ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი14)
დროის გასვლა დიდად არ მახარებდა, რადგან წინ საშინელი ტანჯვა მელოდა... სკოლა... ფიქრიც კი არ მინდოდა, არ მინდოდა წარმომედგინა მტანჯველი გაკვეთილები და გამოცდები, ვაიმე გამოცდები... არ ვიცი როგორ გავმკლავებოდი ამდენ სირთულეს ერთად, თანაც მარტო, მაგრამ სანდრო კარგ დროს გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში... ნამდვილად გვეხმარებოდა, ალბათ გახსოვთ, გითხარით სანდროს მშობლები დაეღუპა... არ ვიცი როგორ, ან რატომ ის ამაზე არასდროს ლაპარაკობს... მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს ამ თემაზე საუბარს. მისი მშობლები საკმაოდ გავლენიანნი იყვნენ, დიდი ქონების მფლობელნი, მაგრამ სანდრომ ამ ქონებაზე უარი თქვა. მან ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გადაწყვიტა საკუთარი შრომით მოეპოვებინა საკუთარი გავლენა, ნუთუ შეეძლო 15 წლის ბავშვს საკუთარი შრომით მოეპოვებინა ფული?! მაგრამ თუ შეიძლება რომ ორი არასრულწლოვანი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩეს და ცხოვრება მარტო განაგრძონ მაშინ რატომაც არა... ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, მომავალი არქიტექტორია, მაგრამ პარალელურად მუშაობს, მიმტანიც ყოფილა, "კონსულტანტიც"... ხშირად ეუბნება ლუკას -მუშაობა, ფულის შოვნა სირცხვილი არასდროს არააო... ხანდახან ისეთი სერიოზულია მისი ამოცნობა მიჭირს, ხან კი ისეთი ლაღი, ბედნიერი და მხიარულია განცვიფრებულიც კი ვარ... ხშირად საუბრობენ რაღაცაზე ლუკა და სანდრო, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ოთახში სრულიად მარტო რჩებიან, ისე სასაცილოდ ბუტბუტებენ, ოთახში როცა დაბრუნდები ისეთი სახეები აქვთ თითქოს ვიღაც მოვიდა მათ დასაყაჩაღებლად... ჩემ კითხვებს მალევე თავს არიდებენ და სხვა თემაზე იწყებენ საუბარს... თამუნა სკოლისთვის ემზადება ამიტომ ბოლო დღეებში ვერ ახერხებს მოსვლას, თუ მოვა წუთებს ითვლის წასასვლელად... სასკოლოდ რაღაც რაღაცეებისთვის ფული როგორღაც შევაგროვეთ... -ლუკა მოემზადე, საყიდლებზე მივდივართ, სანდრო წაგვიყვანს - შევკივლე მეორე სართულიდან და კიბეებს დაბლა ჩავუყევი... იქ კი ისეთი სახეები დამხვდა სიცილი ძლივს შევიკავე... -აუუ, ნიაა, არ მინდა წამოსვლა, მაინც შენ მარჩევინებ, ამიტომ შენ შეარჩიე და იყიდე რა, მე სახლში დავრჩები - ლუკას წუწუნს საზღვარი არ ქონდა, -მოიცა, მოიცა ვერ გავიგე ვინ წაგიყვანს? - ისე იკითხა სანდრომ თითქოს მის გარეშე სადმე დავდიოდე... -ლუკა, ბევრს ლაპარაკობ დროზე, შენ კი ბატონო სანდრო ახლავე ჩაიცვი და მანქანა მოამზადე... -ვთქვი და მივტრიალდი -ოოო, არ მიყვარს ეს "შოპინგი" რაა - ისევ წუწუნით აუყვა კიბეებს ლუკა და კარი ხმაურიანად მიიხურა... -იცოდე, მალე დავბრუნდებით... -სევდანარევი ხმით მიპასუხა სანდრომ -იმედი არ დაკარგო -მივაძახე და ჩემი ოთახის კარი მოვიხურე... როგორც იქნა სახლიდან გავედით, მანქანაში თამუნა გამახსენდა და მასთან დავრეკე, ამ ორ ვირთან უხალისოდ ბოდიალს არ ვაპირებდი, თამუნას შევუარეთ და გავეშურეთ საყიდლებზე, სულ რაღაც ორ მაღაზიაში შევედით და სანდრო უკვე ბურდღულებდა, ჩემი ერთი მკაცრი გახედვა საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე წუთით თავის შესაკავებლად... როგორც იქნა ლუკას სამოსი შევარჩიეთ, ახლა თამუნას და მე უნდა მოგვეძებნა რამე... რომელ ქვედაბოლოზეც არ უნდა დამედო ხელი ან მოკლე იყო, ან "მოტკეცილი"... შარვალი დახეული არ უნდა ყოფილიყო, ფეხსაცმლის არჩევა არ გამიჭირდა... ბოლოს ჩემი გავიტანე და ერთი მოკლე გაშლილი ქვედაბოლო და შავი მუხლებზე დახეული ჯინსი ვიყიდე, ამის გამო მთელი გზა დაბღვერილი გამოაპარებდა თვალს, თითქოს არც მიყურებდა, თამუნამ სახლში დარჩენა გადაწყვიტა ამიტომ სახლში მივიყვანეთ, სახლში მივედით თუ არა ლუკა მისი ოთახისკენ გაეშურა -ამ სპექტაკლს მე არ დავესწრები, დავიღალე ამ "შოპინგით" და თქვენი ჩხუბით, ისედაც თავი ამტკივდა.. -ენა დაიმოკლე, ლაწირაკო... -მივაძახე და გავიგონე კარი როგორ გაიხურა, ყურადღებაც კი არ მომაქცია, -სულ სენი ბრალია ისე ექცევი თითქოს დიდია, საკუთარ ასაკთან სედარებით როგორ იქცევა? - უბრალოდ ვერ ვიტანდი სანდრო რომ ასე ჩუმად იჯდა და არაფერს ამბობდა. -სულ შენი ბრალია, შენ აძლევ ამ ყველაფრის უფლებას... - რეაქცია რადგან არ ქომნდა, ამჯერად ხმას ავუწიე, ვიცოდი ბოლოს მაინც ვიჩხუბებდით ამიტომ ჯობდა ეს ახლავე დაგვესრულებინა... -შენ რა სულ გადაირიე? -გადავირიე არა? -ჩემგან რა გინდა, მე რა უნდა ვუთხრა, ვეჩხუბო? დავსაჯო? -შეგიძლია დაელაპარაკო... დამცინი არა? -რას დაგცინი? -აი კიდევ? -რა გინდა? -რა გჭირს? -არაფერი -იმაზე გაბრაზდი რომ კაბა ვიყიდე? -მოკლე და გაშლილი, რომელზეც გითხარი არ იყიდოთქო -ხმას არცერთი არ ვუწევდით -მაგრამ მე ხომ მომეწონა... სავალდებულოა სულ შენ დაგიჯერო? -კიიი, სავალდებულოა, დღემდე ვერ მიხვდი რა დატვირთვა აქვს მაგ ბეჭედს? -რატომ? -ჯანდაბა იმიტომ რომ უტვინო ხარ... -უკვე საშინლად გაბრაზდა -არა აქ ჩემი უტვინობა არაფერ შუაშია, ეს შენ არ გითქვამს ჩემთვის ის რაც უნდა გეთქვა... გაიგე? -ესეიგი მე არ გითხარი არა? -დიახ, -გგონია ნებისმიერ გოგოს დავთანხმდებოდი მასთან ერთად ცხოვრებაზე? გგონია ნებისმიერ გოგოს ვაჩუქებ ბეჭედს? გგონია ნებისმიერი გოგოსთვის... შენ ნებისმიერი არ ხარ, ნია ეს შეიგნე... -ანუ? - მინდოდა ის ეთქვა ის ერთი სიტყვა რომელიც მის საკუთრებად მაქცევდა, ის კი ჩემი საკუთრება გახდებოდა... -მიყვარხარ, მინდა მუდამ მთელი ცხოვრება, უსასრულოდ შენთან ვიყო... და ვერ გადავიტან შენს დაკარგვას... - ის რაც აწუხებდა და დღემდე გულში შეენახა ამოანთხია და თითქოს შვება იგრძნო, მერე კი იოსე მიცქერად ელოდებოდა ჩემს პასუხს... -კარგი... -სიტყვები, ყველა სიტყვა დამავიწყდა, მისი ნათქვამი გონებაში ექოსავით მეორდებოდა... -ანუ?- თვალებში იმედის ბოლო ნაპერწკალი ჯერ კიდევ ენთო... -მეც... სანდრომ უცებ ხელები გაშალა და ხელში ამიყვანა და დამატრიალა, მერე ისევ დამსვა და მის ხელებში მოიქცია ჩემი სახე მე თვალს ვერ ვუსწორებდი... სახე წამომაწევინა და მაკოცა, გამახსენდა გრძნობა რომელიც სანდროს პირველი კოცნის დროს განვიცადე და ვხვდებოდი რომ იგივე მეორდებოდა, იგივე, მაგრამ იუფრო აღმაფრთოვანებელი გრძნობა... ძალიან მინდოდა უფრო დიდი თავი ყოფილიყო, ამავდროულად უკეთესიც, მაგრამ დიდი დრო არ მქონდა... მაპატიეთ, იმედი მაქვს არ გამკიცხავთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.