შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა [სრულად]


5-05-2017, 17:06
ავტორი MoonDaughter
ნანახია 23 272

1 თავი

ორშაბათი: 08:30
ჩადუნელის ქუჩის აღმართს თუ აუყვებით, ას მეტრში ვიწყო იტალიურ ეზოს წააწყდებით, სადაც პატარა ოთახებია ჩამწკრივებული. სახლებს რკინის შავი ღობე აკრავს და უკვე გაცვეთილი, თითქმის უმოქმედო ასევე შავი რკინის კარით იღება.
ამ დროს, მხოლოდ ერთი ოთახის ფანჯარაში შენიშნავთ მბჟუტავ შუქს. თორმეტი კვადრატული სიდიდის ოთახში ორი პატარა პრუჟუნიანი ლოგინი დგას, რომელთა რკინის თავები ერთმანეთს ეყრდნობა და ოთახში მართ კუთხეს ქმნის შესასვლელიდან მარცხნივ. კარის მარცხენა მხარეს კედელზე მიბჯენილი პატარა მაგიდა დგას, რომელზე ტაფები, ჭურჭელი, ელექტრო ჩაიდანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორიც კი დგას. სულ ცოტა ადგილია დარჩენილი, რომ ჭამა შეძლო. მარჯვენა მხარეს მაღალი და თხელი თეთრი კარადა დგას, პატარა სარკით.
სარკის წინ 170 სმ. სიმაღლის, 19 წლის, თეძოებამდე კუპრივით შავი თმით, საშუალოზე გამხდარი, შოკოლადისფერი გოგონა დგას და ასევე კუპრივით შავი თვალებით ათვალიერებს სარკეში საკუთარ გამოსახულებას. საკმარისზე მეტადაც კი მოსწონს საკუთარი თავი და ფრთხილად, ლასლასით ივარცხნის თავის გიშრის თმებს. ფიქრობს უნივერსიტეტზე, როგორი იქნება მისი პირველი დღეები, როგორ შეეჩვევა ახალ გარემოს, ახალ ქალაქს და მარტო, მამასთან ერთად ცხოვრებას, რომელიც მთელი დღე მუშაობს და მხოლოდ ღამით, დასაძინებლად სტუმრობს პატარა ოთახს, დილით კი მზის ამოსვლასთან ერთად შეუმჩნევლად გადის ოთახიდან. არ იყო შეჩვეული მამასთან ცხოვრებას, წამიერად თავისი პატარა ქალაქი, დედა და ორი წლით უმცროსი დაიკო მოენატრა.
გოგონა მარტოსული იყო შინაგანად, შეყვარებულიც კი არასოდეს ჰყოლია, მაგრამ მაინც ძალიან მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. საზოგადოების მხრიდან აღიარება სჭირდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამას იმსახურებდა. თუმცა, არ უყვარდა გოგონებთან კონტაქტი, ბიჭებთან უფრო მარტივი იყო, რადგან თითქმის არავინ ემეგობრებოდა. ყველა მის ლამაზ მკერდს აკვირდებოდა ჩუმ-ჩუმად და კუდში დაჰყვებოდნენ, ამას ხვდებოდა გოგონა, მაგრამ ეს იმდენად თავდაჯერებულობას ჰმატებდა, რომ არასოდეს არიდებდა თავს მსგავს სიტუაციებს. ფლირტში აჰყვებოდა კიდეც, ეშმაკურად გაუღიმებდა და თავისი ძლიერი, მამაკაცური აზროვნებით, მათი ყოველი გაფიქრება წინასწარ იცოდა, რაც ღიმილს ჰგვრიდა და ერთობ აღტაცებით ავსებდა. ისედაც არ აკლდა თავდაჯერებულობა, ეგო საშუალოზე მაღალი ჰქონდა და სადაც არ უნდა მომხვდარიყო, ვისაც არ უნდა დამეგობრებოდა, ყველასთვის მისი აზრი საკმარისზე მეტად ფასობდა. ამას ხვდებოდა გოგონა და საერთოდაც, ძალიან მიხვედრილი და ჭკვიანი იყო.
ამ დილით ძველ ბრეტელებიან ცისფერ მაისურს, წვრილი მკლავები მოაჭრა და კაბასავით ამოიცვა, ზედატანად ლამაზი ფრიალა და თეძოებამდე დაშვებული თხელი თეთრი მაისური გადაიცვა და შუაში დიდი ქამარი მოირტყა. იცვამდა თამამად, ზოგჯერ გამომწვევადაც, რადგან მისი თავდაჯერებულობა ყოველთვის ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ ის განსაკუთრებულია, ხოლო თუ განსაკუთრებულია, მისი ყველა ქმედება და თუნდაც ძველი მაისურის კაბად ამოცმაც განსაკუთრებული რამ იყო. დაე, მაგალითი აეღოთ მისგან. ფეხზე თხელძირიანი თეთრი ტაპკები ამოიცვა და ტელეფონს დახედა. უკვე 9 საათი სრულდებოდა, მაგრამ პირველი ლექცია 12 საათზე ჰქონდა, ამიტომ არსად ეჩქარებოდა. ნიკაპის წვერებისკენ დახრილი პატარა ტუჩები, რომლის ბუნებრივად დახურვის შემთხვევაში, გოგონას თითქმის მოწყენილ სახეს ჰფენდა, ოდნავ მოიკვნიტა და ლოგინზე ხვნეშით ჩამოჯდა. ყავის დალევა გადაწყვიტა, დიდად არ უყვარდა და არც აფხიზლებდა, როგორც ამას უმეტესობა გაიძახის, მაგრამ სხვა საქმე ვერ იპოვა და ამიტომ ელექტრო ჩაიდანს ხელი ჩამოჰკრა. თვითონ კი იქვე, მაგიდასთან ჩამოჯდა, ნიკაპით მარჯვენა ხელს დაეყრდნო და ჩაიდანში ცისფერ შუქს დააკვირდა, თანდათან როგორ იბერებოდა მასში დაგუბებული წყალი, თითქოს იბრძვისო. ასეთ ახსნებს მოუძებნიდა ხოლმე გოგონა ბუნებრივ მოვლენებს და ამაზე ისტერიკულად ეცინებოდა. უცბად, მისი ბავშვობის მეგობარი, ოლიკო წარმოიდგინა მის გვერდით, რომელთან ერთადაც ახლა ბევრს იცინებდა მსგავს სულელურ წარმოდგენებზე და გული შეეკუმშა მონატრებისგან. სამი წელი არ ენახა თავისი უახლოესი მეგობარი, თუმცა ამ სამიი წლის მანძილზე სკაიპი, ფეისბუქის მესენჯერი და ვაიბერი მისთვის განუყრელ მეგობრებად იქცნენ ოლიკოს გამო. „ნეტა როდის ჩამოდის...“ -გაიფიქრა გულშეკუმშულმა და ჩაიდანს ჩააშტერდა. უკვე თუხთუხებდა, იბრძოდა და ღრიალებდა... ისევ გაეღიმა გოგონას და ჩაიდნის ცისფერი შუქი ტკაცუნით ჩაქრა.
ყავა გაიმზადა, ლოგინზე მოკალათდა და ტელეფონი მოიმარჯვა. ონლაინ მეგობრებს ჩამოჰყვა და მწვანე წერტილით დამშვენებულ ოლიკო ბოლქვაძის სახელზე დააწკაპუნა.
თეკლე ბარათელი: ოლი, რაშვები? :*
ოლიკო ბოლქვაძე: გირეკავდი წუხელ, რატომ არ დამელოდე? საქმე მქონდა. საერთოდ არ გიყვარვარ ხო?
თეკლე ბარათელი: გელოდებოდი და ჩამეძინა, დროის სხვაობაც უნდა გაითვალისწინო, ქალბატონო : )) დღეს პირველი დღე მაქ უნიში და მაგრად მეზარება.
ოლიკო ბოლქვაძე: მე ამირჩიე საგნები? სამ დღეში ჩამოვდივარ.
თეკლე ბარათელი: 3 დღეში? რატომ არ მითხარი გოგო? კი აგირჩიე. აეროპორტში დაგხვდები, რომელ საათზე ჩამოდიხარ? მარტო ჩამოდიხარ თუ შენებიც მოდიან?
ოლიკო ბოლქვაძე: გუშინ ვიყიდეთ ბილეთები და შენ დაგეძინა, თორე გუშინვე გეტყოდი. რა მარტო, ჩემი და-ძმა, დედაჩემი და მამაჩემიც ჩამოდიან. კიდე კაი ბებია და ბაბუაც არ მომყვება, თორე ეგ მძიმე არტილერიაა. შპიონთა რაზმი. : |
თეკლე ბარათელი: :დდ გიჟი ხარ გეუბნები. მალე ჩამოეთრიე. ჩვენს უნისთან ძაან “ძერსკი“ კაფე აღმოვაჩინე, იქ დავსხდეთ ხოლმე.
ოლიკო ბოლქვაძე: კაი, გავედი ეხლა ჩავალაგებ რაღაცეებს. რამდენი რამე გიყიდე რო იცოდე. :*
თეკლე ბარათელი: რა მიყიდეე? : )) კაი მიდი და როდის გავა ეს სამი დღე, უკვე ვეღარ ვითმენ.
ოლიკო უკვე აღარ იყო ონლაინზე და პასუხიც ვეღარ მიიღო თეკლემ. ისევ საათს დახედა, ათი სრულდებოდა. ყავა მოსვა და ფეისბუქზე დაიწყო ძრომიალი. მესენჯერმა გაიწკაპუნა და ამჯერად თავისი არც ისე ახლო მეგობრისგან მიიღო შეტყობინება, რომელსაც ხშირად არ ხვდებოდა, მაგრამ ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ ძველი ქალაქიდან და ახალ ქალაქშიც იმ საერთო მეგობრებიდან მხოლოდ თეკლე და ანა იყნენ.
ანნა გელაშვილი: რაშვები ჩიტუნი?
თეკლე ბარათელი: რავი, შენ??
ანნა გელაშვილი: რავი მეც ეგრე, გოგო დღეს საღამოს გამო რა ჩემთან. მისამართს მოგწერ.. ბავშვები ვიკრიბებით და კაი პონტი იქნება. ჩემთვისაც ახლები არიან ჯერ, ჩემი უნივერსიტეტელები არიან და მარტო ნუ დამტოვებ და გთხოვ.
ანნა გელაშვილი: კაიი?
ანნა გელაშვილი: თეეეკ : ((
თეკლე ბარათელი: ვინები არიან? ხო კაი ამოვალ. მომწერე მისმართი და რომელზე ამოვიდე?
ანნა გელაშვილი: აუ მიყვარხაარ... გაიცნობ რა, კაი ტიპები არიან. რავი, როცა გინდა მაშინ ამოდი, კოტე აფხაზის 104 კორპუსია. მეორე სადარბაზოა, მეორე სართული. წითელი კარია. თუ ვერ მოაგნებ, დამირეკე. ხომ გაქვს ჩემი ნომერი?
თეკლე ბარათელი: ჰო ვიცი. დაგირეკავ.
ანნა გელაშვილი: გკოცნიიიიი და გელოდებიიიიი
თეკლემ აღარ უპასუხა, მობეზრებულად ამოიხვნეშა. თუ გოგონების კამპანიაში მოუწევდა ყოფნა, ეს არ იქნებოდა კომფორტული მისთვის და დიდხანსაც არ გაჩერდებოდა, რამეს მოიმიზეზებდა და მალე წამოვიდოდა იქედან. ისევ დახედა საათს: 10:50. უცებ წამოდგა, შავი ტყავის ჩანთა გადაიკიდე მხარზე და გავარდა ოთახიდან. ხის თეთრი კარი მესამე ცდაზე მყარად მოაჯახუნა, გადაკეტა და გასაღები ხალიჩის ქვეშ მოათავსა, რადგან ერთი გასაღები ჰქონდა მას და მამას, შესვენებაზე კი ალბათ მამამისი სახლში გამოივლიდა.
უნივერსიტეტში მისასვლელად ორი ტრანსპორტის გამოცვლა ჭირდებოდა და რადგან ქალაქი საკმაოდ დიდი იყო, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა უნივერსიტეტში მისვლამდე. ნაბიჯს აუჩქარა გოგონამ. იმდენად გამხდარი იყო და შორიდან რომ შეგეხედათ მისი სწრაფად მიმავალი სილუეტისთვის, გეგონებოდათ ბუმბული მიფრინავსო. ჩამვლელები ინტერესით აკვირდებოდნენ, განსაკკუთრებით ბიჭები და ზოგი დაუსტვენდა კიდეც. დიახ, გოგონა საკმაოდ ეშხიანი და მიმზიდველი იყო საწინააღმდეგო სქესისთვის და მათში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თეკლე ზედმეტად მომთხოვნი გახლდათ. ოლიკოს მუდამ უკვირდა, რას უწუნებდა ის ბიჭებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მისი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ რატომღაც არაფერი გამოსდიოდათ. გოგონას დაკვირვებულ თვალს არ ეპარებოდა მათი ფარული ჩანაფიქრები თეკლეს მიმართ.
ყვითელი ავტობუსი ხმაურით გაჩერდა გოგონას ფეხებთან და სწრაფად აფრინდა ავტობუსში. თავისუფალ ადგილად დაჯდა, ყურსასმენები გაიკეთა და ინტერესით ათვალიერებდა მისთვის უცხო ქალაქის ქუჩებს.
10 წუთით დააგვიანა გოგონამ ლექციაზე შესვლა, ეგონა ლექტორი საყვედურს ეტყოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად არც კი შეუხედავს დაგვიანებული სტუდენტისთვის. თეკლემ, როგორც ჩვევია თავაწეული, ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა აუდიტორიაში, არც კი შეუთვალიერებია საზოგადოება ისე მისრიალდა პირველი მერხის თავისუფალ სკამზე და დაჯდა.
ორი საათი ყურადღებით უსმინა ლექტორს, დროდადრო ბლოკნოტში საჭირო ინფორმაციას ინიშნავდა. ლექცია დასრულდა, თეკლე წამოდგა და აუდიტორიის კარისკენ დაიძრა, როცა მოულოდნელად, წინ ქერა ლამაზმანი გადაეღობა სიცილით. თეკლემ მკრთალად შეათვალიერა.
გოგონა სიმაღლით 168 სმ. იქნებოდა, წელამდე ოქროსფერი თმა ამშვენებდა, შუა ლოყამდე დაყრილი წინაჩოლკით, კრემისფერი კანი და ულამაზესი ბარბის ნაკვთები ჰქონდა. ცისფერი, კატისებრი თვალები უბრწყინავდა და ვარდისფერ სავსე ტუჩებს მოუთმენლად აცმაცუნებდა. თეკლეს მარჯვენა ხელი გამოუწოდა და თავისი ოდნავ უსწორმასწორო, მაგრამ თეთრი კბილებით გაუცინა. სიცილის დროს თვალები ოდნავ ეხუჭებოდა და მის ირგვლივ კანი შესამჩნევად ეჭმუჭნებოდა. თეკლეს მოეჩვენა, რომ გოგონას სიცილი ძალიან უხდებოდა და კარგ ხასიათზე აყენებდა. პირველად ცხოვრებაში, უცნობი გოგონას მიმართ დადებითად განეწყო.
-მე ტატა ვარ. ძალიან ლამაზი თმა გაქვს, გავგიჟდი რომ შემოხვედი, ძალიან მოვლილი და თან ასეთი გრძელი, როგორ უვლი? რაიმე ნიღაბს ხმარობ? მეც მასწავლე რა. -გოგონას ღიმილი და გაოცება არ შორდებოდა სახიდან და მარჯვენა გაწვდილი ხელი მოუთმენლად ჩამოუსვა თეკლეს თმის ბოლოებს.
-რავი აბა, არანაირ ნიღაბს არ ვხმარობ. ალბათ გენეტიკურია, დედაჩემს და ჩემს დასაც კარგი ხარისხის თმა აქვთ. -მშვიდად და ჩვეული თავდაჯეებით უპასუხა თეკლემ.
-მართლა? საოცარია, მე კიდე რას არ ვხმარობ, მაგრამ დაყოფილ ბოლოებს ვერაფერს ვშველი. -უკმაყოფილოდ ასწია პატარა ცხვირი ტატამ და შემდეგ ისევ გაუცინა თეკლეს. -ჰო, რა გქვია?
-თეკლე. თეკლე მქვია. -მკრთალად გაუღიმა გოგონამ.
-სასიამოვნოა, წამო ეხლა ყავა დავლიოთ. არ გინდა? ქვევით ლამაზი ბუფეტი გვაქვს. მე დაგპატიჟებ. -პასუხს არ დალოდებია ტატა, ხელკავი გამოსდო თეკლეს და ლასლასით წაიყვანა კარისკენ.
თეკლესაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ყავის დიდი მოყვარული არ იყო და ახალი დანალევი ჰქონდა, მაინც გაჰყვა გოგონას. კურსელი მეგობარი არ აწყენდა, ბევრ რამეში წაადგებოდა. მარტოსულივით ყოფნას ერჩივნა ვინმესთან ემეგობრა, თანაც ტატასნაირი მხიარული და ზედაპირული გოგონა ნამდვილად კარგი თავშესაქცევი იქნებოდა.
მდიდრულ, მარმარილოს კიბეებს ჩაუყვნენ და ცოტა ხანში ფერადი სკამებითა და მაგიდებით გაწყობილ ბუფეტში მოხვდნენ. დაკვირვებული თვალები იგრძნო თეკლემ და მისდა გასაკვირად, მოეჩვენა რომ ბიჭების მზერა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა. ოდნავმა უკმაყოფილებამ გაჰკრა გულში, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ტატა ფრთხილად აათვალიერა, ვარდისფრი, მოკლე სარაფანი ეცვა, გულზე საკმაოდ მოღებული, რომელშიც ორი მიმზიდველი ბურთი კიაფობდნენ. ტატას სწორ, ოდნავ დაკუნთულ ფეხებს ჩააყოლა თვალი გოგონამ და თვლებით გაწყობილ ფეხსაცმელს დახედა. ნამდვილი ლამაზმანი იყო ტატა და არც იყო გასაკვირი, რომ ბუფეტში მყოფი ბიჭების 70% მას უყურებდა და არა თეკლეს.
დახლთან მივიდნენ, ტატა თეკლეს მოუბრუნდა.
-მიდი შენ ადგილი დაიკავე, მე ყავას ვიყიდი და მალე მოვალ.
თეკლეს არაფერი უთქვამს, თავაწეული მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან და დაჯდა. ნერვიულად აკაკუნებდა თითებს კრემისფერი მაგიდის სრიალა ზედაპირზე. რამდენიმე წუთში ტატაც მოვიდა, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-რა კარგია, რომ დავმეგობრდებით. -აღტაცებით შემოჰკრა ტაში გოგონამ და ყავა მიასრიალა თეკლასკენ.
თეკლამ გაუღიმა საპასუხოდ და ფრთხილად მოავლო თვალი ბუფეტს.
-შეყვარებული გყავს? -ალმაცერად ჩაეკითხა ტატა.
თეკლეს ოდნავი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე, რადგან ვერ იტანდა ამდენად დაინტერესებულ ადამიანებს და თანაც არ ხვდებოდა სასიამოვნოდ გულზე ის ფაქტი, რომ არასოდეს ყოლია შეყვარებული. ეგონა ვინმე ამის გამო დასცინებდა, ამიტომ ჩვეული თავდაჯერებით და სიამაყით ამბობდა ხოლმე, რომ არ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა.
-არა და არც ვაპირებ ჯერ. -მოკლედ მოუჭრა თეკლემ.
-არადა, ასეთ ლამაზ გოგოს შეყვარებული რომ არ გყავს ცოტა გასაკვირია. -გაკვირვება აშკარად გულწრფელი იყო ტატას სახესა და ხმაში, ეს დაინახა თეკლემ და ესიამოვნა, რომ ლამაზი უწოდეს.
-რავი მე არ მაწუხებს. ჯერ ვერავინ მიიქცია ჩემი ყურადღება. -მხრები აიჩეჩა თეკლემ და ყავა მოსვა.
ტატამ ღრმად ამოიხვნეშა და სევდიანად დახედა პლასტმასის ყავის ჭიქას.
-ყურადღებაზე გამახსენდა და ერთი ბიჭი მომწონს. მომწონს კი არა ლამის მიყვარს. ყველა მაქცევს ყურადღებას მის გარდა. -უკმაყოფილოდ გადაუსვა ხელი ჭიქის ზედაპირს გოგონამ და ფრილად ახედა თეკლეს.
-ასეთი ვინ არის? რომ შემოვედით ყველა შენ გიყურებდა. -გაუკვირდა თეკლეს.
-ყველა, მის გარდა. -ოდნავ თავი ააქნია თეკლეს ზურგს უკან მიმართულებით ტატამ და გოგონას ენიშნა, რომ ის გულთამპყრობელი მის უკან იჯდა.
-ცოტა ხანში შეუმჩნევლად გავიხედავ. -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა თეკლემ.
ტატამ მკრთალად დაუქნია თავი და თეკლეს ზურგს უკან გაიხედა.
-ნუ უყურებ, ტატა. შეგამჩნევს. -ურჩია გოგონამ, ოდნავ გააღიზიანა ტატას მოუთმენლობამ.
გოგონამ მაშინვე გაუსწორა თვალი თეკლეს. თვალები ოდნავ ჩაუწითლდა.
-მოდი, ადგილი გამიცვალე. -თქვა და პასუხს არ დალოდებია ისე წამოდგა.
ტატა უხმოდ ადგა და ფრთხილად გაცვალეს ადგილები.
-ფანჯარასთან რომ ზის ისაა, უკან შებრუნებული კეპი ახურავს და მწვანე მაისური. -ჩუმად უთხრა ტატამ.
თეკლემ თვალი მოავლო ბუფეტს და როცა ფანჯარასთან მჯდომი ბიჭი დაინახა, ელდა ეცა. გაშეშდა და ოდნავმა ნერვიულობამ აიტანა. ნერვიულად ჩაახველა და ოლიკო დაუდგა თვალწინ, რომელმაც დიდი დეპრესია გადაიტანა ოთხი წლის წინ ამ იდიოტის გამო, თუმცა თეკლე არ იცნობდა პირადად ამ ბიჭს, რადგან ოლიკოს დეპრესიის დროს დაუახლოვდა.
დათა მათზე ერთი წლით უფროსი, ანუ მეორე კურსელი გახლდათ. სწავლობდა უმაღლეს მათემატიკას. 182 სმ. სიმაღლის, მუქი ქერა, საკმაოზე მეტად სიმპათიური მაჩო იყო. ღია შოკოლადისფერი კანი და ასევე ღია ცისფერი თვალები ჰქონდა. იცვამდა თანამედროვედ, სრული ჯინსის შარვლები, ფერადი მაისურები და უკან შეტრიალებული კეპით იწონებდა თავს. იჯდა, ხმამაღლა იცინოდა და მის წინ მჯდომი ლამაზმანის ხელი ხელში ეჭირა.
გაღიზიანება და ბრაზი იგრძნო ერთდროულად თეკლემ. უნდოდა მივარდნოდა, სკამი გამოეწია ამ იდიოტისთვის და იატაკზე გაედინა ზღართანი. უნდოდა დაესაჯა ყველა იმ ცრემლისთვის, რომელიც მისმა უახლოესმა მეგობარმა გადაიტანა.
-რა გჭირს? იცნობ? -დაკვირვებით და იჭვნეულად ჩააშტერდა ტატა.
უცებ გამოერკვია თეკლე ფიქრებიდან.
-არა, უცებ მეცნო თითქოს, მარა ის არ არის. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
ტატამ ისევ ამოიხვნეშა გულდაწყვეტილი დაეყრდნო მარცხენა ხელს, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და უგემურად მოსვა ოდნავ შეციებული ყავა.
ცოტა ხანი უხმოდ ისხდნენ, შემდეგ კი ბუფეტიდან გამავალ მაჩოს გახედეს. ხელი გადაეხვია ლამაზმანისთვის, რომლის ხელიც ეჭირა რამოდენიმე წუთის წინ და ხმამაღალი სიცილით დატოვეს იქაურობა.
ტატაც წამოდგა.
-არ წავიდეთ? -დაღლილი სახით გადმოხედა თეკლეს და ჩანთას დაავლო ხელი.
თეკლეც წამოდგა, საათს დახედა, 10 წუთში მეორე ლექცია ეწყებოდა და სწრაფად გავიდნენ ბუფეტიდან.
როცა ლექციებს მორჩა, უკვე 5 საათი იყო. ანი გაახსენდა და ის, რომ მასთან უნდა ასულიყო. მუცელი უღრიალებდა ისე შიოდა, იქვე მდგომ საცხობში შევიდა და ბურგერი შეჭამა. ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა მის წინ დათამ ჩაიარა. ამჯერად მარტო იყო, გაჩერებაზე მდგომი თეკლე შეათვალიერა, ცალყბა ირონიით გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ბრაზისგან წამოინთო გოგონა და საპასუხოდ, დამცინავად გაუღიმა. შემდეგ კი თვალი აარიდა, მის წინ გაჩერებულ ავტობუსში შეხტა ისე, რომ ბიჭისთვის არც გაუხედავს. გადაწყვიტა, რომ ოლიკოსთვის ყველაფერი ეამბო. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, თანაც ოლიკოს შეყვარებული ჰყავდა და საერთოდაც ფეხებზე ეკიდა ეს გაუთლელი ხეპრე.
კოტე აფხაზის ქუჩას აუყვა გოგონა და 104 ნომერი კორპუსის მეორე სადარბაზოში შევიდა.
ძლივს აათრია დაღლილი ფეხები მეორე სართულამდე და ფთხილად დააკაკუნა წითელ კარზე. კარიდან ხმაური და ხარხარი გამოდიოდა, ხმებში გოგონამ უმეტესად ბოხი, მამაკაცის ხმები გაარჩია და სარკასტულად ჩაიღიმა.
კარი 160სმ. სიმაღლის შავგრემანმა გოგონამ გააღო. მუქი ფერის კანი ჰქონდა და მოკლე, ბიჭურად შეჭრილი თმა. სახის ნაკვთები არც ისე ლამაზი გქონდა და ვერც ლამაზი ტანით მოიწონებდა თავს, სრული, გაფოფხილი ტანსაცმელი ეცვა. თეკლემ ანას ხელოვნურად გაუღიმა და გადაეხვია. ანამ კი ხმამაღლა დაიყვირა:
-თეკლეც მოვიდაააააა...
-კარგი, რა გაყვირებს?! -ღიმილნარევად მოუჭრა გოგონამ და კარში შევიდა. ანამ მის უკან მიკეტა კარი.
მთელი სახლი თამბაქოს კვამლით იყო გაბურული და გოგონამ სამჯერ ჩაახველა, ძლივს გაარჩია გაბურულ ოთახში ადამიანების სილუეტები, რომლებმაც მკრთალად ამოხედეს. ოთახი არც ისე დიდი იყო, ერთ კედელზე გასაშლელი დივანი იდგა, უკვე გაშლილი და მასზე სამი ადამიანი წამოგორებულიყო. ორ ბიჭს შუაში გოგონა მოემწყვდიათ და რაღაცას გამალებით უყურებდნენ ტელეფონში, თან ხმამაღლა იცინოდნენ. დივანის გვერდით კედელთან ჩამჯდარი წითელთმიანი გოგონა იჯდა, რომელმაც ცივად და ამზერით შეათვალიერა ოთახში შესული ახალი პიროვნება, ნაფაზი მოარტყა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა. თეკლე ოდნავ ანერვიულდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და წითელთმიანის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა, ფეხებზე ტყავის ჩანთა დაიდო და ნერვიულად დაიწყო ფეხების ბაკუნი. ანიმ საზოგადოებას თეკლე გააცნო.
-გაიცანით, ეს თეკლეა, ჩემი დაქალი. თეკლე ეს არის ბექა, სოფო, გიო და ნინი.
ყველამ ამოხედა თეკლეს და თეკლემაც მკრთალად გაუღიმა მათ. კედელთან ჩამჯდარმა წითელთმიანმა, აწ გაცნობილმა ნინიმ კიდევ ერთხელ ამოხედა იჭვნეულად თეკლეს და ოდნავ ცხვირიც კი აუბზუა.
ლოგინიდან გამჭოლი მზერა იგრძნო გოგონამ და მარჯვენა მხარე აეწვა. მოვარდნილი მზერისკენ გაიხედა და იდაყვებზე დაყრდნობილ ბიჭს მოავლო თვალი, რომელიც თავით ფეხებამდე ათვალიერებდა და მოფლირტავე ღიმილი გადაკვროდა სახეზე. თეკლემ მაშინვე აარიდა მზერა და ნერვიულად დაიწყო ტუჩების ცმაცუნი. რატომღაც, ამ ბიჭმა აანერვიულა. უცნაურია, რადგან მსგავს მზერას აქამდეც მიჩვეული იყო სხვებისგან, მაგრამ ასე არ ანერვიულებულა. უცხო იყო ეს შეგრძნება მისთვის და თეკლე ვერ იტანდა ოდნავ გაურკვევლობასაც კი. ეს აფრთხობდა, ვერ იტანდა უკონტროლო სიტუაციებს და საქმეში ჩაუხედავობას. ეს შეგრძნებაც უცხო და გაურკვეველი იყო მისთვის და წამით შეზიზღდა ის ადამიანი, ვინც ეს შეგრძნება მოჰგვარა.
მარჯვნიდან დამცინავი სიცილი შემოესმა გოგონას და თვალები დაჭყიტა, მიხვდა რომ ეს მისი მისამართით იყო და სახე წამოენთო. ირონიულად გადახედა იდაყვებით ლოგინზე წამოწეულ გიორგის და იგრძნო როგორ აუკანკალდა სახის კუნთები. ბრაზმა აიტანა, თავი დაუცველად და უკონტროლოდ იგრძნო. წამსვე აარიდა მზერა და გონებაში ფიქრობდა, როგორ გაეღწია აქედან.
დივნის ჭრიალის ხმა მოესმა მარჯვნიდან და ფეხების ხმა, რომელიც მისკენ მოდიოდა. ინსტიქტურად გაიხედა მისკენ თეკლემ. 180 სმ. სიმაღლის, შავგრემანი, დაბალზე შეჭრილი თმით და კუპრივით შავი თვალებით. ოდნავ დაკუნთული სხეული ჰქონდა, შავი მაისური, ასევე შავი მომჯდარი ჯინსი და შავი თეთრში გაწყობილი კედები ეცვა. გოგონამ მზერა აარიდა მის დაკუნთულ ბეჭებს და მის მოპირდაპირებ აღმართულ კარს შეაშტერდა. ბიჭი მოუახლოვდა და ნინისა და თეკლეს შორის ჩაჯდა, თუმცა თეკლე სკამზე იჯდა და მის ფეხებს ქვევიდან უყურებდა გიორგი დაჟინებით. იგრძნო ეს მზერა გოგონამ და ბრაზმორეულმა სიმხურვალემ ფეხები აუწვა.
-რას მოდი ეხლა აქ, რას მომეძუძგე? გაბრაზებული ვარ მე შენზე. -ამოიკრუტუნა ნინიმ.
-ვინ გითხრა, რომ შენთან მოვედი? -ცინიკურად და მშვიდი ხმით უპასუხა გიორგიმ და თეკლემ ისევ იგრძნო ქვევიდან და მარჯვნივ წამოსული მზერა, ამჯერად სახეზე.
-ჰაჰ. -ცინიკურად გაიცინა ნინიმ. -ყველა კაბიანს როგორ დასდევ დასაკერად?
გიორგიმ ხმა არ გასცა და თეკლე ისევ გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, მაგრამ ამჯერად ორმაგად აენთო სახე გაბრაზებისგან. უნდოდა ეს იაზვა და ცინიკური გოგო კედელზე მიეჭყინტა და გიორგიც ზედ მიეყოლებინა.
ანა თავისი საქმით იყო გართული და ყურადღებას არავის აქცევდა, ოთახის გვერდით სამზარეულოდან კატლეტების სუნი და გახურებული ზეთის ტკაცუნი ისმოდა.
-სიგარეტი არ გინდა? -მოესმა იატაკიდან ხმა თეკლეს. გიორგის ხმა იყო.
-არ ვეწევი. -მოუჭრა გოგონამ ისე, რომ არც გაუხედავს.
-ვაა, კარგია.
-ალბათ.
გიორგი ადგა და ისევ დივანზე მიწვა, მთელი საღამო გოგონა გრძნობდა როგორ აშტერდებოდა ბიჭი, მაგრამ თეკლე ჯიუტად არიდებდა მზერას.
მოიწყინა გოგონამ და თანაც მთელი საღამო დაძაბული იჯდა გიორგის გამო. კუნთებიც კი დასჭიმვოდა იმდენად მოქმედებდა ეს ბიჭი მასზე. საათს დახედა, უკვე საღამოს ათი დაწყებულიყო.
-ანა, მე უნდა წავიდე. -ხელოვნური დანანებით უთხრა თეკლემ და თანაც შვება იგრძნო, რომ როგორც იქნა თავს დააღწევდა გიორგის მზერას.
-აუუუ... დარჩი რა დღეს ჩემთან. გთხოოვ. -შეეხვეწა ანი. ხმაში აშკარა გულწრფელობა იგრძნო გოგონამ, მაგრამ არაფრის დიდებით არ აპირებდა იქ დარჩენას.
-არა, არა უნდა წავიდე. მამაჩემი გაგიჟდება.
სახე ისევ აეწვა გოგონას, როცა გიორგის დაჟინებული მზერა იგრძნო.
-დარჩი რა. -მოულოდნელად წამოიძახა გიორგიმ. -ამ ლოგინზე დავეტევით ყველანი.
-არა, მადლობთ. შენ ალბათ მიჩვეული ხარ სიგარეტით გაკვამლულ ოთახში ხუთ კაცთან ერთად ძილს, მაგრამ მე არა. ასე რომ უნდა წავიდე. -ჭყანვით გაიღიმა გოგონამ და უცებ ინანა, რადგან არამარტო გიორგის, არამედ ყველას წაკბინა ამ ნათქვამით, მათ შორის ანისაც.
გიორგის ოდნავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და გულდასმით აათვალიერა მის წინ მდგარი თეკლე, ბრმაც კი შეამჩნევდა რომ გოგონას თვალებით ჭამდა. ნელი მოძრაობით ენით ტუჩები გაისველა და ყველას გასაგონად წამოიძახა:
-აი ამას, თმას შევჭრიდი მოკლედ. -თეკლეს თვალს არ აშორებდა, პირდაპირ სახეში უყურებდა. -ნუ ყბებამდე რა... -ოდნავ თავი გადააგდო, თვალები მოჭუტა და დაჟინებით დააშტერდა გოგონას სახეზე. -გოგო ვერ გაჯობებდა. -ცალყბად გაუღიმა თეკლეს და მერე მზერა ქვევით ჩააცურა შეპარული ღიმილით.
თეკლე უხერხულად შეიშმუშნა, ფეხები უკანკალებდა ისე ვნებიანად უყურებდა გიორგი. უცებ მოუნდა გამქრალიყო და გიორგის დაჟინებული მზერისგან თავი აერიდებინა. ძლივს აამოძრავა ფეხები და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მანამდე კი ნინის მწარე მზერას მოჰკრა თვალი და სხეული აუდუღდა.
კართან ანი გაჰყვა.
-არ მიაქციო რა ყურადღება, ეგეთი ტიპია. -მშვიდად და უხერხულად უთხრა ანიმ თეკლეს, როცა კარიდან გადიოდა.
-უფ, ძაან მ*იდია. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება. -ხელი აიქნია გოგონამ და ნაძალადევად გაუღიმა ანის.
-ხომ გამოხვალ კიდე? -ხმაში უარის შიში შეატყო თეკლემ.
-კი, გამოვალ ხოლმე. -სხვათაშორის უპასუხა თეკლემ და ანისაც კმაყოფილად გაეღიმა.
მთელი გზა ფიქრობდა თეკლე დათაზე, ოლიკოზე, ტატაზე და ცდილობდა არ ეფიქრა გიორგიზე, რადგან საშინელ გაურკვევლობას და უკონტროლობის შეგრძნებას ანიჭებდა ამ ბიჭზე ფიქრი.
სახლში მისულს, მამა ოთახში დახვდა. ტელევიზორს უყურებდა და თან შემწვარ კვერცს ჭამდა. ოთახში შესულ ქალიშვილს ახედა.
-დაგაგვიანდა. -სხვათაშორის უთხრა მამამ.
-ჰო, ანასთან გავიარე უნივერსიტეტიდან. ჩემი მეგობარია სკოლიდან.
-კაი მე ვწვები ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე. -თქვა შუახნის კაცმა და ზლაზვნით გასწია ლოგინისკენ.
თეკლეს შიმშილის გრძნობა გაუქრა რატომღაც, იმდენად დაღლილი იყო ემოციურად, რომ ძილი მოერია. საღამური ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.
ფეისბუქზე შევიდა, ოლიკოსთვის უნდა მიეწერა, მაგრამ საიტზე არ დახვდა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. ორი მეგობრობის თხოვნა დაუხვდა, გახსნა:
ტატა ხელაძე - დაამატა. ტატას ქვევით მდებარე სახელს დააშტერდა და თვალებს არ დაუჯერა: დათა ჯიშკარიანი. ნუთუ მოელანდა? დათამ დამატება გამოუგზავნა? ცალყბად ჩაეღიმა გოგონას და გაღიზიანება იგრძნო. უცბად, გაახსენდა რომ პროფილზე ოლიკოსთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო ედო და თვითკმაყოფილად ჩაიღიმა, დაამატა დათაც. „ძალიან კარგი, საიტზეა. ეხლა ალბათ ფოტოებს ნახავს და სიურპრიზი დახვდება.“ კმაყოფილებისგან ამოიკრუტუნა გოგონამ და სწრაფად გადაათვალიერა ოლიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები. მესენჯერის წკაპუნი გაისმა და გოგონას კმაყოფილად ჩაეღიმა, როცა დათას შეტყობინება მიიღო:
დათა ჯიშკარიანი: ჰეი
დათა ჯიშკარიანი: ოლიკოს საიდან იცნობ?
თეკლე ბარათელი: შენ საიდან იცნობ?
დათა ჯიშკარიანი: ეეე
დათა ჯიშკარიანი: მიპასუხე რო გეკითხები!
თეკლე ბარათელი: აუფ. კაი ერთი. მე რას ვაკეთებ შენი აზრით? არ გეკითხები?
დათა ჯიშკარიანი: პირველმა მე გკითხე : ))
თეკლე ბარათელი: ჩემი დაქალია. ახლა შენი ჯერია.
თეკლასგან გასაკვირად ბიჭმა დასინა და არაფერი უპასუხა რამოდენიმე წუთი. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ დათას ოლიკო გაახსენდა და ამიტომ დაბნეული შესჩერებოდა ალბათ ეკრანს. ამან ცინიკური სიცილი მოჰგვარა თეკლეს. 15 წუთი არაფერი მოსწერა დათამ. მერე კი...
დათა ჯიშკარიანი: ვაა
დათა ჯიშკარიანი: შენი დაქალი თუა, გეცოდინება ვინც ვარ ; )
თეკლე ბარათელი: დამიჯერე, საკმაოდ დიდი ხანი ძალიან ახლო დაქალები ვართ და ერთხელაც არ უხსენებიხარ.
იცრუა თეკლემ, რადგან კარგად იცოდა რომ ოლიკომ დიდხან ვერ ამოიგდო გულიდან დათა და ერთი წელი მისი სახელი ეკერა მხოლოდ პირზე. ერთ წელში კი ესპანეთში წავიდა მთელი ოჯახი და იქ სადღაც ერთი წლის წინ, ქართველი შეყვარებული გაიჩინა.
სარკასტულად უყურებდა გოგონა გახსნილ ჩატს, როგორ იწყებდა დათა წერას, მერე ჩერდებოდა, მერე ისევ იწყებდა. აშკარად ანერვიულდა და ამან კმაყოფილება მოჰგვარა თეკლეს. ბოლოს ძლივს მოაღწია დათას შეტყობინებამ.
დათა ჯიშკარიანი: ვახ ვახ
დათა ჯიშკარიანი: ჩამოვიდა?
თეკლე ბარათელი: შენ რა იცი?
დათა ჯიშკარიანი: რომ გეკითხები, ესე იგი ვიცი
თეკლე ბარათელი: ჩამოდის რამდენიმე დღეში. ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის.
დათას პასუხი აღარ გაუცია. თეკლეს კმაყოფილი ღიმილი არ მოშორებია სახეზე. ბოლოს კი ჩაეძინა და ტკბილ სიზმრებს მიეცა.

2 თავი

სანამ ქალაქის პრესტიჟული უბნის გზისპირა კორპუსში შეაბიჯებდა, ტატამ ტანსაცმლის უამრავი ბრენდული მაღაზია მოიარა და სამი ლამაზად შეფუთული ჩანთით მიუახლოვდა თავის კორპუსს. მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა, უამრავი ესემესი მოსდიოდა სხვადასხვა თაყვანისმცემლისგან და ისიც სიხარულით პასუხობდა თითოეულ მათგანს. არც მათთან შეხვედრებზე ამბობდა უარს, ამიტომ მარტო თითქმის არასოდეს იყო.
ტატასთვის პრობლემა მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო, დილით რა ჩაეცვა, თმა როგორ გაეკეთებინა და რომელი ფერის მანიკური გავიდოდა ამა თუ იმ ტანსაცმელზე. გულს უღრღნიდა ის, რომ დათა ყურადღებას არ აქცევდა. შეიძლება სინამდვილეში არც მოსწონდა, უბრალოდ ის ვერ აიტანა, რომ მისი ყურადღება ვერ მიიქცია. საკმარისი იყო დათას ხელი დაექნია მისკენ და გოგონაც სიხარულით ჩაუხტებოდა კალთაში, მეორე დღეს კი ისიც ურიცხვ თაყვანისმცემელთა სიაში შევიდოდა და არც კი გაახსენდებოდა. თუმცა, ამაზე არც კი დაფიქრებულა ტატა. ყოველ დღე, უნივერსიტეტში წასვლამდე სალონს სტუმრობდა და უამრავ პროცედურას იტარებდა იმ იმედით, რომ დათა იმ დღეს მაინც მიაქცევდა ყურადღებას, თუმცა ყოველ დღე იმედგაცრუებული და შეფიქრიანებული ბრუნდებოდა სახლში, გადაქექავდა დათას პროფილს, ფოტოს ყველა მოწონებას სათითაოდ ხსნიდა და ათვალიერებდა ყველას, ვინც დათას ფოტო მოიწონა. უფრო სწორედ, მხოლოდ გოგონებს. აკვირდებოდა თითოეულ მათგანს, მერე კი სარკეში იყურებოდა და ცდილობდა მიზეზი გაეგო თუ რატომ არ აქცევდა დათა ყურადღებას. შეიძლება რაღაც აკლდა?! კითხულობდა უამრავ სტატიას: „როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ მამაკაცს მოვწონვართ?!“ „როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი?!“... გულდასმით კითხულობდა და ცდილობდა ზედმიწევნით დაეკმაყოფილებინა ყველა წესი, თუმცა დათასთან არაფერი ჭრიდა, ყველა მისი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა და ტატას თავი ყველაზე უბედური ეგონა.
ამ დღესაც, შევიდა სახლში. გულდათუთქული მიესალმა დედას, რომელიც პედიკურის კეთებით იყო დაკავებული და თავის ვარდისფერ ოთახში შევიდა. თვალი მოავლო იქაურობას, ჩუქურთმებიან, ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს გახედა, რომელიც საწოლის თავთან ედო, ხელში აიტაცა და ხელი ნაზად გაუსვა დათას გამოსახულებას. ჩარჩოს მინაზე კი თავისი პატარა ფოტო მიეკრა, ჩანდა თითქოს დათას კოცნიდა. გულზე მიიხუტა და ზურგით დაეშვა საწოლზე. ღრმად ამოიხვნეშა და ჩათვალა, რომ დედამიწაზე ყველაზე უბედური გოგოა.
კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა გოგონა და თავი წამოჰყო.
-შემოდი. -ნაზად თქვა მან და ოთახში 43 წლამდე ქერა ქალბატონი შემოვიდა, ნაზი ლასლასით მიუახლოვდა ქალიშვილის საწოლს და ჩამოჯდა.
-დედას პრინცესა, რატომ ხარ მოწყენილი დედი? -მზრუნველად დახედა ქალმა თავის განებივრებულ თოჯინას.
გოგონამ ტუჩები გაბუტულმა მოკუმა, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და უკმაყოფილოდ დაიჩრუტუნა.
-უნივერსიტეტში ერთი ბიჭია და არც კი მიყურებს.
-ჰმ... -წარბი ასწია ქალმა. -მერე მაგაზე დარდობ? ხომ იცი, რომ ვერავინ გაჯობებს? შენ ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ხარ. ვიღაც ხეპრეს გამო ნუ ინერვიულებ, თორემ გაიარა გარდატეხის ასაკმა და ნაადრევი ნაოჭები გაგიჩნდება. -ნერვიულად მოისვა ქალმა შუბლზე ხელი.
ტატა მაშინვე ზეწამოიჭრა და სარკეს მივარდა დაფეთებული. ახლოდან მოათვალიერა საკუთარი სახე და აღშფოთებულმა გულზე ხელი მიიდო.
-დედა, მსგავს რამეს ნუ მეუბნები! რა დროს ჩემი ნაოჭებია, ეგეც რომ გამიჩნდეს და დათას საერთოდ აღარ მოვეწონები, აღარასდროს.
ქალმა თავი გადააქნია, მერე კი ხელებგაშლილი მიუახლოვდა ქალიშვილს და გადაეხვია. ნაზად უსვამდა ხელს თავზე და სიტყვებით ეფერებოდა.
-დედას პრინცესა, დედიკოს დედოფალა, დედიკოს სიამაყე, მშვნება... -ქალი აგრძელებდა თავისი ქალიშვილისთვის ფრთების შესხმას, ტატა კი გაპრანჭვით კუმავდა ტუჩებს და ჰაერში იყურებოდა. სიტყვა სიტყვით იმახსოვრებდა დედის კომპლიმენტებს და ყველაფერს ზედმიწევნით იჯერებდა.
***
თეკლეს დილით ადრიანად გაეღვიძა, საწოლზე წამოჯდა. მთქნარებით გაიზმორა და საათს დახედა. ჯერ დილის 8 საათი იყო. ტელეფონი გამოაცოცა ბალიშიდან და ფეისბუქი შეამოწმა. დათას მიერ მოწონებული ფოტო გახსნა, სადაც ის და ოლიკო იყვნენ, ოთხი წლის წინანდელი ფოტო იყო, ოლიკო მაშინ კარეს და ჩოლკებს ატარებდა და დეპრესიისგან თვალები ოდნავ შესიებოდა. კმაყოფილად ჩაეღიმა დათას ლაიქზე, თეკლეს 45 ფოტოდან მხოლოდ ერთი რომ დაალაიქა და ისიც ოლიკოს გამო. უფრო მეტი კმაყოფილებით ჩაიღიმა, როდესაც დათას იმედგაცრუებული სახე წარმოიდგინა, როცა გაიგებდა, რომ ოლიკოს უკვე ჰყავდა მომხიბვლელი საქმრო. მდიდარი, წარმოსადეგი და სიმპათიური ბიჭი, რომელთანაც დათას შედარება არც კი შეიძლებოდა. თუმცა, დათას შესაძლოა არც კი აინტერესებდა ოლიკოს ასავალ-დასავალი და მისი მდგომარეობაც. ის, რომ მან მის შესახებ რაღაცეები იცოდა, ეს არც იყო გასაკვირი. ისეთი ტიპის მექალთანე ბიჭებს, როგორიც დათა გახლდათ, ახასიათებთ მსგავსი ცნობისმოყვარეობა. ალბათ, აინტერესებდა ისევ უყვარდა თუ არა თავის ყოფილს და ალბათ დარწმუნებულიც იყო, რომ პასუხი დადებითი იქნებოდა, შემდეგ კი ამით იტრაბახებდა.
ორგანულად ვერ იტანდა თეკლე დათას, ვერ იტანდა იმდენად, რამდენადაც ოლიკო უყვარდა. წამიერად ისიც კი ვერ აიტანა, რომ დათამ ოლიკოს ფოტოს შეხედა, ამის ღირსადაც არ ჩათვალა. ოლიკოს ფოტოს შეხედვის ღირსიც კი არ იყო დათა, რადგან მის გამო ლამის ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდა თავისი საუკეთესო მეგობარი. გაახსენდა, როგორ უჭერდა სიმწრისგან თავის ნაზ თითებს ოლიკო და როგორ ეძახდა ძილში დათას. თეკლე გვერდიდან არ შორდებოდა, მაშინ ყველაზე დიდი საზრუნავი ოლიკო იყო მისთვის და მასზე ძვირფასი იმ მომენტში არავინ ჰყავდა. გაახსენდა თავისი მეგობრის დედის დარდისგან ჩაშავებული თვალები, რომელიც ვედრებით შეჰყურებდა თეკლეს, იქნებ რამე ეშველა მისი ქალიშვილისთვის.
ოლიკო არ იყო ძლიერი, სუსტი და დაუცველი გახლდათ და ისეთადვე დარჩა. დათამ ის თავდაჯერებულობაც კი წაართვა, რომელიც სულ ოდნავი დოზით გააჩნდა ოლიკოს. ამიტომ მშიშარა და დაუცველ არსებად ჩამოყალიბდა, წლებმა და დრომ ვერ უმკურნალა. ემოციური დაცვა და კედელი სჭირდებოდა მუდამ, რომ თავი კარგად ეგრძნო. დაცულობა და ვინმეს მფარველობაში მყოფობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან დამცავი კედლების გარეშე, შეშინებული კრავი ხდებოდა და დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. თვალებში თუ ჩახედავდით, დაინახავდით მათში პატარა, შეშინებულ გოგონას, რომელიც მუდამ შველას და დაცვას ითხოვს. მის გვერდით თეკლე კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა და მუდამ მზადყოფნაში იყო, რადგან ისეთი ადვილი სამყაროში არაფერი არსებობდა, როგორც ოლიკოს გულის ტკენა. ამიტომ მუდამ გადაფოფრილი იყო მასზე თეკლე ქორივით, ოლიკოც გრძნობდა ამას და ემოციურად დამოკიდებული გახდა მასზე. თავის საქმროზე ბევრს უყვებოდა ოლიკო თეკლეს, ყველაფერს დეტალებში უყვებოდა და თეკლე გრძნობდა, რომ ოლიკო ბედნიერი იყო მასთან. ზურა ხელის გულზე ატარებდა, ჰქონდა კიდეც ამის შესაძლებლობა ემოციური და მატერიალური სიძლიერის გამო.
მესენჯერის წკრიალის ხმა შემოესმა თეკლეს და ფიქრებიდან გამოერკვა. ოლიკო წერდა, 11 სრულდებოდა.
ოლიკო ბოლქვაძე: რაშვები, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
თეკლე ბარათელი: რავი კარგად. ერთი გოგო გავიცანი, ტატა.
ოლიკო ბოლქვაძე: დაუახლოვდი?
თეკლეს ჩაეღიმა, რადგან იცოდა როგორი ეგოისტი დაქალი ჰყავდა და მიხვდა, რომ ახალი ნაცნობი არ ესიამოვნა.
თეკლე ბარათელი: არა რა დავუახლოვდი, რომ ჩამოხვალ მერე უკეთ გავიცნოთ. იმედია მოგვეწონება : ))
ოლიკო ბოლქვაძე: ხო. ზურა ჯერ ვერ ჩამოდის. ერთ თვეში ჩამოვა და მგონი ჩემი დანიშვნა უნდა. ისე მიხარია ვერ წარმოიდგენ, თან შენც ჩემს გვერდით იქნები.
თეკლე ბარათელი: რაა? მზად ხარ გათხოვებისთვის?
ოლიკო ბოლქვაძე: ვინიშნები ჯერ, ნუ იცი ეგრე შემოტევა. ქორწილი მერე გვექნება, მომავალ ზაფხულს ალბათ.
თეკლე ბარათელი: რომ ჩამოხვალ დამელაპარაკე წესიერად, ეგ სერიოზული ამბავია.
ოლიკო ბოლქვაძე: ხოდა ჩამოვდივარ ზეგ. 17:00 საათზე აეროპორტში დაერჭე, ბუშტებით :დ
თეკლე ბარათელი: რა ფერის ბუშტები უნდა ქალბატონს? :დდ შოკი ამბავი გინდა?
ოლიკო ბოლქვაძე: ჰააა? რა ამბავი? არ მითხრა ეხლა ვინმე მომწონსო, თორე გადავირევი :დ
თეკლე ბარათელი: არაა :დ თუ გამოიცნობ ჩვენს უნიში ვინ სწავლობს?! ; ))
ოლიკო ბოლქვაძე: არ მეხერხება ეს გამოცნობა, ვინ მითხარი?
თეკლე ბარათელი: დათა ჯიშკარიანი.
ოლიკოს პასუხი შეაგვიანდა და თეკლე ანერვიულდა. აშკარად გახსნა ბოლო მინაწერი.
თეკლე ბარათელი: ოლიიიი
თეკლე ბარათელი: აქ ხარ?
თეკლე ბარათელი: სად წახვედი გოგო?
თეკლე ლოგინიდან გადმოძვრა და ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული, თან თავ-ბედს იწყევლიდა, რამ ათქმევინა?! მაგრამ რას იფიქრებდა, რომ ასე იმოქმედებდა, გოგო უკვე ინიშნება. მესენჯერმა გაიწკაპუნა და თეკლე ხამივით დაეტაკა ტელეფონს.
ოლიკო ბოლქვაძე: როგორ გამოიყურება?
თეკლე ბარათელი: რავი, დიდი ვერაფერი. ჩვეულებრივი ბიჭია რა...
ოლიკო ბოლქვაძე: მარტო დადის? შეყვარებული ყავს? შენ გაიცანი?
თეკლე ბარათელი: არ ვიცი მაგდენი. დამამატა წუხელ და შენი ფოტო რომ ნახა, მომწერა საიდან იცნობო და ჩამოდის თუ არაო. იდიოტია, მაგაზე არ იფიქრო.
ოლიკო ბოლქვაძე: რომელი ფოტო გიდევს ჩემი? მოიცა შემოვიდე
თეკლემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. არ მოეწონა ოლიკოს აფორიაქება.
ოლიკო ბოლქვაძე: რას ვგავარ მაგ ფოტოში, ეგ თუ ნახა მაგრად დამცინებდა, მაშინდელივით.
თეკლეს ბრაზი თვალებში მოაწვა.
თეკლე ბარათელი: ეხლა ჭკუიდან არ გადამიყვანო! ვინ ჩემი ფეხებია საერთოდ დათა ჯიშკარიანი? შენი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. საერთოდ, როგორ ფიქრობ ეგეთ რამეს? შენი თავის ფასი იცოდე! ჩამოხვალ შენ აქ და მოგივლი მე შენ.!!!
ოლიკო ბოლქვაძე: : (( არ მინდა დათას ნახვა.
თეკლე ბარათელი: ვეცდებით თვალი ავარიდოთ, მაგრამ შენც ხო იცი რომ ოდესმე მაინც შეხვდები? ამიტომ მოემზადე ამისთვის. იფიქრე ზურაზე, ვიცი რომ გიყვარს. ცოტათი აფორიაქება ბუნებრივია, ამდენი წელი არ გინახავს დათა და თან ისე გული გატკინა, ბუნებრივია შენი რეაქცია. თუმცა მე გყავარ! აბა მოგეკაროს!
ოლიკო ბოლქვაძე: მიყვარხარ <3
თეკლე ბარათელი: მე უფრო.
***
მადრიდის ერთ-ერთ ლამაზ უბანში, რომელსაც კაიე ბაილენი ჰქვია, ჭუჭყიანი ვარდისფერი კორპუსები ჭარბობს, რომელიც ქუჩებს ძველებურ ელფერს სძენს. ოლიკოს ძალიან მოსწონდა ეს უბანი და საღამოობით სეირნობა, თავის ტ*უპისცალ ძმასთან, ილიკოსთან ერთად. მათი მსგავსება ფიზიკურად და ხასიათით მკვეთრად შესამჩნევი გახლდათ და სწორედ ამ მსგავსების გამო, ხშირად ჩხუბობდნენ. მათი პატარა და, ნატალია, რომელსაც მალე 7 წელი შეუსრულდებოდა, ტ*უპების დიდი თავშესაქცევი იყო. მოსწონდათ პატარა დაიკოზე ზრუნვა და ჭკუის სწავლება. დარიგებების მიცემის დროს ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ ტ*უპები და კამათი ჩხუბში გადაეზრდებოდათ ხოლმე, ნატალია კი დროს იხელთებდა და თავისი თოჯინებით ერთობოდა, ან რაიმეს გააფუჭებდა და შემდეგ ტ*უპები მშობლებისგან ისმენდნენ დარიგებებსა და საყვედურებს.
თეკლესთან მიმოწერის შემდეგ ოლიკო ერთობ აღელვებული და აფორიაქებული იყო. დათა გაახსენდა და ძველმა იარამ თავი შეახსენა. შიში იგრძნო და ვერ გაეგო რისგან იყო ეს შიში გამოწვეული. მუცლით დაემხო საწოლზე, თავი ბალიშში ჩარგო და დათასთან შეხვედრის გარდაუვალობაზე დაფიქრდა. გაახსენდა ის ბედნიერი დღეები, რომელსაც დათასთან ერთად ატარებდა. სულ პატარები იყვნენ, მაგრამ სწორედ მას ეკუთვნოდა ოლიკოს პირველი კოცნა, პირველი სიყვარული და პირველი ტკივილი. გულში წვა და სიმხურვალე იგრძნო, რომელიც მთელს ორგანიზმს გადაეწოდებოდა და ვენებში სისხლს უდუღებდა.
დათამ და ოლიკომ ერთ-ერთ ოლიმპიადაზე, სკოლების შეჯიბრებების დროს გაიცნეს ერთმანეთი. ამ დროს ოლიკოს თავის სკოლაში ყველაზე პოპულარული და უკარება გოგოს სტატუსი ჰქონდა, დათა კი მაშინაც საკმაოდ მოხერხებული ყმაწვილი გახლდათ და დიდად არც გასჭირვებია ოლიკოსთვის თავის შეყვარება. ერთი წელი გაგრძელდა მათი ბედნიერი რომანი და ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად იქცნენ. ყველას უნდოდა მათი გაცნობა და მათთან დაახლოვება, თუმცა დათა ბუნებით აზიატი გახლდათ და ვერ იტანდა, ჩვეულებრივი მამაკაცური ისტერიკა ეწყებოდა, როდესაც ვინმე ოლიკოსთან დაახლოვებას შეეცდებოდა. ყველანაირად ცდილობდა ოლიკოს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ყოფილიყო და მეგობრებისთვის განკუთვნილი დროის დათაზე დახარჯვა უხდებოდა ოლიკოს, რადგან თავად გოგონა ბუნებით რბილი, უკონფლიქტო და დამთმობი იყო. დათას ძალისხმევით, ბიჭმა გოგონას მთელი ყოველდღიურობა მოიცვა და არამარტო მის ერთადერთ შეყვარებულად, არამედ მის ერთადერთ მეგობრადაც კი იქცა. გოგონას ყველა შემოეძარცვა ირგვლივ და ვერც კი იგრძნო ეს, რადგან დათა მისთვის ყველაფერი იყო, პირდაპირ აღმერთებდა მას და ოლიკოსაც ხშირად მოუსმენია „გაღმერთებ!“ დათასგან.
20 ივლისს, ოლიკოს დაბადების დღეზე წავიდა დათა მისგან. წავიდა მოულოდნელად და ყველაზე საშინლად. „ისე აღარ მომწონხარ და მიყვარხარ, როგორც ადრე. ერთ გოგოს მოვწონვარ და რომ ვაკვირდები, შენ ყველაფრით გჯობია. ოლიკო, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ უნდა დავშორდეთ.“ კარგად ახსოვდა ოლიკოს წინადადების ბოლოს დასმული წერტილი, რომელიც მათი ურთიერთობის ბოლოს დასმულ წერტილსაც ნიშნავდა.
ოლიკო სრულიად მარტო დარჩა... არ ჰყავდა მეგობრები და არ ჰყავდა დათა. გაქრა, მისი ღმერთი აღარ არსებობდა და აღარც თვითონ იყო დათას ღმერთი. ალბათ მალე იგივე სიტყვებს სხვა მოისმენდა დათასგან და ამის გაცნობიერებისგან წამოსული ტკივილი თვალებიდან ცხელი ჩანჩქერივით ასხამდა. დათა კედელი იყო მისთვის, ის სიცოცხლისთვის აუცილებელი კედელი, რომლის გარეშეც ოლიკო უბრალოდ ოლიკო აღარ იქნებოდა. დათას გარეშე ოლიკო აღარ არსებობდა და მან გადადგა ნაბიჯი დათას დასაბრუნებლად, თუმცა მან იგრძნო, იგრძნო, რომ დათა მას ერთ-ერთ მასზე შეყვარებულ გოგონად აღიქვამდა და ეს იყო დეპრესიის დასაწყისი. აქ საბოლოოდ იგრძნო ოლიკომ, რომ დათა აღარ დაბრუნდებოდა, დათას ოლიკო აღარ სჭირდებოდა. დათა ოლიკოს გარეშეც დათა იყო, მაგრამ ოლიკო იმ დღეს მოკვდა. მოკვდა და ღრმად დამარხა ძველი, მხიარული, ვარდისფერ სათვალიანი გოგონა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება გაშავთეთრდა და რომ არა თეკლე, ვერასოდეს ვერ დააღწევდა თავს ცრემლით გაჟღენთილ ზეწარს. სწორედ თეკლემ წამოაყენა ფეხზე, თეკლე იყო ის მშენებელი, რომელმად დანგრეული კედელი აღუდგინა და მჭიდრო შემოავლო ოლიკოს. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, სამი მტკივნეული, ერთმანეთზე უფრო მტკივნეული წელი გაატარა ოლიკომ მარტოობაში, თავისი დათას გარეშე. შემდეგ კი მამამისის უფროსის შვილი გაიცნო მამას დაბადების დღეზე და იქედან დაიწყო ოლიკოს ახალი სასიყვარულო თავგადასავალი.
ფრთხილად წამოდგა გოგონა საწოლიდან და მის წინ მდგარ სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა.
172 სმ. სიმაღლის, გამხდარი გოგონა იყო. ღია წაბლისფერი, მკერს ქვევით ჩამოზრდილი სქელი თმა ჰქონდა. სხეულის მომრგვალებული, ქალური ფორმები ძალიან მომხიბლავს და სექსუალურს ხდიდა სახით საყვარელ, თოვლივით თეთრ და ნაზ გოგონას. სქელი ვარდისფერი ტუჩები და სწორი, თეთრი კბილები ჰქონდა. ბუდეში ჩამჯდარი ღია თაფლისფერი თვალები, მზის შუქზე სულ უფრო უღიავდებოდა და ძალიან ღია მომწვანო გადაჰკრავდა.
აკვირდებოდა გოგონა თავის თავს და ფიქრობდა დათაზე, ვის დაინახავდა მასში დათა, როდესაც ოთხი წლის შემდეგ შეხვდებოდა. განიარაღებული იდგებოდა მის წინ, დაუცველი და უცებ ძალიან მოუნდა, რომ ზურაც მასთან ერთად ყოფილიყო. გვერდიდან არ მოშორებოდა და დაეცვა დათას კლანჭებისგან. გოგონას დათას შემოხედვისაც ეშინოდა, რადგან ეგონა რომ ამითაც გულს ატკენდა. მისი არაფრისმთქმელი გამოხედვა ყველაზე მეტად ეტკინებოდა ოლიკოს, რადგან ბევრი ფიქრის შემდეგ, ბევრი გათეთრებული ღამის შემდეგ, ოლიკო მიხვდა რომ თურმე დათას არც არასოდეს ჰყვარებია. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა, სწრაფად მიირბინა გოგონამ საწოლთან და ტელეფონი აიღო.
-ჰო, ზურა. -ნაზად უპასუხა გოგონამ.
-დღეს სიურპრიზი გელოდება, ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვი და საღამოს 6ზე გამოგივლი.
-სად მივდივართ? -მომხიბვლელად ჩაიღიმა გოგონამ.
-ეგ სიურპრიზია.
-კარგი კარგი. -გაეცინა ოლიკოს.
მეორე მხრიდანაც გაიგონა გოგონამ ზურას ბოხი სიცილი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. -უპასუხა გოგონამ და გულში რაღაცამ გაჰკრა, დათა მოელანდა და თავი ჯავშნის გარეშე იგრძნო.
***
17:30 საათზე ოლიკოს შავი მომდგარი, მუხლებამდე, მხრებზე გადაწეული კაბა ეცვა. თეთრი შიშველი ყელი მომხიბვლელად ელავდნენ მადრიდის ჩამავალი მზის ფონზე. ფეხზე წითელი მაღალი მოშიშვლებული ფეხსაცმელი და ასევე წითელი ხელჩანთა ეჭირა. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი და წითელი, ხასხასა პომადა უფარავდა სქელ, ამობურცულ ტუჩებს.
ზურამ უშველებელი ნერწყვი გადაყლაპა თავისი ულამაზესი საცოლის დანახვაზე, მანქანიდან გადმოვიდა, ჰალსტუხი შეისწორა, თან ოლიკოს თვალს არ აშორებდა. შემდეგ კი როგორც ჯენტლმენებს შეშვენით, მძღოლის გვერდით მანქანის კარი გამოაღო და ხელის ნელი მოძრაობით ოლიკოს მანქანის სავარძლისკენ ანიშნა. ოლიკო ნაზი, ქალური მოძრაობით და მომხიბვლელი ღიმილით დაიძრა მანქანისკენ და ჩაჯდა. ზურამ კიდევ ერთხელ შეისწორა ჰალსტუხი, ღრმად ამოისუნთქა და მძღოლის სავარძელს მიუჯდა. ფრთხილად შეათვალიერა თავისი ქალი, კმაყოფილად ჩაიღიმა და მანქანა დაქოქა.
30 წუთში ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორნის წინ გააჩერა მამაკაცმა და მანქანიდან გადმოვიდა.
ზურა დადიანი 190სმ. სიმაღლის, შავგრემანი 26 წლის მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ. მუდამ შარვალ-კოსტიუმი ეცვა თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ესპანეთის ერთ-ერთი მხსვილი ბანკის ფინანსისტი გახლდათ და ყურებამდე იყო შეყვარებული თავის საცოლეზე. ხელის გულზე ატარებდა ოლიკოს, ყველა კაპრიზს უსრულებდა და ერთ სულზე იყო, ცოლად როდის მოიყვანდა. მიაჩნდა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ოლიკო დაინახა და მაშინვე დაისახა მიზნად მისი ცოლად შერთვა, ზურას მთავარი ღირსება კი მიზანდასახულობა იყო და თითქმის არასოდეს აცდენდა მიზანს.
რესტორნის მეორე სართული სრულიად დაცარიელებული იყო და სიმყუდროვეს მხოლოდ ჯაზ ბენდის წყნარი მუსიკა არღვევდა. წითელი მკრთალი შუქი უფრო რომანტიულს ხდიდა იქაურობას, დარბაზის შუაგულში ორ კაცზე გაწყობილი მაგიდა იდგა. ოლიკო ბუნებით რომანტიკოსი იყო. ამ სილამაზის, სიმყუდროვისა და რომანტიული აურის გამო გულზე ლამაზად მოელამუნა, ნაზი ღიმილით ახედა მის გვერდით მგომ მამაკაცს, რომელმაც მაგიდისკენ წაიყვანა და სკამი გამოუწია დასაჯდომად, თვითონ კი მის მოპირდაპირედ დაჯდა. ცოტა ხანი თვალებში უყურა ოლიკოს, შემდეგ კი ჭიქებში წითელი ღვინო ჩამოასხა.
-ამ ჭიქით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს გაუმარჯოს, რომელიც ჩემია. -მშვიდი, სიამაყით სავსე ხმით წარმოთქვა სადღეგრძელო მამაკაცმა და სერიოზულად ჩააშტერდა ოლიკოს, რომელსაც ლოყები ოდნავ აუწითლდა და მორცხვად ჩაიღიმა.
ცოტა ხანი მშვიდად ისხდნენ, ივახშმეს. შემდეგ ზურამ საცეკვაოდ გაიწვია, ცეკვის დასრულების შემდეგ მამაკაცმა ლავიწის ძვალზე აკოცა ოლიკოს და გოგონას სიამოვნებისგან თვალები მიელულა.
მამაკაცი უეცრად მის წინ ცალი მუხლით დაეშვა, გოგონას მარჯვენა ხელში ეჭირა, ჯიბიდან წითელი ყუთი ამოაძრო და ოლიკოს ახედა.
-ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეყვარები და გპირდები, რომ შენი ყოველი დღე ასეთივე ლამაზი იქნება. ცოლად გამომყვები? -მამაკაცმა ყუთს თავი ახადა და გოგონას თვალებში, რესტორნის წითელ შუქზე აკიაფებულმა ბრილიანტის ბეჭედმა გაიბრწყინა.
ბენდმა დაკვრა შეწყვიტა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა, სიმყუდროვეს მხოლოდ ოლიკოს სწრაფი გულის ცემა არღვევდა, რომელსაც მარცხენა ხელი გაოცებისგან პირზე მიედო და გაბრწყინებული ჩაშტერებოდა მბრწყინავ ბეჭედს. გოგონას თვალწინ უამრავმა კადრმა გაირბინა, თუმცა აზროვნება ფაქტიურად აღარ შეეძლო. აღტაცებისგან, გაოცებისგან, მოულოდნელობისგან და სიყვარულისგან წამოიძახა გოგონამ, ის რასაც ზურა ოლიკოს დანახვის დღიდანვე ოცნებობდა.
-კი, კი, კი, კი... -ყვიროდა გოგონა.
ჯაზ ბენდის შედარებით მელოდიური მუსიკის ფონზე, ზურას ყელზე შემოხვეული ოლიკო ფრიალებდა და მდიდრული რესტორნის მეორე სართულიდან წყვილის ბედნიერი შეძახილები ისმოდა.

3 თავი

ოთხშაბათი 14:00
აუდიტორიიდან გამოსულ თეკლეს ტატა შეეჩეხა წინ, ტრადიციულად გაბადრული სახით და ცხვირწინ ორი წითელი კონვერტი აუფრიალა.
-შაბათს საღამოს, პირველკურსელების საპატივცემულოდ, წვეულება იმართება. ძაან „ძერსკ“ კლუბს ქირაობენ ჩვენთვის, დიჯეი, ტანცები რამე... რა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს, შენ რას ჩაიცმევ? -ისე სწრაფად საუბრობდა ტატა, რომ თეკლეს სუნთქვაც კი შეეკრა.
-მოიცა, მოიცა... მშვიდად ამიხსენი. მხოლოდ პირველკურსელები ვიქნებით?
-ნუ... იმედია არა.
-რას ნიშნავს იმედია არა?
-იმას, რომ იმედია დათაც იქნება. საღამო პირველკურსელთა საპატივცემულოდ კი არის, მაგრამ მაღალ კურსელებსაც შეუძლიათ მოსვლა, თუ ფულს გადაიხდიან.
ღრმად ამოიხვნეშა თეკლემ და ტატას მომაბეზრებლად გადახედა.
-მოსაწვევები სად იშოვე? -ჰკითხა ბოლოს.
-თვითმმართველობაში შევედი, უნდა გავწევრიანდე ისედაც იქ. ჰოდა, თან მომცეს. ორი გამოვართვი, ერთი შენთვის. -გაბადრული შეჰყურებდა ტატა თეკლეს და სულმოუთქმელად, ატრიალებდა ხელებში მოსაწვევებს.
-ერთი კიდევ დაგვჭირდება. -მშვიდად მიუგო თეკლემ.
ტატამ წარბები ასწია და გაკვირვებული მიაშტერდა თეკლეს.
-ვისთვის?
-ჩემი დაქალი ჩამოდის ხვალ ესპანეთიდან, ისიც პირველკურსელია. აქ ისწავლის. -ოლიკოს გახსენებაზე თეკლეს ყოველთვის თვალები უბრწყინავდა.
-მართლა? ჩვენს ფაკულტეტზეა? ძალიან კარგი, სამნი ვიქნებით. -ხმამაღლა წამოიძახა ტატამ, თეკლეს მხარში ხელი წაავლო და შხუილით გააქანა თვითმმართველობის კაბინეტისაკენ.
***
ხუთშაბათი 17:30
აეროპორტის შესასვლელში ბოლთას სცემდა თეკლე ოლიკოს მოლოდინში. რაც აქ მოვიდნენ ტატამ ოთხჯერ მოახერხა საპირფარეშოში შესვლა და მაკიაჟის შესწორება, თან რამდენიმე სელფიც მიაყოლა. იმის მიუხედავად, რომ თეკლეს აზრით საერთოდ არ იყო აუცილებელი ტატას წაეყვანა აეროპორტში თავისი მანქანით, გოგონამ მაინც გაიტანა თავისი, რადგან ოლიკოსთან დამეგობრება გადაწყეტილი ჰქონდა.
-ასეა... -მდუმარედ ვერ გაჩერდა ტატა. -მამაჩემიც რომ ჩამოდის ხოლმე ერთი საათი მაინც აგვიანდება, ამიტომ ვერ ვიტან დახვედრას.
-ხომ გითხარი დარჩი მეთქი? -ამზერით გახედა თეკლემ.
-არა, მაგიტომ არ მითქვამს. -უდარდელად ჩაიქნია ხელი გოგონამ. -კისერი მომექცა, არადა არც ვიცი როგორია. ლამაზია?
-ძალიან საყვარელია. -სასიამოვნოდ გაეღიმა თეკლეს.
წუთები საუკუნეებად ეჩვენებოდა თეკლეს, ოლიკოს მოლოდინში. ზოგადად ლოდინი მისთვის არ იყო პრობლემა, საკმარისი ნებისყოფა და სიმშვიდე ჰქონდა ამისთვის, მაგრამ ეს მოლოდინი სულ სხვა იყო. ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, გული საგულეს აღარ ჰქონდა. თვალს არ აშორებდა მათ წინ მდებარე სენსორულ კარს, რომლის ყოველ გახსნაზე თეკლეს თვალები უფართოვდებოდა და ჰორიზონტს თვალებმოჭუტული გადახედავდა, იქნებ ოლიკოსთვის მოეკრა თვალი.
კიდევ რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, სენსორული კარიდან შხუილით გამოვარდნენ ტ*უპები. ოლიკო ოდნავ წინ უსწრებდა თავის ძმას და თეკლესკენ გაეშვირა ხელები, გოგონაც მისკენ გაექანა და ერთმანეთს კივილით გადაეხვივდნენ. ოლიკოს მაშინვე აუჩუყდა გული და ტირილი დაიწყო. რამდენიმეწუთიანი ხვევნა-კოცნისა და მხურვალე ცრემლების შემდეგ, გოგონებმა პირი დააღეს, როცა ილიკოსა და ტატას ხმამაღალ სიცილს გადააწყდნენ. გეგონებოდათ, დიდი ხანი იცნობენ ერთმანეთს ისე გულიანად იცინოდნენ. გამალებით უყვებოდა ილიკო რაღაცას, დროდადრო ტატაც ერთვებოდა საუბარში და შემდეგ ისევ დაიწყებდნენ ომახიან სიცილს.
გოგონებმა გაკვირვებით, სიცილნარევად გადახედეს ერთმანეთს და ოლიკომ თვალებით ანიშნა ტატასკენ „ვინ არისო?!“, რაზეც თეკლემ პირის მუნჯი მოძრაობით „ტატა“ წამოიძახა.
ხმაურიანად ჩაახველა თეკლემ, რომ ტატასა და ილიკოს ყურადღება მიექცია.
-ვააა, როგორა ხარ თეკლე? -თეკლესკენ წაიწია ილიკო, როცა გამოერკვა და გადაეხვია. -რა იყო საჭმელს არ გაჭმევენ? -გულდასმით შეათვალიერა თეკლე ილიკომ და სანამ გოგონა პასუხს გასცემდა, ოლიკო ჩაერთო.
-მშვენივრადაა, შენ სქელტ*აკა ესპანელ გოგოებზე გაქვს თვალი შეჩვეული და მაგიტომ. -დამცინავად მოუჭრა ოლიკომ.
-რატო გაუტ*აკე საქმე ნილდას? სულ რატო კბენ? შენს გასიებულ ტ*აკს მიხედე რა, არც შენ გაქვს ნაკლები. -სახედამანჭულმა დაუსისინა ილიკომ.
-ჰააააა? -შეშფოთდა ოლიკო. -მე რა, დიდი ტ*აკი მაქვს? თეკლეე. -მიუბრუნდა თავის დაქალს. -კარგად შემომხედე, არ დამიმალო, დიდი ტ*აკი მაქვს? -თვალებგაფართოვებული მიშტერებოდა ოლიკო თეკლეს და გოგონამ სიცილისგან ძლივს ამოისუნთქა.
-არა, ახლა მივხვდი, რომ თქვენი ჩხუბი ყველაზე მეტად მენატრებოდა. -ისევ ატეხა კისკისი თეკლემ.
-თქვენი ჩხუბი აეროპორტის ბოლოშიც კი ისმის. რა დღეში ხართ გამაგებინეთ. -შეწუხებული მოემართებოდა ოლიკოს დედა , შემდეგ კი თეკლესკენ დაიძრა. -თეკლე შვილო, როგორ ხარ? როგორ გაზრდილა ნახე, გელა. -სასიამოვნოდ გაოცებული მიუბრუნდა ქმარს, რომელსაც ნატალია ზურგზე მოესვა და ისე მოემართებოდა მათკენ. თავის ნელი მოძრაობით დაეთანხმა მეუღლეს და თავზე გადაუსვა თეკლეს ხელი.
ყველანი მანქანებში განაწილდნენ. ოლიკო, ილიკო და თეკლე ტატას მანქანაში ჩასხდნენ. ნატალია, გელა და ნინო კი ტაქსში.
მხოლოდ გზაში მოახერხეს ტატამ და ოლიკომ ერთმანეთის გაცნობა და თავიდანვე დადებითად განეწყვნენ ერთმანეთისადმი, ტატას კომუნიკაბელურობისა და ოლიკოს თავმდაბლობის, უკონფლიქტობისა და თბილი ხასიათის ხარჯზე. დარჩენილი გზა კი ხმამაღლა მღეროდნენ, ილიკო მძღოლის გვერდით სავარძელში იჯდა, ფანჯარა ჩამოეწია და ბოლო ხმაზე გაყვიროდა მაქანიდან, ამაზე ტატა ისტერიკულად იცინოდა და ცდილობდა ილიკოს სიგიჟეში აჰყოლოდა.
-მადრიდში აღარ ხარ, იდიოტო. -ოდნავ წინ გადაიხარა ოლიკო და ძმა შეანჯღრია.
-დავაი რა... -მოესმა ხმა წინიდან.
-როდის უნდა გაიზარდო?! -არ ეშვებოდა ოლიკო.
-აუუუ... საცოდავი ზურა შენს ხელში. თუ მაგრად არ მეცოდებოდეს ბო*იშვილი ვიყო. -მობეზრებულად წამოიძახა ილიკომ და თვალები აატრიალა.
-თქვენ რანაირი ტ*უპები ხართ? -კისკისით ჩაერთო ლაპარაკში ტატა.
ამაზე ყველას გაეცინა, ტ*უპებსაც კი, რომლებმაც ერთდროულად გადააქნიეს თავი.
ოლიკოს მშობლებისა და თავად ოლიკოს თხოვნის მიუხედავად, ტატამ და თეკლემ სახლებში დაბრუნება გადაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ნამგზავრებს დასვენება სჭირდებოდათ. გოგონებმა კი საღამოს შეკრება გადაწყვიტეს ტატას შერჩეულ ერთ-ერთ მდიდრულ კაფეში.
საღამოს 9 საათზე, უკვე სამივე ლამაზმანი ფეხი-ფეხ გადადებული ისხდნენ კაფე „ელიტის“ ჩუქურთმებიანი მაგიდის ირგვლივ და ყავას წრუპავდნენ.
-მოკლედ, თეკლე იმდენს ყვებოდა შენზე, რომ სანამ გაგიცნობდი, მანამდეც მიყვარდი. -წამოიწყო საუბარი ტატამ, თან ტელეფონიდან თავი არ აუწევია. სანამ ოლიკო იღიმებოდა, თეკლეს მოთმინების ფიალა ამოეწურა და ტატას შეუსისინა.
-დადე ეხლა ეგ ტელეფონი, სულ როგორ უნდა იყო ჩაჩერებული.
-მოიცა, დავჩექინდე. „კაფე „ელიტში“ თეკლე ბურდულთან და ოლიკო ბოლქვაძესთან ერთად, დრინქინგ ქოფიი.“ -გამალებით უკაკუნებდა ტატა ტელეფონის სენსორულ ეკრანს და როცა მორჩა, კმაყოფილად ამოიხვნეშა. ტელეფონი დადო და ყავა მოსვა.
-ისე მომნატრებია აქაურობა, ჰაერსაც კი სხვანაირი სუნი აქვს თითქოს. -მშვიდი, მონოტონური ხმით წამოიკნავლა ოლიკომ და მოიკნუტა.
-უფ, კარგი ერთი. -უდარდელად ჩაიქნია ხელი ტატამ. -მე მადრიდის სუნი მირჩევნია, ჩემი მიზანია საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიცხოვრო ჩემს დ... -სახელის თქმა ვერ მოასწრო, როცა თეკლემ ნერვიულად წამოიყვირა.
-აუ დავლიოთ რა. -ოლიკომ და ტატამ პირდაღებულებმა გახედეს თეკლეს, რადგან მსგავსი წამოყვირება და მითუმეტეს დალევის სურვილი, მისგან მოულოდნელი იყო. ტატაც კი იცნობდა საკმარისად, რომ ეს დეტალი ცოდნოდა თეკლეს შესახებ.
-კარგი, დავლიოთ. თან ჩემი ამბავი აღნიშვნად ნამდვილად ღირს. -ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ოლიკო და სიხარულით ხან თეკლეს გადახედავდა, ხან ტატას.
-რაა? -ერთხმად ჰკითხეს გოგონებმა.
-დავინიშნე. -ჩუმად წამოიყვირფა გოგონამ, თან მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმული ბრილიანტის ბეჭედი აუთამაშა გოგონებს ცხვირწინ.
-არ არსებოოობს. -დაეტაკა თითზე თეკლე. -შენი საქმრო ფულში იხრჩობა?
-მოიცა, რაა? -ოდნავ სერიოზულად ჩააშტერდა თეკლე. -ოლიკო...
-კარგი ეხლა, არ დაიწყო შენებურები რა თეკლე. ბიჭი მოვიდა, მთელი რესტორანი დახურული ქონდა, ჯაზ ბენდი ჩვენთვის უკრავდა, ისეთი სიტყვებით მთხოვა ხელი, უარი როგორ უნდა მეთქვა?! თანაც, მიყვარს. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან, ძალიან... -გულზე ბეჭდიანი ხელი მიიდო ოლიკომ, თვალები მინაბა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
თეკლე მაინც უკმაყოფილო ჩანდა, ტატა კი ოლიკოს მარჯვენა ხელის მოძრაობას აყოლებდა თვალებს, თავს, პირს, ლამის ფეხებსაც.
დალიეს გოგონებმა, ტატამ უამრავი სასიყვარულო ისტორია მოყვა, რომელიც თავს გადახდა და ყოველ წამოწყებაზე, თეკლეს გული უსკდებოდა, რომ დათა არ ეხსენებინა. მზადყოფნაში იყო, რომ როგორც კი რაიმეს შეატყობდა, უცებ სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება. ბოლოს კი, ტატამ ისევ მოკიდა ტელეფონს ხელი და აქ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა თეკლეს მთელი საღამოს განმავლობაში.
-არ არსებოოოობს... არა, არ მჯერა.... -წამოიკივლა ტატამ.
-რა ხდება? ერთხმად შესძახეს გოგონებმა.
-დათამ ჩექინი დამილაიქა. -კიდევ უფრო ხმამაღლა წამოიკივლა გოგონამ და ოლიკოს მიუბრუნდა. თეკლე მიხვდა რომ ვეღარ შეძლებდა ტატას შეჩერებას და არყის ჭიქა ბოლომდე ჩაცალა გულშეწუხებულმა.
-მოკლედ, ერთი ბიჭია ჩვენს უნიში. დათა ჯიშკარიანი, უუუუსიმპათიურესი, უუუსაყვარლესი, აი ვგიჟდები, ჭკუას ვკარგავ იმ ბიჭზე. რა არ გავაკეთე ყურადღება რომ მოექცია, რა არ ვქენი, მაგრამ არაფერი. საერთოდ ტიპი ყურადღებას არ მაქცევდა და ახლა ჩექინი დამილაიქა, აზრზე ხარ? -საფეთქელზე საჩვენებელ თითს არ იშორებდა ტატა მთელი თხრობის განმავლობაში. -ვსო, აწი ზუსტად ვიცი რომ რაღაც შანსები მაქვს. ტიპი სადაც ჩექინებს ნახულობს და მილაიქებს, ფოტოები სულ გადაქექილი ექნება. გამოგიჭირე ჩემო პრინცო! -დაეტაკა ტატა ტელეფონის ეკრანზე დათას ფოტოს და გემრიელად აკოცა.
თეკლე უკვე მესამე არყის ჭიქას ცლიდა და სიკვდილზე მეტად ეშინოდა იმ მომენტში ოლიკოს სახის დანახვის, ბოლო მაინც გაუსწორა თვალი და როცა გოგონას წაშლილ, მიყინულ სახეს გადააწყდა პირთან მიტანილი მეოთხე არყის ჭიქა ფრთხილად გაუწოდა, ოლიკომაც არ დააყოვნა და ყლუპუნით გადაუშვა ყელში.
***
პარასკევი 08:30
-ოლი... რამე მაინც თქვი, გუშინს მერე ხმა არ გაგიღია. -ვედრებით ანჯღრევდა თეკლე მის გვერდით მწოლიარე მეგობარს.
ოლიკო ზურგშექცევით იწვა თეკლესკენ და გაშტერებული დასქცეროდა მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ბეჭედს, ცერა თითით ატრიალებდა და დროდადრო ამოიხვნეშებდა. ვერ გაეგო რა აწუხებდა, ის რომ დათას შეხვდებოდა, თუ ის რომ მას მისი ახალგაცნობილი მეგობრის გვერდით ნახავდა?! მთელს ტანში მტკივნეულად სერავდა რაღაც გრძნობა და ვერ გაერკვია რა გრძნობა იყო ეს, ზურასთან ლაპარაკი მოუნდა. მოუნდა მისთვის შეუჩერებლად ეძახებინა „მიყვარხარ“ და ამით საკუთარი სული დაემშვიდებინა, უნდოდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ბედნიერი იყო, ზურა რომ ჰყავდა. ცდილობდა მასზე ეფიქრა, მასთან გატარებული მომენტები გაეხსენებინა, მაგრამ მისდაუნებურად დათას სახე იხატებოდა მის წარმოსახვაში და გულის მიმდებარე ტერიტორია უხურდა. ბოლოს ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოისრისა, სქელ თმაში შეიცურა თითები და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიგდო, შემდეგ ფრთხილად გახედა უკვე წამომჯდარ თეკლეს, რომელიც გაფაციცებით შესჩერებოდა თვალებში და ერთ სულზე იყო, როდის გაიგონებდა სიტყვას მისგან. ოლიკომ ზედა ტუჩს უკბინა, ენით ტუჩები გაისველა და შეშინებული თვალებით ჩააშტერდა თეკლეს.
-გამივლის ხო? ეს რასაც ახლა ვგრძნობ, ეს შიში თუ რაც არის, ეს წვა გულზე რომ მაქვს.... -ბეჭდიანი ხელი გულთან მიიდო და ნიკაპის კანკალით გააგრძელა. -ხომ გამივლის? მითხარი, რომ დათას მიმართ არაფერს ვგრძნობ... -თვალები შუშისებრი გაუხდა ოლიკოს და წყლით გაევსო.
თეკლე ერთხანს ხმას ვერ იღებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. ასეთი რამ წესით არასდროს ემართებოდა, მას ყოველთვის ჰქონდა ზუსტი, სიტუაციას მორგებული სიტყვები, მაგრამ ახლა რატომღაც ხმა ვერ ამოიღო. ოლიკოს თეკლეს მდუმარებაზე უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლებით და უზარმაზარი წყლის ბურთები გადმოუგორდა თავისი დიდრონი თვალებიდან. თეკლემ ოლიკოს თავი გულში ჩაიკრა და ცდილობდა უსიტყვოდ დაემშვიდებინა. ერთხანს ასე იყვნენ, ხოლო ბოლოს როცა ოლიკოს სუნთქვა და თვალები დაუმშვიდდა, თეკლემ გაბედა მისთვის სიტყვის თქმა.
-მომისმინე, თავი ხელში უნდა აიყვანო. დათა არავინ არ არის, ეგ უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო ოლი, მეტი არაფერი... აი ნახავ, შეხვდები, თვალი მიეჩვევა და საერთოდ გაგეცინება შენს დღევანდელ შიშზე. შენნაირ საქმროზე გოგონები ოცნებობენ, ხელის გულზე გატარებს, ყველაფერს გისრულებს. ჭკუას კარგავს შენს გამო და მასთან ნამდვილ დედოფლად იგრძნობ თავს, ვინ არის დათა ზურასთან?! მაგათი შედარებაც კი არ შეიძლება, ზურა ეგეთ არაკაცულ საქციელს არასოდეს ჩაიდენს, რაც დათამ გააკეთა. ჩამოყალიბებული, სერიოზული მამაკაცია, დათას კი შორიდანაც ეტყობა რომ პროგრესის ნაცვლად, რეგრესი განიცადა. ზუსტად ისეთივე რეგვენია, როგორიც მაშინ იყო.
-რომ გამომელაპარაკოს, იქვე მოვკვდები. გული დამარტყამს, ვგრძნობ... -ღრმად ამოიხვნეშა ოლიკომ და თავისი საფირმო მოძრაობით, გულზე ხელის მიდებით, გამოხატა თავისი დამოკიდებულება აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
-არ მოვუშვებ შენთან, გპირდები. -თეკლემ საჩვენებელი თითი მიუტანა ცხვირთან ოლიკოს და შემდეგ ალმაცერად შესძახა. -პირველკურსელებისთვის ხვალ წვეულება იმართება ერთ-ერთ კლუბში, მოსაწვევები მაქვს. წავიდეთ, შენც გამხიარულდები, თან გაიცნობ ხალხს, ვისთანაც მოგიწევს ურთიერთობა. ჰაა? -თვალი ჩაუკრა თეკლემ და წარბები აუთამაშა.
-ისიც იქნება? -ქვედა ტუჩის მარჯვენა მხარეს უკბინა ოლიკომ და ოდნავ დამფრთხალი მზერით გადახედა თეკლეს.
-არამგონია, რავი. ტატამ კი თქვა იმედია იქნებაო. -ტატას ხმით წამოიძახა თეკლემ და თვალები აატრიალა. -მაგრამ არამგონია... ნუ რომც იყოს მერე რა?! იქ იმდენი ხალხი იქნება, შეიძლება ვერც შეხვდეთ.
-თეთრი კაბა მაქვს, ძალიან სექსუალურია, მოიცა უნდა გაჩვენო. -წამოხტა ფეხზე ოლიკო, ჩემოდანი გადმოაპირქვავა და იატაკზე გადმოყრილ ტანსაცმელში ქექვა დაიწყო. ბოლოს, თეთრი, მოკლე ერთიანი კაბა ამოაცოცა, ყელზე შუა წელამდე მჭიდროდ გამოყვანილი, ქვევით ბარბის კაბასავით გაშლილი და ფრიალა. -აი ამას ჩავიცვამ და ფეხზე კედებს. ჰა? ხო კაია? -მოუთმენლად დაიწყო კაბის ტრიალი ოლიკომ და ცნობისმოყვარედ შესჩერებოდა თეკლეს თვალებგაფართოვებული.
-ოჰოოო. -გულდასმით აათვალიერ-ჩაათვალიერა თეკლემ კაბა და ცერა თითის აწევით ანიშნა გოგონას, მაგარიაო. -მე იმ წითელ კომბინიზონს ჩავიცვამ შენ რო ჩამომიტანე. -საჩვენებელი თითი ნიშნისმოგებით აუქნია ოლიკოს და ლოგინიდან ჩამოხტა.
***
შაბათი 20:30
ოლიკო და თეკლე სარკესთან იდგნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ, თან ილიკოს წუწუნის მოსმენა უხდებოდათ, რომელსაც მეგობრებთან ეჩქარებოდა, მაგრამ სანამ გოგონებს კლუბში არ დატოვებდა, ფეხსაც ვერ მოიცვლიდა ადგილიდან.
-შენ ბევრი არ იცეკვო, თორე ეგ შპაკლი მაშინვე ჩამოგერეცხება სახიდან. -წაგესლა თავისი და ილიკომ.
-მოკეტე რა. -არ ჩამორჩა გესვლაში ოლიკო.
-ჰე ეხლა დროზე, როდემდე გელოდოთ? -ხმას აუწია უკვე ილიკომ, თან ტელეფონი ამოაცოცა ჯიბიდან, რომ ეპასუხა. -აი ახლა ლაპარაკს მოვრჩები და მზად თუ არ იქნებით ბო*იშვილი ვიყო თუ დაგელოდოთ. -თითის ქნევით გავიდა ოთახიდან.
გზად ტატას გაუარეს და კლუბთან რომ გაჩერდა ილიკოს მანქანა, უკვე 10 სრულდებოდა. გოგონები გადმოვიდნენ და ბიჭმა ხმაურით მოწყვიტა მანქანა ადგილს.

ოლიკომ მაგრად მოუჭირა თეკლეს ხელი, ღრმად ამოისუნთქა და შესანიშნავი სამეული კლუბის შესასვლელისკენ დაიძრა.

4 თავი

კლუბის ფოსფორისფერი განათებების ფონზე, ოლიკოს თეთრი კაბა კაშკაშებდა. მისი ყოველი მიხვრა-მოხვრა, ათამაშებდა კაბის ფრიალა ბოლოებს და ზღაპრულად ლამაზი ჩანდა. კლუბურ ატმოსფეროს შეჩვეული იყო გოგონა, ის და ილიკო ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა კლუბებს ესპანელ მეგობრებთან ერთად. დაძაბულობას მხოლოდ ის ჰგვრიდა, რომ აქ შეიძლება სადმე დათას გადაჰყროდა. თუმცაღა, იმდენი ხალხი ირეოდა, თანაც ამ მბჟუტავი, ფოსფორისფერი შუქის ფონზე, შანსი მინიმალური იყო იმისა, რომ ისინი ერთმანეთს შეამჩნევდნენ, ამიტომ ცოტა ჩაწყნარდა და გადაწყვიტა განტვირთულიყო; ტატამ, შესვლისთანავე იგრძნო მისეული ატმოსფერო და ბოლომდე მოეშვა, ბეჭებზე მოხვეული ვარდისფერი თავშალი მოიხსნა და უკვე კარიდანვე დაიწყო თეძოების რიტმული მოძრაობა; თეკლემ ხმაურის ფონზე ოდნავი თავისტკივილი იგრძნო და სახე მოეღრიცა, ცხვირი ზევით ასწია და უკმაყოფილო, ზედატუჩაწეული იყურებოდა აქეთ-იქეთ. სიბნელეში ძლივს გაარჩია მეგობრების სახეები და მუსიკის დამაყრუებელი ხმაურის გამო, ბოლო ხმაზე ჩაჰყვირა ყურში მის გვერდით მდგომ ოლიკოს.
-თუ არ დავლიე, ეს ხმაური ჭკუიდან გადამიყვანს. ბართან მივიდეთ.
ის-ის იყო ბარისკენ წასვლას აპირებდნენ, ტატამ ოლიკოს ჩაავლო ხელი.
-საპირფარეშოში გამყევი, მაკიაჟს შევისწორებ.
-აქ ვინ ხედავს შენს მაკიაჟს?! -სახე მოეღრიცა თეკლეს და თვალები დაუქაჩა ტატას, თუმცა მისი სახის დანახვა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
-ყოველი შემთხვევისთვის. -დაიყვირა ტატამ და ოლიკო მოქაჩა.
თეკლემ თვალები აატრიალა.
-კარგი, თქვენ წადით. მე ბართან ვიქნები, რამეს შევუკვეთავ და იქ დაგელოდებით. -შეჰყვირა თეკლემ, როცა მიხვდა რომ ტატას ვერ შეაჩერებდა.
ოლიკო და ტატა საპირფარეშოსკენ დაიძრნენ, თეკლე კი ბარისკენ წავიდა და გულშეწუხებული, ძლივს გაძვრა მოცეკვავეთა შორის. ერთმა ფეხიც კი დააბიჯა და თეკლე დარწმუნდა, რომ ეს სიტუაცია 1%თაც კი არ შეეფერებოდა მის ხასიათს და რომ არა მისი მეგობრები, სასწრაფოდ დატოვებდა იქაურობას.
ბარს მიუახლოვდა და ძლივს აბობღდა მაღალ სკამზე. ბარის ტერიტორია შედარებით განათებული იყო და თეკლემ შვებით ამოისუნთქა, რომ როგორც იქნა გარკვევით დაინახავდა ადამიანის სახეს. მისკენ ზურგით იდგა -ერთ-ერთი ბარმენი და სასმელებს ანაწილებდა. თეკლემ ამოიოხრა, როცა გააცნობიერა რომ კიდევ უნდა ეყვირა, მისთვის რომ სიტყვა გაეგებნებინა.
-უკაცრავად. -დაიყვირა გოგონამ, თუმცა ვერ გააგონა. ასეთ საშინელ სიტუაციაში არასოდეს ჩავარდნილა და რომ არა ტატა, ვერც ჩავარდებოდა.
-უკაცრავააად. -აუწია ხმას გოგონამ და ბარმენი მისკენ შემოტრიალდა. თეკლესთვის ჯობდა არ შემოტრიალებულიყო, როცა მისკენ შემობრუნებული ბარმენი, ანასთან გაცნობილი გიორგი აღმოჩნდა.
ბიჭმა თვალები ოდნავ დახუჭა და გაკვირვებული დააშტერდა გოგონას. თითქოს ვერ იცნო ან ვერ იჯერებდა, რომ მას აქ ნახავდა. მერე კი, დამცინავმა სიცილმა გადაურბინა სახეზე და ბარის საყრდენს მიუახლოვდა. თეკლე ბეჭებში გასწორდა, ნერვიულად ჩაახველა და ნაძალადევად გაუღიმა ბიჭს. ეს უკანასკნელი კი თვალსაც არ ახამხამებდა, ისე ჩაშტერებოდა გოგონას გაოცებულ თვალებში და ცალყბად უღიმოდა.
-თეკლე?! აქ არ გელოდი. -გაუღიმა ბარმენმა.
-ისე ამბობ, თითქოს მიცნობდე. -ირონიულად უპასუხა გოგონამ და ოდნავ ჩაიფრუტუნა, უფრო დამცინავად რომ გამოსვლოდა.
ბიჭს უკვე შესამჩნევად გაეღიმა, კბილებიც კი გამოუჩნდა.
-აბა?! რას დალევს მის „არ მომეკაროთ, ვიკბინები“? - სარკასტულად გაუცინა ბიჭმა და იდაყვებით ბარის საყრდენს დაეყრდნო, ძალიან ახლოს იყო თეკლეს სახესთან და გოგონას გაღიზიანებას საზღვარი აღარ ჰქონდა, თუმცა ამის შემჩნევა სისულელე იყო. არ აფიქრებინებდა, ამ „ყოვლისმცოდნეს“, რომ მისი სიტყვები რაიმე გავლენას ახდენდა მასზე, ამიტომ მისი ჩვეული დამცინავი კილო და მიმიკა მიიღო.
-როგორც ჩანს, ადამიანების ამოცნობა შენი ძლიერი მხარე არ არის. -ნიშნისმოგებით უპასუხა გოგონამ და თან მზერა აარიდა, როცა მიხვდა რომ ნაძალადევად მიღებულ დამცინავ მზერას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, თუ თვალებში შეხედავდა ბიჭს.
-არაუშავს, სხვა ბევრი ძლიერი მხარე მაქვს. -თვალი ჩაუკრა და ბარის საყრდენს მოშორდა.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა.
-რაიმე კოქტეილი გამიკეთე. -ბევრი სასმელის სახელი არ იცოდა თეკლემ. მგონი ამასაც მიხვდა ბიჭი და დახურული ტუჩები საეჭვოდ აუთამაშდა, მგონი სიცილს იკავებდა.
-ანცი გოგონა? -ძლივს გახსნა ტუჩები ბიჭმა.
-რა ანცი გოგონა? ვერ ხარ ხო? -წამოინთო თეკლე.
-კოქტეილს ჰქვია. -მოუჭრა ბიჭმა.
-არა, არ მინდა ანცი გოგონა. წარმომიდგენია რა იქნება. -ცალყბად ჩაიცინა გოგონამ და სარკასტულად აატრიალა თვალები.
-ჰო, შენ აშკარად არ შეგეფერება. -ნიშნისმოგებით უპასუხა ბიჭმა. -მაშ იყოს, სისხლიანი მერი.
თეკლეს ხმამაღალი სიცილი აუტყდა, რაზეც ბიჭსაც გაეღიმა.
-ეგ შემეფერება? -არ წყვეტდა სიცილს გოგონა.
-შიგთავსი ძალიან გავს შენს ხასიათს. -ღიმილნარევად უპასუხა ბიჭმა.
-ოჰ. რას შეიცავს? -ძლივს მორჩა სიცილს გოგონა, სკამის მოკლე საზურგეს მიეყრდნო და ოდნავ ქვემოდან ამოხედა ბიჭს.
-მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი, ყინული და ა.შ. -გამჭოლი მზერით ჩააშტერდა ბიჭი და წარბები ასწია, როცა გოგონამ უხერხულად ჩაახველა და ბეჭებში გასწორდა. შემდეგ კი მხრები აიჩეჩა და რბილი ღიმილი შეაგება ბარმენს.
-კარგი, იყოს სისხლიანი მერი.
ბარმენი შეტრიალდა, ჭიქებს ხელი დაავლო და კოქტეილის მომზადებას შეუდგა, თეკლეს კი უცნაური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. თითქოს მოიხიბლა დიალოგით და ცოტათი ეუცნაურა, ბიჭისთვის ყინულთან, წიწაკასთან და მარილთან რომ ასოცირდებოდა. დაფიქრდა, იქნებ მართლა ასეთი ჩანდა სხვების თვალში?! რა საერთო ჰქონდა მას ამ ბიჭთან, სულ რაღაც მეორედ შეხვდა, დიალოგი პირველ შეხვედრაზე თითქმის არ ჰქონიათ და მაინც... მაინც რაღაცას ხედავდა ეს ბიჭი მასში.
ფიქრებიდან გოგონების მოსვლამ გამოარკვია, ტატა თეკლესგან მარჯვნივ დაჯდა, ოლიკო კი მარცხნივ.
-თქვენ რას დალევთ? -მიუბრუნდა ბარმენი გოგონებს და „სისხლიანი მერი“ თეკლეს დაუდო წინ, თან თვალი ჩაუკრა და ცალყბად გაუღიმა.
-მე... -ის-ის იყო ოლიკო რაღაცის თქმას აპირებდა, როცა უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა. ცივმა ყინულმა დაუარა მთელს სხეულში და ფეხის თითებში მოექცა. თვალები ბარმენის წინსაფარზე და მასზე აკრულ ლოგოზე გაუშტერდა, მზერა გაუდიდდა, ცივმა შიშმა დაუარა მთელს სხეულში და ყურები დაეხშო. ვერაფერს გრძნობდა, სრულიად მოწყდა სამყაროს და მხოლოდ ყრუ, ღრმად ჩამჯდარი წუილი ესმოდა ყურებში. ხელები გაუჟრუვდა და ბარის დაფას მიეყინა.
-გიო, ძმურად აბსენტი რა მე და ჩემს გოგოს. -ხმა უკვე ძალიან ახლოს იყო ოლიკოს მარცხენა ყურთან.
გოგონას თმა სახეზე ჩამოჰყროდა და ფაქტიურად სახე არ უჩანდა. გაშტერებული ჩაჩერებოდა ბარის დაფას და ის სიცივე, რასაც მთელს ტანში გრძნობდა, უცებ ცხელ ლავად გადაექცა. მიხვდა, რომ ეს დათა იყო და მისი ხმაც კი ტკივილს აყენებდა, მერე რა, რომ ეს ხმა მისი მისამართით არ იყო?! მერე რა, რომ საერთოდ აღარავინ აღარ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის?! მერე რა რომ ოლიკო დანიშნული იყო?! მერე რა რომ დათასაც სრული უფლება ჰქონდა გოგო ჰყოლოდა?! მერე რა რომ წლები გავიდა?! მერე რა?! ეს არაფერს ცვლიდა, ეს ვერ უყუჩებდა ოლიკოს იმ ტკივილს, რასაც ამ ბიჭის ხმაც კი ჰგვრიდა მას. ვერ იტანდა ამ ხმას, ეზიზღებოდა ეს ხმა; სადღაც ჯურღმულში, მარტოობაში, სიცივეში, დამცირებაში, წყვდიადში გადაჰყავდა და მოუნდა, რომ ვერასოდეს შეეხედა მისთვის დათას, არც მას შეეხედა დათასთვის, რადგან მისი მზერა იმ სიცარიალეს შემოარტყამდა გოგონას, რომელსაც მთელი ოთხი წელი გაურბოდა.
თეკლე ფრთხილად ჩამოცოცდა სკამიდან. ოლიკოს მიუახლოვდა, მკლავში მოჰკიდა ხელი და შეეცადა ისე გაეყვანა იქედან, რომ დათას არ შეემჩნია. გოგონაც მორჩილად დაჰყვა თეკლეს ბიძგს, ჩამოსრიალდა სკამიდან და შეეცადნენ შეუმჩნევლად გაპასულიყვნენ დათას ზურგს უკან. თუმცა ტატამ ტრადიციულად ყველაფერი გააფუჭა.
-თეკლე, ოლიკო. -დაიყვირა მან. -სად მიდიხართ? -ისიც ჩამოხტა სკამიდან და მათკენ დაიძრა.
გოგონები ადგილზე გაქვავდნენ. თეკლემ ფრთხილად გახედა დათას ზურგს, ოლიკო კი გაშტერებული ჩაჩერებოდა იატაკს და უნდოდა იქვე მიწა გასკდომოდა, ოღონდ დათას მზერიდგან გადარჩენილიყო. ბიჭმაც არ დააყოვნა და სწრაფად მოატრიალა თავი მათკენ.
ოლიკომ ფრთხილად აიხედა ზევით, ეცადა გამბდაობა მოეკრიბა და სახეზე არაფერი დატყობოდა. აიხედა და დათას გაყინულ, გაშეშებულ მზერას გადააწყდა, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა.
ბიჭს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგა და ისეთ დროს, ისეთ ადგილას იპოვა, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. გაოცება, სინანული, დაბნეულობა, სიცივე, სითბო... ყველაფერი ერია მის მზერაში, თუმცა ოლიკომ მხოლოდ ტკივილი დაინახა. მხოლოდ მწველი ტკივილი იღვრებოდა მის თვალებში, მაგრამ არიდება არ შეეძლო. უბრალოდ არ შეეძლო... რადგან დათას თითქოს დაბმული ჰყავდა. თითქოს ბიჭის თვალები მაგნიტები იყვნენ და გოგონას რკინის ლოდებად ქცეული მზერა იზიდავდა მათ.
დათა გაქვავებული იდგა, სახე გაყინული და გაშეშებული ჰქონდა. მტაცებელივით ჩაშტერებოდა გოგონას თვალებში, შემდეგ კი მის მთელს სხეულს მოედო ბიჭის მტაცებლური მზერა. თავით ფეხებდამდე დაიწყო მისი თვალიერება ფრთხილად, თითქოს რამე არ ეტკინა მისთვის. ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად აძელვდა მზერას მიმართულებას და გოგონას წამით ეგონა, რომ სრულიად შიშველი იდგა მის წინ. გახევებული მიწებებოდა ერთ ადგილს და მაგრად უჭერდა თეკლეს ხელს.
-რა ხდება? დათა კარგად ხარ? -გაოცებული შესჩერებოდა სახეში დათას თავისი მხლებელი ლამაზმანი და მოუთმელად ელოდა პასუხს, თუმცა ბიჭს ალბათ არც კი გაუგონია რას ეკითხებოდნენ. შემდეგ კი გოგონამ მზერა გაშეშებულ სამეულზე გადაიტანა.
-რა გჭირთ ხალხო? რამ გაგაშეშათ? -ნაძალადევი ცივი ღიმილით მიუბრუნდა გოგონებს.
ტატამ მწყრალად შეათვალიერა ლამაზმანი, ალბათ სიამოვნებით მიახრჩობდა იქვე, იმის გამო, რომ „თავის“, დიახ „თავის“ დათასთან ერთად მობრძანდა.
ოლიკომ როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა, რომელიც მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ იქედან გაქცეულიყო. მოახერხა კიდეც, სწრაფად გაუშვა ხელი თეკლეს და ელვის სისწრაფით გაქანდა. დათა მაშინვე დაიძრა, რომ უკან გაჰყოლოდა, მაგრამ თეკლემ ლამის შეატეხა მკერდში თავისი გაშლილი თითები და მკვლელი მზერით, მუქარით დაუსისინა.
-არც კი გაბედო!
ბიჭმა მწარედ მოკუმა ტუჩები, ნესტოები დაებერა და სწრაფი, მძიმე სუნთქვა დაიწყო. ვერც გაუწევდა წინააღმდეგობას თეკლეს, ახლა ამის დროს არ იყო, როცა მის გვერდით გოგონა იდგა. თუმცა ბიჭს იმ წამს ეს არ ანაღვლებდა. უბრალოდ, არ იცოდა რა ეთქვა ოლიკოსთვის, იმ მზერას ვეღარ გაუძლებდა რაც მისგან მოდიოდა რამოდენიმე წამის წინ. იმ სიძულვილით, ზიზღით სავსე მზერას, რომელსაც დათა იმსახურებდა.
ტატა სიყვარულით ათვალიერებდა დათას, კბილებით ქვედა ტუჩს ჩაბღაუჭებოდა და ვერც გააცნობიერა საერთოდ რა მოხდა იქ. ვერც იმას მიხვდა, როგორ შემოეცალა გვერდიდან ჯერ ოლიკო და შემდეგ თეკლე.
-რა მოხდა, არ ამიხსნი? ვინ იყო ის გოგო? -შეჰყვირა დათას ლამაზმანმა.
ბიჭმა მკაცრი სახით გახედა, ოდნავმა ზიზღმა გადაურბინა სახეზე.
-არავინ.
-რას ნიშნავს არავინ? „არავინს“ უყუდებდი იმდენ ხანს გაშტერებული? -არ აპირებდა გოგონა თავის მოტყუებას.
-გითხარი არავინ მეთქი, სალომე! -შეჰყვირა ბიჭმა და სიბნელეში მიიმალა.
-რას მომშტერებიხარ? -მიუბრუნდა იქვე გაქვავებულ ტატას სალომე.
შემდეგ კი ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, უკან გაედევნა დათას.
***
ოლიკო ტროტუარის კიდეზე იჯდა და არაფრისმთქმელი, უემოციო თვალებით იყურებოდა სივრცეში, თითქოს ყველა მისი ემოცია, ყველა მისი განცდა წამების წინ დათას მზერამ ჩაყლაპა. იმ წამს, ვეღარც შიშს გრძნობდა და ვეღარც საკუთარ სხეულს. თითქოს სული ამოგლიჯეს, თითქოს ყველანაირი შეგრძნება გაპარულ სულს გაჰყვა. მთვარეს ახედა და რაღაც დაინახა, იცნო... თითქოს მთვარე მზრუნველად დაჰყურებდა და მისი შუქი ამცნობდა მას, რომ მის გვერდით იყო, მაგრამ ვერც ის კურნავდა. უბრალოდ არ შეეძლო... ცრემლიც შეჰყინვოდა თვალზე გოგონას, ყველანაირი ადამიანური ფუნქცია დაკარგული ჰქონდა და საოცარი ზიზღი იგრძნო დათას მიმართ. ზიზღი იმის გამო რომ მხოლოდ მზერითაც კი შეეძლო მისთვის შემოეძარცვა ყველაფერი, შემოენგრია ოთხი წლის განმავლობაში ძლივს ნაშენები დამცავი კედელი და იმის უნარიც კი აღარ დაეტოვებინა მისთვის, რომ კვლავ აეშენებინა. იდგა და ნანგრევებს შესჩერებოდა ოლიკო, რესტავრაცია აზრადაც არ მოსდიოდა, რადგან მეორედ დანგრეულმა, ჩამოშლილმა კედელმა ისიც თან ჩაიყოლა, სული მოუკლა, შეგრძნებები გაუქრო. მხოლოდ სხეული შერჩა... უგრძნობი... ფიტული...
თეკლე ფრთხილად მიუახლოვდა მეგობარს და მის გვერდით დაჯდა. მისი ლამაზი თმები ხელებში მოიქცია და ეფერებოდა, ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ რისგან? არაფრისგან? იმ წამს ოლიკო ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა.
-თქვი რამე, ოლი... -შეევედრა თეკლე.
ოლიკომ მაშინვე გახედა მეგობარს და გაუღიმა.
-ცოტა ხანში შევიდეთ. -უთხრა მან.
-მოიცა... -გაიკვირვა თეკლემ. -ის რომ იქ არის?
-მერე რა?! სულ ხომ არ გავიქცევი?!
-ჰო, მართალია. -სივრცეში გაიხედა თეკლემ და ღრმად ჩაისუნთქა. -არც უნდა აფიქრებინო, რომ გაურბიხარ.
-აჰა. -დაეთანხმა ოლიკოც.
ტატას ძახილი შემოესმათ, გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. თვითონაც არ იცოდნენ, რა აცინებდათ, მაგრამ ტატაზე რატომღაც ორივეს ეცინებოდა. ძალიან ბევრი პოზიტიური შტრიხი ჰქონდა ბუნებაში ტატას, რის გამოც ფაქტიურად მასზე გაბრაზება შეუძლებელიც კი ხდებოდა. მისი წუწუნი, მოწყენილობის მიზეზი და პრობლემებიც სასაცილო იყო და ტატას დამოკიდებულებაც მათ მიმართ.
-სად წახვედით? რას დამტოვეთ იქ იმ მახინჯთან? ვაიმე უნდა მოგესმინათ მათი დიალოგი იქ. დარწმუნებული ვარ დათას სულ ფეხებზე ჰკიდია ის გოგო. თავს დავდებ, იმ მახინჯმა გოგომ ჩემზე იეჭვიანა. -სწრაფი ნაბიჯებით და გაბადრული სახით მორბოდა მათკენ ტატა.
თეკლემ წარბები შეკრა და უცნაურად ჩააშტერდა ტატას, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ასეთი სულელი იყო.
***
რამოდენიმე წუთში გოგონები კვლავ დაუბრუნდნენ კლუბის დამაყრუებელ ბიტებს, ცოტა დალიეს. თეკლემ ისევ იგრძნო ბარმენის დაჟინებული და განსაკუთრებული მზერა, მაგრამ აღარ უგრძვნია გაღიზიანება. თვითონაც ფრიად დაინტერესებული ჩანდა მისით და საპასუხოდ გაპრანჭულ ღიმილს აგებებდა, თუმცა იმ დოზითაც არა, რომ აშკარა ყოფილიყო. ქალური ინტუიცია კარნახობდა, რომ ამ ბიჭში ის იპოვიდა რაღაც ახალს, რაც ჯერ არავისში არ უპოვნია. რაღაც იდუმალი ჰქონდა მას, ისეთი, რომლის გარკვევაც ჯერ ვერ შეძლო. ძალიან ზომიერი, სიტუაციას მორგებული იყო ახალგაზრდა მამაკაცის ქვეცა მის მიმართ და ამით ფრიად მოხიბლული იყო გოგონა, რადგან როგორც წესი აქამდე სულსწრაფი, მარტივად წასაკითხი მამაკაცები ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. სიმარტივე კი არ ხიბლავდა თეკლეს, მხოლოდ იმიტომ რომ თავად არ იყო მარტივი.
ალკოჰოლისგან ოდნავ შებრუებული გოგონები მოცეკვავეთა რიგებს შეუერთდნენ და რიტმულად მოძრაობა დაიწყეს.
ოლიკო ცდილობდა წაეშალა თავისი მეხსიერებიდან ყველაფერი და მხოლოდ მუსიკის რიტმებს აჰყოლოდა. სურდა არავისზე და არაფერზე ეფიქრა და ბოლომდე გაეთიშა გონება. წაეშალა მეხსიერება სულ რამოდენიმე წუთით მაინც, რომ შეესვენა. შეესვენა იმ დაღლილობისგან, რასაც იმ მომენტში გრძნობდა მისი სული. თვალდახუჭული რიტმულად არხევდა სხეულს, თმებში ხელებს იცურებდა ალკოჰოლისგან გაბრუებული და მთვრალი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. ისე მოშორდა თავის ორ მეგობარს, რომ ვერც კი გააცნობიერა. ღიმილი ისტერიკულ სიცილში გადაუვიდა. ხტუნავდა, აშრიალებდა თავის სქელ, ქერა თმას.
კლუბის ფოსფორისფერი შუქი, მოცეკვავეთა ბრბოში აკაშკაშებდა ოლიკოს თეთრ კაბას და თეთრ კბილებს.
რიტმული მუსიკა შეწყდა და James Arthur – „Say you won't let go“ ჩაირთო. წყნარი მუსიკა მოხვდა ოლიკოს ყურს, მაგრამ თვალი არ გაუხელია. ნელა, რიტმულად ააყოლა სხეული მუსიკის მინიშნებებს და სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო. ნელა ირხეოდა გოგონას ლამაზი სხეული თეთს კაბაში, სევდა და მარტოობის შეგრძნება მოჰგვარა მუსიკამ გოგონას და მოუნდა მის გვერდით ვინმე ყოფილიყო, რომ ჩახუტებოდა და მასთან ერთად ეცეკვა. იმ წამს არ უფიქრია ზურაზე, არც კი გახსენებია. მხოლოდ დათა ედგა თვალწინ, რომელსაც ვერასოდეს ჩაეხუტებოდა.
უკნიდან მოხვეული დიდი ხელები იგრძნო გოგონამ მუცელზე, მაგრამ არ შემხტარა. უცხო ხელებს თავისი შეახო, ისე რომ თვალიც კი არ გაუხელია. თავი უცნობის მხარზე გადააგდო და უკვე მასთან ერთად დაიწყო ცეკვა. უცნობი უფრო მჭიდროდ ხვევდა ხელებს, ოლიკოს წამით სუნთქვაც კი დაავიწყდა, უცნობი კი არ ჩერდებოდა... სულ უფრო და უფრო იკრავდა ოლიკოს გულ-მკერდზე. გოგონა უკვე ფეხის წვერებზე იდგა. მუსიკა გრძელდებოდა, რიტმულად, ნელა... თმებში უცნობის სახე იგრძნო გოგონამ, რომელიც მისი თმის სურნელს იპარავდა და თავის ნესტოებში გუდავდა, თუმცა ოლიკოს იმ მომენტში ეს არ აწუხებდა. ცეკვავდა აუღელვებლად და ემოციების ზღვა აწვებოდა თვალებში, რომელსაც ეს მუსიკა და ეს ცეკვა სთავაზობდა. უცნობმა ფრთხილად შეატრიალა გოგონა მისკენ, მისი თხელი მკლავები მხებზე გადაიგდო და მჭიდროდ მიიხუტა. ოლიკოც უსიტყვოდ ჰყვებოდა მას და წინააღმდეგობას არ უწევდა. გრძნობდა, როგორ დაცურავდა მის კეფაზე უცხო ხელი, მაგრად უჭერდა ხელს და შემდეგ გოგონას ზურგზე აცურებდა. ცეკვავდა ოლიკო უცხო, ცხელ სხეულზე აკრული, შემდეგ კი ინსტიქტურად, თავი მიატრიალა და უცნობის ყელში ჩარგო. რაღაც ეუცნაურა... ნაცნობი სურნელი იგრძნო და თავი ფრილად წამოსწია. მამაკაცსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა და გოგონას თვალი გაუსწორა.
-დათა... -აღმოხდა ოლიკოს.

5 თავი

ოლიკომ წამით გაიფიქრა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების გამო დათა ელანდებოდა. თვალები მოისრისა და უფრო ახლოდან დააშტერდა ბიჭს. ამ უკანასკენლმაც გოგონას მოახლოვებულ სახესთან კიდევ უფრო მიაახლოვა მისი სახე და როცა ოლიკო დარწმუნდა, რომ ნამდვილი დათა იდგა მის წინ, სახეზე ალმური მოედო. წლების ნაგროვებმა ბოღმამ და ბრაზმა სწორედ იმ წამს ერთად მოიყარა თავი გოგონაში და გამწარებულმა მთელი ძალით ჰკრა ხელი მის წინ აღმართულ ახალგაზრდა მამაკაცს. დათა ოდნავ შეტოკდა ადგილზე, შემდეგ კი ხელი მაგრად ჩაავლო გოგონას მომუშტულ მკლავებს და მისკენ მიიზიდა. დაიხარა, ყურთან შეახო ტუჩები.
-უბრალოდ, დამელაპარაკე. -მოესმა გოგონას ყურთან ცხელი ჰაერის დუღილი.
თვალები დახუჭა, ამას ვეღარ გაუძლებდა. ყურებში ჩაღვრილი დათას ცხელი სუნთქვა მთელს სხეულზე მოედო და ალკოჰოლის გამაბრუებელ ჟრუანტელში გაიჟღინთა. სულ მოუდუნდა კუნთები, ძალა მთლიანად გამოეცალა და გრძნობდა, რომ სადაცაა ჩაიკეცებოდა. უნდა გაეხსენებინა... ყველაფერი უნდა გაეხსენებინა... იმ ტკივილზე, იმ ბოღმაზე უნდა ეფიქრა, რომელსაც წლები დაატარებდა გოგონა დათას გამო. უნდა შეზიზღებოდა ეს პიროვნება, ძალა უნდა მოეკრიბა. გაახსენდა, როგორ ამჯობინა სხვა ოლიკოს და წარმოიდინა, როგორ ეხებოდა სხვას იმ ხელებით, რომლითაც მის მკლავებს იყო ჩაბღაუჭებული ახლა და ამის წარმოდგენით გამოწვეულმა ზიზღმა, უსაშველო ძალა მისცა. მკლავები შეანჯღრია, უფრო ძლიერად მომუშტა ხელები და სცადა თავი გაეთავისუფლებინა.
-გამიშვი! არ მომეკარო! ხელი გამიშვი, ახლავე! -უყვიროდა გოგონა, ისე რომ თვალებში არ ჩაუხედავს მისთვის, მაგრამ დათა უფრო ძლიერად უჭერდა ხელს და უფრო მაგრად იკრავდა სხეულზე.
ბიჭს გული სწრაფად უცემდა, ნესტოები დაჰბერვოდა, ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა და მხოლოდ ნესტოებიდან უბერავდა გაძლიერებული სუნთქვა. გოგონა დაიღალა ამაო თავის გათავისუფლების მცდელობით და მოეშვა. გახსნილი ტუჩებით, სწრაფად სუნთქავდა და როდესაც შუბლზე დათას შუბლის შეხება იგრძნო, გულმა უფრო სწრაფად დაუწყო ძგერა. ბიჭმა კი სიმწრით მოკუმული ტუჩები შვებით გახსნა, თვალები დახუჭა და სუნთქვა შეუნელდა, დაუმშვიდდა. ოლიკოს მკლავებზე ჩაბღაუჭებული ხელები მოადუნა და ნაზად აუსრიალა თითები მხრებისკენ. გოგონას ეკლებმა დააყარა მთელს სხეულზე და როცა გააანალიზა, რომ დათას დაბმული აღარ ჰყავდა, ძალა მოიკრიბა, მოსწყდა ბიჭის სხეულს და მოცეკვავეთა ბრბოში გაუჩინარდა.
დათა ერთხანს გაშეშებული იდგა, ვერ გაეგო რა გრძნობა დაეუფლა. ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს ქალი მისთვის, რატომ მივიდა მასთან?! გაურკვევლობაში ვერ დატოვებდა თავის თავს, აუცილებლად უნდა ჩაეხედა ოლიკოს თვალებში და გაეგო, რატომ აფორიაქებდა ეს გოგო. რა ჰქონდა მას ისეთი, რომ ასეთ ეიფორიას ჰგვრიდა მას?! დათას ყველაფერი ჰქონდა, რაც ახალგაზრდა მამაკაცებს სურთ: გარეგნობა, გოგონები, მანქანა, გართობა, ფული... ცხოვრებას ყოველთვის მარტივად უყურებდა, იწყებდა ურთიერთობებს და როცა მობეზრდებოდა, უპრობლემოდ წყვეტდა მათთან თამაშს, ისე რომ სინდისიც კი არ აწუხებდა და ახლა, ახლა რა მოხდა? ოთხი წლის წინ ვიღაც გოგო უყვარდა და ოთხი წლის შემდეგ. იგივე გოგომ ააფორიაქა. ამას არ დაუშვებდა დათა, არ მისცემდა არავის უფლებას მის გრძნობებს შეხებოდა და მისი იდეალური ცხოვრება ერთ წამში შეეტრიალებინა.
კეფაზე ხელები იგრძნო ბიჭმა, შემდეგ ტუჩებზე ტუჩების შეხება, თვალი გაუსწორა, სალომე იყო. დააკვირდა მას და ცდილობდა დაენახა მასში მიმზიდველი ქალი, როგორსაც ხედავდა თუნდაც რამოდენიმე საათის წინ, თუმცა არ გამოუვიდა. მიხვდა, რომ თავს აძალებდა და ვერ აიტანა ამ ქალის შეხება. ვერ აიტანა, რადგან ეგონა რომ მის სხეულზე დანატოვებ ოლიკოს სურნელს ფარავდა ეს ქალი და ინსტიქტურად მოიშორა. გოგონას სახე მიეყინა, ამას არ ელოდა დათასგან. მიხვდა, რომ რაღაც ისე აღარ იყო და იჭვნეულად ჩააშტერდა. ბიჭი კი წარბებშეკრული უყურებდა, აკვირდებოდა სალომეს და ცდილობდა გაერკვია, რატომ აღარ ეჩვენებოდა იმდენად სასურველად ეს ქალი?!
ოლიკო საპირფარეშოში შევიდა, ცივი წყალი შეისხა და ცდილობდა გონებაში ქრონოლოგიურად დაელაგებინა ყველაფერი, რაც დღეს მოხდა. სარკეში აკვირდებოდა თავის თავს. ოდნავ უკან დაიხია, მუცელზე მოიკიდა ხელები, შემდეგ მკლავებზე, კეფაზე... ეხებოდა ყველა იმ წერტილს, სადაც დათას კანი მოხვდა. თვალები დახუჭა, მისი სურნელის გახსენება მოუნდა, თვალები აეწვა და როცა გაახილა, ცხელი წყლის ბურთი გადმოუგორდა. ახლოს მივიდა სარკესთან და თავის თვალებს ჩააშტერდა, იქნებ იქ მაინც ეპოვა პასუხი?! რა ხდებოდა მის თავს, ნუთუ დრო ყველაფრის მკურნალი არ არის? რატომ გაახსენდა ის ტკივილი? და რატომ გრძნობდა თავს ზუსტად იგივენაირად, როგორადაც ოთხი წლის წინ? ბეჭედს დახედა, ერთხანს უაზროდ აკვირდებოდა, არაფერზე ფიქრობდა, მერე კი თავი მოღალატედ იგრძნო. იგრძნო, რომ ზურას უღალატა იმის გამო, თუ რასაც გრძნობდა ახლა. თავი უნდა აერიდებინა დათასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდად დამთავრდებოდა. დათა უარესად ატკენდა ოლიკოს და ოლიკო ვეღარასოდეს დაიწყებდა ამის შემდეგ ახალ ცხოვრებას. უნდა დაეფასებინა ის, რაც ცხოვრებამ აჩუქა იმ ტკივილის შემდეგ, რაც დათამ მოუტანა. ზურა უნდა დაეფასებინა! ზურა არასოდეს ატკენდა ოლიკოს, ზურა გაუფრთხილდებოდა, ზურა არ უღალატებდა, ზურას ეყვარებოდა, ზურასთვის მხოლოდ ოლიკო არსებობდა... სწრაფად შეისხა ისევ ცივი წყალი, ღრმად ჩაისუნთქა, ბეჭედს აკოცა, თითქოს ფიცი მისცა, რომ დაიცავდა ამ ბეჭდის მიზეზს და სწრაფად გავიდა.
ცეკვის დასაწყისში, ტატა თვალებით ეძებდა დათას, თუმცა როდესაც რამოდენიმე ბიჭმა მასთან ცეკვა სცადა და სხვადასხვა კომპლიმენტებით შეამკო, დათა სულ გადაავიწყდა და თავით გადაეშვა ფლირტის ხელოვნებაში. ცეკვავდა გაპრანჭვით, თავი ფრთიანი ანგელოზი ეგონა, მოსმენილ კომპლიმენტებს პირდაპირი მნიშნველობით და გადაჭარბებით ღებულობდა და თავის პატარა გონებაში ზღაპრულ ფანტაზიებს ხლართავდა, იმ წამს ყველაზე ბედნიერი იყო.
თეკლე ყველასგან განცალკავებით, გასასვლელთან ახლოს ცეკვავდა, ვერ იტანდა ზედმეტ შეხებას. გრძნობდა მამაკაცების მზერას და ეს უფრო თავდაჯერებულს ხდიდა მის მოძრაობებს, თუმცა მასთან გამოსალაპარაკებლად მისულ ბიჭებს ცივად, სარკასტულად მოუჭრიდა და მარტივად აღწევდა თავს.
როცა მისკენ თითქმის მორბენალი ოლიკო დალანდა, თეკლემ მაშინვე შეწყვიტა ცეკვა და მისკენ გაქანდა. ოლიკომ შხუილით ჩაუქროლა და მოაძახა „გარეთ დაგელოდებითო.“ თეკლემ ღრმად ამოიხვნეშა და მობეზრებულად ჩაიბურტყუნა, ტატა უნდა მოეძებმა. მგონი არეულ სახლში ნემსის ყუნწს უფრო მარტივად იპოვნიდა, ვიდრე ამდენი ბიჭების გარემოცვაში ტატას. თვალების მოძრაობას თავს აყოლებდა და მოცეკვავეებს შორის იჭყიტებოდა, ტატას ვარდისფერი კაბა რომ შეემჩნია. ძლივს გაძვრა მოცეკვავეებს შორის. რამდენიმეწუთიანი უშედეგო ძებნის შემდეგ კი, ტატა ვიღაც ბიჭზე აწებებული დალანდა, როგორ ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. თეკლემ თვალები დაქაჩა, სწრაფად მივარდა გოგონასთან და მკლავზე მოქაჩა.
-რას აკეთებ, ეეეე... -თეკლესკენ წამოიწია ბიჭი.
-ჩემი თეკლე. -კისკისით შემოეხვია ტატა გოგონას კისერზე და მთელი ძალით დააწვა ალკოჰოლისგან გაბრუებული.
ბიჭი ხელს არ უშვებდა ტატას და თავისკენ ქაჩავდა, თეკლემ კი მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ფეხებს შორის და სანამ ეს უკანასკნელი ბღავილს მორჩებოდა, როგორც შეეძლო სწრაფად გაათრია ტატა იქედან. გოგონა თავ-ბედს იწყევლიდა გულში. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ მეორე დღეს ლექციას წაუკითხავდა ტატას, თუმცა იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებდა მასთან. ძლივს, ქოშინით გაიყვანა ტატა გარეთ. ოლიკომ, თეკლეს მხარზე უგონოდ გადაკიდებული ტატა რომ დაინახა, მაშინვე გაიქცა მათკენ და მის აყვანაში მოეხმარა. ტაქსი გააჩერეს და ძლივს ჩასვეს გოგონა. თავად აქეთ-იქეთ მოუსხდნენ.
-მგონი ჯობს ჩემთან წავიდეთ. ამას სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ მივიყვანთ, რას იფიქრებს დედამისი?! -უთხრა თეკლეს ოლიკომ.
-ჰო, მამაჩემმა ისედაც იცის, რომ დღეს შენთან ვრჩები. დედამისმა რომ დაურეკოს, რა ვქნათ?
-სახლში რომ მივალთ, დუშის ქვეშ დავასვენოთ, იქნებ გონზე მოვიდეს. -ფხუკუნით უპასუხა ოლიკომ და შემდეგ ორივემ ომახიანი სიცილი ატეხეს. მანქანის ყოველ დატორმუზებაზე, ტატა თავით ძვრებოდა წინა სავარძლებს შორის და გოგონებს ძლივს გამოჰყავდათ იქედან.
ოლიკოს სახლში რომ მივიდნენ, უკვე ღამის 2 საათი სრულდებიდა, მშობლებს და ნატალიას ეძინათ, ილიკო კი ჯერ არ დაბრუნებულიყო. გოგონები ფეხაკრებით შევიდნენ სახლში, ტატა აბანავეს და ლოგინში ჩააწვინეს. მათდა გასაკვირად, ტატას დედას არ დაურეკავს და ამიტომ სამივენი ძილის ბურანში გაეხვივნენ.
***
ორშაბათი 13:00
ოლიკო, თეკლე და ტატა უნივერსიტეტის ფერად ბუფეტში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. თეკლე არ წყვეტდა ტატასთვის შენიშვნების მიცემას ყოველ ჯერზე და ალბათ მეასედ უხსენებდა კლუბში მომხდარ ამბავს. ტატას გულთან ოდნავადაც არ მიჰქონდა თეკლეს სიტყვები, დამნაშავესავით მოიკნუტებოდა და მეორე წამს აღარც კი ახსოვდა მეგობრის დარიგებები. წამდაუწუმ პასუხობდა თაყვანისმცემლების შეტყობინებებს და დროდადრო წამოიკისკისებდა მათ მონაწერებზე. ბოლოს, თეკლემ ტელეფონი წაართვა და გააფრთხილა, რომ იქამდე არ დაუბრუნებდა, სანამ ბუფეტიდან არ გავიდოდნენ. ოლიკოს მათი შემხედვარე ჩუმი ფხუკუნი უტყდებოდა და თეკლე თვალებს უქაჩავდა, რადგან ტატასთან ერთად გაცინება არ იყო კარგი იდეა, საერთოდ ვეღარაფერს შეიგნებდა მერე. ტელეფონი წაერთვა ტატას, მაგრამ ამჯერად სხვა ობიექტი გამოჩნდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ვიდრე თაყვანისმცემლების შეტყობინებები.
-ვაიმე, შემოვიდა... -ჩუმად წამოიკივლა ტატამ.
თეკლემ და ოლიკომ ფრთხილად გაიხედეს მარჯვნივ და დათა დაინახეს, კვლავ იმ ლამაზმანისთვის გადაეხვია ხელი და უდარდელად მოდიოდა. ჩუმი მზერა გამოაპარა ოლიკოსკენ და ცალყბა ღიმილით თვალი ჩაუკრა. ოლიკოს გული შეეკუმშა, როგორ შეეძლო ისე დაეჭირა ბიჭს თავი, თითქოს ორი დღის წინ არაფერი მომხდარა?! შეზიზღდა თავისი სხეული, იმ ხელებით რომ ეხებოდა დათა, რომლებითაც ახლა სხვას. სისხლი აუდუღდა, ღრმა სუნთქვა დაიწყო და ყოველ ამოსუნთქვაზე უცნაურ, ყრუ ბგერებს აყოლებდა სუნთქვას.
დათა და თავისი ლამაზმანი ზუსტად ოლიკოს პირდაპირ დასხდნენ, მიუხედავად იმისა რომ სხვა ადგილები თავისუფალი იყო. სალომე ოლიკოსკენ ზურგით იჯდა, ხოლო დათა პირდაპირ გოგონას მზერას ეჩეხებოდა. თავისდაუნებურად, თვალები ეპარებოდა ბიჭისკენ, მაგრამ არცერთხელ არ უგრძვნია მისგან მომავალი მზერა. ამან სულ წაშალა გოგონა, საკუთარი გულის ბაგუნი ისე აშკარად ესმოდა, ეგონა რომ შიგნით ვიღაც დიდ უროს ურტყამდა გულზე გამალებით. სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, ფეხები მიეყინა. სხეულს თითქმის ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ გულის დამაყრუებელი ბაგუნი ესმოდა ყურებში.
-მე უნდა ავიდე, ლექცია მაქვს. -ძლივს ამოილუღლუღა ოლიკომ.
თეკლე ყველაფერს მიხვდა და ტუჩების კვნეტით თავი დაუქნია.
-მოიცა, ჯერ არ გაქვს შენ ლექცია. -გაკვირვებით გახედა ტატამ.
-ხო, ლექტორთან უნდა გავარკვიო, რაღაც ვერ გავიგე და... -ძლივს მოაბა თავი რაიმეს თქმას ოლიკომ.
-რა ვერ გაიგე? მე აგიხსნი, ყველაფერი გავიგე. -არ ეშვებოდა ტატა.
-ვაიმე ტატა, გაჩუმდი. საქმე აქვს ადამიანს. -შეჰყვირა თეკლემ და ტატაც დამნაშავესავით მიიკნუტა.
ოლიკომ გაუღიმა ტატას, მივარდა და ლოყაზე აკოცა. მერე კი სწრაფად გავიდა ბუფეტიდან.
-ხო კარგი, ნუ მიყურებ ეგრე. -დამნაშავესავით წამოცდა თეკლეს ტატას მისამართით, როცა ტატას თითქმის მომტირალ სახეს ვეღარ გაუძლო და მაგრად მიიხუტა ეს თავნება და ენატარტალა თოჯინა.
***
ოლიკომ აკანკალებული და თითქმის გრძნობადაკარგული სხეული ძლივს აიტანა მეორე სართულზე და კედელს გაუყვა საპირფარეშოსკენ. ცივი წყალი უნდა მიესხა და ოდვავ დამშვიდებულიყო. თეკლეს სიტყვები გაახსენდა, როცა უთხრა თვალი მიეჩვევა დათას და გაგეცინება ახლა, რომ გეშინიაო. ნეტა როდის მიეჩვევა თვალი? ნუთუ ყოველ მის დანახვაზე უფრო და უფრო გაძლიერებული წვა უნდა იგრძნოს გულში ოლიკომ? როდის ჩაივლის ეს ყველაფერი? ... ძლივს შეათრია საპირფარეშოში ფეხები და სარკესთან მივიდა, როცა მის უკან კარი ჯახუნით დაიკეტა. გოგონა შეშინებული შემოტრიალდა, მის უკან დათა იდგა. წარბებშეკრული უყურებდა თვალებში, ოლიკომ მზერის შინაარსი ვერ გაიგო და შიში ჩაუდგა, მთელი ტანით აეკრო ნიჟარას და ხელებით ჩამოეყრდნო, რომ იქვე არ დაცემულიყო. დათას გვერდით აპარებდა მზერას, რომ როგორმე გაქცეულიყო იქედან.
-როგორ ხარ, ოლიკო? -მოესმა ხმა წინიდან და წამის მეასედში გაუყარა თვალი თვალში გოგონამ. წარბებშეკრული და მკაცრი მზერა, ღიმილით შეცვლოდა. სიცივე და სიუხეშე ერია მის ხმაში და გამოხედვაში.
-ძალიან კარგად. -ძლივს ამოღერღა მან. სახიდან შიში არ შორდებოდა, ცივი ოფლი ასხამდა და ხმა უკანკალებდა. -თავად?
ბიჭს ცალყბად გაეღიმა და თავი თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია. მერე ისევ აათვალიერა გოგონა ფრთხილად, ენით ტუჩები გაისველა და გაეცინა. ირონიულად, სარკასტულად ჩაეცინა და თვალი აარიდა ოლიკოს. „დამცინის“ გაიფიქრა გოგონამ და ცრემლები თვალებში მოაწვა, ნიკაპი აუკანკალდა და გადაწვიტა რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა იქაურობას. ძალა მოიკრიბა და კარის მიმართულებით გაიქცა. თითქმის ჰაერში დაიჭირა დათამ, მუცელზე მოხვია ხელები და გოგონა პირდაპირ კედელს დაეჯახა მთელი სიძლიერით. ხმამაღლა ამოიკვნესა ტკივილისგან და შეწუხებული სახით, თვალები დაეხუჭა. თვალი რომ გაახილა, დათას კედელზე ჰყავდა აკრული, თვითონ კი ძალიან ახლოს იყო მის სახესთან, იმდენად ახლოს რომ ლამის მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა.
-რაო, პატარა? სად გამირბიხარ? -დამცინავად დაუსისინა ბიჭმა.
თვალებში უყურებდა ოლიკო დათას და უცებ ტირილი მოუნდა, უნდოდა ხმამაღლა ებღავლა, პატარა ბავშვივით ეზლუქუნა. ეტირა თავისი დაკარგული სიყვარული, რომელიც მის წინ იდგა.
-გამიშვი... დათა... -ძლივს წამოიძახა გოგონამ, მაგრამ იმ მომენტში დათასგან გათავისუფლების გარდა, ყველაფერი უნდოდა. თუმცა ხვდებოდა რომ ეს არასწორი იყო, ხვდებოდა რომ დათასთვის ის ერთ-ერთი სათამაშო იყო და მეორედ ვეღარ მისცემდა უფლებას, მისით ეთამაშა.
ბიჭმა სახე ძალიან ახლოს მიუტანა, ცხვირით ოლიკოს სახეს ეხებოდა. გოგონას რამოდენიმე წამით სუნთქვა შეუჩერდა, შემდეგ კი ღრმა სუნთქვა დაიწყო. სწრაფად და შესამჩნევად მოძრაობდნენ მისი მხრები. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, სივრცე სჭირდებოდა. დათა ოთახის სივრცეს მთლიანად ისრუტავდა და ერთ მუჭში იქცევდა, ოლიკოსთან ერთად.
ბიჭმა უკვე ცხელი ტუჩების შეხება დაიწყო მის სახეზე. დახუჭულ თვალზე იგრძნო გოგონამ რბილი, ცხელი სუნთქვა და წამებში დათას ტუჩების დაწოლა მასზე. გოგონა მთელი სხეულით შეტოკდა, თითქოს უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა პირიდან და ჩუმი კვნესა აღმოხდა. სრულიად მოულოდნელად, გოგონას ტუჩებიდან ბგერები გადმოძვრნენ.
-მე... დანიშნული ვარ, დათა.
ერთიანად მიეყინა დათას სხეული გოგონას. მამაკაცის მთელი სიმძიმე დააწვა ოლიკოს თხელ მხრებს და გოგონას მუხლებმა უმტყუნა. კედელზე ჩაცოცდა ხვნეშით დაჯდა იატაკზე, ბიჭიც მას ჩაჰყვა და მის გვერდით დაჯდა. ფრთხილად გახედა ოლიკომ მას, სივრცეში იყურებოდა უმისამართოდ. თავი კედელზე გადაეგდო, ხელები კი მუხლებზე. გოგონამ თავი ჩახარა და ბეჭედს დააცქერდა, ბიჭმაც გამოხედა. ჯერ ბეჭედს დახედა, მერე კი ოლიკოს პროფილს დააშტერდა. მის პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ცხვირს, თეთრ და ნაზ კანს, ვარდისფერ, ამობურცულ ტუჩებს, რომელზეც თავისი ქერა თმის ღერი მიწებებოდა. ბიჭმა ნერვიულად მოისვა ხელი სახეზე, საჩვენებელი და ცერა თითით თვალები ამოისრისა და დაღლილი სახით გახედა სივრცეს.
-გიყვარს? -დაარღვია მყუდროება ბიჭმა.
გოგონას ლამის გული გაუჩერდა, თვალები დაქაჩა. ამაზე მგონი არასდროს დაფიქრებულა სერიოზულად. ანდა, დაფიქრება რაში სჭირდებოდა? ეს ხომ თავისთავად ასე იყო? რათქმაუნდა რომ უყვარდა, ეს ასე უნდა ყოფილიყო. ოლიკოს ზურა უნდა ჰყვარებოდა.
-კი. -მაქსიმალური თავდაჯერებით უთხრა გოგონამ.
გვერდიდან ჩაცინების ხმა მოესმა და თვალებდაქაჩულმა გახედა, ნუთუ ამდენად ფეხებზე ეკიდა მისი გრძნობები, რომ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა?! ბიჭმაც გამოხედა, ღიმილნარევად. სიმწრის სიცილს გავდა მისი მომღიმარი სახე, ნაძალადევს.
-იმაზე მეტად გიყვარს, ვიდმე მე გიყვარდი? -ჰკითხა ბიჭმა.
-შენ ის გოგო იმაზე მეტად გიყვარს, ვიდრე მე გიყვარდი? -შეუბრუნა კითხვა გოგონამ.
ბიჭმა თავი დახარა და უფრო შესამჩნევად გახსნა პირი.
-მე არავინ დამინიშნავს, ოლიკო.
-ჰო, შენ არ გეყოფოდა მაგის გამბედაობა, რომ საყვარელი ქალი დაგენიშნა. -ძალიან მწარე იყო ეს დათასთვის. მაჯაში სწვდა გოგონას და ფეხზე წამოაგდო. მთელი ძალით უჭერდა მკლავზე ხელს და გოგონა ამოდ ცდილობდა მისგან გათავისუფლებას.
-უბრალოდ კითხვა დაგისვი და მოკლედ უნდა გეპასუხა! -მუქარანარევად დაუყვირა დათამ.
-აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ მიყვარდა. მთავარია რომ მე დანიშნული ვარ და მიყვარს ჩემი საქმრო! გასაგებია? -არათითის ქნევით უყვიროდა გოგონა.
დათამ მწარედ მოიქნია ოლიკოს ხელი. თვალები სულ ამღვრეოდა, გამხეცებული მზერა ჰქონდა. სახის კუნთები სულ დასჭიმვოდა და ავადმყოფურად ჩასჩერებოდა გოგონას სახეში.
-გადი! -წამოიყვირა უცებ მან და ოლიკო შეკრთა. ვერ დაიჯერა, რაც ესმოდა. -დროზე გადი აქედან! -კიდევ უფრო ხმამაღლა დაუყვირა ბიჭმა.
გოგონა უცბად მოვიდა გონს და სწრაფად დაიძრა კარისკენ. ბიჭი ღრიალს არ წყვეტდა.
-გაეთრიე! თვალით აღარ დამენახო! მოშორდი აქედან! -გაყვიროდა იგი.
უკვე კარამდე მისულ ოლიკოს9, სულ რამოდენიმე მილიმეტრით ასცდა ხელის შამპუნის შუშა და კედელზე მიიფშვნა. შეშინებულმა სწარად ჩამოსწია კარის სახეული და უკანმოუხედავად გავარდა.

6 თავი

მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში, სადაც შავი ტყავის სავარძლები და მუქი შინდისფერი ფერები ჭარბობდა, ბოლთას სცემდა 43 წლამდე, შევერცხლილი მამაკაცი. პირში სიგარა გაერჭო და უმისამართოდ იღრინებოდა. საოჯახო ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ თავისი ბაბუის ბაბუამ დააარსა, სწორედ მისი მფლობელობის დროს კოტრდებოდა და თუ გამოსავალს არ იპოვნიდა, მალე მისი დახურვა მოუწევდა. ამას არ დაუშვებდა, რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა, რადგან პირველ რიგში მის რეპუტაციას არ გაიფუჭებდა და არ აფიქრებინებდა არავის, მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ ვერ შეძლო მამის დანატოვარი ბიზნესის ხელმძღვანელობა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია პირველი იყო ქვეყნის შიდა ბაზარზე და გარე ბაზარზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო ხარისხის გამო. პირველ რიგში ხარისხზე მუშაობდნენ ახლანდელი მფლობელის წინამორბედები, თუმცა ამ უკანასკნელმა პროდუქტის ფალსიფიცირება მოახდინა იმ იმედით, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა დიდ მოგებას მოუტანდა. თუმცა, არ გამართლდა მისი განზრახვა და მოგების ნაცვლად, კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა. ბანკები სესხებს არ აძლევდნენ, ამიტომ საჭირო იყო კერძო დამფინანსებლის მოძებნა, რომლის პოვნასაც უშედეგოდ ცდილობდნენ.
კაბინეტის კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ცოტათი მამაკაცი. ტყავის, მდიდრულ სავარძელში მოკალათდა და ჩვეული სიამაყით წარმოსთქვა:
-მობრძანდით.
კარში სათვალიანი, ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.
-გამარჯობა, ბატონო დიმიტრი. -ფეხაკრებით მიუახლოვდა უფროსის მაგიდას და თავი ოდნავ დახარა. –„ბიზნეს ბანკმაც“ უარი განაცხადა სესხზე.
დიმიტრიმ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
-ცუდადაა ჩვენი საქმე. სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, კომპანიის გაკოტრებას არ დავუშვებ! -სიმწრით შეკრული მუშტი დასცხო მაგიდაზე.
-რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვნოთ სხვა გზა ბატონო დიმიტრი, თორემ კომპანია დღითიდღე სუსტდება. -შიშნარევად წარმოსთქვა სათვალიანმა და მაგიდასთან მდგომ ტყავის სავარძელში ჩაესვენა.
უხერხული სიჩუმე ბატონი დიმიტრის ტელეფონის წკრიალმა დაარღვია და ხვნეშით ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან.
-გისმენ, რეზო.
-ბატონო დიმიტრი, გამარჯობა. კერძო დამფინანსებელი გამოჩნდა.
-ვინ? -დამშვიდებული სუნთქვა ამოუშვა დიმიტრიმ პირიდან და ოდნავ ღიმილი მოეფინა სახეზე.
-ზურა დადიანი. ესპანეთის მსხვილი ბანკის მთავარი ფინანსისტია, ესპანეთში რამდენიმე რესტორანიც აქვს. მამამისს კიდევ ცალკე ბიზნესი. მოკლედ, თანახმაა დაგვაფინანსოს, მაგრამ თვის ბოლოს ჩამოდის. თქვენთან შეხვედრის გარეშე თავს იკავებს ფულის გადმორიცხვისგან. როგორმე თვის ბოლომდე უნდა გავაძლებინოთ კომპანიას.
დიმიტრიმ ოდნავ წარბები შეკრა და მის წინ მჯდომ სათვალიანს გახედა.
-ორი კვირა დარჩა, რამეს მოვახერხებთ ალბათ. -ძლივს ამოიბურდღუნა კაცმა და ტელეფონი გათიშა.
-რა მოხდა, ბატონო დიმიტრი? -ცნობისმოყვარედ ჩააშტერდა სათვალიანი.
-დამფინანსებელი ვიპოვნეთ. -გულზე მოშვებით აღმოხდა დიმიტრის და კმაყოფილად ჩაესვენა თავის უზარმაზარ სავარძელში.
***
უნივერსიტეტის საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ, ერთმა კვირამ განვლო. ამ ერთი კვირის განმავლობაში დათა არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, უნივერსიტეტში არც დადიოდა. ოლიკოს ინციდენტის შესახებ არაფერი უთქვამს, პირველი ორი დღე მსუბუქი შოკი ჰქონდა მომხდარის გამო, რადგან მას ენახა ცინიკური, უტაქტო, უხეში დათა... მაგრამ ასეთი არასოდეს, ამიტომ, ცდილობდა ამაზე ნაკლებად ეფიქრა. გონებას იმდენად აძალებდა მომხდარის დავიწყებას, რომ ისიც დანებდა, ამაში დათას გაუჩინარებამაც შეუწყო ხელი.
ყოველ დღე ესაუბრებოდა ზურას, მოეჩვენა რომ მოენატრა კიდეც თავისი საქმრო, რომელიც ოლიკოსადმი თავის გრძნობას ისეთ ლამაზ სიტყვებად აღწერდა რომ გოგონას სიყვარულის პეპლები დაუდიოდნენ თავში. ხანდახან მაინც გაახსენდებოდა დათა. იმდენჯერ, რამდენჯერაც ზურას ეტყოდა: „მეც მიყვარხარ.“ თუმცა ამის მიზეზზე დაფიქრება არ სურდა გოგონას, რადგან პასუხის ეშინოდა.
***
ორშაბათი 09:30
-ოლიკო, ნატალიას ოთახში შენი ძველი ზარდახშა ვიპოვე და დროზე მიხედე, თუ არ გინდა რომ შენმა დამ მოგისპოს. -ნინომ ძველი ზარდახშა დაუდო ლოგინზე ქალიშვილს, რომელიც სარკესთან იდგა და უნივერსიტეტში წასასვლელად ემზადებოდა.
-ჰო, მივხედავ. -უპასუხა ოლიკომ ისე, რომ არც გამოუხედავს.
მომზადებას მორჩა და ზარდახშას დაწვდა ასაღებად, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ხელიდან გაუვარდა და ზღართაით გაიშალა იატაკზე.
-ოოოჰ. -უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა გოგონამ და დაგდებული ზარდახშა გადმოატრიალა. იატაკზე გაფენილ ძველ სამკაულებს შორის, გოგონას მზერა ერთმა ბეჭედმა მიიპყრო. ვერცხლის უბრალო ბეჭედი იყო, თავზე უსასრულობის ნიშანი ჰქონდა გამოსახული. ისევ დათა... ისევ დათა გაახსენდა ოლიკოს, გულმა ბაგა-ბუგით დაუწყო ხტუნვა. ფრთხილად დაწვდა ბეჭედს და მარცხენა ხელის არათითზე წამოიცვა. ხელები უკანკალებდა, მთელი სხეულით თრთოდა გოგონა, მხრები დაუმძიმდა, სულ წაერთვა ძალა და ღონემიხდილი დაეშვა იატაკზე. აკვირდებოდა ბეჭედს და ახსენდებოდა დათა. „გაღმერთებ, ოლი!“ ახსენდებოდა დათას სიტყვები, როცა ეს ბეჭედი აჩუქა. პირველად მაშინ უთხრა ბიჭმა გაღმერთებო და ერთ კვირაში დაშორდა. რა უცნაურია...
-სამამდე ვითვლი, მანქანასთან არ იდგები სამ დათვლაში და მივდივარ. -მუქარით შემოვიდა ილიკო ოთახში. ოლიკოც დროზე წამოხტა ფეხზე და შხუილით გაჰყვა უკან თავის ძმას.
ორ საათიანი ლექცია მარცხენა არათითზე წამოცმული ბეჭდის ყურებაში გალია გოგონამ. ორ საათიანი ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ბეჭედს სადმე ჩამარხავდა ან მდინარეში გადააგდებდა, ბოლოს მაინც ჩამარხვაზე გააკეთა არჩევანი. ზარის ხმამ გამოარკვია, დაავლო კონსპექტებს ხელი და კარისკენ გაემართა. ზღურბლზე გადასვლის დროს, პირდაპირ მკერდზე შეეჯახა ცხვირით უცხო სხეულს და სახე დაეჭყანა, როცა მისი კონსპექტები ირგვლივ მიმოიფანტნენ.
-წესიერად ვერ გაივლ... -ყვირილით ახედა უცხო სხეულს ოლიკომ და სიტყვები შეეყინა. მის წინ დათა იდგა წარბებშეკრული.
გოგონამ მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში და სწრაფად დაიხარა კონსპექტების ასაღებად, თან ოცნებობდა რომ როცა მორჩებოდა დათა აღარ დახვედროდა. უეცრად, მარცხენა ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო, ზევით აქაჩეს ოლიკო. მიხვდა რომ დათამ ბეჭედი დაინახა და სიმწრით დაეხუჭა გოგონას თვალები. „ოღონდ ვერ დაენახა“ „ოღონდ ვერ დაენახა“ ოცნებობდა გონებაში გოგონა და ჯიუტად არ ახელდა თვალს.
-შემომხედე! -მოესმა ხმა წინიდან და გოგონამ ფრთხილად გაახილა მარცხენა თვალი, გვერდიდან ახედა ბიჭს და ისევ წარბებშეკრული მზერა რომ დაიჭირა, წამსვე დახუჭა შეღებული თვალი.
-შემომხედე მეთქი! -უფრო აუწია ხმას დათამ და ამჯერად გოგონამ ორი თვალი გაახილა. ძლივს გაუსწორა თვალი თვალში ბიჭს.
-ეს რა არის? -ისევ წარბებშეკრული უყვიროდა ბიჭი და თავისივე ხელს უფრიალებდა გოგონას ცხვირწინ.
ვერ გაეგო, საიდან მოეცა იმოდენა ძალა ოლიკოს, მაგრამ სწრაფად გამოსწყვიტა ხელიდან თავისი ხელი და სწრაფად გაუსხლტა ხელიდან.
მთელი დღე თეკლეს და ტატას არ შორდებოდა გოგონა გვერდიდან. რამოდენიმეჯერ დაინახა მისკენ წამოსული დათა და შიშისგან ხან ხალხმრავალ აუდიტორიაში შევარდებოდა, ხან კიდევ თეკლეს აეზუტებოდა. ცდილობდა ხალხში ეტრიალა, რომ დათას კლანჭებისგან გათავისუფლებულიყო.
ამჯერად, უნივერსიტეტის ეზოში ისხდნენ გოგონები. თეკლე მთელი დღე ეჭვის თვალით უყურებდა ოლიკოს, ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა გჭირს, ოლი? -ვეღარ მოითმინა.
ოლიკო აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს და ვერც გაიგო კითხვა.
-ოლიიიი... -დაჰყვირა თეკლემ.
-რა? ჰა? ხო... რა? -ძლივს გამოერკვა ოლიკო.
თეკლემ უფრო დაეჭვებით გახედა. ტატა კი თავის სტიქიაში იყო, თვალებით დათას ეძებდა რომ ახალი მოკლე კაბით გაევლო მის წინ პოდიუმზე.
-არა, არა. ნამდვილად რაღაც გჭირს შენ. ახლავე მომიყევი! -გვერდით მიუჯდა თეკლე ოლიკოს.
მანაც პირი გააღო მოსაყოლად, მაგრამ იქედან მხოლოდ განწირული ჩუმი კივილი ამოუშვა.
-ვაიმე მოდის... -ერთდროულად წამოიძახეს ტატამ და ოლიკომ.
დათა მათკენ მოემართებოდა მძიმე ნაბიჯებით, კეპი ამჯერად არ ეხურა. თვალებში ჩამოჰყროდა თმა, თუმცა მათში აშკარად შეიმჩნეოდა მრისხანე მზერა, რომელიც მხოლოდ ოლიკოსკენ იყო მიმართული და იმ წამს მიხვდა გოგონა, რომ ხალხიც კი ვერ შეაჩერებდა დათას. წასული იყო მისი საქმე. მოზრდილი ნერწყვი გადაუშვა ყელში და მაგრად მოუჭირა ხელი მის გვერდით მჯდომ, წარბებშეკრულ თეკლეს, რომელიც ხან ოლიკოს უყურებდა და ხან დათას.
რამოდენიმე წამში ბიჭი თავზე ადგა მათ. ტატა ტრადიციულად ქვედა ტუჩს ჩაბღაუჭებოდა და თავით ფეხებამდე, ვნებიანად ათვალიერებდა დათას. თეკლე წარბებშეკრული უყურებდა, ხოლო ოლიკო უმისამართოდ იყურებოდა მიწაზე. არ სურდა თვალი გაესწორებინა მის თავზე წამომდგარი ყმაწვილისთვის.
-გამომყევი! -მშვიდი ბრძანებით უთხრა ბიჭმა.
ტატამ გაკვირვებისგან შეჭმუხნა წარბები და ოლიკოს მიაშტერდა. სახეზე დიდი კითხვის ნიშანი ეწერა.
ოლიკო ჯიუტად დაჰყურებდა მიწას და იმ წამს ალბათ არც კი სუნთქავდა.
-დროზე ადექი, საქმე მაქვს! -აუწია ხმას ბიჭმა.
-თავი დამანებე. -ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.
-დროზე მეთქი, რომ გეუბნები! -კბილებიდან გამოსცრა ბიჭმა.
ამაზე თეკლემ თავი ვეღარ შეიკავა, ფეხზე წამოდგა და ხელი ჰკრა დათას.
-ვერ გაიგე რას გეუბნება? თუ ყურები დაგეხშო, ჰა? რა გინდა, რა შეუწუხე გული. -აკაპასდა თეკლე.
-ნუ წიკვინებ, გოგო! -მობეზრებულად დახედა ბიჭმა თეკლეს.
-უკაცრავად? ახლავე წადი აქედან, თუ არ გინდა პრობლემები შეგექმნას. -დაუსისინა გოგონამ.
დათას ცივმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, ენა აატრიალა კბილებში, ცალყბად ჩაეცინა და ნელი ნაბიჯებით შებრუნდა.
ოლიკომ შვებით ამოისუნთქა.
-ეს რა იყო? -პირდაღებული შესჩერებოდა გოგონებს ტატა.
ამ უკანასკნელებმა, ერთდროულად გადახედეს მას და ფეხზე წამოდგნენ. ის-ის იყო წასვლას აპირებდნენ, რომ ოლიკომ წვივებზე ხელის შემოხვევა იგრძო და წამებში ვიღაცის მხარზე იყო გადაკიდებული.
-დათა გაუშვი, შე ცხოველო! -თეკლეს ხმა შემოესმა და მიხვდა რომ დათას მხარზე იყო გადაკიდებული. თეკლეს ხმა თანდათან სუსტდებოდა და გოგონას ტანში შიშმა დაისადგურა.
-დათა გამიშვი! სასწრაფოდ გამიშვი, გიბრძანებ! გაიგე? დათა... -ყვიროდა გოგონა და თან მუჭებს ურტყამდა დათას ზურგს, მაგრამ ბიჭს რეაქციაც არ ჰქონია.
რამოდენიმე წამში შენობაში შევიდნენ და ცარიელ აუდიტორიაში დასვა დათამ. ოლიკომ სწრაფად მოავლო იქაურობას თვალი, გაქცევა უნდოდა. ბიჭმა კარი გადაკეტა და ისევ ოლიკოსკენ გამოემართა წარბებშეკრული. გოგონამ უკანსვლით სიარული დაიწყო სწრაფად და როცა კედელს მიებერტყა, მაშინღა მიხვდა რომ ცუდად იყო მისი საქმე. დათა მიუახლოვდა, ხელები ოლიკოს მხრებს იქით მიაბჯინა კედელს და გაცეცხლებული დაჰყურებდა.
-რაო რას ჭიკჭიკებდი მაშინ? -დაიწყო ჩვეული დამცინავი კილოთი. -შენი საქმრო გიყვარს, არა?
გოგონამ თვალები დაქაჩა და სახეში შეაშტერდა ბიჭს. ვერ მიხვდა, რა ეთქვა. არც ჰქონდა პასუხი, საკუთარ თავთანაც კი არ ჰქონდა ამის პასუხი, არათუ დათასთვის ეთქვა.
-მიყვარს. -ამოილუღლუღა გოგონამ და სწრაფი სუნთქვა დაიწყო. დათა სულ უფრო ახლოს მიდიოდა და გოგონას უკვე მუხლები ეკვეთებოდა.
ბიჭმა ხელი წაავლო გოგონას მარცხენა ხელზე, ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია და ცხვირთან მიუტანა არათითი.
-ეს რა არის? -კატეგორიული და მკაცრი ხმით ჰკითხა.
-ბეჭედი. -უტეხად მიუგო გოგონამ.
-ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარი ბეჭედი. -წარბებაწევითა და თავის ქნევით უთხრა ბიჭმა.
-მერე? -არ ნებდებოდა გოგონა.
-მერე თუ შენი საქმრო გიყვარს, ჩემს ნაჩუქარ ბეჭედს რატომ ატარებ? -წარბები შეკრა ბიჭმა.
გოგონას ცივმა და ცინიკურმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, ხელი გამოჰგლიჯა ბიჭს და მთელი ძალით მიაწვა მის წინ აღმართულ დათას. მოიშორა და იგივე სახით უპასუხა.
-ძალიან გინდა, რომ მიყვარდე არა?
ბიჭმა წარბები გახსნა და სახე დაუსერიოზულდა. ოლიკოს მოეჩვენა, რომ ცოტათი დაიბნა და ამან უფრო მისცა გამბედაობა.
-არ მიყვარხარ დათა და ზურასთან მივხვდი, რომ არც არასდროს მყვარებიხარ! ზურაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ეს საცოდავი ბეჭედი კი არაფრად მიღირს. -სასწრაფოდ მოიხსნა ბეჭედი და მის წინ გაქვავებულ დათას ესროლა.
ბიჭმა მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, ისე ძლიერად, რომ ყბების კუნთები შესამჩნევად გამოებერა. კისრის ძარღვები აჩნდა და თვალები ბრაზისგან ჩაუწითლდა.
-ანუ არასდროს გყვარებივარ, არა? -ხმაში მუქარა ერია ბიჭს.
-პასუხი არის დიახ! -ცივად მიუგდო სიტყვები გოგონამ და კარისკენ დაიძრა, როცა ბიჭმა ყბებში სტაცა ხელი და კედელზე მიახეთქა.
მაგრად უჭერდა დათა ყბებზე ხელს და გოგონას ტუჩები ვერტიკალურ ხაზად გაუსწორდა.
-ამ სიტყვებს ინანებ! გპირდები მწარედ განანებ მაგ სიტყვებს! -ღრიალებდა დათა. შემდეგ კი ხელი შეუშვა და კარისკენ შეტრიალდა მძიმე, სწრაფი ნაბიჯებით. გოგონა უკან გაედევნა.
აუდიტორიიდან გასულებს, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით თეკლე და ტატა უყურებდათ. თეკლეს აღშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა, მკვლელი მზერით უყურებდა დათას. ტატას კი შემშრალი სახე ჰქონდა და ურეაქციოდ მიჰყინვოდა ერთ ადგილს. დათა სწრაფად დაიძრა მათკენ, ოლიკოს გულში რაღაც ცუდმა გაჰკრა და ადგილს შეეყინა. დათამ ტატას დასტაცა ხელი, მისკენ მიიზიდა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.
ოლიკო კედელს მიეყრდნო, გაურკვეველი ხრიალი ამოუშვა პირიდან. მთელი ტანი უჟრუოდა, სულ გაეყინა ხელები. კანკალმა აიტანა და სახეზე ხელები აიფარა. „არა, ოღონდ ეს არა.“ ყვიროდა გოგონა შიგნიდან და სახე სულ დაუსველდა ცხელი ცრემლებისგან.
დათამ ცივად შეუშვა ხელი ტატას, კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა და სწრაფი ნაბიჯებით, უხმოდ დატოვა შენობა.
ტატა გაშეშებული იდგა, თვალები გაფართოვებოდა და ფრთხილად იკიდებდა ტუჩებზე ხელს. ვერ იჯერებდა, რომ მისი ოცნება ახდა.
***
იმის შემდეგ, რაც თეკლემ ოლიკოს სამი დამამშვიდებელი დაალევინა, გოგონას მთელი დღის მოთქმის შემდეგ, ჩაეძინა და თეკლემ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ტატას ნახვა და მისთვის ყველაფრის მოყოლა. უკვე დრო იყო ტატს სიმართლე გაეგო და ასე მაინც ჩამოშორებოდა დათას.
20:35
თეკლე და ტატა ბაღში ისხდნენ. ტატა სიხარულისგან ტუჩებს ვერ უყრიდა თავს და წამდაუწუმ უყურებდა ტელეფონის ეკრანს, დათას მესიჯს ელოდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ბიჭს მის მიმართ გრძნობები ჰქონდა. თეკლეს უჭირდა საუბრის დაწყება, არ იცოდა როგორ ეთქვა ტატასთვის რომ მისი ოცნების მამაკაცი, სინამვილეში მას იყენებდა.
-ტატა, მომისმინე. -ძლივს დაიწყო თეკლემ, ტატას ხელი ხელზე დაადო და მზრუნველად შეაშტერდა.
ტატამ გაბრწყინებული თვალები შეაჩეხა თეკლეს.
-მოკლედ, რაღაც უნდა იცოდე. -მშვიდად მიუგო თეკლემ.
-ჰო, გისმენ. -ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ტატას.
-დათა და ოლიკო შეყვარებულები იყვნენ ადრე.
ტატას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.
-რაა? რატომ არ მითხარით? -გაოცებული შეაშტერდა გოგონა მეგობარს.
-ოთხი წლის წინანდელი ამბავია. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ დათა უპასუხისმგებლო ნაძირალაა, გამოგიყენებს და მიგაგდებს. გგონია, მართლა მოსწონხარ? ალბათ ოლიკოს გაბრაზება უნდოდა, რადგან ჰგონია რომ ოლიკოს ისევ უყვარს.
ტატამ წარბები შეკრა.
-ვერ ვხვდები, რის თქმას ცდილობ? -იჭვნარევად გახედა ტატამ.
-იმის თქმას ვცდილობ, რომ დათას თავი არ უნდა გაასულელებინო და ამ ერთი კოცნის გამო ოცნების კოშკები არ ააგო. შენ და ოლიკო მეგობრები ხართ და...
-მეგობრები? -სიტყვა შეაწყვეტინა ტატამ. -ახლა გახდა ჩემი მეგობარი? როცა დათაზე შეუჩერებლად ვსაუბრობდი, მაშინ არ იყავით ჩემი მეგობრები? ახლა ოლიკოს გაუჭირდა და ამის გამო მე უნდა ჩამოვშორდე დათას, არა? ვერ მოგართვით!
-ტატა...
-არა! არავითარი ტატა. -ფეხზე წამოხტა გოგონა. -ოთხი წლის წინანდელი ურთიერთობის გამო, მე დათაზე უარს არ ვიტყვი. გაიგე? ოლიკოს ყავს საქმრო, რა ვერ გაძღა? ახლა დათაც უნდა?
-ეგ არაფერ შუაშია ტატა, აზრზე მოდი. დათას რომ მოსწონდე, ამას არ გეტყოდი.
-დიახაც, მოვწონვარ! შენ რა იცი? იცნობ? ადამიანი ზოგჯერ ერთ დღეში იცვლება, ოთხი წელი დიდი დროა. ახლა შეიძლება დათა სულ სხვა ადამიანია. მე შევძლებ მისთვის თავის შეყვარებას და შენი ეჭვების გამო, არ დავშორდები! ვსო, მორჩა ამ თემაზე საუბარი. -გაშალა ხელები გოგონამ, შემდეგ ჩანთას დასტაცა ხელი და უკანმოუხედავად, ჩქარი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას.
***
თეკლე მარტო მიუყვებოდა ქალაქის ქუჩებს. გადაღლილი იყო მუდამ სხვისი პრობლემების მოგვარებით. საოცრად მოუნდა ვინმესთან ლაპარაკი, ვინც უბრალოდ დაელაპარაკებოდა, ვინც გაარიდებდა პრობლემებს და ცოტა ხნით მოწყვიტავდა რეალობას. მიხვდა, რომ ადამიანები არასოდეს გაითვალისწინებენ სხვის რჩევას, თუ ეს მათ არ უნდათ. თუ შენი აზრი სხვისას არ ემთხვევა, შენი სიტყვები უბრალოდ იფანტება ატმოსფეროში და უკვალოდ ქრება. მიხვდა, რომ ადამიანს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც უნდა და რომ მათ სიმართლე საერთოდ არ აინტერესებთ. სიმართლე ცარიელი სიცრუეა...
ნაცნობ კლუბს ჩაუარა გვერდი და ოდნავ ჩაეღიმა. შეჩერდა, კლუბს გახედა. შემდეგ თავი გადააქნია და გზა განაგრძო. ისევ შეჩერდა, ისევ ახედა შენობას. ცოტა ხნით მის ფეხებთან დაგდებულ კენჭს ათამაშებდა ფეხებით, შემდეგ კი კლუბში შევიდა.
ბართან სულ სხვა ბარმენი იდგა. თეკლეს გული დასწყდა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრი და ბართან ჩამოჯდა.
-რას დალევ? -შეეკითხა ბარმენი.
-ისევ „სისხლიანი მერი“? -მოესმა გვერდიდან ხმა თეკლეს და ღიმილით გახედა.
ორივეს გაეცინათ. გიორგიმ ბარმენს ანიშნა მე მივხედავო და თეკლეს წინ დადგა. მხოლოდ ბარის დაფა აშორებდათ ერთმანეთს და თეკლეს ეს პატარა დისტანცია უსაშველოდ მოეჩვენა.
-რაღაც სიწყნარეა... -ღიმილით შეაჩეჩა სიტყვები თეკლემ ბარმენს. მანაც ღიმილით ამოხედა.
-ჰო, ჯერ. რაღაც მოწყენილი მეჩვენები. -ცალი თვალი დაჭუტა ბიჭმა და მომღიმარი ჩააშტერდა გოგონას.
-ჰო, ცოტა ვარ. -მიუგო თეკლემ.
-კარგი, ახლა მე შენს სასმელს გაგიმზადე და თან მომიყევი, კარგი? -თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-ჰმმმმ... მოსაყოლი ბევრი არაფერია. უბრალოდ ჩემს მეგობრებს სიმართლის დანახვა არ სურთ. ურჩევნიათ შეცდომა დაუშვან, ვიდრე მოგისმინონ. -ამოიოხრა თეკლემ და ნიკაპით დაეყრდნო მარჯვენა ხელს.
-რატომ გეშინია შეცდომის დაშვების?
გოგონას ცოტათი ეუცნაურა კითხვა, დაფიქრდა...
-იმიტომ, რომ შენი ცხოვრება, ეს შენი ავტობიოგრაფიაა. შენ კი მწერალი ხარ. შეცდომა დაქცეულ მელანს ჰგავს, რომელიც ნაწერში ისე გაიჟღინთება, რომ ბევრ ლამაზ სიტყვას წაშლის.
-მაშინ მიეცი მათ უფლება, საკუთარი ავტობიოგრაფია თავად დაწერონ, რადგან თუ სხვების ნაწერები ასწორე, შენ ცარიელი ფურცელი დაგრჩება. შეუცდომელი, მელანდაუღვრელი, მაგრამ ცარიელი...
თეკლე ჩაფიქრდა, მის წინ დადგმული წითელი სითხე მოსვა და დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს თვალებში.
მათ შორის გაჭიმული ბარის დაფა, უფრო დიდი ეჩვენა გოგონას.

7 თავი

წამები წამებს მისდევდა, წუთები წუთებს, საათები საათებს, დღეები დღეებს, ტატა დათას... სადაც არ უნდა ყოფილიყო დათა, ტატა არსაიდან მის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა იმ იმედით, რომ დათა ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა ამაოდ. ეს უკანასკნელი ზედაც არ უყურებდა გოგონას, თავის სალომესთან კურკურით იყო გართული და ტატას ვერც კი ამჩნევდა. გოგონა თავს არიდებდა თეკლესთან და ოლიკოსთან ურთიერთობას. ნაძალადევი ღიმილით ესალმებოდა მათ, ლექციაზე ცალკე ჯდებოდა და დამწუხრებული ჩასჩერებოდა ტელეფონის ეკრანს. ელოდა, ელოდა სულმოუთქმელად დათას შეტყობინებას. არც კი უნდოდა თეკლეს სიტყვებზე დაფიქრება, რადგან აბსურდულად ეჩვენა. ჩუმჩუმად აკვირდებოდა ოლიკოს და თავის თავს ადარებდა. ასკვნიდა, რომ ტატას უკეთესი ტანი ჰქონდა, უკეთესი თვალები, უკეთესი ტუჩები და სუფთა წარსული დათასთან. ოლიკომ ვერ შეინარჩუნა მამაკაცი, რომელზეც ტატა გიჟდებოდა, ამიტომ მას უფრო მეტი შანსი ჰქონდა დათასთან. მას შეეძლო ახალი ფურცლიდან დაეწყო, მაგრამ ოლიკო ვერასოდეს დაიწყებდა ახალი ფურცლიდან. კმაყოფილებას ჰგვრიდა ეს ფიქრები ტატას და სულ უფრო ეძლეოდა იმედი, რომ დათასთან შანსი ჰქონდა.
თეკლეს გული უდუღდა, სურდა ტატას მივარდნოდა და მაგრად შეენჯღრია. აზრზე მოეყვანა, მაგრამ მაშინვე გიორგის სიტყვები ამოუტივტივდებოდა თავში, რომ ჯობდა საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა და უფლება მიეცა სხვებისთვის, შეცდომები დაეშვათ. თავს ძალას ატანდა თეკლე, თუმცა სხეული უდუღდა ტატას ყოველ დანახვაზე. არ სურდა ასე მიეტოვებინა მეგობარი, როგორი სულელიც არ უნდა ყოფილიყო, თეკლეს მაინც შესტკიოდა მასზე გული და ორმაგად ვერ იტანდა დათას.
ოლიკო მუდამ დადარდიანებული დადიოდა, ისედაც გულჩათხრობილი გოგონა, სულ მოიკუნტა. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა სახეზე, მბრწყინავი თვალები თითქოს ჩაუქრა. ტატას ყოველ დანახვაზე, ცივად არიდებდა თვალს და დღეგამოშვებით დადიოდა უნივერსიტეტში, რომ დათას და ტატას არ გადაყროდა. სული ტკიოდა გოგონას, ძვლებში ამტვრევდა ყოველ ჯერზე, როცა ტატასა და დათას კოცნის სცენა გაახსენდებოდა. დათა მისთვის ტკივილთან ასოცირდებოდა, ტკივილთან, რომლის გაყუჩებაც მხოლოდ დათას შეეძლო, თუმცა მას არ სურდა ოლიკოს ბედნიერება. მას სურდა მხოლოდ ტკივილი მიეყენებინა მისთვის და ოლიმპიური წარმატებით გამოსდიოდა.
***
პარასკევი 13:35
თეკლე და ოლიკო უნივერიტეტის ბუფეტში ისხდნენ, როცა ტატა შემოვიდა. წაშლილი სახით, მარტოსული... ძველი, მხრიარული ტატა სადღაც გამქრალიყო. ცალკე დაჯდა მარტო და დადარდიანებული ჩასჩერებოდა ტელეფონს. ოლიკომ თვალი შეავლო ფრთხილად და წამსვე შეცვალა მზერა მის წინ დადებულ ყავის ჭიქაზე. თეკლე კი გულშეკუმშული უყურებდა და ცქმუტავდა. ვერ ისვენებდა ადგილზე, ტატასთან დალაპარაკება და აზრზე მოყვანა სურდა და როგორც კი მისკენ მომართული ტატას მოპარული მზერა დაიჭირა, გაუღიმა. თვალებით ანიშნა, რომ მათთან მოსულიყო. აქ საფრთხე არ ემუქრებოდა. ტატასაც თითქოს გული აუჩუყდა, ფრთხილად წამოდგა და მათ მაგიდას მოუახლოვდა. ოლიკომ დაღლილი, წაშლილი მზერა შეაგება მის მოპირდაპირედ დამჯდარ ტატას და ნაძალადევად გაუღიმა. თეკლემ ხელი ხელზე დაადო გოგონას და კიდევ ერთხელ, თბილად გაუცინა.
-როგორ ხარ? -ჰკითხა თეკლემ.
გოგონამ თავი ჩახარა და მხრები აიჩეჩა. თეკლემ მხარზე დაადო ხელი.
-ეს ახალი კაბაა? -უჩვეულო იყო თეკლესგან მსგავსი კომპლიმენტნარევი კომენტარი, თუმცა იცოდა რომ მხოლოდ ამით გააღიმებდა მეგობარს, ამიტომ ცოტა წაითამაშა.
ტატასაც ბედნიერად აენთო თვალები და გაბრწყინებული თვალებით შეაშტერდა თეკლეს.
-ჰო, გუშინ ვიყიდე. ახალი კოლექციდანაა.
-ლამაზია. -ღიმილნარევად მიუგო ოლიკომ და ტატას გაოცებულ მზერაზე უფრო ფართოდ გაშალა ტუჩები.
-ჩემზე გაბრაზებული არ ხარ? -მორცხვად მოუჭრა ტატამ.
-შენზე რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? -უცნაურად გახედა ოლიკომ. -დათას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი ეს რატომაც გააკეთა.
ტატამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
-მე მაინც მინდა ვცადო მასთან. ვფიქრობ, რომ სრულიად მაქვს ამის უფლება. -ნიშნისმოგებით მიუგო ტატამ.
ოლიკომ ცინიკურად აათამაშა მხრები.
-როგორც გინდა. -ცივად მოუჭრა ტატას.
-მოკლედ... -დაიწყო საუბარი თეკლემ. -ერთუჯრედიანი დათას გამო, გოგონები ნუ დავძაბავთ ერთმანეთთან ურთიერთობას. შენი საქმის შენ იცი ტატა, ჩვენ როგორც მეგობრებმა გირჩიეთ. შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი. უბრალოდ, ისე ნუ გვიყურებ თითქოს შენი მტრები ვიყოთ.
-არ გიყურებთ როგორც მტრებს. -თავი გაიმართლა ტატამ. -უბრალოდ მეგონა რომ ოლიკო ჩემზე იყო ნაწყენი და არ უნდოდა ჩემი დანახვა.
ოლიკოს ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ჰოდა, არ ვარ გაბრაზებული. რაც გინდა ის ქენი. -მიახალა გოგონამ და ხელები ზავის ნიშნად გაშალა.
რამოდენიმე წუთში გოგონები ძველებურად მოშინაურდნენ და ბუფეტის მხიარულ ხმებს, მათი კისკისიც შეერია. თუმცა დათა რის დათა იყო, რომ არ ჩაეშხამებინა დროებითი მხიარულება გოგონებისთვის.
ტატამ მხარზე მძიმე ხელის დაცემა იგრძნო და ლოყა აუწვა დათას ცხელმა კოცნამ.
-როგორ ხარ, პატარა? -ხმამაღლა ჩასძახა ყურში. შემდეგ კი ენა კბილებში აატრიალა და ცინიკური ღიმილით, ქვევიდან გახედა ოლიკოს, რომელიც გაყინული სახით მიშტერებოდა მის მოპირდაპირედ ჩამომსხდარ, ერთი შეხედვით ბედნიერ „წყვილს“.
თეკლეს სისხლი თვალებში მოაწვა ბრაზისგან, მაგრამ ენას მაგრად დააჭირა კბილები, რომ სიტყვა არ დასცდენოდა.
ტატას კი გულის ფორმის ფანტელები უფრინავდნენ თვალებში, ვერც კი იჯერებდა რომ როგორც იქნა დათამ ყურადღება მიაქცია. სულ გადაავიწყდა ოლიკოც და თეკლეც. სიყვარულით სავსე შესჩერებოდა დათას და იმ წამს მისთვის არავინ და არაფერი არსებობდა დათას გარდა. ტატა დათას უყურებდა, დათა ოლიკოს, ოლიკო დათას, თეკლე კი უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში. ერთ წერტილს მიშტერებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა.
-მ..მე ლექციაზე მაგვიანდება. -წამოიძახა ოლიკომ და ფეხზე წამოიჭრა. ნერვიულობისგან სკამს ფეხი წამოსდო და შებარბაცდა, ძლივს შეიმაგრა თავი რომ არ წაქცეულიყო. მოუხერხებლად ცდილობდა თავი დაეღწია იქაურობას და წამდაუწუმ ეჯახებოდა ხან მაგიდას და ხანაც სკამს.
დათამ ხმამაღლა ჩაიცინა და ტატას გახედა.
-ოხოხოო... -ხმამაღალი სიცილი ამოუშვა პირიდან. -მგონი შენი დაქალი ნერვიულობს. სემინარისთვის მზად არ ხარ ოლიკო, თუ ასე რამ აგანერვიულა? -გველური სიცილი უთამაშებდა სახეზე ბიჭს.
ოლიკოს არც შეუხედავს მისთვის, სწრაფად გამოგლიჯა ჩანთა სკამის საზურგეს და შხუილით გაქანდა გასასვლელისკენ. დათამ ოლიკოს უკანალს გააყოლა თვალი და ისევ ჩაეცინა. შემდეგ კი ცივად შეუშვა ხელი ტატას და კმაყოფილმა დატოვა ბუფეტი.
ტატა სწრაფად სუნთქავდა, იმ წამს ბოღმა ახრჩობდა. გულში ეჭვმა გაჰკრა, რომ თეკლეს სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ წამსვე უკუაგდო ეს ფიქრები, რადგან ამის გაფიქრებაც კი არ სურდა. გვერდით რომ გაიხედა, თეკლე იქ აღარ იჯდა.
დათას უკან ადევნებულმა თეკლემ მკლავში მოჰქაჩა ბიჭს და მისკენ შეატრიალა.
-ოჰჰო. -ცინიკურად დახედა ბიჭმა.
-ოჰჰო კი არა, თავი ვინ გგონია? რა იყო, იმდენად გაკლია თავდაჯერებულობა ტატათი ინაზღაურებ? ან ოლიკოსგან რა გინდა გამარკვიე აბა?! ის ვერ აიტანე, რომ ფეხებზე კიდიხარ?
ბიჭს ცინიკური სახე ჩამოერეცხა, მთელი სხეულით დაიძაბა.
-რაც შენი საქმე არ არის, ცხვირს ნუ ყოფ, გაიგე? ჰაჰ, მოიცა... მითხარი, ბიჭისთვის ნაკოცნი მაინც გაქვს? -ცინიკურად დააშტერდა დათა გოგონას და როცა პასუხი შეაგვიანა, უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები. -არა ხო? -ხმამაღლა გადაიხარხარა ბიჭმა. -მგონი ერთი მუშა *ლე მოაგვარებდა შენს პრობლემას. ძალიან აღზნებული მეჩვენები. თუ გინდა ნომერს დაგიტოვებ, ამ საღამოს თავისუფალი ვარ. -წარბები აუთამაშა ბიჭმა.
თეკლეს სახე წამოენთო, მარჯვენა ხელი გაშალა და მთელი ძალით გააქანა დათას სახისკენ, მაგრამ ბიჭმა ჰაერში დაიჭირა გოგონას ხელი და გვერდით მოისროლა. სახე ბრაზისგან მოეღრიცა და საჩვენებელი თითი მუქარით დაუქნია სახესთან.
-არ ჩაერიო! გირჩევ, რომ ჩემსა და ოლიკოს შორის არ ჩადგე, თორემ წარმოდგენაც არ გაქვს რისი გაკეთება შემიძლია! -ბრაზისგან მოღრეცილი სახე, თბილი ღიმილით შეცვალა ბიჭმა. -მიდი ეხლა გაიქეცი და შენი დაქალი დააწყნარე, მგონი ტიტა ხო? თუ ტატა. -ცინიკური სახით ჩაუკრა თვალი ბიჭმა, შემდეგ კი ზურგი შექცია და აუჩქარებლად გაუყვა დერეფანს.
თეკლემ მუშტები შეკრა, ისევ გაახსენდა გიორგი სიტყვები და ინანა რომ კვლავ ჩაერია სხვის საქმეში.
***
შაბათ-კვირამ შეუმჩნევლად გაირბინა. თეკლეს დაჟინებით ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დათასა და გოგონებს შორის არ ჩადგებოდა, მაგრამ მაინც უჭირდა თავის შეკავება, როდესაც უქმეებზე მეგობრებს ხვდებოდა.
ტატასა და ოლიკოს შორის უხერხული დაძაბულობა სუფევდა, თუმცა ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინათ და ძველებური მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. ოლიკო ხვდებოდა, რომ დათა არ ღირდა იმად, თუნდაც ტატა რომ დაეკარგა. გამუდმებით არწმუნებდა თავს, რომ ზურა უყვარდა, რომ მალე ჩამოვიდოდა და მისი სიახლოვე დათას მიერ გამოწვეულ აფორიაქებას ჩაუცხრობდა. დღეებს ითვლიდა, სანამ თავისი საქმრო ჩამოვიდოდა. უწინდელზე ხშირად ურეკავდა ზურას და მამაკაცის თავისუფალ საათებს მასთან საუბარში ხარჯავდა. არ სურდა ფიქრებთან მარტო დარჩენა, ეშინოდა საკუთარ გრძნობებთან განმარტოვების. ეშინოდა ტკივილის, რომელსაც დათას სახელის გაგონებაც კი ჰგვრიდა.
ტატა კვლავ მოლოდინის რეჟიმში იყო. ტელეფონს თავთან იდებდა და დათას სურათთან ერთად იძინებდა. გადაწყვიტა, რომ ის იყო მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული და რაც უფრო მეტად ეცილებოდნენ მასში და რაც უფრო მეტად არ აქცევდა დათა ყურადღებას, მით უფრო მეტად უყვარდებოდა იგი. მხოლოდ თაყვანისმცემლებისგან მოსული შეტყობინებები წყვეტდნენ გოგონას გონებიდან ცოტა ხნით დათას.
ორშაბათს გაიგეს, რომ ექსკურსია იგეგმებოდა უნივერსიტეტში. ოლიკომ სიას გადახედა და როცა დათა ჯიშკარიანს თვალი ვერ მოკრა, მხოლოდ მაშინ ჩაეწერა. განტვირთვა არ აწყენდა და ახალ ხალხში გარევა. ტატამ უარი თქვა, როცა გაიგო რომ დათა არ მოდიოდა. თეკლემ კი გადაწყვიტა მარტო დარჩენილიყო სახლში და შეესვენა ხალხმრავლობისგან.
***

ოთხშაბათი 08:00
ოლიკოს შავი მაღალყელიანი ჯინსი ეცვა, ტანზე კარგად მომჯდარი. ასევე მომჯდარი შავი ტოპი და შავი კომფორტული კედები. პატარა ზურგჩანთა უმშვენებდა მხრებს, თმა შეკრული ჰქონდა და თავისი პატარა ცხვირი ოდნავ შესამჩნევი გახდა მის სახეზე, რომელიც გაშლილ თმაში თითქმის საერთოდ არ უჩანდა.
ექსკურსიის ავტობუსში ავიდა გოგონა და ფანჯარასთან დაჯდა. მშვიდი ღიმილი მოჰფენოდა სახეზე, როგორც იქნა დათასგან შორს გაატარებდა მთელს დღეს. გვერდით შავგრემანი, მწვანეთვალება და სიმპათიური ყმაწვილი მოუჯდა.
-ჰეი. -მხიარულად შესძახა ბიჭმა. გოგონამ საპასუხო ღიმილი შეაგება.
-ჰეი. მე ოლიკო ვარ.
-ასეც ვფიქრობდი. -ალმაცერად გაუცინა ბიჭმა.
-რას ფიქრობდი? -ღიმილი არ შორდებოდა გოგონას სახიდან.
-ოლიკო რომ გერქმეოდა.
გოგონას ხმამაღალი სიცილი წასკდა.
-რა გაცინებს? ყველა ლამაზ გოგოს ოლიკო ჰქვია. -არ ჩერდებოდა ბიჭი და ოლიკოს სიცილის დანახვაზე უფრო მეტად ცდილობდა ისეთი რამ ეთქვა მისთვის, რომ ღიმილი არ შეშრობოდა.
-მე მეგონა ოლიკო იშვიათი სახელი იყო. მაინც რამდენ ოლიკოს იცნობ? -კისკისით ჩაეკითხა გოგონა.
-ჯერ-ჯერობით ერთს და ყველაზე ლამაზს. -მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ხმამაღალ სიცილში აჰყვა გოგონას.
-შენ რა გქვია?
-მე, ირაკლი. -ხელი გაუწოდა ბიჭმა და გოგონამაც ჩააცურა თავისი ნაზი, თეთრი ხელი ირაკლის დიდ და უხეშ ხელში.
ავტობუსში დათას ლამაზმანმა სალომემ შემოაბიჯა და მას ის უხსენებელიც ამოჰყვა. „ოღონდ ეს არა“ გაიფიქრა ოლიკომ და ლამის ტირილი დაიწყო ისეთი შეწუხებული სახე მიიღო.
-რა რბილი თმა გაქვს. -თმაზე ხელის სრიალი იგრძნო გოგონამ და უეცრად გამოერკვა. ირაკლი უსვამდა თმაზე ხელს და ის-ის იყო მადლობის თქმას აპირებდა, თავზე დათა წამოადგათ, ირაკლის ხელს სწვდა და ხელი უხეშად მოაშორა ოლიკოს თმიდან. სალომე წარბებშეკრული შეაშტერდა დათასა და ირაკლის, შემდეგ კი იჭვნარევად აათვალიერა ოლიკო და ტუჩები მწარედ მოკუმა. თვალებით მუქარას აფრქვევდა ოლიკოს მისამართით.
-რა ხდება ჩემი ძმა? -მიმართა დათას ირაკლიმ.
-ამ გოგოსთან მე ვარ, შენ სხვაგან დაჯექი! -დაუღრინა დათამ ბიჭს და მის პასუხს არ დალოდებია ისე დააგდო თავისი ჩანთა ირაკლის ფეხებთან.
-ბოდიში ძმა. -ხელები ასწია ბიჭმა და უხმოდ წამოდგა.
-გააფრინე? -შეაცხრა სახეში სალომეს მრისხანე მზერა დათას, რომელიც ჯერ კიდევ წარბებშეკრული მიშტერებოდა ოლიკოს და ეს უკანასკნელიც უტეხად უყურებდა თვალებში.
-ჰეი, შენ გელაპარაკები დათა! -შეანჯღრია სალომემ.
-ვაახ, გეყოფა ტო! სულ როგორ უნდა წიკვინებდე. -თვალები აატრიალა დათამ და მობეზრებულად გადახედა სალომეს, შემდეგ კი მზერა ავტობუსში ამომავალი გოგონასკენ მიატრიალა.
-ჰეი ლიზა, მარტო ხარ? -ჰკითხა დათამ ავტობუსში ქოშინით ამომავალ მსუქან, წითელლოყება გოგონას.
-კი. -ძლივს აღმოხდა წითელლოყებას.
-აი აქ დაჯექი შენ, ამ გოგოსთან. -თვალებით ოლიკოს გვერდით სავარძლისკენ ანიშნა. ლიზამ ღიმილი მიაგება ოლიკოს და ქოშინით დაეხეთქა მის გვერდით. გოგონა იმდენად მსუქანი იყო, ოლიკო წურბელასავით მიეკრო ფანჯარას, რადგან ლიზა სავარძლის მის ნაწილსაც იკავებდა.
დათამ დამცინავად ჩაიფხუკუნა, ხელი გადახვია სალომეს, ოლიკოს თვალი ჩაუკრა და ავტობუსის ბოლოსკენ გასწია. ოლიკომ ბრაზისგან ძლივს ამოისუნთქა, „მე შენ გიჩვენებ!“ გულში იმუქრებოდა დათას მისამართით და სულ უფრო ძლიერად მიებერტყა დანჯარას, როდესაც ლიზა კარგად მოკალათდა.
***
სტუდენტები შემოდგომისგან შეყვითლებულ ბუნებას შეესივნენ. ყველა თავისთვის იყო დაყოფილი. დათა და თავისი ორი ძმაკაცი გოგონებთან ერთად ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. დათა დროდადრო სარკასტულ მზერას ესვრიდა ხოლმე ოლიკოს, რომელიც წითელლოყება ლიზისთან ერთად იჯდა და გულშეწუხებული უყურებდა, თუ როგორ იტენიდა პირს უკვე მეოთხე ნაჭერი ნამცხვრით.
სტუდენტების წინ ულამაზესი ხედი იშლებოდა. ახალგაზრდები შვიდი მეტრი სიმაღლის კლდის თავზე მოკალათებულიყვნენ, რომელიც ტყეზე იყო მიბმული. კლდის ძირას კი წყნარი, ანკარა მდინარე გადიოდა. სექტემბერი იწურებოდა, თუმცა საბანაოდ შესაფერისი ამინდი იყო. სტუდენტების ნაწილი ტყისაკენ დაიძრა, ნაწილმა კი კლდის პირისაკენ ცელოფანი გააფინეს, ზედ თხევად საპნებს ასხამდნენ და ჟივილით ეშვებოდნენ კლდიდან მდინარეში, მათ შორის იყო დათაც და თავისი ლამაზმანიც. სალომეს წითელი, სექსუალური კუპალნიკი ეცვა, ხოლო დათა წელს ზევით შიშველი იყო და ოლიკოს ლამის სპაზმური შეტევა დაემართა მისი კუნთების შემხედვარე. მეორეს მხრივ, მოსწონდა მხიარული ახალგაზრდების ყურება და ამ ყველაფერს ორმაგად უფრო სასაცილოს ხდიდა ლიზას სიცილი, რომელიც უხმოდ იბერებოდა, უფრო წითლდებოდა და ყრუ ხავილით მიხვდებოდით, რომ იცინოდა.
-შენც გადახტი, მიდი. -შესთავაზა ლიზამ ოლიკოს.
-მე? უი არა. ცურვა არ ვიცი, თან სიმაღლის მეშინია. -მხრების ჩეჩვით უპასუხა გოგონამ.
ლიზა დაიჭყანა და ჩუმად მეხუთე ნაჭერი ნამცხვარი ამოაძრო ჩანთიდან.
ოლიკომ კლდის პირას მდგარი ირაკლი დაინახა, დათას საქციელი მოაგონდა და ბრაზი მოაწვა სახეში. წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა, რომელმაც უცებ გამოხედა და უმალვე აარიდა თვალი. დათას ავტორიტეტი უნივერსიტეტში არამარტო გოგონებთან, არამედ ბიჭებთანაც მაღალი იყო და მასთან პრობლემებს ყველა თავს არიდებდა. ირაკლიც არ იყო გამონაკლისი, ამიტომ არ სურდა ოლიკოს გამოლაპარაკებოდა, თუმცა გოგონა მიხვდა ამას და უფრო ახლოს მივიდა ბიჭთან.
-რას შვრები? -ჰკითხა გაბადრულმა.
-რავი, შენ? -მკრთალად უპასუხა ბიჭმა და თან აქეთ-იქეთ მიმოიხედა.
-რავი. საოცარი სილამაზეა აქ. ცურვა რომ ვიცოდე გადავხტებოდი. -სიცილშერევით უთხრა გოგონამ.
ბიჭმა გაუღიმა.
-არც მე ვიცი და მაგიტომ ვერ ვხტები. -ორივეს გაეცინა ამაზე.
უეცრად ოლიკომ მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა მის უკან და როცა ირაკლის მომღიმარი სახე მოეღრიცა, მიხვდა რომ დათა უახლოვდებოდათ. ბიჭი მაშინვე უკან დაიხია და ოლიკოს მოშორდა. გოგონა ჯიუტად არ იყურებოდა უკან, არ სურდა დათას შეხედვა.
-შენ არ გინდა გადახტე? -ნაცნობი ცინიკური ხმა მოესმა გოგონას ყურთან.
ოლიკომ ფეხები აამოძრავა და წინ წასვლა სცადა, მაგრამ ბიჭმა მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიატრიალა.
-რა გინდა დათა? შემეშვი ერთხელ და სამუდამოდ. -დაღლილი ხმით უთხრა გოგონამ.
ბიჭმა წარბები შეკრა და უარის ნიშნად თავი თითქმის შეუმჩნევლად გადააქნია, მერე კი მალევე გახსნა წარბები და სახეზე გველური ღიმილი მოერია. გოგონას იგივე გრძნობა დაეუფლა, როგორიც მაშინ, როცა გამხეცებული დათა ტატასკენ მიდიოდა და შემდეგ აკოცა. ეს შეგრძნება ცუდ წინათგრძნობასთან ასოცირდებოდა ოლიკოსთვის, რომელიც მისდა საუბედუროდ, არასოდეს უმტყუნებდა.
ბიჭს უფრო გაეხსნა ტუჩები და სახე უფრო გველური გაუხდა, ნელ-ნელა გოგონას ნაბიჯები უკუსვლით აგრძელებდნენ სიარულს.
-არა, შე ცხოველო, ეს არ გააკეთო! -თვალები შიშისგან მრგვალი გაუხდა გოგონას.
-ოჰოო. -ჩაეცინა ბიჭს. -მიდი გააგრძელე, უფრო სტიმულს მაძლევ. -ხმამაღალი სიცილი წასკდა დათას.
-გთხოვ დათა, გევედრები ამას ნუ გაკეთებ. ცურვა არ ვიცი, მოვკვდები.
დათას გველური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, უეცრად გოგონას საჯდომზე დაავლო ორივე ხელი, მაღლა ასწია და მჭიდროდ მიახეთქა საკუთარ სხეულს. გოგონამ ინსტიქტურად ფეხები მოხვია თეძოებზე, ხელები მაგრად მოუჭირა კისერში და თვალები სიმწრისგან დახუჭა.
გულის ფრიალი იგრძნო, სწრაფი და ეგონა რომ სადაცაა ბუდიდან ამოუვარდებოდა. გოგონას შიშის გრძნობას, მასზე მიკრული დათას სხეული ჭამდა და მხოლოდ ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა. სწრაფად ეშვებოდნენ მდინარისკენ და ჰაერს აპობდა ერთმანეთში გადახლართული ორი სხეული. დათა მაგრად უჭერდა ხელებს და ოლიკოც მთელი ძალით იყო ჩაბღაუჭებული მას.
სამი... ორი...ერთი და ჰაერიდან უკვე წყალში გადაინაცვლეს. ღრმად ჩაესო ორი სხეული მდინარეში, თუმცა ოდნავადაც არ შეტოკებულა. მყარად და საგულდაგულოდ იყვნენ მიკრული ერთმანეთზე და იმ წამს ვერავინ და ვერაფერი განაცალკავებდა მათ. ბიჭმა ხელები შეუშვა გოგონას და აამოძრავა. ოლიკო კი ისევ ისე იყო ჩაბღაუჭებული მასზე. წყლიდან თავი ამოყვეს და სწრაფად დაეწაფნენ ჟანგბადს. გოგონამ ინსტიქტურად კლდის თავისკენ აიხედა და უსაშველოდ დიდი მოეჩვენა ეს სიმაღლე, თუმცა მათკენ მომზირალ, ცნობისმოყვარე თვალებს რომ შეეჩეხა, წამსვე დახარა თავი.
-ვიცი, რომ ჩემთან ჩახუტება გინდა, მაგრამ ოდნავ შემიშვი, თორემ ვერ ვმოძრაობ. -ცინიკურად ჩასისინა ყურში დათამ. გოგონამ ფეხები შეუშვა ცივად, ხელებიც ოდნავ მოადუნა.
-არც იცოდნებო. -იგივე ცინიზმით უპასუხა მანაც.
-მე არასდროს ვოცნებობ, ოლი.
ბიჭმა მხრები აამოძრავა და ნაპისიკენ წაიყოლა ოლიკოს სხეულიც. ძლივს აბობღდა გოგონა ხმელეთზე და ქოშინით გაწვა. ცოტა ხნის დასვენების შემდეგ, წამოჯდა გოგონა. დათა მის გვერდით იყო წამოგორებული და თვალები დახუჭული ჰქონდა. გოგონამ ნაცნობი კლდე ხეებს იქით დალანდა და მიხვდა რომ დანიშნულების ადგილიდან საკმაოდ შორს იყვნენ და ვერც ვერავინ ხედავდა მათ. სასწრაფოდ შეანჯღრია მის გვერდით წამოწოლილი დათა.
-სად ვართ? დავბრუნდეთ ახლავე! -გაკაპასდა ოლიკო.
-მოიცა რა... -უდარდელად უპასუხა ბიჭმა.
-რა მოიცა რა, დროზე ადექი. -უბრძანა გოგონამ.
ბიჭმა სიცილით ჩაიფრუტუნა და ცალი თვალით გამხედა გოგონას.
-ამდენი წელია მიცნობ და მაინც ვერ დაამუღამე, როგორ უნდა დამიყოლიო, არა? -ცალყბად ჩაეცინა და იდაყვებზე დაეყრდნო.
-საერთოდ არ ვცდილობ მაგას. -მიახალა გოგონამ.
-ჰოდა, მაშინ მარტო წადი. -ისევ წამოწვა დათა და თვალები მშვიდად დახუჭა.
გოგონამ მძიმე სუნთქვა დაიწყო, ბოღმა ახრჩობდა.
-დათა... -დაიწყო ისევ ბიჭის ნჯღრევა.
-მმმ... -დაბოხებული ხმა ამოუშვა ბიჭმა.
-წავიდეთ, რა... -დამთბარი ხმით უთხრა გოგონამ.
-კარგი მცდელობა იყო, მაგრამ ეგ არ მაკლაყოფილებს. -უპასუხა ბიჭმა, ისე რომ თვალები არ გაუხელია.
გოგონამ მძიმედ ამოიხვნეშა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელის პოვნას შეუდგა. დათა ისევ ისე მშვიდად იყო წამოგორებული და ალბათ დარწმუნებულიც იყო, რომ ოლიკო გასასვლელს ვერ იპოვნიდა. უშედეგო ძებნის შემდეგ, გოგონა ისევ მიუჯდა მწოლიარე დათას გვერდით, ღრმად ამოიხვნეშა და მის წინ გაშლილ ულამაზეს ბუნებას გახედა.
-ბუნება... -დაიწყო გოგონამ უჩვეულოდ წყნარი, დამტკბარი ხმით. დათამ ცალი თვალით ამოხედა. -ის საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ იცოდეს, ზოგჯერ აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება. ზოგჯერ, ცარიელი ფურცლიდან დაწყებაა საჭირო.
გოგონა ისევ წინ იყურებოდა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. დათა უკვე მის გვერდით იყო წამომჯდარი, ცოტა ხანი სახეში უყურა გოგონას, შემდეგ კი მზერა მის წინ გაშლილ ბუნებას შეაგება. ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ.
-ჰო, ბუნება საოცარი რამეა. -დაარღვია სიჩუმე ბიჭმა. -მასში უამრავი ხიფათია, სირთულე, შეიძლება ბევრჯერ სიკვდილსაც კი გადაეყარო, მაგრამ იქ ვერ ნახავ ბოროტებას. -სახე ოდნავ დაეჭყანა ბიჭს თავზე წამომდგარი მზის გამო. ოლიკოს გახედა. -ადამიანური ბუნება კი საწამლავია და ბუნებისაგან განსხვავებით, არც თავად დაიწყებს ახლიდან და არც სხვას მისცემს მაგის უფლებას. -დაასრულა დათამ.
ოლიკომაც გამოხედა, ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს. თვალებით ეუბნებოდნენ ოთხი წლის ნაგროვებ სიტყვებს. ყლაპავდნენ ერთმანეთის ტკივილებს. დანანებით შესჩერებოდნენ ერთმანეთს. ოლიკოს თვალები გაუმწვანდა, სწორედ ასე ემართებოდა, როცა მასში წყალი უდგებოდა. ბიჭმა თავი ჩახარა და უმისამართოდ გაიხედა წინ. გოგონას მზერას კვლავ გრძნობდა, ვერ გაუძლო და ფეხზე წამოდგა.
-წავიდეთ. -უთხრა ბიჭმა ისე რომ მისკენ არ გამოუხედავს. თანდათან შორდებოდა გოგონას. ეს უკანასკნელი კი ისევ იჯდა მდინარის ნაპირზე და მისგან მიმავალ დათას უცქერდა, უკვე მერამდენედ უყურებდა მისგან მიმავალს...
-რატომ მიმატოვე, დათა? -ცრემლებისგან აკანკალებული ხმით დაუყვირა გოგონამ. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. სახე ბრაზისგან წამოენთო, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთზე და გაცეცხლებული გაექანა გოგონასკენ. მკლავში სწვდა და ფეხზე წამოაგდო. ახლოს მიუტანა სახე.
-შენ რა გააკეთე? -ღრიალებდა ბიჭი. -შენი თავი ფრთიანი ანგელოზი გგონია? არც შენი სიყვარული ყოფილა ნამდვილი და ამას შენს თითზე წამოცმული ბეჭედი ამტკიცებს! არ გაბედო ჩემთვის მაგ კითხვის დასმა, გაიგე? არ იმსახურებ მაგის პასუხს! -სულ უფრო უწევდა ხმას ბიჭი. სახე სულ დამანჭვოდა ბრაზისგან. დაბერილი ნესტოებიდან სწრაფად სუნთქავდა, სხველი თმა თვალებში ჩამოჰყროდა. მერე უხეშად შეუშვა ხელი გოგონას, ღრმად ამოისუნთქა და წინ ჩამოყრილ თმაზე გადაისვა ხელი. -წავედით. -მშვიდი ხმით უთხრა მან.
-ტატას თავი დაანებე, დათა. -მშვიდად მიუგო გოგონამ.
ბიჭს ბრაზიანი სახე ცინიკური ღიმილით შეეცვალა.
-ეგ ჩემი და ტატას საქმეა. თანაც, ჯერ არ მოგინელებია ის სიტყვები, რაც მაშინ მითხარი. -სახე წამდაუწუმ ეცვლებოდა ბიჭს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიოდა მისი გამომეტყველება და ვერავინ გაარკვევდა სინამდვილეში, რომელი იყო ნამდვილი?! იქნებ, არც ერთი?!
ბიჭი შეტრიალდა და ნელი ბანიჯით გაუყვა გზას. გოგონა ერთხანს გაშეშებული იდგა, მერე კი თავჩაქინდრული გაჰყვა უკან დათას ნაბიჯებს.

8 თავი

თეკლე აფორიაქებული ჩანდა. თავისი პატარა საცხოვრებელი ოთახის საწოლზე იჯდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს. როგორ არ ეცადა რამით დაკავებულიყო. ხან წიგნის კითხვა დაიწყო, ხან ფილმი ჩართო, ხან საჭმლის გაკეთება სცადა, ხანაც ინტერნეტ თამაშებს მიუჯდა, მაგრამ არაფერი არ ამშვიდებდა. რაღაც აკლდა... რაღაც, ან ვიღაც. გიორგის თბილი მზერა აკლდა, რომელშიც იკარგებოდა გოგონა. სურდა გამოეკვლია ეს ადამიანი, ბიჭის შიგთავსს გაცნობოდა. სურდა მის შესახებ ყველაფერი გაეგო... გაუთავებლად ესაუბრა მასთან სხვადასხვა თემებზე და ალბათ, ცხოვრებაში პირველად ის იქნებოდა მსმენელის როლში და არა მოსაუბრის ან მრჩეველის. პირიქით, ამჯერად ის მოისმენდა გიორგისგან რჩევებს, დიდი სიამოვნებით მოისმენდა. მასთან პირველი შეხვედრა ახსენდებოდა, როგორი მოურიდებელი და უტაქტო ეჩვენა მაშინ?! შემდეგ კი სულ სხვა დახვდა კლუბში. როგორ შეეძლო ამ ადამიანს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოეხდინა? ეს ხომ თეკლეს არასოდეს დამართნია?! ერთი შემოხედვითაც კი ხვდებოდა გოგონა თუ რა უნდოდათ ადამიანებს მისგან, თუმცა ამ ბიჭისგან ვერც პირველ შეხვედრაზე გაარკვია ეს და ახლა მითუმეტეს. იქნებ, საერთოდ არ აღიქვამდა იგი მას, როგორც ქალს?! გული დაუწვრილდა გოგონას და მასზე ხელი იტაცა. შემდეგ კი წამოდგა, უკვე ჩაცმული იყო. სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და ოთახიდან გავიდა.
მიუყვებოდა ნაცნობი კლუბისკენ მიმავალ გზას თეკლე და თან ფეხები უკან რჩებოდა. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა კლუბში. რას იფიქრებდა გიორგი მასზე?! აშკარად ეგონებოდა, რომ გოგონა მის გამო მიდიოდა იქ. არა, ეს არ უნდოდა მას. უცებ შედგა და მარჯვენა ფეხის კენკვა დაიწყო, მარჯვენა ლოყა კბილებში მოექცია გოგონას და ნერვიულად იკვნეტდა. მერე გიორგის სიტყვები გაახსენდა, რომ შეცდომის დაშვების უფლება უნდა მიეცა სხვებისთვის. თუ სხვები უშვებდნენ შეცდომებს, იქნებ მასაც დაეშვა ერთი პატარა შეცდომა?! შესულიყო იმ კლუბში და შეხვედროდა გიორგის, მიუხედავად იმისა, თუ რას იფიქრებდა ის მასზე. ეს აზრი მტკიცედ გაუჯდა გონებაში გოგონას და სწრაფად დაიძრა ადგილიდან, არ სურდა გადაეფიქრა, ამიტომ თითქმის სირბილით მივარდა კლუბთან, ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შევიდა.
ბართან ისევ სხვა ბარმენი დახვდა. მშვიდად მიუახლოვდა გოგონა ბარს და ჩამოჯდა. ფრთხილად ათვალიერებდა იქაურობას, თვალებით გიორგის ეძებდა და თან გული სწრაფად უცემდა.
-გამარჯობა. რას დალევ? -ღიმილით შეეკითხა ბარმენი.
-ჯერ წყალს, მერე მოვიფიქრებ. -გაუაზრებლად წამოიძახა გოგონამ და ისევ თვალების ცეცება დაიწყო.
რამდენიმე წამში მის წინ წყლით სავსე ჭიქა აღმოჩნდა და ხარბად დაეწაფა. ნერვიულად ათამაშებდა ფეხებს და თვალებს ვერ აჩერებდა.
-ვინმეს ელოდები? -ბარმენის კითხვამ გამოარკვია.
-მე? არა, არავის არ ველოდები. დღეს გიორგი არ არის? -შეეცადა კითხვა სხვათაშორის დაესვა და მგონი გამოუვიდა კიდეც.
-ბარმენი გიორგი ჩვენთან აღარ მუშაობს. -მშვიდად მიუგო ბიჭმა.
თეკლე ნერვიულმა სიმხურვალემ აიტანა, ნუთუ ვერასდროს ნახავდა გიორგის? ანი. უცებ ანი ამოუტივტივდა თავში და შვებით ამოისუნთქა, ანისთან შეძლებდა მის ნახვას.
-რატომ? -ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ჰკითხა ბარმენს გოგონამ.
-არ ვიცი. მიზეზი არ უთქვამს. -მხრების ჩეჩვით უპასუხა ბიჭმა და თან სველი ჩვარი გადაუსვა ბარის დაფას.
თეკლე ბარიდან გამოვიდა. გული შეკუმშვოდა, უფრო ძლიერად მოუნდა გიორგის ნახვა. რატომ წავიდა ბარიდან? უამრავი აზრი ტრიალებდა გოგონას გონებაში, თუმცა ერთი ყველაზე მეტად ესობოდა გულზე ეკალივით. გიორგი მაშინაც მიხვდა, რომ იქ მის გამო მივიდა თეკლე. იქნებ, აღარ სურდა მას მისი ნახვა? თუმცა ამის გამო სამსახურის დატოვება სისულელე იყო, თეკლე არ ღირდა მისთვის იმდენად, რომ მის გამო ან წასულიყო ან დარჩენილიყო. რაც უფრო მეტად უხურდა სხეული ნერვიულობისგან, უფრო მეტად სურდა გაერკვია. ყველაფრის გარკვევა სურდა გოგონას, რადგან გაურკვევლობა აღშოთებდა, სულს უფორიაქებდა და ასუსტებდა თითქოს. სისუსტეს ვერ იტანდა, ვერ იტანდა იმდენად, რამდენადაც ძლიერი იყო და გოგონა საკუთარ სიძლიერეში ფრიად დარწმუნებული გახლდათ.
ტელეფონი ამოიღო და ანას ნომერზე დააწკაპუნა. ორი ზარის შემდეგ ხმა გაიგო.
-თეკლეეე... როგორ ხარ? -მოესმა მეორე მხრიდან გახარებული ხმა.
-კარგად ანა, შენ როგორ ხარ? -მშვიდად მიუგო გოგონამ.
-მეც კარგად. სად ხარ? გამო ჩემთან.
-ჰო, მაგიტომ დაგირეკე. მარტო იქნები თუ ისინიც იქნებიან? -ცნობისმოყვარედ ჰკითხა თეკლემ.
-არა არა, მარტო ვიქნები. ისინი რომც გამოვიდნენ, გიორგი არ იქნება, დამშვიდდი. -დარწმუნებით თქვა გოგონამ.
თეკლე სულ უფრო მოიცვა გაურკვევლობამ.
-რატომ არ იქნება? -სწრაფად იკითხა მან.
-რამდენი ხანია უკვე აღარ მოდის. შენს მერე ერთხელ იყო ცოტა ხნით, მის მერე აღარ გამოსულა.
თეკლე ადგილს შეეყინა. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოეფიქრებინა. სურვილი გიორგის ნახვის, სულ უფრო მეტად აწვებოდა გოგონას ტვინს და უეცრად, ნათელმა აზრმა გაიელვა მასში.
-ანა, მგონი გიორგი ჩემი მეგობრის ახლობელია. რაღაც საჭირო ნივთი დარჩენია მასთან და ვეღარ უკავშირდება. მისამართი ხომ არ იცი, რომ ავიდეს და გამოართვას?
-მისამართი? მოიცა ნინის გადავურეკავ, იმას ეცოდინება. დამელოდე, ორ წუთში მოგწერ.
თეკლემ ტელეფონი გათიშა და თვალი უმისამართოდ გაუშტერდა. რატომ სურდა მას გიორგის ნახვა ასე დაჟინებით? ან რა მოხდებოდა, როცა მისამართს გაიგებდა? ნუთუ ამდენად გათამამდებოდა გოგონა და მას სახლში ააკითხავდა? ეს ხომ წარმოუდგენელი სითამამე იქნებოდა თეკლეს მხრიდან?! სულელური, ტატასეული საქციელი. ნუთუ ამის უფლებას მისცემდა საკუთარ თავს? არა, არავითარ შემთხვევაში. მისამართს გაიგებდა თუ არა, მაშინვე გაუქრებოდა ეს სურვილი. ასეა ადამიანი მოწყობილი, როცა ახლოსაა მიზანთან, სწორედ მაშინ ეკარგება სურვილი მისი დაუფლების. სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მასაც ასე მოუვიდოდა. გიორგი უბრალო ნაცნობი იყო, რომელსაც მხოლოდ სამჯერ შეხვდა და ჩვეულებრივი დიალოგი ჰქონდა მასთან. ეს საერთოდაც არაფერს ნიშნავდა და წამით შეზიზღდა გოგონას ამდენად მსუბუქი საქციელის ჩადენის სურვილი რომ დაეუფლა.
მესიჯის წკრიალის ხმა შემოესმა თეკლეს და სწრაფად დახედა ეკრანს.
ანნა: მილორავას 13.
გოგონამ გაუაზრებლად დაუქნის ხელი ტაქსს და ჩაჯდა.
-საით? -მოესმა მძღოლის ხმა წინიდან.
-მილორავას 13. -აღელვებით შესძახა გოგონამ.
ტაქსის მძღოლი უკვე მესამე ჩიხში უხვევდა და ზევით მიიწევდა, შემდეგ კი 13 ნომერ კართან გაჩერდა. გადმოვიდა თეკლე ტაქსიდან და ყავისფერ რკინის კარს მიუახლოვდა ფრთხილი ნაბიჯებით.
ვიწრო აღმართზე ძველი, აგურისგან ნაშენები განუცალკავებელი, გრძელი შენობა იდგა სწორ ხაზად ჩაყოლებული, რომელიც ცამეტ კრინის კარად იყო დაყოფილი. სულ ბოლოს ცხოვრობდა გიორგი, სწორედ შენობის ბოლო კარი გახლდათ 13.
გოგონა კართან იდგა და ტუჩებს იკვნეტდა, ვერ გადაეწყვიტა დაეკაკუნებინა თუ არა. გული სწრაფად უცემდა ნერვიულობისგან. ალბათ, რა სულელურად გამოიყურებოდა იმ წამს?! სად გაქრა მისი თავდაჯერებულობა? ნუთუ ეს რკინის კარი იყო ზღვარი მასა და სიამაყეს შორის? ნუთუ ამ კარის ზღურბლს ვერ გადაივლიდა მისი ჩვეული სიამაყე და ეს ვიწყო ქუჩა შთანთქავდა მას?! გოგონა უკან გაბრუნდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ შედგა. რა დაემართა?! ნუთუ ჩარჩოებში ყოფნა ამდენად რთულია?! ნუთუ წესები თეკლეს სურვილებზე მაღლა იდგა? კეტრინ ჰეპბერნის ფრაზამ გაიელვა გოგონას თავში: „სჯობს გააკეთო და შემდეგ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და გინდოდეს“. უჩვეულო განცდა დაეუფლა. რამდენჯერაც ამ ფრაზას წაიკითხავდა, ეთანხმებოდა, მაგრამ ახლა... სწორედ ახლა იდგა ის სინანულსა და სურვილს შორის, თავმოყვარეობასა და სურვილს შორის და არჩევანს ვერ აკეთებდა. 13 ნომერი რკინის კარი გადაულახავ ციხესიმაგრედ მოეჩვენა. ფრთხილად შეტრიალდა და კარს მიაპყრო მზერა, თავდაჯერებულობამ გაიღვიძა უეცრად მასში, კეტრინ ჰეპბერნის სიტყვებს მყარად მოეჭიდა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს. ფრთხილად დააკაკუნა და გონება გათიშა. ამ წამს არაფერზე არ სურდა ეფიქრა, სუნთქვაშეკრული შესჩერებოდა კარის სახელურს და ელოდებოდა, როდის შეირხეოდა. თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტად მოეცა გამბედაობა გოგონას და შედარებით ძლიერად დააკაკუნა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. კარის სახელური არ ინძრეოდა. გოგონას სწრაფი სუნთქვა აუტყდა, შემდეგ კი ფთხილად მოშორდა კარს და გზისკენ გაბრუნდა ნელი ნაბიჯებით.
უეცრად, მის უკან კარის გაღების ხმა გაისმა და შეტრიალდა. გიორგის სახეს შეაჩეხა მზერა, რომელსაც თვალები შესიებოდა და ოდნავი სილურჯე დაჰკრავდა. ახალგაღვიძებულივით, ოდნავ თვალებმოჭუტული უყურებდა გოგონას და ისეთი სახე მიეღო, თითქოს ვერ იცნო. თეკლე ფრთხილად მიუახლოვდა, ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ბიჭის სახეს, რომელსაც პირისახე თანდათან ეხსნებოდა და ბოლოს ღიმილი გამოეკვეთა.
-თეკლე?! -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები გიორგის პირიდან.
გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.
-ჩემს მეგობართან მივდიოდი, აქ ცხოვრობს სადღაც და ვერ მივაგენი. -სულელური თავის მართლება დაიწყო გოგონამ, არადა ტყუილი საერთოდ არ გამოსდიოდა. -შენც აქ ცხოვრობ? -ნაძალადევი, ანერვიულებული სიცილი აღმოხდა გოგონას და სახე წამსვე დაუსერიოზულდა.
ბიჭმა დაეჭვებით და ღიმილით დახედა.
-შემოხვალ?
-კი. -წამოიძახა უცებ თეკლემ. ბიჭს უფრო მეტად გაებადრა სახე და შესასვლელისკენ ანიშნა გოგონას, ისიც ხელის მიმართულებას გაჰყვა და ჩვეული ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა გიორგის სახლში.
სახლში ძველი რემონტისა და სიძველის სუნი ტრიალებდა. შესასვლელში ვიწრო დერეფანი გაჭიმულიყო, რომლის ბოლოშიც სამზარეულო გახლდათ. დერეფნის მარჯვენა მხარეს კი პატარა მისაღებში გადიოდით, იქედან კი საძინებელში.
გიორგიმ სამზარეულოსკენ აიღო გეზი, გოგონაც მას გაჰყვა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-აქ „სისხლიან მერის“ ვერ გაგიმზადებ. -ღიმილით გამოხედა ბიჭმა.
-არა, ახლა ალკოჰოლი ნამდვილად არ მინდა. –„თუ მინდა?“ პარალელურად გაიფიქრა გოგონამ.
-კარგი, მაშინ... ჩაი თუ ყავა? -თვალები აუთამაშა ბიჭმა.
-ჩაი მირჩევნია. -მშვიდად უპასუხა თეკლემ.
ბიჭი შებრუნდა, წყალი დადგა გაზქურაზე და ისევ თეკლესკენ მიტრიალდა.
-აბა? მომიყევი რამე შენზე. -დაიწყო ბიჭმა. სამზარეულოს დაფაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ერთი ღერი ამოიღო, ტუჩებში მოაქცია, შემდეგ კი ანთებული გაზქურისკენ დაიხარა და სიგარეტს გაუკიდა.
-რა გაინტერესებს? -შეუბრუნა კითხვა გოგონამ.
-ყველაფერი, რის თქმასაც საჭიროდ ჩათვლი. -გიორგი მაგიდას მიუახლოვდა და გოგონას მოპირდაპირედ დაჯდა.
-პატარა ქალაქში გავიზარდე დედასთან და ჩემს უმცროს დასთან ერთად, წელს კი აქ გადმოვედი სასწავლებლად და მამასთან ერთად ვცხოვრობ.
-მოგწონს? -ნაფაზი მოარტყა ბიჭმა.
-კი. თანდათან ვეჩვევი. -მხრები აიჩეჩა გოგონამ. -შენზე რას მეტყვი?
-დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა ნარკომანი იყო და ზედმეტი დოზისგან დაიღუპა ხუთი წლის წინ. მას შემდეგ, მარტო ვცხოვრობ.
გოგონამ ოდნავ გაიკვირვა. ის კი არა, რომ მამა ნარკომანი ჰყავდა და დედა მის მშობიარობას გადაჰყვა?! არამედ ის, რომ გიორგი ამას ზედმეტად ჩვეულებრივად ამბობდა. თითქოს სულაც არ დარდობდა ამაზე, ან უბრალოდ არ იმჩნევდა.
-და ან ძმა არ გყავს? -ჰკითხა თეკლემ.
-ძმა. -ბიჭმა ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან და მაშინვე ახალი ნაფაზი მოარტყა.
-ცალკე ცხოვრობს?
-არ ვიცი, სად ცხოვრობს და რას აკეთებს. ალბათ მამის კვალს გაჰყვება ისიც. -სიმწრის ღიმილი მოეფინა ბიჭს სახეზე და ორ თითს შორის მოქცეულ, ანთებულ სიგარეტზე გააშეშა თვალი.
გოგონა აკვირდებოდა ბიჭის რეაქციებს, მასში ვერაფერს კითხულობდა. ეძებდა პასუხებს, მოეჩვენა რომ გიორგის ფსიქოლოგია თავსატეხებით იყო სავსე, რადგან ის ზედაპირზე არ ამჟღავნებდა საკუთარ შინაგან ბუნებას. მასზე ვერ იმსჯელებდა მისი გარეგანი გამოხატულებით, რადგან გარედან ის სულ სხვანაირი ჩანდა. მთელი სიმდიდრე შიგნით, ღრმად ჰქონდა ჩაფლული ბიჭს და იქ არავის ახედებდა.
-ბარიდან რატომ წამოხვედი? -შეცვალა თემა თეკლემ, ალბათ უფრო იმიტომ რომ გულში რაღაცამ გაჰკრა. იგრძნო, რომ ბიჭს უჭირდა თავის ოჯახზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ პასუხებს უდარდელად სცემდა.
გოგონას კითხვაზე, ბიჭს შესამჩნევად გაეღიმა.
-მეგონა, აქ მეგობარის სანახავად იყავი.
გოგონას სახე გაუფითრდა, ენა დაება და აზრები გაეფანტა. ბიჭმა მისი დაბნეულობა შეამჩნია და ჩაეცინა. ჩაიდნის კივილმა გადაარჩინა თეკლე. გიორგი წამოდგა და ადუღებული წყალი ჭიქებში გადაანაწილა. შემდეგ კი მაგიდასთან დაჯდა და ჩაის ჭიქა თეკლესკენ მიაჩოჩა.
-ტურნირისთვის ვემზადები და მაგიტომ წამოვედი.
-რა ტურნირისთვის? -გაოცებით ჰკითხა გოგონამ.
-ჭადრაკის ტურნირისთვის.
თეკლეს გაეცინა და ბიჭი გაკვირვებით ჩააშტერდა.
-რა გაცინებს?
-რავი, ვერ წარმოვიდგენდი მოჭადრაკე თუ იქნებოდი. -სიცილით უთხრა მან.
-რატომ? -ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა თეკლემ და უფრო დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს ჩაშავებულ თვალებში.
-შენც გაქვს რამე ისეთი, რითაც მსგავსად გამაკვირვებ? -ალმაცერად ჰკითხა ბიჭმა.
გოგონას სახე დაუსერიოზულდა და სიამაყე აენთო.
-ძლიერი ვარ. სხვა გოგოებს არ ვგავარ. -მტკიცედ უთხრა.
-რაში გამოიხატება შენი სიძლიერე?
-ნებისმიერ რამეში. სირთულეები არ მაშინებს. საერთოდ ვერავინ და ვერაფერი შემაშინებს. -ყელი მოიღერა გოგონამ.
-ბანალური პასუხია. -უთხრა ბიჭმა და ჩაი მოსვა.
-ნებისმიერი მოსაზრება ბანალურად ჟღერს, სანამ სისრულეში არ მოიყვან. -უპასუხა გოგონამ.
-შენ შეცდომების გეშინია. ეს შენს ნათქვამს სრულიად აბათილებს.
-არ მეშინია, უბრალოდ ვცდილობ კარგად გავზომო, სანამ გავჭრი. ამ მხრივ, ხშირად ვრწმუნდები რომ მამაკაცებზე ძლიერიც ვარ.
-მხოლოდ შენ, თუ ზოგადად ქალები? -ღიმილი შეეპარა ბიჭს.
-ერთიც და მეორეც. მე მხოლოდ დედამ გამზარდა და მისგან ვისწავლე, რომ მამაკაცი საყრდენი არ არის.
-ფემინისტი ხარ? -უფრო შესამჩნევად გაეღიმა ბიჭს.
-ფემინისტი არ ვარ, თუმცა ბევრ მათ მოსაზრებას ვიზიარებ. ჭადრაკშიც ხომ ყველაზე ძლიერი ფიგურა ლაზიერია? ანუ დედოფალი, ქალი. -ნიშნისმოგებით უთხრა თეკლემ და წარბები აათამაშა.
გიორგის გაკვირვებით გაებადრა სახე.
-ჰო, მაგრამ მთელი ბრძოლა მეფისთვის იმართება. თუ შამათი ჩაგისვეს, დედოფალი მეფესთან ერთად ქრება. ლაზიერი მხოლოდ მაშინაა ძლიერი, თუკი მეფე მყარად დგას. -იგივე ჟესტი გაიმეორა ბიჭმა და წარბები აათამაშა.
კიდევ ორი საათი ისაუბრეს თეკლემ და გიორგიმ, კიდევ ერხელ დალიეს ჩაი. გოგონას ბიჭთან საუბარი ამშვიდებდა, რაც უფრო მეტს იგებდა მასზე, უფრო მეტ საიდუმლოებას ხედავდა ამ ბიჭში და უფრო ღრმად ეფლობოდა ცნობისმოყვარეობის, მისი სურვილის მორევში. წასვლისას, გიორგიმ შესთავაზა რომ ხანდახან სტუმრებოდა მას, რაზეც გოგონა დაუფიქრებლად დათანხმდა და შინისკენ მიმავალ გზაზე, თბილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
***
ოლიკოს ცივ მდინარეში ბანაობისგან და ტანზე სველი ტანსაცმლის შეშრობისგან, სიცხემ მისცა და სამი დღე ლოგინში მწოლიარემ გაატარა. თეკლე ყოველ დღე მიდიოდა მასთან, ერთხელ ტატაც გაჰყვა. ოლიკოსა და ტატას შორის თითქოს ყველაფერი დალაგდა, რადგან ოლიკოს საქმრო ორშაბათს ჩამოდიოდა და გოგონა მხოლოდ ამაზე საუბრობდა. ტატა ზურას ჩამოსვლაზე ხავსმოჭიდებულივით იყო, მისი ბოლო იმედი ოლიკოს საქმროს ჩამოსვლა გახლდათ.
ორშაბათი 13:50
გოგონები უნივერსიტეტის ეზოში, შესასვლელთან იდგნენ და საუბრობდნენ. სხვადასხვა სტუდენტებით იყო სავსე იქაურობა, მათში დათაც ტრიალებდა თავის სალომესთან ერთად და დროდადრო ოლიკოს გველურად გაუცინებდა. გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ ახერხებდა ამას, რადგან დათას მზერა წვავდა. ვერ უძლებდა, დათა მისი სისუსტე იყო. ყველაზე დიდი სისუსტე, რაც კი გააჩნდა.
უეცრად, სტუდენტების მზერა იქვე გაჩერებულ, თეთი ფერის Merdeces S Class_ზე გაჩერდა. ტატა პირდაღებული შეშტერებოდა მანქანას და ცდილობდა გაერჩია, ვინ იჯდა შიგნით. ოლიკოსა და თეკლეს დიდად ყურადღება არ მიუქცევიათ.
-აუ, ეს უნდა ნახოთ. რა ბიჭია, ღმერთო. -წამოიყვირა ტატამ.
გოგონება ერთდროულად გაიხედეს, მანქანიდან შავრვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, შავგრემანი, სიმპათიური მამაკაცი გადმოვიდა წითელი ვარდით ხელში და გოგონებისკენ გამოემართა.
-ზურა.. -ბედნიერი სიცილი წასკდა ოლიკოს და თავისი საქმროსკენ გაექანა.
-კარგი რა. -თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ ტატამ და გაეცინა.
ზურამ თბილი ჩახუტება და ვარდი აჩუქა თავის საცოლეს.
-მომენატრე და პირდაპირ აქ მოგაკითხე. -თბილად წარმოთქვა მან.
ოლიკოს მორცხვად ჩაეღიმა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა თავის საქმროს.
ეზოში მიმოფანტული სტუდენტების მზერა მხოლოდ ამ წყვილისკენ იყო მომართული, ზურას ყურადღება არც კი მიუქცევია მათთვის, მხოლოდ თავისი ულამაზესი საცოლის ცქერით ტკბებოდა. დათამ ცივად შეუშვა ხელი სალომეს და თვალები ჩაუწითლდა ბრაზისგან. ძარღვებმა დააყარა მთელს ტანში, როცა დაინახა როგორ ეხუტებოდა ოლიკო სხვა კაცს.
თეკლე და ტატა მიუახლოვდნენ მათ და ოლიკომ თავისი მეგობრები გააცნო ზურას.
-ეს თეკლეა, ეს კი ტატა. გოგონებო, ეს ზურაა, ჩემი საქმრო. -ტუჩებს თავს ვერ უყრიდა გოგონა სიხარულისგან.
თეკლემ სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ტატამ კი ლამის კივილით უთხრა.
-მე ტატა ვარ, ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა. ოლიკოს ბეჭედზე გავგიჟი, მაგარი გემოვნება გქონია. -ენას არ აჩერებდა.
ზურამ, როგორც ჯენტლმენებს შეშვენით, ხელზე ეამბორა ორივე გოგონას და შემდეგ, ისევ ოლიკოს მიაპყრო მზერა.
-თუკი მორჩით ლექციებს, მე გაგიყვანთ სახლებში. -შესთავაზა მან.
-კი, უკვე მოვრჩით. -უპასუხეს გოგონებმა ერთხმად.
ის-ის იყო მანქანაში სხდებოდნენ, უეცრად ოლიკომ მხარზე მძიმე ხელის დაცემა იგრძნო. „ღმერთო, მიშველე.“ ლოცულობდა გოგონა შინგნით. ზურამ გაკვირვებით შეათვალიერა დათა და შემდეგ თავის საცოლეს გახედა.
-გამარჯობააა, მე დათა ჯიშკარიანი ვარ. ოლიკოს ბავშვობის... -ცოტათი პაუზა ჩასვა ბიჭმა. ოლიკოს აკანკალებულ მხრებზე, ოდნავ ჩაეღიმა და გააგრძელა. -მეგობარი.
ზურამ საეჭვოდ ჩაიღიმა და დათას გაწვდილ ხელს, თავისი შეაგება.
-ზურა დადიანი, ოლიკოს საქმრო. -სიამაყით წარმოსთქვა მამაკაცმა.
დათას ნაძალადევად ჩაეცინა.
-ჰო ვიცი, ოლიკო ბევრს მიყვებოდა შენზე. -გოგონას გახედა დათამ. ის სახეწაშლილი იდგა, გული ლამის ამოუვარდა, ისე სწრაფად უცემდა. ენა ჩავარდნოდა, ხმას ვერ იღებდა. მხრებზე გადაფენილი დათას ხელი, უსაშველოდ ამძიმებდა. სულზე აწვებოდა.
-ჰოო? მაინც რას გიყვებოდა? -ხელები გადააჯვარედინა ზურამ და დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს.
დათას სიცილი აუვარდა.
-ცუდს არაფერს, დამშვიდდი ძმაო. -ხელი მოაშორა ოლიკოს მხარს და აქეთ-იქეთ გაშალა.
-აბა, წარმატებები. -ორი თითი შუბლზე აიკენკა ბიჭმა და დამცინავი სიცილით დატოვა იქაურობა.
მთელი გზა, ხმა არავის გაუღია. ყველა უხერხულად იშმუშნებოდა, ზურას გარდა. ზურა მყარად იჯდა, მშვიდად, აუღელვებლად სუნთქავდა. ოლიკო კი მთელი ტანით ცახცარებდა.
მამაკაცმა გოგონები სახლებში დაარიგა. ოლიკოს თბილად გამოემშვიდობა კორპუსის სადარბაზოსთან.
-არ ამოხვალ? -ფრთხილად ჰკითხა ოლიკომ.
-ახლა არა, რაღაც აუცილებელი შეხვედრა მაქვს დანიშნული. სახლში გავალ, მოვწესრიგდები, პირდაპირ აეროპორტიდან მოგაკითხე. -ხელი ნაზად მოუსვა გოგონას სახეზე და ნიკაპიდან ჩამოაცურა. -ხვალ ამოვალ და ვნახავ შენებს, მერე სადმე წავიდეთ. მომენატრა ჩემი ქალაქი. -ღმად ჩაისუნთა ბიჭმა ჟანგბადი.
როცა ოლიკო სადარბაზოში მიიმალა, ზურამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა.
-გამარჯობა, პეტრე. როგორ ხარ?
-ვააა, ზურა შენ ხარ? ხმაზე გიცანი, ტო. როგორ ხარ, როდის ჩამოხვედი?
-დღეს ჩამოვედი, ამ დღეებში გნახავ. როგორ მიდის საქმეები? -მამაკაცი მანქანისკენ დაიძრა.
-ძველებურად, შენკენ რა ხდება? გავიგე ცოლი მოყავსო.
-კი, მომყავს. მისმინე, რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან.
-რაც გინდა ზურა. ხო იცი, შენ გამო არაფერზე დავიხევ უკან.
-მოკლედ, დავით ჯიშკარიანზე გამირკვიე ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს, ყველა დეტალი.
-ხო მშვიდობაა?
-კი, კი მშვიდობაა, რაღაც საქმისთვის მჭირდება.
-არ არის პრობლემა, ყველაფერს გაგირკვევ მალე და გადმოგირეკავ ამ ნომერზე.
ზურამ მანქანა დაქოქა და მთავარ გზაზე, მანქანების რიგებს შეუერთდა.
***
18:30
ბატონი დიმიტრი, ქალაქის პრესტიჟული რესტორნის მაგიდასთან იჯდა და ზურა დადიანს, თავისი კომპანიის გადამრჩენელს ელოდებოდა. ზურას ნახევარი საათი შეაგვიანდა, დიმიტრი წამდაუწუმ გაჰყურებდა საათს და ნერვიულად კენკავდა თითებს მაგიდაზე. რესტორანში შარვალ-კოსტიუმიანმა, ახალგაზრდა მამაკაცმა შემოაბიჯა, დიმიტრიმ საჩვენებელი თითით ანიშნა საკუთარ თავზე. მამაკაციც მისკენ დაიძრა და ჰალსტუხის სწორებით დაჯდა დიმიტრის მოპირდაპირე სავარძელზე.
-გამარჯობა, ბატონო ზურა. -შვებით აღმოხდა ბატონ დიმიტრის.
-ბევრი დრო არ მაქვს. -ოდნავ აღელვება ეტყობოდა ზურას ხმაში. -მოკლედ, ბევრი არ მაინტერესებს შენს კომპანიაზე. ბუღალტერმა ანგარიშები უკვე გადმომიგზავნა, აი აქ 1 000 000$_ის ჩეკია. -თეთრი პატარა ფურცელი დადო მაგიდაზე ზურამ. -ეს ფული საკმარისია შენი კომპანიის ასამუშავებლად, მაგრამ ერთი პორიბით.
დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა.
-რა პირობა? ნებისმიერ პირობაზე თანახმა ვარ, ბატონო ზურა. ეს კომპანია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მე... -პირში გაეჩხირა სიტყვები ბატონ დიმიტრის, როცა ზურამ შეჩერების ნიშნად, ხელი ასწია.
-მოკლედ, საქმე შენს შვილს ეხება, დათას. -მწარედ წარმოსთქვა მამაკაცმა.
დიმიტრიმ წარბები შეკრა, ვერ მიხვდა რა შუაში იყო დათა ზურასთან. რა საერთო უნდა ჰქონოდა მის ვაჟს, ამ მამაკაცთან?!
-დათა რა შუაშია? -წარბებს არ ხსნიდა ბატონი დიმიტრი.
-ჩემს საცოლეს, ახლოს აღარ გაეკაროს. თუ ერთხელ მაინც შევამჩნიე მის სიახლოვეს, შენი კომპანია ჩაიძირება! -მუქარით წარმოთქვა ზურამ.
დიმიტრიმ უფრო შესამჩნევად შეკრა წარბები. რაღაც ეჭვმა გაჰკრა გულში და მის გვერდით დადგმული ღვინო მოსვა ნერვიულად.
-რა ჰქვია შენს საცოლეს? -ისე ჰკითხა კაცმა, რომ ზურასთვის არც შეუხედავს.
-ოლიკო ბოლქვაძე.
ამ სახელის გაგონებაზე დიმიტრი ჯიშკარიანს უშველებელი ნერწყვი გაეჩხირა ყელში და ნერვიული ხველება აუტყდა.
-რა ხდება? -იჭვანერად ჰკითხა ზურამ.
მამაკაცმა ძლივს ამოისუნთქა და ზურას მიაშტერდა.
-გასაგებია, დაველაპარაკები. -ძლივს ამოღერღა ბატონმა დიმიტრიმ.
-ესე იგი შევთანხმდით. გემრიელად მიირთვით, ბატონო დიმიტრი. -მშვიდად მიუგო ზურამ, ფეხზე წამოდგა და რესტორნის გასასვლელისკენ დაიძრა.
დიმიტრის მადა გაუქრა, თვალები ბრაზისგან ჩაუწითლდა, მაგიდის ხელსახოცი მაგრად დაახეთქა და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი.
***
22:35
დათა თავისი ოთახის საწოლზე იწვა და ბოღმა ახრჩობდა, ზურასა და ოლიკოს ჩახუტების სცენა ედგა თვალწინ და მთელი სხეული უდუღდა ბრაზისგან. როგორ შეიძლებოდა ოლიკო სხვას ჩახუტებოდა?! ბრაზი უფრო მოაწვა თვალებში, ფეხზე წამოდგა და საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადებული ჭიქა მთელი ძალით შეახეთქა კედელს.
-ამის დედაც მოვ**ან. -დაიღრიალა ბიჭმა და ანერვიულებული დაეხეთქა საწოლზე.
ოთახის კარი ლამის შემოგლიჯეს, ბიჭმა მშვიდად ახედა მის თავზე წამომდგარ, ბრაზისგან ალეწილ მამას.
-ისევ ოლიკო, ბიჭო? მეგონა ეს გავიარეთ. -დაუღრიალა კაცმა.


9 თავი

დათამ წარბები შეკრა, ცოტათი დაბნეულობა გამოეხატა სახეზე. საიდან გაიგო მამამისმა ოლიკოს შესახებ? თუმცა, ამ მომენტში მას ამაზე მეტად სხვა რამ ღრღნიდა. ყველაზე ძლიერად ტვინსა და ნერვულ სისტემას დიმიტრის მიერ წარმოთქმული სიტყვა „გავიარეთ“ ხვდებოდა. ბიჭს სახე აელეწა. ზიზღი, ბრაზი, გაღიზიანება, ყველაფერი ერთად გამოეხატა სახეზე და მაშინვე ზეწამოიჭრა.
-გავიარეთ? -დაიღრიალა მან. -შენ რა გაიარე მამა? ეს მე გავიარე! გაიგე? მე გავიარე!
დიმიტრიმ ყოველთვის იცოდა, რომ მისი შვილი მშვიდი ნერვებითა და ლოიალურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მსგავს გაღიზიანებას მაინც არ ელოდა მისგან. ახლა არ იყო ჩხუბის დრო, მისი კომპანია საფრთხის ქვეშ იდგა და ყველანაირი გზა უნდა მოეძებნა იმისთვის, რომ უკანასკნელი შანსი ზურას სახით, არ დაეკარგა. იცნობდა დიმიტრი თავის ვაჟს და იცოდა, რომ თუ აგრესიით მიუდგებოდი, აგრესიითვე გიპასუხებდა, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა. შეეცადა დამშვიდებულიყო და მშვიდად დალაპარაკებოდა დათას.
-ოლიკო, სხვისი საცოლეა დათა. სხვის ქალთან არშიყი არაა კაცური საქციელი. -მშვიდად წარმოთქვა დიმიტრიმ.
-სხვის ქალთან? -ძარღვები დაებერა ბიჭს ბრაზისგან. -ეგ გოგო ჩემი იყო ყოველთვის და ჩემი იქნება! და კიდევ, კაცობას შენ ნუ მასწავლი! ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, თუ გავიხსენოთ?
დიმიტრიმ მუშტი მოიღერა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. უნდოდა ამ ლაწირაკისთვის კარგად ეთავაზა ასეთი ტონით საუბრისთვის, მაგრამ იცოდა რომ ეს უარეს შედეგს გამოიწვევდა.
-შენ და ოლიკო ვერასოდეს იქნებით ერთად, შვილო. თქვენს შორის დიდი ხრამია და რამდენადაც არ უნდა ეცადო, ვერ ამოავსებ. თქვენს უკან ისტორია დგას, რომელსაც ვერ შევცვლით. კაცი არ ხარ? გოგოების მეტი რა არის?! შენი და იმ გოგოს ურთიერთობა შეცდომა იყო და სწორიც იყო, რომ დაშორდით. ამას კიდევ ემატება ის, რომ ოლიკო სხვისი საცოლეა. მოგწონს ეს შენ თუ არა და მოიქეცი კაცურად! კომპანია კოტრდება, ზურა დადიანი კი ჩვენი უკანასკნელი შანსია. შენც ხომ ხვდები, რომ იმ გოგოსთან ვერაფერი გექნება? ხომ ხვდები შვილო, ასე რამ დაგაბრმავა? შეეშვი იმ გოგოს! შეეშვი ერთხელ და სამუდამოდ!
დათას მთელი არსებით ეზიზღებოდა იმ მომენტში მამამისი. მთელი არსებით ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. ეზიზღებოდა მთელი სამყარო, ადამიანური წესები, ჩარჩოები, რომელიც დიდ ბარიკადად აღმართულიყო მასა და ოლიკოს შორის. ეზიზღებოდა ზურა დადიანი, რომელსაც ეგონა რომ უფლება ჰქონდა, ოლიკოს შეხებოდა და ეზიზღებოდა იმის გამო, რომ მამამისით მანიპულირებდა. თვალები დაექაჩა, კბილები მაგრად ჰქონდა მიკრული ერთმანეთზე, ნესტოები დაჰბერვოდა და სწრაფად სუნთქავდა, თვალებით ღრღნიდა მის წინ აღმართულ მამის გამოსახულებას, რომელიც იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სული სტკიოდა დათას მთელი ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა ამავდროულად სწორედ მამამისის დამსახურება იყო, რომ მან ოლიკო იპოვნა.
-ფეხებზე შენი კომპანიაც და შენი წარსულიც. ჭირსაც წაუღია ყველაფერი! შენ ჩემს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევი, ისევ ის *ლე ბავშვი ხომ არ გგონივარ, შენს ერთ სიტყვაზე რომ გაუშვა გოგო, რომელიც უყვარდა? შენ ხომ გაწირე საკუთარი შვილი იმ ტანჯვისთვის, რაც დღემდე მჭამს?! -ბიჭს მწარედ გაეღიმა, ხელები აქეთ-იქეთ გაშალა, თითქოს მამამისს ანიშნა, რომ კარგად შეეხედა საკუთარი შვილისთვის. -ახლა უყურე, რადაც ვიქეცი! გულქვა და ბოროტ არსებად, რომელსაც მაგრად კიდიხარ შენც და შენი დაწყევლილი კომპანიაც. მიმიფურთხებია ყველაფრისთვის! -ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა ბიჭმა, სწრაფად დაიძრა კარისკენ და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან.
ბატონი დიმიტრი შეშლილი სახით იყურებოდა, მისი კომპანია განწირული იყო, მაგრამ ამავდროულად დათას ისევ ოლიკო უყვარდა, რომელიც აკრძალული ხილი უნდა ყოფილიყო თავისი ვაჟისთვის.
***
პარასკევი 8:30
დათა მთელი ძალით აჭერდა გაზს ფეხს. მთელი ღამის უძილობისგან, თვალები შესიებოდა და მთელს ტანში ამტვრევდა. მანქანა მიჰქროდა, უკან იტოვებდა გრძლად აღმართულ შენობებს, შხუილით ძვრებოდა სხვა მანქანებს შორის და წინ მიიწევდა... „სხვის ქალთან არშიყი არაა კაცური საქციელი“ - ეს სიტყვები არ ამოდიოდნენ მისი გონებიდან, „სხვის ქალთან“, „სხვის ქალთან“. ოლიკო სხვისი ქალი იყო, ნუთუ ამას დაუშვებდა დათა?! ნუთუ ოდესღაც დაუშვა ის, რომ მას გაუშვებდა?! რომ ოდესმე ის დათას ოლიკო აღარ იქნებოდა?! ღრიალებდა დათა, მთელი ძალით ურტყამდა ხელს საჭეს და უფრო მეტად აწვებოდა გაზს. მანქანის სიჩქარე იმატებდა და დათას აგრესიაც მასთან ერთად. მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო, უზარმაზარი უფსკრული აღმართულიყო მის წინ, რომლის ერთ მხარეს მხოლოდ დათა იდგა, ხოლო მეორე მხარეს მთელი სამყარო, რომელსაც ოლიკო გამოეკეტა და არც კი ანახებდა მას. რად იქცა ეს ბიჭი ამ ოთხი წლის განმავლობაში? ვის დაემსგავსა ის ოლიკოს გარეშე? ცხოველს, მონსტრს, რომელიც ყველას და ყველაფერს ანაგდგურებს, რასაც კი შეეხება. ყველაფერი, რაც მასში კარგი იყო, ამ ოთხმა წელმა შეჭამა, გამოაცამტვერა და დატოვა მხოლოდ აგრესია და ზიზღი. ტანჯავდა გოგოს, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, უყურებდა თუ როგორ აწამებდა მას, როგორ თამაშობდა მის გრძნობებზე და ეს სიამოვნებას ანიჭებდა. ოლიკოს ტკივილი სიამოვნებდა, ავადმყოფურად მოსწონდა მისი წყლიანი, ტკივილიანი თვალები და ყოველ ჯერზე, ყოველ მიყენებულ ტკივილზე, უფრო მეტად უყვარდებოდა იგი.
დათას მანქანა მინებიან, თოთხმეტ სართულიან, უზარმაზარ შენობასთან გაჩერდა, რომლის შესასვლელშიც, დიდი ასოებით ეწერა „ძველი გემო“. შესასვლელში მჯდარმა ქერათმიანმა ღიმილით შეათვალიერა შენობაში შესული ახალგაზრდა და ფეხზე წამოდგა.
-გამარჯობა, ბატონო დათა.
ბიჭი წარბებშეკრული, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მდივნის მაგიდას. სახეზე ცხოველური მზერა გადაჰკვროდა და გოგონა ოდნავ დაიბნა, ვერ გაეგო გაეღიმა თუ სერიოზული სახე მიეღო. ბიჭი სწრაფად სუნთქავდა, წამდაუწუმ აცურებდა თმაში ხელებს და უკან იწევდა.
-რეზოს ვეძებ. -მოკლედ მოუჭრა მან.
-ბატონი რეზო, თავის კაბინეტშია. -დაყენებული სახით უპასუხა გოგონამ.
-აბა მე რა ვიცი მაგის კაბინეტი?! -შეუბღვირა დათამ.
-მე_14 სართულზეა, ხელმარჯვნივ. კარზე აწერია და მიხვდებით ბატონო დათა. -ბოლო სიტყვები ბუნდოვნად მოესმა უკვე ლიფტთან მისულ ბიჭს.
ბატონი რეზო ჭკუასელი, კომპანიის ფინანსური დირექტორი გახლდათ, რომელიც ასევე კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა პირზე ფლობდა ინფორმაციას. ასაკით მხოლოდ 27 წლის იყო, საკმაოდ ახალგაზრდა ამ თანამდებობისთვის, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ერუდირებული მისი ასაკისთვის. ამჟამად, თავისი კაბინეტის სავარძელში მოკალათებულიყო და თავით იყო ჩამძვრალი საბუთებში, როდესაც მის წინ კარი ლამის შემოგლიჯეს. რეზომ სწრაფად აიხედა და მაგიდაზე მაჯებით დაყრდნობილი, გამხეცებული დათა რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა.
-დათა?! -გაკვირვებული შეაშტერდა ბიჭს. -ხომ მშვიდობაა?
-ზურა დადიანზე ინფორმაცია მჭირდება, ახლავე! -ბრაზს ვერ იკავებდა ბიჭი და სიტყვები ვულკანივით აფრქვევდა მისი პირიდან.
-ამის უფლება არ მაქვს. -მშვიდად მიუგო რეზომ, პერანგის საყელო ოდნავ შეიხსნა ნერვიულად და თავის სავარძელში ჩაჯდა.
-მგონი ხვდები ხო, შენი უფლებები რო მაგრად მ*იდია? -დაუღრინა ბიჭმა.
-მე არ ვიცი დათა შენ რა გ*იდია და რა არა, მაგრამ მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ. -უფრო ანერვიულდა რეზო, მაგრამ მაქსიმალური სიმშვიდით საუბრობდა.
-მაინც, რამდენი ხანი გაგრძელდება შენი სამუშაო აქ, რეზო? -ცინიკურად დაუსისინა ბიჭმა. -ამ კომპანიის მომავალი დირექტორი მე ვარ და გაინტერესებს პირველს რას გავაკეთებ, როცა აქ ფეხს შემოვდგამ? -უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები ბიჭმა. -ამ სამსახურს ისე დატოვებ, რომ არცერთი კომპანია არ მიგიღებს! სხვათაშორის, ჩემს დირექტორობამდეც შემიძლია მაგის გაკეთება.
რეზომ უშველებელი ნერწყვი გადაყლაპა, თვალებს ნერვიულად აცეცებდა. იცოდა, რომ დათას მარტივად შეეძლო მუქარის ასრულება, მაგრამ ნუთუ ბატონი დიმიტრი ასე მარტივად დათანხმდებოდა თავის ვაჟს, რომ რეზო სამსახურიდან მოეხსნა?! ცოტათი შეგულიანდა ფინანსური დირექტორი.
-მაგას როგორ იზამ? ჩემი აქედან გაგდება ეგეთი მარტივი გგონია, დათა? მე ფინანსური დირექ... -დათას ხარხარზე სიტყვა გაუწყდა რეზოს.
-მე იცი ვინ ვარ? -კმაყოფილად ჩააშტერდა დათა. -ამ კომპანიის მფლობელის შვილი და თანაც ჩემს საქციელზეა დამოკიდებული კომპანიის გადარჩენა. შენი აზრით, რას იზამს მამაჩემი თუკი მის შემოთავაზებას, შენი გაგდების სანაცვლოდ დავთანხმდები? -წარბები ასწია ბიჭმა და გველურად ჩააშტერდა რეზოს.
ამ უკანასკნელს ნერვიულად აელეწა სახე, მიხვდა რომ მწვერვალზე მყოფ კარიერას, ოცი წლის ბიჭის გამო დაკარგავდა. ამდენი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყრებოდა, რადგან დათა საკმარისად ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს სათანადოდ გასწორებოდა, თუკი ვინმე მის წინააღმდეგ წავიდოდა. რეზოს სახე ნაძალადევი ღიმილით შეეცვალა, ტუჩები ნერვიულად ააცმაცუნა.
-კარგი, ოღონდ მამაშენს არ უთხრა. -ჩაიბურტყუნა მან.
-ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. -კმაყოფილად ჩაესვენა დათა, რეზოს მოპირდაპირე სავარძელში. -აბა, გისმენ.
-დედისერთაა. მშობლები გაშორებულები არიან, შვიდი წლის წინ გადავიდა მამასთან საცხოვრებლად. მამამისს რამდენიმე რესტორანი აქვს ესპანეთში, თვითონ კი ერთ-ერთი ბანკის მთავარი ფინანსისტია იქ. დედა აქ ცხოვრობს, მარტო. მისამართიც გაინტერესებს? -მშვიდად წარმოთქვა რეზომ ისე, რომ კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მისამართიც და ტელეფონის ნომერიც. -სრული სიმშვიდით მიუგო დათამ.
***
დათას მანქანა ხმამაღალი ტორმუზით გაჩერდა ორ სართულიანი, თეთრი სახლის წინ, რომელიც შავი სახურავით გადაეფარათ. სახლს ასევე შავი, მაღალი გალავანი ერტყა. ეზო სავსე იყო სხვადასხვა, ფერადი ყვავილებით. რამოდენიმე წამში, დათა კართან იდგა და ზარს რეკდა. ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ, კარი შავგრემანმა, ორმოცდაათ წლამდე ქალმა გააღო, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თუმცა თვალები შესიებოდა, ჩაწითლებოდა და ნამთვრალევი სახე მიეღო. მხრებზე პლედი ჰქონდა შემოხვეული. კართან მდგარი სიმპათიური ახალგაზრდა ბარბაცით შეათვალიერა და აწეწილი თმა შეისწორა.
-გამარჯობა, ახალგაზრდავ. -ნამთვრალევი ღიმილითა და ბარბაცით უთხრა ქალმა.
-გამარჯობა. ზურას ვეძებ. -მშვიდად მიუგო დათამ, თან ფრთხილად შეათვალიერა ქალი.
-კარგ დროს მოხვედი, უკვე წასვლას აპირებდა. -ძლივს იმაგრებდა ქალი თავს, რომ არ წაქცეულიყო.
დათა უხმოდ შევიდა სახლში და ქალს გაჰყვა უკან, რომელიც ისეთი ბარბაცით მიდიოდა, გეგონებოდათ ცოტაც და წაიქცევაო.
მისაღებში გავიდნენ, სადაც ტყავის ოთხი, მდიდრული სავარძელი იდგა. ქალმა ერთ-ერთისკენ ანიშნა დათას.
-აქ დაჯექი, ზურაც მალე ჩამოვა. -ძლივს აბამდა ქალი სიტყვებს ერთმანეთს. ზლაზვნით მიუახლოვდა სავარძელს და ბიჭის გვერდით დაჯდა.
-ზურას მეგობარი ხარ? -ჰკითხა ქალმა და ინტერესით შეათვალიერა.
-ნაცნობი. -ცივად მიუგო ბიჭმა.
ქალმა ტელეფონი აიღო მათ წინ მდგომი, დაბალი მაგიდიდან. ახლოს მიიტანა სახესთან, რომ ციფრები გაერკვია, რამოდენიმე ხნიანი მცდელობის შემდეგ კი, როგორც იქნა ყურმილი ყურთან მიიდო.
-გამარჯობა. ბარ „ფენისქში“ ვრეკავ? -ძლივს ამოილუღლუღა ქალმა და თან ოდნავ დათას გახედა. -მე მარინა მაჭარაძე ვარ, დღეს, ტრადიციულად 7 საათზე ჩემი ადგილი დამიჯავშნეთ. -ქალი სავარძლის საზურგეს მიეხეთქა და დათას თვალს არ აშორებდა. -ჰო, ხვალაც და ზეგაც. -მარინამ ტელეფონი გათიშა და მთვრალი, გამომწვევი ღიმილით შეათვალიერა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ზედაც არ უყურებდა მას. ტუჩებმოკუმული იჯდა და გამჭოლი მზერით მიშტერებოდა მათ წინ აღმართულ კიბეს, რომლიდანაც ზურა უნდა ჩამოსულიყო. დათა მიხვდა, რომ ქალი მის გასაგონად საუბრობდა. ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა ბარის სახელი და საათი დაიმახსოვრა, თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ?!
-რამეს დალევ? -შეეკითხა ქალი.
-არა. -მოკლედ მოუჭრა დათამ ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის.
მარინამ აღარაფერი უპასუხა.
რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, კიბეზე ნელი ნაბიჯების ხმამ გამოარკვია დათა და მკვლელი, ზიზღიანი მზერით ახედა ზურას, რომელიც კიბეს ლამის შეეყინა ბიჭის დანახვაზე. დათას სახე თანდათან ეღრიცებოდა ბრაზისგან. ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, ზურა ჩქარი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე და წამებში უკვე დათას წინ აღმოჩნდა. ანერვიულება ეტყობოდა სახეზე.
-მარტო დაგვტოვე. -მშვიდად უთხრა ზურამ ქალს.
მარინაც უსიტყვოდ წამოდგა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა დათა და ბარბაცით გავიდა ოთახიდან. როგორც კი მიიმალა, დათა ფეხზე წამოდგა.
-აქ რა გინდა? -მშვიდად ჰკითხა ზურამ.
-შენი აზრით? -ცივი ღიმილით შეუბრუნა კითხვა დათამ.
-გამოცანებით ნუ მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი, რა გინდა? -ოდნავი აღელვებით ჰკითხა მამაკაცმა.
-ჯობს შენ მიპასუხო მაგ კითხვაზე, რა გინდა? -სრული სიმშვიდით საუბრობდა დათა და გამჭოლი მზერით, პირდაპირ თვალებში უყურებდა ზურას.
-გასაგებია. -ამოიხვნეშა ზურამ და დათას მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა. -ანუ მამაშენი გელაპარაკა.
დათას ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე და ისიც მოკალათდა სავარძელში. ღრმად ჩაჯდა და ქვევიდან აშტერდებოდა ზურას.
-შარვალ-კოსტიუმიან ტიპებს, ასეთი ქვეშქვეშა მეთოდები გაქვთ? -დამცინავად ჰკითხა ბიჭმა.
ზურა ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, არ სურდა წამოგებოდა ბიჭის პროვოკაციას.
-მეგონა, ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებდი, პატარა ბიჭო. -მშვიდად მიუგო ზურამ.
დათას სიცილი აუტყდა.
-პატარა ბიჭო? მგონი ზედმეტად ადრე გაიზარდე, დიდო ბიჭო. -ბოლო სიტყვები, თეატრალურად წარმოსთქვა დათამ.
-ჯობს საქმეზე გადავიდეთ. -აღელვებით უპასუხა ზურამ.
-შენთან მხოლოდ ერთი რამ მაქვს გასარკვევი და ეს ოლიკოს არ ეხება. -თავი გადააგდო სავარძლის საზურგეზე ბიჭმა და ზემოდან გადახედა მამაკაცს.
ოლიკოს ხსენებაზე ოდნავ დაიძაბა ზურა, თუმცა არ შეიმჩნია.
-სხვა რაზე გვაქვს მე და შენ სალაპარაკო?
-მამაჩემის კომპანიას დააფინანსებ და ამაში მე და ოლიკო არ გავერევით. გასაგებია? -მუქარანარევად, მაგრამ მშვიდად წარმოთქვა დათამ.
ზურამ წარბი ასწია და ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე. როგორ შეეძლო ოცი წლის ბიჭს, ასე კატეგორიულად მოეთხოვა მისთვის რამე?! ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა, ოდნავ წამოიწია და იდაყვებით მუსხლებს დაეყრდნო.
-ახლა მომისმინე, პატარა ბიჭო! -დაისისინა მან. -შენ ჩემს საცოლეს არ გაეკარები, მე კიდევ მამაშენის კომპანიას არ ჩავძირავ! შევთანხმდით? -წარბებაწევითა და მუქარით წამოიძახა ზურამ და სახეში ჩააშტერდა ცინიკურად მომღიმარ ბიჭს.
-ნწ. -თავი გადააქნია უარის ნიშნად დათამ. -როგორც მე გითხარი ისე იქნება! -დარწმუნებით მიუგო ბიჭმა.
ზურას სახე წამოენთო ბრაზისგან. უკვე ვეღარ მალავდა აღშფოთებას და ზეწამოიჭრა.
-ვინ ხარ ბიჭო, შენ? რამდენს ბედავ? -დაიღრიალა მან. -ოლიკო ჩემი საცოლეა, დღე-დღეზე ცოლად მოვიყვან. რა გგონია, შენისთანა ლაწირაკს მივცემ უფლებას პირადი ცხოვრება ამირიოს? რასაც ვამბობ, ისე იქნება. არ მოიშლი შენსას და მოგიწევს უყურო, როგორ ქრება თქვენი კომპანია. -მამაკაცმა ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და ისევ ჩაჯდა სავარძელში.
დათამ თავი გვერდით გადახარა და ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე, შემდეგ კი დამცინავად ჩაიცინა.
-რა მშიშარა ყოფილხარ. -ხმამაღლა გაიცინა ბიჭმა და ენით ტუჩები გაისველა.
-გაგანადგურებ, შე ლაწირაკო! ერთ ლუკმად არ მეყოფი! -მუქარით წარმოთქვა ზურამ.
დათამ უდარდელად ჩაიფრუტუნა.
-მოკლედ, მე ჩემი გითხარი რა. -მიუგო ბიჭმა. -მამაჩემთან მიხვალ და ეტყვი, რომ არანაირი პირობა აღარ არსებობს და დაუფინანსებ კომპანიას. -ბიჭი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გასწია. შემდეგ, უკან მოხედა სავარძელში გაქვავებულ მამაკაცს. -და კიდევ, როცა საქმე მე და შენ გვეხება, იქ მესამეს და მეოთხეს ნუ ჩარევ. ჩემგან არ უნდა გესწავლობოდეს სწორი და არასწორი, დიდო ბიჭო. -დამცინავად დახედა დათამ და კარისკენ გაემართა.
-სულელი ხარ, თუ გგონია რომ მაგას ვიზამ. -დაუღრიალა კაცმა.
-რათქმაუნდა, იზამ. -მშვიდად წამოიძახა დათამ ისე, რომ მისკენ არც გამოუხედავს და სახლიდან გავიდა.
ზურა ისევ სავარძელში იჯდა, გამხეცემული მზერით მიშტერებოდა სივრცეს და ვერც იაზრებდა, რომ ასე პატარა ბიჭმა მუქარა გაუბედა.
***
თეკლე მილორავას ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა, უახლოვდებოდა 13 ნომერ კარს და გული სწრაფად უცემდა. ექვსი დღე გავიდა, რაც გიორგი არ ენახა და რაც უფრო უახლოვდებოდა მის სახლს, უფრო მეტად გრძნობდა მონატრებას. დღეს უფრო მეტს გაიგებდა ის მასზე და უფრო მეტად გადაეშვებოდა მისი სურვილის მორევში. უფრო მეტად ექნებოდა უკმარისობის შეგრძნება, რადგან რაც უფრო მეტს საუბრობდა ბიჭი, უფრო ბურუსით მოცული ხდებოდა მისი შინაგანი ბუნება. ეს ბიჭი ითრევდა გოგონას, წყალს ჰგავდა, ოკეანეს, რომელსაც ვერ ამოწურავ. რომელიც საიდუმლოებებით არის სავსე და რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო მეტად გითრევს. შეიძლება ჩაიძირო კიდეც მასში და დაიხრჩო, მაგრამ ეს იმოდენა გამოწვევა იყო გოგონასთვის, იმოდენა ინტერესი ჰქონდა ამ ბიჭის, რომ ჩაძირვაზეც თანახმა იყო.
აკაკუნებდა გოგონა კარზე და ძველებურად დაჰყურებდა კარის სახელურს, როდის შეირხეოდა. დიდხანს გაუგრძელდა კართან ლოდინი და ოდნავ აღელდა. უფრო ძლიერად დაჰკრა შეკრული მუშტი კარზე თეკლემ, რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი სახელურს დასწვდა და მისდა გასაკვირად, კარი ღია დაუხვდა. ფრთხილად შეაღო და თავი შეჰყო.
-გიორგი. -დაიძახა გოგონამ, თუმცა ხმა არავინ გასცა.
თეკლე სახლში შევიდა და ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს, სამზარეულოში შევიდა, იქ არავინ დახვდა. შემდეგ, მისაღებში გავიდა, ვერც იქ იპოვა გიორგი. მისაღებიდან, საძინებელში გამავალი კარი მიხურული იყო. ის ოთახი გახლდათ თეკლეს ბოლო იმედი, იქ შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი. გოგონა ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლის კარისკენ, სახელურს დასწვდა და ქვევით დაქაჩა. ფრთხილად შეაღო კარი და თვალები გაებადრა. გიორგი დაინახა, ლოგინზე წამომჯდარიყო და იატაკს დაჰყურებდა. გაუნძრევლად იჯდა. თეკლეს უცნაურად მოეჩვენა და ოდნავ წარბები შეკრა.
-გიორგი. -ჩუმად წამოიძახა გოგონამ, მაგრამ ბიჭი არ ინძრეოდა.
-გიორგი. -უფრო ხმამაღლა დაიძახა მან და მიუახლოვდა.
ამ უკანასკნელმა ფრთხილად ამოხედა, თვალები სულ ჩაშავებოდა. უწინდელზე უფრო დასიებული და გაშავებული ჰქონდა უპეები. გოგონა გაკვირვებით შეაშტერდა ბიჭს თვალებში და ოდნავ დაიხარა მისკენ. გიორგიმ წარბები შეკრა, თვალები ნელა დაახამხამა და ოდნავ მოჭუტა. გაკვირვებული სახით შეშტერებოდა გოგონას. თეკლე სულ დაიძაბა, ძალიან ეუცნაურა მისი გამომეტყველება.
-რა გჭირს, გიორგი? -შეშფოთებული ხმით ჰკითხა გოგონამ.
ბიჭს უფრო მეტად გამოეხატა გაკვირვება სახეზე და ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-ვინ ხარ? -მიბნედილი სახით იკითხა მან.

10 თავი

თეკლეს სახე გაუფითრდა. დაიბნა, ვერ გაეგო რა ეთქვა. ნუთუ გიორგიმ ვერ იცნო? ეს ხომ შეუძლებელი იყო?! ცივად გასწორდა, თავი გვერდზე გადახარა და სახეზე აშტერდებოდა ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ დაბნეული უყურებდა გოგონას. წინ ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია, ღრმად ამოისუნთქა.
-გიორგი, მე ვარ. თეკლე ვარ. ვერ მიცანი? -სწრაფად საუბრობდა ის და ნერვიულად ისწორებდა თმას.
ბიჭმა კიდევ უფრო მოჭუტა თვალები, სახე ოდნავ დაეჭყანა. შემდეგ კი, თვალები დახუჭა, სისინით ამოისუნთქა და თავზე ხელი იტაკა. ნერვიულად იჭერდა ხელს და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა. შემდეგ, მშვიდად გაახილა თვალი, უფრო დაკვირვებით ააშტერდა მის თავზე წამომდგარ თეკლეს და სახე ოდნავ დაუმშვიდდა.
-ჰო, თეკლე. -ძლივს წარმოთქვა მან.
გოგონას გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ ისეთი გაკვირვება ეხატა სახეზე.
-რა დაგემართა, გიორგი? ვერ მიცანი? თვალები რატომ გაქვს ასეთი ჩაშავებული? რა გჭირს? -კითხებს კითხვებზე აყრიდა გოგონა ნერვიულად.
ბიჭმა კიდევ ერთხელ დაისისინა და თავზე იტაცა ხელი, შემდეგ კი ფრთხილად წამოდგა. წაბარბაცდა და საწოლის თავს დაეყრდნო. თეკლე მაშინვე მივარდა ბიჭთან და მაჯაზე სწვდა.
-ფრთხილად, მოიცა. მე დამეყრდენი. -უთხრა გოგონამ და გიორგის მკლავი კეფაზე გადაიგდო.
ბიჭს გაეცინა და გოგონას დახედა.
-შენ, როგორ უნდა დაგეყრდნო? შენს თავს შეხედე, ოცი კილო მაინც ხარ? -ძლივს საუბრობდა ბიჭი.
-რა დროს ეს არის? -სიმწრით დაიყვირა გოგონამ. -მოდი, აქ დაწექი. -ლოგინისკენ წაათრია თეკლემ.
ბიჭს წინააღმდეგობა არ გაუწევია. თეკლემ ფრთხილად დაადებინა თავი მას საწოლზე და შემდეგ ფეხები ააწევინა. თვითონ კი თავთან დაუჯდა და გულშეკუმშული დააშტერდა.
ბიჭი მიბნედილი თვალებით უყურებდა, თვალებს მძიმედ ახამხამებდა და არ აშორებდა მასთან მჯდარ გოგონას. თეკლეს სიტყვები შეაშრა, კითხვის დასმისაც კი შეეშინდა, თითქოს. დუმილი არჩია საუბარს. უყურებდა გიორგის, პირდაპირ თვალებში ჩაჰყურებდა და გული უფრო მეტად ეკუმშებოდა. ბიჭმა ძლივს აამოძრავა საწოლზე დაგდებული მარჯვენა ხელი და ფრთხილად წაიღო მაღლა, თეკლეს სახისკენ. გოგონამ შეამჩნია, რომ ბიჭს საკუთარი ხელი ემძიმებოდა და თავისი შეაშველა. მან კი, როგორც კი გოგონას შეხება იგრძნო, თვალები დახუჭა. თეკლემ მაგრად მოუჭირა ხელი გიორგის ხელს და ამ უკანასკნელმაც მოჰხვია თავისი ბუმბერაზი თითები გოგონას თხელ თითებს. თეკლეს ხელი სულ ჩაიმალა გიორგის მუჭში და თითქმის არც ჩანდა. ბიჭი ნელა სუნთქავდა, გოგონას კი გული ლამის პირიდან ამოუვარდა, ისე სწრაფად უცემდა.
რამოდენიმე წუთი უხმოდ, გაუნძრევლად იჯდა გიორგის თავთან და ხელს არ უშვებდა მას. მყარად იყო ჩაბღაუჭებული მის ცხელ ხელს და თვალს არ აშორებდა მის სახეს.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გოგონამ საწოლიდან ადგომა დააპირა წყლის მოსატანად. ოდნავ შეუშვა ხელი გიორგის და სცადა ფრთხილად გამოეძვრინა თავისი ხელი გიორგის ხელისგან, მაგრამ ბიჭმა მჭიდროდ ჩასჭიდა. თვალები ოდნავ შეახილა და თეკლეს შეხედა.
-არ წახვიდე. -ძლივს ამოილუღლუღა მან და ისევ მიელულა თვალები.
გოგონას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ნიკაპი ოდნავ აუკანკალდა. გიორგის სრულიად ჩვეულებრივმა სიტყვებმა იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია მასში, რომ მთელი სხეული გაუთბო. მისგან წამოსული სითბო, მყარად გაუჯდა სხეულში. შემდეგ კი ოდნავ წამოდგა, ისე რომ ხელი არ შეიუშვია ბიჭისთვის. ფრთხილად აძვრა საწოლზე და გიორგის გვერდით მიუწვა. ბიჭი ოდნავ შეირხა, მეორე ხელი ძლივს აამოძრავა და თეკლეს წელზე გადააგდო. გოგონა მთელი ტანით შეკრთა, თვალები ოდნავ დაექაჩა, მაგრამ ინსტიქტურად უფრო მიეხუტა ბიჭის სხეულს.
თეკლეს თვალები დაეხუჭა, გიორგის ყელში ჩაერგო თავი და ღრმად სუნთავდა მამაკაცის სურნელს. ზღვის სუნი იგრძნო გოგონამ და უფრო მოხერხებულად ჩარგო თავი მის ყელში. ალბათ, ასეთი ბედნიერი არც არასდროს ყოფილა. უეცრად, თავზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო და გოგონამ თვალები დაქაჩა. გრძნობდა ცხელი ტუჩების დაწოლასა და სუნთქვას. გოგონამ ფრთხილად ასწია თავი და გიორგის მიბნედილ მზერას შეეჩეხა. ტუჩები ძალიან ახლოს ჰქონდათ ერთმანეთთან და ბიჭის ნესტოებიდან გამონაბერი ცხელი ჰაერი ეკლებად დაუდიოდა მთელს ტანში გოგონას. თეკლემ ინსტიქტურად ბიჭის ტუჩებს დახედა, რომელიც ისე ახლოს იყო თავის ტუჩებთან, რომ გოგონამ თავი ვერ შეიკავა და თითქმის შეახო საკუთარი ბიჭისას. გიორგიმ თვალები მაგრად დახუჭა, მის ირგვლივ კანი სულ დაეჭმუჭნა, ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-არ გინდა. -ძლივს თქვა მან და თავი ოდნავ გასწია. გული სწრაფად უცემდა.
გოგონა მაშინვე გამოფხიზლდა და სწრაფად წამოჯდა საწოლზე. ნერვიულად დაქაჩა თვალები. მთელს ტანში სირცხვილის მწარე, ცხელი ბურთი დაუხტოდა. სახეზე იტაცა ორივე ხელი და კარგად ჩაიმალა მასში.
-მაპატიე, რა სისულელე მომივიდა. მაპატიე... -გიჟივით იმეორებდა გოგონა.
-შენზე მეტად მე მინდა ეს გავაკეთო, თეკლე. -ძლივს საუბრობდა ბიჭი, წამდაუწუმ ისველებდა გამშრალ ტუჩებს ენით და მძიმედ სუნთქავდა.
გოგონას არაფრის გაგონება არ სურდა, სირცხვილის გრძნობა წვავდა. არ უნდოდა ბიჭს სახეში შეეხედა მისთვის და უფრო მძლავრად იჭერდა გაშლილ თითებს სახეზე.
-შემომხედე, თეკლე. -მოესმა გოგონას ხმა, რომელიც სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. -გთხოვ. -ლუღლუღებდა ბიჭი.
თეკლემ ფრთხილად გახედა მწოლიარე გიორგის, რომელიც ძლივს ახელდა თვალებს. გოგონა სწრაფად სუნთქავდა და მისი გულისცემა ალბათ მთელს ოთახში ექოდ ისმოდა.
-მე... -ძლივს წარმოთქვა ბიჭმა და თვალები ისევ დაეხუჭა. -მე შეცდომა ვარ, თეკლე. შეცდომა, რომლისაც შენ გეშინია.
გოგონამ თვალებზე მოწოლილი ცრემლები იგრძნო და ღრმად სუნთქვა დაიწყო, რომ არ გადმოღვრილიყო. ცხელმა შიშმა გაურბინა გულთან, ახლოს.
-წადი და აქ აღარ მოხვიდე. -თქვა გიორგიმ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.
გოგონას სახე სულ წაეშალა. მთელი სხეულით კანკალებდა. სიცივემ აიტანა და თვალები მის პოპირდაპირე კედელზე გაუშტერდა. გიორგიმ წასვლა სთხოვა... თეკლე გიორგის ვეღარ ნახავდა... ეს დასასრული იყო... რისთვის? შეშინებული სახე, უეცრად ბრაზისგან აელეწა გოგონას, სწრაფად გადმოძვრა ლოგინიდან და ზემოდან დააშტერდა ბიჭს.
-რატომ წავიდე? -დაიყვირა მან. -იმისთვის, რომ შენი კოცნა დავაპირე? -უფრო უწევდა ხმას. -ხომ გითხარი, აღარ განმეორდება მეთქი? -უკვე კანკალი შეერია თეკლეს ხმაში. -ხმა ამოიღე, ახლავე! ახლავე ამიხსენი, რატომ უნდა წავიდე? რატომ წავიდე, რატომ? რატომ? რატომ? -ღრიალებდა გოგონა და ცრემლები ღაპაღუპით მორბოდნენ მისი სახიდან, ნიკაპს სწყდებოდნენ და იატაკზე შრებოდნენ. ისტერიკულად გაჰყვიროდა გოგონა და ვერ ჩერდებოდა. ვერ ტოვებდა გიორგის, არ შეეძლო. უკვე გვიანი იყო, ისე მიეჯაჭვა მას, რომ უკვე ვეღარ წავიდოდა. ვეღარ გაძლებდა უმისოდ. ამას ახლა მიხვდა თეკლე, სწორედ იმ წამს, როცა გიორგიმ უთხა, წადიო. ზუსტად მაშინ მიხვდა გოგონა, რომ ვერასოდეს ვეღარ წავიდოდა მისგან, რადგან თურმე საერთოდ არ ყოფილა ძლიერი. თურმე ყველაზე სუსტი ყოფილა. თურმე 13 ნომერმა კარმა სამუდამოდ დაასუსტა გოგონა, იმდენად დაასუსტა, რომ წასასვლელად ძალა აღარ ეყოფოდა და სამუდამოდ ამ ადგილს მიაჯაჭვა.
გიორგი არ ინძრეოდა, თვალსაც აღარ ახელდა. გოგონას ტირილზე არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. თეკლე კი ტიროდა, ღრიალებდა, კიოდა კიდეც, მაგრამ გიორგი იწვა. გაუნძრევლად იწვა და თითქმის შეუმჩნევლად ადი-ჩამოდიოდა მისი მუცელი. გოგონას შიში მოერია. უცებ შეწყვიტა ტირილი და ბიჭს მივარდა.
-გიორგი. -შეშინებული ხმით შეანჯღრია გოგონამ.
ბიჭს რეაქცია არ ჰქონია.
-გიორგი. -უფრო ხმამაღლა დაიყვირა თეკლემ, მაგრამ ამაოდ.
-გიორგი. -დაიკივლა ბოლოს მან.
***
საავადმყოფიში, საკაცეზე დაწვენილ გიორგის ხელს არ უშვებდა გოგონა. მაგრად ჩაბღაუჭებოდა მას. თითქოს მთელი მისი სიცოცხლე იმ ხელში მოქცეულიყო და თუ ხელს შეუშვებდა, მაშინვე შეწყვეტდა გოგონას გული ძგერას. მიარბენინებდნენ საკაცეს და თეკლეც მირბოდა მასთან ერთად. ცრემლები ცვიოდნენ მისი სახიდან. ბოლოს კი ძალით გააშვებინეს ექიმებმა ხელი და კარი ცხვირწინ მოუჯახუნეს.
თეკლე საავადმყოფოს იატაკზე იჯდა გაქვავებული. სახეზე არაფერი არ ეწერა, სრული ქაოსი იყო იმ წამს მის თავში. არ იცოდა რა სჭირდა გიორგის და ელოდა... თავადაც არ იცოდა რას, მაგრამ მთელი გულით სწამდა რომ მას არაფერი მოუვიდოდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა. დარწმუნებული იყო ამაში, რადგან თეკლემ მას მისი გულისკენ მიმავალი გზის გაკვლევის უფლება მისცა. მხოლოდ მას მისცა ამის ნება მთელი ცხრამეტი წლის განმავლობაში და გიორგი არ ჰქონდა უფლება, იმედი გაეცრუებინა მისთვის. ამიტომ ელოდა გოგონა, ელოდა და მთელი გულით სჯეროდა მისი ბედნიერების. გიორგის უბრალოდ უნდა ეარსება, სხვა მეტი არაფერი სურდა მას. შეხების უფლებასაც არ მოითხოვდა, საერთოდ არ ნახავდა, თუკი ბიჭს არ ესურვებოდა, ოღონდაც ესუნთქა. ოღონდაც ეარსება. ამ უშველებელ ლურჯ ბურთზე, სადმე გიორგის ადგილიც უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ეს სჭირდებოდა მას, სწორედ ეს გააბედნიერებდა და მაშინ მიხვდა თეკლე, რომ ბედნიერებისთვის სულ მცირედია თურმე საჭირო. ის, რომ სადღაც, შენთვის ძვირფასი გული ძგერს.
***
დათას მოსვენება დაეკარგა. იცოდა, რომ მხოლოდ მისი მბრძანებლური ტონი ვერ უშველიდა ამ საქმეს. ზურა უკან არ დაიხევდა და მაინც განაგრძობდა მამამისით მანიპულირებას. ოლიკოსთვის თავის დანებებას კი არ აპირებდა, მთელი სამყარო რომ წინ აღდგომოდა, მეორედ აღარ გაუშვებდა მას ხელიდან. გარანტიები სჭირდებოდა. რაღაც გეგმა იყო საჭირო, რომელიც აიძულებდა ზურას, შეჩერებულიყო. არც კომპანიის ჩაძირვა აწყობდა. იმიტომ არა, რომ ეს კომპანია მისთვის რამეს ნიშნავდა. არამედ, იმიტომ რომ ზურას თავისას არ გაატანინებდა, არ აფიქრებინებდა, რომ მასთან რაიმე გაუვიდა, რადგან დათას ხასიათში სიამაყე და სიძლიერე გამოკვეთილი გახლდათ.
უეცრად, მარინა მაჭარაძემ გაიელვა მის გონებაში. ვინ იყო ეს ქალი? თანაც, აშკარა ფლირტი იგრძნო ამ ქალისგან დათამ. შეიძლებოდა, მისგან რაიმე ხელმოსაჭიდი გაეგო, რომელსაც ზურას წინააღმდეგ გამოიყენებდა. ეს აზრი მყარად გაუჯდა ბიჭს თავში, თავისი მანქანის სავარძელში მოკალათდა და მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.
საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც დათა ბარ „ფენიქსში“ შევიდა და გულდასმით მოავლო თვალი იქაურობას. ბარის მბჟუტავი სინათლის ფონზე, გაუჭირდა ქალის მარტივად მოძებნა, ამიტომ ბართან მივიდა.
-გაუმარჯოს. -მიესალმა დათა ბართან მდგომ ბარმენს.
-გაუმარჯოს. -მიიღო საპასუხო სალამიც.
-მარინა მაჭარაძეს ვეძებ, აქ უნდა შევხვედროდი.
-აი იქ, მარჯვნივ გაუყევი და სულ ბოლოში ზის. -საჩვენებელი თითით ანიშნა ბარმენმა.
დათა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მისკენ ზურგით მჯდომ ქალს, რომელსაც ბოთლით დაედო წინ სასმელი და უკვე თითქმის ფსკერამდე დაეყვანა. მივიდა და მის მოპირდაპირედ დაჯდა. ქალს ისე კმაყოფილი, ნამთვრალევი ღიმილი გადაეკრო სახეზე ბიჭის დანახვისას, რომ გეგონებოდათ დიდი ხანია დათას ელოდებოდა.
-გელოდებოდი. -სიამოვნებისგან აღმოხდა ქალს, სასმელის ჭიქა პირთან მიიტანა და ბოლომდე ჩაცალა.
-ჰოო? -ალმაცერად ჰკითხა ბიჭმა.
-აჰა. -სექსუალურად უპასუხა ქალმა. -როგორც კი დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე შენით. ისეთი სექსუალური ხარ. -გამომწვევად იკბინა ქვედა ტუჩზე ქალმა, თვალები მინაბა და წამდაუწუმ ბარბაცებდა სკამზე.
დათას ცალყბად ჩაეცინა. მთვრალ და ამასთანავე მისით მოხიბლულ ქალს, მარტივად აალაპარაკებდა.
-ზურას ვინ ხარ? -თბილი ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
ქალს სახე დაუსერიოზულდა და უკმაყოფილოდ დააშტერდა ცარიელ ჭიქას. დათა სასმელის ბოთლს სწვდა და ცარიელი ჭიქა შეუვსო ქალს. ისიც, მაშინვე ეძგერა და ბოლომდე ჩაცალა.
-მე ზურას დედა ვარ. -სერიოზული სახით უპასუხა ქალმა. -ნაბი*ვარმა მამამისმა რვა წლის წინ მიმატოვა. მაშინ ჩემი ზურიკო 18 წლის იყო. ერთი წელი ჩემი შვილით ვსულდგმულობდი, ის მატანინებდა ქმრის გარეშე ცხოვრებას. ერთი წლის მერე შვილიც წამართვა. -ზიზღით თქვა ქალმა, შემდეგ კი წამით სახე ისევ სექსუალური მზერით შეცვალა და დათას ხარბად თვალიერება დაიწყო.
დათა ღრმად ჩაჯდა სკამში, ფეხები გაშალა და ქვევიდან, ცალყბა ღიმილით ახედა ქალს. მარინა სულ უფრო დაიძაბა, დამჯდარი ვეღარ ჩერდებოდა. ატყობდა მის აღელვებას დათა და უფრო მეტად ეცინებოდა ამაზე.
-გინდა, ჩემთან ავიდეთ? -მშვიდად ჰკითხა დათამ ქალს, ისე რომ ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
მარინა მაშინვე წამოდგა და ჩანთას სწვდა. დათაც ადგა და წინ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. უეცრად, ქალი მჭიდროდ ჩაებღაუჭა. თავს ვერ იმაგრებდა, ისეთი მთვრალი იყო. დათამ წელზე მოხვია ხელი და ნელა გაიყვანა იქედან.
-როგორი კუნთები გაქვს, დათა. -ხელს უსვამდა ქალი ბიჭს მხრებზე და მთელი ძალით ეკვროდა მას.
დათას უკვე გული ერეოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა მარინას, რომელიც ალკოჰოლის სუნისგან ყარდა. თუმცა თავში ერთი მზაკვრული აზრი უტრიალებდა და მისი განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ამ ქალის ატანა, ცოტა ხნით.
დათას საკუთარი ბინა ჰქონდა, სწორედ იქ აიყვანა ბიჭმა მარინა და გზაში უკვე ჩაძინებული ქალი, ლოგინზე დაასვენა.
***
ოლიკო და ზურა ერთ-ერთ რესტორანში ისხდნენ და ვახშმობდნენ. ოლიკოს წითელი, მოკლე კაბა ეცვა, სხეულზე კარგად მომდგარი. მისი შემხედვარე, ზურას ჭამაც კი ავიწყდებოდა. სული მისდიოდა, სიგიჟემდე უყვარდა თავისი საცოლე. ოლიკო კი ცოტათი უხერხულად გრძნობდა თავს, ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ თავს უცხოდ გრძნობდა ზურას გარემოცვაში. თითქოს იქ არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ეს მისი ადგილი არ იყო. თავჩახრილი იჯდა და მის წინ მდებარე სალათს უგემურად ჭამდა. გაუაზრებლად დაჰყურებდა მაგიდას და ზურას თვალს არ უსწორებდა. არ უნდოდა დარმწუნებულიყო, რომ უცხოდ გრძნობდა თავს. ეგონა გაუვლიდა, თუკი ზურას არ შეხედავდა, ამიტომ ჯიუტად არ სწევდა თავს მაღლა.
ზურა ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა თავის საცოლეს. ამას ემატებოდა, დილით მომხდარი ინციდენტი მასა და დათას შორის, რომლის გამოც მთელი დღე ხასიათი წახდომოდა მამაკაცს. მხოლოდ ოლიკოს დანახვამ მოიყვანა ოდნავ ხასიათზე, მაგრამ მასაც ატყობდა ზურა, რომ ძველებურად აღარ უღიმოდა ოლიკო. აღარ უყურებდა თვალებგაბადრული. ის შუქი, რომელიც მხოლოდ მის დანახვაზე ენთებოდა გოგონას თვალებში, ახლა ჩამქრალიყო, ან სხვისთვის ანათებდა. ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა ზურას, რადგან ოლიკო იყო ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში, ერთადერთი სიყვარული და ამასთან ლამაზი, ჭკვიანი, წარმოსადეგი. სწორედ ასეთი ქალი წარმოედგინა მამაკაცს მის გვერდით.
-წითელი ფერი ძალიან გიხდება. -დაარღვია უხერხული სიჩუმე კაცმა.
ოლიკომ ფრთხილად ამოხედა, ნაძალადევად გაუღიმა.
-მადლობა. -უემოციოდ უთრა გოგონამ.
ზურამ ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი, ღრმად ამოისუნთქა. ოლიკო კი ისევ მაგიდას ჩააშტერდა, უგულოდ ასრიალებდა ჩანგალს სალათში.
-ხვალ შენებთან ამოვალ, ქორწილზე დავილაპარაკოთ.
ოლიკოს თვალები გაუდიდდა ქორწილის ხსენებაზე და სწრაფად ახედა თავის საქმროს.
-ჯერ რა გვეჩქარება? -სწრაფად იკითხა მან. -ზაფხულამდე მოვიცადოთ.
მამაკაცმა ნერვიულად ჩაახველა, არ უნდოდა რაიმე დაეძალებინა ოლიკოსთვის. არ სურდა დაეფრთხო იგი, თუმცა ხვდებოდა რომ ქორწილი უნდა დაეჩქარებინა.
-ხო, მაგრამ... -ნერვიული პაუზა ჩასვა ზურამ. -რას ველოდოთ?
-ჯერ არ ვარ მზად. -ძლივს მოიფიქრა მიზეზი ოლიკომ.
-რას ნიშნავს მზად არ ხარ? -ოდნავი აღელვება შეეტყო ხმაში ზურას. -ხომ გიყვარვარ? -შიშნარევად იკითხა მან და პასუხის მოლოდინში, სუნთქვა შეეკრა.
-ეგ არაფერ შუაშია, ოჯახის შექმნა სხვა რამეა. უბრალოდ მინდა, რომ ცოტა ხანი მოვიცადოთ. ზაფხულამდე თუ არა, გაზაფხულამდე მაინც. -ოლიკო სწრაფად სუნთავდა, სახეწაშლილი შეშტერებოდა მამაკაცს თვალებში.
ზურამ წყალი მოსვა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა. ის-ის იყო თემის შეცვლას აპირებდა რაიმე კომპლიმენტით, რომ მისმა ტელეფონმა გაიწკრიალა. ზურამ აუღელვებლად აიღო ხელში და ეკრანს დახედა. სახე გაუფითრდა, ადგილს შეეყინა. ტელეფონი ლამის ხელიდან გაუვარდა, ჰალსტუხს სწვდა ნერვიულად და თითქმის ჩამოიგლიჯა.
ეკრანზე დათა გამოსახულიყო გველური ღიმილით, მის უკან კი საწოლი ჩანდა, რომელზეც დედამისი იწვა. ფოტოს ქვეშ კი ეწერა: „ეს, სტიმულისთვის. ნუ გეშინია, ჯერ არაფერი მომხდარა ;)“
-რა მოხდა? -აღელვებით ჰკითხა ოლიკომ.
ზურა ადამიანს აღარ ჰგავდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს უცხო პლანეტელი დაინახა, ან რაღაც საშინელი სცენის მომსწრე გახდა. სახეზე ფერი არ ედო, ოფლის წვეთები გამოეკვეთა შუბლზე. გიჟივით ჩაშტერებოდა ტელეფონის ეკრანს და ალბათ, ვერც კი გაიგონა ოლიკოს ხმა.
-წავიდეთ. -ოდნავ ტონს აუმაღლა კაცმა და გაფითრებული სახით, ფეხზე წამოიჭრა.
ოლიკოც უხმოდ დაჰყვა მამაკაცის სიტყვას და სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ რესტორნიდან.
***
თეკლე ისევ საავადმყოფოს დერეფანში იჯდა იატაკზე და უმისამართოდ გაჰყურებდა მის წინ აღმართულ თეთრ კედელს. დერეფანში სხვადასხვა წამლის შერეული სუნი ტრიალებდა, მაგრამ გოგონას შეგრძნება დაჰკარგვოდა. გაუაზრებლად იყურებოდა და ელოდა... თითქმის ერთი საათი იჯდა ასე, გაუნძრევლად, ცივ იატაკზე და ვერ ამჩნევდა დროის ცვლილებას.
მის თავზე წამომდგარმა თეთრხალათიანმა ქერა ქალბატონმა გამოარკვია გოგონა და უმალვე წამოიჭრა ფეხზე. სახე გიჟის ჰქონდა.
-რა მოხდა? კარგად არის? -შეშლილი სახით ჰკითხა ექიმს.
-კი, ახლა კარგად არის. პალატაში გადაჰყავთ. ცოტა ხანი არ შეხვიდეთ, დასვენება სჭირდება. -მკაცრად უთხრა ქალმა და წასვლა დააპირა.
-რა სჭირს? -შეშფოთებული სახითა და ოდვანი ყვირილით ჰკითხა გოგონამ წასასვლელად მომზადებულ ექიმს.
-თქვენ რა, არ იცით? -გაკვირვებით ჩააშტერდა ქალი.
-არა. -გაშეშებულმა თეკლემ ძლივს ამოუშვა სიტყვა პირიდან.
-თავის ტვინის სიმსივნე აქვს, გოგონა. -ცივად უთხრა ქალმა.
გოგონას თვალთ დაუბნელდა, უყურებდა ქალს, რომელიც კიდევ რაღაცეებს ეუბნებოდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა. მხოლოდ მკვეთრი, ხმამაღალი წუილი ესმოდა ყურებში. ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა, აღარაფერი აღარ არსებობდა. აღარაფერი აღარ იყო ფასეული მისთვის, აღარცერთ სიტყვას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მხოლოდ ორი რამ იცოდა. ორადორი მდგომარეობა არსებობდა, რომელსაც ფასი ედო, ტკბილ-მწარე ფასი. პირველი, გიორგის თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და მეორე, თეკლეს ის თავდავიწყებით უყვარდა.

11 თავი

როცა თეკლემ თვალი გაახილა, ექიმის კაბინეტში იწვა. ზლაზვნით წამოდგა, წამით გაუჭირდა გახსენება, რა მოხდა. შემდეგ კი გაახსენდა, გიორგის ჩაშავებული თვალები გაახსენდა, მათი დიალოგი გაახსენდა, შემდეგ კი, უგონოდ რომ იწვა საკაცეზე და მისი ხელი მჭიდროდ ეჭირა, მერე ექიმი... ქერათმიანი, თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი, რომელიც ეშმაკად მოეჩვენა თეკლეს. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები მოაგონდა, „თავის ტვინის სიმსივნე აქვს, გოგონა.“ ღონემიხდილმა დააგდო ხელები მუხლებზე და უმისამართოდ გაუშტერდა თვალი. იმ წამს არაფერზე ფიქრობდა, გონება სულ გათიშვოდა.
-მადლობა ღმერთს, გონზე მოხვედით. -შემოვიდა ოთახში ქერათმიანი, სხვათაშორის გახედა სახემიხდილ გოგონას და თავისი მაგიდისკენ გასწია.
-გიორგის ნახვა მინდა. -შესძახა თეკლემ საბუთებში ჩამძვრალ ექიმს.
-მე14 პალატაა. ოღონდ, დიდხანს ნუ გაჩერდებით. -უპასუხა მან ისე, რომ თავი არ აუწევია.
გოგონა სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ და უცებ შედგა. ექიმს მიუბრუნდა.
-მკურნალობა შეიძლება, ხომ? ხომ გამოჯანმრთელდება? -შიშნარევად ჰკითხა თეკლემ.
ექიმმა ხვნეშით ამოხედა გოგონას. დაღლილი სახე ჰქონდა ქალს, სათვალე მოიხსნა. საჩვენებელი და ცერა თითით თვალები მოიფშვნიტა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ვეღარ ვითვლი მერამდენედ მოჰყავს ეს ბიჭი აქ სასწრაფოს, უგონო მდგომარეობაში. ყოველ ჯერზე უარესდება. მკურნალობაზე უარს აცხადებს, ჩვენ კიდევ პაციენტის თანხმობის გარეშე მკურნალობის უფლება არ გვაქვს. -მხრები აიჩეჩა ქალმა. -რამდენად კარგად იქნება, ვერც მაგას გეტყვით.
გოგონა მშვიდად სუნთქავდა, სახეზე თითქოს არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ შიგნიდან დუღდა. მთელი სხეული ეწვოდა, შიში ჩაუდგა ძვლებში. ფრთხილად შეტრიალდა კარისკენ და სახელურს დასწვდა.
-გოგონა. -მოესმე ექიმის ხმა ზურგიდან თეკლეს და მაშინვე შეტრიალდა. -აი ეს წაიღეთ, იმ შემთხვევისთვის თუ პალატაში არ დაგხვდებათ. -თეთრი აბებით სავსე კოლოფი დადო ქალმა მაგიდაზე. -ყოველ ჯერზე, გაუფრთხილებლად მიდის. -თქვა ქალმა და საბუთებში ჩახარა თავი.
გოგონა სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან, კოლოფს სწვდა და ოთახიდან გავიდა.
თითქმის სირბილით მიდიოდა მე14 პალატისკენ. ჩამწკრივებულ ოთახებს იტოვებდა უკან და იმედიანად მიიწევდა, წყალივით სწყუროდა გიორგის ნახვა, დალაპარაკება. უნდოდა ეთქვა მისთვის, რომ მის გვერდით იყო. რომ ის მარტო არ იყო, სიტყვები ენის წვერზე ადგა და ტუჩებს აწვებოდა, ერთი სული ჰქონდათ როდის გადმოხტებოდნენ გოგონას პირიდან და გიორგის მალამოდ მოედებოდნენ. როგორც იქნა მიაღწია მე14 კარამდე და გიჟივით შევარდა, თუმცა საწოლი ცარიელი დაუხვდა. ოთახში არავინ იყო. თეკლე კარს მიეყინა, თუმცა ბევრი არ უფიქრია და სირბილით გავარდა საავადმყოფოს შენობიდან.
ტაქსი გააჩერა, მხოლოდ ინსტიქტებს მიჰყვებოდა. ერთ წერტილს ჩაბღაუჭებოდა, წამდაუწუმ სთხოვდა მძღოლს, რომ სწრაფად ევლო. მთელი გზა მშვიდად იყო გოგონა, აღელვება არ ეტყობოდა. მთელი ძალით მუშაობდა რომ არ შეტყობოდა. ძალა უნდა მოეკრიბა, ახლა სისუსტის დრო არ იყო. გიორგის გვერდით დგომა და გამხნევება სჭირდებოდა. ის მარტო იყო, არც მშობლები ჰყავდა და ერთადერთი ძმის ადგილსამყოფელიც კი არ იცოდა. გული ეკუმშებოდა გოგონას, მაგრამ თავი ხელში აჰყავდა. ყოველ წამს ახსენებდა საკუთარ თავს, რომ ძლიერი იყო.
როგორც იქნა მილორავას ქუჩის ცამეტს მიაღწიეს. თეკლე გიჟივით გადმოხტა მანქანიდან და კარს მივარდა. მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე, შეუჩერებლად. იცოდა, რომ გიორგი შიგნით იყო. დარწმუნებული იყო ამაში და იმასაც ხვდებოდა, რომ სპეციალურად არ უღებდა ბიჭი კარს, თუმცა თეკლე ფარ-ხმალს არ ყრიდა. აკაკუნებდა კარზე, შეუჩერებლად. ბოლოს კი, როგორც იქნა კარის სახელური შეირხა და ზღურბლზე გიორგი დაინახა გოგონამ. კარგად გამოიყურებოდა, თვალებიც დამშვიდებოდა თითქოს, იმდენად ჩაშავებული აღარ ჰქონდა და ფეხზეც მყარად იდგა. თეკლემ შვებით ამოისუნთქა, არ მიუქცევია ყურადღება გიორგის სერიოზული გამომეტყველებისთვის, რომლითაც თითქოს ბიჭი ანიშნებდა რომ სულაც არ იყო მოხარული მისი ნახვით. გოგონა ბიჭის სიტყვას არ დალოდებია, ისე შევიდა სახლში. სამზარეულოსკენ აიღო გეზი, ჭიქა წყლით შეავსო და ხარბად დაეწაფა. გიორგი ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა, მაგიდას მიეყრდნო. ხელები გადააჯვარედინა და ტუჩზე კბენით, წარბების ოდნავი შეკვრითა და გაკვირვებით დააშტერდა გოგონას. თეკლემ ცარიელი ჭიქა დადო სამზარეულოს დაფაზე და სახეზე ღიმილი მოეფინა. არ სურდა რაიმე შეტყობოდა, არ სურდა გიორგის უხერხულობა ეგრძნო, მით უფრო არ სურდა მას ეფიქრა, რომ გოგონას ის ეცოდებოდა. იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ასე. თეკლე დარწმუნებული გახლდათ, რომ გიორგი კარგად იქნებოდა.
-მართლა ფიქრობ, რომ მოკლე თმა მომიხდება? -ღიმილით ჰკითხა გოგონამ და თან თმაზე მოისვა ხელი.
ბიჭმა ჯერ უფრო მეტად შეკრა წარბები, უფრო მეტად გამოეხატა სახეზე ბრაზნარევი გაკვირვება, შემდეგ კი ცალყბად ჩაეცინა და თვალი აარიდა გოგონას მზერას.
-თამაშობ. -მოკლედ მოუჭრა მან და სახე უმალვე დაუსერიოზულდა.
-არაფერსაც არ ვთამაშობ. -გაბუტვით წამოიძახა გოგონამ. -სერიოზულად გეკითხები.
ბიჭი მაგიდაზე დადებულ სიგარეტს დასწვდა და გაუკიდა. ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან და გოგონას შეაშტერდა სერიოზული სახით. თეკლემ თვალები დაქაჩა სიგარეტის დანახვაზე, უნდოდა ეთქვა მისთვის, რომ ჩაექრო, რადგან მისთვის განსაკუთრებულად არ შეიძლებოდა მოწევა, მაგრამ არ უნდოდა შეეხსენებინა მისთვის მისი დაავადება, ამიტომ თავი შეიკავა.
-რატომ მოხვედი, თეკლე? -შეეკითხა ბიჭი. მიმიკა არ შეცვლია, ისევ ისეთი სერიოზული გამომეტყველება ეჭირა.
-რას ნიშნავს რატომ მოვედი? -დაბნეულმა წამოიძახა და თვალი აარიდა ბიჭს. -ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! -თავადაც არ იცოდა რას ამბობდა.
-მე მეგობრები არ მყავს. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. -ჯობს წახვიდე და აქ აღარ მოხვიდე. არავის სიბრალული არ მჭირდება. -ზიზღნარევად წარმოთქვა მან.
გოგონას გამომეტყველება შეაშრა სახეზე.
-არ წავალ. -ჩაიბურტყუნა მან.
-წახვალ, თან ახლავე! -მკაცრად წარმოთქვა ბიჭმა.
თეკლემ თვალები დაქაჩა და ბიჭს სახეში შეაშტერდა.
-რა მხდალივით იქცევი?! -წამოიყვირა მან. -რატომ გგონია, რომ მეცოდები? იქნებ, უბრალოდ მსიამოვნებს შენთან საუბარი?! შესაცოდებელი რა გჭირს? თავად ხარ საკუთარი თავის მტერი, როცა მკურნალობაზე უარს ამბობ. -წამოიყვირა მან.
ბიჭს სახე დაეღრიცა ბრაზისგან. სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და თეკლეს მიუახლოვდა. მაჯაში სწვდა და კარიკენ გაათრია.
-წადი მეთქი, რომ გეუბნები და აქ აღარ მოხვიდე! ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე, არ მინდა რომ ცუდად მოგექცე. -ხელი შეუშვა ბიჭმა გოგონას და თმაზე გადაისვა ნერვიულად ხელი. თეკლე გაოგნებული შეაჩერდა სახეში ბიჭს, შემდეგ კი უკან დაიხია, ნელა. მკრთალად ჩაახველა, თავი ოდნავ დახარა და თავისი ჩვეული, ამაყი ნაბიჯებით დატოვა გიორგის სახლი.
***
-რამდენს ბედავ ბიჭო, შენ? -ღრიალებდა ზურა ტელეფონში.
-შენ თავად დაიწყე ბინძური თამაში დიდო ბიჭო, მე კიდევ მსგავსი თამაშების ოსტატი ვარ. -ირონიულად ჩასისინებდა ტელეფონს დათა.
-სახლში მოიყვანე, ახლავე! -ხმას ოდნავ დაუწია ზურამ, თუმცა მკაცრი ხმით საუბრობდა.
-მგონი, ახლა ვერ შეძლებს. უგონოდ მთვრალია დედიკო. -ცინიკურ კილოს არ ცვლიდა ბიჭი. -ხვალ დილით გამოვამგზავრებ სახლში, მანამდე კი შენ მამაჩემის ნახვასაც მოასწრებ.
ზურამ ტელეფონი მოისროლა მგზავრის სავარძლისკენ და მთელი ძალით დააწვა გაზს.
***
ოთხშაბათი 10:30
ბატონი დიმიტრი ჯიშკარიანი თავის კაბინეტში იჯდა და ღვინოს წრუპავდა, როდესაც მაგიდაზე დადგმული ტელეფონის ზარი მოესმა. მამაკაცი მაშინვე დასწვდა და ღილაკზე დააწკაპუნა.
-ბატონო დიმიტრი, ბატონი ზურა დადიანია თქვენთან მოსული. -მოესმა ხმა მამაკაცს ტელეფონიდან.
დიმიტრი ბეჭებში გასწორდა და შესამჩნევად წამოიწია სავარძელში.
-შემოვიდეს. -მაშინვე უპასუხა კაცმა.
რამოდენიმე წამში, კაბინეტში შემოაბიჯა ზურამ. მშვიდი სახე ჰქონდა, აუღელვებელი. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დიმიტრის მაგიდას. ეს უკანასკნელი კი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამოართვეს ერთხმანეთს. შემდეგ კი დიმიტრიმ ხელით ანიშნა ზურას მის მოპირდაპირე სავარძელზე. ისიც უხმოდ ჩაჯდა. ოთახში რამოდენიმეწამიანი, უხერხული სიჩუმე სუფევდა, რომელიც ისევ დიმიტრიმ დაარღვია.
-იცით, მე ვესაუბრე ჩემს ვაჟს და ვფიქრობ...
-აღარ არის საჭირო. -შეაწყვეტინა ზურამ.
დიმიტრის გაკვრვება აღებეჭდა სახეზე და წარბები ზევით აქაჩა. ნუთუ მოესმა?
-როგორ...
-აღარანაირი პირობა აღარ არსებობს, ბატონო დიმიტრი. -ისევ შეაწყვეტინა საუბარი ზურამ. -დღესვე დაგიჯდებათ თანხა კომპანიის ანგარიშზე. ჩემს პირად საქმეს, თავად მივხედავ. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. -მშვიდად მიუგო კაცმა.
დიმიტრის აღარაფერი უთქვამს, სიტყვები შეახმა. ჯერ კიდევ, რამოდენიმე წუთის წინ დარწმუნებული იყო, რომ კომპანიას აღარაფერი ეშველებოდა, ახლა კი ზურა თავისი ფეხით მივიდა მასთან და უპირობო დაფინანსება შესთავაზა. ამაზე ვერც იოცნებებდა, მაგრამ მაინც ღრღნიდა რაღაც გულში.
ზურა სავარძლიდან წამოიწია.
-აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო დიმიტრი. -თითქოს ნაძალადევს ჰგავდა მამაკაცის სიტყვები. ხელი გაუწოდა დიმიტრის ჩამოსართმევად, მანაც მაშინვე შეაგება თავისი და ზურამ უხმოდ დატოვა კაბინეტი.
დიმიტრიმ ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. დარწმუნებული იყო, რომ ზურას საქციელის უკან თავისი ვაჟი იდგა. შესანიშნავად იცოდა მან თუ რაზე იყო წამსვლელი დათა, თუკი რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდოდა. კომპანიას უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ საზრუნავი მაინც ჰქონდა დიმიტრის. არ დაუშვებდა, რომ საკუთარ ვაჟს ოლიკო ბოლქვაძესთან რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა. ეს შეცდომა იყო, გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც დიმიტრი ჯიშკარიანი გადაულახავ ბარიკადად გადაეღობებოდა.
ნერვიულად დასტაცა ხელი მაგიდაზე დადებულ ტელეფონს კაცმა და გადარეკა.
-დაუკავშირდი ქალბატონს. დღეს შვიდ საათზე შემხვდეს ჩვენს რესტორანში. თავიდან არ დაგთანხმდება, მაგრამ უთხარი, რომ საქმე ოლიკოსა და ჩემს ვაჟს ეხება. -ჩასძა ტელეფონში ბატონმა დიმიტრიმ და როდესაც პასუხი მოისმინა, გათიშა. ნერვიულად მოსვა ღვინო და სავარძელში ჩაესვენა.
18:15
დიმიტრი ერთ-ერთი რესტორნის კუპეში იჯდა და ნერვიულად ისწორებდა პერანგის საყელოს. ყელს იღერებდა და წამდაუწუმ საათს აშტერდებოდა. კარის ღრჭიალის ხმაზე, უცბად აიხედა მაღლა და კუპეში შესული ქერა ქალი ფეხბიდან აათვალიერა. უშველებელი ნერწყვი გადააგორა ყელში.
კუპეში 43 წლამდე, საშუალო სიმაღლის ქალბატონმა შემოაბიჯა. ტანზე მჭიდროდ მომდგარი იისფერი კაბა ეცვა და სწორი, სქელი ქერა თმა უფარავდა იისფერი ნაჭრით დაფარულ ბეჭებს. ცივად შეხედა მამაკაცს, შემდეგ კი, ლასლასით მიუახლოვდა მაგიდას და დიმიტრის მოპირდაპირედ დაჯდა. აღელვებული ჩანდა, თვალს არიდებდა კაცს.
-როგორ ხარ? -მზრუნველად ჰკითხა დიმიტრიმ.
ქალმა ამზერით შეათვალიერა იგი.
-ჯობს გამარკვიო, რა შუაშია ოლიკო და დათა? -ცივად მოუჭრა ქალმა.
დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა და წყალი მოსვა.
-მგონი, იგივე მეორდება. -უპასუხა კაცმა.
-რას ნიშნავს იგივე მეორდება? -სახე წამოენთო ქალს. -ოლიკოს საქმრო ჰყავს.
-ჰოდა, დროზე უნდა გაჰყვეს იმ თავის საქმროს, თორემ ჩემი შვილის ამბავი ვიცი მე. არ მოისვენებს, სანამ არ დაიბრუნებს. -ნერვიულად თქვა კაცმა.
ქალი აღელვებით დააშტერდა მაგიდას, ხელებს ნერვიულად ისრესდა და თვალებს დაბნეულად აცეცებდა.
-ამას ვერ დავუშვებთ. რას ვიფიქრებდი, როგორ მეგონა... -აბდაუბდად საუბრობდა ქალი. -საერთოდ არ უნდა ჩამოსულიყო ოლიკო აქ, მაგრამ აბა რას ვიფიქრებდი?! იმდენი ხანი გავიდა... -წყლით სავსე ჭიქას დასწვდა ქალი და ძლივს გადაუშვა სითხე ყელში. სწრაფად და აღელვებით სუნთქავდა.
-არც მე მეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ისევ ოლიკოზე დაიწყებდა ფიქრს, მაგრამ როგორც ჩანს შევცდით. ან წავიდეს ოლიკო აქედან, ან სასწრაფოდ გაჰყვეს თავის საქმროს, თორემ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. დათა ძალიან სწრაფად მოქმედებს. -ნერვიულად გადაისვა მამაკაცმა თავზე ხელი და ქალს ახედა, რომელიც უკვე ფეხზე იდგა.
-მივხედავ ამ საქმეს. -ხაზგასმით წამოიძახა ქალმა და სწრაფი, მაგრამ ქალური ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ. შემდეგ კი, ირონიულად გამოხედა სკამზე მჯდომ კაცს.
-ისე, შენი შვილი საერთოდ არ გგავს შენ. -ამზერით დახედა ქალმა დიმიტრის და კუპე დატოვა.
***
საღამოს ზურა ოლიკოს ესტუმრა. უკვე აღარ ერიდებოდა თავისი საცოლის თავშეკავებას და სასწრაფოდ გადაეწყვიტა ქორწილის დაჩქარება. უნდოდა სწრაფად ჩაევლო ხელი თავისი საცოლისთვის და ქვეყანა დაეტოვებინა მასთან ერთად. ერთ თვეში თავად უნდა დაბრუნებულიყო ესპანეთში, სამსახურს მეტხანს ვერ დატოვებდა, ამიტომ გაზაფხულამდე ან ზაფხულამდე ქორწილის გადადება საფრთხილო იყო, თავის საცოლეს ამ ქვეყანაში მარტო ვერ დატოვებდა. დათას გარემოცვაში ოლიკოს დატოვება საშიში იყო, რადგან ამ ბიჭის შესაძლებლობებში დარწმუნდა ზურა. მიხვდა, რომ დათა დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.
კარი გელამ, ოლიკოს მამამ გააღო და ღიმილი შეაგება თავის სასიძოს. ეს უკანასკნელიც თავაზიანად მიესალმა მას და სახლში შევიდა.
-როგორ გიკითხოთ, გელა? -თავაზიანად მოიკითხა გელა ზურამ.
-კარგად, კარგად. შენ როგორ ხარ? -გელამ მისაღებში გაიყვანა ზურა და სავარძლისკენ ანიშნა. -ოლიკო თავის ოთახშია, ახლავე გამოვა.
-არა, იყოს. ჯერ თქვენთან მაქვს საქმე. -მშვიდად თქვა მამაკაცმა. -ნინო სად არის? კარგი იქნება, ორივე თუ მომისმენთ.
გელამ დაკვირვებულად შეათვალიერა ზურა და მის მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა.
-ნინო მეგობრის სანახავად წავიდა, სადაცაა მოვა. -მშვიდად მიუგო კაცმა. -ხომ მშვიდობაა?
-კი, მშვიდობაა. -ოდნავ აღელვებული ღიმილი გამოეხატა ბიჭს სახეზე. -კარგი, მაშინ თქვენ გეტყვით.
გელამ არაფერი უპასუხა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ზურას სახეზე შეაშტერდა. ბიჭმა ჩაახველა, ოდნავ წამოიწია სავარძელში და მაჯებით მუხლებს დაეყრდნო.
-მოკლედ, ქორწილზე მინდა დავილაპარაკოთ. ოლიკო ზაფხულამდე მოცდას მთხოვს. მე კიდევ ერთ თვეში უკან უნდა გავბრუნდე და ამხელა სიშორე... ნუ ხომ ხვდებით?! არ მინდა. -ნერვიულად ჩაახველა მამაკაცმა. -იქნებ, თქვენ დაელაპარაკოთ, რომ ჩემს აქ ყოფნამდე მოვაგვაროთ ქორწილის თემა?! -მშვიდად წარმოთქვა კაცმა.
გელამ ამოიხვნეშა და წარბები ოდნავ შეკრა.
-მესმის შენი, მეც მინდა რომ დროზე ჩავაბარო პატრონს ჩემი ქალიშვილი. -ღიმილი მოეფინა კაცს სახეზე. -ნინო მოვა და ერთად დაველაპარაკებით.
ზურას გულზე მოეშვა და შვებით ამოისუნთქა. სახეზე მადლიერი ღიმილი მოეფინა.
-ოლიკოს დავუძახებ. -წამოდგა ფეხზე გელა.
-არა, იყოს. სახლში უნდა წავიდე, მეჩქარება. არ უთხრათ, რომ მოსული ვიყავი და ეს დიალოგიც...
-მესმის, მესმის. -შეაწყვეტინა გელამ და ღიმილით გააცილა კარამდე თავისი სასიძო.
***
ოლიკო თავის ოთახში, საწოლზე იწვა და თეკლესთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა არც ზარებზე, არც მესიჯებზე. ოლიკოს ცუდი არაფერი უფიქრია, თუმცა მაინც მოეღუშა სახე ამის გამო.
კარზე კაკუნი შემოესმა.
-შემოდი. -მშვიდად დაიძახა გოგონამ და ლოგინზე წამოჯდა.
ოთახში ილიკო შემოვიდა.
-გამოდი, გელას და ნინოს შენთან საქმე აქვთ.
-დედას და მამას, იდიოტო. -დაეჭყანა ოლიკო თავის ძმას. ილიკომ საპასუხოდ შუა თითი აუწია გოგონას.
-მაგ თითს მოგატეხავ ერთ დღესაც. -დაუღრინა ოლიკომ და ოთახიდან გავიდა.
ოლიკოს მშობლები მისაღებში ისხდნენ. გელა მშვიდად, აუღელვებლად იჯდა. ნინოს კი აშკარა ნერვიულობა გამოხატვოდა სახეზე, ლოყები ოდნავ შეწითლებოდა და ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს.
-დაჯექი, მამი. -მზრუნველად უთხრა ოთახში შესულ ქალიშვილს მამამ.
ოლიკოც მაშინვე დაჯდა მშობლების მოპირდაპირედ და გვერდით ილიკოც მიუჯდა წამებში.
ტ’ყუპებს ინტერესიანი სახეები ჰქონდათ და სახეში შესჩერებოდნენ მშობლებს.
-მგონი დროა, ზურა დავპატიჟოთ სახლში და ქორწილის თარიღი დავგეგმოთ. -წამოიწყო საუბარი გელამ.
ტ’ყუპებს უკმაყოფილო მზერა გამოეხატად სახეზე და ერთმანეთს გადახედეს.
-ჯერ არა. -წამოიძახა უცებ ოლიკომ. -პირველ კურს დავხურავ და...
-შენს მარჯვენა თითს დახედე! -დაუყვირა ნინომ. შემდეგ კი უცბად დამშვიდდა, მიხვდა რომ ხმამაღლა მოუვიდა. -შენი აზრით, დანიშნული რამდენ ხანს ივლი?
-ლიმიტი არსებობს რაიმე? -უდარდელად ჩაილაპარაკა ილიკომ.
ნინომ თვალები დაუქაჩა თავის ვაჟს.
-მამა. -საწყლად შეხედა ოლიკომ მამას, რადგან იცოდა მამამისის გულჩვილობის ამბავი გოგონამ და მხოლოდ მისი იმედიღა ჰქონდა. -ზაფხულამდე მოვიცდით რა. ცოტა ხანი მინდა აქ ვიყო, თეკლესთან ერთად. ახალი მეგობარიც შევიძინე. ერთი წელი მაინც ვიყო ჩემს ქვეყანაში, ხომ შეიძლება? -ნაღვლიანად წარმოთქვა გოგონამ.
ნინოს სახე მოეღრიცა და გამჭოლად გახედა თავის მეუღლეს. გელამ ამოიხვნეშა, ქალისთვის არ შეუხედავს. თავის ქალიშვილს უყურებდა, რომელიც ვედრებით შეჰყურებდა მას.
-როგორც შენ იტყვი, შვილო. -მზურნველად უპასუხა მამამ.
-გელა! -შეჰყვირა ნინომ.
მამაკაცმა მშვიდად გახედა ცოლს.
-ქორწილის დაძალება, ვის გაუგონია ნინო? ბავშვები თავისით მორიგდებიან. -მშვიდად თქვა მან და მაგიდაზე დადებულ გაზეთს სწვდა აუღელვებლად.
ოლიკომ დამშვიდებულად ამოისუნთქა და სწრაფად გავარდა ოთახიდან, არ უნდოდა დედამისს რამე ექვა მისთვის. მას ილიკოც გაჰყვა უკან და როცა გოგონა თავის ოთახში შევიდა, ილიკომ კარი მოკეტა ზურგს უკან.
-ისევ დათა გიყვარს ხო, შე დებილო? -ხმადაბლა დაუსისინა თავის დას.
ოლიკომ წარბები შეკრა და ბრაზნარევად შეაშტერდა თავის ძმას, მერე კი დაბნეულად ჩახარა თავი და მხრები აიჩეჩა.
-ესღა გვაკლდა. -უკმაყოფილოდ შემოირტყა დოინჯი ილიკომ და ტუჩებისკვნეტით, ჩაფიქრებული შეაშტერდა სივრცეს. -რას აპირებ? -ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ იკითხა მან.
ოლიკომ ისევ მხრები აიჩეჩა, თავს მაღლა არ სწევდა.
-ეგრევე მიხვდი. -საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ბიჭმა. -როგორც კი ქორწილზე თავის შეკავება გადაწყვიტე, მაშინვე მივხვდი, რომ ისევ დათა იდგა ამ ყველაფრის უკან. არა, ეს შარვალ-კოსტუმა რატომ შეგიყვარდა სულ მიკვირდა, მაგრამ დათა ტო? ისევ დათა? მე მეგონა ჭკუა მოგემატა. -უკმაყოფილოდ ააბზუა ცხვირი ილიკომ.
ოლიკომ მკვლელი მზერით ახედა თავის ძმას.
-მოიცა, რას უწუნებ ან ერთს ან მეორეს?
-იმათ არ დავეძებ მე. -ამზერით დახედა თავის დას ილიკომ. -მარა შენ რო დებილი ხარ მაგაში დავრწმუნდი. ცოტა მაინც დამმგვანებოდი, ეტყობა მუცელში ყოფნის დროს მე უფრო განვვითარდი, ვიდრე შენ. -თავდაჯერებით წარმოთქვა ილიკომ.
ოლიკომ ბალიში აიღო და მთელი ძალით გააქანა თავისი ძმისკენ. ილიკომ ოსტატურად მოიქნია მისკენ წასული ბალიში ოლიკოსკენ და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
***
ოთახში დარჩენილი გოგონა საწოლზე მოიკნუტა და თვალები დახუჭა. უცებ, ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა. უცხო ნომერი იყო, ოლიკოს თეკლე მოაგონდა და სწრაფად უპასუხა ზარს.
-გისმენთ. -ოდნავ, მძინარე ხმით თქვა გოგონამ.
-როგორ ხარ, პატარა? -მოესმა ნაცნობი ხმა ოლიკოს და სწრაფად წამოჯდა. გულმა გამალებით დაუწყო ძგერა.
-რა გინდა? -ძლივს ამოილუღლუღა მან.
-ეხლა მისამართს მოგწერ და ხვალ, საღამოს ექვსისთვის იქ მოდი. -მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-რა სისულელეს მეუბნები. თავადაც კარგად იცი, რომ არ მოვალ. -დაისისინა გოგონამ.
დათას სიცილის ხმა შემოესმა და ამან უფრო აანერვიულა ოლიკო, ბრაზი თვალებში მოაწვა.
-მოკლედ, მისამართს გწერ და ხვალ ექვსისთვის გელოდები. დარწმუნებული ვარ, რომ მოხვალ. -კმაყოფილად მიუგო ბიჭმა.
-არც იოცნებო. -დასჭექა გოგონამ.
-ხომ გითხარი, მე არასდროს ვოცნებობ მეთქი? -მშვიდად უპასუხა ბიჭმა. -გკოცნი, პატარა. ხვალამდეე -კმაყოფილი სიცილით უთხრა ბიჭმა და ტელეფონი გაუთიშა.
ოლიკომ თვალები დაქაჩა.
-ვინ გონია თავისი თავი? -ჩუმად წამოიყვირა მან. -ექვსისთვის მელოდება ბიჭი, დიდიხანს მოგიწევს ლოდინი. -უკმაყოფილოდ მოისროლა ტელეფონი გოგონამ. საღამურებში გამოეწყო და საბანში შეიყუჟა.

12 თავი

ოლიკოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დათას მიერ მითითებულ მისამართზე არ წავიდოდა. ცოფდებოდა, როდესაც ხვდებოდა რომ ბიჭს ეგონა, ყველაფრის უფლება ჰქონდა მასთან მიმართებაში და ყველაფერი გასდიოდა. თუმცა, უფრო მეტად იმაზე ცოფდებოდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. დათას ჰქონდა რაღაც უხილავი ძალა, ისეთი მუხტი მოდიოდა მისგან, რომელსაც გოგონა წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ახლაც, ბიჭის ერთი შემოხედვაც კი საკმარისი იქნებოდა მისთვის, რომ მას ის გაეკეთებინა, რასაც დათა ეტყოდა. ამიტომ, მეორე დღეს უნივერსიტეტშიც არ წავიდა. მასთან ერთად, ერთ შენობაში ყოფნაც კი, თუნდაც ერთმანეთს საერთოდ ვერ შეხვედროდნენ, იწვევდა გოგონაში რაღაც გადაულახავ ბარიერს და უკვირდა ოლიკოს. უკვირდა, როგორი ძლიერი, ჩამოყალიბებული ჩანდა ის ზურას გვერდით და როგორი უმწეო იყო დათასთან.
ტატა მთელი დღე რაღაც სისულელეებს ეტიტინებოდა თეკლეს, მაგრამ ეს უკანასკნელი ურეაქციოდ დუმდა. გიორგიზე ფიქრები არ ამოდიოდნენ მისი გონებიდან. როგორ იყო ახლა ის? ისევ სტკიოდა თუ არა რაიმე? გული ეკუმშებოდა გოგონას, როცა წარმოიდგენდა, როგორი მარტო იყო ის და რამხელა დარდი აწვებოდა მხრებზე. წყალივით სწყუროდა მისი ნახვა. სურდა გადაეფიქრებინა მისთვის და მკურნალობაზე დაეთანხებინა, თუმცა ამ ბიჭის სიჯიუტესა და ამ შემთხვევაში უსაფუძვლო პრინციპებს საზღვარი არ ჰქონდა. ამას კი ისიც ემატებოდა, რომ გიორგი საოცრად ჩაკეტილი და უკონტაქტო იყო და მას შემდეგ, რაც თეკლემ მისი დაავადების შესახებ გაიგო, გოგონას ნახვაც კი აღარ სურდა. ამის გამო, თეკლეს ამაყი ბუნება, ცოტათი ნაწყენიც კი იყო და თავს იკავებდა მასთან მისვლისგან, თუმცა გონება ამ ბიჭზე ფიქრის რეჟიმს არ უხვევდა. დამნაშავედაც კი იგრძნო თავი, რადგან გიორგი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო, ამდენად აღარ იქნებოდა მასზე ფიქრით შეპყრობილი. მისი სიბრალული კი არ სურდა, რადგან ეს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას უწინასწარმეტყველებდა გოგონას. ოლიკოს ნახვა მოუნდა, მხოლოდ მასთან შეეძლო გულახდილი საუბარი, მხოლოდ ის მოუსმენდა, მხოლოდ ის გაუგებდა, თუმცა თავს იკავებდა მაინც რაიმეს თქმისგან. ეგონა, რომ თუკი ამაზე ილაპარაკებდა ის უხილავი ძაფი რომელიც მასა და გიორგის აკავშირებდათ, მასზე საუბრით გაწყდებოდა. უნდოდა მხოლოდ გიორგისთან ესაუბრა მათზე, უნდოდა ლამაზი საიდუმლო ყოფილიყო მათი კავშირი, რომელიც გარედან სრულიად ჩვეულებრივი გამოჩნდებოდა. მხოლოდ თეკლემ იცოდა, მხოლოდ ის ხედავდა გიორგიში იმ ნაპერწკალს, რომელიც უხილავ ძაფად გაჭიმულიყო მასა და ამ ბიჭს შორის და ამ ძაფს ვერც ოლიკო დაინახავდა. არ სურდა ვინმეს მათი კავშირი ჩვეულებრივად მოჩნევენებოდა, ამას ვერ შეეგუებოდა თეკლე, ამიტომ ჩუმად იყო. ამიტომ არ უზიარებდა გიორგისთვის განკუთვნილ სიტყვებს თავის უახლოეს მეგობარსაც კი.
***
დათა ელოდა... მთელი საღამო ელოდა ოლიკოს მოსვლას, გაუთავებლად დადიოდა წინ და უკან, თვალები საათზე ეჭირა. ბრაზი, წყენა, ბოღმა, ყველაფერი ერთად მოაწვა თვალებში. ვულკანივით აფრქვევდა გაცეცხლებულ მზერას და ვერ მშვიდდებოდა. თავადაც არ იცოდა რა დაამშვიდებდა იმ მომენტში, თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ მხოლოდ ოლიკოს დანახვა სჭირდებოდა მის ბრაზისგან ჩაწითლებულ თვალებს. მხოლოდ ის დაუწყნარებდა გულს და მხოლოდ ის შეუვსებდა ტკივილისაგან დასახიჩრებულ ადგილებს გულში. მხოლოდ ბრაზს გრძნობდა, მხოლოდ ზიზღს, მხოლოდ ბოღმას და ესეც ამ გოგოსთან იყო დაკავშირებული. მის გულში რომ ჩაგეხედათ, ვერც იმას იტყოდით დანამდვილებით, უყვარდა თუ ეჯავრებოდა ეს ქალი. როცა ვერ ხედავდა, სძულდა. ხოლო როცა დაინახავდა, სიძულვილისგან გაყინული გული, ულამვე ულღვებოდა, თუმცა მაშინაც ვერ ხვდებოდა ამას. ერთადერთი, რაც იცოდა ის იყო, რომ ოლიკო მისი უნდა ყოფილიყო. იცოდა, რომ მის გვერდით სხვას ვერ აიტანდა, ვერავინ ვერ უნდა შეხებოდა მას მის გარდა. მხოლოდ ეს იცოდა და მხოლოდ ეს სურდა, სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდა. სად შეიძლებოდა ის ყოფილიყო ახლა? ნუთუ ზურასთან ერთად იყო? ნუთუ ისევ ისე ეხუტებოდა მას, როგორ მაშინ? ამაზე ფიქრისგან სულ დაკარგა ცნობიერება დათამ. ყველანაირ სისასტიკეს ჩაიდენდა, უკან არაფერზე დაიხევდა, თუკი თავის ქალს ვინმე შეეხებოდა. უყურებდა ტელეფონს და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა, აეკრიბა თუ არა ის დაწყევლილი ნომერი და ეთქვა თუ არა, ებრძანებინა თუ არა ოლიკოსთვის, რომ დროზე მასთან მისულიყო. დიდხანს ათამაშა ხელებში და ბოლოს, ბრაზისგან, მთელი ძალით მიახეთქა კედელს. ღრიალებდა, იგინებოდა... ბოლოს კი, კარადა გამოაღო. სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელებით გამოტენილ კარადაში ერთ-ერთ ბოთლს დასწვდა და თითქმის შუამდე ჩაცალა. რამოდენიმე საათში, დათა იატაკზე ეგდო, ცარიელი ბოთლები ირგვლივ მიმოებნია და ნამთვრალევი თვალებით შესჩერებოდა ჭერს. გაუთავებლად იმეორებდა ოლიკოს სახელს.
-მეზიზღები, მეზიზღები... ოლიკო... მეზიზღები... -სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს. მთელი არსებით ეჯავრებოდა იმ მომენტში ეს გოგო, მთელი არსებით სძულდა და მთელი არსებით უნდოდა ეს ქალი.
***
პარასკევი 10:15
ამ დღესაც არ წასულა უნივერსიტეტში ოლიკო. ზურას ნახვისგანაც თავს იკავებდა, არავინ და არაფერი არ სურდა. მხოლოდ მარტოობა მოსწონდა თავის ოთახში.
თეკლემაც, სახლში დარჩენა ამჯობინა. საწოლიდანაც არ დგებოდა, სურდა ერთი დღე მაინც მოსწყვეტოდა ყოველდღიურობას და გონება გაეთიშა ყველაფერზე ფიქრით. გიორგიზე ფიქრიც არ სურდა, მაგრამ ამას ვერ ეწინააღმდეგებოდა. მაინც უტივტივდებოდა გონებაში და მაინც უდუღდა მთელი სხეული მასზე დარდით. რა მოხდებოდა, იმ დღეს რომ თეკლეს არ ეშველა გიორგისთვის? რომ არ გამოეძახებინა სასწრაფო, რა მოუვიდოდა მას? ვარიანტების განხილვაც კი არ სურდა გოგონას. მერე კი წამალი გაახსენდა, ექიმმა რომ მისცა და გიორგისთვის მიცემა დაავიწყდა. სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და ჩანთას დასტაცა ხელი, ამოიღო თეთრი აბებით სავსე კოლოფი და თვალებგაფართოვებული დააჩერდა. ეს წამალი გიორგის სჭირდებოდა და ახლა თავმოყვარეობისა და წყენის დრო არ იყო. უბრალოდ მივიდოდა, წამალს მისცემდა და მაშინვე უკან გამობრუნდებოდა.
ტატა მარტო იყო უნივერსიტეტში. თეკლემ ტელეფონზე არ უპასუხა, ოლიკოსთან საუბრის შემდეგ კი, როცა უთხრა, რომ იმ დღესაც არ მივიდოდა, ცოტათი მოიწყინა. რა უნდა ეკეთებინა მარტოს? ლექციების მოსმენა დიდად არ უყვარდა, თაყვანისმცემლებთან მესიჯობაც მოსწყინდა, თითქოს. ბოლოს, გადაწყვიტა ჭიქა ყავა დაელია ბუფეტში, იქნებ დათასთვის მაინც მოეკრა თვალი?! რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა ტატა ბუფეტის ერთ-ერთ მაგიდასთან, ყავას სვამდა, მის წინ, სრულიად მოულოდნელად თავისი ოცნების მამაკაცი ჩამოჯდა, ტრადიციული, მომღიმარი სახით. ტატას თვალები გაუბრწყინდა, ეს ყველაზე საუკეთესო დღე იყო მის ცხობრებაში, იმის შემდეგ, რაც იგივე მამაკაცმა მისთვის სრულიად მოულოდნელად, აკოცა.
-რაღაც შემოთავაზება მაქვს შენთან. -ცბიერი ღიმილით უთხრა დათამ.
***
17:30
კარზე კაკუნის ხმამ გამოარკვია ოლიკო.
-შემოდი. -ნაზად დაიძახა მან.
კარში გელამ შემოიჭყიტა და ოლიკო მაშინვე წამოჯდა საწოლზე.
-შენი მეგობარი გესტუმრა, ტატა. -მშვიდად უთხრა კაცმა.
ოლიკო მაშინვე წამოდგა ლოგინიდან და მისაღებში გავიდა. სავარძელში ტატა იჯდა, ოდნავი აღელვება ეტყობოდა სახეზე და როცა ოლიკო დაინახა, უფრო დაიძაბა. გოგონები ერთმანეთს მიესალმნენ, შემდეგ კი ოლიკოს ინიციატივით, თავის ოთახში გავიდნენ.
-მთელი დღე მარტო ვიყავი, უნამუსოები ხართ შენ და თეკლე. -წაიბუზღუნა ტატამ.
-თავი მტკიოდა, ვერაფრით ვერ ავწიე ლოგონიდან. -ოსტატურად იცრუა ოლიკომ.
-საცვლების მაღაზიაში გამოვიარე. ახალი კოლექცია აქვთ და რაღაცეები ვიყიდე. -ჩვეული აღტაცებით წამოიყვირა ტატამ, ჩანთას დასტაცა ხელი და ცვირწინ წითელი საცვლები აუფრიალა ოლიკოს. გოგონამ აღფრთოვანებისგან პირი დააღო და ფრთხილად შეახო ხელი აბრეშუმის საცვლებს.
-რა მაგარია. -წამოიკნავლა ოლიკომ.
-თუ გინდა, შენთვისაც ვიყიდოთ. კაცებს ჩვენზე მეტად მოსწონთ ლამაზი საცვლები. -ეშმაკურად გაუღიმა ტატამ.
ოლიკომ მორცხვად ასწია თავისი პატარა ცხვირი. ტატა კი იჭვნარევად ჩააშტერდა და ბოლოს თითქმის წამოიყვირა.
-შენ რა, ზურასთან *ექსი არ გაქვს?
-არა გოგო. -მორცხვად შეჰბღვირა ოლიკომ.
-კარგი რა. აბა ეგ როგორი შეყვარებულია? მითუმეტეს საქმრო? -გულწრფელი გაკვირვება გამოეხატა სახეზე ტატას.
-მოიცა, *ექსი აუცილებელი რატომაა? -მხრების ჩეჩვით იკითხა ოლიკომ, თან მზერა აარიდა ტატას.
-კარგი რა, ოლი. ევროპაში ცხოვრობდი 3 წელი და მაგას როგორ ამბობ?
-ხო, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. არ ვარ მაგისთვის მზად. -მხრების ჩეჩვას არ წყვეტდა გოგონა.
-შეყვარებულობა არის, მეგობრობას დამატებული *ექსი. თუკი *ექსი არ გაქვთ, ესე იგი მხოლოდ მეგობრები ხართ.
-შენ ქალიშვილი არ ხარ? -სიცილი წასკდა ოლიკოს.
-მე? უი არა. -სიცილში აჰყვა ტატა. -ორი წლის წინ მქონდა პირველად, მაგრამ დიდი ვერაფერი. დღეს იმედია დაუვიწყარი მექნება. -წამოსცდა გოგონას და პირზე ხელი იტაცა.
ოლიკომ წარბები შეკრა და ალმაცერად გაუღიმა მეგობარს.
-აბა, ახლავე დაფქვი. -გულის ფორმის სათამაშო ესროლა ტატას და ცნობისმოყვარე მოლოდინის რეჟიმი გამოეხატა სახეზე.
ტატამ ნერვიულად დაიწყო ტუჩების კვნეტა.
-არ ვიცი გითხრა თუ არ გითხრა, მაგრამ ისე ვერ წავიდოდი, რომ არ მეთქვა. ისე კი ვიცი, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ უკვე საქმრო გყავს და...
-ტატაა... -დაუყვირა ოლიკომ და სიტყვა გააწყვეტინა მეგობარს. -იტყვი, თუ არა ბოლოსდაბოლოს?
-დათამ პემანზე დამპატიჟა, თავისთან სახლში. -თვალებზე ხელები მიიფარა ტატამ და თითებს შორის გამოჭყიტა გაფითრებულ მეგობარს.
ოლიკო ერთხანს გაშეშებული იჯდა, სახეზე ფერი არ ედო. რამოდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ კი როგორც იქნა, სიტყვა თქვა.
-პირდაპირ გითხრა, შენთან *ექსი მინდაო?
-ნუ პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ სახლში დამპატიჟა და თავისთავად მოხდება. -თავი ჩახარა ტატამ, თუმცა აღტაცებასა და სიხარულს მაინც ვერ მალავდა.
ოლიკოს უცბად, გონება გაუნათდა და ყველაფერი ნათელი გახდა მისთვის.
-ანუ ასე ხომ? -მუქარით წამოიძახა ოლიკომ და კარადას მივარდა. პირველი, რაც ხელში მოყვა, გადაიცვა და შხუილით გავარდა ოთახიდან. დერეფანში ილიკო შეხვდა, სტაფილოს ახრაშუნებდა. ოლიკო მასთან მივარდა.
-ჩემს ოთახში ტატაა. ყველაფერი გააკეთე აქედან, რომ არ გავიდეს. -სწრაფად მიახალა სიტყვები ძმას და სახლიდან გავარდა.
***
ილიკო ოლიკოს ოთახში შევიდა ხმამაღალი ხრაშუნით. ტატა სწრაფად ალაგებდა წითელ საცვლებს ჩანთაში და წასასვლელად ემზადებოდა, როცა ილიკო წინ გადაეღობა.
-ბოდიში, მაგრამ ვერ გაგიშვებ. ჩემი დის კნავილის მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვს. -უდარდელად ჩაილაპარაკა ილიკომ და ხრაშუნით ჩაკბიჩა სტაფილო.
-ხომ არ გაგიჟდი? მეჩქარება. -წარბებშეკრული შეაჩერდა სახეში ტატა.
-მგონი ისეთი ამბავია, შენი აქედან წასვლა არ გამოვა. -მშვიდად უპასუხა ილიკომ და ტატას მოპირდაპირედ დაჯდა იატაკზე. -ვარჯიშობ? მაგარი ფეხებია. -დაკვირვებით შეათვალიერა ბიჭმა და ტატა მაშინვე მოლბა.
-ნუუ.. ხოო... -გაპრანჭვით წამოძახა მან და თან სარკეში შეავლო თვალი თავის ფეხებს.
ილიკომ ტუჩები ნიკაპისკენ დახარა და ჩაიფხუკუნა.
-როგორი რეაქციები გაქვს?! -სიცილით წამოიძახა მან.
ტატამ მაშინვე შეცვალა გაპრანჭული სახე, უკმაყოფილებით.
-როგორი? -წარბებშეკვრით შეეკითხა ბიჭს.
-თითქოს შენი განწყობა იმაზე იყოს დამოკიდებული, რას გეტყვიან სხვები. -უდარდელად უპასუხა ბიჭმა.
-ეგრე არ არის. -ყელმოღერებით უპასუხა ტატამ.
-ზუსტად ვიცი, როგორც არის. -დარმწუნებით მიუგო ბიჭმა.
-მაინც, როგორ არის? -თითქოს უდარდელად მიუგო გოგონამ, არადა ინტერესით კვდებოდა.
-მე რომ ზედ არ შემოგხედო, მაშინვე შეგიყვარდები, ხომ? -სიცილით უთხრა ბიჭმა. -შენნაირებს მილიონს ვიცნობ.
-შენ რატომ უნდა შემიყვარედე? -ამზერით ჰკითხა გოგონამ.
-უი არაა. -წარბებშეკვრით დააკვირდა ბიჭი ტატას და უმალვე აატრიალა თვალები მობეზრებულად. -ღმერთმა დამიფაროს შენ რომ შეგიყვარდე. არ გეწყინოს, უბრალოდ ჩემი სტილის გოგო არ ხარ.
ტატამ პირი დააღო გაკვირვებისგან.
-იცი რამდენს ვუყვარვარ? გინდა გაჩვენო რაებს მწერენ? თან როგორი მაგარი ტიპები არიან? შენ ზედაც არ შემოგხედავ იმათ მერე. -გაკაპასდა ტატა.
-ოჰოჰოჰოჰ... -ტატას მიმიკით წამოიყვირა ილიკომ. -და რატომ უყვარხარ მაგათ? ან შენ გგონია, მართლა უყვარხარ რომელიმეს? 40 წლის შემდეგ, ეგეთი დაყენებული ძუძუები და უკანალი რომ არ გექნება, არც არავის არ ეყვარები. -ნიშნისმოგებით უპასუხა ბიჭმა.
ტატას სახე წამოენთო ბრაზისგან. ჩანთას დასტაცა ხელი და კარისკენ დაიძრა. ილიკო მაშინვე წამოხტა და წინ გადაეღობა.
-ოლიკოს მოსვლამდე, ფეხს ვერ დაძრავ აქედან. მოდი რა, კარგად ვსაუბრობდით. -უდარდელად ჩაიფრუტუნა ილიკომ.
ტატამ გაბუტვით მოკუმა ტუჩები და სავარძელში ჩაჯდა. დროდადრო ჩუმ მზერას აპარებდა ილიკოსკენ.
-სტაფილო არ გინდა? -შეეკითხა ბიჭი და უკვე შუამდე დაყვანილი ბოსტნეული გაუწოდა ტატას.
-მოკეტე, რა. -ჩაიბუზღუნა ტატამ.
***
ოლიკო ქოშინით ავარდა მეოთხე სართულამდე და კარი ლამის ჩამოიღო, ისეთი ძალით აბრახუნებდა. ცოტა ხანში, ზღურბლზე დათა დაინახა, რომელმაც ფეხებიდან შეათვალიერა იგი, შემდეგ კი, ოდნავ უკმაყოფილო სახე მიიღო.
-კარგი რა. -მობეზრებულად წამოიძახა დათამ. -პიცა შევუკვეთე და კურიერი მეგონე. არადა, მაგრად მშია ტო. -უკმაყოფილოდ მოიქექა თავი კარის ზღურბლზე მდგარმა ბიჭმა და ოლიკოს მხარს იქით გაიჭყიტა. -კარგი, ჯადაბას, შემოდი.
ოლიკოს სხეული აუდუღდა, როგორ შეეძლო ამ გაიძვერას, თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა?! შემდეგ კი, სწრაფად შეიჭრა სახლში და როცა კარის მიკეტვის ხმა გაიგონა, უმალვე წამოიყვირა.
-რა გინდა?
დათამ გაკვირვებული სახე მიიღო და მშვიდად ჩაჯდა სავარძელში.
-ვერ გავიგე? -შეეკითხა გოგონას, თან მის მოკლე კაბას დახედა და ირონიულად ჩაეცინა. ოლიკოს ლოყები შეუვარდისფერდა სირცხვილისგან.
-რატომ დამიბარე, რა გინდოდა? -ხმადაბლა იკითხა მან, თან მზერა აარიდა ბიჭს, რომელიც ისევ ურცხვად აკვირდებოდა მის მოშიშვლებულ ფეხებს და ცალყბად იღიმოდა.
-მე არ დამიბარებიხარ. -მოკლედ მოუჭრა დათამ, ისე რომ მზერისთვის მიმართულება არ შეუცვლია.
-გუშინ არ დამიბარე? -ხმას აუწია გოგონამ.
-მერე ეგ გუშინ იყო. რატომ მოხვედი? -თველებში შეაშტერდა ბიჭი და ოლიკომ მაშინვე აარიდა მზერა.
-რატომ მოვედი? შეეშვი ჩემს მეგობარს. -თვალები დაქაჩა ოლიკომ და კატეგორიული ხმა მიიღო.
-რატომ? -მშვიდად შეეკითხა დათა.
-იმიტომ. -ენა დაება გოგონას.
-იმიტომ რა პასუხია? -ჩაეცინა ბიჭს.
-იყენებ და მაგიტომ.
-ვიყენებ? რისთვის? -სავარძლიდან წამოდგა დათა და ოლიკოსკენ დაიძრა. გოგონა ადგილს შეეყინა და თვალები გაუდიდდა.
-ჩემს წინააღმდეგ იყენებ. -ძლივს მოიკრიბა ძალა სიტყვის სათქმელად.
დათას ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
-შენს წინააღმდეგ? და შენ რაში მჭირდები? მგონი მაგარ გაურკვევლობაში ხარ. -ცინიკურად დააშტერდა ბიჭი.
გოგონას სახე წაეშალა, დაიბნა. სიტყვები შეაშრა და ვერ მოიფიქრა, რა ეთქვა. გაურკვევლად დაიწყო თვალების ცეცება. დათას კი ამაზე უფრო მეტად ეცინებოდა, მისი სიცილი სულ შლიდა გოგონას. ნიკაპმა კანკალი დაუწყო და ცრემლები თვალებში მოაწვა. თავი უმწეოდ და დაუცველად იგრძნო, სწრაფად მოუნდა გაცლოდა იქაურობას და კარისკენ შეტრიალდა სწრაფი ნაბიჯებით. დათა მკლავში სწვდა და მისკენ შეატრიალა.
-საით? გგონია ასე შენს ჭკუაზე ივლი? როცა მოგინდება მოხვალ, როცა მოგინდება წახვალ? -წარბები შეკრა ბიჭმა.
-გამიშვი. -ძლივს თქვა სიტყვა გოგონამ. თვალები დახარა, არ უნდოდა მისთვის სახეში შეეხედა.
-არ გაგიშვებ! -მშვიდად უთხრა დათამ და უფრო ახლოს მიიზიდა.
ოლიკოს გული გამალებით უცემდა, რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა ბიჭი, უფრო მეტად უმატებდა გული ძგერას. დათამ სახე ახლოს მიუტანა, ხელები წელზე ჩაუცურა და მაგრად მოუჭირა ნეკნებზე. ოლიკომ ტუჩები გახსნა, თვალები მიელულა. წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა, დათას შეხებას ჭკუიდან გადაჰყავდა. ბიჭი კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს, გოგონამ უკვე მისი ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო თვალებთან, შემდეგ უფრო ქვევით, ლოყაზე. მამაკაცის ცხელი სუნთქვა ეკლებად ეფინებოდა მთელს სხეულზე, რამოდენიმე წამში კედელს მიეხეთქა და მთელს ტანზე იგრძნო დათას სხეული. მთელი ძალით ეკვროდა ბიჭი, შემდეგ ყელზე იგრძნო მისი ძლიერი ხელის მოჭერა, რომელიც თავისუფლად თავსდებოდა მამაკაცის მუჭში. ოლიკოს უფრო ფართოდ გაეხსნა ტუჩები, მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მთელი არსებით სურდა დათას ტუჩების შეხება. ღრმად და სწრაფად სუნთქავდა და მისი ცხელი ბაგეების შეხებას ელოდა. იმ წამს სხვა მეტი არაფერი აინტერესებდა, არაფერი აღარ არსებობდა ამ სამყაროში მასა და დათას გარდა. ბიჭმა უფრო ახლოს მიუტანა სახე და ოლიკომ იგრძნო, მის ტუჩებთან მილიმეტრებად დაშორებული ცხელი ტუჩები, რომლებიც წამებში უკვე შეეხებოდნენ ერთმანეთს...
-მწარედ ცდები, თუკი ფიქრობ, რომ გულამდე მოგიშვებ! -ზიზღით შესძახა დათამ და ოლიკომ თვალები დაჭყიტა. ვნებისგან ადუღებული სხეული, გაეყინა. თვალებგაფართოვებული შეაჩერდა ბიჭს თვალებში, რომელიც სიძულვილით სავსე მოეჩვენა გოგონას, შემდეგ კი ბიჭმა ხელი შეუშვა. ცივად მოშორდა კედელზე მიბჯენილ ოლიკოს, რომელიც არც კი ირხეოდა. გაოგნებული იდგა და სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
დათას ზიზღნარევი ღიმილი გამოეხატა სახეზე.
-გაფიქრებაც კი არ გაბედო! -დაიღრიალა უეცრად ბიჭმა. -შენ უბრალოდ თავშესაქცევი ხარ იქამდე, სანამ მომბეზრდები. გასაგებია? -გაცეცხლებული თვალებით შესჩერებოდა დათა და ოლიკო მთელი ტანით ცახცახებდა. კანკალმა აინატა, სუნთქვა გაუჭირდა. მერე კი, ზიზიღი იგრძნო. ეზიზღებოდა დათა და საკუთარი თავიც მასთან ერთად.
-ყველაზე სუსტი ადამიანი ხარ, ვინც კი შემხვედრია. -წამოიძახა ცრემლმორეულმა გოგონამ.
დათას ცივად გაეღიმა. თვალებიდან თითქოს ყინულის ეკლებს აფრქვევდა და ოლიკოს სხეულს კაწრავდა.
-შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ ჩემსას. ვერც შენ, ვერც ვერავინ... -ზიზღით წამოიძახა დათამ.
-არც მინდა გავიგო. -ცხელი ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებდა ოლიკოს. -შენ უგრძნობი ადამიანი ხარ. ლაჩახი ხარ და ემოციებს გაურბიხარ. ყველას ანადგურებ ვინც კი გზად შეგხვდება, ყველას გრძნობებზე თამაშობ და ყველა ფეხებზე გკიდია, მათ შორის საკუთარი თავიც. მე ვტირივარ, იმიტომ რომ ვგრძნობ. შენ კი ესეც არ შეგიძლია, იმიტომ რომ ქვა ხარ, ყინული, შხამი. -ხმას და ტირილს უმატებდა ოლიკო.
დათას უფრო მეტად ევსებოდა თვალები ზიზღითა და ბრაზით.
-გრძნობა ბევრნაირია, ოლიკო. სხვისი გრძნობებით თამაშიც მაგარი გრძნობაა, მაგრამ შენს გრძნობებზე თამაშს ვერ შეედრება. მხოლოდ მაგისთვის მიღირს ცხოვრება. ჩემი გრძნობები სულაც არ მჭირდება, შენი რომ დავინახო და ამით ვისიამოვნო. -თავი გვერდზე გადახარა დათამ და ბოროტი მზერით შეაშტერდა გოგონას სველ სახეში.
-მეზიზღები, დათა! -წამოიყვირა ოლიკომ. -იმდენად მეზიზღები, რომ სიკვდილი მირჩევნია შენს შეხებას, შენს ყურებას, შენს მოსმენას... -თითქმის კივილით გაჰყვიროდა გოგონა, თუმცა დათას მზერა არ იცვლებოდა. ისევ ისე ცივი ღიმილით შეშტერებიდა მას და წარბსაც არ ხრიდა მის სიტყვებზე.
-მე არც კი მეზიზღები. -შეუცვლელი სახით უპასუხა ბიჭმა. -მებრალები. თუმცა არა, არც მებრალები. საერთოდ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია შენს მიმართ. უბრალოდ, კარგი სათამაშო ხარ. იმდენად კარგი, რომ ალბათ გამიჭირდება მეორე შენნაირის პოვნა, თუმცა ოდესმე ხომ მომბეზრდები არა?! -უდარდელად დახედა. -თუმცა, მაგაზე მერე ვიფიქრებ. ჯერ-ჯერობით სრულებით მაკმაყოფილებ.
ოლიკოს ცრემლებმა ნიკაპისკენ სირბილი შეწყვიტეს. სახე ცივი, არაფრისმთქმელი და შეშლილი გაუხდა. განადგურებული იყო, სუნთქვაც კი აღარ უნდოდა. სურდა იქვე მომკვდარიყო, გამქრალიყო და ყველას დავიწყებოდა მისი არსებობის შესახებ. აღარავინ და აღარაფერი აღარ სურდა. ბოლოს კი თითქოს გონება გაუნათდა და გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც მის ცხობრებას შეცვლიდა. რომელიც ეგონა, რომ სამუდამოდ დაავიწყებდა დათას.
-ერთ თვეში ქორწილი მაქვს. ერთ თვეში აქედან სამუდამოდ წავალ და ვერასოდეს ვეღარ მნახავ. ვერასოდეს ვეღარ შევხედავ შენს დამპალ სახეს. -ხელი მთელი ძალით ჰკრა ოლიკომ მის წინ აღმართულ ბიჭს და კარებისკენ დაიძრა. დათამ მაშინვე მკლავში დასტაცა ხელი და მისკენ მიაბრუნა. შეშლილი სახე ჰქონდა და გოგონა ისტერიკულმა შიშმა აიტანა.
-გაიმეორე, რა თქვი? -გაოგნებული შესჩერებოდა ბიჭი სახეში.
-ერთ თვეში ვქორწინდები. -გაუმეორა ოლიკომ.
დათას სახე მოეღრიცა. მთელი ძალით უჭერდა მკლავში ხელს ოლიკოს.
-ხელი გამიშვი! -დაუყვირა გოგონამ.
დათამ მაშინვე შეუშვა ხელი, თავი უკან გადააგდო და სახე მოისრისა.
-გაეთრიე აქედან! -დაიღრიალა ბოლოს მან, ისე რომ ოლიკოსთვის არ შეუხედავს. -ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს! აქედან გაეთრიე, ახლავე! -ყვიროდა დათა და რაც ხელში მოყვებოდა ყველაფერს ლეწავდა. მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს კარადას, სასმელებით სავსე ბოთლებს ისვრიდა და კედელს ანარცხებდა მთელი ძალით. ოლიკოს შეეშინდა, ვეღარ გაეგო წასულიყო თუ დარჩენილიყო და შეეჩერებინა. ბოლოს კი გაქცევა გადაწყვიტა და კარისკენ გაექანა.
-გაჩერდი! -მოესმა დათას ღრიალი უკნიდან, მაგრამ ოლიკო მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა ჩაკეტილ კარს. საკეტს ნერვიულად ატრიალებდა. -მოდი აქ! -უკვე ნაბიჯების ხმა გაიგო გოგონამ და როცა როგორც იქნა კარი გამოაღო, მთელი ძალით მიაკრეს კარზე. დათამ მისკენ შეატრიალა შიშისგან გაფითრებული გოგონა. შუბლი მის შუბლს მიაბჯინა და თვალები დახუჭა. ოლიკო კიდევ ახალ საშინელებას ელოდა მისგან და მთელი სხეული დაეძაბა, შიშისგან გულისცემა ტვინში ურტყამდა. დათა კი ისევ თვალებდახუჭული იყო მიბჯენილი მასზე, ხელები მის მხრებს იქეთ მიებჯინა კარზე და სწრაფად სუნთქავდა.
-რას მიშვრები?! რას მიკეთებ ოლი? -ჩურჩულებდა დათა და კიდევ უფრო მაგრად აწვებოდა გოგონას.
-გამიშვი, დათა. -ძლივს წამოიძახა ოლიკომ.
დათა ოდნავ მოშორდა, სინანულით დააშტერდა ოლიკოს. ამ უკანასკნელს გული შეეკუმშა ბიჭის თვალების შემხედვარე. სულ გადაავიწყდა, თუ რას ეუბნებოდა იგივე ბიჭი რამოდენიმე წუთის წინ. დათამ ხელი სახეზე შეახო და ნელა უსვამდა ნიკაპზე, ყბებზე, ტუჩებზე. მთელს სახეზე ეფინებოდა გოგონას, ბიჭის მტაცებლური მზერა. ოლიკო კი ისევ კარზე იყო აკრული და ვერ ინძრეოდა, მიუხედავად იმისა რომ დათა აღარ აკავებდა.
-წასვლა გინდა, ოლი? -სინანულით ჰკითხა დათამ. გოგონას ნიკაპი აუცახცახდა. როგორ შეეძლო დათას ჯერ გაეყინა იგი და მეორე წამს გაელღვო?! დათა ისევ ეფერებოდა სახეზე და ოლიკოს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. შემდეგ კი ბიჭმა ხელი შეუშვა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და დაღლილი თვალებით შეხედა.
-უნდა წავიდე. -ამოილუღლუღა ბოლოს მან.
დათამ მკრთალად, თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი.
ოლიკო ფრთხილად მოშორდა კარს და შეტრიალდა. გამოაღო კარი და ზღურბლს გადასცდა.
ახლა დათა უყურებდა მას, მისგან მიმავალს. ისევ ისე გაშეშებული იდგა და ვერ ინძრეოდა. ღიად დარჩენილ კარში უყურებდა ოლიკოს, როგორ მიდიოდა. როგორ შორდებოდა თანდათან და მიხვდა დათა, რომ ეს დასასრული იყო. წავიდოდა ოლიკო და წავიდოდა სამუდამოდ, სხვა კაცს გაჰყვებოდა ცოლად და აქ უკვე გონება გაეთიშა.
-ჯაბდაბა, არ შემიძლია! -წამოიყვირა მან და კიბისკენ გაექანა.
ოლიკო უკვე კიბის შუა საფეხურზე იდგა, როცა დათა მკლავში სწვდა, მისკენ შეატრიალა და წამებში, ორივე ტუჩზე ცხელი კბენა იგრძნო. გოგონამ უცბად, ვერ გაიაზრა მომხდარი. დათამ კი წელზე მოხვია ხელი, მთელი ძალით იკრავდა სხეულზე, კეფაზე მაგრად უჭერდა ხელს და გოგონა გრძნობდა ცხელი ენის სრიალს მისი პირის ღრუში. დათამ მთელი სხეულით აიტაცა, ხელები ზურგს უკან შეუკრა და მჭიდროდ მიიკრა სხეულზე, ისე რომ ოლიკოს განძრევის საშუალებაც არ ჰქონდა. დათამ სწრაფად აირბინა კიბის საფეხურები და მისი ბინის კარი ჯახუნით მოიკეტა ზურგს უკან.

13 თავი

ოლიკოს ხელები თავს ზევით, დათას მუჭში მოქცეულიყო. მათი ენები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და მთელი ძალით ეკვროდნენ ერთმანეთს. დათას სურდა შეესისხლხორცებინა ეს ქალი, მარჯვენა ხელი წელს ქვევით შეუცურა და მთელი ძალით იკრავდა სხეულზე. უდაბნოში ნანახ წყაროსავით ეწაფებოდა გოგონას სხეულს. უჭერდა ხელებს, იმდენად ძლიერად რომ ოლიკოს სუნთქვაც კი აღარ შეეძლო, მაგრამ ამ უკანასნელს ეს არ ადარდებდა. თვალები მიელულა, ფეხები მის თეძოებზე შემოებჯინა და ხარბად ეწაფებოდა ბიჭის ტუჩებს. დათამ ხელები გაუთავისუფლა და ბარძაყებისკენ, კაბის ქვეშ შეუცურა. იმდენად ძლიერად მოუჭირა, რომ გოგონას კვნესა აღმოხდა. ეს სიამოვნებისა და ტკივილის შერეული გამოძახილი იყო. მტანჯველად სიამოვნებდა ის ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რასაც იმ მომენტში გრძნობდა. დათას კი სურდა ეტკინა მისთვის და ამით სიამოვნება მიეღო, ამას გაუაზრებლად აკეთებდა, რადგან სხვანაირად არ შეეძლო. შემდეგ, კისერში იგრძნო გოგონამ ხელის მტკივნეული მოჭერა, უკან გადაუგდო ბიჭმა. ტუჩები გოგონას ტუჩებზე ჩამოაცურა, ნიკაპზე უკბინა, შემდეგ კი ქვევით, ყელში ჩაუსრიალა ენა. გოგონამ თმებში შეუცურა ხელი და სიმწრისგან მოქაჩა, უაზრო ბგერები მორბოდნენ გოგონას ბაგეებიდან და ამას ბიჭის სწრაფი, ღრმა სუნთქვა ერთვოდა, რომელიც უფრო აგიჟებდა ოლიკოს, უფრო მაგრად ქაჩავდა თმებში. ბიჭი კი მთელი ძალით უჭერდა ბარძაყზე, კისერში და ოლიკო გრძნობდა მის კანში ღრმად ჩამჯდარ კბილებს. რამოდენიმე წამში, დათამ მთელი ძალით მოისროლა ოლიკო საწოლზე და ზემოდან მოექცა. მაისურში შეუცურა ხელი და ერთი ხელის მოსმით შემოეხა გოგონას ტანზე. სიამოვნებისგან მიბნედილი თვალები წამით გაახილა და დათას გაშმაგბულ მზერას გადააწყდა, შემდეგ კი ყბებში სტაცა ბიჭმა ხელი და მისკენ მიიზიდა.
-შენ ჩემი ხარ! -ჩუმი, კატეგორიული ხმით წარმოთქვა ბიჭმა და ხარბად დააცხრა გოგონას ტუჩებს.
ოლიკოს აზროვნება აღარ შეეძლო, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა. შიგნიდან დანაშაულის გრძნობა ჭამდა, თავს მოღალატედ გრძნობდა, მაგრამ იცოდა რომ დათას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. თავისით ვერ შეჩერდებოდა, რადგან ბიჭის შეხებასაც კი ჭკუიდან გადაჰყავდა. დათა კი ჰკოცნიდა, გამალებით. გოგონაც ჰყვებოდა ვნებააღძრული, რადგან სწორედ დათა იყო მისთვის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც დანებდებოდა და არასდროს ინანებდა ამას. მიუხედავად იმისა, თუ რა გამოიარა მან მის გამო. როგორი შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა ამას, მხოლოდ ამ დღის მოგონებით შეეძლო ცხოვრების გაგრძელება და ამის შემდეგ სიკვდილზეც თანახმა იყო. თუმცა ის ბურთი, რომელიც მოღალატის მწარე, ცხელ შიგთავსს ატარებდა, შიგნიდან ჭამდა გოგონას და მიხვდა რომ გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა და არ უნდა მოქცეოდა ზურას ისე, როგორც მას მოექცნენ წლების წინ და როცა დათამ საკუთარი ბაგეებისგან გაათავისუფლა და მკერდისკენ ჩაუცურა ენა, გოგონამ სიამოვნებისგან თვალმილულულმა გაუაზრებლად წამოიძახა:
-გაჩერდი... გთხოვ...
დათა კი არ ჩერდებოდა, უფრო მეტად უჭერდა ხელს ბარძაყზე, შემდეგ კი მისი ბუმბერაზი ხელი გოგონას ჭიპთან აუსვა, მკერდისკენ აუცურა. ოლიკომ ხელები მყარად დააბჯინა აქეთ-იქით საწოლს და სიამოვნებისგან მკერდი ზევით ასწია. ამას ვეღარ გაუძლებდა, არ ჰქონდა ამოდენა ძალა.
-დათა, გეხვეწები... გაჩერდი, ასე ნუ მომექცევი... გთხოვ. -ლუღლუღებდა გოგონა და დათა გაჩერდა. ცივად მოშორდა გოგონას სხეულს და საწოლზე ჩამოჯდა, ოლიკოსკენ ზურგით. ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. შემდეგ კი სწრაფად გადაიძრო მაისური და ოლიკომ ოფლისგან დასველებული დათას კუნთები რომ დაინახა, ქვედა ტუჩზე იკბინა მთელი ძალით. დათამ ფეხები გაშალა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი მასში ჩარგო. გოგონას ჯერ კიდევ არ შენელებოდა სიამოვნებისგან გახურებული სხეული, ზურგით იწვა საწოლზე და გული სწრაფად უცემდა. შუაზე გახლეჩილი მაისური აქეთ-იქით გადაჰფენოდა და შავი ბრა უჩანდა, ჭიპში ოფლის წყალი ჩასდგომოდა.
ერთ ხანს ჩუმად ისხდნენ, ხმას არცერთი არ იღებდა. ბოლოს კი, ოლიკო ფრთხილად წამოიწია საწოლიდან. დახეული მაისური კარგად შემოიჭდო სხეულზე, რომ დაეფარა და წამოდგა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და დათამ ისევ დასტაცა ხელი მკლავში, მისკენ მიიზიდა. ფეხებს შორის მოაქცია ოლიკო. ბიჭი თავს მაღლა არ სწევდა, თავი ოლიკოს მუცელზე მიეჭდო და მაგრად ჩაბღაუჭებოდა მის ხელს. შემდეგ კი, ფეხებზე მოჰხვია ბიჭმა ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა, თავი ფრთხილად ასწია და გოგონას მოშიშვლებულ მუცელზე დაუტოვა ცხელი კოცნა. ოლიკო უეცრად, შეკრთა. მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, დათას ცხელი სუნთქვა და ცხელი ტუჩების შეხება მთელს სხეულს უფატრავდა და განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა. დათამ ხელები თეძოებზე მყარად შემოაჭდო გოგონას, ამ უკანასკნელს კი გულწასული კვნესა აღმოხდა, შემდეგ კი იგრძნო... წლების განმავლობაში დაგროვილმა ტკივილმა ერთად იყარა მასში თავი და ნიკაპი აუკანკალდა, ცხვირი აეწვა, თვალებში ცხელი ცრემლები მოაწვა და მაგრად დახუჭა. ბიჭს კი შუბლი მიებჯინა მის მუცელზე და გოგონა გრძნობდა მის ღრმა სუნთქვას, რომელიც ვულკანივით სწვავდა.
-სამი წელი... -აკანკალებული ხმით წამოიწყო საუბარი ოლიკომ. -მთელი სამი წელი, ყოველ დღე ვლპებოდი, ცოცხლად ვიხრწნებოდი, ნელა და მტკივნეულად. ღმერთს სიკვდილს ვევედრებოდი, იმიტომ რომ ვერ ვიცხოვრებდი იმ სამყაროში, სადაც შენ სხვის გვერდით ხარ. -ოლიკომ აკანკალებული ხელები აცრემლებულ თვალებზე მიიფარა და ღრმად ჩაეფლო შიგნით. დათა კი მდუმარედ იჯდა, ხელებს უფრო მაგრად უჭერდა ოლიკოს თეძოებს და უფრო ძლიერად იკრავდა მას. ხელის კუნთები დაეჭიმა და ძარღვები დაებერა.
-რატომ წახვედი დათა? რა გავაკეთე არასწორად? რა ჰქონდა იმ სხვას ისეთი, რაც მე არ გამაჩნდა? -სლუკუნებდა გოგონა და აკანკალებული ხელებით ცრემლებს იწმენდდა. დათა კი დუმდა, მთელი ძალით უჭერდა ხელებს ოლიკოს, თითქოს გოგონას სხეული მის დასახიჩრებულ სულს გადაარჩენდა და ხავსივით ჩასჭიდებოდა მას. ვერ გაუშვებდა, ერთი წამითაც ვერ მოადუნებდა ხელებს, რადგან მხოლოდ ოლიკოს სიახლოვე ათბობდა. მას ოლიკოზე მეტად სტკიოდა, ოლიკოზე მეტად იტანჯებოდა, მაგრამ ტირილი არ შეეძლო. არც თბილი სიტყვების თქმა არ შეეძლო, მხოლოდ ტკივილის მიყენება გამოსდიოდა და ამ ტკივილში ატევდა ყველაფერს. სიყვარულსაც და სიძულვილსაც, რადგან ორივეს გრძნობდა. სხვანაირი სიყვარული არ შეეძლო, ორი უკიდურესობის წინაშე იდგა მუდამ. მთელი მისი ცხორება ორი უკიდურესობა იყო, ერთ ქმედებაში მოქცეული. აგრესიაში, სიუხეშეში ხლართავდა ყველა მის გრძნობას და სწორედ ამიტომ, შეუძლებელი იყო მისი გაგება. ოლიკო მთელი სხეულით ცახცახებდა, სულის ტკივილისგან წამოსული ცრემლები მთელს ტანში ამსხვრევდა.
-მერე კი ზურა გავიცანი. -გააგრძელა გოგონამ, ოდნავ დამშვიდებული ხმით. -ზურამ შეძლო, რომ... -ოლიკოს სიტყვა გაუწყდა, როდესაც დათამ მთელი ძალით მოიშორა მასზე მიკრული გოგონა.
ფეხზე წამოდგა ბიჭი, სახე ცივი და ამღვრეული ჰქონდა. ზემოდან დაჰყურებდა გოგონას, ზედა ტუჩი ოდნავ აუთრთოლდა, ბრაზს და ზიზღს ვეღარ იტევდა მისი სხეული. რამოდენიმე წამით დაშტერებოდა გოგონას, დასიებულ, დაწითლებულ თვალებში. შემდეგ კი ცივად გაუარა გვერდი, ოდნავ ბეჭიც კი გაჰკრა. ტანსაცმლის კარადა გამოიღო, შავი მაისური გადაიცვა. კიდევ ერთი მაისური გამოიღო, მწვანე ფერის. საწოლზე მოისროლა და როცა ოთახიდან გადიოდა, ოლიკოს მოაძახა ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს.
-როცა წახვალ, ეგ ჩაიცვი.
ბიჭმა ხმამაღალი ჯახუნით დატოვა სახლი. ოლიკო ერთხანს გაფითრებული იდგა, შემდეგ კი ხმამაღალი ტირილი აღმოხდა. საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ღრიალებდა. იქვე დაგდებულ დათას გახდილ მაისურს ჩაბღაუჭებოდა, თავი მასში ჩაერგო და მთელი ხმით ბღაოდა.
-მოვკვდები, მოვკვდები... -ტიროდა გოგონა და ცხელი ცრემლებით ასველებდა დათას მაისურს, მასზე დარჩენილ ბიჭის სურნელს იპარავდა და გლოვობდა.
თითქმის ერთი საათი დაჰყო გოგონამ დათას ბინაში, მის მაისურზე დამხობილმა. შემდეგ კი, ოდნავ დამშვიდდა. მწვანე მაისური იქვე დაკეცა, თავისი დახეულიც მასთან ერთად დადო და თავისი ცრემლებით დასველებული გადაიცვა. სახეზე წყალი შეისხა, ოდნავ რომ დამშვიდებულიყო და სახლი დატოვა.
***
თეკლე უკვე მილორავას 13 ნომერ კართან იდგა და ფრთხილად აკაკუნებდა. ხელში წამლის კოლოფი ეჭირა, რომ მაშინვე შეეჩეჩებინა გიორგისთვის და სანამ ბიჭი რაიმეს ეტყოდა, სწრაფად გასცლოდა იქაურობას. კარის სახელური შეირხა და გოგონა მთელი სხეულით დაიძაბა, თუმცა მისთვის სრულიად მოულოდნელად, კარი უცნობმა ქერათმიანმა გააღო. თმა ოდნავ აწეწვოდა და უდარდელად ისწორებდა მოკლე კაბას. ქერათმიანმა ამზერით შეათვალიერა თეკლე, ამ უკანასკნელმა კი მზერა აარიდა ნერვიულად.
-გიორგის დაუძახე. -ცივად უთხრა თეკლემ ქერათმიანს.
-შენ ვინ ხარ? -ამზერით ჩაეკითხა ქალი.
-რა მნიშვნელობა აქვს? დაუძახე. -კატეგორიული და მკაცრი ხმით უპასუხა გოგონამ და სახეში შეაშტერდა.
ქალს ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე და წარბები შეკრა.
-მითხარი რა გინდა და გადავცემ, არ სცალია ახლა გიორგის. -უხეშად მიუგო ქალმა.
-დაველოდები. -იგივე ტონით უპასუხა თეკლემ.
ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა თეკლეს. გოგონას სახე წამოენთო ბრაზისგან, წასვლა დააპირა, მაგრამ ისე ვერ წავიდოდა, გიორგისთვის წამალი რომ არ მიეცა. უფრო ძლიერად დააკაკუნა კარზე და რამოდენიმე წამში გაიგონა მაღალი ქუსლების კაკუნის ხმა, რომელიც სწრაფად უახლოვდბოდა კარს.
-რა გინდა მეთქი? -ჩუმი ყვირილით დაუსისინა ქერათმიანმა, როცა კარი გამოაღო.
თეკლემ ბრაზისგან თვალები დაქაჩა, შემდეგ კი სწრაფად შევარდა კარში, გვერდი გაჰკრა ქალს და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა ოთახისაკენ. გიორგის საძინებლის კარი გამოაღო და ლოგინში ჩაწოლილი დაინახა, ნაცრისფერ კვამს უშვებდა პირიდან და ოთახში შევარდნილ თეკლეს წარბებშეკრულმა გამოხედა. თეკლეს ყურადღება არ მიუქცევია მისი რეაქციისთვის, საწოლთან მივარდა და მთელი ძალით ესროლა წამლის კოლოფი. გაცეცხლებული მზერით დაშტერებოდა გიორგის. რამოდენიმე წამში, უკან ქოშინით მოვარდა ქერათმიანი.
-ეს ნაგლი გოგო ვინ არის? -შეჰყვირა ქალმა, საწოლზე უკვე თითქმის წამომჯდარ გიორგის, რომელსაც მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თეკლეს უყურებდა გაოგნებული სახით.
-ეს მოგიტანე. -ცივად მიუგდო სიტყვები გოგონამ და სწრაფად გაბრუნდა უკან.
თითქმის სირბილით მიუყვებოდა გოგონა მილორავას ვიწრო ჩიხს და თავ-ბედს იწყევლიდა. როგორ ჩაიგდო საკუთარი თავი ამ დგომარეობაში?! ცოტათი დანაშაულიც კი იგრძნო, რომ ასე ნაგლად შეიჭრა გიორგის სახლში, მაგრამ საშინლად გააღიზიანა იმ ქერათმიანმა. ვერ აიტანა ის ქალი, არ ენდობოდა, წამალსაც არ ანდობდა მას. გიორგის საკუთარი თავის გარდა, არავის ანდობდა, თუმცა ამ წამს გიორგისაც ვერ იტანდა. მთელი არსებით ეზიზღებოდა ის სიტუაციაც, რაც იქ დახვდა და იმ სიტუაციის მთავარი გმირებიც. თითქმის გზაზე იყო გასული გოგონა, როცა მკლავში ვიღაც სწვდა და მისკენ მიაბრუნა. გოგონა თვალებდაქაჩული შეაშტერდა მის წინ აღმართულ გიორგის, რომელიც სახეალეწილი შესჩერებოდა გოგონას სახეში. თეკლემ ხელი აუქნია ბიჭს და სწრაფად დაიხსნა თავი მისი ხელისგან.
-ხომ გითხარი, არ მოხვიდე მეთქი? -მშვიდად ჰკითხა ბიჭმა, თუმცა სირბილისგან სახე შეწითლებოდა და ხმაც ბოლომდე მშვიდი ვერ ჰქონდა.
თეკლემ წარბები შეჭმუხნა, ბრაზისგან აინთო.
-გითხარი, წამალი მოგინატე მეთქი. -შეჰყვირა მან. -უამრავი საქმე მაქვს, შენთან სიარულისთვის ნამდვილად არ მცალია.
-ხოდა არ მჭირდება ეგ წამალი. -ცივად მიუგო ბიჭმა.
-არა? კარგი, დამიბრუნე მაშინ. -მოუჭრა გოგონამ.
გიორგის ოდნავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.
-მართლა რა მწარე ხარ. -გაეცინა მას. -მგონი „სისხლიანი მერი“ მსუბუქი გადაწყვეტილება იყო შენს შემთხვევაში.
-საერთოდ არ მეცინება, თუ ატყობ. -თვალები დაქაჩა თეკლემ.
-კარგი, წამოდი გავისერინოთ. -მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-მგონი, შენ გელოდებიან. -ბრაზმორეული ირონიით მიუგო გოგონამ.
გიორგის უფრო შესამჩნევად გაეღიმა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. თეკლეს გასცდა, ეს უკანაკნელი კი ისევ წარბებშეჭმუხნული იდგა და გიორგის ზურგს გაჰყურებდა ბრაზმორეული. გიორგი მისკენ შემობრუნდა, ოდნავ თვალებმოჭუტული შეხედა გოგონას.
-მარტო სეირნობა არ მიყვარს. -მშვიდად წამოიძახა მან.
თეკლემ წარბები გახსნა, სულ აბნევდა ეს ბიჭი. შემდეგ კი, მანაც გადადგა წინ ნაბიჯები და გიორგის გვერდით დადგა. რამოდენიმე წამი დაკვირვებულად შეაჩერდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი, ნელი ნაბიჯებით გააგრძელეს გზა.
***
სახლში მისულ ოლიკოს, ილიკო შეეჩეხა წინ. გაკვირვებითა და წარბებშეკვრით შეათვალიერა თავისი და. ოლიკომ მზერა აარიდა და სწრაფად შევარდა თავის ოთახში. უკან ილიკოც მიჰყვა.
-ეს რა ტომარა გაცვია? -დაუსისინა ილიკომ.
-ტატა სად არის? -აარიდა კითხვას თავი გოგონამ.
-სახლში გავიყვანე. კითხვაზე მიპასუხე! -გატეგორიული ხმა მიიღო ილიკომ.
-თეკლეს ზედაა, მოსწონს ბიჭის ტანსაცმელი. -შესამჩნევად იცრუა ოლიკომ და მზერა აარიდა ძმას.
ილიკომ იჭვნარევად შეკრა წარბები.
-დებილი გგონივარ? ახლავე მომიყევი ყველაფერი. -დაიღრინა ილიკომ.
-ილიკო შემეშვი, ცუდი არაფერი მომხდარა. მერე მოგიყვები. უნდა გამოვიცვალო, გადი. -ანერვიულებული ხმით საუბრობდა გოგონა და თან ილიკოს ექაჩებოდა კარისკენ.
ილიკომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ოთახიდან გავიდა. გოგონა ღონემიხდილი დაემხო საწოლზე, არ უნდოდა მაისურის გახდა. მასში უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა თავს. დათას შეხებას იხსენებდა, სულ მოიკნუტა საწოლზე. ცხელი ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, ვერ გაერკვია. ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა მისგან დათას?! თავის მხრივ, ოლიკო კი მიხვდა, რომ ვერასოდეს ვეღარ ამოიგებდა თავიდან მასზე ფიქრს, დათას შეხებისგან მთელი სხეული უდუღდა. მისი კანის ყოველ წერტილს ახსოვდა ბიჭის შეხება და კიდევ ითხოვდა ამას. ოლიკო არ იყო სრულყოფილი დათას გარეშე, მარტოსული და არასრულფასოვანი იყო. ზურას გვერდით ძლიერი, უშიშარი და თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ დათას გვერდით ნამდვილი ოლიკო იღვიძებდა. მხოლოდ დათას გვერდით ხდებოდა ის ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. მერე კი ტირილისგან სხეული მოუდუნდა და ჩაეძინა.
***
დათა მაგრად აჭერდა გაზს ფეხს და უცნაურად მშვიდი სახე ჰქონდა, არაფრისმთქმელი. მისი მანქანა ერთ-ერთი კორპუსის წინ გაჩერდა, ბიჭი სწრაფად აუყვა კიბეებს და პირველი სართულის თეთრ კარზე დააბრახუნა. წამებში კარის ზღურბლზე მაღალი, შავგრემანი, ხუჭუჭა და მწვანეთვალება გოგონა გამოჩნდა, რომელმაც წარბებშეკვრით შეათვალიერა დათა.
-ჰმ. როგორც იქნა, გაგახსენდი? -შეჰბღვირა გოგონამ.
დათას ისევ ისეთი არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, სწრაფად შევიდა სახლში. მას უკან ხუჭუჭაც მიჰყვა.
-დათა, შენ გელაპარაკები. არაფერს მეტყვი? სად იყავი ეს დღეები, რომ გირეკავდი? რა გჭირს, საერთოდ ვეღარ გცნობ. -გაკაპასდა მწვანეთვალება.
დათას ისევ ისეთი სახე ჰქონდა. გოგონა მიხვდა, რომ ბიჭი არაფრის თქმას არ აპირებდა და თავისთვის მოლბა. კეფაზე შემოჰხვია ხელები და ტუჩები ახლოს მიუტანა.
-მომენატრე. -წამოიკნავლა მან და ტუჩებზე დააცხრა დათას.
ბიჭიც აჰყვა, თუმცა მისი კოცნა უგულოს, ნაძალადვს ჰგავდა. მერე კი, ბოლომდე გათიშა გონება. ოლიკოს სიტყვები გაახსენდა: „ზურამ შეძლო“. აქ უკვე კისრის ძარღვები დაეჭიმა ბიჭს, ხუჭუჭას თმა ხელზე დაიხვია და მთელი ძალით მოისროლა საწოლზე, თავად კი ზემოდან მოექცა. მწვანეთვალებას სიამოვნებისგან თვალები მიელულა და ბოლომდე გადაეშვა ვნების სამყაროში.
***
გიორგი და თეკლე მშვიდად მიუყვებოდნენ ქალაქის ერთ-ერთი სკვერის მწვანე ბილიკს. გოგონას ბრაზმა თითქოს გადაუარა, მაგრამ მაინც ჰქონდა უკმაყოფილების შეგრძნება.
-რატომ არ გინდა მკურნალობა? -დაარღვია მშვიდი სიჩუმე თეკლემ.
-ჩემი დაავადების გარდა, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვისაუბრთ. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
-კარგი. -წაიჩურჩულა გოგონამ. -ტურნირისთვის მზადება როგორ მიდის?
-მგონი, ვერ მოვასწრებ. -მშვიდად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
თეკლეს გული ჩასწყდა, ეგონა იქვე ჩაიკეცებოდა, ოღონდ ეს არ მოესმინა და ყველაფერს აიტანდა.
-აბა რას ამბობ?! -წამოიყვირა უეცრად მან.
გიორგიმ მკრთალად ამოხედა, გაუღიმა. ამ ღიმილში თეკლემ იმდენი რამ დაინახა, ტკივილი, იმედგაცრუება, შეგუება... შეგუება ყველაზე მეტად ეტკინა გოგონას და ღრმად, კანკალით ამოისუნთქა.
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო. -ისტერიკულს ჰგავდა მისი ტონი.
-სიკვდილის გეშინია? -ღიმილით შეეკითხა ბიჭი.
-არა. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ. -ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილის მეშინია.
გიორგიმ წარბები ასწია.
-მე შენი საყვარელი ადამიანი ვარ?
თეკლემ დაბნეული სახე მიიღო, ნერვიულად ჩაახველა.
-ეგ რა შუაშია? მე არავის სიკვდილი არ მინდა. -დაბნეულად ჩაილაპარაკა მან.
-სიკვდილი გარდაუვალია, თეკლე. -მშვიდად წარმოთქვა გიორგიმ და სივრცეს გახედა. -რა მნიშვნელობა აქვს, ადრე წახვალ თუ გვიან? ადამიანი ხარბია, 100 წლის მოხუცს რომ ჰკითხო, მასაც ენდომება სიცოცხლე. მე კი იმის არ მეშინია, რაც გარდაუვალია.
-ხო, მაგრამ როცა შეგიძლია თავი აარიდო, რატომ ამბობ ამაზე უარს?
-სიკვდილს თავს ვერ აარიდებ, თეკლე. ეს ფილტვების ანთება არ არის, ტვინის სიმსივნეა. -სიმწრის ღიმილი გამოეხატა სახეზე გიორგის. -ამის მკურნალობა არ შეიძლება, დიდი დიდი სიცოცხლე გამიხანგრძლივონ. სანაცვლოდ კი წამლებზე შეერთებული უნდა ვიწვე საავადმყოფოს პალატაში და ალბათ იმ გახანგრძლივებული სიცოცხლიდან, რამოდენიმე დღე თუ შევძლებ დარჩენილი სიცოცხლით ტკბობას.
თეკლე ღონემიხდილი დაემხო ბაღის სკამზე. თავჩახრილი იჯდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. არ უნდოდა გიორგისთვის შეეხედა, არ სურდა შეგუებოდა. ვერც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და არც შეგუება შეეძლო.
-რა სასტიკია ეს სამყარო. -ძალადაკარგული ხმით წამოიძახა გოგონამ. თავი არ აუწევია.
გიორგი გვერდით მიუჯდა.
-ერთი ადგილია. -მშვიდად თქვა მან. -აქედან შორს არის, მაგრამ ერთ დღესაც იქ წავალ. შენც წამოდი. -თეკლემ ბიჭის მზერა იგრძნო და თავი მისკენ შეატრიალა.
-რა ადგილია?
-რომ წავალთ, ნახავ. ბავშვობაში ვიყავი ჩემს ძმასთან და მამაჩემთან ერთად. მაშინ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ჩემით მივიდოდი იქ. როცა ნახავ, მიხდები, რომ ეს სამყარო მშვენიერია.
თეკლემ ისევ ჩახარა თავი. ძალა სულ გამოცლოდა, ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა ის იყო, რომ რაღაც გარდაუვალის წინაშე იდგა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. თავს ვერ აარიდებდა სიკვდილის გარდაუვალობას და წამით დაფიქრდა, ნუთუ შეეძლო ადამიანს თან ეცოცხლა და თან მკვდარი ყოფილიყო? რას ნიშნავს სიკვდილი? ნუთუ სიკვდილი მხოლოდ გულისცემის შეწყვეტას გულისხმობს? რა მოსდით საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილ ადამიანებს? ნუთუ ისინიც ეგუებიან? ნუთუ შეუძლიათ მათ ეს სამყარო ლამაზად მოეჩვენოთ საკუთარი ადამიანის გარეშე?! ფრთხილად მოავლო თვალი მის ირგვლივ გაშლილ, შემოდგომისგან შეყვითლებულ ბუნებას გოგონამ. ბნელი, ნაცრისფერი და და უღიმღამო ეჩვენა. შემდეგ კი გიორგის შეხედა, მაინც როგორ იღიმოდა... როგორ ტკბებოდა ცხოვრებით და ეჩვენა, რომ მას უფრო სჭირდებოდა სიცოცხლე, ვიდრე თავად.

14 თავი

ოლიკო უხეშმა ნჯღრევამ გამოღვიძა, ფრთხილად გაახილა თვალი და ნინოს გააფთრებულ მზერას რომ გადააწყდა, სასწრაფოდ წამოხტა, თვალებგაფართოვებული წამოჯდა საწოლზე. ტირილისგან ჩასიებული თვალები ნერვიულად მოიფშვნიტა და თავი ჩახარა.
-ეს რა არის? ეს რა გაცვია? -დაუყვირა დედამ.
-რა მაცვია? -დაბნეული მზერა შეაჩეჩა ნინოს ოლიკომ.
ქალს სახე უფრო წამოეთო, ნერვიულად აისვა ხელები შუბლის კიდეებში და ქერა, მძიმე თმა უკან გადაიწია.
-სად იყავი? -სუნთქვაშეკრულმა იკითხა.
-არსად. -შიშჩამდგარი ჩურჩულით წარმოსთქვა ოლიკომ.
-სულ გააფრინე ხომ? -უკვე ბრაზს ვეღარ იკავებდა ქალი. -სულ გათავხედდი? გამაგებინე რას ფიქრობ, შენ დანიშნული ხარ. რას გავს შენი საქციელი, გინდა სულ დაეკარგოს შენზე წარმოდგენა ზურას? სად დაეთრევი გამაგებინე და ეს ვისი მაისური გაცვია? -ღრიალებდა ნინო.
ოლიკო ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, კარისკენ დაიძრა, როცა დედა მაჯაში სწვდა და მისკენ შეატრიალა.
-იცოდე, ისევ იმ საზიზღარი ბიჭის გამო, რომ დაინგრიო ცხოვრება, დედა აღარ გეყოლება! დროზე გაიხადე ეგ მაისური და მოწესრიგდი, მალე ზურა მოვა. -მუქარით დაუსისინა ქალმა და კარისკენ დაიძრა, შემდეგ კი საჩვენებელი თითის ქვენით შემობრუნდა ქალიშვილისკენ.
-გინდა თუ არ გინდა, ქორწილი მალე იქნება. დღესვე დავთქვამთ თარიღს. გასაგებია?
ოლიკოს სახე წამოენთო, ბრაზი თვალებში მოაწვა.
-შენ ვერ გადამიწყვიტავ, როდის გავთხოვდე და როდის არა. -დაიყვირა გოგონამ.
-მეორედ აღარ მოგცემ შენს ჭკუაზე სიარულის უფლებას, ადრე რაც იპარპაშე, გეყო. შედეგიც ვნახეთ ერთად, რა მოჰყვა იმ ბიჭთან სიარულს, მისი სახელის წარმოთქმაც არ მინდა. -ზიზღით შესძახა ქალმა. -დროზე გამოიცვალე და ზედმეტად სიტყვა არ დაძრა, იცოდე!
ნინომ ჯახუნით გაიკეტა კარი. ოლიკომ ღრმად ამოისუნთქა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარადას. ფრთხილად გადაიძრო მაისური, ცელოფანში ჩაკეცა და საგულდაგულოდ შეინახა, რომ დედამისს ხელი ვერ მისწვდომოდა მასზე. შემდეგ კი, ოთახიდან გავიდა. აბანოში შევიდა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მაგრად იჭერდა სხეულზე ხელებს, არ უნდოდა წყალს ჩამოერეცხა დათას კვალი მის კანზე. ორ ცეცხლს შორის იდგა, ან ზურას გაჰყვებოდა ცოლად, ან კიდევ ისევ დათას სათამაშოდ იქცეოდა და ყველას დაკარგავდა, მათ შორის დედას. უკვირდა, ნუთუ ასეთი შესამჩნევი იყო დათას გამოჩენა მის ცხოვრებაში, რომ დედამისიც კი მიხვდა ამას?! ოლიკოს ცხელი ცრემლები დუშიდან ჩამოღვრილ ცხელ წყალს უერთდებოდა და რეცხავდა გოგონას სახიდან. ნელა ჩაუყვა კედელს, მოიკნუტა, მოხრილ ფეხებზე შემოიჭდო ხელები და თავი მასში ჩარგო. ცრემლების ნაკადი არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო უმატებდა ტირილს. დათა უნდოდა, დათა სჭირდებოდა, დათა იყო საწამლავიც და მკურნალიც მისთვის. ვერავინ ვერ მოუშუშებდა იმ ტკივილებს, რაც გულში ჰქონდა. დათას გარდა ვერავინ შეძლებდა ამას და დასტიროდა საკუთარ მდგომარეობას. ეშინოდა, რომ დათას სათამაშოდ ქცევაზეც კი დათანხმდებოდა, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. ნუთუ, იმდენად დაეცემოდა რომ საკუთარ მშობელზეც კი უარს იტყოდა, დათას გამო? ნუთუ ამდენად გაიუფასურებდა საკუთარ მეობას?! ნუთუ მისი ძალადაკარგული მე დათას შეუერთდებოდა და მასში ჩაიკარგებოდა? ყველაფერზე თანახმა იყო, სიკვდილიც კი არ აშინებდა ისე, როგორც დათას გარეშე ყოფნა და მიხვდა ოლიკო, რომ ზურასთან გატარებული ერთი წელი, უბრალოდ თავის მოტყუება იყო. დღე არ გავიდოდა მასზე არ ეფიქრა გასული ოთხი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, როცა ზურას გვერდით იყო ბევრჯერ გახსენებია დათა, მაგრამ თანდათან ქრებოდა ნამდვილი ოლიკო. ზურასთან სულ სხვა ადამიანად ვითარდებოდა და საკუთარ მეობას კარგავდა. როგორი იდეალურიც არ უნდა ყოფილიყო ის ზურად გვერდით, მის გარემოცვაში ოლიკო ყალბი იყო.
***
-დათა, მიყვარხარ. -ხელს უსვამდა მწვანეთვალება, შიშველ მკერდზე ბიჭს. თავი მის მხარზე დაედო. ეს უკანასკნელი კი იწვა გაუნძრევლად, შესჩერებოდა ჭერს და ოლიკოზე ფიქრობდა. ოდნავადაც არ გაუმკრთალდა მასზე ფიქრები ბიჭს, მაშინაც კი, როცა სხვა ქალის სხეულს ეფერებოდა, ოლიკოზე ფიქრები აწვებოდა. ბრაზი, ზიზღი, სიყვარული, წყენა, ყველაფერი ერთმანეთსი გადახლართულიყო და ერთ ქალში ერთიანდებოდა, დათას სხეული კი სხვისი ფერებით გამოხატავდა იმ ტკივილს, რასაც ოლიკო აყენებდა მას მისდაუნებურად.
-მითხარი, რომ შენც გიყვარვარ. -ნიკაპი მხარზე დაადო ხუჭუჭამ და სახეზე შეაშტერდა ბიჭს. დათამ მკრთალად გამოხედა, ერთხანს აკვირდებოდა გოგონას, შემდეგ კი თვალები ისევ ჭერისკენ მიაპყრო. გოგონას უკმაყოფილო მზერა გამოეხატა სახეზე.
-დათა. -წამოჯდა მწვანეთვალება საწოლზე. -არასოდეს გითქვამს ჩემთვის ეს სიტყვა, რა მოხდება ერთხელ მაინც რომ მითხრა?
დათამ ხვნეშით ამოისუნთქა.
-რა გინდა, სალომე? მე არ მომიცია არანაირი პირობა შენთვის.
გოგონამ წარბები შეჭმუხნა, ტუჩები მოკუმა.
-ანუ არ გიყვარვარ? ჩემთან მხოლოდ ერთობი? -ხმა გაუმკაცრდა მას.
-ა*რაკებ ეხლა! -შეჰბღვირა დათამ.
-მე ასე არ შემიძლია, დათა! -შეჰყვირა გოგონამ. -მაშინ, საერთოდ აღარ შემეხმიანო და აღარ მოხვიდე ჩემთან.
დათამ ენა კბილებში აატრიალა და ცინიკურად ახედა საწოლზე წამომჯდარ სალომეს.
-დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა. არ მივცემ არავის უფლებას, ჩემი გრძნობებით ითამაშოს. -სერიოზული სახით უპასუხა გოგონამ.
-კარგი, როგორც გინდა. -უდარდელად წამოიძახა დათამ, საწოლზე წამოჯდა. სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. სალომემ სწრაფად შემოიხვია ზეწარი და უკან აედევნა.
-მოიცა, ასე წახვალ? -ანერვიულებული ხმით შეჰყვირა გოგონამ.
დათა შედგა, უკან გამოხედა მას, თავი გადააგდო, სახე მოისრისა და დაღლილი სახით დახედა თვალებგაფართოვებულ სალომეს.
-ასე, როგორ?
-ასე მარტივად. ანუ საერთოდ არაფერს ვნიშნავდი შენთვის? -თვალები აეწვა გოგონას.
დათა სალომეს მიუახლოვდა, მისი ნიკაპი ცერა და საჩვენებელი თითით დაიჭირა.
-მე სიყვარული არ შემიძლია, სალომე. უბრალოდ, კარგად ვიყავით ერთად. ასე ნუ მომეჯაჭვები, არ ღირს. -მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-სხვა გყავს ვინმე? -გააფთრებული შეაჩერდა სახეში მწვანეთვალება.
დათამ მობეზრებულად აატრიალა თვალები, შემდეგ კი წარბებშეკრული შეაჩერდა გოგონას.
-ვერ გაიგე რა ვთქვი? -დაიბღვირა მან.
-აბსურდია, რაც თქვი. შენნაირ ადამიანებს ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ, დათა. ვინ არის ის გოგო? ჯერ კლუბში, მერე ექსკურსიაზე... მის გამო მიდიხარ, არა? მითხარი, ვინ ჯანდაბაა? -ხმას აუწია გოგონამ.
-არ გაბედო მასზე რამის თქმა! -დაიღრიალა დათამ. -შენი საქმე არ არის! უბრალოდ *ექსი გვქონდა, კარგად ვიყავით ერთად და მორჩა, აქ დამთავრდა ყველაფერი. -საგრძნობლად უმატებდა ბიჭი ღრიალს.
სალომე შეკრთა, შიში ჩაუდგა. სიტყვის თქმას ვეღარ გაბედავდა, მაგრამ მიხვდა რომ სწორედ იმ გოგოს გამო შორდებოდა დათა და სხეული ბოღმითა და ბრაზით აევსო. ლოყები დაებერა, ჰაერი ჩაიგუბა პირში და ნერვიულად დაიწყო თვალების ცეცება. დათა კი სწრაფად გაქანდა კარისკენ და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან.
სალომე ერთხანს წარბებშეჭმუხნული იდგა. შემდეგ კი მუშტები შეკრა, არ გაუშვებდა დათას ასე მარტივად ხელიდან. თავ-ბედს აწყევლინებდა იმ გოგოს, დათას ცხოვრებაში გამოჩენისთვის.
***
ოლიკო მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. ზურა უკვე მათთან იყო, ოლიკოს მშობლებთან ერთად იჯდა. იქვე ნატალია იდგა გაბადრული და ოთახში შესულ დას, უზარმაზარი დათუნიისკენ ანიშნა.
-ეს ზურამ მომიტანა. -გაჰკიოდა სიხარულისგან აცუნდრუკებული პატარა ნატალია.
ოლიკომ მკრთალად გაუღიმა დას და თავზე ხელი გადაუსვა. შემდეგ კი, მოლოდინით სავსე სამეულის თვალებს გადააწყდა, მისკენ მომართულს. ფრთხილად მიუახლოვდა მათ გოგონა და სავარძელში ჩაჯდა. თავჩახრილი იჯდა, სიკვდილი ერჩივნა ახლა, ქორწილზე ლაპარაკს.
-აბა, რას ვაპირებთ? -დაარღვია უხერხული სიჩუმე ნინომ. -მე და გელა მალე უნდა დავბრუნდეთ ესპანეთში, ნატალიასაც მეტხანს ვეღარ გავაცდენინებ სკოლას. გელაც სამსახურში უნდა დაბრუნდეს.
-მაგაზე არ ინერვიულოთ, ნინო. -ზრდილობიანად წარმოსთქვა ზურამ. -მამაჩემთან პრობლემა არ არის, გელას შეუძლია რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს გაეთავისუფლოს სამსახურიდან.
ნინომ ქალიშვილს გახედა მწველი თვალებით, რომელიც ჯიუტად არ სწევდა თავს მაღლა.
-ოლიკო. -მკაცრად წამოიძახა ქალმა და გოგონამაც მაშინვე აიხედა.
ნინომ ნერვიულად გაიღიმა, არ სურდა ზურას ეეჭვა, რომ მისი ქალიშვილი თავს იკავებდა ქორწილისგან.
ოლიკომ ზურასკენ გააპარა მზერა, რომელიც სრულიად მშვიდად იჯდა და თავის საცოლეს თვალებს არ აშორებდა. ოლიკოს შეზიზღდა ეს მზერა, ვერ აიტანა რომ მამაკაცი ასე დაჟინებით უყურებდა, რადგან მხოლოდ დათას შეეძლო მისთვის ასე შემოხედვა, მხოლოდ დათას ჰქონდა ამის უფლება. გოგონამ ისევ ჯიუტად ჩახარა თავი და ნინო უფრო მეტად ანერვიულდა ამაზე. შემდეგ ნერვიული ღიმილით გახედა ზურას.
-უკაცრავად, ახლავე დავბრუნდებით. -თქვა ქალმა და ოლიკოსკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა. ის-ის იყო, ქალიშვილს მკლავში დაეტაკებოდა, რომ ზურას ხმამ შეაჩერა.
-არ გინდათ, ნინო. -მშვიდად წამოდგა მამაკაცი. -ჩემს საცოლეს მე თვითონ დაველაპარაკები, ცალკე.
ნინომ ისევ ნერვიულად გაუღიმა ზურას, შემდეგ კი შიშჩამდგარ, ქალიშვილის მზერას შეეჩეხა და თვალები მუქარანარევად დაუქაჩა.
ზურა მშვიდად მიუახლოვდა თავის საცოლეს, ოლიკოც ნელა წამოდგა.
-თქვენ იყავით, მე და ნინო გავალთ. -თქვა გელამ და ოთახიდან გაიყვანა გააფთრებული მეუღლე. მათ ნატალიაც გაედევნა უკან.
ერთხანს ოთახში უხერხული სიჩუმე სუფევდა. ზურა სავარძელში ჩამჯდარ ოლიკოს მიუახლოვდა, მის მუხლებთან დაიხარა და ისე ახედა მუხლებიდან, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც რაღაც, აკრძალული დაჟინებით სურს და მისი ენით უნდა ესაუბრო, რომ გადააფიქრებინო.
-ოლი, ჩემო ლამაზო. -დამთბარი ხმით დაიწყო მამაკაცმა. ოლიკო შეკრთა, ცივად დახედა მის მუხლებზე დაყრდნობილ კაცს. -რა გჭირს, ჩემო მშვენიერო? -განაგრძნობდა ზურა.
-რა უნდა მჭირდეს? -უხეშად იკითხა გოგონამ.
ზურას გაეღიმა.
-თუ ქორწილი არ გინდა, მე არ დაგაძალებ, ხომ იცი? მე შენ მიყვარხარ, შენი ბედნიერება მინდა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად და თუკი მე არ ვარ ის კაცი, ვინც შენ ბედნიერს გაგხდის, მაშინ მე დავასრულებ ამ ურთიერთობას.
ოლიკოს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, პატარა ბავშვივით სლუკუნებდა. მერე კი, დედამისის გააფთრებული სახე წარმოიდგინა, რას იზამდა თუკი ამ ურთიერთობას გაანადგურებდა და ცრემლები სახეზე შეეყინა. ზურას დამოკიდებულებამაც დააბნია თითქოს, არ იყო დარწმუნებული რომ მისი დაკარგვა უნდოდა, მაგრამ ვერ იტანდა ზურას ხელებს, მის მუხლებზე დაყრდნობილს. ვერ იტანდა მის სახეს, თავისასთან ახლოს მოტანილს, ვერ იტანდა მის თბილ ტონს, გოგონას გულის გასათბობად მომართულს. ეზიზღებოდა დათასთან შედარებით ყველა კაცი. მიუხედავდ იმისა, რომ ზურას მიმართ მაინც ჰქონდა კარგი, თბილი მოგონებები, ეს არ იყო საკმარისი. ის იდეალური იყო, ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ჰყვარებოდა, მაგრამ ის დათა არ იყო და ვერც ვერასდროს გახდებოდა დათა. ვერც ზურა, ვერც ვერავინ... დათა უხეში, დაუმორჩილებელი, უტაქტო, აგრესიული იყო, მაგრამ ოლიკოს ის მაინც მთელს ქვეყანას ერჩივნა.
ზურამ ცერა თითით მოწმინდა ოლიკოს ცრემლები და გოგონამ მაშინვე ჩაანაცვლა თავისით. ეცადა შეუმჩნევლად მოეშორებინა კაცის ხელები სახიდან, მაგრამ ზურა მაინც მიხვდა მის რეაქციას. მიხვდა, რომ თავის საცოლეში რაღაც შეიცვალა. ის ისეთი აღარ იყო, აღარ უხაროდა მისი დანახვა, მისი შეხება, მისი აღარცერთი ნაბიჯი აღარ იწვევდა ემოციას გოგონაში და წამოდგა. ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და ოთახში სიარული დაიწყო. არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაესვა ოლიკოსთვის, მაგრამ ვერც ბრაზს იკავებდა, თითქოს. კბილებს მაგრად აჭერდა ენას, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა. ცდილობდა, დამშვიდებულიყო და ადეკვატურად მორგებოდა სიტუაციას, ემოციებს არ უნდა აჰყოლოდა და ტვინით უნდა ემოქმედა.
-მოკლედ, მე დროს მოგცემ. -მშვიდად თქვა მან. -ამ ხნის განმავლობაში, თუ გსურს, საერთოდ არ შეგეხმიანები. -ძლივს ატანდა თავს ძალას მამაკაცი, რომ ეს სიტყვები ეთქვა. თვალებში არ უყურებდა გოგონას. -გინდა? ეს დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში?
-არ ვიცი. -ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.
-აბა, რა ვქნათ? გინდა ჩემთან ერთად ყოფნა თუ არა? -ვეღარ მოითმინა ზურამ.
-არ ვიცი. -ისევ ტირილი დაიწყო ოლიკომ პატარა ბავშვივით.
მამაკაცმა სწრაფად დაახამხამა თვალები, ნერვიულად ჩაახველა, ღრმად ამოისუნთქა. ბრაზს ძლივს აკავებდა სხეულში, რომ პირიდან არ ამოეხეთქა და ის არ ეთქვა, რისი თქმაც იმ მომენტში სურდა ოლიკოსთვის. რომ მშვენივრად იცოდა, ვის გამოც იყო თავისი საცოლე ასე დაბნეული და რომ ამას ჭკუიდან გადაჰყავდა. ნანობდა ზურა, ნანობდა რომ აქ გამოუშვა თავისი ქალი, რომ დანახვისთანავე არ გამოკეტა თავისთან. ნანობდა, რომ ცოლად მაშინ არ მოიყვანა, როცა ოლიკო მოხიბლული იყო მისით. თავ-ბედს იწყევლიდა გულში იმის გამო რაც შეეძლო და რასაც აწი ვეღარ გააკეთებდა.
-მითხარი, რა გავაკეთო, ოლი. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შენ მეტყვი. შენ უბრალოდ, მითხარი. -შიშჩამდგარი ხმით უთხრა მამაკაცმა.
ოლიკო უფრო მეტად უმატებდა ტირილს, თვალები სულ დაუსივდა. სულ ჩაუწითლდა.
ზურა ახლოს მივიდა მასთან, მხრებზე მოჰკიდა ფრთხილად ხელი, ნელა წამოაყენა ატირებული გოგონა და მაგრად ჩაიკრა გულში. ნაზად უსვამდა თმაზე ხელს, ხვდებოდა რომ მალე ამასაც ვეღარ გააკეთებდა. მალე ოლიკოს ჩახუტების საშუალებაც აღარ ექნებოდა და რაც შეეძლო აჭიანურებდა ამ პროცესს. თუმცა მაინც ჰქონდა იმედი, სანამ ოლიკომ ჯერ კიდევ „არ იცოდა“, მანამდე ჰქონდა შანსი ყველაფერი მის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა და ფრთხილად აკოცა თავზე ჯერ კიდევ თავის საცოლეს.
-ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ არაფერს დაგაძალებ. -მშვიდად უთხრა კაცმა და ფრთხილად მოშორდა გოგონას. -ეხლა უნდა წავიდე. -თქვა მან, აცრემლებულ ლოყაზე კოცნა დაუტოვა გოგონას და ოთახიდან გავიდა.
ოლიკო სავარძელში ჩაჯდა, თავჩახრილი იჯდა და გრძნობდა, რომ თანდათან ძალა ეცლებოდა. გრძნობდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა, მეტს ვეღარ აიტანდა.
რამოდენიმე წუთში, ოთახში ნინო შემოვარდა გააფთრებული. მას უკან ილიკოც შემოჰყვა.
-რა უთხარი, გოგო? -დაუყვირა დედამ ოლიკოს. -რატომ წავიდა?
ოლიკო ისევ თავჩახრილი იჯდა, ხმას არ იღებდა.
-შენ გეკითხები, შე თავგასულო! -უფრო აუწია ხმას ქალმა. -რისთვის ვიბრძოლე ამდენი? ვისთვის ვიბრძოდით მე და მამაშენი? იმისთვის, რომ ასე შეგვარცხვინო? ეგოისტი ხარ! შენ არავინ არ გიყვარს, საკუთარი მშობლებიც კი არ გიყვარს. -ისტერიკულად გაჰყვიროდა ქალი.
ოლიკომ ტირილი დაიწყო, ხმამაღლა ზლუქუნებდა და თავის უმწეო, ფერწასულ ხელებში ჩაერგო თავი. ილიკომ თავისი ‘ყუპისცალის ცრემლებს ვერ გაუძლო.
-თავი დაანებე, ნინო. -შეჰყვირა დედამისს. -მისი ცხოვრება, მისი გადასაწყვეტია.
-რომელი ცხოვრება, ილიკო? -შეტრიალდა ქალი თავისი ვაჟისკენ. -წარმოდგენა არ გაქვთ არცერთს რა მოყვება იმ ბიჭთან შენი დის ურთიერთობას. -ნინოს ხმა აუკანკალდა. -მალე აღარც და გეყოლება და აღარც დედა. -ცრემლები ჩამოუგორდა ქალს და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
ილიკო ოლიკოს მიუახლოვდა, თავზე გადაუსვა ხელი. თბილად საუბარი დიდად არ გამოსდიოდა, მაგრამ გული შეეკუმშა თავისი დის ცრემლების შემხედვარე.
-კარგი, ნუ ზლუქუნებ. თავი მეტკინა უკვე. -წაიბუზღუნა ილიკომ.
-ჩემი არავის ესმის. -სლუკუნით წამოიძახა ოლიკომ.
-მე მესმის. ჰე, დაწყნარდი ეხლა. -ჩაიმუხლა ბიჭი თავისი დის ფეხებთან.
ოლიკომ ცრემლებით ავსებული, დასიებული თვალები შეაჩეჩა ძმას და მის შემხედვარე უფრო უმატა ტირილს, ილიკოს გადაეხვია და მთელი ძალით ეკვროდა თავის ‘ყუპისცალს. ბიჭმაც მოჰხვია ხელები, ხელში აიყვანა და მის ოთახში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა, პლედი გადააფარა და თვითონ თავთან დაუჯდა.
-თუ გინდა, მელაპარაკე. -დააშტერდა ოლიკოს.
-საერთოდ არაფერი არ ვიცი. მეგონა ზურა მიყვარდა, ახლა დათა გამოჩნდა და ვეღარაფერი ვეღარ გავიგე. ისიც კი არ ვიცი რა უნდა ჩემგან დათას, მაგრამ მე მის ფონზე ზურას საერთოდ ვეღარ აღვიქვამ, საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ.
-მოდი, სადმე წავიდეთ მე და შენ. რამდენიმე დღე მოშორდები ყველას და ყველაფერს და უკეთესად დაფიქრდები.
-ვითომ? -სლუკუნით წამოიძახა ოლიკომ. -სად წავიდეთ?
-რამეს მოვიფიქრებ, შენ დაისვენე ახლა და არ ინერვიულო არაფერზე. მე ნინოს არ შემოვუშვებ აქ, ვეტყვი ძინავს თქო.
ოლიკომ თავი დაუქნია ძმას და გადაბრუნდა. თავი ღრმად ჩამალა ბალიშში და დაღლილი თვალები მალევე დაეხუჭა.
***
თეკლე და გიორგი ისევ ბაღის სკამზე ისხდნენ, მზე უკვე ჩასულიყო და ლამპინის მბჟუტავი შუქი დაჰყურებდათ თავზე.
-ოდესმე გყვარებია? -დაარღვია სიჩუმე თეკლემ.
გიორგიმ მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია.
-ანუ? -ჩაეკითხა გოგონა.
-არ ვიცი. როგორ უნდა მივხვდე, მიყვარს თუ არა?
თეკლეს გაეღიმა, თავი ჩახარა და უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები. ეს ბიჭი უფრო და უფრო აბნევდა.
-არ ვიცი, როგორ უნდა მიხვდე, მაგრამ მგონი მის გარდა არავინ უნდა გინდოდეს. ასე ამბობენ. -სიცილნარევად უთხრა გოგონამ.
გიორგისაც გაეცინა და თეკლეს შეაშტერდა სახეში.
-არა, სიყვარული ეგეთი მარტივი არამგონია იყოს. -მშვიდად წარმოთქვა მან, თეკლეს თვალებს არ აშორებდა.
-ანუ იმ ერთის გარდა, სხვა რომ არ გინდა, ეს მარტივია შენთვის?
-არა? -შეუბრუნა კითხვა ბიჭმა.
-მე შენ გეკითხები.
-სიყვარული უფრო ღრმა რაღაც მგონია მე. ჩარჩოებში არ უნდა მოაქციო. არც ის ვიცი, რამდენად ეყოფოდა ჩემი სიყვარული, მხოლოდ ერთ ადამიანს.
-რატომ საუბრობ ეგრე?
-როგორ?
-თითქოს ქვეყნის დასალიერის კიდესთან იდგე და შენს წინ ცარიელ უსასრულობას ხედავდე, სიბნელეს.
გიორგის ჩაეცინა და თავი ჩახარა, შემდეგ კი თითქოს კმაყოფილი გამომეტყველება მოეფინა სახეზე და თეკლეს თვალებში შეაშტერდა.
-სხვანაირი ხარ.
-ეგ მე გითხარი. -გაეცინა გოგონას.
-მაშინ არ დავიჯერე, ახლა მჯერა. -სიცილით უთხრა ბიჭმა.
-რატომ არ დაიჯერე?
-მეგონა, ჩემს მოხიბვლას ცდილობდი. -უფრო ხმამაღლა გაეცინა ბიჭს.
-რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე. -სიცილით ჰკრა ხელი გოგონამ მის გვერდით ჩამომჯდარს ბიჭს.
გიორგის ჩაეცინა, არაფერი აღარ უპასუხა თეკლეს.
-შენ არ გაინტერესებს, მე მყვარებია თუ არა? -წარბებაწევითა და ყელმოღერებით ჰკითხა გოგონამ.
-არა. -სერიოზული სახით ჩააშტერდა გიორგი. თეკლესაც მაშინვე დაუსერიოზულდა სახე.
-რატომ?
-ისედაც ვიცი, რომ არავინ გყვარებია.
-საიდან?
-უბრალოდ ვიცი და მორჩა.
თეკლე ჩაფიქრებული შეაშტერდა ბიჭს სახეში, ეს უკანასკნელიც არ აშორებდა მზერას. შემდეგ კი, წამოდგა.
-უნდა წავიდე, გვიანია.
გიორგიმ თავი დაუქნია, ისიც წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ სიბნელისაგან ფერდაკარგულ მწვანე ბილიკს.


15 თავი

მე14 სართულის დერეფანს, სწრაფი, მაღალი ქუსლების ხმამაღალი კაკუნით მიუყვებოდა ქერა ქალი. თითქმის კაბინეტამდე იყო მისული, როდესაც წინ სათვალიანი მანდილოსანი გადაეღობა.
-ქალბატონო, შეხვედრა დანიშნული გაქვთ?
ქალმა ამზერით დახედა სათვალიანს და წარბები შეკრა.
-გამატარე. -უთხრა მან უხეში ტონით და გვერდი აუარა.
-ქალბატონო, ასე ვერ შეხვალთ. -აედევნა უკან მდივანი ქერათმიანს, რომელიც ყურს არ უგდებდა მას და დაუკაკუნებლად შეაღო ბატონი დიმიტრის კაბინეტის კარი. ეს უკანასკნელი სავარძელში იჯდა და ქერათმიანის დანახვაზე თითქოს ელდა ეცა. სწრაფად წამოდგა და ქალის უკან მდგომ მდივანს გახედა.
-ბატონო დიმიტრი, ვერ შევაჩერე. -დაბნეულად უთხრა სათვალიანმა.
-არაუშავს, კარი მიხურე. -მშვიდად მიუგო დიმიტრიმ.
როგორც კი მდივანმა კარი მიხურა, ქერათმიანი სწრაფად დაიძრა მამაკაცის მაგიდისკენ და მთელი ძალით მოისროლა სავარძელზე თავისი ხელჩანთა. გააფთრებული შეაჩერდა კაცს სახეში. დიმიტრიმ უშველებელი ნერწყვი გადააგორა და ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე.
-ამჯერად, რა ქნა დათამ? -ისე იკითხა კაცმა, თითქოს უკვე აღარაფერი აღარ გააკვირვებდა საკუთარი ვაჟისგან.
ქალი ამაყად ჩამოჯდა სავარძელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და წარბებშეკრული შეაჩერდა კაცს.
-დაჯექი. -ხელით ანიშნა მან დიმიტრის თავისივე სავარძლისკენ. ქალს თავი ისე ეჭირა, თითქოს ეს კაცი იყო მისი სტუმარი და არა პირიქით. კაცი მაშინვე ჩაჯდა სავარძელში და ქალს შეაჩერდა ინტერესმორეული, მაგიდაზე დადებულ სიგარეტის ღერს დაავლო ხელი და ნერვიულად გაუკიდა.
-მეც მომაწევინე. -მშვიდად მიუგო ქალმა და ხელი გაუწოდა კაცს. მანაც მაშინვე მიაწოდა და უკვე ქალის ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს გაუკიდა.
ქერათმიანმა ღრმა ნაფაზი მოარტყა, თავი უკან გადახარა და ნაცრისფერმა კვამლმა წამით გაბურა მისი სახე. შემდეგ კი ცივი თვალები შეაჩეხა მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარ მამაკაცს.
-როგორი უსუსურიც იყავი, ისეთადვე დარჩი, არა? -ირონიულად დაუსისინა ქალმა. -საკუთარ შვილსაც კი ვერ ერევი, ამხელა კაცი. -ზევიდან ქვევით დახედა ქალმა, თითქოს ამით საკუთარ უპირატესობას გაუსვა ხაზი.
დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა.
-როდემდე უნდა შემაფასო წარსულით? -აღელვება ეტყობოდა ხმაში დიმიტრის.
-ანუ, ლაჩარი აღარ ხარ? -ირონიულად შეეკითხა ქალი და კიდევ ერთი ნაფაზი მოარტყა.
-ლაჩარი არც არასდროს ვყოფილვარ. -ხმა გაუმკაცრდა კაცს.
-ოჰ, ხმა დაგიყენებია. -სიცილი აუვარდა ქერათმიანს.
-საქმეზე გადადი, ნინო. -დაიყვირა კაცმა.
ქალს ირონიული სახე, მაშინვე დაუსერიოზულდა.
-ოლიკო ქორწილზე უარს აცხადებს. მგონი ახსნა არ მჭირდება, რატომაც. როგორც გინდა ისე შეაჩერე შენი შვილი დიტო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. -გააფთრებული შეაჩერდა ქალი.
-დიტო? -გაეღიმა კაცს. -ასე მხოლოდ შენ მეძახდი.
-ჰო, დიტო! და ასე იცი რატომ დაგიძახე? -ირონიულად დახედა ქალმა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ყოველთვის გახსოვდეს შენი წარსული და არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ლაჩარი ხარ. -ცივი სარკაზმი ჩართო ნინომ.
-ლაჩარი იმიტომ ვარ, რომ ცოლად არ მოგიყვანე? -იგივე ირონიით იკითხა კაცმა.
ქალს სახე შეეყინა.
-ლაჩარი იმიტომ ხარ, რომ მამაშენის სიტყვაზე გაიარე და ის მოიყვანე, ვისზეც მან მიგანიშნა. -დაუღრინა ქალმა.
კაცს ცივი ღიმილი გამოეხატა სახეზე, კაბინეტს ნელა მოავლო თვალი წარბებაწეულმა, შემდეგ კი ისევ ქალს გაუსწორა მზერა.
-ანუ რას მთავაზობ, ისევ ლაჩრულად მოვიქცე? იგივე გავუკეთო საკუთარ შვილს, რაც მე გამიკეთეს? ან შენ რას აკეთებ? ძალით ათხოვებ შენს ქალიშვილს მასზე, ვინც არ უყვარს და ლაჩარს მე მეძახი?
ნინოს სახე აემღვრა და გააფთრებული წამოხტა ფეხზე.
-არასოდეს დავუშვებ იმას, რომ შენი ბინძური სისხლით სავსე ვაჟმა ჩემს ქალიშვილს თითი დააკაროს! გასაგებია? -დაიყვირა ქალმა.
კაცს სახე წამოენთო და ისიც წამოდგა, თითებით დაეყრდნო მაგიდას.
-ჩემს შვილზე ამ ტონით ლაპარაკი არ გაბედო, გასაგებია? -დაიღრიალა დიმიტრიმ.
-როგორც გინდა, ისე მოაგვარე ეს ამბავი. მე თუ ჩავერიე, იცოდე შენს შვილს კარგი დღე არ დაადგება. ამიტომ, გერჩივნოს შენით ჩამოაშორო! -კბილებიდან გამოსცრა ქალმა და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი, დიმიტრის მაგიდაზე ჩააქრო. შემდეგ კი სწრაფად დასტაცა ხელი თავის ხელჩანთას და ხმამაღალი კაკუნითა და კარის ჯახუნით დატოვა დიმიტრის კაბინეტი.
კაცმა ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, სავარძელში ჩაჯდა. ერთხანს გაშეშებული, ჩაფიქრებული იჯდა. შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო ჯიბინდან და გადარეკა.
რამოდენიმე საათში, ბატონი დიმიტრი ერთ-ერთი რესტორნის კუპეში იჯდა. აღელვება ნაკლებად ეტყობოდა სახეზე, მშვიდი და სერიოზული გამომეტყველება ეჭირა. კუპის კარი გაიღო და შიგნით შავ შარვალ-კოსტიუმიანმა მამაკაცმა შემოჰყო თავი.
-მოვიყვანეთ, ბატონო დიმიტრი.
დიმიტრიმ ხელით აჩვენა, შემოვიდესო და კარგად მოკალათდა სავარძელში. რამოდენიმე წამში, ოთახში დაბნეული შემობანცავლა ხუჭუჭა და მწვანეთვალება. დათას მამას მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობდა და მისმა პირისპირ ხილვამ, ძალიან ააღელვა გოგონა. კუპეს თვალი მოავლო და დათა რომ ვერ დაინახა, უფრო დაიძაბა.
-სალომე, ხომ? -მშვიდი ღიმილით შეეკითხა დიმიტრი.
-დიახ. -თავდაჯერებულად მიუგო მან.
-მოდი, დაჯექი. -სკამისკენ ანიშნა დიმიტრიმ სალომეს. ეს უკანასკნელიც მაშინვე დაჯდა, თითქოს მოემატა გამბედაობა და ისეთი დაძაბულიც აღარ იყო. იეჭვა რომ საქმე დათას ეხებოდა.
-როგორც ვიცი, ჩემი შვილის შეყვარებული ხარ. -ალმაცერად გაუღიმა კაცმა.
სალომემ წარბები ასწია.
-დიახ, ვარ. -ამაყად წარმოთქვა მან.
-მერე? ახლა სად არის? -მაჯებით დაეყრდნო მაგიდას კაცი და თვალებმოჭუტული შეაშტერდა გოგონას.
სალომეს უსიამოვნო გამომეტყველება მიეცა, მან არასდროს იცოდა დათა სად დადიოდა, არასოდეს აბარებდა ბიჭი ახსნა-განმარტებებს და ახლა მითუმეტეს, როცა ერთმანეთს დაშორდნენ.
-ცუდია. -გოგონას მდუმარება პასუხად ჩათვალა დიმიტრიმ და ხვნეშით მიეყრდნო სკამის საზურგეს. -მგონი, ცოტა უნდა გააქტიურდე, სალომე.
-და თქვენ რატომ ხართ ასეთი დაინტერესებული? -იჭვნარევად ჩააშტერდა გოგონა.
-უბრალოდ, ჩემი შვილის ბედნიერება მინდა.. -ოდნავი აღელვებით მიუგო კაცმა. -ვიცი, ჩემი ბიჭი არ ჰგავს სხვებს, რთული ხასიათები აქვს და არ მინდა ამან შეგაშინოს, რადგან კარგი გოგო ხარ და მომწონხარ ჩემი დათასთვის.
სალომე დიდად აღარ აქცევდა კაცის სიტყვებს ყურადღებას, რაღაც ეჭვი ღრღნიდა. მიხვდა რომ აქ მხოლოდ ამ მიზეზით არ მოიყვანეს და დიმიტრის სიტყვების უკან, რაღაც საიდუმლო იმალებოდა.
-ბატონო დიმიტრი. -მშვიდი ხმით წამოიწყო გოგონამ. -ჩვენს უნივერსიტეტში ერთი გოგო სწავლობს, ეჭვი მაქვს, რაღაც აკავშირებს თქვენს ვაჟთან. თუკი გინდათ, რომ მე და თქვენს შვილს ყველაფერი კარგად გვქონდეს, უნდა მითხრათ, ვინ არის ის გოგო?
დიმიტრიმ ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, შემდეგ კი გაეღიმა. მიხვდა, რომ ეს გოგო საკმარისად ჭკვიანი იყო და იმედი მიეცა, თითქოს.
-ოლიკო ბოლქვაძე. დათას ყოფილი შეყვარებული.
სალომეს სახე დაუსერიოზულდა, ტუჩები მაგრად მოკუმა და ბოღმით აივსო.
-როგორც შევატყვე, თქვენ არ მოგწონთ ის გოგო. -აღელვება ეტყობოდა ხმაში გოგონას.
-სწორად შეატყვე. -უპასუხა კაცმა და წყალი მოსვა.
-და რატომ არ მოგწონთ? რატომ დაშორდნენ? -ინტერესით მოჭუტა თვალები სალომემ.
-მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მგონი საკმარისი ინფორმაცია გაქვს, რომ დათასთვის იბრძოლო. -ნერვიულად უპასუხა კაცმა.
სალომე სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები გადააჯვარედინა და დიმიტრის მხარს იქით, კედელს მიაშტერდა ჩაფიქრებული.
-იმ ოლიკოს, შეყვარებული ჰყავს, ხომ? უნივერსიტეტში მოაკითხა ერთხელ, ვარდით. -ოდნავ დამცინავად წარმოთქვა ბოლო წინადადება გოგონამ.
დიმიტრიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ვინ არის ის ბიჭი? მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რომ ვიცოდე.
-ზურა დადიანი. -მშვიდად უპასუხა კაცმა.
სალომემ ნერვიულად ააცმაცუნა ტუჩები, სწრაფად სუნთქავდა. რაღაცის კითხვა სურდა დიმიტრისთვის და ამის გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, რადგან დათას დათმობას არ აპირებდა.
-იცით? იქნებ, ზურა დადიანის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მომცეთ? ასე უფრო გამიადვილდება.
დიმიტრიმ წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ დააშტერდა გოგონას.
-მისი საკონტაქტო ტელეფონი რაში გჭირდება, გოგონა? მე უბრალოდ გითხარი, რომ გააქტიურდე და ეს სრულებით საკმარისია.
-მგონი, თქვენს შვილს სათანადოდ არ აფასებთ, ბატონო დიმიტრი. ჩემი აქტიურობა უფრო დამაშორებს მასთან და თუკი ნამდვილად გსურთ, იმ გოგოს აღარ გაეკაროს, მაშინ მითხარით მისი საქმროს ტელეფონის ნომერი.
დიმიტრი ერთხანს უხმოდ, ჩაფიქრებული იჯდა. შემდეგ კი, ხვნეშით ამოისუნთქა, თუკი ნინოს მოუწევდა ამ საქმის მოგვარება, ყველანაირ სისასტიკეზე წავიდოდა, ამიტომ უნდა დათანხმებოდა ამას. ჯიბიდან კალამი და ფურცელი ამოიღო, სწრაფად, ნერვიულად გადაწერა ზურას ნომერი და სალომეს გაუწოდა. შემდეგ კი, შეუმჩნევლად გაიყვანა გოგონა რესტორნიდან დიმიტრის დაცვამ.
***
ილიკო და ოლიკო ბარგს ალაგებდნენ და ქალაქგარეთ წასასვლელად ემზადებოდნენ რამოდენიმე დღით. ნინოს მოეწონა იდეა, შვებით ამოისუნთქა. თავისი ქალიშვილი რამოდენიმე დღით მაინც მოშორდებოდა დათას და თავადაც დამშვიდებული იქნებოდა ამის გამო. აჩქარებდა კიდეც ‘ყუპებს, რომ სწრაფად წასულიყვნენ.
ოლიკომ თეკლეს დაურეკა, გააცნო თავისი გეგმა და ამ უკანასკნელმაც მოუწონა. ‘ყუპები პატარა ჩანთებით ჩაიბარგნენ ილიკოს მანქანასთან და ქალაქგარეთ, გზას გაუყვნენ.
***
ზურა შეფიქრიანებული იჯდა თავის ოთახში, რაღაც გზა უნდა მოეძებნა რომ ის აბეზარი ბიჭი მოეშორებინა თავისი საცოლისთვის. სიყვარულის გარდა, იმიჯიც აწუხებდა მამაკაცს. 20 წლის, სტუდენტი ბიჭი, რომ საცოლეს წაართმევდა, ეს ცუდად აისახებოდა საკუთარ რეპუტაციაზე. ესპანეთის ბანკის ფინანსებს მართავდა და როგორ ვერ ახერხებდა ამ ბიჭის მართვას?! როგორ შეძლო, ამდენი როგორ გაუბედა? ჩვეულ სიდინჯესა და სიმშვიდეს კარგავდა თანდათან მამაკაცი, იცოდა რომ დიპლომატია დათასთან არ გაჭრიდა, რადგან ეს ბიჭი თავისდაუნებურად ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებდა მას. ამ ფიქრებში იყო მამაკაცი, როცა ტელეფონის ზარის ხმამ გამოარკვია.
-გისმენთ. -უპასუხა ტელეფონს ჩვეული სიდინჯით.
-გამარჯობა, ზურა დადიანს ვესაუბრები? -მოესმა ქალისთვის არადამახასიათებელი ბოხი ხმა.
-დიახ. ვინ ბრძანდებით?
-შენთან შეხვედრა მსურს, საქმე შენს საცოლეს ეხება.
ოლიკოს ხსენებაზე, ზურა ოდნავ დაიძაბა და წამოდგა.
-ვინ ხარ? -ოდნავი აღელვებით იკითხა მან.
-შემხვდი და ყველაფერს გაიგებ. -უპასუხა გოგონამ.
-ერთ საათში შევხვდეთ, სადაც გინდა.
-კარგი, მისამართს მოგწერ, სადაც უნდა მოხვიდე.
მამაკაცმა ტელეფონი გათიშა და ნერვიულად აათამაშა ხელებში. ოდნავი დაძაბულობა ეტყობოდა მიხვრა-მოხვრაზე.
ერთ საათში ზურა და სალომე ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ. მამაკაცი ინტერესიანი თვალებით შესჩერებოდა გოგონას, რომელიც სრულიად მშვიდად იჯდა მის მოპირდაპირედ.
-მე დათას შეყვარებული ვარ. -წაიჩურჩულა გოგონამ.
ზურამ წარბები აქაჩა, თითქოს მოეწონა საუბრის დასაწყისი.
-ვიცი, რომ დათა და შენი საცოლე, ოლიკო, შეყვარებულები იყნენ ადრე. დღეს დათას მამას შევხვდი, როგორც ჩანს რაღაც დიდი მიზეზია, რის გამოც მას არ სურს თავისი შვილისა და ოლიკოს ერთად ყოფნა. -მშვიდად საუბრობდა გოგონა.
ზურამ გაკვირვებულად შეკრა წარბები, ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი.
-რა მიზეზია?
გოგონას ჩაეცინა.
-სწორედ ეგ უნდა გავარკვიოთ მე და შენ. სხვა შანსი არ გვაქვს. დათას კარგად ვიცნობ, ისე „აგახევს“ ქალს, რომ აზრზეც ვერ მოხვალ და ვერც შენი იმიჯი გიშველის და ვერ ეგ შარვალ-კოსტიუმი. -ირონიულად აათვალიერა ზურა სალომემ.
-ზედმეტი კომენტარების გარეშე, თუ შეიძელაბა. -ხმა გაუმკაცრდა ზურას.
გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე.
-მოკლედ, ეს უნდა გავარკვიოთ. თუკი გავიგებთ, რა მიზეზით არ უნდა იყვნენ ერთად დათა და ოლიკო, უფრო გაგვიმარტივდება მოქმედება. -მშვიდად უპასუხა სალომემ.
ზურამ თავი დაუქნია.
-მე გავარკვევ მაგას. -აუღელვებლად წარმოთქვა ზურამ. კმაყოფილება შეიმჩნეოდა მის ხმაში.
შემდეგ კი წამოდგა, საფულე გახსნა. ფული დააგდო მაგიდაზე და მშვიდად დატოვა კაფე.
***
-პეტრე, ისევ მე გაწუხებ. -ჩასძახა ტელეფონში ზურამ.
-როცა გინდა, ზურა. შენთვის ყოველთვის მცალია.
-მოკლედ, ამჯერად დიმიტრი ჯიშკარიანზე უნდა გამირკვიო ყველაფერი. მისი პირადი ცხოვრება მაინტერესებს. მისი ყოფილი ურთიერთობები, საერთოდ ყველაფერი და რა კავშირი აქვს მას გელა ბოლქვაძესთან ან მის ოჯახთან.
პეტრემ ერთხანს პასუხი არ გასცა.
-კარგი, ზურა. გაგირკვევ ყველაფერს და გადმოგირეკავ. -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა პეტრემ.
***
თეკლე და ტატა უნივერსიტეტის დერეფანს მიუყვებოდნენ. თეკლეს მშვიდი, აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა გიორგის გამო პეპლები დაუდიოდნენ მუცელში. სულ მის გვერდით ყოფნა სურდა, ერთი წამის დაკარგვაც აღარ უნდოდა, რადგან ამ ბიჭის გვერდით ყველაზე მყუდროდ გრძნობდა თავს, ვერ გადაეწყვიტა მისულიო თუ არა მასთან ლექციების შემდეგ.
-ილიკო რა იდიოტია. -დაიბღვირა ტატამ.
თეკლემ სწრაფად გახედა მეგობარს.
-რატომაა იდიოტი?
-იმიტომ. -გაბუტვით წამოიძახა ტატამ.
თეკლეს გაეცინა.
-რა გაცინებს? სერიოზულად გეუბნები. მე ოლიკოსთან აღარ მივალ, თუ ის იქნება სახლში.
-რა იყო, ასეთი რა მოხდა? -სიცილს არ წყვეტდა თეკლე.
-ჩემი სტილის გოგო არ ხარო, წარმოგიდგენია? -გაკაპასდა ტატა.
თეკლემ უფრო უმატა სიცილს.
-ახლა არ მითხრა, რომ ილიკო მოგწონს.
-რა სისულელეა. -წამოიყვირა ტატამ. -ღმერთმა დამიფაროს ეგ მომწონდეს, გაუთლელი ხეპრეა. უგემოვნო და გამოუსვლელი. -კაპასით ილანძღებოდა გოგონა.
თეკლემ პირზე ხელი აიფარა და ისევ დაიწყო კისკისი.
-ვაიმეეე, რა გაცინებს თეკლე? სერიოზულად ვამბობ. -თვალებგაფართოვებული შეაჩერდა ტატა სახეში.
-კარგი, კარგი. -სიცილნარევად წამოიძახა თეკლემ და ხელები აქეთ-იქეთ გაშალა.
-ოლიკო რატომ არ არის?
-ეგ და ილიკო ქალაქგარეთ წავიდნენ.
-დიდი ხნით? -სწრაფად იკითხა ტატამ.
თეკლეს ისევ გაეცინა.
-რამოდენიმე დღით.
დერეფნის კუთხიდან სწრაფი ნაბიჯებით მოემართებოდა გოგონებისკენ დათა. ტატას ჩვეული აღტაცება აღარ გამოუხატავს, თეკლე კი წარბებშეკრული შეაჩერდა უკვე მათ თავზე წამომდგარ ბიჭს.
-სად არის ოლიკო? -იკითხა დათამ.
-რა შენი საქმეა? -უკმეხად შეუბრუნა კითხვა თეკლემ.
დათამ თავი უკან გადააგდო, ნერვიულად მოიფშვნიტა სახე.
-მიპასუხე, რომ გეკითხები. -გააფთრებით წამოიძახა ბიჭმა.
-ქალაქში არ არის. -უპასუხა თეკლემ.
-სად არის? -წარბებშეკვრით ჰკითხა დათამ.
-ქალაქგარეთ წავიდა.
-ვისთან ერთად? -თითქმის ყვირილით დაიძახა ბიჭმა.
-შენი საქმე არ არის. -გამოსცრა კბილებიდან თეკლემ.
-ახლავე მიპასუხე, ვისთან ერთად წავიდა? -თვალები დაქაჩა დათამ.
-თავის ძმასთან ერთად არის რამოდენიმე დღით წასული. -წამოიძახა ტატამ.
თეკლე გააფთრებით შეაჩერდა სახეში ტატას, ამ უკანასკნელმაც გამოხედა და ნერვიულად აიჩეჩა მხრები, თითქოს ამით აჩვენა რომ სხვა გზა არ ჰქონდათ.
დათა სწრაფად შეიტრიალდა, ჩქარი ნერვიული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.
***
ნინო კარების ბრახუნის ხმაზე სწრაფად წამოდგა, სახლში მარტო იყო, რადგან გელას ნატალია ჰყავდა სასეირნოდ წაყვანილი. კარი გამოაღო და დათას დანახვაზე სხეული გაეყინა. მკაცრი, გააფთრებული სახით შეაჩერდა ბიჭს, რომელიც ქალის სიტყვას არ დალოდებია, ისე შეიჭრა სახლში.
-ოლიკო სად არის? -მოუბრუნდა ნინოს.
-აქ რას აკეთებ, შე ლაწირაკო? -შეჰყვირა ქალმა.
-სიტყვები შეარჩიე, ქალბატონო ნინო. -ბოლო სიტყვები დამცინავად წარმოთქვა დათამ.
-ახლავე წადი აქედან, თორემ პოლიციას გამოვიძახებ!
დათამ ენა კბილებში აატრიალა და ხმამაღლა ჩაიცინა. შემდეგ კი, სერიოზული სახე მიიღო.
-მიდი, დაუძახე პოლიციას. -უდარდელად უპასუხა ბიჭმა.
-რა დღეში ხარ? რა გინდა ჩემი შვილისგან?
-რაც მინდა, მაგას ოლიკოსთან გავარკვევ. -უხეშად მიუგო მან.
-ოლიკოს საქმრო ჰყავს და მალე გათხოვდება, მოშორდი აქედან. ჩემ შვილს ახლოს არ გაეკარო.
-მაგასაც ვნახავთ, გათხოვდება თუ არა. ვერც შენ და ვერც მამაჩემი ვეღარ შემაკავებთ, კარგად დაიმახსოვრე. ხვალვე დაბრუნდეს ოლიკო, თორემ ჩემით მოვძებნი და ჩამოვიყვან! -მუქარანარევად დაუსისინა ბიჭმა, შემდეგ კი კარებისკენ დაიძრა და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან.
ნინო ერთხანს გაშეშებული იდგა, გული გამალებით უცემდა და მასზე ხელი იტაცა. ბარბაცით გაუყვა დერეფანს, სამზარეულოში შევიდა და სწრაფად მოსვა წყალი, რომ ოდნავ დამშვიდებულიყო.
თანდათან უფრო იხლართებოდა ყველაფერი. ნინოს თავზე ენგრეოდა ის, რასაც მთელი ოთხი წელი აშენებდა.

16 თავი

დათა ვერ ისვენებდა, სწრაფად უნდოდა გაეგო სად იყო ოლიკო, მისი ნახვა უნდოდა. ვერ ეგუებოდა, რომ მისგან შორს იყო. არ სურდა, ფიქრის საშუალება მიეცა მისთვის, რადგან საკუთარი შესაძლებლობების მიუხედავად, ეშინოდა გოგონას გადაწყვეტილების. მით უფრო, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ. ბრაზს ვერ იკავებდა სხეულში, ლამის კანკალებდა ბრაზისგან. ოლიკოსთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გაურკვევლობისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა. რამე უნდა ეღონა, რაღაც უნდა გაეკეთებინა. მერე, თეკლე მოაგონდა. მას შეიძლებოდა სცოდნოდა ილიკოს ნომერი და მისგან გაიგებდა დათა, სად იყვნენ. უკვე გვიანი იყო, თეკლეს მისამართი არ იცოდა, არც ფეისბუქზე იყო, რომ იქ მიეწერა. სწრაფად დადიოდა აქეთ-იქეთ თავის ოთახში და ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელებში. ერთი წამი საუკუნედ ეჩვენებოდა, წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა. სურდა მალე გათენებულიყო, რომ თეკლე ენახა უნივერსიტეტში და ილიკოს ნომერი გამოერთმია მისთვის.
***
ორშაბათი 11:35
კარი გელამ გააღო და თავის სიძეს მიესალმა, რომელსაც ოდნავი აღელვება შეემჩნეოდა გამომეტყველებაზე. მამაკაცმა სახლში შეიპატიჟა ზურა, მალევე ნინოც შეეგემა მას. ამ უკანასკნელმა, მაშინვე შეამჩნია თავისი სასიძოს უცნაური მზერა მისი მისამართით და ოდნავ ანერვიულდა. ზურამ მკრთალად გაუღიმა მას და მაშინვე მზერა აარიდა. ნინო კი უფრო მეტად დაიძაბა ამაზე.
-გელა, მარტო შენ და ნატალია წადით კინოში, მე ცოტა თავი მტკივა. -მიუბრუნდა ნინო თავის მეუღლეს.
-რა გჭირს? წეღან კარგად იყავი. -გაკვირვებით შეეკითხა ქმარი.
-ახლა ამტკივდა, თან მულტფილმის ყურების თავი არ მაქვს ეხლა. -ცხვირი აიბზუა ქალმა და ჩუმი მზერა გააპარა ზურასკენ, რომელიც თავჩახრილი იჯდა.
-ზურა, შენ ხომ არ წამოხვალ? -მიუბრუნდა გელა.
-არა. უცებ შემოვირბინე, ცოტა ხანი გავჩერდები და წავალ. -მშვიდად უპასუხა ზურამ.
-კარგი, მაშინ ჩვენ უნდა დაგტოვოთ. -თქვა გელამ და ნატალიას შესძახა.
როდესაც ნინომ ქმარ-შვილი გააცილა, ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებში და ინტერესმორეული გამომეტყველებით შეაშტერდა მამაკაცს, რომელიც ისევ თავჩახრილი იჯდა.
-ყავას დალევ? -მშვიდად შეეკითხა ქალი.
ზურამ ამოხედა, ისევ უცნაური მზერა იგრძნო ნინომ და მუხლები მოეკვეთა, თითქოს. ქალური ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-დიმიტრი ჯიშკარიანი და თქვენ... -ოდნავ დაძაბული ტონით წამოიწყო მამაკაცმა და ნინო მაშინვე ჩაესვენა სავარძელში ღონემიხდილი.
-საიდან გაიგე? -სწრაფად იკითხა მან.
-რა მნიშვნელობა აქვს?! ოლიკომ იცის?
-არა. -თავი ჩახარა ქალმა. -არც მინდა გაიგოს.
-როგორ თუ არ გინდათ, გაიგოს? მას უფლება აქვს, იცოდეს.
-არა. -წამოინთო ნინო. -არაფერი უთხრა, ის ამას ვერ გაიგებს.
-მე არ მაქვს ამის თქმის უფლება, ეს თქვენ უნდა უთხრათ.
-წაიყვანე, ზურა. -ამღვრეული თვალებით შეხედა ქალმა. -წაიყვანე ჩემი ქალიშვილი აქედან, მოაშორე იმ ბიჭს.
ზურას ცივი ღიმილი გამოეხატა სახეზე, ხელი ნიკაპზე მოისვა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ძალით, როგორ წავიყვანო, ნინო? -თითქმის ხვნეშით იკითხა კაცმა.
-ყველაფერი იმ საზიზღარი ბიჭის ბრალია. -ბრაზმორეული ხმით წამოიძახა ქალმა. -იმან მოშხამა ჩემი შვილი, უკვე მეორედ. ხომ გახსოვს, რა კარგად იყავით ერთად შენ და ოლიკო? უყვარხარ ჩემს ქალიშვილს, დედაზე უკეთ ვინ იცნობს თავის შვილს? ვიცი, რომ უყვარხარ. მოაშორე აქაურობას, მოაშორე იმ ბიჭს, სანამ ყველაფერი თავზე არ წამოგვემხო. -თითქმის ვედრებით შესჩერებოდა ქალი სახეში ზურას.
მამაკაცი წამოდგა, ნელი სვლით დაიწყო სიარული. შეფიქრიანებული ჩანდა, ნინო კი თვალებს მის სიარულს აყოლებდა და ისევ ვედრებით შესჩერებოდა მას. თითქოს, მთელი მისი სიცოცხლე ამ კაცის ნაბიჯზე იყო დამოკიდებული.
-წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დავიყოლიო ოლიკო, რომ გამომყვეს. -მშვიდად თქვა ზურამ.
ნინომ ტუჩები მოკუმა, ბოროტი ჩანაფიქრი გამოეკვეთა თვალებში. ერთხანს ჩუმად იჯდა, ვერ ბედავდა იმის თქმას, რაზეც დათას სტუმრობის შემდეგ ფიქრობდა, ბოლოს კი გამბედაობა მოეცა, თითქოს.
-მე ვიცი, რაც უნდა ქნა. -უცნაური სიმშვიდით წარმოთქვა ქალმა.
ზურამ ინტერესმორეული თვალები მიაპყრო, სწრაფად მიუახლოვდა ნინოს მოპირდაპირე სავარძელს და მასში ჩაჯდა.
-ისე უნდა გააკეთო, რომ დათა საერთოდ აღარ გამოჩნდეს. -ბოროტი თვალები გამოეკვეთა ქალს.
ზურამ წარბები შეჭმუხნა.
-გეტყოდი, აცემინე მეთქი, მაგრამ ეგ არ გაჭრის მაგ ბიჭთან. ამიტომ, უნდა გააქრო.
-მე მკვლელი არ ვარ, ნინო. ამას არ ვიზამ. -სახე წამოენთო კაცს.
-სიკვდილი არც მე არ მიფიქრია. -წარბები შეკრა ქალმა. -იქამდე, სანამ აქედან წახვალთ. მგონი, ხვდები რასაც ვგულისხმობ. -ყბებით კისერს მიაწვა ნინო, დაძაბულობისგან.
ზურა ერთხანს შეფიქრებული იჯდა, შემდეგ კი სახე მოისრისა ნერვიულად. ვერ იჯერებდა, რომ ამ დონემდე დაეშვა. ვერ იჯერებდა, რომ გულის სიღრმეში ამ ქალს ეთანხმებოდა, მაგრამ იცოდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა. თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ოლიკოს ის უყვარდა და დათა უბრალოდ აფორიაქებდა მას.
-უნდა წავიდე. -წამოდგა ზურა და მასთან ერთად ნინოც. უკან, თითქმის სირბილით გაჰყვა კარისკენ მიმავალ მამაკაცს.
-დამპირდი, რომ ჩემს შვილს მოაშორებ იმ აბეზარს. დამპირდი, გთხოვ. -ევედრებოდა ქალი.
კაცმა მკრთალად გამოხედა და ისე გავიდა სახლიდან, რომ ნინოსთვის არაფერი უთქვამს.
ქალი კედელს მიეყრდნო ღონემიხდილი, ერთადერთი იმედიღა დარჩენოდა და ამ იმედს ზურას სახელი ერქვა.
***
ზურა ჩაფიქრებული მიუახლოვდა თავის მანქანას, მძღოლის სავარძელში ჩაჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები გაუშტერდა. ვერ გადაეწყვიტა ნინოს ჩანაფიქრი განეხორციელებინა, თუ არა. ტელეფონის ზარის ხმამ გამოარკვია და ისე უპასუხა, რომ ეკრანისთვის არც დაუხედავს.
-ზურა, სალომე ვარ. -მოესმა ბოხი ხმა მამაკაცს. -გაარკვიე?
-მე თვითონ მივხედავ ამ საქმეს. -მშვიდად უპასუხა ზურამ.
-დაგავიწყდა, რომ ერთად ვმოქმედებთ? -გამკაცრებული ხმით წამოიძახა გოგონამ. -მე გითხარი, რომ რაღაც საიდუმლო არსებობდა, მე რომ არა ვერც ვერაფერს გაიგებდი. მეც ისევე დაინტერესებული ვარ ამ საქმით, როგორც შენ. ასე, რომ მაქვს უფლება ვიცოდე.
ზურამ პირი დააღო, ღრმად შეუშვა ჟანგბადი ორგანიზმში. თვალები მოისრისა და დაღლილი მზერა მიაპყრო მის მოპირდაპირედ, მანქანის მინას.
-ოლიკოს დედა და დათას მამა, ადრე შეყვარებულები იყვნენ. -ხვნეშით უპასუხა კაცმა.
-რაა? -გაკვირვებული შეძახილი მოესმა ზურას ტელეფონიდან.
-მე მივხედავ ამ საქმეს, ვიცი უკვე რაც უნდა გავაკეთო. შენ არაფერი მოიმოქმედო.
სალომემ აღარაფერი უპასუხა. სწრაფად დაკიდა ყურმილი.
ზურას ისევ გაუშტერდა თვალი, ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელებში, მერე კი ძალა მოიკრიბა და გადარეკა.
-პეტრე, ისევ მე გაწუხებ. შენთან შეხვედრა მინდა. -მშვიდად შესძახა ტელეფონში მამაკაცმა.
***
-შენთან საქმე მაქვს. -წამოადგა თავზე დათა თეკლეს, რომელიც ტატასთან ერთად იჯდა უნივერსიტეტის ბუფეტში. ამ უკანასკნელმა, ცივი მზერა ესროლა ბიჭს.
-ჩვენ არაფერზე არ გვაქვს სალაპარაკო. -უკმეხად უპასუხა თეკლემ.
-გთხოვ. -დაღლილი ხმით უთხრა ბიჭმა. თეკლე ოდნავ დააბნია დათას ასეთმა ტონმა და იჭვნარევად შეაშტერდა ბიჭს.
-რა გინდა? -მშვიდად იკითხა მან.
-გამომყევი.
თეკლემ ტატას გადახედა, რომელიც თვალების ქაჩვით ანიშნებდა მას, რომ გაჰყოლოდა. ისიც წამოდგა და მშვიდად გაჰყვა უკან დათას.
-ილიკოს ნომერი მინდა. -მშვიდად უთხრა დათამ, როდესაც ცარიელ დერეფანში გავიდნენ.
თეკლემ წარბები შეკრა.
-რად გინდა ილიკოს ნომერი?
დათამ თავი უკან გადააგდო, დაღლილი თვალები მიებნიდა თითქოს. არ ჰქონდა ახლა თეკლეს დაყოლიების და მისთვის რაიმეს ახსნის ნერვები, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-ვერ ხვდები? -დაღლილი ხმით შეეკითხა თეკლეს.
-რომ ვხვდები, მაგიტომაც არ მოგცემ ილიკოს ნომერს. -ცივად მიუგო გოგონამ.
-შენ ხომ გიყვარს ოლიკო?
-მერე?
-მერე ოლიკოს მე ვუყვარვარ.
-დარწმუნებული ხარ?
დათამ მკრთალად დაუქნია თავი. არ იყო დარწმუნებული მის სიტყვებში, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ გრძნობებში იყო დარწმუნებული. მთელი ცხოვრება, რომ დასჭირვებოდა იმისთვის, რომ ოლიკოსთვის ხელახლა შეეყვარებინა თავი, მზად იყო ამისთვის.
-შენ გიყვარს? -გაცეცხლებული თვალებით შეაშტერდა გოგონა.
-მე ჩემს გრძნობებზე მხოლოდ იმასთან ვისაუბრებ, ვის მიმართაც გრძნობა მექნება. -უხეშად მიუგო ბიჭმა.
-1%თაც რომ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ოლიკოს გააბედნიერებ, მოგცემდი ნომერს, მაგრამ ოდნავადაც კი არ მჯერა მაგისი, დათა. შენ რომ შეგეხედა რა დღეში იყო ოლიკო შენს გამო, შენც იგივეს იზამდი ჩემს ადგილას. მეორედ არ დავუშვებ, რომ იგივე დაემართოს. -მშვიდად საუბრობდა თეკლე.
დათას ძარღვები გამოეკვეთა კისერში. ყბების კუნთები აუთამაშდა. უკვე ბრაზს ვეღარ იკავებდა. არ ჰქონდა ამოდენა მოთმინების უნარი.
-ნუ მაიძულებ ტელეფონი წაგართვა. -თითქმის ყვირილით დაისისინა ბიჭმა.
-ნუ მაიძულებ ვიყვირო, დათა. თორემ მთელს უნივერსიტეტს აქ შეგიყრი. -თვალები დაქაჩა თეკლემ.
-*ლეზე მ*იდია, რას იზამ. სულ რომ გამრიცხონ აქედან, მ*იდია. გაიგე? -დაიყვირა დათამ. -მომეცი ეს დედამო**ნული ნომერი, ახლავე!
-არ მეშინია შენი ყვირილის. რაც გინდა, ის გიქნია. -წასასვლელად შებრუნდა გოგონა, როცა დათა მაჯაში სწვდა, მისკენ შეატრიალა და სწრაფად გამოსტაცა ტელეფონი ხელიდან. თეკლე ხელებში სწვდა, უნდოდა წაერთმია მისთვის, მაგრამ ვერ სწვდებოდა. დათამ გოგონას ორივე ხელი ერთ მუჭში მოაქცია, ცალი ხელით კი ტელეფონის ქექვა დაიწყო.
-იცოდე, ვიყვირებ. გესმის? -მუქარით სისინებდა გოგონა, მაგრამ დათა ზედაც არ უყურებდა.
რამოდენიმეწამიანი ძებნის შემდეგ, დათამ ილიკოს ნომერი იპოვნა. ცივად შეუშვა ხელი თეკლეს, ტელეფონი მიუგდო და სწრაფად ჩაწერა საკუთარ ტელეფონში, დამახსოვრებული ნომერი.
-საშინელი ადამიანი ხარ, დათა. -ზიზღით შესძახა თეკლემ.
ბიჭმა ამზერით გადმოხედა, შემდეგ კი სწრაფად შეტრიალდა და უნივერსიტეტის შენობა დატოვა.
***
დათა თავისი მანქანის საჭესთან მოკალათდა და სწრაფად გაფარეკა ილიკოს ნომერზე. რამოდენიმე ზარის შემდეგ, უპასუხა.
-გისმენთ.
-ილია, დათა ვარ.
ბიჭს ტელეფონიდან კარის მიკეტვის ხმა მოესმა.
-რა ხდება?
-სად ხართ შენ და ოლიკო?
-მომისმინე, არ მინდა ჩემმა დამ ინერვიულოს. საკმარისია უკვე, დასვენება სჭირდება. -მშვიდად საუბრობდა ილიკო.
-მესმის, მაგრამ სალაპარაკო მაქვს. ძმურად, უნდა გამიგო.
-არ ვიცი, დათა რა. არ ღირს შენი აქ ჩამოსვლა, რომ დაგინახავს, უფრო ანერვიულდება.
-ტელეფონით არ ღირს ამაზე ლაპარაკი, მითხარი სად ხართ და დავილაპარაკოთ.
ილიკომ ერთ ხანს არაფერი უპასუხა, მერე კი ხვნეშით ამოისუნთქა.
-მოგწერ მისამართს. რომ მოუახლოვდები, დამირეკე და მოშორებით დავილაპარაკოთ.
დათამ ტელეფონი გათიშა და როგორც კი მათი ადგილსამყოფელი მოსწერეს, სწრაფად მოსწყვიტა მაქანა ადგილს.
დაახლოებით ერთ საათში ილიკო დათას მანქანაში იჯდა. ერთხანს უხერხული სიჩუმე სუფევდა.
-ლაპარაკი მინდა ოლიკოსთან. -დაარღვია სიჩუმე დათამ და თან სიგარეტს გაუკიდა.
ილიკომ ხვნეშით ამოისუნთქა, თავი საზურგეს მიაყრდნო და მის მოპირდაპირედ გაუშტერდა თვალი.
-რა გინდა ჩემი დისგან?
-ნახვა მინდა. -მოკლედ მოუჭრა დათამ.
-ვერ ნახავ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ. -წარბებისშეკვრით გამოხედა ილიკომ.
-ძმაო, მომისმინე. ოლიკოსთვის ნებისმიერი შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს, ჩემს გარდა. -ხმა გაუმკაცრდა დათას.
ილიკოს ირონიულად ჩაეცინა.
-მოდი, არ გვინდა დაძაბვა. -მშვიდად წარმოთქვა დათამ. -უბრალოდ, მითხარი რომელ სახლში ხართ. მივალ და დაველაპარაკები მშვიდად.
ილიკომ თავი გადააქნია, ერთხანს ყოყმანობდა, შემდეგ კი საჭისკენ ანიშნა თვალებით, რომ დაეძრა. დათამ სწრაფად დაძრა მანქანა.
კარზე რამოდენიმე დაკაკუნების შემდეგ, ოლიკომ გაბადრული სახით გააღო კარი. ალბათ, ეგონა ზღურბლზე თავისი ძმა დახვდებოდა, მაგრამ დათას დანახვაზე სახე შეეყინა. ცივად დაკეტა გაღიმებული პირი და დათას ზურგს უკან მდგარ ილიკოს გახედა.
-აქვე ვიქნები. -მშვიდად თქვა მან და წავიდა.
ოლიკომ კარი დასაკეტად მოიქნია, როცა დათამ ხელი მიაბჯინა კარს და შიგნით შევიდა. გოგონამ უკუსვლით სიარული დაიწყო, დამფრთხალი კურდღელივით აცეცებდა თვალებს და მეორე ოთახში გასაქცევად გაექანა. დათა მაჯაში სწვდა გოგონას და მისკენ შეატრიალა.
-რა გინდა დათა? -სიმწრისგან დაიყვირა გოგონამ. -არ დაიღალე?
ბიჭი სერიოზული გამომეტყველებით ჩააშტერდა, შემდეგ კი უარის ნიშნად მკრთალად გადააქნია თავი და გოგონას სახე ხელებში მოიქცია. ოლიკოს ნიკაპი აუკანკალდა, ტირილის დაწყება უნდოდა, როცა დათამ მთელი ძალით მიიხუტა. ისე მაგრად უჭერდა ხელებს თავზე და წელზე, რომ გოგონას სუნთქვაც აღარ შეეძლო.
-გამიშვი დათა, მტკივა. -ცრემლებისგან აკანკალებული ხმით ამოილუღლუღა გოგონამ.
-არ შემიძლია. -ჩურჩულით უპასუხა ბიჭმა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ცხვირი გოგონას სქელ თმაში ჩაერგო და მის სურნელს იპარავდა. -ვერ გაგიშვებ, არ გაგიშვებ! ხომ მითხარი სუსტი ხარო? ხოდა, ვარ. შენ ხარ ჩემი სისუსტე. -ჩურჩულებდა ბიჭი და უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს გოგონას.
ოლიკოს ცრემლები გადმოუგორდა, რომელიც დათას მაისურში იჟღინთებოდა. შემდეგ კი, აკანკალებული ხელები ბიჭის წელს შემოაჭდო და მთელი ძალით მოუჭირა. უფრო და უფრო უმატებდა ტირილს ოლიკო და უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს დათა.
რამოდენიმე წუთი ასე იდგნენ, ვერცერთი ვერ ელეოდა ერთმანეთს. არ სურდათ ხელი შეეშვათ ერთმანეთისთვის, ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო მათთვის. თითქოს ოთხი წელი საპყრობილეში ისხდნენ და სწორედ ამ წამს იგრძნეს თავისუფლება.
-რამოდენიმე დღე აქ უნდა ვიყო. -ბიჭის სხეულისგან დამთვრალი ხმით ამოილუღლუღა გოგონამ.
-რატომ? -შეეკითხა ბიჭი და ოდნავ მოშორდა მას.
-ცოტა ხნით, უნდა მოვშორდე იმათ. -თავი ჩახარა გოგონამ.
-ვის იმათ? -თითქმის ყვირილით იკითხა ბიჭმა. -ჩემთან ერთად წამოდი, ახლოს ვერ მოგეკარება ვერავინ!
-რატომ არ გესმის? ასე მარტივი გგონია? დანიშნული ვარ.
დათას სახე წამოენთო, ხელი ნერვიულად გადაისვა თავზე და ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ კი ბოროტი მზერით დახედა გოგონას მარჯვენა არათითს.
-ახლავე მოიხსენი ეგ ბეჭედი! -მკაცრად წარმოთქვა მან.
-რა მნიშვნელობა აქვს, მოვიხსნი თუ არა? რომ მოვიხსნა, დანიშნული აღარ ვიქნები თუ რა. -თავს მაღლა არ სწევდა გოგონა.
-უბრალოდ, მოიხსენი ეს დედამო**ნული ბეჭედი. ასჯერ რატომ მამეორებინებ? -დაიღრინა ბიჭმა.
გოგონამ წამით ამოხედა, შემდეგ კი ბეჭედი მოიხსნა და კედელზე მიკრულ თაროზე შემოდო. დათა ნელა მიუახლოვდა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, თავზე უსასრულობის ნიშნით და ოლიკოს გაუწოდა.
-ეს გაიკეთე. -მშვიდად თქვა მან.
ოლიკომ ბეჭედს დახედა.
-მახსოვს, რაც მოყვა ადრე მაგ ბეჭედის ჩუქებას. -თავი ჩახარა გოგონამ.
დათა მიუახლოვდა, ცერა და საჩვენებელი თითით გოგონას ნიკაპს შეეხო და მაღლა ააწევინა თავი. ოლიკოს მთელს სახეს მოეფინა დათას მტაცებლური მზერა. შემდეგ კი მისი მარჯვენა ხელში დაიჭირა ბიჭმა და ფრთხილად წამოაცვა ბეჭედი არათითზე.
-არასოდეს მოიხსნა. -ისე უთხრა მან, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია.
ოლიკომ მარჯვენა ხელი სახეზე მოუსვა დათას, სიყვარულით ანთებული თვალებით შესჩერებოდა ბიჭს სახეში.
-იცი რა მიყვარს? -თბილი ღიმილი მოეფინა გოგონას სახეზე. -როცა იცინი, თვალების ირგვლივ კანი გეჭმუჭნება. აი აქ, ლოყებზე კი ვერტიკალური ხაზი გიჩნდება. ამ სიცილის დანახვა სიცოცხლის წლებს მიმატებს, დათა.
ბიჭი სერიოზული სახით შეაშტერდა გოგონას, შემდეგ კი სწრაფად შეუცურა თმებს შორის, კეფაზე, მარჯვენა ხელი და მისკენ მოქაჩა. წამებში გოგონამ დათას ცხელი ენა იგრძნო საკუთარ ბაგეებში მოსრიალე და სიამოვნებისგან თვალები მილულა. ბიჭმა წელზე ჩაუცურა ხელი და მთელი ძალით მიიკრა სხეულზე.
ხანგრძლივი კოცნის შემდეგ, ძლივს მოსწყდა დათას ტუჩები ოლიკოსას. ბიჭმა ცერა თითი მაგრად გადაუსვა გოგონას ბაგეებს, შემდეგ კი მის ქვედა ტუჩს უკბინა.
-კარგი, იყავი კიდევ ერთი დღე. -უთხრა ბიჭმა, ისე რომ მისი ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია.
გოგონას სიამოვნებისგან ხმა დაკარგვოდა, ამიტომ მორჩილად დაუქნია ბიჭს თავი. ეს უკანასკნელი კი უკუსვლით წავიდა გასასვლელი კარისკენ. გასვლის წინ გაუცინა, ენით ტუჩები გაისველა და გავიდა.
ოლიკომ შვებით ამოისუნთქა, რამოდენიმე წამი ტუჩებზე ისვამდა ხელს, შემდეგ კი ბეჭედს დახედა. სიხარულის ცრემლები მოაწვა თვალებზე და უკვე გადმოუგორდებოდა, ილიკო რომ არ შემოვარდნილიყო კარში.
-რა მოხდა? -თვალებდაქაჩული შეაჩერდა სახეში ოლიკოს.
გოგონამ კისკისი ატეხა, შემდეგ კი კივილით გაექანა ილიკოსკენ და მთელი ძალით შეახტა.
-გააფრინე, გოგო?
-გავაფრინე კი, გავაფრინე. -კისკისით გაჰყვიროდა ოლიკო.
***
თეკლე გააფთრებული იყო, ბრაზი ჯერ კიდევ არ განელებოდა. მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა მილორავას ვიწრო ქუჩას. წამებში გიორგის კართან იდგა და მთელი ძალით აბრახუნებდა. კარის სახელური შეირხა და ზღურბლზე მომცინარი გიორგი შეეჩეხა.
-კაკუნზე გიცანი. -სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
-გაბრაზებული ვარ. -წაიბუზღუნა თეკლემ და სახლში შევიდა.
გოგონას თავი ისე ეჭირა გიორგის სახლში, როგორც საკუთარში. არა, ის ასე კომფორტულად თავს საკუთარ სახლშიც კი ვერ გრძნობდა.
-რა მოხდა? -უკვე სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ თეკლეს, მოპირდაპირედ ჩამოუჯდა გიორგი და ინტერესით შეაჩერდა სახეში.
-ჩემს დაქალს, თავისი ყოფილი შეყვარებული არ ასვენებს. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ არ უყვარს. სულ უხეშად ექცევა, სულ ცდილობს დაამციროს. -გააფთრებით ყვებოდა თეკლე.
გიორგიმ ერთხანს არაფერი უპასუხა, მერე კი ხელები მაგიდაზე გადააჯვარედინა, ნიკაპით მას დაეყრდნო და თეკლეს ახედა.
-კი. -წამოიძახა ბოლოს მან.
თეკლემ წარბები შეკრა.
-რა კი? კი რა შუაშია? -წაიბუზღუნა გოგონამ.
-მოგიხდება თმა მოკლედ. -სერიოზული გამომეტყველებით უთხრა ბიჭმა.
თეკლემ შეკრული წარბები გახსნა, ტუჩები აუთამაშდა. სიცილს იკავებდა, ბოლოს კი ერთიანად წასკდა და კისკისი ატეხა. გიორგი კი სახეს არ იცვლიდა, ისევ ისე სერიოზული სახით შეშტერებოდა გოგონას და წარბსაც არ ხრიდა მის სიცილზე.
-ეს რა შუაში იყო? -კისკისით ჰკითხა გოგონამ.
-შენს დაქალს შეიძლება არ მოუხდეს. -იგივე გამომეტყველებით უპასუხა ბიჭმა.
თეკლე კიდევ უფრო დაიბნა, ვერ გაიგო რა შუაში იყო გიორგის სიტყვები და წარბები შეკრა.
-ასე, რომ ადამიანები განსხვავდებიან, თეკლე. ყველა შენი გადმოსახედიდან არ უნდა შეაფასო.
გოგონამ ჩაფიქრებული თვალები მიაპყრო კედელს, ერთხანს ასე იჯდა. შემდეგ კი გიორგის დახედა, ისევ ისე იყო დაყრდნობილი ხელებზე, მაგრამ თეკლეს აღარ უყურებდა.


17 თავი

სამშაბათი 09:30
ოლიკოს მთელი ღამე არ უძინია. დათასთან შეხვედრის წუთებს უსაშველოდ წელავდა გონებაში, შენელებულ კადრად იხსენებდა ყველა დეტალს თავის წარმოსახვაში და ამის გამო მოსვენება დაჰკარგვოდა. კიდევ ერთი დღე უნდა გაეტარებინა დათასგან შორს და თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ოთხი წელი მის უნახავად გაძლო. ამ ბიჭს უკავშირდებოდა მთელი მისი ცხოვრება და არც კი ახსოვდა მის გარეშე საკუთარი თავი. ვეღარ იხსენებდა ვერცერთ მომენტს, რომელიც დათას გარეშე გაატარა. აღარ არსებობდა არანაირი მოგონება მის გონებაში, მხოლოდ დათა არსებობდა. მხოლოდ დათასთან დაკავშირებული ტკბილ-მწარე მოგონებები, მაგრამ არ შეეძლო. იმ სიმწარეს ვეღარ აცნობიერებდა, რაც მან მიაყენა, რადგან გუშინდელმა დღემ თითქოს ყველაფერი გააქრო. თითქოს ერთიანად ამოგლიჯეს გოგონას სხეულიდან ყველა ის ტკივილი, რაც ამ ბიჭის გამო გადაიტანა. უყურებდა ჭერს და სახე გაბადრული ჰქონდა, ბეჭდიანი ხელი გულთან მიედო და მთელი ძალით იჭერდა მასზე.
-ყავა გამიკეთე რა. -მთქნარებით გამობანცალდა გვერდით ოთახიდან ილიკო, თავის გრძელ თმაში ხელი ჩაემღაუჭებინა და მთელი ძალით იქექდა.
ოლიკომ წარბებშეკვრით ახედა და სიცილი აუტყდა თავისი ძმის აწეწილი თმის შემხედვარე.
-რას გავხარ. -კისკისით შეაჩერდა საწოლიდან ილიკოს.
-ვერ გეგუები მასეთი აცანცარებული რომ ხარ. -დაუსისინა ბიჭმა.
ოლიკომ უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-აცანცარებული როდის ვარ?
-ადექი რა. ყავა მინდა. -ბუზღუნებდა ილიკო და გოგონას საბანი მოქაჩა.
-ვდგები, მაცადე. -დაუყვირა მან და სწრაფად წამოხტა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ‘ტყუპები კოტეჯის სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ. ილიკო ხმამაღლა ახლუპუნებდა შავს სითხეს.
-რანაირად სვამ? -შეუბღვირა დამ.
-მინდა და ასე ვსვამ. -შეუბღვირა ილიკომაც და უფრო ხმამაღალი ხლუპუნით გადაუშვა ყავა პირში. -ახლა რა უნდა ქნა? დათას შეურიდგები და ზურას დაშორდები?
ოლიკომ მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა. ილიკომ კი თავისი დის ასეთ ჟესტზე თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-ეს მხრების ჩეჩვა მაგარი იცი. -ცხვირი აუბზუა მან.
-დათასთან მინდა მე. -პატარა ბავშვივით წაიტიტინა ოლიკომ.
-დათასთან უნდა გოგოს. -თავისი დის მიმიკითა და თვალების ტრიალით წაიკნავლა ილიკომ.
-მასე თუ უნდა მელაპარაკო, საერთოდ ნუ დამელაპარაკები. -გაბუტვით წამოიძახა გოგონამ.
-ხო კარგი, ნუ ბუზღუნებ. -წაიდუდუნა ილიკომ. -ახლა უნდა მოვიფიქროთ, როგორ ავარიდოთ თავი ნინოს რისხვას.
-ეგ არ გამახსენო. -შიშისგან თვალები გაუფართოვდა ოლიკოს.
-აბა მარტო მე ვიჭყლიტო თავი? -წარბები შეკრა ბიჭმა.
ოლიკოს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარა გახლდათ, რომ ფიქრებით სულ სხვაგან იყო და საერთოდ არ უსმენდა თავის ძმას. შემდეგ კი, სიმორცხვეშერეული აღტაცებით წამოიძახა.
-დღესვე დავბრუნდეთ, რა. -მოუთმენლად ცქმუტავდა გოგონა.
-როგორ ვერ გიტან ეხლა, ეგრე რო ცანცარებ. -დაუბღვირა ილიკომ.
გოგონას მომღიმარი სახე, უმალვე ჩამოერეცხა.
-გთხოვ. -ქვედა ტუჩი ამობურცა გოგონამ და კატის თვალებით შეაჩერდა თავის ძმას.
ილიკომ ერთხანს უყურა ამზერით, შემდეგ თვალები ზევით აატრიალა.
-მოვიფიქრებ. -თქვა ბოლოს მან. -საწრუპი მომაწოდე.
-საწრუპი რად გინდა?
-მინდა.
გოგონამ სამზარეულოს უჯრიდან საწრუპი ამოიღო და ძმას გაუწოდა. ილიკომ ყავის ჭიქაში ჩაასრიალა და მთელი ძალით დაუბერა. შავმა სითხემ ხმაურიანი ბუჟბუჟი ატეხა და ჰაერის ბუშტები ჭიქის ზედაპირს მოაწვა.
-რას აკეთებ, დებილო? -შეჰყვირა ოლიკომ.
-ვფიქრობ. -თვალები დაუქაჩა ბიჭმა და უფრო ძლიერად ჩაბერა საწრუპში.
გოგონამ თავი გადააქნია, ხვნეშით ამოისუნთქა და მომღიმარი შეაჩერდა ძმას.
-როდის უნდა გაიზარდო.
-ნუ მიჭიანურებ ფიქრის პროცესს. -შეჰბღვირა ილიკომ. -მიდი კიდე ერთი მომაწოდე, ეს არ ყოფნის.
ოლიკომ ხელები ჰაერში აღაპყრო და მეორე საწრუპის ამოსაღებად, სამზარეულოს უჯრა გამოაღო.
***
დათა თავის ბინაში, საწოლზე იწვა. მშვიდად სუნთქავდა. კიდევ ერთი დღე და ოლიკოს აღარასოდეს აღარ გაუშვებდა. დარწმუნდა, რომ მასაც უყვარდა და შვებით ამოისუნთქა მისმა დაღლილმა სულმა. თუმცა, ბუნებით მოუთმენელი იყო დათა. ოლიკოსთვის მიცემული ერთი დღე, გმირობა იყო მისი მხრიდან, რადგან ეს ერთდღიანი ლოდინიც კი ჭკუიდან შლიდა, საუკუნეებად ილეწებოდნენ წამები. კარის ზარის ხმაზე წამოდგა ბიჭი, მშვიდად მიუახლოვდა და გამოაღო. ზღურბლზე ხუჭუჭა დაინახა. ბიჭი კარის კიდეს მიეყრდნო, ახლა სალომეს თავი ნამდვილად არ ჰქონდა. გოგონა მის სიტყვას არ დალოდებია, ისე შეაბიჯა სახლში და ოთახში გავიდა. დათამ მობეზრებულად მიხურა კარი და მშვიდად გაჰყვა უკან მას.
-ყველაფერი გავიგე. -მშვიდად წარმოთქვა მან.
დათამ წარბები შეკრა.
-რა გაიგე?
-იმ შენს ოლიკოზე, ყველაფერი გავიგე. -ნიშნისმოგებით უპასუხა სალომემ.
ბიჭს ზიზღნარევად აუთამაშდა ტუჩები.
-რა გითხარი მე შენ? -დაიღრინა მან.
-თქვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელია, დათა. -დაუყვირა გოგონამ. -ალბათ ოლიკომ არ იცის ხომ? -ირონიულად ჩაიცინა მან. -აი, რომ გაიგებს, მერე ვნახოთ მარტივად გაგიშლის თუ არა ფეხებს.
დათა ყბებში სწვდა სალომეს და სახე ახლოს მიუტანა.
-ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ, სალომე! -მუქარით დაუსისინა ბიჭმა. -ერთი სიტყვაც რომ უთხრა ოლიკოს, ეგ ლამაზი სახე არ შეგრჩება!
გოგონას ირონიული ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან, დათას გადაკიდება ნამდვილად არ იყო კარგი იდეა, მაგრამ მის გამო ყოველგვარ სიბინძურეს მოაწერდა ხელს.
-დამშვიდდი, დათა. -ძლივს ამოილუღლუღა მან, ისე მაგრად უჭერდა ბიჭი ყბებში ხელს.
დათამ ცივად შეუშვა, თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და უკან გაბრუნდა. სალომე მაშინვე მიეკრო ზურგზე ბიჭს, მან კი სწრაფად მოიშორა და მუქარით დაუქაჩა თვალები.
-მიყვარხარ. -სევდამორეული ხმით უთხრა გოგონამ.
-ისევ არ დაიწყო, რა. -შეწუხებული სახით უპასუხა ბიჭმა.
სალომემ თავი ჩახარა, გაურკვეველი ბგერები ისმოდა მისი პირიდან. დათამ მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-აბა, რომ მიყვარხარ რა ვქნა? -იბღავლა მან და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა თვალებიდან.
-კარგი რა, მე რა შესაყვარებელი ვარ. -ამზერით დახედა ბიჭმა.
-მასე რომ მეუბნები, უფრო მიყვარდები. -ზლუქუნებდა სალომე.
დათამ ღრმად ამოიხვნეშა, სიკვდილი ერჩივნა ახლა მის დამშვიდებას, მაგრამ როცა მიხვდა რომ გოგონა უფრო და უფრო უმატებდა ტირილს, მიუახლოვდა. მხარზე დაადო ხელი, სალომე კი სწრაფად მივარდა და მთელი ძალით მიეკრო მას. დათას სახე მოეღრიცა, ფრთხილად მოჰკიდა ხელი და მოიშორა.
-აბანოში უნდა შევიდე. -მოიმიზეზა დათამ.
გოგონამ სლუკუნით მოიწმინდა ცრემლები, მიხვდა რომ ეს უბრალოდ მცდელობა იყო მისგან თავის დაღწევის და სხეული ბოღმით აევსო, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
-დავმშვიდდები და წავალ. -უპასუხა მან.
დათა კი სწრაფად შეიტრიალდა და აბანოში შევიდა, ცოტა ხანში წყლის მშხეფარე ხმა გაიგონა გოგონამ და იქვე მდგომ სავარძელში ღონემიხდილი ჩაესვენა. გონებაში დათას დაბრუნების გზებს ეძებდა, აინტერესებდა რა გეგმა ჰქონდა ზურას, მაგრამ ბოლომდე არ ენდობოდა მას. კარზე კაკუნი შემოესმა, სწრაფად წამოდგა და კარს მიუახლოვდა. გამოაღო თუ არა, სალომეს ფერი დაეკარგა, შემდეგ კი უცბად მოვიდა გონს. ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
კარის ზღურბლზე ოლიკომ სალომე დაინახა და მუხლებში ძალა წაერთვა. ვინ მოთვლის, რამდენმა აზრმა და კადრმა გაიელვა იმ წამს მის გონებაში. სალომემ კი კმაყოფილი სახით გაუღიმა და კარი ფართოდ გამოაღო.
-შემოდი. -წარბებაწევით უთხრა მან. -დათა აბანოშია, მალე გამოვა. -ირონია ჩართო გოგონამ.
-არა, წავალ. -ხმა აუკანკალდა ოლიკოს და წასასვლელად შეტრიალდა.
-არა, რატომ? -მხარში სწვდა სალომე. -დამშვიდდი, ჩემი ბრას ასაღებად შემოვირბინე, აქ დამრჩა და. -კეკლუცით განაგრძობდა სალომე.
ოლიკოს ლოყები აუწითლდა, თვალები ჩაუწყლიანდა. თითქმის კანკალმა აიტანა და ძალაც კი აღარ შერჩა, რომ სალომეს ბიძგს შეწინააღმდეგებოდა. გოგონამ თითქმის ძალით შეათრია სახლში.
ოლიკო აკანკალებული, მუხლმოკვეთილი ნაბიჯებით გავიდა მისაღებ ოთახში და სავარზელში ჩაჯდა. თავს მაღლა არ სწევდა, თვალებზე ცრემლების ცხელი ბურთები აწვებოდა და ბოლომდე ებრძოდა საკუთარ თავს, რომ სალომეს თანდასწრებით არ ეტირა.
-ძალიან ვწუხვარ თქვენს გამო. -ხელოვნური სევდით წამოიწყო საუბარი სალომემ.
ოლიკომ მაშინვე ახედა, წარბებშეკრული შეაჩერდა მომღიმარ გოგონას.
-რა იყო? -ასევე ხელოვნური გაკვირვებით შეეკითხა სალომე. -მოიცა, შენ რა, არ იცი?
-რა უნდა ვიცოდე? -ბრაზნარევად იკითხა ოლიკომ.
სალომემ ტუჩებზე ხელი აიფარა.
-ვაიმე, არ უნდა მეთქვა? -განაგრძობდა თამაშს ხუჭუჭა.
-რა არ უნდა გეთქვა? -უფრო ხმამაღლა წამოიძახა ოლიკომ.
მწვანეთვალებამ ხვნეშით ამოისუნთქა, ჩანთას დაავლო ხელი და კარისკენ დაიძრა, შემდეგ კი გაფითრებულ გოგონას შემოუტრიალდა.
-დედაშენი და დათას მამა ადრე შეყვარებულები იყვნენ. დათას კარგად ვიცნობ, როგორც ჩანს დედაშენზე შურისძიება აქვს გადაწყვეტილი და მაგიტომ დაგდევს. -ნიშნისმოგებით მიუგდო სიტყვები მწვანეთვალებამ და ნარნარით გავიდა სახლიდან.
ოლიკო ერთხანს სახეწაშლილი იჯდა, შემდეგ კი, გაურკვეველი ხრიალი ამოუშვა პირიდან. ყელში სუნთქვა ეჩხირებოდა და მასზე ხელი იტაცა. ვერ ტიროდა, ვერაფერს გრძნობდა იმ მომენტში. მარტო სალომეს სიტყვები ესმოდა ექოდ ყურებში და სულ უფრო ეკარგებოდა ფერი. წამოდგომა სცადა, მაგრამ მუხლები მოეკვეთა და იატაკზე დაემხო. ძალა წართმეოდა, გაუგებრად ბურტყუნებდა რაღაცეებს.
აბანოს კარის ხმა გაიგო და მაშინვე აიხედა, გული გამალებით უცემდა. რამოდენიმე წამში კი მისაღები კარის ზღურბლზე დათა დაინახა. შავი შარვალი ეცვა, წელსზევით კი შიშველი იყო და კანი ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ქერა თმა თვალებში ჩამოჰყროდა და თვალებგაფართოვებული შესჩერებოდა იატაკზე მუხლებით დამხობილ გოგონას. შემდეგ კი, მხარზე გადაკიდებული პირსახოცი სწრაფად მოისროლა და ოლიკოსკენ გაქანდა.
-არ მომეკარო! -მთელი ძალით დაიკივლა გოგონამ.
დათამ წარბები შეკრა. დარწმუნებული იყო, რომ ოლიკომ სახლში სალომე ნახა და ამის გამო იყო გაბრაზებული. ღრმად ამოისუნთქა, სველი თმა უკან გადაიწია.
-არავინ არ არის ის გოგო. -მშვიდად თქვა დათამ.
ოლიკომ ზიზღით ახედა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა და სწრაფად წამოდგა.
-არ მაინტერესებს, ვინ არის?! ჩემთან მოახლოვებაც აღარ გაბედო!
-ეგ მეორედ აღარ მითხრა!- დაიღრიალა დათამ.
-დედაჩემის გამო, შურისძიება გინდა არა? -გააფთრებული სახით შესჩერებოდა გოგონა სახეში.
ბიჭმა წარბები შეკრა, წამით ვერ მოვიდა აზრზე რა შუაში იყო ოლიკოს დედა, მაგრამ მერე მიხვდა. მიხვდა, რომ ის სალომეს სიტყვებს იმეორებდა.
-ამის დედას შე**ცი! -დაიღრიალა დათამ და მთელი ძალით ჰკრა ფეხი სავარძელს.
ოლიკო უეცრად შეკრთა, ცრემლები შეეყინა და შიში ჩაუდგა თვალებში. შემდეგ კი, მთელი სისწრაფით დაექანა კარისკენ, დათა მკლავში სწვდა.
-გამიშვი, შე ცხოველო! მომშორდი ახლავე! -ბოლო ხმით ყვიროდა ოლიკო.
-მაგას როგორ მეუბნები, გოგო! -ღრიალებდა დათა და მთელი ძალით უჭერდა გოგონას ხელს. -მაგას, როგორ მეუბნები!
-ხელი გამიშვი, ახლავე! -მშვიდი სიმკაცრით უთხრა ოლიკომ.
დათამ ხელი შეუშვა, ამოტრიალებული სავარძელი გაასწორა და მასში ჩაესვენა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ხელები თავზე შემოიწყო.
-ჩემი სახელი აღარ ახსენო! -იგივე ხმით უთხრა გოგონამ. -ჩვენ აღარ არსებობს, ვარსებობთ მე და შენ, ცალ-ცალკე.
დათა ისევ ისე იჯდა, უხმოდ. ოლიკო კი ნელი ნაბიჯით შეტრიალდა კარისკენ. ბიჭმა ახედა, ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით შესჩერებოდა მისგან მიმავალ ოლიკოს.
-მიყვარხარ, ოლი.
დათას ხმაში ყველაფრის ამოკითხვა შეიძლებოდა. ტკივილის, სიყვარულის, სინანულის, ბრაზის... აბსოლუტურად ყველა ემოცია იგრძნობოდა მის მიერ წარმოთქმულ სიტყვა „მიყვარხარში“ და უკვე კარის ზღურბლზე მდგარი ოლიკო, ადგილს შეეყინა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ნიკაპი აუკანკალდა და ცხელი ცრემლები გადმოუგორდა ღაწვებზე, მაგრამ უკან არ გაუხედავს. ბოლომდე დაატანა თავს ძალა და კარის ზღურბლს გადასცდა.
დათა კი იჯდა, ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. თითქოს, ყველა მისი ემოცია იმ ერთ სიტყვაში მოაქცია და ოლიკოს გაატანა.
***
ოლიკოს იმ მომენტში არავის ნახვა სურდა. არც თეკლესი, არც ილიკოსი და მით უფრო არც დედამისის. მთელი გზა ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, ტაქსის მძღოლი ინტერესით ათვალიერებდა გოგონას. კითხა კიდევაც, რატომ ტიროდა, მაგრამ ის უხმოდ იჯდა, მხოლოდ სლუკუნებდა და სველ სახეს, ფესწასული ხელებით იწმენდდა.
სახლში მისულს, კარი ილიკომ გაუღო და სახედასიებული და რომ დაინახა, მაშინვე წარბები შეკრა. ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა გოგონა. ამ უკანაკნელს კი ყურადღება არ მიუქცევია და მთელი სისწრაფით გაქანდა თავისი ოთახისკენ. ილიკო მაშინვე მიჰყვა უკან და საწოლზე სახით დამხობილ დას მიუახლოვდა.
-რა დაგემართა, ოლიკო? -შიშჩამდგარი ხმით შეეკითხა ილიკო.
-დედა შემოვიდეს, ახლავე! -ბალიშში ჩაჰყვირა გოგონამ. ილიკომ ჯერ წარბები შეკრა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
წამოდენიმე წამში, ოლიკოსთან სახეწაშლილი ნინო შევიდა. გოგონამ ზიზღით გამოხედა, შემდეგ კი საწოლზე წამოჯდა.
-აი, თურმე რატომ გეზიზღება დათა. -ცივად მიუგდო სიტყვები ნინოს.
ილიკო ინტერესით შეშტერებოდა ხან დას, ხანაც დედას.
-ვერ ვხვდები, რას ამბობ. -თავი გაისულელა ქალმა.
-რას ვერ ხვდები? -დაიყვირა ოლიკომ.
-ჩუმად! მამაშენმა არ გაიგოს. -თვალები დაქაჩა ნინომ.
-რა ხდება? -ინტერესით იკითხა ილიკომ.
-ჩვენი საამაყო დედა და დათას მამა, ადრე შეყვარებულები ყოფილან. იცოდი? -მიუბრუნდა ოლიკო ძმას. ამ უკანასკნელს კი სახე გაუფითრდა და ნინოს შეხედა, რომელსაც უმისამართოდ გაშტერებოდა თვალი.
-ეს წარსული იყო. ვის არ ყოლია შეყვარებული? -თავი გაიმართლა ნინომ და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესვა.
-შენი წარსული მე მახოცავს ხელებს, დედა! -აკანკალებული ხმით წამოიყვირა ოლიკომ და ბალიშზე დაემხო ხმამაღალი ტირილით.
ნინომ ღრმად ამოისუნთქა, ქალიშვილის საწოლს მიუახლოვდა და თავთან ჩამოუჯდა. უნდოდა მოფერებოდა თავის ქალიშვილს, მაგრამ ოლიკომ ცივად ამოხედა.
-ხელი არ მახლო! ამდენი წელი უყურებდი საკუთარ ქალიშვილს, როგორ ათენებდა ტირილით ღამეებს დათას გამო და ერთხელაც არ გაგჩენია სურვილი, რომ ჩემთვის გეთქვა ნამდვილი მიზეზი, რის გამოც დაიჭირა ჩემთან საქმე დათამ?
ქალს გული შეეკუმშა, პირზე აიფარა ხელი და ცრემლები ჩამოუგორდა.
-გადი აქედან. -ზიზღით მიუგდო სიტყვები გოგონამ დედამისს და თავი ბალიშში ჩარგო.
ილიკომ თვალებით ანიშნა ნინოს, რომ გასულიყვნენ. როცა დერეფანში გავიდნენ, ნინომ ზიზღითა და ცრემლებით აკანკალებული ხმით შესძახა ილიკოს.
-სულ იმ ეშმაკი ბიჭის ბრალია ყველაფერი, ასეთ დღეში რომ ჩამიგდო ჩემი ბავშვი.
ილიკომ წარბები შეკრა.
-ყოველთვის სხვას როგორ ადანაშაულებ იმაში, რაშიც შენ ხარ დამნაშავე? -ამზერით დახედა დედას და სწრაფად შევიდა თავის ოთახში.
***
დათას უკვე ალკოჰოლური სასმელის მეორე ბოთლი დაეყვანა შუამდე. ბოთლიდან სვამდა სასმელს და უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში. ვინ იცის, იმ წამს რაზე ფიქრობდა. მხოლოდ ოლიკოს სახე ედგა თვალწინ, ზიზღიანი და არაფრისმთმელი. ასეთი სახე მას მაშინაც არ ჰქონია, როცა 4 წლის წინ შორდებოდა. არც 4 წლის შემდეგ, კლუბში რომ შეეჩეხა. არასდროს არ უნახავს ბიჭს ოლიკოს ეს მზერა და ამან თითქოს მოკლა დათა. სუნთავდა, მაგრამ საკუთარ სხეულსაც ვეღარ გრძნობდა. სიკვდილი ერჩივნა გოგონას ამ სახის დანახვას, სიკვდილზე უარესი რამ ემართებოდა.
შემდეგ კი, ბარბაცით წამოდგა. შავი მაისური გადაიცვა. ტყავის ქურთუკი მოიგდო ბეჭებზე და სწრაფად გავიდა კარში. უკვე საგრძნობლად დაბნელებულიყო, კიბეებს ძლივს ჩაუყვა დათა. უჭირდა საფეხურების გაგნება, ვერაფერს ხედავდა და ვერც საკუთარ ფეხებს გრძნობდა. ძლივს გავიდა გარეთ და ბარბაცით მიუახლოვდა საკუთარ მანქანას, როცა კეფაში მძიმე ჩარტყმა იგრძნო და გაითიშა.
***
ოთხშაბათი 18:35
ოლიკოს სახლის კარზე ხმამაღალი ბრახუნი ისმოდა. კარი ილიკომ გააღო და გააფთრებულ, ტატას მზერას გადააწყდა, უკან კი თეკლე მოჰყვებოდა. ორივე მათგანი აღელვებული ჩანდა.
-ოლიკო სად არის? -სახეში შეაფრინდა ტატა ილიკოს.
-თავის ოთახშია. -ძლივს მოაბა რამის თქმას თავი ილიკომ.
გოგონები სირბილით გაექანნენ ოლიკოს ოთახისკენ და მთელი ძალით შეცვივდნენ შიგნით. გოგონა ისევ საწოლზე ემხო და მათ შესვლაზე, ძლივს წამოწია ბალიშიდან თავი. თვალები ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, აღელვებულ გოგონებს უკან ილიკოც შემოჰყვათ.
-რა სახეები გაქვთ? -ძალაწართმეული ხმით იკითხა გოგონამ.
თეკლე გაფითრებული, შეშინებული სახით შესჩერებოდა მეგობარს თვალებში და ხმას ვერ იღებდა.
-ტელევიზორს არ უყურე? დათა დაიკარგა. -გააფთრებული სახით წამოიყვირა ტატამ.

18 თავი

როცა ოლიკომ თვალი გაახილა, მის თავზე მთელი მისი ოჯახი შეგროვილიყო. ნინო ტიროდა, შეშლილი სახე ჰქონდა და ნიშადურის სპირტს უსვამდა ქალიშვილს ნესტოებზე. ილიკოს მისი ხელი ეჭირა, გელა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ფეხებთან უჯდა ქალიშვილს, ტატა და თეკლე კი და პატარა ნატალიას ამშვიდებდნენ, რომელიც კუთხეში იდგა და ტიროდა.
-გონს მოხვედი, დედი? -ხმადაბლა შესძახა ნინომ, როცა ოლიკომ მიბნედილი თვალები ძლივს გაახილა.
გოგონა ჯერ კიდევ ძალაწართმეული იყო, ძლივს დაატანა ქუთუთოებს ძალა, რომ ოდნავ თვალი შეეხილა. შემდეგ კი, ფრთხილად მოავლო მის თავზე წამომდგარ ხალხს მზერა და როცა გაახსენდა, რა მიზეზით ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში, სწრაფად წამოჯდა.
-დათა... -შეშინებული ხმით წამოიყვირა მან. -სად არის დათა?
-დამშვიდდი, მოძებნიან. ნუ ნერვიულობ. -შესძახა ილიკომ.
-არა, უნდა ვნახო. -ფეხები გადმოწია საწოლიდან გოგონამ და სწრაფად გააშვებინა ხელი ილიკოს.
-როგორ უნდა ნახო? შენ სად ნახავ? დათას ოჯახი ჰყავს და ისინი იპოვნიან. -ოდნავ ხმას აუწია ნინომ.
გოგონამ მაშინვე ზიზღით სავსე მზერა შეაჩეჩა დედამისს, ამ უკანასკნელს კი სახე შეეყინა. შეეშინდა, რომ თავის ქალიშვილს ყველაფერი არ ეთქვა მეუღლის თანდასწრებით და მაშინვე აარიდა მზერა ოლიკოს. გოგონამ თეკლეს გახედა, რომელიც შეშინებული სახით შესჩერებოდა მას და როცა ოლიკომ თვალებით ანიშნა, აქედან წამიყვანეო, სწრაფად მივიდა მასთან.
-ოლი. ასეთ მდგომარეობაში ვერსად წავალთ. -ჩასჩურჩულა თეკლემ. -ჯობს, დავიცადოთ.
-არა. -ცივად დაუყვირა ოლიკომ, შემდეგ კი ტატას მიუბრუნდა. -შენთან წამოვალ, აქ გაჩერება არ მინდა.
-რა ხდება, ნინო? -წარბებშეკრული მიაჩერდა გელა თავის მეუღლეს.
-ვერ უყურებ, რა ხდება? -თვალები დაუქაჩა ქალმა.
გელა მაჯაში სწვდა მას და ოთახიდან გაიყვანა.
-რატომ არ უნდა ოლიკოს აქ გაჩერება? -შეეკითხა კაცი, როცა თავიანთ ოთახში გავიდნენ.
-ყველაფერი იმ ბიჭის გამო ხდება, ხომ გახსოვს რა დღეში იყო ჩვენი შვილი მის გამო? არ უნდა ჩამოგვეყნანა აქ გელა, დიდი შეცდომა დავუშვით.
კაცი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ აღელვება მაინც ეტყობოდა მიხვრა-მოხვრაში. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნერვიულად მოისრისა სახე.
დერეფანში ხმამაღალი ნაბიჯებისა და ოლიკოს ყვირილის ხმაზე, ცოლ-ქმარი მაშინვე გავიდა.
ოლიკო მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა ტატას და კარებისკენ მიარბენინებდა. უკან ილიკო და თეკლე მოჰყვებოდათ. ნატალიას კი თვისი დათუნია იქვე მიეგდო და მთელი ხმით ბღაოდა.
-რა ხდება, სად მიდიხარ? -აინთო ნინო.
-შეეშვი. -დაუღრინა ილიკომ. -მარტო არ დავტოვებ.
ახალგაზრდებმა სახლი სწრაფად დატოვეს. ნინო ღონემიხდილი კედელს მიეყრდნო, გელას კი ნატალია აეყვანა ხელში და იჭვნარევად შეშტერებოდა თავის მეუღლეს, რომლის ტელეფონზეც ზარები არ წყდებოდა.
-ვინ გირეკავს ასე გამალებით? -შეეკითხა გელა.
ნინომ დაღლილი მზერა შეაგება თავის მეუღლეს, შემდეგ კი ტელეფონს დახედა და ხმა ჩაუგდო.
***
გოგონებმა და ილიკომ, ოლიკო ტატას ოთახში დააწვინეს. გოგონა ფესწასული, ძალაგამოცლილი იყო, ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. წამდაუწუმ დათას ახსენებდა, სთხოვდა თავის ძმას, რომ მოეძებნა, რომ მასზე ყველაფერი გაეგო. თავთან თეკლე და ტატა უჯდა გოგონას, ხმას ვერცერთი იღებდა. ილიკო კი ოთახში დადიოდა ნერვიულად, რაღაც ეჭვი ღრღნიდა.
-წადი, ჩაი გაუმზადე. -სთხოვა თეკლემ ტატას და ისიც მაშინვე გავარდა ოთახიდან.
სამზარეულოში ტატა ჭურჭელს ახმაურებდა. უნიჭოდ ეხეთქებოდა ყველაფერს.
-მეც გამიკეთე ჩაი. -მაგიდასთან ჩამოჯდა ილიკო. ტატამ გამოხედა, ჯერ კიდევ ნაწყენი იყო მასზე მათი ბოლო დიალოგის შემდეგ და ცხვირი აუბზუა ბიჭს. შემდეგ კი, მეორე ჭიქა გამოიღო სამზარეულოს კარადიდან და დაფაზე დადგა.
-მარტო ცხოვრობ? -შეეკითხა ილიკო.
-არა, დედა პარიზშია, საყიდლებზე.
-მამა?
-მამაც იქ არის, მუშაობს. -გოგონა გაბუტვით საუბრობდა და თვალს არ უსწორებდა ილიკოს.
-შენ რატომ არ გაყევი?
ტატას სახე წამოენთო. დარწმუნებული იყო, რომ ილიკოს ყველა ფრაზა, თუ შეკითხვა ირონიას შეიცავდა და ბრაზობდა ამაზე.
-არ მინდოდა და არ წავყევი.
-რატომ ჩხუბობ? -ჩაეცინა ილიკოს.
-საერთოდაც არ ვჩხუბობ. -თვალები დაქაჩა ტატამ.
ჩაიდნის კივილის ხმაზე შებრუნდა გაზქურისკენ გოგონა, ხმაურით გადმოიღო და ჭიქებში გაანაწილა ადუღებული წყალი.
-შაქარი რამდენი?
-ორი. მეც და ოლიკოსაც.
ტატამ ერთი ჭიქა ხმაურით დააბერტყა ილიკოს წინ, ხოლო მეორე, ხელში აიღო და კარისკენ დაიძრა.
-ძმა ხარ. -მოესმა უკნიდან გოგონას და სახე წამოენთო.
-ძმა ვარ? -გააფთრებით მობრუნდა უკან ტატა.
ილიკო უდარდელად წამოდგა, ჩაის ჭიქა ხელში აიღო და ტატას მიუახლოვდა.
-ჰო კარი, და ხარ. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ტატას ცხვიზე საჩვენებელი თითი დააჭირა. შემდეგ კი, ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.
-იდიოტი, მახინჯი, რეგვენი. -ბრაზისგან აწითლებული ბურტყუნებდა გოგონა და თან ნელა მიაბანცალებდა ჩაის ჭიქას ოთახისკენ.
***
მეგობრების დაძალების მიუხედავად, ოლიკო უარს ამბობდა სმაზეც, ჭამაზეც. უგონოდ იწვა საწოლზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ილიკოს წამდაუწუმ ურეკავდა ნინო და ოლიკოს ამბავს კითხულობდა, ამ უკანასკნელს კი ვერ გაერკვია, რატომ, მაგრამ საშინლად აღიზიანებდა დედამისის ისტერიკული ზარები. ოლიკო კი ისევ ისე, გაუნძრევლად იწვა და არაფერზე რეაგირებდა. არაფრის გაგონება სურდა, მხოლოდ დათა უტრიალებდა გონებაში და ბოლოს, მის მიერ წარმოთქმული სიტყვა „მიყვარხარ“, რომელიც მათი ერთად ყოფნის პერიოდშიც არ უთქვამს მისთვის. როგორ არ გაჩერდა, როგორ ვერ შეაჩერა ამ სიტყვამ, როგორ შეძლო და როგორ წამოვიდა მისგან. თავს დამნაშავედ გრძნობდა, ეგონა რომ დათასგან რომ არ წამოსულიყო, არაფერი მოუვიდოდა მას. იმ მომენტში, ყველას მიმართ ზიზღი იგრძნო, ვისაც დათა არ მოსწონდა. ვერავის იტანდა, რადგან ხვდებოდა, რომ ყველას ოლიკო ადარდებდა და არა დათა. მას კი საკუთარი თავი საერთოდ არ ანაღვლებდა, ეზიზღებოდა თავისი ხეული, ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი ვინც დათას ცუდად შეეხო, ოდესმე.
-გადით, მარტო მინდა ყოფნა. -აკანკალებული ხმით წარმოთქვა გოგონამ.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს გადახედეს, ყველა ერთმანეთის თვალებში ეძებდა პასუხს, რა ექნათ. შემდეგ კი, ილიკომ ანიშნა გოგონებს, რომ გასულიყვნენ.
სამეული სამზარეულოს მაგიდასთან ისხდა. მდუმარედ ჩასჩერებოდნენ მაგიდის ზედაპირს. ხმას ვერცერთი იღებდა. მხოლოდ ტატა ცქმუტავდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-ხომ არ შევიდეთ? -წამოიძახა ბოლოს მან.
-არა, უფრო გაღიზიანდება. -უპასუხა თეკლემ.
-შენ აქ დარჩები? -მიუბრუნდა ილიკოს.
ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-მაშინ, მე წავალ, საწოლს მოგიმზადებ. -წამოდგა ტატა.
-ოლიკოს გვერდით დავიძინებ.
ტატამ თვალები დაქაჩა.
-ოლიკოს გვერდით მე ვიძინებ.
-ხოდა შენც დაიძინე, მე არ მაქვს პრობლემა. -ალმაცერად გაუღიმა ბიჭმა.
-რა სისულელეა, მე შენს გვერდით არ დავიძინებ. -წარბები შეკრა ტატამ.
-მაშინ, შენთვის გაიშალე საწოლი.
-ჰაა? -პირი დააღო ტატამ. -ჩემს ოთახში ვიძინებ მე და შენ დაიძინებ ცალკე.
-მაინც ისე გიყურებ, როგორც დას. დამშვიდდი.
ტატას სახე მოეღრიცა ბრაზისგან და თეკლეს შეაჩერდა, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს. ამაზე სულ უფრო აინთო გოგონა და ხმაურით წამოდგა. ჩაიდანი აიღო და მთელი ძალით დააბერტყა გაზქურაზე.
-რაღაც ეჭვი მაქვს. -ჩასჩურჩულა ილიკომ თეკლეს.
-მეც. -თვალებში შეაჩერდა გოგონა.
-როგორმე უნდა გავარკვიო, რა ხდება?! ზურას დავაკვირდები.
თეკლემ ხვნეშით ამოისუნთქა და მაგიდას დაეყრდნო იდაყვით.
ახალგაზრდებმა ჩაი დალიეს, ილიკოს ხლუპუნზე ტატა ჭკუიდან გადადიოდა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან იცოდა, საპასუხოდ ისეთ რამეს ეტყოდა ილიკო, რომ ყველაფრის ხალისს დააკარგვინებდა, ამიტომ ჩუმად იყო და სახეს ღრეცდა ყოველ ჯერზე, როცა ბიჭი ხმაურით გადაუშვებდა ყელში სითხეს.
***
უკვე კარგად ბნელოდა, როდესაც ახალგაზრდებმა ფრთხილად შეიჭყიტეს ოლიკოს ოთახში. ისევ ისე იწვა, გაუნძრევლად და თვალები ჭერზე გაეშტერებინა.
-მგონი, ძილის წამალი უნდა ჰქონდეს დედას. -ჩაიჩურჩულა ტატამ.
თეკლემ და ილიკომ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი, ტატას ანიშნეს, რომ მოეტანა. რამოდენიმე წუთში, ტატამ ყვითელი აბი მოიტანა და ილიკოს შეაჩეჩა.
-ასე არ დალევს. -წაიჩურჩულა მან. -წყალში გავუხსნათ.
თეკლემ სწრაფად გამოსტაცა აბი ხელიდან ბიჭს და სამზარეულოში გავარდა. რამოდენიმე წუთში, ოლიკოს სამეული თავზე წამოადგა, პატარა ყავის ჭიქით ხელში.
-ეს დალიე, წყალია. ცოტას მოღონიერდები. -თავთან დაუჯდა თეკლე და ხელი გადაუსვა.
ოლიკომ მკრთალად ამოხედა, შემდეგ კი ისევ ჭერისკენ გადაიტანა მზერა.
-არ მინდა. -კატეგორიული ხმით უთხრა გოგონამ.
-ჩემი ხათრით, გთხოვ. -შეევედრა თეკლე.
-არ მინდა. -ჯიუტად აგრძელებდა გოგონა.
თეკლემ ილიკოს გადახედა, რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა. შემდეგ კი, სწრაფად სწვდა ყავის ჭიქას, ცალი ხელი ყბებში ჩაავლო თავის დას და ისე უცებ შაუსხა პირში სითხე, რომ ოლიკო აზრზე ვერ მოვიდა. შემდეგ კი ნესტოები დაუცო ბიჭმა და გოგონამ ხმამაღალი ყლუპუნით გადაუშვა სითხე პირში.
ტატამ პირი დააღო ამ სცენის შემხედვარე, ოლიკომ ხმამაღალი ტირილი მოსცხო. თეკლე კი მშვიდად უჯდა თავთან და ხელს უსვამდა. ილიკომ ცარიელი ჭიქა შეაჩეჩა ტატას და ამ უკანასკნელმაც მაშინვე გაიტანა სამზარეულოში.
რამოდენიმე წუთში, ოლიკოს ჩაეძინა. ილიკოს, ტატასა და თეკლეს კი დაღლილი სახეები ჰქონდათ და იატაკზე ისხდნენ ღონემიხდილები.
-მე ახლა წავალ და ხვალ დილით მოვალ. -დაარღვია სიჩუმე თეკლემ.
ტატა მშვიდად წამოდგა და თეკლე კარამდე გააცილა, შემდეგ კი ოთახში შემობრუნდა.
-მეც უნდა დავწვე. -უკმეხად წამოიძახა გოგონამ.
-ჰო, მეც. -მშვიდად წამოდგა ილიკო და ოლიკოს საწოლს მიუახლოვდა.
ტატამ ისევ დააღო პირი, როდესაც შეხედა როგორ ურცხვად იხდიდა ილიკო მაისურს. შემდეგ, ოლიკოს გახედა, რომელიც საწოლის კიდეში იწვა და მიხვდა, რომ ილიკოს გვერდით დაწოლა გარანტირებული ჰქონდა, რადგან ოლიკოს შუაში ვერ მოაქცევდნენ.
-მე შუაში ვწვები. -სწრაფად მიირბინა გოგონამ საწოლთან და მასზე აბობღდა ტანსაცმლით.
-ასე უნდა დაიძინო? -გაკვირვებით შეეკითხა ილიკო.
-დიახაც.
ბიჭს ცალყბად ჩაეცინა.
-სულ შიშველიც რომ დაწვე, შენ არ მომინდები. -უპასუხა მან და საწოლში შეგორდა.
ტატამ თვალები დაქაჩა, ბრაზმა თითქმის ააკანკალა და მთელი სხეულით მიეკრო ოლიკოს.
***
თეკლეს სახლში წასვლა არ სურდა. თანაც, ნათქვამი ჰქონდა მამამისისთვის, რომ იმ დღეს ოლიკოსთან დარჩებოდა. ღამის 12 სრულდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც მიუყვებოდა მილორავას ქუჩას. სირცხილმა ბეჭები აუწვა, რა უნდა ეთქვა გიორგისთვის, ამ შუაღამით რომ მიადგებოდა?! ერთს ფიქრობდა გოგონა და სრულიად საწინააღმდეგოდ, სწრაფად მიიწევდა 13 ნომერი კარისკენ. წამებში უკვე კართან იდგა და ფრთხილად აკაკუნებდა.
ცოტა ხანში, კარის ზღურბლზე გიორგი გამოჩნდა, რომელიც ისეთი გამომეტყველებით უყურებდა თეკლეს, თითქოს არც გაკვირვებია ამ დროს, მისი იქ დანახვა. ეს იგრძნო გოგონამ და შვებით ამოუსინთქა. გიორგიმ ფართოდ გამოაღო კარი და თეკლე სახლში შევიდა. ვიწრო დერეფნის კედელს მიეყრდნო და თავჩახრილი იდგა, გიორგი კი მდუმარედ უყურებდა მას. სერიოზული გამომეტყველებით დაშტერებოდა გოგონას და წამითაც არ აშორებდა მზერას.
-დაიღალე? -მშვიდი, ყრუ ხმით შეეკითხა ბიჭი.
თეკლემ ნელა აიხედა მისკენ, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მთელი სხეულით მიეკრო. გიორგი ერთხანს ხელებჩამოშლილი იდგა, შემდეგ კი ფრთხილად შეახო ხელები ზურგზე.
-რა დაგემართა? -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ შეეკითხა ბიჭი.
-შენ დამემართე. ვგრძნობ, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორიც აქამდე. ჩემში რაღაც შეიცვალა და ეს შენი ბრალია. -ცხვირი გიორგის მაისურში ჩაეყო გოგონას და ისე საუბრობდა.
-ბრალი თუ დამსახურება? -ღიმილშერეული ხმით შეეკითხა ბიჭი.
გოგონა მოშორდა, წამით ახედა და ისევ კედელს მიეყრდნო.
-ბრალი. -წამოიძახა ბოლოს მან.
გიორგიმ ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი ნელა მიუახლოვდა კედელზე მიბჯენილ თეკლეს. ცალი ხელით კედელს დაეყრდნო და თავი დახარა. ახლოს მიუტანა სახე გოგონას, მანაც ამოხედა. გიორგი უფრო და უფრო ახლოს მიიწევდა მისი სახისკენ და მომღიმარი სახე თანდათან ერეცხებოდა. ბოლოს კი, ტუჩებზე იგრძნო გოგონამ ფრთხილი შეხება და თვალები დახუჭა. გიორგიმ თავისუფალი ხელი წელზე მოჰხვია მას და მისკენ აზიდა. თეკლემ კი ხელები მკერდზე დააწყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, კოცნის დროს რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ბიჭის მინიშნებებს მიჰყვებოდა. ნაზად იხლართებოდნენ მათი ტუჩები ერთმანეთში და შემდეგ უფრო ღრმად, ენის შეხება იგრძნო გოგონამ. მიხვდა, რომ მასაც იგივე უნდა გაეკეთებინა და თავისი შეაგება ბიჭს. თეკლე ფეხისწვერებზე იდგა, გიორგის კი ისევ ჰქონდა ცალი ხელი კედელზე მიბჯენილი, მეორეთი კი გოგონას წელიდან ქაჩავდა მისი სხეულისკენ. თეკლემ მკერდიდან კეფაზე აუცურა ხელები და მასზე ჩამოეკიდა.
წამები წუთებს მისდევდნენ, დრო უსაშველოდ სწრაფად მირბოდა და თეკლემ იცოდა, რომ დრო მისი მტერი იყო. დრო გამოსტაცებდა ხელიდან მამაკაცს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა და ის ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდებოდა წარსულში. ვეღარასოდეს ვეღარ გახდებოდა ძველებური თეკლე და იმასაც ხვდებოდა, რომ საკუთარი სიძლიერე იმ წამს, გიორგის სხეულში იკარგებოდა.
ამაზე ფიქრისგან მთელი სხეული აუდუღდა გოგონას, ტკივილითა და მისი დაკარგვის შიშით გამოწვეული ვნება, აზვირთული ტალღებივით ეხეთქებოდნენ თეკლეს სხეულს და უფრო ძლიერად ეკვროდა ბიჭს. მთელი არსებით სურდა არ ეფიქრა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჯერ ემოქმედა და შემდეგ ეფიქრა. გათამამდა თეკლე, ვნებიანად ასრიალებდა ენას გიორგის პირში და სუნთქვას, ვნებააღძრულ კვნესას აყოლებდა. გიორგი კი სწრაფად სუნთქავდა, შემდეგ კი ერთიანად მოსწყდა გოგონას ბაგეებს და სწრაფად მიეხეთქა კედელს. პირი ფართოდ გამოაღო და ხარბად დაეწაფა ჟანგბადს, თეკლეს კი ის სიმხურვალე ჯერ კიდევ არ განელებოდა და თვალები მიელულა. ისიც სწრაფად სუნთქავდა, შემდეგ კი გიორგის მიბნედილ სახეზე შეაჩერა მზერა. გამომეტყველებაზე, დიდი კითხვის ნიშანი ეწერა და კედელზე თავგადაგდებულ ბიჭს შეშტერებოდა. ამ უკანასკნელმა კი ზემოდან დახედა გოგონას, ენით ტუჩები გაისველა და გვერდით გაიხედა.
-რატომ გაჩერდი? -თავი ჩახარა გოგონამ.
გიორგიმ გამოხედა, ერთხანს უხმოდ უყურებდა მას, შემდეგ კი კედელს მოშორდა.
-ვწვები, თუ გინდა წამოდი. -პასუხს არ დალოდებია ბიჭი და უხმოდ გაუყვა დერეფანს.
თეკლე ისევ თავჩახრილი იდგა, შემდეგ კი დერეფანს გახედა და წამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, გაუყვა.
უყურებდა მძინარე გიორგის, თვალს არ აშორებდა. იწვა მისგან მოშორებით და ინტერესით ჩაშტერებოდა ბიჭს სახეში, მის ყველა ნაკვთს, ყველა წერტილს სწავლობდა და იმახსოვრებდა ბიჭის გამოკვეთილ ყბებს, სწორ ცხვირსა და ჩავარდნილ ყვრიმალებს. შემდეგ კი, დაღლილი თვალები დახუჭა და ძილის ბურანში გაეხვია. ამჯერად გიორგი უყურებდა მძინარე თეკლეს, სერიოზული სახით ჩაშტერებოდა და ისიც მიხვდა, რომ ძველი გიორგი სადღაც გაქრა. რომ მასში რაღაც შეცვალა ამ გოგომ.
***
დღეები დღეებს მისდევდა, უკვე ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ, რაც დათა დაიკარგა. საეჭვოდ, აღარც ტელევიზიით აღარ აცხადებდნენ მისი დაკარგვის შესახებ. ყველაფერი თითქოს ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ოლიკო ისევ ტატასთან იყო, ყოველ დღე უარესდებოდა მისი მდგობარეობა. ადრე თუ ორ სიტყვას მაინც ამბობდა, ახლა უკვე ამასაც აღარ აკეთებდა. ილიკო ძალით აჭმევდა გოგონას, ნინოს ზარები კი არ წყდებოდა. წამდაუწუმ რეკავდა ქალი და თავის ვაჟს ევედრებოდა, რომ ერთი წამით მაინც ენახა თავისი ქალიშვილი, მაგრამ ილიკო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან გელას ნახვაზეც კი უარი თქვა ოლიკომ და ტატას კართან მდგარი კაცი, უკან გაბრუნდა. აღარანაირი ძალა აღარ შერჩა გოგონას, აღარც ტირილი შეეძლო, აღარც ბრძოლა. სულ ჩამოხმა, არც ახალი ინფორმაციის გაგების თავი ჰქონდა და აღარც კითხვის დასმის. ერთ წერტილს მიშტერებოდა და თეკლე შიშით უყურებდა მეგობარს. ეს ის რთული დეპრესია აღარ იყო, რაც ოლიკომ გადაიტანა. ეს რაღაც უარესი იყო, რომელსაც ვერავინ გადაატანინებდა მას. ვერავინ, დათას გარდა და ხვდებოდა თეკლე, რომ თუკი დათა არ გამოჩნდებოდა, ოლიკო ხელებში ჩააკვდებოდათ. დიახ, იცოდა თეკლემ რომ ოლიკო სუსტი იყო, მაგრამ მის ამ მდგომარეობას, სისუსტეც აღარ ერქვა. ეს თვითმკვლელობა იყო, რომელზეც კაცობრიობა ვერ შეთანხმდა სიძლიერედ ჩაეთვალათ თუ სისუსტედ.
ტატა და ილიკო შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ერთმანეთი არ დაეჭამათ. ყოველ ღამე ჩხუბით წვებოდნენ ოლიკოს გვერდით და დილაობით, ტატა თეძოზე ილიკოს ფეხის მძიმე დაწოლით იღვიძებდა. შემდეგ კი მთელი დღე ბუზღუნებდა, რომ ძვლები ტკიოდა.
თეკლე ოლიკოსგან, პირდაპირ გიორგისკენ მიმავლ გზას ადგებოდა და ყოველ ღამით მასთან რჩებოდა. თითქმის მდუმარედ ატარებდნენ საღამოს და შემდეგ ისევ იძინებდნენ, ერთმანეთისგან მოშორებით. ისევ აკვირდებოდა თეკლე გიორგის ნაკვთებს ძილის წინ და როცა თვალები დაეხუჭებოდა, ამის შემდეგ, გიორგი იმახსოვრებდა მისი სახის ყველა წერტილს.
ზურა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩანდა, მხოლოდ რამოდენიმეჯერ დაურეკა ილიკოს, რომ ოლიკოს ამბავი გაეგო. ამ უკანასკნელს კი ეჭვები უფრო უმძაფრდებოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ზურას ხელი ერია ამ ამბავში, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. იქამდე, სანამ ბოლომდე არ იქნებოდა დარწმუნებული თავის ფიქრებში, ვერაფერს მოიმოქმედებდა.
ნინო აფორიაქებული იყო, საეჭვოდ შეწყდა დიმიტრის ზარები მის ტელეფონში. მიხვდა, რომ რაღაც მის წინააღმდეგ იხლართებოდა. დიმიტრი მშვიდი ადამიანი იყო, მაგრამ თუკი წყობიდან გამოვიდოდა, ყველანაირ სისასტიკეს ჩაიდენდა და ამის ეშინოდა ქალს. დათა დიმიტრის ერთადერთი შვილი იყო და მის გამო უკან არაფერზე დაიხევდა. ზურაც არ ჩანდა, საერთოდ არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა ნინოსთან და გაურკვევლობისგან თავგზა არეოდა ქალს. მოუსვენრად დააბოტებდა სახლში და გელას ეჭვით სავსე მზერას აწყდებოდა დროდადრო. ბოლოს კი, თავად გადაწყვიტა დაკავშირებოდა ზურას და როცა სახლში მარტო დარჩა, გადარეკა, თუმცა ზურას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სახლშიც მივიდა მასთან ნინო, მაგრამ იქ მხოლოდ ალკოჰოლისგან გაბრუებული მარინა შეხვდა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო თავისი ვაჟი.
***
ქალაქისგან მოშორებით, შემოდგომის ფოთოლცვენისგან გაშიშვლებული ტყის შუაგულში, პატარა, ქვისგან ნაშენები სახლი იდგა. ასევე ქვის, გატეხილი ორი საფეხური მიებჯინათ რკინის კარზე, რომელიც ბოქლომით ჩაეკეტათ. სახლს უახლოვდებოდა შავებში ჩაცმული, ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც უკან შარვალ-კოსტიუმიანი მიჰყვებოდა. მამაკაცებმა საფეხურები აირბინეს და ჭაღარამ ბოქლომს გასაღები მოარგო. რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და ჯაჭვებში ახლართული კარი ხმაურით შეაღო.
ოთახში საგრძნობლად ციოდა და სიბნელეს, ჩამავალი მზის შუქისგან შემოსული მკრთალი სინათლე არღვევდა.
ოთახის შუაში სკამი იდგა, რომელზეც სქელი ბაწრებით მიებათ ახალგაზრდა მამაკაცი. სახე უშიშარი და უემოციო ჰქონდა. ოთახში შესული შარვალ-კოსტიუმიანი ირონიულად შეათვალიერა ზემოდან ქვემოთ და ცალყბად გაეცინა.
-რა გაცინებს, შე ნაბი**არო? -მთელი ხმით დაიღრიალა შარვალ-კოსტიუმიანმა.
-მიზნისთვის, მეტოქის გატაცება, შენს სიმხდალეზე მეტყველებს. -ირონიულად საისისინა ბიჭმა. -და კიდევ, სანამ გაისვრი, კარგად დაფიქრდი, შენ თვითონ არ მოგხდეს.
შარვალ-კოსტიუმიანს სახე შეეყინა, თვალები დაქაჩა ნერვიულად. ბიჭის ცინიკურ სახეს შეშტერებოდა და პასუხს ეძებდა მასში, მაგრამ უეცრად, პირზე ხელი ააფარეს. დათას ცინიკური სახე თანდათან იბურებოდა ზურას თვალებში, ბოლოს კი, ჩამობნელდა.

19 თავი

როდესაც ზურამ თვალი გაახილა, იგივე სკამზე იჯდა, სადაც დათა. თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ დაბმული არ იყო. თვალებზე ჯერ კიდევ გადაჰკვროდა ბინდი და კარგად ვერ არჩევდა მის წინ აღმართულ სახეებს. თანდათან უფრო მკვეთრდებოდა გამოსახულებები და რამოდენიმე წამში, უკვე სრულყოფილად ხედავდა მომღიმარ დათას, რომელსაც ხელები გადაეჯვარედინებინა და მშვიდი, ცინიკური სახით დაჰყურებდა მას. მის უკან დიმიტრი იდგა, რომელსაც ბრაზისგან ანთებული გამომეტყველება ჰქონდა. ირგვლივ კი ორი, შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი კაცი ედგათ. კუნთები და ფართო მხრები, სქელ, შავ სამოსშიც კარგად იყო გამოკვეთილი. ზურამ უშველებელი ნერწყვი გადააგორა ყელში და დათას გაუსწორა მზერა. ის, რომ დაბმული არ იყო, ძალიან დამამცირებელი გახლდათ მამაკაცისთვის, რადგან დათას ამდენადაც კი არ ეშინოდა მისი. ერთხელაც, წამითაც კი ვერ შეძლო მისი შეშინება. მაშინაც კი, როცა გაიტაცეს, კარგად ახსოვდა ზურას ამ ბიჭის უშიშარი, უგრძნობი გამომეტყველება, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მასზე მაღლა იდგა და თავიც შესაბამისად ეჭირა.
-ეს რა გაბედე, შე ძაღლი***ილო? -მუშტმოღერებული გაიწია ზურასკენ დიმიტრი.
დათამ მარცხენა ხელი გვერდით და მაღლა ასწია, ისე რომ მომღიმარი სახე არ მოუშორებია ზურასთვის.
-ჩშშშ... -შეაჩერა მან დიმიტრი. ზურას შეშინებულ გამომეტყველებაზე ცალყბად ჩაეცინა და შემდეგ უკან მდგარ სამეულს გახედა. -გადით, ეს ჩვენ ორს გვეხება.
დიმიტრიმ წარბები შეკრა. უკმაყოფილო სახე შეაჩეჩა თავის ვაჟს. შემდეგ კი, დაცვას თვალებით ანიშნა, რომ გასულიყვნენ. გასვლის წინ, ერთხელ კიდევ გახედა მუქარით სკამზე შეყინულ ზურას და ცივად გავიდა ღია კარში.
დათამ ერთხანს უყურა გაფითრებულ ზურას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-როგორ მოახერხე? -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები მამაკაცის პირიდან.
დათამ ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მარტივი თამაში გამოვიდა, არა? -ოდნავ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო ბიჭმა. -უფრო მეტს ველოდი შენგან. გამოგიტყდები და იმედი გამიცრუე.
-ნუ მეთამაშები, შე ლაწირაკო. -კბილებიდან გამოსცრა ზურამ.
-ჰააა.... -თავი უკან გადააგდო დათამ და მარჯვენა ხელი გადაისვა. -ესე იგი, რა ხდება. ქვეყანაში მხოლოდ სამი ადამიანია, ვინც მსგავს ბინძურ საქმეს აკეთებს. გულწრფელად მაინტერესებს, ასეთი ბრიყვი როგორ ხარ? -ზემოდან დახედა ბიჭმა.
ზურას სახე დაეღრიცა ბრაზისგან, აშკარა იყო რომ პეტრემ უღალატა.
-არაფრის დაშავება არ მინდოდა შენთვის. -ძლივს ამოილუღლუღა მამაკაცმა.
-ჰო, ვიცი. მაგდენად დიდი წარმოდგენაც არ მქონდა შენზე, მაგრამ ასეთი სულელიც არ მეგონე. -ირონიულად დაუსისინა ბიჭმა.
-ოლიკოს მე ვუყვარვარ. -დაიღრინა ზურამ.
დათას უფრო ხმამაღლა გაეცინა მის სიტყვებზე. შემდეგ კი, უცბად სერიოზული, მკაცრი სახე მიიღო.
-მისი სახელი არ ახსენო! მასზე ლაპარაკს არ ვაპირებ შენთან!
-ჩემი საცოლეა, შე ნაბი**არო! -ხმას აუწია ზურამ.
დათამ ცინიკურად აატრიალა ენა კბილებს შორის. შემდეგ კი, სავარძლის კიდეებს დაეყრდნო ხელის გულებით და ბოროტი მზერით შეაშტერდა კაცს.
-ოლიკო ჩემი იყო, ჩემია და ჩემი იქნება ყოველთვის! შენ კიდევ, ისე გაემგზავრები აქედან, რომ მის შეხედვასაც ვერ ეღირსები! -მშვიდი, კატეგორიული ხმით საუბრობდა ბიჭი.
ზურამ თვალები დაქაჩა, მთელი ძალით აჭერდა კბილებს ერთმანეთს. თვალები წამოენთო ბრაზისგან, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ბედავდა.
დათა კი ცივად მოშორდა სავარძელს, ცალყბად ჩაეცინა ზურას ანთებულ თვალებზე და კარისკენ შეტრიალდა. ზღურბლთან მისული, ისევ შემოტრიალდა მისკენ და საჩვენებელი თითი აუქნია.
-იცოდე, გაკვირდები. ერთი ნაბიჯითაც რომ მიუახლოვდე ჩემს გოგოს, ასე მარტივად ვეღარ გამოძვრები!
დათამ სახლი დატოვა, სწრაფად ჩაირბინა ორი საფეხური და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მამამისისკენ, რომელიც ადგილს შეჰყინვოდა და ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს. დათა ჯერ დაცვას მიუახლოვდა.
-არაფერი უქნათ, გასაღები მიეცით და წავიდეს.
შავ შარვალ-კოსტიუმში ჩაცმული მამაკაცები სახლისკენ დაიძრნენ, დათამ კი ამრეზით გახედა მამამისს.
-მართლა ასე გიყვარს, ის გოგო? -შეეკითხა კაცი.
დათამ კი ზემვიდან ქვევით, ირონიულად დახედა მას. შემდეგ კი, უთქმელად ჩაჯდა მამამისის მანქანაში და ადგილს მოსწყვიტა.
***
ტატას დედა პარიზიდან დაბრუნდა და ‘ყუპებიც დაუბრუნდნენ სახლს. ოლიკო ისევ მიბნედილი იყო, არავის ნახვა სურდა. უკვე ყველა აღიზიანებდა, მარტო ყოფნა უნდოდა. მთელი არსებით იკრავდა გულში დათას ნაჩუქარ ბეჭედს და თავისი ცრემლებით ასველებდა. ნინო ვერ ბედავდა ქალიშვილის ოთახში შესვლას, რადგან ეშინოდა მისი რეაქციის. ეშინოდა, რომ ოლიკო თავს ვეღარ შეიკავებდა და ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. გაიგებდა თავისი მეუღლე ნამდვილ მიზეზს და ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა, რასაც ამდენი წელი შეალია. ჯერ კიდევ უსაშველო ზიზღს გრძნობდა დიმიტრის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობა მოუწამლა. ყურებამდე იყო მასზე შეყვარებული და მთელი არსებით მიენდო მას, სანაცვლოდ კი მიიღო ტკივილი, დარდი, მარტოობა და წართმეული თავმოყვარეობა, რომლისგანაც ვერ დაიცვა ამ კაცმა. ვერ დაიცვა თავიანთი სიყვარული, ვერ გაბედა მამას შეწინააღმდეგებოდა და ცოლად სულ სხვა ქალი მოიყვანა. ცხოვრებამ მწარედ დასცინა ამ ქალს. ამდენ ადამიანში, სწორედ დიმიტრის ვაჟმა მოუწამლა სისხლი და შეაყვარა თავი თავის ქალიშვილს. ეშინოდა ნინოს, ეშინოდა რომ მისი ცხოვრება ოლიკოში განმეორდებოდა. ოლიკო მასზე სუსტი იყო. ის, რისი გადატანაც შეძლო მან, თავისი ქალიშვილი ვერ გადაიტანდა და ეშინოდა ამისი. ეშინოდა კატასტროფულად, არაამქვეყნიურად. თუმცა, ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა, საკუთარ ქალიშვილს დიმიტრის ვაჟის გარეშე ყოფნა კლავდა და ამას თავადვე შეუწყო ხელი. თავადვე გასწირა საკუთარი ქალიშვილი და ამას სწორედ ახლა მიხვდა. საეჭვოდ გაქრა ზურა და ნინომ თითქოს სიკვდილს ჩახედა თვალებში, როცა უარესი წარმოიდგინა. უარესი კი დათას მკვლელობა იყო, რომელიც თავისი ქალიშვილის სიკვდილს უდრიდა და აჭარბებდა, რადგან ოლიკოს სიკვდილი მასაც მოკლავდა. ეს კი გარდაუვალი იყო. ისეთივე გარდაუვალი, როგორიც დათასა და თავისი ქალიშვილის ერთად ყოფნა.
იდგა ნინო ოლიკოს ოთახის კართან და თავი მასზე მიეყრდნო. ცრემლები დაუნდობლად ასველებდნენ მის ღაწვებს და სიმწრისგან აკანკალებულ ხელებს ფრთხილად, უხმოდ უსვამდა კარს. ტელეფონის წკრიალმა გამოარკვია ნინო და სწრაფად უპასუხა.
-აქედან მივდივარ, ნინო. -მოესმა ზურას ხმა.
-რა მოხდა? დათა სად არის? -შეშინებული ხმით იკითხა ქალმა და სწრაფად შევიდა თავის ოთახში, რომ დანარჩენი ოჯახის წევრებს ხმა არ გაეგოთ.
-კარგად არის, სახლშია ალბათ. მოკლედ, მე მივდივარ.
-ოლიკოს არ დაემშვიდობები?
-არ ღირს. არ მინდა მთელი ცხოვრება ეჭვი მღრღნიდეს, რომ ჩემი ცოლი სხვაზე ფიქრობს. არ ვარ მე ის კაცი, ვინც შენს შვილს სჭირდება. -სწრაფად საუბრობდა ზურა და სწრაფადვე გათიშა ტელეფონი, როცა თავისი სათქმელი თქვა.
ნინო ტელეფონის ეკრანს დაშტერებოდა, აზროვნების უნარი დაკარგა წამით. იცოდა, რომ სწრაფად უნდა ეთქვა საკუთარი ქალიშვილისთვის, რომ დათა გამოჩნდა, მაგრამ როგორ იზამდა ამას? ამ შემთხვევაში ხომ ნათელი იქნებოდა, რომ მისი ხელიც ერია ამ ამბავში?! ნერვიულად დააბოტებდა ქალი თავის უთახში და ხელებს ისრესდა. შემდეგ კი, სწრაფად გავიდა ოთახიდან და ილიკოს ოთახის კარი ლამის შეგლიჯა.
ილიკო თავის საწოლზე იწვა, ყურსასმენები გაერჭო და ჭერს აშტერებოდა. ნინოს შემოსვლა ვერც კი გაიგო და როდესაც დედამისი თავზე წამოადგა და შეანჯღრია, სწრაფად გამოიღო ყურებიდან ყურსასმენები და საწოლზე წამოჯდა. გაკვირვებული სახით შეაჩერდა გაფითრებულ დედას.
-ოლიკოსთან შედი და უთხარი, რომ დათა გამოჩნდა. -ასოების ყლაპვით საუბრობდა ქალი.
ილიკომ ჯერ წარბები აქაჩა, შემდეგ კი თავი გვერდზე გადახარა და წარბები შეკრა.
-მოიცა, მოიცა. სერიოზულად? -ოდნავ ხმას აუწია ბიჭმა.
-არაფერი მკითხო. -თვალი აარიდა ქალმა.
-სულ გააფრინე, ნინო? -ჩუმი ყვირილით შესძახა ბიჭმა. -ეჭვი მქონდა, რომ ზურას ხელი ერია, მაგრამ შენც? ასე რამ გაგაბოროტა? -გაცოფებას ვეღარ მალავდა ილიკო.
-აზრი არ აქვს ახლა მაგაზე ლაპარაკს, სწრაფად შედი შენი დის ოთახში და უთხარი, რომ ნუღა იკლავს თავს. -ხმას აუწია ნინომ.
ილიკოს ცივი ღიმილი მოეფინა სახეზე, შემდეგ კი თავი გადააქნია და საწოლიდან წამოდგა.
-ეს ყველაფერი, რომ ჩაივლის, მე და შენ სერიოზულად დავილაპარაკებთ. რაც შეეხება ოლიკოს, მის ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედო, თორემ ვეღარც მე მნახავ და ვეღარც ჩემს დას. გასაგებია? -დაუღრინა ილიკომ და ხმამაღალი ჯახუნით მოიკეტა კარი ზურგს უკან.
ნინო ერთ ხანს გაშეშებული იდგან, შემდეგ კი ღონემიხდილი ჩამოჯდა ილიკოს საწოლის კიდეში და ხელებით ცრემლები მოიწმინდა.
ილიკომ ფრთხილად შეაღო ოლიკოს ოთახის კარი. ეს უკანასკნელი ისევ ძალაწართმეული იწვა საწოლზე. ბეჭდიანი ხელი გულთან მიედო და უმისამართოდ გაშტერებოდა თვალი. ბიჭი თავისი დის საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა.
-ოლიკო, დათა იპოვეს. -ხმადაბლა ჩასჩურჩულა მან.
ოლიკო კი სწრაფად წამოჯდა საწოლზე, თვალები დაუმრგვალდა.
-სად არის? კარგად არის? წავიდეთ... -ისტერიკულად აყრიდა სიტყვებს გოგონა.
-კი, კარგად არის. ჯერ ცოტა მოღონიერდი, რას გიგავს თვალები?! ასე ხომ ვერ ნახავ?! -სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბიჭი.
-არა, არა. არ მაინტერესებს, უნდა ვნახო, გთხოვ ილიკო. გეხვეწები წამიყვანე. -ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები გოგონას ღაწვებზე.
-დღეს მოვიცადოთ ოლიკო. ხვალ წაგიყვან, გპირდები. -ცრემლები მოუწმინდა ძმამ და უფრო კარგად მოკალათდა საწოლზე.
ოლიკო სწრაფად სუნთქავდა, მაშინვე მიეცა ძალა. სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდა თითქოს. შემდეგ კი, შვებით ამოისუნთქა და საწოლზე დავარდა მთელი ძალით.
რამოდენიმე წუთში, ოთახში თეკლე და ტატა შემოვიდნენ და ოლიკოს მშვიდ სახეზე, მათაც შვებით ამოისუნთქეს. ილიკომ გოგონებს ახედა.
-იპოვეს. -მშვიდად თქვა მან და ტატამ მაშინვე კივილით იტაცა ხელი პირზე. თეკლემ კი თავი უკან გადააგდო, პირი ჰაერით აევსო და ღრმად ამოისუნთქა.
რამოდენიმე საათი დაყვეს გოგონებმა ოლიკოსთან და როდესაც თეკლე დარწმუნდა, რომ თავის მეგობარს აღარაფერი უჭირდა, წასვლა გადაწყვიტა. გიორგისთან ეჩქარებოდა, უკვე ერთი დღეც ვეღარ ძლებდა მის გარეშე. ყოველდღიურ აუცილებლობად ექცა მისი ნახვა, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე, როცა მასთან რჩებოდა. ტატამ დარჩენა გადაწყვიტა იმ მიზეზით, რომ ოლიკოს მარტო დატოვება არ სურდა, მაგრამ ორი წლის ბავშვიც მიხვდებოდა, რომ ილიკოს გამო რჩებოდა. რათქმაუნდა ბიჭიც მიხვდა ამას და მის შეხედვაზე უდარდელად ფხუკუნებდა, აგრძნობინებდა კიდეც ტატას რომ ყველაფერს მიხვდა.
ნინო თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა, გელაც არიდებდა თავს თავისი მეუღლის ნახვას, რადგან ხვდებოდა, რომ თავისი ცოლი რაღაცას უმალავდა. ნატალიას მოჰკიდა ხელი და სასეირნოდ ჩაიყვანა. ოლიკოს ძალა დაუბრუნდა, ჭამა კიდეც. თითქმის სულ აივანზე იდგა და გზას გაჰყურებდა. დათას ელოდა, წამითაც არ უნდოდა სახლში შესვლა და პლედშემოხვეული იჯდა აივანზე მდგომ სავარძელში.
ტატა და ილიკო მისაღებში ისხდნენ. გოგონა ჩუმ მზერას აპარებდა დროდადრო ილიკოსკენ, რომელიც სავარძელში ჩაწოლილიყო, ყურსასმენები გაერჭო ყურებში და ზედაც არ უყურებდა მას. ბიჭის ყურადღების მისაქცევად ადგებოდა და ოთახის თაროებზე განლაგებულ ფოტოებს აკვირდებოდა, თუმცა ილიკო ხვდებოდა რომ ამას მისი ყურადღების მისაქცევად აკეთებდა. შემდეგ კი, ყურსასმენები მოიხსნა და ფეხებიდან აათვალიერა ტატა, ამ უკანასკნელმაც მაშინვე გამოხედა.
-დავინახე, რომ მოკლე კაბა გაცვია და კარგი ფეხები გაქვს. კიდევ დიდხანს უნდა იარო ასე წინ და უკან? -სიცილით შესძახა ბიჭმა.
ტატას სახე წამოენთო.
-თავი ვინ გგონია? უბრალოდ, ფოტოებს ვათვალიერებ.
-რა ვერ დაათვალიერე ამდენი ხანი? -უფრო უმატა სიცილს ბიჭმა. -ერთ რჩევას მოგცემ.
ტატამ წარბები შეკრა.
-რა რჩევას?
-როცა რაღაც გინდა, პირდაპირ უნდა თქვა. -მარჯვენა ფეხი ჰორიზონტალურად გადააჯვარედინა ილიკომ და მარცხენა ფეხს დაადო. უფრო ღრმად ჩაჯდა სავარძელში და ალმაცერი სახით შეჰყურებდა წარბებშეკრულ გოგონას.
-რა უნდა მინდოდეს? -უფრო იზრდებოდა კითხვის ნიშანი ტატას გამომეტყველებაზე.
-თქვი, რომ მოგწონვარ. ასე წინ და უკან სიარულს, არ ჯობია პირდაპირ მითხრა? -ცალყბად იცინოდა ილიკო და ტატას აწითლებულ სახეზე ლამის ჩაბჟირდა.
-იცი რას გეტყი? -ბრაზისგან სახე წამოენთო გოგონას.
-ყურადღებით გისმენ. -ყური მიაშვირა ტატასკენ ილიკომ.
-ერთი ცანცარა და დეგენერატი ბიჭი ხარ. ჯერ ერთი, გოგონებს მასე არ ელაპარაკებიან. -ცხვირი აიბზუა ტატამ.
-აღიარე, რომ მოგწონვარ. -უდარდელად უთხრა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. ტატა ადგილს შეეყინა და დაფეთებული აცეცებდა თვალებს. ილიკო კი უფრო უახლოვდებოდა.
-არ მომწონხარ, რა სისულელეა. -განაგრძობდა ტატა.
ილიკო უკვე ძალიან ახლოს იყო მის სახესთან, თანდათან მის ტუჩებს უახლოვდებოდა ბიჭი და ტატამ მოლოდინით სავსე ბაგეები გახსნა. თვალებდახუჭული და პირდაღებული ელოდა ილიკოს კოცნას, უეცრად კი ჩხიკინის ხმა და ბიჭის სიცილი ერთდროულად მოესმა და თვალები დაქაჩა.
ილიკო ჩაბჟირებამდე იცინოდა, შემდეგ კი ტელეფონის ეკრანი აუფრიალა ცხვირწინ ტატას. ეკრანზე გოგონას პირდაღებული და თვალებმილულული სახე ჩანდა.
-ოოო, ცუდი გოგო. -ხითხითებდა ილიკო. ტატას კი სახე წამოენთო და მთელი ძალით ჰკრა ხელი ისტერიკულად მომცინარ ილიკოს.
-იდიოტო, გამოუსვლელო, მახინჯო, არაადამიანო. -მთელი ხმით გაჰყვიროდა ტატა და მის ყვირილზე ოთახში ოლიკო შემოვარდა.
-რა ხდება? -სწრაფად იკითხა მან და ილიკოს გახედა, რომელიც სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა.
-მივდივარ მე აქედან, შენი დეგენერატი ძმის დანახვა არ მინდა. -გააფთრებული სახით შეაჩერდა ტატა ოლიკოს და სირბილით გავარდა სახლიდან.
ოლიკო ილიკოს მიუბრუნდა, რომელიც ისევ ისე იცინოდა.
-რა გააკეთე? -წარბები შეკრა გოგონამ.
-არაფერი, უბრალოდ ვეხუმრე. -სახე დაუსერიოზულდა ბიჭს.
-შენი ხუმრობები კარგად ვიცი. ჯობს საერთოდ არ იხუმრო. -ახლოს მივიდა ძმასთან. -ახლა ასე უნდა იდგე? გაყევი მიდი. -თვალები დაქაჩა ოლიკომ.
ილიკოც მაშინვე გავარდა ოთახიდან და კარის ზღურბლზე ტატა შეეჩეხა.
-ჩანთა დამრჩა. -უკმეხად უთხრა გოგონამ და ბეჭი გაჰკრა ილიკოს.
-კარგი, ზედმეტი მომივიდა. -უკან აედევნა ილიკო.
-თავი დამანებე, დეგენერატო. -სწრაფად სწვდა ჩანთას ტატა და უკან შებრუნდა.
რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო გოგონა, ილიკო წინ ეღობებოდა.
-გამატარე, იდიოტო. -უყვიროდა ტატა, ბიჭი კი იგივეს აგრძელებდა.
-ხო კარგი, ნუ ბრაზობ. მეც მომწონხარ. -წარბები აუთამაშა ილიკომ.
ტატამ ტუჩები მოკუმა და თველები ზევით აქაჩა. ილიკოს კი ამაზე ხმამაღლა გაეცინა და გოგონას მაშინვე ჩამოერეცხა გაპრანჭული სახე, ხოლო სანამ რამეს იტყოდა ბიჭმა სწრაფად დაასერიოზულა გამომეტყველება.
-ჰო კარგი, კარგი. მეტს აღარ გავიცინებ.
***
თეკლე და გიორგი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. რამოდენიმე წუთი მდუმარედ გატარეს.
-დღეს მივდივარ. წამოხვალ? -დაარღვია სიჩუმე გიორგიმ.
თეკლემ გაკვირვებული სახე მიიღო.
-აქამდე რატომ არ მითხარი დღეს თუ აპირებდი წასვლას?
-ახლა გადავწყვიტე.
-ახლა?
-ჰო, ამ წამს. -თვალებში შეაშტერდა ბიჭი.
-მომზადება მინდა, მამაჩემიც უნდა გავაფრთხილო.
-4 საათამდე დრო გაქვს. მოიფიქრე. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა, შემდეგ კი წამოდგა და ცარიელი ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო.
გოგონა ერთხანს უხმოდ იჯდა. შემდეგ კი წამოდგა, ჩანთას დასწვდა და დერეფნისკენ შებრუნდა.
-3 საათზე მოვალ. -თავჩახრილმა წარმოთქვა გოგონამ და დერეფანს გაუყვა.
***
დათა პირველი სართულის თეთრი კარის წინ იდგა და მშვიდად აკაკუნებდა. რამოდენიმე წამში კარის ზღურბლზე ხუჭუჭა გამოჩნდა და თვალებდაქაჩული, შიშჩამდგარი სახით შეაჩერდა მომღიმარ დათას. ეს უკანასკნელი კი სწრაფად შევიდა სახლში.
-დათა... -შიშისგან აკანკალებული ხმით წამოიწყო მწვანეთვალებამ.
ბიჭმა თეატრალურად გაშალა ხელები და გაღიმებული სახით დახედა სალომეს.
-მოდი, არ გვინდა არაფრის გარკვევა. ვნახოთ, რას შემომთავაზებ რომ ბრაზმა გადამიაროს. -ენით ტუჩები გაისველა ბიჭმა და ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხე კბილებში მოიქცია.
სალომეს გამბედაობა მიეცა და ფრთხილდ მიუახლოვდა დათას. ეს უკანასკნელი კი სავარძელში ჩაჯდა, ფეხები ფართედ გაშალა და ქვევიდან ახედა გოგონას. სალომე ფრთხილად დაიხარა მისკენ და დათას ტუჩებს მიუახლოვდა, მაგრამ ბიჭმა ორი თითი შუბლზე დააჭირა და თვალებით ფეხებს შორის ანიშნა. სახე ბოროტი, მომღიმარი და ცივი ჰქონდა.
გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია და სწრაფად ჩააცურა თავი ბიჭის ფეხებს შორის.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, სალომე სველი სახით იჯდა იატაკზე. დათამ კი სწრაფად აიწია ელვა, შემდეგ კი მაჯებით მუხლებს დაეყრდნო და სალომეს დახედა.
-აი ეს. -საჩვენებელი თითით მისი სახისკენ ანიშნა. -ყველაზე მეტად უხდება შენს სახეს.
დათა მშვიდად წამოდგა, კარისკენ დაიძრა და ნელა მოიხურა კარი მის ზურგს უკან.
***
19:30
გიორგი და თეკლე ზღვის ნაპირას ისხდნენ. ნაპირი ცარიელი იყო ადამიანებისგან. მათ ირგვლივ კი უზარმაზარი ქვის ლოდები აღმართულიყვნენ. ზღვასა და ქალაქს, მათ შორის მოქცეული ნაძრევის ჯგუფი ყოფდა ერთმანეთისგან და ტყისა და ზღვის შერეული სუნი, წყვილის ფილტვებს გულმოდგინედ ავსებდა. მათ წინ კი, ჩამავალი მზის დაუჯერებელი სცენა იდგა. მზის აფეთქება, რომლის ცეცხლიც ზღვას ერთვოდა და მასში იკარგებოდა.
თეკლე ხარბივით შესჩერებოდა ბუნების მშვენიერებას და ვერ იჯერებდა, რომ გიორგისთან ერთად ხდებოდა ამ მშვენიერი სცენის მომსწრე. შემდეგ კი, მას გახედა. მშვიდად იჯდა ბიჭი, ღრმად სუნთქავდა. თვალები ოდნავ მოჭუტული ჰქონდა და მის წინ გაშლილი ხედის მშვენიერებით ტკბებოდა. მოხრილ ფეხებზე შემოეჭდო ხელები და ნიკაპით მას დაყრდნობოდა. შემდეგ კი, თეკლეს მზერა იგრძნო და მისკენ შეატრიალა თავი. ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს. გიორგის მზერაში იმდენი რამის ამოკითხვა შეძლო გოგონამ, რომ სიტყვები საჭირო აღარ იყო.
-იმ წამს, როდესაც ზღვა მზეს ჩაყლაპავს, მე მოვალ შენთან. -შვიდი ხმით წამოიწყო საუბარი ბიჭმა. - გამოვყვები ზღვის ზედაპირზე გაჭიმულ წითელ ბილიკს და მთელს შენს სხეულს, ზღვის სუნით მოვეფინები. მე ზღვა ვიქნები, შენ კი მზე და ჩვენ ერთად შევქმნით გზას, წითელ გზას, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა. ჩემი და შენი. მე წავალ, მაგრამ შენ კვლავ მიპოვნი, აქ ამ წითელ ბილიკზე, შენსკენ მომავალს.
თეკლეს ცრემლები გადმოუგორდა. გიორგი კი სერიოზული გამომეტყველებით ჩაშტერებოდა თვალებში და ხმას არ იღებდა. შემდეგ კი თეკლე სწრაფად წამოდგა, გიორგის მოპირდაპირედ მუხლებზე დადგა მთელი სხეულით მიეკრო. უკვე კარგად ბნელოდა, თითქმის ვერ არჩევდნენ ერთმანეთის სახეებს. გოგონა ბიჭის ტუჩებისკენ დაიხარა და თავისი მისას შეახო. ნაზად ივსებოდნენ ერთმანეთის სურვილით და ეს არ იყო საკმარისი, თეკლეს სურდა მთელი არსებით შეეგრძნო ეს მამაკაცი და სრულიად დარწმუნებული იყო მის გადაწყვეტილებაში. გიორგი კი ისევ გაჩერდა, თავი გვერდზე გადახარა.
-არ გინდა, თეკლე. -ყრუ ხმით უთხრა მან. -ეს შეცდომაა.
-გახსოვს? მითხარი შეცდომების გეშინიაო. მე კი უარვყავი. მართალი იყავი გიორგი, მე შეცდომების მეშინია და სწორედ ამიტომ არ გავჩერდები. სწორედ ამიტომ დავრჩები შენთან და სწორედ ამიტომ ვიქნები შენი, სამუდამოდ.
ბიჭმა სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი თეკლეს, თვალებს არ ჰყოფნიდათ გოგონას ყურება, მეტი უნდოდა. მთელი არსებით სურდა ეს ქალი და ვეღარ გაუძლო. ვნებააღძრული შეაგება თავისი ბაგეები გოგონასას და ქვიშაზე დააწყვინა, ფრთხილად. თეკლე თანდათან სიცივეს გრძნობვდა ფეხებზე, ყელზე, მკერდთან, რომელსაც წამებში ფარავდა გიორგის ცხელი სხეული. გოგონას ვნებააღძრულ კვნესას, გიორგის ხვნეშა და ღრმა სუნთქვა ერთვოდა. ტალღები კი გამალებით ეხეთქებოდნენ აზვირთულ ქვებს. გოგონამ ფეხებს შორის წვა იგრძნო, მაგრამ შიში არა. წამითაც არ უგრძვნია შიში, რადგან მთელი არსებით მიენდო მამაკაცს, რომელმაც ძირიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
***
თეკლეს თავი გიორგის შიშველ მკერდზე დაედო. გიორგის ცხელი ხელი კი მის მარჯვენა მკლავსა და თეძოებს ფარავდა.
-შენ არ მოკვდები გიორგი. ჩვენ დაუსრულებლად უნდა ვიყოთ ერთად. შენ ჩემში, ჩემზე მეტი ხარ.
-სიკვდილი დასაწყისია, თეკლე. -გიორგიმ ცხელი კოცნა დაუტოვა გოგონას თავზე და ისევ ბნელ ცას ახედა.
თეკლემ თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და სწრაფად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.
***
სამი დღე გაატარეს ზღვისპირა ქალაქში თეკლემ და გიორგიმ. ამ სამი დღის განმავლობაში მათ იმდენი რამ იგრძნეს, რომ ზოგი წლების თანაცხოვრების შემდეგაც კი ვერ ტოვებს ამოდენა კვალს ერთმანეთში. შემდეგ კი, გიორგიმ მეტყველების უნარი დაკარგა რამოდენიმე წუთით, თვალები ისევ ჩაუშავდა, მაგრამ თეკლეს ცნობდა. სწრაფად დაბრუნდნენ ქალაქში.
საავადმყოფოს საკაცეზე მწოლიარე გიორგი თვალს არ აშორებდა თეკლეს, ეს უკანასკნელი კი არ ტიროდა. ხარბად დაჰყურებდა მას თვალებში და იმედს აძლევდა თითქოს. იმედს, რომ ისინი დაუსრულებლად იქნებოდნენ ერთად. ვერაფერი დააშორებდათ და იმ დღეს გიორგი არ მოკვდებოდა, თვალებით ჰპირდებოდა მას რომ იცოცხლებდა. ექიმისგან იცოდა თეკლემ, რომ გიორგის გადარჩენის შანსი 50-/50ზე იყო. რომ ის ან გადარჩებოდა, ან საოპერაციო მაგიდაზე შეწყვეტდა მისი გული ძგერას, მაგრამ თეკლემ იცოდა, თეკლე დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილი ხელიდან ვერ გამოსტაცებდა გიორგის. წამითაც არ აძლევდა გონებას საწინააღმდეგოზე ფიქრის უფლებას. თანდათან შორდებოდნენ გიორგის თვალები თეკლესას და ბოლოს, თეთრმა კარმა მთლიანად ჩაყლაპა მამაკაცის სხეული. თეკლე კი იჯდა საავადმყოფოს დერეფნის იატაკზე, სხეულით მიჰყინვოდა თეთრ კედელს და მზერა გაშეშებოდა. მის მზერაში ვერაფერს ამოიკითხავდით, რადგან მისი თვალების წაკითხვა მხოლოდ გიორგის შეეძლო.


20 თავი

სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ოლიკომ დათას გამოჩენის შესახებ გაიგო, თუმცა ბიჭი არ ჩანდა. ოლიკო ელოდებოდა ისევ, აივანზე პლედშემოხვეული ელოდა მის მოსვლას. რაც უფრო იწელებოდა დღეები, უფრო მეტად იკეტებოდა საკუთარ თავში გოგონა, ეგონა რომ დათას მისი ნახვა არ უნდოდა მათი ბოლო დიალოგის შემდეგ. იმაზეც დაიწყო ფიქრი, რაზეც მთელი 10 დღე აღარ ფიქრობდა დათას გაუჩინარების გამო, რომ ეს ბიჭი დედამისის გამო ცდილობდა მასთან საქმის დაჭერას. თუმცა მესამე დღეს უკვე ამაზეც აღარ უფიქრია, რადგან ძალა სულ გამოეცალა და ისევ დაიწყო ჩამოდნობა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო და უფრო დუნდებოდა ოლიკო. მის სისუსტეს უკვე სახელიც აღარ ერქვა, ეს გოგო დათას გარეშე, უბრალოდ ჩამოდნებოდა და გაქრებოდა.
იჯდა ისევ პლედშემოხვეული აივანზე და ოჯახის წევრების მცდელობა მისი დაყოლიებისა, რომ სახლში შემოსულიყო, ამაოდ სრულდებოდა. საჭმელსაც უღიმღამოდ ჭამდა ამ სამი დღის განმავლობაში, მესამე დღეს კი საერთოდ არაფერი უჭამია. ხან ისტერიკულად ტიროდა, ხანაც უმისამართოდ უშტერდებოდა თვალი და ურეაქციოდ იჯდა საათების განმავლობაში. არავის არ ეპასუხებოდა, ილიკო და ტატა საათობით უსხდნენ გვერდით და ცდილობდნენ მასთან გამოლაპარაკებას, მაგრამ ოლიკო ისევ მის წინ, აივნიდან გაშლილ ჰორიზონტს აკვირდებოდა და დათას გამოჩენას ელოდა.
ნინოს ემოციური მდგომარეობაც თავის ქალიშვილთან ერთად უარესდებოდა. ამას ერთვოდა ის, რომ თავისი ქმარი უნდობლად აშტერდებოდა დროდადრო. მისი მდუმარება კი ჭკუიდან შლიდა ქალს. გელა ბუნებით მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო. არც ზედმეტი კითხვის დასმა უყვარდა და არც აზიატი ბუნება ჰქონდა. შესაბამისად, მისი იგნორი და სიმშვიდე სრულიად ბუნებრივი იყო მისგან. ამ შემთხვევაშიც კი, როცა თითქმის დარწმუნებული გახლდათ, რომ თავისი ცოლი რაღაცას უმალავდა. ნინომ ვეღარ გაუძლო საკუთარ საიდუმლოსთან პირისპირ, მარტოდმარტო ყოფნას და გადაწყვიტა ქმრისთვის ყველაფერი მოეყოლა. ამას უფრო იმის გამო აკეთებდა, რომ ქმრის გვერდით დგომისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ოლიკო ისევ ცუდად იყო, მიუხედავად იმისა რომ დათა თავისუფალი გახლდათ. ანუ ეს ბიჭი ვერ გააბედნიერებდა თავის ქალიშვილს და დარწმუნდა ნინო, რომ დათა არაფრით განსხვავდებოდა მამამისისგან და ზუსტად ისე მოექცეოდა ოლიკოს, როგორც მამამისი მას.
ერთხანს ოთახში ბოლთას სცემდა, შემდეგ კი გადაწყვიტა ქმრისთვის ეამბო და მის მოსვლას დაელოდა. გელას ძალიან მოსწონდა თავის ქალიშვილთან, ნატალიასთან ერთად სეირნობა და ყოველ დღე გადიოდა მასთან ერთად. შემოივლიდნენ ქალაქის სკვერებს და მშვიდად საუბრობდნენ. მით უფრო კი ახლა უნდოდა კაცს თავი აერიდებინა იმ სტრესული აურისთვის, რაც სახლში სუფევდა იმ ხანად. საკუთარ თავზე მეტად, თავისი შვილები და მეტადრე ნატალია ანაღვლებდა, რომელიც პატარა იყო და მისი ბავშვური ფსიქიკა, ყველაფერს გამძაფრებულად აღიქვამდა.
ილიკო და ტატა ილიკოს ოთახში, საწოლზე წამოგორებულიყვნენ და რაღაცეებს ბუტბუტებდნენ. ბიჭი გამალებით მესიჯობდა ტელეფონში და დროდადრო ხითხითებდა, ტატა კი მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია. ბოლოს გაკაპასდა გოგონა და ბუზღუნით წამოიწია საწოლზე, ადგომა დააპირა, როცა ილიკომ წელზე თავისი ფეხები შემოჰხვია და ისევ დააგდო საწოლზე.
-გამიშვი დეგენერატო. -წიკვინებდა ტატა.
-მოიცა რა, მარცხენა მხარეს შემცივდა რო ადექი. -ცხვირი უკმაყოფილოდ აიბზუა ილიკომ.
ტატამ პირი დააღო.
-საერთოდ არ იცი გოგოს როგორ მოაწონო თავი, რა იდიოტი ხარ ღმერთო ჩემო. -პირდაღებული კაპასობდა ტატა.
-შენ ხომ ისედაც მოგწონვარ. -ხითხითებდა ილიკო და თან ტელეფონის ეკრანს არ აშორებდა თვალს. -ნახე, რა მაგარი გოგოა. ვევასები. -ეკრანი შეაჩეჩა ტატას ილიკომ. ამ უკანასკნელს კი სახე წამოენთო ბრაზისგან და საწოლზე წამოჯდა.
-შენ რა, სულ გააფრინე? -მთელი ხმით დასჭექა ტატამ, ილიკოს კი ისტერიკული სიცილი აუვარდა ამაზე. -რა გაცინებს, იდიოტო? -წარბები შეკრა გოგონამ.
-შეხედე რა მაგარი უკანალი აქ. -ჩახედა ტელეფონს ისევ ილიკომ.
-ახლა გავგიჟდები, იცოდე ჭკუიდან გადავალ. ახლავე გააგდე ეს ტელეფონი, თორემ კედელს მივანარცხებ იცოდე! -გაყვიროდა ტატა და მთელი ძალით ურტყამდა ფეხებს ილიკოს.
-კარგი, ხო. -სახე დაეჭყანა ბიჭს და მაშინვე გააგდო ტელეფონი. -მოდი ჩემთან. -საწოლზე წამომჯდარ გოგონას ისევ ფეხები შემოაჭდო და მისკენ მიიზიდა. ტატაც მაშინვე მოლბა და მთელი სხეულით მიეხუტა ილიკოს.
-მაჩვენე აბა. -ამოიბუტბუტა ბოლოს გოგონამ.
-სერიოზულად? -სიცილით დახედა ილიკომ.
-ჰო, მიდი მაჩვენე.
ბიჭმა ტელეფონს დასტაცა ხელი და გოგონას გაუწოდა. ამ უკანასკნელმა კი თვალებმოჭუტვით შეათვალიერა ეკრანზე გამოსახული გოგონას ფოტო.
-მართლა მაგარი *რაკი აქ. -ამოიხითხითა ტატამ.
-აბა მე რას ვამბობ? -სიცილში აჰყვა ილიკო.
-მე უფრო ლამაზი უკანალი მაქვს თუ ამას? -ამოხედა გოგონამ.
-შენ გაქვს? -გაკვირვებული სახე მიიღო ბიჭმა.
-მგონი შენ მართლა დებილი ხარ, ხო? -სახე წამოენთო ტატას და ტელეფონი მოისროლა.
ილიკოს ისევ სიცილი აუვარდა, ამაზე კი ტატა ჭკუიდან გადადიოდა. ისევ სცადა საწოლიდან წამოდგომა და ისევ მოჰხვია ფეხები ბიჭმა. ტატაც მაშინვე ითაფლებოდა და სწრაფად იკნუტებოდა ილიკოს მკედზე თავმიდებული.
-სამოგზაუროდ წასვლას ვაპირებ. -წამოიწყო საუბარი ბიჭმა.
-ქვეყნების ნახვა გინდა?
-კი. ჩემი ოცნებაა სულ ვიმოგზაურო. გავეცნო ახალ-ახალ ტრადიციებს, რელიგიებს, ხალხს...
-ჩემი ოცნებაც ეგ არის.
-გინდა, ერთად წავიდეთ? -საწოლზე წამოიწია ბიჭი და გოგონაც წამოდგა მასთან ერთად.
-კი. -თვალები გაუბრწყინდა ტატას.
ილიკომ ალმაცერად გაუღიმა და წარბების თამაშით მიუახლოვდა გოგონას.
-ახლა შეგჭამ.
გოგონას სახე გაეპრანჭა და ჭერისკენ აღაპყრო თვალები, ბიჭი კი მთელი სხეულით დაახტა გოგონას, ტუჩებზე დააცხრა და გამალებით დაუწყო კოცნა.
ილიკოს ოთახიდან ხმამაღალი კისკისის, ხან ჩხუბის, ხანაც ლეწვის ხმები გამოდიოდა.
***
გელა სახლში დაბრუნდა. ნინოც მაშინვე გამოვიდა თავისი ოთახიდან და მეუღლეს აედევნა.
-უნდა გელაპარაკო, გელა. -ხმადაბლა წამოიწყო ქალმა.
მამაკაცმა ხვნეშით ამოისუნთქა, წარბები ოდნავ შეკრა და თავისი ოთახისკენ დაიძრა. მას ნინოც გაჰყვა ფეხდაფეხ.
ქალმა ყველაფერი მოუყვა თავის მეუღლეს. ხან ხმადაბლა და მშვიდად საუბრობდა, ხანაც სწრაფად მიაყრიდა სიტყვებს ერთმანეთს. დროდადრო კაცს გახედავდა და მის გამომეტყველებაზე ცდილობდა დაენახა გელას დამოკიდებულება და რეაქცია, თუმცა ამ უკანასკნელს იმდენად მშვიდი, აუღელვებელი სახე ჰქონდა, რომ ნინო ვერაფერს კითხულობდა მასში. ბოლოს, როგორც იქნა მოყოლას მორჩა და ღონემიხდილი ჩაესვენა სავარძელში, თვალებში შესჩერებოდა კაცს და გული გამალებით უცემდა. გელამ ხვნეშით ამოისუნთქა, ჯერ არაფერი უთხრა თავის მეუღლეს, ჩემდეგ კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ნიკაპი მარჯვენა ხელში მოიქცია და ნინოს შეაჩერდა.
-ახლა სად არის, დათა? -მშვიდად იკითხა კაცმა.
-მე რა ვიცი, სად არის?! ჩვენს ქალიშვილთან რომ არ არის ეს დანამდვილებით ვიცი. ოლიკო დღითიდღე უარესდება, თავს ვერ ვპატიობ, რომ აქ ჩამოვიყვანე. გთხოვ გელა, ჩვენი შვილების ხათრით. წავიდეთ აქედან, მოვკიდოთ ხელი ბავშვებს და სამუდამოდ დავტოვოთ ეს ქვეყანა. -ვედრებით შესჩერებოდა ნინო თავის მეუღლეს.
კაცი იატაკს ჩააშტერდა წარბებშეკრული, ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა.
უეცრად, კარზე ბრახუნის ხმა შემოესმათ და ნინო სწრაფად წამოხტა ფეხზე. დერეფანში უკვე იდგნენ ილიკო და ტატა, მათ მალევე შეუერთდათ ნინო და გელა. ოთხივემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ნინო გაექანა კარისკენ და ნელა გამოაღო. ზღურბლზე დათა იდგა, მშვიდი, აუღელვებელი სახე ჰქონდა, მაგრამ მის თვალებში აშკარად შეიმჩნეოდა აგიზგიზებული ცეცხლი. სწრაფად შემოიჭრა ბიჭი სახლში. დერეფანში მდგარი სამეული წარბებშეკვრით შეაჩერდა მას, ნინო კი უკან აედევნა.
-გთხოვ, დათა. შვილს ნუ წამართმევ. -შეჰყვირა ქალმა.
ბიჭმა კი მკრთალად გამოხედა.
-ოლიკო... -დაიყვირა მან, ისე რომ ნინოსთვის თვალი არ მოუშორებია. ოდნავ კმაყოფილი ღიმილი გამოკვეთოდა სახეზე.
ოლიკო თავისი ოთახის აივანზე მოკუნტულიყო და თავი მოხრილ ფეხებში ჩაერგო, როცა დათას ღრიალი შემოესმა. სწრაფად წამოხტა ფეხზე, პლედი იქვე მიაგდო და მთელი ძალით გაექანა კარისკენ.
ოთახიდან გამოვარდნილ გოგონას, დერეფნის შუაში სამეული შეეჩეხა, მათ შორის კი დათას მტაცებლურ მზერას მოჰკრა თვალი და მისკენ გაექანა. დათა ადგილიდან არ იძვროდა, ხელები ოდნავ წინ წამოსწია.
-მოდი ჩემთან, პატარა. -მშვიდი, ღიმილშერეული ხმით წარმოთქვა მან.
გოგონამ კი შხუილით ჩაურბინა სამეულს და მთელი ძალით შეახტა თავის მამაკაცს. მის კისერში ჩარგო თავი და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. დათამ კი ხელები მყარად შემოაჭდო და კარისკენ დაიძრა.
-სად მიგყავს? ხელი გაუშვი. -უკან აედევნა ნინო.
-თავი დაანებე, ნინო. -შემოესმა უკნიდან გელას ხმა.
ქალი ღონემიხდილი დაემხო იატაკზე და ხმამაღალი ტირილი ატეხა. ილიკო სწრაფად გაჰყვა უკან წყვილს, მას ტატაც აედევნა. გელა კი მის მეუღლესთან მივიდა, ფრთხილად წამოაყენა და გულზე მიიხუტა.
-რატომ არ გააჩერე, გელა? რატომ არ გააჩერე? -ხმამაღლა ტიროდა ქალი.
-მათ უკვე ვეღარ შეაჩერებ. -მშვიდად უპასუხა კაცმა და თმაზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი თავის მეუღლეს.
***
დათამ სწრაფად ჩასვა მანქანაში ოლიკო. თვითონ კი გვერდიდან მოუარა და მძღოლის სავარძელში ჯდებოდა, როცა ილიკო მივარდა.
-სად მიდიხართ?
დათამ მშვიდად გაუღიმა, შემდეგ კი მარცხენა ხელი მხარზე დაადო.
-დამშვიდდი, ძმაო. იქ მიმყავს, სადაც მისი ადგილია. -დათა მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.
ტატამ კი მაშინვე მიირბინა ილიკოსთან და სხეულზე მიეკრო.
***
*ერთი კვირის შემდეგ*
ოლიკო ზურგით იწვა საწოლზე და მასზე, ზემოდან მოქცეულ დათას შეჰყურებდა.
-მიყვარხარ, დათა.
-როდესაც რაიმე გწყინს, ტუჩები ოდნავ გეხსნება და თვალები გიწყლიანდება. ამ დროს ყველაზე ლამაზი ხარ. -მშვიდად დასძახა ბიჭმა.
-როგორი სადისტი უნდა იყო, რომ ქალის ატირებული სახე გელამაზებოდეს? -სიცილით შესძახა გოგონამ.
ბიჭს სახე დაუსერიოზულდა, შემდეგ კი მისი მზერა გოგონას მთელს სახეს მოედო.
-ყველა ქალის არა. შენ ერთი ხარ! -სწრაფად უპასუხა მან და ოლიკოს ტუჩებს დასწვდა.
მათი შიშველი სხეულები მთელი ძალით ეკვროდნენ ერთმანეთს. დათამ ხელები თავს ზევით შეუკრა გოგონას და ნიკაპიდან ჩამოჰყვა, მთელი სხეული დაუკოცნა თავიდან, ფეხის წვერამდე. ოლიკო გრძნობდა თავისი სხეულის მწველ სერვას დათას კბილებით და ეს ტკივილი სიამოვნებას ანიჭებდა. იცოდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. ეს ბიჭი აგრესიითა და ტკივილის მიყენებით გამოხატავდა სიყვარულსაც, ზიზღსაც და ვნებასაც. თავით გადაეშვა სიამოვნების მორევში და მთელი სხეულით მიენდო მამაკაცს.
***

რამოდენიმე საათის შემდეგ, ოლიკო და დათა აეროპორტში ტატას და ილიკოს ელოდებოდნენ. მალე გამოჩნდა წყვილი ჰორიზონტზე, ხმამაღალი ჩხუბით უახლოვდებოდნენ მათ.
-იქაც ასე უნდა დაჭამოთ ერთმანეთი? -სიცილით იკითხა ოლიკომ.
-ამის ბრალია. -გაბუტვით უპასუხა ტატამ. -თეკლე რატომ არ არის? -სწრაფად იკითხა მან.
-ეს დღეები ვერ შევეხმიანე, დღეს დავურეკე და მითხრა, რომ დედამისთან დაბრუნდა რამოდენიმე დღით.
წუთებიანი დუმილი, ისევ ოლიკომ დაარღვია.
-დედა და მამა როგორ არიან? -სერიოზული სახით შეეკითხა გოგონა თავის ძმას.
-მალე მოვლენ და შენ თვითონ ჰკითხე. -უპასუხა ილიკომ.
რამოდენიმე წუთში, აეროპორტში ნატალია შემოვარდა და ოლიკოსკენ გამოექანა. მათ უკან გელა და ნინოც მოჰყვებოდათ. ოლიკო ნატალიას მოესიყვარულა, შემდეგ კი სწრაფად მიეკრო დათას, რომელსაც სერიოზული გამომეტყველება ეჭირა და ხელები მჭიდროდ მოეხვია ოლიკოსთვის.
გელა სწრაფად მიუახლოვდა მათ და როდესაც გოგონამ მამის ღიმილი დაინახა, სწრაფად მიეკრო მას. კაცმა ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე ხელი და მის უკან მდგარ დათას გაუღიმა. ნინო კი განცალკავებით იდგა, შორიდან უყურებდა ქალიშვილს და დათასკენ აპარებდა თვალს დროდადრო.
ტატასა და ილიკოს თვითმფრინავმა ფრთები გაიშვირა და მალევე მიიმალა ღრუბლებს შორის. ოლიკო და დათა მანქანისკენ დაიძრნენ, როცა ნინოს ძახილი შემოსმათ. ქალს ცრემლები მოსდგომოდა თვალებზე და ქალიშვილს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ოლიკოსაც გული აუჩუყდა და მისკენ დაიძრა. მალევე გადაეხვია დედა-შვილი ერთმანეთს. ნინო ტიროდა და თავისი ცრემლებით ასველებდა ოლიკოს სქელ თმას.
-ბედნიერი ვარ დედა. შენც ხომ ეს გინდა? ხომ გინდა რომ ბედნიერი ვიყო? -ყურში ჩასჩურჩულა გოგონამ.
დათა მშვიდად მიყრდნობოდა მანქანას, ხელები გადაეჯვარედინებინა და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა დედა-შვილის სცენას. ნინო მოშორდა თავის ქალიშვილს და დათასკენ გააპარა თვალი. შემდეგ კი, ხელებით ცრემლები მოიწმინდა.
-მიხედე ჩემს შვილს. -შესძახა ბიჭს. ამ უკანასკნეს კი გამომეტყველება არ შეცვლია, სწრაფად მოშორდა მანქანას და კარი გამოაღო. თვალებით ანიშნა ოლიკოს, რომ ჩამჯდარიყო. ისიც მაშინვე ჩაჯდა. რამოდენიმე წამში კი წყვილის მანქანა ნინოს თვალებს მოსწყდა.
***
შემოდგომის მიწურულს, ზღვისპირა ქალაქში მანქანებისგან თითქმის თავისუფალი იყო მთავარი გზა. გზის ერთ მხარეს მაღალი შენობები აჭიმულიყო, მეორე მხარეს კი მარადმწვანე ნაძვები შეჯგუფულიყვნენ. მათში ვიწრო ბილიკი შეიმჩნეოდა, რომელსაც ზღვის ნაპირზე გაჰყავდით. აზვირთულ ქვებს შორის, ჩამავალი მზის დაუჯერებელი სცენა იდგა. ნაპირი სულ ცარიელი იყო ადამიანებისგან, მხოლოდ ერთი შეიმჩნეოდა.
ზღვის ნაპირის ქვიშაზე იჯდა გამხდარი გოგონა. კუპრივით შავი თმა ჰქონდა, ყბებამდე მოკლე და ასევე კუპრივით შავი თვალებით გაჰყურებდა დაუჯერებელ სცენას.
ტალღები გამალებით ეხეთქებოდნენ აზვირთულ ქვებს.
ზღვამ მზე ჩაყლაპა და მის წინ, წითელი ბილიკი გაჭიმულიყო, რომლიდანაც მონაბერი ზღვის სურნელი, გოგონას მთელს სხეულს ფარავდა.


*** დ ა ს ა ს რ უ ლ ი ***

**********

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში კითხულობდით და სტიმულს მაძლევდით. იმედი მაქვს ისიამოვნებთ და იმედი არ გავუცრუვე მკითხველს. ეს ჩემი პირველი, დასრულებული ისტორიაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი დამსახურებაა, რომ შევძელი და დავწერე. თქვენ მომეცით ამის სტიმული. ქვევით კი ნახავთ პერსონაჟების ფოტოებს, როგორებიც მე პირადად წარმომიდგენია. *** <3 <3 <3

სამი გზა [სრულად]


სამი გზა [სრულად]


სამი გზა [სრულად]



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
აუ რა გითხრა...
ისი შენ ჩემი დამოკიდებუულება ამ ისტორიისადმი და... არ ვიცი ვერაფერს ვაამბობ, ზედმეტად ახლოა იგი ჩემთვის, ზედმეტად.
და არ ვიცი როგორ გამოვხატო ემოცია, ოლიკოსავით ერთ ადგილს მივაშტერდე თუ ისტერიკულად ვიტირო...
მერე რა, რომ კარგად დამთავრდა, მე მაინც მინდა ტირილი. გიორგის ვერ შეველევი მაინც, მაინც ვისკისფერია...
ყელშ მაჭერს და "მოდი ჩემთან, პატარა." ))
ვაფრენ მე შენზე, არა, მე შენზე ჭკუა მეკეტება... საოცრება ხართ შენ და შენი ისტორია.

როგორ მიყვარხარ <3 შენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს <3 <3 <3 მადლობა, რომ ასე მედექი მხარში მთელი ამ ისტორიის მანძილზე და რომ ასე იგრძენი <3

 


№2  offline წევრი SillyGirl

საოცარი იყო.
არც კი ვიცი როგორ ავღწერო.
ძალიან შემიყვარდა ისტორია.
მისი ყველა პერსონაჟი.
ისეთი დასასრული იყო როგორიც ისტორიას შეეფერებოდა
სასწაული ხარ და იმედია ახალ ისტორიას შემოგვთავაზებ ძალიან მალე

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
საოცარი იყო.
არც კი ვიცი როგორ ავღწერო.
ძალიან შემიყვარდა ისტორია.
მისი ყველა პერსონაჟი.
ისეთი დასასრული იყო როგორიც ისტორიას შეეფერებოდა
სასწაული ხარ და იმედია ახალ ისტორიას შემოგვთავაზებ ძალიან მალე

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო, მომენატრება შენი კომენტარები. <3 ახალ ისტორიას რაც შეეხება, მაქვს გეგმაში და იმედია მალე დავიწყებ წერას. <3 <3 <3

 


№4  offline წევრი nini sabauri

არ ვიცი რა ვთქვა,მართლა არ ვიცი...
ეს რაღაც საოცრება იყო<3 <3
გამიხარდა დათა და ოლი ბედნიერები რომ დავინახე,ეს მართლა სასიხარულო იყო,მაგრამ გიორგი...კიდევ თეკლა... მტკინვეული დასარული იყო ამ მხრივ,მაგრამ ვფიქრობ ეს ასე უნდა დამთავრებულიყო და ასე იყო საჭირო.
მიყვარს ეს ისტორია და შენ საოცარი აღწერის სტილი გაქვს, რაც მე მაგიჟებს.<3<3^-^

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

nini sabauri
არ ვიცი რა ვთქვა,მართლა არ ვიცი...
ეს რაღაც საოცრება იყო<3 <3
გამიხარდა დათა და ოლი ბედნიერები რომ დავინახე,ეს მართლა სასიხარულო იყო,მაგრამ გიორგი...კიდევ თეკლა... მტკინვეული დასარული იყო ამ მხრივ,მაგრამ ვფიქრობ ეს ასე უნდა დამთავრებულიყო და ასე იყო საჭირო.
მიყვარს ეს ისტორია და შენ საოცარი აღწერის სტილი გაქვს, რაც მე მაგიჟებს.<3<3^-^

უღრმესი მადლონა, ნინი <3 მადლობა რომ გვერდით მედექი და შენი სიტყვებით სტიმულს მაძლევდი <3 <3 <3 <3

 


№6  offline წევრი ლილიტიი

ვიგრძენი...
•დათა და ოლი
ოლი და დათა
ისევ
დათა და ოლი
3 წელი
ტკივილი
სიყვარული
იმედგაცრუება
მონატრება
ოლი და დათა
დათა და ოლი...
ყველაფერი თქვი შენ ამ ორში.
ყველა_ფერი
უნდა მივუტევოთ
უნდა მოვუსმინოთ
უნდა ვაპატიოთ
უნდა გვიყვარდეს
დათა და ოლი
ოლი და დათა
იყო სასწაული.
•თეკლა და გიორგი !!
სიკვდილისა და სიცოცხლის
შუაში მდგარი
გიორგი და თეკლა !!
თეკლა და გიორგი
ცუდ დროსა და ადგილას
შეხვედრილი ორი გული.
გიორგი და თეკლა
ზღვა
მზე და ტალღები
თეკლა და გიორგი
მისაბაძი ადამიანები
გარისკვა
შიშის დაძლევა და
სიკვდილის ხიბლი.
გიორგი და თეკლა
სიცოცხლის წყურვილი.
ილიკო და ტატა
სილაღე და სიგიჟე
•ტატა და ილიკო
ილიკო და ტატა
მე მეტკინა
•დათა
მეტკინა
•ოლი
მეტკინა
•გიო
და მეტკინა
•თეკლა
მე მეტკინა
•ნინო და დიმიტრი
•ნინო და გელა
გელა და ნინო
დიტო და ნინო_ც
კი.
მე
•სალომეც მეტკინა.
მე ყველა შენი გმირი ვიგრძენი.
მე
•ზურაც მეტკინა და
მე ზურამაც დამიტოვა კვალი.
არა_ჩვეულებრივი იყო
და
არაჩვეულებრივი
ხარ შენ !!!

 


№7  offline მოდერი MoonDaughter

ლილიტიი
ვიგრძენი...
•დათა და ოლი
ოლი და დათა
ისევ
დათა და ოლი
3 წელი
ტკივილი
სიყვარული
იმედგაცრუება
მონატრება
ოლი და დათა
დათა და ოლი...
ყველაფერი თქვი შენ ამ ორში.
ყველა_ფერი
უნდა მივუტევოთ
უნდა მოვუსმინოთ
უნდა ვაპატიოთ
უნდა გვიყვარდეს
დათა და ოლი
ოლი და დათა
იყო სასწაული.
•თეკლა და გიორგი !!
სიკვდილისა და სიცოცხლის
შუაში მდგარი
გიორგი და თეკლა !!
თეკლა და გიორგი
ცუდ დროსა და ადგილას
შეხვედრილი ორი გული.
გიორგი და თეკლა
ზღვა
მზე და ტალღები
თეკლა და გიორგი
მისაბაძი ადამიანები
გარისკვა
შიშის დაძლევა და
სიკვდილის ხიბლი.
გიორგი და თეკლა
სიცოცხლის წყურვილი.
ილიკო და ტატა
სილაღე და სიგიჟე
•ტატა და ილიკო
ილიკო და ტატა
მე მეტკინა
•დათა
მეტკინა
•ოლი
მეტკინა
•გიო
და მეტკინა
•თეკლა
მე მეტკინა
•ნინო და დიმიტრი
•ნინო და გელა
გელა და ნინო
დიტო და ნინო_ც
კი.
მე
•სალომეც მეტკინა.
მე ყველა შენი გმირი ვიგრძენი.
მე
•ზურაც მეტკინა და
მე ზურამაც დამიტოვა კვალი.
არა_ჩვეულებრივი იყო
და
არაჩვეულებრივი
ხარ შენ !!!

ღმერთო, სიტყვები ვერ გადმოსცემს იმას, რაც ვიგრძენი მე შენი კომენტარის წაკითხვის შემდეგ. <3 პირველ რიგში, უღრმესი მადლობა რომ დრო დაუთმე ამ ისტორიას და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ხარ... რომ ასე იგრძენი ყოველი მათგანი. მეც ეს მინდოდა, არ მინდოდა არავისთვის ზედმეტად შემეხოცა ხელი და შენი კომენტარის შემდეგ მივხვდი, რომ გამომივიდა. უღრმესი მადლობა, თუ არსებობს ამ სიტყვაზე უფრო მძაფრი, რაც ჩემს მადლიერებას გამოხატავს, მთელი სულით და გულით გეუბნები. <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

იმ წამს, როდესაც ზღვა მზეს ჩაყლაპავს, მე მოვალ შენთან. გამოვყვები ზღვის ზედაპირზე გაჭიმულ წითელ ბილიკს და მთელს შენს სხეულს, ზღვის სუნით მოვეფინები. მე ზღვა ვიქნები, შენ კი მზე და ჩვენ ერთად შევქმნით გზას, წითელ გზას, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა. ჩემი და შენი. მე წავალ, მაგრამ შენ კვლავ მიპოვნი, აქ ამ წითელ ბილიკზე, შენსკენ მომავალს.
სასწაული იყო და სასწაული გოგო ხარ, ეხლაც მივლის ჟრუანტელი

 


№9  offline მოდერი MoonDaughter

Chikochiko
იმ წამს, როდესაც ზღვა მზეს ჩაყლაპავს, მე მოვალ შენთან. გამოვყვები ზღვის ზედაპირზე გაჭიმულ წითელ ბილიკს და მთელს შენს სხეულს, ზღვის სუნით მოვეფინები. მე ზღვა ვიქნები, შენ კი მზე და ჩვენ ერთად შევქმნით გზას, წითელ გზას, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა. ჩემი და შენი. მე წავალ, მაგრამ შენ კვლავ მიპოვნი, აქ ამ წითელ ბილიკზე, შენსკენ მომავალს.
სასწაული იყო და სასწაული გოგო ხარ, ეხლაც მივლის ჟრუანტელი

დიდი მადლობა, ჩიკო ^_^ <3 <3 <3 <3 heart_eyes

 


№10  offline წევრი jina

raunda vtqva ar vici, upro sworad imdeni ramis tqma minda saidan daviwyo... ver agigwer rac am istorriis wakitxvisas vigrdzeni. shtabechdilebebis qvesh var. ise gadmoeci titoeulis emocia rom gavitavise. megona me gadamxda titoeulis istoria da titoeulis sixaruli da dardi chemad agviqvi... sruliad shokirebuli var. ar shemidzlia martla vambon ar shemidzlia da ar shemidzlia enit gadmovce rasac vgrdznon. unichieresi da umagresi adamiani xar. velodebodi srulad rom dagedo es istoria sul tvalshi mxvdeboda, adamiani saocreba xar. am wams davamtavre kitxva da mteli sxeuli dachimuli maqvs emociebisgan. gepicebi xmas ver vigeb. yvelanairi niuansi sworad shearchie da absoliturad unaklo istoriaa tavisi shinaarsit da gramatikit. mindoda kidev gagrdzelebuliyo da jer ae damtavrebuliyo...
saboloo jamshi imis meotxedic ver davwere aq rasac vgrdznon. agfrtovanebuli var. sheni ertguli mkitxveli viqnebi da yovel istoriaze elode chems komentars... shemiyvardi martla geubnebi. saocari adamiani xar da saocari grdznobit wer...
ugrmesi madliba titoeuli sityvisa da gancdistvis <3

 


№11  offline მოდერი MoonDaughter

jina
raunda vtqva ar vici, upro sworad imdeni ramis tqma minda saidan daviwyo... ver agigwer rac am istorriis wakitxvisas vigrdzeni. shtabechdilebebis qvesh var. ise gadmoeci titoeulis emocia rom gavitavise. megona me gadamxda titoeulis istoria da titoeulis sixaruli da dardi chemad agviqvi... sruliad shokirebuli var. ar shemidzlia martla vambon ar shemidzlia da ar shemidzlia enit gadmovce rasac vgrdznon. unichieresi da umagresi adamiani xar. velodebodi srulad rom dagedo es istoria sul tvalshi mxvdeboda, adamiani saocreba xar. am wams davamtavre kitxva da mteli sxeuli dachimuli maqvs emociebisgan. gepicebi xmas ver vigeb. yvelanairi niuansi sworad shearchie da absoliturad unaklo istoriaa tavisi shinaarsit da gramatikit. mindoda kidev gagrdzelebuliyo da jer ae damtavrebuliyo...
saboloo jamshi imis meotxedic ver davwere aq rasac vgrdznon. agfrtovanebuli var. sheni ertguli mkitxveli viqnebi da yovel istoriaze elode chems komentars... shemiyvardi martla geubnebi. saocari adamiani xar da saocari grdznobit wer...
ugrmesi madliba titoeuli sityvisa da gancdistvis <3

ღმერთო, როგორ გამახარე ჯინა. <3 სიტყვებით ვერც მე გადმოვცემ ბოლომდე იმ ემოციას, რაც შენი სიტყვების შემდეგ დამეუფლა. სწორედ შენნაირი მკითხველი მაძლევს სტიმულს, რომ ვწერო... უღრმესი, უდიდესი მადლობა რომ ასე იგრძენი თითოეული პერსონაჟი და მეც მაგრძნობინე რომ შენამდე მოვიტანე... დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და ამით შანსი მომეცი, რომ შენს გულში შემომეღწია <3 <3 <3 <3 <3 <3 heart_eyes

 


№12  offline წევრი jina

MoonDaughter
jina
raunda vtqva ar vici, upro sworad imdeni ramis tqma minda saidan daviwyo... ver agigwer rac am istorriis wakitxvisas vigrdzeni. shtabechdilebebis qvesh var. ise gadmoeci titoeulis emocia rom gavitavise. megona me gadamxda titoeulis istoria da titoeulis sixaruli da dardi chemad agviqvi... sruliad shokirebuli var. ar shemidzlia martla vambon ar shemidzlia da ar shemidzlia enit gadmovce rasac vgrdznon. unichieresi da umagresi adamiani xar. velodebodi srulad rom dagedo es istoria sul tvalshi mxvdeboda, adamiani saocreba xar. am wams davamtavre kitxva da mteli sxeuli dachimuli maqvs emociebisgan. gepicebi xmas ver vigeb. yvelanairi niuansi sworad shearchie da absoliturad unaklo istoriaa tavisi shinaarsit da gramatikit. mindoda kidev gagrdzelebuliyo da jer ae damtavrebuliyo...
saboloo jamshi imis meotxedic ver davwere aq rasac vgrdznon. agfrtovanebuli var. sheni ertguli mkitxveli viqnebi da yovel istoriaze elode chems komentars... shemiyvardi martla geubnebi. saocari adamiani xar da saocari grdznobit wer...
ugrmesi madliba titoeuli sityvisa da gancdistvis <3

ღმერთო, როგორ გამახარე ჯინა. <3 სიტყვებით ვერც მე გადმოვცემ ბოლომდე იმ ემოციას, რაც შენი სიტყვების შემდეგ დამეუფლა. სწორედ შენნაირი მკითხველი მაძლევს სტიმულს, რომ ვწერო... უღრმესი, უდიდესი მადლობა რომ ასე იგრძენი თითოეული პერსონაჟი და მეც მაგრძნობინე რომ შენამდე მოვიტანე... დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და ამით შანსი მომეცი, რომ შენს გულში შემომეღწია <3 <3 <3 <3 <3 <3 heart_eyes

usazgvrod bednieri var shennairi mwerlis nashromi rom wavikitxe <3

 


№13  offline მოდერი MoonDaughter

jina
MoonDaughter
jina
raunda vtqva ar vici, upro sworad imdeni ramis tqma minda saidan daviwyo... ver agigwer rac am istorriis wakitxvisas vigrdzeni. shtabechdilebebis qvesh var. ise gadmoeci titoeulis emocia rom gavitavise. megona me gadamxda titoeulis istoria da titoeulis sixaruli da dardi chemad agviqvi... sruliad shokirebuli var. ar shemidzlia martla vambon ar shemidzlia da ar shemidzlia enit gadmovce rasac vgrdznon. unichieresi da umagresi adamiani xar. velodebodi srulad rom dagedo es istoria sul tvalshi mxvdeboda, adamiani saocreba xar. am wams davamtavre kitxva da mteli sxeuli dachimuli maqvs emociebisgan. gepicebi xmas ver vigeb. yvelanairi niuansi sworad shearchie da absoliturad unaklo istoriaa tavisi shinaarsit da gramatikit. mindoda kidev gagrdzelebuliyo da jer ae damtavrebuliyo...
saboloo jamshi imis meotxedic ver davwere aq rasac vgrdznon. agfrtovanebuli var. sheni ertguli mkitxveli viqnebi da yovel istoriaze elode chems komentars... shemiyvardi martla geubnebi. saocari adamiani xar da saocari grdznobit wer...
ugrmesi madliba titoeuli sityvisa da gancdistvis <3

ღმერთო, როგორ გამახარე ჯინა. <3 სიტყვებით ვერც მე გადმოვცემ ბოლომდე იმ ემოციას, რაც შენი სიტყვების შემდეგ დამეუფლა. სწორედ შენნაირი მკითხველი მაძლევს სტიმულს, რომ ვწერო... უღრმესი, უდიდესი მადლობა რომ ასე იგრძენი თითოეული პერსონაჟი და მეც მაგრძნობინე რომ შენამდე მოვიტანე... დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და ამით შანსი მომეცი, რომ შენს გულში შემომეღწია <3 <3 <3 <3 <3 <3 heart_eyes

usazgvrod bednieri var shennairi mwerlis nashromi rom wavikitxe <3

უღმესი მადლობა, საყვარელო heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№14  offline წევრი magdamargia

ძალიან ძალიან მაგარი იყო <3 საოცრად მომეწონაა და ამავდროულად საოცრად მეტკინა გიორგი <3 იდეალური იყოო <3 მადლობა ამ ემოციებისთვის <3

 


№15  offline მოდერი MoonDaughter

magdamargia
ძალიან ძალიან მაგარი იყო <3 საოცრად მომეწონაა და ამავდროულად საოცრად მეტკინა გიორგი <3 იდეალური იყოო <3 მადლობა ამ ემოციებისთვის <3

უღმესი მადლობა, მაგდა <3 <3 :******

 


№16  offline წევრი triniti

ძალიან კარგი იყო ვეგარ მოვწყდი სანამ არ დავამთავრე აი გიორგი მეტკინაა

 


№17  offline მოდერი MoonDaughter

triniti
ძალიან კარგი იყო ვეგარ მოვწყდი სანამ არ დავამთავრე აი გიორგი მეტკინაა

მადლობაააა <3 heart_eyes

 


№18  offline წევრი Elly

მარიანა! აღფრთოვანებული ვარ შენით! შენ უნდა წერო!

 


№19  offline მოდერი MoonDaughter

Elly
მარიანა! აღფრთოვანებული ვარ შენით! შენ უნდა წერო!

ელი, უღრმესი მადლობა <3 <3 <3 ძალიან გამახარა შენმა კომენტარებმა <3 <3 <3 <3

 


№20  offline წევრი Elly

სულმოუთქმელად ველი შენს ახალ ისტორიებს !

 


№21  offline მოდერი MoonDaughter

Elly
სულმოუთქმელად ველი შენს ახალ ისტორიებს !

დიდი დიდი მადლობა <3 სულ მალე დავიწყებ ახალ ისტორიას heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№22  offline წევრი Laliashvili009

Sityvebit verc ki agigwer rogor momewona es istoria ❤❤❤ uumagresi iyo ❤

 


№23  offline წევრი Barbare ❤

chamitria da vegar movshordi ❤️ yvela wyvili sheudarebeli iyo❤️ magram giorgis da tekles wyvils mainc yvelaze metad vucherdi mxars ❤️ bolos ki titqos velodi am dasasruls romelic sinamdvileshi dasawyisia ❤️

 


№24 სტუმარი LOAN OFFER

გამარჯობა,
ეს არის ინფორმირება საზოგადოების, რომ ქალბატონი Morgan Erica, კერძო სესხის კრედიტორების გაიხსნა ფინანსური შესაძლებლობა ყველასთვის საჭიროა ნებისმიერი ფინანსური დახმარება. ჩვენ სესხს ვაძლევთ 2% პროცენტს პროცენტული პირებისათვის, ფირმებისა და კომპანიებისთვის ნათელი და გასაგები პირობებით. დაგვიკავშირდით დღეს ელექტრონული ფოსტით, რომ მოგცეთ ჩვენი სესხის პირობები: ([email protected])

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent