შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა (თავი 17)


2-05-2017, 17:23
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 748

სამშაბათი 09:30
ოლიკოს მთელი ღამე არ უძინია. დათასთან შეხვედრის წუთებს უსაშველოდ წელავდა გონებაში, შენელებულ კადრად იხსენებდა ყველა დეტალს თავის წარმოსახვაში და ამის გამო მოსვენება დაჰკარგვოდა. კიდევ ერთი დღე უნდა გაეტარებინა დათასგან შორს და თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ოთხი წელი მის უნახავად გაძლო. ამ ბიჭს უკავშირდებოდა მთელი მისი ცხოვრება და არც კი ახსოვდა მის გარეშე საკუთარი თავი. ვეღარ იხსენებდა ვერცერთ მომენტს, რომელიც დათას გარეშე გაატარა. აღარ არსებობდა არანაირი მოგონება მის გონებაში, მხოლოდ დათა არსებობდა. მხოლოდ დათასთან დაკავშირებული ტკბილ-მწარე მოგონებები, მაგრამ არ შეეძლო. იმ სიმწარეს ვეღარ აცნობიერებდა, რაც მან მიაყენა, რადგან გუშინდელმა დღემ თითქოს ყველაფერი გააქრო. თითქოს ერთიანად ამოგლიჯეს გოგონას სხეულიდან ყველა ის ტკივილი, რაც ამ ბიჭის გამო გადაიტანა. უყურებდა ჭერს და სახე გაბადრული ჰქონდა, ბეჭდიანი ხელი გულთან მიედო და მთელი ძალით იჭერდა მასზე.

-ყავა გამიკეთე რა. -მთქნარებით გამობანცალდა გვერდით ოთახიდან ილიკო, თავის გრძელ თმაში ხელი ჩაემღაუჭებინა და მთელი ძალით იქექდა.
ოლიკომ წარბებშეკვრით ახედა და სიცილი აუტყდა თავისი ძმის აწეწილი თმის შემხედვარე.
-რას გავხარ. -კისკისით შეაჩერდა საწოლიდან ილიკოს.
-ვერ გეგუები მასეთი აცანცარებული რომ ხარ. -დაუსისინა ბიჭმა.
ოლიკომ უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-აცანცარებული როდის ვარ?
-ადექი რა. ყავა მინდა. -ბუზღუნებდა ილიკო და გოგონას საბანი მოქაჩა.
-ვდგები, მაცადე. -დაუყვირა მან და სწრაფად წამოხტა.

რამოდენიმე წუთის შემდეგ, ‘ყუპები კოტეჯის სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ. ილიკო ხმამაღლა ახლუპუნებდა შავს სითხეს.
-რანაირად სვამ? -შეუბღვირა დამ.
-მინდა და ასე ვსვამ. -შეუბღვირა ილიკომაც და უფრო ხმამაღალი ხლუპუნით გადაუშვა ყავა პირში. -ახლა რა უნდა ქნა? დათას შეურიდგები და ზურას დაშორდები?
ოლიკომ მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა. ილიკომ კი თავისი დის ასეთ ჟესტზე თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-ეს მხრების ჩეჩვა მაგარი იცი. -ცხვირი აუბზუა მან.
-დათასთან მინდა მე. -პატარა ბავშვივით წაიტიტინა ოლიკომ.
-დათასთან უნდა გოგოს. -თავისი დის მიმიკითა და თვალების ტრიალით წაიკნავლა ილიკომ.
-მასე თუ უნდა მელაპარაკო, საერთოდ ნუ დამელაპარაკები. -გაბუტვით წამოიძახა გოგონამ.
-ხო კარგი, ნუ ბუზღუნებ. -წაიდუდუნა ილიკომ. -ახლა უნდა მოვიფიქროთ, როგორ ავარიდოთ თავი ნინოს რისხვას.
-ეგ არ გამახსენო. -შიშისგან თვალები გაუფართოვდა ოლიკოს.
-აბა მარტო მე ვიჭყლიტო თავი? -წარბები შეკრა ბიჭმა.
ოლიკოს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარა გახლდათ, რომ ფიქრებით სულ სხვაგან იყო და საერთოდ არ უსმენდა თავის ძმას. შემდეგ კი, სიმორცხვეშერეული აღტაცებით წამოიძახა.
-დღესვე დავბრუნდეთ, რა. -მოუთმენლად ცქმუტავდა გოგონა.
-როგორ ვერ გიტან ეხლა, ეგრე რო ცანცარებ. -დაუბღვირა ილიკომ.
გოგონას მომღიმარი სახე, უმალვე ჩამოერეცხა.
-გთხოვ. -ქვედა ტუჩი ამობურცა გოგონამ და კატის თვალებით შეაჩერდა თავის ძმას.
ილიკომ ერთხანს უყურა ამზერით, შემდეგ თვალები ზევით აატრიალა.
-მოვიფიქრებ. -თქვა ბოლოს მან. -საწრუპი მომაწოდე.
-საწრუპი რად გინდა?
-მინდა.
გოგონამ სამზარეულოს უჯრიდან საწრუპი ამოიღო და ძმას გაუწოდა. ილიკომ ყავის ჭიქაში ჩაასრიალა და მთელი ძალით დაუბერა. შავმა სითხემ ხმაურიანი ბუჟბუჟი ატეხა და ჰაერის ბუშტები ჭიქის ზედაპირს მოაწვა.
-რას აკეთებ, დებილო? -შეჰყვირა ოლიკომ.
-ვფიქრობ. -თვალები დაუქაჩა ბიჭმა და უფრო ძლიერად ჩაბერა საწრუპში.
გოგონამ თავი გადააქნია, ხვნეშით ამოისუნთქა და მომღიმარი შეაჩერდა ძმას.
-როდის უნდა გაიზარდო.
-ნუ მიჭიანურებ ფიქრის პროცესს. -შეჰბღვირა ილიკომ. -მიდი კიდე ერთი მომაწოდე, ეს არ ყოფნის.
ოლიკომ ხელები ჰაერში აღაპყრო და მეორე საწრუპის ამოსაღებად, სამზარეულოს უჯრა გამოაღო.

***
დათა თავის ბინაში, საწოლზე იწვა. მშვიდად სუნთქავდა. კიდევ ერთი დღე და ოლიკოს აღარასოდეს აღარ გაუშვებდა. დარწმუნდა, რომ მასაც უყვარდა და შვებით ამოისუნთქა მისმა დაღლილმა სულმა. თუმცა, ბუნებით მოუთმენელი იყო დათა. ოლიკოსთვის მიცემული ერთი დღე, გმირობა იყო მისი მხრიდან, რადგან ეს ერთდღიანი ლოდინიც კი ჭკუიდან შლიდა, საუკუნეებად ილეწებოდნენ წამები. კარის ზარის ხმაზე წამოდგა ბიჭი, მშვიდად მიუახლოვდა და გამოაღო. ზღურბლზე ხუჭუჭა დაინახა. ბიჭი კარის კიდეს მიეყრდნო, ახლა სალომეს თავი ნამდვილად არ ჰქონდა. გოგონა მის სიტყვას არ დალოდებია, ისე შეაბიჯა სახლში და ოთახში გავიდა. დათამ მობეზრებულად მიხურა კარი და მშვიდად გაჰყვა უკან მას.
-ყველაფერი გავიგე. -მშვიდად წარმოთქვა მან.
დათამ წარბები შეკრა.
-რა გაიგე?
-იმ შენს ოლიკოზე, ყველაფერი გავიგე. -ნიშნისმოგებით უპასუხა სალომემ.
ბიჭს ზიზღნარევად აუთამაშდა ტუჩები.
-რა გითხარი მე შენ? -დაიღრინა მან.
-თქვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელია, დათა. -დაუყვირა გოგონამ. -ალბათ ოლიკომ არ იცის ხომ? -ირონიულად ჩაიცინა მან. -აი, რომ გაიგებს, მერე ვნახოთ მარტივად გაგიშლის თუ არა ფეხებს.
დათა ყბებში სწვდა სალომეს და სახე ახლოს მიუტანა.
-ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ, სალომე! -მუქარით დაუსისინა ბიჭმა. -ერთი სიტყვაც რომ უთხრა ოლიკოს, ეგ ლამაზი სახე არ შეგრჩება!
გოგონას ირონიული ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან, დათას გადაკიდება ნამდვილად არ იყო კარგი იდეა, მაგრამ მის გამო ყოველგვარ სიბინძურეს მოაწერდა ხელს.
-დამშვიდდი, დათა. -ძლივს ამოილუღლუღა მან, ისე მაგრად უჭერდა ბიჭი ყბებში ხელს.
დათამ ცივად შეუშვა, თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და უკან გაბრუნდა. სალომე მაშინვე მიეკრო ზურგზე ბიჭს, მან კი სწრაფად მოიშორა და მუქარით დაუქაჩა თვალები.
-მიყვარხარ. -სევდამორეული ხმით უთხრა გოგონამ.
-ისევ არ დაიწყო, რა. -შეწუხებული სახით უპასუხა ბიჭმა.
სალომემ თავი ჩახარა, გაურკვეველი ბგერები ისმოდა მისი პირიდან. დათამ მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-აბა, რომ მიყვარხარ რა ვქნა? -იბღავლა მან და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა თვალებიდან.
-კარგი რა, მე რა შესაყვარებელი ვარ. -ამზერით დახედა ბიჭმა.
-მასე რომ მეუბნები, უფრო მიყვარდები. -ზლუქუნებდა სალომე.
დათამ ღრმად ამოიხვნეშა, სიკვდილი ერჩივნა ახლა მის დამშვიდებას, მაგრამ როცა მიხვდა რომ გოგონა უფრო და უფრო უმატებდა ტირილს, მიუახლოვდა. მხარზე დაადო ხელი, სალომე კი სწრაფად მივარდა და მთელი ძალით მიეკრო მას. დათას სახე მოეღრიცა, ფრთხილად მოჰკიდა ხელი და მოიშორა.
-აბანოში უნდა შევიდე. -მოიმიზეზა დათამ.
გოგონამ სლუკუნით მოიწმინდა ცრემლები, მიხვდა რომ ეს უბრალოდ მცდელობა იყო მისგან თავის დაღწევის და სხეული ბოღმით აევსო, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
-დავმშვიდდები და წავალ. -უპასუხა მან.

დათა კი სწრაფად შეიტრიალდა და აბანოში შევიდა, ცოტა ხანში წყლის მშხეფარე ხმა გაიგონა გოგონამ და იქვე მდგომ სავარძელში ღონემიხდილი ჩაესვენა. გონებაში დათას დაბრუნების გზებს ეძებდა, აინტერესებდა რა გეგმა ჰქონდა ზურას, მაგრამ ბოლომდე არ ენდობოდა მას. კარზე კაკუნი შემოესმა, სწრაფად წამოდგა და კარს მიუახლოვდა. გამოაღო თუ არა, სალომეს ფერი დაეკარგა, შემდეგ კი უცბად მოვიდა გონს. ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
კარის ზღურბლზე ოლიკომ სალომე დაინახა და მუხლებში ძალა წაერთვა. ვინ მოთვლის, რამდენმა აზრმა და კადრმა გაიელვა იმ წამს მის გონებაში. სალომემ კი კმაყოფილი სახით გაუღიმა და კარი ფართოდ გამოაღო.
-შემოდი. -წარბებაწევით უთხრა მან. -დათა აბანოშია, მალე გამოვა. -ირონია ჩართო გოგონამ.
-არა, წავალ. -ხმა აუკანკალდა ოლიკოს და წასასვლელად შეტრიალდა.
-არა, რატომ? -მხარში სწვდა სალომე. -დამშვიდდი, ჩემი ბრას ასაღებად შემოვირბინე, აქ დამრჩა და. -კეკლუცით განაგრძობდა სალომე.
ოლიკოს ლოყები აუწითლდა, თვალები ჩაუწყლიანდა. თითქმის კანკალმა აიტანა და ძალაც კი აღარ შერჩა, რომ სალომეს ბიძგს შეწინააღმდეგებოდა. გოგონამ თითქმის ძალით შეათრია სახლში.
ოლიკო აკანკალებული, მუხლმოკვეთილი ნაბიჯებით გავიდა მისაღებ ოთახში და სავარზელში ჩაჯდა. თავს მაღლა არ სწევდა, თვალებზე ცრემლების ცხელი ბურთები აწვებოდა და ბოლომდე ებრძოდა საკუთარ თავს, რომ სალომეს თანდასწრებით არ ეტირა.
-ძალიან ვწუხვარ თქვენს გამო. -ხელოვნური სევდით წამოიწყო საუბარი სალომემ.
ოლიკომ მაშინვე ახედა, წარბებშეკრული შეაჩერდა მომღიმარ გოგონას.
-რა იყო? -ასევე ხელოვნური გაკვირვებით შეეკითხა სალომე. -მოიცა, შენ რა, არ იცი?
-რა უნდა ვიცოდე? -ბრაზნარევად იკითხა ოლიკომ.
სალომემ ტუჩებზე ხელი აიფარა.
-ვაიმე, არ უნდა მეთქვა? -განაგრძობდა თამაშს ხუჭუჭა.
-რა არ უნდა გეთქვა? -უფრო ხმამაღლა წამოიძახა ოლიკომ.
მწვანეთვალებამ ხვნეშით ამოისუნთქა, ჩანთას დაავლო ხელი და კარისკენ დაიძრა, შემდეგ კი გაფითრებულ გოგონას შემოუტრიალდა.
-დედაშენი და დათას მამა ადრე შეყვარებულები იყვნენ. დათას კარგად ვიცნობ, როგორც ჩანს დედაშენზე შურისძიება აქვს გადაწყვეტილი და მაგიტომ დაგდევს. -ნიშნისმოგებით მიუგდო სიტყვები მწვანეთვალებამ და ნარნარით გავიდა სახლიდან.

ოლიკო ერთხანს სახეწაშლილი იჯდა, შემდეგ კი, გაურკვეველი ხრიალი ამოუშვა პირიდან. ყელში სუნთქვა ეჩხირებოდა და მასზე ხელი იტაცა. ვერ ტიროდა, ვერაფერს გრძნობდა იმ მომენტში. მარტო სალომეს სიტყვები ესმოდა ექოდ ყურებში და სულ უფრო ეკარგებოდა ფერი. წამოდგომა სცადა, მაგრამ მუხლები მოეკვეთა და იატაკზე დაემხო. ძალა წართმეოდა, გაუგებრად ბურტყუნებდა რაღაცეებს.
აბანოს კარის ხმა გაიგო და მაშინვე აიხედა, გული გამალებით უცემდა. რამოდენიმე წამში კი მისაღები კარის ზღურბლზე დათა დაინახა. შავი შარვალი ეცვა, წელსზევით კი შიშველი იყო და კანი ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ქერა თმა თვალებში ჩამოჰყროდა და თვალებგაფართოვებული შესჩერებოდა იატაკზე მუხლებით დამხობილ გოგონას. შემდეგ კი, მხარზე გადაკიდებული პირსახოცი სწრაფად მოისროლა და ოლიკოსკენ გაქანდა.
-არ მომეკარო! -მთელი ძალით დაიკივლა გოგონამ.
დათამ წარბები შეკრა. დარწმუნებული იყო, რომ ოლიკომ სახლში სალომე ნახა და ამის გამო იყო გაბრაზებული. ღრმად ამოისუნთქა, სველი თმა უკან გადაიწია.
-არავინ არ არის ის გოგო. -მშვიდად თქვა დათამ.
ოლიკომ ზიზღით ახედა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა და სწრაფად წამოდგა.
-არ მაინტერესებს, ვინ არის?! ჩემთან მოახლოვებაც აღარ გაბედო!
-ეგ მეორედ აღარ მითხრა!- დაიღრიალა დათამ.
-დედაჩემის გამო, შურისძიება გინდა არა? -გააფთრებული სახით შესჩერებოდა გოგონა სახეში.
ბიჭმა წარბები შეკრა, წამით ვერ მოვიდა აზრზე რა შუაში იყო ოლიკოს დედა, მაგრამ მერე მიხვდა. მიხვდა, რომ ის სალომეს სიტყვებს იმეორებდა.
-ამის დედას შე**ცი! -დაიღრიალა დათამ და მთელი ძალით ჰკრა ფეხი სავარძელს.
ოლიკო უეცრად შეკრთა, ცრემლები შეეყინა და შიში ჩაუდგა თვალებში. შემდეგ კი, მთელი სისწრაფით დაექანა კარისკენ, დათა მკლავში სწვდა.
-გამიშვი, შე ცხოველო! მომშორდი ახლავე! -ბოლო ხმით ყვიროდა ოლიკო.
-მაგას როგორ მეუბნები, გოგო! -ღრიალებდა დათა და მთელი ძალით უჭერდა გოგონას ხელს. -მაგას, როგორ მეუბნები!
-ხელი გამიშვი, ახლავე! -მშვიდი სიმკაცრით უთხრა ოლიკომ.
დათამ ხელი შეუშვა, ამოტრიალებული სავარძელი გაასწორა და მასში ჩაესვენა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ხელები თავზე შემოიწყო.
-ჩემი სახელი აღარ ახსენო! -იგივე ხმით უთხრა გოგონამ. -ჩვენ აღარ არსებობს, ვარსებობთ მე და შენ, ცალ-ცალკე.
დათა ისევ ისე იჯდა, უხმოდ. ოლიკო კი ნელი ნაბიჯით შეტრიალდა კარისკენ. ბიჭმა ახედა, ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით შესჩერებოდა მისგან მიმავალ ოლიკოს.
-მიყვარხარ, ოლი.
დათას ხმაში ყველაფრის ამოკითხვა შეიძლებოდა. ტკივილის, სიყვარულის, სინანულის, ბრაზის... აბსოლუტურად ყველა ემოცია იგრძნობოდა მის მიერ წარმოთქმულ სიტყვა „მიყვარხარში“ და უკვე კარის ზღურბლზე მდგარი ოლიკო, ადგილს შეეყინა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ნიკაპი აუკანკალდა და ცხელი ცრემლები გადმოუგორდა ღაწვებზე, მაგრამ უკან არ გაუხედავს. ბოლომდე დაატანა თავს ძალა და კარის ზღურბლს გადასცდა.
დათა კი იჯდა, ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. თითქოს, ყველა მისი ემოცია იმ ერთ სიტყვაში მოაქცია და ოლიკოს გაატანა.

***
ოლიკოს იმ მომენტში არავის ნახვა სურდა. არც თეკლესი, არც ილიკოსი და მით უფრო არც დედამისის. მთელი გზა ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, ტაქსის მძღოლი ინტერესით ათვალიერებდა გოგონას. კითხა კიდევაც, რატომ ტიროდა, მაგრამ ის უხმოდ იჯდა, მხოლოდ სლუკუნებდა და სველ სახეს, ფესწასული ხელებით იწმენდდა.
სახლში მისულს, კარი ილიკომ გაუღო და სახედასიებული და რომ დაინახა, მაშინვე წარბები შეკრა. ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა გოგონა. ამ უკანაკნელს კი ყურადღება არ მიუქცევია და მთელი სისწრაფით გაქანდა თავისი ოთახისკენ. ილიკო მაშინვე მიჰყვა უკან და საწოლზე სახით დამხობილ დას მიუახლოვდა.
-რა დაგემართა, ოლიკო? -შიშჩამდგარი ხმით შეეკითხა ილიკო.
-დედა შემოვიდეს, ახლავე! -ბალიშში ჩაჰყვირა გოგონამ. ილიკომ ჯერ წარბები შეკრა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
წამოდენიმე წამში, ოლიკოსთან სახეწაშლილი ნინო შევიდა. გოგონამ ზიზღით გამოხედა, შემდეგ კი საწოლზე წამოჯდა.
-აი, თურმე რატომ გეზიზღება დათა. -ცივად მიუგდო სიტყვები ნინოს.
ილიკო ინტერესით შეშტერებოდა ხან დას, ხანაც დედას.
-ვერ ვხვდები, რას ამბობ. -თავი გაისულელა ქალმა.
-რას ვერ ხვდები? -დაიყვირა ოლიკომ.
-ჩუმად! მამაშენმა არ გაიგოს. -თვალები დაქაჩა ნინომ.
-რა ხდება? -ინტერესით იკითხა ილიკომ.
-ჩვენი საამაყო დედა და დათას მამა, ადრე შეყვარებულები ყოფილან. იცოდი? -მიუბრუნდა ოლიკო ძმას. ამ უკანასკნელს კი სახე გაუფითრდა და ნინოს შეხედა, რომელსაც უმისამართოდ გაშტერებოდა თვალი.
-ეს წარსული იყო. ვის არ ყოლია შეყვარებული? -თავი გაიმართლა ნინომ და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესვა.
-შენი წარსული მე მახოცავს ხელებს, დედა! -აკანკალებული ხმით წამოიყვირა ოლიკომ და ბალიშზე დაემხო ხმამაღალი ტირილით.
ნინომ ღრმად ამოისუნთქა, ქალიშვილის საწოლს მიუახლოვდა და თავთან ჩამოუჯდა. უნდოდა მოფერებოდა თავის ქალიშვილს, მაგრამ ოლიკომ ცივად ამოხედა.
-ხელი არ მახლო! ამდენი წელი უყურებდი საკუთარ ქალიშვილს, როგორ ათენებდა ტირილით ღამეებს დათას გამო და ერთხელაც არ გაგჩენია სურვილი, რომ ჩემთვის გეთქვა ნამდვილი მიზეზი, რის გამოც დაიჭირა ჩემთან საქმე დათამ?
ქალს გული შეეკუმშა, პირზე აიფარა ხელი და ცრემლები ჩამოუგორდა.
-გადი აქედან. -ზიზღით მიუგდო სიტყვები გოგონამ დედამისს და თავი ბალიშში ჩარგო.

ილიკომ თვალებით ანიშნა ნინოს, რომ გასულიყვნენ. როცა დერეფანში გავიდნენ, ნინომ ზიზღითა და ცრემლებით აკანკალებული ხმით შესძახა ილიკოს.
-სულ იმ ეშმაკი ბიჭის ბრალია ყველაფერი, ასეთ დღეში რომ ჩამიგდო ჩემი ბავშვი.
ილიკომ წარბები შეკრა.
-ყოველთვის სხვას როგორ ადანაშაულებ იმაში, რაშიც შენ ხარ დამნაშავე? -ამზერით დახედა დედას და სწრაფად შევიდა თავის ოთახში.

***
დათას უკვე ალკოჰოლური სასმელის მეორე ბოთლი დაეყვანა შუამდე. ბოთლიდან სვამდა სასმელს და უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში. ვინ იცის, იმ წამს რაზე ფიქრობდა. მხოლოდ ოლიკოს სახე ედგა თვალწინ, ზიზღიანი და არაფრისმთმელი. ასეთი სახე მას მაშინაც არ ჰქონია, როცა 4 წლის წინ შორდებოდა. არც 4 წლის შემდეგ, კლუბში რომ შეეჩეხა. არასდროს არ უნახავს ბიჭს ოლიკოს ეს მზერა და ამან თითქოს მოკლა დათა. სუნთავდა, მაგრამ საკუთარ სხეულსაც ვეღარ გრძნობდა. სიკვდილი ერჩივნა გოგონას ამ სახის დანახვას, სიკვდილზე უარესი რამ ემართებოდა.
შემდეგ კი, ბარბაცით წამოდგა. შავი მაისური გადაიცვა. ტყავის ქურთუკი მოიგდო ბეჭებზე და სწრაფად გავიდა კარში. უკვე საგრძნობლად დაბნელებულიყო, კიბეებს ძლივს ჩაუყვა დათა. უჭირდა საფეხურების გაგნება, ვერაფერს ხედავდა და ვერც საკუთარ ფეხებს გრძნობდა. ძლივს გავიდა გარეთ და ბარბაცით მიუახლოვდა საკუთარ მანქანას, როცა კეფაში მძიმე ჩარტყმა იგრძნო და გაითიშა.

***
ოთხშაბათი 18:35
ოლიკოს სახლის კარზე ხმამაღალი ბრახუნი ისმოდა. კარი ილიკომ გააღო და გააფთრებულ, ტატას მზერას გადააწყდა, უკან კი თეკლე მოჰყვებოდა. ორივე მათგანი აღელვებული ჩანდა.
-ოლიკო სად არის? -სახეში შეაფრინდა ტატა ილიკოს.
-თავის ოთახშია. -ძლივს მოაბა რამის თქმას თავი ილიკომ.
გოგონები სირბილით გაექანნენ ოლიკოს ოთახისკენ და მთელი ძალით შეცვივდნენ შიგნით. გოგონა ისევ საწოლზე ემხო და მათ შესვლაზე, ძლივს წამოწია ბალიშიდან თავი. თვალები ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, აღელვებულ გოგონებს უკან ილიკოც შემოჰყვათ.
-რა სახეები გაქვთ? -ძალაწართმეული ხმით იკითხა გოგონამ.
თეკლე გაფითრებული, შეშინებული სახით შესჩერებოდა მეგობარს თვალებში და ხმას ვერ იღებდა.
-ტელევიზორს არ უყურე? დათა დაიკარგა. -გააფთრებული სახით წამოიყვირა ტატამ.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ეს რაარის გოგო, ეს რაარის, მე მიკეთებ ამას ? მე მიკეთებ ამაას ??? გული მისკდება, გავაფრენ ახლა, ჩემი დათა :( ოლიკო, ოოჰ ოლიკოო, გაარკვიე და მერე წადი სატირლად ოლიკოო...
გული მომიკალი შენ მე !

ჩემი სიმპატიაგა ბიჭი :( <3

 


№2 სტუმარი Guest ნინა

ვაიმე გული...
ვერ გადავიტან...
უეჭველი შევეწირები..
მუცელში ყველაფერი ამტკივდა საერთოდ..
ვაიმე იმდეა ეს ბოლო განსაცდელი იქნება ამათ ცხოვრრებაში.
ყველას თავისი მიეზღოს...
ვერ ვიტან ვერც ერთს... ეს ძუნკალი ნინო. ვაიმე ასეთი დედები არ უნდა არსებობდნენ.
ძალია. მაგარი იყო.. ველოდები ახალ თავს ხვალ.
საოცრება ხარ.

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

Guest ნინა
ვაიმე გული...
ვერ გადავიტან...
უეჭველი შევეწირები..
მუცელში ყველაფერი ამტკივდა საერთოდ..
ვაიმე იმდეა ეს ბოლო განსაცდელი იქნება ამათ ცხოვრრებაში.
ყველას თავისი მიეზღოს...
ვერ ვიტან ვერც ერთს... ეს ძუნკალი ნინო. ვაიმე ასეთი დედები არ უნდა არსებობდნენ.
ძალია. მაგარი იყო.. ველოდები ახალ თავს ხვალ.
საოცრება ხარ.

ნინა მადლობა ჩემო საყვარელო <3 მეც გული მისკდებოდა, რომ ვწერდი :/

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმე რაქენი ეს ჰაა ეხლა დათას მოტაცება იქნებოდა არა მაინცვერ ვხვდები დედა ასეთი როგორუნდა იყოს უყურებს შვილი როგორ იტანჯება და კიდევ უარესს უკეთებ..შენ რაც შეგეხება უმაგრესი ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს იმედია დათა თავს დაახწევს როგორმე <3 <3

 


№5  offline წევრი SillyGirl

მეთქი ეშველათთქო დაა არ შემარგე ხო ცოტახნით მაიმც ?
ნერვებს მიშლის ნინო ძალიან
სალომე ერთი ჩვეულებრივი შტერია და იმასაც ვერ ხვდება ოლიკოსთან რო არ იყოს დათა მაინც არ იქნება ბოლომდე სალომესთან.
ილიკოს პერსონაჟიც მომწონს , გამოავლინა მაინც ძმური მზრუნველობა.
ჩემს დათას რა უქენი ?
კაი რა კაი რაააა...
მოკლედ დაიძაბა სიტუაცია ძალიან.
ჩემი გიორგი რატო მომიტეხე ამ თავიდან ?
ველი მომდევნო თავს ინტერესით
ნუ გამინადგურებ ჩემს ისედაც განადგურებულ "დათუნას" :დ

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

Guest მარიამი
ვაიმე რაქენი ეს ჰაა ეხლა დათას მოტაცება იქნებოდა არა მაინცვერ ვხვდები დედა ასეთი როგორუნდა იყოს უყურებს შვილი როგორ იტანჯება და კიდევ უარესს უკეთებ..შენ რაც შეგეხება უმაგრესი ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს იმედია დათა თავს დაახწევს როგორმე <3 <3

ნინოს იმდენად ეზიზღება დიმიტრი, რომ ეს ზიზღი ყველაფერს ფარავს. ვნახოთ, რა მოხდება. :/ უღრმესი მადლობა მარიამ <3 <3

SillyGirl
მეთქი ეშველათთქო დაა არ შემარგე ხო ცოტახნით მაიმც ?
ნერვებს მიშლის ნინო ძალიან
სალომე ერთი ჩვეულებრივი შტერია და იმასაც ვერ ხვდება ოლიკოსთან რო არ იყოს დათა მაინც არ იქნება ბოლომდე სალომესთან.
ილიკოს პერსონაჟიც მომწონს , გამოავლინა მაინც ძმური მზრუნველობა.
ჩემს დათას რა უქენი ?
კაი რა კაი რაააა...
მოკლედ დაიძაბა სიტუაცია ძალიან.
ჩემი გიორგი რატო მომიტეხე ამ თავიდან ?
ველი მომდევნო თავს ინტერესით
ნუ გამინადგურებ ჩემს ისედაც განადგურებულ "დათუნას" :დ

ვაიმე :დდდდდდდდდდ გიორგი რაც დაგაკელი, აგინაზღაურებ შემდეგ თავებში :დდდდ მადლობა, ტკბილო <3

 


№7  offline წევრი nini sabauri

სულ ცოტა მაკლდა გულის გასკდომამდე,როგორ გავუძლო ახლა დათას დაკარგვასს? საწყალ ოლიკოს ეს უნდოდა კიდეე? რა უცებ იცის ხოლმე ოლიმ გაბუტვა და გაბრაზება...რავქნა ორივე მეცოდება ძალიან.ძვლივს დავინახე ესენი ერთად და ისევ დაშორდნენ:(
ნინოს უკვე მართლა ვეღარ ვუძლებ,საზღვარი არ აქვს მის ეგოისტობას, ისეთი ეგოისტია რომ საკუთარი შვილის გრძნობებიც კი ავიწყდება...
მოუთმენლად გელოდები<3

 


№8  offline მოდერი MoonDaughter

nini sabauri
სულ ცოტა მაკლდა გულის გასკდომამდე,როგორ გავუძლო ახლა დათას დაკარგვასს? საწყალ ოლიკოს ეს უნდოდა კიდეე? რა უცებ იცის ხოლმე ოლიმ გაბუტვა და გაბრაზება...რავქნა ორივე მეცოდება ძალიან.ძვლივს დავინახე ესენი ერთად და ისევ დაშორდნენ:(
ნინოს უკვე მართლა ვეღარ ვუძლებ,საზღვარი არ აქვს მის ეგოისტობას, ისეთი ეგოისტია რომ საკუთარი შვილის გრძნობებიც კი ავიწყდება...
მოუთმენლად გელოდები<3

ეჰ :((( ჩემი ბოვჩები <3 მადლობა ნინიი <3 ხვალ იქნება შემდეგი, ტრადიციულად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent