შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალის ცხოვრება (თავი I)


8-05-2017, 21:08
ავტორი fencer
ნანახია 1 584

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე!
___________
თავი პირველი-ტყუპები
___________
თენდება.
ცაზე მზე მთვარეს ანაცვლებს,გოგონას ოთახში დაუკითხავად იჭრება და თავხედურად იწყებს მის სახეზე თამაშს.
ნატალი იშმუშნება და მზსიგან შეწუხებული თავზე ბალიშს იფარებს.
ძალიან მალე ჩიტების ჟღურტული სწვდება მის ყურთასმენას და ყველაფრისდა მიუხედავად ბედნიერს ეღიმება.
ძალიან მალე მზესა და ჩიტებს მაღვიძარაც უერთდება და გოგონა საბოლოოდ ფხიზლდება.
საწოლზე ჯდება და თითებით თვალებს იფშვნეტს.
-ადგომის დროა!-თავისთავს ომახიანად ეუბნება,თხელ პირსახოცს იღებს და აბაზანაში წყლის გადასავლებლად შედის.
წყლის ქვეშ სულ 5 წუთს ყოფს და ოთახში მალევე ბრუნდება.
თხელ შავ ნაჭრის თავისუფალ შარვალსა და თეთრ მოკლე სახელოიან მაისურს ტანზე ირგებს და თმის გამშრალებას იწყებს.
ოდნავ ნამიან სწორ მხრამდე თმას სავარცხლით ივარცხნის და მხრებზე იყრის.ფეხხზე შავ დახურულ სანდლებს ირგებს,საწოლს ასწორებს,პატარა ჩანთაში საჭირო ნივთებს ალაგებს და სახლიდან უკვე სამსახურში ინაცვლებს.
ერთ მოზრდილ დახვეწილ რესტორანში ოფიციანტად მუშაობს.
რესტორანი მისი ბებიის მეგობარს ეკუთვნის― ქალბატონ ნანას და ეს სამსახურიც სწორედ მან აშოვნინა 6 თვის წინ ანუ მას შემდეგ რაც ნატალის ერთადერთი იმედი ლილი ბებია გარდაიცვალა...
-გამარჯობა გია ბიძია-ზრდილობიანად ესალმება შეფ მზარეულს მას შემდეგ რაც უნიფორმაში გამოწყობილი სამზარეულოში შედის.
-სალამი ჩემო გოგო-თბილად ესალმება გიაც და ისევ საქმეს უბრუნდება.

შეკვეთას შეკვეთაზე იღებს მთელი სამუშაო დღის მანძილზე და საკმაოდაც იღლება.
დღის ბოლო შეკვეთას იღებს და სამზარეულოში ინაცვლებს როდესაც ნანა შედის და მას კაბინენტში იბარებს, ერთ-ერთ მიმტანს კი სთხოვს,რომ მისი შეკვეთა გადაიბაროს.
-დაჯექი ნატალი-ხელით სკამზე უთითებს,ნატალიც უმალ ემორჩილება-მოკლედ რაღაც ისეთი უნდა გითხრა რაც მინდა,რომ სწორად გაიგო-იწყებს ნანა საუბარს
-გისმენთ-ოდნავ ღიმილით ეუბნება ნატალი
-ჩემო გოგო რესტორანში სერიოზული პრობლემები იქმნება ფინანსური თვალსაზრისით და იმისთვის რომ თავიდან ავიცილო გაკოტრება გარკვეული მომუშავე პერსონალის გაშვება მიწევს ან მეორე გზა მაქვს რომ ხელფასები საგრძნობლად შევუმცირო.
სულ უმუშევრობასა და უფულობას კი ჯობს მცირე შემოსავალი გქონდეს თუმცა ისედაც მცირე ხელფასის შემცირებისგან არ ვიცი რა გამოვა.
ამის შესახებ რომ გავიგე ძალიან ავნერვიულდი შენს გამო ხომ იცი ბებიაშენი და შენ ჩემთვის რამდენს ნიშნავთ.
-ნანა ბებო ნუ ნერვიულობთ ჩემს გამო მართლა ხომ იცით როგორ მიყვარხართ-თბილად ამბობს,სკამიდან დგება და ნანას ეხუტება-მესმის თქვენი მართლა.
-ოქრო ხარ ნატალი ბაჯაღლო-ამბობს და თვალები ცრემლებით ევსება-ახვლედიანებზე ხომ გსმენია?
-ჩვენი ქვეყნის საამაყო ოჯახზე?-ღიმილით ამბობს ის-დიახ რათქმაუნდა
-მათი დიასახლისი-მაკა ჩემი ნაცნობია, მოკლედ ახალგაზრდა მოახლეს ეძებენ, მაკასთან რეკომენდაციას გაგიწევ და მიდი მათთან,რაც აქ ხელფასი გაქვს იქ სამ იმდენს გადაგიხდიან და პირობებიც უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ.
-აუცილებლად მივალ მაშინ მათთან-სიცილით თქვა და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე ხმაურიანად.
-კარგი ჩემო ანგელოზო მაშინ მე დავრეკავ დღეს მაკასთან და ხვალ დილით მიხვალ შენ ხო?
-დიახ
-კარგი მაშინ წადი ახლა სახლში.
-ნახვამდის-ღიმილით დაემშვიდობა,უნიფორმა თავისი ტანსაცმლით ჩაანაცვლა და სახლისკენ გაუდგა გზას.

-მშია!-ხმამაღლა გადაჭრით ამბობს და მაცივარს აღებს-იქიდან კვერცხს,პომიდორს,ყველს,მწვანილებსა და მოხარშულ ძეხვს იღებს და მაგიდაზე აწყობს.
შემდეგ კარადიდან პლასტმასის მოცისფრო გამჭვირვალე ჯამი გამოაქვს და კვერცხს,უკვე გახეხილ ყველსა და მწვანილებს ერთმანეთში ურევს,შემდეგ პომიდორს შუაზე ჭრის და ხელის მოჭერით წვენს ჯამში წურავს, დანარჩენს კი იქვე თეფშზე დებს.
ტაფას ცეცხლზე დგამს და 2 წუთის შემდეგ როდესაც ის ხურდება ზეთს ასხამს ცოტას კიდევ ელოდება და შემდეგ წვრილად დაჭრილ მოხარშულ ძეხვს ტაფაზე ყრის.
როგორც კი ძეხვი იბრაწება კვერცხს ასხამს და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ის უკვე მაგიდასთან ზის და გემრიელად მიირთმევს თავის ნახელავს.
უკვე დანაყრებული დგება მაგიდიდან,თეფშს რეცხაცს და საძინებელ ოთახში შედის.
მას სახლი რაღა თქმა უნდა
ბებიისგან ერგო.
სულ ორი საძინებელი,მისაღები ოთახი,ვანა-ტუალეტი და პატარა სამზარეულო აქვს,მართალი ხართ მეტი რად უნდა 23 წლის გოგონას რომელიც მარტო ცხოვრობს სახლში?!
რადგან დავიწყეთ ბარემ ცოტა რაიმეს მოგიყვებით ნატალიზე.
მშობლებით დავიწყებ.
ზურას და ნუცას ერთმანეთი არასდროს ყვარებიათ.
ერთ დღეს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ძალიან ბევრი დალიეს ჰორმონები ვერ დაიოკეს და ...
მოკლედ ნუცა ერთი თვის ფეხმძიმე იყო როდესაც ორსულობის ამბავი გაიგო.
არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მზად იყო ხალხის დამამცირებელი სიტყვები აეტანა თუმცა როდესაც ოჯახში ეს გაჟღერდა აიძულეს ზურა ეპოვნა,ყველაფერი მოეყოლა და ცოლად გაჰყოლოდა.
ზურა არ იყო ცუდი ადამიანი თუმცა სმა უყვარდა.
ნუცას ამბავი რომ გაიგო თავიდან სრული შოკი მიიღო შემდეგ დამშვიდდა,დაფიქრდა და ნუცა ცოლად შეირთო.
პირველი სამი წელი ყველაფერი კარგად იყო.პატარა ნატალი მათ სიცოცხლეს ულამაზებდა.
შემდეგ ყველაფერი აირია, ზურამ სმა დაიწყო,ნუცას ყოველდღე შეურაწყოფას აყენებდა და რამდენჯერმე ხელითაც კი შეეხო.
ერთ დღეს სახლში მისულს ნუცას უგონო სხეული მოხვდა თვალში იატაკზე გაწოლილი გვერდით კი ნატალი ეჯდა და სახეზე უტყაპუნებდა.
ნასვამი იყო მაგრამ შიში მაშინაც მკაფიოდ შეიგრძნო,მისკენ დაიხარა, სახიდან თმა გადაუყარა და ხელი ლოყაზე მიადო.
ღმერთმანი,ის ისეთი ცივი იყო ყინულს მოგაგონებდათ...
მაშინ ყველაზე მძაფრად შეიგრძნო შიშის სუნი...
ძალიან შორს აღარ წავალ მოკლედ გეტყვით-ნუცა კანდელაკი გარდაიცვალა საძილე აბების გადაჭარბებული დოზით.
ზურა გაიქცა...
არა არ გეგონოთ რომ სამართალდამცველების შეეშინდა ან რაიმე მსგავსი.
უბრალოდ ძალიან სუსტი იყო იქ გასაჩერებლად.
ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა თითქოს მათ გარშემო აღარავის არაფერი არ უხაროდა.
მახსოვს ლილის პასუხი როდესაც მისი მეუღლე გივი ანუ ნუცას მამა ზურას პოვნითა და მოკვლით იმუქრებოდა.
-ზურას სანამ მიადგები პირველრიგში ის მოიგონე რომ მასზე ქორწინება ჩვენ ვაიძულეთ გივი! ჩვენ მოვკალით ნუციკო! ჩვენ არ მივეცით უფლება შვილი მამის გარეშე გაეჩინა! ერთადერთი დამნაშავეები ჩვენ ვართ! ჩვენ,რადგან ნუცას აზრზე წინ ხალხის აზრი დავაყენეთ!

ლილიმ ნატალის აღზრდა თავის თავზე აიღო. გივიც მთელი თავდადებით ცდილობდა მათზე ეზრუნა თუმცა 4 წლის შემდეგ გივიმ დატოვა წუთისოფელი...
ზურა არასდროს გამოჩენილა მას შემდეგ...
ნატალიმ სცადა მოეძებნა მას შემდეგ რაც ლილისგან სიმართლე მოისმინა თუმცა უშედეგოდ.
ნატალიმ უმაღლესი განათლება ბებიის წყალობით მიიღო.
ჟურნალისტიკა შეისწავლა,თუმცა ჩვენს ქვეყანაში უპატრონოდ თუ ხარ ვერაფერს მიაღწევ.
არაკომუნიკაბელური გახლდათ და არც მოგობრები ჰყოლია არასდროს და არც შეყვარებული უდაო სილამაზის მიუხედავად.
მამამისის ასლი იყო დედის ლამაზი თვალებით.
სწორი მხრამდე ღია ყავისფერი თმის პატრონი იყო,სავსე მოვარდისფრო- მოწითალო მრგვალი ტუჩები,სწორი ცხვირი და გამოყვანილი ყვირმალები მამისგან ერგო ხოლო ყინულისფერი თვალები დედისგან ისევე როგორც სიმაღლე და ტანის აგებულება.
ხო ცოტა დაბალი იყო-165სმ.
მაგრამ იმდენად პროპორციული ტანი ჰქონდა რომ ჩაგივლიდა მაღალი გოგოს შთაბეჭდილებას გიტოვებდა.

საწოლზე იწვა ხელში ტელეფონ მომარჯვებული და ინტერნეტ ფორუმზე რაღაც უაზრო სტატიებს ჩაჰკირკიტებდა უცნობი ნომრიდან შეტყობინება რომ მიუვიდა ინსტაგრამზე(სხვა სოციალურ ქსელს არ ხმარობს).
•გამარჯობა ნატალი•
წერს უცნობი რომელსაც სახელი და გვარის ნაცვლად ,,უცნობი“ აწერია.
ნატალი პასუხს არ სცემს და თავის ,,პროფაილის“ სურათებს ათვალიერებს.
•რატომ არ მწერ?•
ისევ უცნობისგან მოდის შეტყობინება.
°და რატომ უნდა მოგწერო?°
მკვახედ პასუხობს ის.
•და მაშინ რატომ არ უნდა მომწერო?))•
°მრავალი მიზეზის გამო°
•მაგალითად?•
°მაგალითად შენი სახელიც კი არ ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.°
•გიორგი მქვია უკვე იცი სახელი•
°რა გინდა?°
მობეზრებული სცემს პასუხს და რატომღაც ახალი შეტყობინების მოსვლას ელოდება რომელიც არ აგვიანებს.
•მინდა,რომ გაგიცნო პირადად•
°წარმატებებს გისურვებ ოღონდ ჯერ ჩემი შეყვარებული გაიცანი))°
-ტყუილების თქმაც დავიწყე?-საკუთარ თავს გაოცებული ეკითხება.
•რომ გეყოლება აუცილებლად გავიცნობ თუმცა ჯერ შენთან მაქვს რაღაც რაღაცები მოსაყოლი და გასარკვევი დაიკოოოო•
-ბატონო?!-კვლავ საკუთარ თავს ეკითხება და პასუხის გაუცემლად თიშავს ტელეფონს.
-ხელებს ვშლი და ვყვირივარ ღმერთოოოო ყველა ავადმყოფი მე როგორ უნდა გადამეკიდოს?-სიცილით იხსენებს ინსტაგრამზე შეხვედრილ სურათს მსგავსი წარწერით-ძილინებისა ბე-საცოლი გვერდზე ტუმბოზე დადებულ ჩარჩოში ჩასმულ სურათს სადაც ლილი და ნატალი არიან უნივერსიტეტის დამთავრების დღეს ხელში იღებს კოცნის შემდეგ კი ისევ უკან აბრუნებს და მორფეოსის სამყაროში დგამს ფეხს.
დილა კვლავ მაღვიძარით იწყება!
საწოლზე დგება, იზმორება და აბაზანაში ხელ-პირის დასაბანად შედის.
-რა ჩავიცვა?-კარადასთან მიდის და ტანსაცმლის არჩევას იწყებს.
არც თუ ისე დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ტანზე მუქ ლურჯ ტანზე გამოყვანილ მაღალწელიან ჯინსსა და შავ სადა მაისურს იცვამს და ფეხზე შავ კედებს ირგებს,თმას ცხენისკუდად იკრავს და სამზარეულოში სასაუზმოდ გადის.
***
უზარმაზარი ორ სართულიანი სახლის წინ თვალებ გაფართოვებული დგას.
-გამარჯობა,რა გნებავთ?-დაცვის თანამშრომელი მიდის მასთან.
-გამარჯობა,მოახლის თაობაზე ვარ მოსული ნატალი დევდარიანი.
-აჰ დიახ ქალბატონმა მაკამ გვითხრა თქვენს შესახებ-ჭიშკარს ხსნის დაცვის წევრი და ნატალის ხელით ანიშნებს შიგნით შევიდეს,ნატალი ნაზად იღიმის და მადლობის ნიშნად თავს ოდნავ უკრავს.
ეზოს თვალს ავლებს-ღმერთო რამხელაა აქაურობა!-ფიქრობს თავისთვის და დაცვასთან ერთად შედის სახლში
-ქალბატონო მაკა ნატალი მოვიდა-მისაღებ ოთახში როგორც კი შევიდნენ მიმართა დაცვის თანამშრომელმა სავარძელზე მჯდომ ქალს რომელიც ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა წიგნს.
-აჰ რათქმაუნდა-ფეხზე წამოდგა მაკა და მათკენ წავიდა
-დაგტოვებთ-თავის დაკვრით ამბობს დაცვის წევრი და სახლიდან გადის.
-გუშინ ველაპარაკე ნანას კარგად შეგაფასა-ღიმილით ეუბნება ნატალის-წინა მოახლემ ნახევარი სახლი გაანადგურა,ძალიან მოუხერხებელი იყო...ქრისტინა-გასძახა მეორე ოთახში მყოფ ქალს რომელიც წამში მათთან გაჩნდა.
-დიახ ქალბატონო
-ეს ნატალია,ახალი მოახლე ნატალი ეს კი ქრისტინაა მომსახურე პერსონალის უფროსი,ქრისტინა დააკვალიანე თუ შეიძლება და უნიფორმაც მიეცი-შემდეგ მაჯის საათს დახედა-ნახევარ საათში დემეტრეს გაღვიძება არ დაგავიწყდეთ,მე სამსახურში მივდივარ საღამოს დავბრუნდები,მზარეულს უთხარით რომ ვახშმისთვის რაიმე ხორციანი მოამზადოს.
-როგორც ინებებთ-თავს უკრავს და ნატალისთან ერთად სახლის შემოვლას იწყებს.
-ღმერთო რამხელაა ეს სახლი!-მთელი სახლის მოვლის შემდეგ ამბობს გაოგნებული.
-უზარმაზარია-ქრისტინა კედლის საათს უყურებს-აი ეს უნიფორმა გამომართვი,მე სიტუაცია უნდა გადავამოწმო სახლში ვინ რას აკეთებს მათი კონტროლი გამუდმებით საჭიროა. შენ პერსონალის ოთახში შედი, გამოიცვალე,მოწესრიგდი და დემეტრე გააღვიძე,როგორც გითხარი მეორე სართულზე მარცხნივ პირველივე კარი მისი ოთახისაა-შებრუნდა და წასასვლელად მოემზადა თუმცა ისევ მობრუნდა უკან-დემეტრე სიმპათიური,ეშხიან-შარმიანი, მექალთანე ახალგაზრდა ბიჭია,დედისერთაა და ალბათ ხვდები მაკასთვის რამდენს ნიშნავს,თითქმის ყველა ახალგაზრდა მომსახურე პერსონალი რეალურად მის გამო დაითხოვეს,უბრალოდ ფრთხილად იყავი,მაკამ რომ რაიმე შეგნიშნოს ერთ დიდ შარს მოგდებს-თბილად უთხრა,მხარზე ხელი დაადო და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-ასეთი ოქროსი რა ბიჭი ჰყავს მაკას ნეტა-გაიფიქრა გულში და გაეცინა.
პერსონალის ოთახში შევიდა და უნიფორმა მოირგო,თმა კოსად აიკეცა და დემეტრეს ოთახისკენ დაიძრა.
შესვლამდე დააკაკუნა მაგრამ რადგანაც პასუხი არავინ გასცა ოთახში შევიდა.
აბურდულ საწოლში მკვდარივით ეგდო მამაკაცის სხეული.
მასთან ახლოს მივიდა-მაისურის გარეშე იწვა და ნატალიმ კარგად შეათვალიერა მისი ზედატანი-ტანს ვერ დაუწუნებთ-გაიფიქრა გულში და ჩაიცნა.
-ბატონო დემეტრე ადგომის დროა-ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და ჩაბნელებულ ოთახში მზის სხივები შემოუშვა
-ჰმმმ-ამოიზმუვლა დემეტრემ და ნატალისკენ გადმობრუნდა.
სახეზე შეხედვა და ნატალის გულის შეკუმშვა ერთი იყო.უზარმაზარი ოთახი წამში პატარა ყუთად იქცა რომელშიც თითქმის არ არსებობდა ჟანგბადი.
დემეტრე უსიმპატიურესი ბიჭი გახლდათ.
ნავარჯიშები და მხარბეჭიანი სხეული ჰქონდა,თმასა ყოველთვის დაბალზე ატარებდა ხოლო წვერ-ულვაშს სახეზე არასდროს იჩერებდა.თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი და წითელი საშუალო ზომის ტუჩები ჰქონდა,სახის ნაკვთები ერთმანეთს იმდენად უხდებოდა,რომ ერთ დიდ სრულყოფილებას ქმნიდა.
მწველი მზერა იგრძნო და ფიქრებსაც დაემშვიდობა გოგონა.
ბიჭს შეხედა რომელიც ცოტა არიყოს გაოგნებული სახით პირდაღებული უყურებდა გოგონას რისგამოდაც ნატალი საოცრად უხერხულად გრძნობდა თავს.
არა,არ იფიქროთ ეს ის მზერაა თვალებით რომ აშიშვლებენ თითქოსდა ქალის უნახავი მამაკაცები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.
ისეთი მზერით უყურებდა თითქოს მის წინ რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავი იდგა.
-რა გქვია?-გაუბედავად შეეკითხა დემეტრე გოგონას.
-მე...ნატალი-დარცხვენილმა ამოილაპარაკა საკუთარი სახელი.
-ნატალი?-ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან.
-დიახ-შეშფოთებულმა,სიტუაციაში ვერ გარკვეულმა გასცა პასუხი ნატალიმ.
-კარგი...ისა-აშკარად დაბნეული იყო დემეტრე-გმადლობ,რომ გამაღვიძე,მე რომ წავალ ოთახი შემდეგ დაალაგე-ეს ნიშანი იყო,რომ ნატალი უნდა გასულიყო.
გოგონა ოთახიდან ფერებგადასული გამოვიდა.
-ნეტა რა მოელანდა?-ამოილაპარაკა თავისთვის და არეული ოთახების დალაგებას შეუდგა.
-ნატალი პირველიდან ორსაათამდე შესვენებაა-ქრისტინამ უთხრა გოგონას-დაისვენე და შემდეგ გააგრძელე შენი საქმე.
-სამზარეულოში შეიძლება ყოფნა?-გაუბედავად დაუსვა კითხვა
-რათქმაუნდა მიშკა გაჭმევს კიდეც,ამ სახლზე ჩემო გოგო გარეთ დადის საოცარი ჭორები თორემ შიგნით მართლა კარგი დამოკიდებულებაა ერთმანეთისმიმართ.
ნატალი არაფერს ეუბნება უბრალოდ უღიმის და სამზარეულოში გადის.
ბარის მაგიდაზე ჯდება და ხეკში ტელეფონს იმარჯვებს.
•შემხვდები?•-ხსნის ერთი საათის წინ შემოსულ შეტყობინებას რომელიც ,,უცნობს“ ეკუთვნის.
°არა°-მოკლედ პასუხობს და სურათების თვალიერებას იწყებს.
•ახლა დაგირეკავ და ზედმეტი ბავშვობების გარეშე მიპასუხე•-წერს მოულოდნელად და ტელეფონზე დაბლოკილი ნომრიდან ზარიც არ იგვიანებს.
ვერ გადაუწყვეტია უპასუხოს თუ არა,ბოლოს მაინც პასუხობს და ზუსტად ამ დროს შემოდის დემეტრე სამზარეულოში რომელიც აშკარად უფრო აკონტროლებს სახის მიმიკებს.
-გისმენთ-მკაცრი ხმა აქვს ნატალის.
-გამიხარდა რომ მიპასუხე-ესმის სასიამოვნო ბარიტონი ტელფონის მეორე მხრიდან.
-იმისთვის დამირეკეთ რომ ეგ გეთქვათ?-თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ ბოლო ,,თ“-ებს გამოკვეთილად ამბობს.
-არა,როგორ ხარ? რაღაც ახალი ამბავი გავიგე და მაინტერესებს მართალია თუ არა
-ვა მე კიდე საერთოდ არ მაინტერესებს იმ ადამიანის ინტერესები რომელსაც არ ვიცნობ-მკვახედ პასუხობს თუმცა ყურმილს მაინც არ თიშავს.
-ძალაინ გთხოვ არ გვინდა ეს ,,უცნობებს არ ველაპარაკები“ დიალოგები
-არ გიცნობ ადამიანო ვინ ხარ და რა გინდა წარმოდგენა არ მაქვს და რატომ უნდა მქონდეს შენთან დიალოგის გაბმის სურვილი?
-საბა მქვია და შენი გაცნობა მინდა-გაღიზიანებული პასუხობს ბიჭი.
-საბა მქვია და შენი გაცნობა მინდა-აჯავრებს ნატალი-არადა გუშინ გიორგი გერქვა-ამის თქმაზე ყურებდაცქვეტილ დემეტრეს რომელიც იქვე მაგიდაზე ზის და ნამცხვარს მიირთმევს უჩვეულოდ ეღიმება.
-ოჰ დაგიმახსოვრებია-თითქოს თავს იძვრენს ყმაწვილი.
-აუ იცი რა?მაგრად არ მაინტერესებს გიორგი გქვია,საბა,ნიკა,ლუკა,სანდრო,ანდრია თუ ჯემალი გამანებე თავი,აღარც მომწერო და აღარც დამირეკო რა-ამბობს
გაღიზიანებული და ყურმილს თიშავს.
-უცნობი თაყვანისმცემლები?-უკნიდან ესმის ხმა და შიშისგან ლამის შემაღლებული სკამიდან ვარდება.
-ისა...-იბნევა,არ იცოდა სამზარეულოში თუ იყო დემეტრე-დაახლოებით-მოკლედ პასუხობს და თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
-რა უნდა?-კვლავ ღიმილით ეკითხება დაბნეულ გოგონას.
-არაფერი, ვიღაც არანორმალურია უბრალოდ-პასუხს ალეწილი სახით ცემს-ისაუზმებთ?-მოწიწებით ეკითხება ბიჭს.
-ჩაი მინდა მხოლოდ თუ შეგიძლია.
-რათქმაუნდა-ფინჯან ჩაის ამზადებს და დემეტრეს წინ დგამს.
-შესვენების დრო გაქვს ხო?
დიახ
-მოდი დამეწვიე ნამცხვარზე მაშინ-ამბობს და დამატყვევებლად იღიმის.
-ისა...არ მინდა...გმადლობთ-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს.
-თუ ნამცხვარი არ გინდა უბრალოდ ჩამოჯექი,არ მიყვარს საუზმისას მარტო რომ ვარ ხოლმე.
-კარგი-აღარ ეწინააღმდეგება გოგონა და მაგიდაზე ადგილს იკავებს.
-რა გვარი ხარ ნატალი?-მაშინვე უსმევს პირველივე კითხვას.
-დევდარიანი-საოცრად უხერხულად გრძნობს თავს ნატალი როდესაც დემეტრეს გაღიმებულ სახეს აწყდება,იცით როგორი სახე აქვს? ,,მართალი ვარ,არ შევმცდარვარ“.
-რამდენი წლის ხარ?-შემდეგ კითხვაზე გადადის ის.
-23-ს
-მე 25-ს. უმაღლესი განათლება გაქვს?
-დიახ, წესით ჟურნალისტი ვარ პროფესიით
-და მაშინ მოახლდ რა გესაქმება?
-2-ჯერ მომეცა შანსი რედაქციაში,რომ მემუშავა მაგრამ ორივეჯერ უბრალოდ სულელირ თემებზე უნდა მეწერა სტატიები და უარი ვთქვი,ფრჩხილის ლაქებზე და თმის ნიღბებზე წერას ისევ ეს მირჩევნია-რატომ დაუდგენელია თუმცა აშკარად ძალიან გაიხსნა საუბარში ნატალი.
-მე ბიზნესფაკულტეტზე მომიწია სწავლა ოჯახური პანიკების გამო-ამბობს და იცინის.-და ან ძმა გყავს?
-არა მაგრამ ძალიან მინდა,ისეთი გრძნობა მაქვს რომ ჩემს სულს აკლია დედმამიშვილი
კიდევ ცოტა ისაუბრეს.
-კარგი ჩემი წასვლის დროა,შეხვედრამდე-უღიმის დემეტრე და სამზარეულოდან გადის.
***
მომდევნო ორი კვირა საკმაოდ სასიამოვნოდ გადის.
დემეტრესთან თითქოს ყოველ დღე უფრო და უფრო ახლოვდება-არა,განა რაიმე განსაკუთრებული მაგრამ უკვე შენობით ელაპარაკება და საკმაოდ გახსნილადაც.
უცნობს რაც შეეხება გიორგის თუ საბას
მხოლოდ ერთხელ მიწერა ინსტაგრამზე ,,რას შვები? როგორ ხარ?“-ო და სულ ეს იყო.
ისევ ახვლედიანებთან იყო,უკვე ოთხი საათი სრულდებოდა დემეტრე და მისი ძმაკაცები რომ მოვიდნენ.
ნატალი მისაღებში იყო და მტვერს წმენდდა.
-პრივეტ ნატუკ-მასთან ახლოს მივიდა დემეტრე ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და თმა აუჩეჩა.
ნატალიმ მისალმების ნიშნად უბრალოდ გაუღიმა-ეს რომ დედაშნმა დაინახოს ყელს გამომჭრის ალბათ-ამოიბურდღუნა ნატალიმ და ისევ მტვერს მიუბრუნდა.
-ბიჭებო ეს ნატალია-,,ეს“ ყველაზე მეტად გამოკვეთა და ბიჭებს ნატალიზე მიუთითა-სადაა ლუკა?-სამ ბიჭს ერთდროულად დაუსვა კითხვა.
-გარეთ,მამამისს ელაპარაკება!- ერთ-ერთმა გასცა პასუხი და სამივე გოგონასკენ დაიძრნენ.
-ნატალი ესენი ჩემი მეგობრები არიან გიორგი,საბა და ილია,კიდევ ერთი ლუკაა და რომ შემოვა სახლშიბიმასაც გაგაცნობ-გოგონა ყველას ესალმება თუმცა ცოტა გაკვირვებულია დემეტრეს საქციელით.

და ზუსტად მაშინ როდესაც ოთახში ახლად შემოსული ლუკასა და ნატალის თვალები ერთმანეთს აწყდება ყველაფერი ჩერდება|შეშდება.ოთახში ჰაერი ქრება,ყველაფერი ქრება მათ გარშემო, იმ წანს მხოლოდ ის ორი არსებობს.
განცვიფრებულნი,უსირცხვილოდ პირდაღებულნი მიშტერებიან ერთმანეთს.
ნატალი უყურებს და ამოუცნობი გრძნობა ეუფლება.
არა ეს არ არის მუცელში გაჩენილი პეპლების ფარფატი ან დინოზავრების მიმოსვლა. ეს სულ სხვა გრძნობაა,თითქოს მუცლის ღრუში მდებარე ყველა ორგანო მწყობრიდან გამოდის და გოგონას უკვე მუხლები ეკეცება.
,,ვინ არის?“ ,,რატომ მეცნობა?“ ,,ვის გავს?“
უამრავი მსგავსი კითხვა უტრიალებს თავში და თვალს არ აშორებს ის მწვანე თვალებს,შემდეგ სახის ნაკვთების სათითაოდ შესწავლას იწყებს.მოყავისფრო თმა,
გამოყვანილი ყვირმალები,მოწითალო-მოვარდისფრო მრგვალი სავსე ტუჩები,სწორი ცხვირი.
,,ან ეს ბიჭი ჩემი ასლია ან მართლა სულ დავდებილდი“ საკუთარ თავს ეუბნება ნატალი და თვალს ვერ აცილებს ლუკას.
ჰო ლუკა?
ლუკასთან ცოტა სხვანაირადაა,ალბათ იმიტომ რომ ლუკამ ნატალის არსებობს შესახებ იცის! აქედანვე გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით რომ ,,უცნობი“ სწორედ რომ ლუკა იყო.
ოთახში შესულს პირველი თვალში გოგონას სიფრიფანა სხეული მოხვდა
და გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა. არა,კი იყო წესით მასთან შესახვედრად მზად მაგრამ ფაქტის წინაღე რომ დადგა კი ნახეთ რომ რობოტივით გაშეშდა.
,,ღმერთო ამაზე მეტი სილამაზე ქვეყნად არსებობს?“-ნატალის ათვალიერებდა და გულში ღმერთს ესაუბრებოდა.
,,მამა მართალი იყო, ჩვენ ორივე ძალიან ვგავართ ერთმანეთს“.
პირველი ლუკა მოვიდა გონზე და ნატალიც გამოაფხიზლა.
-გამარჯობა-ლუკას ხმის ამოღება და გოგონა ისევ ფიქრს მიეცა.
,,ეს ხმა...ჯანდაბა საიდან მეცნობა?... ნატალი დამშვიდდი და დაფიქრდი საიდან გეცნობა ეს ხმა.“ და უცებ გონება გაუნათდა.
,,ნუთუ ის არის? არა,არმჯერა...შეიძლება უბრალოდ მსგავსი ხმები აქვთ“
თავთან სპეცსაბჭო გამართა და საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ეს ის ბიჭი იყო.
-გამარჯობა უცნობო-სიტყვა ,,უცნობი“ განსაკუთრებულად გამოყო და ბოდიშის მოხდით გაეცალა იქაურობას.
,,მიცნო“-სულელივით გაეცინა ლუკას.
-დროა ლუ-ილიამ მხარზე ხელი დაკრა და ანიშნა რომ ნატალისთან საუბრის ზუსტი დრო და ადგილი იყო.
ისიც სამზარეულოში გაჰყვა მას.
-უნდა ვილაპარაკოთ-გადაჭრით უთხრა მას ლუკამ
-ვმუშაობ ბატონო ლუკა და ხელს ნუ შემიშლით.
-კარგი ახლა არ გვინდა ეს სწერვა სცენები.
-უკაცრავად?-წამოენთო ნატალი-ხომ გითხარი გამანებე თავითქო?-მობეზრებულად უთხრა-ავადმყოფი ხარ შენ ვიღაც და ნუ გადამეკიდები ძალიან გთხოვ-ძლივს ალაგებდა სიტყვებს.
-კი მითხარი თავი გამანებეო მაგრამ მე არ დაგთანხმებულვარ, არის რაღაც რაც არ იცი და მე ვალდებული ვარ გაგაგებინო, წადი გამოიცვალე და სადმე გავიაროთ.
-ლუკა გამანე...
-ნატალი აღარ გამამეორებინო გთხოვ.
-აუ რა გინდა?
-ვერ გაიგე რა მინდა? არ გინდა რა ეს უაზრობები გამოიცვალე,გელოდები.
-ჯანდაბა-ამოიოხრა გოგონამ და გასასვლელისკენ გავიდა
-გამოიცვლი ხო-ეჭვშეპარვით ჰკითხა.
-ხო გამოვიცვლი გამოვიცვლი-ამოიბუზღუნა და სამზარეულოდან გავიდა.
მისი გასვლა და სამზარეულოში ბიჭების შემოცვენა ერთი იყო.
-ისეთი ათრთოლებული გამოვიდა-დაიწყო საბამ
-აუ როგორი ლამაზია ხო?-ეს ილია იყო
-სასწაულია-ეს კი მომღიმარი გიორგი გახლდათ.
-ლუკენს-შეპარვით დაიწყო დემტრემ-რაიმე მაინც უთხარი?
-არა,არაფერი. გავალთ ახლა ჩვენ და ვილაპარაკებთ.
-წარმატებები ძმაო-თითქმის ერთ ხმაში უთხრეს ბიჭებმა.
***
-რაიმე კაფეში გირჩევნია დაჯდომა თუ პარკში-მღელვარე ხმით დაიწყო ლუკამ მას შემდეგ რაც სახლი დატოვეს.
-არ ვიცი შენ უმგაქვს სათქმელი და შენი სათქმელის მიხედვით სადაც გირჩევნია.
-აუ არ ვიცი და მითხარი რა სად გირჩევნია შენ-დათმობაზე წავიდა ლუკა
-მაშინ სადმე პარკში დავსხდეთ.
***
სკამებზე ისხდნენ ერთმანეთის მოპირდაპირედ უხმოდ.
-იქნებ დაიწყო-სიჩუმით ნერვებ მოშლილმა ცოტა უხეშად უთხრა ლუკას.
-ჰო რათქმაუნდა-გამოცოცხლდა ლუკა-აუ ახლა გაკვირდებოდი და როგორ ვგავართ ფიზიკურად ერთმანეთს ხო?-ღიმილით უთხრა ნატალის.
-არა-მკვახედ დააბრეხვა პასუხი. ,,არა ეს ტყუილები ძალიან შემეჩვიჳნენ მგონი ხო?“.
-არადა იმენა copy-paste ვართ-გადაიხარხარა ლუკამ.
-ამის სათქმელად გამომიყვანე?
-აუ რა უჟმური ხარ ტო?-გაიცინა კვლავ და ღრმად ჩაისუნთქა-არ ვიცი საიდან დავიწყო,როგორ გავაგრძელო ან როგორ დავასრულო.იმ პერიოდიდან რაც ცხოვრება დავიწყე, ვიმეორებ არსებობა არა ცხოვრება ანუ ათი წლის ასაკიდან,მამაჩემი წყალობით ყველაფერი მქონდა,კარგ სკოლაში ვსწავლობდი,4 საოცარი ძმაკაცი მყავდა,გარეგნობაც ხელს მიწყობდა,მამას ფინანსური მდგომარეობაც,თავზე დახვეული თაყვანისმცემელი გოგონებიც ბოლო თაობის ტელეფონი,
ე.გ ,,ზმანი“.აი საერთოდ ყველაფერი მქონდა ყოველთვის რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს მაგრამ ყოველთვის არსებობდა ჩემში რაღაც ამოუცნობი სიცარიელე, ადრე ვთვლიდ რომ ეს უდედობის ბრალი იყო მაგრამ არა ეს სულ სხვა გრძნობა იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სული მქონდა გახლეჩილი.
ხშირად ვფიქრობდი ჩემთავთან ამაზე მაგრამ პასუხებს ვერა და ვერ ვპოულობდი.სულ რაღაც
ოთხი თვის მაშინ როდესაც ბიჭებთან ერთად კლუბში ვიყავი მამაჩემმა მთხოვა სახლში სასწრაფოდ მივსულიყავი რომ რაღაც აუცილებელი საქმე ჰქონდა.
ვიფიქრე ცუდად იყო და სწრაფად გავეშურე სახლისკენ.
იქ მისულს საშინელი სურათი დამხვდა,დამეფიცება ასეთი მამაჩემი არასოდეს მინახავს.
ცარიელი არყის ბოთლები ეგდო იატაკზე თვითონ ლაც ძირს იწვა და გულამოსკვნილი ტიროდა,მაშინ ყველაზე სუსტი ადამიანი დავინახე მისი სახით და გული ათასჯერ დამეფლითა-კარგად ხედავდა ნატალი რამენად უჭირდა საუბარი ლუკას და გულწრფელად ტკიოდა გული მის გამო. რატომ? თვითონაც არ იცის!
-შეგიძლია შეწყვიტო მოყოლა და გიჭირს...
-არა,არა-ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და თხრობა განაგრძო-სწრაფად წამოვაყენე და იქვე ტახტზე გადავაწვინე,უგონოდ მთვრალი უაზრო ბგერებს გამოსცემდა და რაღაცას ტკივილამდე მოთქვამდა.
აბაზანაში შევიყვანე და ტანასცმლიანად დავაყენე გრილი წყლის ქვეშ,არ ვიცი როგორ მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და ისეთი თვალებით შემომხედა გული მომიკვდა.,,გთხოვ არ შემიძულო ამის მოყოლის შემდეგ,მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი“-სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო თხრობა.
,,გახსოვს დედაშენის გარდაცვალებაზე რომ მოგიყევი? ყველაფერი ტყუილი იყო! მე და დედაშენის ქორწინებაზე გითხარი რომ ფეხმძიმობის გამო შედგა, სინამდვილეში მე და მან სიყვარულით ვიქორწინეთ,ქორწინების პირველ წელსვე მშობლები გავხდით ოღონდ არა ერთის არამედ ორის,ტყუპების!სამიბწელიბერთმანეთთან იდეალურად ვცხოვრობდითქო რომ გითხარი არ მომიტყუებიხარ, შემდეგ ერთ დღესაც დედაშენი ღალატის დროს გამოვიჭირე,ვცადე მართლა ვაცდე მაგრამ სიამაყის გამო ვერ ვაპატიე და სახლიდან სულ გინებით წამოვედი... ორი კვირა საერთოდ კონტაქტი არ მქონია არც შენთან,არც შენს დასთან და არც დედაშენთან.მეთხუთმეტე დღეს ლილიმ დამირეკა დედაშენის დედამ კივილით და მითხრა რომ ნუცამ თავი მოიკლა. საძილე აბების ზედმეტი დოზა მიიღო და თავი მოიკლა გესმის? ჩემი ბრალია ნუცა რომ დღეს იმ დამპალ კუბოში და მიწაში წევს,ჩემი თავმოყვარეობის!უნდა მიმეცა მეორე შანსი!
შემდეგ დავკრძალეთ...
ერთი კვირის შემდეგ ლილიმ მასთან დამიბარა.
,,ტყუპები ჩემთან იცხოვრებენ და შენ აორთქლდი ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო“.
ტყავიდან ამოვხტი,თქვენზე უარს ვერ ვიტყოდი...
ბოლოდ შეთანხმებამდე მივედით,რომ ტყუპები უნდა გაგვეყო,ამაზე რთული ჩემთვის არაფერი ყოფილა თუმცა იმ დროს ვფიქრობდი,რომ სხვა გზა არ მქონდა შენ ჩემთან დარჩი ხოლო შენი და ნატალი კი ლილისთან“- თვალცრემლიანი ლუკა ასრულობს მამის ნათქვამის მოყოლას და ამ ხნის მანძლზე პირველად უყურებს გოგონას თვალებში რომელიც ცრემლებს არ იკავებს და მთელი განცდით უხმოდ ტირის...
-ლუკა და-ძმა ვართ?-მთელ დედამიწაზე ალბათ მსგავსი სიდებილის კითხვა რომ არ არსებობდა მაინცდამაინც ნატალიმ დააბრეხვა.
-ხო ნატალი და-ძმა ვართ.გაგების დღიდან შენი პოვნა და გაცნობა დავიძრახე და 2 თვის წინ გიპოვე ინსტაგრამზე, თითქმის ერთი თვის წინ კი პირველად მოგწერე,უნდა გენახა როგორ კანკალით გწერდი თითოეულ ასოს...
-ლუკა-ფეხზე წამოდგა ნატალი და ცრემლები შეიმშრალა.
-გისმენ-თავდახრილმა ხმადაბლა ამოილაპარაკა ლუკამ.
-შემომხედე-არ ვიცი სად იპოვა ამ პატარა გოგომ ამხელა ძალა საკუთარ თავში-ლუკა შემომხედეთქო-ლუკას უმოქმედობის შემდეგ კიდევ ერთხელ გაუმეორა და ნიკაბზე ოდნავ შეახო თითები.
-რა იყო?-ჩამწყდარი ხმით დაუსვა კითხვა,ალბათ ჩემსავით ისიც ნატალის აფეთქებასა და პანიკაში ჩავარდნას ელოდა.
-პირველად ვგრძნობ თავს ასე სრულყოფილად და იცი ბედნიერი ვარ!-აზრზე მოსვლა არ აცადა ისე დაიხარა და მთელი გრძნობით მოეხვია ძმას. ეს იყო და უკვე ჰაერში ფრიალებდა გოგონა.



№1  offline წევრი Tuska

Kaiaa gaagrdzelee raa <3

 


№2  offline წევრი isterichka123

dzan kaia gagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent