შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( XIII)


9-05-2017, 17:58
ავტორი სუად
ნანახია 1 277

დავსხედით და ჩემს თავს მაინც ვაკონტროლებდი , რადგან ძალიან მშიოდა . ხუთი საათის განმავლობაში ვიჯექი და ჩემს ჩემოდნებს ვიცავდი ,ეს კი რათქმაუნდა დამღელი იყო.ლუკასმა შემოვთავაზა რომ დავიწყოთ მირთმევალაურას გაეღიმა და სტაფილოს სალათი გადაიღო , მეც ასევე სალათი გადავიღე . ლუკასმა სამსაურზე დაიწყო ლაპარაკი .
-ლუის , შენ სად მუშაობდი ?
-მეტალურგიური ქარხანა იყო ერთი , რკინის მადანს გადავადნობდით.
-გასაგებია...ანაზღაურება როგორი იყო ?
-არც თუ ისე ბევრი, თუმცა პატარა ქალაქში და პატარა სახლში არაფერი გვაკლდა მე და ლაურას.
-ლაურას მხოლოდ სიყვარული აკლდა... (ჩუმად ჩაილაპარაკა ლუკასმა ,მაგრამ მე ხმა არ ამოვიღე,რადგანვიცოდი დაიწყებდა იმის მტკიცებას,რომ არაფერი უთქვამს.)
მე უკვე ვახშმობა დავასრულე და ლაურას ველოდებოდი .ლუკასსაც დაესრულებინა ვახშმობა და ალბად ისიც ჩვენ გველოდებოდა .ამასობაში პატარა კარებიდან მსახურმა გამოიხედა, ჩვენს წინ დადგა და მაგიდასთან ნარჩენი თეფშების ალაგება დაიწყო . ლუკასი ფეხზე წამოდა და გავიდა, ლაურაც გაყვა ,ბოლოს კი მეც გავედი .ლაურა თავის ოთახში ავიდა , მე კი დარბაზში დავრჩი .ლუკასიც წავიდა . მოკლედ,მე მომეცა იმის შესაძლებლობა რომ ეს სახლი სრულყოფილად დამეთვალიერებინა . ისიც გამახსენდა, რომ დღეს ათი საათისთვის ვიწრო წრეში წვეულებას მართავს ლუკასი .ალბად მსაურები სწორედ გაგიტომ აქეთ-იქით დაეხეტებიან , რომ სადარბაზო ლამაზად მოაწყონ. მეც იქვე ვიდექი და ვამოწმებდი, თუ ერთმანეთში როგორ თანხმდებოდნენ . ამ დროს კი არც ლაურა ჩანდა და არც ლუკასი , ალბად ისინიც ემაზდებიან ამ საღამოსათვის . მე ისევ მომზადება არ მინდოდა, რადგან კარგი პერანგი მეცვა, ეს კი კარგად გამოიყურებოდა ჩემს ტანზე. ისევ გავაგრძელე დარბაზი დათვალიერება, თითქოს მუზეუმის ექსპონავტები ყოფილიყოს თითოეული ნივთი .ამასობაში ლუკასიც გამოვიდა და სულ სხვა რამ ემოსა . ლაურაც სწორედ იმ დროს ჩამოვიდა და ამჯერად შავი კაბა ემოსა,რომელიც მე მისთვის არ მიჩუქეებია .ალბად ესეც ლუკასის საჩუქარი იქნებოდა. ლუკასმა ხელი გაუწვდინა კიბესთან მდომს და ლაურა მოაცილა .მე მივედი ჩემს მეუღლესთან და გვერდით დავუდექი . ლუკასმა კი განაცხადა ,რომ სტუმრები მალე გვეწვეოდა .აი ამ დროს გაიღო კარი და მდიდრულად ჩაცმულმა მოხუცმა ქალმა ფეხი შემოადგა .ლაურას გაუხარდა ამ ქალის შემოსვლა, ალბად იმიტომ რომ ერთმანეთს იცნობდნენ .
-დეიდა ლარა ! დეიდა ლარა!
გაჰყვიროდა ლაურა და ქალს მოევია თბილად , ამ მოხუცებულსაც ძალიან გაუარდა და კოცნა დაუწყო .
-როგორ დაქალებულხარ ჩემო ლაურა .როგორი მშვენიერი შეიქმენი .არ ვიცოდი თუ აქ დამხვდებოდი.როგორც ჩანს ლუკასი არ დაგვიწყებია ...
მოხუცებული ლარა ელაპარაკებოდა ლაურას, ხოლოლაურა უამბობდა თუ რისთვის იყო აქ .როდესაც ჩემი სახელი ახსნა თითქოს სახე შეეჭმუხნა , ალბად ესეც უცხოობის ან რიდის ბრალია . მივედი ქალთან და კრძალვით მივესალმე :
-ნება მომეცით მოგესალმოთ მადამ ...
მან ხელიგამომიწოდა მეტი ამპარტავნობით .ესეც ფრანგულ-პარიზული თავის ხელში აყვანის მაგალითი იქნებოდა.
-დიდი ხანია იცნობთ ლაურას ახალგაზრდავ ?
-არა, თუმცა უკვე კარგად ვიცნობ .
ვუპასუე მე , ის კი გვერდით დამიდგა და კითხვებს მაძლევდა .
-ძალიან გიყვარს?
-რათქმაუნდა მადამ.
შემდეგ ფიქრი განაგრძო და ლკასთანმივიდა, ხელი ჩაჰკიდა . ლაურა კი გვერდით დადგა და მასთან მივედი.
-ლაურა ეს ქალი ვინ არის ?
-ლუკასის დედა , დეიდა ლარა.
-ხასიათით როგორ გვანან ეთმანეთს ...
ეს ვთქვი და ჩუმად ჩამეცინა, ხოლო ლაურამ ყურაღება აღარ მომაქცია .
ისევ გაიღო კარები და ვიღაც ახლაგაზრდა წყვილი შემოვიდა, რათქმაუნდა მდიდრულად გამოიყურებოდნენ . მოხუცებულ ლარასთან მივიდნენ და მოესალმნენ, ლარამ კი ლაურას ხელი სტაცა და მათთან მიიყვანა .
-გაიცანით , ეს ლაურა გახლავთ , ლუკასის ბავშვობის საუკეთესო მეგობარი .
მათ ლაურასაც მიესალმნენ ,თუმცა მე ? ალბად არ ვიყავი საჭირო ,რადგან ეს სახლი და მოსალმებაც მხოლოდ მდიდრებს ეხებოდა.
ხალხი კიარა, უფრო სწოედ მდიდრები ნელ-ნელა მოდიოდა სადარბაზოში, მუსიკის ხმა გრძელდებოდა და ნაზი ჰანგემი მართლაც რომ მამხნევებდა . ღამის ჭაღი ანათებდა უზარაზარ ოთახს და მსახურებს ხელს არ უშლიდნენ აქეთ-იქით სიარულში . უცებ გაისმა ვალსის ხმა , ყველა საცეკვაოდ გავიდა და მეც ლაურასთან მივდი , თუმცა ის მოუცებული დამხვდა .
-რას ეძებ ყმაწვილო ?
-ჩემს მეუღლეს .
-ლაურა ?ლუკასმა საცეკვაოდ გაიწვია , ნახე როგორ ცეკვავს , როგორ ჰაეროვნად .ერთმანეთს როგორ ნაზად ეპყრობიან .ჩემი შვილი ძალიან განათლებულია და ვიცი რომ ლაურა მასთანბედნიერია . მოდი პირდაპირ გეტყვ კარგი ?
-რა გნებავთ ?
-შვილივით მიყვარხარ და გეტყვი , რომ ლაურა ბედნიერი აქ იქნება , ჩემს ლუკასთან ერთად . ეს დიდი შეცდომა იყო როდესაც შენი ცოლი გადა .
-მე არ მაინტერსებს სხვა როგორ ფიქრობს , მთავარია ლაურა რას ფიქრობს . მისი ფიქრები კი ჩემთან უზომო სიყვარულია .
-როგორც ჩანს შენ არ იცნობ ლაურას .მოგითხო იმის შესახებ რომ ჩემს შვილს დიდი ხანი უყვარდა?!
-დიახ მიამბო , ისიც აღნიშნა რომ ეს უბრალო, სულელური გატაცება იყო მხოლოდ
-არა, ცდები შვილო . მოდი ლაურა სრულყოფილ ბედნიერად აქციე ...ნუთუ არ გიცდია ?
-ლაურა ბედნიერი მხოლოდ ჩემთან არის ,სრულყოფილი ბედნიერი თავის მეუღლესთან არის !
-ნუ მეწინააღმდეგები , ვიცი როგორია ცხოვრება! მას უნდა გაუგო .
-მეც გამეგება საკუთარი ცხოვრება, თუმცა არანაერი უფლება გაქვთ ჩაერიოთ ჩემსა და ლაურას სიყვარულში.
-მე არ ჩავერევი , ეს დრო თავისით მოვა .
-ცდებით...
ეს ვთქვი და ცეკვაც დასრულდა, ხოლო გახარებული ლაურა ჩემთან მოვიდა. მე ხელი მოვკიდე და საძინებელ ოთახში ავიყვანე . გზაში კი ბეუბებოდა , კითხვებს მისვამდა თუ რას ვჩადიოდი .პასუხს ჯერ-ჯერობით არ ვაძლევდი .ყველაფერი მომაკვდავი მოხუცის ბრალი იყო .რათქმაუნდა ტყუილებით თამაშობდა, რადგან ჩემი ჩამოშორება უნდა.ლაურა ავიყვანე საძინებელ ოთახში.
-ლუის რა მოგივიდა ?
-გიყვარვარ ?
-ეჭვიანობ ლუის ?!
-არა .გიყვარვარ ?
-იქნებ მორჩე ამ სცენების ხლართვას და ამიხსნა რა მოხდა ?
-ის მოხუცებული ეშმაკი ...
-ვინ ?
-ლარა !როგოორი ქალია, როგორ მელაპარაკა, ჩემი ჩამოშორება უნდა .
-კარგი ლუის , ნუ მიაქცევ ყურადღებას . ამისთვის გაბრაზდი ? ამისთვის ხარ ცუდად?
-კარგი, მაპატიე , მიყვარხარ ...
ეს ვთქვი და ლაურა გულში ჩავიკარი , როგორ არმინდა მისი დაკარგვა . ამ სალში კი რამოდენიმე დროით დარჩენა გვიწევს .
-ქვევით უნდა ჩავიდეთ .
-კარგი მოვივარ .
ისევ ,ჩვეულებრივად კიბეზე ფეხს ვადგავდით და ლაურას ხელი ჩავჭიდე , იმ ქალის შემხედვარე .ეს საღამო მართლაც ცუდად მიმაჩნდა უკვე . მე არ ვნერვიულობ იმაზე თუ ლაურას ვუყვარვარ, ან არა. მე მჯერა რომ ვუყვარვარ და ის ყველაზე,ყველაფერ ზემეტად მიყვარს ,რაც უფლისმიერ არის შექმნილი .
-ლაურა, გთხოვ გვერდიდან ნუ მომშორდები .
-ბავშვივით ნუ იქცევი ლუის !
-მოდი იმ ქალთან მივიდეთ და ყველაფერს აგიხსნის !
-შეიშალე ?გაგიჟდი ? ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ ?!
-იმიტომ, რომ მიყვარხარ !
-ლუის , დამშვიდდი და სტუმრებს გაეცანი . ამ სახლში ცხოვრება თუ გინდა მათ უნდა მოსუმინო.
-მე არ მინდოდა ...
როდესაც ეს წარმოვთქვი ლაურამ სიმწრის თვალები მომაპყრო . თითქოს მე ვიყო დამნაშავე ამ ყველაფერში . ალბად გავა ეს დროც და ლაურაც გაიგებს თუ როგორ მიყვარდა , ან როგორ მიყვარს . მე კი ვერ ავიტან იმას , რომ ამ ქალმა დაგვაშოროს . შემიძლია სიცოცხლე შევწირო , მივუძღვნა ადამიანების გვამი , რათა დავუმტკიცო ,რომ მე ის მიყვარს . მტკიცებულება არსებობს , ეს ჩვენი ქორწინებაა და ვერავინ გაბედავს ჩვენს დაშორებას . უბრალოდ ლაურას დრო სჭირდება , რათა გაერკვას ყველაფერში. მე კი მას დავეხმარები , ოლო ვიბრძოლებ ამ დიდგვაროსნებთან ,რათ დავუტკიცო ჩები ძალაუფლება . ახლა კი გასაგებია, თუ ლუკას რატომ არ გაუხარდა, არ ესიამოვნა ჩემი აქ ყფნა . ან თუნდაც იმ მოხუცებულს . რომ არ გამომიწოდა ხელი როდესაც მოვესალმე , ან რისთვის მიწოდა ,,შვილო’’ , თუ არა ცუდი საქმის ჩადენისათვის მომიწოდებდა . მათ სურს ლაურა მივატოვო, ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალია . როდესაც ლაურას დავეთანხმე აქ წამოსვლა , უსიყვარულო, სიძულვილით და ღალატით აღსავსე ქალაქ პარიზში . ამიერიდან ყველაფერი უკვე გვიანია, საკმაოდ გვიანია . მე გავყიდე სახლი, დავტოვე ქალაქი და ახლა ურწმუნოების წინაშე ვდგავარ. სახლი, რომელიც მორთულია ათასგვარი მდიდრული ფასეულობებით , ისეთივე ღარიბია როგორც მაწანწალები ფიზიკურად . მაწანწალები მდიდარია თავიანთი სულით ,ღირსებითა და სხვა ადამიანზე პატივისცემით . ისინი ააფერს მოითხოვენ , გარდა დახმარებისა . ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არაფერს, ჩვენ გვსურს მხოლოდ ჩვენ ვიყოთ სუფთები, მდიდრები და მორწმუნეები უფლის წინაშე . გვიყვარდეს სხვა, რომელიც მოვა დრო და ზურგს გაქცევს , არ მოგისმენს და დაუჯერებს ეშმაკს, რომელმაც განაცხადა ,, თქვენი დაშორება მწყურია’’. არა!ეს არასდროს მოხდება, მე თვით ამ ეშმაკს შევებრძოლები . გზიდან მოვიცილებ მოღალატეს, რომელმაც ჩემი გრძნობები,სიყვარული, მამაკაცის ცრემლები და მოკრძალება არასდროს დააფასა . მე ამას შევძლებ და დავიცავ ერთადერთ, ღვთისაგან ნაბოძებ მეუღლეს .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent