შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(11 თავი)


23-04-2017, 11:51
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 2 069

(ჩემო საყვარლებო ესეც 11 თავი)

ცოტა ხნის შემდეგ გეგამ მანქანა ერთ მყუდრო და ლამაზ სახლთან შეაჩერა.
-ნინ მოვედით!-გეგა მანქანიდან გადმოვიდა და ნინიც გვერდით დაუდგა.გეგამ ნელა გააღო სახლის ჭიშკარი და წინ დიდი,ბევრი ხეებითა და ყვავილებით შემკობილი ეზო გადაიშალა.ნინის სახე გაუნათდა და გეგას მკლავზე შემოეხვია.
-ძალიან ლამაზი ეზოა!
-მოგწონს?-გეგამ ნინის ხელი მოხვია-ეს ჩემი ოჯახის აგარაკია,ადრე ბავშვობაში სულ აქ დავდიოდით.ახლა მარტო მე და ჩემი მეგობრები დავდივართ აქ როცა მოგვინდება...ბევრი მოგონება გვაქ აქ ძალიან მიყვარს აქაურობა.
-მომიყევი...ყველაფერი შენზე...
-ჩემო ლამაზო-თავზე ტუჩები ნაზად შეახო-მოგიყვები ყველაფერს,ჯერ შევიდეთ კარგი?
-კარგი.
სახლისკენ მიმავალ ვიწრო ქვაფენილს გაუყვნენ და ეზო გაიარეს.გეგამ სახლის კარი შეაღო და ნინის გზა დაუთმო.სახლი შიგნიდანაც ისეთივე მყუდრო და ლამაზი იყო როგორიც გარედან,ხით გაფორმებულ კედლებზე დაკიდებული ფოტოებიდან ბავშვების მომღიმარი სახეები იხედებოდნენ.ნინი ფოტოს მომღიმარი სახით შესცქეროდა.
-აქ მე და ჩემი ძმა ვართ!-თქვა გეგამ და ფოტოს შეხედა.
-ძმა?ძმა გყავს?
-კი ახლა ამერიკაშია.
-მართლა?დიდი ხანია?
-არცისე სასწავლებლადაა წასული.ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვა.
-1 დეკემბერს?
-ოჰ საიდან იცი?
-მეც ვიცი რაღაცები!-ჩაიცინა ნინიმ-ზემოთ შენი მშობლები არიან?
ნინიმ ფოტოზე მიუთითა საიდანაც ქალი და კაცი სიყვარულით სავსე თვალებით იყურებოდნენ.გეგამ ფოტოს ახედა,თვალებში რაღაც ჩაუქრა
-ჰო...ეს მათი ბოლო ფოტოა.-გეგამ თავი დახარა.ნინის სახე შეეცვალა და გეგას შეხედა.
-ვწუხვარ...
გეგამ თავი ნელა დაუქნია და ფოტოს ოდნავი ღიმილით ახედა.
-ახლა ბედნიერები იქნებიან ჩემსგვერდით შენ რომ გხედავენ...
ნინის გაეღიმა და გეგას შეხედა.ორივე სასტუმრო ოთახში დივანზე მოთავსდენ.გეგამ ნინის თავი კალთაში ჩაუდო.ნინიმ ხელი ნაზად გადაუსვა თავზე და გეგამ თვალები დახუჭა.
-8 წლის წინ ისინი ამერიკიდან აქ მოდიოდნენ,მამას იქ ბიზნესი ქონდა და ამიტომ 2 თვით წავიდნენ მეკი აქ დავრჩი ბებიასთან.იმდღეს ისე ველოდებოდი..მაგრამ... შემდეგ განაცხადეს რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა.ის დღე ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში.-ნინი გეგას აკვირდებოდა და მის სახეზე კითხულობდა იმ დიდ ტკივილს რასაც ახლა ის განიცდიდა.
ნინიმ მზერა გიგის მარჯვენა ხელზე გადაიტანა რომელიც ნინის ხელს მაგრად ჩასჭიდებოდა და ზემოდან მკაფიოდ ჩანდა თვითმფრინავი,რომელიც ნინის გულს მისი პირველი ნახვიდან მოყოლებული უჩქარებდა.
-ამას ამ ამბავთან კავშირი აქვს არა?
გეგამ ხელზე დაიხედა.
-ჰო..ეს მაშინ გავიკეთე.ჩემი ცხოვრების მთავარი ტრაგედია..
-იცი ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ ტკივილს მალავდი..-ნინის ხმა შეეცვალა-თუმცა შენს თვალებში სულ ვხედავდი რაღაცას ღრმად დაფლულს გულში...
გეგამ ნინის ხელი გულში ჩაიკრა.
-შენ სახელიც კი არ იცოდი ჩემი მაგრამ შემიყვარე.ახლაც თითქმის არაფერი იცი ჩემზე.
ნინის გაეღიმა და გეგას ხელი მოკიდა
-მე შენ უხილავად შემაყვარე თავი,მე შემიყცარდი როგორც პიროვნება დანარჩენი არაა საჭირო შეყვარებისათვის და ეს შენ მასწავლე ..
გეგას ღიმილი კვლავ მოეფინა სახეზე
-ამიტომ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
-მეც მიყვარხარ!...აბა არ მომიყვები ვინ შემიყვარდა ასე ძალიან?-თქვა ნინიმდა გეგას გაეცინა.
-ჰომ ეს ერთი უბრალო ბიჭია სახელად გეგა კანდელაკი,რომელსაც ჰყავს ძმა,სამეგობრო და ცხოვრების აზრი სახელად ნინი.ეს გახლავს მთელი მისი სიმდიდრე!
ორივეს გაეცინათ.
-ჰო ნინ ასეა მე ახლა შენ მაცოცხლებ და ჩემი ძმები...-გეგა წამოჯდა,ნინიმ თავი დაადო.
-ნინ მე შენ არადოდეს დაგტოვებ!...დამპირდი რომ არც შენ დამტოვებ..მაშინ ჩემს სიცოცხლეს აზრი დაეკარგება..
-ასე რატომ ლაპარაკობ...მე შენს გვერდით ვარ და არ წავალ ..გპირდები!..-გეგა შემოტრიალდა და ნინის მაგრად მოეხვია.
-ჩემი..მარტო ჩემი ხარ!!
ნინის გაეღიმა.
-ნინ ნახე,იქ ნახატებს ხედავ?-ნინის იმ კედლისაკენ ანიშნა სადაც ფერადი ფანქრებით,ბავშვურად დახატული გოგო და ბიჭი გამოსახულიყო.გეგა სიცილით წამოდგდა ისე რომ ნინისთვის ხელი არ გაუშვია.ნინიმ ინტერესით შეხედა.
-ეს ჩემი ძმის ნახელავია-გეგამ ნახატის ქვემოთ მითითებული ინიციალები ამოიკითხა-ლ.კ-ლუკა კანდელაკი.ეს მევარ ესკი შენ გამოდიხარ.ლუკამ რემონტის დროს დახატა გეგა და მისი შეყვარებულიაო ჰოდა მამამ არ გადაღება და ასე დატოვა,შენ შეყვარებულს ვაჩვენოთო.-გეგამ და ნინიმ სიცილი დაიწყეს.
-ლუკას ძალიან უნდა შენი გაცნობა
-მეც ძალიან მინდა უკვე-გაიცინა ნინიმ.
-წამოდი კიდე რა გაჩვენო.
გეგა და ნინი სახლიდან უკან ეზოში გავიდნენ და გეგამ ერთ ადგილას ჩამაგრებული ხის ნაჭერი აჩვენა
-ნახე...3 წლის წინ იკა აქ წაიქცა და ფეხი მოიტეხა,ჰოდა ეს სანდრომ გააკეთა წარწერით,,იკას მარცხის ადგილი"-ნინის გაეცინა და გეგაც აყვა-მაშინ ჩემი მაისური შემოვიხიე და ფეხი შევუხვიე .არადა წინა დღეს ვიყიდე.-თქვა დანანებით გეგამ.
-ნახე მგონი მოვიდნენ გვრიტები!-გეგამ ნინი ჭიშკრისაკენ გაახედა და ისინიც იქით დაიძრნენ.
ღია ჭიშკარში ჯერ ლილე და იკა შემოვიდნენ მომღიმარი სახეებით ხელიხელ ჩაკიდებულები
-ვაჰ ვაჰ თქვენ გენაცვალეთ მე-დაიწყო გეგამ
-ვაიმე ჩემი გვრიტები-დაამატა ნინიმ
-არ გველოდით?სიცილით თქვა იკამ
-კი თან სწორედ ასე!-თქვა ამაყად ნინიმ.
-მოიცა მოიცა სანდრექსა სა სალი სადარიან?-წარბი შეკრა გეგამ
-აი ჩვენც მოვედით!-კარიდან სანდროს ხმა გაისმა და სალიზე ხელგადახვეული შემოვიდა ეზოში.
ყველას სახე გაუნათდა და ბედნიერების სიცილმა კვლავ მოიცვა არემარე.
-ასე!წავედით ახლა შიგნით.
ყველანი სახლში შევიდნენ.
-აუ გვშია!
-ცოტახანში ყველაფერი იქნება!
გოგონები სამზარეულოში გაიფანტნენ და საქმეს შეუდგნენ.
-აბაა არ მომიყვებით რა მოხდა?-დაიწყო ნინიმ
-საიდან დავიწყო?იქიდან გული რომ გამისკდა სხვა გზით რომ წავედით თუ იქიდან რომ მანქანა გაფუჭდა და ძლივს მოვედით?!-ცალი თვალი მოჭუტა ლილემ
-რაა მართლა?მომიყევი რა რამოხდა-გაიკვირვა ნინიმ.
-უბრალოდ სამივე ძალიან ბედნიერები ვართ ნინ!ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.-თქვა ღიმილით სალიმ.
გოგონები ერთმანეთს მოეხვივნენ და საქმე ხალისით გააგრძელეს.
ბიჭები გარეთ საქმეს შეუდგნენ და მწვადის შეწვა დაიწყეს.
-ეს ყველაზე მაგარი დღეა ჩემს ცხოვრებაში!-თქვა იკამ და ბიჭებს გადახედა.
-ჩვენთვისაც იკუშ და გოგოებისთვისაც დამიჯერე-განაგრძო სანდრომ ღიმილით.
-ჩვენ მათზე უკეთესი არავინ გვყავს..ამიტომ უნდა მოვუბრთხილდეთ!-თქვა გეგამ და იკას და სანდროს ერთდროულად დაადო მხარზე ხელი.
გოგონები ეზოში კერძებით ხელში დაბრუნდნენ და სუფრა გაშალეს.
-იცით რა ვიფიქრე?მოდი ამ დღის აღსანიშნავი რამე გავაკეთოთ ეზოში.-შესთავაზა იქმყოფებს სანდრომ
-როგორც ჩემი მარცხი?-იკითხა იკამ.ყველას გაეცინა.სანდროს აზრი მოეწონათ და მოიფიქრეს რომ ხე დაერგათ,ახლომახლოს ერთი ნერგი იპოვეს და დარგვაში მონაწილეობა ყველამ მიიღო.
-ნეტავ რისი ხეა?-დაინტერესდა ნინი
-სიყვარულის ნინ!-უპასუხა გეგამ
- სიყვარულით დარგული!
ბინდდებოდა როცა გეგა და ნინი სახლის შორიახლოს დასეირნობდნენ.
-წავიდეთ ახლა ჰო?უკვე ბნელდება-უთხრა ნინიმ გეგას
-ჰო როგორც გინდათ.
-დღესაც გავაცდინე სამსახური.იცი რა ?ვიფიქრე და მაგ სამსახურიდან უნდა წამოვიდე.
-მეც ვფიქრობდი მაგაზე მაგრამ არ გითხარი .ისე რატომ გადაწყვიტე ?
-არვიცი აღარ მინდა თან წელს ვამთავრებ სწავლას და ჩემი პროფესიით დავიწყებ მუშაობას.
-ჩემი ბიზნესვუმენი გოგო.
ნინის გაეცინა
-და შენ ახლა რას აკეთებ.
-მამას აქციები ახლა მე და ლუკას დაგვრჩა.ლუკა იქ გააგრძელებს მართვას,რადგან ასე აწყობს.მეკი არსად წამსვლელი არ ვარ.აქ მინდა რამის წამოწყება,მანამდე კი აქედან ყოველდღე ვეხმარები ლუკას საქმეში.მე დავამთავრე კურსები მარტო ლუკას ველოდები რო მოვაგვაროთ.
-ჰოო?ძალიან კარგი.
-შენ რა მიზანი გაქვს?რამე რისი გაკეთებაც გინდა
-რავიცი..ყოველთვის მინდოდა რომ კაფე მქონოდა რომელსაც ჩემით მოვაწყობდი და ჩემით დავაყენებდი ფეხზე .არვიცი ვნახოთ..
- მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები!-ნინის გაეღიმა
-ვიცი!
გეგამ ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ.უკვე კარგად ბნელოდა როცა გზას დაადგნენ.თბილისი განათებულიყო და ჩაწყნარებულიყო.გოგონები ბიჭებს დაემშვიდობნენ და სახლის კიბეებს აუყვნენ.
ნინი ლექციების შემდეგ სამსახურისაკენ დაიძრა და გზად გეგას ზარმაც არ დააყოვნა
-გისმენ
-რას შვები?სად ხარ
-სამსახურში მივდივარ.დღეს წამოვალ.შენ სად ხარ?
-გამოსული ვარ მეც გარეთ იკა ნახე?
-კი ერთად გამოვედით სასწავლებლიდან.
-კაი.დაგირეკავ მერე.
საუბარი დაასრულა და ბოლო სამუშაო დღეც წარმატებით ჩაამთავრა.უფროსის გულდაწყვეტის მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლდა და სახლისაკენ გაემართა.
ფიქრობდა როგორი ერთფეროვანი ყოფილა ცხოვრება აქამდე,როგორ გაუფერადა და გაუხალისა ცხოვრება დაუკითხავად შემოჭრილმა გეგამ.ბიჭი რომლის უკვე ყველა ქცევა და მიმიკა ნინისთვის ბედნიერება იყო.ერთი ადამიანი რომელმაც ცხოვრების ხალისი ასწავლა.ფიქრობდა და ეღიმებოდა ისე რომ ტუჩებს თავს ვერ უყრიდა,თუმცა რატომაცარა მისი ბედნიერება უნდოდა მთელ ქალაქს გადასდებოდა.სახლამდე ასე შეუმჩნევლად ღიმილით მივიდა და კიბეები ლაღად აირბინა,სალი სახლში არ დაუხვდა.თვითონ კი ტანსაცმელი გამოიცვალა და მეცადინეობა დაიწყო.ფიქრებით გაბრუებულმა ძლივს დაასრულა საქმე და წიგნებზე ჩაძინებულს ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.შეშინებული წამოდგა უკან მოიხედა .მის უკან მისივე ღიმილის მიზეზი იდგა,ნინის გაეღიმა და გეგას ჩაეხუტა.
-რაიყო ლამაზო?-ხელები მოხვია ნინის და შუბლზე მზრუნველად აკოცა.
-არაფერი...უბრალოდ მიყვარხარ..-ჩაიბუტბუტა ნინიმ.გეგას გაეღიმა და თვალები გაუბრწყინდა.
-მეც..მეც ძალიან ძალიან!
ნინი საწოლზე ჩამოჯდა და გეგაც გვერდით მიუჯდა.
-კიდევ აივნიდან ამოხვედი?
-არა სალი იყო სახლში და მითხრა რომ აქ იყავიდა რომ შემოვედი ისე საყვარლად გეძინა...
-სალი მოვიდა?არც გამიგია..
-დაიღალე?
-რავიცი..ცოტა-ნინიმ მაგიდაზე დაგროვებულ წიგნებს გადახედა.
-სანდრო და სალი გადიან .თუგინდა სადმე წავიდეთ ან დაისვენე სახლში.
-არა დღეს არა..რაღაც ცუდად ვარ.მგონი გავცივდი.
-კარგი როგორც გინდა.რა გჭირს გაცივდი?გინდა ექიმთან წაგიყვან?
-არა არაფერია...შენ სადმე მიდიხარ?
-არა რაიყო?
-დარჩი თუგინდა.
-კარგი.მაინც ვერ დაგტოვებ ასე.-ნინის ხელი შუბლზე მიადო
-სიცხეც გაქვს..-შეწუხდა გეგა-ასე სად გაცივდი?!
-არვიცი..სალის არ უთხრა თორემ აღარ წაყვება სანდროს.
-ჰო კარგი...
ნინიმ უჯრა გამოაღო და იქიდან თმისსამაგრი ამოიღო.ის რომელიც გეგამ გამოუგზავნა სპეციალური წარწერით ჯერკიდევ მაშინ როცა წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო.
-ეს გახსოვს?-გეგას გაუწოდა და თბილად გაუღიმა.
გეგას სახეზე ღიმილი მოეფინა და თმისამაგრი ამოატრიალა, წარწერას შეხედა.
-რათქმაუნდა...ჩემი ხელით გავაკეთე.
-მართლა?-გაუკვიდა ნინის
-ჰო...
-იცი ,პირველად ეს წარწერა რომ აღმოვაჩინე რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა...
გეგამ თავი დახარა.
-მეც მასეთი განცდა დამეუფლა როცა დაგინახე...



№1 სტუმარი გიჟიი

დზ მაგარიაა და საინტერესო ამ თავში ბევრი რამ გავიგე გეგას შესახებბ და ძალიან მომეწონნა ! დანარჩენებიც ხომ უსაყვარლესები არიანნ ! ვაფრენ ამათზე

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

მიხარია ძალიან თუ მოგეწონა ეს თავიცც

 


№3 სტუმარი Guest ნინი

მალე გააგრძელე რა

 


№4  offline წევრი მარიამი მ.ბ

Guest ნინი
მალე გააგრძელე რა

დღეს დავდებ 12 ს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent