ძველი პიანინო - 15
15. მკვლელობის ფაქტი დადასტურდა, ფიფოს საკმაოდ სერიოზულად შეუტია უფროსობამ. მდუმარედ უსმენდა საყვედურებს, ხმაც არ ჰქონდა ამოსაღები, ყველაფერი მისი დაუდევრობის იყო. თავის დროზე საქმეს, წესიერად რომ მოჰკიდებოდა, დღეს სხვა ბევრი დანაშაულიც შეიძლებოდა გახსნილი ჰქონოდა და ასე აწურული იდიოტივით არ იდგებოდა უფროსის კაბინეტში ამდენი ლანძღვის მოსმენად. მისდა სამწუხაროდ მოკლულებს შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინა, მხოლოდ თარიღი, ნიღბის მორგება და ის რომ არც ერთი მსხვერპლი არ იყო საშუალო ასაკზე ნაკლები. ეს კი არაფერს აძლევდა. გარდა იმისა, რომ ერთი ხელი ერია და ესეც ვარაუდი იყო, ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული. მკვლელს მხოლოდ ფული მიჰქონდა, სამკაულებსა, ძვირფას ნივთებს ხელსაც არ ახლებდა. სახლში მომხდარი მკვლელობისას, მხოლოდ დანაშაულის ადგილი თუ იყო უწესრიგოდ, სხვა ოთახებს ხელუხლებელს რჩებოდა. ფულის ამბავიც კი ერთ-ერთი დანაშაულის დროს გაირკვა, მსხვერპლის ნათესავები ირწმუნებოდნენ სახლში დიდი ფული იყოო, თან ფარულად ერთმანეთზეც კი ეჭვობდნენ, ესეც კიდევ დასადგენი იყო, თუმცა ვინც გარეთ იყო მოკლული, არც მათ ჯიბეში არ აღმოჩნდა ფული... „ან იქნებ არც ჰქონიათ?..“ ბევრჯერ ასე გაიფიქრა ფიფომ. საათი, საბუთები, ტელეფონი ადგილზე იყო... ყოველი მსხვერპლის ცხოვრების ამსახველი მომენტები ისევ გადასახედი და ქრონოლოგიურად დასაწყობი იყო. სავარაუდოდ პირველი მსხვერპლი გალოთებული, მარტოხელა კაცი, თავიდან თვითმკვლელობით, ბოლოს კი მკვლელობის ფაქტით დადასტურებული. „ნეტა რა საერთო უნდა ჰქონოდა ამ კაცს სხვა მსხვერპლთან?..“ თავის დროზე რაიონშია ნამუშევარი, რკინიგზის უფროსად, მოგვიანებით ქალაქში უცდია ბედი, სხვადასხვა სამუშაოებზე... ასაკის მატებასთან ერთად, ლოთობითა და თავისი ლურჯი სახით ბევრ ვერაფერ სარფიან სამსახურს იშოვნიდა... მის მერე ზუსტად მეოთხე თვის ბოლო იყო, საკუთარ სახლში, სამზარეულოში აღმოჩენილი მოხუცი ქალის გვამი, რომელსაც შიშისგან გული გაუსკდა, თავიდან მკვლელობად არ აღიარეს, რადგან გულის შეტევით გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით ნათესავები ირწმუნებოდნენ სახლიდან ფული გაქრაო, რადგან ასე იყო, მაშინ ბინაში შეპარული ქურდის დანახვაზე თუ გაუსკდებოდა შიშისგან გული, თუმცა კიდევ საკითხავი იყო მოასწრო თუ არა ქურდმა ფულის წაღება, მითუმეტეს სახლი სულაც არ იყო არეული, სამზარეულოში ძირს გადმოყრილ ქვაბის, ტაფის და მიმობნეული ფქვილის გარდა ყველაფერი ხელუხლებელი იყო. იქნებ მართლაც რომელიმე ნათესავმა ისარგებლა და თავად მოიპარა, ან მის გამო გაუსკდა გული ქალს... მაგიდიდან ჩამოყრილი ფქვილი სახეზე მართლაც ნიღაბივით კი ჰქონდა დაყრილი და იქნებ ესეც დამთხვევა იყო და არც არაფერი ჰქონდა მკვლელობის სერიებთან საერთო... ფიფომ ყურადღება მიაქცია ერთ მომენტს, ქალი წლების მანძილზე სამშობიარო სახლის სანიტრად მუშაობდა... იმ ლოთ კაცს კი ერთ ხანს საავადმყოფოს დარაჯადაც კი უმუშავია, სწორედ იმავე წლებში, როდესაც ეს ქალიც იქ მუშაობდა... ეს ორივე ობიექტი ერთი და იმავე მისამართზე ირიცხებოდა... „ვითომ ეს რაიმე კავშირშია?.. და რა მოხდა ასეთი ოცდაათი წლის წინ?...“ ფიქრებში ჩაფლული ფიფო, მეგობრის შემოსვლამ გამოაფხიზლა, ჩვილის საქმის გახსნა ახარა. - აბა მოსალოცად გქონია საქმე. - ქვემოთ გელოდებით, გვშია ბიჭებს... წესად ექცათ, ყოველი გახსნილი საქმე რესტორნით მთავრდებოდა. ფიფო ისეთ დღეში იყო რესტორნისთვის სად ეცალა... მეგობარი კი მაინც ექაჩებოდა, ჩვილის საქმის ამბებს იქ მოგიყვებითო.. სანამ ფიფო ტელეფონზე მიმისთან საუბარით იყო გართული, მეგობარი მის მაგიდას მიუჯდა... მონიტორს სერიოზული სახით მიაშტერდა... ფიფომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ უკვე კარებში იყო გასული... დერეფნიდან დაუძახა ახლავე ამოვალო, ფიფოს ყურადღება არ მიუქცევია. - აბა ეს ნახე ერთი... შემოსვლისთანავე ფიფოს მეგობარმა გასაღების საკიდზე ჩამაგრებული მეხსიერების ბარათი პროცესორს შეუერთა. ერთ-ერთ ფოტოზე პირაღმა ამობრუნებულ ქალის გვამს სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა აფარებული. ეს ქალიც იმავე წლებში, მუშაობდა იმ ადგილას მუშაობდა, სადაც ის ლოთი და მოხუცი ქალი, მკვლელობის თარიღი კი აქაც თვის ბოლო შაბათი იყო... - და ნიღაბი... - ფიფოს განცვიფრებისგან აღმოხდა - საშინელი ზამთარი იყო, ეპიდემიების ბუმი... ალბათ გრიპი ჰქონდა... - რა გრიპი... ეს ნიღაბია... მკვლელის ხელწერაა... მართლაც რა დროს ქეიფი და დროსტარება იყო, ძლივს ოდნავ, რაღაც ძვრა მიეცა საქმეს... ჯერ საავადმყოფოების ძველი არქივები იყო ამოსაქექი, ვინ იცის რამდენ დროს წაიღებდა და ნიღბების ამბები თავიდან გაერკვია, მის არსს უნდა ჩასწვდომოდა... კარგი იქნებოდა ისევ თუ შეიკრიბებოდნენ სახელოსნოში, კიდევ უამრავი კითხვა რჩებოდა უპასუხოდ. LEX·2016 წლის 28 მაისი, შაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.