შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 46


3-05-2017, 09:23
ავტორი Lex
ნანახია 1 237

46.
ზამთარი ისე მიილია მიმის არც მხატვარი უნახავს და არც ფიფოს შეხვედრია. გაზაფხულზე, ისევ შეიკრიბნენ, თითქოს ისევ ისე ძველებურად გაგრძელდა მეგობრობა, მაგრამ მიმი გრძნობდა, ეს ისეთი ურთიერთობა აღარ იყო, როგორიც ადრე ჰქონდათ...
გაზაფხულს მერე ზაფხულიც მოჰყვა და მიმიმ სულ მიივიწყა ბიჭები, მთელი ზაფხული მოგზაურობდა. ერთ სეზონზე ორჯერ იყო ზღვაზე, მთებშიც ისვენებდა ერთხანს და სათავგადასავლო ტურითაც მოუწია მოგზაურბა და აბა სად ეცალა ძველი მეგობრებისთვის, თუმცა არც ბიჭებს მოუკლიათ თავი მოკითხვით, ყველა თავის პირად საქმეებში იყო ჩაფლული.
ბოლოს ყველაზე კარგად მხატვართან გრძნობდა თავს, ეგონა ამ ქვეყნად ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მშვიდად და გემრიელად შეეძლო დასვენება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც მძაფრად შეიგრძნო, რომ იქ მისი ადგილი არ იყო... თავიც კი ზედემტად იგრძნო და რადგან იფიქრა, რომ იქ არაფერი ესაქმებოდა და არც არავინ აიძულებდა იქ ყოფნას ისე უჩუმრად, თითქოს გაპარვით გაეცალა იქაურობას, რომ დამშვიდობებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ...
ფიფო კი?...
რაც შეეხებოდა ფიფოსთან ურთიერთობას, მასთან უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, და ბევრად ადრე, ვიდრე საბოლოოდ დაშორდებოდნენ ერთმანეთს... ~
ის გაზაფხულის შერიგებაც უმწეო აღმოჩნდა, თავიდანვეც ასე ჩანდა და მერეც არაფერი მოიტანა...
ზაფხულთან ერთად მიმის შვებულებაც ამოიწურა. ჩამოსვლისთანავე, თავის ახალ იდუმალ მეგობარს დაუწყო ძებნა.
ბევრი მესიჯებისა და ზარების შემდეგ როგორც იქნა უპასუხა, და დიდი წვალების მერე მაინც დაითანხმა შეხვედრაზე.
კაცი აშკარად გაურბოდა, გრძნობდა ამას, მაგრამ ისე იყო შეპყრობილი მისი იდუმალებით, რომ მოსვენებას არ აძლევდა. მათ შორის დახშული უზარმაზარი ალაყაფის კარი ამ კაცთან დაახლოვებას შეუძლებელს ხდიდა, მხოლოდ კარის ჭუჭრუტანიდან დანახულით უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ არ ბრაზობდა, მაინც არ სწყინდა, ხელსაყრელ დროს ელოდა და დარწმუნებული იყო აუცილებლად დადგებოდა...
მიმის ამ იდუმალი ნაცნობის მიმართ სულ სხვა ინტერესი გაუჩნდა, ბევრად უფრო განსხვავებული ვიდრე საერთოდ ვინმეს მიმართ ჰქონია. ზუსტად თავადაც ვერ აცნობიერებდა, რა უნდოდა, რას მოელოდა მისგან, მხოლოდ იმას გრძნობდა, ეს იდუმალი კაცი ბევრ რამეს ფარავდა და ბევრ კითხვას უმნიშვნელო ტყუილით ნიღბავდა...
თავის მხრიდან ამ კაცსაც გაუჩნდა მიმის მიმართ ინტერესი, მაგრამ უფრო მეტად ფიფოს ხაზით იყო დაინტერესებული, თუმცა მალევე მიხვდა მათ შორის რაღაც დიდი კონფლიქტი იყო, ცდილობდა შეერიგებინა, და იქნებ ამ შერიგების მერე თავად როგორმე ჩამოშორებოდა მიმის, ამიტომ რჩევა-დარიგებასაც არ აკლებდა და ფიფოს საქციელსაც უძებნიდა გამართლებას...
- თუ მართლა გულით გიყვარს...
- არ ვიცი... –
მიმიმ თვალი აარიდა, მართლა არ იცოდა რის გულისთვის სწყდებოდა ასე ძლიერ გული.
- არ იცი გიყვარს თუ არა? იქნებ სულაც იმის გულისთვის გწყდება გული, რომ მაგ შენი ფიფოს სახით ერთი თაყვანისმცემელი მოგაკლდა?
- ჩემი არ არის -
მიმის ხმა გაებზარა.
- და არც არავისი არ არის... ადამიანი თავად წყვეტს სად წავიდეს და ვინ უყვარდეს... ან ვინ უნდა... –
კაცი გაჩუმდა
- და ვინ უნდა სძულდეს არა?
კაცს გაეცინა:
- არა, არა, დამშვიდდი, შენ არ სძულხარ, ნამდვილად არ სძულხარ.
მიმი მდუმარედ გაჰყურებდა მზის სხივებით მოფენილ ჰორიზონტს.
დუმილი დიდ ხანს გაგრძელდა, მერე ისევ მიმიმ ამოიღო ხმა:
- სიყვარული უფრო ძლიერია თუ სიძულვილი?
- არ არსებობს ეგ ცნება!
- როგორ?
- ინდივიდუალურია და იმიტომაც ვერავინ იტყვის ზუსტად, რომელი უფრო ძლიერია...
ზოგს ისე გამეტებით სძულს, ყველანაირად დაგიმტკიცებს სიძულვილის ძლიერებას, ზოგი კი პირიქით... და საერთოდ, რასაც აღმერთებ ის უფრო ძლიერია შენში... და შენ ხარ ეს ყველაფერი - სიძულვილიც და სიყვარულიც... –
კაცი გაჩუმდა. მერე კი უფრო ნაღვლიანად დასძინა:
- მაგრამ სიყვარული უფრო დიდ ხანს ცოცხლობს... უკვდავია სიძულვილისგან განსხვავებით...
მიმი სულგანაბული უსმენდა, ახლა უფრო მეტად დაინტერესდა ამ კაცით. უფრო მეტი რამ უნდოდა მასზე გაეგო, მაგრამ როგორც კი რაიმე შეკითხვას დაუსვამდა, კაცი ყველანაირად არიდებდა და თავს და ცდილობდა თემა შეეცვალა. იშვიათად თანხმდებოდა შეხვედრაზე, ტელეფონსაც კი ძალიან ძუნწად პასუხობდა.
სამაგიეროდ აქეთ უსვამდა შეკითხვებს და მიმიც გულუბრყვილოდ არაკრაკდებოდა.
კაცი გონიერი იყო დინჯად საუბრობდა. აშკარად ბევრად კარგი განათლება ჰქონდა, მაგრამ მიმის რატომღაც უბრალო სოფლის ბიჭად აჩვენებდა თავს. მიმი ყველაფერს ამჩნევდა, მაგრამ საერთოდაც არ სწყინდა, პირიქით უფრო ართობდა და უფრო მეტად ინტერესდებოდა, დარწმუნებული იყო დადგებოდა დრო და კაცი ყველაფერს აუხსნიდა რისთვის მალავდა ასე საგულდაგულოდ თავის ცხოვრებას.
მიმი ლამის ყველა თემას ეხებოდა, ფიქრობდა, საუბარში სადღაც მაინც ხომ გამოვლენს თავის პიროვნებასო, თუმცა იმაზე მეტს მაინც ვერაფერს იგებდა, რაც უკვე აქამდე იცოდა.
- იცი, გუშინ ისე დავიღალე... მთელი დღე ვიმგზავრე... მერე ფეხით იმდენი ვიარეთ, მთის კენწეროზე მოქცეულ ტაძრამდე საცალფეხო ბილიკის მეტი სხვა გზა არ იყო... ისე დავიტანჯე და უშედეგოდ...
ტაძარშიც კი არ შემიშვეს...
ზოგი შეუშვეს, ზოგი არა... ვინც მოეწონათ შეუშვეს, ვინც არ მოეწონათ.... –
გაჩუმდა თუ არა მალევე მიახალა.
- შენ? შენ როგორ გაატარე უქმეები?
- ისევე, როგორც სხვა საქმიანი დღეები და რატომ არ შეგიშვეს ტაძარში? –
პიპამ ოსტატურად მოიგერია მიმის გამოკითხვა და თავად დაუსვა შეკითხვა.
- ჯინსები მეცვა, აბა იმ ტყე-ღრეში კაბით გამოპრანჭული, ხომ არ ვივლიდი... ზემოდან დიდი შარფი მქონდა მოხვეული..
და მაინც არაო... არ იმსახურებო... არ ხარ ღირსიო ....
ჯერ ნერვები მომეშალა... მერე კი ლამის ვიტირე...
კაცს გულიანად გაეცინა.
- რა გაცინებს?
- გასაგებია რატომაც
- რა არის გასაგები?
- სულ მარტივად შეიძლება ამის ახსნა - შენ მოითხოვ მისგან პატივისცემას და შენ თვითონ არ სცემ მას პატივს, აი ამიტომაც არ შეგიშვეს ტაძარში თუნდაც შენიღბული შარვლით.
- ჩაცმულობას რა მნიშვნელობა აქვს, მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო - რა არ გაგიგია?
კაცს ახლა უფრო ძლიერი სიცილი აუვარდა.
- იმიტომ რომ ის მღვდელია და ისედაც უნდა შეიცნო მასში მისი არსი.
მიმი უკმაყოფილოდ აიბუზა.
- თავად, როგორც უნდათ ისე იქცევიან, სხვებს კი მოუწოდებენ...
- ჰმ, არც შენ მოგწონს არა ჯიპებით რომ დადიან?
- არა... რაღაც საშინელ უნდობლობას იწვევს...
სულიერ უნდობლობას... და ნუ არ ვიცი რა...
- მერე შენც ისეთი ნახე, ვისაც ჯიპი კი არა წესიერი ფეხსაცმელებიც კი არ აცვია...
მიმიმ გაკვირვებით შეხედა:
- მერე და არიან მასეთებიც?
- არიან, საკმარისად არიან, თუმცა ალბათ უკვე ძალიან ცოტანი დარჩნენ...
მანკიერება ყოველთვის დიდი დოზით არის და ამიტომაც ასე ხშირად გეჩხირება თვალებში...
უმანკოება კი ძალიან ცოტაა... სულ პაწაწინაა და ძალიან თბილი, იშვიათი... სანატრელი...

LEX·2016 წლის 19 სექტემბერი, ორშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent