ძველი პიანინო - 40
40. მხატვარი ცდილობდა წარმოედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელის თვალები... შმაგი, გაბოროტებული, შურისძიებით აღსავსე თუ ნაღვლიანი, სასოწარკვეთილი, ემოციებისგან დაღლილი და განადგურებული... - სოციოპათია თუ ფსიქოპათი>?.. ისე თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება. დაფიქრებული შეჰყურებდა მსახიობი ქალი ჯერ კიდევ ზეთ შეუმშრალ პორტრეტს, დარწმუნებული იყო ეს სახე სპექტაკლისთვის იყო საჭირო და ამიტომ კონკრეტულად ვის გულისხმობო არ უკითხავს - როგორ არა აქვს!! - წამოენთო მხატვარი - მართალია მსგავსება მათ შორის ბევრია, ერთმანეთის მსგავსი პათოლოგიაა, მაგრამ მაინც არის სხვაობა. მხატვარმა პალიტრაზე დასხმულ ფერებზე მიანიშნა - ეს ერთი არის სოციოპათი აი ეს მეორე კი ფსიქოპათი მსახიობ ქალს გაეცინა, დიდი ფუნჯი აიღო და ის ორივე მინიშნებული ფერი ერთმანეთს შეურია - ეს რა ქენი? - ახლა ეს ორივე პათოლოგი გაერთიანდა და ერთ დიდ კაცობრიობისათვის საშიშ ბირთვს წარმოადგენს. ქალს გაეცინა: - და მერე ორივე ერთად რამდენ საშიშ საქმეს ჩაიდენენ და მერე ჩხუბიც მოუვიდოდათ და ერთმანეთსაც დაერეოდნენ - ჩხუბი? ვითომ რატომ? გაიკვირვა მხატვარმა. - რატომ მოუვათ ჩხუბი და ლიდერობისთვის იჩხუბებენ! ორივეს თავისი საკუთარი ოფოფები აქვთ, ერთი იტყოდა ასე გავაკეთოთო, მეორე კი დაიჟინებდა დაამტკიცებდა ისეო და დახოცავდნენ ერთმანეთს. ქალმა პალიტრაზე შერეული ფერები ბოლომდე გადათხაპნა მხატვარი ცოტა ხნით ჩაფიქრებული იჯდა, უკმაყოფილოდ შეჰყურებდა თავის ნამუშევარს, მერე კი უფრო თითქოს თავის თავს დაუწყო საუბარი: - სოციოპათი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვლელობის ინიციატორი გახდეს. უფრო სავარაუდოა, რომ დომინანტს ექვემდებარებოდეს, იმ დროს როცა ფსიქოპათი ლიდერია და მზად არის ნებისმიერი გაანადგუროს ვინც გზაზე გადაეღობება, ეს როცა ერთად არიან, ცალ-ცალკე კიიი უუუუ... არანაკლებ საშიშნი და ამოუცნობნი... საერთოდ კი ფსიქოპატები მარტო მოქმედებენ, ვინმესთან კონტაქტში ძალიან რთულად შედიან... მხატვარი მოწყვეტილად ჩაესვენა სავარძელში. შემოსწრებულ ფიფოს ხელის ოდნავ წამოწევით მიესალმა, მთელი ყურადღება პორტრეტისაკენ ჰქონდა მიმართული... არ მოსწონდა, საშინლად არ მოსწონდა... რაღაც სულ სხვა ტიპაჟი სჭირდებოდა და არა ეს ვიღაც თითქოს თავისთავში გაურკვეველი პიროვნება, უფრო მშიშარა და გაიძვერას ჰგავდა და არა... მხატვარს უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა ფიფოსკენ მობრუნდა, მაგრამ ფიფოს მზერა ქალის მოშიშვლებულ თეძოზე შეყინვოდა... ქალი პატარა სარკეში იყურებოდა, წარბებს ერთმანეთს ადარებდა, ფეხი ფეხზე გადაედო, თხელი გამჭვირვალე ხალათის ერთი კალთა ჩამოშლოდა და არც ცდილობდა დაფარვას - გამარჯობა ფიფო! ომახიანად შეუძახა მხატვარმა. ფიფო ისე ავტომატურად უპასუხა არც გაუხედავს მისკენ, რასაც მხატვტრის სიცილი და ფიფოს გამოფხიზლება მოჰყვა - არა რააა, შენ უეჭველი ზღვაზე კი არა მდინარეზეც არ ხარ ნამყოფი. ვერ იკავებდა სიცილს მხატვარი - კარგი ხო, მორჩი. აბურდღუნდა ფიფოც, თუმცა თვალები მაინც ქალისკენ გაურბოდა. - შენ დამშვიდდი ნურაფერი გიკვირს. არ ცხრებოდა მხატვარი. - რა უნდა მიკვრიდეს? შენიშნა ქალმა, რომელსაც როგორც ჩანდა ფიფოს ყურადღება ძალიან მოსწონდა. - ეს ძველი კლასის წარმომადგენელია - მხატვარმა თითით ფიფოზე მიანიშნა - ნეანდერტალურის! ქალი გულიანად აკისკისდა, ფოფომ ცალყბად გაიღიმა, მხატვრის მწარე იუმორი სულაც არ სწყენია, მაგრამ ჩანდა ხუმრობის ხასიათზე საერთოდ არ იყო. - სანამ გულს არ მოიოხებს უაზრო ქილიკით, მანამდე არ გაჩერდება. მხატვრის მისამართით შენიშნა ქალმა თან ფიფოს თბილი თვალები შეანათა. - რომ არ გავჩედრდე რა მერე? ვინმეს შემოველახები?.. თუ შემოვაპატიურები?.. ისევ არ ცხრებოდა მხატვარი. ქალი ისევ აკისკსიდა. ფიფომ როგორც იქნა მოსწყვიტა თვალი ქალს და მხატვრისკენ მომართა მთელი ყურადღება: - ისე ერთ დღესაც შეიძლება მართლაც დაგღუპოს მაგ შენმა იუმორმა! - შენივე ენა გღუპავს შენ! შენი დაუძინებელი მტერია და ძირშივე უნდა მოიკვეთო! მხატვარი როლში შეიჭრა ენა გადმოყო და მასტიხინით ვითომ მოჭრას ცდილობდა. ქალი კვლავ გულიანად იცინოდა. ფიფო უფრო მეტად მოიღუშა, სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე. რაღაც მომენტში საბრალო სახეც კი ჰქონდა, მხატვარი მიხვდა ფიფო გასართობად არ მოსულა, ის იყო უნდა ეთქვა ქალისთვის დაგვტოვეო, რომ ქალმა თავად მოისურვა წასვლა... როგორც იქნა მარტო დარჩნენ. ფიფო ხმის ამოღებას არ აპირებდა... ზედიზედ მოუკიდა სიგარეტს. დუმილი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მხატვრის უძლიერესი ნებისყოფაც კი შეირყა. - ადაპტირებული ფსიქოპათი უფრო საშიშია - დაიწყო მხატვარმა - იმიტომ კი არ კლავს რომ სატანას შეეკრა და მისი სჯერა, არამედ იმიტომ კლავს რომ სჯერა სატანის რათა მოკლას. ფიფომ გამომცდელად შეხედა - რაღაც იდიოტობა ვთქვი არა?.. - არის მასში რაღაც აზრი... - მაგრამ მაინც უაზროდ დავალაგე... აი ის შენი დამნაშავე და მით უფრო თუ მართლაც სერიული მკვლელია, მსხვერპლის სახით წარმოგვიდგენს თავის ნამოქმედარს „შედევრებს“, მისთვის ეს დანაშაულთან და შურისძიებასთან ერთად შემოქმედებაცაა... ამ სახით, ამ ვიზუალური ენით გადმოსცემს თავის ტკივილის, ეს შენს შემთხვევაში ვამბობ, რადგან საქმის მასალებში ჩამახედე ასეთი აზრი გამიჩნდა, თორემ რამდენი გიჟი და ფსიქოპათია, ისე გამოასალმებენ ადამიანს სიცოცხლეს, რომ... - კვალსაც არ ტოვებს... ზედმეტად მოწესრიგებული... ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრ გარემოში იზრდებოდა... მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ... - ესე იგი სპექტაკლს დგამს შენთვის, შენ - ერთი მაყურებლისთვის! - ვითომ კონკრეტულად მე მებრძვის? - არა! კონკრეტულად შენ პიროვნებას კი არ ებრძვის, არამედ შენ ხარ ის სისტემა, შენი სახით იმ სისტემას ებრძვის! ამ შემთხვევაში შენ ხარ ის - ვისთვისაც დგამს ამ ყველაფერს, რომ დაანახოს, წარმოაჩინოს, ხოლო ებრძვის იმ მეორე სისტემას, რომელმაც აქამდე მიიყვანა - გავიგე ეს გავიგე... დიდი ხანია გავიგე... ისევ ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ დამღალა... ვიღაც შეშლილი რაღაცას გვიმტკიცებს... დაერია პენსიონრებს და ჟლიტავს... რა დააშავეს ასეთი.?.. ამდენი ხანი სად იყო? სანამ პენსიაზე არ გავიდნენ მერე რომ დაიწყო მაგათი ხოცვა... - ალბათ პატარა იყო და გაიზარდა... ფიფი ჩაფიქრებული იჯდა, მერე ძლივს ლამის ჩურჩულით წარმოსთქვა: - ეგ კი ვიცი რომ მიზეზი წარსულში უნდა ვეძებო, ფესვებიდან უნდა დავიწყო, მაგრამ სად? რომელ წარსულში?.. ვის წარსულში?.. - აი იმ წარსულში ფესვები, რომ ჰქვია!.. ფესვები... მხატვარი გაიტრუნა. არც ფიფო იღებდა ხმას. აშკარად რაღაც აწუხებდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. მხატვარი მოჭუტული თვალებით შესცქეროდა. მდუმარება ისევ მან დაარღვია: - კიდევ ხდება რამე? ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი... LEX·2016 წლის 29 აგვისტო, ორშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.