შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება


22-04-2017, 21:58
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 284

მარიამს მალევე ჩაეძინა და საღამოს გაეღვიძა.გაოცდა,როცა პალატაში ზურას ცოლი დანახა.
-აქ რა გინდათ?
-მე რა მინდა? - ირონიულად ჩაიცინა ნათიამ - შენ რა გინდა ჩვენს ცხოვრებაში?
მარიამს ხმა არ ამოუღია
-რატომ მინგრევ ცხოვრებას? - განაგრძო ნათიამ - მერამდენედ უნდა ჩაერიო ჩვენს ცხოვრებაში
-არ კი ვიცი რა გითხრა - მარიამი შენობით მიმართვაზე გადავიდა - დამნაშავე ვარ,ვიცი
-თუ იცი,რატომ არ მოისვენე.არ იცი,რომ ცოლიან კაცთან საქმე არ უნდა დაიჭირო?ჯერ მაშინ ვიყავი გულუბრყვილო,სულელივით რომ დავიჯერე ზურას ტყუილები შენს მესიჯებზე
მარიამმა ხმა არ ამოიღო
-აი რა მოყვა ეხლა მაგას,ზურასგან ორსულად ხარ.რათქმაუნდა მარტო შენ არ ხარ დამნაშავე.ისე შეიცვალა ზურა შენი გაცნობის შემდეგ,რომ ვეღარ ვცნობდი.მერე ბაკურიანიდან რომ ჩამოვიდა მაშინაც სხვანაირი იყო.რას ვიფიქრებდი,შენ რომ გნახა.ყველასთვის სამაგალითო ადამიანი იყო,მამა და ქმარი და მერე ყველაფერი გააფუჭა შენი გამოჩენის შემდეგ.მაშინ პატრონი არ გყავდა,რომ მასთან ურთიერთობა დაეშალა შენთვის?თუ ისეთი ცუდი ხარ,რომ მამაშენსაც არ დაუჯერე
მარიამს პატრონის ხსენება გულზე მოხვდა და თავი შეურაცყოფილად ირგძნო.
-პარტონი მყავდა და არაფერი არ იცოდა.მამაჩემს კიდევ არც ვუჯერებდი და არც დავუჯერებ არასდროს.შენ თუ კარგი ადამიანი გგონია ძალიან ცდები
-სულ არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა მამაშენი როგორია
-საიდან გაიგე ჩემზე?
-თეკლა იყო ზურასთან მისული,შენზე ლაპარაკობდნენ.მეც სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი და ყველაფერი გავიგე.ყველაზე საშინელება ისაა,რომ ზურა მაინც არ გრძნობს დამნაშავედ თავს ჩემს წინაშე და მაგ ამბის გაგების შემდეგ ჩემს უარყოფით რეაქციაზე ისევ მე მეჩხუბა და საერთოდ,როცა საქმე შენ გეხება,ყოველთვის მე ვიჩაგრები.ჩემზე ბევრად ახალგაზრდა გოგოსთან ჰქონდა რომანი და რათქმა უნდა მე დავიჩაგრებოდი.ბავშვებიც კი ამჩნევდნენ და ახლაც ამჩნევენ,რომ ვიღაცის გამო დაძაბული ურთიერთობა გვაქვს,შენ კიდევ ალბათ ვერ ხვდები რამხელა ტრავმაა ეს ბავშვებისთვის
-ვხვდები - დამნაშავესავით უპასუხა მარიამმა
-ალბათ გნახავს ზურაც,შენ როგორ დაგტოვებს ესე - ირონიულად უთხრა ნათიამ - მაინც რას აპირებ,გააჩენ მაგ ბავშვს?
-არ ვიცი.რომც გავაჩინო,ზურას არაფერს არ მოვთხოვ
-ანუ სულ უსირცხვილო არ ყოფილხარ - ისევ ირონიულად უთხრა ნათიამ
-არ მაქვს შენი ირონიების თავი,ისედაც ცუდად ვარ
-არ დაორსულებულიყავი მერე და საერთოდ გამქრალიყავი ან არ გამოჩენილიყავი ჩვენს ცხოვრებაში.იცი რა,მე როგორც ადამიანი გულწრფელად ვწუხვარ შენი ახლანდელი მდგომარეობის გამო,მაგრამ როგორც ზურას ცოლი,ვერ ვიტან იმის გამო,რაც გააკეთე.იცი რა ძნელი და მტკივნეული იყო ჩემთვის იმის წარმოდგენა,რომ ჩემს ქმარს ჩემზე ახალგაზრდა გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა,როგორ გეხებოდა,როგორ გკოცნიდა.მეცოდები,თუმცა ადამიანურ შეცოდებას ჩემი ქმრის ღალატზე გაბრაფება აჭარბებს.ამიტომ ბევრს აღარ გელაპარაკები.გაქრი რა ჩვენი ცხოვრებიდან და ხელს ნუ გვიშლი.ზურა შენი შესაფერისი არაა,ოჯახი ჰყავს და დაანებე თავი.არ აქვს მნიშვნელობა გააჩენ თუ არა მაგ ბავშვს,ზურა შენთან მაინც ვერ იქნება და გირჩევ ტყუილად არ იოცნებო და დაიტანჯო თავი და ეგ ბავშვიც.ბავშს არაფერი დაუშავებია,მაგრამ როცა ვფიქრობ,თუ როგორ წევხარ ჩემს ქმართან,შენ გეხება და შენთან ამჟღავნებს იმ სიყვარულს,რასაც ჩემთან დიდი ხანია არ აკეთებს,ამ ყველაფრის ფონზე შენთან ერთად ეს ბავშვიც და ჩემი ქმარიც მეზიზღება.იმასაც კი ვერ ვბედავ,ჩემი ქმარი ამ ბავშვის მამად მოვიხსენიო.უნდა გრცხვენოდეს შენც და ზურასაც,ორივეს საქციელი უნამუსობაა.ორივე ერთმანეთზე უარესი სულელები ხართ.ზურა იმიტომ,რომ თავისზე ახალგაზრდასთან,სკოლის მოსწავლესთან და ლაწირაკთან გააბა რომანი და ახლა ბავშვს ელოდება და შენ იმიტომ,რომ ჭკუა არ გეყო და ცოლ-შვილიან კაცს არ აჰკიდებოდი და არ დაგეწყო შეხვედრები
მარიამმა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ამოილუღლულა
-არ არის საჭირო ჩემი განსჯა,ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს
-მოკლედ,აღარ მინდა კიდევ დიდხანს გიყურო.მხოლოდ ერთს გეტყვი.როგორი საცოდავიც არ უნდა იყო,ყველაზე ცოდო მაინ მე ვარ ამ ყველაფრის გამო და კიდევ ერთხელ გაფრთხილებ,ზურას ოჯახი ჰყავს და ნურაფრის იმედი ნუ გექნება ზურასგან
-გასაგებია ყველაფერი.არაფერს არ ვითხოვ
ნათია მის სახეს კარგად დააკვირდა,ჩანთა აიღო და პალატიდან გავიდა დამშვიდობების გარეშე.მარიამი ყოველგვარი ემოციების გარეშე დარჩა.ახლა აღარც გული აღარ სტკიოდა,აღარც სწუხდა,არც ბედნიერი აღარ იყო,დღეს უნდა გაეწერათ და მოთმინებით ელოდა ლექსოს და ექთნის დაბრუნებას.ფიქრში მალევე ჩაეძინა.
***
როცა ნათია სახლში მივიდა,ზურაც სახლში დახვდა.ცოლისთვის ხმა არ გაუცია.ისევ ნათიამ დაუწყო კბენა.
-რას აპირებ?არ მოინახულებ საყვარელს?
-დამანებე რა თავი
-რა ადვილად მოძებნე გამოსავალი
ზურას ხმა არ ამოუღია.
-იცი როგორ მეზიზღები?
ზურა ისევ დუმდა.
-მეზიზღები ამხელა სირცხვილისთვის,დამცირებისთვის - ზიზღით უთხრა ნათიამ
-ვიცი და რამდენჯერ გითხარი შევცდითქო,რამდენჯერ მოგიხადე ბოდიში
-პატარა ბავშვი ხარ,რომ ეგრე ადვილად შეცდე?
-არა - უთხრა დამნაშავის ხმით ზურამ
-ყველაზე დიდი უნამუსობა ის არის,რომ მგონი ბავშვის გაჩენას აპირებს ეგ სულელი გოგო
-შენ რა იცი აპირებს თუ არა? - დაეჭვებით ჰკითხა ზურამ
-მე კი არა,თვითონაც არ იცის გააჩენს თუ არა
-მაგასთან იყავი?
-ხო,მაგასთან ვიყავი.არაფერი არ ეტყობა ნერვიულობის.თუმცა მაგას რა აქვს,ისევ მე მაქვს.შენი სისულელეების გამო მე მიწევს ხალხისთვის რაღაც-რაღაცეების ახსნა
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო,რეები უთხარი? - ზურამ ხელებში თავი ჩარგო
-შენი აზრით რეები ვუთხარი?შენი იმედი რომ არაფერში არ უნდა ჰქონდეს და არაფერი არ უნდა მოგთხოვოს ეგ ვუთხარი,მაგის გამო რომ ოჯახს არ დაანგრევ ეგ ვუთხარი და ეგ ყველაფერი თვითონაც მშვენივრად იცის
ზურა მისკენ დაიძრა.ზიზღით უყურებდა თვალებში.
-ისევ მე გამამტყუნე,მიდი - უთხრა ნათიამ
-ვინ გითხრა მიდი და ელაპარაკეო,ვინ გითხრა - დაუყვირა ზურამ
-ნებართვა უნდა ამეღო შენგან?შენ ვინ გგონივარ,გგონია ყველაფერზე შენ უნდა დაგეკითხო?მინდოდა და მივედი,შენ არავინ არაფერს გეკითხება,მითუმეტეს იმის მერე,რაც გააკეთე - ყვირილითვე უპასუხა ნათიამ
-როცა საქმე მეც მეხება,მე უნდა დამეკითხო.იმ ბავშვის საქმეც მე მეხება და კითხვაზე ზედმეტია ლაპარაკი,არც კი უნდა წასულიყავი.შენთვითონაც კარგად იცი,რომ თქვენს მიტოვებაც არ ვაპირებ,შენდა საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ
-რა იყო,როგორ ლაპარაკობ,გიყვარს? - ცინიკურად უთხრა ნათიამ
-ხოო,მიყვარს - დაუყვირა ზურამ
-რის გამო შეგიყვარდა,რის გამო - ტირილნარევი ხმით უთხრა ნათიამ - რამ შეგაყვარა ეგ უსირცხვილო გოგო,რატომ გიყვარდებათ კაცებს ყოველთვის ეგეთი ბო*ები
ზურამ მის წინ მდგომ ნათიას სახეში ძლიერად გაარტყა ხელი და ზიზღით შეხედა.ნათია სავარძელზე დავარდა და ხმამაღლა ქვითინი დაიწყო.
-ყოჩაღ,ზურა,ყოჩაღ,სადამდე დაეშვი,სადამდე - ტიროდა ნათია
-შენი ბრალია ნათია,შენი ბრალია
რა არის ჩემი ბრალი,ვიღაცა რომ ბავშვს ელოდება შენგან ჩემი ბრალია?შენ დამარტყი და ჩემი ბრალია?კიდევ ჩემი რეაქცია გიკვირს.ოდესმე მაინც თუ გიფიქრია მე რას ვგრძნობ?შენ ხო არ იცი როგორ მტკენდი გულს შენი საქციელით.რომ იცოდე როგორ ვერ ვიტან,როგორ მეზიზღები - ტიროდა და უყვიროდა ნათია
ზურამ თავის საქციელი ნაწილობრივ ინანა კიდეც,თუმცა ნათქვამი არ შეარჩინა.აღარ იცოდა რა ექნა და სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა.ნათია ადგილზევე დატოვა და კარისკენ გაემართა
***
1 საათში ლექსომ გააღვიძა და თან ტანსაცმელიც მიუტანა.
-გაიღვიძ,მივდივართ
ახლა მისთვის ლექოს დანახვაც კი არ გამხდარა ხასიათის გამოკეთების და გაღიმების მიზეზი,თითქოს სულ ერთი იყო.ნელ-ნელა წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.ახლა შედარებით მეტი ენერგია ჰქონდა.
-დედაჩემი ჩამოვიდა?
-კი,ჩამოვიდა და ყველაფერი გაიგო.ველაპარაკე
-რა გითხრა? - შიშნარევი ხმით ჰკითხა მაირამმა
-გაბრაზებულია და ჯერ არ უნდა შენი ნახვა.დიდი სტრესი იყო დედაშენისთვის
-რათქმაუნდა,ისევ თავის გრძნობები აინტერესებს პირველ რიგში და საერთოდ არ მიკვირს დედაჩემისგან ესეთი ეგოიზმი ამ სიტუაციაში
-დედაშენს ამტყუნებ? - ცინიკურად ჰკითხა ლექსომ
-ცინიკურად ნუ მელაპარაკები რა - გაუწყრა მარიამი - და კი,დედაჩემს ვამტყუნებ.როგორც გითხარი ჩემი გრძნობები არასდროს არ აინტერესებდა და ჰგონია,რომ ადამიანი ნივთია,რომელსაც გრძნობები არ აქვს.დამიჯერე,დედაჩემს შენზე კარგად ვიცნობ და ტყუის.სულ ნუ მნახავს,არც მე მინდა მისი ნახვა
-იცი რა,ისევ შენ იბუტები და გწყინს ყველასგან ყველაფერი მაშინ,როცა აქეთ უნდა ვიყოთ შენზე გაბრაზებულები
-ხართ კიდეც გაბრაზებულები - შეაწყვეტინა და ხმას აუწია მარიამმა
-არც უნდა ვიყოთ?
-კი ბატონო,იყავით რამდენი ხანიც გინდა და ჩემთან გამომჟღავნებას,ჯობს საერთოდ არ მნახოთ და ვერ გამოამჟღავნოთ,აღარ მინდა თქვენი წუწუნით,პრეტენზიებით და დარიგებებით მოვიშალო ნერვები,ისედაც ბევრი ვინერვიულე.ის,რომ ჩემს გვერდით ხართ და თან ყოველ წუთს შენიშვნებს მაძლევთ და იმ ამბავს მახსენებთ,გვერდში დგომას არ ნიშნავს
-ანუ აღარაფერი აღარ უნდა გითხრათ მაგის მერე? - ლექსომაც ხმას აუწია
-უკვე საკმარისად მითხარით და მლანძღეთ ყველამ.მეც კარგად ვიცი რა გავაკეთე და ვიცი,რომ შეცდომა იყო.უბრალოდ თქვენი ნამიოკებით და პრეტენზიებით აღარ მაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას და თქვენს გვერდით უფრო ცუდად ვარ.იმას საერთოდ არ ფიქრობთ,რომ მეც მაწუხებს რაღაც და უფრო დიდ ტკივილს მაყენებს თქვენი უაზრო დარიგებები - ყვირილი დაიწყო და მარიამმა და თან ცრემლები სდიოდა.ამ მომენტში საშინლად მოუნდა ზურასთან ყოფნა,რადგან ყველაზე მეტად ის დაუდგებოდა მხარში - არ მინდა მხარში მედგე ჩემი ნერვიულობის ხარჯზე და შეგიძლია წახვიდე
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და წამოდი
-წადი და მეთვითონ წავალ
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი და წამოდი
-არსად არ წამოვალ.წადი,ჩემით წავალ
-ეგრე ხო?კაი - გაბრაზებული ლექსო პალატიდან გავიდა.
მარიამმა დამშვიდება სცადა,შემდეგ საკუთარი ნივთები მოაგროვა და სახლში წავიდა.სახლში მისვლისთანავე ტელეფონი გამორთო,რომ არავის შეეწუხებინა.ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და მარტოობა სჭირდებოდა.თუმცა ისედაც ყოველთვის მარტო იყო.მიუხედავად იმისა,რომ ბევრი მეგობარი,ნაცნობი და შეყვარებული ჰყავდა,მაინც მარტო იყო.რაც ყველაზე მეტად აწუხებდა,ის იყო,რომ ახლა აღარაფერს გრძნობდა.აღარც ნერვები ეშლებოდა,აღარც არაფერი უხაროდა და არაფრის სურვილი აღარ ჰქონდა.ეს კი ორსულობის სიმპტომებს ნამდვილად არ ჰგავდა.იფიქრა,რომ დეპრესიის ბრალი იყო.ახლა ბავშვზეც უნდა ეფიქრა დაეტოვა თუ არა.ფიქრობდა,რომ სურდა ამ ბავშვის გაჩენა,თუმცა ახლა ფიქრის თავიც კი აღარ ჰქონდა.ძალიან დაღლილი იყო და დაძინება მოუნდა.ტელევზორი ჩართო და წამოწვა.ცოტა ხანში ჩაეძინა.
1 საათის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა.მარიამი უცებ გამოფხიზლდა და ჯერ ფანჯრისკენ გაიხედა.უკვე დაღამებულიყო.იფიქრა,რომ ლექსო,დედამისი ან მამამისი იქნებოდა და თავიდან იფიქრა არ გავაღებო,თუმცა არ უნდოდა პანიკის ატეხვა და გაღება ამჯობინა.კარისკენ გაემართა და გაღებისთანავე სახე გაუბრწყინდა.კართან ზურა იდგა და თბილად გაუღიმა.მარიამი ძლიერად მოეხვია და ყელზე აკოცა.მიხვდა,რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ეს აკლდა.



№1 სტუმარი Qeti

ძალიან მომეწონა გააგრძელე

 


№2 სტუმარი nini

მომწონს კარგია ყველა თავს ვკითხულობ. იმედია ზურა არ დაანგრევს ოჯახს .არ მომწონს მარიამი როგორც იქცევა

 


№3  offline წევრი Timea25

ეხლა არაფერი ჭირდება, გააჩენს ბავშვს და ხან პამპერსი მოუ ნდება ხან ძიძის ფული))))))
უტიფარი გოგოა.
იმ ზურას კი გავაგდებდი სახლიდან პედოფილობის გამო.
მათხოვარი კაცი

 


№4  offline წევრი anonimiavtori

Timea25
ეხლა არაფერი ჭირდება, გააჩენს ბავშვს და ხან პამპერსი მოუ ნდება ხან ძიძის ფული))))))
უტიფარი გოგოა.
იმ ზურას კი გავაგდებდი სახლიდან პედოფილობის გამო.
მათხოვარი კაცი

მარიამი ზრდასრულია უკვე,თუმცა ზურაზე მაინც ბევრად პატარა :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ მეზიზღება ზურასნაირი კაცები, შვილისტოლა გოგოს კაცმა იმნაირად არ უნდა შეხედოს. ნათია კიდევ რას უფრთხილდება ქმრის ნამუსს ვერ გავიგე, ან ესეთ კაცთან როგორ ცხოვრობს, შვილებსაც არ უნდა გააკაროს. ეხლა არ მითხრათ შეუყვარდაო. მარიამის საქციელიც გამაღიზიანებელია, მაგრამ ალბათ მაგასაც ვერ გავამართლებ

 


№6 სტუმარი tata

საშინელება რასაც მარიამი და ზურა აკეთებენ იმედია ერთად არ იქნებიან და არ ექნება ესეთი დასასრული .მარიამი კი ზრდასრული გოგოა მაგრამ უნდა ერკვეოდეს მამის ტოლა ადამიანთან რომ არის და ოჯახს ანგრევს .ვერ გავამართლებ.

 


№7  offline წევრი ნინაჩკა

სხვისი აზრიი არ ვიციი მარაა..მე ძალიან მიმწონს მარიამის და ზურას წყვილიი...მართალია მარიამი ზურას ოჯახს ანგრევს თავისი სულელობებით მარა ხდება ხოლნე...ადამიანრბს ერთმანეთი უყვარდებათ...ამ შემთხვევაშიც ეგრრაა.. შეუყვარდათ ერთმანეთი❤❤❤

ეს რა ბოლო თავი ხო არ იკო????!ოოოოი????

 


№8  offline წევრი anonimiavtori

ნინაჩკა
სხვისი აზრიი არ ვიციი მარაა..მე ძალიან მიმწონს მარიამის და ზურას წყვილიი...მართალია მარიამი ზურას ოჯახს ანგრევს თავისი სულელობებით მარა ხდება ხოლნე...ადამიანრბს ერთმანეთი უყვარდებათ...ამ შემთხვევაშიც ეგრრაა.. შეუყვარდათ ერთმანეთი❤❤❤

ეს რა ბოლო თავი ხო არ იკო????!ოოოოი????

მეც ზუსტად იგივე აზრი მაქვს.არა,ბოლო არაა.ამაღამ დავდებ შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent