სამი გზა (თავი 10)
თეკლეს სახე გაუფითრდა. დაიბნა, ვერ გაეგო რა ეთქვა. ნუთუ გიორგიმ ვერ იცნო? ეს ხომ შეუძლებელი იყო?! ცივად გასწორდა, თავი გვერდზე გადახარა და სახეზე აშტერდებოდა ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ დაბნეული უყურებდა გოგონას. წინ ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია, ღრმად ამოისუნთქა. -გიორგი, მე ვარ. თეკლე ვარ. ვერ მიცანი? -სწრაფად საუბრობდა ის და ნერვიულად ისწორებდა თმას. ბიჭმა კიდევ უფრო მოჭუტა თვალები, სახე ოდნავ დაეჭყანა. შემდეგ კი, თვალები დახუჭა, სისინით ამოისუნთქა და თავზე ხელი იტაკა. ნერვიულად იჭერდა ხელს და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა. შემდეგ, მშვიდად გაახილა თვალი, უფრო დაკვირვებით ააშტერდა მის თავზე წამომდგარ თეკლეს და სახე ოდნავ დაუმშვიდდა. -ჰო, თეკლე. -ძლივს წარმოთქვა მან. გოგონას გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ ისეთი გაკვირვება ეხატა სახეზე. -რა დაგემართა, გიორგი? ვერ მიცანი? თვალები რატომ გაქვს ასეთი ჩაშავებული? რა გჭირს? -კითხებს კითხვებზე აყრიდა გოგონა ნერვიულად. ბიჭმა კიდევ ერთხელ დაისისინა და თავზე იტაცა ხელი, შემდეგ კი ფრთხილად წამოდგა. წაბარბაცდა და საწოლის თავს დაეყრდნო. თეკლე მაშინვე მივარდა ბიჭთან და მაჯაზე სწვდა. -ფრთხილად, მოიცა. მე დამეყრდენი. -უთხრა გოგონამ და გიორგის მკლავი კეფაზე გადაიგდო. ბიჭს გაეცინა და გოგონას დახედა. -შენ, როგორ უნდა დაგეყრდნო? შენს თავს შეხედე, ოცი კილო მაინც ხარ? -ძლივს საუბრობდა ბიჭი. -რა დროს ეს არის? -სიმწრით დაიყვირა გოგონამ. -მოდი, აქ დაწექი. -ლოგინისკენ წაათრია თეკლემ. ბიჭს წინააღმდეგობა არ გაუწევია. თეკლემ ფრთხილად დაადებინა თავი მას საწოლზე და შემდეგ ფეხები ააწევინა. თვითონ კი თავთან დაუჯდა და გულშეკუმშული დააშტერდა. ბიჭი მიბნედილი თვალებით უყურებდა, თვალებს მძიმედ ახამხამებდა და არ აშორებდა მასთან მჯდარ გოგონას. თეკლეს სიტყვები შეაშრა, კითხვის დასმისაც კი შეეშინდა, თითქოს. დუმილი არჩია საუბარს. უყურებდა გიორგის, პირდაპირ თვალებში ჩაჰყურებდა და გული უფრო მეტად ეკუმშებოდა. ბიჭმა ძლივს აამოძრავა საწოლზე დაგდებული მარჯვენა ხელი და ფრთხილად წაიღო მაღლა, თეკლეს სახისკენ. გოგონამ შეამჩნია, რომ ბიჭს საკუთარი ხელი ემძიმებოდა და თავისი შეაშველა. მან კი, როგორც კი გოგონას შეხება იგრძნო, თვალები დახუჭა. თეკლემ მაგრად მოუჭირა ხელი გიორგის ხელს და ამ უკანასკნელმაც მოჰხვია თავისი ბუმბერაზი თითები გოგონას თხელ თითებს. თეკლეს ხელი სულ ჩაიმალა გიორგის მუჭში და თითქმის არც ჩანდა. ბიჭი ნელა სუნთქავდა, გოგონას კი გული ლამის პირიდან ამოუვარდა, ისე სწრაფად უცემდა. რამოდენიმე წუთი უხმოდ, გაუნძრევლად იჯდა გიორგის თავთან და ხელს არ უშვებდა მას. მყარად იყო ჩაბღაუჭებული მის ცხელ ხელს და თვალს არ აშორებდა მის სახეს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გოგონამ საწოლიდან ადგომა დააპირა წყლის მოსატანად. ოდნავ შეუშვა ხელი გიორგის და სცადა ფრთხილად გამოეძვრინა თავისი ხელი გიორგის ხელისგან, მაგრამ ბიჭმა მჭიდროდ ჩასჭიდა. თვალები ოდნავ შეახილა და თეკლეს შეხედა. -არ წახვიდე. -ძლივს ამოილუღლუღა მან და ისევ მიელულა თვალები. გოგონას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ნიკაპი ოდნავ აუკანკალდა. გიორგის სრულიად ჩვეულებრივმა სიტყვებმა იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია მასში, რომ მთელი სხეული გაუთბო. მისგან წამოსული სითბო, მყარად გაუჯდა სხეულში. შემდეგ კი ოდნავ წამოდგა, ისე რომ ხელი არ შეიუშვია ბიჭისთვის. ფრთხილად აძვრა საწოლზე და გიორგის გვერდით მიუწვა. ბიჭი ოდნავ შეირხა, მეორე ხელი ძლივს აამოძრავა და თეკლეს წელზე გადააგდო. გოგონა მთელი ტანით შეკრთა, თვალები ოდნავ დაექაჩა, მაგრამ ინსტიქტურად უფრო მიეხუტა ბიჭის სხეულს. თეკლეს თვალები დაეხუჭა, გიორგის ყელში ჩაერგო თავი და ღრმად სუნთავდა მამაკაცის სურნელს. ზღვის სუნი იგრძნო გოგონამ და უფრო მოხერხებულად ჩარგო თავი მის ყელში. ალბათ, ასეთი ბედნიერი არც არასდროს ყოფილა. უეცრად, თავზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო და გოგონამ თვალები დაქაჩა. გრძნობდა ცხელი ტუჩების დაწოლასა და სუნთქვას. გოგონამ ფრთხილად ასწია თავი და გიორგის მიბნედილ მზერას შეეჩეხა. ტუჩები ძალიან ახლოს ჰქონდათ ერთმანეთთან და ბიჭის ნესტოებიდან გამონაბერი ცხელი ჰაერი ეკლებად დაუდიოდა მთელს ტანში გოგონას. თეკლემ ინსტიქტურად ბიჭის ტუჩებს დახედა, რომელიც ისე ახლოს იყო თავის ტუჩებთან, რომ გოგონამ თავი ვერ შეიკავა და თითქმის შეახო საკუთარი ბიჭისას. გიორგიმ თვალები მაგრად დახუჭა, მის ირგვლივ კანი სულ დაეჭმუჭნა, ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს. -არ გინდა. -ძლივს თქვა მან და თავი ოდნავ გასწია. გული სწრაფად უცემდა. გოგონა მაშინვე გამოფხიზლდა და სწრაფად წამოჯდა საწოლზე. ნერვიულად დაქაჩა თვალები. მთელს ტანში სირცხვილის მწარე, ცხელი ბურთი დაუხტოდა. სახეზე იტაცა ორივე ხელი და კარგად ჩაიმალა მასში. -მაპატიე, რა სისულელე მომივიდა. მაპატიე... -გიჟივით იმეორებდა გოგონა. -შენზე მეტად მე მინდა ეს გავაკეთო, თეკლე. -ძლივს საუბრობდა ბიჭი, წამდაუწუმ ისველებდა გამშრალ ტუჩებს ენით და მძიმედ სუნთქავდა. გოგონას არაფრის გაგონება არ სურდა, სირცხვილის გრძნობა წვავდა. არ უნდოდა ბიჭს სახეში შეეხედა მისთვის და უფრო მძლავრად იჭერდა გაშლილ თითებს სახეზე. -შემომხედე, თეკლე. -მოესმა გოგონას ხმა, რომელიც სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. -გთხოვ. -ლუღლუღებდა ბიჭი. თეკლემ ფრთხილად გახედა მწოლიარე გიორგის, რომელიც ძლივს ახელდა თვალებს. გოგონა სწრაფად სუნთქავდა და მისი გულისცემა ალბათ მთელს ოთახში ექოდ ისმოდა. -მე... -ძლივს წარმოთქვა ბიჭმა და თვალები ისევ დაეხუჭა. -მე შეცდომა ვარ, თეკლე. შეცდომა, რომლისაც შენ გეშინია. გოგონამ თვალებზე მოწოლილი ცრემლები იგრძნო და ღრმად სუნთქვა დაიწყო, რომ არ გადმოღვრილიყო. ცხელმა შიშმა გაურბინა გულთან, ახლოს. -წადი და აქ აღარ მოხვიდე. -თქვა გიორგიმ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ. გოგონას სახე სულ წაეშალა. მთელი სხეულით კანკალებდა. სიცივემ აიტანა და თვალები მის პოპირდაპირე კედელზე გაუშტერდა. გიორგიმ წასვლა სთხოვა... თეკლე გიორგის ვეღარ ნახავდა... ეს დასასრული იყო... რისთვის? შეშინებული სახე, უეცრად ბრაზისგან აელეწა გოგონას, სწრაფად გადმოძვრა ლოგინიდან და ზემოდან დააშტერდა ბიჭს. -რატომ წავიდე? -დაიყვირა მან. -იმისთვის, რომ შენი კოცნა დავაპირე? -უფრო უწევდა ხმას. -ხომ გითხარი, აღარ განმეორდება მეთქი? -უკვე კანკალი შეერია თეკლეს ხმაში. -ხმა ამოიღე, ახლავე! ახლავე ამიხსენი, რატომ უნდა წავიდე? რატომ წავიდე, რატომ? რატომ? რატომ? -ღრიალებდა გოგონა და ცრემლები ღაპაღუპით მორბოდნენ მისი სახიდან, ნიკაპს სწყდებოდნენ და იატაკზე შრებოდნენ. ისტერიკულად გაჰყვიროდა გოგონა და ვერ ჩერდებოდა. ვერ ტოვებდა გიორგის, არ შეეძლო. უკვე გვიანი იყო, ისე მიეჯაჭვა მას, რომ უკვე ვეღარ წავიდოდა. ვეღარ გაძლებდა უმისოდ. ამას ახლა მიხვდა თეკლე, სწორედ იმ წამს, როცა გიორგიმ უთხა, წადიო. ზუსტად მაშინ მიხვდა გოგონა, რომ ვერასოდეს ვეღარ წავიდოდა მისგან, რადგან თურმე საერთოდ არ ყოფილა ძლიერი. თურმე ყველაზე სუსტი ყოფილა. თურმე 13 ნომერმა კარმა სამუდამოდ დაასუსტა გოგონა, იმდენად დაასუსტა, რომ წასასვლელად ძალა აღარ ეყოფოდა და სამუდამოდ ამ ადგილს მიაჯაჭვა. გიორგი არ ინძრეოდა, თვალსაც აღარ ახელდა. გოგონას ტირილზე არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. თეკლე კი ტიროდა, ღრიალებდა, კიოდა კიდეც, მაგრამ გიორგი იწვა. გაუნძრევლად იწვა და თითქმის შეუმჩნევლად ადი-ჩამოდიოდა მისი მუცელი. გოგონას შიში მოერია. უცებ შეწყვიტა ტირილი და ბიჭს მივარდა. -გიორგი. -შეშინებული ხმით შეანჯღრია გოგონამ. ბიჭს რეაქცია არ ჰქონია. -გიორგი. -უფრო ხმამაღლა დაიყვირა თეკლემ, მაგრამ ამაოდ. -გიორგი. -დაიკივლა ბოლოს მან. *** საავადმყოფიში, საკაცეზე დაწვენილ გიორგის ხელს არ უშვებდა გოგონა. მაგრად ჩაბღაუჭებოდა მას. თითქოს მთელი მისი სიცოცხლე გიორგის ხელში მოქცეულიყო და თუ ხელს შეუშვებდა, მაშინვე შეწყვეტდა გოგონას გული ძგერას. მიარბენინებდნენ საკაცეს და თეკლეც მირბოდა მასთან ერთად. ცრემლები ცვიოდნენ მისი სახიდან. ბოლოს კი ძალით გააშვებინეს ექიმებმა ხელი და კარი ცხვირწინ მოუჯახუნეს. თეკლე საავადმყოფოს იატაკზე იჯდა გაქვავებული. სახეზე არაფერი არ ეწერა, სრული ქაოსი იყო იმ წამს მის თავში. არ იცოდა რა სჭირდა გიორგის და ელოდა... თავადაც არ იცოდა რას, მაგრამ მთელი გულით სწამდა რომ მას არაფერი მოუვიდოდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა. დარწმუნებული იყო ამაში, რადგან თეკლემ მას მისი გულისკენ მიმავალი გზის გაკვლევის უფლება მისცა. მხოლოდ მას მისცა ამის ნება მთელი ცხრამეტი წლის განმავლობაში და გიორგი არ ჰქონდა უფლება, იმედი გაეცრუებინა მისთვის. ამიტომ ელოდა გოგონა, ელოდა და მთელი გულით სჯეროდა მისი ბედნიერების. გიორგის უბრალოდ უნდა ეარსება, სხვა მეტი არაფერი სურდა მას. შეხების უფლებასაც არ მოითხოვდა, საერთოდ არ ნახავდა, თუკი ბიჭს არ ესურვებოდა, ოღონდაც ესუნთქა. ოღონდაც ეარსება. ამ უშველებელ ლურჯ ბურთზე, სადმე გიორგის ადგილიც უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ეს სჭირდებოდა მას, სწორედ ეს გააბედნიერებდა და მაშინ მიხვდა თეკლე, რომ ბედნიერებისთვის სულ მცირედია თურმე საჭირო. ის, რომ სადღაც, შენთვის ძვირფასი გული ძგერს. *** დათას მოსვენება დაეკარგა. იცოდა, რომ მხოლოდ მისი მბრძანებლური ტონი ვერ უშველიდა ამ საქმეს. ზურა უკან არ დაიხევდა და მაინც განაგრძობდა მამამისით მანიპულირებას. ოლიკოსთვის თავის დანებებას კი არ აპირებდა, მთელი სამყარო რომ წინ აღდგომოდა, მეორედ აღარ გაუშვებდა მას ხელიდან. გარანტიები სჭირდებოდა. რაღაც გეგმა იყო საჭირო, რომელიც აიძულებდა ზურას, შეჩერებულიყო. არც კომპანიის ჩაძირვა აწყობდა. იმიტომ არა, რომ ეს კომპანია მისთვის რამეს ნიშნავდა. არამედ, იმიტომ რომ ზურას თავისას არ გაატანინებდა, არ აფიქრებინებდა, რომ მასთან რაიმე გაუვიდა, რადგან დათას ხასიათში სიამაყე და სიძლიერე გამოკვეთილი გახლდათ. უეცრად, მარინა მაჭარაძემ გაიელვა მის გონებაში. ვინ იყო ეს ქალი? თანაც, აშკარა ფლირტი იგრძნო ამ ქალისგან დათამ. შეიძლებოდა, მისგან რაიმე ხელმოსაჭიდი გაეგო, რომელსაც ზურას წინააღმდეგ გამოიყენებდა. ეს აზრი მყარად გაუჯდა ბიჭს თავში, თავისი მანქანის სავარძელში მოკალათდა და მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს. საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც დათა ბარ „ფენიქსში“ შევიდა და გულდასმით მოავლო თვალი იქაურობას. ბარის მბჟუტავი სინათლის ფონზე, გაუჭირდა ქალის მარტივად მოძებნა, ამიტომ ბართან მივიდა. -გაუმარჯოს. -მიესალმა დათა ბართან მდგომ ბარმენს. -გაუმარჯოს. -მიიღო საპასუხო სალამიც. -მარინა მაჭარაძეს ვეძებ, აქ უნდა შევხვედროდი. -აი იქ, მარჯვნივ გაუყევი და სულ ბოლოში ზის. -საჩვენებელი თითით ანიშნა ბარმენმა. დათა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მისკენ ზურგით მჯდომ ქალს, რომელსაც ბოთლით დაედო წინ სასმელი და უკვე თითქმის ფსკერამდე დაეყვანა. მივიდა და მის მოპირდაპირედ დაჯდა. ქალს ისე კმაყოფილი, ნამთვრალევი ღიმილი გადაეკრო სახეზე ბიჭის დანახვისას, რომ გეგონებოდათ დიდი ხანია დათას ელოდებოდა. -გელოდებოდი. -სიამოვნებისგან აღმოხდა ქალს, სასმელის ჭიქა პირთან მიიტანა და ბოლომდე ჩაცალა. -ჰოო? -ალმაცერად ჰკითხა ბიჭმა. -აჰა. -სექსუალურად უპასუხა ქალმა. -როგორც კი დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე შენით. ისეთი სექსუალური ხარ. -გამომწვევად იკბინა ქვედა ტუჩზე ქალმა, თვალები მინაბა და წამდაუწუმ ბარბაცებდა სკამზე. დათას ცალყბად ჩაეცინა. მთვრალ და ამასთანავე მისით მოხიბლულ ქალს, მარტივად აალაპარაკებდა. -ზურას ვინ ხარ? -თბილი ღიმილით ჰკითხა ბიჭმა. ქალს სახე დაუსერიოზულდა და უკმაყოფილოდ დააშტერდა ცარიელ ჭიქას. დათა სასმელის ბოთლს სწვდა და ცარიელი ჭიქა შეუვსო ქალს. ისიც, მაშინვე ეძგერა და ბოლომდე ჩაცალა. -მე ზურას დედა ვარ. -სერიოზული სახით უპასუხა ქალმა. -ნაბი*ვარმა მამამისმა რვა წლის წინ მიმატოვა. მაშინ ჩემი ზურიკო 18 წლის იყო. ერთი წელი ჩემი შვილით ვსულდგმულობდი, ის მატანინებდა ქმრის გარეშე ცხოვრებას. ერთი წლის მერე შვილიც წამართვა. -ზიზღით თქვა ქალმა, შემდეგ კი წამით სახე ისევ სექსუალური მზერით შეცვალა და დათას ხარბად თვალიერება დაიწყო. დათა ღრმად ჩაჯდა სკამში, ფეხები გაშალა და ქვევიდან, ცალყბა ღიმილით ახედა ქალს. მარინა სულ უფრო დაიძაბა, დამჯდარი ვეღარ ჩერდებოდა. ატყობდა მის აღელვებას დათა და უფრო მეტად ეცინებოდა ამაზე. -გინდა, ჩემთან ავიდეთ? -მშვიდად ჰკითხა დათამ ქალს, ისე რომ ღიმილი არ მოშორებია სახიდან. მარინა მაშინვე წამოდგა და ჩანთას სწვდა. დათაც ადგა და წინ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. უეცრად, ქალი მჭიდროდ ჩაებღაუჭა. თავს ვერ იმაგრებდა, ისეთი მთვრალი იყო. დათამ წელზე მოხვია ხელი და ნელა გაიყვანა იქედან. -როგორი კუნთები გაქვს. -ხელს უსვამდა ქალი ბიჭს მხრებზე და მთელი ძალით ეკვროდა მას. დათას უკვე გული ერეოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა მარინას, რომელიც ალკოჰოლის სუნისგან ყარდა. თუმცა თავში ერთი მზაკვრული აზრი უტრიალებდა და მისი განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ამ ქალის ატანა, ცოტა ხნით. დათას საკუთარი ბინა ჰქონდა, სწორედ იქ აიყვანა ბიჭმა მარინა და ჯერ კიდევ გზაში ჩაძინებული ქალი, ლოგინზე დაასვენა. *** ოლიკო და ზურა ერთ-ერთ რესტორანში ისხდნენ და ვახშმობდნენ. ოლიკოს წითელი, მოკლე კაბა ეცვა, სხეულზე კარგად მომდგარი. მისი შემხედვარე, ზურას ჭამაც კი ავიწყდებოდა. სული მისდიოდა, სიგიჟემდე უყვარდა თავისი საცოლე. ოლიკო კი ცოტათი უხერხულად გრძნობდა თავს, ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ თავს უცხოდ გრძნობდა ზურას გარემოცვაში. თითქოს იქ არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ეს მისი ადგილი არ იყო. თავჩახრილი იჯდა და მის წინ მდებარე სალათს უგემურად ჭამდა. გაუაზრებლად დაჰყურებდა მაგიდას და ზურას თვალს არ უსწორებდა. არ უნდოდა დარმწუნებულიყო, რომ უცხოდ გრძნობდა თავს. ეგონა გაუვლიდა, თუკი ზურას არ შეხედავდა, ამიტომ ჯიუტად არ სწევდა თავს მაღლა. ზურა ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა თავის საცოლეს. ამას ემატებოდა, დილით მომხდარი ინციდენტი მასა და დათას შორის, რომლის გამოც მთელი დღე ხასიათი წახდომოდა მამაკაცს. მხოლოდ ოლიკოს დანახვამ მოიყვანა ოდნავ ხასიათზე, მაგრამ მასაც ატყობდა ზურა, რომ ძველებურად აღარ უღიმოდა ოლიკო. აღარ უყურებდა თვალებგაბადრული. ის შუქი, რომელიც მხოლოდ მის დანახვაზე ენთებოდა გოგონას თვალებში, ახლა ჩამქრალიყო, ან სხვისთვის ანათებდა. ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა ზურას, რადგან ოლიკო იყო ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში, ერთადერთი სიყვარული და ამასთან ლამაზი, ჭკვიანი, წარმოსადეგი. სწორედ ასეთი ქალი წარმოედგინა მამაკაცს მის გვერდით. -წითელი ფერი ძალიან გიხდება. -დაარღვია უხერხული სიჩუმე კაცმა. ოლიკომ ფრთხილად ამოხედა, ნაძალადევად გაუღიმა. -მადლობა. -უემოციოდ უთრა გოგონამ. ზურამ ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი, ღრმად ამოისუნთქა. ოლიკო კი ისევ მაგიდას ჩააშტერდა, უგულოდ ასრიალებდა ჩანგალს სალათში. -ხვალ შენებთან ამოვალ, ქორწილზე დავილაპარაკოთ. ოლიკოს თვალები გაუდიდდა ქორწილის ხსენებაზე და სწრაფად ახედა თავის საქმროს. -ჯერ რა გვეჩქარება? -სწრაფად იკითხა მან. -ზაფხულამდე მოვიცადოთ. მამაკაცმა ნერვიულად ჩაახველა, არ უნდოდა რაიმე დაეძალებინა ოლიკოსთვის. არ სურდა დაეფრთხო იგი, თუმცა ხვდებოდა რომ ქორწილი უნდა დაეჩქარებინა. -ხო, მაგრამ... -ნერვიული პაუზა ჩასვა ზურამ. -რას ველოდოთ? -ჯერ არ ვარ მზად. -ძლივს მოიფიქრა მიზეზი ოლიკომ. -რას ნიშნავს მზად არ ხარ? -ოდნავი აღელვება შეეტყო ხმაში ზურას. -ხომ გიყვარვარ? -შიშნარევად იკითხა მან და პასუხის მოლოდინში, სუნთქვა შეეკრა. -ეგ არაფერ შუაშია, ოჯახის შექმნა სხვა რამეა. უბრალოდ მინდა, რომ ცოტა ხანი მოვიცადოთ. ზაფხულამდე თუ არა, გაზაფხულამდე მაინც. -ოლიკო სწრაფად სუნთავდა, სახეწაშლილი შეშტერებოდა მამაკაცს თვალებში. ზურამ წყალი მოსვა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა. ის-ის იყო თემის შეცვლას აპირებდა რაიმე კომპლიმენტით, რომ მისმა ტელეფონმა გაიწკრიალა. ზურამ აუღელვებლად აიღო ხელში და ეკრანს დახედა. სახე გაუფითრდა, ადგილს შეეყინა. ტელეფონი ლამის ხელიდან გაუვარდა, ჰალსტუხს სწვდა ნერვიულად და თითქმის ჩამოიგლიჯა. ეკრანზე დათა გამოსახულიყო გველური ღიმილით, მის უკან კი საწოლი ჩანდა, რომელზეც დედამისი იწვა. ფოტოს ქვეშ კი ეწერა: „ეს, სტიმულისთვის. ნუ გეშინია, ჯერ არაფერი მომხდარა ;)“ -რა მოხდა? -აღელვებით ჰკითხა ოლიკომ. ზურა ადამიანს აღარ ჰგავდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს უცხო პლანეტელი დაინახა, ან რაღაც საშინელი სცენის მომსწრე გახდა. სახეზე ფერი არ ედო, ოფლის წვეთები გამოეკვეთა შუბლზე. გიჟივით ჩაშტერებოდა ტელეფონის ეკრანს და ალბათ, ვერც კი გაიგონა ოლიკოს ხმა. -წავიდეთ. -ოდნავ ტონს აუმაღლა კაცმა და გაფითრებული სახით, ფეხზე წამოიჭრა. ოლიკოც უხმოდ დაჰყვა მამაკაცის სიტყვას და სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ რესტორნიდან. *** თეკლე ისევ საავადმყოფოს დერეფანში იჯდა იატაკზე და უმისამართოდ გაჰყურებდა მის წინ აღმართულ თეთრ კედელს. დერეფანში სხვადასხვა წამლის შერეული სუნი ტრიალებდა, მაგრამ გოგონას შეგრძნება დაჰკარგვოდა. გაუაზრებლად იყურებოდა და ელოდა... თითქმის ერთი საათი იჯდა ასე, გაუნძრევლად, ცივ იატაკზე და ვერ ამჩნევდა დროის ცვლილებას. მის თავზე წამომდგარმა თეთრხალათიანმა ქერა ქალბატონმა გამოარკვია გოგონა და უმალვე წამოიჭრა ფეხზე. სახე გიჟის ჰქონდა. -რა მოხდა? კარგად არის? -შეშლილი სახით ჰკითხა ექიმს. -კი, ახლა კარგად არის. პალატაში გადაჰყავთ. ცოტა ხანი არ შეხვიდეთ, დასვენება სჭირდება. -მკაცრად უთხრა ქალმა და წასვლა დააპირა. -რა სჭირს? -შეშფოთებული სახითა და ოდვანი ყვირილით ჰკითხა გოგონამ წასასვლელად მომზადებულ ექიმს. -თქვენ რა, არ იცით? -გაკვირვებით ჩააშტერდა ქალი. -არა. -გაშეშებულმა თეკლემ ძლივს ამოუშვა სიტყვა პირიდან. -თავის ტვინის სიმსივნე აქვს, გოგონა. -ცივად უთხრა ქალმა. გოგონას თვალთ დაუბნელდა. უყურებდა ქალს, რომელიც კიდევ რაღაცეებს ეუბნებოდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა. მხოლოდ მკვეთრი, ხმამაღალი წუილი ესმოდა ყურებში. ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა, აღარაფერი აღარ არსებობდა. აღარაფერი აღარ იყო ფასეული მისთვის, აღარცერთ სიტყვას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მხოლოდ ორი რამ იცოდა. ორადორი მდგომარეობა არსებობდა, რომელსაც ფასი ედო, ტკბილ-მწარე ფასი. პირველი, გიორგის თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და მეორე, თეკლეს ის თავდავიწყებით უყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.