შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეჩვიდმეტე თავი)

25-04-2017, 23:25
ავტორი murachashvili
ნანახია 3 762

ქალაქის პროკურორს გვერდით ეჯდა ყოფილი ეჭვმიტანილი. ავტომობილს თავად ფარნავაზი მართავდა. ისევ ვერ ბედავდა თორნიკე ზედმეტი კითხვების დასმას. არც პროკურორი იწუხებდა თავს ახსნა - განმარტებით. ალბათ, გულის სირღმეში მაინც სჯეროდა ქართველიშვილს, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა და გაანთავისუფლებდნენ, მაგრამ მთლად ასეთ მომსახურებასაც არ ელოდა, ხუმრობა ხომ არ იყო მძღოლად ქალაქის პროკურორი?!
მოლოდინაშვილი არც მისამართს ეკითხებოდა, არც მიმართულებას. თუმცა ნაცნობი ქუჩების დანახვისთანავე ვაჟი მაინც მოხვდა, რომ გეზი ნარკოლოგიურისკენ ჰქონდათ.
ჩაფიქრებული გაჰყურებდა სანაპიროს ქართველიშვილი, სანაპიროზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებულ ღამის კლუბებს და ისევ წინა დღის გეგმები ახსენდებოდა. წესით კიდევ ერთი ბედნიერი საღამო უნდა ყოფილიყო, არადა ლამის საბედისწეროდ ექცათ.
- ოხ, კვანტალიანო, მე შენი... - სიმწრისგან მუშტებს კრავდა და ვინ იცის გულში მერამდენედ აგინებდა.
თუმცა დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, პროკურორმა გზიდან გადაუხვია და ბანერიც გამოჩნდა წარწერით: „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის კერძო ცენტრი“. არაფერი შეცვლილიყო, იგივე მწვანით შემოსილი ეზო, იგივე მიმღები, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით, სულაც არ უხაროდა შენობაში შესვლა. სიამოვნებით გაიქცეოდა ოღონდაც ახლა ხალხით სავსე მისაღებში პირისპირ არ მდგარიყო აღმზრდელებთან.
იქ იდგნენ თათია, გოგა, გიორგი და იაკოც. თვალები დასწითლებოდათ, თმები გასჩეჩოდათ. ერთ ღამეში დაეკარგათ ბედნიერების ის სხივი რაც წლების განმავლობაში ასე ხიბლავდა, ასე ავსებდა პატარა ქართველიშვილს. მათთან თავი ისეთი ძლიერი ეგონა, იქნებ იყვნენ კიდეც?! მაგრამ რწმენა შერყეოდათ მეგობრებს. მამა ნიკოლოზიც კი უჩვეულოდ მოტეხილი ეჩვენა თორნიკეს. არაფერი უთქვამს მოძღვარს, უსიტყვოდ მოეხვია, მაგრამ მისი აცახცახებული ხელები ყველაზე მეტად ეტკინა ვაჟს.
მოლოდინაშვილს აშკარად ელოდნენ, ყოველ შემთხვევაში თორნიკესგან განსხვავებით, ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ მისი გამოჩენა. ქალაქის პროკურორს ისევ ძველებურად თბილად შეხვდნენ ყოფილი მეგობრები. ბედნიერი იყო ფარნავაზი. სიტყვა „ყოფილი“ აშკარად გაფერმკრთალდა, მათთან ისევ თვრამეტი წლის ბიჭად იგრძნო თავი. ფილტვებში ღრმად ჩაისუნთქა მეგობრების მონატრებული სურნელი. აშკარად, უადგილო იყო ახლა მისი ღიმილი, მაგრამ ბედნიერებას მაინც ასხივებდა მოლოდინაშვილი, უხაროდა მეგობრების ნახვა, თუნდაც აქ, ამ სიტუაციაში, მაგრამ მაინც უხარია.
თორნიკე?! ვიდრე მამა ნიკოლოზს ესაუბრებოდა ფარნა, თვალით ანიშნეს ბიჭებმა ეზოში გაჰყოლოდა. მოკლედ მოაყოლეს იმ ღამის მოვლენები.
- გამოდის მაგარი ბიჭები ხართ? ვკაიფობთ, ვიჩხირავთ? - ირონია შერეოდა ხმაში აკას.
- არა, უბრალოდ ზოგჯერ ვეწეოდით, ეგაა და ეგ...
- ეგაა და ეგ?! რა სიხშირით ხდებოდა ეს ყველაფერი? - ამჯერად გოგა ჩაერთო საუბარში.
- გააჩნია სიტუაციას, როდის-როგორ...
- ვისგან აიღეთ ეს ნაგავი? დამალვა არც კი იფიქრო, იცოდე მოლოდინაშვილისგან მაინც გავიგებთ! - სტუდენტობის მსგავსად ისევ გვარით მოიხსენია პროკურორი გიორგიმ.
- თორნიკე! - ოდნავ შეაჯანჯღარა კიდეც აკამ, მაგრამ თავ დახრილი თორნიკე ჯიუტად დუმდა. - თორნიკე, არ გესმის? - ცხოვრებაში პირველად ვაჟთან ხმას აუწია გამზრდელმა.
- ვერ მოგატყუებ და ისეთ სახეს ვერ მივიღებ, თითქოს გამართლებთ, მაგრამ თქვენს ქცევას გარკვეული ახსნას მაინც მოვუძებნია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ვყოფილვართ თქვენი ხნისანი, ჩვენც მოგვიწევია, ჩვენც გვიკაიფია, მაგრამ როცა საქმე სიცოცლეს ეხება, ვალდებული ხარ გვითხრა, თუნდაც იკას და დათას გამო... - აკასგან განსხვავებით მეგობრულად დაუყვავა გოგამ.
- მართალი ხარ, ვალდებული ვარ, რომ ის დამპალი გავანადგურო, მოვსპო, მაგრამ ამას ჩემით ვიზავ... - ზიზღი იგრძნობოდა უმცროსი ქართველიშვილის ხმაში.
- მის განადგურებას მარტო ვერ შესძლებ... - ისევ უბღვერდა მამობილი.
- მაგასაც ვნახავთ!... - პოზიციებს არ სთმობდა ბიჭი.
- არ გაბედო, გესმის?! - თავი ვეღარ შეიკავა აკამ და ისევ აყვირდა - ამ ამბავში აღარ გაერიო, რადგან პროკურატურაც ჩართულია, ესეიგი დააკავებენ კიდეც.
- რომელი პროკურატურა? დაზარალებული იმის ნაცვლად კლინიკაში რომ წამოვეყვანე, დაკითხვაზე რომ გამაქცია? კაცის მკვლელი და „ბარიგა“ რომ გამომიყვანა?!
- ტონი შეარბილე!. - ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა აკას შვილობილის დაქაჩული თვალების დანახვაზე - ზედმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე, რომ გეუბნებით არ ჩაერევიო, არც ჩაერევი!
- კარგით, დამშვიდდით, აქ საქმის გარჩევის ადგილი არაა, მთავარია ბიჭები იყონ კარგად, იმ ნაგავს კი როგორმე გავუსწორდებით, ერთად თუ ცალ-ცალკე ამას შემდეგაც გადავწყვეტთ! - ასათიანმა თვალით ანიშნა თორნიკეს დამშვიდდიო და გოგასთან ერთად საავადმყოფოში შებრუნდა. მათვე მიჰყვნენ მომდურებულივით ერთმანეთის ბღვერით ქართველიშვილებიც.
მიმღებში ჩაცუცქულ, თვალებდახუჭულ შვილობილს ჩაფიქრეული უმზერდა აკა. გგონიათ მისი არ ესმოდა?! იქნებ ზედმეტად კარგადაც კი უგებდა შვილობილს, მაგრამ არ უნდოდა ვაჟს დამოუკიდებლად ემოქმედა.
- არაფერი გაგონდება? - თითქოს მიუხვდა ფიქრებს ფარნა.
- სამწუხაროდ ბევრი რამ და რომ იცოდე როგორ მეშინია... - ემოციების გამალვა არც კი უცდია აკას.
-ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა შენს შვილს არ მოუწევს, იმ ნაგავს თვალყურს ვადევნებთ, წუთუ-წუთზე დააპატიმრებენ!
- დარწმუნებული ხარ?! -ეჭვით ახედა ქალაქის პროკურორს, მისი კეთილი ღიმილის დანახვაზე აშკარად შვება იგრძნო აკამ.
როგორც იქნა გამოჩნდა თეთრი ხალათით შემოსილი ექიმი. კითხის დასმა ვერცერთმა ვერ გაბედა, თუმცა ქალმა თავადვე დაიწყო ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. შვება მოჰგვარათ, იმის ცოდნამ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, დათა გონზე იყო და მალე პალატაშიც გადაიყვენდნენ, აი ირაკლის კი მიუხედავად გონზე მოსვლისა, ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში გააჩერებდნენ.
- რატომ ექიმო, რამე სერიოზულია?! - მართალია ცდილობდა თავი მხნედ დაეჭირა, მაგრამ ნერვიულ ცახცახს ვერ იკავებდა თათია.
- არ მოგატყუებთ, მდგომარეობა მარტივი არაა, ინტოქსიკაციის საკმაოდ იშვიათი ფორმაა. - ექიმმა ლათინური გაურკვეველი ტერმინებით დაიწყო საუბარი, თუმცა როგორც კი იქ მდგომთა დაბნეული სახეეები შენიშნა, საუბრის მანერაც შეცვალა - მარტივად რომ აგიხსნათ, ბიჭებს სხვადასხვა სახის მინარევებისგან შექმნილი მასა აქვთ მიღებული. ამ საშუალების ერთად-ერთი პლიუსი ისაა, რომ სხვა მსგავსი მინარევებისგან განსხვავებით სწრაფად მოქმედებს, მაშინვე აბრუებს. თუმცა ძნელია ზღვარის დაცვა. თითოეული მათგანიც ცალკე მიღების შემთხვევაშიც კი, სულ მცირე დოზით გადაჭარბებაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, მით უმეტეს, როცა ასეა შეზავებული...
- გინდათ თქვათ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ავრცელებს ამ შხამს?!
- იქნებ არც იცის რამდენად სერიოზულ პრეპარატებთან აქვს შეხება?!... - დაჯერებაც კი არ უნდოდა იაკოს, რომ მსგავს ბოროტებას ვინმე განზრახ ჩაიდენდა.
- არ ვიცი, მე უბრალო ექიმი ვარ! - მხრები აიჩეჩა ექიმმა - თქვენის ნებართვის დაგტოვებთ, თუ რამე სიახლე იქნება გაგაგებინებთ.
ასეა თუ ისე, ექიმის ნათქვამმა ნაწილობრივ მაინც დაამშვიდა მიმღებში მდგომნი, თუმცა ნაადრევი სიხარულის მაინც ეშინოდათ. თეკლეს სექსუალურ მდივანსაც კი აღარ ახსოვდა წინა დღის კეკლუცი, წარა-მარა რეანიმაციულ განყოფილებასა და თეკლეს კაბინეტს შორის შესაშური სისწრაფით ფარავდა მანძილს.
- ჩემი შვილი ძლიერია, გაუძლებს! - რატომღაც ჩურჩულით იმეორებდა გოგა.
- გაუძლებს, უფლება არ აქვს, რა თქმა უნდა გაუძლებს!- ჩურჩულითვე ანუგეშებდნენ აკა და გიორგიც.
მოწოლილ ემოციებს უკვე ვეღარ უძლებდა,
- იქ არავინ იქნება! - სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამლოცველოსთვის გამოყოფილ პატარა ოთახისკენ თორნიკე. თუმცა შეცდა, მაცხოვრის ხატთან მუხლებზე იდგა შავოსანი, თავდახრილ მოძღვარს ხელში მცირე ზომის ჯვარი ჩაებღუჯა და ლოცულობდა. სიტყვებს ვერ გაარჩევდი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ჯვარი უდავოდ ქალს ეკუთვნოდა. ერთი კი იფიქრა ხელს ხომ არ შევუშლიო, მაგრამ გამობრუნება მაინც ვერ გაბედა. ნიკოლოზთან შევიდა თორნიკეც. მოძღვართან დაიჩოქა ბიჭმაც. ახლა მხოლოდ ლოცვა თუ უშველიდა.
გულით ლოცულობდა მამა ნიკოლოზი, მასთან ერთად ლოცულობდა უმცროსი ქართველიშვილიც. ნელ-ნელა ყუჩდებოდა ტკივილი, ნელ-ნელა ამდებოდა ჭრილობები.
ლოცვა დაასრულა მოძღვარმა, ფრთხილად, მოწიწებით ეამბორა ხელის გულზე მოთავსებულ ჯვარს და სათუთად ჩამოიკიდა ყელზე.
- ეს ლიკას ჯვარია! გიკვირს?! ისიც თითქმის თქვენი ასაკის იყო როცა წამალზე შესვეს, არ შემეწინააღმდეგო, არ მითხრა, რომ ეს ნაგავი ნარკოტიკი არაა...
- განა შეცდომა არ გვეპატიება?! - ისევ თავის მართლებას ცდილობდა თორნიკე.
- არ მისმენ, ან არ გინდა გაგება. სამწუხაროდ, ზოგჯერ საპატიებელი აღარ გვრჩება, ზოგჯერ პატიებაც გვიანია! ოცი წლის იყო, სულ რაღაც ოცის. თქვენც კარგად ხედავთ, რომ დღემდე ვერ მოვინელეთ მისი ამბავი, განსაკუთრებით თეკლემ. წესით თქვენთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რათ გინდათ?! მადლობა უფალს, რომ გადარჩით!... იქნებ ახლა მაინც დაფირდეთ?! გესმის?! სამივენი უნდა დაფიქრდეთ, როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას.. ყველაფერი გეპატიებათ, მაგრამ ეგოისტობა არა. თქვენი ტკივილი მხოლოდ თქვენი არაა. მშობლებზეც უნდა იფიქროთ, ახლობლებზე, ადამიანებზე ვისაც უყვარხართ!
- ალბათ, მართალი ხართ, ალბათ... - ხმა გაებზარა ვაჟს.
- ალბათ?! ალბათ კი არა, მართალი ვარ! ვის - ვის და თქვენ ეგ არ უნდა შეგშლოდათ.
- არ გინდათ მამაო, გთხოვთ, ისედაც ადგილს ვერ ვპოულობ! - ხმა გაებზარა ბიჭს.
მღელვარებისგან ნიკაპი უკანკალებდა. ეს ჟესტი ყოველთვის ყიდდა, ამით ხვდებოდა მოძღვარი, როგორ ცდილობდა ტკივილის დამალვას.
ვეღარ მოითმინა ნიკოლოზმა. ისევ თავად გადადგა პირველი ნაბიჯი, ისევ თავად მოეხვია აწ უკვე მისი სიმაღლის ვაჟს. ისევე იხუტებდა, როგორც წლების წინ, ამჯერად ვეღარ დაფარა ემოციები ქართველიშვილმა, მთელი დღის ნაგროვები ბოღმა ერთბაშად მოაწვა და ამოხეთქა კიდეც. მოძღვარს ჩახუტებული ტიროდა და რატომღაც სულაც არ სცხვენოდა მისი ცრემლების. როგორც იქნა დამშვიდდა, მოძღვართან ერთად დატოვა სამლოცველო და ისევ მისაღებში შეკრებილ ახლობლებს შეუერთდა.
ქალაქის პროკურორი ამჯერად თეკლესთან იჯდა კაბინეტში. ოდნავ შეხსნილი კარებიდან ხედავდა დედობილს. მიუხედავად მოლოდინაშვილის იქ ყოფნისა, მაინც მუშაობდა, დაძაბული სახით ინგლისურად საუბრობს ქალი. სამედიცინო ისტორიიდან რაღაც გაურკვეველ ლათინურ ფრაზებს სკაიპში კარნახობდა უცხოელ სპეციალისტებს. სხვა დროს ალბათ ამაყი იქნებოდა, დედის პროფესიონალიზმით აღტაცებული დარჩებოდა, მაგრამ ახლა... მხოლოდ ეტკინა, მისი დაძაბული მზერა, ნერვიულად მოჭიმული სახე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, თვალებთან გაჩენილი წვრილი ნაოჭები.
- ერთ ღამეში?! შეუძლებელია, ან იქნებ ჰქონდა კიდეც და უბრალოდ თავად ვერ ამჩნევდა?! - არ უნდა დაჯერება, რომ დედობილის სახეზე გაჩენილი პირველი ღარი მას ეკუთვნოდა.
შეხსნილი კარებიდანვე დაინახა თეკლემაც გარეთ მდგომი შვილობილი, ერთი კი შეავლო თვალი და როგორც კი დარწმუნდა, რომ კარგად იყო, ფეხზე წამოდგა და კარები მიიკეტა.
ეტკინა ბიჭს, მერედა როგორ ეტკინა, მამობილის აწეულ ხმაზე მეტადაც კი. უნებურად მზერა აარიდა მოძღვარს, მხრებში აიწურა, ცხოვრებაში პირველად ნატრობდა, რომ დაპატარავებულიყო, იქნებ გამქრალიყო კიდეც?! თავი სძულდა, დიახ, სძულდა, ახლა თავადაც მეგობრებთან უნდა ყოფილიყო, ახლა თავადაც....
იაკო და თათია თითქოს მიუხვდნენ ფიქრებს, ისე ძლიერად ჩაიხუტეს, თითქოს მათი შვილების ტკივილის გამქარვებლად ის ეგულებოდათ. არაფერი უკითხავთ, არაფერი უთქვამთ, საყვედური არც კი დასცდენიათ, მაგრამ რატომღაც სირცხვილის გრძნობა ისევ ტანჯავდა ქართველიშვილს, ერთ ადგილზე ვერაფრით ვერ მოისვენა, ახლა სუფთა ჰაერი რომ არ ჩაეყლაპა, ალბათ ბოღმა დააღრჩობდა. უსიტყვოდ გამოვიდა საავადმყოფოს შენობიდან, თუმცა ვერც ეზოში მოისვენა, ნელი ნაბიჯით ტრასისკენ მიმავალ დაღმართს დაუყვა და მალევე ჩაიკარგა სიბნელეში.
ინგლისელ კოლეგებთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა დამშვიდდა თეკლე და შვებით ამოისუნთქა. სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ აღნიშნული პრეპარატები შეჩვევას არ იწვევდა, თუმცა მათი გამოყენება ალკოჰოლთან ერთად რათქმა უნდა არ შეიძლებოდა. ძლიერი ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელი იყო ტვინის შეშუპება განვითარებულიყო, მაგრამ რადგან ირაკლი გონს მოვიდა, სავარაუდოდ ამის საფრთხემც გადაიარა.
- ალბათ თავის სრული გამოკვლევა არ აწყენთ, არაა ამორიცხული ინტოქსიკაციას შეუქცევადი დაზიანებაც გამოეწვია... - ბოლომდე მაინც ვერ მშვიდდებოდა თეკლე.
- მართალი ხართ, თუმცა ამას ახლავე შეამჩნევდით! - ისევ საკუთარ პოზიციაზე რჩებოდა კომპიუტერის ეკრანიდან მომზირალი ინგლისელი ექიმი.
კოლეგასთან საუბარი ფარნას მობილურმა შეაწყვეტინათ. ჯიუტად რეკავდა ქალაქის პროკურორის ტელეფონი. უკმაყოფილო სახით დახედა მამაკაცმა, თუმცა როგორც კი აბულაძის ნომერი დაინახა მაშინვე უპასუხა.
- ის კვანტალიანი გაექცათ, მუხიანის ბინიდან როგორ გაეპარათ ვერ გაიგეს!
- ოხ, მე მაგის, ეგენი რას აკეთებდნენ? ეძინათ? მიწიდან ამოთხარეთ, ქალაქი რომ დატოვოს, სამსახურებს დავატოვებინებ ყველას! - თეკლესაც აღარ ერიდებოდა უწმაწური გინებით გამოვარდა მოლოდინაშვილი.
ვიდრე რამეს ჰკითხავდნენ უკვე ავტომობილისკენ მირბოდა ქალაქის პროკურორი. თუმცა ვიდრე ჩაჯდებოდა იმდენი კი მოისაზრა, რომ უკან დადევნებულ ბიჭებს მიაძახა: - თორნიკეს ყურადღება მიაქციეთ, შარში არ გაყოს თავი!
მორიგი კითხვის დასმა ვერც კი მოასწრეს, ციმციმა ჩართული ტრასაზე მიქროდა მოლოდინაშვილის ჯიპი.

№1  offline წევრი ნინუცი

ჩანახატი ჩემი ფავორიტი ისტორიააა ამ გვერდზე და როგორ მიხარია გაგრძელებას რომ წერ. სულ გამახსენდა ლიკას და ნიკას ამბავი, როგორ ელოდებოდა ნიკა ლიკას ცოლად მოყვანას, როგორ იპოვეს გოგოებბმა ლიკა აბაზანაში... აკაც გამახსსნდა თეკლე მეტროში რომ ნახა წერის დროს. აკას კლასელებიც როგორ მეგობრობდნენ, მისი პირველი სიყვარულიც... საოცარი ისტორია გველის წინ გული მიგრძნობს... და ერთხელ ჩავუჯდები შენს ორივე ისტორიას და ამოვაპრინტერებ... საოცრება ხარ აი სიტყვები არ მყოფნის. ჩემი ნაჯღაბნები შენთან ახლოსაც ვერ მოვა

№2  offline წევრი neilo

ანა სული დამელია როდის შეხვდებიან თორნიკე და ელენე?

№3  offline მოდერი შადი

აშკარად იგრძნობა ავტორის პროფესია :) მე ძალიან მომწონს ეს ნაზავი ❤

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ჩანახატი ჩემი ფავორიტი ისტორიააა ამ გვერდზე და როგორ მიხარია გაგრძელებას რომ წერ. სულ გამახსენდა ლიკას და ნიკას ამბავი, როგორ ელოდებოდა ნიკა ლიკას ცოლად მოყვანას, როგორ იპოვეს გოგოებბმა ლიკა აბაზანაში... აკაც გამახსსნდა თეკლე მეტროში რომ ნახა წერის დროს. აკას კლასელებიც როგორ მეგობრობდნენ, მისი პირველი სიყვარულიც... საოცარი ისტორია გველის წინ გული მიგრძნობს... და ერთხელ ჩავუჯდები შენს ორივე ისტორიას და ამოვაპრინტერებ... საოცრება ხარ აი სიტყვები არ მყოფნის. ჩემი ნაჯღაბნები შენთან ახლოსაც ვერ მოვა

როგორ ძალიან გამახარე არ იცი kissing_heart ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთი შეფასება, თუმცა ერთ პატარა რჩევას მოგცემ, იმედია არ მიწყენ, საკუთარ ნაწერს ნურც შეადარებ და ნურც დააკნინებ, თუნდაც სხვისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. შენი ისტორია შენი ნაწილია, მისი გმირებიანად. ასეა ჩემთანაც და როგორც არ უნდა უარყონ ასეა ყველასთან. დადებიათიან - უარყოფითიანად ჩვენი გმირები ჩვენი სახეა, ალბათ ამიტომაც უყვარდება ავტორს რომელიმე პერსონაჟი განსაკუთრებით. როგორც არ უნდა ვეცადოთ გამოგონილი ამბავი მოვიტანოთ, იქ სიმართლის მარცვალი ყოველთვის იქნება. ისინი ვინც მიცნობენ ჩემს პერსონაჟებში ყოველთვის ხედავენ რომელია ჩემი სახე. წარმატებას გისურვებ ჩემო ძვირფასო, იმედია შენი ისტორიების შეფასების საშუალებას მისცემ მკითხველს და ახლო მომავალში ვიხილავთ გამოქვეყნებულს. kissing_heart kissing_heart kissing_heart

neilo
ანა სული დამელია როდის შეხვდებიან თორნიკე და ელენე?

:D ელენე ჯერ სულ პატარაა, 12-13 წლის, რათ გინდა მისი გამოჩენა? მოვა დრო და ისე გამოჩნდება, რომ.... kissing_heart

№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია თორნიკე არ გადაეყრება სადმე.კარგია ისე,კარგი გაკვეთილი მიიღეს ცხოვრებისგან და იმედია ამის შემდეგ დაფიქრდებიან ყოველ გადადგმულ ნავიჯზე
--------------------
ლანა

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
იმედია თორნიკე არ გადაეყრება სადმე.კარგია ისე,კარგი გაკვეთილი მიიღეს ცხოვრებისგან და იმედია ამის შემდეგ დაფიქრდებიან ყოველ გადადგმულ ნავიჯზე

ოოო, ჩვენ კულმინაციურ თავზე ვართ მისული, აქ არაფერს გეტყვით, ვერ დამაცდენინებთ smile

№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
იმედია თორნიკე არ გადაეყრება სადმე.კარგია ისე,კარგი გაკვეთილი მიიღეს ცხოვრებისგან და იმედია ამის შემდეგ დაფიქრდებიან ყოველ გადადგმულ ნავიჯზე

ოოო, ჩვენ კულმინაციურ თავზე ვართ მისული, აქ არაფერს გეტყვით, ვერ დამაცდენინებთ smile

ოო როგორ მაინტრიგებ ანა ვერც კი წარმოიდგენ smile
--------------------
ლანა

№8  offline წევრი ანა ბალზაკი

ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა.. ველი შემდეგს <3

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
La-Na
იმედია თორნიკე არ გადაეყრება სადმე.კარგია ისე,კარგი გაკვეთილი მიიღეს ცხოვრებისგან და იმედია ამის შემდეგ დაფიქრდებიან ყოველ გადადგმულ ნავიჯზე

ოოო, ჩვენ კულმინაციურ თავზე ვართ მისული, აქ არაფერს გეტყვით, ვერ დამაცდენინებთ smile

ოო როგორ მაინტრიგებ ანა ვერც კი წარმოიდგენ smile

რას იზამ, ასეთი ინტრიგანი ვარ მე smile kissing_heart

ანა ბალზაკი
ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა.. ველი შემდეგს <3

დიდი მადლობა, დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგიწევთ kissing_closed_eyes kissing_heart

№10 სტუმარი Guest bla.ell

Au didi bodishi aq amas rom vwer magram propilidan mxolod me magdebs?

№11  offline წევრი neilo

murachashvili
ნინუცი
ჩანახატი ჩემი ფავორიტი ისტორიააა ამ გვერდზე და როგორ მიხარია გაგრძელებას რომ წერ. სულ გამახსენდა ლიკას და ნიკას ამბავი, როგორ ელოდებოდა ნიკა ლიკას ცოლად მოყვანას, როგორ იპოვეს გოგოებბმა ლიკა აბაზანაში... აკაც გამახსსნდა თეკლე მეტროში რომ ნახა წერის დროს. აკას კლასელებიც როგორ მეგობრობდნენ, მისი პირველი სიყვარულიც... საოცარი ისტორია გველის წინ გული მიგრძნობს... და ერთხელ ჩავუჯდები შენს ორივე ისტორიას და ამოვაპრინტერებ... საოცრება ხარ აი სიტყვები არ მყოფნის. ჩემი ნაჯღაბნები შენთან ახლოსაც ვერ მოვა

როგორ ძალიან გამახარე არ იცი kissing_heart ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთი შეფასება, თუმცა ერთ პატარა რჩევას მოგცემ, იმედია არ მიწყენ, საკუთარ ნაწერს ნურც შეადარებ და ნურც დააკნინებ, თუნდაც სხვისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. შენი ისტორია შენი ნაწილია, მისი გმირებიანად. ასეა ჩემთანაც და როგორც არ უნდა უარყონ ასეა ყველასთან. დადებიათიან - უარყოფითიანად ჩვენი გმირები ჩვენი სახეა, ალბათ ამიტომაც უყვარდება ავტორს რომელიმე პერსონაჟი განსაკუთრებით. როგორც არ უნდა ვეცადოთ გამოგონილი ამბავი მოვიტანოთ, იქ სიმართლის მარცვალი ყოველთვის იქნება. ისინი ვინც მიცნობენ ჩემს პერსონაჟებში ყოველთვის ხედავენ რომელია ჩემი სახე. წარმატებას გისურვებ ჩემო ძვირფასო, იმედია შენი ისტორიების შეფასების საშუალებას მისცემ მკითხველს და ახლო მომავალში ვიხილავთ გამოქვეყნებულს. kissing_heart kissing_heart kissing_heart

neilo
ანა სული დამელია როდის შეხვდებიან თორნიკე და ელენე?

:D ელენე ჯერ სულ პატარაა, 12-13 წლის, რათ გინდა მისი გამოჩენა? მოვა დრო და ისე გამოჩნდება, რომ.... kissing_heart

უი უფრო დიდი მეგონა

№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თუ სწორად მახსოვს, და შეცდომით არ დავწერე, ოთხ წლიანი სხვაობა იყო ასაკში, ჩვენი თორნიკე 17 წლისაა, ელენც არ გამოდის დიდი smile

№13 სტუმარი manana

rogor miyvars es motxroba .ogond dade male.

№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

manana
rogor miyvars es motxroba .ogond dade male.

ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent