შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( IX )


4-05-2017, 15:19
ავტორი სუად
ნანახია 1 185

წვიმა გადაიღო და სწრაფი სვლით ლაურას ვთხოვე სახლში წავსულიყავით . შუადღე იქნებოდა ,მაგრამ ცოტათი მაინცარ შეჩერებულა წვიმა . საფხულის დღე იყო და ასეთ სეყვას არავინ ელოდა . სანამ სახლში მივიდოდეთ ვხედავდით თუ როგორ ლპარაკობდნენ ხალხი ,,ეს აღსასრული უნდა იყოსო’’ . სიმართლე რომ გითხრათ , არასდროს მწამდა ასეთი ცრურწმენობითი პანიკების . ეს მოსალოდნელიც კი იყო , ამინდი ყოველთვის იცვლება გარემოში .ლაურა სახლამდე მივიყვანე , მე კი ლეონთან გადავწყვიტე წავსულიყავი .ხვალ საბოლოოდ მოვინახულებდი და ძალზე გამიჭირდება ამ ქალაქის , სახლის ან თუნდაც სამსაურის ბიჭებთან გამოთხოვება .ლაურა გავაფრთხილე ალბად ნასვამი დავბრუნდები მეთქი.საბოლოოდ სახლში შევიდა და მეც ავუყევი შემაღლებულ ქუჩებს . ლეონთან როდესაც მივედი , ის ვიღაც მოხუც ქალთან ცხოვრობდა . მას ყავდა ოჯახი , თუმცა სახლის ყიდვა ვერ შეძლეს და ამ მოხუცებულ ,მომაკვდავ ქალს ყოველთვე ორმოცდაათ ფრანკს უხდიდნენ .როდესაც ლეონს დავუძახე, კარებთან რაღაცნაერი ხმაური შემომესა. ალბა საკეტებს ხსნიდა. საბოლოოდ კარი გაიღო და შუა ადგილას ისევ საკეტი იყო მიმაგრებული . ჯაღვის ფორმა ქონდა და ამ საკეტიდან ვიღაც იხედებოდა რომელიც ლეონს ნამდვილად არ გავდა . ბოლოს კი თავისი მთლიანი სახე გამოაჩინა . ეს ის მოხუცებულია , ამ სახლის მეპატრონე .
-გამარჯობათ მადამ . მე ლეონის მეგობარი ვარ .
-ვინ ? ვინ ბრძანდებით ?
ამ დროს ისევ რაღაც ხმაური შემომესმა და ეს მოხუცი ქალი განზე გადგა . ლეონის ხმა იყო...
-ვინ არის მოსული ? მე მეძახიან ?
აქედან გადავუძახე :
-ლეონ, ლუისი ვარ .
ლეონი წამოიდა, მისი ფეხის ამოძრავების ხმა კარებთან მესმოდა . კარები გააღო და ის საკეტიც მოაშორა .
-შემოდი , ნუ მიაქცევ ამ მოუცებულს ყურადღებას .
ოთახში როდესაც შევიხედე , არ გავდა დიდებულს .მაგრამ არც ღარიბულად გამოიყურებოდა . უკან გავიხედე მოუცი მოდიოდა , თუმცა იქვე მარცხნივ გაუხვია და ოთახში შევიდა . ალბად საძინებელ ოთახში შევიდა .
-ნუ მიაქცევ ყურადღებას . თავისთვის დაიარება ეს ქალი აქეთ-იქით .
-ძმაო , ბავშვები სად გყავს ? ან შენი მეუღლე ?
-ორივეს აძინებს . სახლი არეულია , ეს მოხუცი ქალი კი ნერვებს მიკლავს . ყოველთვიურ გადასახადს ვაძლევთ , მაგრამ ავიწყდება მივეცით თუ არა . მუდამ გაიძახის რაღაცეებს და ბუტბუტებს თავისთვის , მე კი ვერ გამიგია . მოკლედ , მოდი აქ ჩამოჯექი .
-ძმაო ხვალ წასვლას ვაპირებ , გასაღებს ხვალვე მოგცემთ . დღეს კი უბრალოდ გამოსათხოვებად მოვედი . ძალიან მიჭირს ამ ქალაქის დატოვება , თითქოს მირთულდება პარიზში გადასვა . გული კი რაღაც ცუდს მიგრძნობს .
-ჰაჰაჰა ... როგორ გეშინია ... მოდი გეტყვი , შენს მეუღლეს არაფერი მოუვა პარიზში , თუ მის გვერდით იქნები . თორემ ახლანდელ დროში , ამ ქალაქშიც კი მომრავლებულა ის შემთხვევები, ქალი კაცს რომ ღალატობს .
-აი, სწორედ მაგის თქმა მინდოდა . მაგრამ ლაურას პირველი სიყვარული მე ვარ , არც ისეთი ქალი ჩანს რომ ასეთი რამ გამიბედოს . პირიქით , ყოველთვის ცდილობს რომ გამაბედნიეროს.
-მეც მჯერა შენი მეუღლის და ვიცი როგორიც არის . სწორედ რომ მსჯელობ . მაგრამ ძმაო ყურადღებას ნუ მოადუნებ , ეცადე ისეთ ქალაქში სადაც მეტი საფრთხეა , ფრთილად მოეპყრო მას . ხომ გესმის ჩემი ?
-კი , კი მესმის . მოდი აღარ გავიმეორებ ამ თემაზე საუბარს , ჩვენს სამეგობროს მინდა გავუაროთ და დავემშვიდობო . ალბად სამუდამოდ იმ თითქოსდა სიყვარულის ქალაქში ვიცხოვრებ , ალბად ამასაც შეჩვევა სჭირდება .
-შენ ნუ ინერვიულებ და თუ ასე გაგიხარდება , ყოველ შობაზე ოჯახით გესტუმრებით . მაგრამ თუ უსაზღვროდ გაგიხარდება აი ამ მოხუცსაც წამოვიყვანთ .
ლეონი გულიანად იცინოდა და მეც ავყევი.
-როგორც გინდა , სამეზობლოც გამოიყოლე .
სიცილს ისევ ვაგრძელებდით და ოთახიდან ლეონის მეუღლემ , სუზანამ გამოიხედა .
-ბავშვები გაიღვიძებენ ლეონ!
-სუზანა , ნახე ვინ მოსულა ჩვენთან სტუმრად .
მე ფეხზე წამოვდექი და ქალს მივუახლოვდი . მოვესალმე როგორც მამაკაცი ქალს ესალმება ხოლმე . ცოტათი ლოყები აუწითლდა და შემდეგ ბავშვის ხმა შემოესმა .
-კარგი. ამ ბავშვებს ძილი არ ეკარებათ ეს ერთი კვირაა . დავიღალე ... ლეონ სადმე წასვლას აპირებ ?
-კი ჩემო სიხარულო , მე და ლუისმა მეგობრებს უნდა ვეწვიოთ .
-კარგი, როგორც გინდა . ნუ დაიგვიანებ გთხოვ .
-არამგონია .
ლეონი შემოსასვლელში გავიდა და ფეხსაცელს იცმევდა , მეც გავყევი . ამ დროს მოხუცი თავისი ოთახიდან გამოვდა ...
-შვილო , პარკში მიდიხარ ?
-არა , მეგობრებთან ...
-აქ უნდა გვეწვიოს ?
-ნუ ... თქვენ დაისვენეთ და გპირდებით ხვალიდან არ შეგაწუხებთ .
მოხუცი თითქოს გაკვირვებული დარჩა ამ სიტყვებზე და ისევ თავის ოთახში გაბრუნდა. მე და ლეონი კი გარეთ, ეზოში გავედით . მათი ეზო ისეთივე მოუწერიგებელი იყო, როგორც ლაურას მაშინდელი ბაღი . გავიიარეთ ეს ეზო და ქუჩას გავუყევით .
-ლუის , დღეს სამსახურში მე არ წავსულვარ, თუმცა ისინი იქ ინებიან და მივაკითხოთ .
-შემდეგ სადმე გავიაროთ , ცოტათი გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოვთქვათ და დავემშვიდობოთ .
-ჩემმა ცოლმა არ იცის, რომ სახლს შენგან ვყიდულობ . მინდა სიურპრიზი გავუკეთო . ვიცი გაუხარდება მარტო რომ გადავალთ საცხოვრებლად .
-თუ რაიმე დაგჭირდათ დაგემარებით , ნახევარ ფასში მოგცემთ .
- შენი ახლანდელი ფასი ისედაც ნახევარია იმის, რაც მართლა უნდა ყოფილიყო ...
მე და ლეონი სახლის საფასურის განხილვაში გზა-გზა მივუყვებოდით . მივუახლოვდით ჩემს ყოფილ სამსახურს და გარეთ ჩამოვსხედით . დაახლოებით ექვს საათზე ყველა თავისუფალი იქნებოდა .ველოდებოდით ,ქარხანაში შესვლა კი არ გვინდოოდა . კარები გაიხსნა და გამოვიდა მიშელი და ედიტი .
-ლეონ, ლუის ! აქ რას აკეთებთ ?
წამოიძახა მიშელმა , ედიტი მოვიდა და გადაგვეხვია .
-ძმაო, ხვალ პარიზში წასვლას ვაპირებ და დღეს გამოგემშვიდობოთ უნდა .
ვუპასუხე მე და ლეონმა ხელი გადახვია , რაღაც ყურში ჩასჩურჩულა ორივეს . მათ გაიღიმეს და გზა გავაგრძელეთ . იქვე კაფე იყო , მხოლოდ მამაკაცბი შედიოდნენ თურმე .
-ამ კაფეში ნამყოფი ვარ, მოდი აქ დავსხდეთ .
განაცხადა ლეონმა და ჩვენც შევყევით კაფეში . დავსხედით , იქვე კუთხესთან მაგიდა იდგა თავისი მოლურჯო სკამებით .ლეონმა ლაპარაკი განაგრძო:
-ეს კაფე გაირჩევა სხვებისგან, რომ აქ არამარტო ჩაისა და ტკბილეულის შეკვეთაა შესაძლებელი , არამედ სხვა სასმელებიც . გავიგე რომ მეპატრონე ამით მეტ შემოსავალს იღებს , ვიდრე სხვა კაფის მეპატრონეები .
ამასობაში ოფიციანტიც მოვიდა ,ერთი ჩვეულებრივი , მომსუქნო და თმაშეჭაღარავებული ქალი .
-რას მიირთმევთ ?
მე პასუხი არაფერი მქონდა , რადგან ღვინის დაგემოვნებაში ან საჭმელის , დიდად მოყვარული არ ვიყავი და ეს ყველაფერი ლეონს მივანდე .ლეონმა კი უპასუხა :
-წითელი , მუქი წითელი ღვინო შატო ლატური, 1855 წლის პირველი გამოშვება მოიტანეთ და...
-სხვა რაიმეს ინებებთ ბატონო?
-დიახ . მაგრამ ...
-ბატონო, დაგემხმარებით . ჩვენს კაფეში ტრადიციულად პო-ტო-ფეს მიირთმევენ , ყველაზე საოცრად აქ ამზადებენ მთელ აღმოსავლეთ საფრანგეთში .
-კარგი, მაშინ ეგ მოიტანეთ ოთხ კაცზე გათვლილი .
-კარგი , მე დაგტოვებთ . დაელოდეთ ,არ დაიგვიანებს .
-იმედია .
ეს თქვა ლეონმა და ამ თითქოსდა ცხოვრებისაგან მოხუცებულ ქალს ნაზად გაუღიმა .
-ლუის ... წამოიწახა ედიტმა და თავი მისკენ მოვაბრუნე
ლუის , საცხოვრებლად პარიზში ცხოვრება საბოლოო გადაწყვეტილებაა ?
-ასე გამოდის ძმაო ედიტ . მეუღლეს, ჩემს ლაურას ახლობლები მხოლოდ პარიზში ყავს . მისი თქმით აქ ვერ იცხოვრებს, გაუჭირდება მარტო ყოფნა როდესაც მე სამსახურში ვიქნები . ამიტომ გადავწყვიტეთ წასვლა ამ ქალქიდან .
-და სახლი ვის უნდა მიანდო ?
-სახლი ? სახლი იყიდება .
-მე ვიძენ მაგ სახლს . ( თქვა ლეონმა და თვალი ედიტსა და მიშელს მიაპყრო .)
სახლი , მოგეხსენებათ რომ მისი შეძენა არ გამიჭირდება . უფროსმა დამაწინაურა და დანაზოგიც გავაკეთე .
განაგრძო თავისი ცხოვრებისეული ისტორიების მოყოლა ლეონმა და ჩვენ ვუსმენდით . ხოლო ამასობაში ოფიციანტი მოვიდა და ის მუქი წითელი ღვინო მოიტანა , რომლის სახელსაც ალბად ვერასდროს დავიმახსოვრებდი . ისევ ყური მივაპყარი ლეონს , ამჯერად თავის სუზანაზე მოგვითხრობდა . იმ მოხუც ქალზეც, რომელსაც ყველაფერი ნელ-ნელა ავიწყდება და გადასახადების მიღების დროსაც მაინც წუწუნებს , რომ თითქოს არც კი მიუღია რამე .
-ლეონ , ხვალ რომელი საათისთვის იქნები მზად ?
ვკითხე მე . ხოლო მან მიპასუხა რომ :
-ხვალ ? ეგ შენ უნდა მითხრა სადგურში რომელი საათისათვის გადიხარ .
-დილით ადრე უნდა გავიღვიძოთ მე და ლაურამ . ათი საათისათვის სადგურში უნდა გავჩნდეთ აუცილებლად .
-მაშინ მე ცხრა საათისაკენ მოგაკითხავ , გასაღებს ჩავიბარებ და დანარჩენ საქმეს მე მივხედავ.საჭირო თანხასაც გავცვლით .
-კარგი როგორც გინდა .
ვუპასუხე მე ... ოფიციანტი ისევ მოვიდა და ხელში პუ-ტო-ფე ეჭირა . ამ საჭმელზე შევნიშნე რომ მეი სტაფილო იყო . ცოტათი გამეღიმა , რადგან ამ ქალმა აღნიშნა რომ საუკეთესონი იყვნენ . თუმცა ფრანგულ ტრადიციულ საჭმელში მოიკოჭლეს .
ლეონმა გამოართვა და ოთხ კაცზე გაგვინაწილა . როდესაც დავაგემოვნე მომეწონა , არც კი მოველოდი ასეთ გემრიელს . ჭამა დავიწყეთ და მშივრებს ლაპარაკი შეგვზარებოდა . კარგად რომ დავნაყრდით მიშელმა ღვინო გახსნა და ჭიქებში თითქოსდა ნაზად ჩამოასხა . ღვინოც დავაგეოვნე და არც ის იყო ცუდი . ლეონი კი დაყრდნობოდა ამ ჭიქას და თითქოს მაღალი წრის წარმომადდგენელი იყოს , ჭიქას ანჟღრევდა . შემდეგ ისვე ყნოსავდა და ისევ ანჟღრევდა. ჭიქა ხელში დავიჭირე და წარმოვთქვი ის სიტყვები , რომლებიც მართლა მიჟღერდა გულში და არა უბრალოდ თავისმოწონება იყო .
-მეგობრებო , მიშელ , ედიტ , ლეონ . ხვალ ამ ქალაქს ვშორდები და ეს არის ბოლო დღე როდესაც თქვენ მხედავთ . მივდივარ დიდ ქალაქში , სადაც ვთვლი რომ ცხოვრება გამირთულდება . გული ამას მიგრძნობს და მაშინებს . ლეონ ხვალ საბოლოოდ შენ გნახავ უკანასკნელივით . თუმცა ძმებო გახსოვდეთ , რომ როდესაც სახლს ვიყიდი პარიზში , პირველ რიგში თქვენ სამს დაგიკავშირდებით და ხოლმე მესტუმრებით . ერთმანეთს არ დავივიწყებთ , მე ამას გპირდებით .



№1  offline წევრი nawka

თავს ვიკავებ და ჯერ არ წავიკითხავ

 


№2  offline წევრი სუად

nawka
თავს ვიკავებ და ჯერ არ წავიკითხავ

არ ინანებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent