შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( XI)


6-05-2017, 22:51
ავტორი სუად
ნანახია 1 139

-მოკლედ მეგობარო , გემშვიდობებით . თუმცა მომავალში აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს .
ამ დროს იმ მეეტლემაც ჩამოიარა, რომელიც გუშინ დავიქირავე და რაც კი ბარგი მქონდა გარეთ დარჩენილი გადავეცი და უკანა მხარეს , ყუთში ჩააწყო. ყველაფერი დაიტია ამ ეტლმა და ლაურა პირველი ავუშვი . მე კი ლეონს ვემშვიდობებოდი და თან სახლს შევყურებდი . საბოლოოდ ლაურამ დამიძახა რომ უკვე ვაგვიანებდით . ისევ დავემშვიდობე ლეონს და ეტლზე ავედი . ლაურას გვერდით მივუჯექი და ეტლიც დაძრა სადგურის მიმავალი გზისაკენ . დაიძრა იქით , სადაც ორთქლმავალი გველოდებოდა .რომელიც შვიდ ან ხუთ საათში პარიზში ჩაგვიყვანდა ... როდესაც ეტლი მიექანებოდა , მე გარეთ ვიყურებოდი და ვიწრო გასასვლელებს ვაკვირდებოდი . კაფეებს , მაღაზიებს, ვიტრინებიდან მომხედვარე ხალხს , სახლებს და მათ ეზოებს . ყველაფერს გულში ვიმახსოვრებდი , რომ არ დამვიწყებოდა .ლაურა კი გაუნძრევლად იჯდა და არაფერს ამბობდა . შემდეგ რაღაც წიგნი ამოიღო და მას კითხულობდა . აღარ მიკითხავს რას კითხულობდა , ეს გამონაკლისი დღე იყო, როდესაც მას არ ვკითხე ,,რას კითხულობ საყვარელო ? ’’. ჩემთვის ამას მნიშვნელობა ამ დღეს აღარ ენიჭებოდა , რომ წიგნით დავვინტერესებულიყავი .
შევნიშნე რომ მეეტლემ მარჯვნივ გადაუხვია , სადგურისაკენ მიმავალ გზას სწორად დაადგა და ხუთ წუთში ალბად იქ გავჩნდებოდით . როდესაც სადგურში მივედით , მრავალი ხალხი ირეოდა და ბარგიც იქვე გადმოვტანეთ . მეეტლე წავიდა თავის ცხენთან ერთად და ჩვენ ჩვენს ჩემოდნებთან ერთად ვიდექით.ამ დროს ვიღაც ახალგზარდა , დაძონძილ ტანისამოსში გამოწყობილი ბიჭი მოგვიახლოვდა და გვთხოვა რომ სამ ფრანკად ამ ჩემოდნებს მატარებელთან მიგვიტანდა . ჩვენც რათქმაუნდა დავთანხმდით . ლაურა დაყვებოდა ამ ბიჭს აქეთ-იქით , თითქოს თავისი ჩემოდნების დაკარგვა ეშინოდაო . მეც გაყვევი და ჩემი წიგნებით აღსავსე ჩემოდანი მე თვითონ წავიღე , რადგან ამის ტარება მხოლოდ მე შემეძლო . მატარებელში როდესაც შევედით , ბიჭს ყველაფერი თავის ადგილას დაეწყო და იქვე ჩამოვსხედით საწოლის მაგვარ ჩამოსაჯდომზე . ამ ბიჭს მივუბრუნდი და სამის ნაცვლად , ოთხი ფრანკი გადავუხადე . გაიხარა და გზაც დაგვილოცა .
მატარებელში მოვთავსდით და ველოდებოდით რდის დაიძრებოდა . ლაურას კი უკვე აქედანვე უხაროდა . დაიძრა თუ არა თავისი წიგნი ამოიღო და კითხვას შეუდგა , მეც ამოვიღე ჩემოდნიდან ერთი განსაკუთრებული წიგნი და კითხვა დავიწყე . შემდეგ გამახსენდა ეს წინი ბევრჯერ მქონია წაკითხული, სათაური კი არ დამმახსოვრებოდა . კითხვა არ შემიწყვეტია . ეს წიგნი ეხებოდა ქალს, რომელმაც მთელი ოკეანეთი გადაცურა რათა თავისი ოცნება აეხდინა და დედამიწის კუთხემდე მიეღწია . სათავგადასავლო ისტორია იყო, რომელიც კარგად მიესადაგებოდა მგზავრობის დროს კითხვას .
მატარებლის ფანჯარაში გავიხედე და ვაკვირდებოდი ხეები როგორ მოძრაობდნენ ჩვენს საპირისპიროდ . მზე კი არ მოგვშორებია, რომელსაც სადაცაა შავი ღრუბელი გადაეფარება . დღესაც ალბად წვიმას აპირებს . არც ის არის გასაკვირი პარიზში წვიმა დაგვხვდეს , პარიზელ ლუკასთან ერთად . როგორც ლაურამ ამიღწერა ,ჩემი აზრით ეს ადამიანი თავისებური ხასიათით გამოირჩევა . მაგრამ ჯერ არც კი შევხვედრილვარ და ვერც დადებითს ვიტყვი , ან უარყოფითს . ადამინს თავისი ფიზიკურობით ვერ შეიცნობ, თუ არ იცნობ მის ხასიათსა და ცხოვრებას .
-ლაურა დრო დაინიშნე ?
ვკითხე ეს და მაჯის საათზე დავიხედე .
-კი, დაახლოებით თხუთმეტი წუთია რაც ვმგზავრობთ .
დრო ამ მატარებელში კითხვიტ გამყავდა, თუმცა არ იწურებოდა . უკანა მხრიდან ბავშვის ტირილი მესმის , ალბად ორი თუ სამი თვის იქნებოდა . დედას ვერ დაეწყნარებინა და თვითონაც ღრიალებდა . აი, ასეთი რამ აწუხებთ გაუნათლებელ დედებს ,რომლებიც ვერ უგებენ თავიანთ შვილს რა ტკივა და ნერვულ სტრესსში თვითონ ვარდებიან . ეს ყველაფერი ესმით და ამას გადაღლილობას უწოდებენ ხოლმე . წიგნის შუა გვერდს გავცდი და ლაურას დროს ისევ ვეკითხები ,ის კი არ მპასუხობს . გადავხედე და მას წიგნთან ერთად ჩასძინებოდა . მივუახლოვდი და თავი რომ არ სტკენოდა , ჩემს მხარზე დავადე. ძილს ისევ აგრძელებდა და ანგელოზს გავდა ეს ქალი .წიგნი ჩავხურე და ჩემს წინ მსხდომ ხალხს დავაკვირდი .როგორ ეცვათ და გაჩერებებზე როგორ ჩადიოდნენ . ან თუნდაც როგორ მიირთმევდნენ საჭმელს და რამდენი ჩემოდანი ქოდათ მოგროვილი. ამ ყველაფერს ვითვლიდი და მათ რაოდენობას , ჩემოდნების რაოდენობას ვაკლებდი და მინუსებში ჩავდიოდი . ასე ვირთობდი თავს და ყოველ გაჩერებებზე ახალთ-ახალი ჩემოდნების დათვლა მიწევდა .მატარებელში სხვაგვარი სურნელი ტრიალებდა . ეს გამოწვეული იყო ხალხის სიმჭიდროვეზე და მათ მრავალფეროვნებაზე . ერთმა კაცმა ჩამოიარა და იკითხა :
-თქვენი ბილეთი ?
-დიახ ბატონო, აქ მაქვს . ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ბილეთებია .
-კარგი , თქვენ იქონიეთ . პარიზში ჩასვლისას ისევ გამოვივლი და შემდეგ გადმომეცით .
ეს აცი წავიდა და ვიღაც ზემოდან მატარებლის ძირზე დაეცა . ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო , რომლებიც ჩემი საწოლის ზედა მხარეს იმალებოდა . რათქმაუნდა უბილეთოთ უხდებოდათ მგზავრობა და პარიზში ისინიც მოდიოდნენ . გამეცინა მათ შემხედვარეს და სიცილის დროს ლაურას გამოეღვიძა .მკითხა :
-რა ხდება ?
-ნახე, ეს ორი ონავარა ბავშვები უბილეთოდ ცდილობენ პარიზში წამოსვლას . ჩვენს ზემოთ დასახლებულან და ბილეთების შემკრების გავლის შემდეგ ძირს დაეცნენ . წარმოგიდგენია თავს რამდენი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ ?
-არამგონია პარიზამდე ჩააღწიონ, იქაც შეგვხვდება ბილეთების შემმოწმებელი .
ეს თქვა ლაურამ და ორმა ბიჭმა თავი გადმოყო . მათ განაცადეს :
-თქვენ არინერვიულოთ მადამ .
ამ სიტყვებზე მე უფრო გამეცინა , ლაურას კი სიჯიუტე დაეტყო სახეზე .
-ლაურა იქნებ ძილი გააგრძელო და ნერვებსაც აღარ მოიშლი .
ისევ სიცილით ვეუბნებოდი და მან წიგნი დაიკავა , არც კი შემომხედა. განაწყენდა ჩვენზე და კითხვას განაგრძობდა . ის ბავშვი კი ტირილს აღარ რჩებოდა . პარიზში ჩასვლისას მეტი ტკივილ-გამაყუჩებლის მიღება მომიწევს , ასეთმა ირილმა რომელიც დაუსრულებლად ჟღერდა ტვინი გამიჟღლიტა . ეს სიტყვაც ახლა მოვიფიქრე ,, გამიჟღლიტა , ტვინის გაჟღლეტა’’... მგზავრობისას მეტ უცნაურ სიტყვებს გადავაწყდები ჩემ თავთან .
ახლა ლაურას მივუბრუნდი და ვკითხე :
-რას კითხულობ საყვარელო ?
-ხასიათზე მოხვედი ?
გამიღიმა ლაურამ .ალბად მიხვდა თუ წეღან რატომ არ დავუსვი ეს კითხვა. ასე ვუპასუხე :
-დიახ , დიახ . ამ ბიჭებს ვუმადლოვდეთ უნდა ... სათავგადასავლოა ?
-არა .
-ისტრიული?
-ესეც ვერ გამოიცანი .
-იქნებ მითხრა ?
-წიგნი ეხება იტალიურ ცხოვრებას , მათ კულტურას და ტრადიციებს .
-რისთვის დაგაინტერესა იტალიამ ? რა ხიბლი ჰპოვე მასში ?
-გავიგე , რომ მალე მოდა შემოვა ,რომელიც იტალიურ ენაზე აგვალაპარაკებს ფრანგებს და ეს ჩვენი მეორე ენა გახდება .
-აჰჰაჰა . ფრანგი და იტალიურად მოლაპარაკე ? აქცენტ რა უნდა უყო ?
-ამიტომ აქედანვე შევისწავლი, მართლაც რომ საინტერესო ენა აქვთ .
-გეთანხმები, თუმცა მთელი მსოფლიო ფრანგულ ენას ჯერდება . ჩვენს აქცენტ კი ვერც ერთი ენა ვერ შეედრება .
-და შენ რას კითხულობ ?
მკითხა ლაურამ ...
-არაფერს ისეთს , ეს წიგგნი წანაკითხი მაქვს და მივატოვე . ხალხს ვაკვირდები . დღეს მგონი ამ მატარებელში გათენებაც მოგვიწევს .
-არა , სულ რაღაც ორი საათი და პარიზში ჩავალთ . ვიცი ლუკასი გველოდება . წერილიც მივიღე ამასწინად და გულიც ამას მიგრძნობს , რომ ის ახლა იქ დგას და ჩვენს ჩასვლას ელოდება .
-დიდი ხანია რაც მას იცნობ ?
-ბავშვობიდან . მინდა ისიც გითხრა რომ ბავშვობაში ერთმანეთი მოგვწონდა , მეტად სასაცილოა ეს ბავშვური გატაცება .
-ხო . ალბად სასაცილოა .
თავი გვერდით შევაბრუნე და კითხვას ვაგრძელებდი, ხალხი ხმაურს აგრძელებდა და ისევ ახალი ჩემოდნები ამოჰქონდათ . უეცრად ელვა განათდა და გარეთ გავიედე . შავი ღრუბელი გარდავეოდა მზეს , ეს სადგურშიც კი ვიწინასწარმეტყველე რომ ასე მოხდებოდა . მზე თითქმის აღარ ჩანდა და წვმის პატარა წვეთები მატარებლის ფანჯრების მინას ეცემოდა . ჯერ ფრთხილად დაიწყო წვიმამ დედამიწაზე დაშვება, შემდეგ კი ალბად მეტ ძალას იკრებდა და მინას ეხეთქებოდა . წვიმის ხმაურმა შეძლო ამ პატა ბავშვის დამშვიდება და დედაც დამშვიდდა . ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე რომ შავ გვირაბში შევდიოდით . ლაურას სასწრაფო ხელი ვკარი :
-ეს შავი სანახაობა არ უნდა გამოტოვო .
გვირაბში შესვლისას არაერი ჩანდა . თითქოს უეცრად გაუქმდა რაც კი ადამიანმა თავისი ხელით შექმნა . რაც უფრო ვაღწევდით სინათლე ნელ-ნელა ემატებოდა და საბოლოოდ
გვირაბიდან თავიც დავაღწიეთ . გვერდით დავინახე რომ ჩემი ერთი ჩემოდანი აღარ მოჩანდა.გამიკვირდა, სად უნდა წასულიყო ? ან ვის უნდა ეღო ? შიგ მხოლოდ წიგნები ეწყო . ამან დიდი ტკივილით იმოქმედა ჩემს გუნებაზე და აზრიც აღარ ქონდა. ქურდი ამ მომენტს ელოდებოდა, როდის დაბნელდებოდა რომ რომელიმე ჩემოდანი გაეტაცა . არამგონია ჩემი დაუსრულებელი ნამუშევრები ოდესმე გამოადგეს . ლაურამ გადმოიხედა და მკითხა , თუ რისთვის მოვიწყინე . მოვახსენე რომ ერთი ჩემოდანი უკვე მოეპარათ, სადაც ჩემი ნაშრომები იყო . მან მიპასუხა :
-ახლავე წავალ და გავარკვევ , ვინ აიღო ჩვენი ჩემოდანი ?!
-უკვე გვიანია , ჩემოდანს შეცვლიდა ან უარესი , ფანჯრიდან მოიქნევდა როდესაც არაფერი დახვდებოდა .
-ცოტაც მოითმინე ლუის და ერთ საათში უკვე პარიზში ვართ .
-იქ დაწყება ჩვენი აალი ცოვრება .
-რათქმაუნდა. ჩვენი ბედნიერი მომავალი პარიზშია , დიდ ქალაქში .
-მოდი ჩემოდნები ჩვენთან გადმოვიტანოთ , თორემ ისევ მოგვაკლდება.
-კარგი, ჩემი დახმარება გჭირდება ?
-როგორც გნდა . მარტოც შევძლებ .
ფეხზე წამოვდექი და ჩემოდნები ჩვენს წინ დავაწყე . ერთ-ერთში ძაფი მქონდა ჩადებული და ამ ძაფით ერთად შევკარი ჩემოდნები .მატარებელშიც კი არ არის დაზღვეული ადამიანი, რომ მას რაიმეს არ მოპარავენ , ან თუნდაც სიცოცლეც კი საფრთხეში გიდგას .
წვიმა შეჩერებულიყო და ღრუბლები ცას ეცილებოდნენ . თუცა ეს თეტრი ღრუბლები იმდენად შორს იყო , რომ არ ჩანდნენ.
-ლაურა, დრო ?
-ნახევარი საათიც ლუის .
დაღლილი ხმით მიპასუხა . მე დროს იმისათვის არ ვეკითხებოდი , რომ პარიზში მალე ჩასვლა მინდოდა. არამედი იმისთვის მეკითხებოდი, რომ ამ მგზავრობას ვერ ვეგუებოდი და დედამიწაზე ფეხის დადგმა მინდოდა. ამ ხალხს მოვშორებულიყავი და ასეთ ხმაურიან ადგის . ისევ იმ კაცმა გამოიარა და ბილეთები მოითხოვა . მე ისევ შევასენე ჩემი თავი მეუღლესთან ერთად და ორი ბილეთი გადავეცი . ლაურამ წიგნი დახურა და მთხოვა, რომ
გვიან ჩავსულიყავით . რათა ამდენ ხალხს შორის არ მოვმხდარიყავით .ჩემოდნებს ხელი ვტაცე და უფრო მოვიახლოვე . ლაურასაც ვთხოვე რომ რამოდენიმე დაჭირდა . რათა ისევ არ მოეპარათ რომელიმე მაინც . მატარებლის კარების გახსნამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. ამ წუთს მოხდებოდა მეტი ქურდობა , ვიდრე გვირაბში შესვლის დროს . ლაურამ ხელით თავი მომიბრუნდა და ჩუმად , ღიმილით მეკითხებოდა :
- ონავარა ბიჭებმა თავი როგორ დააღწიეს ?
-აი, ფანჯარაში გაიხედე .
დავინახეთ , რომ ეს ორივე მირბოდნენ ლიანდაგებს შორის . ლაურამ ისევ მკითხა :
-ეს როგორ მოახერხეს ?
-ფანჯრიდან გადავიდოდნენ . გამხდრობამ ხელი შეუწყოთ . როგორც გითხრეს :ეს ჩვენი საფიქრალი არ ყოფილა .,, თქვენ ნუ ნერვიულობთ მადამ’’ , მათ ხმაზე წამოვიძახე და გაგვეცინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent