ცოდვილი მამაკაცი ( V თავი)
როდესაც შუადღე დადგა, ჯერ პარკში გავასეირნე ლაურა . კარგა ხანს ვისეირნეთ , შემდეგ იქვე მინდორზე გავიშალე, ის მიცქერდა და მეუბნებოდა : -ლუის , რას აკეთებ, აქ ხომ ხალხია ?! -მერე რა მოხდა ? პარკში ვართ ლაურა , პ-ა-რ-კ-შ-ი . მოდი შენც წამოწექი, ნახე როგორი მშვენიერი ყვავილებია, ცა როგორი მოწმენდილია . -კარგი , მაგრამ კაბას რა მოვუხეხრო , დაისვრება ... ადექი ლუის , გზა გავგრძელოთ. მე ხელი ვტაცე და მინდორზე მოვათავსე. უცებ წამოიკივლა , შემდეგ გაეცნია. ვიწევით ერთად და ცას შევცქეროდით . -ლუის , გახსოვს ის დღე სიყვარულში რომ გამომიტყდი ? -როგორ არა, ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. შენ რომ დამეთანხმე, თუმცა თანმობას არ გავდა ის , ხომ ასეა ? -როგორ არა,მე ყურში ჩაგჩურჩულე , თუ გინდა ეხლავე გეტყვი პასუხს ... მეც , მეც ძალიან , ძალიან მიყვარხარ ! -დღეს რომ არ გეთქვა ეს სიყვები, საღამოს ზედმეტ გადაღლილობას ვიგრძნბდი . -მაშ ყოველდღე მიწევს ამ სიტყვების განმეორება ? -რატომაც არა , ჩემთან მაგისთვის ხარ, რომ ეგ სიტყვები მხოლოდ შენგან მესმოდეს ჩემო ქალღმერთო ... -ლუის ... -რა მოხდა ? -პარიზში წასასვლელად მოაგვარე რამე ? -სიმართლე რომ გითხრა არა . მე მინდა ჯვარი აქ, ამ ქალაქში დავიწეროთ . იმ ფანტანთან სადაც სიყვარულში გამოგიტყდი . -მე მეგონა პარიზში ახლობლებთან ერთად ვიქნებოდით ... -დავუკავშირდეთ . წინ ერთი კვირა გვაქვს, შეგიძლია ახლავე მიწერო მათ ... -მოდი ფანტანებიც გავიაროთ და სახლში დავბრუნდეთ . -ფანტანებთან გავივლით , სახლში კი არ მიგვეჩქარება . დღეს უქმე დღეა და ჯობს ასეთ კარგ ამინდში დრო გარეთ გავატაროთ . ახლა მოდი ფეხზე წამოვდგეთ და გზა გავაგრძელოთ . -კარგი , მოიცადე ნუ წახვალ , დამელოდე... ლაურა წამოდგა ფეზე, კაბა გაისწორა, უკან რაც კი ბალახი მიკვროდა მოიშორა. თმაშიც ქონდა ყვავილები , ის ვთხოვე და დაიტოვა , არ მოუშორებია . შემდეგ ფანტანებთან გავიარეთ და ის დრო გამახსენდა, როდესაც ხელში ავიყვანე და ვატრიალებდი . სიხარულისაგან გული როგორ მიძგერდა . ახლაც არ ჩამქრალა ეს გრძნობები . მას შემდეგ რამოდენიმე თვეა გასული , ყველაფერი მალევე გადაწყდა . ცხოვრებამ უცებ შემიცვალა ყოფა...ლაურა დღითი-დღე იცვლებოდა, მეტად ლამაზდებოდა . ფანტანებს მოვშორდით და იქვე მაღაზიებს ჩავუყევით . საპატარძლო კაბები გამოფენილიყო . ვთხოვე იქნებ თვალი ედევნებინა , მისთვის მოსაწონ რომელი იქნებოდა . თითქოს გაუჭირდა და ამ დროს ვაჭარი გარეთ გამოვიდა, იტალიური აქცენტით გვეპატიჟებოდა . კაბის საყიდლად არ მოვსულვართ , მხოლოდ და მხოლოდ შესარჩევად ვაპირებთ . მაინც მაღაზიაში შევედით და ლაურას მთელი მოწყობილობა გამოუტანა რაც კი მაღაზიას გააჩნდა . ბევრი ულამაზესი ნახელავი იყო, ზოგიც კი თვალითაც არ ღირდა ნახვა... ლაურას ერთი კაბა მოეწონა , მე მის წინ ვიდექი და ეს კაბა ხელში მეჭირა, კაბის ბოლოებით . ვუთხარი წადი გაისინეჯე მეთქი . გავიდა, ალბად გასახდელში გაიყვანა ქალმა და დიდხანს ველოდებოდი ... სხვა კაბებისათვის ხელიც არ მიხლია ... ლაურა არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ გამოვიდა და ის ულამაზესი იყო . გრძელი და ნაზად მოხდენილი კაბა ეცვა . ის ტანს მტად მოხდენილს აჩენდა . თმაში გვირგვინი ჩავუმაგრე, რომელიც გამყიდველმა მომაწოდა . ეხლა კი მჯერა, ეს ქალი კიარა, ეს საოცრება იყო . ჩემს წინ , ჩემი მომავალი მეუღლე იდგა , თავისი მოხდენილი და ნაზი კაბით . თავზე ვერცხლისფერი გვირგვინით ... ლაურა გარეთ როდესაც გავიდა , დალოდება ვთხოვე. მე გამყიდველთან დავრჩი და ფასი ვკითხე . არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო , მაგრამ მჯეროდა ჩემი სამსაურის ბიჭები მხარში ამომიდგებოდა... კაბა შევუკვეთე და ხუთ დღეში მზად იქნებაო . ნიშნობა კი შვიდ დღეში გვექნება . ყველაფერი უცაბებად დატრიალდა , ყოველგვარი სიცუდის გარეშე . შემდეგ ლაურასთან , გარეთ გავედი . ხელი ჩავკიდე და სახლისაკენ მივდიოდით , როდესაც მეგობარი გზად შემხვდა . დიდი ხნის უნახავი , სკოლის შემდეგ დიდი დრო გასულიყო . -დევიდ , როგორ ხარ ძმაო ? სად დაიკარგე , რაოდენ დიდი დრო გასულა მეგობარო მას შემდეგ . თითქმის საუკუნე ! -ლუის , ჩემო ლუის , მეგობარო . გავიგე ცოლი მოგიყვანია , ხომ ასეა ? -დიახ , საცოლევ . თუმცა ნიშნობა მალე გვექნება , შვიდ დღეში და გვეწვიე გთხოვთ . ეს კი გაიცანი ლაურა , ჩემი მომავალი მეუღლე ... -სასიამოვნოა ლაურა , ძალიან გამიხარდა ასეთი მშვენიერი ქალბაონი ჩემს მეგობარს გვერდით რომ უდგას . ლაურამ კი ასე უპასუხა: -ჩემთვისაც სასიამოვნოა , ბატონო დევიდ . გვეწვიეთ ნიშნობაზე. დიდად გახარებული დავრჩებით მე და ლუისი . -რათქმაუნდა, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვეულებრივად მომმაერთე კარგი ? უბრალოდ დევიდი . -კარგი , მადლობთ და სასიამოვნო იყო შენი გაცნობა დევიდ ... დევიდს შემოპატიჟება ვთხოვეთ სახლში მე და ლაურამ, თუმცა მტკიცე უარი განაცხადა . მას შინ ოჯახი ელოდებოდა ... ჩვენც დავეთანხმეთ წასულიყო და დავემშვიდობეთ დროებით.რადგან მას ერთ კვირაში ჩვენს საბედნიერო დღეს ველოდებოდით . სახლში მისვლისას ლაურამ სადილი მოამზადა და შემდეგ მე ეკლესიაში წავსულიყავი უნდა. რათა დროზე შევთანხმებულიყავი ... ლაურა შინ დავტოვე , მე კი ისევ სახლიდან გამოვედი . ეკლესიამდე არც თუ ისე შორი სავალი მანძილი იყო . ფეხით გავუყევი გზას და საბოლოოდ მივედი . ეკლესიის მთავართან მომიწია დროზე შეთანხმება . ეს იყო ჩვიდმეტი ივლისი , პარასკევი დღე , დილის თერთმეტი საათი . უკან მალევე დავბრუნდი და გახარებული ლაურასკენ მივიჩქაროდი . სახლის კარები შევაღე და რასვ ვხედავ ... ლაურა ! ლაურა ! გონწასული მიწაზე ეგდო . არვიცოდი რა მომემოქმედა, გონება დაკარგული ჰქონდა . სუნთქვაც განელებული ჰქონდა . პულს ვერ ვპოულობდი . -ლაურა ! ლაურა ! რა მოხდა ? ! გარეთ გავედი და ყვირილი დავიწყე : -მიშველეთ ! ექმის დაუძახეთ გთხოვთ . ჩემი ცოლი ცუდად არის ... ექიმი გთხოვთ ! ვიღაც ქალები მოვარდნენ , ცივი ტილო თავზე დაადეს . ხელებს უზილავდნენ და სახეზე გამოფხიზელბას ცდილობდნენ . მე კი იქ ვიყავი , თვალყურს ვადევნებდი . ვტრიალებდი , ვეღარ ვისვენებდი . ექიმი მოვიდა და კარების ზღურბლს რომ გადმოაბიჯა მალევე მივეახლე მას ... -ექიმო მიშველეთ როგორმე, გონზე მოიყვანეთ, გთხოვთ ... -კარგი ყმაწვილო, ყველანაერად ვეცდები და ჩემს საქმეს მე თვითონ ვაწარმოებ . ზედმეტი პირები ოთახიდან გავიდნენ , ფანჯრები გახსენით და ჰაერს გატარების უფლება მიცეით . აი შენ კი... -დიახ , მე ლუისი ბატონო ექიმო . მითხარით მე როგორ დაგეხმაროთ , გადამირჩინეთ მეუღლე ! -ხო, შენ ლუის , ჭიქა მომიტანე მხოლოდ ... დამშვიდდი, სერიოზული არაფერია ... სასწრაფოდ გავირბინე სამზარეულოსაკენ და ჭიქა ავიღე ,ტილო და ყველაფერი მოვურბებინე . ეს ექიმი შუახნის კაცი იქნებოდა, ორმოცდაათს გადაცილებული . თუმცა ექიმზე რა მაფიქრებს , ლაურა როგორ არის ? ან რა დაემართა ? ექიმმა ჭიქაში რაღაც სიროპივით ჩაასხა და პირთან მიუტანა ლაურას . ის კი არ იძრეოდა ... ისევ ზედმეტი რაოდენობის სიროპი გამოიყენა და ლაურამ როგორც იქნა ამოახველა . საეზე ფერი დაკარგვოდა, სილურჯე ეტყობბოდა ტუჩებზე . მასთან მივედი სასწრაფოდ და ექიმს ვთხოვდი კარგად დაეყენებინა ... ლაურა გონებაზე ცოთათი მოვიდა, მივედი მასთან , ხელში ავიყვანე და იქვე დავაწვინე, ისე რომ ბალიში ცოტათი ავუმაღლე .მას ხმა არ ამოუღია , სახეზე ფერი ნელ-ნელა მოსვლოდა ... ექიმს მივუბრუნდი და ვთხოვე რა მოხდა, რა დაემართა ლაურას . მან კი ასე მომიგო: -მოკლედ რომ ვთქვათ ყმაწვილო , თქვენი მეუღლე მოიწამლა . ეს არაფერია , კარგი საკვები და დღეში ორჯერ წვნიანი მიიღოს . ყველაფერი გამოსწორდება ... -ექიმო, ერთ კვირაში ნიშნობა გვაქს , ფეხზე წამოდგომას შეძლებს ? -თუ მაღალი ტეპერატურა არ შეიმჩნევა , მაგ შემთხვევაში დიახ . თუმცა იცოდეთ , თავს უნდა გაუფრთხილდეს , გასაგებია ? -კარგით , გასაგებია ... მაგრამ ექიმო , მეშინია მდგომარეობა არ გამწვავდეს , იქნებ რაიმე დამინიშნოთ ან დამიტოვოთ რომ მივაღებინო ... -არა , არა და არა. არანაერი წამლები, არანაერი მედიკამენტები . მხოლოდ და მხოლოდ კარგი და მკაცრი დიეტა , გარეთ დილის ექვს საათზე გაიყვანეთ . ყოველდღე მოლოდ წვნიანი მიირთვას . თუ გინდათ კარგად გახდეს , ეს ყველაფერი გაიმეოეთ და ისიც გამოჯანმრთელდება . ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ , დაგტოვოთ უნდა. მას ახლა ძინავს , ნუ გააღვიძებ , თვითონ ეცდება გაღვიძებას . -კარგით ექიმო , მადლობთ რომ გადამირჩინეთ . -ისევ გაგიმეორებთ , რომ უბრალოდ მოიწამლა და მალევე გამოჯანმრთელდება . მოხუცებულ, ხანში შესულ, ჭაღარა თმიან კაცს ხელი გავუწოდე. დავემშვიდობე და კარამდე მივაცილე ... უკან მობრუნებისას ლაურასთან მივედი , მას ისევ ეძინა . ზემოდან დავყურებდი და მეშინოდა ყოველი წამის ... თუმცა ექიმმა ხომ გამაფრთხილა , რომ მას სეროზული არაფერი ჭირდა ... მოგეხსენებათ თუ როგორი ძლიერია კაცი , მაგრამ მე უძლური ვარ . რადგან ძირზე გაგდებულ, გონება დაკარგულ ქალს გვერდით ვერ დავუდექი... სამზარეულოში გავედი და წვნიანს ვამზადებდი ... სჯობს ახლა დავუდგე მას გვერდით , ვიდრე სხვა დროს ან არასდროს . მას ახლა, ამ წამს ვსჭირდები ... წვნიანი მოვამზადე , ბოსტნეულიც რაც შეიძლებოდა მეტი დავუმატე და ლაურას გაღვიძებას ისევ მოუთმენლად ველოდებოდი ... ივედი მასთან და ცივი ოფლით იწურებოდა.მშრალი ტილო ავიღე და თავზე გადავფარე . შემდეგ წყალს ითხოვდა , მძინარე ბოდავდა . ალბად ტემპერატურა აქვს მაღალი ... წყალი მივაწოდე და თვალებიც გააღო , თავისი ცისფერი მნათობი თვალები მე შემციცინებდა ... -ლუის , ლუის ფანჯარა შეაღე გთხოვ . -ახლავე , ახლავე . წამოდგომა ხომ არ გაგიჭირდება ? თუ არ ჭამ დასუსტდები , ექიმმა კი თქვა უნდა ჭამოსო , ხომ გესმის არა ? ანუ მოიწამლე , ნუ ეს სერიოზული არაფერის , მანამდე მორჩები და ჯვრისერასაც ეკლესიაში გადავიხდით . უბალოდ თავს უნდა მოუაროდა მეც გვერდით დაგიდგები , რათქმაუნდა დაგეხმარები ჩემო პრინცესა ... -ექიმმა თქვა რომ მოვიწამლე ? ჩვენ ხომ შვიდ დღეში ჯვრისწერა გვაქვს , ეს როგორ მოხდება... ლაურა ატირდა, ცხარე ცრემლები მოდიოდა მისი მშვენიერი თვალებიდან ... გვერდით მივუჯექი და ვამშვიდებდი , ის კი ისევ ტიროდა . ნერვიულობდა, ისევ თუ გადაიდება ეს ყველაფერი , ჩაიშლებოდა მისი ყოველი გეგმა უბრალო ავადმყოფობის გამო , რომელიც დროში გაივლიდა ... მე ვამშვიდებდი , მალე მორჩემოდა . დილით ადრე გავიდოდით ,პარკში გავიყვანდი , ყველაფერს მიიღებდა რაც კი ექიმმა დამიბარა ...მაგრამ ყველაზე საშინელება ი იყო , როდესაც მიწაზე დავარდნილი ვიოვე , როდესაც გული ამიცახცახდა და ვტიროდი . მეგონა მოკვდებოდა , მეგონა თავს რაღაც დაუშავა , იმის გამო რომ თავს მარტოსულად გრძნობდა ... ფეხზე წამოვაყენე და სამზარეულოში მივიყვანე , ჩემი ხელით ვაჭმევდი წვნიანს ... -ლუის, არ შემიძლია გთხოვ არ მინდა ... -ლაურა, მალე ნიშნობა გვექნება და ჩემი ხათრით , ეს კარგად დაგაყენებს . -კარგი , მომეცი მე თვითონ ვჭამ . მივაწოდე და ჭამას განაგრძობდა .მე ვფიქრობდი თუ ხვალ როგორ მოვქცეულიყავი ...მისთვის როგორ მესიამოვნებინა . ჭამა დაასრულა და წამოდგომა სცადა , რადგან ნიჟარაში ჭურჭელი გაერეცხა . მე უარი განვაცხადე , მას ხომ წამოდგომაც არ შეეძლო,კიბეზე ხელი ვტაცე და ავიყვანე საძინებელში ,ვთხოვე დაეძინა . ახლა როდესაც ვუფიქრდები ამ ყოველივეს , მგონია თითქოს უსუსურ ბავშვს ვუვლიდე . ჩემი ლაურა , საყვარელი ლაურა მალე გამოჯანმრთელდება , მე ეს მჯერა ... ტკბილი ძილი ვუსურვე და მეც მის გვერდით დავიძინე. თუმცა ამას ძილს არ ვუწოდებდი . მას ვუყურებდი მთელი ღამის განმავლობაში. შუაღამე იქნებოდა ტემპერატურა რომ მოემატა და ძილში ლაპარაკი დაიწყო ... საათში ყველაფერი თავისით ჩაუცხრა და კაგადდ ეძინა ... მეც დავიღალე , თვალები დავხუჭე და მეც დამეძინა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.