შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( XII )


8-05-2017, 14:10
ავტორი სუად
ნანახია 1 084

მატარებელი გაჩერებული იყო ,თუმცა გასვლა ჯერ-ჯერობით ჭირდა . ხალხი სხვადასხვა კაბინიდან გადმოდიოდა , რათა ერთ გასასვლელში გასულიყვნენ. პატარა ბავშვები ხელში ჩირაღდანივით აღემართათ , რომ ხალს არ გაესრისათ . ჩემოდნები იკარგებოდა და აქეთ-იქით მოისროდნენ . ლაურას დავუჯერე და ხალხის ზღვა ნაკადის შემცირებას ველოდებოდი . როდესაც მატარებელი დაიცალა ხალისაგან ,ამის მანიშნებელი სიგნალიც კი გამოსცა მძღოლმა . ჩვენ ფეზე წამოვდექით და მატარებლიდან გადავედით. როგორც იქნა ფეხი მიწაზე დავადგი და ამას მნიშვნელობა არ ქონდა პარიზში ვიყავი თუ სხვა ქალაქში . ისე მშიოდა , თითქოს ერთი თვეა ლუკმა არ ჩამედოს პირში.ლაურა ხალში იხვეოდა და ვიღაცას ეძებდა . რათქმაუნდა ლუის , სხვა ვინ უნდა გვეპოვნა . მეც მივყვებოდი და რაც კი ჩემოდნები გვქონდა ყვეაფერს მე მივათრევდი . ლაურას ვეღარ ვედავდი და ცენტრალურ ადგილას გავჩერდი . უკნიდან მომიახლოვდა და შემომატრიალა .
-ლუის , გაიცანი , ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი ლუკასია .
-სასიამოვნოა , მგზავრობის დროს ლაურა მიამბობდა თქვენს შესახებ .
ხელი გავუწოდე და თითქოს ზიზღის ფორმით მანაც გამომიწოდა . ალბად პარიზში მტად მოწესრიგებული ხალია , ან ვირუსებს ერიდებიან და უფრთხიან . ლუკას აღწერა უკვე შესაძლებელია . მინდა ისიც ავღნიშნო , რომ მეტად თავშეკავებული კაცია . ეს მის ხელის ჩამორთმევაზე მეტყველებდა . ხოლო აღნაგობით ჩემი სიმაღლის იქნებოდა, მაგრამ მუქი თაფლისფერი თვალებითა და შავი თმებიტ გამოირჩეოდა სხვა ფრანგებისაგან .კან კი თეთრი ქონდა , ესეც გამოარჩევდა სხვებისაგან . ლაურამ ხელი ჩაკიდა და ბავშვობას იხსენებდნენ . მე კი ამ ჩემოდნებს მივათრევდი .
-ლაურა, დავიღალე . იქნებ მომეხმარო ?
ამ დროს კი ლუკასმა მიპასუხა :
-მოითმინე , ეტლი აქვეა და ჩაწყობაში დაგეხმარები .
ამ სიტყვების შემდეგ ისიც არის გასაგები , რომ გამოირჩევა ინდივიდუალიზმით . ლუკასი პარიზელი იყო . აქ დაიბადა და გაიზარდა , ლაურას თქმით ერთად იზრდებოდნენ თურმე და ავშვობაში გატაცებითი სიმპათიები ქონიათ . რომელსაც ახლა მხოლოდ სულეურ ისტორიად და მეტად სასაცილოდ მოიხსენიებენ .
რათქმაუნდა ლაურას მჯერა . ისიც გამასენდა ამ წუთებში, რომ ლუკას მეუღლე გარდაცვლილი ყოლია , სიმსივნის გამო . შვილი არ შესძენიათ , რადგან თავისი მეუღლე უშვილო იყო , ანუ უნაყოფო . მოკლედ, ლუკასის შესებ უკვე ყველაფერი ვიცოდი . ახლა კი მის სახლში მიწევს , უფრო სწორედ გვიწევს დაბინავება . ამასობაში სადგურის გრძელი კიბე ჩავირბინეთ . როდესაც გარეთ გავედით , შესამჩნევი იყო რომ ჩვენ პარიზში ვიმყოფებოდით . წვიმდა და ეს საღამოს სუსხი სახეზე მათრთოლებდა . იქვე გვერდით გავიდა ლაურა და ლუკასი , მეც გავყევი და ჩემოდნებსაც მივათრევდი . ეტლი ცოტათი მოშორებით იდგა.მივუახლოვდით და ეს ჩემოდნები მე თვითონ ჩავალაგე, მეეტლის დახმარებით . ლუკასი და ლაურა დასხდნენ და ლამაზად მოკალათდნენ . როდესაც ეტლზე ავედი ლაურამ მოციმციმე თვალები მე შემომანათა და მეუბნება :
-ხვალ, ცნენებით ლუკასის ბაღში წავალთ .ხომ საოცრებაა ?
-კი...
ეს ვუპასუხე . რადგან დაღლილი ვიყავი, მას კი დაღლილობის არაფერი ემჩნეოდა.პარიზის ქუჩებს მივუყვაბოდით და უამრავი ტაძარი გვხვდებოდა, საოცარი ჩუქურთმებითა და მოზაიკებით . გზაში არც ღატაკი შეგვხვედრია და არც მაწანწალა . აი ამით გამოირჩეოდა ეს ადგილი . ცენტრალურ მხარეს მივდიოდით და ლუიის სალი იქვე ტაძარი საკრე-კირსი იყო , მისი თეთრი ქვებით და მშენებლობით გამორჩეული . მაგრამ ლუკასის თქმით პარიზში,ორი ფენაა, ინტელიგენტთა და ,,ნაცრისფერი ხალხის მასა’’.სწორედ ამ უკანასკნელებს შეუძლიათ დასხდნენ ქანდაკებებზე და უყურონ ხალხს , როგორ დარის ერთი წერტილიდან მეორეში. თითოეული სახლის ეზოც გამოირჩეოდა . მათი მოვლისა და ყვავილების მრავალფერვნებით . მაგრამ, უნდა აღინიშნოს ის რომ პარიზი ეს არის ყვავილების სამშობლო . თითქოს ეს ქალაქი გამოყოფილია ქვეყნისაგან და სხვა ქვეყანად გვევლინება . ამ სალების ჩაყოლებისას ერთი დიდი ეზო გამოჩნდა, რომელსაც უზარმაზარი ჭიშკარი ქონდა . ჭიშკართან კი ორი მცველი იდგა, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს . ორივეს შავი ფორმა ეცვა და მხებზე ვერცხლისფერი გორგალივით ,ძაფების კონა გადმოეყარათ . ესეც მშვენიერს ხდიდა . ეტლი გაჩერდა და უკვე მივხვდი,რომ ამ სახლში ლუკასი ცხოვრობს . სახლი ჯერ არ ჩანდა, რადგან ეზო გრძელი იყო გასავლელი . თუმცა დარწმუნეული ვიყავი ,რომ სახლიც ზღაპრული ექნებოდა. ერთი დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მე ვცოვრობდი სახლში ,სადაც იატაკიც ძველი იყო და აიანიც არ იყო . სადაც ფინჯანი გაბზარული იყო და სიყვარულს მაინც ვაპყრობდი მათ . ეტლი ისევ დაიძრა, რადგან ლუკასი გადავიდა და მცველებს დაენახა. შემდეგ ისევ ელში დაჯდა. ლაურას როდესაც შევხედა გახარებული იყო, ლუკას ეკითხებოდა მსახურებზე და თითოეული სახლის ოთახების შესახებ . ეკითებოდა ბავშვობის შემდეგ თუ შეცვლილა რაიმე . მე კი ასეთ მომაბეზრებელ კითხვებს ვუსმენდი და მომაბეზრებელ, ლაკონიურ პასუხს ვიღებდი. ეზოში შესვლისას, გზის განაპირა მხარეს ხმაური ისმოდა. როდესაც გავხედე და ყურს ვაპყრობდი ლუკასმა შემომაბრუნა :
-ეგ მდინარეა, დღეს დაღლილი იქნები, ხვალ ნახავ .
ეს ისე მითხრა თითქოს ბავშვი ვიყო და არ ვიცოდე როგორ მოვიქცე . ისევ განაგრძნოდენ ლაპარაკს და გავიგონე ,რომ დღეს ლუკასი წვეულებას მართავს . საამისოდ კი ლაურას შეუძლია კაბა შეარჩიოს , ლუკასი კი მას აჩუქებდა. ეს მართლაც რომ უხერულა მიმაჩნდა და ლუკას ვუთხარი რომ:
-არ არის აუცილებელი კაბა თქვენ უყიდოთ . ამისათვის ნუ შეწუდებით .
ლაურამ კი თითქოს გაბრაზებით მიპასუხა :
-ჩვენ სუმრად ლუკასთან ვართ და ის გააკეთებს იმას რაც მას მოეხერხება .
გულში გავიფიქრე, ასეთი ცივი პასუხი ჯერ არმიმიღია ლაურასგან და ეს ალბად მგზავრობის დროს მიღებული ,გადაღლილობის ბრალი იქნება მეთქი.
წინ გავიხედე და დავინაე ციხესიმაგრის მსგავსად ნაშენი სახლი . რომელიც სამეფო კარის მსგავსად გამოიყურებოდა . ორი ჩამოსასვლელი კიბე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს და მომრგვალებული, ტალღოვანი ფორმის იყო . როგორც ჭიშკართან აქაც დაგვხვდა მცველები . კარები გაიღო და სამი მოსამსაურე ქალი გამოვიდა, რომლებსაც თეთრი სახვევი გაეკეთებინათ წელზე, ხოლო დანარჩენი შავად ემოსათ. სახლს დიდი შესასვლელი კარები ქონდა და ირგვლივ ფანჯრები ამშვენებდა . ნაცრისერი ქვებითა და ხის მასალით ნაშენი სასახლე, მშვენივრად კიარა, საუცხოოდ გამოიყურებოდა . ასევე სართულები ფანჯრების მიხედვით ემატებოდა. დაალოებით სამ სართულიანი იყო. მეორე სართულზე და ასევე პირველზედ დიდი მთლიანი აივნები იყო . ხოლო დანარჩენ ოთახებთან პატარ-პატარა აივნები აკავშირებდენ ერთმანეთს . ლაურაც ძირს ჩამოვიდა და სახლს გაოცებით უყურებდა. ლუკასმა კი მსახურებს დაუძახა და ბარგის ამოლაგება თხოვა . როგორც იქნა ასეთი მძიმე ჩემოდნების გათრევა აღარ მომიწევს . ლუკასმა ლაურას ხეელი თხოვა და კიბენებზე დამარებით აიყვანა ,რათა ლაურას კაბა ფეხზე არ მოქცეულიყო . მე უკენ მივყვებოდი და თან სახლს ვათვალიერებდი . როდესაც ერთ-ერთმა მსახურმა კარები გაგვიღო , დიდ სადარბაზოში შევედით და ეცრად ყურადღება დიდმა ჭაღმა მიიქცია. ძვირფასი თვლებით შემკობილი , ხოლო ჭაღის ზევით კედლები მორთული იყო სხვადასხვა ნახატებით. ეს ყველაფერი მუზეუმს გავდა. კედლებზე კი სურათები იყო გამოკრული და კედლების დაბოლოებები ხის მასალით მიშენებული ,თეთრად იყო შეღებილი .
-ლაურა თქვენ საძინებელ ოთახში მსახური აგაცილებთ , ვახშამი კი თხუთმეტ წუთში იქნება .
ეს თქვა ლუკასმა და სხვა ოთახში გავიდა . ალბად საძინებელში რათა გამოეცვალა.ერთი ქალი მოვიდა და გვთხოვა გავყოლოდით . ერთ-ერთ ოთახამდე მიგვიყვანა და როდესაც შევედით კარები თვითონ მოიცურა . ჩემოდნები უკვე ამ ოთახში გაჩენილიყო . ლაურა ჰაეროვნად დაეცა საწოლზე და წამოიძახა:
-თითქოს დედოფალი ვიყო !
მე კი მას შევედე, შემდეგ კი ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე რომ სუფთად ჩამეცვა .
-ლაურა, იქნებ ტანისამოსების ამოლაგებაში მომეხმარო ?
-დღეიდან ყველაფერს ეს მოსამსახურეები გააკეთებს , შენ დაისვენე . ჩევნ დასვენება გვარგია აქ .
-ყველაფერს ამ მსახურებს ნუ დაავალებ , ეს გახსოვდეს . მე ჩავიცვი უკვე და ქვევით ჩასვლას არ აპირებ ?
-მეც კაბას ვიპოვი , უფრო სწორედ ლუკასმა უკვე მიყიდა და მალე ამოიტანენ .
კარზე კაკუნი გაისხმა და მოსამსახურე შემოვიდა. ხელში კი რაღაც ნაჭერი ეჭირა, თურმე კაბა ყოფილა . ლაურა სწრაფად მივარდა და კაბა ამ გრძელი ზეწრისაგან გაათავისუფლა . კაბა მართლაც მდიდრული იყო და მშვენიერი ,ლაურაც აღტაცებული იყო მის შემხედვარე .
-ლუის, მე ამას ჩავიცმევ და ჩამოვალ .
-კარგი დაგტოვებ .
როდესაც გავედი ,შევამჩნიე როგორ ეხვეოდა კაბას ლაურა. კიბეს ჩავუყევი, ასევე ტალღისებრი ფორმის იყო . ლუკასი არ ჩანდა და მეც მაინტერესებდა ეს სადარბაზო . ლარნაკებიც კი მდიდრული იყო , სვადასხვა ფერით მორთული . ერთ-ერთმა ჩემი აღტაცება გამოიწვია ,ეს იყო ცისფერი ფერის ულამაზესი ლარნაკი , რომელსაც იაპონურად ამოტვიფრული იეროგლიფები ეხატა . ალბად ესეც ძვირფასი იქნებოდა ლუკასისათვის . ლუკასი გამოვიდა თავისი ოთაიდან და გაღიმებული შევჩერებოდი, მისთვის ზრდილობა რომ გამომეჩინა .
-ლუის , ვის ელოდები ?
-ჩემს ცოლს .
-კაბა უკვე აუტანა მოსამსახურემ ?
-კი , მადლობელი ვარ მე პირადად . თუმცა შემდეგში საჭირო არ არის , უბრალოდ ჩვენთვის ეს ზედმეტია .
-ზედმეტი ? პირიქით, ძალიან გამახარა როდესაც წერილი გამომიგზავნა, რომ აქ მოდის ჩემს სახლში საცხოვრებლად.დიდი ხანია რაც ერთად ხართ ?
-ერთი კვირისწინ გვქონდა ქორწილი , ყველაფერი უეცრად და უცბად წარიმრთა .
-კარგია .
-დია , მართლაც რომ კარგია.
ჩვენ ვსაუბრობდით და ამასობაში ლაურა მოდიოდა თავისი მშვენიერი ტანით , მოარხევდა ქალწული თავის სეულს და ეს წითელი კაბა ამშვენებდა , მეთ ნათებას ანიჭებდა . მე და ლუკასი შევყურებდით , მე კი მეღიმებოდა, რათქმაუდა ლუკასსაც ეღიმებოდა , რადგან გაუარდა მისი შერჩეული კაბა როგორ მოუხდა ლაურას . მესმის მათი მეგობრობის და ძალიანკარგია როდესაც საუკეთესო მეგობარს შეიძენ .
-ლაურა, ჩემო საყვარლო მშვენივრად გამოიყურები, როგორც ქალღმერთი.
ეს ვუთხარი ლაურას და ხელი გავუწოდე ,რათა ბოლო ნაბიჯი გადმოედგა კიბიდან. ლუკასი უღიმოდა და ჩვენ სამივენი ერთმანეთს ვუღიმოდით . ასეთი საუცხოო სალი, თავისი ეზო , სადაც მდინარე ჩამოედინება . საუცხოო ფანჯრებით , იატაკით , ოთახებით თუ ლარნაკებით . მაგრამ ამათზე საუცხოოდ ჩემი ერთადერთი ღიმილის მატარებელი და ერთადერთი მეუღლე ლაურა იყო .
ლუკასმა უეცრად განაცხადა რომ:
-მსახური მალე გამოვა და მიგვიწვევს მაგიდასთან . დიდი ლოდინი არ მოგიწევთ .
მე ისევ ვაგრძელებდი ჩემი მეუღლის სილამაზის აღწერას და მსახურიც კარებიდან გამოვიდა . ლუკასი შეაბრუნდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა . შემდეგ ლუკასი ჩვენსკე შემობრუნდა და მაგიდასთან მიგვიპაიჟა .ლაურა წინ გავიძღოლე და როგორც დედოფალს , მაგიდასთან თავაზიანად მოვექეცი .მის სილამაზეს დიდად ვაფასებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent