ძველი პიანინო - 42
42. კონიაკი იწურებოდა, ფიფო წასვლას არ ჩქარობდა, არც მხატვარი აძალებდა, ისე აეშალა საუბრის საღერღელი, რომ ვერ ჩერდებოდა. - აი, სულ პირველად, დანაშაულის ადგილას, რომ შედიხარ, რას აქცევ ხოლმე ყურადღებას? - პირველად საერთოდ ანომალიებს უნდა მიაქციო ყურადღება. - ???? - ის ნივთი რაც აქ საერთოდ არ უნდა იყოს, ან პირიქით აუცილებლად უნდა იყოს და არ არის. ნუ შეიძლება თავიდან კონკრეტულად არც იცოდე იქ რა უნდა იყოს და რა არა, მაგრამ ჯერ თუნდაც დათვალიერებით, და კარგი დაკვირვებით უნდა შეამჩნიო და თუ ამის უნარი საერთოდ არ შეგწევს, მაშინ სხვა სამსახური უნდა ნახო. - მაინც? პრიმიტიულად მაინც მითხარი - აი თუნდაც საწოლ ოთახში სააბაზანო ნივთი ადვილად მოგხვდება თვალში და კითხვაც გიჩნდება - რა უნდოდა იქ? - ნივთი ჩემია და სადაც მინდა იქ დავდებ, რა არ შეიძლება? მხატვარს სიცილი წასკდა ფიფოც აჰყვა: - შენგან არც გამიკვირდება.. - ყველაზე ძლიერი სამხილი შეიძლება სულ თვალში გეჩხირებოდეს და ვერც კი ამჩნევდე, ესე ხომ შეიძლება? - შეიძლება და არა ერთხელ მომსვლია მასე - დაეთანხმა ფიფო - გვიან მიმიქცევია ყურადღება. ყოველთვის როცა დანაშაული ხდება, მთავარი კითხვა უნდა დასვა: - რატომ? რის გულისთვის? რატომ ამოირჩია დამნაშავემ სწორედ ეს მსხვერპლი, სწორედ იმ დროს, იმ მომენტში? იყო იმ დროისთვის რაიმე პროვოცირება მსხვერპლის მხრიდან თუ უბრალოდ თვითონ სამიზანე იყო სუსტი და ადვილად მისაწვდომი? კარგად უნდა გაარკვიო ეს შემთხვევითობაა თუ გარემოება. ჩემს შემთხვევაში ცხადია, რომ მკვლელი ირჩევს დროს და მომენტს და მოკლულის პოზასაც აქცევს ყურადღებას. - ჰოოო... მკვლელობა უფრო თეატრალურ დადგმას ჰგავს.. - ჰო.. უამრავი კითხვა უნდა დასვა, ყველანაირი, მაქსიმალურად ამომწურავი. და თუ გინდა, რომ სწორი პასუხი მიიღო, კითხვაც სწორად უნდა დასვა, მაგრამ რომელია და როგორია ეს სწორი კითხვა ამაშია საქმე... - მკვლელთან უნდა გაისაუბრო. - რაა? - შენს წარმოდგენაში, მკვლელთან უნდა გაისაუბრო... გაესაუბრე და დაუსვი კითხვა, ის ზუსტი კითხვა, რაზედაც ზუსტი და სწორის პასუხი გჭირდება. - ჰმ... მისი სახის წარმოდგენას რა ხანია ვცდილობ. - არა, არ გინდა წარმოდგენა, ისე წარმოიდგინე და გაესაუბრე, ვითომ იცი ვინც არის... რაღაც მასე... მკვლელობის ილუზია შექმენი... ვითომ ხედავდი როგორ კლავდა მსხვერპლს... - ეჰ.. ისედაც ბევრჯედ დავდგი გონებაში ეგ სცენა... - სცენა... სცენა... ისევ სცენა... წარმოდგენას დგამს და გვიჩვენებს, თუ როგორ დაისაჯა მსხვერპლი, მაგრამ რატომ? - ჰმ, ეგ რომ ვიცოდე რატომ... ფიფომ ხელი ჩაიქნია. - ვიცით, როგორ არ ვიცი, ჩვენ ყველაფერი ვიცით... სამყაროს წმენდს ამ უწმინდური ხალხისგან. - ჰო, თვითონ ხომ მყავს რა წმინდანი... ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესია? თავის მსხვერპლზე მეტად ამაღლებულად მოაქვს თავი და ჰგონია, რომ სიკეთეს აკეთებს... ცოდვას სჩადის და სიკეთედ გვაჩვენებს... იმ ადამიანთა სიცოცხლეზე მაღლა საკუთარი შურისძიება დააყენა.. - ცოდვა ვერ შობს სიკეთეს... ჩუმად ჩაილაპარაკა მხატვარმა და თავისივე ხმა ეუცნაურა... თითქოს სხვის სიტყვებს იმეორებდა... ვიღაცის სიტყვებს, სადღაც მეხსიერებაში ჩარჩენილ სიტყვებს... - ეე, რა იყო? რამ გაგაშეშა? შეთვერი ასე მალე? ფიფოს როხროხმა თვალებდაჭყეტილი მხატვარი ცოტა გონზე მოიყვანა. - გადავეშვი ფიქრებში... ასტრალში გავედი... - მე კი მეგონა, რომ დაიბრიდე ფიფო სიცილისგან ჩაბჟირდა, საკუთარი იუმორით აღფრთოვანებულმა ძლივს მოითქვა სული. მხატვარი კი ისევ გათიშულივით იჯდა, სადღაც შორს ფრენდა მისი გონება. ფიფო მოთმინებით შეჰყურებდა, იცოდა რაღაც ისეთს იტყოდა, რომ... საინტერესო იდეის მოლოდინში გაიტრუნა და დიდხანსაც არ მოუწია ლოდინი. როგორც იქნა მხატვარი ამეტყველდა: - ისე, რომ იცოდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გაიზარდე, როგორ გარემოში... ვინ იყვნენ შენი აღმზრდელები... ფიფომ უკმაყოფილოდ დაუქნია თავი, ისეთი სახე ჰქონდა ეს ხომ ისედაც ვიციო. მხატვარი კი განაგრძობდა: - ოჯახზე ბევრია დამოკიდებული... ხშირ შემთხვევაში ბავშვი, მართლაც ოჯახის სარკეა და მშობლების მიერ ჩადენილი სისულელე, ადრე თუ გვიან მაინც აისახება შვილებზე... - სერიული მკვლელები ხშირად ისეთი ოჯახებიდან გამოდიან სადაც ერთი ოჯახის წევრს მაინც აქვს ფსიქიური პრობლემა. ეს ბავშვებზე ძლიერ ფსიქიურ ზეწოლას ახდენს. ასეთი ბავშვი მუდმივად იზრდება ჩაგვრაში... ჩაგვრა, დამცირება, ცემა-ტყეპა... შთამომავლობით გადმოცემული დაავადება. და ყველაფერი ამის გამო მსხვეპრლზე ძალადობა - უკვე მისთვის ჩვეულებრივი სიყვარულის გამოხატვაა. - ჰიპოთალამუსი - იცი რა არის? შეეკითხა მხატვარი - არა არ ვიცი. - ეს არის ტვინის ის პრიმიტიული ფუნქციის ნაწილი, რომელიც განაგებს სინდისსა და მორალის არ არსებობას. მისი წყალობით ბავშვები ტირიან როცა შიათ, როცა რაიმე აწუხებთ წუწუნებენ, ზედმეტადაც მიზეზობენ რომ ყურადღება მიიქციონ, მოეფერონ და ზედმეტად რისხდებიან როცა რაიმეს ართმევენ, ბავშვების უმეტესობას, ვინც ნორმალურ ოჯახში იზრდება და მშობლებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, მათი გონება ეწინააღმდეგება ჰიპოთალამუსის გააქტიურებას, და ტვინის ნორმალურად განვითარების ფუნქციონირებას უწყობს ხელს. „შენს მკვლელს“ კი ეს არ შეუძლია, რადგან არ ჰქონდა ნორმალური ოჯახი და რადგან შთამომავლობითი ფსიქოზიც უეჭველი ჰქონდა სისხლში, მისი ჰიპოთალამუსი წლების მანძილზე განაგრძობდა პრიმიტიულ დონეზე ფუნქციონირებას, შთამომავლობით მიღებული ძალადობის აშკარა გამოვლინებაა გინეკომანია, მისი ნიშნები ვლინდება სექსუალურ ძალადობაში, სადაც სიყვარული და ძალადობა ერთმანეთშია შერწყმული და მისი ჰიპოთალამუსი არ აძლევს უფლებას შეეწინააღმდეგოს მოჭარბებულ გრძნობებს, გინეკომანიის გამძაფრებულ ვნებას. ეს თითქოს დაპროგრამებულია მის ტვინში და, განუკურნებელ სენად არის ჩამჯდარი. მის მსხვერპლს არ აქვს შანსი გადარჩენის, სინამდვილეში კი თავად მკვლელს არა აქვს შანსი ნორმალურად აზროვნებისა. თუმცა შენს შემთხვევაში სექსუალური ძალადობა გამორიცხული კი არის, მაგრამ მკვლელის გენებში იყოს რაიმე მსგავსი ეს ნამდვილად არარის გამორიცხული, შეიძლება თავად ყოფილიყო ძალადობის მსხვერპლი ან შედეგი... დახშულმა მიძინებულმა და ჩამკვდარმა გონებამ კი მოგვიანებით ურჩხული წარმოშვა. - მდააა... ჰიპოთალამუს... არც გამიგონია... შენ საიდან ამდენი? როგორც აქამდე ვიცოდი მხატვარი უნდა იყო. გაეცინა ფიფოს - ჩემი ექს მეუღლეა ფსიქიატრი, მისი მშობლებიც ბიძებიც და დიდი ბაბუაც ... მოკლედ მაგათ ოჯახში ყველანი გიჟები არიან და აქეთ მეძახიან გიჟს და არანორმალურს. მხატვარს სიცილში ფიფოც აჰყვა. - სერიულ მკვლელებს შორის ყველაზე საშიში ჭკვიანი და განათლებული მკვლელია -ფიფომ სიგარეტს მოუკიდა - მათი უმრავლესობისათვის გონებრივი თამაში უფრო მეტია, ვიდრე თვითონ მკვლელობის ქმედება... მკვლელი ყოველთვის მხად არის, რომ ბოლომდე ამოწოვოს მსხვერპლს სული... სანამ ფიზიკურად გაუსწორდება ჯერ სულიერად ანადგურებს... სულიერი განადგურება კი ფიზიკურზე მეტია. - მანიაკი ფსიქოპათი მაგიტომ კლავს რომ მას ასე უნდა, ხოლო ეს „შენი მკვლელი“ იმიტომ კლავს რომ ვალდებულია შური იძიოს.. შურისძიება კი მისი სახეა... თუმცა არა! ამას უკვე სახე აღარ ჰქვია, ეს უკვე ძალაა... - ახლა ამ ბოლო დროს რაღაც სიმშვიდეა.. - ბოროტებას შეუძლია უცებ ამოფეთქოს, აალდეს და მერე თითქოს გაქრეს მაგრამ ძლიერი კვალი დატოვოს. - კი ძლიერი კვალი დატოვა... საკმაოდ ძლიერი... მოკლულებს მიტოვებს და არანაირ სამხილს არ ტოვებს... - ბოლო მკვლელობა, როდის იყო? მე რომ წამიყვანე ის იყო ბოლო თუ იმის მერე კიდევ მოხდა? - კიდევ ერთი იყო... ქალი... - კი, კი... გამახსენდა, მიმის ნაცნობის ვიღაცა... მიმის ხსენებაზე ფიფოს გული შეეკუმშა. მხატვარს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მართალია მიმი და ფიფო დიდი ხანია უკვე ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ, მაგრამ ფიფოზე მაინც იმოქმედა მიმის ხსენრბამ. მხატვარს უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. დუმილი საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. - ბავშვს ელოდება.. ჩემგან... - ჩუმი ხმით წარმოსთქვა ფიფომ - ეს პრობლემაღა მაკლდა რა... LEX·2016 წლის 4 სექტემბერი, კვირა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.