შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 45


2-05-2017, 11:55
ავტორი Lex
ნანახია 1 334

45.
პატარა, ერთსართულიანი სახლის ღია ფანჯრიდან შორიდანაც კარგად ჩანდა, თუ როგორ აფრიალებდა ქარი თეთრ სრიალა ფარდებს. რაფაზე დიდ გამჭვირვალე, სქელ ძირიან ლარნაკში უკვე ნახევრად დამჭკნარ ყვავილებს თავები დაეხარათ და მოწყენილად გამოიყურებოდნენ. ყვავილების მოწყენილობას კი ძალიან ცუდად შესრულებული მუსიკა ემატებოდა...
ვიღაც საშინლად უკრავდა...
ხშირად ეშლებოდა, რასაც ქალის მკაცრი, ხრინწიანი ხმა და რაღაც ძლიერი ბრახუნი მოჰყვებოდა, თითქოს იატაკზე უროს ურტყამდნენო.
„ალბათ უნიჭო ბავშვს ძალით ამეცადინებენ, ნუთუ ვერ ხედავენ, რომ არც უნდა და არც შეუძლია..“
მერე მოიწყინა... დანაღვლიანდა...
რა კარგი დრო იყო პატარა მხატვარი მათთან ერთად, რომ ცხოვრობდა...
სულ ოთხი წელი დაჰყო...
ერთმანეთს ძლიერ შეეჩვივნენ, ძმებივით იყვნენ...
ორივე დარწმუნებული, რომ არასოდეს დატოვებნდნენ ერთანეთს...
მერე კი...
პატარა მხატვარს დედამ ჩამოაკითხა და შორს უცხოეთში წაიყვანა...
სამუდამოდ მოაშორა იქაურობას...
ძალიან გაუჭირდა მასთან განშორება...
ყველზე მეტად მტკივნეული ის იყო, რომ კიდევ ერთხელ მიატოვა შეჩვეულმა ადამიანმა...
კიდევ ერთხელ მოიგლიჯეს გულიდან და ისევ იქ დატოვეს...
როგორც იქნა მორჩა კლავიშების „ტანჯვა-წამება“ და ფანჯარაში გოგონა გამოჩნდა.
ბიჭი ჩაიმალა.
„ნუთუ ეს ლამაზი გოგო უკრავდა ასე საშინლად?..
ეჰ, ნეტა მეც მქონოდა პიანინო.. ვაჩვენებდი, როგორ უნდა დაეკრა, რომ კლავიშები ასე სასტიკად არ „გაეტანჯა“...
მეორე დღეს ბიჭი ისევ მიადგა ფანჯარას.
ლარნაკში ისევ ის ძველი ყვავილები ეწყო. ოთახიდან კვლავ იგივე, შემაწუხებელი კლავიშებისა და ქალის სასოწარკვეთილი შეძახილები მოისმოდა...
გოგონას სულ უტვინოს და უნიჭოს უწოდებდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა და ამეცადინებდა, თან გამუდმებით გაიძახო რა დავაშავეო, ასე რატომ დამსაჯა ღმერთმაო...
„ისე თუ არ უნდა რას წუწუნებს? რატომ ამეცადინებს ასე ძალდატანებით?...
უთუოდ თავისიანი იქნება და გულით უნდა გენიოსი გამოზარდოს, მაგრამ...
საშინლად უნიჭოა... უნიჭო და უყურადღებო... მაგრამ
ლამაზია.... ძალიან ლამაზი...“
ბიჭმა იასამნის პატარა ტოტი ფრთხილად, შეუმჩნევლად ფანჯრის რაფაზე დატოვა და იქაურობას განერიდა... იმ დამჭკნარ ყვავილებს ეს მაინც აჯობებსო ფიქრობდა.
შემდეგ დღეს ბიჭმა შორიდანვე შენიშნა ლარნაკში მისი მოტანილი იასამანის ყვავილი...
საშინლა ძალიან გაუხარდა... იმდენად გაუხარდა, რომ სიხარული მთელ სხეულს მოედო...
ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი ორი თვე...
დროდადრო ბიჭი მიეპარებოდა ფანჯარას და ხან რომელ ყვავილს ტოვებდა და ხან რომელს...
მორიგ მისვლაზე კი გული სიხარულით ევსებოდა, როცა წინა დღის მიტანილი ყვავილი ხვდებოდა ლარნაკში...
ერთ მშვენიერ დღესაც გამოიჭირეს. ის იყო ყვავილის დატოვებას აპირებდა, რომ ჩასაფრებული ბებია, მიეპარა და ისეთი დასჭყივლა, ბიჭი შიშისგან ადგილზე გაქვავდა. ფანჯრიდან გოგონას კისკისი მოისმა. ბიჭმა მალულად ახედა, გოგონამ დიდი თვალები შეანათა.
ბებია თვალებმოწკურული შეჰყურებდა წყვილს, ბიჭი დარწმუნებული იყო სადაცაა ეზოდან გააგდებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად უზარმაზარ ოთახში ამოაყოფინეს თავი.
არასოდეს ენახა ასე ლამაზად გაწყობილი სახლი.
„სახლია თუ მუზეუმი?..“
ოთახს ერთი თვალი მოავლო და ინსტრუმენტის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა, მეტს ვერაფერს ხედავდა... კლავიშებს თვალი ვერ მოსწყვიტა...
როგორ ინატრა ნეტა უფლება მომცენ თუნდაც ონდავ მაინც შევეხოო..
ფიქრებიდან ბებიას ხელჯოხის იატაკზე ძლიერმა დარტყმამ გამოაფხიზლა.
- ყრუ ხარ?.. გეკითხები და კეთილი ინებე გამეცი პასუხი!
ბიჭი დაიბნა, არაფერი გაუგონია, ნამდვილი კლავიშების დანახვამ ისე გაუთიშა გონება, რომ მეტს ვერაფერს ამჩნევდა.
- იცი დაკვრა? -
კვლავ რიხით შესძახა ბებიამ
ბიჭი უხერხულად აიწურა. მართალია ნოტებს კარგად კითხულობდა და სიმღერითაც მშვენივრად მღეროდა, მაგრამ მხოლოდ ფიცარზე დახატულ კლავიშებზე იცოდა დაკვრა...
ბიჭმა არაფერი უპასუხა და თვალი კვლავ ინსტრუმენტისკენ გაურბოდა.
- დაუკრავ? –
ბებიას ხმა ისევ და ისევ მკაცრი იყო.
- არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი პიანინო... –
ბიჭმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა,
რასაც გოგონას კისკისი და ბებიას ჩახველება მოჰყვა
- ჰმ... ეს პიანინო კი არა, როიალია. გეტყობა, შენ არც პიანინო გაქვს ნანახი. - ცინიკური ხმით შენიშნა ბებიამ და იმავე წამს შეუძახა გოგონას - აბა გეყოფა ახლა დასვენება და განაგრძე დაკვრა! - მერე ბიჭს მიუბრუნდა - შენ კი აქ იყავი და მოუსმინე, თორემ მთელი ყურადღება ფანჯრისკენ აქვს მიმართული და შენი გულისთვის ეშლება სულ!
ბებიამ შვილიშვილის უნიჭობა ვითომდა ბიჭს დააბრალა, იფიქრა მის დანახვაზე იქნებ ცოტა გახალისდეს, თავი გამოიჩინოს და უფრო უკეთ მონდომებით დაუკრასო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გოგონას მზერა ახლა სულ ბიჭისკენ გაურბოდა, ბიჭი კი გოგონას უკვე ვეღარც კი ამჩნევდა, ისე იყო გაოგნებული, რომ კლავიშებს ვერ წყვეტდა თვალს.
ბებიას გოგონას ტაქტს უთვლიდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა და გამალებით ურტყამდა ხელჯოხს იატაკს, თითქოს ამ ჯოხის დარტმით ტვინში უბეჭდავდა უნიჭო ბავშვს. არაფერი გამოდიოდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა.
როიალი ძველებური იყო, ჩვეულებრივზე პატარა, მომცრო, ოქროსფრად მოვარაყებული, ბიჭი თვალს არ აცილებდა, თითებს ამოძრავებდა, აშკარად მუსიკას აყოლებდა...
ბებიამ შენიშნა ბიჭის ეს თითების მოძრაბა შენიშნადა ბევრიც არ უფიქრია. ბიჭი შვილიშვილს გვედრით მიუსვა და სწავლება დაუწყო.
საშინლად უნიჭო გოგონას გვედრით ბიჭი თავიდან ვირტუოზი მოეჩვენა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ კი არ ეჩვენება, არამედ ბიჭი საოცრად ნიჭიერი იყო. ღრუბელივით იწოვდა ცოდნას და არასდროს არ იყო კმაყოფილი, სულ უფრო და უფრო მეტი უნდოდა, რომ ესწავლა...
დრო გადიოდა, ბიჭი იზრდებოდა. თანდათან თითქოს ის ჩაბუდებული ბოღმა თვალებიდანაც უქრებოდა, მოხუცი უხაროდა, სითბოსთან ერთად დარიგებებს არ აკლებდა.
სულ ცოტაც და ბიჭისგან საკმაოდ ნიჭიერი პიანისტი დადგებოდა...
გოგონას ბებია ამაყობდა თავისი უნიჭიერესი მოსწავლით და იმდენი შესძლო, რომ მუსიკალურ სკოლასაც დაამთავრებინა და ალბათ მალე სწავლის გაგრძელებაშიც კი დაეხმარებოდა, რომ არა გოგონას კიდევ ერთი ოჯახის წევრის საშინელ ისტორიებს არ ეჩინა თავი.

LEX·2016 წლის 11 სექტემბერი, კვირა.



№1 სტუმარი Ubralod

Simartle gitxra iseti shtabechdileba mrcheba titkos sxva ragacas vkitxulob da ara igive istorias ukve meramdened gakra mtavari azri. Kargad wer movlenebsac kargad agwer da temis ganvitarebac kargad shegizlia magram ertmanets tu daukavshireb am yvelapers kargi ikneba ukve 45 tavia da ver gavige vinaa mtavari gmiri da raari ziritadi azri

 


№2  offline წევრი Lex

Ubralod
Simartle gitxra iseti shtabechdileba mrcheba titkos sxva ragacas vkitxulob da ara igive istorias ukve meramdened gakra mtavari azri. Kargad wer movlenebsac kargad agwer da temis ganvitarebac kargad shegizlia magram ertmanets tu daukavshireb am yvelapers kargi ikneba ukve 45 tavia da ver gavige vinaa mtavari gmiri da raari ziritadi azri

ეს არის ფსიქოლოგიური დრამა. ფაქტიურად ერთი ადამიანის ირგვლივ განვიტარებული მოვლენები როგორც წარსულ დროში ასევე რეალურ პერიოდში მიმდინარეობს. ვცდილობ გადმოვცე ის მიზეზი რის გამოც იქცა ადამიანი მკვლელად, თუმცა არ ვამართლებ მის დანაშაულებრივ ქმდემებას. პარალელურად სხვა პერსონაჟების ყოფა ცხოვრებაც არის ასახული. თავები პატარაა და ამიტომ რაოდენობაც ასე გაიწელა, ეს სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ ვწერდი პირდაპირ ონლაინში ყოველგვარი კორექტირების გარეშე. :)
ვფიქრობ ცოტა ახსნა შევძელი, გმადლობთ რომ კითხულობთ <3
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent