ძველი პიანინო - 37
37. მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა ცარიელ ტილოს, დიდი სურვილი ჰქონდა თავისი წარმოდგენით დაეხატა მკვლელი, მაგრამ როგორ უნდა შეექმნა მკვლელის სახე, როცა მისი სულიერი პროფილიც კი არ იყო დაზუსტებული. - ვითომ ერთი ჩვეულებრივი ფსიქოპატია და გიჟი არ არის? ფიფოს მხატვრის სიტყვებზე გაეცინა: - „ჩვეულებრივი“... - ეს როგორ გავიგოთ? თუ იმის თქმა გინდა, რომ ერთ ქალაქში ერთი ფსიქოპათი მაინც უნდა დადიოდეს... - ერთ ქალაქში კი არა ყოველ უბანს თავისი გიჟი ჰყავს. - თუ გიჟია, მაშინ ძაან კარგად ორგანიზებული გიჟია! - არა! კარგად ორგანიზებულ გიჟი - იგივე ფსიქოპათია ფიფომ ჩაფიქრდა, არაფერი უპასუხა. ამდენი საუბრისა და განსჯის მერე მაინც ერთი და იგივეს ტკეპნიდნენ, საქმე წინ არ მიდიოდა, ერთ ადგილას იყინებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ახალი მსხვერპლი ემატებოდა, ესეც ხან როდის იყო და ხან როდის, მაგრამ აუცილებლად თვის ბოლო შაბათი იყო, თუმცა არა ყოველი თვის... - ფსიქოპატის პოვნა არც თუ ისე ადვილია, რადგან იგი არ იმალება, პირიქით ხალხში ტრიალებს. მისი ამოცნობა რთულია. სანამ თავის ნამდვილ სახეს არ გამოავლენს. შეიძლება ყოველდღიურადაც ვხვდებით, სადმე პარკში, გაჩერებაზე, კაფეში, მაღაზიაში, უბანში... ის საშიში ყოველთვის კი არ არის, შეიძლება იყოს შენი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი... - ნეტა ჩემი ნათესავებიდან რამდენი იქნება გიჟი?.. მხატვარი სიცილისგან ჩაბჟირდა. ფიფოც აჰყვა, თუმცა ძალდატანებით, სასაცილოდ სულაც არ ჰქონდა საქმე, ლამის ყოველდღიურად საყვედურებს იღებდა უფროსობისგან, და თუ კი რაიმე მსგავსი დანაშაული იყო ჩადენილი, ყველა თავიდან იშორებდა და აუცილებლად ფიფოს გადაულოცავდნენ... მხატვარმა სიცილისგან ცოტა სული მოითქვა, ფიფოს დაკვირვებით დაუწყო თვალიერება. ფიფო აწრიალდა: - რა იყო? - არა, არაფერი... ისე მართლა მინდა მისი დახატვა, შენი საწინააღმდეგო ტიპაჟი უნდა ავიღო... - ეე მასე რას გაიგებ, წეღანაც კი გითხარი, შეიძლება ვერავისგან გამოარჩიო, სანამ მართლა დანაშაულზე არ წაადგები... - ისე რატომ უნდა მოგივიდეს თავში ადამიანს სხვისი სიცოცხლის მოსპობა?.. იყავი რა შენთვის, იმხიარულე, გაერთე, გაიხარე, ისუნთქე და სხვასაც შეეშვი რა... მართლა რა ჭრელია ეს ხალხი... მრავალწახნაგოვანი და ფერად ფერადი... - ის თვისებები, რაც ჩვენ სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, არის თვისებები, რომელიც საკუთარ თავში გვაღიზიანებდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე და მისი ცნობიერიდან განდევნა მოვახერხეთ, უძლურები კი ამას ვერ ახერხებენ და ამიტომაც ფიზიკურად სპობენ და უსწორდებიან... - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა - დავიღალე... დავიღალე... მეტი აღარ შემიძლია... ეს საქმე გადამიყოლებს... ფიფოს ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, მხატვარმა იფიქრა ცოტაც და იტირებსო. მართლაც საცოდავი სანახავი იყო.. ერთიანად დათრგუნული და განადგურებული ადამიანი... მხატვარი თვალს არ აცილებდა მანამ, სანამ ფიფო არ იწყინა: - რა იყო? რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ დამითანხმებ პოზირებაზე. - შენ ახლა ისეთი განადგურებული და სასოწარკვეთილი ხარ, ოღონდაც ეს ყველაფერი მოიშორო და ყველაფერზე წამსვლელი ხარ... მიმიხვდი? განსხვავება თქვნს შორის იმაშია, რომ შენ ამას არ გააკეთებ, რასაც ის აკეთებს... თუმცა ერთ დღეს შეიძლება შენც აიწყვიტო... - რას ვახერხებ რას! ლამის ჭკუიდან გადავიდე მართლა. - ახერხებ განდევნას, ჩემთან ახერხებ... აი ახლა, აქ! შენ ქვეცნობიერში გადატანილი იმპულსების ზედაპირზე ამოტანა მოახერხე, შენ შენი სურვილების რეპრესირება შესძელი, იმ სურვილებისა და იმ ფიქრების, რომლებმაც ასე ძალიან შეგაწუხა, ქვეცნობიერში გადაიტანე და უარყავი, უარყოფა კი – მენტალური პროცესია, შენ ადამიანის ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმები აამოძრავე, რადგან აქ მოხვედი და მიზიარებ იმას, რაზეც ბევრთან დუმხარ. - ოო მორჩი რაა.. სამსახურში ამის მეტს რას ვლაპარაკობთ, სხვა საქმე კი არ გვაქვს - მერე ასე ლაპარაკობ? ამ კუთხით?... მათ ნიღბებისაც არ სჯერათ... ვითომ თავს გიქნევენ და შეიძლება კიდევაც გულში დაგცინიან... თუმცა თავადაც ვერაფერი გაარკვიეს, ამიტომაც ყველა მსგავსი საქმე შენ შემოგტენეს... ფიფო უხმოდ დაეთანხმა, მხატვარი მართალი იყო... - ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერია და იმდენად იმოქმედა დიდი ხნის დაგროვილმა ტანჯვამ, რომ შეიძლება სულ ერთი პატარა ნაპერწკალი გახდა საჭირო, რომ აფეთქებულიყო... და ალბათ ვეღარც გაჩერდება სანამ... - მერე სადამდეა ეს სანამ? ამაზე ფიქრმა გამაგიჟა... სამსახურიც შემაძულა, სახლიც, მეგობრებიც და ახლობლებიც... ტელეფონიც რომ რეკავს უკვე დიდი ხანია სურვილი გამიჩნდა სადღაც მოვისროლო და მეც ასევე სადღაც შორს გავუჩინარდე... - მაგრამ არსად მიდიხარ. ტელეფონსაც ჩართულს სტოვებ... აი ამაშია საქმე, ამაშია თქვენს შორის სხვაობა.. უარვყოფთ ჩვენს იმპულსებს, ვაკონტროლებთ, ვახშობთ და რადიკალურად განსხვავებულ, საწინააღმდეგო ქცევას ვიძენთ, მერე კი ამ ჩახშული იმპულსების სოციალურად მისაღებ ქმედებად გარდაქმნას ვახდენთ, რომელსაც შემდგომ ადამიანის შემოქმედების, ჰობის, პროფესიის და სხვადასხვა სახით ვავლენთ... თავდაცვითი მექანიზმები ყველას გვაქვს, მაგრამ ვინ როგორ შევძლებთ ამის ამუშავებას, აი სწორედ ამაშია საქმე... - არაფრი გამომდის, არაფერი. თანამშრომლბს თვლასაც ვეღარ ვუსწორებ... ვინ იცის, რამდენს მიეცა სალაპარაკოდ... უმოქმედოა და უტვინოო ფიქრობენ ალბათ.. - რატომ ამბობ მასე? იმ მოხუცი ქალის ამბავსაც თვითმკვლელობად ჩათვლიდნენ, ისევ შენ რომ არ მოგექცია ყურადღება... - ჰო, რა ძნელი მისახვედრი იყო... ოთახი გაბუღული იყო სიგარეტის კვამლით და არც ნამწვავი არც საფერფლე არსად ჩანდა, როგორც ყოველთვის ჩვეულებისამებრ მკვლელმა თან წაიღო სამხილი. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი გამოძახება დაფიქსირდა ყველგან, მაგრამ რადგან პასუხი არავინ გასცა წესიერად არც მიაქციეს ყურადღება, ხოლო როცა გადაამოწმეს ქალი უკვე მკვდარი დახვდათ... - და ამ დეტალების მიგნება შენი დამსახურება იყო... მხატვარი გაჩუმდა, მერე წამოდგა, ცარიელი ტილო კედელს მიაყუდა, შორიდან, მოჭუტული თვალებით დაუწყო ცქერა და თავისთვის ბუტბუტებდა: - რა თქმა უნდა. მისი ყოველი ნამუშევარი შედევრია... ბოროტულად, მაგრამ მაინც ისე წარმოგვიდგენს, როგორც თავის შედევრს... შურს იძიებს... და... მხატვარი უფრო თავისთვის ლაპარაკობდა, კარში გასულ ფიფოს დამშვიდობებაზეც კი არ უპასუხა ისე იყო გართული ძიებაში იყო... მკვლელის სახის ძიებაში. უნდოდა წარმოედგინა როგორი თვალებით იყურებოდა... რიგორი შეიძლება ყოფილიყო მკვლელის სახე... სწორედ აი ამ მკვლელის და არა საერთოდ სხვა ბოროტმოქმედის სახე... - და ნეტავ ის თუ იცის, რომ... როგორც დიდი კონფუცი იტყოდა სანამ შურისძიებას გადაწყვეტს, მანამდე ორი სამარე უნდა გათხაროო... ტილოს ისე შეჰყურებდა, თითქოს მართლაც ვინმე ეხატა. - ჰო! ორი!.. ერთი შენი მსხვეპრლისთვი და მეორე შენთვის, იმიტომ რომ ფიფო არ გაპატიებს ამას.. და არც მე დაგტოვებ უყურადღებოდ... არც მე გაპატიებ... ნუ მიმიმ შეიძლება გაპატიოს... LEX·2016 წლის 6 აგვისტო, შაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.