შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (5)


24-04-2017, 20:04
ავტორი MariamG
ნანახია 2 124

***

მესამე კვირა მიწურულიყო, რაც ბელა უგონოდ, უსიცოცხლოდ იწვა რეანიმაციის განყოფილებაში და აპარატზე მიერთებული უიმედოდ სუნთქავდა. მუდამ მოვლილი, ნაზი კანი გათეთრებოდა, თითქოს მეტად დამჭკნარიყო ვარდებივით, რომლებსაც აღმერთებდა. წითელი ტუჩსაცხი ძველებურად აღარ უმშვენებდა ტუჩებს. საერთოდ, საკუთარ თავს არ ჰგავდა. ოდნავ ამობერილი ყვრიმალები დასთხელებოდა, მოშვებული და უსიცოცხლო იყო. გული უკვდებოდა ნიკოლას ყოველ შეხედვაზე და ამიტომ ცდილობდა კიდეც, შორს ყოფილიყო. მხოლოდ მათე მოდიოდა, მის ამბავს იგებდა და შორიდან აგებინებდა ნიკოლასაც. ასე იყო, ნიკომ მათესთანაც ყველაფერი აურია.
პალატის ფანჯრის ჩარჩოებიდან ხელები ჩამოსწია მახარაძემ, ღრმად ამოისუნთქა და თვალები მოისრისა. გასული ღამიდან აქ იყო, თვალს არ აშორებდა ქალს. თითქოს მისი აქ ყოფნა რაიმეს შეცვლიდა, ან ბელას დაეხმარებოდა. სევდით ახსენდებოდა ყველაფერი გაცნობის დღიდან და საკუთარი ფიქრები სძულდა, რადგან ასეთი ფიქრები სწორედ მაშინ მოდიან, როცა დასამშვიდობებლად მზად ვართ. ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა თვალდახუჭულ ბელას და ის საღამო ედგა თვალწინ, პირველად რომ დაინახა.

***
გიჟური მარტი იდგა. საღამო იყო, ნიკოლას საღამო. ქარი ქროდა, აქეთ-იქით აფრიალებდა წვიმის წვეთებს და ცაზე ელვა იკლაკნებოდა. გარეთ იდგა ნიკოლა მახარაძე და გაფაციცებით ათვალიერებდა ქუჩას. თათას ელოდა.კონცერტის დაწყებას აღარაფერი აკლდა. სტუმრები გროვდებოდნენ, ვისაც წვიმასა და ქარში მისვლა არ ეზარებოდა, მახარაძეს უახლოვდებოდა, მამაკაცები პატივისცემით ართმევდნენ ხელს, ქალები საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე აჩენდნენ და ასაკის მიუხედავად, არც ერთი მათგანი კეკლუცობას არ უშინდებოდა. ნიკოლას კი თვალები მხოლოდ ერთისთვის ჰქონდა, რომელიც როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. აიგნორებდა ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ ქალებს, ცაში აფრენილ ქოლგებს, სანამ ზურგსუკან გაუთავებელი ბუზღუნი არ მისწვდა. ნახევარი ტანით შებრუნდა. მისგან ხუთი მეტრის დაშორებით შავი ლიმუზინი გაჩერებულიყო, იქიდან კი წითელკაბიანი ქალბატონი ცდილობდა გადმოსვლას.
-Dio mio! -შეჰკივლა ქალმა იტალიურად. -Luca, mi sembra una puttana? -იტალიურად განაგრძო ქალმა. მძღოლს ეკითხებოდა, ქუჩის ქალს თუ ჰგავდა, რადგან პირდაპირ მუხლამდე ტალახში გაუჩერეს დიდებული ლიმუზინი. ნიკოლას პირველად გაეღიმა ქალის უცნაურ ბუტბუტზე, წარბები შეკრა და სწრაფად დაიძრა ქალბატონისკენ. ხელი გაუწოდა და თავი დახარა.
-გადმობრძანდით, ქალბატონო. -ქალმა ღიმილით ამოხედა, კარგად დააკვირდა და სასურველი სახის ამოცნობამ წონასწორობა დააკარგვინა.
-მაშ, თქვენ ბრძანდებით ნიკოლა მახარაძე! დიდებული მუსიკოსი, როიალების რისხვა, ქალების გულის მპყრობელი და მამაკაცების შურის ობიექტი! -სწრაფად ჩამოთვალა ყურებამდე გაკრეჭილმა ქალმა. ნიკოლამ ღიმილით დაუქნია თავი და მხრები აიჩეჩა. ახლაღა დააკვირდა, ასაკად რა რიცხვიც არ უნდა დაესახელებინა, სკოლის მოსწავლეს ჰგავდა! ულამაზესი, ატლასის წითელი, გრძელი ფრანგული კაბა ამშვენებდა. შავ თვალებს აცეცებდა, ზედ კოხტად აეწია ხშირი წამწამები. მახარაძეს თვალი ალისფრად შეღებილი ტუჩებისკენ გაექცა. აღიარა, ეს ქალი ყველაზე ლამაზი იყო, ვინც კი ოდესმე მის კონცერტზე მოსულა.
-მე ბელა ვარ! სასიამოვნოა, პატივცემულო.
-სიამოვნებით მიგაცილებთ დარბაზამდე. -ქალის ხელი ნაზად აიღო ნიკოლამ და საკუთარი შეაგება. სწორედ ის შეხება იყო, რამაც ორივეს აგრძნობინა, მათ შორის უხილავი, თუმცა ძალიან ძლიერი ძაფები გაბმულიყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი გრძნობა ჩნდებოდა, რადგან იმ საღამოს, დაგვიანებით, უფრო სწორად, საერთოდ არ გამოჩენილი თათაც კი დაავიწყდა ნიკოლას.

***
მახარაძე ფიქრებით გაბრუებული ჩამოჯდა საავადმყოფოს დერეფანში გაშლილ სკამზე. საზურგეს მიეყრდნო და ის-ის იყო თვალები უნდა დაეხუჭა, ვიღაცის მოახლოებამ ძილი დაუფრთხო. არა, მას არც ზემოდან დაჰყურებდნენ და არც ვინმე ემზადებოდა გასასროლად, უბრალოდ ვიღაც იდგა, შორს ან ახლოს, მაგრამ იდგა და მახარაძეს სწავლობდა. თავი ასწია ნიკოლამ, სკამზე გასწორდა და ერთიანად დაიჭიმა, შიგნეულობა ამოუბრუნდა, როცა დერეფნის ბოლოში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ლევანი დაინახა. კაცი ირონიული ღიმილით შეჰყურებდა სკამზე გადასვენებულ მახარაძეს, უდარდელად, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყოს. ნიკოლა წამში წამოიჭრა ფეხზე, გაცოფებული დაიძრა მისკენ, თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. კაცს მიუახლოვდა, საყელოებში ხელები ჩასჭიდა და ძლიერად შეანჯღრია.
-ნაბი*ვარო! არაკაცო! აქ რა ჩემი ფეხები გინდა? -იღრიალა მახარაძემ. იქვე მოსიარულე პერსონალი შეჩერდა, წამით თვალი შეავლეს გაცხარებულ მახარაძეს და საქმიანობას დაუბრუნდნენ. ლევანი კი ხმას არ იღებდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ზიზღნარევი ღიმილით უღიმოდა ნიკოლას. მის გაგიჟებას ცდილობა, ასეთ მდგომარეობაში კი, ადვილი იყო. მერე ხელები ასწია, ნიკოლაზე ბევრად პატარა, მოკლე თითები ჩასჭიდა ახალგაზრდა კაცის ხელს და ჩამოქაჩა, მოიშორა. ღიმილი სახიდან გადაეგლისა, წარბები შეკრა და გაყინული მზერით მიაჩერდა. ცალი ხელი ისევ ჯიბეში შეაცურა, იქიდან რაღაც გადმოასრიალა და ნიკოლას მზერაც ნივთს დაეცა.
-უყურე, კარგად დააკვირდი. -გამოსცრა ხმამ,რომელიც სამი წელი იყო ნიკოლას აღარსად მოესმინა. -სხვათაშორის, მართლა ძალიან ვწუხვარ შენს პატარა გასართობს რომ ვესროლე. არ მინდოდა. -მზერა ესროლა პალატის ფანჯარას, რომლის იქით ბელა იწვა და სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა. ერთიანად ჟრუანტელმა დაუარა ნიკოლას, ხელები მუშტებად შეკრა და ისე ძლიერად მოუჭირა ერთმანეთს, ხელისგულები დაესერა. ყელში მყესები დასჭიმვოდა, სუნთქვა შუაში გაუჩერდა და ერთადერთი რაც სურდა, ბრაზის ამოხეთქვა და შურისძიება იყო. ინანა, რომ მათეს დაუჯერა, იმ ღამესვე არ მიადგა და შუბლი არ გაუხვრიტა. ერთი სული ჰქონდა საავადმყოფოს გარეთ ენახა, რომ მიზანში ამოღებული ლევანი იარაღის წინ დაეყენებინა. წარმოიდგინა, როგორი სიამოვნებით გაისვრიდა, რა ხმა ექნებოდა გავარდნილ ტყვიას და ტანში გასცრა, როცა ლევანის შუბლზე პატარა ნახვრეტი და იქიდან გადმომავალი სისხლის ჩანჩქერი შორეულ ფიქრებში დალანდა.
-რა იყო, ენა ჩაგივარდა? შენს ქალს ღამეებს უთენებ, რომ ხელებში ისიც არ ჩაგაკვდეს? რატომაც არა, ნიკოლა მახარაძე სამყაროს გმირია! -შეჰყვირა კაცმა. დერეფანში სამი მაღალი, მთასავით სილუეტი გამოჩნდა. უდარდელად მოჰკიდეს ხელი ექიმებსა და ექთნებს, იქიდან გაათრიეს ხვეწნის, მუდარის, მუქარისა და მორალის კითხვის მიუხედავად. სართულზე არავინ დატოვეს. მხოლოდ ხუთნი იყვნენ. ნიკოლამ ძლიერად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. არ უნდოდა აფეთქებულიყო, რადგან იცოდა, რაც დატრიალდებოდა, მხოლოდ ბელას ავნებდა. ლევანმა თავი გაუქნია ერთ-ერთს, ისიც პირდაპირ დაიძრა რეანიმაციის პალატისკენ. ნიკოლამ ნაბიჯი გადადგა, ზიზღით სავსე მზერით გაექანა დიდი, თუმცა მასზე ბევრად დაბალი კაცისკენ, რასაც ლევანის ხმა მიჰყვა.
-არა, არა. -ხელები გააქნია მან. ხელის გულზე გადაეშალა იარაღი. -ერთი ნაბიჯი, ერთი მოძრაობა და შენი პატარა ყვავილი სიცოცხლეს დაამთავრებს.
-მისგან რა გინდა, ღორო! -იყვირა მახარაძემ. ლევანმა თვალები დახუჭა და სიმშვიდით განაგრძო.
-დღეს არც მისი მოკვლა მინდა, არც შენი, მაგრამ თუ ბევრს ივაჟკაცებ, ერთმანეთს მიგაყოლებთ, ხომ გესმის? კაცურ სიტყვას გაძლევ.
-საინტერესოა, შენს რომელ ნაწილშია კაცობა. -ირონია არ დააკლო ნიკოლამ. ლევანმა გაიცინა, აქეთ-იქით ბოლთის ცემას მოჰყვა.
-მოდი, რადგან ერთმანეთს ამდენი ხნის შემდეგ შევხვდით, დავსხდეთ და ყველაფერი გავიხსენოთ. მონატრებული მეგობრები ყოველთვის გაცნობის დღეს არ იხსენებენ? ხომ არ მეშლება?
-შენ ხომ არ გგონია, წარსულით რაიმეს დამაკლებ? -მის წინ დაეშვა ნიკოლა. სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა, შინაგანად კი ნაწილებად მსხვრევას გრძნობდა.
-ის წელი გახსოვს? თათა რომ გაიცანი. რამდენი წლის იყავი? მგონი, ცხრამეტი. ერთ წელში დაასრულე სწავლა და ფუფუნებაში ღრმა ნახტომი გააკეთე. -სახეზე ღიმილი გადაეფინა ლევანს. -აი, ჩემი და კი შრომობდა, ათენებდა და მაინც ცდილობდა, რომ შენ დაგწეოდა.
-ამას არავინ სთხოვდა. მე ნიკოლა მახარაძე ვიყავი ყოველთვის, ის კი საკუთარი თავი იყო. ეს ამდაბლებდა?! -ჩაეკითხა მახარაძე. ლევანს სახე შეეცვალა, ირონია ბრაზმა შეუცვალა და წამოიწია. იარაღი დაიქნია.
-მის სულს ეცი პატივი და სიტყვები შეარჩიე, ა*ვარო!
-მის სულს თვითონ ეცი პატივი და სიმართლე გაარკვიე.
-სიმართლე ყველამ კარგად ვიცით. შენ იმ საღამოს მოხვედი, თათას ხელი ითხოვე და ჩვენც რაღაცას დავხარბდით. ხო! ვაღიარებ, სიხარბემ წაგვძლია, თორემ შენნაირ ტიპებს თვალებში ეტყობათ რას წარმოადგენენ. -იარაღი ცხვირწინ აუფრიალა ლევანმა. ნიკოლამ მხოლოდ თავი გასწია და ჩაიცინა. -ერთი წელი დანიშნულები იყავით, აქეთ-იქით დაათრევდი ჩემს დას და ღმერთმა იცის რას უკეთებდი, რას აიძულებდი. გოგო დატანჯე, მიყრუებულ სოფელში წაათრიე და სიცოცხლე მოუსწრაფე! -ამის მოსმენაზე ნიკოლა ფეხზე წამოიჭრა, ორი თავით დაბალ, დამრგვალებულ ლევანს აესვეტა და მხრებში ძლიერად ჰკრა ხელები. კაცი წაბარბაცდა და თავი ძლივს შეიკავა. განრისხებული მისჩერებოდა.
-მე? მე წავათრიე არა? ნაბი*ვარო! თვითონ ამბობ, სიხარბემ წაგვძლიაო, რა, არა? შენ თვითონ ჩამიდე შენი დის ხელი ჩემსაში, თვითონ ჩაულაგე ბარგი და სახლიდან გამოისტუმრე. -ხელები გაშალა მახარაძემ და გაიცინა. -მოუთმენლობა, ამბიციები ყველას სათითაოდ გკლავდათ.
-გაჩუმდი, ჩაიგდე ეგ დამპალი ენა! -იღრიალა ლევანმა და გარკვევით მოისმა, როგორ დაიძახეს რომელიღაც პალატიდან შეშინებულმა პაციენტებმა. ერთ-ერთი კარს ეცა, ფარდები ჩამოაფარა. ნიკოლა შეღონდა, თვალი გააპარა ბელასკენ, რომელიც ისევ ისე იწვა და იმედი ჰქონდა, არაფერი ესმოდა. -იმ შენს დამპალ საღამოზე, თათა ვერ მოვიდა, რადგან შენთან შედარებით თავს გომბიოდ თვლიდა. სამაგიეროდ, დრო არ დაკარგე, ახალი გასართობი გაიჩინე და თათაც მიგავიწყდა. -იარაღი გაიშვირა პირდაპირ ბელას პალატისკენ. ნიკოლას სისხლი გაეყინა, ჭაობისფერ თვალებში ცეცხლი დაენთო, გაშვერილ მკლავში სწვდა ლევანს, ხელი გადაუგრიხა და იარაღი გამოჰგლიჯა. სამმა ზორბა კაცმა ერთნაირად გამოაჩინეს მოგრძო იარაღები, ნიკოლას დაუმიზნეს. მახარაძემ გადაიხარხარა.
-რა მდაბიო ხარ, ლევან. -ჩაისისინა მახარაძემ. -შენს ლეკვებს უთხარი, იარაღები დაყარონ, თორემ წამში გაგაფრთხობინებ სულს. -ლევანმა შიშნარევი მზერა გააპარა ერთ-ერთისკენ, ისიც მორჩილად დაიხარა და იარაღი პრიალა იატაკზე გაასრიალა. მახარაძემ იარაღი გადატენა, შუბლთან ახლოს მიუტანა ლევანს და ცხადად იგრძნო როგორ შეეღო იარაღი მის შუბლს. საოცარმა სიამოვნებამ დაუარა სხეულში, მხოლოდ ერთი გასროლა და ყველაფერი მორჩებოდა, თუმცა გრძნობდა, რომ არც ეს აკმაყოფილებდა. იცოდა, რომ გაესროლა, მხოლოდ წამით იგრძნობდა ბედნიერებას, მაგრამ მერე რა ექნა? ლევანი რომ მოეკლა, სამუდამოდ ვერ დაისვენებდა. მოსწონდა როგორ ხუჭავდა შეშინებული მრგვალი კაცი თვალებს, როგორ ფეთქავდა მის ყელზე არტერია, როგორ უჩნდებოდა და ქრებოდა შუბლზე ძარღვი და როგორ ისრუტავდა ჩამოგორებულ ოფლს შავი იარაღი.
-ჩემთან შედარებით თავს გომბიოდ თვლიდა, არა? დაუნახავი, სურვილების მონა ხარ, პატარა კაცო! -იღრიალა მახარაძემ. -თათას ყველაფერი ჰქონდა, მისთვის ხელისგულზე მთელი სამყარო გავშალე. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ამბიციები ყელში უჭერდა, ახრჩობდა. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახდა, ნერვიული და უხეში, ცივი. ცოლად მომეყვანა ქალი, რომელიც დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა? ჰმ? რაც გინდა ის ილაპარაკე, გკლავს,რომ მე მისი სიკვდილი მოვინელე, შენ - ვერა. -იარაღი უფრო მეტად მიადო შუბლზე ნიკოლამ ლევანს. კარში ვიღაც გამოჩნდა, ნელი სიარული სირბილმა შეცვალა და წამში მათე აესვეტა მათ. გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა სცენას.
-ნიკო, იარაღი დაუშვი,! -ჩაისისინა ჩუმად, რასაც ლევანის ხარხარი მოჰყვა.
-წარმოიდგინე, იღვიძებ და ტელევიზორში აცხადებენ „და-ძმის მკვლელი ნიკოლა მახარაძე“.
-გაჩუმდი, *ირო! -ხელი ჰკრა მათემ და საყელოში ხელი წაუჭირა. -რაო, მორალის საკითხავად მოხვედი? არ გასვენებს სინდისი? გადაბრალება კარგი რამეა, არა ლევან? -მათე ნიკოს მიუბრუნდა. -ზურაბი მოვიდა, იარაღი დაუშვი და ეს ღორი იმას გადაეცი.
-არა! -დაიზმუვლა მახარაძემ და იარაღი კიდევ უფრო ახლოს მიუტანა ლევანს. -ან ჩემი ხელით მოკვდება, ან არავისი. -საავადმყოფოს კედლებში ყრუდ გაისმა გასროლის ხმა.

***
საქაღალდე ხმამაღლა დაანარცხა შევერცხლილმა მამაკაცმა მაგიდაზე და მუშტები დასცხო.
-ნიკო, ბიჭო! -იყვირა ზურაბ ვაშაძემ. ნიკოლას ნათლიამ, მამამისის უახლოესმა მეგობარმა და სახელგანთქმულმა გამომძიებელმა. -რაზე ფიქრობ? -მახარაძე ხმას არ იღებდა. მხოლოდ იჯდა, რაღაცას მიშტერებოდა და ფიქრობდა.
-სამი წლის წინ შენს წინააღმდეგ რაც კი სამხილი მოიძებნებოდა, ლევანს შევტენე და ჩემი ხელით გადავუგრიხე ხელები, მე თვითონ დავადე ბორკილები და ციხეში გავისტუმრე. ერთი მითხარი, რაზე ფიქრობ?
-ჩემს წინააღმდეგ არაფერიც არ იყო. -ჩაისისინა ნიკოლამ. -მე არ მომიკლავს თათა და არც მიზეზი ვყოფილვარ.
-ეს მსოფლიოს დააჯერე, როცა ფეხადგმული ბავშვიც იმაზე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ნიკოლა მახარაძე მკვლელია! ამბავი, რომელიც შევფუთე, ბაფთას შეიხსნის და წამში გავრცელდება. სიცოცხლის ფასად გიჯდება იმ ლაწირაკის მკვლელობა, ბიჭო! -შეუღრინა ზურაბმა და სავარძელში ჩაესვენა. ერთ ხანს დაფიქრებული იჯდა, ხელები ერთმანეთში აეხლართა და ხან გაცოფებულ ნიკოლას აშტერდებოდა, ხან დადუმებულ მათეს. ჯერ კიდევ ვერ ფხიზლდებოდა მახარაძე. ჯერ კიდევ არ გამოსულიყო მისი სხეულიდან მკვლელობისგან მონიჭებული სასიამოვნო გრძნობები. ვერ იჯერებდა, რომ ამად იქცა, ადამიანური ყველაფერი შემოიცალა და გარდაიქმნა.
-ერთი სიტყვით, ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. -წამოიძახა ზურაბმა, წამოდგა და დაფას მიადგა, სადაც მაგნიტებით დაეკიდებინა ფოტოები, ჩანაწერები, სხვადასხვა სამხილის ამსახველი სურათები და სხვ. მარკერი აიღო და ისრები დახაზა. -აი, რას იტყვით, როცა საჭირო გახდება. სამი წლის წინ, ჩადენილ იქნა თათა ბურდულის მკვლელობა ძმის მიერ. სამხილები აღმოვაჩინეთ ერთ-ერთ სოფელში, საიდანაც მოწმობენ, რომ გამქრალია გოგონას დატოვებული წერილი. -ნიკოლა დაიძაბა, ხელებზე ამობერილი ძარღვები დაეჭიმა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. -გვამი აღმოაჩინა მისმა საქმრომ, ნიკოლა მახარაძემ, რომელიც მკვლელობის დროს იმყოფებოდა მის მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. სამი წლის შემდეგ, როდესაც ლევან ბურდული შეწყალების მიზნით ციხიდან გამოუშვეს, მან ესროლა მახარაძის უახლოეს მეგობარ ქალს, შემდეგ, საავადმყოფოში, სადაც ნიკოლას უახლოესი მეგობარი სიცოცხლეს ებრძოდა, დაემუქრა და მისი მიმართულებით ორჯერ გაისროლა. -ხელები გაშალა ზურაბმა და მარკერი ადგილზე დააბრუნა. -ერთი სიტყვით, ხვალ დაგკითხავენ. გამორიცხული არაა ეს ამბავი მედიამდე მივიდეს და ჟურნალისტების რიგები დადგეს, თუმცა შესაბამისად ვიზრუნებ, რომ დაკითხვამ ფორმალურად ჩაიაროს. ოთახში მხოლოდ მე, შენ, ხმის ჩამწერი და კამერა ვიქნებით. ზედმეტი მოძრაობა, მინიშნება ან მიხვრა-მოხვრა და ჩათვალე, რომ დასრულდა. გასაგებია, ბიჭო? -კვლავ სავარძელში ჩაესვენა ვაშაძე. ნიკოლამ მადლობის ნიშნად დაუქნია თავი და ჩაფიქრებულ მათეს გადახედა, რომელიც წამში გამოერკვა და გაბრაზებული მიაჩერდა მამაკაცებს.
-გადაირიეთ, გაგიჟდით! -წამოიყვირა მან. -შენ, -საჩვენებელი თითი გაიშვირა ნიკოლასკენ, რომელიც უემოციოდ მისჩერებოდა. -მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავობაზე დებ თავს, რაც შეგეხება შენ, ზურაბ, სამართლის მხარეს უნდა იყო. არ ვამბობ, რომ ნიკოლაა ციხეში ამოსალპობი, მაგრამ რასაც აკეთებ, მისი უკანალის გადასარჩენადაა, რაც არასწორია! ნიკოს თათა არ მოუკლავს, მაგრამ მისი დატოვებული წერილი გაუხსნელად უდევს უჯრაში, ლევანის მუქარა კი უკვალოდ გაქრა. წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ გაიგოს რასაც აკეთებთ. ამას სჯობს, სიმართლე ილაპარაკოთ. ნუ გეშინია იმის თქმის, რომ ის გოგო არ გიყვარდა, რომელიც შეგეწირა. ცივილიზაცია შეგუებულია, რომ ადამიანები შორდებიან და არც თვითმკვლელობაა უცხო. ლევანი კი სამართალმა დასაჯოს. შენ, გამომძიებელი, საქმეს ფუთავ, დროს აძლევ, რომ შური იძიოს. ვის სინდისს ასვენებ, შენსას? -მათემ თავი გადააქნია და წამოდგა. -მე ამ საქმეში არ ვარ. თუ ჩვენება დაგჭირდებათ, რაც მეეჭვება, რადგან ეს საუბარი არქივში ჩასადებად გინდათ, დამიძახეთ.
-მათე! -ხმა ამოიღო ნიკოლამ. წამოდგა და მეგობარს პირისპირ გაუსწორდა. -მესმის, რომ არასწორია, მაგრამ სამი წლის წინ, როცა სამართალს ვენდე, თვალის დახამხამებაში უკან მომიბრუნა. მინდა რომ დასრულდეს, მინდა რომ მოსვენება დავიბრუნოთ.
-შენ თუ მკვლელობა მოგასვენებს, წარმატებებს გისურვებ.
-ნუ იბუტები, ამხელა კაცი. -მხარზე ხელი დაარტყა მახარაძემ. მეტრეველმა ძლიერად მოუქნია მკლავი და ხელი მოიშორა. ზიზღით გახედა.
-მე შენ გითხარი, ჩვენს მეგობრობად მიღირს ეს შურისძიება-მეთქი, გგონია, ვიხუმრე? არა. შენ თათას სული დაგყვება, მკვდარიც არ გასვენებს და არ გათავისუფლებს. მკვდარია და ისევ მის მარწუხებში ხარ, ისევ მას ემორჩილები. თათას უნდოდა, რომ ეგოისტი მანიპულატორი ყოფილიყავი და საოცარია, როგორ უსრულებ სურვილებს. მას უნდოდა შენი გადარქმნა, შენი შეცვლა და ძველი ნიკოს ამოწოვა. სული ამოგწოვა, ამოგაშრო და გაგაქვავა. ახლა შენი მეგობარი მე კი არა, ის იარაღია. ბელა რომ წამოდგება და იკითხავს სად ხარ, ფიზიკურად კი არა, სულიერად სად ხარ, პასუხი მას გაეცი! -მათე შებრუნდა და განყოფილება დატოვა. გახევებული, გამომშრალი დატოვა მახარაძე, რომელსაც ერთიანად დააწვა გულზე მათეს ნაბიჯები.

***
ზღვის ნაპირას უფრო მეტად ჩამომდგარიყო სიცივე. ხის გადასახტომზე იჯდა მათე და ქვებს წყალში ისროდა. ჩამავალი მზე თვალებს სჭრიდა. მის გვერდით დაეცა ჩრდილი და მძიმედ დაეშვა სხეული.
-სიგარეტი გაქვს? -ჩახლეჩილი ხმით იკითხა მახარაძემ. მათემ პიჯაკის ჯიბიდან ამოაცურა სიგარეტი და ნიკოს გაუწოდა. ერთ ხანს ჩუმად ეწეოდა ნიკოლა, აყროლებული სუნი ფილტვებს უწვავდა ორივეს.
-მე ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვხედავ, მათე. -დაიწყო უცებ ნიკომ. -ვიცი, რომ დაიღალე, ვიცი რომ რთული ვარ. მე არავის ვთხოვ გაგებას, არავისთვის მითხოვია ბოლომდე გავეცანი. მე ყველასთვის მუსიკოსი ნიკოლა ვარ, რომელიც როიალებს ალაპარაკებს. ჩემს სახეზე მხოლოდ მრისხანებას, ზიზღსა და ნაღველს კითხულობ და ვიცი, რომ ესეც გღლის. შენნაირი კაცი იმ თავისუფალ და ლაღ ადამიანს იმსახურებს, რომელსაც არ ტანჯავს წარსული და რომელსაც ღიმილი შეუძლია.
-შორიდან უვლი ყველაფერს. მთავაზობ, ავბარგდე? -მათეს ჩაეცინა. ნიკომ თავი ძლივსშესამჩნევად დაუქნია. -სანამ შენ ცხოვრების უკუღმართობა ჩაგაფიქრებდა, მე კარგად ვიცოდი ვინ იყავი. შენ ერთი რთული ადამიანი ხარ, რომელიც არც კარგია და არც ცუდი. ფერებში ხარ. არც შენი მუსიკაა ერთფეროვანი. მთელი ცხოვრება ერთ მელოდიას რომ ატრიალებდე, მაინც სხვანაირ ტემპერატურაზე აყენებ დარბაზს. წარსული ყველას გვაქვს. ბედნიერი არც ისაა ვინც ტკივილი ნახა და არც ის, ვისაც არ უნახავს. წელიწადში რამდენი დღე, თვე, საათი და წუთიც არ უნდა იყოს, არის და აუცილებელია, რომელიმე მათგანი წარსულზე ჩასაფიქრებლად გაიმეტო. შენ იმიტომ არ ხარ ცუდი, რომ ღიმილი არ შეგიძლია. რაიმედ ყოფნას მიზეზი არ სჭირდება, ნიკო. ასეთიც მიყვარხარ და ისეთიც, მკვლელიც მეყვარები და ცხოვრებისგან დასჯილიც. მე და შენ ძმები ვართ, ნიკო. შენი სისხლი მიდუღს ძარღვებში და შენი ჰაერით ვსუნთქავ. შენ აზრზე არ ხარ რა ხიბლს ატარებს გულჩამწყდარი ადამიანი. აზრზე არ ხარ. -ნიკოს გახედა, რომელსაც შუშისებრ თვალებში მბრჭყვინავი სითხე ეპარებოდა. -აი, ამიტომ ხარ განსხვავებული, ეგოზტიკური, შესანიშნავი. იმხელა დარდს ატარებ, ლამაზი ადამიანი ხარ. და ხორცს ილპობ, სულს იხრწნი სიკვდილზე ფიქრით.
-მე აღარაფერი ვარ, მათე. იმ ადამიანმა დამანგრია, რომელიც არც კი ვიცი მიყვარდა თუ არა ბოლოს.
-მარადიული სიყვარულიც არ არის. მას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ჩვილ ბავშვზე მეტ სითბოს მოითხოვს, რომ არ განელდეს. გაგაუბედურა მისმა გაფრთხილებამ. შენი ბრალი არ არის. სიყვარულით გაუბედურებული ადამიანის ნაწილი სამუდამოდ კვდება და იკარგება. გულისტკენას ელოდი და როცა ახდა, მაინც გეტკინა. -ნიკოლას ყელი გამოუშრა. დაჭიმული სხეული მოუდუნდა, წამოდგა, მათეს ძლიერ მხრებში ჩააფრინდა და წლების შემდეგ, ვინ იცის, პირველად გადაეხვია. ძლიერად მოხვია მკლავები ბეჭებზე, თვალები მაგრად დახუჭა და გამტყდარი სუნთქვა გადააგორა ფილტვებში. ერთიანად იგრძნო როგორ შეევსო რაღაც, ძალიან ძვირფასი, ნამდვილი, სისპეტაკით სავსე გრძნობა. მას უყვარდა ძმა, უყვარდა მათე და მისით სჯეროდა, რომ არ იყო ცუდი.

***
დარბაზის კარი შეხსნა ნიკომ. როგორც ყოველთვის, იქაურობა ჩაბნელებულიყო. ნიკომ სხარტად შეაბიჯა დარბაზში, მას მიჰყვა მათე და ჩუმად შესრიალდა თეთრი გველი. ნიკოლამ საკუთარი ადგილი დაიკავა როიალთან, მათე რომელიღაც კარისკენ დაიძრა, გამოაღო და მეორე, თეთრი როიალი გამოაგორა დარბაზში. ერთმანეთის საპირისპიროთ დადგეს, ადგილები დაიკავეს. კიოდა ქარი. ნელა შესრიალდა ნიკოლას ბგერები ჰაერში, მათ დაეწია მათე და საოცარი სიმსუბუქით გაივსო დარბაზი. ნელ-ნელა ემატებოდა, ნელ-ნელა თავს სწევდა როიალებზე გაწოლილი თეთრი გველი, თავს ხრიდა, ნიკოლას წინაშე. მათესკენ მიშვერილ კუდს ძლიერად ახეთქებდა როიალის თეთრ ზედაპირს, საზარლად ახმაურდა დარბაზი. ნაზი მუსიკა ცხოველური ჟინის წამოვლამ შეცვალა. გარეთ დამანგრეველი ხმით გაისმა ჭექა-ქუხილი, პირველი მეხი გავარდა, მას მიჰყვა ნიკოლასა და მათეს შემზარავი მუსიკა, მეორედ გაისმა, ამჯერად მხოლოდ ნიკოლა იყო. ელვამ ცა გადაჭრა, შუა გზაზე დაეწია თეთრი როიალი და დაკლაკნა, გამოაცალა ძალა და ხარბად შთანთქა.
მერე რა, რომ წვიმდა, რომ ინგრეოდა სამყარო და ნგრევაში ხელს უწყობდნენ მუსიკოსები.
ნიკოლას თვალები დაეხუჭა, თავი უკან გადაეგდო, ოფლით დაცვარულ სახეზე ტკივილი გამოსახვოდა, ტუჩებს ამოძრავებდა და გაუგებრად იმეორებდა - „ევვა! აქ ხარ, ამ მუსიკაში ხარ, ევვა!“



№1  offline წევრი An_Gel

ღმერთო,ახლა იმდენი რამ მინდა გითხრა. ისეთი თავი იყო,ისეთი დაძაბული,ემოციებით სავსე,ტკივილიანი,ღიმილიანი,ფერებიანი და მაინც ისეთი,ისეთი,რომ სიტყვები არ მაქვს!
საიდან დავიწყო? ნიკოსგან,რა თქმა უნდა, იმიტომ,რომ სხვა ნიკო შევნიშნე ამ თავში. არ იცი რა დამემართა,მისი სიტყვები რომ წავიკითხე,თათას სიკვდილი მოვინელეო. იქნებ ვერც მოინელა ბოლომდე,მაგრამ ხომ თქვა? იმედის უზარმაზარი ნაპერწკალი გამიჩინა გულში. სხვანაირი იყო ამ თავში მახარაძე. შეეპარა სიმსუბუქე მის ხასიათს და აშკარად ვიგრძენი ეს.
ლევანი... ამ პერსონაჟზე რა ვთქვა,უბინძურესი კაცია და ნიკოს სიტყვებმა მისდამი მომფხანა გული! მისნაირები ასე არიან საერთოდ,მთელი ცხოვრება ცდილობენ წუმპიდან ამოსვლას,მაგრამ არასდროს გამოსდით,იმიტომ,რომ სოციუმში კი არა,მათ გულღრძოობაშია საქმე.
მათე არის გმირი! ამ თავშიც ნამდვილი გმირივით გამოჩნდა და მისი სიტყვები გამომძიებლის და ნიკოს მიმართ იყო ღირსების უმაღლესი გამოვლინება. ეს ადამიანი არის კაცობისა და მეგობრობის მაგალითი. ( არ ვაჭარბებ არცერთი წამით)
იცი როგორი პერსონაჟია მათე? - ერთი არ არის, ბევრია. მკითხველის ხმაა. ყოველთვის იმას ამბობს,რასაც მკითხველი ფიქრობს. ისე გავბრაზდი ნიკოს ნათლიაზე,რატომ უნდა რომ ხელი დააფაროს და მიჩქმალოს ყველაფერითქო. მერე უცებ წამოდგა მათე და ჩემი სათქმელი თქვა.
ფინალი იყო ისეთი ზოგადად ისტორიის დასასრულადაც რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. ორი როიალი,ორი ადამიანი,ორი მეგობარი. მათი ერთად შექმნილი მუსიკა იყო ემოციების ზღვა ჩემთვის. და ბოლოს...ნიკოს სიტყვები. ეს უკვე იყო იმედის ნაპერწკლის კი არა,მზის გამობრწყინება. შეიძლება მომდევნო თავში ისევ მძიმე იყოს ნიკო ( და რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლება ყველაფერი ერთი ღამით) მაგრამ მე ამ თავით შევნიშნე ამ პერსონაზში ის ფერები,რომლებსაც აქამდე ეძინათ.
ვიცი,რომ ბევრი ვილაპარაკე,მაგრამ იმდენად დამმუხტა ამ თავმა ემოციებით,ისე განსაკუთრებულად იმოქმედა. კიდევ უნდა წავიკითხო,უფრო დამშვიდებული გულით და კიდევ ერთხელ ვისიამოვნო.
საოცარი ისტორიაა,მარიალა! საოცარი ხარ შენ!

 


№2  offline წევრი Indigo

გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, შენი წიგნი მინდა!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

ხო ეხლა ერთიანად უნდა დავიცალო... მე არ მინახავს ისტორია რომელშიც შეიძლება იყოს ამდენი გაურკვევლი რამ მაგრამ ისე ჩაგითრიოს შიგნით რომ სრულიად გშთანთოქს, ნიკოლა სულს მაცლის, მანადგურებს, მათე კი მათე რაღაც საოცრებაა არადამიანურად კარგი მეგობარია, ნიკოლას სულია, სინდისი, ნიკოლას სიცოცხლეს მათეთი აქვს აზრი. ამ თავში ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ მათემ ნიკოლა არ დაიცვა და სამართლის მხარე დაიჭირა ❤
"აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს. სწორედ, ამაშია ცხოვრების მთელი სისაძაგლე, რომ აზრი აქვს ერთ წუთიან ცხოვრებასაც კი. მე შენი სინდისი არ ვარ, შენთვის მოვლენილი ანგელოზი არ ვარ, რომელიც უკან ფრთებს მალავს. შეიძლება, შენზე მეტიც გავაკეთე, მაგრამ შეხედე, რას ჰგავხარ. ამაზრზენი, მდაბიო სულის არაკაცს, რომელიც იმდენად სუსტია, გამოსავალს იარაღში ხედავს." ამ ფრაზით მათემ ნიკოლას თავისი სინდისი გადაუშალა წინ ❤ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤ უმაგრესი გოგო ხარ შენ ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

წერილი!
ეს ან ყველაფერს გამოასწორებს, ან ყველაფერ გამოსწორებულს დაღუპავს.

მათე <3

ამჯერად ასეთი მოკლე ვიქნები, ბოდიში. უბრალოდ მეტის არაფრის თქმა არ მინდა.
შემდეგში...

 


№5 სტუმარი ჟირაფი

ძალიან არარეალურად მეჩვენა ექიმებისა და ექთნების გათრევა, და ვაშაძის ქმედება. მათეს მიერ ლექციათა კითხვაში აზრს ვერ ვხედავ, ნაყოფი არაფერი გამოაქვს. თითქოს სიმართლის მხარესაა მათე, მაგრამ ძალიან უმოქმედოდ და უნაყოფოდ, უძლურად მეჩვენება მისი პერსონაჟი.
მაგრამ უდაოდ კარგად წერ. ემოციურად.
გულწრფელად გისურვებ წარმატებებს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჟირაფი
ძალიან არარეალურად მეჩვენა ექიმებისა და ექთნების გათრევა, და ვაშაძის ქმედება. მათეს მიერ ლექციათა კითხვაში აზრს ვერ ვხედავ, ნაყოფი არაფერი გამოაქვს. თითქოს სიმართლის მხარესაა მათე, მაგრამ ძალიან უმოქმედოდ და უნაყოფოდ, უძლურად მეჩვენება მისი პერსონაჟი.
მაგრამ უდაოდ კარგად წერ. ემოციურად.
გულწრფელად გისურვებ წარმატებებს.


ექიმებსა და ექთმებზე რაღაცით გეთანხმები.
ვაშაძის ქმედება - საქმის ასეთი მიჩქმალვები და შეკერვები ყოველ ნაბიჯზე ხდება და ეს არაა გასაკვირი და საკმაოდ რეალურიცაა.
რაც შეეხება მათეს - პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს შეინარჩუნოს მეგობარის ჯანსაღი სული. გამუდმებით ცდილობს მოიყვანოს გონს. ხვდებით? ცდილობს. და თანაც საკმარისზე მეტად. აზრს ვერ ხედავთ? ანუ მათე ამას არ უნდა აკეთებდეს? თუ მისი ეს " ლექციები " უნაყოფოა, ეს ისევ ნიკოს სიჯიუტის გამო. მათეს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით, რომ თქვენი შეგონებები ნაყოფიერი ყოფილიყო ნიკოსთვის?

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
ღმერთო,ახლა იმდენი რამ მინდა გითხრა. ისეთი თავი იყო,ისეთი დაძაბული,ემოციებით სავსე,ტკივილიანი,ღიმილიანი,ფერებიანი და მაინც ისეთი,ისეთი,რომ სიტყვები არ მაქვს!
საიდან დავიწყო? ნიკოსგან,რა თქმა უნდა, იმიტომ,რომ სხვა ნიკო შევნიშნე ამ თავში. არ იცი რა დამემართა,მისი სიტყვები რომ წავიკითხე,თათას სიკვდილი მოვინელეო. იქნებ ვერც მოინელა ბოლომდე,მაგრამ ხომ თქვა? იმედის უზარმაზარი ნაპერწკალი გამიჩინა გულში. სხვანაირი იყო ამ თავში მახარაძე. შეეპარა სიმსუბუქე მის ხასიათს და აშკარად ვიგრძენი ეს.
ლევანი... ამ პერსონაჟზე რა ვთქვა,უბინძურესი კაცია და ნიკოს სიტყვებმა მისდამი მომფხანა გული! მისნაირები ასე არიან საერთოდ,მთელი ცხოვრება ცდილობენ წუმპიდან ამოსვლას,მაგრამ არასდროს გამოსდით,იმიტომ,რომ სოციუმში კი არა,მათ გულღრძოობაშია საქმე.
მათე არის გმირი! ამ თავშიც ნამდვილი გმირივით გამოჩნდა და მისი სიტყვები გამომძიებლის და ნიკოს მიმართ იყო ღირსების უმაღლესი გამოვლინება. ეს ადამიანი არის კაცობისა და მეგობრობის მაგალითი. ( არ ვაჭარბებ არცერთი წამით)
იცი როგორი პერსონაჟია მათე? - ერთი არ არის, ბევრია. მკითხველის ხმაა. ყოველთვის იმას ამბობს,რასაც მკითხველი ფიქრობს. ისე გავბრაზდი ნიკოს ნათლიაზე,რატომ უნდა რომ ხელი დააფაროს და მიჩქმალოს ყველაფერითქო. მერე უცებ წამოდგა მათე და ჩემი სათქმელი თქვა.
ფინალი იყო ისეთი ზოგადად ისტორიის დასასრულადაც რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. ორი როიალი,ორი ადამიანი,ორი მეგობარი. მათი ერთად შექმნილი მუსიკა იყო ემოციების ზღვა ჩემთვის. და ბოლოს...ნიკოს სიტყვები. ეს უკვე იყო იმედის ნაპერწკლის კი არა,მზის გამობრწყინება. შეიძლება მომდევნო თავში ისევ მძიმე იყოს ნიკო ( და რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლება ყველაფერი ერთი ღამით) მაგრამ მე ამ თავით შევნიშნე ამ პერსონაზში ის ფერები,რომლებსაც აქამდე ეძინათ.
ვიცი,რომ ბევრი ვილაპარაკე,მაგრამ იმდენად დამმუხტა ამ თავმა ემოციებით,ისე განსაკუთრებულად იმოქმედა. კიდევ უნდა წავიკითხო,უფრო დამშვიდებული გულით და კიდევ ერთხელ ვისიამოვნო.
საოცარი ისტორიაა,მარიალა! საოცარი ხარ შენ!

ანა, მამუნჯებ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი, რადგან მართლაც ასეა. მიხარია, რომ ასე წვდები პერსონაჟებს, ასე ღრმაად გრძნობ მათ და თითქოს ისტორიაში ხარ, კუთხესი დგახარ და არ ვიცი როგორი თვალით აკვირდები, მაგრამ აშკარად ძვირფასი ნაწილი ხარ ამ სამყაროში.
ნეტავ, მართლა იცვალა ნიკომ ფერი? არ ვიცი რამდენად მოახერხა ეს. იმდენად, იმდენად ბნელია, რომ მეშინია, შეძლებს განათებას?
წარულს რაც შეეხება, ფესვები საკმაოდ მყარად აქვს გადგმული და მიხარია, თუ მოინელა კიდეც.
ერთი სიტყვით, მახარებ, მავსებ და მაბედნიერებ! მიხარია შენი ნახვა ჩემს მკითხველთა რიგებში.
უღრმესი მადლობა, ანა!

Indigo
გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, შენი წიგნი მინდა!

უღრმესი მადლობა! ვაფასებ heart_eyes

Maiaabuladze
ხო ეხლა ერთიანად უნდა დავიცალო... მე არ მინახავს ისტორია რომელშიც შეიძლება იყოს ამდენი გაურკვევლი რამ მაგრამ ისე ჩაგითრიოს შიგნით რომ სრულიად გშთანთოქს, ნიკოლა სულს მაცლის, მანადგურებს, მათე კი მათე რაღაც საოცრებაა არადამიანურად კარგი მეგობარია, ნიკოლას სულია, სინდისი, ნიკოლას სიცოცხლეს მათეთი აქვს აზრი. ამ თავში ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ მათემ ნიკოლა არ დაიცვა და სამართლის მხარე დაიჭირა ❤
"აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს. სწორედ, ამაშია ცხოვრების მთელი სისაძაგლე, რომ აზრი აქვს ერთ წუთიან ცხოვრებასაც კი. მე შენი სინდისი არ ვარ, შენთვის მოვლენილი ანგელოზი არ ვარ, რომელიც უკან ფრთებს მალავს. შეიძლება, შენზე მეტიც გავაკეთე, მაგრამ შეხედე, რას ჰგავხარ. ამაზრზენი, მდაბიო სულის არაკაცს, რომელიც იმდენად სუსტია, გამოსავალს იარაღში ხედავს." ამ ფრაზით მათემ ნიკოლას თავისი სინდისი გადაუშალა წინ ❤ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤ უმაგრესი გოგო ხარ შენ ❤

ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი აქვს ისტორიაც, რაც შენში პირადად ინტერესს იწვევს. მიხარია, რომ მოვახერხე.
მათე ნამდვილად ჩემი გმირია, ვაღიარებ და გავკადნიერდები კიდეც, როცა საქმე მეტრეველს შეეხება.
უღრმესი მადლობა ამ ამონარიდისთვის, რომელიც დაიმახსოვრე.

lullaby
წერილი!
ეს ან ყველაფერს გამოასწორებს, ან ყველაფერ გამოსწორებულს დაღუპავს.

მათე <3

ამჯერად ასეთი მოკლე ვიქნები, ბოდიში. უბრალოდ მეტის არაფრის თქმა არ მინდა.
შემდეგში...

წერილი!
<3
ასეთი მოკლე იყავი და ასეთი ძვირფასი, არ არის პრობლემა!

ჟირაფი
ძალიან არარეალურად მეჩვენა ექიმებისა და ექთნების გათრევა, და ვაშაძის ქმედება. მათეს მიერ ლექციათა კითხვაში აზრს ვერ ვხედავ, ნაყოფი არაფერი გამოაქვს. თითქოს სიმართლის მხარესაა მათე, მაგრამ ძალიან უმოქმედოდ და უნაყოფოდ, უძლურად მეჩვენება მისი პერსონაჟი.
მაგრამ უდაოდ კარგად წერ. ემოციურად.
გულწრფელად გისურვებ წარმატებებს.

ჩემთვის ნებისმიერი აზრი მისაღებია, პატივს ვცემ, მაგრამ მათე ნამდვილად არ არის უნაყოფო. პირიქით, ის არის ყველაფერი.
მადლობა.

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

არ შევმცდარვარ.დამამუნჯე საყვარელო.სიტყვებიც არ მყოფნის,რა ვთქვა არ ვიცი გეფიცები იმდენად საოცარია.მალე დადე რა ახალი თავი.რა გაძლებს ახლა
--------------------
ლანა

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
არ შევმცდარვარ.დამამუნჯე საყვარელო.სიტყვებიც არ მყოფნის,რა ვთქვა არ ვიცი გეფიცები იმდენად საოცარია.მალე დადე რა ახალი თავი.რა გაძლებს ახლა

მადლობა, ლანა <3

 


№10  offline წევრი Tushma19

ბრავო
უკომენტაროდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent