შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...18...


23-04-2017, 00:01
ავტორი kethrine
ნანახია 2 086

გზაზე მიდიოდა გოგონა და თან გონებას ძალას ატანდა, ფაქტები დაელაგებინა და ბოლო აზრს მიმხვდარიყო. გული დამძიმებოდა დაქალის მდგომარეობით. შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა,ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა, როგორ ემოქმედა.
"ძალიან მტკივა გული. ასე არ უნდა ყოფილიყო" მოსმენილი სიტყვები გაახსენდა, თავი გააქნია რომ შენდეგი სიტყვები დაედუმებინა. ვეღარ გაიმეორებდა გონებაში იმას რაც უკვე უნებლიედ მოისმინა. სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი ჩანთიდან და ზუმერს დაელოდა
-გეგა სად ხარ?-აღებისთანავე კითხა გოგონამ
-რა ხდება?
-სერიოზული საქმე მაქვს. დამეხმარე რა გთხოვ
-შენ და სერიოზული საქმე? თუ რამე ხუმრობაა? ვაჩეს რატომ არ თხოვ?
-გეგა ახლა მაგის დრო მართლა არაა, მე შენ დაგირეკე და მგონი ეგ პატარა ტვინი, რომელიც შენი სიმპატიური თავის უკან მოხერხებულად იმალება, უნდა მიხვდეს რასაც ნიშნავს ჩემი ზარი. ირაკლი სად არის?
-მოიცადე,ახლა კომპლიმენტი მითხარი?
-გეგააა! პირდაპირ თუ არაფერი გითხარი მეეჭვება რამეს შენით მიხვდე. მოკლედ ირაკლი ქეთას დაშორდა და...
-ეგ ვიცი ნინი, გუშინ ირაკლი თავის თავს არ გავდა. ახლაც ლევანი და თორნიკე არიან მასთან. ისე მე რატომ დამირეკე?
-ვაიმე... გეგა თუ ახლა ზედმეტ კითხვებს არ დამისმევ და ისე შემხვდები, თან მომისმენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი,გეფიცები სიყვარულს აგიხსნი როგორც კი ყველაფერი დამთავრდება
-გოგო მეუბნევი სიყვარულს აგიხსნიო და თან ამბობ სერიოზულად გელაპარაკებიო. კარგად ხარ?
-ვაიმე ჯანდაბა,ჯანდაბა. არ ვარ კარგად არა. სად ჯანდაბაში ხარ არ იტყვი? თუ არ გინდა დამეხმარო წავალ და ლევანჩოს ვეტყვი რა დაკითხვა მომიწყე. ტვინი გეღძობა კიო რომ თქვა?-მიაყარა უფრო ნერვებმოშლილმა. შენ რომ გირეკავდი მეც კარგი დებილი ვარო გაიფიქრა და ტელეფონი მოიშორა ყურიდან. სენსორს მთელი ძალით დააწვა და ცრემლები წამოუვიდა.
-ჯანდაბა. ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო. მარტო რა ჯანდაბა ვქნა-თავის თავს კიცხავდა,დაუდევრობის გამო.
-საკუთარ თავს ელაპარაკები და კიდევ მე მეძახი სულელს.-ზურგს უკან მოესმა ბოხი,ნაცნობი ბარიტონი, ისე გაეხარდა არც დაფიქრებულა, შეტრიალდა და მაშინვე ხელებგაშლილი მიეგება ბიჭს,კისერზე მოეხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა
-ვიცოდი,ვიცოდი არ დამტოვებდი,ვიცოდი-ბიჭზე შემოხვეული ბუზღუნებდა. ბიჭიც თითქოს წინასწარ იცნობდა ნინის რეაქციას,ხელები ძლიერად მოუჭირა წელზე
-ვგიჟდები შენ სურნელზე და კიდევ შენს ასეთ ქცევებზე-ვნებამორეული ხმით ჩაჩურჩულა გოგონას. სასწრაფოდ ჩამოწია ხელები ნინიმ და ბიჭს ახედა
-ეგ მოიცდის გეგა. სასწრაფოდ უნდა დამეხმარო. უფრო სწორად რაღაც ისეთი გავიგე, ნუ მოვისმინე... რომ ვერ დავტოვებ რა ასე. მარტოც ვერაფერს მოვახერხებ უნდა დამეხმარო. ხო?-ჯერ ეჭვის თვალით უყურებდა ბიჭი, ვერ გაეგო ხუმრობდა თუ მართლა სერიოზულად ნერვიულობდა. თვალებდაწვრილებული ჩაყურებდა თვალებში. ნინიც სპეციალურად არ ახამხამებდა ცისფერ თვალებს. დიდხანს იდგნენ ერთმანეთთან პირისპირ,თვალებში მომზირალნი. ბოლოს ისევ ბიჭმა ვეღარ გაუძლო,თვალები მოაშორა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კარგი რა უნდა გავაკეთოთ?
-მოკლედ ჯერ მადლობა დიდი-ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე ძლიერად აკოცა-ახლა კი ყურადღებით მომისმინე...-ხელზე ხელი მოკიდა და მანქანისკენ დაიძრნენ.

***
სადღაც, შორს... ცისფერ და თეთრ ღრუბლებს შეეკრათ კამარა, მზის სხივებს ართმევდნენ დედამიწას და თავად ინაწილებდნენ. გახარებულები ერთმანეთს ეხუტებოდბენ. ისევ ხელებს შლიდნენ და ისევ თბებოდნენ ერთად, ისევ ეხუტებოდნენ და ერთად სეირნობდნენ. დაბლიდან უყურებდა ქეთა ღრუბლებს,გული სევდად ქცეოდა და იქ სადღაც, შორს... შურდა ღრუბლების. იმ თავისუფალი, ფაფუკი ბალიშების შურდა ასე ერთად რომ დაიარებოდნენ ცისფერ ხალიჩაზე. ცრემლები მოერია უკვე მერამდენედ. მერამდენედ ატირდა გრძნობით ვინ იცის. ადრე თუ ღრუბლები უნაწილებდნენ გოგონას თავის თბილ ცრემლებს, ახლა ქეთას არ ენანებოდა თავის ცხარე,გრძნობით სავსე ცრემლები მათთვის. თვალები ძლიერად დახუჭა,ოდნავ გაიღიმა თვალცრემლიანმა, ისევ მაღლა აიხედა, შავი ფერი გამარჯვებულიყო ღრუბლებს შორის, ქეთაც მოიღრუბლა, უარყოფითად ენიშნა...გზას გახედა... შორიდან დაინახა საყვარელი სხეული,დაძახება უნდოდა მაგრამ სიხარულისგან ვერ შეეძლო, ფეხი გადადგა აკანკალებულმა
-ირაკლი... ირაკლი....-გულში იმეორებდა, ცრემლები ემატებოდა. ისე უნდოდა ჩახუტებოდა,ძლიერად... მთელი სხეულით... ყოველი უჯრედით შეეგრძნო, სახე დაეკოცნა და დაენამა ცხელი ცრემლებით. გულმა ძლიერად დაუწყო ძგერა. ხელი გაწია მაგრამ ვერ მიწვდა, ირაკლიც ამას ელოდაო თითქოს,შეხედა... მაგრამ ეს არ იყო საყვარელი სახის გამოხედვა. ეს იმედგაცრუებული,გულგატეხილი, ფრთამოტეხილი ადამიანის სახე იყო.უხილავი ტკივილის იარა დამჩნეოდა,გული მოეწურა ქეთას,საყვარელ ხელებს დახედა, წითელი ლაქა დაინახა,შეეშინდა... თვალებგაფართოებულმა შეხედა ირაკლის, ლაქისკენ მიმართა მზერა ისევ,ლაქა გადიდებულიყო... თანდათან დიდდებოდა და ძლიერდებოდა,სხეულიც შორდებოდა, ჩახუტების, კოცნის,სიტყვების გარეშე შორდებოდა საყვარელი ადამიანი,გაქცევა და ჩახუტება უნდოდა მაგრამ ვერ იძროდა,ხელებს აქნევდა აქეთ-იქით. ვიღაც ექაჩებოდა უკან. ეძახდა,უყვიროდა... თვალები მაგრად დახუჭა,ფეხზე წამოიმართა და ფართოდ გახელილი თვალებით ირაკლის ძებდა დაიწყო
-ცუდი სიზმარი იყო დედი-მზრუნველი ხმით მიმართა ნინელიმ და შვილს ჩაეხუტა
-სიზმარი არ იყო დე... ის წავიდა... წავიდა შორს.... და უჩემოდ....-ტირილს უმატა,დედის მკლავებს მოშორდა და ბალიშს ჩაეხუტა. მთელი არსებით უნდოდა თავიც აღარ ეგრძნო. თვალები გაშტერებოდა,ცრემლები აღარ მოდიოდა,ერთ წერტილს უყურებდა ისე თითქოს გონება გაუწმინდეს და ახლა აღაარაფერს გრძნობსო. მისი შემხედვარეს შეეშინდა ქალს. ტუჩებზე ხელები აიფარა,ჩუმად ატირდა, მაგრამ ქეთასთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა. ახლა მხოლოდ უსულო სხეულს გავდა, არა არ გავდა.... უსულო უგრძნობი სხეული იდო საწოლზე... და ასე თითქოს უკეთესიც კი იყო.
-ნინი სადაა?-იკითხა ისე თითქოს სულაც არ აინტერესებდა,თითქოს ვალდებული იყო ეკითხა.
-სახლში წავიდა,ალბათ თათიას გააფრთხილებს და მოვა, ისევ მოვა შვილო... ნინი არ მიგატოვებს
-ყველა მტოვებს და ნინი რატომ არ დამტოვებს? ძლიერად რომ მიყვარს იმიტომ მტოვებენ. ბოლოს მაინც მტოვებენ....-ისევ ერთ წერტილს მიშტერებოდა,თვალების დახამხამებაც არ უცდია.
-ქეთა,შვილო... ასე ნუ იზავ დედი... აქ ვართ ისინი ვისაც უყვარხარ და სჭირდები
-მასაც ვუყვარვარ დედა.... მასაც ვუყვარდი...-რობოტივით ისროდა სიტყვებს თან ისე თავადაც ვერ ხვდებოდა... უკვე დაღამებულიყო, ოთახში დღის შუქი ჩაქრა, მაგრამ ქეთა არ განძრეულა. საჭმელი შეუტანა ნინელიმ შვილს, მაგრამ მხოლოდ წყალი მოსვა. ისიც დიდი თხოვნის შემდეგ. შუქის ანთებაზე უარი თქვა, სიბნელე ერჩივნა,ახლა სიბნელეს,სიშავეს დაუმეგობრდა, ისევ წამლები, წამლების მიერ მოგვრილი გაბრუება და შემდეგ სიშავე, კვლავ დომინანტური შავი...
დილით ჩიტების ჭიკჭიკი შეიჭრა ოთახში, თუმცა ახლა სულ სხვანაირად მოქმედებდა ქეთაზე, არაფრის გაგონება აღარ უნდოდა, კიდევ გადმოუვარდა რამდენიმე ცრემლი, მეტი ვეღარ შეძლო,საცრემლე არხი ამოშრობოდა... ტირილი უნდოდა მაგრამ ვეღარ ტიროდა. კარების ხმა გაიგონა,ნინელი დაადგა თავზე საჭმლით ხელში მაგრამ ამჯერადაც მხოლოდ წყალი დალია. ერთიანად ძლაგამოცლილი საწოლზე იწვა,ადგომაც არ უნდოდა. ნინიც ესტუმრა იმ დილით ცოტა უცნაური,ნინისთვის დამახასიათებელი მაგრამ ახლა უკვე გოგონასთვის მიუღებელი ხასიათით. გოგონას გვერძე მოიკალათა დაქალმა, თავზე ხელი გადაუსვა,რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა თუმცა უშედეგოდ. ქეთას არც არაფრის გაგება უნდოდა და არც არაფერის თქმა.
-ქეთ,ხმა ამოღე ჩემო სიხარულო,მიდი რამე მითხარი რა.-ისევ ჩვეული დუმილი ქონდა პასუხად.
-ქეთა როგორ ხარ მითხარი,ხმა ამოიღე,ვეღარ გაგიძლებს ეგ შენი გული. მიპასუხე,თქვი როგორც ხარ!
-არც უკეთესად და არც უარესად.... არანაირად არ ვარ-დაბალი ტონით წარმოთქვა გოგონამ ისე რომ არც შერხეულა.
-მერე...გააგრძელე... თქვი...- არ ეშვებოდა ნინი
-თავი დამანებეთ ყველამ. ეს მაინც შემარგეთ
-არა ქალბატონო,აქედან მკვდარს თუ გამიყვანენ- ნაღვლიანად გაიცინა და ქეთას მიაპყრო ისევ სევდიანი თვალები-თქვი... რას აპირებ... მითხარი ქეთი!
-რა უნდა დავაპირო?
-ელოდები?-არ ეშვებოდა ნინი,გოგონას აყოლიება უნდოდა საუბარში,თუ ამას საუბარს უწოდებდა
-ლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა
-საშინელება ისაა, როცა არავის ელოდები... გეშინია?
-უკვე აღარაფრის...
-გენატრება?
-აღარ ვიცი... არვიცი...-ისევ ერთი წერტილი,ისევ ისეთი ცივი,უემოციო ხმა
-გიყვარს?-თვალებანთებული შეყურებდა ნინი,თითქოს რამე ისეთს, განსაკუთრებულს ელოდებაო. სამაგიეროდ ვერაფერი გაეგო ჩუმად მჯდომ ნინელის. უხმოდ უყურებდა მათ დიალოგს და გულში ათას მადლობას უხდიდა ნინის.
-სიკვდილამდე...-მცირე დუმილის შემდეგ უპასუხა
-რომ მოვიდეს?
-მოვკვდები...
-რომ დაგივიწყოს?
-მოვკვდები...
-რომ აპატიო?! -მოუთმენლობა დაეტყო ნინის. ადგილზე ცქმუტავდა. მართალია სიტყვებს ძალით წიწკნიდა,მაგრამ რაც მთავარია ლაპარაკობდა.
-გულმა აპატია....
-შენ?
-მე ველოდები....
-ადექი ქეთ,მივდივართ! ნინელიმ გაკვირვებულმა შეხედა,ჩუმად დაუქნი თავი და ტანსაცმელი გადმოუღო ქეთას,გოგონა კი ისევ თავის ადგილზე იწვა. არ ინძრეოდა. არაფერი უნდოდა. ამ სიმარტოვესაც არ აცდიდნენ, არ ტოვებდნენ, მართალი იყო ნინელი, ამ გოგოს ვერაფრით მოიშორებდა,არ მოშორდებოდა...არც ნებით და არც ძალით არ დატოვებდა...
-ა დ ე ქ ი-თქო არ გესმის?
-ნინ შემეშვი
-არა არ შეგეშვები. ორი დღეა არ გიჭამია და არ გილაპარაკია,ადექი დროზე. სარკეში ჩაიხედე...მალე!
- სარკეში რა ხანია აღარ ვიხედები! იქ ყოველთვის ვხედავ ადამიანს, რომელსაც სული სტკივა და მე ვერაფრით ვეხმარები....
-დაეხმარები... ადექი მეთქი... გეფიცები მეც მასე ჩავწვები ლოგინში და შენთან ერთად,შენს გვერდით ვიქნები. შენი წონის წამლებს დავლევ, დადექი და მიარე მერე-წელზე დოინჯშემორტყმული დაუდგა წინ და გაფართოებული თვალებით მიაშტერდა.
-რაც გინდა ის ქენი. ოღონდ შემეშვით.
-კარგი-თითქოს ელოდაო ასეთ სიტყვებსაც. წამლებს მიადგა,მუჭში ჩაიყარა,წყალი აიღო და პირთან მიიტანა,აბები პირში ჩაიყარა და წყალი მიაყოლა. ლოყები გამობუშტა,ცალი თვალით გახედა მწოლიარეს,გაფართოებული თვალებით უყურებდა ქეთა. ხმაურით ჩაყლაპა წყალი ნინიმ და კედები გაიხადა.
-შენ გოგო გაგიჟდი?!-ფეხზე წამომხტარიყო და საშინლად ღრიალებდა ქეთა
-რა? -გაკვირვებულმა კითხა ნინიმ
-გდაირიე შენ? ამას როგორ მიკეთებ,საერთოდ არ გეცოდებით,რამდენი აბი დალიე მაინც?
-არვიცი... ათი ალბათ-თავი გადააქნია,ოდნავ დაიჭყანა და თავზე ხელი მოიკიდა ნინიმ.
-ნინი პირი გააღე და ახლავე ამოიღე ეგ წამლები. წამოგყვები, წამოგყვები ყველგან ოღონდ ახლა გული აირიე, გთხოვ-სასოწარკვეთილი მივარდა დაქალს და პირი გააღებინა.
-ე ე... დაიცადე, დაიცადე. ჯერ ჩაიცვი მიდი.
-არა ჯერ ამოიღებ
-კაი ქეთ. არაფერი დამილევია-ქვევიდან ამოხედა დაქალს დამნაშავის თვალებით და დაამატა-გთხოვ. ხომ მიცნობ,საკუთარი თავი ძალიან მიყვარს იმისთვის რომ სიცოცხლე მოვუსწრაფო. გთხოვ წამოდი.- გაბრაზების თავიც არ ქონდა ქეთას, გული ყელში ქონდა თითქოს გაჩხერილი. ძალით ჩააცვა ნინიმ,ნინელიმ თმა დააუვარცხნა. ლამის ჩატენეს მანქანაში. თავი მინას მიადო. უაზროდ იყურებოდა გარეთ თუმცა ზოგადად...ვეღარ გაუძლო, თვალები დახუჭა
"ასე არა თოჯი,თავს მაკარგვინებ" ყურთან ჩაიჩურჩულა გონებამ. უცბად გაახილა თვალები,ცრემლები მოაწვა, მთელი არსებით ენატრებოდა,ენატრებოდა ხმა,შეხება,კოცნა ან უბრალოდ დანახვა. ამაზეც კმაყოფილი იქნებოდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ნინის,ისევ ფიქრებთან მარტო ყოფნა აცადა დაქალს. ცოტა ხანში შეანელა და გზიდანაც გადაუხვია,მალე გააჩერა და გადავიდა,გოგონაც გადაიყვანა და ქეთამ იცნო... ადგილი იცნო... იცნო სიმწვანე... წითელი ყაყაჩო... მწვანეში ჩაფლული წითელი, შუა მინდორში მდგარი ქოხი. გზაზე გაჩერდნენ, იქიდან შესცქეროდნენ ჰორიზონტს.
-შენ... ეს ადგილი...
-ვიცოდი ქეთ... გავიგე... ყველა ადამიანს გააჩნია ის ადგილი რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, მარტო იმიტომ, რომ ჰაერს ახსოვს შენი ბედნიერი სუნთქვა...თუ შესვლა გინდა შედი. მე აქ დაგიცდი
-არა,იქ მის გარეშე....არა....-ცრემლები წამოუვიდა გოგონას,ახალი ტალღა დაატყდა თავს... ცრემლების ტალღა...
-მაშინ აქ ჩამოვჯდეთ.-მშვიდად მიუგო ნინიმ და ერთ-ერთ ხის ძირში ჩამოჯდა. ცოტა ხანს დაიცადა,მის გვერდით მდგომ დაქალს გახედა
- სამწუხაროა როდესაც ადამიანმა რომელმაც უამრავი კარგი მოგონება გაჩუქა, თვითონვე ხდება მოგონება, მაგრამ უნდა გაუგო...მასაც უჭირს თან ძალიან ქეთ
-ამ მოგონებებით როგორ ვიცხოვრო ნინ?ეს ხომ.... რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი რის.. უბრალოდ მინდა დავიცალო, მინდა, რომ იმ სიმძიმეს აღარ ვგრძნობდე გულზე... მინდა , რომ თავისუფალი ვიყო, მისი სიყვარულისგან... მინდა, რომ ერთ დილასაც გამეღვიძოს და აღარ მახსოვდეს.
-თქვი ქეთ, რაც გულში გაქვს მითხარი... ნუ შეაკავებ... თქვი...
-მიჭირს ნინ ძალიან-ცრემლები გადმოცვივდა ჩაწითლებული,დასიებული თვალებიდან, თუმცა გააგრძელა- მომენატრა მისი მოწერილი "სად ხარ?",მომენატრა მისი მოწერილი "რას შვები".ის ხმა მენატრება ნახევრად მძინარეს რომ ჩამესმოდა ყურში... მენატრება დილით გაღიმებულს რომ მეღვიძებოდა და თვალის გახელისთანავე ტელეფონს ვამოწმებდი,ვიცოდი იქ მისი მოწერილი "დილა მშვიდობისა".... "როგორ გეძინა"ან რამე მსგავსი დამხვდებოდა...მენატრება ჩხუბი,რომელიც უფრო და უფრო მაახლოებდა, ჩახუტება მენატრება,დარცხვენილი სახეებით ერთმანეთის ყურება მენატრება.ის ოდნავი უხერხულობა მენატრება.....ჩვენს შორის რომ იყო... ის არარსებული მუსიკა,ერთად რომ ვუსმენდით,ის ღამეები გარეთ რომ მელოდებოდა და ის დღეები დილიდანვე ერთად რომ ვიწყებდით...მენატრება......ყველაფერი მენატრება რაც ირაკლის უკავშირდება....მენატრებააა ნინიიი. ესაა სიყვარული? სიგიჟემდე რომ მივყავარ?
-იცი სადღაც წამიკითხავს "სიყვარული არ არის მოდიოდეს, შუბლზე ნაზად გკოცნიდეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთადო"....
სიყვარულია,ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მუხლებზე მდგარი, ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე, რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.....
სიყვარულია, უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე გაქვავებული, ფეხმოუცვლელად და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე....
სიყვარული არ არის არ შეგეძლოს მასთან ყოფნა და სხვას ეძებდე მისი ადგილის დასაკავებლად.....
სიყვარულია შეგიყვარდეს და მიუხედავად მასთან სიშორისა მთელი ცხოვრება მისი ნაბიჯებით დადიოდე....
უველა წყვილს აქვს გამოცდა ქეთ და მე მინდა ეს გამოცდა გამოგივიდეთ, მინდა რომ ისე ჩააბაროთ,ზოგიერთებს ჭკუა ასწავლოთ. მე მასე მინდა ქეთი და ამაში ჩარევაც რომ მომიწიოს ისე ჩავყობ ხელს შენ არ შეგეკითხები.
-ის ცრემლი მიყვარს ნინი, ის ცხარე სევდით გაჟღენთილი უკანასკნელი ცრემლი მის თვალებს რომ ამშვენებდა, ის გულიც მიყვარს ჩემ გულთან ერთად რომ ჩაიხუტა,ის ტუჩებიც მიყვარს ბოლო კოცნა რომ ეწადა და უარი ვუთხარი. რა ვქნა ნინიი? გამივლის? ალბათ მაგრამ როდის? არა არ გამივლის... უიმისობა მჭირს და ამას მხოლოდ ერთი წამალი აქვს,რომელიც კოვზით არ ისმევა.-ისევ ტიროდა,ტიროდა გულამოსკვნით, თავი მხარზე ჩამოადო ნინის და ძალიან ჩაეხუტა. ნინიც ტიროდა,მაგრამ მისი მიზეზი სხვა იყო. ტიროდა იმ განსაცდელს რაც ჯერ კიდევ ქეთას ელოდა წინ. მაგრამ არც გაჩერება შეეძლო.
-ქეთ ამის დრო არაა, მაგრამ ოდესმე მაპატიებ თუ გეტყვი, რომ შენს ოჯახში რამე ისეთი მოვისმინე რაც არ უნდა გამეგო? ან მე არ უნდა გამეგო?
-რამე ხდება ნინ?
-მე უბრალოდ უსამართლობა არ მიყვარს და ვერ ვეგუები ქეთ. ის ხუმრობები კი როცა ვცრუობდი... ეგ უბრალოდ კეთილი იყო-მხრები აწია ნინიმ და დაქალს გახედა. ქეთამაც ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და გადაეხვია. მოულოდნელად აწრიალდა ნინის ტელეფონი,ჯერ სენსორს დახედა,შემდეგ კი ქეთას.
-შენ და გეგა?-სევდიანი ღიმილით კითხა ქეთამ და ტელეფონისკენ ანიშნა
-ახლა მართლა ეგ გაინტერესებს?-სერიოზულად გაუკვირდა ნინის
-შენ ყველაზე უკეთ მე გიცნობ, ჩვენი ურთიერთობის არ აწყობა,არ ნიშნავს თქვენ დაშორებას ნინი. თქვენ მაინც უნდა იყოთ ერთად.-ნინიმაც გაუღიმა და ტელეფონს დაწვდა
-გეგა?!
-ნინ სად ხარ? მოვედი უკვე
-ახლავე გე. დამელოდე 10 წუთი
-10წუთი? ოხ რა...-აღარ დაუმთავრებია ისე გათიშა. მხიარულად გაუღიმა ტელეფონს და ქეთას დაწვდა წავიდეთ აქ კიდევ მოხვალო... არც უკან გზაზე ამოუღია ხმა არცერთს. ცოტა მოეშვა ქეთას, ცოტა, სულ ოდნავ... მაგრამ მაინც მიხვდა, რომ თავის თავში მომხდარმა ცვლილებამ ნინიც შეცვალა. მუდამ მხიარული გოგონა ახლა უკვე ჩაფიქრებულიყო, თითქოს რაღაცას ეძებდა, იძიებდა, ნახულობდა... არ უნდოდა ნინის შეცვლა,მაგრამ არც იმის ძალა შესწევდა რამე გაეკეთებინა...ზუსტად ათ წუთში მივიდნენ სახლთან. კარი მძიმედ გააღო ქეთამ, გეგა შეეფება წინ, შეკრთა თუმცა ეცადა არ შეემჩნია
-ქეთ როგორ ხარ?-კითხა ბიჭმა თუმცა თვალებით სულ სხვა რამეს ეკითხებოდა
-რავი, შენ?-ნაძალადევად გაუღიმა და ნინის გახედა.
-ავიდეთ ხომ? მამაშენი სახლში იქნება ქეთ? სალაპარაკო გვაქვს-ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონას.
-გეგა გთხოვ არ გინდათ, ვიცი ნინიმ გთხოვა- გეგამ გაკვირვებულმა გადახედა ნინის. გოგონამ თავი გაუქნია მხოლოდ და ქეთას მიმართა
-ქეთ ჩვენ სხვა საქმე გვაქვს-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ისევ დაქალს გახედა. ქეთამაც მხრები აიჩეჩა და ზევით გაემართნენ.
-მოხვედი შვილო? -კარებში შეხვდა ნინელი და სტუმრები მისაღებში შეიპატიჟა. დივანზე მიყუდებულიყო ოჯახის უფროსი და ტელევიზორს უყურებდა,ახალგაზრდების შესვლისას კი ფეხზე წამოდგა
-გამარჯობათ ბატონო ვახტანგ,პირდაპირ გეტყვით,მე ირაკლის ძმაკაცი ვარ-ხელი გაუწოდა თუმცა უკანვე დაწია, არც გაკვირვებია ბიჭს,თავი ასწია და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
-და აქ რისთვის მობრძანდით ახალგაზრდავ? ირაკლიმ გამოგაგზავნათ?-მთელი სერიოზულობით მიმართა უფროსმა. ქეთას ირაკლის ხსენებაზე გააჟრჟოლა. აღარ უნდოდა კიდევ ერთი უსიამოვნება,თავი გააქნია, ოთახში შესვლა უნდოდა, მაგრამ გეგას და ნინისაც ვერ დატოვებდა, ისევ მოთმინებას უხმო და გეგას პასუხს დაელოდა
-არა, აქ უბრალოდ რაღაც უნდა დავაზუსტოდ. სხვა არაფერი. მიეშვით ბატონო ვახტანგ!- თავის თავში დარწმუნებულს და გახარებულს გავდა გეგა,რაც აშკარად უადგილოდ ეჩვენებოდა ქეთას.
-გისმენთ-გაისმა იმ წამს მკაცრი ბარიტონი.
-ვახტანგი ბიძია ანდრია უნდა მოვიდეს და დაველოდოთ. მასაც უნდა კითხოს რაღაც-ხმა ამოიღო ნინიმ და შეფარვით დაქალს გახედა, გაკვირვებული ქეთა ვეღარ მიხვდა ანდრიას რა საერთო ექნებოდა ნინისთან და მით უფრო გეგასთან. გრძნობდა უკვე ვეღარ გაძლებდა. ხან ერთს გახედავდა,ხან მეორეს. ანდრიაც მალე შემოუერთდა,ნინი გადაკოცნა დიდი ხნის უნახავივით და ქეთასკენ გაიწია მაგრამ გოგონამ აშკარა ამრეზით ანიშნა გაჩერდიო. ბიჭიც დაყვა მის ნებას და გეგას ირონიული ჩაცინებაც დაიმსახურა. მკვლელი მზერა ესროლა სიცილის ადრესატს და ნინის მიმარტა
-გისმენ ნინიკო, აბა რა შეკრება მოგიწყვიათ?
-მე უნდა მომისმინო! -დასერიოზულდა გეგა- იცით რა მაინტერესებს? სრულიად ლოგიკურ კითხვას ვსვავ, რა უნდა გააკეთოს ირაკლიმ რომ თქვენი სიმპათია დაიმსახუროს?-გაკვირვებულებმა ერთმანეთს შეხედეს ქეთამ და ნინელიმ, ვახტანგს და ანდრიას კი დაძაბულობა უფრო ეტყობოდათ
-შვილო შენ არ გიცნობ ამიტომ შენთან საქმე არ მაქვს. კარგი მეგობარი ხარ რომ მასზე ზრუნავ მაგრამ ჯობდა მანამდე გეზრუნა სანამ მკვლელი გახდებოდა.-შეუვალი იყო კაცის ტონი. ნინი დაქალს მიჯდომოდა, და ეხუტებოდა,მისი თითოეული გულის ჩხვლეტა ტკიოდა გოგონასაც,მაგრამ უნდა ეთქვა, სიმართლე უნდა ეთქვა.
-ქეთ. ოდესმე ირაკლის მოუტყუებიხარ?-ახლა გოგონასკენ გადმოიცვალა გეგამ
-არა..-მაშინვე გასცა პასუხი კითხვას
-და თქვენ თუ მოგიტყუებიათ ქეთა?-ახლა ვახტანგს მიმართა. კაცმა წარბები შეკრა, გეგას უყურებდა გამჭოლი მზერით.
-თქვი რაც სათქმელი გაქვს და დატოვე ჩემი სახლი!-ბრძანება გასცა ოჯახის უფროსმა
-კარგი მაგრამ ჯერ ერთს ვიტყვი. ქეთას ვეტყვი... უნდა იცოდეს იცით რატომ? უყურებთ თქვენი შვილის ტანჯვას რომელიც თქვენი ბრალია და არაფერს აკეთებთ ამ ერთი გამო**რებული ტიპის ლაყბობის გამო. ხო ქეთ,მაპატიე ვიცი გეტკინება,შეიძლება იმაზე მეტად ვიდრე ახლა გტკივა, მაგრამ მაინც უნდა გაიგო!
-ე რეებს ბოდავ?-ახლა უკვე ანდრიამ ვეღარ შეინარჩუნა სიმშვიდე
-აქედან დამეკარგე თორემ იმის დედას შე**** თუ სახელი და გვარი გახსოვდეს-დაემუქრა ანდრიას და გააგრძელა- ამ ... რავიცი რა შეიძლება ამ იდიოტს ეწოდოს ამის დედაც..... მამაშენის გულის შეტევა ტელეფონში ჩაიწერა და მაშინათვე ირაკლის გადაუგზავნა და ყველაზე ცუდი რა არის იცი? ისეთი კარგი მსახიობები აღმოჩნდნენ რომ გამოუვიდათ,ირაკლიმ ვერ გიყურა ისეთ განადგურებულს. ვერ ისმენდა როგორ დატიროდი ცოცხალ მამაშენს, რომელსაც არაფერი აწუხებდა გარდა ერთი რამისა,კარგად შეესრულებინა ავადმყოფის როლი.-ვეღარ ჩერდებოდა გეგა- ხო, მე ეს არ უნდა მეთქვა,ვიცი უფრო გეტკინა მაგრამ მასეა,იცი სადაა ირაკლი? საავადმყოფოში,იმ ექთანს ელაპარაკება რომელთანაც ჩვენ ვიყავით. ხო არც ირაკლიმ დაგვიჯერა,იცი რა თქვა? რა თქვა ადამიანმა რომელსაც დაუმსახურებლად მკვლელი უწოდე?- გაბრაზებული სახით მიშტერებოდა უფროს თვაურს-იცი? მამამისი ასე არ იზავდა, ქეთას ამას არ გაუკეთებდაო, ჩვენ არ გვენდო და გადასამოწმებლად წავიდა. ახლა კი ჩახედე შვილს თვალებში და უთხარი რომ ტყუილია,რომ ყველაფერი ამ ს*რის ბრალია და ამან გაიძულა. პატარა ლაწირაკმა რომელსაც ყველანაირი გზით უნდა საყვარელი ქალი...-ღრმად ამოისუნთქა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა, ვახტანგი მაგიდას დაყრდნობოდა, განადგურებული, შიშჩამდგარი თვალებით. ნინელი გაკვირვებული იდგა კარებში ვახტანს უყურებდა,მზერით ეხვეწებოდა რამე თქვიო, ნინი კი უკვე ძლიერ ტიროდა,ტიროდა ქეთას გამო და რას გრძნობდა ქეთა? ხელები გაყინვოდა,თვალები გაფართოებოდა,ნელ-ნელა იაზრებდა ნათქვამს, თითქოს გეგას ხმა მასთან ძალიან შორიდან ისმოდა და გვიან მიდიოდა გონებამდე. ნელ-ნელა აწია თავი,მამამისს გაუსწორა მზერა,ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ატყუებდა და თან როგორ?! რა გზით?
-შენ...-ვეღარ გააგრძელა,ხელები აუკანკალდა,სისხლმა ორჯერ მეტი ინერციით დაიწყო სხეულის შესწავლა, მუცელი ატკივდა,თავბრუს ხვევა იგრძნო, ჰაერი არ ყოფნიდა, თავი რამდენჯერმე გადაატრიალა, თვალებიც დახუჭა ალბათ მესიზმრებაო მაგრამ არა... ვეღარ გაეგო რა უფრო ტკიოდა, ის რომ საყვარელმა ადამიანმა მიატოვა თუ ის რომ მეორე საყვარელმა მშობელმა მწარედ მოატყუა. "ალბათ ტყუილია,გეგას რაღაც ეშლება" გაიფიქრა გონებამ მაგრამ სიჩუმემ შეაწუხა ძალიან და თავისი სიჩუმით პასუხიც მიიღო. ვახტანგი განადგურებული იჯდა მაგიდასთან თავჩაღუნული.
-შენ... თქვენ.... კარგი იყო განადგურებული ქეთას ყურება?-ცრემლით ავსებული თვალებით იკითხა. ჯერ ანდრიას გახედა შემდეგ კი ვახტანს. -გეგაზე ბრაზობ?-ისევ ანდრიას დაუბრუნა მზერა რომელიც მკვლელი მზერით უყურებდა გეგას.
-თქვენ ორივემ მომკალით... ხოდა ახლა ბოლომდე დატკბით-მწარედ,ძალით გაიცინა და კარისკენ დაიძრა. მაშინვე დაედევნა გეგა და ნინი, ნინელი ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს...
სადარბაზოდან გამოვარდა გოგონა,ცრემლებს სახელოებით იწმენდა, აღარავინ ყავდა ნინის და ნინელია გარდა. მამა რომელსაც პატარაობაში ეხუტებოდა,რომელიც დიდობაში არიგებდა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, ატყუებდა.... მამა-ყველა გოგონას პირველი საყვარელი მამაკაცი აღარ უნდოდა... გარბოდა ქეთა მაგრამ არ იცოდა სად,მირბოდა და ვერ ხვდებოდა რატომ გარბოდა. ... უბრალოდ სიამოვნებდა,ასე უნდოდა... ასე უნდა ექნა,რამე უნდა გაეკეთებინა....
-ქეთა, არ ქნა! ....-ყურთან მოიტანა სიომ მისი საყვარელი ხმა. ტირილს უმატა,ფეხსაც აუჩქარა, ვეღარ ჩერდებოდა,ყველა იმას აკეთებდა რაც უნდოდა,ამიტომ ქეთაც იმას გააკეთებდა რაც ახლა მას უნდოდა
-ქეთა,შემოიხედე....-ისევ ხმა და ისევ ტირილი... გზისკენ გავიდა, არ შეჩერებულა მაგრამ ახლა გარკვევით გაიგონა მის უკან ყვირილი,ხმის ექო...მობრუნდა... დაინახა.... მისი სიცოცხლისფერი.... შორიდან მორბოდა.... მასთან მორბოდა... მორბოდა თეთრ შუქთან ერთად... ნატვრა უხდებოდა.... მაგრამ ბიჭთან შედარებით,შუქი უფრო მიიწევდა ქეტასკენ და ხმა ოღონდ ამჯერად მასტან ახლოს, მანქანის მუხრუჭის ძლიერი,გამაყრუებელი ჭრიალი,ძლიერი ტკივილი და ბოლოს, მაგრამ ყველაზე ძლიერად დაძახებული "ქეთაა" ყველაზე ლამაზი ხმისგან .....



_____________

დაპირებული დღევანდელი თავი... არვიცი რა გამოვიდა მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ. დიდი მადლობა და ბოდიში შეცდომებისთვის. ველი შეფასებებს. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ. ხო დასასრულსაც დავწერ უკვე ბოლო თავს... მიყვარხართ ძალიან და მიხარიხართ.



№1  offline წევრი LSD

Arvelodii eset tavs namdvilad umagresii tavi iko❤️❤️Vaimee rogor mesheleba nervebii am or idiot pirovnebazee raa kidev kargi simartle gaitkvaa raa❤️❤️Chemi qeta da irakiii aii dzaan sakvarlebii ro arian❤️❤️Ninizee xom shenc dzaan kargad ici roo vgijdebii aii rasac kvia vgijdebii❤️❤️ Madloba roo dges dadee es tavii da ar gvalodinee tan iseti dadzbuli situacia iko wina tavshi ro ar dagedoo sheidzleba gavgijebulikavi(es xumrobit ratkmaundaa aba me ragamagijrbss ):ddd velodebii dasasrulss da imedimakvss kvelaferi kargad dasruldeba mikvarxar daa gelodebii❤️❤️

 


№2  offline წევრი kethrine

LSD
Arvelodii eset tavs namdvilad umagresii tavi iko❤️❤️Vaimee rogor mesheleba nervebii am or idiot pirovnebazee raa kidev kargi simartle gaitkvaa raa❤️❤️Chemi qeta da irakiii aii dzaan sakvarlebii ro arian❤️❤️Ninizee xom shenc dzaan kargad ici roo vgijdebii aii rasac kvia vgijdebii❤️❤️ Madloba roo dges dadee es tavii da ar gvalodinee tan iseti dadzbuli situacia iko wina tavshi ro ar dagedoo sheidzleba gavgijebulikavi(es xumrobit ratkmaundaa aba me ragamagijrbss ):ddd velodebii dasasrulss da imedimakvss kvelaferi kargad dasruldeba mikvarxar daa gelodebii❤️❤️

მადლობა უღრმესი ჩემო გოგო... ყველანაირად ვეცადე პატარა არ დამედო.... მოგწერე კიდეც PM -ში მაგრამ ნახევარი ტექსტი მოვიდა შენამდე :) :* :* მადლობა რომ კითხულობ და კიდევ უფრო დიდი მადლობა შეფასებისთვის. ტკბილზე ტკბილი ხარ :) ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩვენს ქეთის იმედია არ გაწირავ,ირაკლი ძალიან მეცოდება ამ ორი ადამიანის გამო როგორ დაიტანჯა ორივე.ნინი ყველაზე მაგარი გოგოა.გამიხარდა სიმართლე რომ გაირკვა.გეგათი ვამაყობ,ანდრიას თავისი ადგილი რომ მიუჩინა.
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი kethrine

La-Na
ჩვენს ქეთის იმედია არ გაწირავ,ირაკლი ძალიან მეცოდება ამ ორი ადამიანის გამო როგორ დაიტანჯა ორივე.ნინი ყველაზე მაგარი გოგოა.გამიხარდა სიმართლე რომ გაირკვა.გეგათი ვამაყობ,ანდრიას თავისი ადგილი რომ მიუჩინა.

ჩემო ტკბილო გოგო,დიდი დიდი მადლობა ლანა... ვნახოთ რა მოხდება,ჯერ არ ვიცი :) :* ერთი თავი დარჩა,დასასრული ანუ... მადლობა კიდევ ერთხელ რომ კითხულობ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent