შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 47


4-05-2017, 00:17
ავტორი Lex
ნანახია 1 435

47.
მხატვარი ოთახში ბოლთას სცემდა, საფერფლეში ნერვიულად ჩასრისა სიგარეტი.
დიდი ხნის დაკარგული და მონატრებული მიმის სტუმრობამ ის დრო გაახსენა, როცა სახელოსნოში საბოლოოდ გადმობარგდა და ნივთების დალაგებისას წიგნიდან გადმოვარდნილი მისი ძველი ნახატი იცნო...
მაშინაც ასე ანერვიულდა, იმ ძველი ამბების გახსენებას ცდილობდა, თითქმის აღარაფერი ახსოვდა...
ყველაზე ცუდი პერიოდი მის ცხოვრებაში მაშინ იყო, როცა პატარა ბიჭს სახლიდან წასვლა მოუხდა, და ისე მიკარგა და მიივიწყა ის დრო, რომ წლების მანძილზე არც აღარასდროს გაახსენდებოდა, რომ... ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც ლოთი დაჩაჩანაკებული კაცი, იმ საგამოფენო დარბაზის კართან არ ატუზულიყო, სადაც ახალგაზრდა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენის გახსნა იყო გამართული...
მხატვარს მაშინ არც არაფერი გაუგია და არც არაფერი შეუმჩნევია..
მიხუც კაცს დიდ ხანს მოუწია ლოდინი, ასეთ კაცს იქ ვინ შეუშვებდა...
მერე გვიან ღამით ხვეწნითა და მუდარით დარაჯმა როგორც იქნა შეუშვა...
კაცი ყოველ ნახატთან დიდ ხანს ჩერდებოდა და ცრემლმორეული შორდებოდა. მერე შთაბეჭდილების წიგნში რაღაც ჩადო და უხმოდ დატოვა იქაურობა...
უჩუმრად გაეცალა...
რამდენიმე წლის შემდეგ, ბარგის გადმოტანისას შემთხვევით წიგნიდან გადმოვარდნილმა, გაყვითლებულმა ფურცელმა თავისი ბავშვობის ის ძველი დრო გაახსენა...
თავისი, ბავშვობაში დახატული სურათი იცნო...
„ნიღბების თეატრი“...
„ყოველ თვის ბოლო შაბათს...
გვეწვიეთ...
დასწრება უფასოა... “
მაშინაც, რაღაც ჩასწყდა სხეულში, გულის სიღრმეში მიმალულმა მოგონებებმა ჯერ ბუნდოვნად იჩინა თავი... შემდეგ კი მოზღვავებული ტალღასავით მოაწვა ყელში და სადღაც ყელის ქვემოთ ყრუ ტკივილიც იგრძნო...
გაახსენდა თავისი უფროსი მეგობარი „მუზიკანტი“ ბიჭი - მოხუცი ბაბუ რომ ეძახდა... ბიჭი გამუდმებით თითებს ათამაშებდა... სულ რაღაც მელოდიას ღიღინებდა... ყველანაირ ხმას მუსიკად აღიქვამდა...
ეზოს ჭიშკრის ჭრიალსაც კი მელოდიად აღიქვამდა...
როგორო ივსებოდა მოხუცი სიამაყით ეს რა ბიჭები მყოლიაო მხატვარი და მუსიკოსიო...
„არა „მუზიკანტი“ - ბაბუ ასე ეძახდა“...
მხატვარს სევდიანი ღიმილით ერეოდა...
„ბაბუ, ბაბუ... ჩვენი ბაბუ... ალბათ ახლა მისი ძვლებიც აღარ იქნება... ეჰ, რამდენი წელი გავიდა...“
დარწმუნებული იყო მათგან არასდროს წავიდოდა, არასდროს მიატოვებდა, მაგრამ მონატრებული დედის დანახვამ სულ დაავიწყა თავისი დაპირება, სიხარულით ალაგებდა ნივთებს და თან უკვირდა რატომ ჰქონდა ასეთი სევდიანი თვალები მის უფროს მეგობარს, ნუთუ არ უხარია დედა, რომ ჩამომივიდაო...
მოხუცმა ბაბუმ გულში ისე მაგრად ჩაიკრა, თითქოს გაშვებას არ აპირებდაო, უფროსი ბიჭი კი მდუმარედ იდგა, პატარა მხატვარი მასაც ჩაეხუტა, ბიჭმა რაღაც თითქოს ცივად მოიშორა, კუშტად მომზირალი თვალები კი წყლით ჰქონდა სავსე...
მაშინ მხატვარი სიხარულისგან ისე იყო გაოგნებული, რომ ვერც ხვდებოდა უფროსი მეგობრის მოწყენის მიზეზს...
სანამ ბიჭები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, დედამ მოხუცს ხელში რაღაც ჩაუდო, მოხუცი უარზე იდგა, დედამ ორივე ხელი მაგრად მოუჭირა მის ხელს, რაღაცას უმტკიცებდა...
მერე თითქოს მოხუცის ცრემლიან თვალებსაც მოჰკრა თვალი...
თუ მოეჩვენა... აღარც ახსოვდა...
ნახატი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, რომ ერთ კუთხეში ძალიან მკრთალად მინაწერი შენიშნა:
,,მამიკოს ჩემგან“
გული შეეკუმშა... ეს ნახატი ხომ მამას აჩუქა...
თავიდან ნახატის დანახვაზე მოგონებები ერთმანეთს ისე აწყდებოდა, არც კი დაინტერესედა ნახატი საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო მის ახალ ცხოვრებაში...
„მამა... მამა... ნეტა ცოცხალია?...“
როცა დედამ წაიყვანა, შორს გადახვეწილი, ერთი პერიოდი ურეკავდა მამას, მერე რატომღაც კავშირი გაწყდა... მიზეზიც არ ახსოვდა რატომ...
მერე კი სულ მიივიწყა მისი არსებობაც...
როცა დედა ავად გახდა, სამშობლოში დაბრუნება მოითხოვა, ჩამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. რადგან მხატვარს უცხოეთში ჰქონდა განათლება მიღებული, არც სამსახურის შოვნა გაუჭირდა და არც საზოგადოებაში გამოჩენა, თუმცა ვერც ერთს დაუდო გული ბოლომდე, ვერც ბევრ ხალხში გრძნობდა თავისუფლად თავს და ვერც ოჯახს შეეგუა...
საბოლოოდ ცალკე ამჯობინა ცხოვრება...
ძველმა ნახატმა ყველაფერთან ერთად მამაც გაახსენა და თავისი ბავშვობის რაღაც ნაწილი, თუმცა ეს ყველაფერი მის მოგონებებში მაინც ბუნდოვნად იყო.
მამის ძებნას ძალიან დიდი დრო მოანდომა, ლამის იმედიც ჰქონდა გადაწურული... ძლივს მიაგნო...
სადღაც მოხუცთა თავშესაფარში, დაუძლურებული, წამოდგომაც კი უკვე აღარ შეეძლო...
მეორე ცოლიც გარდაცვლილიყო და მათი ძველი სახლი ამ ცოლის ნათესავებს უკანონოდ დაეკავებინათ და ასე ადვილად არც აპირებდნენ დათმობას...
მხატვარმა ესეც მოაგვარა, სახლი დაიბრუნა და იქვე იმ სახლშივე წლების მანძილზე მამის დანაზოგი თანხით „ნიღბების თეატრი“ გახსნა...
ამ ყველაფერს დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც გააკეთა.
ნიღბების თეატრს უძღვნიდა, მის ბავშვობას, იმ მძიმე წლებს, იმ უფროს მეგობარ ბიჭს, მოხუც ბაბუს, დედას და მამას...

LEX·2016 წლის 13 ოქტემბერი, ხუთშაბათი



№1  offline წევრი nawka

შენი "მებაღე" კარგი იყო და ვნახოთ ეს როგორი იქნებაა

 


№2  offline წევრი Lex

ეს რადიკალურად განსხვავდება, ფსიქოლოგიური დრაამაა, მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი-რომანი.
და ყველასთვის მისაწვდომი არარის. თუნდაც ასაკისა და გემოვნების გამო
დანარჩენი თქვენ განსაჯეთ :)
ამ საიტზე ჯერ ნაკლები მოწონება აქვს, სხვაგან მოსვნებას არ მაძლევენ სანამ ახალს დავპოსტავ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ <3
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

ორიოდე დღეში წავიკითხე ყველა თავი. ჩამთრევი, განსხვავებული და ძალიან საინტერესო სიუჟეტია, შენი "მებაღისგან" სრულიად განსხვავებული და წარმოდგენაც არ მაქვს როგორ შეიძლება დასრულდეს, დასასრული ლი მგონი ჯერ კიდევ შორსაა. ერთადერთი რაც ოდნავ დისკომფორტს მიქმნის პატარა თავებია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მომწონს შენი პუნქტუალურობა და ყოველდღე ახალი თავი..
მოუთმენლად ველი მომდევნოს ))...

 


№4  offline წევრი Lex

ძალიან დიდი მადლობა, ვცდილობ არ გამოვტოვო დღე და ყოველდღე დავამატო :) ეს შარშანდელი ნაწერებია ჯერ კიდევ, ერთი პეიიოდი საერთოდ შევწყვიტე, გადავიფიქრე მაგრამ ლამის შემჭამეს და გავაგრძელე იქ.
აქაც შევაჩერე, მაგრამ ერთი დაინტერესებული მკითხველიც კი საკმარისი აღმოჩნდა და გავაგრძელე :)
<3 <3 <3
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent