შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი 9 (1D Fanfic) +18


24-04-2017, 23:31
ავტორი Katherine Linton
ნანახია 3 314

ორი დღის შემდეგ სახლში დავბრუნდით მე და ზეინი. სახლი ლილის გარეშე ძალიან ცარიელი იყო. ორივე ჩუმად ვიჯექით. ზეინი თან მეცოდებოდა და თან ვბრაზობდი. ის რომ არ ყოფილიყო მაფიის ბოსი და ამდენი მტერი არ ყოლოდა ლილის არაფერი მოუვიდოდა. კარგია რომ ჩემი პატარა მაინცაა ჯანმრთელი. ისიც რომ დამეკარგა ალბათ ვერ გადავიტანდი.
სავარძელში დავეშვი და ერთ წერტილს მივაშტერდი ფიქრებში გართული. უცებ ხელზე ნაზი შეხება ვიგრძენი.
-ჯეს დაწექი, დაისვენე.
პირი გავაღე რომ მეპასუხა მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა.
-ჯეს ლილი კარგად იქნება.
-ზეინ ხომ იცი რომ ეს ტყუილი იმედია. კომიდან თუ გამოვა ნამდვილი სასწაული იქნება.
-ლილი კარგად იქნება!
უეცრად შევხტი მის ღრიალზე, მაგრამ მივხვდი ემოციები ვერ მოთოკა და ჩავეხუტე.
-ბოდიში. არ ვიფიქრე ისე ვთქვი.
-არაუშავს, მესმის.
გვიანი იყო ამიტომ ორივე საძინებელში შევედით.
ტანსაცმლის გამოცვლა დავაპირე და კაბის ელვა შესაკრავის გახსნა ვცადე რომელიც უკანა მხარეს იყო, ამ დროს ზეინს გავხედე. მაისური გახდილი ქონდა და მის სხეულს მივაშტერდი და შესაკრავის გახსნა ვერ მოვახერხე.
ზეინი მოვიდა, ერთი ხელი მხარზე დამადო, მეორით შესაკარავი გახსნა. უეცრად მისი თბილი სუნთქვა კისერთან ვიგრძენი. მან ნაზად მაკოცა და კაბა ნელა მომაშორა მხრებიდან, რის შემდეგაც ის იატაკზე აღმოჩნდა. მან წელზე მომხვია ხელები.
-ზეინ?!
-ჩშშშშ
მან უბრალოდ გამაჩუმა. მისკენ შევბრუნდი და ვაკოცე.
-მიყვარხარ!
მივიღე პასუხად.
-მეც
გავუღიმე და ხელები მოვხვიე კისერზე.
მან კიდევ ერთხელ მაკოცა და მეც მის თბილ სხეულს მივეკარი.
ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. თვითონ გვერდით მომიწვა და ჩემს მუცელზე თითების სრიალი დაიწყო.
-ჯერ ხომ არ დაბადებულა, მაგრამ უკვე მეშინია მისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდო.
-ეგ შეუძლებელია ზეინ. შენ მაფიის ბოსი ხარ.
-იცი რამდენს უნდა ჩემი ადგილის დაკავება? ეს ომიები რის გამოა შენი აზრით?! რაღაცაზე დავფიქრდი ჯეს.
მივხვდი რის თქმასაც აპირებდა.
-ზეინ მერე რა იქნება? უბრალოდ დაიმალები? ხომ იცი არც მაფია მოგასვენებს და არც პოლიცია.
-ჩავბარდები.
-რა? ზეინ! არა! არც იფიქრო. თუ ჩაბარდები შეიძლება მთელი ცხოვრება ციხეში გაატარო. მე და ბავშვებმა შენთან ციხეში უნდა ვიაროთ? ვიცი ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. იმ გამომძიებლისთვის არ უნდა გამეგზავნა საბუთები.
-შენი ბრალი არაა. სხვა გამოსავალი არ მაქვს. მაფიას უბრალოდ ვერ ჩამოვშორდები. მომკლავენ ჯესიკა. თუ ჩავბარდები კიდევ სხვა მაფიოზები მე და ჩვენ ოჯახს თავს დაანებებენ, იმიტომ რომ შეეშინდებათ არ ჩავუშვა რომელიმე.
ყველაფერი რთულადაა ჯეს.
ცრემლი მომადგა. ძალიან ბევრს ვტირი ამ ბოლო დროს. შემიყვარდა, ოღონდ ნამდვილად, მეტი რომ არ შეიძლება ისე. სანამ ბაზაზე ვიყავით მაშინ შემიყვარდა და ახლა გავიაზრე. რატომ არ შეიძლება მარტივად იყოს ყველაფერი? ზეინი თუ ფაიჭირეს როგორ გავძლებ მის გარეშე ორი ბავშვის გაზრდას. ან ლილის რომ შევხედავ და ზეინის ნაკვთებს ამოვიცნობ, როგორ მომენატრება მისი ჩახუტება.
-ჯეს ნუ ტირი.
უფრო მეტად ავტირდი, ჩავეხუტე და ვაკოცე.
-ყველაფერი კარგად იქნება.
მიჩურჩულა და ჩემზე ჩახუტებულს ჩაეძინა.
დილით რაღაც ხმაური მომესმა და ფანჯარასთან მივვარდი. ფანჯრიდან პოლიცია დავინახე რომელიც ზეინის დაცვებს აკავებდა.
-რა ხდება?
მისი ხმა გავიგე.
ფარდა ჩამოვაფარე უცებ
-ზეინ ფანჯარასთან არ მოხვიდე.
-რა იყო?
-გარეთ პოლიციაა. ბიჭები დაიჭირეს.
მალე ხმა გავიგეთ
-კარი გააღეთ ეს პოლიციაა!
-ჯეს რატომ ნერვიულობ? ხომ გითხარი რომ ჩემით ჩავბარდებითქო.
მან შუბლზე მაკოცა.
-არა ვერ ჩაბარდები ზეინ! გიბრძანებ! გიკრძალავ!
-დამშვიდდი.
-ზეინ მალიკ ვიცით რომ შიგნით ხარ! კარი გააღე.
-სანამ კარს გავაღებ მინდა რომ მაგრად ჩამეხუტო და მაკოცო, იმიტომ რომ მომენატრები ძალიან.
მაგრად მოვეხვიე ატირებული და მის კოცნაში დავიკარგე. არ მინდოდა ეს წამი დასრულებულიყო. ნეტა დროის გაჩერება შემძლებოდა.
-ზეინ მალიკ!
ხმა რამდენჯერ განმეორდა, მაგრამ ის რაღაც შორეულ ექოდ ისმოდა და კოცნის შეწყვეტა არც გვიფიქრია. კიდევ უფრო ძლიერად მიმიხუტა და მომხვია ხელები.
ამასობაში პოლიციამ კარი შემოანგრია და ზეინი და მე ერთმანეთს მოგვაშორეს. ის იატაკზე დააწვინეს და ბორკილები დაადეს.
სანამ გაიყვანდნენ მობრუნდა
-მიყვარხარ ჯეს. სამივე მიყვარხართ.
ტირილს ვუმატე, რადგან სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
-მეც მიყვარხარ.
ის მანქანაში ჩასვეს და მალე საზიზღარმა, არაფრისმთქმელმა, ცარიელმა, სევდიანმა სიჩუმემ დაისადგურა. ხმამაღლა ტირილის თავიც აღარ მქონდა. საწოლზე დავეცი და მის ბალიშს ჩავეხუტე, რომელსაც მისი სურნელი ქონდა.
ცოტა ხანში რაღაც ხმა მომესმა კაკუნისავით. ვიღაც ფანჯარას კენჭებს ესროდა.
გარეთ გავედი. იქ ლიამი დავინახე და სანამ რაიმეს მეტყოდა გიჟივით მივვარდი, მკერდში მუშტები დავუშინე და ყვირილი დავიწყე.
-თქვენი ბრალია ყველაფერი! რა გააკეთეთ! ვერ გიტან! მეზიზღებით ყველა! არავინ მოვიდეს აქ! არც ერთი! თორე ვფიცავ მოგკლავთ! ხელიც არ ამიკანკალდება.
-ჯესიკა რა გჭირს?
ისევ ქვითინში გადამეზარდა ყვირილი. უღონოდ ალბათ დავეცემოდი ლიამს ხელი რომ არ შეეშველებინა.
-ჯესიკა ამ ცხოველს როგორ იცავ? არ გახსოვს რა გაგვიკეთა?
-ამ წუთას ცხოველების შთაბეჭდილება მხოლოდ თქვენზე მრჩება. მე მიყვარს ის და მისი შვილების დედა ვარ, მისი ცოლი შესაბამისად.
-ეს ყველაფერი შენ არ წამოიწყე?
-კი, მაგრამ გავიცანი ადამიანი და მივხვდი რომ ძალიან შევცდი. შეიძლება მან ფიზიკური ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თვითონ იმდენი სულიერი ტკივილი აქვს გადატანილი რომ ვერცერთი წარმოვიდგენთ.
-ყველაფერი გასაგებია. მისმა მილიონებმა მოგხიბლა და ამიტომ იძახი რომ შეგიყვარდა.
არც დავფიქრებულვარ ისე გავაწანი სილა.
-გაეთრიე!
სახლში შევედი და არც კი მიმიხედავს მისკენ.
ოთახში შევედი ისევ. თვალი მოვავლე იქაურობას. მაგიდაზე კონვერტი შევნიშნე.
კონვერტზე ზემოდან რაღაც ეწერა. რომ წავიკითხე გამეღიმა. იქ ეწერა-„ჯეს მიყვარხარ“
კონვერტი გაავხსენი და გასაღები ვიპოვე შიგნით პატარა ფურცელთან ერთად. ფურცელზე ეწერა-„სურათის უკან“
რა თქმა უნდა სეიფი იყო სურათის უკან ჩვენს ოთახში. სეიფში იარაღი და დოკუმენტები იდო. იარაღის ქვეშ კიდევ ერთი ფურცელი იდო. „მხოლოდ თავდაცვისთვის“.
იარაღი ხელში ავიღე. ცხოვრებაში პირველად. ვიგრძენი თითქოს თავდაჯერებულობა და ძალა მომემატა. ამან რაღაც გადამაწყვეტინა, რის გამოც დოკუმენტების შესწავლას შევუდექი.
ზეინმა ყველაფერი აღიარა ამიტომ სასამართლო პროცესები არ გაწელილა. სულ რაღაც ერთ კვირაში გადამწყვეტ პროცესზე წასასვლელად გავემზადე. შავ ჯიპში ჩავჯექი და სასამართლოში წავედი. ვიცოდი სამუდამოს მიუსჯიდნენ და წინა ღამით ცრემლების მარაგი ამოვწურე ტირილით. ახლა უბრალოდ ცივი სახით გავყურებდი გზას. საქამრეში დატენილი იარაღი მედო, რომელსაც წელზე გადმოსული კოსტუმი ფარავდა. დარბაზში შესვლისას იარაღი გარეთ დავტოვე.
დარბაზში ბევრი ნაცნობი და უცნობი სახე იჯდა. მე წინა რიგში დავჯექი და დაველოდე სხდომის დაწყებას. უკან მივიხედე და ჰარი დავინახე რომელიც ჩემსკენ იხედებოდა. ზეინს შეეძლო იგი ჩაეშვა ძალიან თავისუფლად რაც არ გაუკეთებია.
სხდომა დაიწყო და ზეინი შემოიყვანეს დარბაზში. რომ დამინახა გამიღიმა და მე იგივეთი ვუპასუხე. თავი შევიკავე ცრემლებისაგან. პროცესი დიდ ხანს გაიწელა. საბოლოოდ მოსამართლე გავიდა განაჩენის გამოსატანად. ძალიან ავნერვიულდი. ვიცოდი სამუდამო გარანტირებული ქონდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ გარკვეული გარემოებების გამო შეუმსუბუქებდნენ დანაშაულს.
საბოლოოდ მოსამართლე გამოვიდა. ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ვეღარ ვითმენდი ვერდიქტის მოსმენა ისე მინდოდა. მოსამართლემ დაიწყო საუბარი:
-მოქალაქე ზეინ მალიკს მიესაჯოს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც აღსრულდება განაჩენის დღიდან ერთ თვეში.
ამ განაჩენით ყველა გაოცებული ჩანდა. მე კი შოკისგან არ ვიცოდი რა მეფიქრა ან რა მეთქვა.
-განაჩენი გამოტანილია პრეცენდენტის საფუძველზე. მიუხედავად იმისა რომ ბრიტანეთი სამეფო არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის სასჯელს, ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი იქნა შესაბამისი განაჩენი. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო სხდომას დასრულებულად ვაცხადებ.
მოსამართლის ჩაქუჩის ხმას ხალხის უკმაყოფილო რეპლიკების კორიანტელი მოყვა. მე არც დავფიქრებულვარ ისე წავედი მისკენ. ახლა მართლა ვეღარ შევიკავე ცრემლები. სიკვდილი? სასიკვდილო განაჩენი? არა ეს მეტისმეტია.
ის დარბაზიდან გაყავდათ. მასთან მივვარდი და მოვეხვიე. დაცვამ მალევე მომაშორა.
-ნუ გეშინია ჯეს. ყველაფერი კარგად იქნება
-აქედან გამოგიყვან.
მეტის თქმა ვერ მოვახერხე. დაცვებმა იგი დარბაზიდან გაიყვანეს. მანქანაში დავბრუნდი და იარაღი ავიღე. სასამართლოს შესასვლელთან ჰარის გამოსვლას დაველოდე.
მალე შევნიშნე ვიღაც გოგოსთან და ლუისთან ერთად. ის გოგო სავარაუდოდ დევლინი იყო.
-ჰარი!
დავუძახე და წარბშეუხრელად შევხედე გაოცებულ სამეულს. ჰარი ჩემსკენ წამოვიდა.
-გამარჯობა ჯეს
-მანქანაში ვისაუბროთ
მანქანაში ცავჯექით.
-დღეიდან ჩემი მარჯვენა ხელი იქნები. ისეთივე ერთგული და მონდომებული, როგორც ზეინის დროს იყავი.
-მაგ საქმეს თავი დავანებე. მაფიოზობანას თამაშს აღარ ვაპირებ.
-თამაშს? ჰაჰაჰა. ბევრჯერ დამეხმარე ჰარი, მაგრამ ახლა ძალიან თავისუფლად შემიძლია შუბლი გაგიხვრიტო და ხელი არ ამიკანკალდება. მითუმეტეს კომპრომატები შენზე საკმაოდ მაქვს და თუ უარს იტყვი პოლიციაში მოხვდება ყველაფერი. იმის გამო მაინც უნდა დამეხმარო, რომ ზეინმა შენზე ერთი სიტყვაც კი არ თქვა აღიარებაში, არადა მასზე ნაკლებ სასჯელს არც შენ დაგინიშნავდნენ.
-შეგეტყო ბოსის ცოლობა. კარგი დავუშვათ დაგთანხმდი. რაში გჭირდება ჩემი მარჯვენა ხელობა?
-ისევ იმაში რაშიც ზეინს ეხმარებოდი. მაფიას სათავეში მე ჩავუდგები და სანდო და გამოცდილი ადამიანი მჭირდება.
ჰარი რაღაცას თუ ვიღაცას მიაშტერდა სასამართლოს შესასვლელთან.
-მეიერებს აქ რა უნდათ?
-ნინას ოჯახი?
-ხო ზეინის მთავარი მტრები.
-ვიცი. ჯერ ზეინის მშობლები დახოცეს, მერე ჩვენი მანქანა ააფეთქეს, რის გამოც ლილი საავადმყოფოშია.
-ზეინის პირველი ცოლის სიკვდილიც მათ მოაწყვეს. ოღონდ ლილის დედა არა. ლილის დედა მეორე იყო და უბრალო ფორმალობა იყო. პირველი ცოლი ძალიან უყვარდა და ვიღაცამ, სავარაუდოდ მეიერებმა მოუწყვეს ავარია.
-მაგათ მერე მივხედავ. ახლა შენ მჭირდები.
-კარგი. მეტი გზა მაინც არ მაქვს ვხედავ.
-საღამოს ყველა ბაზაზე შემიკრიბე.
ჰარი მანქანიდან გადავიდა. ზეინის ციხიდან გამოყვანას ისედაც ვგეგმავდი, მაგრამ როგორც ჩანს უნდა ავჩქარდე.
მობილურმა დარეკა.
-გისმენთ
-მისის მალიკ საავადმყოფოდან გირეკავთ. ლილი გონს მოვიდა.
-ახლავე მოვალ.
ამ ამბავმა ისე გამახარა. არც მოველოდი რომ ლილი ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა.
საავადმყოფოში წავედი. პალატაში რომ შევედი და ლილი დავინახე თვალზე ცრემლი მომადგა. მისკენ წავედი და არც მოველოდი მისი ხმის გაგებას როცა მომესმა
-დედა
ლილიმ დედა პირველად დამიძახა. მას ჩავეხუტე.
-როგორ ხარ პატარა?
-მამა სად არის? საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. მალე ჩამოვა სიხარულო და ერთად წავალთ ზღვაზე ან მთაში. სადაც მოისურვებ.
ცოტა ხანი კიდევ ვიყავი ლილისთან.
-უნდა წავიდე ლილი. გვიან მოვალ და გნახავ.
-კარგი დედიკო.
მას ვაკოცე და წამოვედი.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ზეინი უნდა გამოვიყვანო.
ბაზაზე მივედი და ერთ დროს საძულველ, მაგრამ ახლა მხოლოდ ტკბილი მოგონებებით სავსე ოთახში შევედი.
ყოველი აქ გატარებული ღამე გამახსენდა. ცუდიც და კარგიც.
ზეინს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და დოკუმენტები ამოვალაგე ჩანთიდან. აქ იყო საქმიანი შეთანხმებები, ყველა ზეინის მტრის და ხელქვეითის შესახებ კომპრომატები, ბანკის ანგარიშები. ყველაფერი რაც ამ იმპერიის სამართავად მჭირდებოდა ამ ფურცლებზე იყო.
ჰარი შემოვიდა.
-რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ.
-შეკრიბე ყველა?
-კი, მაგრამ ისინი შენ არ დაგემორჩილებიან მარტო იმიტო, რომ მათზე რაღაც დოკუმენტები გაქვს. შენ ქალი ხარ. ზეინის ეშინოდათ. შენ კიდევ ნაზი და სუსტი ხარ.
-მე ცოლი ვარ, რომლის ქმარსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დედა ვარ, რომლის შვილიც კინაღამ მოკლეს, თან ერთი არა ორივე, ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჯობია არცერთმა არ გამოცადოს ჩემი სინაზე.
-ჯესიკა მართლა ვერ გცნობ.
-მალე შემეჩვევი. ახლა ასეთი ჯესიკა გაიცანი, იმიტომ რომ ის ნაზი, მშიშარა გოგო მოკლეს.
დიდ დარბაზში ჩავედით სადაც ყველა ზეინის ხელქვეითი იჯდა ვინც დაჭერას გადაურჩა.
-გამარჯობა. იმედია არ მომიწევს იმის მტკიცება, რომ სრული უფლება მაქვს ჩემი ქმრის ადგილი დავიკავო. ვიცი უნდობლად მიყურებთ, რადგან ქალი ვარ
ჯეიმსი-კი მართალია. ქალმა მაფია როგორ უნდა მართოს?
ლუკი-მითუმეტეს შენ ჯესიკა.
ჰარიმ ყურში მიჩურჩულა
-მაფიის ოჯხები მოვიდნენ, მგონი ჯობს ბიჭები გაუშვა და მათ შეხვდე.
-ლუკ, ჯეიმს ჩემთან დარჩებით სანამ მაფიის სხვა ოჯახებს შევხვდები, დანარჩენებმა კი ყველა მათგანი გაჩხრიკეთ და ნებისმიერი ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვით. რომ წავლენ მაფიოზები მერე შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. ახლა ამის დრო არაა.
ყველა დაიშალა. ლუკი და ჯეიმსი დარჩნენ ოთახში და გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს.
კაბინეტისკენ გავემართე და შესასვლელთან კასანდრა შემხვდა
-ჯესიკა საყვარელო ისე ვწუხვარ რაც შეგემთხვა
-არ მჭირდება შენი ყალბი თანაგრძნობა ძუ*ნა.
-საყვარელო ასე რატომ მომმართავ
-დაიმსახურე.
კაბინეტის კარი გავაღე და შევედი. კასანდრა შემოსვლას აპირებდა, მაგრამ კარი მივუხურე.
სკამზე დავჯექი. ჩემს გვერდით ჰარი იდგა. კარებთან კი ლუკი და ჯეიმსი.
აქ იყვნენ კასანდრას ბებერი ქმარი ოლივერ ბრაუნი, ნინას ძმა ალბერტო მეიერი და ნათან ლითლი, რომლის არსებობის შესახებაც ახლახანს ჰარისგან გავიგე. პატარა ოჯახია და არცდიდი მნიშვნელობა აქვთ მაფიისთვის. აი პირველ ორთან კი ფრთხილად უნდა ვიყო. ომი უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთში. სავარაუდოდ მათ ჰგონიათ რომ მე ვერ ვმართავ მაფიას და ჩემს ჩამოშორებას გეგმავენ. ეს ყველაფერი დავალაგე თავში და გამახსენდა ჰარის ნათქვამი, რომ ნათანს ოლივერის და ალბერტოსაგან განსხვავებით ცოლი არ ყავს, ვიღაც ბო*თან ერთობა. მივხვდი ახლა მისი პროვოცირება იყო საწირო და ერთდროულად რამდენიმე კურდღელს მოვკლავდი. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
-ჯენლტმენებო, როგორც მოგეხსენებათ უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ მე ვერ გავუძღვები მაფიას. თუმცა ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით მე კანონიერი ცოლი ვარ ზეინის და უფლება მაქვს პრეტენზია მქონდეს მის ადგილზე, ზოგიერთი ნაშისაგან განსხვავებით.
როგორც ვიფიქრე პატარა ნათანი წამოეგო ანკესს.
-ჩვენი ოჯახები წლებია ერთმანეთს ხოცავს ამ ტახტისთვის და შენ რატომ უნდა დაიკავო ის? შენც ჩვეულებრივი, რიგითი ნაშა ხარ ზეინისათვის.
სავარძელიდან წამოვდექი და დაუფიქრებლად ვესროლე. დიახ ვესროლე. ადამიანი მოვკალი, პირველად ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ ქონდა ახლა შინაგანად რა ტკივილს ვგრძნობდი, იმიტომ რომ ვიღაც მოვკალი და როგორ მინდოდა ახლა ტირილი ჩემი საქციელის გამო. სახის გამომეტყველების შეუცვლელად სავარძელში ჩავეშვი.
გვამი ხალიჩაზე დაეცა. ოლივერმა ხელი გულზე წაიჭირა, ალბერტო კი გვამს მიაშტერდა.
-ბოდიში ბატონებო ავღელდი.
ეს ორი ახლა დარწმუნდა რომ ისეთი ადვილი ჩამოსაშორებელი არ ვარ როგორც ეგონათ. ასევე ლუკი და ჯეიმსიც დარწმუნდნენ რომ არ ვხუმრობ და ახლა აღარ შემეწინააღმდეგებოდნენ. ჰარის შევხედე და სახეზე იმდენი რამ ეწერა. უფრო კმაყოფილი იყო ჩემი ქცევით. უბრალოდ ავდექი ამის მერე და კაბინეტი დავტოვე. ჰარი უკან გამომყვა.
-ეფექტური გამოსვლა იყო.



№1 სტუმარი Guest მარი

ვაუუუუ ძაალიან მაგარია იყო ველოდები ახალ თავს kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

როცა ვკიტხულლბ ვგრძნობ რომ არაცნაირად არეულდარეული მოთხრობასავითაა მაგრამ
უმეტესად იმიტომ ვკითხულობ რომ გადმოცემული გაქვ ს ძალიან რეალურად და პირდაპირ გაბოროტებული შეყვარებული ზოგჯერ თავქარიანიც გოგოს ცხოვრება გადაწყვეტილებები ბევრ რამეში ცდება მაგრამ სწორედ ეს მომწონს რომ ამ შეცდომას უშვებს ასე უფრო ადამიანური ანუ რეალური გამოდის და გაღმერტებული თოჯინა პერსონაჟი არ გყავს ნუ სასიკვიდლო განაჩენს ა რველოდი სიმარტლე გითხრა.
ერტი რჩევვა თუ მერე დაარედაქტირებ ამ მოთხრობას სასამართლს პროცესი უფრო დააწვრილმანე , კაარგად გამოჩნდება ვინაა ზეინი დ რაც დააშავა . კი ბევრი დანაშაულიგამოაჩIნე მაგრამ მაინც .
მოკლედ ველი შემდეგს!!! ზოგადად ეს ფანპიკები მზღუდავს რაღაცნაირად. კარგი მოთხრობაა საინტერესო სიუჟეტით და მომავალში თუ დაწერ კიდე რამეს ნუღა დაარქმევ ამ გუნდის სახელებს რა აუბრალოებ სძალიან. ნუ მიწყენ ამ ბოლოზე:დდდდ

 


№3  offline წევრი Katherine Linton

nawkas12345
როცა ვკიტხულლბ ვგრძნობ რომ არაცნაირად არეულდარეული მოთხრობასავითაა მაგრამ
უმეტესად იმიტომ ვკითხულობ რომ გადმოცემული გაქვ ს ძალიან რეალურად და პირდაპირ გაბოროტებული შეყვარებული ზოგჯერ თავქარიანიც გოგოს ცხოვრება გადაწყვეტილებები ბევრ რამეში ცდება მაგრამ სწორედ ეს მომწონს რომ ამ შეცდომას უშვებს ასე უფრო ადამიანური ანუ რეალური გამოდის და გაღმერტებული თოჯინა პერსონაჟი არ გყავს ნუ სასიკვიდლო განაჩენს ა რველოდი სიმარტლე გითხრა.
ერტი რჩევვა თუ მერე დაარედაქტირებ ამ მოთხრობას სასამართლს პროცესი უფრო დააწვრილმანე , კაარგად გამოჩნდება ვინაა ზეინი დ რაც დააშავა . კი ბევრი დანაშაულიგამოაჩIნე მაგრამ მაინც .
მოკლედ ველი შემდეგს!!! ზოგადად ეს ფანპიკები მზღუდავს რაღაცნაირად. კარგი მოთხრობაა საინტერესო სიუჟეტით და მომავალში თუ დაწერ კიდე რამეს ნუღა დაარქმევ ამ გუნდის სახელებს რა აუბრალოებ სძალიან. ნუ მიწყენ ამ ბოლოზე:დდდდ


გავითვალისწინებ <3 და არ მწყინს ) უბრალოდ დაწყებული მქონდა ეს და გადავწყვიტე სრულყოფილი გამეხადა და დამედო თორემ თავიდან რომ დამეწყო შევცვლიდი პერსონაჟებს

 


№4  offline წევრი triniti

აი ახლა უფრო მაგრად მევასება ეს შენი ნაშრომი ასე ვთქვატ როგორ მომეწნა ეს ქალი ბოსი და მისი ქმედებები ..ველი სულმოუტQმელად შემდეგ თავს დიდიხანს ნუ მალოდინებ რა ძალიან გთხოვ

 


№5  offline წევრი anano-nia

გაგრდზელება როდის იქნება

 


№6  offline წევრი Katherine Linton

anano-nia
გაგრდზელება როდის იქნება


შაბათ საღამოს დავდებ ახალ და სავარაუდოდ ბოლო თავს.

 


№7  offline წევრი Katherine Linton

გამარჯობა! არავის გეგონოთ დამავიწყდით. უბრალოდ ვერ ვასრულებ მოთხრობას. არ მინდა ძალიან ჩვეულებრივი და უბრალო დასასრული ქონდეს და ვფიქრობ როგორ ავიცილო ეს თავიდან და რაც შეიძლება ორიგინალურად და საინტერესოდ დავასრულო. ბოდიში დაგვიანებისთვის

 


№8  offline წევრი Салиа

Katherine Linton
გამარჯობა! არავის გეგონოთ დამავიწყდით. უბრალოდ ვერ ვასრულებ მოთხრობას. არ მინდა ძალიან ჩვეულებრივი და უბრალო დასასრული ქონდეს და ვფიქრობ როგორ ავიცილო ეს თავიდან და რაც შეიძლება ორიგინალურად და საინტერესოდ დავასრულო. ბოდიში დაგვიანებისთვის


Lamiss vateneb da vaghameebb amm saitzee axalii taviss lodinshii

 


№9  offline წევრი Katherine Linton

Салиа
Katherine Linton
გამარჯობა! არავის გეგონოთ დამავიწყდით. უბრალოდ ვერ ვასრულებ მოთხრობას. არ მინდა ძალიან ჩვეულებრივი და უბრალო დასასრული ქონდეს და ვფიქრობ როგორ ავიცილო ეს თავიდან და რაც შეიძლება ორიგინალურად და საინტერესოდ დავასრულო. ბოდიში დაგვიანებისთვის


Lamiss vateneb da vaghameebb amm saitzee axalii taviss lodinshii




კიდევ ერთხელ ბოდიში დღეს დავდებ

 


№10  offline წევრი Салиа

Sadd ariss axali tavii ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent