ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი13)
ღამემდე ვერ მოვისვენე... როგორც ჩანს ჩამეძინა... თვალებს რომ ვახელ სანდროს მცხუნვარე მზერას ვგრძნობ, შევხედე და ისევ მიყურებდა, თითქოს თვალებით რაღაცას მეკითხება, თვალებში თბილი სხივი დასთამაშებს, ვცდილობდი ამომეკითხა.... -რა გინდა? - გაიღიმა -მგონი რაღაც შეგეკითხე... -მართლა გაინტერესებს რა მინდა? თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. -მინდა... გულში ჩაგიკრა და შევისუნთქო შენი სურნელი, მერე კი შენს ტუჩებს მხურვალედ დავეწაფო... შეგიძლია დამეხმარო? -გისმენ, რა გინდა -ხომ გითხარი რაც მინდა -გაიღიმა -მგონი ტვინის შერყევაც გაქვს და ექიმს დაავიწყდა ამის თქმა, წავალ დავუძახებ... -გადავიხარხარე და წამოვდექი -ააა -მესმის სანდროს ხმა... გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკრა... -რა ხდება, კარგად ხარ? - სასწრაფოდ მივვარდი და ხელი ჩავკიდე, ჩემზე ბევრად თბილი ხელები ჰქონდა... -არა - თითქოს მოჩვენებითი წუხილი იყო -ექიმს დავუძახებ... იქნებ რამე გჭირდება? -არა ექიმი არ მჭირდება... -აბა? -შენ... -რა მე... -ისე დავიბენი, ვერაფერს ვაანალიზებდი... -შენ მჭირდები და ეს კარგად იცი... -მომატყუე... -ჰო, მაგრამ... -რა, მაგრამ? სანდრო ვერ ვხვდები რა გინდა... -შენ მთავარს ვერ ხვდები, ვერ კი არა არ, არ გინდა რომ მიხვდე... ისე დაიძაბა სიტუაცია, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს...უკან წამოვიწიე, ის კი ხელს მიჭერდა, მერე ხელზე დამექაჩა მე მის წინ საწოლზე ჩამოვჯექი, მასთან ისე ახლოს ვიყავი, მინდოდა ხლები მომეხვია და მისი სურნელი, როგორ მაკლდაეს დღეები..., მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი... -რატომ, რატომ არ მიშვებ შენს ცხოვრებაში? რატომ არ გინდა ახლოს მომიშვა, რატომ არ გინდა გაგიცნო? -არა, ეგ რა შუაშია... -ძლივს წავილუღლუღე მე, აზრზე არ ვიყავი რას ვლაპარაკობდი... -აბა, აბა რა არის შუაში, გეუბნები რომ... -უცებ გაჩერდა, როგორც ჩანს ვერ გააგრძელა ან ამის დრო არ იყო... -რა? რას მეუბნები, დაასრულე... -ახლა მაგის დრო არაა... -ზუსტად ახლა, მითხარი - ვაიმე რა ჯიუტი ვარ, ტვინი სულ გამეთიშა -მიყვარხარ... -თითქმის ყვიროდა -ნორმალური ხარ? რა გაყვირებს? -კარისკენ გავიხედე, თითქოს ვინმე გვისმენდა... -აბა სხვანაირად არ გესმის... ახლა გაიგე? თუ გინდა უფრო ხმამაღლა ვიყვირებ, ყველას თანდასწრებით... -ისევ პირი დააღო, ის-ისაა უნდა ეყვირა რომ, პირზე ხელი ავაფარე... -სულელი ხარ? -კიი, შენმა უტვინობამ გამასულელა... - ხელი ჯერ კიდევ არ ამიღია, ძლივს გავარჩიე სიტყვები... -გეყოფა...- ისევ კარისკენ გავიხედე, რომელიმე ექთანი რომ შემოსულიყო? უცებ ვიგრძენი ხელზე როგორ მაკოცა, გავიხედე და ხელი სწრაფად მოვაშორე... -გადაირიე? -ახლა წესიერად... -აჰაა, წესიერება იცი რა არის? -წამოვდექი -გითხარრი წესიერადთქო... -კაი ერთი, მთელი საავადმყოფო სავსეა ხალხით, და ექიმებით, ექთნებით შენკი მთელ ხმაზე ღრიალებ... -მთელ ხმაზე? -ხმას თანდათან აუწია -დიახ, მთელ ხმაზე, -არც მე დავაკელი -იცოდე ნერვები მომეშლება. -ხმის დარეგულირებას ცდილობდა -და თუ მოგეშლება რა? მერე რა? გეკითხები -ხმას საკმაოდ ავუწიე, რამდენიმე წუთის წინ სანდროს ვუსაყვედურე, ახლა კი... გონებაზე ბინდი გადამეკრა -ნუ ყვირი... ხვდები რო უაზროდ ჩხუბობ? - ეს კამათი კი არა მართლა ჩხუბი იყო, და სანდროს ადგომა რომ შეეძლოს დარწმუნებული ვარ სერიოზულ, ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა. -მე ვჩხუბობ? თანაც უაზროდ? - კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა მის უკან კი ხალხი თვალებგაფართოებული ცდილობდნენ დაენახათ და გაეგოთ რა ხდებოდა, მაგრამ ახლა არავინ მაინტერესებდა, -დიახ, შენ და იცი რატომ? გეშინია, გეშინია რომ შენც იგივეს მეტყვი, გეშინია რომ შეგიყვარდები, უფრო სწორედ გეშინია რომ გიყვარვარ და ამას გამიმხელ... გაიგე? - სანდრო ცოტაც და იმ მილაკებს რომლებიც მის სხეულზეა მოიძრობს და იმის მიუხედავათ რომ ადგომა არ შეიძლება, ადგება და კარგად შემანჯღრევს... -რაა? - ის მედდა რომელმაც გვკითხა "სულ ასე ჩხუბობთ?"-ო, მოვიდა და მკლავზე ხელი მომკიდა, მე კი ხელი უაზროდ ავიქნიე, ის არ დანებდა და ხელი ისევ მომკიდა- ძალიან უაზრო ფიქრები გაქვს, გაიგე? და სულელი ხარ, უტვინო, ეს კარგად დაიმახსოვრე - ჩვენი ღრიალი ალბათ მთელ საავადმყოფოს ესმოდა... -აი, კიდევ რატომ არაფერს არ ამბობ? -კიდევ რა გინდა რომ გითხრა? -ის რისიც გეშინია... - წუთიერად და ირონიულად ჩაიღიმა, ეს კი ნერვებზე მთხრიდა -არაფრისაც არ მეშინია, განსაკუთრებით... -მისკენაც კი დავაპირე წასვლა, მაგრამ ექთანმა დროზე მომიჭირა ხელი მკლავზე, და ყურში ჩამჩურჩულა - დამშვიდდი, გთხოვ, ასე არ შეიძლება... -განსაკუთრებით რა? უცებ სხვა მედდა შემოვარდა, გაბრაზებული, ეს საავადმყოფოა და გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ... და თუ... -რა? და თუ რა? -დაცვას დავუძახებ და ის აგიხსნით... -ცხვირი აიბზუა და გვერდით გაიხედა -წამოდი საყვარელო, ცოტა დამშვიდდი, დაისვენე, გადაღლილი ხარ კარგი? -მკლავზე ისევ მომქაჩა, იმ თბილმა ქალბატონმა, მიუხედავად ჩემი უხეში ქცევებისა, ის მაინც თბილად მეპყრობოდა... ჩვენ პალატიდან გავედით, გარეთ მოვისვენე და დავმშვიდდი, წუთით იმ მედდას მადლიერიც ვიყავი ის რომ არა ახლა სანდროს ეცოდინებოდა რომ მეც მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია... ცოტა გავისეირნე, მერე გარეთ ვისაუზმე, და შუადღის მერე ისევ მივედი საავადმყოფოში,დერეფანში, მარჯვნივ სკამებია, იქ ჩამოვჯექი... -ოჰ, ისევ მობრძანდით, ქალბატონო? - როგორც ხედავთ, დიახ -იმედია, კიდევ არ იჩხუბებთ და არაფერს არ გააფუჭებთ, მაგრამ ჯობია აღიაროთ... - დაასრულა თუ არა დერეფანს გაუყვა, მე კი მის სიტყვებს ჩავუღრმავდი, მერე ექიმი ვნახე და მითხრა რომ სანდრო დილის მერე სუსტადაა, და მისთვის ნერვიულობა, სტრესი არ შეიძლება, თუ არ გვინდა მდგომარეობა გაუარესდეს, ჯობია ამ ყველაფერს მოვვერიდოთ... პალატის კართან ვდგავარ და ძალებს ვიკრებ რომ შევიდე, რამდენიმე წუთის შემდეგ კარებს და ვაღებ, სანდრო არც კი მიყურებს, არც კი აინტერესებს ვინ შევიდა, რაღაცაზე ღრმად არის ჩაფიქრებული... საწოლის წინ ისევ დგას სკამი და იქ მოვკალათდი... რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მე ვდგამ პირველ ნაბიჯს -კარგად ხარ? - ჩემს ხმაზე კრთება და თავს ატრიალებს... ისეთი ამოუცნობი თვალები აქვს, ის სხივი კი სადღაც დაკარგვია და მუქი მწვანე თვალებით შემომცქერის... -კარგად ხარ? -კითხვას იისევ ვუმეორებ -რა გინდა რომ გიპასუხო? -ბოდიში... -ჩემუ ხრიწიანი ხმა მაკრთობს -კარადაში ჩემი ნივთები უნდა იყოს... - ცოტა გამიკვირდა, ამ პასუხს არ ველოდი, მივხვდი და წამოვდექი კარადის კარი გამოვაღე, ისევ მას გავხედე -მანდ შარვალია მომიტანე... გამეცინა... ავიღე და მივუტანე... -ჩამოჯექი... -მანიშნა საწოლზე, მეც დავემორჩილე... ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო... -ხელი მომეცი... - მისი ქცევები მაკვირვებდა... ხელი მის ხელებში მოიქცია... -რა ხდება? -ძალიან გიხდება... -ხელზე დავიხედე, თითზე პატარა, საყვარელი ბეჭედი მეკეთა რომელმაც ჩემღი აღტაცება გამოიწვია... დიდი თვლის ირგვლივ პატარა თვლები მოკალათებულან და ნაზად კაშკაშებენ... -სანამ აფთიაქში მივიდოდი, მაღაზიაში შევიარე, დიდი ხანია ვფიქრობდი მოგეწონებოდა თუ არა... -მომწონს... - არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა -ეს ისე სიმბოლურად... ჩვენი... -მეგობრობის სიმბოლო? - ნია რა სულელი ხარრ... შენი იდიოტური სიტყვებით და პატარა ჭკუით ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ -ჰო -ამოიხვნეშა, მოიწყინა... -მალე კარგად იქნები... - აღარ ვიცოდი როგო განმემუხტა სიტუაცია. მერე სკამზე დავბრუნდი... -თვალებზე რა გჭირს? -მკითხა სანდრომ -არაფერი, რა უნდა მჭირდეს? -ხელი მოვისვი თვალებზე, თითქოს ამით გავაქრობდი სიწითლეს... -მატყუებ? -არა -კარგი... დღითი დღე ყველაფერი უმჯობესდებოდა, და ყველაფერი კარგად იყო... მალე სანდრო სახლში დაბრუნდა, მთელი ყურადღება მასზე მქონდა გადატანილი, ამან ჩემი ტკივილი საგრძნობლად შემიმსუბუქა... დავივიწყე რომ ოდესღაც დედა მიმზადებდა საჭმელს, მეხუტებოდა, მკოცნიდა, მარიგებდა... და მყავდა მამა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა... 2 ივნისს ლუკას დაბადების დღეზე რომლის აღნიშვნას ლუკა არ აპირებდა, დრო მშვენივრად გავატარეთ, ვიწრო წრეში, მაგრამ საკმაოდ კარგად... თამუნამ ლუკას უმშვენიერესი საათი აჩუქა, საათზე პატარა წარწერა ამოეტვიფრა - სამუდამოდ - მე რათქმაუნდა საკვებზე და გარემოზე ვიზრუნე... სანდრომ კი ნამდვილად გამაოცა... ორი ბილეთი... კონცერტზე... მე წინააღმდეგი ვიყავი -იცით რა შენი ასაკის შესაბამისად კონცერტებზე სიარული მარტო, არ არის მისაღები... - მაგრამ იცოდნენ რომ ამას სრული სერიოზულობით არ ვამბობდი... დღეები, კვირები ისე მალე გადიოდა... მე და სანდრო კი რაც უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს მით უფრო მეტს ვჩხუბობდით... სულ პატარა მიზეზიც კი შეიძლება ერთ კვირიანი გაბუტვის მიზეზი გამხდარიყო, მაგალითად სააბაზანოში მისი ნაჩუქარი ბეჭედი დამრჩა, დაახლოებით 14 დღე არ ვლაპარაკობდით... ფსიქოლოგთანაც ჩვეულებრივად ვაგრძელებდი სიარულს მაგრამ დასვენების ბოლო თვე იყო დარჩენილი, ამიტომ ვუთხარი რომ მისვლას არ ვაპირებდი არდადეგების დასრულებამდე... თამუნა ისევ რჩებოდა ჩვენთან, ლუკას და მის ურთიერთობას ეს ხელს უწყობდა კიდეც... ვიცი ძალიან ცუდი გოგო ვარ რომ ვაგვიანებ... მაგრამ გპირდებით შემგედს მალე დავდებ... მიყვარხართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.