შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში თავი 2


5-05-2017, 10:16
ავტორი ლუსია
ნანახია 1 332

-ალო... გისმენთ... დიახ მე ვარ.... ვინ? შეუძლებელია დღეს ვესაუბრე! კარგით მოვალ...

გულგახეთქილი ვიფართხუნებ ტანსაცმელს და ოთახის ფლოსტებით გავრბივარ გარეთ... მანქანაში ვხტები და ნამდვილ გიჟს დამსგავსებული მივემართები მეიდანზე... თმა გაჩეჩილი თვალებ ჩაწითლებული და თანაც ჩუსტებით... მეცინება მაგრამ ახლა სიცილის დროა?! მანქანას სადღაც ვაჭეჭყებ და ფეხით გავრბივარ ხიდის მოაჯირთან სადაც პოლიცია დგას...
მივუახლოვდი და თავი წარმოვუდგინე... ჯერ გაოცებით შემომხედეს სიცილს ვერ იკავებდნენ და ვითომ ჩუმად ფხუკუნებდნენ... მერე სიგარეტს მოვუკიდე და ვითხოვე გამარკვიეთ მეთქი...
- იცნობდით ქალბატონ ირმას?
- ჩემი ხშირი პაციენტია
- თავი მოიკლა ახლა გვამს ეძებენ...
- კი მაგრამ... რატომ უნდა მოეკლა თავი მე მას ვეხმარებოდი და აბებსაც ვუნიშნავდი...
- ხვდებით რომ ამით თქვენ გიფუჭდებათ საქმე?
- რა ჯანდაბას მეუბნებით?! რა შუაშია აქ ჩემი რეპუტაცია და საერთოდ გგონიათ რეპუტაცია ამაზე მეტად მაინტერესებს?!
- მისმა ქმარმა თქვენ დაგდოთ ბრალი.
- რომელმა ქმარმა სმისგან გამოფრუტუნებული რომაა და ღამე სახლში მოსული რაც მოხვდება ხელში იმას ესვრის ცოლს და შვილებს? საწ....ბი ცდლიობენ დაიძინონ და არ დახვდნენ თორემ ალურჯებს და ალამაზებს ის კაცი ოჯახის წევრებს...

ვითომ იუმორისტულად შევთხზე ამათი ოჯახის ამბავი და ფლოსტებს დავხედე... სიგარეტის ნამწვი გადავაგდე და პოლიციის მანქანას დავეყრდენი... პოლიციის უფროსი გამომძიებელი ფხუკუნს ვერ იკავებდა და პირდაპირ თვალებში მაშტერდებოდა... მინდოდა რაღაც გამექანებინა მაგრამ ამის თავი არ მქონდა... არც საშუალება თუმცა ფლოსტის გაქანება წავიდოდა რა... გონებაში ვფიქრობ
- გეხვეწები თუ კაციხარ ჩემი გაჭირვება მეყოფა... მორჩი მაგ ფხუკუნს...
და თან თვალებით ტყვიას ვესვრი... ჰო ჩემი ლამაზი (ჩემი აზრით ასეა) და დიდი თვალებით რომელიც ღამეში მუქად ელავს არა და სინამდვილეში ჭაობია... ჰო ასე ეძახიან მაგ ფერს... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. პოლიციელი რომელიც წეღან ფხუკუნისგან იგუდებოდა მომიახლოვდა და შავი ბაყაყივით გაბერი საქაღალდე მომაჩეჩა.
-უკაცრავად?
-უფროსი გამომძიებელი დავით კაპანაძე.
-აააა.... არა მე ამაზე გკითხეთ... აი ეს რაღაც ქაღალდებით სავსე...
-ა ეს ჩვენთან თანამშრომლობის წესები და ასეთი რამოდენიმე შემთხვევის ფაქტებია და ასევე გახსნილი და აწ დახურული საქმეები ზოგიც გახსნილი და დაუსრულებელი და ასე...
ხელს ზანტად აქიცინებს ჩემს წინ მდგარი ავგუსტუსის პროილიანი ახმახი რომელიც წეღან დამცინოდა და რომელსაც მინდა ეს საქაღალდე გადავაყლაპო მაგრამ რას გააწყობ რო? მე რომ მინდა ისე სად არის აბა?
-ვისთან ვითანამშრომლო?
-პოლიციასთან და პროკურატურასთან... ჩვენთან რა...
თვალს მიკრავს და ცალყბად მეღრიჯება... არა ვაღიაროთ მიმზიდველია და ავგუსტუსის პროფილიც აქვს მეტი რა უნდა ინატროს ქალმა მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ტიპი...
- ა ჰო კაი...
-სახლში წაგიყვანთ გეძინებათ ალბათ...
გულში მეცინება და ვფიქრობ
-ვაი შე საცოდავო ახლა რომ ფიქრობ მაგაზე რომ წამომაგდეთ და ამაწიოკეთ ახლა ამის მერე რა დამაძინებს?
მიუხედავად ჩემი უაზრო ფიქრებისა მეც ცალყბად გავუღიმე და მის ჯღანში ჩავჯექი თან თავისით მეფიქრება თუ რატომ ყავს უფროს გამომძიებელს ეს ჯღანი ოპელ ვექტრა... ჯანდაბას მე რომ მყავს ტოიოტა ვითზი რა ხეირი?
-აქ გამიჩერე..
ამ შენობით მიმართვაზე ღიმილით გამომხედა და ალბათ ისე სხვათაშორის მკითხა
-ყავა ხომ არ გექნებათ ასეთი დამღლელი საათის შემდეგ დალევდა კაცი...
მინდოდა მეთქვა გამასწარი აქედანთქო მაგრამ თავაზიანობა გამოვიჩინე და ჩემი ავგუსტუსი სახლში შემოვიპატიჟე.
-ვაა კაი ბინაა ეეე...
-ფეხები გაიწმინდე სანამ შემოხვალ
ნერვებს მიშლიდა მისი სითამამე და უაზრო ცალყბად ღიმილი....
-ნალექიანი თუ?
-უნალექო
ლამისაა ოფოფები ავყარო და გავცეცხლდე... გულმოსულად ვლანძღავ ფიქრებში
-ამ შუაღამისას რა ჯანდაბად გინდა ყავა საერთოდ ძილს არ აპირებ ნეტავ ვიცოდე? რა ჯანდაბა უნდა ახლა ეს მაკლდა სად მაქვს ამისთვის დასახარჯი ყავა... უზრდელი ჯერ არ მიცნობს და როგორ მელაპარაკება!
მერე სამზარეულოდან გავძახე
-ყავა აღარ არის...
მოვიდა შემომხედა და ღიმილით მეუბნება
-კი მაგრამ ხელში გიჭირავს...
- ა ჰო მოიცა...
ყავას იქვე ნიჟარაში ვყრი და ამპარტავნულად ვუღიმი
- ა ეხლა აღარ არის ავგუსტუს
-რა? ვინ?
-არავინ დაივიწყე და წადი დაიძინე მაინც ცუდია ყავა გულისთვის მითუმეტეს ღამე... წადი ეხლა ჰე...
ხელებს გაურკვეველი მიმართულებით ვაცეცებ და ისევ „იაზვურ ღიმილს“ ვაგებებ.
ავგუსტუსი გაოგნებული ტრიალდება და კარში გადის... რა თქმა უნდა ჩემი უზრდელობის და მიუხედავად კარამდე ვაცილებ ხელს ვართმევ და ვემშვიდობები...
-ძლიიივს
ტელევიზორს ვრთავ მაცივრიდან ლუდს ვიღებ და კომფორტულად ვეწყობი ჩემს დივანში.
დილის 7 საათზე თავისით მეღვიძება და მიჩნდება კითხვა ვარ თუ არა ნორმალური მაშინ როცა მხოლოდ 2 საათი მეძინა და ახლა 9 საათზე სამსახურში უნდა ვიყო რომ ნერვოზიან და სტრესიან ხალხს ვუყურო... ოჰ მაკა მოგცლლლია აწიე შენი უკანალი (სქელი და მძიმე მაინც არ არის) და მოწესრიგდი... სარკეში ჩავიხედე და ნამდვილ გიჟს ვგავარ თვალებ ჩაწითლებულს და თმა გაჩეჩილს... საწყალო შენ.. დანანებით ვიქნევ თავს და აბაზანაში ვხტები სადაც ჩემი ერთგული ნელთბილი წყალი მელოდება.
გარეთ დგას ჩემი ვერცხლისფერი ტოიოტაც რომელთანაც ავგუსტუსი მელოდება... გულში ვფიქრობ ეს მთელი ღამე აქ იყო თუ ესეც ჩემსავით ვერარის და ღამე მხოლოდ 2 საათი ეძინა?
-დილამშვიდობისა მაკა
ისევ ეს ცალყბად ღიმილი... არ შეგშვენის ავგუსტუს
-შენ კულტურა არ გასწავლეს?
-რა?
-რა კაი ძმაკაცივით მელაპარაკები
-ოჰ მაპატიეთ ქალბატონო მაკა... მაქვს პატივი დღეს მე წაგიყვანოთ სამსახურში.
-შენი ვექტრათი?
-თქვენი ტოიოტა იყოს
-და ჩემით რომ წავიდე მომიტაცებს ვინმე?
-არარის გამორიცხული ასეთი ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით...
ახლა რომ გავწეწო და მოვკლა ნეტა დამიჭერენ?
-მომისმინე ავგუსტუს დამოუკიდებელი ვარ უკვე დიდი ხანია და დაცვა არ მჭირდება...
-და საქაღალდეს არ გადახედავ?
- ა ჰო... დამაიწყდა...
სახლისკენ წავედი სწრაფი ნაბიჯებით კარი შევაღე და ფხაკუნი მომესმა... მისაღებში შევედიდა მუქი ფარდის უკან სინათლეზე ჩრდილი იყო შეშინებით დავიკივლე....
- ეეე ავგუსტუს...
დაფეთებული შემოვარდა საწყალი...
- რა მაკა რამოხდა?
-იქ ვიღაც არის! ფარდის უკან... დავინახე
მამაცმა ავგუსტუსმა მოიმარჯვა იარაღი და ფარდა უშიშრად გადასწია...
- კი მაგრამ არავინაა...
- მე დავინახე!
- ხომ არ მოგეჩვენა?
- ააა ახლა გიჟიც ვარ ხო?!
-არა რას ამბობ...
-იდიოტო! რა ჯანდაბა გინდა გამომძიებლად? ფანჯარა ღია არ დამიყოვებია და კიდევ ნახე შეხედე! ნორმალური ადამიანი ამ საქმიან საქაღალდეს რაფაზე დადებს?
იმ ბაყაყივით საქაღალდეზე მივუთითე რომელსაც ჟურნალის მაგიდიდან რაფაზე გადაენაცვლა.
-იქნებ აქ დადე და არ გახსოვს?
-უფრო კარგი ვერსია მაქვს იქნებ ფეხი აიდგა და თავისით მოვიდა? რა გამოშტერებული ხარ!
- კაარგი ნუ ბრაზობ იქნებ დღეს სამსახურში არ წახვიდე?
- ხო დავურეკავ ყველა კლიენტს ცალ ცალკე იცით დღეს ვერ მოვალ იმიტომ რომ ჩემს სახლში ვიღაც იქექება და კიდევ კუდში შტერი გამომძიებელი ავგუსტუსი დამსდევს და გონია რომ მე ვარ დამნაშავე ან კიდევ შიზოფრენია მჭირს!
- კი მაგრამ მე არ მგონია რომ...
- ჰო არა ჩემი ლამაზი თვაკების გამო დამსდევ არა? ფსიქოლოგი ვარ იდიოტო
-კარგი ჰო მე წაგიყვან...
-ჯანდავას შენი თავი წამიყვანე შენი ოპელით და ესპრესოც მიყიდე!
თვალი ჩავუკარი და საქაღალდითურთ გავედი გარეთ... იდგა რამოდენიმე წუთი და რაღაც ერთ წერტილს მიშტერებოდა
-წამოხვალ თუ გაქვავდი ავგუსტუს?
- რა? ა ჰო...
ისე გამოვიდა რომ ესპრესო ძალით ვაყიდინე თუმცა დარწმუნებული ვარ არ ანაღვლებდა მას ეს...
-ეს ავგუსტუსი რას ნიშნავს?
-აჰ ეს ერთერთი მითოლოგიური პერსონაჟია ლამაზი პროფილით მასსავით პროფილი გაქვს და მეც აგუსტუსი შეგარქვი.. რაიყო არ მმოგწონს?
-როგორ არა უბრალოდ დავინტერესდი. ანუ შენ ამბობ რომ ლამაზი პროფილი მაქვს?
-ხო ახლა თავში ნუ აგივარდება.
სამსახურში მიმიყვანა და დაიწყო ისევ ნერვების მოშლა
-რომელზე გამოგიარო?
-დამცინი?
-რაიყო?
-გამასწარი
- ა ჰო მივხვდი
-კიდევ კაი!
შენობაში შევედი და დაცვას მივესალმე...
-როგორ ხარ ნუკრი?
-მაკა ადრე მოსულხარ
-ჰო რამოდენიმე ფსიქოპორტრეტს უნდა გადავხედო
-ის ვინიყო?
- აჰ ეს გამომძიებელი ავგუსტუსი პროსტა ტვინი აკლია ცოტა.
- ააა.... გასაღები ზემოთ კიდია კარადაში....
-მადლობა ნუკრი.
ჩვენი დაცვა ნუკრი აფციაური 45 წლის მამაკაცი გახლავთ ცოლი მშობიარობას გადაყვა და მან მარტომ გაზარდა გოგონა რომელმაც 16 წლის ასაკში თავი მოიკლა... პრობლემები ჰქონდა გარდატეხი ასაკის გამო და აწუხებდა ფიქრები რომ მარტოსული იყო ოდნავ შეებყრო სუიციდსაც.... და ერთ დღეს თავი მოიკლა, ახლა კი ბატონი ნუკრი მარტო ცხოვრობს თავის 4 ოთახიან ბინაში სადაც დედა აკითხავს ხოლმე.... საკმაოდ მაღალი და ტანადი კაცია... ამის ერთი დარტყმა და მერე გაგისტუმრებს ტრავმატოლოგიურში ან მორგში....
მესამე სართულზე ლიფტით ავედი... ისევ დავიწყე ფილების თვლა და მივედი კარადამდე სადაც ჩემი გასაღები არ დამხვდა კართან მივედი და შეღებული დამხვდა შეხედვაც კი შემეშინდა ეგრევე დავიკივლე.



№1  offline წევრი marikuna (1)

ძალიამ მომწონს საინტერესო ხდება უფრო და უფრო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent