შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეთექვსმეტე თავი)


20-04-2017, 16:07
ავტორი murachashvili
ნანახია 2 714

შუბლშეკრული, ჩაფიქრებული საკუთარ კაბინეტში იჯდა მოლოდინაშვილი. ალბათ, კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, ამდენ ხანს ერთ წერტილზე გაყინული საქმე, რომელსაც „მოწამლული სუბოტექსის საქმეს“ უწოდებდნენ თითქოს დაიძრა. ცხელ კვალს მიჰყვებოდნენ და იქნებ საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებზეც გასულიყვნენ. ერთი შეხედვით თითქოს სულაც არ იყო რთული საქმე, მაგრამ რამდენჯერაც ლიდერების აყვანა გადაწყვიტეს, იმდენჯერ მხოლოდ წამლით გარდაცვლილები შერჩათ ხელთ. კოლოსალური სისწრაფით მატულობდა ქალაქში ტაბლეტებით დაღუპულთა რაოდენობა. პროკურატურა რეალიზატორებს კი აკავებდა, მაგრამ ლიდერებამდე ვერა და ვერ მიდიოდნენ. თითქოს დახურულ წრეში მოძრაობდნენ და გამოსავალს ვერ ნახულობდნენ, ვერ იგებდნენ წამლის წარმომავლობას.
თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა გამომძიებლის ნათქვამი, რომ ნარკოტიკების რეალიზატორი ფაქტით ხელში აიყვანეს, რომელი ჭკუათმყოფელი დაიტოვებდა ნივთმტკიცებას ჯიბეში?! მსგავსი სისულელე არც ერთ დაკავებულს არ ჩაუდენია. დრო ზედმეტად ბევრი ჰქონდა თორნიკეს წამლის მოსაშორებლად. მაშ რამ შეუშალა ხელი, რატომ არ ეცადა ტაბლეტების გადაყრას?
- აბულაძეს უთხარით შემოვიდეს! - შიდა ტელეფონით მდივანთან დარეკა.
დიდხანს ცდა არც დასჭირდა, რამდენიმე წუთში კარებში გამოჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი პიჯაკიანი მამაკაციც.
- სიგარეტი ხომ არ გაქვს? - შესვლისთანავე ჰკითხა პროკურორმა.
- ცხოვრებაში აღარ მოვწევო?! - სიცილი ვერ შეიკავა გამოძიებელმა, მაგიდაზე წითელი „მარლბორო“-ს კოლოფი დაუდო - ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ იქნებ კიდევ დაფიქრდე?! - ვიდრე მოუკიდებდა ერთხელ კიდევ შეაპარა მოლოდინაშვილს.
- დღევანდელი ამბების შემდეგ... - სიტყვა აღარ დაასრულა, მაგიდაზე დადებულ კოლოფიდან ამოიღებული ღერი და ღრმად მოქაჩა - დაადგინეთ ვინ იყო ანონმური ზარის ავტორი?
- ვინმე ქეთევან ნაჭყებია... - გოგონაზე მოგროვებული ინფორმაცია საქაღალდით მიაწოდა.
- იგივე ასაკი, იგივე სკოლა, ნიჭებთან რა აკავშირებს?
- კლასელები, საყვარლები, ან იქნებ განაწყენებული ყოფილი შეყვარებულიც... - თავისებურად განავრცო აბულაძემ.
- განაწყენებული? ეგ როგორღა დაასკვენით?! - ღიმილი გაეპარა ხმაში ფარნას.
- ბარის ვიდეო ჩანაწერებში კარგად ჩანს იმ საღამოს როგორ კამათობდნენ ერთმანეთში.
- მაგ ჩანაწერებში კვანტალიანიც ჩანს? - ისევ დასერიოზულდა პროკურორი.
- კი, ხმაც გარკვევით ისმის. გაამართლა ჩამწერების იდეამ, სიტყვა - სიტყვით ისმის ფულზე რომ საუბრობს, წამლის გადაცემაც ჩანს და როგორ სვამენ ბიჭებიც.
- ახლა სად ბრძანდება?
- როგორც ოპერატიულმა ჯგუფმა შემატყობინა, ბოლოს ნაჭყებიასთან ერთად მუხიანის ბინაში მისულა და იქვე დარჩა. არც არავისთან დაურეკავს და არც ქალაქის დატოვება უცდია.
- მდა... მთელი ღამეა ვფიქრობ. იქნებ ჯობდა კიდეც პირდაპირ აგვეყვანა და ჩვენვე გვეცადა მიმწოდებლზე გასვლა?
- რატომ?! - ვერ მიუხვდა ყოყმანის მიზეზს გამომძიებელი.
- მეგონა დაპანიკდებოდა, ეცდებოდა უფროსებთან დაკავშირებას. მან კი ანონიმური ზარით სხვაზე მიგვანიშნა, რადგან ქართველიშვილი დავაკავეთ, თავი უდანაშაულო ჰგონია და ერთობა ბიჭი!... - ზიზღით გამოსცრა კბილებში მოლოდინაშვილმა.
- დაველოდოთ, არამგონია მუხიანში გასართობად ასულიყო. როცა თორნიკეს გავანთავისუფლებთ, ეჭვი გაუჩნდება და გააქტიურდება, იქნებ მაშინ მაინც გაყიდოს თავი...
- საქმეც მაგაშია, ეს ბიჭებიც არ მოისვენებენ, სავარაუდოდ ანგარიშსწორებას ეცდებიან, ამ ამბავში ქართველიშვილის გარევა არ მინდა.
- ვერაფერს მივხვდი. შენი იდეა არ იყო?
- იყო, მაგრამ ავირიე. რას წარმოვიდგენდი, თუ...
- თუ?!...
- ზედმეტად ფიცხი ბიჭი ჩანს, ალბათ მისი მეგობრებიც არ ინქბიან ნაკლებები... - აშკარად სხვა პასუხი გასცა გამომძიებელს.
ზედმეტად კარგად იცნობდა პროკურორს აბულაძე, კარგად იცოდა მისი დამოკიდებულება ნარკოდილერებისა და რეალიზატორების მიმართ. წლებია ერთად მუშაობენ, მათი ურთიერთობა მხოლოდ კოლეგიალობით არ შემოიფარგლებოდა მარტოხელა გამომძიებლი მოლოდინაშვილს ფაქტიურად საკუთარ ოჯახის წევრად თვლიდა.
- როდის აქეთ გაღელვებს ნარკომანების ბედი?! შენ არ ამბობდი, მთავარი საქმის გახსნააო?! - საკუთარი დევიზი შეახსენა აბულაძემ.
- ზოგჯერ საკუთარი შეხედულებების გადაფასებაც გვიწევს. - სევდიანად გაეღიმა - იქნებ არც არიან ნარკომანები?! - აშკარად არ ესიამოვნა აბულაძის ნათქვამი.
- კარგი რა, მისი ძმაკაცებისგან განსხვავებით გაუმართლა რომ არ დალია, თორემ კაციშვილი არ იყო მაგათი მომკითხავი... ისე დედამისი კი შემეცოდა. განადგურებული იყო ქალი. თან რა გოგოა რომ იცოდე! - თეკლეს გახსენებაზე თვალები აუციმციმდა აბულაძეს - ისე ისიც ხომ არ დავაკავოთ?!.
- გაგიჟდი?! - ყურებს არ უჯერებდა ფარნავაზი.
- რა?!.. - კარგად მიხვდა, რომ თეკლეზე ამ ტონით საუბარი არ მოეწონა პროკურორს, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა - როგორც კლინიკის დირექტორი, არ იყო ვალდებული შემთხვევის შესახებ ეცნობებინა?! ნარკოლოგიურიდან ჯერ კიდევ არ დაურეკავთ...
- არც დარეკავენ!...- ბრაზის დასამალად ფანჯარას მიადგა მოლოდინაშვილი.
- ჰოდა, მიზეზიც მაქვს. დამნაშავეს ხელს აფარებს. - აშკარად ხუმრობდა აბულაძე, თუმცა მეგობარი ან ვერ მიუხვდა, ან სულაც არ ეცინებოდა.
- ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე!... - მისი ანგლობით გაღიზიანებულმა, ღრენით გამოხედა ფარნავაზმა - როდის აქეთაა დედა ვალდებული შვილის წინააღმდეგ იმოქმედოს?!.
- რა ყველაფერზე ვარდები?! უკვე სიტყვაც ვეღარ მითქვამს! - ზედმეტი ფამილარობის გარეშე გვერდით მიუჯდა აბულაძე - არ გინდა თქვა, საიდან იცნობ?
- ვის?
- ვის და დედამისს... - ისევ ჭინკები უხტოდა თვალებში აბულაძეს - ოღონდ საფირმო ფრაზა არ გამოიყენო, ეს ის არ არის შენ რომ გგონია...
- არ იზრდები ამხელა კაცი!.. - როგორც იქნა გაეცინა პროკურორს - გული უნდა დაგწყვიტო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მართლაც შეცდომაში შეხვედი.
- კარგი რა, ნუ უარყოფ, ხომ ნამდვილად იცნობ?! - არ ეშვებოდა აბულაძე.
მოლოდინაშვილი მაგიდასთან მივიდა, პირველივე უჯრიდან საკმაოდ შელახული უბისწიგნაკი ამოიღო და პირველივე გვერდზე გადაშალა.
- ეს ფოტო წლების წინაა გადაღებული, სტუდენტობისას - ნიკასთან, ხევშურეთის სახლში გადაღებულ ჯგუფურ ფოტოს ისევ ძველებური სიყვარულით უმზერდა ქალაქის პროკურორი - აბა, თუ მიცნობ?!.. - ფოტო მიაწოდა იქვე მდგომ აბულაძეს.
- ეს?! - ყოყმანით ახერდა მოლოდინაშვილს - ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი თმაქოჩორა ბიჭი თუ იყავი...
- შე ჩემა, მელოტი ხომ არ დავიბარებოდი?! - თავზე ისე გადაისვა ხელი, თითქოს თითებით თმას ივარცხნიდა.
- ვისი უბის წინგაკია?! - ლამაზი კალიგრაფიით ნაწერმა თვალი მოსტაცა გამომძიებელს.
- თეკლე წერდა, შემდეგ ჩვენ ვკითხულობდით, ვგულშემატკივრობდით. იმ ზაფხულს მათხოვა და დარჩა და დარჩა ჩემთან.
- რამდენი ყოფილხართ!
- სამწუხაროდ, ვყოფილვართ... დავიშალეთ, ჩვენი გზებიც გაიყო, ხომ ხედავ ახალ თაობას აღარც კი ვიცნობ. თითქოს სულ ვგეგმავთ შეხვედრას, შეკრებას, ოჯახებით გაცნობას, მაგრამ... რამდენიმეჯერ დამირეკეს კიდეც, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ მოსწყინდათ, აღარც რეკავენ, აღარც მეხმიანებიან.
- მისი შვილის ბედია შენს ხელთ, დავიჯერო არც ახლა შეგაწუხებს?! - თეკლეს ძუ ვეფხვივით გააფთრებული სახე გაახსენდა გამომძიებელს.
- გეტყობა. რომ არ იცნობ. შვილის სიმართლის დასამტკიცებლად ყველაფერზე წავა, მაგრამ, თუ დამნაშავე აღმოჩნდება, პასუხისმგებლობის არიდებას არ ეცდება. საკუთარი გავლენით ბოროტად არასოდეს უსარგებლიათ და არც ახლა ეცდებიან.
- მგონი ზედმეტად გააიდეალე ყოფილი მეგობრები.
- არიან კიდეც...
- ვითომ?! იქნებ ამიხსნა, ასეთმა იდეალურებმა ნარკომანი შვილები როგორ გაზარდეს?!
- მაგ ბიჭებისთვის იარლიყების მიკვრას არ ვიჩქარებდი! - ღრენით გახედა პროკურორმა.
- არც ვჩქარობ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ... - ალბათ, კიდევ ეტყოდა რამეს აბულაძე, მაგრამ ფარნავაზის მოქუფრული სახის დანახვაზე ისევ ოტახიდან გასვლა არჩია - წავალ მე, საქმეს მივხედავ...

საქმის მასალებს ისევ ხელში ატრიალებდა ქალაქის პროკურორი, ვინ იცის მერამდენედ ამოწმებდა მობილურს, მაგრამ ტელეფონი არა და არ რეკავდა. რატომღაც მაინც ფიქრობდა, რომ მეგობრები დარეკავდნენ. თუმცა...
იქნებ მართალიც იყო აბულაძე?! იქნებ აღარც თვლიდნენ მეგობრად?! შეიძლება დროსთან ერთად გრძნობებიც გაუფერულდეს?! სიტყვა „ყოფილი“ განგაშის ზარივით რეკავდა გონებაში. არადა, როგორ ეიმედებოდათ ერთმანეთი, როგორ სჯეროდათ, რომ მათ განსხვავებული სიყვარული იცოდნენ, ისევ გუშინდელი დღესავით ახსოვდა ასათიანის დაკავება, პროცესი, რწმენა, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.
ახლა?! თავადვე შეუწყო ხელი ნაძირალა კვანტალიანს ნარკოტიკების გასაღებაში. ამ დაწყევლილი კამერებიდან უმზერდა, როგორ წამლავდა ბიჭებს და არაფერი მოიმოქმედა, მტკიცებულებებზე დახამებულმა, თავადვე გაიმეტა, თავადვე გასწირა უდანაშაულო ბიჭები. მართალია ირიბად, მაგრამ საკუთარი უმოქმედობის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდნენ აპარატზე მიერთებულნი, ერთ დროს საუკეთესო მეგობრების ვაჟები.
- ნარკომანები?! - ისევ აშკარად ჩაესმოდა აბულაძის ზიზღით წარმოთქმული სიტყვები.
ისევ წარსული შემოაწვა, ისევ წამლისგან გაბრუებული, სახე დაკარგული ლიკა დაუდგა თვალწინ. შავი კაბით შემოსილი ნიკოლოზი. ნეტა რას ეტყოდა ახლა?!
ნერვებისგან გააკანკალა, გააცახცახა, ოფლმა დაუცვარა შუბლი. სარკეში დააკვირდა საკუთარ გამოსახულებას. უძილო ღამეებს უკვალოდ არ ჩაევლო, ღამისთევისგან თვალებს ფერი დაეკარგა, ჩასწითლებოდა.
ინსტინქტურად ისევ მდუმარე ტელეფონს დასწვდა, ნიკოლოზის ნომერი მოძებნა, დიდხანს უყურა მწვანე ღილაკს, თუმცა დაჭერა მაინც ვერ გაბედა.
- აღარ შემიძლია. ამდენიც აღარ!...
კარების ჯახუნით გამოვარდა კაბინეტიდან. იცოდა როგორც უნდა ემოქმედა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, ერთხელ კიდევ შეხედა დროებით დაკავების იზოლატორში მოთავსებულ თორნიკეს.
საკანში მარტო მყოფი ვაჟი კუთხეში იატაკზევე ჩამჯდარიყო, თავი მუხლებზე ჩამოედო, თითქოს შეგუებოდა ბედს, თითქოს თავადაც დაიჯერა, რომ დამნაშავე იყო. დანარჩენი პატიმრებისგან განსხვავებით არ ყვიროდა, არ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას.
მორიგეს ანიშნა კარები გაეხსნა, მძიმედ ამოძრავდა კლიტე, რკინის ღრჭიალმა ისევ მოსჭრა ყური, ვის, ვის და ისევ ქალაქის პროკურორის სტუმრობას ნამდვილად აღარ ელოდა. უტყი თვალებით აკვირდებოდა ფარნავაზი ვაჟს. მხოლოდ თვალებში უმზერდა მოლოდინაშვილი, მხოლოდ თვალებში.
მძიმედ წამოიწია, წელში გასწორდა, დასრესილი მაისური ხელის გულებით ჩამოისწორა, სავარაუდოდ კარგს არაფერს მოასწავლებდა პროკურორის ესოდენ გვიანო ვიზიტი, ალბათ უნდა შეშინებოდა კიდეც, მაგრამ არაფერს გრძნობდა, ემოციებისგან დაცლილს უჩვეულო სიცარიელე დაუფლებოდა.
კითხვით სავსე მზერით მისჩერებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, თუმცა მოლოდინაშვილი სულაც არ აპირებდა დუმილის დარღვევას. თვალებით პაექრობდნენ, თითქოს ერთმანეთს ნებისყოფას უმოწმებდნენ. დაბღვერილი, ჯიქურ უმზერდა ფარნავაზი, ამაყად თავაწერული, ოდნავ დამცინავი მზერით პასუხობდა თორნიკე.
ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ალბათ რამდენიმე წუთს, მაგრამ მაინც საუკუნედ მოეჩვენათ. შემდეგ გამომეტყველება ერთბაშად დაურბილდა, მზერაში ღიმილი გაეპარა, ყოველთვის ასე იყო, თითქოს დიდხანს ფიქრობდა, დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ გადაწყვეტილებას წამიერად, სპონტანურად იღებდა. ფეხებზე ეკიდა თვეობით შემუშავებული გეგმა, თვალები ისე უციმციმებდა ქალაქის პროკურორს, აშკარად ახალი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება, რომელიც პატარა ბავშვივით თავადვე ახარებდა. აბულაძის ნომერი აკრიფა და ახალი ბრძანებაც გასცა:
- ბიჭებს უთხარი, კვანტალიანი აიყვანონ, მასთან ერთად ის ქალბატონი ქეთევანიც წამოაბრძანონ, კარგი შებანჯღალება არ აწყენს ცრუ დასმენისთვის. რაც შეეხება ქართველიშვილს, იზოლატორიდან ახლავე ვათავისუფლებ, მე მიმყავს...
- სად მიგყავს? ფარნავაზ, კარგად ხარ?! - ამჯერად ნამდვილად დაავიწყდა სამსახურეობრივ ტელეფონზე რომ ესაუბრებოდა აბულაძეს.
- იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოიდგენ! - თორნიკეს გაოცებული მზერისთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ხელით ანიშნა, წამომყევიო და საკანიც დატოვა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ეს ისტორია რომელიმეს გაგრძელებაა? ანუ მშობლებზე გქონდათ რამე დაწერილი? შეგიძლიათ სახელი მითხრათ როგორ ვიპოვო? მაინტერესებს ძალიან

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
ეს ისტორია რომელიმეს გაგრძელებაა? ანუ მშობლებზე გქონდათ რამე დაწერილი? შეგიძლიათ სახელი მითხრათ როგორ ვიპოვო? მაინტერესებს ძალიან

სახელი მოგწერეთ, "ჩანახატი" ასე ერქვა ისტორიას smile . მთავარი მოქმედი გმირები თეკლე და აკა იყო, მათ სამეგობროსთან ერთად kissing_heart

 


№3  offline წევრი ნინუცი

ისე დაიწყე ეს ისტორია საერთოდ ვერ მივხვდი გაგრძლება თუ იყო. უნდა გადავხედო ახლიდან ჩანახატს წაკითხული კი მაქვს

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ისე დაიწყე ეს ისტორია საერთოდ ვერ მივხვდი გაგრძლება თუ იყო. უნდა გადავხედო ახლიდან ჩანახატს წაკითხული კი მაქვს

ჩემის აზრით ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილია. უბრალოდ ძველი ისტორიის პერსონაჟები არიან აქაც მოქმედ გმირებად, ეგაა და ეგ, თორემ ვისაც ჩანახატი წაკითხული არ აქვს ამ ისტორიის ზრს ისედაც მიხვდება წინა ნაწილის გარეშე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent