შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი (VII)


2-05-2017, 16:10
ავტორი სუად
ნანახია 1 069

ჩემს ირგვლივ ხალხი მოძრაობდა . ლაურაც აქვე იყო და თავის მეგობრებს ესაუბრებოდა . მივუახლოვდი მას და გვერდით დავუდექი , ის კი აგრძელებდა იმაზე საუბარს, რომ მალე პარიზში გადავიდოდით საცხოვრებლად . საუბარში ჩავეჭერი და ირგვლივ მყოფებს მოვახსენე რომ:
-ჩვენ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს პარიზში ცხოვრება ...
ლაურამ რაღაცნაერი, განაწყენებული თვალები მომაპყრო .
-მოდით , ნახეთ როგორი სანახაობაა , მართლაც რომ საოცარი ნომრებია .
სტუმრებს საცირკო ნომრების საყურებლად ვუხმობდი და ლაურას თვალიც ავირიდე . საღამომ ასე ჩაიარა... საბოლოოდ ცეკვაში გავიწვიეთ ერთმანეთი . ლაურას ხელი ჩავკიდე და ვატრიალებდი ,თავბრუ დამხვევი ილეთები, მოძრაობა და ყველაფერი ეს დამატებული თავბრუდამხვევი ქალი ჩემს წინ . ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა და ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ საღამოც იწურებოდა .მე დალაურა იქვე ფანტანების ქვეშ ჩამოვსხედით და პარკის გასასვლელისაკენ ვიყურებოდით . როგორ იფანტებოდა სტუმრები ...
-აი , დღევანდელი საღამოც მიიწურა, მე და შენ კი უკვე ბედნიერები ვართ ...
ლაურა ამომხედა, მომაპყრო თავისი ცისფერი თვალები და პასუხს ეძებდა .
-სახლში ხომ არ წავსულიყავით ? პარკში აღარავინ დარჩა ...
-კარგი როგორც გენებოთ ...
მეეტლეს დავუძახე და სახლამდე მიგვაცილა . სახლის კარები შევაღე და უკვე სხვაგვარი სიითბო ვიგრძენი, ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს გრძნობა არ მიგვრძნია. ეს იყო სახლი, ოჯახი რომელიც ჩვენია . მალე , ძალიან მალე კი ის უფრო ბედნიერი შეიქმნება , როგორსაც ვვოცნებობდით მე და ლაურა . ეს საღამო იყო მანიშნებელი იმისა , რომ ჩვენ შეუღლებულები ვართ . ამ საღამოს ენიჭებოდა მეტი ძალა სიყვარულისა , რომელიც ჩვენი გულიდან, პირიდან და თვალიდან იფრქვეოდა . ეს იყო განსაკუთრებული დღე, საღამო და შუაღამე . დღე , რომელსაც მთელი გულით ველოდი . ღამღამობით არ მომიხდება იმაზე ფიქრი , თუ როდის შემეძლება ლაურას გამოვუხატო ჩემი გრძნობები .დღეიდან ეს შესაძლებელია ...ლაურა გამოიყურებოდა როგორც ქალღმერთი , ეს ფარავდა ყოველგვარ მიზანს და წყურვილს ჩემს გონებაში. მისი სინაზე მეტად ჰაეროვანი იყო , ვიდრე საამო , თბილი ნიავი . ჩვენს ირგვლივ მდუმარე სანთლები კაშკაშებდა, როგორც ცაზე ვარსკვლავები . ჩვენს შორის დაუსრულებელი გალაქტიკა იყო , სადაც სხვა ადამიანები არ ცხოვრობდა . დავარღვიე ყოველგვარი კედლები შიშისა და თქმულებების . მისი სახელი მეტ მოფერებას მოითხოვდა , მისი სიყვარული კი ხელშეუხებელი იყო . გული გამალებით ფეთქავდა, სისხლძარღვები ფართოვდებოდა და ვიწროვდებოდა. სისხლი სწრაფად მოძრაობდა , თითქოს გარეთ გამოსვლას ცდილობდა და მე ვერ ვხვდებოდი ვკვდებოდი თუ სიცოცხლეს ვაგრძელებდი . ვერც კი ვუგებდი ეს ბედნიერება იყო თუ დიდი ტკივილი , განცდა რომელიც ორივეს გვარჩობდა ცხელ წყალში . მაგრამ ჩვენ არ ვიწვოდით . აუღწერელი გრძნობაა ეს სიყვარული, რომლის ნამდვილად გამოხატვა ძალიან რთულია ... სიყვარული უფალმა გვიბოძა , მაგრამ ამ ქალმა ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემაყვარა თავი .თავი კოშმარში მეგონა , თურმე სიცოცხლეში დავფრინნდავდი და ვპოულობდი სხვას , რომელიც ჩემზე იზრუნებდა . ეს სხვა კი ახლა მტრედივით ჩემს ხელებს შორის არის მოქცეული. რომელიც გაფრენასაც არ ცდილობს , ან ვერ ბედავს. შემაყვარა სამყარო, სადაც თავი მეფე მგონია მის გვერდით . მხოლოდ მას შეუძლია თავი დავხარო და წარმოვთქვა ის სიტყვები , რომლებიც მონას ეკადრება დედოფალთან, ქალღმერთთან მისალმების დროს . ლაურა , ეს ქალი არის ცაც და უფსკრულიც . ქალი, რომელსაც ვემონები მე . მიუღწეველია და ისეთივე შორს მყოფია როგორიც ცა . მე კი , მამაკაცი მასთან მიღწევას ვლამობ , რათა გრძნობებიი გამოვუხატო . ჯადოსნური ძალა რომელიც მასთან მაერთიანებს , ეს მისი სილამაზე და სინატიფეა .მე არ მესმის რა არის სიყვარული , მხოლოდ მას ესმის ეს სიტყვები .რადგან ის არის ამის შემქმნელი . ეს ყოველივე ერთი ეპიზოდია ჩემს ცხოვრებაში , მისწრაფვა მომავალზე სადაც ის დედად მომევლინება . ჩემი შვილების დედა ...
ამ ღამემ ასეთ ფიქრებში და ოცნებებში ჩაიარა, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მემასოვრება და არასოდეს დავივიწყებ ამ ბედნიერ დღეს . დილით როდესაც ჩამძინებოდა , გონებაში მიელვებდა მამაოს რჩევა დარიგება, ის სიტვები , რდესაც ორივე ვეთანხმებოდით უფალს, რომ ჩვენ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს და მის წინაშე ჯვარი დავიწერეთ . ეს იყო დღე , როდესაც ანგელოზები დაფრინავდნენ ცაში და ვილოცავდნენ შეუღლებას . როდესც ვარდები და გვირილები იფურჩქნებოდნენ ჰაერში და ჩვენს თმებში პოულობდნენ ადგილსამყოფელს . სიყვარულისა და სინატიფის გვირგვინი იქსოვებოდა , რათა ჩევნს თავზე აღმართულიყო . ეს დილა კი დაიწყება სხვაგვარი ბედნიერებით, გრძნობითა და ალერსით . დილა არამხოლოდ სიყვარულის , არამედ ოჯახის დილა იქმნებოდა .
ასე გადიოდა დრო , იმის აღწერით თუ როგორ მიყვარს მე ლაურა და როგორ მიყვარდა ის უცნობი ქალი , თავისი გამორჩეული, მომაჯადოვებელი სახლით ...
როესაც გათენდა საწოლიდან წამოდგომა ვცადე . ჩემს გვერდით ლაურა აღარ იყო . ქვევით ჩავედი და სამზარეულოდან ხმაური მესმოდა , რომლებიც ჭურჭლის ჟღარუნს გავდა . შესვლისთანავე დილამშვიდობისა მივმართე . შემობრუნდა და გამიღიმა . შემდეგ კი ისევ ჭურჭლების დასუფთავება განაგრძო . თმები გაშლილი ჰქონდა და ნაწნავებისაგან დანატოვარი კვალი, მეტ სიამოვნებასა და ჰაეროვნებას ჰგვრიდა ოქროსფერ იალქანებს .
-დახმარება გჭირდება საყვარელო ? ვკითხე მე და მივუახლოვდი ...
-არა, მალევე მოვრჩები და ვისაუზმოთ .
-კარგი , როგორც ინებებთ ... გავუღიმე და მაგიდასთან მდგომი სკამი ჩემსკენ გამოვწიე.
ვაკვირდებოდი მის მოძრაობასა და მის მიხვრა-მოხვრას . შევნიშნე , რომ ყველაფერი მორჩა და ჩემსკენ წამოვდა. იქვე მდგომი მეორე სკამი იყო და მიახლოვებისთანავე მე გამოვუწიე და დაბრძანება ვთხოვრე, ისე ვეპყროოდი თითქოს დედოფალი ყოფილიყოს .ვაღმერთებდი და კერპად შევრაცხე ლაურა .
-ლუის , მინდა დაგელაპრაკო .
-გისმენ ჩემო დედოფალო , რასაც მოისურვებ ის თქვი .
-პარიზში გასამგზავრი ბილეთები მზად როდიღა იქნება ? მოდი დავტოვოთ ეს ქალაქი . შენ დამპირდი როდესაც ჯვარს დავიწერდით , მალევე წავიდოდით პარიზში. იცი როგორ მარტოსულად ვგრძნობ თავს ამ ქალქში ? შენ მალე სამსახურში გახვალ . დიახ, დაგაწინაურეს მაგრამ , მე სახლში მარტო რა უნდა გავაკეთო ? პარიზში კი ჩემი მეგობრები კარგ სამსახურს გიპოვნიან , ისეთს რომ მთელი ოჯახის რჩენასაც კი შეძლებ . მეც შემიძლია დაგეხმარო, თუ შენ გადაიღლები . ახლობლები დაგვეხმარება და მხარში დაგვიდგება , თუკი რაიმე შეგვემთხვევა .
-ასე აუცილებელს რატომ ხდი პარიზში წასვლას ? მე ეს ქალაქი შემიყვარდა . მაშინ რატომ ჩამოდი აქ და რისთვის ცხოვრობდი იმ მიტოვებულ სახლში ? პარიზი რისთვის მიატოვე?
-მე იმისთვის მივატოვე პარიზი , რომ საჭირო მიზეზიც მომეპოვებოდა . ახლა კი ყველაფერი კარგად არის , ორივე შევძლებთ დიდ და კარგ ქალქში ცხოვრებას , დამიჯერე გთხოვ .
-მოდი დავფიქრდები ... ჯვარი გუშინ დავიწერეთ , თითქოს ელოდებოდი პარიზში მალე გამგზავრებას და ამ ცერემონიებს ამზადებდი სწრაფად . ყველაფრის დაჩქარება კი არ ღირს , მე ასე მგონია .
-ანუ უარს ამბობ წამოსვლაზე ?
-მე უარი ჯერ-ჯერობით არ მითქვია .
-პასუხს როდის მეტყვი ?
-რთულია დიდ ქალქში ცხოვრება , სადაც მეტი ხალხი და მეტი სიბინძურეა . ქუჩები ნაგვით არის შევსილი და მომავალზე იფიქრე. იცოდე , რომ მთელი ცოვრების მანძილეზე მხოლოდ მე და შენ არ ვიქნებით .
-მე შევძლებ რომ ვიყო კარგი დედა და ეს მოხდება . მხოლოდ ამ ქალაქში ცხოვრება შემძულდა, მარტო ტყეში გადაჩეხილს ვგავარ . გთხოვ დამეთანხმე ...
-კარგი , წავიდეთ . მოლოდ ერთი პირობით ...
-რა პირობით ?
-სამსახურის გარეშე თუ დავრჩები და ჩვენი მომავალი შვილი არ იქნება უზრუნველყოფილი , იმ შენთვის ეგრეთ წოდებულ პარიზს მალევე დავტოვებთ .
-ვიცი ეს ასე არასდროს მოხდება . მაგრამ, კარგი . როგორც შენ იტყვი ...
-დღესვე წავალ სადგურში და ბილეთებს შევიძენ . წასვლა ან ხვალ ან ზეგ მოგვიხდება . ყველაფერი მოამზადე .
-კარგი , მე ჩემი სამოსი მომზადებული მაქვს , ეხლა შენი დარჩა მხოლოდ .
-ანუ იცოდი რომ მაინც დაგეთანხმებოდი არა ? მართალიც ყოფილხარ.
სახლის შესახებ ლეონს შევატყობინებ დღესვე და მყიდველს ვიპოვით .
ლაურა ფეხზე წამოდგა და ღუმელიდან კრუასანები გამოიტანა . საამო სურნელი დააფრქვია სახლში , მაგიდასთან მოიტანა და თვითონ შეექცეოდა , ის უფრო მშიერი ყოფილა ვიდრე მე . ავიღე ერთი და როდესაც გავსინჯე ისეთი კარგი იყო,რომ საოცარი ნამუშევარია , ნამდვილი კულინარიით დაჯილდოვებული მეუღლე მყავს . რომელიც ცოტა არიყოს თავისას ყოველთვის გაიტანს . შევექცეოდით ამ უგემრიელეს დილის საუზმეს და შემდეგ სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე . სამსახურში უნდა წავსულიყავი , განცხადება დამწერა რომ ამიერიდან აქ აღარ ვიმუშავებდი . შემდეგ იქვე ლეონს შევხვედროდი და მეთხოვა სახლისათვის მყიდველი გვეშოვნა . ორ დღეში ეს ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო . ასევე უნდა წავსულიყავი სადგურში , რათა ბილეთი ამეღო. პარიზში ჩასასვლელად ტრუა და ევრი უნდა გაგვევლო , პატარა ქალაქები სადაც იგივე დასახლებაა როგორიც აქ . დაახლოებით მგზავრობა შვიდ საათს მოიცავდა.
სააბაზანოდან გამოვედი და საძინებელ ოთახში ავედი, რათა საგარეო ფორმით გამოვსულიყავი და სამსახურში წავსულიყავი . ლაურას დავემშვიდობე და გასასვლელში სამსახურის ფეხსაცმელები ჩავიცვი . კალამი მაინც გავიყოლე , ყოველი შემთხვევისათვის . გარეთ გასვლისთანავე მომეგება სამეზობლო და მადლობის ნიშნადმიღიმოდნენ ასეთი დაუვიწყარი საღამო რომ მოვუწყვე პარკში . მართლაც რომ სასიამოვნო ღამე იყო , თავისი ნომრებითა და ჩვენი ცეკვის შესრულებით . გზა გავაგრძელე და სამსახურს ვუახლოვდებოდი , შესვლისთანავე მივიღე დადებითი განწყობა . გუნებაში კი ვიელვებ , რომ ამის შემდეგ მათ ვეღავ ვნახავდი. მათგან ძალიან შორს, პარიზში მივდიოდი ჩემს მეუღლესთან ერთად .
ლეონი არ ჩანდა და პირდაპირ დირექტორს ვეახელი .
-სერ, ქალაქიდან გასვლას ვაპირებ ...
-თაფლობის თვე გაქვთ ? როგორ არა, წადით შვებულებას ისევ დგინიშნავ .
-არა სერ , ქალაქიდან გავდივარ, რათა ცოვრებას სხვა ქალაქში ვაპირებ ...
-დილის საათებში პრობლემა არ გექნება სამსახურში მოსვლის .
-ეგ არ მიგულისხმია. მოკლედ, განცხადებას ვტოვებ რომ სამსახურიდან
განთავისუფლება მინდა, რათა პარიზში გადავდივარ საცხოვრებლად და აქ ვეღარ დავბრუნდები .
-როგორ თუ პარიზი ? იცი იქ როგორი ეკუნომიკური ვარდნაა ? ცხოვრება რთულია შვილო . პაიზი სიყვარულის ქალქად ნუ წარმოგიდგებათ შენ და შენს მეუღლეს . დიდი დაფიქრება გმართებთ .
-მეც ეგ მოვახსენე, მაგრამ თავისი ახლობლები, ვინც კი დარჩენია პარიზში ცხოვრობს და ამ ქალქში თავს მარტოსულად გრძნობს . ამიტომ ეს საქმეც გადაწყვეტილია, კამათს აზრს აღარ ვანიჭებ მასთან, უბრალოდ მე მესმის მისი . სერ, მე მივდივარ .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent