შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (12)


3-05-2017, 23:01
ავტორი gonegirl
ნანახია 11 819

ნინი.
-წყალი და მოსაცმელი არ დაგრჩეს!-ლეპტოპთან ვჯდები და ვინ იცის მერამდენედ ვხსნი ერთსა და იმავე ვიდეოს
-ჩავდე ყველაფერი-გვერდით მისკუპდება საძინებლიდან გამოსული მაშო-ისევ იმას უყურებ?
-ჰო და არ ვიცი რა ვქნა-თითებს ნერვიულად ვაჭერ ჩართვის ღილაკს. მთელ ეკრანზე იშლება ლექსოს გუნდელის დაბადების დღის ვიდეო
-ზუსტად ასე გითხრა შემთხვევით დავეჯახეო?-თავს აბრუნებს თვალებდაწვრილებული მაშო
-ჰო კაფეში რომ ვიჯექით მაშინ ყვებოდა ქალბატონი, შემთხვევით გავიცანიო, შემთხვევით კი არა ჩასაფრებული ყოფილა- ზიზღიან მზერას ვტყორცნი მოლაპარაკე იუბილარის უკან მდგარ ნატოს გამოსახულებას ცბიერი აფთარივით რომ უყურებს ვიღაცეებთან საუბარში გართულ ლექსოს და კადრი უკვე გაზეპირებულ მომენტსაც აღწევს, ჭიქამომარჯვებული ნატალი პირდაპირ ლექსოსკენ იღებს გეზს და ნახევარი მეტრის დაშორებით ვითომ თავჩაღუნული აგრძელებს სიარულს, ჰოდა ესეც შედეგი, ორ წამში გაფუჭებული პიჯაკით აყუდებული ლექსო სავარაუდოდ იქეთ ებოდიშება აფერისტობის განსახიერება ნატოს, ღერა-ღერა უნდა დააცალო ის დაუთოვებული თმები
-გეუბნები პირდაპირ ვუთხრათ მეთქი-ტუჩებს პრუწავს მაშო
-რა ვუთხრათ შენმა ძვირფასმა სატრფომ დაჯახება გაითამაშა რომ გაეცანი თქო? ან მატყუარა გამოვა ნატალია ან სიყვარულისთვის ყველაფრის ჩამდენი გმირი, არ იცი ლექსოს ამბავი?-თვალების ტრიალით ვხურავ ლეპტოპს.
-ეგეც მართალია, არა რა ბოთეა ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი-ხელებს ჰაერში აფრიალებს მაშო. სანამ ანბანის მიხედვით მივყვებოდე ნატოს მიწასთან გასასწორებელ სიტყვებს ზარის ხმა ჩამესმის ყურში.
-მოვიდნენ მგონი-თმების სწორებით მივკაკუნებ კართან და სახელურს ვექაჩები
-დღეს ბუჩქს აღარ გავხარ ნინელი-წელზე მოხვეული ხელით მატრიალებს ლექსო
-უფასო კარუსელიი-წივილით ვეკიდები კისერზე
-მე რატო მჩაგრავთ სულ?-ბოტოტა მკლავებს შლის შემოსასვლელში აყუდებული ხვედელიძე
-დაიკელი ასი კილო და შენც გაკატავებს-კისკისით ვუყოფ ენას, აი ლუკას საეჭვოდ გატენილი ზურგჩანთა კი ზოგადად დაკლების პერსპექტივას აყენებს ეჭვქვეშ.
-მზად ვარ მე-საძინებლიდან კეტებით მოალაჯებს მაშო.
თუ აქამდე სამნი ძლივს ვეტეოდით ლიფტში, დღევანდელი ექსპერიმენტით მტკიცდება რომ დაჟე ოთხი ადამიანის დატევაც შესაძლებელი ყოფილა, მით უმეტეს თუ ერთ-ერთი მათგანი ხვედელიძეა და თან როგორც ყოველთვის გიგანტური ჩანთით ხელში
-ერთი ის გამაგებინა ლუკა, ყველგან შეყვარებულივით რატო დაათრევ მაგ რუგზაკს,მანქანაში ვერ დატოვებდი?-ბუზღუნით გამოდის ლიფტიდან მაშო
-ჰაერი-ხელებს ვიშვერ სადარბაზოში გამოსული
-გადავრჩით-ბანს მაძლევს კალათბურთის მამა
-ასეთი სივიწროვეც არ იყო-წარბებს უდანაშაულოსავით წკეპს ხვედელიძე, როგორც ჩანს ვიღაცამ მაინც იმგზავრა ჩვენ ოთხს შორის კომფორტულად და ის ვიღაც როგორც ყოველთვის ლუკაა.
-წინ მე ვჯდები დაგასწარით-ხელებგაშვერილი მივემართები მანქანისკენ
-ოღონდ ფანჯრიდან ნუ შეხტები ნინელი, მაცადე გაგიღო-ზურგს უკან მესმის ლექსოს ხითხითი.
ხვედელიძემ აქაოდა წინ არ მსვამთ მუსიკა მაინც ჩამართვევინეთო, ჰოდა დიდუბემდე მთელი გზა ემინემის მძიმე და ქურდულთან მიახლოვებული რეპის სმენაში გვხდება სული, ჩვენ ოთხს შორის ისევ ერთადერთია ბედნიერი და რაღა თქმა უნდა ისევ ლუკა.
-ამის შემდეგ იავნანასავით მოხვდება ყურს რუსიკოს წიკვინი-საფეთქლების ზელვით გადმოდის მაშო
-მოიცა სიურპრიზი მაქვს შენთვის-ჩანთიდან ლიკანის ბოთლს იღებს ხვედელიძე-ბაბუაჩემის გამოხდილი თაფლის არაყია
-ვაიმე ამ არაყმა არ გამთიშა ბალიაშვილის დაბადების დღეზე?-მბრალდებელივით ვიშვერ ხელს
-შენ ყველაფერი გთიშავს ნინელი-მხარზე მეხვევა ახითხითებული ლექსოს თითები, მოკლედ ოცი წლით მაინც ჩამიკლა დალევის სურვილი.
-მადლობა პუსკუნ-კისერზე ეკიდება თვალებაციმციმებული მაშო. მზერა ახალშემოსულ დიდ მწვანე ავტობუსზე გადამაქვს
-გამარჯობა ქერა-ხელს მიქნევს ფანჯრიდან გადმოწოლილი აპოლონი
-გამარჯობა-გაბადრული ვკივი
-დაიწყო-თვალებს ატრიალებს მაშო
-ვინაა?-კისერს იგრძელებს ლექსო, სავარაუდოდ ხვედელიძეც ამოიღებდა ენას სნიკერსის ჭამით რომ არ იყოს გართული.
-ჩვენი მეზობელია და მაშოს კურსელი-მოხსენებაზე გასულივით ვუკარკლავ.
-ჰე წავედი აბა-სათითაოდ გვკოცნის ტუჩებგამობერილი მაშო
-ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება მაშინ ჩამოდი-მოგუდულად დუდღუნებს ლუკა
-ბოლო სავარძელზე არ დაჯდე თავბრუ დაგეხვევა-მხარზე ვუტყაპუნებ ხელს
-თუ რამე დაგჭირდეს დაგვირეკე-თავზე კოცნის ლექსო
-კაით ხალხო ექსკურსიაზე მივდივარ სამამულო ომში კი არა-ხვედელიძის საჩუქარს ჩანთაში ტენის მაშო და ასკინკილით მიემართება გაჩერებული ავტობუსისკენ.
-აბა კაფე გირჩევნიათ თუ სახინკლე?-მარჯვენა ყურთან ჩამესმის ლექსოს ხმა
-კაფე-დაუფიქრებლად ვწიწვი
-სახინკლე-ხელების ქნევით ხავის ლუკა, განმგმირავ მზერას ვტყორცნი
-მანდილოსანს უნდა დაუთმოო ნათქვამია-მხრებს იჩეჩავს ფაჩულიას ძმაკაცი, გამარჯვების შეძახილი მცდება ყელიდან.
-არ შეიძლება ასე- კუდამოძუებული მაჩვივით მოგვყვება აჯუჯღუნებული ხვედელიძე. რას იზამ, სუსტი სქესის სურვილი უპირველეს ყოვლისა. ემინემის რეპიც კი საამოდ ხვდება სმენას უკანა გზაზე.
-ნატალიმ რაღაც საქმე მაქვსო და ორ წუთში დავიძრებით-დამნაშავის ხმით გვატყობინებს მძღოლი უცხო კორპუსის წინ დამუხრუჭებისას. მთელი ძალით ვცდილობ სახის დაწყობას, უბრალოდ გაუძელი ნინი, ორი წუთით აიტან და მორჩა.
-ეს ვინღაა?-მინისკენ თავს აქნევს ხვედელიძე, ინსტიქტურად გადამაქვს მზერა სადარბაზოდან გამომავალ ორ სილუეტზე, ნატო და ვიღაც სტაფილოსფერთმიანი გოგო კისკისით მოემართებიან მანქანისკენ
-არ ვიცი,ჩემთვის არ უთქვამს არაფერი-მხრებს იჩეჩავს ლეკვის თვალებით მოცქირალი ლექსო და კარს აღებს. კრიჭაშეკრული ვუყურებ როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ამასობაში უკანა სავარძელზე გაწოლილმა ხვედელიძემ ნამცეცების მოწმენდაც მოასწრო, თმების გადავარცხნაც და მგონი სუნამოს ამოღებასაც აპირებს გადახსნილი ჩანთიდან.
-გამარჯობა,მე ტატიანა-ფიქრებიდან გამოვყავარ ყურებამდე გაკრეჭილი სტაფილოსფერთმიანის წკრიალა ხმას, კევის ღეჭვით სკუპდება ხვედელიძის გვერდით, მორჩა ახლა გადაიქცევა ჭამის ტომარა ლუკა ჯენტლმენობის ტომარა ლუკად.
-ნინი-გაღიმებული ვუქნევ თავს
-პრივეტ-მკაცრი სახით უერთდება ნატო
-გამარჯობა-ოდნავ ვწევ ტუჩის კუთხეს, აჰამ გასაგებია ანუ ესენიც მოდიან ახლა და თუ საჭესთან მოღუშული სახით მჯდარი ლექსოს გამოხედვით ვიმსჯელებთ ერთი მე ველოდი დღის ნატალიასთან გატარებას და მეორე ეს. უკანა ხედვის სარკეში ქალბატონის მზერას ვაწყდები აწეული წარბების თანხლებით, დაუპატიჟებლად ჩაკვეტება არ ეყო და ახლა წინ ჯდომაც მოუნდა თუ რა აწუხებს? ჰომ იოცნებოს მაგაზე. თმებს უკან ვიყრი და წელში ვსწორდები.
თავისუფლებაზე ისე ვაღწევთ მხოლოდ ხვედელიძის როხროხი და ტატიანას კისკისი არღვევს უხერხულობის პიკს გადაშორებულ სიჩუმეს. მანქანიდან ფეხის ჩადგმა და ლექსოს კისერზე ველური მაიმუნივით ჩამოკიდული ნატას დანახვა ერთია, თავდახრილი ვუვლი გვერდს. ესეც შენი იდეალურად გასატარებელი შაბათი ნინი, ზურას იმისთვის ვუთხარი უარი ამათი სცენებისთვის რომ მეყურებინა? თბილ, ყურადღებიან და საყვარელ ზურას. გადასარევია!
შეკვეთის მოლოდინში თეთრი ყვავივით ვზივარ მაგიდის კუთხესთან და ლუკას ზღაპრებს ვისმენ ახლახან დაწყებულ დიეტაზე, სპორტდარბაზის გეგმებზე და სამ თვეში ჯონი დეპად გადაქცევაზე. კი კი ეს დიეტაზეა და მე გადავძოვე მთელი ტკბილეულობა ამ დილით. მზერა ვერანდაზე ზურგით მდგარ ლექსოზე გადამაქვს, ოდნავ გაღიმებული უქნევს თავს გაქაფულ ნატალის.
-საქმე გამომიჩნდა,სხვა დროს გნახავთ რა მე-მაგიდაზე დადებულ ჩანთას ვავლებ ხელს
-მოიცა სად მიდიხარ, მარტო ხომ არ გაგიშვებთ-სკამიდან იწევა ლუკა
-არ მინდა გაცილება მართლა, კარგად გაერთეთ-ნაძალადევად ამაქვს ტუჩები ყურებამდე და წამოწეულ ლუკას ლოყაზე ვკოცნი. ყელში გაჩხერილი ბურთით გამოვდივარ კაფეს კარიდან, რა გემართება ნინი? ტროტუარს ნაჩქარევად ვკვეთ და საცობში მდგარ ტაქსს ვადგამ თვალს
-ნინი-ზურგს უკან მესმის ლექსოს ხმა, ჯანდაბა!
-ჰო?-მოწყვეტით ვბრუნდები კაფისკენ
-ხვედელიძემ მითხრა წავიდაო-შეშფოთებული სახით მესვეტება წინ
-ჰო რაღაც საქმე მაქვს-მთელი ძალით ვცდილობ გავიღიმო
-რატო მატყუებ ნინელი?-ნიკაპთან მადებს ორ თითს, კარგი სიმართლე გინდა? მიიღებ
-თავს ზედმეტად ვგრძნობ ლექსო, საერთოდ არაა ჩემი ადგილი თქვენ ოთხთან-ერთ ამოსუნთქვას ვაყოლებ სიტყვებს
-რას ლაპარაკობ ნინი?-ხმაგატეხილი მისწორებს ამღვრეულ თვალებს-ჩემთვის ზედმეტი არასდროს არ იქნები. რატო მეუბნები სისულელეებს?
-უნდა წავიდე-თავდახრილი ვუქნევ ხელს პირველივე ტაქსს
-აქ თუ არ გინდა მე გაგიყვან, დამელაპარაკე რა ნინი-მაჯაზე ვგრძნობ თითების შეხებას
-მარტო მინდა ყოფნა ლექსო-უკან მიუხედავად ვჯდები ყვითელ მანქანაში. ჯანდაბა, არ იტირო ნინი, ოღონდ ასე იდიოტურად არ იტირო. მზერა აწკრიალებულ მობილურზე გადამაქვს, ზურას მესიჯი ანათებს ტრადიციული „როგორ ხარ“ ტექსტით, ალბათ ყველას ცხვირწინ ყავს ის ვინც მართლა სჭირდება, ლექსომ იპოვა თავისი, ხვედელიძემ არა მგონია, ჩემსას კი ზურა ქვია ალბათ.

მაშო.
-შენ გეძღვნება ზღარბო-სიცილით მისკუპდება ავტობუსის წინა ნაწილიდან დაბრუნებული ალექსანდრე დიდი, ახლა რაღა იმავნევა თავისი ვიწრო ჭკუით. სანამ ლოგიკური კითხვას პირიდან ამოვუშვებდე დინამიკებიდან წამოსული „ჩორნიე გლაზას“ და ბავშვების ხორხოცის ხმა ერთდროულად სწვდება სმენას, რა ქნა მარჯანჯას ბიძაშვილი იპოვა? თვალების ტრიალით ვაბრუნებ თავს
-თქვი რამე, ენა არ დაგიბუჟდეს-თვითკმაყოფილი სახით დამყურებს ზემოდან
-ორივეს სალაპარაკოს ასწრებ შენ-თვალებდახუჭული ვეყდნობი საზურგეს-მორჩა ცოტაც და გავიგუდები!
-აუ მართლა მაგრად ცხელა ე,კონდენციონერები არ ექნება სავარძლებს?- გზააბნეული თახვივით იწყებს ხელების ცეცებას
-კი სანდრო, პერსონალური კონდენციონერებიც აქვს და მასაჟის ფუნქციაც კისერი თუ დაგეჭიმა, სურვილის შემთხვევაში იავნანასაც გიმღერებს თურმე-ფრუტუნით ვაფრიალებ ხელებს, მომინდომა ფარნავაზის დროინდელ ავტობუსში კომფორტი და სულიერი სიმშვიდე.
-ახლა აბასთუმანში შევალთ ახალგაზრდებო,ჯერ ტყის გავლით თამარის ციხეზე ავალთ და ხვალ ვარძიისკენ გავაგრძელებთ გზას-არქეოლოგის სულისკვეთებით გვიცხადებს მძღოლის გვერდით წამოჭიმული რუსიკო.
-აუ ობსერვატორიას არ ვნახავთ მას?-უკნიდან იგრძელებს კისერს ქერა ბიჭი
-ამ ტერიტორიებზე მგლები ისე მომრავლდნენ ახალგაზრდებო ღამით ტყე-ღრეში ვერ გატარებთ-ბოლო იმედსაც გვიწურავს სათვალეების ზემოდან მომზირალი ჩონჩხების დედოფალი. გადასარევია,ძლივს ჩამოვაღწიეთ აქ და საქართველოს ერთადერთ ობსერვატორიასაც ვერ ვნახავ, აბასთუმნის ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
-ქალბატონო რუსუდან ახლომახლო მარკეტი არაა რომ გავაჩეროთ?-დაცარიელებულ წყ’ლის ბოთლს იქნევს ლექტორების გულთამპყრობელი.
-დაახლოებით ოთხი კილომეტრი დაუსახლებელი ტერიტორიაა სანდრო,მდინარეზე შეგეძლება აღება როცა მივალთ-არ აყოვნებს გულთბილი პასუხიც. ციცაბო კლდეებს და ხშირ ტყეს ვავლებ თვალს, ჰო აქ მაქსიმუმ სავაჭროდ გამოსულმა დათვმა მოგყიდოს ველური ფუტკრებისგან მოპარული თაფლი. ორ წამში სიტყვა თაფლი იმაზე დიდ მნიშვნელობას იძენს ვიდრე ოდესმე ჰქონია, ჰაჰ ხვედელიძის სანაქებო თაფლის არაყი. ნაჩქარევად ვხსნი ელვა შესაკრავს
-ჩემი დალიე-წარბშეუხრელად ვიშვერ ლიკანის იარლიყიან ბოთლს, ახლა რომ გაგეცინოს მაშო ჩათვალე საშვილთაშვილო გეგმა ჩაგივარდა წყალში!
-მადლობა ზღარბო-აშკარად გაკვირვებული მართმევს მიწოდებულს და სწრაფად ხსნის თავსახურს. ქვედა ტუჩზე მთელი ძალით ვიჭერ კბილებს, მიდი ხვედელიძის არაყო, მე მჯერა შენი! სუნთქვაშეკრული ვუყურებ რა მოწადინებული იყუდებს ბოთლს, მორჩა ცუდადაა შენი საქმე ჩიტო. მსხვერპლის ხველის ავარდნა და ჩემი აკაკანება ერთია. სანამ ხელებაფარებული ცდილობს სულის მოთქმას ლამის ფეხების ბაკუნით შევანგრიო წინა სკამის ზურგი
-ჩემი სიკვდილი,წყალში შემშლია-კისკისით ვართმევ ნახევრად დაცლილ ბოთლს,ამდენ ფაფხურში კი მოურწყავს ის გატკიცინებული ზედა ხვედელიძის სიმდიდრით.
-თუ გაპატიო-ჩახრენწილი ხმით მოლაპარაკე მიყრის თვალს თვალში
-არ დამეძინება დარდით-ენას ვუყოფ და უკვე გაჩერებული ავტობუსიდან ვიწყებ გარემოს შესწავლას. გზის მეორე მხარეს აყუდებული უზარმაზარი კლდე გადამწვანებული წიწვოვანი ხეებითაა დაფარული, აი ეს მესმის სილამაზე.
-და ციხესიმაგრე სადღაა მას?-ჩემს ფიქრს აჟღერებს ვიღაცის ხმა
-კლდის ფერდზეა,სანამ ტყეს არ გავივლით ვერ დაინახავთ-თოთხმეტი წლის გოგოსავით ხტება ძირს რუსიკო-სწრაფად უნდა ვიაროთ,წყალი და საკვები წამოიღეთ მხოლოდ!
ნაჩქარევად ვიგდებ მხარზე ზურგჩანთას და იძულებით გალოთებულს მივყვები უკან. წამიერი აღტკინება დაღტკინებით მაშინვე იცვლება როცა აღმართზე ფეხით გასავლელ მანძილს იგებს ტვინი. თუ კილომეტრის სტატუსი მეტრთან მიმართებით ლარის კურსივით არ დავარდნილა, ესე იგი თითქმის 5000 ნაბიჯის გადადგმა მოუწევს ჩემს საცოდავ ფეხებს.
-ჩემს უკან მწკრივებად იარეთ ცხოველებისთვის გამიზნულ ხაფანგებში რომ არ ჩავარდეთ და სოკოებთან მიკარება არც იფიქროთ-რუპორში ისე წივის აღფრთოვანებული რუსუდანი ეჭვი მაქვს არც ერთი ცხოველი აღარ უნდა ბინადრობდეს ოცი კილომეტრის რადიუსით.
-გაიგე ზღარბო? შენებურად არ ეტაკო სოკოებს-ჩანთის სწორებით მიერთდება ქოჩორჩამოყრილი ბურდული
-და ის თუ გაიგე შენნაირებისთვის მახეები რომ ყოფილა დაგებული?-წამწამების ფახულით შევდივარ წიწვნარში. სერიოზულად? ბილიკი მაინც იყოს, აშკარად ხორბლის მარცვლები უნდა წამოგვეღო უკან დასაბრუნებელი გზის გასაგნებად.
ოთხასი მეტრიც არ გვაქვს გავლილი ვიღაც რომ წივის შეხედეთო და ყველა დაპროგრამებულივით ვაბრუნებთ თავს. გაოგნებული ვუყურებ ტოტზე შემომხტარ აშკარად არანაკლებ გაოგნებულ ციყვს, ორი წამიც და ოცდაათამდე მობილური ერთად იწყებს ჩხაკუნს, ვატყობ ხვალიდან ეს ცუნცულა კარდაშიანსაც გაუტოლდება პოპულარობით ჩვენი უნივერსიტეტის გვერდზე. მზერა ჩემკენ მონათებულ კამერაზე გადამაქვს, მგონი ვიღაცას ორიენტირების პრობლემა აქვს
-ხეზეა ციყვი სანდრო-წარბაწეული ვიშვერ თითს
-ყველა ველურ არსებას უნდა გადავუღო ზღარბო-სიცილით აჩხაკუნებს კიდევ ერთხელ
-სელფის გადაღება არ დაგავიწყდეს მაშინ-მეორე კლასელივით ვუყოფ ენას, დიდი იმედი მაქვს ესეც არ დააფიქსირა.
საათნახევრიანი სიარულის, გამოცლილი ბოთლების, უკან მოლასლასე ქერას წუწუნის მოსმენის და ბურდულის ქოჩორზე ჟელეს ჩამოდნობის შემდეგ ძლივს ვაღწევთ დანიშნულების ადგილამდე. ახლა ვხვდები რას გრძნობდა ამერიკის ნაპირებთან მისული კოლუმბი. კისერმოღრეცილი ვუყურებ ზედ კლდეზე ნაშენებ უზარმაზარ კედლებს, მე ავტოსადგომიდან აუდიტორიამდე ხუთი წიგნი ვერ მიმიტანია დაუწუწუნებლად და ამ ადგილას რომელმა ჭკუათმყოფელმა ამოზიდა ეს ლოდები. გაქაფული რუსუდანი აშკარად ვერ ატყობს მარტო თავის თავს რომ უყვება ციხესიმაგრის ისტორიას, ბავშვების ნახევარი უკვე შესულა ნანგრევებში, ნაწილი სამასი სპარტელის სულისკვეთებით იღებს ფოტოებს, რამდენიმე დევგმირი კი მთელი ძალით ცდილობს იმ კედელზე აცოცებას სელჩუკებმა საუკუნეების მანძილზე რომ ვერ დალაშქრეს.
-წამო ზღარბო რა გაჩვენო-მაჯაში ჩავლებული თითები მაბრუნებს უკან
-ახლა არ მითხრა წინა ცხოვრებაში მეფე ვიყავი და ჩემი ტახტი ვიპოვეო-მუქ ნაცრისფერში გარდამავალ მწვანე თვალებს ვუსწორებ მზერას
-ჰო ზღარბო, შენ მასხარა იყავი და რომ მომბეზრდი ჩამოგახრჩე-ხითხითით მიმათრევს ციხის დასავლეთ ნაწილისკენ, ფანტაზიაშიც არ გამახარა, რა გაჩნდა ასეთი კეთილი! ის-ისაა პირი უნდა მოვაღო თაღის ქვეშ რომ ვძვრებით და მთლიანად მწვანე ხავსით დაფარულ უზარმაზარ კედელთან ვჩერდებით, მგონი პირი მაინც ღია უნდა მქონდეს ოღონდ სალაპარაკოდ აღარ. მონუსხული ვუყურებ გადალეულ ქვის საფეხურებს, ოდესღაც თამარი, ლაშა-გიორგი, ბაგრატი და ვისაც არ ეზარებოდა ყველას რომ დააბიჯებდა ზედ. ახლა გამყოფ კედელზე გადამაქვს მზერა, ათ საუკუნეზე ძველ ლოდებს მაინც დასჩენიათ თანამედროვეობის კვალი, მაგალითად მთელ სიგრძეზე შავი ასოებით წაწერილი „ნ+თ=შ“ და ოდნავ მოშორებით გამოჭიმული „აქ იყვნენ: ნანუკა, თემურა, ნუკრი, მაკრინე და თაზო, 2014წ“.
-დროა ახალგაზრდებო, დაბნელებამდე უნდა დავბრუნდეთ!-ფიქრებიდან გამოვყავარ რუსიკოს ყროყინს, ერთი ეს რუპორი გადაუგდოს ვინმემ სანამ დააყრუა ნახევარი კურსი.
-წამო ზღარბო თორე შეგჭამენ ამუნიები-ხელს იქნევს ამუნიათა შორის ყველაზე დიდი ამუნია.
-ოღონდ შენ არ ამინერვიულდე-მობილურის ჩხაკუნით მივყვები უკან.
ვაკე ნიადაგზე აშკარად უფრო ენერგიულად დავდივართ, დროდადრო ქერას კვნესა მაინც ჩამესმის ზურგს უკან. წინ ჩამოგდებულ კულულს მეცხრედ ვაბრუნებ თავის ადგილას, მორჩა თმის სამაგრი გიშველის შენ! ინსტიქტურად ვიყურები მაჯაზე, კარგი, ახლა ვინმემ ამიხსნას სად გაქრა ჩემი თმისსამაგრი, ჩამოსვლისას აშკარად ხელზე მეკეთა. ჯანდაბა, წიწვებში უნდა ვეძებო ახლა? ფრუტუნით ვტრიალდები და უკან მოჩანჩალე ბოლო გოგოსაც ვუვლი გვერდს. არის რამდენიმე ნივთი რომელსაც მანქანასავით სჭირდება სიგნალიზაცია, მაგალითად ტელევიზორის პულტს, პახმელიაზე სადღაც მიგდებულ წინდებს და რაღა თქმა უნდა ჩემს თმისსამაგრებს. გამობერილ ფესვებთან ვჩერდები, მოდი და გამოიცანი ახლა რომელი ხის შემოვლით წამოვედით, კარგი მაშო ინტუიციის მამა ხარ შენ, მარჯვენა მხარეს აყუდებული ხისკენ ვიღებ გეზს და ტერიტორიას ვზვერავ, გადასარევია, ის შეშფოთებული ციყვი უფრო იპოვის ამ წიწვებში რამეს. მორჩა, ჩამოყრილი თმებითაც გავძლებ როგორმე, მშვიდობით ასგზის დაკარგულო რეზინო. ქოშინით ვტრიალდები და ის-ისაა პირველ ნაბიჯს მეორე უნდა მივაყოლო ფეხქვეს მიწა რომ მეცლება. საცოდავად წამოკივლება და სადღაც ჩაბერტყება ერთია, ჰო მგონი ინტუციასთან დაკავშირებული საკითხი გადახედვას საჭიროებს. აი ეს მესმის ტალანტი, ამხელა ტყეში ალბათ ერთადერთი ორმო იყო და იქაც მე ვზივარ! ყოჩაღ მაშო, ნობელის პრემია ხრამში ჩავარდნაში, თან სუნიან ხრამში ! ჯანდაბა, ზუსტად ვიცი ამ ადგილას წიწვებით დაფარული მიწა იყო, კრუსუნით ვდგები ფეხზე, ჰო აშკარად სპეციალურადაა გათხრილი, რომელმა მოცლილმა იკაცა! მზერა ოციოდე სანტიმეტრში დაგდებულ ხორცის მსგავს მასაზე გადამაქვს, აი თურმე რა ყარს და აი თურმე სად ვარ, მორჩა დავიღუპე!
თვალით ვზომავ ზედაპირამდე მანძილს, კი ერთი მე ავძვრები აქ და მეორე კუთხეში მიგდებული ლეში. ავტობუსთან მისვლისას მაინც ხომ მიხვდებიან რომ დავიკარგე და დამიწყებენ ძებნას, ჰო მაშო მანამდე თუ არ ჩამოგიხტა ცხოვრებაზე დაბოღმილი მგელი.
უკანა ჯიბიდან სასწრაფოდ ვიღებ მობილურს, გადასარევია, ისედაც არ იჭერდა და ახლა ერთ ხაზზე ძლივს ციმციმებს, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ბოლო იმედთან ვუშვებ ზარს.
-ხო ზღარბო ახლა გეძებდი ზუსტად-ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი ისე მახარებს ნაცნობი ხმის გაგონება
-სანდრო მიშველე მგონი ცხოველების ხაფანგში ჩავვარდი-სულმოუთქმელად ვაყრი სათქმელს
-ეე რას მეღადავები ზღარბო? სად ხარ მართლა- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმის ბოხი ხმა
-ვაიმე არ გეღადავები მართლა ჩავვარდი და ვერ ამოვდივარ-გამწარებული ჩავყვირი მობილურში
-კარგი დაწყნარდი,ირგვლივ ხედავ რამეს?-ისევ ბუნდოვნად ჩამესმის ბგერები
-კი სანდრო მიწის კედლებს და ზემოთ ხის წვეროებს, რას უნდა ვხედავდე ორმოში ვარ
-ჯიპიესი გიმუშავებს?-ან მომეჩვენა ან შეშფოთება გაერია ხმაში
-მგონი-სასოწარკვეთილი კრუსუნი ამომდის ყელიდან
-კოორდინატები გამომიგზავნე, მოვდივარ უკვე-შრაშუნის და ქოშინის ხმები ერთმანეთში ირევა. ნაჩქარევად ვრთავ აპლიკაციას და ხელის კანკალით ვაკოპირებ გრძედის და განედის ციფრებს. მორჩა მაშო, დღეიდან სრულუფლებიანად მოგენიჭა ერთდროულად წლის უიღბლოს, წლის წინდაუხედავის და წლის ბურდულის გადასარჩენის სტატუსი, ჰო თუ მალე ვერ მოგისწრებს სავარაუდოდ წლის მგლისგან შეჭმულიც დაემატება აღნიშნულ სიას. ფიქრიც არ მაქვს დამთავრებული უცნაური შრაშუნის ხმა რომ სწვდება სმენას
-სანდრო შენ ხარ? სანდრო!-ყვირილის მაგივრად კნავილი ამომდის ყელიდან. პასუხად მხოლოდ იგივე ხმა ჩამესმის უფრო მკაფიოდ, აი აქ დაგერხა მაშო. ხელებს სუნთქვაშეკრული ვიფარებ პირზე და ორმოს ზემოთ მოძრაობასაც აღიქვამს თვალი. ჩემი აკივლება და კამერამომარჯვებული ბურდულის კაკანით ჩაკეცვა ერთია
-ლამის ინფარქტი დამმართე არანორმალურო-ღრმა ჩასუნთქვებით ვცდილობ პულსის დარეგულირებას
-ვიცოდი ჩემს გარეგნობას შენი გული ვერ გაუძლებდა-ისევ ყურებამდე გაკრეჭილი დამტრიალებს ზემოდან
-გეყო მაიმუნობა და ამომიყვანე-უმწეოდ ვიშვერ ხელებს
-უთხარი კამერას შენი გმირი რომ ვარ და ამოგიყვან-ჩამუხლული მანათებს აპარატს, მგონი ისევ მგლის მოსვლას უნდა დავლოდებოდი.
-სანდრო
-ხო მაშო-უმანკოდ აფახულებს წამწამებს
-ამომიყვანე
-თქვი და კი
-გმირი ხარ-თვალების ტრიალით ვბუტბუტებ
-სრული წინადადება მინდა მეტი ენთუზიაზმით-ქვედა ტუჩს ბავშვივით აბრუნებს, ენთუზიაზმით მოვკლავ აქედან თუ გავედი!
-წავალ იცოდე-საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად იქნევს
-ჩემი გმირი ხარ სანდრო-კბილებს შორის ვცრი.
-გაიგონე ნიკონო? ჩემი გმირი ხარო-ახლა თავის თავს უშვერს ობიექტივს, ხომ ვთქვი, არაა ნორმალური.
-მაღირსე ახლა-ფეხების ბაკუნით ვშლი მკლავებს, როგორც ჩანს დიდმა კინემატოგრაფმა დაასრულა მოღვაწეობა და მოიცალა ჩემთვის. კამერას ისევ ბუდეში აბრუნებს და დაჩოქილი მიშვერს მარჯვენა ხელს
-ვერ ვწვდები სანდრო-თითის წვერებზე ვდგები მთელი ტანით დაჭიმული.
-ახლა ცადე-ტანითაც იხრება სავარაუდოდ მიწაზე გაწოლილი. თითებს ვახებ გამოწვდილ ხელისგულს
-მეორეც მომეცი-მარცხენა ხელსაც სწევს ქვემოთ
-შენც ჩამოვარდები-სავარაუდოდ ორასამდე ავარდნილი პულსით ვასრულებ ბრძანებას
-ჩამეჭიდე ნუ გეშინია-ცხოვრებაში რომ არ ჰქონია ისეთი სერიოზული ხმის გაგონებაზე თავისით აგნებს თითები გამოშვერილ მაჯას. ორი წამიც და ნელ-ნელა ვშორდები ნიადაგს. სანამ მაჯებზე მოხვეული ხელები წელზე გადააქვს ინსტიქტურად ვეხვევი ყელზე, მგონი ისეთი სცენა დავდგით არც „ტიტანიკის“ და არც „ქარწაღებულების“ რეჟისორს რომ არ დასიზმრებია.
-ცოტაც ზღარბო-ბოლოჯერ ქოშინებს და წელზე მოხვეული მკლავებით ზედაპირზე ავყავარ.
-მომკლავს რუსიკო-შენელებული კადრივით ვუშვებ ყელზე შემოხვეულ მკლავებს
-მობილურის საძებნად ვგონივარ წამოსული, თუ ვირბენთ ტყიდან გასვლამდე მივუსწრებთ- ყელმოღერებული მანათებს ანთებულ თვალებს. სულ რომ არ მიშლიდეს ნერვებს ალბათ ჩავეხუტებოდი, ახლავე მოსპე ეგ აზრი მაშო! საკმარისად ეტორღიალე დღეს.
-გადამარჩინე- ტვინის გამოძახილს ახმოვანებს პირი
-მერე იტყვი ჩემი გმირი არ ხარო-სიცილით მაცლის თმებში აბურდულ წიწვებს.



№1  offline წევრი f43i3zxv

ეე რა საყვარელია სანდრიკო :დ ველი გაგრძელებას ვფიქრობ უკეთესი ამბები მოხდება ექსკურსიაზე ის სცენა წარმოვიდგინე როფორ ამოყავდა :დ ხვედელიძის არაყის გაფუჭება შეიძლებოდა? :დ ლექსო მართლა რა გოიმი ტიპია რა :დ ნინელიც კაი შტერია :დ რატომ არ მეყო ეს თავი? :დ მალე არ დასრულდეს რა :დ

 


№2  offline მოდერი gonegirl

f43i3zxv
ეე რა საყვარელია სანდრიკო :დ ველი გაგრძელებას ვფიქრობ უკეთესი ამბები მოხდება ექსკურსიაზე ის სცენა წარმოვიდგინე როფორ ამოყავდა :დ ხვედელიძის არაყის გაფუჭება შეიძლებოდა? :დ ლექსო მართლა რა გოიმი ტიპია რა :დ ნინელიც კაი შტერია :დ რატომ არ მეყო ეს თავი? :დ მალე არ დასრულდეს რა :დ

ექსკურსიის მეორე დღე წინაა :დდ ხვედელიძის არაყი მართლა არ იყო გასაფუჭებელი :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№3  offline წევრი aNuGi

ძალიან ძალიან მომწონს,
აი სასტიკად,
მაგრამ ლექსო რატომღაც სულ მინუსებს იწერს თითქმის, ძალიან მწყდება გული რომ რაღაც მოდუნებული და ბორო ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთ "შენებურს" თუ შეუშვებ და დაგვაღებინებ პირს მაგრად გამისწორდება, თორემ ზურასკენ ვიხრები მეც, ნინელისი არ იყოს.
ძალიან კარგად წერ!
წარმატებები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline მოდერი gonegirl

aNuGi
ძალიან ძალიან მომწონს,
აი სასტიკად,
მაგრამ ლექსო რატომღაც სულ მინუსებს იწერს თითქმის, ძალიან მწყდება გული რომ რაღაც მოდუნებული და ბორო ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთ "შენებურს" თუ შეუშვებ და დაგვაღებინებ პირს მაგრად გამისწორდება, თორემ ზურასკენ ვიხრები მეც, ნინელისი არ იყოს.
ძალიან კარგად წერ!
წარმატებები <3

დიდი მადლობა )) ლექსოს მიზეზებს გავიგებთ ორ ან სამ თავში, ჰომ ზურა კარგი ბიჭია, ჯერჯერობით
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არაყიც მაგარი იყო , კოლუმბიც, ციყვიც ნუ კიდე რა ვტქვა . ძაან მომწონს ლექსოს და ნინელის პერსონაჟები და აცოტა გაურკვევლობაში ვარ რატოა რ მგონია ესენი მომავალში მხოლოდ "მეგობრები" ???? ნუ რავიცი მარტო ის ვიიც რომ გელი მოუთბენლად!!!!

 


№6  offline მოდერი gonegirl

nawkas12345
არაყიც მაგარი იყო , კოლუმბიც, ციყვიც ნუ კიდე რა ვტქვა . ძაან მომწონს ლექსოს და ნინელის პერსონაჟები და აცოტა გაურკვევლობაში ვარ რატოა რ მგონია ესენი მომავალში მხოლოდ "მეგობრები" ???? ნუ რავიცი მარტო ის ვიიც რომ გელი მოუთბენლად!!!!

მიხარია რომ მოგწონთ ) ყველა ვერ დაწყვილდება, ნინელი და ლექსო მაგ ყველაში მოხვდება თუ არა მალე ნახავთ )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუუ ცუდად ვარ, მომენტებში იმდენად სასაცილო იყო სულს ძლივს ვითქვამდი. ასე კარგად იუმორით გაჯერებული ისტორია ამ საიტზე არ წამიკითხავს. ნომერ პირველი ხარ. ლექსოს გამოფხიზლება არ აწყენდა უკვე:დდდ

 


№8  offline წევრი gogona tbilisidan

tatiana;natali VS masho;ninelis velodebi me!!!:ddd burduli shemikvarda)))katastropulad magar tavs velodebiii

 


№9  offline წევრი ლილიტიი

მიყვარს ეს ისტორია ძალიან.
შესახლოა არ არის ფილოსოფიური და ცხოვრებისეული, მაგრამ მართლა სიამოვნებით, რომ ვკითხულობ ისეთიააა
ცოტა დიდ თავებს და მალ მალე თუ დადებ ძალიან კარგი ადამიანი იქნები

 


№10  offline წევრი მარიამი”

kaia dzaaaaan.male dade qhemdegi ra

 


№11  offline აქტიური მკითხველი La Llorona

დადაადამ!! მოვედი მეც და ჩემი დიდი კომენტარიც. ჯერ ერთი, ლექსო მაგარი იდიოტია. ნინელი არის გოგო რომელსაც ეკუთვნის ლექსოზე უკეთესი(არა და როგორ მინდა წყვილად ეგ ორი :დდდდ). სხვათაშორის ხვედელიძე ძალიან მომწონს, თბილი და გულჩვილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველამ ვიცით რომ ლექსო და სანდრო სიმპატიურები არიან, მაგრამ ლუკა არ უნდა დაიკაეგოს. მე მისთვისაც ველი გოგოს. ხო, ჩემს გმირზე და მაშოზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო. ამოყვანის მომენტი წარმოვიდგინე და კინაღამ დავდნი. სანდრო არის ჩემი გმირი, ჩემი გადამრჩენელი, ჩემი მასხარა და ჩემი ზღარბის პრინცი. ძალიან მიყვარხარ ❤
პ.ს. ნატალიას ვერ ვიტან.
პ.ს.ს. პატარა კომენტარია და დასაწყის ყურადღებას ნუ მიაქცევ :დდ
--------------------
M.D

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih ra sayvarlebi ariaan <3 nini da leqso rodis unda gamoapxizlo kai raa :(

 


№13  offline წევრი blue witch

მე მესმის ლექსიკუნასი. არ უნდა ნინელას გრძნობებში გამოუტყდეს და ნინელისგან საპასუხო სიყვარული ვერ მიიღოს ასე იმ დიდ მეგობრობასაც წყალს გაატანს და ეშინია. ნატო ყურადღების გადასატანია , გულის სიღრმეში იმედია აქვს ჩემს ნინელიტუნას ვაეჭვიანებო. ნინიკოც ამაყია, საკუთარ თAვსაც ვერ უტყდებიან , ერთმანეთზე ხო არაა ლაპარაკი ამიტომარიან ამ დღეში ეს მაცივარში დასაწვავ დასაბუგები. heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes joy მაშიკო ჩემი პროტოტიპია, ძაააალიან მიყვარს. სანდრინიო ნადირია, ჩემი თმის ჟელეთა ასოციაციის პრეზიდენტი. რაც შეგეხება შენ, დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი❤️❤️

 


№14  offline წევრი Indigo

ხვედელიძის არაყი იმ რეგვენოზავრის გასაფუჭებელი იყო? joy მოუთმენლად ველი იმ მომენტს, ესენი რო ცოტა დათბებიან ერთმანეთის მიმართ.

ეს ნატაა თუ ვიღაც ოხრობა, მომაცილეთ თორე გავპუტავ! ის ბოთე, ზაზა ფაჩულიას შორეული ნათესავი როა, მოვიდეს ცოტა აზრზე და ნუა ესეთი ბოთე, თორე მივაყოლებ თავის ნატრულის! smiling_imp
ზურა გაააქტიურე, ცოტა იეჭვიანოს იმ ბოთემ იქნება ეშველოს რამე...

გელი... joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№15  offline წევრი FLAWless

აუ რა კარგი იყო kissing_heart გულს უხარია ხოლმე შენი ისტორიები relaxed ისე საინტერესოდ გაქვს ყველაფერი აღწერილი რომ არ მბეზრდება და საიტზე ამ ბოლო დროს მარტო შენი ისტორიის გამო შემოვდივარ heart_eyes რაც შეეხება ლექსოს გავპუტავ ერთხელაც იქნება რააა rage აი მაშო და სანდროოო ვაიმეეე მაგიჟებენ ისეთი კარგები არიან

 


№16  offline წევრი ლილიანი

ვაიჰ რამდენი ვიიცინე ძაან კაი იყოო ლექსო როდის უნდა მიხვდეს რომ ნინელი უყვარს და არა ის აფუებული ინდაური ნატალიაა თუ ვინცაა სანდრინიო რა საყვარელიაა როგორ ანერვიულდაა საღვარელიი მიყვარს შენი ისტორიები ძაან ბევრს მაცინებს და ძაან მამხიარულებს

 


№17  offline წევრი M^d G1rl

აუუჰ ხვედელიძის არაყს დალევდა კაციი

 


№18  offline მოდერი gonegirl

Chikochiko
აუუ ცუდად ვარ, მომენტებში იმდენად სასაცილო იყო სულს ძლივს ვითქვამდი. ასე კარგად იუმორით გაჯერებული ისტორია ამ საიტზე არ წამიკითხავს. ნომერ პირველი ხარ. ლექსოს გამოფხიზლება არ აწყენდა უკვე:დდდ

მიხარია რომ მოგწონს blush ლექსო სხვამ უნდა გამოაფხიზლოს smiling_imp
gogona tbilisidan
tatiana;natali VS masho;ninelis velodebi me!!!:ddd burduli shemikvarda)))katastropulad magar tavs velodebiii

რინგზე შევყაროთ სადაქალო smile იმედია მაგარი გამოვა მეც არ ვიცი smiley
ლილიტიი
მიყვარს ეს ისტორია ძალიან.
შესახლოა არ არის ფილოსოფიური და ცხოვრებისეული, მაგრამ მართლა სიამოვნებით, რომ ვკითხულობ ისეთიააა
ცოტა დიდ თავებს და მალ მალე თუ დადებ ძალიან კარგი ადამიანი იქნები

2500 სუტყვამდე იყო მაგრამ თქვენ ხომ ვერ დაგღალეთ smile მადლობა და ვეცდები მალე დავდო blush

მარიამი”
kaia dzaaaaan.male dade qhemdegi ra

ვეცდები ყველანაირად blush
La Llorona
დადაადამ!! მოვედი მეც და ჩემი დიდი კომენტარიც. ჯერ ერთი, ლექსო მაგარი იდიოტია. ნინელი არის გოგო რომელსაც ეკუთვნის ლექსოზე უკეთესი(არა და როგორ მინდა წყვილად ეგ ორი :დდდდ). სხვათაშორის ხვედელიძე ძალიან მომწონს, თბილი და გულჩვილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველამ ვიცით რომ ლექსო და სანდრო სიმპატიურები არიან, მაგრამ ლუკა არ უნდა დაიკაეგოს. მე მისთვისაც ველი გოგოს. ხო, ჩემს გმირზე და მაშოზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო. ამოყვანის მომენტი წარმოვიდგინე და კინაღამ დავდნი. სანდრო არის ჩემი გმირი, ჩემი გადამრჩენელი, ჩემი მასხარა და ჩემი ზღარბის პრინცი. ძალიან მიყვარხარ ❤
პ.ს. ნატალიას ვერ ვიტან.
პ.ს.ს. პატარა კომენტარია და დასაწყის ყურადღებას ნუ მიაქცევ :დდ

ხო მეც მიყვარს ხვედელიძე, გეუბნებით ისტორიის ბოლოს მარტო ლუკა რჩება ბედნიერი თავის შაურმასთან ერთად მეთქი და არ გჯერათ smile სანდროს გადავცემ აუვარდება თავში smiley მადლობა დიდი kissing_closed_eyes

uchveulo
vaiih ra sayvarlebi ariaan <3 nini da leqso rodis unda gamoapxizlo kai raa :(

ზურას გამოვაფხიზლებ ზურას smiling_imp smiling_imp grinning
blue witch
მე მესმის ლექსიკუნასი. არ უნდა ნინელას გრძნობებში გამოუტყდეს და ნინელისგან საპასუხო სიყვარული ვერ მიიღოს ასე იმ დიდ მეგობრობასაც წყალს გაატანს და ეშინია. ნატო ყურადღების გადასატანია , გულის სიღრმეში იმედია აქვს ჩემს ნინელიტუნას ვაეჭვიანებო. ნინიკოც ამაყია, საკუთარ თAვსაც ვერ უტყდებიან , ერთმანეთზე ხო არაა ლაპარაკი ამიტომარიან ამ დღეში ეს მაცივარში დასაწვავ დასაბუგები. heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes joy მაშიკო ჩემი პროტოტიპია, ძაააალიან მიყვარს. სანდრინიო ნადირია, ჩემი თმის ჟელეთა ასოციაციის პრეზიდენტი. რაც შეგეხება შენ, დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი❤️❤️

ლექსომ ერთადერთი შემომრჩი ყველა მე მლანძღავსო relieved ჟელეთა ასოციაციის პრეზინდეტი მომეწონა smile მგონი ისტორიების კითხვის შემდეგ ნაწილობრივ მიცნობთ უკვე smiley
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline მოდერი gonegirl

Indigo
ხვედელიძის არაყი იმ რეგვენოზავრის გასაფუჭებელი იყო? joy მოუთმენლად ველი იმ მომენტს, ესენი რო ცოტა დათბებიან ერთმანეთის მიმართ.

ეს ნატაა თუ ვიღაც ოხრობა, მომაცილეთ თორე გავპუტავ! ის ბოთე, ზაზა ფაჩულიას შორეული ნათესავი როა, მოვიდეს ცოტა აზრზე და ნუა ესეთი ბოთე, თორე მივაყოლებ თავის ნატრულის! smiling_imp
ზურა გაააქტიურე, ცოტა იეჭვიანოს იმ ბოთემ იქნება ეშველოს რამე...

გელი... joy joy

ხვედელიძის არაყიდან ნახევარი დარჩა და გამოიყენებენ აუცილებლად smile ლექსოს და ნატალის ორივეს დაგისვამ და შეესიე smile
anna11
აუ რა კარგი იყო kissing_heart გულს უხარია ხოლმე შენი ისტორიები relaxed ისე საინტერესოდ გაქვს ყველაფერი აღწერილი რომ არ მბეზრდება და საიტზე ამ ბოლო დროს მარტო შენი ისტორიის გამო შემოვდივარ heart_eyes რაც შეეხება ლექსოს გავპუტავ ერთხელაც იქნება რააა rage აი მაშო და სანდროოო ვაიმეეე მაგიჟებენ ისეთი კარგები არიან

ნინიმ თუ მაინც და მაინც ხელზე დააპუტეთ ბეწვები თმები მე მიყვარსო flushed დიდი მადლობა საყვარელო blush

ლილიანი
ვაიჰ რამდენი ვიიცინე ძაან კაი იყოო ლექსო როდის უნდა მიხვდეს რომ ნინელი უყვარს და არა ის აფუებული ინდაური ნატალიაა თუ ვინცაა სანდრინიო რა საყვარელიაა როგორ ანერვიულდაა საღვარელიი მიყვარს შენი ისტორიები ძაან ბევრს მაცინებს და ძაან მამხიარულებს

ძალიან მიხარია დიდი მადლობა blush kissing_closed_eyes
M^d G1rl
აუუჰ ხვედელიძის არაყს დალევდა კაციი

ისტორია რომ დამთავრდება ერთად ჩავურტყათ ას-ასი გრამი smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ყველაზე მეტად მიყვარს ეს ოთხეული❤️

 


№21  offline მოდერი gonegirl

ტომაჩკა
ყველაზე მეტად მიყვარს ეს ოთხეული❤️

მიხარია ძალიან smile smile
Mariiiiami
ააიი ძვლივს ნინი მიხვდა რო რაღაც ისე არაა :დდდ
ძვლივს ლექსო მიხვდა რო ნინის სწყინს ნატოსთან ერთAდ ყოფნა რა :დდდ
მე რა ვთქვი :დდ ვთქვი მასეიქნებათქო :დდდ
ეს სანდრო კიდე შენც ხო ატყობ გმირობისთვის რო გაჩნდა :დდ
ახლა კი აღიარებს მაშო მაგას მარა სანდროს კი მოუვიდა ისე ნამეტანი ადრე თვითაღიარება :დდდდ
ოღონდ რა მეგონა იციი მაშო უმღერებდა იმ სიმღერას :დდ "ჩემი გმირი გიწოდე,ხელი გამოგიწოდე " რაღაცა მასე როაა laughing
თან შეშთება დაეტყოო ხმაშიოო ოპააა :დდდდდ
აქედან იწყება მე ვგრძნობ არ დავიწყება აი ვგრძნობ :დდ
შენ საოცარი გოგო ხარ საოცარი იუმორით

ქალი კაფედან გაექცა და რომ ვერ მიმხვდარიყო გასაგზავნია მაშინ ბაგა ბაღში ზაზა ფაჩულია კაცი smile სიმღერა მომეწონა satisfied
დიდი მადლობა blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline წევრი kethrine

ვაიმე რა კარგი და უკარგესი იყო.... აი "მე შენ და ცუდი ბიჭები" _ზე ხო ვაფრენდი და ახლა ამაზე საერთოდ... მოკლედ შენ ვინ ხარ არ ვიცი რა... გოგო საოცრება... გულის ფანცქალით გელი შენ და შენი ისტორიის მომავალ თავს...
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ ეს ნინი და ლექსო როდის მოვლენ გონს ...ნინის დაეწყო ძვრები მემგონი ტვინში და ლამის ხტუნნვა დავიწყე. არა როგორ განსხვავდებიან კალათბურთის მამა და ბურდული ერთმანეთისგან პირდაპირ ვგიჟდები. არა ლექსოც ხო საყვარელია ,მაგრამ ბურდულზე მეკეტება ჭკუა და რა გავაკეთო? ვაბოდებ ...
უთხრას ნინიმ რა მაიმუნია ის ნატალი თორე გავგიჯდბეი იცოდე და შენი ბრალი იქნება weary
უძააანმაგრესი ხარ შენ

 


№24  offline წევრი nawukuna

სახალისოა

 


№25  offline მოდერი gonegirl

kethrine
ვაიმე რა კარგი და უკარგესი იყო.... აი "მე შენ და ცუდი ბიჭები" _ზე ხო ვაფრენდი და ახლა ამაზე საერთოდ... მოკლედ შენ ვინ ხარ არ ვიცი რა... გოგო საოცრება... გულის ფანცქალით გელი შენ და შენი ისტორიის მომავალ თავს...

ძალიან დიიიდი მადლობა ❤❤

sameone crazy girl
აუუ ეს ნინი და ლექსო როდის მოვლენ გონს ...ნინის დაეწყო ძვრები მემგონი ტვინში და ლამის ხტუნნვა დავიწყე. არა როგორ განსხვავდებიან კალათბურთის მამა და ბურდული ერთმანეთისგან პირდაპირ ვგიჟდები. არა ლექსოც ხო საყვარელია ,მაგრამ ბურდულზე მეკეტება ჭკუა და რა გავაკეთო? ვაბოდებ ...
უთხრას ნინიმ რა მაიმუნია ის ნატალი თორე გავგიჯდბეი იცოდე და შენი ბრალი იქნება weary
უძააანმაგრესი ხარ შენ

ჰომ ერთი მაიმუნი ბუსუნაა მეორე დოყლაპია ბუსუნა :დდ ნინელი გასაჭირში გვყავს, ვნახოთ რას იზამს შემდეგ თავში :))

nawukuna
სახალისოა

მადლობა :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline წევრი Geta

კატოს ნამდვილი სახელი მითხარი რა. მსახიობია ხო?

 


№27  offline მოდერი ენემი

წავიკითხე და დიდი სიამოვნებაც მივიღე . ეს ისტორია ცოტა ისეთია განსხვავებული და შენეული. მაგრად მომწონს მაშო და სანდრო <3 ბურდული სუ სხვაა <3 ძააან საყვარელიაა.
პ.ს. ეს ხუმრობები გააგრძელე საოცრებააა <3 :D

 


№28  offline წევრი Kukrali

აუ მიყვარს ეს ისტორია რაა. კითხვის დროს სულელივით ვიცინი ხოლმე:დ რაცარუნდა ცუდ ხასიათზე ვიყო მაინც დადებითი ემოციებით ვიმუხტები ამ ისტორიიის კითხვისას. სანდროზე და მაშიზე მეკეტება სუპერ წყვილია:დ და ის აზვინული ზაზა ფაჩულიაკაცი ომედია მალე გამოერკვევა თორე უკვე ნერვებს მიშლის:დ იმედია დღეს დადებ:*♡♡

 


№29  offline წევრი Indigo

gonegirl
Indigo
ხვედელიძის არაყი იმ რეგვენოზავრის გასაფუჭებელი იყო? joy მოუთმენლად ველი იმ მომენტს, ესენი რო ცოტა დათბებიან ერთმანეთის მიმართ.

ეს ნატაა თუ ვიღაც ოხრობა, მომაცილეთ თორე გავპუტავ! ის ბოთე, ზაზა ფაჩულიას შორეული ნათესავი როა, მოვიდეს ცოტა აზრზე და ნუა ესეთი ბოთე, თორე მივაყოლებ თავის ნატრულის! smiling_imp
ზურა გაააქტიურე, ცოტა იეჭვიანოს იმ ბოთემ იქნება ეშველოს რამე...

გელი... joy joy

ხვედელიძის არაყიდან ნახევარი დარჩა და გამოიყენებენ აუცილებლად smile ლექსოს და ნატალის ორივეს დაგისვამ და შეესიე smile


მომიყვანე, სუ სათითაოდ დავაპუტავ იმ თმებს ნატრულის და ლექსოს თმებთან ერთად წვერსაც მივაყოლებ. smiling_imp smiling_imp ბოთე ეგ... angry
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№30  offline მოდერი gonegirl

Geta
კატოს ნამდვილი სახელი მითხარი რა. მსახიობია ხო?

მოგწერ :)
baby girl for everyone
წავიკითხე და დიდი სიამოვნებაც მივიღე . ეს ისტორია ცოტა ისეთია განსხვავებული და შენეული. მაგრად მომწონს მაშო და სანდრო <3 ბურდული სუ სხვაა <3 ძააან საყვარელიაა.
პ.ს. ეს ხუმრობები გააგრძელე საოცრებააა <3 :D

მადლობა relaxed relaxed
Kukrali
აუ მიყვარს ეს ისტორია რაა. კითხვის დროს სულელივით ვიცინი ხოლმე:დ რაცარუნდა ცუდ ხასიათზე ვიყო მაინც დადებითი ემოციებით ვიმუხტები ამ ისტორიიის კითხვისას. სანდროზე და მაშიზე მეკეტება სუპერ წყვილია:დ და ის აზვინული ზაზა ფაჩულიაკაცი ომედია მალე გამოერკვევა თორე უკვე ნერვებს მიშლის:დ იმედია დღეს დადებ:*♡♡

შაბათს დავდებ ოღონდ რომელ საათზე არ ვიცი flushed
Indigo
gonegirl
Indigo
ხვედელიძის არაყი იმ რეგვენოზავრის გასაფუჭებელი იყო? joy მოუთმენლად ველი იმ მომენტს, ესენი რო ცოტა დათბებიან ერთმანეთის მიმართ.

ეს ნატაა თუ ვიღაც ოხრობა, მომაცილეთ თორე გავპუტავ! ის ბოთე, ზაზა ფაჩულიას შორეული ნათესავი როა, მოვიდეს ცოტა აზრზე და ნუა ესეთი ბოთე, თორე მივაყოლებ თავის ნატრულის! smiling_imp
ზურა გაააქტიურე, ცოტა იეჭვიანოს იმ ბოთემ იქნება ეშველოს რამე...

გელი... joy joy

ხვედელიძის არაყიდან ნახევარი დარჩა და გამოიყენებენ აუცილებლად smile ლექსოს და ნატალის ორივეს დაგისვამ და შეესიე smile


მომიყვანე, სუ სათითაოდ დავაპუტავ იმ თმებს ნატრულის და ლექსოს თმებთან ერთად წვერსაც მივაყოლებ. smiling_imp smiling_imp ბოთე ეგ... angry

satisfied satisfied
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent