შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამსჯელი (6)


23-04-2017, 23:50
ავტორი ki si
ნანახია 1 616

დილით ქალაქის ცენტრში არსებული ბინის ფანჯრებს ცა უხვად აფრქვევდა გრილ წვეთებს და საძინებელში საოცარი სიმყუდროვე იქმნებოდა. თითქმის ჩაბნელებულ ოთახში მხიარული კისკისი გაისმა.
-ბოოს გაიღვიძე,-ლიზას წკრიალა ხმას მისივე სიმღერა მოჰყვა და ლაზარიმ ფრთხილად გაახილა თვალები მერე სწრაფად წამოდგა თითქოს რაღაცას ეძებსო მაისური ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
სამზარეულოდან ვიღაცის ღიღინი ისმოდა რომელიც ერთვოდა ლაზარისთვის გაურკვეველ სიმღერას. გოგონას დანახვისას ლაზარი შედგა და ცისფერი თვალებით აათვალიეა მის პერანგში გამოწყობილი ზურგით მდგარი გოგონა რომელსაც გრძელი თმა ლამის წელამდე სწვდებოდა მერე ნელი ნაბიჯით მიუახლიოვდა და ზურგიდან მოეხვია
-დილა მშვიდობის ბოს,-ჩაიცინა გოგონამ და ლაზარის პირისპირ წამში აღმოჩნდა მერე თვითონაც მოეხვია და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს
-დილა მშვიდობის ჩემო სიცოცხლევ,-ლაზარის ჩაეცინა და გოგონა კიდევ უფრო ძლიერად მიიკრა მკერდზე
-ოოჰ ჯანდაბა წამოიკივლა გოგონამ ლაზარის მოშორდა და იქვე გაზქურაზე დადგმულ ტაფას ხელი დაავლო მერე ზედ დადებული ბლინი ჰაერში აისროლა და გადმოაბრუნა
-ოაუ! შესანიშნავი იყო,-ლაზარი იქვე ჩამოჯდა და გოგონას მიაშტერდა
-ასე რატომ მიყურებ?-დაინტერესდა გოგონა
-მერე რა შენ ხომ მალე ჩემი ცოლი გახდები
-ხო მართლა ამაზე გამახსენდა ლაზარი დღეს ჩემი კაბა პირველად უნდა მოვიზომო ხომ წამოხვალ?
-კი რათქმაუნდა ძვირფასო
-დედაჩემი ჩამოვა და სარაც წამომყვება უნდა თავადაც იყიდოს კაბა
-ესე იგი გაბრიელიც მოდის?-დაინტერესდა ლაზარი და ლიზას გამოცხვარი ბლინები მოიდგა
-ალბათ,-ლიზიმ გაბრიელის სახელის გაგონებაზე რაღაც არასასიამოვნო იგრძნო
-კარგი ლიზი ახლა სამსახურში უნდა წავიდე
-საუზმე?-ლიზიმ თვალები დააელვა
-სამსახურში მომიტანე გთხოვ,-დაიმანჭა ლაზარი
-არა ლაზარი ამას არ გავაკეთებ
-რატომ?
-უბრალოდ წადი,-ლაზარი მხიარული სიცილით გაემართა საძინებლისაკენ გამოიცვალა და სმოკინგში გამოწყობილმა მალე დატოვა სახლი

ლიზი დიდიანი იჯდა სარკის წინ და საკუთარ თავს მიშტერებოდა.
სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე გონების მოკრებას ცდილობდა ბოლო ხმაზე მღეროდა და შეძლების და გვარად ცეკვავდა თანაც ცდილობდა თავის ახლად დამთვრებულ კაბაზე ეფიქრა ასევე დილით საქმეზე უნდა წასულიყო და ღელვას ამას აბრალებდა.
............
კარებზე კაკუნი გაისმა გაბრიელი ნელა წამოდგა კართან მივიდა და ფრთხილად გააღო კარი.
-გაბრიელ დილა მშვიდობის,-ლიზა მის წინ იყო ასვეტილი და გაბრიელს თვალებში შესჩერებოდა
-ლიზი? დილა მშვიდობის
-შეიძლება შემოვიდე,-გაბრიელი კარს მოშორდა და ლიზა ოთახში შეუშვა,-სარა სახლშია?
-ჩვენ ერთდ აღარ ვცხოვრობთ ლიზი
-რატომ?-ლიზიმ თვალები დააბრიალა,-ჩემს დაქალს თუ აწყენინე იცოდე..
-არა, არა ეს სარას იდეა იყო გადაწყვიტა ერთმანეთისაგან ცოტახნიოთ დაგვესვენა
-რაა?
-ხო მეც მეუცნაურა,-გაბრიელმა ტუჩები დააჭირა ერთმანეთს,-სარასთან გინდოდა რამე?
-არა სიმართლე ვთქვა შენთან მოვედი
-მართლა რა საინტერესოა ერთი კვირაა გამარჯობაც არ გითქვამს ახლა რითი დავიმსახურე შენი ყურადღება
-დღეს მე, დედა, ლაზარი და სარა კაბის საყიდლად მივდივართ
-მერე გინდა რომ გამოგყვე?-გამომწვევად აათვალიერა გოგონა
-არა გაბრიელ მინდა რომ თუ სარა გთხოვს არ წამოხვიდე
-რა რატომ?
-იმიტომ რომ იქ დედაჩემი იქნება და შენ შენ
-მე შენი საქმრო არ ვარ,-დაასრულა გაბრიელმა
-ჰო ასეა
-კარგი და რას მივიღებ სამაგიეროდ?
-რა გინდა?
-მისმინე მე ახლა უნდა ვაწყენინო შეყვარებულს მეგობრას და რატომ უნდა გავაკეთო ეს მხოლოდ შენც გამო
-იმიტომ რომ გთხოვ,-ლიზას უცნაური ხმა შემოესმა და გაბრიელის უკან გაიხედა
-შენ რა კატა გყავს?-ზიზღით შეხედა გოგოგნამ საზარელ არსებას
-ხო რომ ჩამოვედით მაშნ ვიყიდე სამახსოვროდ,-გაბრიელს ლოყა დაეჩხვლიტა
-მოკლედ შევთნხმდით თუ არა?
-ვიფიქრებ,-ლიზამ სახე დამანჭა და გაბრიელს ხავსისფერი თვალებით შეაჩერდა
-ხო მართლა შენთვის რაღც მაქვს
-რა?
-დამიცადე,-გაბრიელი იქვე კარში გაუჩნარდა
„-სასწაულებრივი სტუმართ მოყვარეობაა,-ლიზამ კოლიდორი მოათვალიერა და გასასვლელ კარს მიეყრდნო“
-აი მოვიტანე,-გაბრიელმა ლიზას ცემინება რომ გაიგონა გაეცინა და პატარა ყუთი მიაწოდა
-ეს რა არის?-ლიზამ ცნობისმოყვარეობით შეათამაშა ყუთი
-გახსენი,-მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და მოვლენების განვითრებას დააკვირდა. ლიზამ კიდევ ერთხელ დააცემინა და ყუთი გახსნა
-ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა,-დაისისნა ლიზამ და ყუთიდან პატარა მედალიონი ამოიღო რომელზეც კატა იყო ჩამოკიდებული
-დაგეხმარო გაკეთებაში,-გაბრიელმა წარბები ასწია
-კარგი გაბრიელ დამეხმარე,-ლიზა შებრუნდა თმები გადიწია და გაბრიელს მედალიონი მიაწოდა. ბიჭმა მედალიანი გამოართვა და შეკვრას დიდხანს ცდილობდა
-გაბრიელ ბებიაჩემიცკი უკეთ გააკეთებდა ამას
-არამგონია ბებიაშენი ჩემსავით მონდომებული ყოფილიყო
-გეყოს მეჩქარება სამსახურშიც უნდა შევიარო
-კარგი,-გაბრიელმა როგორც იქნა შეკრა მედალიონი ლიზას თმა გაუსწორა და შეათვალიერა
-ესეიგი შევთანხმდით?
-არა მოვიფიქრებ მეთქი გითხარი
-კარგი ხო,-დაიწუწუნა ლიზამ და კარში გაუჩინარდა

სამსახურში მოწყენილობა იყო ლიზას ვარჯიშიც მობეზრდა მას შემდეგ რაც ფორმიდან ამოვარდნილი რამდენჯერმე დაანარცხეს ძირს.
-ლაზარი წავედით,-ლიზი მონდომებული შევიდა ლაზარის კაბინეტში იქ რამდენიმე სოკინგიანი კაცის დანახვისთნავე შედგა
-საყვარელო ვშიშობ დღეს წამოყოლას ვერ მოვახერხებ ვწუხვარ
-კი მაგრამ ლაზარი,-ლიზი გაბრაზებული გამოვიდა ოთახიდან და კარი ისე გაიჯახუნა ლაზარის სტუმრებისათვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევია
ლიზის ქუსლების კაკუნი მალე მიჩუმდა და ლაზარიმ საუბარი განაგრძო თუმცა გული საშინლად დასწყდა როდესაც ლიზას გაბრაზებული თვალები დაინახა.


-სარა შენც უარს თუ მეტყვი იცოდე თავს მოვიკლავ,-საყვედურით შევიდა მეგობრის ოთახში და სკამზე დაეცა
-რათქმაუნდა მოვდივარ ლიზი უბარლოგ ერთ-ერთ თანამშრომელს მაკიაჟს გაბუკეთებ წადი და მოვალ კარგი?-სარამ გაბრაზებულ მეგობარს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა
-სარა!
-რაიყო?
--რატომ აღარ ცხოვრობ გაბრიელთნ?-სარამ ოთხში თავი შემოყო
-შენ საიდან იცი?
-დღეს შენთნ მოვედი და არ დამხვდი
-ხო ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა თუ ცოტაცახანს დვასვენებდი გაბრიელს
-რაში სჭირდება გაბრიელს დასვენება?
-ლიზი მე ასე გადავწვიტე გემუდარები ნუ ჩამეძიები
-კარგი როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა ლიზიმ და თვითონაც გამოვიდა ოთხიდან.


...............
სალონში სულ რამდენიმე ადამინი იყო ლიზამ კიდევ ერთხელ დაათვალიერა კაბები რომლებიც ოდესღაც დაიწუნა მერე თეთრ დივანზე დაჯდა სარკეში საკუთრი თავი აათვალიერა და ინგრიტის ნომერი აკრიბა
-საყვარელო მაპატიე,-მოესმა დედის ხმა
-რამოხდა დედა?
-ვერა შეუძლოდაა მიჩი სამსახურშია და ჩემთან დატოვა ასე რომ მას ვუვლი და ვერ მოვდივარ მაპატიე გთხოვ
-კარგი დედა არაუშავს,-ლიზამ კიდევ ერთხელ გულში ვერაზე უამრავი საძაგლობა გაიფიქრა და მობილური გათიშა
-შუადღე მშვიდობის ლიზი მოვიტანო შენი კაბა?-ლიზის თავისი მკერავის დანახვამ ცოტა არ იყოს შვება მოჰგვარა
-არა ჯერ არა დელია მეგობარს ველოდები
-ლაზარი სადღაა,-დელიამ გარემო მათვალიერა
-ვერ წამოვიდა დელია
-კარგი ძვირფასო დამიძახე როცა მოვა სხვა პატარძალს გავაცილებ,-ლიზამ ქალს თავი დაუქნია და სათვალე შეისწორა.
ნახევარ საათიანი ამაო ლოდინის შემდეგ ლიზამ სარას დაურეკა
-სარა სად ჯანდაბაში ხარ?
-ლიზი, ლიზი მაპატიე ვერ მოვდივარ
-რას ნიშნავს ვერ მოდიხარ სარა ჭკუიდან არ გადამიყვანო,-ლიზიმ თავლები დაქაჩა
-მაპატიე ლიზ
-იცი რაა დაივიწყე სარა,-ლიზიმ მობილური გათიშა და იქვე მიაგდო
-დელია კაბა მომიტანე თუ შეიძლება მე მარტოც კარგად მოვიზომებ
დელია ლიზის გასახდელში შეუძღვა და კაბაც სწრაფად მოუტანა
-დავრჩე ლიზი?
-არა დელია წადი საქმეს მიხედე ცოტახანს მარტო ვიქნები მერე კი თავად დაგიძახებ
-კარგი ლიზი.
გოგონამ აუჩქარებლად გამოიცვალა და თავისი ახლად შეკერილი ტანზე მომდგარი კაბა ჩიცვა რომელსაც წელს ქველოთ მძიმე ნაჭერი ჰქონდა შემოხვლებული და სხეულზე არაჩვეულებრივად ედგა. ლიზა დიდხანს უყურებდა თავის თავს და ღრმა ფიქრებში წასულმა ვერცკი შენიშნა როგორ აიწია უკან გახსნილი კაბის ელვა
-ძალიან გიხდება,-დაიჩურჩულა მის ყურთან ვიღცამ
-უკვე აღარ ვარ დარწმუნებული,-ლიზის თვალებიცკი არ გაუხელია ისე გაეპასუხა მოსაუბრეს
-რაში აღარ ხარ დარწმუნებული ლიზი?
-იმაში რომ ნამდვილად მინდა მისი ჩაცმა
-რატომ?
-არვიცი,-გაბრიელი ლიზას წინ აისვეტა და სათალეები მოხსნა
-შემომხედე,-გოგონამ ნელა გაახილა თვალები,-რას ხედავ?
-შენს ბუნდოვან გამოსახულებას
-მე კი შენს ლამაზ თვალებს
-ჩემს ხასიათზე მოყვანს ცდილობ?
-ჰო,-ჩაეცინა გაბრიელს და ლიზა ხელის ადვილი მოძრაობით ჩამოსვა პატარა პლათფორმიდან
-რას აკეთებ?
-ვერ გაიგებ ეს ის კაბაა თუ არა თუ ცეკვაში არ გამოსცდი,-გაბრიელმა მობილური ამოიღო ჯიბიდან და რაღაც ლიზასათვის უცნობმა სასიმოვნო მელოდიამ სწრაფად აავსო გასახდელი.გაბრიელმა გოგონას ხელი ძლიერად მოხვია წელზე და გულზე მიიკრა
-რას აკეთებ?
-შენს ქორწილში აუცილებლად უნდა იცეკვოს მეჯვარემ და პატარძალმა და ეს რეპეტიციად ჩათვალე ახლა კი მოკეტე მომენტს ნუ მიფუჭებ.
ლიზამ მოულოდნელად დააცემინა
-კატის სუნი აგდის
-მე ხომ ახლახანს ვიყიდე კატა მას კი კარგად სჭირდება მოვლა
-იქნებ სარა ამიტომ გაგექცა,-გაბრიელმა კიდევ უფრო ძლიერად მიიკრა გულზე ლიზა
-რას აკეთებ ვერ ვსუნთქავ
-იქნებ გაჩუმდე კიდევაც.


...............
ლაზარი ნერვიულად იმტვრევდა თითებს და კედლებს აწყდებოდა რამდენჯერმე აიღო მობილური და სწრაფად აკრიბა ნომერი მაგრამ არავინ პასუხობდა.
-გაბრიელ,-დაიყვირა ბოლოს როცა მეგობარმა მის ზარს უპასუხა
-რახდება?-გამოეპასუხა გაბრიელი ნამძნარევი ხმით
-ლიზი სადაა?
-მე საიდან უნდა ვიცოდე ბოლოს რომ ვნახე ორი დღის წინ სარას მოაკითხა ჩემს სახლში
-გაბრიელ ახლავე იპოვე გემუდარები
-რახდევა ლაზარი შენ სადახარ?
-ორი დღის წინ მთხოვა საქორწინო კაბის სანახავად გავყოლოდი მე კი ვერ მოვახერხე მერე, ისე გამოვფრინდი ფხენიანში საქმეზე არც კი გამიფრთხილებია გუშინ საქმეზე უნდა წასულიყო მას აქთ არ მპასუხობს არც მობილურზე არც ელ. ფოსტაზე
-სად უნდა წასულიყონ საქმეზე ლაზარი რატომ გაუშვი
-დამპირდა ეს ბოლოაო გემუდარები მიდი ოფისში და მის საქაღალდეებში მოძებნე სადაა გთხოვ ძმაო
-კარგი ნუ მაცდენ მაცადე,-გაბრიელმა მობილური გათიშა სწრაფად ჩაიცვა და ადგილს მოსწყდა.
ლიზას ძებნა მისი კაბინეტიდან დაიწყო მაგრამ იქ მისამართების გარდა ვერაფერი ვერ იპოვა გიჟივით გამოვარდა კაბინეტიდან და სარდაფისაკენ გაიქცა სადაც ჰაკერებისათვის ცალკე იყო მოწყობილი სამუშაო ოთახი იქ გაბრიელს მხოლოდ ერთი თანამშრომელი დაუხვდა
-დერეკ რა კარგია რომ აქ ხარ,-აღმოხდა შვებით
-გაბრიელ? ყველაფერი რიგზეა
-ლიზა კონტაქტზე არ გამოდის ლაზარი ღელავს შეგიძლია რომ იპოვო მობილურის საშუალებით
-რათქმაუნდა,-ბიჭი სწრაფად დაასრიალებდა თითებს კლავიატურაზე და თვალებით ერთი სიტყვიდან მეორეზე გადარბოდა ბოლოს ფურცელზე მისამართი დაწერა და გაბრიელს გაუწოდა
-გუშინ ანტონიო დისთან ერთდ ამ სასტუმროში დარეგისტრირდა გაბრიელ სწრაფად იპოვე ეს კაცი მსოფლიოს საშიშ ხალხს შორის მესამე ადგილზეა.
-მადლობა დერეკ,-გაბრიელი უკვე ალბათ მანქანასთნ იყო ეს სიტყვები რომ სთქვა
გიჟვით მიაქროლებდა მანქანას და თან თავისთვის ჩურჩულებდა
-ლიზა გთხოვ ცოცხალი დამიხვდი გემუდარები ლიზ არ მიმატოვო,-ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ჭიანჭველასავით მიღღავდა.
მიუხედავად იმისა რომ სწრაფად იარა და გზად ერთი დაბრკოლებაც არ დახვედრია ქალაქ გარეთ მდებარე მდიდრულ სასტუმროში მისვლას მაინც ორი საათი მოანდომა.
-მე ანტონიო დის ვეძებ,-ძლიერად დაარტყა ხელი მაგიდას და მენეჯერს შეხედა
-მაპატიეთ ასეთ ინფორმაციას არ გავცემთ,-თქვა გოგონამ უდარდელად
-მე შენ გიჩვენებ არ გაცემას მისმინე იმ კაცთნ ერთდ გოგონა იყო ის გოგონა საფრთხეშია უნდა დამეხმარო
-რას არ კადრულობთ ჟურნალისტები რომ ცნობილი ადამიანები გამოიჭროთ,-დაიწრიპინა გოგონამ და ცხვირ წინ გაზეთი გაიშალა
-მისმინე გოგონა ის გოგო ჩემი საცოლეა და თუ რამე მოუვა არ გაცოცხლებ თვალსაც არ დავახამხამებ ისე მოგახრჩობ
გოგონამ მაშნვე დააჭირა წითლ ღილაკს და დაცვა გამოიძახა
-ჯანდაბააა,-ღირალებდა გაბრიელი და გაბრაზებული მუშტებს იქნევდა
-ჰეი მისმინე,-შემოესმა გვერდიდან
-რაგინდა,-შეუღრინა დამლაგებელის ფორმაში გამოწყობილ გოგონას
-შენ რომ ეძებ ის გოგონა და კაცი აქვე ახლოს დაუმთვრებელ სატუმროს შენობაში წავიდნენ აი იმ გზას გაყევი და მალე დაინახავ,-გოგონამ ხელები გაიშვირა და გაბრიელს მიმართულება უჩვენა
-შენ კარგად იცნობ იმ ადგილს?
-კი
-წამომყევი და რამდენსაც მთხოვ გადავიხდი,-გაბრიელმა გოგონა მანქანაში ჩისვა და მისი ნაჩვენები მიმართულებით წავიდა.
-აი აქ გააჩერე,-გოგონა მანქანიდან გადავიდა და გაბრიელიც უკან მიჰყვა. შენობას ჯერ კიდევ მხოლოდ კონსტრუქცია ჰქონდა
-აქ რა უნდოდათ?
-დავინახე ის კაცი როგორ მოათრევდა გოგონას აქ,-გაბრიელს სისხლი გაეყინა
-სწრაფად უნდა ვიპოვოთ,-დაისისინა და მთელი ხმით დაიწყო ლიზასათვის ძახილი
-აქეთ,-გოგნამ გაბრიელი თვისთნ მიიხმო და მეროე სართულიდან გადმოკიდებული რაღაც დაანახა.
-ღმერთო ჩემო ლიზი გთხოვ ეს არ გამიკეთო,-ბიჭი სწრაფად გაიქცა კიბეებზე და მობილურის შუქზე ნათლად დაინახა ლიზის გაფერმკრთლებული სახე რომელიც მაისურით კაუჭზე ეკიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია ლიზის მოუსწრებს.უფ რა იყო ეს ახლა ჰა.ლაზარის მინდა თავი წავაჭრა,არასდროს არის ლიზას გვერდით,სულ გაბრიელი ეხმარება,მოიცილოს რა თავიდან უჰ.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ki si

La-Na
იმედია ლიზის მოუსწრებს.უფ რა იყო ეს ახლა ჰა.ლაზარის მინდა თავი წავაჭრა,არასდროს არის ლიზას გვერდით,სულ გაბრიელი ეხმარება,მოიცილოს რა თავიდან უჰ.

smile smile რა გააკეთოს ლაზარი დაკავებული ბიჭია

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ki si
La-Na
იმედია ლიზის მოუსწრებს.უფ რა იყო ეს ახლა ჰა.ლაზარის მინდა თავი წავაჭრა,არასდროს არის ლიზას გვერდით,სულ გაბრიელი ეხმარება,მოიცილოს რა თავიდან უჰ.

smile smile რა გააკეთოს ლაზარი დაკავებული ბიჭია

უჰ ისეა დაკავებული საცოლისთვისაც ვერ იცლის.არ მწამს ასეთი სიყვარულის
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent