რაც არ უნდა მოხდეს
ზარმა დარეკა, განძრევის თავი არ მქონდა მაგრამ რეკდა და რეკდა. ბოლოს საკუთარ თავს ვძლიე და გავაღე. კართან ჩემი ოთახის მეზობელი იდგა და ცდილობდა ჩემს უკან რამე დაენახა. -ყველაფერი რიგზეა? ხმაური შემომესმა და .....! -მკითხა ბოლოს და ამათვალიერ-ჩამათვალიერა. -დიახ ნაზი დეიდა, გმადლობთ! - შეძლებისდაგვარად გავუღიმე და როცა კიბისკენ გაემართა კარი დავხურე. რა თქმა უნდა მას არც ჩემი ტირილით დასიებული თვალები და აწეწილ-დაწეწილი თმები გამოპარვია. დახურულ კარს ზურგით მივაწექი და ნელ-ნელა დაბლა დავეშვი, თვალები ისევ ცრემლებით ამევსო და სახე მუხლებში ჩავმალე. გონს ჩემივე ხმამ მომიყვანა, მუხლებზე დამხობილი ვღრიალებდი და იატაკს მუშტებს ვუშენდი. შემეშინდა ჩემი მეზობელი ისევ არ ამოსულიყო და თავი მოვთოკე შემდეგ კი ლასლასით საძინებელში გავედი. საწოლზე ჩემი კაბა იყო გადაფენილი გამწარებულმა იატაკზე მოვისროლე და ფეხებით შევდექი. როცა გული ვიჯერე აბაზანაში გავედი ახლა მხოლოდ შხაპი თუ მიშველიდა. სარკეში ჩემი გამოსახულების დანახვამ შემზარა. თვალის ფანქარი და ტუში ცრემლებს ლოყებზე ჩამოერეცხათ. თმაში აქა-იქ სამაგრები გაბენულიყვნენ ესღა იყო დარჩენილი ვარცხნილობიდან და მაკიაჟიდან სალონში რომ გავაკეთებინე. სარკიდან ახლა ერთი უბედური და თავმოყვარეობა დაკარგული ადამიანი მიყურებდა, რომელიც არაფრით არ გავდა ხალისიან და ამაყ გოგონას. ცხელმა წყალმა მიშველა სტრესისგან განვთავისუფლდი მაგრამ თვალწინ ისევ გიგა მედგა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მერჩივნა, ყველაფერში ვენდობოდი და ბათუმშიც მასთან ერთად დავრჩი. ღირდა ეს ადამიანი ამდენად? - ეს კითხვა არასდროს დამისვამს საკუთარი თავისთვის, რადგან მისი მზერა და საოცარი თვალები თავგზას მიბნევდა. საერთოდ არ გავდა იმ ბიჭებს მამაჩემის ფულების გამო უნივერსიტეტში მრავლად რომ მეხვია. დღევანდელი დილა შთამბეჭდავად დაიწყო გიგამ ოთახში ვარდების თაიგული დამახვედრა და საღამოს ვახშამზე შემითანხმდა. არ გამოვრიცხავდი ღამეც მასთან გამეტარებინა რაც ლოგიკური იქნებოდა, ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე იყო მისული და ჩემი მშობლებიც ისეთივე აღფრთოვანებულები იყვნენ გიგათი როგორც მე. ახლა ვხვდები ეს მისი ტაქტიკა იყო მაგრამ მაშინ მზად ვიყავი გიგას გამო ყველაფერი დამეთმო და ქვეყნის დასალიერშიც კი გავყოლოდი. - საწყალი, სულელი, მეოცნებე ბავშვი ! მწარედ გამეღიმა წარსულის გახსენებაზე. გიგას ვახშამზე დაპატიჟებამ ამაფორიაქა, მთელი ქალაქი შემოვიარე ერთი მაღაზიიდან მეორეში გადავდიოდი, ვეძებდი კაბას რომლითაც მის გაოცებას ვაპირებდი, თან მინდოდა ყველაფერი დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ბოლოს ვიპოვე კიდეც ზღვისპირა სალონში ვარცხნილობა და მაკიაჟიც გავაკეთებინე და სასტუმროში არაქათგამოცლილი მაგრამ საოცრად კმაყოფილი დავბრუნდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.