთქვა დიმიტრიმ.
-სხვის ქალთან? -ძარღვები დაებერა ბიჭს ბრაზისგან. -ეგ გოგო ჩემი იყო ყოველთვის და ჩემი იქნება! და კიდევ, კაცობას შენ ნუ მასწავლი! ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, თუ გავიხსენოთ?
დიმიტრიმ მუშტი მოიღერა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. უნდოდა ამ ლაწირაკისთვის კარგად ეთავაზა ასეთი ტონით საუბრისთვის, მაგრამ იცოდა რომ ეს უარეს შედეგს გამოიწვევდა.
-შენ და ოლიკო ვერასოდეს იქნებით ერთად, შვილო. თქვენს შორის დიდი ხრამია და რამდენადაც არ უნდა ეცადო, ვერ ამოავსებ. თქვენს უკან ისტორია დგას, რომელსაც ვერ შევცვლით. კაცი არ ხარ? გოგოების მეტი რა არის?! შენი და იმ გოგოს ურთიერთობა შეცდომა იყო და სწორიც იყო, რომ დაშორდით. ამას კიდევ ემატება ის, რომ ოლიკო სხვისი საცოლეა. მოგწონს ეს შენ თუ არა და მოიქეცი კაცურად! კომპანია კოტრდება, ზურა დადიანი კი ჩვენი უკანასკნელი შანსია. შენც ხომ ხვდები, რომ იმ გოგოსთან ვერაფერი გექნება? ხომ ხვდები შვილო, ასე რამ დაგაბრმავა? შეეშვი იმ გოგოს! შეეშვი ერთხელ და სამუდამოდ!

დათას მთელი არსებით ეზიზღებოდა იმ მომენტში მამამისი. მთელი არსებით ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. ეზიზღებოდა მთელი სამყარო, ადამიანური წესები, ჩარჩოები, რომელიც დიდ ბარიკადად აღმართულიყო მასა და ოლიკოს შორის. ეზიზღებოდა ზურა დადიანი, რომელსაც ეგონა რომ უფლება ჰქონდა, ოლიკოს შეხებოდა და ეზიზღებოდა იმის გამო, რომ მამამისით მანიპულირებდა. თვალები დაექაჩა, კბილები მაგრად ჰქონდა მიკრული ერთმანეთზე, ნესტოები დაჰბერვოდა და სწრაფად სუნთქავდა, თვალებით ღრღნიდა მის წინ აღმართულ მამის გამოსახულებას, რომელიც იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სული სტკიოდა დათას მთელი ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა ამავდროულად სწორედ მამამისის დამსახურება იყო, რომ მან ოლიკო იპოვნა.
-ფეხებზე შენი კომპანიაც და შენი წარსულიც. ჭირსაც წაუღია ყველაფერი! შენ ჩემს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევი, ისევ ის *ლე ბავშვი ხომ არ გგონივარ, შენს ერთ სიტყვაზე რომ გაუშვა გოგო, რომელიც უყვარდა? შენ ხომ გაწირე საკუთარი შვილი იმ ტანჯვისთვის, რაც დღემდე მჭამს?! -ბიჭს მწარედ გაეღიმა, ხელები აქეთ-იქეთ გაშალა, თითქოს მამამისს ანიშნა, რომ კარგად შეეხედა საკუთარი შვილისთვის. -ახლა უყურე, რადაც ვიქეცი! გულქვა და ბოროტ არსებად, რომელსაც მაგრად კიდიხარ შენც და შენი დაწყევლილი კომპანიაც. მიმიფურთხებია ყველაფრისთვის! -ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა ბიჭმა, სწრაფად დაიძრა კარისკენ და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან.
ბატონი დიმიტრი შეშლილი სახით იყურებოდა, მისი კომპანია განწირული იყო, მაგრამ ამავდროულად დათას ისევ ოლიკო უყვარდა, რომელიც აკრძალული ხილი უნდა ყოფილიყო თავისი ვაჟისთვის.

***
სამშაბათი 8:30
დათა მთელი ძალით აჭერდა გაზს ფეხს. მთელი ღამის უძილობისგან, თვალები შესიებოდა და მთელს ტანში ამტვრევდა. მანქანა მიჰქროდა, უკან იტოვებდა გრძლად აღმართულ შენობებს, შხუილით ძვრებოდა სხვა მანქანებს შორის და წინ მიიწევდა... „სხვის ქალთან არშიყი არაა კაცური საქციელი“ - ეს სიტყვები არ ამოდიოდნენ მისი გონებიდან, „სხვის ქალთან“, „სხვის ქალთან“. ოლიკო სხვისი ქალი იყო, ნუთუ ამას დაუშვებდა დათა?! ნუთუ ოდესღაც დაუშვა ის, რომ მას გაუშვებდა?! რომ ოდესმე ის დათას ოლიკო აღარ იქნებოდა?! ღრიალებდა დათა, მთელი ძალით ურტყამდა ხელს საჭეს და უფრო მეტად აწვებოდა გაზს. მანქანის სიჩქარე იმატებდა და დათას აგრესიაც მასთან ერთად. მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო, უზარმაზარი უფსკრული აღმართულიყო მის წინ, რომლის ერთ მხარეს მხოლოდ დათა იდგა, ხოლო მეორე მხარეს მთელი სამყარო, რომელსაც ოლიკო გამოეკეტა და არც კი ანახებდა მას. რად იქცა ეს ბიჭი ამ ოთხი წლის განმავლობაში? ვის დაემსგავსა ის ოლიკოს გარეშე? ცხოველს, მონსტრს, რომელიც ყველას და ყველაფერს ანაგდგურებს, რასაც კი შეეხება. ყველაფერი, რაც მასში კარგი იყო, ამ ოთხმა წელმა შეჭამა, გამოაცამტვერა და დატოვა მხოლოდ აგრესია და ზიზღი. ტანჯავდა გოგოს, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, უყურებდა თუ როგორ აწამებდა მას, როგორ თამაშობდა მის გრძნობებზე და ეს სიამოვნებას ანიჭებდა. ოლიკოს ტკივილი სიამოვნებდა, ავადმყოფურად მოსწონდა მისი წყლიანი, ტკივილიანი თვალები და ყოველ ჯერზე, ყოველ მიყენებულ ტკივილზე, უფრო მეტად უყვარდებოდა იგი.

დათას მანქანა მინებიან, თოთხმეტ სართულიან, უზარმაზარ შენობასთან გაჩერდა, რომლის შესასვლელშიც, დიდი ასოებით ეწერა „ძველი გემო“. შესასვლელში მჯდარმა ქერათმიანმა ღიმილით შეათვალიერა შენობაში შესული ახალგაზრდა და ფეხზე წამოდგა.
-გამარჯობა, ბატონო დათა.
ბიჭი წარბებშეკრული, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მდივნის მაგიდას. სახეზე ცხოველური მზერა გადაჰკვროდა და გოგონა ოდნავ დაიბნა, ვერ გაეგო გაეღიმა თუ სერიოზული სახე მიეღო. ბიჭი სწრაფად სუნთქავდა, წამდაუწუმ აცურებდა თმაში ხელებს და უკან იწევდა.
-რეზოს ვეძებ. -მოკლედ მოუჭრა მან.
-ბატონი რეზო, თავის კაბინეტშია. -დაყენებული სახით უპასუხა გოგონამ.
-აბა მე რა ვიცი მაგის კაბინეტი?! -შეუბღვირა დათამ.
-მე_14 სართულზეა, ხელმარჯვნივ. კარზე აწერია და მიხვდებით ბატონო დათა. -ბოლო სიტყვები ბუნდოვნად მოესმა უკვე ლიფტთან მისულ ბიჭს.

ბატონი რეზო ჭკუასელი, კომპანიის ფინანსური დირექტორი გახლდათ, რომელიც ასევე კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა პირზე ფლობდა ინფორმაციას. ასაკით მხოლოდ 27 წლის იყო, საკმაოდ ახალგაზრდა ამ თანამდებობისთვის, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ერუდირებული მისი ასაკისთვის. ამჟამად, თავისი კაბინეტის სავარძელში მოკალათებულიყო და თავით იყო ჩამძვრალი საბუთებში, როდესაც მის წინ კარი ლამის შემოგლიჯეს. რეზომ სწრაფად აიხედა და მაგიდაზე მაჯებით დაყრდნობილი, გამხეცებული დათა რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა.
-დათა?! -გაკვირვებული შეაშტერდა ბიჭს. -ხომ მშვიდობაა?
-ზურა დადიანზე ინფორმაცია მჭირდება, ახლავე! -ბრაზს ვერ იკავებდა ბიჭი და სიტყვები ვულკანივით აფრქვევდა მისი პირიდან.
-ამის უფლება არ მაქვს. -მშვიდად მიუგო რეზომ, პერანგის საყელო ოდნავ შეიხსნა ნერვიულად და თავის სავარძელში ჩაჯდა.
-მგონი ხვდები ხო, შენი უფლებები რო მაგრად მ*იდია? -დაუღრინა ბიჭმა.
-მე არ ვიცი დათა შენ რა გ*იდია და რა არა, მაგრამ მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ. -უფრო ანერვიულდა რეზო, მაგრამ მაქსიმალური სიმშვიდით საუბრობდა.
-მაინც, რამდენი ხანი გაგრძელდება შენი სამუშაო აქ, რეზო? -ცინიკურად დაუსისინა ბიჭმა. -ამ კომპანიის მომავალი დირექტორი მე ვარ და გაინტერესებს პირველს რას გავაკეთებ, როცა აქ ფეხს შემოვდგამ? -უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები ბიჭმა. -ამ სამსახურს ისე დატოვებ, რომ არცერთი კომპანია არ მიგიღებს! სხვათაშორის, ჩემს დირექტორობამდეც შემიძლია მაგის გაკეთება.

რეზომ უშველებელი ნერწყვი გადაყლაპა, თვალებს ნერვიულად აცეცებდა. იცოდა, რომ დათას მარტივად შეეძლო მუქარის ასრულება, მაგრამ ნუთუ ბატონი დიმიტრი ასე მარტივად დათანხმდებოდა თავის ვაჟს, რომ რეზო სამსახურიდან მოეხსნა?! ცოტათი შეგულიანდა ფინანსური დირექტორი.
-მაგას როგორ იზამ? ჩემი აქედან გაგდება ეგეთი მარტივი გგონია, დათა? მე ფინანსური დირექ... -დათას ხარხარზე სიტყვა გაუწყდა რეზოს.
-მე იცი ვინ ვარ? -კმაყოფილად ჩააშტერდა დათა. -ამ კომპანიის მფლობელის შვილი და თანაც ჩემს საქციელზეა დამოკიდებული კომპანიის გადარჩენა. შენი აზრით, რას იზამს მამაჩემი თუკი მის შემოთავაზებას, შენი გაგდების სანაცვლოდ დავთანხმდები? -წარბები ასწია ბიჭმა და გველურად ჩააშტერდა რეზოს.
ამ უკანასკნელს ნერვიულად აელეწა სახე, მიხვდა რომ მწვერვალზე მყოფ კარიერას, ოცი წლის ბიჭის გამო დაკარგავდა. ამდენი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყრებოდა, რადგან დათა საკმარისად ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს სათანადოდ გასწორებოდა, თუკი ვინმე მის წინააღმდეგ წავიდოდა. რეზოს სახე ნაძალადევი ღიმილით შეეცვალა, ტუჩები ნერვიულად ააცმაცუნა.
-კარგი, ოღონდ მამაშენს არ უთხრა. -ჩაიბურტყუნა მან.
-ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. -კმაყოფილად ჩაესვენა დათა, რეზოს მოპირდაპირე სავარძელში. -აბა, გისმენ.
-დედისერთაა. მშობლები გაშორებულები არიან, შვიდი წლის წინ გადავიდა მამასთან საცხოვრებლად. მამამისს რამდენიმე რესტორანი აქვს ესპანეთში, თვითონ კი ერთ-ერთი ბანკის მთავარი ფინანსისტია იქ. დედა აქ ცხოვრობს, მარტო. მისამართიც გაინტერესებს? -მშვიდად წარმოთქვა რეზომ ისე, რომ კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მისამართიც და ტელეფონის ნომერიც. -სრული სიმშვიდით მიუგო დათამ.

***
დათას მანქანა ხმამაღალი ტორმუზით გაჩერდა ორ სართულიანი, თეთრი სახლის წინ, რომელიც შავი სახურავით გადაეფარათ. სახლს ასევე შავი, მაღალი გალავანი ერტყა. ეზო სავსე იყო სხვადასხვა, ფერადი ყვავილებით. რამოდენიმე წამში, დათა კართან იდგა და ზარს რეკდა. ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ, კარი შავგრემანმა, ორმოცდაათ წლამდე ქალმა გააღო, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თუმცა თვალები შესიებოდა, ჩაწითლებოდა და ნამთვრალევი სახე მიეღო. მხრებზე პლედი ჰქონდა შემოხვეული. კართან მდგარი სიმპათიური ახალგაზრდა ბარბაცით შეათვალიერა და აწეწილი თმა შეისწორა.
-გამარჯობა, ახალგაზრდავ. -ნამთვრალევი ღიმილითა და ბარბაცით უთხრა ქალმა.
-გამარჯობა. ზურას ვეძებ. -მშვიდად მიუგო დათამ, თან ფრთხილად შეათვალიერა ქალი.
-კარგ დროს მოხვედი, უკვე წასვლას აპირებდა. -ძლივს იმაგრებდა ქალი თავს, რომ არ წაქცეულიყო.
დათა უხმოდ შევიდა სახლში და ქალს გაჰყვა უკან, რომელიც ისეთი ბარბაცით მიდიოდა, გეგონებოდათ ცოტაც და წაიქცევაო.
მისაღებში გავიდნენ, სადაც ტყავის ოთხი, მდიდრული სავარძელი იდგა. ქალმა ერთ-ერთისკენ ანიშნა დათას.
-აქ დაჯექი, ზურაც მალე ჩამოვა. -ძლივს აბამდა ქალი სიტყვებს ერთმანეთს. ზლაზვნით მიუახლოვდა სავარძელს და ბიჭის გვერდით დაჯდა.
-ზურას მეგობარი ხარ? -ჰკითხა ქალმა და ინტერესით შეათვალიერა.
-ნაცნობი. -ცივად მიუგო ბიჭმა.
ქალმა ტელეფონი აიღო მათ წინ მდგომი, დაბალი მაგიდიდან. ახლოს მიიტანა სახესთან, რომ ციფრები გაერკვია, რამოდენიმე ხნიანი მცდელობის შემდეგ კი, როგორც იქნა ყურმილი ყურთან მიიდო.
-გამარჯობა. ბარ „ფენისქში“ ვრეკავ? -ძლივს ამოილუღლუღა ქალმა და თან ოდნავ დათას გახედა. -მე მარინა მაჭარაძე ვარ, დღეს, ტრადიციულად 7 საათზე ჩემი ადგილი დამიჯავშნეთ. -ქალი სავარძლის საზურგეს მიეხეთქა და დათას თვალს არ აშორებდა. -ჰო, ხვალაც და ზეგაც. -მარინამ ტელეფონი გათიშა და მთვრალი, გამომწვევი ღიმილით შეათვალიერა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ზედაც არ უყურებდა მას. ტუჩებმოკუმული იჯდა და გამჭოლი მზერით მიშტერებოდა მათ წინ აღმართულ კიბეს, რომლიდანაც ზურა უნდა ჩამოსულიყო. დათა მიხვდა, რომ ქალი მის გასაგონად საუბრობდა. ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა ბარის სახელი და საათი დაიმახსოვრა, თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ?!
-რამეს დალევ? -შეეკითხა ქალი.
-არა. -მოკლედ მოუჭრა დათამ ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის.
მარინამ აღარაფერი უპასუხა.
რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, კიბეზე ნელი ნაბიჯების ხმამ გამოარკვია დათა და მკვლელი, ზიზღიანი მზერით ახედა ზურას, რომელიც კიბეს ლამის შეეყინა ბიჭის დანახვაზე. დათას სახე თანდათან ეღრიცებოდა ბრაზისგან. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, ზურა ჩქარი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე და წამებში უკვე დათას წინ აღმოჩნდა. ანერვიულება ეტყობოდა სახეზე.

-მარტო დაგვტოვე. -მშვიდად უთხრა ზურამ ქალს.
მარინაც უსიტყვოდ წამოდგა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა დათა და ბარბაცით გავიდა ოთახიდან. როგორც კი მიიმალა, დათა ფეხზე წამოდგა.
-აქ რა გინდა? -მშვიდად ჰკითხა ზურამ.
-შენი აზრით? -ცივი ღიმილით შეუბრუნა კითხვა დათამ.
-გამოცანებით ნუ მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი, რა გინდა? -ოდნავი აღელვებით ჰკითხა მამაკაცმა.
-ჯობს შენ მიპასუხო მაგ კითხვაზე, რა გინდა? -სრული სიმშვიდით საუბრობდა დათა და გამჭოლი მზერით, პირდაპირ თვალებში უყურებდა ზურას.
-გასაგებია. -ამოიხვნეშა ზურამ და დათას მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა. -ანუ მამაშენი გელაპარაკა.
დათას ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე და ისიც მოკალათდა სავარძელში. ღრმად ჩაჯდა და ქვევიდან აშტერდებოდა ზურას.
-შარვალ-კოსტიუმიან ტიპებს, ასეთი ქვეშქვეშა მეთოდები გაქვთ? -დამცინავად ჰკითხა ბიჭმა.
ზურა ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, არ სურდა წამოგებოდა ბიჭის პროვოკაციას.
-მეგონა, ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებდი, პატარა ბიჭო. -მშვიდად მიუგო ზურამ.
დათას სიცილი აუტყდა.
-პატარა ბიჭო? მგონი ზედმეტად ადრე გაიზარდე, დიდო ბიჭო. -ბოლო სიტყვები, თეატრალურად წარმოსთქვა დათამ.
-ჯობს საქმეზე გადავიდეთ. -აღელვებით უპასუხა ზურამ.
-შენთან მხოლოდ ერთი რამ მაქვს გასარკვევი და ეს ოლიკოს არ ეხება. -თავი გადააგდო სავარძლის საზურგეზე ბიჭმა და ზემოდან გადახედა მამაკაცს.
ოლიკოს ხსენებაზე ოდნავ დაიძაბა ზურა, თუმცა არ შეიმჩნია.
-სხვა რაზე გვაქვს მე და შენ სალაპარაკო?
-მამაჩემის კომპანიას დააფინანსებ და ამაში მე და ოლიკო არ გავერევით. გასაგებია? -მუქარანარევად, მაგრამ მშვიდად წარმოთქვა დათამ.
ზურამ წარბი ასწია და ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე. როგორ შეეძლო ოცი წლის ბიჭს, ასე კატეგორიულად მოეთხოვა მისთვის რამე?! ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა, ოდნავ წამოიწია და იდაყვებით მუსხლებს დაეყრდნო.
-ახლა მომისმინე, პატარა ბიჭო! -დაისისინა მან. -შენ ჩემს საცოლეს არ გაეკარები, მე კიდევ მამაშენის კომპანიას არ ჩავძირავ! შევთანხმდით? -წარბებაწევითა და მუქარით წამოიძახა ზურამ და სახეში ჩააშტერდა ცინიკურად მომღიმარ ბიჭს.
-ნწ. -თავი გადააქნია უარის ნიშნად დათამ. -როგორც მე გითხარი ისე იქნება! -დარწმუნებით მიუგო ბიჭმა.
ზურას სახე წამოენთო ბრაზისგან. უკვე ვეღარ მალავდა აღშფოთებას და ზეწამოიჭრა.
-ვინ ხარ ბიჭო, შენ? რამდენს ბედავ? -დაიღრიალა მან. -ოლიკო ჩემი საცოლეა, დღე-დღეზე ცოლად მოვიყვან. რა გგონია, შენისთანა ლაწირაკს მივცემ უფლებას პირადი ცხოვრება ამირიოს? რასაც ვამბობ, ისე იქნება. არ მოიშლი შენსას და მოგიწევს უყურო, როგორ ქრება თქვენი კომპანია. -მამაკაცმა ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და ისევ ჩაჯდა სავარძელში.
დათამ თავი გვერდით გადახარა და ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე, შემდეგ კი დამცინავად ჩაიცინა.
-რა მშიშარა ყოფილხარ. -ხმამაღლა გაიცინა ბიჭმა და ენით ტუჩები გაისველა.
-გაგანადგურებ, შე ლაწირაკო! ერთ ლუკმად არ მეყოფი! -მუქარით წარმოთქვა ზურამ.
დათამ უდარდელად ჩაიფრუტუნა.
-მოკლედ, მე ჩემი გითხარი რა. -მიუგო ბიჭმა. -მამაჩემთან მიხვალ და ეტყვი, რომ არანაირი პირობა აღარ არსებობს და დაუფინანსებ კომპანიას. -ბიჭი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გასწია. შემდეგ, უკან მოხედა სავარძელში გაქვავებულ მამაკაცს. -და კიდევ, როცა საქმე მე და შენ გვეხება, იქ მესამეს და მეოთხეს ნუ ჩარევ. ჩემგან არ უნდა გესწავლობოდეს სწორი და არასწორი, დიდო ბიჭო. -დამცინავად დახედა დათამ და კარისკენ გაემართა.
-სულელი ხარ, თუ გგონია რომ მაგას ვიზამ. -დაუღრიალა კაცმა.
-რათქმაუნდა, იზამ. -მშვიდად წამოიძახა დათამ ისე, რომ მისკენ არც გამოუხედავს და სახლიდან გავიდა.
ზურა ისევ სავარძელში იჯდა, გამხეცემული მზერით მიშტერებოდა სივრცეს და ვერც იაზრებდა, რომ ასე პატარა ბიჭმა მუქარა გაუბედა.

***
თეკლე მილორავას ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა, უახლოვდებოდა 13 ნომერ კარს და გული სწრაფად უცემდა. ექვსი დღე გავიდა, რაც გიორგი არ ენახა და რაც უფრო უახლოვდებოდა მის სახლს, უფრო მეტად გრძნობდა მონატრებას. დღეს უფრო მეტს გაიგებდა ის მასზე და უფრო მეტად გადაეშვებოდა მისი სურვილის მორევში. უფრო მეტად ექნებოდა უკმარისობის შეგრძნება, რადგან რაც უფრო მეტს საუბრობდა ბიჭი, უფრო ბურუსით მოცული ხდებოდა მისი შინაგანი ბუნება. ეს ბიჭი ითრევდა გოგონას, წყალს ჰგავდა, ოკეანეს, რომელსაც ვერ ამოწურავ. რომელიც საიდუმლოებებით არის სავსე და რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო მეტად გითრევს. შეიძლება ჩაიძირო კიდეც მასში და დაიხრჩო, მაგრამ ეს იმოდენა გამოწვევა იყო გოგონასთვის, იმოდენა ინტერესი ჰქონდა ამ ბიჭის, რომ ჩაძირვაზეც თანახმა იყო.
აკაკუნებდა გოგონა კარზე და ძველებურად დაჰყურებდა კარის სახელურს, როდის შეირხეოდა. დიდხანს გაუგრძელდა კართან ლოდინი და ოდნავ აღელდა. უფრო ძლიერად დაჰკრა შეკრული მუშტი კარზე თეკლემ, რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი სახელურს დასწვდა და მისდა გასაკვირად, კარი ღია დაუხვდა. ფრთხილად შეაღო და თავი შეჰყო.
-გიორგი. -დაიძახა გოგონამ, თუმცა ხმა არავინ გასცა.
თეკლე სახლში შევიდა და ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს, სამზარეულოში შევიდა, იქ არავინ დახვდა. შემდეგ, მისაღებში გავიდა, ვერც იქ იპოვა გიორგი. მისაღებიდან, საძინებელში გამავალი კარი მიხურული იყო. ის ოთახი გახლდათ თეკლეს ბოლო იმედი, იქ შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი. გოგონა ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლის კარისკენ, სახელურს დასწვდა და ქვევით დაქაჩა. ფრთხილად შეაღო კარი და თვალები გაებადრა. გიორგი დაინახა, ლოგინზე წამომჯდარიყო და იატაკს დაჰყურებდა. გაუნძრევლად იჯდა. თეკლეს უცნაურად მოეჩვენა და ოდნავ წარბები შეკრა.
-გიორგი. -ჩუმად წამოიძახა გოგონამ, მაგრამ ბიჭი არ ინძრეოდა.
-გიორგი. -უფრო ხმამაღლა დაიძახა მან და მიუახლოვდა.

ამ უკანასკნელმა ფრთხილად ამოხედა, თვალები სულ ჩაშავებოდა. უწინდელზე უფრო დასიებული და გაშავებული ჰქონდა უპეები. გოგონა გაკვირვებით შეაშტერდა ბიჭს თვალებში და ოდნავ დაიხარა მისკენ. გიორგიმ წარბები შეკრა, თვალები ნელა დაახამხამა და ოდნავ მოჭუტა. გაკვირვებული სახით შეშტერებოდა გოგონას. თეკლე სულ დაიძაბა, ძალიან ეუცნაურა მისი გამომეტყველება.
-რა გჭირს, გიორგი? -შეშფოთებული ხმით ჰკითხა გოგონამ.
ბიჭს უფრო მეტად გამოეხატა გაკვირვება სახეზე და ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-ვინ ხარ? -მიბნედილი სახით იკითხა მან.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

რა თქმა უნდა ისე ხდება როგორც ვივარაუდე. ახლა თეკლას და გიორგის ველი მაგრამ სულ არ მყოფნის ამათი ამბავი სიე ცოტას წერ... რა სჭირს ამ ბიჭს ნეტავ

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

sameone crazy girl
რა თქმა უნდა ისე ხდება როგორც ვივარაუდე. ახლა თეკლას და გიორგის ველი მაგრამ სულ არ მყოფნის ამათი ამბავი სიე ცოტას წერ... რა სჭირს ამ ბიჭს ნეტავ

თეკლე და გიორგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გმირები არიან, შეიძლება ითქვას დათაზე და ოლიკოზე მნიშვნელოვანიც. თანდათან გამოვაჩენ ყველაფერს. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობ. <3 <3 <3 :* :*

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

ძაან მარი ხარ და ისტორიაც უმაგრესია.ეჭვი მაქვს რომ ოლიკო და დათას დაშორებაში დათას მამას ურევია ხელი არვიცი წინასწარ არაფერს ვიტყვი აი თეკლე და გიორგიზე კი იმედს ვიტოვებ რომ ერთად დატოვებ ♥მოუთმენლად ველი შემდეფ თავს არ გვალოდინო ♥♥

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

Guest მარიამი
ძაან მარი ხარ და ისტორიაც უმაგრესია.ეჭვი მაქვს რომ ოლიკო და დათას დაშორებაში დათას მამას ურევია ხელი არვიცი წინასწარ არაფერს ვიტყვი აი თეკლე და გიორგიზე კი იმედს ვიტოვებ რომ ერთად დატოვებ ♥მოუთმენლად ველი შემდეფ თავს არ გვალოდინო ♥♥

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. გპირდები, არ გალოდინებ, ხვალ იქნება შემდეგი თავი <3 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ :* :* <3

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ჰაიმეეე გული მიწუხს. ავტობუსში დავიწყე კითხვა და ლამის ვხტოდი ემოციებისგან ;დდდდ ძლივს ვიკავებდი თავს :დდდდ აუ მევასებიი, მაგრად მევასები. ძალიან ძალიან მაგრარია და შენი წერის სტილზე ვა-ბო-დებ !

ვაიმეე, მადლობა ჩემო ბადანა <3 მიყვარხარ <3 :* :*

 


№6  offline წევრი SillyGirl

ვაი რა თავი იყოო.
ვფიქრობდი კიდეც რომ დათასა და ოლიკოს დაშორების მიზეზი მამამისი იყო. დათას აშკარაა“რომ ჯერ კიდევ ძალიან უყვარს ოლი.
მომეწონა მისი მიდგომა ზურასთან დაკავშირებით.
ზურასი მესმის თუმცა ოლიკოსთვის შესაფერისად მაინც არ ვთვლი.
ოო გიორგის რა დაემართა ?
მეტი გიორგი და თეკლე მინდა მე.
უმაგრესი თავი იყი რა მეთქმის ?
შეიძლება ითქვას ჩემთვის ერთერთი ფავორიტი თავი.
ახალ თავს ველი.

 


№7  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
ვაი რა თავი იყოო.
ვფიქრობდი კიდეც რომ დათასა და ოლიკოს დაშორების მიზეზი მამამისი იყო. დათას აშკარაა“რომ ჯერ კიდევ ძალიან უყვარს ოლი.
მომეწონა მისი მიდგომა ზურასთან დაკავშირებით.
ზურასი მესმის თუმცა ოლიკოსთვის შესაფერისად მაინც არ ვთვლი.
ოო გიორგის რა დაემართა ?
მეტი გიორგი და თეკლე მინდა მე.
უმაგრესი თავი იყი რა მეთქმის ?
შეიძლება ითქვას ჩემთვის ერთერთი ფავორიტი თავი.
ახალ თავს ველი.

მადლობა ჩემო საყვარელო. <3 იქნება მეტი თეკლე და გიორგი, ვიცი რომ თეკლე ყველაზე მეტად გიყვარს, მაგრამ არ მინდა მათი ურთიერთობა ძალიან აშკარა და ხშირი იყოს, იმდენად ვუფრთხილდები, თუმცა ვეცდები შეძლებისდაგვარად ყველა თავში დავუთმო ადგილი ამ წყვილს. <3 :* :*

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

ეხლა წავიკითხე ყველა თავიდან დათა აი საერთოდ არ მომწონდა მისი საქციელების გამო ეხლა ვხვდები რაც ხდება რატომაც დაშორდა ნუ აიძულეს და მეტი გიორგი და თეკლა მინდა კიდე ოლიკო და დათა ერთად ცოდოები არიან მოკლედ წარმატებები

 


№9  offline მოდერი MoonDaughter

Guest მარიამი
ეხლა წავიკითხე ყველა თავიდან დათა აი საერთოდ არ მომწონდა მისი საქციელების გამო ეხლა ვხვდები რაც ხდება რატომაც დაშორდა ნუ აიძულეს და მეტი გიორგი და თეკლა მინდა კიდე ოლიკო და დათა ერთად ცოდოები არიან მოკლედ წარმატებები

მადლობა დიდი, რომ კითხულობ და გაინტერესებს. :* <3

 


№10  offline წევრი nini sabauri

ვიცოდი,ვიცოდი რომ დათას ოლიკო ისევ უყვარდა და გამიხარდა ამ თავმა ეს რომ დაადასტურა<3.
გიორგის ამბავმა კი დამაბნია,მაინტერესებს რა სჭირს. კიდევ უფრო მაინტერესებს დათას და ოლიკოს ურთიერთობა როგორ გაგრძელდება<3

 


№11  offline მოდერი MoonDaughter

nini sabauri
ვიცოდი,ვიცოდი რომ დათას ოლიკო ისევ უყვარდა და გამიხარდა ამ თავმა ეს რომ დაადასტურა<3.
გიორგის ამბავმა კი დამაბნია,მაინტერესებს რა სჭირს. კიდევ უფრო მაინტერესებს დათას და ოლიკოს ურთიერთობა როგორ გაგრძელდება<3

გაგიკვირდება და მეც ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს მათი ურთიერთობის განვითარება, სულ მინდა ვწერო :დდ მადლობააა <3 <3 :*******

 


№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აიი თურმე რაში ყოფილა საქმე, ჰყვარებია ამ ბიჭს და რას ვერჩოდით, გამწარებული იყო. ზურას ამ პატარა ბიჭმა რა ჩაუტარაა? აწი ოლიკომაც უნდა გაიგოს ნამდვილი მიზეზი. თეკლე ხო ძალიან მომწონს, ძლიერი გოგოა. გიორგი მაშინებს, იმედია რასაც ვფიქრობ ის არაა. რაც შეეხება წერის სტილს, სასიამოვნოა ასეთი გამართული და ნაწერის კითხვა, ამისათვის დიდი მადლობა ავტორს

 


№13  offline მოდერი MoonDaughter

Chikochiko
აიი თურმე რაში ყოფილა საქმე, ჰყვარებია ამ ბიჭს და რას ვერჩოდით, გამწარებული იყო. ზურას ამ პატარა ბიჭმა რა ჩაუტარაა? აწი ოლიკომაც უნდა გაიგოს ნამდვილი მიზეზი. თეკლე ხო ძალიან მომწონს, ძლიერი გოგოა. გიორგი მაშინებს, იმედია რასაც ვფიქრობ ის არაა. რაც შეეხება წერის სტილს, სასიამოვნოა ასეთი გამართული და ნაწერის კითხვა, ამისათვის დიდი მადლობა ავტორს

უღრმესი მადლობა <3 :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent