ნამდვილი სიყვარული (13)
თავი 13 სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე, შაბათი დილა. მე ჩემი ნივთების გადატანა დავიწყე კამპუსში, იმ ნივთების რომელიც არდადეგებზე წამოვიღე, მიდნოდა ყველაფერი მომეწესრიგებინა მანამ სანამ სწავლა დაიწყებოდა, თანაც იმედი მქონდა რომ მარტო ვიქნებოდი, მაგრამ შევცდი სწორედ მაშინ როცა ტანსაცმელი ამოვალაგე და განტვირთვის მიზნით ყავას ვიკეთებდი, კარი გაიღო და ოთახში ნინი და ნიკი შემოვიდა. -დილამშვიდობისა მარიამ აქ არ გელოდი -ღიმილით მითხრა ნინიმ -მე იქ ვარ სადაც ჩემი ადგილია, აი შენზე კი იმავეს ვერ ვიტყვი -გამარჯობა მარიამ -სიტუაციის განსამუხტად ნიკიც მომესალმა -გამარჯობა, ნიკ ცალკე უნდა ვისაუბროთ -ცალკე სასაუბრო რა გაქვთ ნიკი მე არაფერს მიმალავს -ნინი მარტო დაგვტოვე -მკაცრად უთხრა ნიკმა-რაზე გსურს საუბარი?-მინდა კაპუსის საბუთების მოწესრიგებაში დამეხმარო, სანამ სწავლა დაიწყება მანამ უნდა მოვასწროთ თორემ არამგონია შემდეგ ამისთვის დრო გამოვნახოთ -ნიკს სახე შეეცვალა თითქოს ის სხვა რამის მოსმენას ელოდა -კარგი საბუთები დახურულ უჯრაშია -კარგი დავიწყოთ. -მე და ნიკმა ყველა საბუთი მოვაწესრიგეთ, რამდენიმე საათი ვმუშაობდით ერთად და ერთმანეთისთვის ხუთი სიტყვაც არ გვითქვამს, ნიკმა რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება თუმცა უშედეგოდ. კვირა საღამოს საერთო საცხოვრებელში დევიდი დაბრუნდა, თუმცა მარტო ელიზაბეტი მასთნ ერთად არ მოსულა. დევიდმა როცა დამინახა მაგრად მომეხვია და ჰაერში დამატრიალა -როგორ მიხარია პატარავ აქ მარტო რომ არ დამტოვე -მარტო რატომ შენი ძმა ხომ აქ არის? -ცნობისმოყვარეობით აღვივსე -მაგ ყეყეჩის დანახვა არ მსურს -დევიდს სახეზე სიბრაზე დაეტყო -რატომ რა მოხდა? -კიდევ უფრო ჩავეძიე -როგორ თუ რა მოხდა, ჩემი საყვარელი გოგო ევროპის მეორე ბოლოში წავიდა და არ ვიცი კიდევ როდის ვნახავ, ნიკმა კი შენზე ისე მარტივად თქვა უარი, შენ ხომ აქვე ცხოვრობ, მოპირდაპირე ოთახში -არ გინდა დევიდ, ის მოპირდაპირე ოთახში სხვა გოგოსთან ერთად ცხოვრობს -ჩვენი საუბრის დროს მისაღებში ნინი შემოვიდა -მეგონა რომ ნიკის და მარიამის ურთიერთობაზე საუბარი დასრულდა, მაგრამ არა თქვენ ისევ განაგრძობთ ამ არაფრის მომტან განხილვებს -და შენ რა პრობლემა გაქვს, დაუპატიჟებელო სტუმარო? -გაბრაზებულმა დევიდმა დაუყვირა ნინის, ამ დროს კი ოთახიდან ნიკი გამოვიდა, სწორედ ამ წამს ვიგრძენი რომ კარგად აღარაფერი იქნებოდა, მე კვლავ ამ დაძაბულობის შუაგულსი აღმოვჩნდი, ჩემი დის წასვლამ კი ყველაფერი გაართულა დევიდისთვის. -დევიდ რატომ უყვირი ნინის? -მშვიდად ჰკთხა ნიკმა ძმას -იმიტომ რომ ცხვირს იმაში ჰყოფს რაც მისი საქმე არ არის -ვერ დაგეთანხმები დევიდ, რაც ნიკს ეხება მეც მეხება -ძმებს საუბარი გააწყვეტინა ნინიმ -ამჯერად რაღა მოხდა? -დაღლილი ხმით იკითხა ნიკმა-ნიკ საყვარელო არ მინდა ჩვენს გარშემო სულ იმაზე საუბრობდნენ თუ როგორ მიატოვე მარიამი და მე ამირჩიე -ამ სიტყვების გაგონებისას სიცილი ვერ შევიკავე, ჩემს სიცილზე დევიდსაც სიცილი აუტყდა ნინიმ გაოცებულმა შემოგვეხდა -სასაცილო რა ვთქვი გოგონა? -პირველ რიგში მე შენი გოგონა არ ვარ და მერეც ნიკი მე მივატოვე შენ კი მას იარების მოშუშებასი დაეხმარე -ვერ ვიჯერებ ნუთუ მართლა გჯერა რომ ნიკს უყვარხარ, ნუთუ მართლა ასეთი ბრმა ხარ -თავი ვერ შეკავა დევიდმა -საკმარისია თქვენ ორმა შეწყვიტეთ, ეს ჩემი არჩევანია თუ არ მოგწონთ თქვენი პრობლემაა -ხმამაღლა და გარკვევით მიგვიჩინა მე და დევიდს ჩვენი ადგილი ნიკმა -კარგი არ გინდა ნიკ საერთოდ არ მაინტერესებს ვისთან გაქვს სექსი, ეს მეორე ხარისხოვანია ჩემთვის -მე ნიკს გავუღიმე და სამზარეულოსკენ გავემართე -დევიდ წამოდი ყავა დავლიოთ -დევიდიც გამომყვა -არა ეს სულელი გოგო ჭკუიდან მშლის -დამშვიდი დევიდ შენ განშორების გამო ხარ განაწყენებული, ჰო მართლა ელი რატომ არ დაბრუნდა? -ის არ იცხოვრებს საერთო საცხოვრებელში, გადაწყვიტა დიტოსთან იცხოვროს -მაგარია როცა დაელაპარაკები შეახსენე რომ მოთხოვნის ფურჩელი შეავსოს -ეგ რა ჯანდაბაა? -ეს საბუთია იმის რომ კამპუსიდან წავიდა -კარგი, როგორც გინდა -დევიდ ჩემს დას დაელაპარაკე? -თავი ვერ შევიკავე რომ შეკითხვა არ დამესვა -კი ყოველ საღამოს ვსაუბრობთ სკაიპით -მოწყენილი სახით მითხრა დევიდმა -მიხარია რომ ცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას, არ მინდა რომ თქვენც ჩემი და ნიკის ბედი გაიზიაროთ -ისევ ამაზე საუბრობ? როგორ ვერ დაიღალე წარსულზე წუწუნით, ნუთუ ვერ ხვდები რომ ეს არაფერს შეცვლის -საუბარი ნიკმა შეგვაწყვეტინა-ვერ ვიჯერებ, აქამდე როგორ დაეცი, საიდან მოიტანე რომ რაიმეს შეცვლა მინდა, ახლა როცა გიყურებ ბედნიერიც კი ვარ რომ არაფერი გამოგვივიდა -მე ავდექი და საძინებელში -ყოჩაღ ნიკ ნაგავივით რომ მოექეცი ამან თავი უკეთ გაგრძნობინა? -არა დევიდ ასე რომ ვექცევი თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს რომ ჩვენს შორის აღარაფერი შეცველება მე ნინის ვერ მივატოვებ -ნინი მართლა ისე გიყვარს რომ ვერ მიატოვებ? -ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია დევიდი -მე მის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს - ეს სიტყვები თქვა ნიკმა და წასვლა დააპირა თუმცა დევიდმა ამის უფლება არ მისცა -ნიკ არ დაუშვა რომ ნინისთან მხოლოდ მოვალეობის გამო დარჩე, რადგან თუ ნინისთან მხოლოდ მოვალეობის გამო იქნები, მაგით სამი ადამიანის ცხოვრებას დაანგრევ -ვის ცხოვრებას გულისხმობ? -შენსას, ნინისას და მარიამისას -მარიამის ცხოვრებას ამაზე უფრო ვეღარ დავანგრევ -ამ სიტყვებში იმაზე მეტი სიანული იგრძნობოდა ვიდრე დევიდი მოელოდა -ძმაო კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე, ისე არ გამოვიდეს რომ უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დაწვა -მადლობა რჩევისთვის დევიდ მაგრამ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება -იმედია ეს გადაწყვეტილება ბედნიერებას მოგიტანს -დევიდისა და ნიკის საუბარს, ნინი ყურს უგდებდა და როდესაც ნიკი საძინებელში შევიდა იქ ნამდვილი დრამა დახვდა -გილოცავ ნიკ -გაბრაზებულმა ნინიმ დაუყვირა ნიკს -რა ჯანდაბა მოხდა? -ნიკმა გაოცება ვერ დამალა -ის მოხდა რომ გავიგონე დევიდს რაზეც ესაუბრებოდი, გავიგონე თუ როგორ უთახრი რომ ჩემთან მოვალეობის გამო ხარ -ჯანდაბა ნინი მე ეს არ მითქვამს -ვიცი რომ ის გოგო ისევ გიყვარს, მაგრამ უფლებას არ მოგცემ მისგამო მიმატოვო, მე ვერ გამომიყენებ და შემდეგ ძველი ნივთივით ვერ მიმაგდებ -ნინის ყვირილი მთელს კამპუსს ესმოდა, სტუდენტებისგანრამდენიმე საჩივარიც კი შემოვიდა, მე დიდხანს ველოდი რომ ჩხუბს შეწყვეტდნენ თუმცა ეს არ მოხდა ამიტომ მათი საძინებლის კარზე დავაკაკუნე რათა ნინისთვის გაჩუმება მეთხოვა, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა -მაგარია აქ ჩვენი ჩხუბით დასატკბობად მოხვედი? -ნინი კარგად ხარ? აქ უბრალოდ იმის სათხოვნელად მოვედი რომ ცოტათი ხმას დაუწიო -თავის გამართლება ვცადე, მეგონა ამით ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა ნინი, თუმცა შევცდი -ეს ყველაფერი შენს გამო ხდება, საერთოდ რატომ დაბრუნდი აქ საცხოვრებლად, როგორც კი გამოჩნდი მაშინვე აგვერია მე და ნიკს ურთიერთობა -ყვირილს განაგრძობდა ნინი, მე თავი ვეღარ შევიკავე და დავუყვირე -საკმარისია, შენ ვერ გადაწყვეტ სად ვიცხოვრებ მე, შენ კარგად იცოდი ნიკი რასაც გრძნობდა ჩემს მიმართ თუმცა ამან მის საწოლში ჩახტომაში ხელი ვერ შეგიშალა -მარი რას გულისხმობ? -წყნარად იკითხა ნიკმა, მე ნინის მკლავში ხელი მოვკიდე და სამზარეულოში გამოვიყვანე ნიკიც უკან გამოგვყვა -ზუსტად ერთი წლის წინ მე და შენ ამ სამზარეულოში ყავას ვსვამდი, სწორედ მაშინ მითხარი რომ იცოდი ნიკი ჩემს მიმართ რასაც გრძნობა ასე რომ მე ნურაფერს მაბრალებ ახლა რაც ხდება შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბრალია, ახლა კი პატივი დამდე და ყვირილი შეწყვიტე ან კამპუსს დაგატოვებინებ -აბა სცადე ჩემი გაგდება -ნინი კვლავ ხმამაღლა გაჰყვიროდა -ჩემი გამოწვეა აი ეს არის შენი ყველაზე დიდი შეცდომა -მე თავი ვეღარ შევიკავე, ამდენ ხნიანი თავშეკავების შემდეგ, დაცვას დავურეკე. რამდენიმე წუთში კარზე კაუკუნი გაისმა, მე კარი გავაღე -მის რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? -მკითხა დაცვის თანამშრომლებმა -ეს ქალბატონი კამპუსიდან მიაბრძანეთ -მე ხელით ნინისკენ მიუთითე -როგორც იტყვით მის -დაცვის თანამსრომლები ნინის მიუახლოვდნენ და წასვლა სთხოვეს -გოგონა გამოგვყევით თუ შეიძლება -არავითარ შემთხვევაში, შენ მე აქედან ვერ გამაგდებ -უკვე გავაკეთე ეს ნინი, ასე რომ ნახვამდის -ცინიკურად გავუღიმე მას-გოგონა გამოგვყევით თუ არა და ძალით მოგვიწევს თქვენი წაყვანა -ეს ასე არ დამთავრდება -ნინის სხვა გზა არ ჰქონდა ამიტომ დაცვას გაჰყვა, მე კი კარის დახურვის წამიდან ვინანე ჩემი საქციელი, ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ შევძელი თავის შეკავება და ნინის დონეზე დავეშვი, ამას არ ვიცი ვაპატიებ თუ არა საკუთარ თავს -მეგობრებო თქვენთან ნამდვილად ვერ მოიწყენ -სიცილით გვითხრა მისღებში მდგომმა დევიდმა -არ გინდა დევიდ ახლა არა -მე და ნიკი ორივე ჩვენს საძინებლებში წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.