დამსჯელი (7)
„ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ, საკუთარი ჩვევების საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწყებთ სვლას!“ პაულო კოელიო ადამინები იშვითად ღალატობენ საკუთრ ჩვევებს მაგრამ იბადება ხოლმე გრძნობები რომლებსაც ვერ ერევი და ისინი ისე დაგრევენ ხელს შეიძლება დაგაჩოქონ კიდევაც. ...................................... გაბრიელს თვალები შუბლზე აუვიდა და სწრაფად გადასწვდა ლიზას სხეულს როლეიც თითქოს უსულოდ ეკიდა კაუჭზე -ლიზა,-გაბრიელმა გოგონა იატაკზე დააწვინა და პულსი მოუსინჯა -ცოცოხალია?-იკითხა სატუმროს თანამშრომელმა რომელიც გაბრიელის ქმედებას თვალებ დაჭყეტილი უყურებდა -კი ცოცხალია,-გაბრიელი ერთიანად მოეშვა და ლიზასკენ დაიხარა -ლიზი გაიღვიძე ძალიან გთხოვ,-მობილურის შუქზე გაბრიელმა ლიზას დასერილი სხეული კარგად შეათვალიერა და ისევ შეშფოთებამ გადაჰკრა სახეზე,-ლიზი ეს არ გამიკეთო გემუდარები გაახილე თვალები,-სახე დაეღმინჯა ბიჭს და ლიზა ხელში აიყვანა -კარგად იქნება?-იკითხა ისევ სასტუმროს თანამშრომელმა -კი კარგად იქნება კარგად უნდა იყოს სხვა გზა არ აქვს,-გაბრიელმა სასწრაფოდ ჩაიყვანა ლიზი მანქანასთან და უკანა სავარძელზე დააწვინა -ლიზი მიდი გეხვეწები გაახილე თვალები ლიზი,-ლიზას უსწორ მასწოროდ ჩამოყრილი თმები გაბრიელმა ისევ დაალაგა და ნაზად დაუსვა ხელი სახეზე -გაბრიელ რა გაყვირებს,-ამოთქვა ლიზამ მშვიდად თუმცა მაინც ვერ მალავდა რა მდგომარეობაში იყო -მადლობა ღმერთს,-გაბრიელმა შვებით ამოისუნთქა და ლიზის თავზე ფრთხილად აკოცა -დისტანცია დაიცავი,-დაისისინა ლიზიმ ისევ და ჩუმად ამოიკვნესა. -კლინიკაში უნდა წაგიყვანო ლიზი -არა არ გაბედო, ისინი პოლიციას გამოუძახებენ და ლაზარი ჩვარდება -არაფერს ვეტყვით ლიზი შეიძება ინფექცია შეგეჭრას თანაც ცოტა ხნის წინ წვიმდა -გაბრიელ საავადმყოფოში თუ წამიყვან ვეტყვი რომ ჩემი შეყვარებული ხარ და რომ ასე შენ მომექეცი მერე ვნახოთ ვინ წავა ციხეში -ლიზი,-გაბრიელმა სასწრაფოდ გააცნობიერა რომ ლიზი ასე ლაზარის გამო იქცეოდა და სიბრაზემ სძლია -უბრალოდ შედი აფთიაქში სპირტი და სახვევები იყიდე თავად მივხედავ თავს,-ლიზას წამით სუნთქვა შეეკრა და გონება დაკარგა -ლიზი არა გაახილე თვალები გემუდარები,-ამოიგმინა ბიჭმა და გაზის სატერფულს ისევ მთელი ძალით მიადგა ფეხი აფთიაქის დანახვაზე გიჟივით დაამუხრუჭა და მანქანიდან გადახტა ფარმაცევტს არ გამოჰპარვია როგორ გააჩერა ვიღაცამ მანქანა გიჟივით და როგორ მიასკდა მინის კარს მთელი ძალით გოგონას შეეშინდა და კარი ჩაკეტა -გამიღე გემუდარები მანქანაში ერთი გოგოა რომელიც კვდება,-ამოიყვირა გაბრიელმა და კარებზე დააბრახუნა -მისმინე ჯერ შენს თვს შეხედე სულ სისხლიანი და ოფლიანი ხარ საიდან ვიცი რომ ვიღაც თავად არ მოკალი?-გამოეხმაურა გოგონა -ჯანდაბა რა დაემართა დღეს ყველას,-გაბრიელი ისევ ჩახტა მანქანაში და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა თავის კორპუსთნ მივიდა -ყველაფერი კარგად იქნება,- დააიმედა გაბრიელმა უფრო თავისი თავი და გოგონა ოთახში შეიყვან. ყველაფერი გადმოქექა და სახვევებს მაინც მიაგნო მერე მეზობელს სპირტი გამოართვა და ლიზისთან დაბრუნდა. მოკლე შორტებსა და მაისურში გამოწყობილი ლიზი სეულ დასერილი იყო სავარაუდოდ სამართევლით და რამდენიმე ადგილას სიგარეტის ნამწვავიც ნახა -ცხოველები,-გაბრიელს ამ ყველაფრის დანახვაზე ცრემლები მოეძალა და სახვევი სპირტით დაასველა მერე კი ნელა დაიწყო ჭრილობების წმენდა ლიზის მაღლი სიცხე ჰქონდა ამიტომ გოგონას თავზე სველი ნაჭერი დააფარა და სახლის ქვემოთ აფთიაქში ჩავიდა რომლის ყველა თანამშრომელი კარგად იცნობდა და ქურდი ან მკვლელი არავის ეგონებოდა. იქედან წყალბადისზეჟნგი და კიდევ სიცხის დამწევები ამოიტანა ოთხში ფეხაკრეფით შევიდა მაგრამ ლიზი იქ არ დახვდა. -შენ რა დამცინი?-ამოიბლუკუნა და ლიზას ძებნა დაიწყო რომელიც მისაღებში გაპარულიყო და ლაზარის არწმუნებდა რომ კარგად იყო და რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა -რას აკეთებ შენი აზრით?-დაეკითხა გაბრიელი და თვალებით ანიშნა რომ საწოლში დაბრუნებულიყო -რაგინდა გაბრიელ? -თვალებს ძლივს ახელ ლიზა დასვენება გჭირდება მაინც რამდენი ხანი ეკიდე იქ? -გუშინ შუადღეს წავედი საქმეზე მაგრამ მან უკვე იცოდა რომ მივიდოდი ასე რომ მზად დამიხვდა თანაც ძალიან ძიერი აღმოჩნდა -ეს ბოლო იყო ლიზა მორჩა მისიებზე აღარ წახვალ -შენი საქმე არაა,-გაბუტული ბავშვივით მომზირალ ლიზას გაბრიელმა თითი დააჭირა ჭრილობაზე და ლიზას კივილი რომ გაიგონა მხოლოდ მერე გააანალიზა რაც მოხდა -კარგი მისმინე ახლა სჯობს დაიძინო,-გაბრიელი საბოლოოდ დარწმუნდა რომ ლიზას ჭრილობები დაამუშავა და გოგონა საბანში გაახვია -გაბრიელ,-დაიჩურჩულა ლიზიმ -რამოხდა? -შენ სად მიდიხარ? -ახლა სავარძელს მოვიტან და შენს გვერდით დავჯდები,-გაბრიელს ჩაეღიმა და მალე რბილი სავარძლით დაბრუნდა რომელშიც ნელა აეშვა და შვებით ამოისუნთქა,-რატომ ზრუნავ ასე ლაზარიზე ლიზი? -იმიტომ რომ მიყვარს,-ლიზის თვალების გახელა არც უფიქრია -არა ლიზი კიდევ არის რაღაც მიზეზი,-ამოისისინა გაბრიელმა -ლაზარი ჩემთვის ბევრს ნიშნავს ჯერ კიდევ მაშინ როცა არავინ ვიყავი ლაზარიმ ქუჩიდან წამომიყვანა და სამსახურიც მომცა მერე როცა მიჭირდა სულ ის იყო ხოლმე ჩემს გვერდით და რაღცნაირად მივეჩვიე კიდევაც მერე ცოლობა მთხოვა და თანაცხოვრების ექვსი წლის შემდეგ ადვილია შეგიყვარდეს -არა ლიზი ექვსწლიანი თნაცხოვრების შემდეგ ძნელია გაარჩიო სიყვარული და შეჩვევა -რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები რატომ გინდა რომ ჩემი მომავალი ოჯახი დაანგრიო რატომ?-ლიზიმ თალები გაახილა და წამოჯდომა სცადა მაგრამ თავბრუ დაესხა და უკან საწოლზე დაბრუნდა -იმიტომ რომ, იმიტომ რომ........... მე ,-გაბრიელმა ენაზე იკბინ და გაჩუმდა -გთხოვ ნუ აკეთებ ასე,-ამოიჩურჩულა ლიზიმ და ხმა ცრემლებმა გაუბზარა -რას ნუ ვაკეთებ?-დაიბნა გაბრიელი -ნუ მიყვირი გაბრიელ -რატომ? -გაინტერესებს რატომ ავირჩე ლაზარი? გახსოვს მითხარი ლაზარი იმიტომ აირჩიე რომ შენზე ძლიერი ადამინი გჭირდებოდა რომელიც მოგათვინიერებდაო,-გაბრიელმა თანხმობის ნიშნად ბგერები გამოსცა,-ლაზარიმ მე სიკვდილს გადამარჩინა,-გაბრიელს ელდამ დაუარა,-ლაზარიმდე ერთ კაცთან ერთდ ვცხოვრობდი ის კაცი მართლა მიყვარდა მაგრამ მოძალადე იყო და მემუქრებოდა კიდევაც, ეს ჭრილობები იმ ჭრილობებთნ არაფერია რასაც ის მაყენებდა ლაზარიმ მაშინ მომისწრო როცა ხიდიდან გადავხტი ხელში ჩამაფრინდა და მანამ დამარწმუნა რომ სიკვდილი გამოსავალი არ იყო სანმ ხელი მომწდებოდა. მერე ნელა ამომიყვანა უკან და გრძნობების მორევის გამო მომეხვია ეს ისეთი კარგი გრძნობა იყო,-ლიზა ცოტახანს გაჩერდა თითქოს იმ მომენტის ყველა ნიუანსს იხსენბდა და განაგრძო,-მე არ ვიცოდი რომ ლაზარი მითვალთვალებდა და როცა ჩემი ძვირფასი შეყვარებული კიდევ ერთხენ ანთებული სიგარეტით ხელში მიახლოვდებოდა ის ოთახში შემოვარდა და იმ ნაძირალას სული გააფრთხობინა აი ამიტომ ავირჩიე ლაზარი ის ერთდერთი იყო ვინც მე ხელი არ მკრა და ვისთვისაც ნამდვილად ვიყავი სულიერი არსება და არა თეთრი ყვავი ანდაც უბრალო გამვლელი რომელიც აუცილებლად ოდესმე მოკვდებოდა. გაბრიელს თავში ქაოსი ჰქონდა ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რომ გრძნობები იმ ქალის მიმართ ჰქონდა რომელიც ორ კვირაში მის საუკეთესო მეგობარს მიჰყვებოდა ცოლად სხვისგან რომ მოესმინა ასეთი საქციელი აუცილებლად დასძრახავდა იმ სხვას მაგრამ ახლა რა ხდებოდა მის თავს? -მე სად ვიყავი მაშინ,-დაიჩურჩულა გაბრიელმა თვაისთის -შენ სიმპათიური ბიჭი იყვაი რომელიც არცკი შემიმჩნევდა მის გვერდით რომ გამევლო -და ის არ იყო ასეთი? -მან მე მაშინ შემნიშნა როცა არაფერს არ წარმოვადგენდი,-მხრები აიჩეჩა ლიზიმ -და ახლა რას წარმოადგენ ლიზი შენ ახლა ლაზარის პაიკი ხარ. მკვლელი -მითხარი გაბრიელ რას გაუკეთებდი იმ კაცს იგივე სარასათვის რომ გაეკეთებინა? გაბრიელს მხოლოდ ახლა მოაგონდა სარა რომელიც უკვე სამი წელია რაც მისი შეყვარებულია და ის ლიზის დაუმეგობრდა როცა ლიზი სამსახურში მათთნ გადმოვიდა გაბრიელი ახლა ხომ მასაც ღალატობდა -დაუფიქრებლად მოვკლავდი,-ამოთქვა ზიზღით -ხო და მეც ამას ვუპირებდი მაგრამ ვერ შევძელი. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ისიცკი ისმოდა როგორ ხვრინავდა გვერდით სახლში ვიღაც. ოთხი სავსე იყო ფიქრებით რომლებიც დაუბრკოლებლად დაფრინავდნენ ირგვლივ და ხან ერთს და ხან მეორეს დაატყდებოდნენ თავს. -გაბრიელ ჩაგეძინა?-ისევ გასიმა ოთახში ლიზის გატანჯული ხმა -არა -ძალაინ მცივა,-ამოიოხრა გოგონამ -ლიზი რაც მაქვს ყველაფერი გაფარია და მეტი რა გავაკეთო მალე გათენდება და კომპანიის ექიმს დავურეკავ ცოტაც მოითმინე,-ლიზის კიდევ უნდოდა რაღცის თქმა მაგრამ გაჩუმდა და ჩუმად განაგრზო კანკალი -გაბრიეოლ არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვითხოვდი მაგრამ შეგიძია ჩემს გვერდით დაიძნო?-ამოილაპარაკა ისევ საცოდავად ლიზიმ -კი ლიზი შემიძია,-გაბრიელმა დიდზე ამოისუნთქა ფეხსაცმელი იქვე დააწყო და საბნის ქვეშ შეძვრა -აქ გაუსაძლისი სიცხეა,-ამოთქვა გაბრიელმა და საბანი ისევ გადაიძრო -ძალიამ მცივა,-ლიზის ხმა მომაკვდავის ბოდვასავით გაისმა ოთახში და საბნის ქვეშ გაბრიელის ფეხები მოძებნა და ზედ თვისეი ტერფები დაადო გაბრიელს სულ გადაავიწყდა ცოტა ხნის წინ ნაფიქრი, გაეღიმა და ბეღურასავით მობუზული ლიზი გულზე მიიკრა. გოგონამ დააცემინა -კატა ისევ აქ გყავს?-ამოიოხრა და კიდევ დააცემინა -ალბათ შემოიპარა -გააგდე გთხოვ,-ლიზა ისტერიკულად აცემინებდა -იქნებ ყურადღების გადატანა გვეცადა?-დემონურად დაისისინა გაბრიელმა და ლიზას შუბლს ფრთხილად შეეხო -არა სჯობს გააგდო -აჰა ესეიგი მხოლოდ ელექტრო ლეიბის როლში ვარ არა?-გამომცდელად შეხედა ლიზას -დიახ,-გოგონამ საბნიდან ხელი ამოყო სანათს მისწვდა და ოთახი სიბნელემ მოიცვა -გათბი?-გაბრიელმა ისედაც იცოდა ისევ რომ სციოდა რადგან გოგონა ცოტათი ისევ კანკალებდა მაგრამ თითქოს ასე მშვიდდებოდა და რწმუნდებოდა რომ ლიზი ცოცხალი იყო. გოგონას ხმა არ ამოუღი მხოლოდ ოდნავ ამოიკვნესა და თავი გაბრიელის კისერში ჩარგო რაც იმის ნიშანი იყო რომ ეძინა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთბდა. ................ -გაბრიეეელ,-ლიზი ამაოდ ცდილობდა გაბრიელის მარწუხებისაგან გათავისუფლებულიყო -რაგინდა დამაძინე რაა,-ამოთქვა ბიჭმა და როცა გაახსენდა რაც ხდებოდა მის თავს გვერდის შეცვლა გადაიფიქრა -მე ახლა ლაზარის უნდა დავურეკო -იქ ახლა სხვა დროა -ვიცი და მითხრა რომ ამ დროს დამერეკა -ლიზა შაბათია სამსახურში არ მივდივართ და ცოტახანს დამაძნე რაა -მერედა ვინ დაგიშალა ხელები გამიშვი და დაიძინე,-ლიზიმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და გაბრიელის ხელების გაწევა სცადა მაგრამ უშედეგოდ -ლიზი გაჩერდი თორემ ფანჯრიდან გისვრი -როცა ვიყავი ფანჯრიდან გადმოკიდებული მაშნ არ უნდა გეშველა,-გაბრიელმა ლიზას ცალი ხელი შეუშვა წელზე და შუბლი მოუსინჯა -ჰო ისევ სიცხე გაქვს -მთელი დღის გატარებას აქ ვაპირებთ? -რატომაც არა,-წარბი ასწია გაბრიელმა და დაიმანჭა -იცი მე საპირფარეშოში უნდა შევიდე,-გაბრიელმა გამომცდელად შეხედა -ნამდვილად -ჰო ნამდვილად -კარგი წადი მაგრამ მალე დაბრუნდი,-ლიზა საწოლიდან ადგა და თავის სამოსს რომ დახედა ზიზიღი მოერია -კარადაში სარას რაღაცეებია,-გაბრიელმა ლიზას კარადაზე ანიშნა -მადლობა,-ლიზამ კარადიდან ნივთები აიღო და ოთახი დატოვა. ლიზი რათქმაუნდა უკან არ დაბრუნებულა გამოიცვალა სარას ფართო შარვალი და ლურჯი პერანგი ჩაიცვა მერე საათნახევარი ტელეფონზე ეკიდა და ლაზარის ელაპარაკებოდა -ძალიან მშიაააა,-გაბრიელი მთქნარებით და ძმორვით გამოვიდა მისაღებში და დიავანზე გადაეშვა -მერე რას ელი რომ საუზმეს მოგიმზადებ?-ლიზიმ გამომცდელად შეხედა -არა ლიზ გოგონები რომლებისაც ჩემს საწოლში ეღვიძებათ განებივრებულნი არიან ჩემს მნიერ მომზადებული საუზმით -როგორ გამიმართლა -და ისიც დაგეტყო რომ აღარ გცივა -მე ხომ ლაზარის ველაპარაკე,-გაბრიელს ყოველთვის როცა ლიზი ლაზარის ახსენებდა იმაზე ფიქრი სტანჯავდა რომ მეგობარს ღალატობდა -კარგი წავალ რამეს მოგიმზადებ მერე კი გაემზადე გავდივართ -სად უნდა წავიდე ფეხები სულ დასერილი მაქვს,-დაინტერესდა ლიზი და ტელევიზორთან მოიკალათა -ლიზი მისმინე ახლა არც გაბედო შეკამათება ისაუზმებ და ჩემთნ ერთად წამოხვალ მითხარი რამდენი ხანია შაბათს არსად გასულხარ? -მისმინე,-ლიზიმ გაბრიელის წაბაძვით თითი ცხვირწინ აუქნია ბიჭს,-მე ქორწილის სამზადისს უნდა მივხედო -იცი რა ვიფიქრე ლიზი? მოდი ეს შენთვის გოგონების საღმოსავით იყოს -და შენ ვინ იქნები დღეს?-ლიზი გაბრიელს ცხვირ წინ აესვეტა და გამომწვევად მოიკვნიტა ტუჩი -რაც გინდა ის დამიძახე,-გაბრიელმა გოგონა მკერდზე აიწება და დაჟინებით დააკვირდა როგორ უთრთოდა ლიზის ხელები -კარგი მოდი მაშინ იდიოტს დაგიძახებ,-ლიზის სახე დაემანჭა და გაბრიელი მაშინვე მიუხვდა რომ ჭრილობები სტკიოდა სასწრაფოდ მოიშორა სხეულიდან და სამზარეულლოში გავიდა. გაბრიელის მომზადებული მსუბუქი საუზმის შემდეგ წყვილი სახლიდან გავიდა და სკვერის გასწვრივ გაუყვა გზას -მაინც სად მივდივრთ? -ჯერ არ ვიცი გზაში მოვიფიქრებ,-გაბრიელი გაიკრიჭა და გზა განაგრძოგარეთ ქარი გაბრაზებული ქროდა თითქოს უნდოდოა სამყარო სადღაც გაექრო ადამიანთათვის გაუგებარ სიმღერას ხმამაღლა ღიღინებდა და ლიზას შავ თმას თვის ნებაზე დააფრიალებდა. -ეს ჩემი საუკეთესო შაბათია,-ამოიოხრა გაბრიელმა -რატომ?-ლიზის გული შეეკუნშა როცა ბიჭის სიტყვები გააცობიერა -იმიტომ რომ შენ აქ ხარ -გაბრიელ,-გოგონამ თვალები დაქაჩა -ვიხუმრე,-ჩაიცინა დემონურად ბიჭმა და ლიზის ხელს დახედა რომელზეც ბრილიანტის თლიანი ბეჭედი ბრწყინავდა. ............ ცოტახანს ქალაქში იბოდიალეს უგზოოუკვლოდ მაგრამ მოულოდნელად გაბრიელს საოცარმა აზრმა გაუელვა ლიზას ხელი დაავლო ავტობუსში ჩასვა და სანანპიროსთნ ისევ აიძულა ჩამოსვლა -აქ რა გვინდა? -ეს ჩემი საყვარელი ადგილი იყო ბავშვობაში,-გაბრიელი სასწრაფად გაიქცა და ლიზისაც იგივე აიძულა თბილი ქარეინაი დღე იყო და თითქოს ზღვაც ებრძვოდა ქარს -გაბრიელ აქ აქრაფერი არ არის,-გაბრიელმა კარვებით მორთულ შემოღობილ ადგილას შეაბიჯა . ლიზის ბოშების დანახვაზე რომლებიც უცნაურად აშტერდებოდნენ გააჟრჟოლა -შენც დამსჯელი ხარ რა,-დაისისნა გაბრიელმა -მოკეტე,-ლიზა გაბრიელის მხრების უკან დაიმალა და სცადა ხელი გაეშვა მისი ხელისათვის მაგრამ ბიჭმა არ დაანება -აქ რა გვინდა? -აქ სამყაროში ყველაზე თავისუფალი ხალხი ცხოვრობს ლიზ ნუთუ არ გდომია არასოდეს რომ ბოშა ყოფილიყავი -კი მაგრამ ახლა მირჩევნია ის ვიყო ვინც ვარ, თანაც ღმდება და აქ საშიშია შეიძლება გაგვძარცვონ -გეყოფა ლიზ,-გაბრიელმა ჩიცინა და ყველაზე დიდი კარვისკენ წავიდა -უთხარით რომ გაბრიელი მოვიდა,-გადაუჩურჩულა იქვე მდგომ ბიჭს ლიზა ისვე ცახცახებდა -ჩემო შვილო, მოისმა კარვიდან და მალე იქედან ჭაღრა მაღლი წარმოსადეგი მამაკაცი გამოვიდა გაბრიელი დიდი სიყვარულით ჩაიკრა გულში და მხარზე ძელი დაჰკრა -პეტერ გაიცანი ეს ლიზაა,-კაცმა ლიზას ხელი დაუკითხავად აიღო და ნაზად შეეხო ტუჩებით -კარგი ადგილი ამოგირჩევით სასერნოდ,-მართლია დღის სინათლეს ბინდი ეპარებოდა მაგრამ აქ მაინც ბევრი ხალხი იყო -რატომ მამა პეტერ? -დღს ჩვენი კატია ცეხვავს -ნუ თუ ისევ აქაა ღმერთო ჩემო საუკუნეა არ მიონახავს -ისევ ელის ცოლად როდის მოიყვან,-ჩაიდუდუნა კაცმა და ლიზის რეაქციას დააკვირდა რომელსაც წარბიც არ შეუხრია -აქ რატომ მომიყვანე?-ლიზი თავს უცნაურად გრძნობდა და როგორცკი ბოშათა ბარონი მოშორდა მაშნვე ააკრა გაბრიელი კარვის ბოძს და გამომცდერად დააკვირდა -მიყვარს აქაურობა -კარგი ახლა წავიდეთ -არა კატიას ცეკვას და სიმღერას ვერ გამოვტოვებ ნუ ძალადობ ჩემზე,-გბარიელმა ხელი აიფარა სახეზე და ლიზის თითებს შორის გამოხედა -მასხარა,-დაისისნა გოგონამ და იქვე სანაპიროზე ისე ჩამოჯდა რომ ტალღას მასთან ვერ მიეღწია გაბრიელს ლიზისათვის ხელი არ შეუშლია იცოდა ბარონი არავის დაინდობდა ვინც მასთნ ერთად მისულს აწყენინებდა, ამიტომ წავიდა მშვიდად უსმინა კატიას სიმღერას და მისი ცეკვით თავბრუ დახვეულს მთვრალივით რომ გამოდიდოდა გიგიანტური კარვიდან რომელიც ცირკის არენას ჰგავდა ლიზა გაახსენდა. -წავიდეთ?-გაბრიელს თვალები შუბლზე აუვიდა როცა ლიზის ტანსაცმელში გამოწყობილი უცხო გოგონა დაინახა -მაპატიე სადაა ლიზი?-იკითხა შეშფოთებულმა -აქვარ გაბიტო,-მხირულად შესძახა ლიზამ უკნიდან და გაბრიელს წინ აესვეტა წითელი ღრმა გულიანი გრძელი კაბით და შავი თავშლით რომელიც მხრებზე მოეხვია და გულზე გაბრიელის ნაჩუქარი შავი კატა ჰქონდა ჩამოკიდებული -ლიზი?-ბიჭს თვალები კიდევ უფრო გაუდიდდა -მიხდება?-ლიზი თვალის მომჭრელად იღიმებოდა და დარცხვენით ადევნებდა თვალს ბიჭს -შენ რა დალიე? -ჰო ცოტა არაყი დამალევინეს გოგონებმა წამოდი ვიცეკვოთ -შენ რა ბოშური ცეკვის რამე გაგეგება? -ბოშური ცეკვის არა მაგრამ მუცლით ცეკვა ვიცი ცოტა,-გაიკიჭა ლიზი -საიდან? -მისია მქონდა, მოდიხარ? -ჰო არ მინდა ლაზარიმ დამახრჩს მარტოს ვერსად გაგიშვებ ლიზი ცირკის კარავში შევიდა სადაც ბოშები, ადგილობრივები და სტუმრები ერთმანეთში არეულიყო და ყველა ცეკვავდა -მოდი,-ლიზიმ გაბრიელს ხელი დაავლო და „საცეკვაო მოედნის“ ცენტრში მოაქცია -იცი ეს ცეკვა? -არა,-ლიზიმ ნაცნობი მელოდია რომ გაიგონა გაბრიელის ცალი ხელი აიღო და დატრიალდა მერე ბიჭს მოძრაობა აიძლა და გიჟურ საქციელში გაბრიელიც ადვილად აიყოლა. მალე ისინი არაფრით არ განსხვავდებოდნენ აქ შეკრებილთგან შეძლებისდაგვარად ცეკვავდნენ და მხიარულად ლაპარაკობდნენ (ბოლოს ლიზიმ კატია სცენაზე მუცლის ცეკვაც შეასრულა) ............ -კარგად გავერთე,- ლიზა ისევ ღიღინებდა გაურკვევლად ბოშური სიმღერის ტექსტს და გაბრიელის ხელებზე მოკალათებული ეძებდა სახლის გასაღებს -მომეცი ჩანთა თავად ვიპოვი,-გაბრიელმა გოგონა ჩამოსვა და მის ჩანთში გასაღების ძებნა დაიწყო -აი ისეც,-ვერცხლისფერი გასაღები კარში გადაატრიალა და ლიზი ოთახში შეუშვა,-ახლა მე წავალ,-წარმოთქვა ისე რომ კარში არ შესულა -მადლობა დღევანდელი დღისათვის -ეს შევა საუკეთესოთა ათეულში?-დაინტერესდა გაბრიელი -ნამდვილად,-ჩაიცინა ლიზიმ -ლიზი შეგიძლია გარეთ გამოხვიდე ერთ წამს? -რატომ?-გოგონამ ერთი ნაბიჯი გადადგა ზღურბლს მიღმა და გაბრიელის წინ გაჩერდა -იმიტომ რომ ახლა რის გაკეთბასაც ვაპირებ მეგობრის ღალატია და ამას მის ბინაში ვერ გავაკეთბ,-გაბრიელი უმალ გაჩნდა ლიზის ტუჩებთან რასაც გოგონას პარალიზება მოჰყვა მაგრამ ბიჭი მალევე მოეგო გონს ლიზა მოიშორა და დერეფანს დაუყვა -თავს მიხედე,-დაუძახა უკვე ლიფტთან მდგრმა და კარიც დაიხურა. ............................... სულ ცოტა დამაგვინდა მაგრამ უმიზეზოდ ნამდვილად არა იმდეი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.