შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 48


5-05-2017, 10:45
ავტორი Lex
ნანახია 1 359

48.
მხატვარი ისე იყო მოგონებებში გადავარდნილი, რომ არაფერი ესმოდა მიმი რასაც ეჭიკჭიკებოდა...
საშინლად არეულ და დაბინძურებულ სახელოსნოში, მიმიმ შემოსვლისთანავე დასუფთავება შესთავაზა, მართალია ეზარებოდა, მაგრამ აბა ვინ მოასვენა?..
დიდი ხნის დაკარგული და მონატრებული მეგობარი, როგორც იქნა ეწვია და უარი ვეღარ უთხრა...
- მიდი, მიდი, ნუ გეზარება! –
დასჭყიოდა გოგო და თაროდან ჩამოღებულ მტვრიან წიგნებს აწვდიდა...
...ისევ ის დიდი წიგნი...
მისი ძველისძველი ნახატიც აქ იყო შენახული...
და ისევ ისე, ძველებურად იჩინა მოგონებებმა თავი...
- ნიღბების თეატრი! –
ხმამაღლა ამოიკითხა მიმიმ:
- ეს შენმა გოგომ დახატა ხომ? რა საყვარელია -
არც ელოდებოდა მხატვრის პასუხს ისე განაგრძობდა საუბარს, არც კი შეუმჩნევია ფურცელი ძველი და გაყვითლებული, რომ იყო, ალბათ ამასაც ახსნას მოუძებნიდა, უდიერად შეგინახავსო.
მიმი არ ცხრებოდა და თან აგულიანებდა, აი ცოტაც და დავლაგდებითო. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ თეატრი მხატვრის მიერ იყო დაარსებული და არც ის იცოდა, რომ ადგილი, სადაც სპექტაკლები იმართებოდა მისივე ბინა იყო, არც თუ ისე პატარა სახლი, თეატრისთვის შედარებით მომცრო ჩანდა... არც დასი იყო დიდი და არც ბევრი მაყურებელი ეტეოდა, სამაგიეროდ რაღაც განსხვავებული და ბევრად მყუდრო იყო...
მხატვარი კი აღარც უსმენდა, გონებით ისევ ბავშვობის წლებში იყო ჩაფლული და ცდილობდა, მეხსიერების ზედაპირზე მეტი მოგონება ამოექაჩა..
- მომაწოდე ეგ ალბომიც და მოვრჩით დღეს!
მიმის შეძახილმა რეალობაში დააბრუნა. გულში ჩაკრული ალბომი ძლივს გაიმეტა თაროზე შემოსადებად, თითქოს მთელი მისი ცხოცრება იმ ალბომში იყო... იმ ერთ ფურცელში იყო...
სანამ მხატვარი მოგონებებიდან ბოლომდე გამოერკვეოდა და რეალობაში დაბრუნდებოდა მიმის უკვე ყავაც მოემზადებინა და სავარძელში ნეტარი სახით იჯდა...
„ნეტა თუ იცის ფიფოს ამბავი? ალბათ არაფერი იცის... მთელი ზაფხული არ გამოჩენილა...“
- აბა, მომიყევი როგორ გაატარე ზაფხული?
- უჰ რა ვიცი, დავიღალე... საშინლად დავიღალე, მაგრამ კარგი იყო, ძალიან კარგად დავისვენე, ისე კარგად, რომ ამ დასვენებამ დამღალა კიდეც, ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი... –
მიმი გაჩუმდა.
მხატვარს მოეჩვენა მიმის თითქოს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა...
„იქნებ ფიფოზე აინტერებს და ვერ მეუბნება...“
- იცი.. - მხატვარმა ფინჯანი გვერდით გადადო - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს რაღაც გინდა მკითხო და...
მიმიმ მოწყენილად დახარა თვალები, სახეზე ღიმილიც გაუქრა
- არა... არაფერი -
ლამის ჩურჩულით უპასუხა მიმიმ.
- აბა ახლა მომიყევი რა ხდება შენს თავს -
მხატვარი თითქოს შეტევაზე გადავიდაო და ისეთი მომთხოვნი ტონით უთხრა, რომ მიმი დასტურის ნიშნად თავი დაუქნია
- კი, მაგრამ, რა მოგიყვე, არ ვიცი -
მიმი ისევ გაჩუმდა
მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა მიმის, მას კი ფანჯრის მიღმა, სადღაც სივრცეში გაშტერებოდა მზერა.
მხატვარი მიხვდა მიმი ასე ადვილად ვერ გააგრძელებდა საუბარს და ისევ თვითონ დაიწყო:
- ფიფო ნახე?
ფიფოს ხსენებაზე მიმი შეკრთა.
„რა ფიფო... რის ფიფო... ფიფო ვიღას ახსოვდა უკვე...“
მიმიმ ნაღვლიანდ ამოისუნთქა. ამით მხატვარი უფრო დარწმუნდა, რომ საქმე ფიფოს ეხებოდა, მაგრამ ცდებოდა
- ჩვენ ისევ ისეთი მეგობრები ვართ ადრე რომ ვიყავით?
- ჩვენ? როგორ არ ვართ? აბა რა რა ვართ? მაგას კითხვა უნდა? –
მხატვარი გამხიარულდა და გულში გაიფიქრა
„ძლივს, როგორც იქნა დაიძრა ყინული“...
- მართალია მე მიგატოვეთ ყველა, და რაღაც უცებ გავწყვიტე კავშირი, მაგრამ დასვენება მინდოდა, ან... არც ვიცოდი რა მინდოდა. –
დაიწყო მიმიმ და მალევე გაჩუმდა.
- კარგი რა, მორჩი, რაც იყო - იყო, ზოგჯერ საკუთარი შვილის დანახვაც არ მინდა, მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვერ ვიტან და მომბეზრდა.
- რაღაც მინდა გითხრა და რა ვიცი... იქნებ გიჟი ვარ... იქნებ სულაც არ ვარ სრულ ჭკუაზე
- რა იყო? აღარ იტყვი? მოხდა რამე? ვინმე გაიტანე? ბანკი გაძარცვე?
- ოოო -
მიმის სიცილი აუვარდა, მხატვარიც აჰყვა,
- რა ადვილია რა შენთან ურთიერთობა, ზედმეტად არასერიოზული კი ხარ, მაგრამ მხიარული, მართლა შემოქმედი ხარ... არეულ-დარეული, რომელიც ხშირად აქეთ გილაგებს ნერვებს...
- მე ვალაგებ ნერვებს? –
მხატვარს გულიანად გაეცინა
- რა ვიცი, ყველა იმას დამჩხავის ნერვებს გვიშლიო. –
ვერ ითქვამდა სულს მხატვარი
სიცილში მიმიც აჰყვა:
- მართლა გადარეული და გიჟი მხატვარი ხარ!
- კი ვიცი მიმი, მხატვარი რომ ვარ და გიჟი გადარეულიც, მაგრამ შენ რა დღეში ხარ ეს არ ვიცი და საერთოდ, გამაგებინეთ თუ შეიძლება რა სჭირს ჩემს მეგობარს?
- შეიძლება ისეთი უცნობი შეგიყვარდეს, რომ... –
მიმი წამით შეყოვნდა მერე ძალიან დაბალი ხმით განაგრძო:
- ვაიმე, არ ვიცი... რაღაც მიზიდავს, რაღაც მაშინებს, როცა დაახლოვებას ვცდილობ ძალიან შორს გამირბის... და არც ვიცი რას ვგრძნობ, მისგან თითქოს არაფერი მინდა და... ნუ, რა ვიცი... არა, არა, მის გვერდით ცხოვრებაზე სულ არ ვოცნებობ, არც ის მინდა კუდში მსდიოს და... მაგრამ... იმასაც ვფიქრობ თუ ჩემი ატანა არა აქვს მაშინ საერთოდ გაწყვეტდა კავშირს... თავიდან მომიშორებდა... არც ახლოს მიკარებს და არც მტოვებს... და არ ვიცი... -
მიმის სიტყვები ყელში ეჩხირებოდა, წესიერად თავს ვერ აბამდა სათქმელს, თუმცა უკვე ბევრი რამ გასაგებიც გახდა.
მხატვარი გაოგნებული შეჰყურებდა, რატომღაც ეგონა, რომ ფიფოს ამბების გამო იყო მიმი ასე, ახლა კი თურმე...
მიმიმ ამოიხრა და განაგრძო:
- გქონია ისეთი შემთხვევა, რომ სულ... დაბნეულხარ... არ იცი რა გინდა... თუმცა მაინც..
- თუმცა მაინც იცი გულის სიღრმეში, რაც გინდა, მერე რა რომ ზედაპირზე არ გინდა ამოატივტივო - სიტყვა შეაშველა მხატვარმა - იმიტომ, რომ არის რაღაც მასში იდუმალი, დაფარული საიდუმლოს ამოხეთქვა ძალიან რთულია...
მიმის სიწითლემ წამოურა
„თურმე, როგორ მჭირდებოდა აქ მოსვლა... ამდენი ხანი რატომ დავიკარგე?... რატომ გადავიხვეწე...“
- უნდა მომიყვე!- მკაცრი ხმით მიმართა მხატვარმა. - ყველაფერი უნდა მომიყვე, ეს უკვე თხოვნა აღარ არის. კატეგორიულად მოვითხოვ. ჩემს მეგობარს, რაღაც სჭირს და მინდა გავიგო, ხომ უნდა ვიცოდე რა ხდება?...
მიმიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
- არ ვიცი, საიდან დავიწყო
- სულ თავიდან.
- იმ დღეს, როცა შენ პირველად გნახე
- მეე? - მხატვარმა გაკვირვებული შეხედა - აჰა, ესე იგი, მეც ვარ მაინც სადღაც მანდ, შენს იდუმალ დარდებში გარეული... დავიწყოთ, აბა დავიწყოთ!
- დავიწყოთ - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ.
- ხომ სანამ დაიწყებ, არ დამავიწყდეს, დღეს სპექტაკლია, დაპატიჟებული ხარ, სეზონის გახსნაა, შემოდგომის პირველი სპექტაკლი...
მიმი გაეღიმა
- კარგი აბა დავიწყოთ, გისმენ! –
მხატვარი თავის ძველ გაქუცულ სავარძელში მოკალათდა და მიმის ამბების მოსმენის მოლოდინში გაიტრუნა.

LEX·2016 წლის 17 ოქტემბერი, ორშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent