ცოდვილი მამაკაცი XIV
დილით ადრე გავიღვიძე, რადგან მაინტერესებდა ამ სახლის ბაღი . როდესაც საწოლიდან წამოვდექი ლაურას გადავხედე და ეძინა , სახეზე დაღლილობა ეტყობოდა . შემდეგ კარადიდან ახალი სამოსი გამოვიღე და ჩავიცვი . სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და კარები გავაღე . ამ კარების წინ როგორც ვახსენე მომრგვალებული, ტალღისებრი კიბე იყო . ჩავირბინე და მსახურები წინ მომეგება.სადარბაზოს მთელი ღამის განმავლობაში ასუფთავებდნენ . ის მოხუცებული ეშმაკი უკვე წასული ყოფილა , ღამე აქ არ გაუტარებია. ლუკასს როგორც ჩანს ეძინა ალბად . მე სადარბაზო გავიარე და ეს დიდი კარები შევაღე რომელიც ეზოს უკავშირდებოდა. გავედი აივანზე, ორი კიბე იყო ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. ორივე ასევე ტალღისებრი ფორმის . როდესაც ამ სახლს ავღწერ , თითქოს სიამოვნებას მგვრის თითოეული ადგილი, მაგრამ შიგ მაცხოვრებლები მეტად არაბუნერივი ხალხია . გული მტკიოდა როდესაც აქ ჩამოვედი და მოსალმების ნაცვლად , არც პატივისცემა მერგო . შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი , რომ მე უბრალო ადამიანი ვარ , ღარიბი და უსუსური.გავიარე ასე ფიქრით მინდორი და ერთი მსახური შემხვდა ,მივედი მასთან . ახალგაზრდა გოგო იყო , თაფლისერი თვალები, მოკლე თმები და მომღიმარე სახე .არაფერს აკეთებდა და მე მიცქერდა.გამიკვირდა, რას შემომციცინებს მეთქი და ვკითხე ახალგაზრდა გოგოს : -რა გნებავთ ? -მე გაბრიელა მქვია, თუ გნბავთ გაბი დამიძახეთ. გულში გავიფიქრე რაიმე ხიფათებს ხომარ მიწყობს მეთქი და საქორწილო ბეჭედი წიგ გავუთამაშე, იმის მაგალითად რომ მე დაოჯაებული ვარ . მაგრამ არც კი შეიმჩნია და წავლასაც არ აპრებდა . -მე ლუისი ვარ .სასიამოვნოა თქვენი გაცნობა . -ლუის , როგორც გავიგე წიგნებს წერთ . არ გინდათ მეც მომიძღვნათ ? ეს რომ წამოროშა მე ძალიან გამეცინა . წიგნი დავწერო ასეთ უბრალო მსახურზე ?! ეტყობა მეტად გაუნათლებელი გოგოა, მე რომ ამას მეკითხება ალბად არც კი უფიქრდება . -წიგნს უბრალო ადამიანებზე არ ვწერ . პასუხი არ გგაუცია და გვერდით ჩამომიჯდა, მიახლოვდებოდა და გულში ვფიქრობდი რომ გავცლოდი ამ გოგონას , რომელიც ცოდვებმა აიტაცა . -ძალიან მიკვირს ასეთ ლამაზ კაცს ამ სახლში პატივისცემა როგორ არ მეპოვება. -მომისმინეთ ქალბატონო! ეგ თქვენი საქმე არ გახლავთ და ჯობია გამეცალოთ , თქვენს სამსაურს მიხედეთ. -მე თქვენს დახმარებას ვცდილობდი. ქალმა უნებურად ტირილი დაიწყო , ძალიან გამიკვირდა რას ხლართავს მეთქი.ეს ყველაფერი თამაში მეგონა . -მე თქვენ მიყავრხართ ლუის ! ძალიან მიყვარხართ , ამას როგორ გაიგებთ ? როგორ უნდა მივდედ ? მიყვარხართ და ვერ ავღწერ . მე იმაზე მეტად მიყვარხართ ვიდრე თქვენი მეუღლე .ვიდრე მას უყვარხართ თქვენ ! -რას როშავ გაბრიელა ?! თავიდან მომშორდი და ამას ნუ გაიძაღი , დაივიწყე . -როგორ დავივიწყო სიყვარული ? რა გავაკეთო ... მაპატიეთ გთხოვთ . ქალი ტირილს ისევ განაგრძობდა, როგორც პატარა ბავშვი . მე კი მისი დამშვიდება არც კი მიცდია . პირიქით , მისგან გაცლას ვცდილობდი . როგორ შეიძლება მსაური შემიყვარდეს ? ან როგორ შეიძლება ლაურას ვუღალატო ? არა, გამორიცხულია . -გაბრიელა, მე დაოჯახებული ვარ და სხვა გრძნობა არ გამაჩნია, გარდა ჩემი ლაურას სიყვარულისა .ეს უნდა გაიგო და გესმოდეს ახალგაზრდა ქალბატონო . პასუხი არც კი გაუცია. ერთ ხეს შესცკეროდა და ტირილს განაგრძობდა . ვინ იცის ეს გრძნობა როდითგან აწვს ამ საცოდავ ქალს . მე არაფრის გაკეთება შემიძლია, ან როგორ დავეხმარო . ფეხზე წამოვდეი და იქაურობას მოვცილდი , უკან არც კი მომიხედავს . გზაშვი ვფიქრპბდი , იქნებ ეს ლუკასის დედის ჩახლართული ამოცანა იქნება მეთქი, რომელიც ჩემს ჩამოცილებას ლამობს .ძნელია ლაურას აუხსნა ყოველივე და დავითანხმო იმაზე , რომ უკან დავბრუნდეთ , ჩვენს პატარა ქალაქში . სააც არავინ არ დაგვიშლის ცოლ-ქმრობას . ამაზე ფიქრით ვაგრძელებდი გზას და ბოლოს სახლამდეც მივედი . სადარბაზოს გავლის შემდეგ არავინ არ შემხვედრია , არც ლუკასი ჩანდა. საძინებელში ავედი და მსახურმა შემაკავა . -ბატონო , გთხოვთ გამომყევთ დღევანდელი სადილი რომ დაგვიგემოვნო . -დიდი პაივია ჩემთვის ... ლაურასთან აღარ შევსულვარ და ა ქალბატონ მსახურს სამზარეულოში გავყევი .ირგვლივ შემწვარი ინდაურის სურნელი ტრიალებდა და ერთ ყუთში მოთავსებული იყო მკვდარი კურდღლბის ,,ხროვა’’. თითქოს გულის ამრევად მოსჩანდა გატყავბული კურდღლები,არანაერი მათი ფაფუკი ბეწვეული . მხოლოდ ძარღვებიღა მოჩანდა . მსახურს მივუახლოვდი და ვკითხე : -როგორ დაგეხმაროთ ? მან ქვაბში , სადაც ინდაური იყო მოთავსებული და იხარშებოდა , მოდიდო კოვზი ჩადო და წვენი ამოიღო . -აი, ეს დამიგემოვნეთ. როგორია ? -ჰმმ . გემრიელია .ეს ცალკე წვნიანადაც გამოდგება . ძალიან კარგია . -ესეც ვიცოდი ! დიდი მადლობა ბატონო ლუის . ქალს იტალიური აქცენტი დაჰკრავდა . ალბად იტალიიდან იქნებოდა წარმოშობით.დამაინტერესა მისი აქცენტი და ვკითე : -იტალიელი ხარ ? -დიახ, სიცილიიდან . ხუთი წელია რაც პარიზში ვცხოვრობ და სამი წელია რაც ამ სახლში დავიდგი ბინა. -გასაოცარია სიცილია . ჯერ არ ვყოფილვარ ,თუმცა ალბად მოვხვდები ოდესმე და მოვინახულებ . -დიახ , საუცხოო ადგილია,თუმცა რაც წყობა შეიცვალა იქ გაჩერებაც არ ღირს . -გასაგებია . მაფია არა ? -დიახ, მაფია . სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყავთ ხალხი, რათა შექმნან მაფია და პოლიტიკას , უფრო სწორედ, პოლიტიკოსებს დაუპირისპირონ . -გასაგებია ... მე დაგტოვებთ ახლა, წვნიანი მართლა საუცხოო იყო . -და სად მიდიხართ ? -რა მოხდა? -არაფერი, უბრალოდ ლუკასმა ... -რაო ლუკასმა ?რა დაგიბარათ ? ამ დროს კარების ხმა გავიგონე ,სამზარეულოში ლუკასი შემოვიდა და პერანგს ისწორებდა. -არაფერიც არ დამიბარებია ლუის ... -კარგი , მე დაგტოვებთ . გამოვიარე სამზარეულო და უკან როდესაც გავხედე დავინახე, რომ ლუისი ქალს რაღაც თემაზე ელაპარაკებოდა . ალბად სადილის მოწყობაზე საუბრობდნენ. ავიარე კიბე და ლაურასთან უნდა შევსულიყავი , როდესაც კარები თვითონ გამოღო და წინ მომეგება . -ლუის , სად იყავი ? -ბაღში , შემდეგ აქ მოვდიოდი მაგრამ მსახურმა შემაჩერა და სამზარეულოში გამიყვანა, რათა სადილი დამეგემოვნებინა . -მე ასეთი დღის მიუხედავადდ მეძინა . რატომღაც დავიღალე მთელი დღის განმავლობაში ხეტიალით. იქნებ დღეს საჯირითოდ გავიდეთ ? -რა თქმა უნდა, ეს თუ სიამოვნებას მოგანიჭებს. ლუკასი ვნახოთ ? -არა, მე ვიცი სადაც აქვს ფერმა . არ არის საჭირო .ჩვენ აქ ვცხოვრობთ უკვე და თავი ბედნიერად უნდა იგრძნო. -ისაუზმე ? -როგორ ? ახლა გავიღვიძე . -ხო , სულ არ გამხსენებია . არ ვუფიქრდებოდი . -კარგი წაიდეთ . მე უკვე მზად ვარ . -იქნებ გვესაუზმა ? -მოდი სადილს დაველოდოთ , გვიან გავიღვიძე და არაფრის ჭამა არ მინდა . -კარგი, მაშინ არც მე მინდა . ერთად ვისადილოთ . სადარბაზოში ჩავედით და საათს ავხედე , დილის თერთმეტი საათი იყო . ერთ საათში კი სადილიც იქნებოდა .ლაურას საჯინიბოში გავყევი და ამ დროის განმავლობაში ცხენებით თავს ვირთობდით. შემდეგ , როდესაც დაიღალა სალში დავბრუდით . თვითონ სააბაზანოში შევიდა, მე კი მას ველოდებოდი . მთელ ტანზე აუტანელი სუნი დამტრიალებდა , რათქმაუნდა ცცენის, რომელიც ოფლისაგან იწურებოდა. ყველაზე საზარელი ის არის,რომ ცხენის მგუდავ ოფლს ადამიანის ოფლიც ერწყმოდა. სასაცილოდ ჟღერს ეს ყოველი და მართლაც რომ ნაგავში ამოვლებულს ვგავარ . ლაურა როდესაც გამოვიდა სააბაზანდან მე უკვე მზად ვიყავი . შემდეგ მოწესრიგდა და ქვევით , სადარბაოში ჩავიდა სადაც ლუკასი იყო შუა წერტილს გაჩერებული. მეც შევედი სააბაზანოში და გადავივლე რაც შეიძლებოდა მეტი წყალი, რათა ეს უხეში ოფლის სუნი გამქრალიყო .სააბაზანოც მდიდრული რომ ჰქონდათ . ყველაფერი თეთრ და ნაცრისფერ ფერში , ერთმანეთში შეხამებული ავეჯითა და სხვა ნივთებით . კარგად მოვწესრრიგდი და ოთახში გამოსვლისას სუფთა პერანგი შევარჩიე, ჩავიცვი, თმებიც დავივარცნე . კარები გავაღე საძინებლის და კიბეზე გადავედი . ტალღისებრად ჩავუყევი კიბის დინებას . სადარმაზოში ლუკასი იდგა, როდესაც ჩავედი მოტრიალდა და ლაურაც იქვე იყო , მის უკან .გამოვიდა და ლუკას ხელი ჩასჭიდა . გამეღიმა , მათ ხომ ასეთი კარგი მეგობრობა აკავშირებდათ .იქვე ლაურას მივუახლოვდი და ლუკასმა ლაპარაკი დაიწყო . -სადილიც მალე მზად იქნება , თქვენ სად იყავით ? -საჯინიბოზე , კარგად გავერთეთ. უპასუხა ლაურამ. მსახური სამზარეულოს კარებიდან გამოვიდა და სასადილოდ მიგვიწვია . ლუკასმა ხელები განზე გაშალა, თითქოს წინ მიმაცილებდა, მაგრამ ლაურას არ მოვშორებივარ .სასტურმრო ოთახში შევედით და თითქოს შიმშილის გრძნობამ ახლა შემაწუხა .ლაურას შევცქეროდი და ჭამას ანალებდა, ან არ უნდოდა ან კი ამას ძალით ჩადდიოდა . ასევე ლუკასიც იგივეს იმეორებდა. მე უკვე მოვრჩი და ისინი იქ დავტოვე . ხოლმე როდესაც წარსულს გადავხედავ , ვხედავ რომ ლაურა სულს სვა ადამიანი იყო , შემდეგ რაღაც გარემოებამ შეცვალა ის . ახლა კი სულ სვა ქალად მევლინება , თითქოს გულში რაღაცას ინაავდეს . საძინებელში ავედი და საწოლზე იმ წამლის ყუთი შევამჩნიე, რომელსაც ლაურა ყოველ ღამით ირებს . უკანა მხარეს გადავხედე და ლათინურად რაღაც ეწერა, მე ცოტათი თუ გამეგებოდა ამ ენის შესახებ . ჩავუყევი ამ ნაწერს და ფრანგულად ეწერა ის, რისი წაკითხვაც მეორედ არ ღირდა . არვიცი როგორ მოუვიდა ეს თავში, გონებაში რომ ეს წამალი, უფრო სწორედ, ეს საწამლავი მიეღო რათა არ დაორსულებულიყო . ვისგან ?რათქმაუნდა ჩემგან . მეტად გამაოგნებელი შემთხვევაა, ამას ვერც ვერასოდეს გავიფიქრებდი , რომ ლაურას ამას ჩაიდენდა . მას არაფერი არ სურდა და თავს იტანჯავს , ოჯახი არ სურს და ამას მიმალავდა . რისთვის ლაურა ?! რისთვის ?! ამას გონებაში გვიძახოდი . მახსენდება ახლა ის ღამე როდესაც ჩურჩულით ფეხზე წამოდგა და მე ვკითხე თავს როგორ გრძნბდა, მან კი მიპასუხა ამ ,,საწამლავს’’ იმისთვის იღებდა , რომ ამ ბოლო დროს თავის ტკივილი აწუხებდა . ახლა გასაგებია ლაურა, რისი ახდენაც გსურს . დაველოდები დროს და ამ ყოველივეს წინ გადაგიშლი , როგორც ნაგლეჯი ფურცელი ახლად აღვადგინო . ნეტავი არ მენახა ეს დაწყევლილი ცხოვრება, ნეტავი მეც მომკვდარიყავი . ეს წამალი არაფერს ცვლიდა, იქნებ თვით ლაურა არის შეცდომა ? ან იქნებ თვითონ არ იცის რას აკეთებს ? ჯობს დაველაპარაკო , ვიცნობ ლაურას . არა მგონია მატყუებდეს, ის ამას ვერ გააკეთებდა. ყოველთვის მართალია და არასდროს მოვუტყუვებივარ . წამალი ავიღე და გადავმალე, ისე რომ ლაურა ვერც კი იპოვიდა . საღამოს ველოდებოდი , სწორედ იმ მომენტს როდესაც ლაურა წამალს ახსენებდა, მე კი ყველაფერს ავუხსნიდი. თუ რისთვის იღებ ამ საწამლავს ლაურა ? შვილები არ გინდა?ჩემთან ყოფნაც არ უნდა ალბად . მაგრამ მაშინ რატომ არის ჩემი მეუღლე ? დიახ, მას ვუყვარვარ . ის მშვენიერი და წმინდაა, მაგრამ თუ ოჯახის შექმნა არ სურს, ქალს საამისოდ პასუხიც კი მოეძებნება . ფანჯრიდან გადავიხედე , ლაურა და ლუკასი ერთად მიდიოდნენ და ბაღს ათვალიერებდნენ . ბედნიერი ჩანდა ლაურა . თუმცა ლუკასის დედის სიტყვებს რომ ჩავუღრმავდე , ეჭვიანობა არ უნდა გამოვავლინო, რათა ლაურამ უკვე ამიხსნა, რომ ის ჩემი ცოლია . ამას კი ვერც ვერავინ შეცვლიდა . მიდიოდნენ ლაურა და ლუკასი, ხელი-ხელ ჩაკიდებულნი და ღიმილით გზაზე ფეხს მიაბიჯებდნენ . ფანჯარას უფრო მივუახლოვდი და ფარდა მეტან გავაღე, რათა დამენახა რომელ გზას დაადგნენ ისინი , ან რისთვის ეღიმებოდათ ორივეს . ვუყურებდი მათ , ისე როგორც კინოთეატრში მჯომარე კაცი უყურებს დიდ ეკრანს. მეც მზის სხივები მაბრკოლებდა და ფანჯარას მოვშორდი . შემდეგ კი ფიქრი განვაგრძე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.