შეგეჩვიე XXII
სახლში მისულებს ჩვენი გოგონები და მტირალი კატალეა შემოგვეგებნენ. -რაო მამი რატომ ტირი. -დაჩიმ ხელსი აიყვანა პატარა და კისერში მაგრად აკოოცა. ვხედავდი როგორ ცდილოობდა მის შესრუტვას. მისი ტკბილი სურნელით ბოლომდე დატკბობას და შურისგან ლამის გავმწვანდი. ერთი სული მაქვს მეც ისე როდის ჩავიკრავ ჩემს გოგონას. მაგიდას მივუსხედით და ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა და საუბარში ავყოლოდი მათ მაგრამ სულ ერთი და იგივე მიტრიალებდა თავში. როგორ შეიძლება დიმიტრისა და ვიქტორიასათვის კედლის უკან საცავი იყოს და ჩვენ რატომ ვერ ვიპოვეთ. დაჩის გავხედე და მასაც ისეთი სახე ჰქონდა, რთული მისახვედრი არ იყო რაზე ფიქრობდა. ისიც ჩემსავით ამ საიდუმლოებით მოცულ ამბავზე ბჭობდა ალბათ გონებაში. ვანიშნე რა ხდებათქო და მიმიხვდა რასაც ვეკითხებოდი. მხრები აიჩეჩა მეც ვერაფერს ვხვდებიო. საღამო ისე გავიდა და ბავშვები ისე წავიდნენ ნორმალურად ვერც მოვახერხე მათთან დროის გატარება. ფიქრებით სხვაგან ვიყავი. -რა გჭირს იოანე თითქოს სადღაც დაფრინავ. მოხდა რამე. -თებეას რას გამოაპარებს კაცი. -არა არაფერი, უბრალოდ დავიღალე. დავიძინოთ კარგი? -მივალაგებ და დავწვები. შენ წადი. -ვიცი შეიძლება გულის სიღრმეში ეწყინოს რომ არ ვეხმარები მაგრამ გამიგებს. ნამდვილად არ მქონდა მიხმარების თავი. თანაც ვიცი რაიმეს ავურევ და ეს მეტ ეჭვს გამოიწვევს ამიტომ სჯობს დავწვე. ფიქრებში გართულს მივხვდი ძილი როგორ ჩამეპარა. თებეას ცივმა ფეხებმა შემაფხიზლა ცოტათი. მისკენ გადავბრუნდი, მაგრად მოვიზიდე. მის ზურგს ავეკარი და ის სურნელი ვიგრძენი მე რომ ასე ძალიან მიყვარს. მაისურში ხელი შევუცურე და ჩემ პატარასაც მოვეფერე. ძილინებისა ვუსურვე და ტკბილად დავიძინეთ. დილაადრიან წავედი რომ ჩანაწერის ყურება გაგვეგრძელებინა. მე და დაჩიმ ერთდროულად მივაყენეთ მანქანები. ამაზე ორივეს გაგვეცინა. -მოკლედ ინტრიგამ დილაადრიან წამომახტუნა ფეღზე. მემგონი არც მძინებია წესიერად. სულ ის ოთახი, დიმიტრი და ვიქტორია მიტრიალებდა თავში. -მეც დაჩი მეც. ვერაფერს ვერ ვხსნი რა შეიძლება ხდებოდეს. -ჩვენ რომ ვერ გავარკვევთ ეგეთი რა არის. -მოუთმელად ავირბინეთ კიბეები და გავაგრძელეთ ყურება. ისევ არაფერი საინტერესო. -მოიცა მოიცაა. -უცებ იყვირა დაჩიმ. -გუშინ რა რიცხვი იყო? -9 ივლისი. რა იყო. -რა დებილები ვართ. ნახე თარიღებს დააკვირდი ჩანაწერზე. -რამოდენიმე ჩანაწერი ერთმანეთის მიყოლებით რომლებსაც ვხსნიდით თარიღები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ცოტა გაგვიხარდა მგონი საიდულმოს გასაღებს მივაგენით. თარიღებზე დაკვირვებამ სწორ გზაზე დაგვაყენა. აღმოჩნდა რომ რამოდენიმე დღე საერთოდ წაშლილი იყო. კოდზე წვდომა მხოლოდ დიმიტრის ქონდა ანუ მან წაშალა რაღაც. -იცი კიდე რას დავაკვირდი? ვიქტორიას ეს ტანსაცმელი რაც აქ აცვია იმ ვიდეოს არ ემთხვევა რომელიც შემოსასვლელის კამერამ დააფიქსირა. -მემგონი სჯობს იმ კამერის ჩანაწერები შევადაროთ ამას თარიღების მიხედვით. რამოდენიმე დღიანი წყვეტებია. -კარგი მოვიტან დანარჩენ ჩანაწერს შენ მანამდე მოძებნე წყვეტები როდის შემდეგ იწყება და დღეებიც დაალაგე. -დაჩი გავიდა და თავიდან მივყევი ყველა ჩანაწერს. ვიქტორიას ვიდეო დღეების მიხედვით იმ ვიდეოს შემდეგ მოდის როდესაც ოთახში სეიფის არსებობა გავიგეთ. მერე უკვე დროით ჭრილში არევა აღარ არის სანამ საერთოდ ერთ კვირიანი ჩანაწერი არ ქრება. მათ ნაცვლად ძველი მეორდება რომელიც აქამდე ვერც კი შევამჩნიეთ. -მოვედი. იპოვე რამე? -ის რომ ვიქტორია უფრო ადრე იყო ამ ოთახში და ერთ კვირიანი ჭრა არის კიდევ. -ხოდა მაგ ერთ კვირაში რა მოხდა ეგაა მთავარი. და მაგ ერთ კვირაში იყო თუ არა მეორედ ვიქტორია შენსს კაბინეტში თუ კიდე წყვეტა გვაქვს. -ვაიმე ტვინი მეტკინა უკვე. რა უბედურებაა. -კარგი დამშვიდდი. მთავარია რაღაც მაინც ვიპოვეთ და ისეთ გაურკვევლობაში აღარ ვართ. დავიწყეთ შემოსასვლელი ვიდეოთვალის ჩანაწერების ყურება და ჩვენდა გასაოცრად იქაც ერთ კვირიანი წყვეტა იყო. მეტიც. ჩანაწერებში ის ვიდეოც აღარაა ვიქტორია რომ გამოდიოდა ჩემი კაბინეტიდა. -ამის დედაც ისევ ჩიხში ვართ. -ერთადერთი გზა გვრჩება. -ეს თუ ისაა რასაც მე ვფირობ არაა, შანსი არაა. -ხომ იცი რომ სხვანაირად ვერაფერს ვიზამთ. -არა დაჩი სხვა გზაც უნდა არსებობდეს. -ჩემ თავს ვაჯერებ რომ სხვა გამოსავალსაც ვიპოვით მაგრამ გულის სიღრმეში მეც მჯერა რომ ერთადერთი გზა დიმიტრისთან დალაპარაკებაა. -იოანე. ცოტახნითგადადე გვერდზე ეს დედამოტყნული სიამაყე თორე ის გოგო რაღაცას ჩმახავს და დაგვერხევა. -კარგი მაგრამ როგორ გგონია მას ჩემი დახმარება რომ ნდომოდა ამ ვიდეოებს წაშლიდა? -იქნებ არცაა მისი წაშლილი. -აღარაფერი აღარ ვიცი. მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრცება. იმ დამპალის ნახვას და მითუმეტეს მისთვის დახმარების თხოვნას ყველაფერი მერჩივნა მაგრამ დაჩი მართალი იყო, სხვა გზა აღარ დაგვრჩა. მანქანა დიდ სახლთან გავაჩერე. ჩემი ბინის სიდიდის დაცვის ოთახი იდგა ჭიშკრის გვერდით. ასეთი სახლები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ორივე ფრთა გაიღო ჭიშკრის და დაცვას არც კი უკითხავს რაიმე პირდაპირ სახლის კარამდე მივედი მანქანით. მანქანიდან გადმოვედი თუ არა კარში თვით ბატონი დიდმიტრი შემომეგება. -იოაენ როგორ ხარ? რას მივაწერო შემი სტუმრობის პატივი. -გმადლობთ კარგად. რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. -მეც ეგ ვიფიქრე თორე რომ არ მოგენატრებოდი მეც ვიცი. -ძალიან გთხოვთ, ეგ სარკაზმი უადგილოა. -კარგი სახლში შევიდეთ და იქ გავაგრძელოთ. -შემიძღვა სახლში, რომელიც ანტიკვარული ნივთეებით და ცნობილი მხატვრების ნახატებით იყო სავსე. ნამდვილად ჰქონია მას ფუფუნების აღქმა. ყველაფერი ლამაზი და მდიდრული იყო მაგრამ არა გადაჭარბებული. მეორე სართულზე ავედით და ოთახის კარი შეაღო. ეს მისი კაბინეტი იყო. საწერი მაგიდის უკან კედელზე ნაპოლეონ ბონაპარტეს პორტრეტი ეკიდა. ენ ნახატი პირველი იყო რაც თვალში მომხვდა. საწერ მაგიდაზე მხოლოდ ერთი ფოტო იდო. მისი და ჩემი. ერთ-ერთ დაჯილდოებაზე გადაღებული. აშკარა იყო ეს ფოტო სულ აქ იდო და სპეციალურად არ მოიტანა, რადგან ჩემი ვიზიტის შესახებ მას არანაირ შემთხვევაში არ ეცოდინებოდა. -დაბრძანდი. -მიმითითა დიდ სავარძელზე. ტელეფონზე რაღაც ნომერი აკრიბა. -ორი ყავა. ლიფტით ამოუშვით და არავინ შეგვაწუხოს. რამოდენიმე წამში იქვე მდგარი კარადის კარი გაიღო და იქ ლანგრით ორი ფინჯანი ყავა იყო. გამეღიმა. -რატომ იღიმი? -უბრალოდ შენიღბვის და საიდუმლო ადგილების დიდოსტატი ყოფილხარ. -რას გულისხმობ? -მგონი მაგ კითხვის დასმა თქვენი მხრიდან არც ისე გონივრულია. ძალიან კარგადაც მიხვდით რასაც ვგულისხმობ. -იოანე მისმინე. პატარები არცერთი არ ვართ. მე რაც გავაკეთე ყველაფერი შენი კეთილდღეობისა და მომავლისთვის გავაკეთე. -საქმე იცით რაშია? ის კი არ მაინტერესებს რისთვის გააკეთეთ მე ის მაინტერესებს რა გააკეთეთ. -მაშაყირებ? -სულაც არა, ნამდვილად მაინტერესებს. მხოლოდ ის ვიცი რომ რაღაც დოკუმენტები წაიღე ოთახიდან რომლების მოსაძებნადაც მერე შენი ქალიშვილი დაბრუნდა და აშკარად გაბრაზდა რომ ვერ იპოვა. -ასეც ვიცოდი. კარგს არაფერს მოიმოქმედებს. უფრთხილდი მაგ ბოზს. -უკაცრავად? -რა გაიკვირვე. დედამისზე უარესი ა. შემეტენა უკანონო შვილით და საყვარელ ქალს დამაშორა. -მაპატიეთ მაგრამ აქ თქვენი მწარე მოგინებების მოსასმენად არ მოვსულვარ. თუ მართლა გინდათ ჩემი დახმარება მომიყევით ყველაფერი. -ცოტა შორიდან დავიწყებ და მომისმინე ყურადღებით. 14 წლის იყო ვიქტორია როდესაც ხერხემალზე ოპერაცია დასჭირდა. ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ რომ ფეღზე გავლას ისევ შეძლებდა. ოპერაციაც კი სარისკო იყო მაგრამ დავთანხმდი მისთვის ძვლის ტვინის გადანერგვას. მამა ვარ და უნდა დამთხვეოდა დნმ მაგრამ არ შეესაბამა ერთმანეთს. მაშინ გამიჩნდა ეწვი რომ რაღაც ისე ვერ იყო. მისთვის დონორის ჩამოყვანა უცხოეთიდან დამჭირდა მაგრამ მაშინ შენს შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და ვერ დავუშვებდი რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ასე გაუბედურებულიყო. რაც შემეძლო ყველფერი გავაკეთე და ფეხზე დავაყენეთ ვიქტორია. ის ძველი იქრი, დნმ რომ არ დაემთხვა მოსვენებას არ მაძლევდა. მისი სავარცხელიდან თმის ღერი ავიღე და მამობის დამადასტურებელი ტესტი გავაკეთე უარყოფითი აღმოჩნდა. საშინლად გავბრაზდი. თურმე ნახევარი ცხოვრება ტყუილში გავატარე. იმ მომენტში ყველა და ყველაფერი მძულდა. სახლში გაცეცეხლებული მოვედი და ყველაფერი დავლეწე სიბრაზისგან. ისე ვიყავი რომ დედამისზე ხელიც ავღმართე. მალევე გავიგე რომ თურმე მან სიმართლე ჩემზე ადრე იცოდა და უბრალოდ მწველიდნენ ორივე დედა შვილი მაგრამ მე არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო. ვიქტორიამ ჩემზე ადრე გაიგო შენი არსებობის შესახებ დედამისისგან და შენი სიცოცხლით მაშანტაჟებდა. მეუბნებოდა რომ ბევრს არაფერს ითხოვდა უბრალოდ სურდა დედამისი ჩემს ცოლად დარჩენილიყო თვითონ შვილად და დაგვევიწყებინა ყველაფერი. რომ გაიგო ჩემს ბანკში დაიწყე მუშაობა ერთერთი კომპანიის აქციები წამართვა. ასე გავაგრძელებ თუ კიდე რაიმეს მოიმოქმედებო. რომ დაგაწინაურე მაშინ კიდევ ერთის აქციები ამწაპნა. თან ისე რომ სრული მფლობელი თვითონ ხდება. თავს იშტერებს და იკატუნებს თითქოს ქარაფშუტა გოგოა მაგრამ დამპალი კახპაა. ყველაფერს ანადგურებს რასაც შეეხება. მაქსიმალურად ვეცადე თებეამდე არ მისულიყო მაგრამ მაინც გაიცნო. იმიტომაც მოგთხოვე რომ სვილად მეღიარებინე. ამით ვეღარ შეძლებდა რაიმეს წართმევას. რადგან შენ იქნებოდი ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე. მერე გამიხარდა რომ შენ თვითონ გამოიჩინე ინიციატივა და ამიტომაც უყოყმანოდ დაგთანხმდი. ის მაინც იქნება შენი. -მანდაც ცდებით. მაინც მოახერხა და შემოძვრა. ყველა სხვა მეწილის აქციები შეიძინა და თანამესაკუთრედ გამიხდა. -ვიცი ერთერთი მეწილე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მან მითხრა. სხვა გზა არ იყო უნდა მიმეცაო. -იქნებ გადახვიდეთ მთავარზე. კაბინეტიდან რა აიღეთ და ის სეიფი სად გაქრა მე რატომ ვერ ვიპოვე. -გული მიგრძნობდა რომ უმოქმედოდ არ გაჩერდებოდა და ოფისიდან ხელშეკრულება წამოვიღე. შევასწორე და უკან დავაბრუნე. მან იცოდა რომ ძველი ხელშეკრულების მიხედვით ახალი მფლობელი ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორცილებულ ყველა ტრანზაქციაზე და საბუთებზე იქნებოდა პასუხისმგებელი. ამიტომ ვიცოდი რომ რაიმე დოკუმენტს ჩაგიდებდა და დააჭერინებდა შენ თავს ამიტომ ხელშეკრულების პირობები შევაცვლევინე და შენი ხელმოწერაც გავაყალბებინე. ოღონდ ძალიან კარგად, ისე რომ დამერწმუნე ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევს.რაც შეეხება სეიფს. ამოვაშენებინე. ვიცოდი რომ პრობლემებს შეგიქმნიდა. -იმას როგორ ამიხსნით რომ ვიდეოთვალისა და კოდის შესახებ არაფერი მითხარი და პლიუს კიდე დაახლოებით ერთი კვირის მონაცემებში ჭრა რომ არის. -ეგ ჭრა იმ პერიოდისაა როდესაც რემონტი გავაკეთებინე. რამოდენიმე დღე კარანტინი გამოვაცხადებინე. მოვიმიზეზე რაღაც და ყველასგან მალულად შევცვალეთ. კოდზე თქმა დამავიწყდა და მერე ეს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე. თვალყურს გადევნებდი რომ რაიმე შეცდომა თუ მოგივიდოდა დაგეხმარებოდი მაგრამ ყველაფერს ისე კარაგად ართმევ თავს. ნამდვილად ვამაყობ შენით. რაც შეეხება იმ ვიდეოს როდესაც ვიქტორია შენს ოთახში მეორედ შემოვიდა, თვითონ წაშალა. ეგონა რომ შენც გქონდა წვდომა ამ ვიდეოებზე და სანამ ნახავდი მოასწრებდა მაგრამ მე მისი ასლის შენახვა მოვახერხე. რადგანაც ერთხელ ვერ იპოვა ხელშეკრულება მეორედ სცადა მისი მოძებნა. -მაგრამ რაღაც არ ემთხვევა. ერთხელ მანამდე იყო კაბინეტში სანამ რემონტს გააკეთებდით და მაშინ რაღაც ნამდვილად აიღო კაბინეტიდან და მეორედ ალბათ კიდე სხვა რაიმე ხელჩასაჭიდს ეძებდა ჩემს წინააღმდეგ. -ხელშეკრულება მე იმ დღესვე წამოვიღე როდესაც შენ ჩემთან მოხვედი. სავარაიდოთ მაშინ აიღებდა თანა მესაკუთრეების მონაცემებს და წილების რაოდენობას. აი მეორედ რა უნდოდა ერთად გავარკვიოთ. -ჩანაწერი გახსნა დიმიტრიმ და ყურადღებით დავიწყეთ მისი შესწავლა რომ რაიმე დეტალი არ გამოგვრჩენოდა. აშკარად რაღაც მნიშვნელოვანს ეძებდა. ხელშეკრულება კარგად წაიკითხა და მაგიდაზე მოუთმენლად დაარტყა მუშტი ალბათ სწორედ იმ ჩასწორებული პუნქტით დაჩა უკმაყოფილო. ახლა სხვა ფურცლებში დაიწყო ძებნა მაგრამ უცებ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, დახედა და სასწრაფოდ დაიწყო საქაღალდეები თავის ადგილას და უცებ დატოვა ოთახი. მალევე ოთახში მე და დაჩი შევდივართ. -ამ ჩანაწერიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. -გააგრძელა დიმიტრიმ.- ვიქტორიას თქვენთან იფორმატორი ყავს. -მაგას მეც მივხვდი. ვიღაცამ შეატყობინა რომ მოხვედით და მანაც სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი. აქ რაღაც სხვა ამბავია და აუცილებლად გავიგებ. -მასთან მეტი სალაპარაკო აღარაფერი მქონდა, ავდექი და წამოსვლა დავაპირე. მართალია მადლობა უნდა მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი. შემოვბრუნდი და წამოვედი. კარის ზღურბლთან მისული მისმა სითბოშეპარულმა სიტყვებმა შემაჩერა. -შვილო. რაღაცატომ მისი ეს დაძახება ისე ამაზრზენად აღარ მომჩვენებია როგორც ადრე. მე თვითონ გამიკვირდა მისდამი სიძულვილი ასე წამებში შედარებით როგორ შესუსტდა.-იოანე მაპატიე თუ შეგიძლია. თუ რაიმეში დაგწირდეს ჩემი დახმარება, შენს გვერდით მიგულე. -არაფერი ვუპასუხე მხოლოდ ერთხელ მივიხედე სანახევროდ მისკენ და წამოვედი. გზაში დაჩის დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი რაც დიმიტრისგან გავიგე. -ხომ გეუბნებოდი აუცილებელიათქიო. ხომ ხედავ იმაზე მეტი გავიგეთ ვიდრე გვეგონა. ახლა მთავარია სინამდვილეში რა წაიღო ვიქტორიამ და ინფორმატორი ვინ ყავს. ტელეფონით ლაპარაკს სჯობს რომ მოხვალ მერე გავაგრძელოთ. -მალე მოვალ. -უცებ მივედი ოფისში და დაჩი ადგილზე დამხვდა. -რას ვფიქრობ იციი? თუ კი ვიქტორიას ინფორმატორი ნამდვილად ყავს ის აუცილებლად დაცვის ან მიმღების ტანამშრომელი იქნება. -საიდან დაასკვენი ეგ გენიოსა? -მართლა გეუბნები. აბა წარმოიგინე შენი კაბინეტი მესამე სართულზეა და მეორე ან შენი სართულიდან რომ ყავდეს ვინმე ასე მალე ხომ შეტყობინების გაგზავნასდ ის დალაგებას და გამოსვლას ვერ მოასწრებდა. -არ არის ეგ აზრი ლოგიკას მოკლებული. იცი კიდე რას ვფიქრობ. ლიანამ რატომ არ მითხრა ვიქტორია ჩემს კაბინეტში ან როდის შევიდა ან გამოვიდა და თუ იმ დროს იქ არ იყო მაშინ სად იყო. -კაი რაა ახლა კიდე შემოამატე ერთი საფიქრალი. რაც იყო არ კმაროდა? ისე თავიდანვე რატომ ენდობი მაგ გოგოს. -რა ვიცი კარგად შემხვდა და ჯერჯერობით არაფერი შეშლია, ყველაფერს ჩემს სასიკეთოდ აკეთებს და აბა რა გითხრა. -რადგან ბოლომდე დეტექტივობანას ვთამაშობთ მოდი ერთი დეტექტივი დავიქირავოთ და ვუთვალთვალოთ ვიქტორიას იქნებ რაიმე ვიპოვოთ და სანამ დაგვარტყამს ჩვენ დავასწროთ. ფაქტია რომ დიდი ცბიერი ვინმეა. -მეც ვიფიქრე ეგ მაგრამ მეთქი დამცინებსთქო. -ბაზარი არაა დაგცინებდი მაგრამ მე რომ მოვიფიქრე უკვე აღარ მეცინება. -რა იდიოტი ხარ. -მეძახე შენ იდიოტი და ნახავ ყურებით რომ გამოვიჭერ იმ შენ დაიკოს. უკაცრავაად ვითომ დაიკოს. -გრძელი პალტო და შლიაპი გაკლია და შერლოკ ჰოლმსი ხარ ძმა ნამდვილი. -ჰმ, აბა როგოორ. კონანდოილს საქართველოში რომ ეცხოვრა მე ამიღებდა შერლოკის პროტოტიპად. -პიჯაკის საყელო მაღლა აიწია ძველ ინგლისური რევერანსი გააკეთა. თავი დამიკრა და წელში გამართული წავიდა კარისაკენ ისე თითქოს ტროსტს ეყრდნობოდა სიარულისას. გულიანად გამეცინა მის საქციელზე. ..... 2017 წლის 12 ივნისი. დილის 7 საათია. დაკვირვების ობოექტი Ms V. დაბადების თარიღი 1993 წლის 12 თებერვალი. ასაკი - 24. თმის ფერი - ქერა. სიმაღლე - 1.82 გადაადგილდება ვერცხლისფერი Toyota Camry. გამოშვების წელი 2014 ყავს დედა ლუარა და მამა დიმიტრი. მეგობარი ბიჭი არ ყავს. 08:45 სთ. ობიექტი გამოვიდა სახლიდან და საკუთარი ავტომობილით დატოვა საცხოვრებელი სახლი. გადაადგილდება დაახლოებით 65 კმ/სთ სიჩქარით თბილისის მიმართულებით. ავტომანქანა გაჩერდა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე #12 კორპუსთან. ობიექტი გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა კორპუსში სადაც დაჰყო 27 წუთი. სენობიდან გამოვიდა მარტო. ჩაჯდა ისევ მანქანაში და დაიძრა შემკვეთის სახლისაკენ. შედის შემკვეთის საცხოვრებელ ბინაში და იქ ჩერდება 1საათი და 35 წუთი. ობიექტი მიდის სამუშაო ოფისში და რჩება იქ საღამოს 6 საათამდე რის შემდეგაც ის ბრუნდება სახლში. ყველა ობიექტზე მისვლის წინ ანხორციელებდა სატელეფონო ზარს. -დადგენა- ვინ ცხოვრობს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე და რა კავშირი აქვს ობიქტთან. ...... -მობრძანდი ვიქტორია, გამიხარდა შენი მოსვლა. -არ ველოდი მის გამოჩენეას და ნამდვილად გამიხარდა. სახლში მოვკვდი მარტო მოწყენილობით, ნატუკასაც არ სცალია რომ მოვიდეს და ცოტას გავხალისდები მაინც. -როგორ ხარ რძალო? მეთქი მოვინახულებ ოფისში მისვლამდეთქო. დრო მქონდა და სახლში გაჩერება დამეზარა. -მეც მარტო ვარ. იოანე უკვე წავიდა და მოვიწყინე. ყავას ხომ დალევ. -მოდი მე მოვადუღებ შენ ორსულად ხარ და დაისვენე. -არა მადლობა სულ არ ვიღლები. საკმაოდ მოძრავი ორსული ვარ და არ მიჭირს მოძრაობა. -ძალიან კარგია. როდის გიწევს მშობიარობა? -ზუსტად ერთ თვეში. უკვე მოუთმენლად მოძრაობს პატარა და არ გვასვენებს. -მამას გავს ალბათ აქტიური და მოუსვენარი. -ალბათ. -მისი ეს რეპლიკა ცოტა არ მესიამოვნა მაგრამ გავატარე. ალბათ იხუმრა. -როგორი მეუღლეა იოანე. ხშირად კამათობთ? -არა, რაც ცოლ-ქმარი ვართ არ გვიჩხუბია. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მეუღლეა. -ალბათ მაგიტომაც შეგიყვარდა და ცოლადაც გაყევი. -სხვათა შორის ჯერ ცოლად გავყევი და მერე სემიყვარდა. -ვაიმე რა საინტერესოა. ეგ როგორ? მომიყევი თქვენი love story. -ძალიან გრძელი ამბავია, სხვა დროს მოგიყვები. -არ ვიცი რატომ მაგრამ წინაზე გამახსენდა რომ იოანემ ჩვენი ამბის მოყოლისგან თავი შეიკავა და მეც ენაზე ვიკბინე. მგონი ზედმეტი წამომცდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.