შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( VI )


1-05-2017, 17:04
ავტორი სუად
ნანახია 1 200

დილით ადრე გავიღვიძე ,მოვემზადე და ლაურას გაღვიძებაც შევძელი როგორმე . მოსასხამი გამოვიტანე კარადიდან რომელიც ახალ შეძენილი იყო , მხარზე მოვაფარე და ექვსი იქნებოდა საათი, როდესაც გარეთ სასეირნოდ გავიყვანე . ვიცი ციოდა , პარკში მივიყვანე და იქვე ტბის ძირას სკამზე ჩამოვჯექით . თავი მხარზე დამადო და ტბას უყურებდა მისი ციხფერი თვალები . ეს დღეებია რაც გონებაში ვიმეორებ ჩვენს ნიშნობას, სადაცაა გავა ეს ექვსი დღე და ცოლ-ქმარი ვიქნებით , ბედნიერ ოჯახს შევქმნით ჩვენ ორნი...
გუშინდელთან შედარებით ლაურა მომჯობინდა , ეს კი დიდ იმედს მანიჭებდა . თუმცა თავს მაინც სუსტად გრძნობდა.რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი , როგორ მოიწამლა ექიმმა ვერ გაარკვია , ან კიდე არ ჩაეძია ამ საქმეში . თუმცა აღარ გავიხსენებ იმ საშინელ დღეს.
გავიარეთ ტბა , შემდეგ ფანტანებთან მივედით . ის არ ლაპარაკობდა , ხელი ჩამკიდა და მე ვასეირნებდი . არც პატარა ბავშვივით იქცეოდა ,როგორც მაშინ , არც რამე ახარებდა. ამის ძალაც არ ჰქონდა , მხოლოდ სიარული შეეძლო , ისიც მე მეყრდნობოდა . ასე მივედით სახლამდე . შესვლისას მოსასხამი გავხადე და იქვე დავკიდე შესასვლელში . ლაურა იქვე სკამზე დავსვი , დაღლილობა არ შეემჩნეოდა . გამოვიტანე წვნინანი, რომელიც გუშინ მოვამზადე და ღუმელზე გავაცხელე . წინ ლაურას დავუდევი , ის კი ზიზღით შესქეროდა .
-კარგი ვეცდები მაინც ...
იმეორებდა ლაურა ...
მე კი პასუხს არ ვცემდი . წინ , მოპირდაპირედ დავუჯექი და ვუყურებდი , თვალყურს ვადევნებდი, რომ ბოლომდე ეჭამა . ის მიირთმევდა, არც წუწუნებდა , ისევ ხმასაც არ იღებდა. თითოეულ ლუკმაზე მძაფრად სუნთქავდა . ამას არ ვიმჩნევდი , მას ხომ თავიდანვე არ უყვარდა ასეთი რამ ...
-ლაურა , როდესაც ჭამას დაასრულებ საძინებელში წახვალ და დაიძინებ .
-მე ბავშვი არ ვარ და ისედაც ვხვდები ! ვიცი როგორ უნდა მოვიქცე...
-მე ეს არ მითქვია, რომ ბავშვი ხარ, შენ ავად ხარ და გამოჯანმრთელება გჭირდება .
-ეგ მეც კი ვიცი და გასაგებია ყოველი, შენ არ გესმის მე როგორ ვარ.
-მე არ მესმის? მაშინ გვედრითაც არ დაგიდგებოდი .
ის პასუხს არ მცემდა , კარგა ხანს ვდუმდით და ერთამნეთსაც არ შევცქეროდით . ფანჯარაში გაიხედა, თავისი პროფილი ჩემსკენ იყო მომართული .-ბოდიში, არ უნდა მეთქვა ეს სიტყყვები ...
-კარგი, ვიცი თავს ვერ აკონტროლებ . ახლა წადი და დაისვენე , მეც მალე მოვალ .
ლაურა ამჯერად კიბეზე თავისით ავიდა , გავიგე როგორ გააღო საძინებლის კარები და არ დაუხურავს . მეც ვივახშმე მარტომ, შემდეგ ყველაფერი მოვამზადე ხვალისათვის . უკვე ღამის თერთმეტი დაწყებულიყო და საძინებელ ოთახში ავედი . ლაურას გადავხედე , არც ტემპერატურა ქონდა და კარგად გრძნობდა თავს , დღეს თან კარგად მომჯობინებული იყო .
ასე გადიოოდა ყოველი დღე და დადგა ის ბედნიერი დღე ,როდესაც მეორე დღეს ნიშნობა გვქონდა . ბედნიერი ვიყავი, ლაურა კარგად გრძნობდა თავს , ცოტათი გადაღლილი იყო ამ ავადმყოფობის გამო , მაგრამ თავს მაინც აკონტროლებდა . ბარათები მოვიტანე ეკლესიიდან, ისეთი ლამაზი იყო , მისი შემკულობა კარგ ნახატს მომაგონებდა . ზედ ორი ანგლეოზი იყო , ვიოლინოს უკრავდნენ და ორი გედი ღრუბლებში დაფრინავდა . მოსაწვევი ბარათები გავაკეთეთ . უფრო სწორედ ლაურამ შეადგინა, რადგან მე არავინ არ მყავდა , რომელიც ამ დღეს გვერდით დამიდგებოდა. ოჯახში კი არასროს დავბრუნდები , ეს იგივეა მტრებთან მივიდე და პატიება ვთხოვო მათივე დანაშაულის გამო . უცებ ჩემი მეგობარი დევიდი გამახსენდა , ერთი კვირისწინ რომ შეგვხვდა მე და ლაურას . მისთვის ბარათი გავაკეთე და ფოსტით გავუგზავნე . ფოსტალიონი მალევე მიიტანდა , რადგან ამჯერად საფრანგეთში კარგ ანაზღაურებას უხდიდნენ მათ მთავრები ... ლაურამაც მოკაზმა ყველა ბარათი . დაახლოებით ორმოცდაათი სტუმარი დაგვესწრება ნიშნობაზე ...ბარათებს მისამართები მივუწერეთ და საღამოს ფოსტალიონს გავატანეთ . ისიიც მინდა ავღნიშნო , რომ კაბა წინა დღით ადრე მოგვიტანეს სახლში . სწორედ ის კაბა რომელიც ლაურამ შეარჩია და ტანზე უხდებოდა , როგორც ანგელოზს ... ღამით არ დაგვძინებია , ხვალინდელ დღეზე ფქრიტ ვატარებდით დროს , გვეცინებოდა ცოვრებაზე ... არანაერი დაბრკოლება არ შეგვდვა , უფალმა თითქოს ჩვენი გზა თვითონ დაგვილოცა და სწორად გაგვიკაფა ... ბოლოს თვალები დავხუჭეთ და ოცნებებს მივეცით , ეს იყო ცაში ფრენა . სანუკვარია ის გრძნობა, როდესაც გჯერა რომ მალე , სულ მალე , ხვალ შენ ბედნიერი იქნები . შეგეძლება შექმნა ოჯახი, შვილები და დრო ერთად გაატაროთ . სწორედ ხვალ შევძლებ ლაურა დავინახო , როგორც ანგელოზი თეთრ ფრთებში . უცოდველი ქალბატონი, რომელიც ცოდვილ მამაკაცს . დედის მკვლელ კაცს მიყვება ცოლად . თუმცა ლაურა ჩემს ცოდვას , სინამდვილედ არც არასდროს მიიჩნევდა, შემდეგში რომ მიიჩნიოს . ამაზე საუბარი გვქონია და მას შემდეგ არ განმეორებულა . მეტად თავაზიანი ქალია და გულთან იღებს ჩემს ტკივილს . ამიტომაც მიყვარს ძალიან ... ხვალ ხელს ჩავკიდებ და ვარდების ქვეშ გავფრინდებით , როგორც მტრედები . ვნერვიულობ , არა ლაურაზე , არამედ რა გველის მომავალში . ისევ ბედნიერები ვიქნებით ? თავში ათასგვარი აზრი მიტრიალებს . ჩვენ ჯვარს დავიწეთ და ვიცხოვრებთ ისე როგორც ერთი პიროვნება , მე მას გავუგებ და ის მე გამიგებს ცხოვრების მანძილზე . მე მეშინია უფლის . სწრაფად განისაზღვრა ყოველივე ჩემს ცხოვრებაში , მე მეშინია მისი სიტყვების , რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობს ჩემს თავში ... მეშინია ხუთი სანთელის , რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა იგიზგიზოს ჩემს გულში .
გვერდით გავიხედე და ლაურას ტკბილად ეძინა . ალბად ისიც ფიქრობდა უფალზე , ჯვრსიწერაზე , ჩემთან შეუღლებაზე და მომავალ ოჯახზე .რომელიც მეტ გარჯას მოითხოვს.
დილა იყო, ორივე ადრე გავიღვიძეთ . მოვეხვიე ლაურას და ხელს აღარ ვუშვებდი , დღეს ხომ ასეთი ბედნიერი დღე გვაქვს . ის თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა . ბენიერებას ყველანაერი დაავადების აღმოფხვრა შეუძლია . სარკეს არ მოცილებია ლაურა და ბედნიერებისაგან თვალები უციმციმებდა ... ამასობაში კარებზე რაღაც ხმაური გავიგე . კარები გავაღე და ქალი იდგა , ცოტათი ჭაღარა შერეოდა თმებში .
-თქვენ ვინ ბრძანდებით ?
მან კი ასე მომიგო :
-ბატონო , მე მაღაზიის ქსელიდან გახლავართ , გუშინ კაბა რომ მოგიტანეთ სწორედ ის ქალი .დახმარებიისათვის გამომგზავნა თქვენთან უფროსმა .
-დიდად მადლიერი ვარ . მობრძანდით , ლაურა ზევით , თავიის ოთახშია მე კი აქ მოვემზადები .
-კარგით .
ლაურას დავუძახე, რომ გადმოეხედა და ყურადღება მიექცია ...
კარებზე ისევ ხმაური გაისმა , გავაღე და ..
-ძმაო ! გილოცავ ამ ბედნიერ დღეს ! ჩემი დახმარება გჭირდება არა ?
-ლეონ ! ძმაო როგორ გამახარე ... კი როგორ არა, ახლავე მოვემზადოთ და ეკლესიში წავიდეთ. ლაურას კი დევიდი მოაკითხავს ,ჩემი მეგობარი თავისი მეუღლით ...
-ახლა კი მე შემომხედე ... ნუ კარგად გამოიყურები . ბაფთა არ გჭირდება ?
საყელოზე დავიხედე და დამვიწყებოდა ...
-როგორ არა . როგორ არა ?! ახლავე , ისე სწრაფად ვმოძრაობ რომ ყველაფერი მავიწყდება . ალფონსოსთან გავიაროთ , ბეჭდები დღეს შევიძინოთ . ლაურას უკვე ყველაფერი მზად აქვს .
მოვემზადე , ლეონიც გვერდით დამიდგა და ყველაფერს მახსენებდა . გარეთ გავედით და ამ დროს შავ ცხენზე შებმულმა ეტლმაც ჩამოიარა .
ლეონმა შეაჩერა და ზედ შევსხედით . მალევე მივუახლოვდით ეკლესიას . სასწრაფოდ მივედით საკურთხეველთან , ყველაფერი მზად იყო . მამაო მოვიკითხეთ და ისიც მოვიდა. რჩევა დარიგებებს მაძლევდა , ასეთ ვალდებულებას როდესაც ვიღებდი მამაო მამის როლს იღებდა ... ეს დროც გადიოდა და თითქოს იწურებოდა, მე კი ცივ ოფლში განამული ლაურას ველოდებოდი .ჩემთვის წამი მეასედებად იშლებოდა და საუკუნედ ირქმეოდა ... ლეონი გვერდით მედგა , შევახსენე ბეჭდები , თურმე არ გამოგვივლია ალფონსო . სასწრაფოდ გავიდა ეკლესიიდან .ალფონსოს სახლი დაახლოებით ორმოც მეტრში იქნებოდა . ეს უფრო მანერვიულებდა , ბეჭედი არ მქონდა , ლაურაც არ ჩანდა და ეს დროც მალე გადიოდა , როგორც არასდროს . გავიდა ალბად ნახევარი საათი , ღმერთს ვუმადლოვდები , რომ ლაურა მანამ არ გამოჩენნილიყო, სანამ ხელში მისთვის განკუთვნილი ბეჭედი არ მექნებოდა .
აი , ლეონის ფეხის ხმა შემომესმა მგონი , ელესიის კარები შემოაღო და სწრაფად მოირბინა .
-ძმაო , ლაურა დავინახე , ისიც ეტლით მოდიოდა . ქუჩები გადმოვკვეთე , რომ მე უფრო ადრე მოვსულიყავი ...
-უკვე მზად ვართ , მადლობა ლეონ .
-ხო , და კიდევ ...
-რა ? ისევ მოხდა რაიმე?
-დიახ.
-რა მოხდა , დროზე გამაგებინე !
-ბაბთა გაისწორე, შენი საცოლე მოდის .
ორივეს გულიანად გაგვეცინა ... მამაოს დავუძახეთ და ეს ამბავი შევატყობინეთ . გარეთ მცველები იდგა და პატარძლის შემობრძანებისთანავე გაისმებოდა ზარების გალობა... ამ ხმას ველოდებოდი ... მამაო იქვე იდგა , ისიც ემზადებოდა და ფსალმუნებსაც ამზადებდა . აი , გაისმა ზარების ხმა . მე კი ვკანკალებდი , როგორც ობოლი ბავშვი ყინვაში შიშველი იდგეს... ლაურა მოადგამდა ფეხს , თვალები ცრემლით აღსავსე ქონდა . მშობლის ადგილს, ჩემი მეგობარი დევიდი იკავდა , უკან კი მისი ორი ანგელოზი ჩემს მთავარ ანგელოზს კაბას უჭერდნენ . მოდიოდა ლაურა და ისმოდა ზარების ხმაური , მათი გალობა ჩემს გულს საამოს ხდიდა . სიყვარული მიამებდა ასეთ ნერვიულობას . ველოდებოდი მის მოახლოვებას და ჩემს წინ როგორ დადგებოდა . ვაკვირდეოდი , მის უკან ხალხი იყო , ზოგი გარეთ დარჩა , უმეტესობა კი ეკლესიის შეგნით იდგნენ .ეს ლაურას ახლობლები იქნებოდა . ყველას სახეზე ღიმილი ემჩნეოდა ... ლაურა ამოვიდა საკურთხეველთან და თავი დახარა , წინ კი ოქროსფერი თმები გადოეშალა . მამაომ თავსზე ხელი დაადო და რაღაც ჩუმად გაიმეორა . შემდეგ თავი აიღო და მე შემომხედა . ერთი საათის განმავლობაში ღიმილის ტუჩებითა და ცისფერი თვალებით მე შემქეროდა . დადგა ის დრო როდესაც გაისმა სიტყვები , მამაო იმეორებდა :
-ლუის ანგუნ , თანამა ხართ თუ არა ცოლად მოიყვანოთ ლაურა ფანმერი ?
ჩემს გონებაში ერთადერთი სიტყვა მეორდებოდა ,,დიახ , დიახ , დიახ ...’’
-დიახ , თანახმა ვარ !
ლაურას ხელი მაგრად ჩავჭიდე , ჩავებღაუჭე და მას ველოდებოდა . გული ამიჩქარდა , ეს ის შემთხვევაა როდესაც სიყვარულს მიზანი ენიჭრბა და ეს ის ქალია ჩემს წინ , რომელიც მისი პასუხი ჩემს სიცოცხლეს შეცვლის . მას იმედიანად შევციცინებდი .ბაგეები მიკანკალებდა . მამაოს სიტყვებს ვუსმენდი და აი , გაისმა მეორე ფრაზა ...
-ლაურა ფანმერ , თანახმა ხართ თუ არა ცოლად გაყვეთ ლუის ანგუნს ?
ის არც კი დაფიქრებულა , მე შემომხედა , მარგალიტის კბილები გამოანათა ...
-დიახ , თანახმა ვარ!
-ამიერითგან, თქვენ ცოლ-ქმრად გაცხადებთ , ლუის ანგუნ და ლაურა ანგუნ , თქვენ ცოლ-ქმრად დაინიშნეთ უფლის წინაშე !
ლაურას სწრაფად მოვეხვიე, ისე მოვეხვიეთ ერთმანეთს როგორც არასდროს .ეს შემთხევა ჩვნს წინ გაიმართა . მოხვევისას ძალიან ვაკოცე და გაუარდა . აღარ მოვშორებულვარ, ყურში ჩავჩურჩულე
-გპირდები , მუდამ შენთან ერთად ვიქნები , მუდამ შენ მხოლოდ ერთი მეყვარები , არასდროს მიგატოვებ , არასდროს გიღალატებ , ან მოგატყუებ . მე ამიერითგან შენი ქმარი, შენი მეუღლე და მომავალი შვილების მამა ვარ ...
-ლუის , მიყვარხარ ისე როგორც არასდროს . მეც გპირდები ამ ყოველივეს და შენი, ჩვენი შვილების საუკეთესო დედა ვიქნები.
ლაურას ეს სიტყვები მოვისმინე, ხელი ჩავკიდე და საკურთხევლიდან გამოვედით . სადარბაზოში გავირბინეთ და ხალხი , ეს იყო ლაურას მეგობრები პარიზიდან , მარსელიდან.
რომლებიც გაიძადნენ ჩვენს სახელს . ჩემი ფიქრები დღეს განმეორდა . ჩვენ გავფრინდით ვარდების ქვეშ , როგორც მტრედები!
ეკლესსიიდან გამოსვლის დროს უამრაავი ხალი მოგვეგება . ჩვენ არავის ვიცნობით ,თუმცა ალბად დაინტერესდნენ ჩვენი ბედნიერებით . იქვე ეზოში გავჩერდით და ლაურა თავის ახლობლებს მაცნობდა . სახელები ვერ დავიმასოვრე, მათი საელი ფრანგულს არ ჰგავდა , როგორც ლაურასი. მაგრამ ყველანი პარიზიდან ყოოფილა . ძალზე უხაროდათ ჩვენი ბედნიერება , ლაუა კი ხელს აღარ მიშვებდა . როგორც მე საკურთხევლის წინ , აი ისე მეპყრობა ლაურა .
-ლაურა, არ გავიქცევი ... (სიცილით ჩავჩურჩულე )
- ლუის , სალში როისღა წავალთ ?
-მოიცა , არა ... მალე გამოივლის ლეონი და დღეს დიდიებული საღამო გველის .
ლეონიც მოვიდა ეტლით . პარკში წავედით . ყველაფერი მზად იყო , ირგვლივ სხვადასხვა ფერის ქაღალდები ეყარა , სასმელიც აურაცხელი . ცირკიც დავიქირავეთ , ჩვენი ქალაქის ბიჭები იყო ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent