ნამდვილი სიყვარული (11)
თავი 11 მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ვფიქრობდი სწორად მოვიქეცი თუ არა რომ ნიკს სიმართლე ვუთხარი, ღირდა კი თითქმის ჩამდგარი ქარიშხლის თავიდან გამოწვევა, თუმცა შესაძლოა ნიკისთვის ჩემს სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთელი ღამე გონებიდან ვერ მოვიშორე ეს ფიქრები. დილით ადრე არ ავდექი რადგან შაბათი იყო, სიმართლე კი ის არის რომ მომხდარის გამო საწოლიდან ადგომა საერთოდ არ მსურდა, თუმცა თავი ვაიძულე და პირველ საათზე ოთახიდან გამოვედი პიჟამოებით, უფრო სწორად ის მაისური მეცვა რომელიც ნიკმა მაჩუქა რადგან ეს მაისური ნიკს მახსენებდა. -დილა მშვიდობისა, მეგონა საწოლს ვეღარ შეელეოდი -ღიმილით მითხრა ნიკმა, ის სამზარეულოში იდგა და იღიმოდა ისე თითქოს წუხელ არაფერი მომხდარა, თითქოს მისთვის არ მითქვამს რომ კვლავ მიყვარს -გამარჯობა, დღეს შაბათია სწორედ ამიტომ არ ვიჩქარე საწოლიდან ადგომა -ყავა გაგიკეთე ტელევიზორთან მოგიტანო თუ ბართან მოხვალ? -თუ არ შეწუხდები აქ მომიტანე, დანარჩენები სად არიან? -ამ შეკითხვის დასმისას ერთადერთი ვისი ადგილსამყოფელიც მაინტერესებდა ეს ნინი იყო -ელი ისევ დიტოსთან არის, დევიდი ბარბარესთან ერთად აგარაკზე წავიდა -ნინი სად არის? როგორ მოხდა რომ მარტო დაგტოვა? -მას რაღაც საქმე გამოუჩნდა, ქალაქგარეთ მოუხდა წასვლა -მეგონა უიქენდზე გეგმები გქონდათ -არა, არანაირი გეგმა არ მაქვს, შენ რას აპირებ უიქენდზე? -ჩემი ერთადერთი გეგმა უიქენდის ტელევიზორთან და ნაყინთან ერთად გატარებაა, მინდა დავისვენო რადგან მალე ფინალური გამოცდები ახლოვდება და მეტი დრო აღარ მექნება -თუ არ შეგაწუხებ მეც შემოგიერთდები, ტელევიზორს ერთად ვუყუროთ -კარგი შემომიერთდი, მე ფილმის ყურებას ვაპირებ მაგრამ არამგონია შენ მოგეწონოს -რატომ? ასეთი რა არის? -ტიტანიკი -კარგი ჯერ მაგ დრამას ვუყუროთ, შემდეგ ფილმს კი მე ავარჩევ -კარგი, ნიკ გთხოვ სანამ ტელევიზორთან მოკალათდები მაცივრიდან ნაყინი წამომიღე -შოკოლადის თუ ვანილის? -გამაკვირვე -ღიმილით ვუთხარი ნიკს, მე კარგად ვიცოდი რომ მთელი დღის ნიკის გვერდით გატარება არ იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება თუმცა გულს ვერ შევეწინააღმდეგე -აი ნაყინი ვანილით, შოკოლადითა და მარწყვით -მაგარია, მოიცა ფოტოს გადავიღებ და ინტერნეტში დავდებ -ნაყინის ორივე ფინჯანს სურათი გადავუღე და ჩემს სოციალურ გვერდზე გამოვაქვეყნე, თან დავწერე რომ ნიკთან ერთად ფილმს ვუყურებდი. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კი ელიმ და ბარბარემ ერთდროულად დამირეკა-ნიკ ვუპასუხებ და მერე გავაგრძელოთ ყურება- მე სამზარეულოში გავედი -ამ წამს რა დაპოსტე სოციალურ ქსელში? -გამარჯობა დაიკო ელი მეორე ხაზზეა -გამარჯობა ელ, როგორ ხარ? -კარგად ბარბარე შენ როგორ ხარ? -მეც კარგად -ჰეი თქვენ ერთმანეთს უჩემოდ ესაუბრეთ -არა მოიცა მოგვიყევი -ელი ცნობის მოყვარეობას ვერ მალავდა -უბრალოდ მე და ნიკი ფილმს ვუყურებთ და მან ნაყინი გამიკეთა -ხედავ ელი ვიღაცეები უკვე რიგდებიან -ხო ბარბ მალე ისევ ვიხილავთ მარიამისა და ნიკის უკვდავ წყვილს -ჰეი ახლავე შეწყვიტეთ, ეს უბრალოდ ფილმია -დაგიჯერეთ როგორ არა, კარგი დაიკო ხელს აღარ შეგიშლით -ნახვამდის ცნობისმოყვარე შეშლილებო -მე ტელეფონი გავთიშე და ტელევიზორთან დავბრუნდი და ჩემი ნაყინი თითქმის შეჭმული დამხვდა, ამიტომ ნიკს დასჯის მიზნით ბალიში ვესროლე -რა დავაშავე? -ნიკმა ლეკივის თვალებით შემომხედა -ჩემი ნაყინი შეჭამე -არ შემიჭამია პატარა ქალბატონო -ჩემის ნასროლ ბალიშს საპასუხო ბალიში მოჰყვა და ასე დავიწყეთ ბალიშებით ჩხუბი, ასე ბავშური თამაშებით გავიყვანეთ დრო ისე დაღამდა ვერც კი შევამჩნიეთ, თუმცა ამ დღის სიუპრიზები ჯერ კიდევ წინ იყო, პოსტი მარტო ელიმ და ბარბარემ როდი ნახა, ის ნინიმაც ნახა და სასწრაფოდ უკან დაბრუნება გადაწყვიტა -უკვე დაღამდა, ახლა რა გავაკეთოთ ნიკ? -რაიმე საშინელებათა ფილმს ვუყუროთ -კარგი რა ჯერ კიდევ კოშმარები მესიზმრება იმ კინოს გამო ერთად რომ ვუყურეთ -კარგი რა მე ხომ ვუყურე იმ დრამას და ხელსახოცებიც ხომ მოგაწოდე ცრემლების შესამშრალებლად, ახლა საშინელებათა ფილმს ვუყუროთ -კარგი როგორც გინდა, რას ვუყუროთ? -წყევლას -ფილმი ჩავრთეთ თუმცა მისი მსვლელობის ნახევარი თვალები დახუჭული მქონდა და ნიკს ვეხუტებოდი, ის კი დამცინოდა და ფოტოებს მიღებდა -როგორც იქნა დამთავრდა -შენ ხომ ყველა მომენტს უყურე დაიღლებოდი აბა რა იქნებოდა -შეწყვიტე ჩემი დაცინვა საძაგელო -ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ბოლო დროს -ნიკის ეს სიტყვები ბოლო წვეთი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე -მარ რატომ ტირი რა დაგემართა? - გაოცებულმა მკითხა ნიკმა, მე კი ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და იმდენად ვიყავით ორივე საუბარში გართული რომ ვერ შევამჩნიეთ სახლში ნინი როგორ შემოვიდა -მაპატიე არ შემიძლია მიყვარხარ და არ შემიძლია იმის ყურება თუ როგორ ხარ ბედნიერი სხვა გოგოსთან, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად და მეგონა თუ ბედნიერების საშუალებას მოგცემდი მე შვებას ვიგრძნობდი, მაგრამ ყოველი წუთი როცა ნინისთან ერთად გხედავ სულიერად მანადგურებს ეს ჩემთვის ნამდვილი წამებაა, ასე რომ შეწყვიტე ჩემთან ასე მოქცევა, დღეს ყველაფერი თითქმის ძველებურად იყო, მაგრამ ის დამავიწყდა რომ შენ სხვას ხვდები, ნიკ ასე ნუ მექცევი შენთან დაშორების ყოველი წამიდან ვკვდები და თუ შენ ბედნიერი ხარ ნინისთან რატომ არ მაძლევ ამ სიყვარულის დავიწყების უფლებას. როგორც კი გადავწყვეტ რომ ცხოვრება გავაგრძელო შენ კვლავ უკან მაბრუნებ და იმ სიყვარულს მახსენებ რომლისთვის ბრძოლაც არ ისურვე, გადაწყვიტე რა გსურს, უკვე დროა გაერკვე საკუთარ გრძნობებში. -აქ რა ჯანდაბა ხდება? -ნინი გაოცებული გვიყურებდა -ნინი როდის მოხვედი? -ნიკი მაშინვე მისკენ გაემართა -სკმარისად დიდი ხანია რაც აქ ვდგავარ, ყველაფერი მოვისმინე და ახსნა მჭირდება -ნინი ერთადერთი რისი თქმაც მე შემიძლია ის არის რომ ნიკი მიყვარს და მისი გაშვება არ შემიძლია დანარჩენი კი შენმა შეყვარებულმა აგიხსნას მე უნდა წავიდე -მარ ასეთ დროს სად უნდა წახვიდე -იქ უნდა წავიდე ნიკ სადაც შენ არ ხარ, ასე რომ გზიდან გამეცალე -მე ჩემი ნივთები ჩავალაგე და კარისკენ გავემართე -მარ არ წახვიდე ჯერ არ დამისრულებია საუბარი -ნიკმა ჩემი შეჩერება სცადა -მე ყველაფერი ვთქვი დანარჩენი ნინისთან გაარკვიე, მე აღარ მსურს ამ შვედურ კოშმარში მონაწილეობა. მორჩა მივდივარ - მე დევიდს დავურეკე და მასთან აგარაკზე წავედი, ახლა ყველაზე მეტად ადგილი მჭირდებოდა სადაც თავის შეფარებას შევძლებდი. ადგილი სადაც შეკითხვებს არავინ დამისვამდა. აგარაკზე ერთ საათში მივედი, კართან ბარბარე და დევიდი დამხვდა, ორივეს სახეზე ეწერა რომ შეკითხვები ჰქონდათ თუმცა მე არ ვაპირებდი მათთვის სასურველი პასუხების გაცემას. ცოტახანს სამივენი ბუხართან ვისხედით, შემდეგ მე აივანზე გამოვედი რადგან ფიქრი მჭირდებოდა, სწორედ ახლა უნდა მიმეღო გადაწყვეტილება თუ როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება და ეს არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მთელი ღამე აივანზე ვიჯექი, ცას გავცქეროდი და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს გაქცევა იყო, მინდოდა გავქცეულიყავი არა მარტო ქალაქიდან არამედ ქვეყნიდანაც, თუმცა გაქცევა არსდროს ყოფილა გამოსავალი, მე არ ვარ ის ადამიანი ვინც პრობლემის გამო ქალაქიდან გარბის. დილით სარწეველა სკამზე ჩაძინებული დევიდმა გამომაღვიძა -პატარავ გაიღვიძე -დილამშვიდობისა ძვირფასო, რომელი საათია? -ჯერ ძალიან ადრეა, წადი საწოლში დაწექი -მე საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 7 საათი იყო -იცი რა დევიდ მე არ მინდა მარტო ყოფნა, ეს სასაცილოა რადგან აქ განმარტოების გამო წამოვედი -კარგი რა მარ არ შეგიძლია დეპრესიაში ჩავარდნა, წამოდი საწოლში დავწვეთ აქ გავიყინებით -მე და დევიდი საძინებელში შევედით გვერდიგვერდ დავწექით და ორივე ჭერს ვუყურებდით, დევიდს ჩემი გამხნევება სურდა თუმცა ახლა ისეთ ვერაფერს მეტყოდა რაც დამამშვიდებდა -დევიდ ჩემმა უბედურმა პირადმა ცხოვრებამ შენი უიქენდი გააფუჭა -არაფერია ჩვენ ქალაქში ვბრუნდებით -რატომ? მეგონა ხვალაც აქ აპირებდით დარჩენას შენ და ბარბარე -ბარბარეს სკოლიდან დაურეკეს, რაღაც სასწრაფო შეხვედრაზე დაიბარეს -ხომ ხედავ მე და ბარბარე შენი თავისტკივილი ვართ, ჩემმა სწავლის სურვილმა ცხოვრება დამინგრია, ეცადეთ თქვენც იგივე არ დაგემართოთ რადგან არ მინდა რომელიმე მხარის არჩევა მომიხდეს, მე ორივე ძალიან მიყვარხართ და მჭირდებით -ამ დროს ოთახში ჩემი და შემოვიდა -ჩაიწიეთ მარტო ძილი არ მინდა -ბარბ სკოლაში რა ხდება? -არაფერ მარ უბრალო შეხვედრა -მისი სიტყვები არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა. რამდენიმე საათის შემდეგ, სამივემ ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ კი დევიდი და ბარბარე ქალაქში დაბრუნდა. მე მარტო დავრჩი, სულ მარტო. წინ მესამე კურსის ფინალური გამოცდები მქონდა, ეს გამოცდები იმის ნიშანი იყო რომ ჩემი საშინელი წელი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა პრობლემა ის იყო რომ მე უნივერსიტეტში წასვლა არ მინდოდა, ამიტომ დეკანს შევუთანხმდი და გამოცდებისთვის ქალაქგარეთ ვემზადებოდი, სახლიდან გაუსვლელად. ნიკს ერთხელაც კი არ დაურეკავს ეს იმის ნიშანი იყო რომ მან ნინი აირჩია, მან გადაწყვეტილება მიიღო რომ ცხოვრება გააგრძელოს ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა ვიპოვო საკუთარი თავი. ქალაქში მხოლოდ რამდენჯერმე წავედი რათა გამოცდებს დავსწრებოდი, ისიც სხვა ჯგუფთან რათა ჩემი მეგობრები არ მენახა. გამოცდების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში მისვლის მიზეზი აღარ მქონდა, არც ნიკის ნახვა მომიწევდა, ეს ზაფხულის არდადეგები ჩემი შანსია ცხოვრება გავაგრძელო, ეს შანსია იმის რომ ჩემი გულიდან ნიკი სამუდამოდ გავუშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.