უხილავად შემაყვარე თავი(13 თავი)
გეგას სიტყვებზე ორივეს გაეცინათ და ნინიმ მზერა კვლავ ვარსკვლავებზე გადაიტანა...გეგა იჯდა და უყურებდა ნინის .მას მუქი ფერის გრძელ თმაზე გეგას ნაჩუქარი მბზინვარე პეპელა ეკეთა,რომელიც მთვარის შუქზე ლამაზად ბრჭყვინავდა.ნინის თვალები ცისკენ მიმართულიყო,რომლის ქვემოთ სწორი და პატარა ცხვირი შემდგომ კი თხელი და ნაზი ტუჩები საოცრად ლამაზად მისდევდა ერთმანეთს.გეგას უნებურად გაეღიმა,ნინიმ მას გამოხედა -რაიყო? -არაფერი...-მხრები აიჩეჩა გეგამ-უბრალოდ ვფიქრობდი...ეს სილამაზე მართლა ჩემია! ნინის გაეღიმა და თავი დახარა -ნინ გახსოვს ის სიმღერა..როგორ იყო?..ჰო..ცაში ახედე რალამაზია ვარსკვლავთა ცვენა... -კი მახსოვს როგორ მიყვარდა და ახლაც მიყვარს... -მერე როგორაა? -რალამაზია თეთრი ღრუბლები.. -თავი დამადე ნუ იღრუბლები..-გააწყვეტინა გეგამ.ნინიმ თვალები დახუჭა და გეგას თავი ნაზად დაადო. გეგას თვალებში კვლავ სიხარულმა გაიელვა.ნინი ცალი ხელით მოიზიდა და გულში ჩაიკრა.... ნინი სიცილით უსმენდა გეგას,უყურებდა და კიდევ ერთხელ მიხვდა რას ნიშნავდა ეს ადამიანი მისთვის. ........ რამოდენიმე კვირაც გავიდა და გეგას დაბადების დღეც მოახლოვდა.ნინი ემზადებოდა ამ დღისათვის და ახლა როცა იქამდე ერთი დღე რჩებოდა ნინის გეგას საჩუქარიც მზად ჰქონდა და ახლა ხელში ეკავა და კმაყოფილი სახით უყურებდა.გეგას ზარს სიხარულით უპასუხა და საჩუქარი უჯრაში ჩადო. -გეგა.. -აბა როგორ ხარ? -კარგად..შენ? -კარგად.დღეს რავქნათ? -მმმ რადა...გთხოვ დღეს ზემოთ მზის ამოსვლა მინდა ვნახო...თან ხვალ ზამთრის პირველი დღეა და არამარტო ზამთრის ჩემი ბიჭის დღეა! -როგორც გინდა ვნახოთ მზის ამოსვლა!ისე სულ ჩემი დღეა შენთან როცა ვარ... ჰო და ხვალ ჰო მოვლენ გოგონებიც? -კი რათქმაუნდა.. -კარგია...გათენებამდე ლამაზო.. -გათენებამდე... დღემ ჩვეულად ჩაიარა და ღამით ნინის გეგამ მოაკითხა.დაახლოვებით თერთმეტი საათი სრულდებოდა როცა ორივე საყვარელ ადგილას ისხდნენ და საუბრობდნენ.რამოდენიმე ხანში კი ნინი გეგასკენ შეტრიალდა და საუბარი დაიწყო -უკვე თორმეტი სრულდება..და შენი დაბადებისდღეც დადგება დღე რომელიც უკვე სიგიჟემდე შემიყვარდა,ისევე როგორც შენ.ახლა როცა უკვე ეს დროა მინდა პირველმა მოგილოცო და ყველაფერი საუკეთესო გისურვო...-გეგა უსმენდა და მის თვალებში უდიდესი ბედნიერება იკითხებოდა -ჩემთვის მთავარია შენ მყავდე ახლოს ნინ.. გეგამ ნინის ხელები დაიჭირა. -და მინდა გაჩუქო რაღაც რაც ჩვენს სიყვარულს გაგახსენებს ყოველთვის...ახლაკი ამ დროის მანძილზე პირველად გთხოვ რომ შენ დახუჭო თვალები... გეგამ გაიცინა და თვალებდახუჭული ნინისთან კიდევ უფრო ახლოს დადგა. ნინიმ მისი ხელი აიღო და რაღაც გაუკეთა -გაახილე. გეგამ თვალები გაახილა და ხელზე დაიხედა.სახე გაუნათდა და ხელზე გაკეთებულ სამაჯურზე ამოკვეთილი წარწერა დამარცვლით წაიკითხა. ,,უხილავად შემაყვარე თავი❤!" -ნინი...რამაგარია..-გეგა ნინის ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა-ყველაზე ძვირფასი საჩუქარია!...ეს აქ იქნება მანამ სანამ აქ იქნები შენ-გეგამ ხელი გულზე დაიდო.-და შენ აქედან არასდროს წახვალ! ნინი უყურებდა ბედნიერ გეგას და უზომოდ უყვარდაისიც და ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა.. უკვე ცაზე მზე ნელნელა ამოდიოდა და თბილისს ანათებდაგეგა იჯდა და გაჰყურებდა არემარეს და ნინიც მასზე მიყრდნობილი უყურებდა მზეს. -იცი ამდროს ჩემი მშობლები უკვე ჩემს ოთახში იყვნენ და მაღვიძებდნენ რომ მოელოცათ..-დუმილი გეგამ დაარღვია ნინი კი ჩუმად უსმენდა -ახლაკი ისინი არ მყავნან...თუმცა მეთვითონ მივდივარ ხოლმე მათთან ამ დღეს. ნინიმ თავი აწია და გეგას შეხედა -ჰოდა დღეს ერთად წავიდეთ... -რა?წამოხვალ? -კი რათქმაუნდა! ...... ხელიხელ ჩაკიდებულები ორივე საფლავთან იდგნენ და უყურწბდბენ ფოტოებს საიდანაც გეგას მშობლები ღიმილიანი სახით იყურებოდნენ. -ხედავთ ვინ მოგიყვანეთ?-დაიწყო ღიმილით გეგამ და საფლავს მიუახლოვდა-ახლა სხვანაირად უნდა გაცნობდეთ ერთმანეთს.. გეგამ ჩამქრალი თვალები ნინის მიაბყრო ნინიმ გეგას ხელი მოუჭირა -ბედისწერა ასეთია ჩვენ უნდა შევეგუოთ თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ისინი გიყურებენ ამიტომ შენ ბედნიერი უნდა იყო გეგა.. -ამისთვის შენ ხარ საჭირო ნინ..სხვა არაფერი. -ჰოდა მეც აქ ვარ..-ნინიმ ხელი გეგას გულს შეახო -და აქ იქნები? -ჰო ყოველთვის..ისევე როგორც შენ აქ..-ნინიმ გეგას ხელი თავისივე გულზე დაიდო.გეგამ იგრძნო როგორ ცემდა იგი და ისიც იგრძნო რა საამური გრძნობა იყო ეს. გეგამ ნინის ხელი მოკიდა და გზას სახლისაკენ გაუდგნენ. როდესაც სადარბაზოსთან გაჩერდნენ გეგამ ნინის შეხედა -დღეს მე მოგაკითხავ შენ და ბიჭები გოგონებს.მე და შენ ერთად მივალთ რესტორანში -კარგი გელოდები იუბილარო! ნინიმ გეგას ლოყაზე აკოცა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა.სახლში აირბინა და მზადებას შეუდგა. საღამოც მოვიდა ნინი ოთახში სარკის წინ იდგა და მზადებას ამთავრებდა.კარზე კაკუნი გაისმა -ნინ მზად ხარ?-ლილეს ხმა გაისმა -თითქმის -კარფი დაუჩქარე რა.. რამოდენიმე წუთის შემდეგ კვლავ კარის ხმა გაისმა ნინი წარბშეკრული შემობრუნდა -გითხარი მზად ვარ მეთქი. ნინი შემობრუნდა და კარში თვალებგაბრწყინებული გეგა დაინახა.შავი შარვალი,თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი საოცრად მიმზიდველს ხდიდა ისედაც სიმპათიურ გეგას.ნინის სუნთქვაცკი შეეკრა წამით მის დანახვისას -შენ ხარ? -ულამაზესი ხარ..-ძლივს აღმოთქვა გეგამ და კიდევ დაათვალიერა ნინი. მას გრძელი მუქი ლურჯი მუხლამდე შეხსნილი და ბზინვარე კაბა ამშვენებდა,რომელიც იმ ღამის ცას გავდა რონელსაც ხშირად უყურებდნენ,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო,თმა აეწია და წინ სახეზე ოდნავ ჩამოეყარა.მსუბუქი მაკიაჟი ბრწყინვალებას მატებდა.გეგა კი ტკბებოდა მისით და თვალს ვერ აშორებდა. -მადლობა..-ნინიმ გაუღიმა და მიუახლოვდა. -ლილე მეგონე -ჰო ისინი გავუშვი უკვე...ახლა ჩვენ წავიდეთ! -წავიდეთ! გეგამ ხელი ჩასჭიდა და მანქანისკენ გაემართა. რესტორნის ეზო ლამაზად მოერთოთ შიგნიდან მუსიკა ისმოდა.ზამთრის პირველ დღეს თავისი სუსხი შემოეტანა მაგრამ ამ სიყვარულის ტალღებში ვერ აღწევდა.ნინი და გეგა მანქანიდან გადმოვიდნენ და რესტორნისკენ გაემართნენ.უცებ უკნიდან ხმა მოემათ -ამ ყველაზე ლამაზ წყვილს შეხედეთ რა.. გეგამ და ნინიმ ჯერ ერთმანეთს შეხედეს და გაკვირვებულები მობრუნდნენ. კართან მაღალი ელეგანტურად ჩაცმული ქერა ლურჯთვალება ბიჭი იდგა.პიჯაკი მხარზე მოედო და წყვილს ღიმილით უყურებდა. გეგას სახეზესიხარული აღებეჭდა და გაიღიმა -ლუკა..-გეგამ მისკენ დაიწყო სვლა.ძმები ერთმანეთს ძლიერად ჩაეხვივნენ და ხანგრძლივი ალერსის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს.გეგამ ლუკას ხელი გადახვია და ნინისთან მოვიდნენ. გეგამ პირი გააღო და რაღაცის თქმა დააპირა თუმხა ლუკამ დაასწრო -რა ლამაზი სარძლო მყოლია! ნინის გაეცინა და შეხედა -ლუკა არა?გეგა მიყვებოდა ჩემზე -არ დამაცადა გაცნობა-აწუწუნდა გეგა. -ისედაც ვიცნობთ მგონი ჰო..-ლუკამ გეგას გაუღიმა. -შევიდეთ მაშინ!ყველა ჩვენ გველოდება. -კარგი მაგრამ ჯერ თქვენ შედით!-ლუკამ ნინი და გეგა ოდნავ წინ მისწია. გეგამ ნინის ხელი ჩასჭიდა და რესტორნის კარში ულამაზესი წყვილი გამოჩნდა.მათ გამოჩენას დარბაზში ოვაციები და ღიმილიანი გამომეტყველება მოჰყვა.იკა და ლილეს გვერდით სანდრო და სალი იდგნენ და მათი დანახვისას ნინისთან და გეგასთან მოახლოვდნენ. -სად ხართ ამდენხნას?-ლილემ სალის გადახედა. -თქვენ გელოდებათ ყველა..-თქვა სანდრომ -იუბილარო კიდევ გილოცავთ მეასედ!-იკა და სანდრო კვლავ გადაეხვივმენ გეგას ღიმილით. -ჰო კიდევ არის აქ ვიღაც-გეგამ ხელი კარისკენ გაიშვირა ბიჭებმა დაბნაელი სახე მიაბყრეს კარში შემოსულ თავდახრილ ბიჭს.ლუკამ თავი ასწია და სანდროს და იკას სახე შეეცვალათ მისკენ ერთდროულად გაემართნენ. -ლუკა..როგორ გაზრდილხარ ჰა?!-თმები აუჩეჩა სანდრომ და გადაეხვივნენ.ლუკამ თმები გაისწორა და აწუწუნდა -რა მიყავით?! ყველას გაეცინა გეგამ სალის და ლილეს ძმა გააცნო და საღამოს მხიარულებაც დაიწყო.ყველა სუფრას მიუჯდა. სუფრასთან იკა, სანდრო,ლილე,სალი,ლუკა,გეგა,ნინი და კიდევ ცამეტი სტუმარი იჯდა.ეს ადამიანები გეგას ნაცნობები იყვნენ ზოგიც ახლოს იყო ზოგიც არცისე ახლოს თუმცა ისინი ამ დღეს აქ იმყოფებოდნენ.ნინის მხედველობიდან არ გამორჩენია მისი და გეგას შემოსვლის დროს რამოდენიმე გოგონას უსიამოვნო მზერა,რომლებიც ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით რომ გეგასთან დასაახლოვებლად იყვნენ მოსულები. თუმცა ახლი ამბავი და გეგას გვერდით ნინის დანახვა იმედგამაცრუებელი სურპრიზი აღმოჩნდა.ნინი ამ ყოველივეს მაშინვე მიხვდა თუმცა იქამდე მოახერხა არაფერი შეემჩნია სანამ ერთერთმა გადაპრანჭულმა მოკლეკაბიანმა გოგონამ გეგას სიახლოვეს ტრიალს და მუდმივ გამოლაპარაკებას თავი არ დაანება.ნინის ამის დანახვისას კისრის ძარღვები დაეჭიმა და სიბრაზისაგან აენთო. ლილემ ნინის მზერას თვალი გააყოლა -ნინ დაწყნარდი...ყურადღებას ნუ მიაქცევ ვერ ხედავ გეგას არცკი შეუხედავს. -ლილე ვერ დავწყნარდები..როგორ ბედავს! ნინი გეგასთან ერთი შეხედვით მშვიდად მივიდა და ხელი მოკიდა.გეგა მაშინვე მიხვდა ნინის საქციელის მიზეზს და თვალი სახედამანჭული გოგონასკენ გააპარა.ნინის თვალებით ანიშნა რომ მიხვდა და ეშმაკურად ჩაიცინა -დაიღალე საყვარელო?წამო გავიდეთ ცოტახანს. გოგონამ ხელჩაკიდებულ წყვილს ღვარძლიანი მზერა გააყოლა. გეგა და ნინი რესტორნის გვერდით,ეზოში გავიდნენ.გეგამ ნინის მკლავში ხელი მოკიდა და მისკენ შემოაბრუნა -რა სახე გაქვს?კაი რა არმითხრა რომ... -რომ ვეჭვიანობ? -ჰო..რა ასეა? -დიახ!...ვინაა ის გოგო? გეგას ოდნავ გაეღიმა ნინის შემხედვარეს და მხრები აიჩეჩა -წესიერად არც ვიცი...მეგობრის ვიღაცაა..რაგჭირს რა ბავშვივით იქცევი?! ნინიმ გეგას ამოხედა -მე?...მისმინე.. -არა არა შენ მისმინე!-გეგამ ნინის პირზე ხელი ააფარა და გააჩუმა-საეჭვიანო არ გაქვს მე არც შემიხედავს იმ გოგოსთვის -ვიცი მაგრამ... -არავითარი მაგრამ...ჩემთვის შენსგადრა შესახედად არავინ ღირს!. ნინის გაეღიმა და გეგას ჩაეხუტა -ბოდიში..უბრალოდ ვერ ავიტანე რომ..მიყვარხარ! გეგამ გაიღიმა და ნინის თავზე აკოცა. -მეც ყველაფერზე მეტად!...ახლა წავიდეთ ვიცეკვოთ! ნინიმ თავი ასწია -არა..ცეკვა არ ვიცი.. -არც მე.. -მერე? -რა მერე?ეგ არაა მთავარი.მთაცარია ერთად ვართ და ცეკვა თავისით აეწყოვა. ნინიმ პასუხად გაუღიმა და რესტორანში ხელჩაკიდეულები პურდაპირ სცენაზე აღმოჩნდნენ.ნინის და გეგას გარშემო ცეკვავდნენ ლილე და იკა რომლებიც ერთმანეთს წრფელი სიყვარულით უყურებდნენ და სალი და სანდრო .მუსიკის შეცვლასთან ერთად უეცრად შეცვალეს პარტნიორები ნინი იკასთან,სალი გეგასთან და ლილე სანდროსთან აღმოჩნდა ისევე როგორც შემდეგი მუსიკის დაკვრისთანავე ნინი სანდროს,სალი იკას და ლილე გეგას ეცეკვებოდა.ასე ცვლიდნენ ერთმანეთს ბოლოს კი ყელა კუთვნილ ადგილს უბრუნდებოდა მუსიკა უკრავდა და ადამიანებს სიყვარული აცეკვებდათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.