შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (9)


22-04-2017, 23:21
ავტორი gonegirl
ნანახია 11 543

ნინი.
-დამესიზმრა,ის იდიოტი დამესიზმრა-საძინებლიდან ხელების ქნევით მოჩლარტუნებს თმაგაბურძგნული მაშო-ძილსაც აღარ მაცლის!
-ახლა არ მითხრა რომ იქაც გკოც...
-ჩუ! არ გამახსენო!-ხმას მაწყვეტინებს მაშოს აწეული თითი
-ისედაც გახსოვს,სამი დღეა ეს რა გამიკეთა და თავს წავაჭრი მაგ უბედურს გაკერია პირზე-კისკისით ვჯდები დივანზე
-არა რაღაც უნდა დავმართო-ფიფქიაში რომ ავად მომზირალი დედოფალია ისე სცემს ბოლთას, როგორც ჩანს ძვირფასი მეზობლის სახეზე ახატული ხუთი თითი შურიძიებაში არ ჩაითვალა.
-კითხე ერთი მისნაირი აპოლონი ძმაკაცი ხომ არ ყავს,მეც გამომიხტეს ძაღლით-სიტყვის დამთავრება და თავში რბილი რაღაცის მოხვედრა ერთია, აშკარად ბალიში გამომიქანა.
სანამ ბურდღუნით ვისწორებ თმებს სახანძროს სირენასავით ჩამესმის ზარის ხმა
-ბურდულის გამოცხადება რომ არა ამის ჩხავილზე მაინც გამეღვიძებოდა-ზედა ტუჩს იბზუებს მაშო. ჩაის ჭიქით ხელში მივლასლასებ და სახელურს ვექაჩები. კარის გაღება და ლექსოს სახის ცვლილება ერთია, აკაკანებული აჭრის შემოსასვლელში
-თავი გამწოვში გქონდა შეყოფილი ნინელი?-თითებს ხლართავს ჩემს აზვირთულ თმებში, მორჩა იპოვა გასართობი
-ეღადავე ნატოს-გამწარებული ვუტყაპუნებ გამოშვერილ მარჯვენაზე და ისევ მისაღებისკენ ვიღებ გეზს
-ერთი მაღირსეთ მაგ ნატალის ფოტო-დივნიდან თავს ყოფს მაშო
-მეორე ბუჩქიც გაიჩითა-ახლა მაშოს თმებისკენ მიიწევს კალათბურთის ნახევრად ამომავალი ვარსკვლავი
-ტლიკინს ჯობია ფოტო მანახო-გაშლილ ხელისგულს ცხვირწინ უფრიალებს მაშო
-არ მაქვს ტელეფონში,მაცადე ინტერნეტში ვნახო-მობილურში თავს რგავს ლექსო. არ ქონია ბიჭს, სასწაული!
-შეყვარებულის სურათი ეკრანზე არ უნდა გეყენოს რომანტიკულობას მოკლებულო კაცო?-კისერს იგრძელებს ახითხითებული მაშო
-ოო არაა შეყვარებული,ისეთ პონტში ვართ რა-თმებში ხელს იცურებს ლექსო,ერთი ეს ისეთ პოტში გამაგებინა რას ნიშნავს და მეტი არ მინდა არაფერი.
-ზოგადად ადამიანს რომ ხვდები, პაემნებს უნიშნავ და ეკოცნავები შეყვარებული ქვია მაგას-ლექსივით არაკრაკებს მაშო. რაო? ეკოცნავებიო? რას ქვია ეკოცნავება?
-გოგო!-ორი წლის ბავშვივით იბღუზება ლექსო. გავბღუზავ ამას კარგად!
-რას ქვია ეკოცნავება-იმაზე ხმამაღლა გამომდის წამოყვირება ვიდრე ველოდი
-არა ნინელი ზღაპრების საკითხავად დაძვრებიან პარკებში-უკვე თავგადაგდებული კისკისებს მაშო-ნაცარქექია ყვარებია თურმე იმ გოგოს
-არ გეშველებათ არაფერი-თავს აქიცინებს ჭიქა მომარჯვებული უნამუსო, ნატალის რომ ხვევს იმ ხელებზე უნდა გადაასხა ის მდუღარე ყავა. ჯანდაბა ნინი, რა აზრები გაწუხებს?
-საღოლ ბიჭო, შეხედე რა კარგი ხასიათების გოგო შეურჩევია-გამოწვდილი მობილური სახესთან ახლოს მიაქვს მაშოს
-ახლა რაღას მაიმუნობ?-თვალებს ატრიალებს ლექსო
-ფეისბუქის სურათში ხასიათი როგორ დაინახე გაფიცებ-თვალებგაფართოებული ვიგრძელებ კისერს
-ნახე, ამხელა ორი ხასიათი ჩემმა მტერმა ვერ შეამჩნია-ეკრანს ცხვირწინ მიტრიალებს მაშო და თითს ნატალის მკერდისკენ იშვერს, აი იმ მკერდისკენ ფოტოს ორი მესამედი რომ უკავია, დარჩენილი ერთი მესამედი დაპრუწულ ტუჩებს აქვს დათმობილი. ამხელა თუ ქონდა იმ დღეს როგორ ვერ შევამჩნიე, ჰო ნინი თავი რომ აგეწია მაგიდიდან აშკარად შეამჩნევდი!
-ჩვენები რომ შეაერთო და კუბში აიყვანო იმხელაა-შუბლშეჭმუხნული ლექსოს სამზარეულოში გასვლა და მაშოს ატიკტიკება ერთია.
-ჰო საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამცირებულად, არც დაბოღმილად და არც სასოწარკვეთილად-დივანში სამივე ზემოთხსენებულის გამოვლინებით ვეშვები.
-იმ ფოტოგრაფს ისევ წერ?-მზერა ეკრანიდან ჩემზე გადმოაქვს
-კი გოგო,საყვარელია-მხრებს ვიჩეჩავ და მაგიდაზე დაწყობილ კრუასანს ვწვდები, უფრო ხშირად რომ მახსენდებოდეს ზურას არსებობა საერთოდ გადასარევი იქნებოდა.
ის-ისაა მაშომ სავარაუდოდ კიდევ ერთი შეკითხვისთვის უნდა მოაღოს პირი მზერა კართან აყუდებულ სილუეტზე რომ გადაგვაქვს
-ვის წერ?-ასეთი კატეგორიული ლექსო ისტორიას არ ახსოვს, ესე იგი როცა რამე გინდა გააგებინო ცხრაჯერ უნდა გაუმეორო ჩახვეული მაგნიტოფონივით და როცა გინდა რაღაც არ მოისმინოს მაშინ აგესვეტება წინ კედლებში მოსიარულე მოჩვენებასავით. შავ თვალებს ვუსწორებ მზერას და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ. ჯანდაბა ნინი, რამ გაგაშეშა? თვითონ ვიღაცა ნატოს დაათრევს ზევით-ქვევით, ამან ვის რა უნდა უთხრას!
-ნინელი-სმენას სწვდება მომდევნო კატეგორიულად ნათქვამი ბგერები
-უშენოდ ერთი სიტყვაც ვეღარ გვითქვამს ფაჩულიას ძმაკაცო?-მეც კი ვაჩნევ რა უშედეგოდ ცდილობს მაშო სიტუაციის განმუხტვას. ლექსოს ფეხზე დადებული ნატალის ხელი მიდგება თვალწინ, დიახაც ვისთან რა პრეტენზიები უნდა ქონდეს ამას!
-ზურას ვწერ ლექსო, აი იმ ზურას უნივერსიტეტთან რომ დაინახე,კარებამდე მომაცილა თქო-მგონი იმაზე უდარდელად გამომივიდა ნათქვამი ვიდრე ველოდი, ყოჩაღ ნინი, რა დროს ვერ გხედავს შენგელაია, არტისტ!
-რას ქვია წერ ნინი? შენც იცოდი მაშო?-ოდნავ ეტყობა შეშფოთება ვაჟბატონის მუდამ მშვიდ ხმას, მორჩა შექმნის ახლა საპნის ოპერას ამ ამბავიდან. რა თქმა უნდა, თვითონ დედამიწა რომ გადაწვას არაფერი, ნინიმ ჭიანჭველას თუ დაადგა ფეხი მორჩა სასამართლოზეა გადასაცემი
-წერა რას ქვია ლექსო და აი ასოებს რომ აკრეფ კლავიატურაზე, მერე გაგზავნის ღილაკს აჭერ და წკაპ მოხვდა შენი მესიჯი სიმპათიურ ბიჭთან. და ხო, ვიცოდი-თმებს უკან იყრის მაშო, გასაგებია ანუ ამ ბრძოლაში მძიმე ტექნიკა ჩემ მხარესაა.
-რამდენი ხანია წერ ნინი? ხვდები ხოლმე?-ახლა მე მანათებს ლეკვის თვალებს, მორჩა გულუბრყვილო ლექსო დაუბრუნდა სამყაროს, საყვარელი ლექსო, ჰო თბილი ლექსოც.
-არა რა ვხვდები, სამი დღეა მოკითხვის დონეზე მწერს ფეისბუქში-დასჯილი ბავშვივით ვაყრანტალებ ყველაფერს, ყოჩაღ ნინი რაც ამდენი ხანია გამოიდე თავი ახლა ერთი შემოხედვით დაგაფრქვევინა, ნებისყოფის მამა ხარ!
-რა უნდა რატო გწერს? მოგწონს შენ?-აშკარად არ აპირებს გაჩერებას
-ნუ პანიკიორობ ერთი რა, ქმრად კი არ მომყავს-თავისი ძვირფასი გამონათქვამის ქალურ ვერსიას ვაყრანტალებ, იძახოს ახლა ნატოს ყველა გამოჩენაზე ისეთი არაფერი ცოლად კი არ მომყავსო. რაო როგორი ყოფილა.
-რა ხდება ბიჭო რა გჭირს დღეს?-თვალებს აფახულებს გაღიმებული მაშო. ლექსო წამით აღებს პირს და დაბნეული გამომეტყველებით ისევ მუწავს. ბრძოლის დასრულების სუნი მცემს
-არაფერი რა უნდა მჭირდეს-მხრებს იჩეჩავს კართან ატუზული-თუ ვინმე შეგაწუხებთ არ დამიმალოთ რა
ენაჩავარდნილი ვუყურებ თავჩაქინდრულს. ჯანდაბა, საერთოდ არ უნდა გვეთქვა არაფერი! მოწყენილი ლექსო არანაირ სტანდარტში არ ჯდება, არც დამარცხებული ლექსო, და თავდახრილი ლექსო მით უმეტეს
-ვაიმე ცხრაა უკვე-დენდარტყმულივით ხტება მაშო და საძინებლისკენ იღებს გეზს-საცხობიდან ცომს გამოვიყოლებ და პიცა გავაკეთოთ საღამოს
-მაგარია,მეც ადრე ვამთავრებ დღეს-აღფრთოვანებული ვწევ ხელებს
-ოღონდ ჯერ ჩვენ ვჭამთ და ხვედელიძეს მერე ვურეკავთ დაგასწარით-მოგუდულად ისმის მაშოს კისკისი
-და ნინელი არ გააკაროთ სამზარეულოს-ხითხითით მოაბიჯებს ლექსო. ოჰ ამოგვიდგამს ენა.
-ლაპარაკის მაგივრად ეგ დალიე დროზე და მამეცადინე-ბუზღუნით ვუშვერ თითს.
თხუთმეტ წუთში პიესებით ხელში დავაბიჯებ ოთახში, სათქმელებს საბოლოოდ ვანაწილებ და დარჩენილ დასტას მაგიდაზე ვდებ, მორჩა მზად ვართ!
-დავიწყო?-ზემოდან დამყურებს აშკარად მოტივირებული კალათბურთის მამა
-რაღაც ვერაა რიგზე-თითს ნიკაპთან ვიდებ, ჰო აშკარად ვერაა.
-ნინელი მოვა მალე წასვლის დრო და დააგვიანებ-თვალებს ატრიალებს ფურცლებმომარჯვებული
-მივხვდი!-საჩვენებელ თითს ზემოთ ვწევ-ამ სცენაში კედელზე მობობღავს რომეო, ჯულიეტა კიდე აივანზე დგას, ასე რომ მე უნდა დაგყურებდე ზემოდან შენ კი არა
-რა ვქნა ნინელი, ფეხები მოვიხერხო?-ცხვირზე მკარვს გრძელ თითებს
-აუ ასე ვერ შევდივარ როლში-ერთ ადგილას ვაბაკუნებ ფეხებს-არსად არ წერია კალათბურთელი იყო რომეოო არც ერთი თავით მაღალი რომეო აუღწერია შექსპირს!
-სკამზე რომ შედგე ნინელი?-ტაბურეტისკენ იშვერს ხელს. თვალების ტრიალით ვუყურებ ახორხოცებულს, რაღაც არა მგონია აღრიალებული შენგელაია იუმორმა დააშოშმინოს.
-მოვიფიქრე!-ყურებამდე გაკრეჭილი ვკივი
-არ მომწონს ეს მზერა-საცოდავად წკეპს წარბებს, ასეა ყველა გენიალურ იდეას ყავს თავიდან მოწინააღმდეგე.
-უნდა დაიჩოქო-პირდაპირ ვახლი
-აუ ნინელი ხომ დამესვარა შარვალი-მუხლებისკენ იშვერს ხელებს წარბშეკრული
-გთხოვ რა ლექსო
-შანსი არაა-თავს აქეთ-იქეთ აქიცინებს
თითქმის ხუთწუთიანი ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის „შანსი არაა“-ზე ისევ „გთხოვ რა ლექსო“ იმარჯვებს და მუხლებზე დამდგარ ლექსოს ამაყად დავყურებ ზემოდან, ჰო ახლა ნამდვილად შევალ ჯულიეტას როლში
-აწ რისთვის მოხველ, ანდა როგორ მითხარი ერთი?
ბაღის კედელი მაღალია და მიუვალი
საბედისწერო არის შენთვის ეს არემარე
ხომ იცი ვინც ხარ, არ დაგზოგვენ ჩემიანები-გაზეპირებულ სტროფს აღფრთოვანებული ვამთავრებ და ხელს ვუწვდი. ახალგამოჩეკილი რომეო წამით აჩერდება გაშვერილ ხელს და სანამ თვალებს დავუბრიალებდე მანამ მაგებებს გრძელ თითებს, კაი კაი თუ მიხვდი! მეორე ხელით ჩაბღუჯული ფურცელი მიაქვს სახესთან და პირს აღებს, მორჩა დაიწყება ახლა არნახული ბლუკუნის ხუთი წუთი
-მე გადმოვფრინდი სიყვარულის მსუბუქი ფრთებით
ნამდვილ სიყვარულს ქვის ჯებირი ვერ შეაჩერებს...
მმ გამბედავია, ყოვლის შემძლე, ყველაფერს დასძლევს,
შენიანებიც, დამერწმუნე, ვერ დამიჭერენ-ბოლო სიტყვის ამოკითხვა და ლექსოს შვებით ამოსუნთქვა ერთია, ჯერ სადაა,კიდევ შვიდი ფურცელი მაქვს რეზერვში.
-ასეთი დაბდურა რომეო არც არსებულა და არც იარსებებს-კისკისით ვექაჩები ჩავლებულ თითებზე
-ეე პირველად წავიკითხე ნინელი-ისევ ლეკვის თვალებს მანათებს ქვემოდან, არაა აშკარად მომწონს დადაბლებული ლექსოს პერსპექტივა, უფრო ხშირად უნდა ვირეპეტიციოთ ხოლმე. ის-ისაა თავიდან დავიწყოთ მეთქი უნდა ვუთხრა საძინებლის კარი რომ იღება
-რობინ ჰუდ, რატო ხარ ნინელის წინ დაჩოქილი?-ცნობისმოყვარე მზერას გვავლებს თავგამოყოფილი მაშო
-სპექტაკლისთვის მამეცადინებს-გამარჯვებულის ხმით ვუკარკლავ
-ორსაათიანი ძილი იმისთვის მიიკელი ნინელი რომ გემეცადინებინა?-თითს იშვერს გაღიმებული მაშო
-ჰო-მხრებს დამნაშავესავით იჩეჩავს ლექსო. ისა და გაცოფებული შენგელაია მელოდება ლექციაზე!
-აუ მოვა წასვლის დრო-აწუწუნებული ვაფრიალებ ფურცელს-ახლა მოგინდებათ ჭორაობა!
-ბოთე ხარ ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი-კარისკენ მიფარფატებს ჩანთამოკიდებული მაშო
-არ უნდა მიმეკლო?-თავს აბრუნებს აშკარად დაბნეული ლექსო
-სხვა რამის გამო ხარ ბოთე-პასუხი და საკეტის ჩხაკუნი ერთდროულად სწვდება სმენას

.მაშო.
ავტოსადგომზე გაჩერება და შავი ლექსუსის დანახვა ერთია. არა, ოღონდ დილიდან არა! მანქანიდან ნაჩქარევად გადმოვდივარ და შენობისკენ ვიღებ გეზს
-ზღარბო-ზურგს უკან ყვირის ნაცნობი ხმა, რატომ დამდევს ჯოკერში შეტენილი კარტივით, რატომ! ალბათ საკმარისად ვერ ჩამოვუღე ყბა ბოლო ლეწებისას, ვერც იმის წინათ და ვერც იმის წინის წინათ, არაუშავს გამოსწორებადია ეგ საკითხი!
-ხომ გაგაფრთხილე ხმა არ გამცე თქო?-მოწყვეტით ვბრუნდები უკან
-გინდა ახალი ამბავი გითხრა?-ხელებგაშლილი მოაბიჯებს და ისევ ცხვირწინ მესვეტება-შენ და შენი გაფრთხილებები ჩემზე არ მოქმედებთ ზღარბო
-და ისიც გითხარი ახლოს მოკარებული არ დაგინახო თქო-კბილებს შორის ვცრი და მარჯვენა ხელს ვამზადებ, მზერა წამოწეულ მკლავზე გადააქვს
-ახლა მომისმინე გოგო-საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიფრიალებს-ბიჭს ურტყამენ მაქსიმუმ ერთხელ, ერთი კოცნა ერთი გარტყმა, ჩაწვდი ლოგიკას? ყველა შეხვედრაზე ხუთი თითის გამოქნევა არც ერთ კანონში არ წერია!
-შენი კანონები ჩემზე არ მოქმედებს იდიოტო-უკან ვუბრუნებ თავის ბრძნულ ნააზრევს და გაშლილ ხელისგულს უკვე დაზეპირებული ტრაექტორიით ვიქნევ, უტრიალოს ახლა საჩვენებელი თითი თავისნაირებს! მოიცა,მეჩვენება თუ რაღაც ისე ვერაა როგორც უნდა იყოს. გაქანებულმა მარჯვენამ აშკარად ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. მზერა მაჯაში ჩავლებულ ვაჟბატონის ტორზე გადამაქვს
-დაგიბლოკე-ხითხითით მანათებს მუქ მწვანე თვალებს. წამის მეასედში ვშლი მარცხენა ხელს და მთელი ძალით ვანარცხებ ლოყაში. დამიბლოკა თურმე ბიჭმა! ახლა დაბლოკილ სიფათს მიხედოს. კმაყოფილი ვავლებ თვალს სახეზე შემხმარ იმ ღიმილს წამის წინ რომ ეკერა მედიდურად, რაო აღარ ვართ კაკანის ხასიათზე?
-აუ ბოლოჯერ გითმენ უსინდისო ვიყო-მარჯვენა ხელით ისრესს ლოყას. ამას რამდენჯერ უნდა გავუმეორო ისედაც უსინდისო ხარ მეთქი რომ შეუშვას იმ ცარიელ თავში.
-ბოლოჯერ გეუბნები შემეშვი მეთქი!-თმებს უკან ვიყრი და ისევ შესასვლელისკენ ვიღებ გეზს.
სოციოოლოგიის კაბინეტი უკვე ნახევრად შევსებული მხვდება, აშკარად თბილი ამინდები მოქმედებს ხალხზე. მესამე რიგისკენ ვიღებ გეზს და კედელთან ვჯდები. გუბაზი და მრავალგზის სილაგაწნული გმირი ერთმანეთის მიყოლებით აჭრიან აუდიტორიაში. არა, არა! არ წამოხვიდე აქეთ! არც იფიქრო! დაწვრილებულ თვალებს დაგეშილი ძაღლივით აცეცებს, უხხ მაინც იფიქრა!
გვერდით დადგმულ სკამზე სასწრაფოდ ვდებ ჩანთას და აყუდებული ბურდულიც მოალაჯებს მერხებს შორის.
-ზღარბო ხომ იცი რაც უნდა ქნა-გვერდულად იხრება მერხთან წამოყუდებული
-სანდრო მიტრიალდი და წადი-ცალ წარბს ცხვირაბზუებული ვწევ
ერთი ბრედ პიტი წავიდა ჩემი თითის დაქნევაზე და მეორე ეს დეგენერატი. როგორც დავდე ისე იღებს სკამზე გაჩაჩხულ ჩანთას და არხეინად მისკუპდება გვერდით. ხელი კიარა წიხლი უნდა დამერტყა, ტყუპი წიხლი!
-იგნორაცია ლათიური სიტყვაა და ქართულად არცოდნას ნიშნავს-ლექციის შესავალს აკეთებს გუბაზი
-სანდრო ლათინური სიტყვაა და ქართულად ვირთა ბელადს ნიშნავს-ჩურჩულით ვაბრუნებ თავს
-მაშოც ლათინური სიტყვაა და ქართულად აფოფრილ ზღარბს ნიშნავს-ტუჩის კუთხეს ტეხს მერხზე გაწოლილი
-აფოფრილი ზღარბები არ არსებობენ იდიოტო
-ალბათ სარკეში არ ჩაგიხედავს ამ დილით-გაღიმებული ათამაშებს წარბებს. რაო ლექსო რას მეუბნებოდა შეწუხებაზე? ხომაა ღირსი სათითაოდ ჩამოვაღებინო ის დაკრეჭილი კბილები, დადგეს მერე და ჯეკასავით ენით ლოკოს საჭმელი!
სანამ გუბაზი გაქაფული რაკრაკებს ინდივიდის შინაგან სამყაროზე თუ რაღაც მსგავსზე ყურში მხოლოდ ვაჟბატონის თითების კაკუნი ჩამესმის ნათლად, თუ მიხვდეს და გაჩერდეს ახლა
-უსმინე, ფსიქიკურად შეშლილი ასოციალური ადამიანებიო, შენზე ლაპარაკობენ ზღარბო- ხითხითით აბრუნებს თავს
-ხელებს თუ დაიოკებ, მოვუსმენ-კრიჭაშეკრული ვუბრიალებ თვალებს. ჯანდაბა, რა გატლიკინებდა მაშო! ახლა მეორე ხელსაც რთავს კაკუნის ფესტივალში.
-ვინმეს ხომ არ სურს ამ თემაზე კვლევის ჩატარება?-როგორც ჩანს ლექცია დაასრულა გუბაზმა. თვალს უდარდელად გადაწოლილი გველისკენ ვაპარებ და სასწრაფოდ ვწევ ხელს
-თქვენ გსურთ,მარიამ? -კისერს იგრძელებს გაღიმებული გუბაზი
-არა ბატონო გუბაზ,ალექსანდრემ მე გავაკეთებდიო მაგრამ ერიდება მგონი-ამაყად ვაცხადებ და მზერა სახეშეცვლილ ბურდულზე გადამაქვს, ოჰ გვიკადრია წამოჯდომა
-რისი გერიდებათ,ალექსანდრე. თან ბონის უნივერსიტეტისთვის წაგადგებათ ეს კვლევა-სათვალეებს ისწორებს აშკარად კმაყოფილი გუბაზი. რაო? ბონიო? ვინ შეუშვებს ამ ოროსანს გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში. თავს წამოსადგომად მომზადებული ვაჟბატონისკენ ვაბრუნებ, თვალებს ატრიალებს და ზოზინით იწევა ფეხზე
-კარგი ბატონო გუბაზ,ჩავატარებ, ოღონდ მარიამსაც უნდა და ხომ შეიძლება დამხმარედ ავიყვანო?-ან მომესმა ან მართლა ხელქვეითად დასმას მიპირებს ეს არანორმალური. ჯანდაბა! ყოველთვის თან როგორ უნდა ჩამიყოლოს! ასეა, სანამ ენას წაიგრძელებდი კარგად უნდა გაგეთვალა მაშო!
-კი, როგორ არ შეიძლება-არ აყოვნებს გუბაზის პასუხიც. ბურდულის კმაყოფილი სახიდან მზერა მის სკამზე გადამაქვს, მაშ ასე იწყება მისია „გავიმეოროთ რაც რუსიკოს ლექციაზე დაგვმართა“, აჰ ხო ერთი განსხვავებით, ნამდვილად არ ვაპირებ შუა გზაში დაჭერას, დაელეწოს იატაკზე თავისი უტვინო თავიანად! სანამ გუბაზი კვლევის დეტალებს უთანხმებს,მარცხენა ხელს სკამისკენ ვიშვერ და საზურგეში ჩავლებული თითებით მთელი სიფრთხილით ვწევ ოდნავ უკან, ჰო კარგი, საკმარისად უკან იმისთვის რომ ძირს დაეჟღერტოს. გუბაზის საუბრის დასრულება და გულის აფართხალება ერთია, აი ისიც, დგება კულმინაციური მომენტი.
ტუჩზე კბილდაჭერილი ვუყურებ როგორ აბრუნებს კისერს, ოღონდ ეს არა, რატომ აბრუნებს? გაღიმებული ასწორებს თავის უკან დაწეულ სავარძელს და ისევ რვაფეხასავით გაშხლართული ჯდება. სრული კრახი!
-ცუდი ზღარბი,ცუდი- უდარდელად იშვერს იმ ძირში მისამტვრევ საჩვენებელ თითს-ეს მეორე გაფრთხილება იყო,ხომ იცი მესამეზე რა დაგემართება?
-დაემუქრე შენნაირ ხისთავიანებს-ვეჯღანები და კონსპექტებს ჩანთაში ვაწყობ.
ზარის დარეკვა და რუსიკოს კაბინეტისკენ გეზის აღება ერთია, ახლა იმის ქაქანს რა გაუძლებს მთელი საათი. აუდიტორიაში ფეხაკრეფით შევდივარ და ბოლო რიგისკენ მივკაკუნებ. ჯანდაბა, სანაგვე ურნა სად წაიღეს,ახლა ხელით ვატარო გაღეჭილი კევი თუ მერხზე დავაკრა პირველკლასელივით? ჰო მაშო, ნამდვილად ეგრე მოგიწევს. სკამზე ერთი ადგილიც არ მაქვს წესიერად დადებული აშკარად ჩემი მიმართულებით მომავალ ბურდულს რომ აღიქვამს თვალი. არა, კიდევ ერთი საათი ამ ცხოველის გვერდით? არა და არა! ისედაც გასრესილ კევს მთელი ძალით ვუჭერ თითებს. მოიცა, კევი! სანამ საღეჭ რეზინს ვაჩერდები გონება ათას ბოროტულ იდეაზე იწყებს ფიქრს. არა მაშო! სახიფათოა! მზერა უკვე მოახლოვებულ ბურდულზე გადამაქვს და ისევ კევს ვატრიალებ ხელში, ჯანდაბას, ვგიჟდები ხიფათზე!
-აბა ზღარბო, მოგენატრე?-წარბების თამაშით ეყრდნობა მერხს. გაბეზრებული ვატრიალებ თვალებს. ეგაა! შებრუნებული იწევს სკამს და დასაჯდომად ემზადება. ჯანდაბა! ხელის გამოწევა რომ ვერ მოასწრო ხახლში გამოსაყოფი თავი აღარ გექნება მაშო! შენელებული კადრივით ვხედავ როგორ იხრება და ინერციით უახლოვდება დასაჯდომს, ან ახლა ან არასოდეს! სუნთქვაშეკრული ვწევ კევიან თითებს და ის-ისაა მისი უმაღლესობა საბოლოოდ უნდა დაებერტყოს წამის მეასედში რომ ვასწრებ ხელის გამოწევას. არ მჯერა! მგონი გამოვიდა!
-ისევ სკამის გამოშლა გინდოდა ზღარბო?-როგორც ჩანს მოძრაობა შენიშნა ვაჟბატონმა. ოღონდ ახლა არ დაიწვა მაშო!
-შენ რა იყო უჩემოდ ვეღარ ძლებ?-ქვედა ტუჩს მაგრად ვუჭერ კბილებს და ვითომ აქ არაფერიო ისე ვიწყებ ჩანთაში ქექვას
-დამშვიდდი ზღარბო, მე ქერები მომწონს, ცისფერთვალებები და არაზღარბულები, მოკლედ პუტინს უფრო დიდი შანსი აქვს ვიდრე შენ-ხითხითით მიკარკლავს ქოჩორჩამოყრილი. როგორც მასწავლებლები იტყოდნენ, ვნახოთ დღის ბოლოს ვინ გაიცინებს! ნაჩქარევად ვავლებ თვალს მთელ აუდიტორიას და მზერა პირველ რიგში დარჩენილ ერთადერთ თავისუფალ ადგილზე გადამაქვს, რაც უფრო შორს ვიქნებით ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანისგან მით უკეთესი! სასწრაფოდ ვკრებ ნივთებს და უკანმოუხედავად მივკაკუნებ პირველი რიგისკენ. სათვალებიან გოგოს და წიგნში თავჩარგულ ბიჭს შორის წვალებით ვეკვეტები, მორჩა, უსაფრთხო ზონაში ხარ მაშო! ახლაღა ვაბრუნებ კისერს უკანა რიგისკენ, იგივე ადგილზე გათხლაშული ვაჟბატონი წარბაწეული აქნევს თავს. ჯერ სად ხარ ჩიტო!
სანამ რუსუდანი მთელი ემოციებით ახასიათებს ეგვიპტის მუმიებს, წამდაუწუმ ვაპარებ მზერას აუდიტორიის ბოლოში გამაგრებული საფრთხისკენ. როგორც ჩანს ჯეიმს ბონდს ჯერ არ აღმოუჩენია დიდი მაშოს ნახელავი. საუკუნედ გაწელილი ლექციის ბოლოს იავნანასავით ჩამესმის ზარის ხმა, უკვე ჩალაგებული ჩანთით ვძვრები მერხებს შორის და კართან მისული ვაბრუნებ თავს. შუა გზამდე ჩამოსულ ბურდულს აკისკისებული მესამე რიგის გოგო რაღაცის ლაპარაკით თითს უშვერს შარვლისკენ, სიმწრით შეკავებული სიცილით ვუყურებ როგორ აბრუნებს თავს აწ უკვე აწებებული კევით მოარული ვაჟბატონი და გამკაცრებული სახით პირველი რიგისკენ იწყებს თვალების ცეცებას. ახლა ის დროა გაჭენებული ცხენივით გარბოდე მაშო! მზერას ანთებულ თვალებს ვუსწორებ, დერეფანს ჩქარი ნაბიჯით ვკვეთ და მოწყვეტით გავრბივარ ავტოსადგომისკენ. თითქმის ნახევარი გზა მაქვს გავლილი ინსტიქტურად რომ ვიყურები უკან, კართან მდგარი ბურდული ავისმომასწავებლად იღიმება და ადგილს წყდება. აი აქ ცუდადაა შენი საქმე მაშო! თვალით ვზომავ მანქანამდე დარჩენილ მანძილს და მთელი ძალით გავრბივარ. უკვე ახლოს მესმის ფეხების თქარუნი, შანსი არაა მისვლამდე დაგიჭერს! ახლა რა სიკვდილი გავაკეთო? აქოშინებული ვუხვევ გზიდან და იქვე გაჩერებულ ვოლვოს ვუდგები უკან
-ახლა კრუგები უნდა მარტყმევინო სანამ არ დაგიჭერ?-ორ წამში ჩერდება მანქანის ცხვირთან
-დაცვას დავუძახებ სანდრო-თითს გამაფრთხილებლად ვწევ
-დაცვა ოთხამდე არ მოვა აქ-გაღიმებული ხრის თავს გვერდზე. ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და გარემოს ვავლებ თვალს, მაინც და მაინც ახლა არ გამოჩნდება ვინმე
-რა ჩემი ბრალია შენ თუ კევებს აჯდები-კისკისით ვიწევ წინ ჩამოყრილ თმებს
-შენი ნებით გამოდი და მარტო ერთ ხელს მოგამტვრევ-თავის ქიცინით აყრანტალებს გენიალურ იდეას, რა გაჩნდა ასეთი ჭკვიანი!
-გაფუჭებული ადგილი რომ ამოჭრა მაკრატლით და ისე იარო? აღარ მოგიწევს შარვლის გადაგდება-ამდენ ხანს ნათმენი სიცილი ერთიანად ამომდის ყელიდან
-თვითონ გამოუტანე განაჩენი საკუთარ თავს-წარბს სწევს და ადგილს სწყდება. დაბნეული გონება ძლივს ხვდება გაქცევის დრო რომაა, აწივლებული ვიღებ გეზს საკუთარი მანქანისკენ. ხუთი ნაბიჯიც არ მაქვს გადადგმული წელზე ძლიერ მოჭერას რომ ვგრძნობ და აფართხალებული ვშორდები მიწას. სერიოზულად? ასე ბანალურად უნდა დავამთავრო სიცოცხლე? სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდე უკვე ამის სანაქებო ლექსუსზე ვარ მკერდით აკრული. წინ ამის რაში უკან ბურდული,ოფიციალურად დაგერხა მაშო!
-აბა აირჩიე რომელი თითი მოგტეხო-ზურგთან გადაგრეხილ თითებზე მორიგეობით ვგრძნობ შეხებას
-სანდრო მტკივა-უშედეგოდ ვცდილობ ოდნავ მაინც გავინძრე
-აირჩიე თორემ მე ავირჩევ-ზედ ყურთან მოაქვს თავი
-გეყოფა გამიშვი!-სასოწარკვეთილი წივილი ამომდის ყელიდან
-კარგი მე ავირჩევ-პასუხის მოსმენა და საჩვენებელ თითზე მოჭერილი ხელის შეგრძნება ერთია
-სანდრო არ გინდა-ერთ ადგილას ვაბაკუნებ ფეხებს. აზრიც არ მაქვს მოკრებილი მაჯაში ჩავლებული ხელი რომ მატრიალებს და ახლა ზურგით ვეხეთქები მის საყვარელ რაშს, მანქანა მაინც არ ეცოდება?
-მთხოვე ზღარბო-კმაყოფილი ღიმილით მისწორებს თვალს
-არა!-დაუფიქრებლად ვახლი
-მაშინ მოვტეხოთ-წარბებს ათამაშებს და გაკავებულ მკლავზე მიჭერს ხელს
-მიდი მოტეხე-კრიჭაშეკრული ვუსწორებ მზერას
-ანუ მოვტეხო?
-ჰო მოტეხე,მაინც არ შეგეხვეწები-სუნთქვაშეკრული ვშეშდები ადგილზე. ძლიერ მოჭერას ვგრძნობ საჩვენებელ თითზე და თვალებს ინსტიქტურად ვხუჭავ. კაი? მართლა მტეხს? მორჩა, წასულია შენი საქმე მაშო!
-ზოგჯერ შენი მიხრჩობა მინდება ზღარბო-სახესთან ვგრძნობ ამ ცხოველის სუნთქვას, აი თითზე კი აშკარად ვეღარ ვგძნობ შეხებას. მომამტვრია უკვე? და ტკივილი? სად იყო ტკივილი? სასწრაფოდ ვჭყეტ თვალებს, არაა აშკარად ადგილზე მაქვს. აბა რაღას გამიხეთქა გული! ნაკლულია ამხელა კაცი!
-მიშვებ ანუ?-გასათავისუფლებლაფ ვფართხალებ
-უსაჩუქროდ არა-ტუჩის კუთხეს ტეხს და ცხვირწინ დიროლის შეკვრას მიფრიალებს. ჰაჰ გამიმართლა, მე დაუღეჭავი მაინც შემხვდა.
-ავტოსადგომზე ვართ სანდრო, მაინც ვერავინ დამინახავს და ტყუილად უნდა მომისპო შარვალი-პირველკლასელივით ვუკარკლავ
-ვინ თქვა რომ შარვალზე გაწებებ?-მაცდურად სწევს წარბს და სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდე მარჯვენა ხელი თმისკენ მოაქვს, არა არა ოღონდ ეს არა! თითებს შორის მოქცეულ კევს წინ ჩამოგდებული კულულის ბოლოს აკრავს.
-რა ქენი იდიოტო?-საკუთარი აღშფოთებული ხმა უცხოდ ჩამესმის ყურში
-მადლობა თქვი ძირში ჩასაწებებლად რომ არ გაგიმეტე-ახითხითებული მიკრავს თვალს და მძღოლის კარებისკენ მიემართება.



№1 სტუმარი kusa13

აუუ რა საყვარლები არიან ოთხივენიი <3<3 არა რა მაინც მიკვირს საიდან პოულობ ამ მამისმკვლელ შედარებებს :დდდ იმდენს ვიცი ხოლმრ რო რავიცი რაა :დ და იმაზე მინდოდა კიდევ კითხვა "მე შენ და ცუდი ბიჭები" ვიცი იმ თავით არ დამთავრებულა და თქვი მაშინდა გადაწყვიტე როდის დაამთავრებ ?

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო რამდენი ვიცინე ამათ ჩხუბზე :-D
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი Guest თიკო

მაგარია ძალიან

 


№4 სტუმარი nia

ჩემი აზრით უკვე ზედმეტად გაუგრძელდა ორივე წყვილს გაუთავებელი კათა-თაგვობანა, მოსაწყენი გახდა ერთი და იგივე. კარგი იქნებოდა ცოტათი მაინც შეუცვალო მათ ტაქტიკა, თუნდაც დროდადრო ისევ განაგრძონ ერთმანეთის მსგავსი ხერხებით დაგესვლა, მაგრამ რაღაც მომენტები მაინც გამოიკვეთოს კარგი იქნება

 


№5 სტუმარი Guest nita

ვაიმეე ამდენი კაი ხანია არ მიცინია. მაგარი წყვილი იქნება სანდრო და მაშო

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ესენი მე რომ მიყვარს რა ❤❤ ველოდები ახალ თავს და მიყვარხარ ❤
--------------------
M.D

 


№7 სტუმარი Guest GvanCaa

Dagiblokeo :D vaime ra sazizgari vinmea burduli :D

 


№8  offline მოდერი gonegirl

kusa13
აუუ რა საყვარლები არიან ოთხივენიი <3<3 არა რა მაინც მიკვირს საიდან პოულობ ამ მამისმკვლელ შედარებებს :დდდ იმდენს ვიცი ხოლმრ რო რავიცი რაა :დ და იმაზე მინდოდა კიდევ კითხვა "მე შენ და ცუდი ბიჭები" ვიცი იმ თავით არ დამთავრებულა და თქვი მაშინდა გადაწყვიტე როდის დაამთავრებ ?

მიხარია რომ მოგწონთ:)) ამ ისტორიას რომ მოვრჩები დავიწყებ "მე,შენ და ცუდი ბიჭების" მეორე ბონუს თავის წერას, ეგ უნდა იყოს ბოლო blush

თაკოთაკო
ვაიმე ეს რა იყო რამდენი ვიცინე ამათ ჩხუბზე :-D

მეც მეეც :))
Guest თიკო
მაგარია ძალიან

მადლობა blush
nia
ჩემი აზრით უკვე ზედმეტად გაუგრძელდა ორივე წყვილს გაუთავებელი კათა-თაგვობანა, მოსაწყენი გახდა ერთი და იგივე. კარგი იქნებოდა ცოტათი მაინც შეუცვალო მათ ტაქტიკა, თუნდაც დროდადრო ისევ განაგრძონ ერთმანეთის მსგავსი ხერხებით დაგესვლა, მაგრამ რაღაც მომენტები მაინც გამოიკვეთოს კარგი იქნება

ტაქტიკის შეცვლის რა გითხრა მაგრამ მომდევნო თავში რაღაცას ნამდვილად შეცვლის ბატონი ბურდული smirk
Guest nita
ვაიმეე ამდენი კაი ხანია არ მიცინია. მაგარი წყვილი იქნება სანდრო და მაშო

თუ ეღირსათ დაწყვილება კი flushed smile

La Llorona
ესენი მე რომ მიყვარს რა ❤❤ ველოდები ახალ თავს და მიყვარხარ ❤

მადლობა საყვარელო blush

Guest GvanCaa
Dagiblokeo :D vaime ra sazizgari vinmea burduli :D

მეორე ხელი ვერ გაითვალისწინა smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline წევრი Indigo

დღის ფრაზა - "დაბლოკილი სიფათი" :დდდ საოცარი ვინმე ხარ :დდ რამდენი ვიცინე... joy joy joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№10 სტუმარი Gvanci

Vaimeerakargia

 


№11  offline წევრი gogona tbilisidan

cudad var:dddgirsi iko burduli)lekso da nineli dzaan sakvarlebi arian:d <3 masho xo tavistavad sascaulia tavebi ar mkopniss(((nu me rac ar unda didi tavi dado ar mekopa mara maincc :ddd velodebi shemdegs lodini girs xolme martla <3

 


№12  offline წევრი Madridista Girl

აუ ნინი და ლექსო როდის მიხვდებიან რო გიჟდებიან ერთმანეთზე

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ყველაზე მაგრებიი❤️ლექსოსკენ და ნინელისკენ ვარ:დ

 


№14 სტუმარი Guest ნინო

მოკლედ ამ მოთხრობის კითხვა ეცლა დავიწყე სულ მოუთქმელად ჩავიკითხე ყველა თავი მართლა ძაან მაგარი მოთხრობაა, ყველაფერია შიგ და რაც მთავარია იუმორია დიდი დოზით. ღვთისგან ნაბოძები ნიჭი გაქვს წერის მართლა ძაან მაგარი გოგო ხარ❤

 


№15  offline წევრი isterichka123

avai e ra gijebi arian gagrdzele

 


№16  offline წევრი ninuca)))

აუ ძაან მაგარი იყო.
რამდენი ვიცინე :დდ
მაშოს და ბურდულის დიალოგზე ვგიჟდები. joy
საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს,
რომელიც წინა კომენტარზეც დაგიწერე.
(გეცოდინება შენც):დდ
მოკლედ ძაან მაგარია ასე გააგრძელე.
ველოდები შემდეგ თავს და
არ დააგვიანო.
მიყვარხარ! heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№17  offline მოდერი gonegirl

Indigo
დღის ფრაზა - "დაბლოკილი სიფათი" :დდდ საოცარი ვინმე ხარ :დდ რამდენი ვიცინე... joy joy joy joy

მადლობა kissing_closed_eyes
Gvanci
Vaimeerakargia

მადლობა )
gogona tbilisidan
cudad var:dddgirsi iko burduli)lekso da nineli dzaan sakvarlebi arian:d <3 masho xo tavistavad sascaulia tavebi ar mkopniss(((nu me rac ar unda didi tavi dado ar mekopa mara maincc :ddd velodebi shemdegs lodini girs xolme martla <3

ნამდვილად დაიმსახურა smile
Madridista Girl
აუ ნინი და ლექსო როდის მიხვდებიან რო გიჟდებიან ერთმანეთზე

ვკითხოთ smile
ტომაჩკა
ყველაზე მაგრებიი❤️ლექსოსკენ და ნინელისკენ ვარ:დ

ნატალიმ რატო მომტეხეთო laughing
Guest ნინო
მოკლედ ამ მოთხრობის კითხვა ეცლა დავიწყე სულ მოუთქმელად ჩავიკითხე ყველა თავი მართლა ძაან მაგარი მოთხრობაა, ყველაფერია შიგ და რაც მთავარია იუმორია დიდი დოზით. ღვთისგან ნაბოძები ნიჭი გაქვს წერის მართლა ძაან მაგარი გოგო ხარ❤

დიიდი მადლობა blush
isterichka123
avai e ra gijebi arian gagrdzele

აუცილებლად )
ninuca)))
აუ ძაან მაგარი იყო.
რამდენი ვიცინე :დდ
მაშოს და ბურდულის დიალოგზე ვგიჟდები. joy
საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს,
რომელიც წინა კომენტარზეც დაგიწერე.
(გეცოდინება შენც):დდ
მოკლედ ძაან მაგარია ასე გააგრძელე.
ველოდები შემდეგ თავს და
არ დააგვიანო.
მიყვარხარ! heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18  offline წევრი anuki15

Vgijdebi ra am istoriazeee ♥♥♥ mara cota ronantikac daiwyos ukve droa :ddd davitanje otxives codvit :ddd ise martla umagresi istoriaa ai dzalian dzalian miyvars ukvee ♥♥♥

 


№19 სტუმარი Guest ენენე

ვაფშე ყველაზე მაგარი ხარ :დდ ❤ მართლა ოღონდ ❤❤

 


№20  offline მოდერი gonegirl

anuki15
Vgijdebi ra am istoriazeee ♥♥♥ mara cota ronantikac daiwyos ukve droa :ddd davitanje otxives codvit :ddd ise martla umagresi istoriaa ai dzalian dzalian miyvars ukvee ♥♥♥

მადლობა :)) მე მარტო ნინის ცოდვით ვიტანჯები flushed
Guest ენენე
ვაფშე ყველაზე მაგარი ხარ :დდ ❤ მართლა ოღონდ ❤❤

ძალიან დიდი მადლობა blush
Mariiiiami
კიდე კაი მაშო მიხვდა ლექსოს და ნინის რო უყვართ ერთმანეთი ეგ მართლა ბოთე ლექსო ეგ
მარა სხვის საქმეში ყველა ბრძენია და ბურდლთან რო სხვანაირადაა საქმე კი ვერ ხვდება :დდ
კიდე სანდრო თუ იზამს რამეს თრე მაშოს იმედი არ მაქ:დდ
მინდა მალე ვნახო თხივე ერთდა აუ ერთად რო არიან რაა წყვილები და ხო კაი სადმე კუთხეში ხვედელიძეც მარა ეგ იმხელაა კუთხეში რანაირად დასვამ ნუ ხო კაი სადმე იყოს
ხო ზედმეტად ნუღარ გაწელავ რაა ცოტა წინ წაწიე ურთიერთბაა თუ რამე ისეთი არ გაქ გეგმაშიი
მოკლედ ველი ახლა თავს <3

ბოლოს ისე არ მოხდეს მარტო ხვედელიძე ვნახოთ დაწყვილებული თავის შაურმასთან ერთად smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21  offline წევრი ლილიანი

ვააიჰ რამდენ ვიცინეე რაა უჰ რა კაი იყოო მიყვარს ცუდი ზღარბი joy joy აუ ნინი და ლექსო რა ტიპები არიან რაა მოკლედ მაგრად ვერთობი ისე გამიხარდა დადებული რომ იყო რაა გააგრძელეე ძაან მომწონს

 


№22  offline მოდერი gonegirl

ლილიანი
ვააიჰ რამდენ ვიცინეე რაა უჰ რა კაი იყოო მიყვარს ცუდი ზღარბი joy joy აუ ნინი და ლექსო რა ტიპები არიან რაა მოკლედ მაგრად ვერთობი ისე გამიხარდა დადებული რომ იყო რაა გააგრძელეე ძაან მომწონს

მიხარია რომ მოგწონთ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23 სტუმარი Guest nene25

მაგრია ბევრი ბევრი ვიცინე :დდ მალე დადე შემდეგი თავი რა bowtie

 


№24  offline მოდერი gonegirl

Guest nene25
მაგრია ბევრი ბევრი ვიცინე :დდ მალე დადე შემდეგი თავი რა bowtie

ვეცდები ოთხშაბათისთვის მოვასწრო ) ვერ დაგპირდებით
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№25  offline აქტიური მკითხველი La-Na

ესენი დახოცავენ ერთმანეთს რა smile ნინი და ლექსო კიდე როდის უნდა მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვართ.კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№26  offline მოდერი gonegirl

La-Na
ესენი დახოცავენ ერთმანეთს რა smile ნინი და ლექსო კიდე როდის უნდა მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვართ.კარგი იყო

მადლობა smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№27 სტუმარი Eto

Dedaaa otxshabatamde ho movkvdi qali :d :d :d iqneb cota male dado ...
au ra sazizgari bichxia sandro amdeni kinklqoba neta agar mowyinda mashistan?! Male dawyvildnen iqneba... ai leqsos da ninelis. Ra eshveleba ar vici..

 


№28  offline მოდერი gonegirl

Lollipop :))
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ლექსოს ხასიათიდან გამომდინარე მოვწვისავით, რო ნინის მიმართ არ არი გულგრილი. იმედია გვეღირსება ეს წყვილი.
რაც შეეხება ბურდულს..... მაგარი საცემია. მაშო კიდე ჯიგარია.უარესების ღირსია სანდრო. ხეპრე relieved
მალე დადე შემდეგი თავი
აღარ გვალოდინო ამდენი რაააა

ჰომ ლექსომ დაგვაეჭვა :)) ვეცდები მაგრამ გამოცდები მომადგა კარს flushed

Eto
Dedaaa otxshabatamde ho movkvdi qali :d :d :d iqneb cota male dado ...
au ra sazizgari bichxia sandro amdeni kinklqoba neta agar mowyinda mashistan?! Male dawyvildnen iqneba... ai leqsos da ninelis. Ra eshveleba ar vici..

არც მე ვიცი smile გამოცდების კვირა მაქვს და ფიზიკურად ვერ ვიცლი თორე დიდი სიამოვნებით worried
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№29  offline წევრი ketaa

ვაიმე ცუდადვარ :D:D:D:D:D ძალიან მაგარია :D:DD:
სანდრო და მაშო ერთად რაღაც მსოფლიო ევულოციაა :D
ძალიან მაგარია, ველოდები შემდეგს.

 


№30  offline მოდერი gonegirl

ketaa
ვაიმე ცუდადვარ :D:D:D:D:D ძალიან მაგარია :D:DD:
სანდრო და მაშო ერთად რაღაც მსოფლიო ევულოციაა :D
ძალიან მაგარია, ველოდები შემდეგს.

მადლობა :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent