შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

festina lente(2)


9-05-2017, 21:59
ნანახია 3 464

დილით დარიას ადრე გაეღვიძა.მაშინვე მისი ოთახისკენ გაიქცა,მაგრამ მხოლოდ სუფთად აკეცილი საწოლი დახვდა.დემეტრე კი არსად ჩანდა.დარიას ჩაეღიმა,მოეწონა წესრიგის მოყვარული ადამიანი რომ აღმოჩნდა დემეტრე.უცებ გაემზადა და სამსახურში წავიდა.მისვლისთანავე მოაყარეს აურაცხელი საქმე.გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და საქმეს შეუდგა.ვერ იტანდა აქაურობას.მეპატრონე ერთი გასიებული და მექალთანე ღორი იყო.დარია მარდად დაძვრებოდა მაგიდებს შორის და შეკვეთები მიქონდა.ერთ მაგიდასთან ვიღაც აყროლებული კაცები იჯდნენ.დარიამ მათ შეკვეთა მიუტანა და ის იყო უნდა მობრუნებულიყო რომ ერთმა უკანალზე ხელი წაავლო.დარიამ მაგიდაზე დადგმულ ცხელ ყავას ხელი სტაცა და მელოტ თავზე გადაასხა.
-შე პატარა ძუ*ნა.იღრიალა კაცმა და ის იყო დარიასთვის უნდა დაერტყა რომ დარიამ ფეხი მუცელში ჩაარტყა.კაცი ტკივილისგან ჩაიკეცა და აღმუვლდა.აურზაურზე მეპატრონე მოვარდა.
-რა ხდება?იკითხა მან და დარიას მკაცრად გადახედა.
-ეს ღორი ხელებს მიფათურებდა.მშვიდად უპასუხა გოგონამ.
-თქვეს კაფეს ვუჩივლებ და გაგაკოტრებთ.დაიღრიალა მელოტმა,რომელსაც ადგომა მოეხერხებინა.
-არანაირი ჩივილი არაა საჭირო,ეს გოგო ბოდიშს მოგიხდით.მლიქვნელური ხმით ჩაილაპარაკა მან და დარიას მომთხოვნად გადახედა.
-არავითარ შემთხვევაში არ მოვიხდი ბოდიშს.ამ ღორმა თვითონ უნდა მომიხადოს ბოდიში.ჩაიცინა დარიამ
-როგორ ბედავ?!ახლავე მოუხადე ბოდიში ან გაგაგდებ.დაიღრიალა მეპატრონემ.
-მე თვითონ წავალ.მშვიდად თქვა დარიამ,წინსაფარი მოიხსნა და მეპატრონეს ფეხებთან მიუგდო.
გაცეცხლებული გამოვარდა კაფიდან.შიგნეული ეწვოდა და თვალებში ცრემლი მოსწოლოდა.არიტირებდა.ის ღორები მისი ცრემლსბის ღირსი არ იყვნენ.საათს დახედა,უკვე 3 სრულდებოდა და ლექციები ეწყებოდა.ნაბიჯს აუჩქარა და მალე მივიდა დანიშნულების ადგილამდე.აუდიტორიაში უხმაუროდ შევიდა და თავისი ადგილი დაიკავა.უკვე მეორე კურსზე იყო,მაგრამ ჯგუფელების უმრავლესობას არც კი იცნობდა.რა მომაბეზრებელი იყო ყველაფერი.თავი გააქნია და გვერდზე გაიხედა.შეამჩნია რომ ერთი ბიჭი დაჟინებით უყურებდა.დარიას უსიამოვნო გრძნობამ გაკრა.თავი მოაბრუნა და ბიჭს პირდაპირ თვალებში შეხედა.
-რას მომაშტერდი? დაიღრინამან.
ბიჭი შეკრთა და თვალი აარიდა.
ლექციებს გვიან მორჩა,უკვე ღამე იყო.სახლში დაღლილი ავიდა დამაშინვე სააბაზანოში გაიქცა.სამსახურიდან წამოვიდა,ფულს ვეღარ იშოვნიდა.რა უნდა ექნა?ნათესავიც არავინ ყავდა დახმარება რომ ეთხოვა.სასწრაფოდ ახალი სამუშაო უნდა ეპოვნა.აღარ უნდოდა მათხოვრობა.არ მისცემდა ცხოვრებას უფლებას,ისევ იმ დღეში ჩაეგდო.დარიამ ამოიხვნეშა და სააბაზანოდან გავიდა.მაცივარში ცოტა სალათას წააყდა და რადგან საჭმლის მომზადება ეზარებოდა,ის შეჭამა.თეფში გარეცხა და დასაძინებლად გაემართა.როცა წვებოდა შეამჩნია რომ საწოლზე რაღაც იდო.აიღო და ხელში სამაჯური შერჩა.მასზე ასო „დ„ იყო ამოტვიფრული.
-დემეტრე.ჩაიღიმა გოგონამ და სამაჯური ხელზე მოირგო.
ნეტავ სად იყო ახლა დემეტრე.რატომ არ დაემშვიდობა გოგონას.ან რატომ უნდა დამშვიდობებოდა,დარია ხომ მისთვის არაფერს წარმოადგენდა.
დარიამ ამოიოხრა და საბანში გაეხვა.დემეტრეზე ფიქრი არაფერს არგებდა,ამას ჯობდა სამსახურზე ეფიქრა.ჰო,ხვალ აუცილებლად მოახავს რამეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent