შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (24 თავი)


24-04-2017, 22:53
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 606

ნიკას ცხოვრება თავდაყირა იდგა, მაგრამ ნიდას სამსახურის დაწყებამ უფრო არია.
დილით გადიოდა სახლიდან და ვინ იცის სად დადიოდა, საღამოს კი ბრუნდებოდა ისიც იმიტომ, რომ მაქსიმე დაეტოვებინა, რადგან ნიდა სამსახურში მიდიოდა.
ნიდა და ნიკა ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ. როცა ნიდა სახლში იყო მაშინ ნიკა იყო გასული სახლიდან... ხოლო როცა ნიკა იყო სახლში მაშინ ნიდა იყო სამსახურში. ყველაფერი შეიცვალა.. ნიკოლოზმა თეკოსთან ურთიერტობა ააწყო.. თითქმის ყოველდღე მასთან ერთად იყო. ნიდამაც კარგად იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღებას არ ამახვილებდა და მაინც იმედს იტოვებდა, რომ მისი ნიკა დაუბრუნდებოდა.
ერთი თვე ასე არეულ სიტუაციაში განვლეს.
სასტავშიც მოხდა ცვლილებები.
ილიკო განოსთან ერთად, რომ წაბძანდა დასასვენებლად შეყვარებულის სტატუსით იქიდან ქმრის სტატუსით დაბრუნდა.. ბიჭები ამ მალული ქორწინების გამო ხმასაც არ სცემდნენ ერთი კვირა. მერე კი შეურიკდნენ და რესტორანში აღნიშნეს მისი დაოჯახება. იმ დრეს კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ ხელი სთხოვა ლიკას . ისიც რათქმაუნდა დათანხმადა და ახლო მომავალში ისინიც დაქორწინდებიან.
გეგამ სალომე დაისაკუთრა..
დაჩი ისევ ფარული სიყვარულით შემოიფარგლება. გიკო გვანცასთან ერთად არის.
ომიკოსაც მოწონს ვიღაც..
გურომ ერთი სიყვარულის დედაცო და არის გულავში.
იოც გუროს ბაძავს.
იკა და ანი გაიანეს უვლიან.
ქალბატონი ნათია და ბატონი თენგო ნიკას საქციელით გაგიჟებულები არიან და ნიდას თვალებშიც ვერ უყურებენ, მათი შვილის გადამკიდე.
ნიდას უნივერსიტეტი დაეწყო. საშინელი გრაფიკი ქონდა. დილით ლექცია, მერე მეცადინეობდა და საღამოს სამსახურში მიდიოდა. მაქსიმესთვისაც გამოძებნიდა ხოლმე დროს. აი ნიკას კი უკვე ყურადღებასაც არ აქცევდა.
ოქტომბრის შუა რიცხვები იყო.
დილით გაღვიძებული ნიდა სწრაფად მოწესრიგდა. ნიკოლოზი როგორც ყოველტვის სახლსი არ დახვდა..
მაქსიმე მოაწესრიგა, მისი ჩანთა ხელში აიღო, პატარაც ხელში აიყვანა და სახლი დატოვა.. დედამისთან გაიარა და შვილი დაუტოვა.. შემდგომ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა. ლექციის დაწყებამდე კაფეტერიაში ავიდა და მაგიდასთან მარტოდ მჯდომ აგათონიკესკენ გაემართა.
-ნიდა როგორ ხარ? აგა გადაეხვია მონატრებულ ჯგუფელს.
-არამიშავს. რატომ არ დადიხარ უნიში?
-არ ვიყავი თბილისში ეხა ჩამოვედი.. რას შვება ნიკოლოზი? გაახსენდა რამე?
-ისე გაახსენდეს ჩემ მტერს. თავი გვერდით მიატრიალა და ნოეს დანახვისას ხელის ქნევა დაიწყო. -როგორ ბძანდებით დიდო ნოე? გაიღიმა ნიდამ.
-რა მიჭირს ვარ ხარივით .. გაიჯგიმა ნოე და ნიდას გვერდით ჩამოჯდა.
-რატო არ იქნები? ყოველ დღე სავარჯიშო დარბაზსი აგდიხარ. ცხვირ აბზუებულმა აგამ ნოეს გახედა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს და ნიდას მიუბრუნდა..
-როგორ არიან მაქსიმე და ნიკა?
-ნიკაზე ლაპარაკი არ მინდა. მაქსიმე კიდე უფრო იზრდება და ბუთქუნდება. გაეღიმა შვილის გახსენებისას. -სიარულიც ისწავლა ჩემმა კაცუნამ.
-გამოვალ ამ დღეებში და ვნახავ ჩემს ნათლულს.
-გამობძანდით. გაუღიმა ნიდამ ბიჭებს და ფეხზე წამოდგა.. წავედი ეხა მე კავლაშვილის ლექცია მაქვს.. სახე დამანჭა და გასასვლელისკენ წავიდა. კიბეებზე ჩასვლას აპირებდა როცა ვიღაცას შეეჯახა. ეს ვიღაცა კი არც მეტი, არც ნაკლები გეგა მეტრეველი იყო..
-ბოდიში. ჩუმად თქვა ნიდამ და ბიჭს გვერდი აუარა. კიბეებზე ჩამავალ ნიდას გეგამ ხელი მკლავში მოკიდა და თავისკენ შემოატრიალა..
-დიდი ხანია არ მინახიხარ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ნიდას თვალებში მიაშტერდა. ნიდა დაიბნა.. ასეთ ქცევას მეტრეველისგან ნამდვილად არ მოელოდა -როგორ ხარ? ხელი ფრთხილად გაუშვა გოგოს..
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-ვარ რა.
-გეგა არ მოდიხარ? კაფეტერიის შესასვლელში მდგარმა ლენკამ კითხა მეტრეველს.
-არა.. ლექციაზე შევდივარ უკევე. შესვენებაზე ამოვალ . ხელით ანიშნა თავიდან მომწყდიო .. ნიდამ კიბეებზე ჩასვლა დაიწყო, გეგაც გვერდით ამოუდგა.
-როგორია ოჯახური ცხოვრება? ნიდასთვის მტკივნეულ თემას შეეხო ბიჭი..
-იდიალური. სიმწრით გაიღიმა.
-მერამდენე აუდიტორიაში მიდიხარ?
-614
-კავლაშვილის ლექცია გაქვს?
-კი
-ვა მეც მაგასთან ვარ .. მარა წინაზე არ მინახიხარ.
-დრეს პირველად ვესწრები.
-გასაგებია.
ლექცია დასრულდა და აუდიტორიაც დატოვა.. გეგამ შესთავაზა მე გაგიყვან სახლშიო, მაგრამ ნიდამ უარი განაცხადა.
ჯერ დედამისთან გაიარა..
კარი იოანემ გაუღო და დას გადაეხვია.
-მომენატრე გოგო საერთოდ ვეღარ გხედავ ეეე. თვალებ დახუჭულმა ამოთქვა და თმებზე ხელი ჩამოუსვა..
-არ მცალია იო ეხლაც სამსახურში უნდა გავიდე და მაქსიმეს მოვაკითხე, რომ წავიყვანო..
-იყოს აქ და სამსახურში მოგაკითხავთ მერე ერთად.
-ხო მასეც შეილება. მისაღებში შევიდა და დივანზე მჯდომ შვილს მიუახლოვდა, რომელიც მუტფილმს ინტერესით უყურებდა.
-დედას სიცოცხლე. ხელსი აიყვანა პატარა კაცუნა. მაქსიმემ ტირილი დაიწყო. ნიდამ ისევ დივანზე დასვა.
-მუტფილმში როგორ გამცვალე დეე?
-მეც მასე გადამაგდო ამ ლაწირაკმა. იომ ღიმილით შეხედა დიშვილს, რომელიც გამალებით აკვირდებოდა ტელევიზორს.
-დედიკო სადაა?
-ზაზასთან ერთად გავიდა საყიდლებზე... ნიდ რა ხდება ნიკასთან ?
-არაფერი შეცვლილა.
იომ საუბარი აღარ გააგძელა ამ თემაზე და ყურადრების გადატანა სხვა რამეზე სცადა..
-დღეს ქეთა ვნახე.. თქვა იომ
-ვინ ქეთა?
-ქეთა ჩარკვიანი.
-ეგ დაბრუნდა საქართველოში?
-როგორც ჩანს.
-რაო მერე?
-მაგარი შეცვლილია.. იცი რა ნაშაა? პირი დააღო ქეთას გახსენებისას.
-რა ვიცი მაგას, რომ უყვარდი მეათე კლასში შენ ცხვირს იბზიებდი და ..
-მაშინ სად მქონდა გოგო ტვინი.
-ეხა ხო გადმოგდის. გაიცინა ნიდამ. იო წავალ მაშინ მე და მაქსიმე შენ გყავდეს.
-სამსახურიდან სანამ გამოხვალ მომწერე და მოგაკითხავთ.
-იო ფრთხილად ატარე მანქანა.
-კაი.
სახლიდან გამოსულმა ტაქსი გააჩერა და სამსახურისკენ გაემართა. ავტომობილში იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. უცებ ნიკოლოზს მოკრა თვალი და ტაქსის მძღოლს მანქაა გააჩერებინა. უყურებდა ნიკოლოზს, რომელიც თეკოსთან ერთად ჩახუტებული და ბედნიერი მიუყვებოდა ქუჩას. ნიდას უნებურად ჩამოუარდა თვალიდან ცრემლი.
-ცუდად ხართ? ტაქსის მძღოლი მიბრუნდა გოგონასკენ.
-არა. ხელით ცრემლი მოიწმინდა.. თუ შეიძლება მანქანა მოაბრუნეთ.
ტაქსი კორპუსის წინ გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოში შევიდა.. კიბეებს აუყვა.. სანამ სახლში შევიდოდა იოს მიწერა დღეს მაქსიმე შენთან იყოს, მე სამსახურში მაქვს საქმეო.. მერე ვატოს დაურეკა და სამსახურიდან დაეთხოვა. სახლში განადგურებული შევიდა . ჩანთა ძირს დააგდო და ოთახისკენ გაემართა. საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. როცა გული ტირილით იჯერა, გამწარებული ფეხზე წამოდგა, "გარდერობი" გამოაღო და ტანსაცმელის ჩალაგება დაიწყო. ყველაფერი ჩაალაგა და ჩანთები მისაღებში გაიტანა. მისი და ნიკას სურათებიც აიღო.. გადასაყრელად მაინც ვერ გაიმეტა, ამიტომ თავის ოთახში მდგარ "კამოდის" უჯრაში ჩაყარა. დაღლილი დივანზე ჩამოჯდა..
ასე იჯდა ჩაბნელებულ ოთახში თვალცრემლიანი, როცა ნიკამ შეაღო კარი.. შუქიც აანთო და გაოცებულმა შეხდა შესასვლელში დადებულ ჩანთებს.
-სადმე მიემგზავრები? წარბებშეკრულმა გადახედა ნიდას..
-არა.
-აბა ეს რა არის?
-შენი ბარგი.
-რაა?
-რაც გესმის.. ფეხზე წამოდგა გოგო და ნიკას თვალებში ჩახედა. -შეგიძლია წახვიდე ჩემგან. წახვიდე იმ თეკოსთან.. ყვირილზე გადავიდა ნიდა.. რაც გინდა ის გააკეთე. შენს ცხოვრებაში მაინც აღარ ვარსებობ .. აზრი არ აქვს ლოდინს თუ როდის დამიბრუნდები. თავისუფალი ხარ ნიკა იმ მოვალეობისგან, რომელსაც ოჯახი ქვია. ნიკა დივანზე ჩამოჯდა და თავი ჩახა. -მიკვირს აქამდე როგორ ავიტანე შენი უპატივცემულობა. თავი გააქნია და ნიკოლოზი ზიზღით აათვალიერა. დვალს ზურგი აქცია და ფანჯარასთან დადგა .
ბიჭმა კარგად იცოდა თავისი დანაშაული. არც ამტყუნებდა ცოლს. ყველაფერი სძულდა. განსაკუტრებით ის გაურკვევლობა ეზიზღებოდა, რომელიც მის თავში იყო. ნიდას სიტყვებმა თითქოს გაანადგურა.. ადგილზე გააქვავა. სტკიოდა . ისევე სტკიოდა ნიკას, როგორც ნიდას იმ წუთას. თვითონაც არ იცოდა რა ტანჯავდა . შვილის გახსენებისას უფრო მეტად ეტკინა.
-მაქსიმე?
-შეგიძლია ნებისმიერ დროს ნახო. ნიკასთვის არც შეუხედავს ისე თქვა და ოთახში შევიდა. რამდენიმე წუთში გაისმა კარების ხმა , რაც ნიკოლოზის წასვლისა და ნიდას ცხოვრების შეცვლის მაუწყებელი იყო.
ნიკოლოზი მცხეთისკენ გაემართა. ომიკოს ლამის გული გაუსკდა ნიკა ჩანთებით ხელში, რომ დაადგა.
-სადმე მიდიხარ?
-სად წავალ? მოვედი უკვე.
-ვერ გავიგე. დბნეულმა შეხედა ძმას.
-ნიდამ გამომაგდო სახლიდან. ჩანთები შესასვლელში მიყარა და მისაღებში შევიდა.
-რა გააკეთე ამისთანა?
-თეკოს ვხვდები. თავჩაღუნულმა ამოთქვა.
-რას შვები? იღრიამა ომომ.
-ნუ დაწყებ ეხა რა. არ წაიღეს ტვინი. ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვიზამ. მომწონს ის გოგო, ერთმანეთს კარგად ვეწყობით, რატო არ შეილება ერთად ვიყოთ?
-შენ ბიჭო თავში ტვინი თუ გაქვს? რეებს მებოდიალები ? საერთოდ სრულ ჭკუაზე ხაარ?
-კი . მშვენიერ ჭკუაზე ვარ. იღრიალა ნიკამ.
-ნიკა ვერ გცნობ. ანერვიულებულმა ომომ ხელი სახეზე მოისვა.
-არ ვარ ის ნიკა რომელიც ვიყავი. შეიცვალა. ყველაფერი სეცვალა. აი ასე მოხდა და ასე გაგძელდება. შეიძლება ადრე ნიდა მიყვარდა, მაგრამ ახლა .... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ნიკამ და მონოლოგი ვეღარ დაასრულა.
-ახლაც გიყვარს. სინანულით გააქნია თავი ომიკომ და სახლიდან გავარდა.
ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა, სადარბაზოში შევიდა და სირბილით ავიდა მეხუთე სართულზე. კარი ატირებულმა ნიდამ გაუღო.
-ომო გავუშვი. მე თვითონ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. ბიჭს გადაეხვია.
-ვიცი. ეგ დებილი მე დამადგა თავზე. ისე მაგრად მინდა, რომ ვცემო ვერ წარმოიდგენ.
-თეკოსთან ერთად იქნება? ომოს მოსცილდა და თვალებში შეხედა.
-იმედიმაქვს, რომ არა. ჩუმად თქვა და მისაღებში შევიდა. -მაქსიმეს ძინავს?
-არა. იოსთანაა.
-აი მაქსიმეს გამო მანც არ უნდა იტირო. გინდა სადმე წავიდეთ?
-არა არ მინდა.
-მაშინ იოს დავურეკავ და გამოიყვანოს ის გოჭი. ნიდამ თავი დაუქნია. ომო ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა..
-იო.
-ხო ომო.
-იო ნიდასტან გამოდი რა.. მაქსიმეც წამოიყვანე.
-რამე მოხდა?
-ნიდამ ნიკას ჩაულაგა ნივთები და ასე, რომ ვთქვათ გააგდო სახლიდან.. ის დებილი კიდე დამადგა მე . ნუ კაროჩე გართულდა სიტუაცია.
-ფუ ჩემი როგორ ვერ მივხვდი, რომ მომწერა . ეხავე წამოვიყვან. შენ ნიდასტან ხარ?
-ხო.
-კაი მანდ იყავი და მოვიყვან მაქსიმეს.
ომომ ტელეფონი გათიშა და გიკოს დაურეკა.
-რაო ომიჩკ?
-არამაქვს შენი უაზრობების თავი.
-ოჰ.. დასტოინობის პიკზე ხარ..
-გაჩუმდი ორი წუთი და მისმინე. -ნიდა და ნიკა დაცილდნენ თუ რაღაც მასეთი რა და ნიკა არის მცხეთაში ჩემთან, მე ნიდასთან ვარ.. შენ კიდე ადექი ეხა და მალე გადი ნიკასთან.
-არაა დღეს პირველი აპრილი.
-რა მეპირველაპრილება ბიჭო? იღრიალა გაცოფებულმა.. ადექი დროზე გადი მცხეთაშითქო.
-მოიცა სეროზულად? აუ ჩემი.. იმ თეკოს გამო ტო?
-ხო
-კაი. გუროსაც ვეტყვი და ერთად გავალთ მცხეთაში.
-რომ მიხვალთ დამირეკე..
- კაი.
ომო მისაღებში შებრუნდა. ნიდა გამორთულ ტელევიზორს მიშტერებოდა. ომომ თავი გააქნია და მისაღებიდან, სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან კვერცხი გამოიღო და კალბასთან ერთად შეწვა. სამზარეულოში მდგომ მაგიდაზე დაალაგა თეფშები და ნიდასთან გავიდა.
-ნიდუ, მოდი რა ვჭამოთ.
-არ მინდა.
-როგორ არ გინდა? დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამია მთელი დღის განმავლობაში.
-ომო არ მაქვს ეხა ჭამის თავი.
-რა თავი უნდა ჭამას? ადე მიდი ჰე. ჩემი ხათრით რა.
-ჰო კაი. ფეხზე წამოდგა ნიდა. ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა. ომომ კარი გააღო და იოს მაქსიმე გამოართვა.
-როგორ გაზდილა ეს მაიმუნი. ღიმილით აათვალიერა ბავშვი.
-ხო სწრაფად იზრდება. დაეთანხმა იოც.
მისაღებში შევიდნენ.
იომ დას გახედა.
-ნიდ მოდი ჩემთან. ხელები გაშალა იოანემ. ნიდაც ფეხზე წამოდგა და ძმას ჩაეხუტა. უთქმელად ესმოდა იოს, დის ტკივილის.
-ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩუმად თქვა იომ.
-და როდი?
-ნუ ხარ სულ სწრაფი. თითო ცხვირზე ჩამოკრა დას.
-აუ გაცივდა საჭმელი მოდით რა. სამზარეულოდან გამოსძახა ომომ.
-ვააა საღოლ შენ. სამზარეულოში შესულმა იომ გაკვირვებულმა შეხედა ომოს.
ნიდა მაგიდასთან დაჯდა და შვილი კალთაში ჩაისვა.
-ჭამე გოგო რამე.. რა სუვენირივით დაგვიდექი აქ. შეუბღვირა ომომ და თეფშზე საჭმელი გადაუღო.
-თქვენ, რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა? თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა და ბიჭებს შეხედა. ომომ რძალს გაუღიმა.. იომ კი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დას. გაღიმებულმა ნიდამ მაქსიმე გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.



№1 სტუმარი Gadamtieli

Simartle ro vtqva nika shemzizgda. Is rom ar axsovs arafers cvlis. Kacobas mexsiereba ar chirdeba. Amato erzad yofna?! Nikas saqcielis mere?! Geficebi tekos da vigac nashebis mere ro miigos ukan nida rogorc qali shemdzagdeba. Dae nidam axali siyvaruli da ojaxi monaxos. Imsaxurebs. Nika?! Gaaxsendes da itanjos. Girsia. Mexsierebastan ertad kacobac ar unda daekarga :@

 


№2 სტუმარი Guest Keta

Mesmis rom cudad iqceva magram nidas gacnobamde gaixsenet nika meqaltane da amchemfexeba.avtoro nidas cxovrebashi shemoushvi giga cota ragaacebi arie mara isev nikastan datove kaii??❤️ Da Shemdegi rodis iqneba?

An iqneb nidastan laparakis dros rame gaaxseno nikas? Mase ufro kargi iqneba mara sanaam gaaxseneb cota magis tvalitac dagvanaxe rom nida uyvardeba an ragac maseti raa

 


№3  offline წევრი tatiachelo

Guest Keta
Mesmis rom cudad iqceva magram nidas gacnobamde gaixsenet nika meqaltane da amchemfexeba.avtoro nidas cxovrebashi shemoushvi giga cota ragaacebi arie mara isev nikastan datove kaii??❤️ Da Shemdegi rodis iqneba?

An iqneb nidastan laparakis dros rame gaaxseno nikas? Mase ufro kargi iqneba mara sanaam gaaxseneb cota magis tvalitac dagvanaxe rom nida uyvardeba an ragac maseti raa

ხვალ გამოცდა მაქვს და ვერ შეგპირდებით დღეს დავდებთქო.. ხვალ დავდებ ალბათ 25 თავს))).. გეგა vs ნიკა :D :D ვნახოთ ვისთან იქნება ბოლოს :))))

 


№4  offline წევრი anuki15

აუ კაი რაა, ნიდა არ გეცოდება?! შენზეა დამოკიდებული და გაახსენე ნიკას ყველაფერი რა იქნება?! არ მინდა გეგა :(((( ჩემი ნიკა მინდაა <3

 


№5 სტუმარი lile

მინდა შემდეგი მინდა მინდა მინდა heart_eyes ძალიან კარგი ხარ შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent