შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 13 თავი


12-05-2017, 01:33
ავტორი zia-maria
ნანახია 2 740

---დილა მშვიდობის,როგორ ხარ დღეს?ღიმილით მიესალმა დათო მარინას.
---შესანიშნავად ვიყავი აქამდე,სანამ შენ შეგხედავდი.უთხრა ჩუმი ბუზღუნით,მაგრამ შემდეგ ხმამაღალი ხმით შეეკითხა.-ნანა სად არის?
---მარკეტში ჩავიდნენ და მალე ამოვლიან.მე მითხრა,ყურადღებით იყავი თუ რამე დაჭირდეს მიხედეო.
---ხოდა მომეხმარე ადგომაში,მაგრამ რა ჩავიცვა?
---რად გინდა ჩაცმა? ევა ხომ შიშველი დადიოდა ადამის წინაშე?მარინამ შეხედა მამის მკვლელი თვალებით და უთხრა.
---მერე შენ ადამი ხარ? ნანააა. იყვირა მთელი ხმით და იმ წუთში სახლში შემოსული მირიანი და ნანა შეშინებულები ერთმანეთს ასწრებდნენ კიბეებზე,აქლოშინებულები შეცვივდნენ მარინასთან იქ კი სიცილისაგან თითქმის გულშეწუხებული დათო დახვდათ.ნანამ ჯერ დათოს შეხედა და შემდეგ მარინას უყვირა გაბრაზებული ხმით.
---რა გაყვირებს გოგო, რა ხდება.შენ ნორმალური ხარ?
---ზოოპარკი ასე ადრე დღეს ვინ გააღო,ცხოველები გამოქცევიათ გარეთ.უყვირა მარინამაც.ნანამ გულზე მიიდო ხელი და იქვე ჩამოჯდა,აჩქარებული სუნთქვა დაიმშვიდა ცოტა და მარინას უთხრა.
---შენ საერთოდ ნორმალური ხარ?იცი როგორ მოვედი აქამდე?არც კი მახსოვს,გული გამიხეთქე მარო.თქვენ უკვე ერთმანეთს აგიჟებთ და მალე მეც გამაგიჟებთ.ორი გადარეული,ასე როგორ გავხართ ერთმანეთს,იდიოტები.ჩაიბურდღუნა ბოლოს და საძინებლიდან გავიდა.
---მადლობა მეგობარო,მეგობარიც ამას ჰქვია.თქვა მარინამ.
---მადლობა ნანუჩი.არც დათო ჩამორჩა მარინას და ორივემ ხმამაღლა გადაიხარხარა.
---დავითაააა ყურებით ხარ უკვე გაბმული.როგორც ვატყობ,შენ მალე ჩაებმები ოჯახურ საქმეებში ჩემო ფისო.უთხრა მირიანმა სიცილით და მანაც დატოვა,უკვე ორი ერთმანეთზე გადარეული ადამიანი საძინებელში.დათო მარინას მიუახლოვდა და უთხრა.
---შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ?
---შევძლებთ?გაეცინა მარინას.
---ვცადოთ,რავი აბა.წუხელ ძალიან შემაშინე მარინა.თვალები რომ გაახილე,იცი გულიდან რა მძიმე ლოდი მომხსენი?გულში ვლოცულობდი,რომ გამოფხიზლებულიყავი და უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა.ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ გაგიცანი ასე ახლოდან.
---თვალი რომ გავახილე,პირველი შენს შეშინებულ თვალებს წავაწყდი და გაცინება მინდოდა,მაგრამ მართლა ყველაფერი მტკიოდა და ტკივილმა არ მომცა ამის საშუალება,ამიტომ გადავწყვიტე შენს ნერვებზე მეთამაშა.შენი ხმა კი როგორც გავიგონე,მივხვდი არ იყავი ცუდი ადამიანი.
---რა იქნებოდა, მარინა ინვალიდი რომ დარჩენილიყავი?ჩაიჩურჩულა დათომ ძლივს გასაგონი ხმით.
---ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლიდით დათო.ეს ყველაფერი,უფლის ნება იყო ასე რომ მომხდარიყო ჩვენი გაცნობა,რადგან ისე ვერსად ვერ შევხვდით ერთმანეთს.აი ხედავ? მეც მაჩუქა უფალმა სიცოცხლე და ჩვენც გავიცანით ერთმანეთი.
---გაჩუმდი და ახლა დავფიქრდეთ,როდის შევხვდეთ ერთად ლამაზ განთიადს.
---დამაცა ჯერ კარგად და მყარად დავდგე ფეხზე და შემდეგ დავგეგმოთ ეს.უთხრა სიცილით მარინამ.
---ჩავიდეთ აბა ძირს,ნანუჩი გემრიელ საუზმეს ამზადებს.
---ოო მმმმმ ძალიან მომენატრა მისი დამცხვარი ალადები,მაგრამ რა ჩავიცვა?
---აბა მიდი რა გამოაღე კარადა და რამეს ნახავ იქ.დათომ ადგა და კარადა გამოაღო,სპორტულები ნახა და ის გამოიღო,შემდეგ კი მარინას უთხრა.
---ესენი ჩაიცვი,უფრო თავისუფლად იქნები.მოგეხმარო?მარინამ მორიდებით ახედა და დათოს გაეღიმა.წამოდგომაში დაეხმარა და სააბაზანოში შეიყვანა.მარინამ თავი მოიწესრიგა და ასევე დათოს დახმარებით გამოვიდა სააბაზანოდან.დათომ მორიდებულად ჯერ სპორტული ზედა ჩააცვა და შემდეგ შარვალი ფრთხილად ამოამცვა.ხელში აიყვანა და პირდაპირ სამზარეულოში გაიყვანა და მაგიდასთან დასვა ნინიკოს გვერდით.ნანამ შეხედა და წარბაწეულად უთხრა.
---უფ, მიუგნია ჩემი სპორტიულებისთვის.
---აბა შენ ვერ მოიფიქრე და დათომ მომიტანა.
--უუუიიიიი,ხელი შემოირტყა თავში ნანამ უეცრად და მარინას გახედა.
---რა მოხდა?იკითხა ერთდროულად მარინამ და ნინიკომ.
---იმდენი კი შეგიძლია აქ რომ მოხვიდე.რაღაც დამავიწყდა,მარკეტში ჩავირბენ და ათი წუთში დავბრუნდები.ეს არ დაწვა თორემ შენ შეჭამ სამწვარს და დახრუკულს,ხომ იცი არ შეგიცოდებ.უთხრა მკაცრად მარინას.
---ვიცი რა სადისტიც ხარ.ნანამ იქვე დადებულ საფულეს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.კარების ხმაზე მირიანმა შეეკითხა გაოცებით მარინას.
---სად გაიქცა?
---რაღაც დამავიწყდაო და გაშპა.ქარიშხალია,ნუ ჯავრობ მალე მოვა.მართლაც ნანამ ქარიშხალივით შევარდა მარკეტში,დიდი სიჩქარით დაუქროლა თაროებს,რაც უნდოდა ხელი დაავლო და ისევ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,რომ უეცრად მის ფეხებში შავი ჯიპი გაჩერდა.
---როგორ ხარ საყვარელო?ნანამ იცნო ვულგარულად ჩაცმული ქალბატონი და ზიღნარევი ხმით, უხეშად უთხრა.
---რა გინდა?
---ვინ გითხრა,რომ ხმა გაიღეო საერთოდ?კარგად მომისმინე პატარავ.არ გირჩევ ჩემს წინ გადადგომას,ნუ გადამეღობები ნანუჩი თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.
---ჩემგან რა გინდა,რას მოითხოვ?
---შენ არ გესმის ცხოვრება,ერთი უწიგნური და გაუნათლებელი ქაჯი ხარ,რომელსაც მხოლოდ მოსამსახურედ მუშაობაში ამოგხდება სული.მე კი საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელი დავასრულე და პერსპექტიულ სამსახურშიდაც ვმუშაობ.
---ამიტომ გაცვია ასე ვულგარულად და მამაკაცებს დასდევ?ისე დაბალ დონემდეც კი დაეცი, მოსვენებას არ აძლევ და სახლიშიდაც აკითხავ?სულ,ესაა შენი სწავლა განათლება?ესაა შენი პერსპექტიული სამსახური?ნანას წინ მდგარი ქალი ჯერ გაფითრდა და შემდეგ ერთიანად ახურდა და სიბრაზისგან კბილებში გამოცრა სათქმელი.
---მიფრთხილდი,ჩემი გეშინოდეს.ეს სამი სიტყვა ამოღერღა და წავიდა.ნანა გაფითრებული შევიდა სახლში,ცოტა კი დააფიქრა ლელას მუქარამ,მაგრამ არ შეიმჩნია.
---რა მოხდა,რა შეშინებული ხარ ნანა რა ფერი გადევს.უთხრა გაოცებულმა დათომ.ნანამ თავს ძალა დაატანა და ღიმილით უთხრა.
---ვირბინე და დავიღალე.შემდეგ თვალი აარიდა დათოს,რადგან დათო კარგად იცნობდა ნანას და ყოველთვის ხვდებოდა მის უხასიათობას.დათომ ევის თვალი გააყოლა მანას და ტელეფონზე მესიჯი მიწერა.
---ამ წუთში გარეთ გამოხვალ და მეტყვი რა მოხდა.
---არ მინდა გარეთ გამოსვლა მირიანი გაიგებს.ლელა შემხვდა ახლახანს და დამემუქრა,დათო ძალიან მაფიქრებს მისი მუქარა.ჩემს თავს არ ვჯავრობ,ნინიკოს არ მოწიოს რამე ამის მეშინა.
---ნუ გეშინია,თქვენ მარტო არასდროს არ ხართ.
---დათო რა ხდება,რამეს მიმალავთ?მირიანმა შეამჩნია დათოს მოუსვენრობა.
---არაფერი მერე გეტყვი.თან თვალით ნანასკენ ანიშნა.შემდეგ ტელეფონი მიაწოდა და მირიანმა კითხვისას კბილები გააკრაჭუნა და დათოს უთხრა.
---ის ქალი რაღაცას ფიქრობს და კარგს არაფერს დათო.ნანა გარეთ მარტო, არამც და არამც არ უნდა გავიდეს.ნინიკოსთან ერთად კი ვერაფერს ვერ უზამს და მათ შორი ახლოს ვიღაცას დავაყენებთ.
---არადა ორივე ცოდოა,გარეთ რომ არ გავიდნენ სუფთა ჰაერზე.
---არ ინერვიულო,ხვალიდან მაგ საქმეს მივხედავ,მადლობა რომ მითხარი.გემრიელად მიირთვეს საუზმე და შუადღისით სახლი გიჟებით ახმაურდა,მხიარულად გაატარეს ეს ორი დღე და კვირა საღამოც მოვიდა.მირიანი და ნანა სახლის კარს კეტავდნენ,დათოს მარინა ყავდა ხელში და ორივე მხიარულად იცინოდა,რომ მოულოდნელად ვიღაცამ იქუხა მჭექარე ხმით.
---მოაშორე ორივე ხელები მარინას თორემ, ორივეს მოგტყდება,აორთქლი საერთოდ აქედან.დათო არ დაიბნა და მანაც რანაკლებ უხეშად უთხრა.
---შენ რა,ციდან ჩაამოფრინდი სუპერმენო მის დასახმარებლად?
---ეს უკვე შენი საქმე არ არის.შემდეგ მარინას მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა.-ეს არის ნანასთან ვარო?მარინას შეეშინდა და ხმის კანკალით უთხრა;
---გეფიცები ნანასთან ვიყავი.ამ დროს ნანას ხმაც გაიგონა,რომელიც მხიარული კისკისით მისკენ მირბოდა.
---იმედააა როგორ მომენატრე,ჩემი ნერვების კიბოვ.დავლიოთ?ორივემ გაიცინა და იმედამ გულში ჩაიკრა მონატრებული მეგობარი,ნანას კი ყურში უჩურჩულა.
---რა ხდება აქ,შეგიძლია ამიხსნა გასაგებად?ვინ არიან ესენი და რომელია შენი უჟმური უფროსი,რომ გადავხსნა ძვლებში.
---წამოდი, სახლში შევიდეთ და ყველაფერს იქ გეტყვით.სახლში შებრუნდა ყველა და ნანამ ერთმანეთს წარუდგინა ბიჭები.
---იმედა გაიცანით მარინას ძმა,დათო ჩემი მეგობარი და მირიანი ჩემი უფროსი.იმედას ჩაეცინა და ნანას ხელზე უბწკინა მწარედ,რაზედაც ნანამ ცივად იკივლა და ყველას გაოცებულ მზერას ღიმილი შეაგება,თან ხელს ისობდა ნატკენ ადგილზე.
---აბა რა ხდება,ამიხსენით.იმედამ ხელი ჩამოართვა ბიჭებს და თან მარინას გვერდით დაჯდა.
---მე გეტყვი ყველაფერს.ყველას დაასწრო მარინამ.
---აბა გისმენ.ყურადფღებით უსმენდა იმედა.
---წუხელ გვიან გამოვედი სამსახურიდან და ძალიან ცუდი ტაქსის მძღოლი შემხვდა.არ მიყვირო რა? შენ აღარ დაგირეკე,ვიცოდი მეგობრებთან ერთად იყავი და ხელი არ შეგიშალე,არ მოგწყვიტე შენს საყვარელ სამყაროს.მე არ ვიცოდი სად ჩამოვედი სიბნელეში ტაქსიდან და ფეხით გაუყევი გზას,რომ უეცრად შესახვევიდან მოტოციკლეტი გამოვარდა და დამეტაკა. დატაკება იმდენად ძლიერი იყო,მომისროლა.შემდეგ კი აქ როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვდა,რომ მოვედი აზრზე ნანამ მითხრა დათოს ვუნახივარ ქუჩაში დაგდებული და აქ მოუყვანივარ,ამათმა მომხედეს.იმედამ სიბრაზით აენთო და მარინა გულში ჩაიკრა.
---მაპატიე,მაპატიე საყვარელო გთხოვ,წუხელ რომ ვერ მოგხედე.მარინამ ხელები მოხვია იმედას და გაოცებულ დათოს ენა გამოუყო,თან თვალი ჩაუკრა.მირიანი წამოდგა და გაოცებულ მირიანს და დათოს გულითადი მადლობა მოუხადა.
---თქვენთან ვალში ვარ და დღეს ჩემთან მოდიხართ,ძალიან გთხოვთ.უეცრად მისი მხედველობა ერთ ადგილს მიაშტერდა და სევდა იკითხებოდა მის თვალებში.მარინამ თვალი გააყოლა იმედას მზერას და ნინიკოს შეხედა,იმედას რაღაცნაირად აუჩქარდა გული და ეს მირიანმაც იგრძნო.მარინამ ხელით შემოაბრუნებინა თავი იმედას და თვალებში ჩახედა,მარინას სულ სხვანაირი მოეჩვენა იმედას თვალები.მიუხვდა დას კითხვის მიზეზს და ჩუმად უთხრა.
---შენს თავს გეფიცები,რომ აუცილებლად დაველაპარაკები.მარინა გაახარა იმედას გადაწყვეტილმა და მის კითხვაზე ამოწურული პასუხის მიღებამ.მხოლოდ სხვები ვერ გარკვეულიყო,მარინას სიხარულის მიზეზს.ნანას გახედა და ჩუმად უთხრა.
---გეტყვი შემდეგ რაც ხდება.
---აბა წავედით.წამოდგა იმედა ფეხზე.-თქვენ ჩემს დას მიხედეთ წუხელ და ეს ასე არ უნდა დარჩეს,შენ კიდე რას გადაგირევია წუხელის დედა,გავთხოვდიო რომ გითქვამს ლამის შეწუხებულა,მაგრამ მერე მითხრა სიცილით,იმ ალქაჯს სახლში ვინ შეიყვანსო. თქვა სიცილით და მარინას თმები აუჩეჩა.მარინას გაეცინა და გამომცდელად შეეკითხა იმედას.---მართლა ასე რომ ყოფილიყო,რას იზამდი?
---რას ვიზამდი? არც არაფერს,ვიფიქრებდი მოუშორებელი ჭირი მოვიშორე და ახლა ჩემი ჯერიც დადგათქო.თქვა და ხმამაღლა გაიცინა და სხვებიც გააცინა.მარინამ კი მისი ხელები დასცხო იმედას და თან გაბრაზებული უყვიროდა.
---საზიზღარო,საძაგელო,არ გელაპარაკები მე შენ.
---ჩემი ამაზი გოგო ვინ ალისო?დათუნია შოკოლადი ვის უდა ვისო?ასე სიცილ-სიცილით გავიდნენ სახლიდან.იმედამ ხელში აყვანილი შეიყვანა მარინა სახლში და ვაჟამ გულზე მიიდო ხელი და თქვა.
---იმ წუთში მივხვდი,რომ შენს თავს რაღაც იყო მომხდარი.რადგან შენ სულ ხათაბალაში ეხვევი,რა ხარ ეს დაბდურა რა. ასევე ქოთქოთს მოყვა დედაც და არ არსებულ მოტოციკლეტისტს გულიანად წყევლიდა.ამაზე მარინამ გულიანად იცინა,რაზედაც დათოსაც ჩაეცინა და მირიანსაც.იმ საღამოს ძალიან ბევრი ისაუბრეს და იმედან მორიდებულად,მაგრამ მირიანს ნინიკოს შესახებ შეეკითხა.თავისუფლად საუბრობდნენ,რადგან ნინიკოს იქვე მდივანზე ჩასძინებოდა და აღუქვა რომ აუცილებლად რაღაც გზას გამონახავდა და ნინიკოს ფეხზე დააყენებდა.მეორე დღეს ნანამ თამარს დაურეკა.
---უნდა გნახო მამიდა, მომენატრე.
---სახლში ვარ, მოდი.იყო თამროს პასუხი.მირიანს რამდენიმ,ე საათით თხოვა გასვლა,რა თქმა უნდა დათოსთნ ერთად.ნინიკო გელამ წაიყვანა სასეირნოდ და მირიანმა მარტო მოიწყინა სახლში,ამიტომ ზაზას დაურეკა.
---რა მოგივიდა,რატომ გაქვს მოწყენილი ხმა,ნინი ხომ კარგად არის.შეშფოთება იგრძნობოდა ზაზას ხმაში.
---კი,კი კარგადაა ნინიკო.სახლი დაყრუებულია,მარტო ვარ,ნინი გელამ წაიყვანა.
---ნანუჩი სად არის?
---ვიღაც ნათესავი გახდენია ავად და დათოც გაყვა.
---ასე ცუდად არის?
---ხო კვდებაო,ტიროდა და შემეცოდა.
---უჰ საცოდავი,ალბად ახალგაზრდაა.რამდენი წლის არისო?სწორად არ ვიცი,მაგრამ მგონი 88 წლის არისო.
---88წლის?მერე რა ატირებდა,რა სასწაულია ეს გოგო.
---აბა ხომ არ იცეკვებფა შე ჩე...ა.---აბა ყვავი ხომ არ იყო 300წელი რომ ეცოცხლა?გადაიხარხარა ზაზამ.
---შენთან საუბარი შეუძლებელია.
---ხომ არ გინდა მოვიდე ფისო და გაგართო? მით უფრო თუ მარტო ხარ სახლში.სიცილს არ წყვეტდა ზაზა.
---რა გიჟი ვარ შენ რომ დაგირეკე,წადი მომშორდი აქედან.უთხრა მირიანმა და სიცილით გათიშა ტელეფონი..ნანა დათომ თამროს სახლამდე მიიყვანა და თავად მარინასთან შესახვედრად წავიდა.სახლში შესულს,თამრომ ჩაიხუტა და დიდი ხანი ეფერა ნათლულს.---აბა როგორ ხარ,თვალებში გეტყობა რომ კარგად ხარ,მაგრამ მაინც გიჭირს იქ ყოფნა.
---მართლია ნათლი,დღითი-დღე მიჭირს მის გვერდით,მის სიახლოვეს ყოფნა.
---წამოდი იმ სახლიდან და აქ იყავი,ამ სახლში.ნელა-ნელა მოგვარდება ყველაფერი.
---არა ნათლი,მამიდა მე იქ დავბრუნდები და ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას.არავარ პატარა გოგო,27 წლის ვარ,არ დავფიცავ მირიანი მომწონს და შეიძლება მოწონებაზე მეტიც არის ჩემში უკვე..
---მოწონება კი არ გტანჯავს ასე ჩემო გოგო,შენ გიყვარს ის და თან უკვე ძალიან ღრმად შემოსულა ეს გრძნობა შენში.
---ვთქვათ ასეც არის,მაგრამ კარგად ვატყობ არც ის იხევს უკან და არც ის არის კარგად ჩემს სიახლოვეს,მუდამ დაძაბულია.მასაც ეტყობა,რომ მოწონებაზე მეტი ვარ მასში.მე არ მინდა ნათლი მირიანმა გაიგოს ამ სახლის შესახებ და არც ქონების შესახებ.არ მინდა მას ჩემი ქონება შეუყვარდეს,სიმდიდრე.მე მინდა მას ვუყვარდე პირადად და არა ჩემი ტიტული.
---ლანა ძალიან ეშმაკი ხარ შვილო.(თამრო ნანას ლანათი მიმართავდა როცა მარტოები იყვნენ)
---ვაღიარებ რომ ვარ,თურმე სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს..
---ხოდა მოემზადე შვილო,წინ დიდი თავგადასავალი გელის.გახსოვდეს,როცა ეს გრძნობა შენში მყარად ჩაჯდება,ტკივილისთვისაც მზად უნდა იყო.დაიმახსოვრე ეს და მე გაგახსენდები თუ ოდესმე სიყვარულისგან გეტკინოს.
---აი ის ფოტო მომწონს ძალიან ნათლი.ერთ-ერთ ფოტოზე მიუთითა ნანამ.---ეს ფოტო დედაშენსაც ძალიან უყვარდა,მისი საყვარელი ფოტოა.დედაშენს სიმღერა უყვარდა ლანა.ის საოცრად უკრავდა პიანინოს,როიალს.ორივე მომაჯადოვებლად მღეროდა.ისინი რომ სიმღერად დაიწყებდნენ,ლოცულობდნენ რომ მალე არ დასრულებულიყო ეს საოცარი წუთი.თამროს ცრემლი მოადგა და გული ამოუჯდა ტირილით.ბედნიერი წყვილი იყო,არავის ერჩოდნენ და არავინ ერჩოდა მანამ,სანამ არ გამოჩნდა მტერი და ეს მტერი ისევ მისიანი იყო.ხომ გაგოგონია საყვარელო, ,,ციხე შიგნიდან ტყდებაო''.კარგი გოგო ხარ,რომ მოხვედი,სიახლე ჯერ არაფერია,თუ რამე გავიგე დათოს დაურეკავ და დაველაპარაკები.ხო მართლა შენი სისხლის ანალაზი მჭირდება,იურისტმა მომთხოვა და მასთან ერთად უნდა მიხვიდე კლინიკაში.
---მომწერე როდისთვის უნდა იყოს მზად და ავიღებ,ეს არ არის ძნელი.ნანამ საათს დახედა და დათოს დაურეკა.
---დათო მივდივარ სახლში.
---არ წახვიდე მარტო,რამოდენიმე წუთში მოვალ ისედაც მოვდიოდი უკვე,გზაში ვარ.
---აბა წავედი მე ნათლი,დათო მოდის უკვე გზაშია,დროებით.დაემშვიდობა თამროს და სახლიდან გამ. იქვე დათომ გაუჩერა მანქანა და სიცილით ჩახტა მანქანაში და ამოსუნთქვის გარეშე მიაყარა დათოს.
---აბა, რა ჰქენ რომეო დაიპყარი ჯულიეტას გული?ხელი როდის უნდა თხოვო?
---ნანუჩი თუ ასე გაგრძელდა,გპირდები ერთ თვეს არ გადავაცილებ.
---ჰა?თქვენ არც ხუმრობთ ხომ იცი.
---აბა თქვენსავით,თხა და გიგოსავით ხომ არ მივაჩერდებით ერთმანეთს.გადაიხარხარა დათომ შემდეგ თვალების ჟუჟუნით შეხედა და შეეკითხა.-რაღაც მინდა შეგეკითხო ნანუჩი.
---რა?მიაჩერდა ნანამ გაკვირვებულმა.
---იმ ღამით,ბეჭზე გადაკიდებული,რომ წაგიყვანა,შეგეშინდა?
---რისი უნდა შემშინებოდა?რას მიზამდა ისეთს,რაც ჯერ არ გაგონილა.უთხრა ნანამ მოსწრებული პასუხი და ორივემ გულიანად გაიცინა.
---ეს რატომ არის ამ დროს სახლში?იკითხა დათომ.
---ვინ? კითხა ნანამ მაგრამ შეხედა მირიანის მანქანა იდგა სადგომზე და დათოს უთხრა.
---ოოო,სახლშია ჩემი ბოსი,მაგრამ მართლა საინტერესოა რატომ მოვიდა ასე ადრე.
---სახლშია შენი გულის კიბო და სასიამოვნო კიბო.არ არის ავთვისებიანი,კეთილ თვისებიანია.
---გაჩერდი დავითა გული ისედაც მიფრიალებს მის სიახლოვეს,რა უნდოდა დღეს ასე ადრე რა მოაბოდიალებდა სახლში,ნეტავ კარგადაა?
---შენს ხელში კიდევ კარგადაა.სახლში შევიდნენ ორივე და დათომ შეეკითხა მირიანს.
---რა გჭირს,რატომ ხარ ამ დროს სახლში?
---რავი აბა? მგონი ვცივდები.ნანამ გაიგონა და იმ წუთში გვირილას ჩაი მოადუღა და მირიანს მიუტანა.თან თერმომეტრი მიაწოდა სიცხის გასასინჯად.მირიანმა გაკვირვებულმა ჩამოართვა თერმომეტრიც და ჩაიც.ნანუჩი მართალიც აღმოჩნდა 38-6 ქონდა ტემპერატურა.-ნანამ წარბ აწულმა გახედა და უთხრა მკაცრი ხმით.
---აბა მარშ საწოლში და ოფლი მოიდინე,მე ცხელ ბოსტნეულის სუპს გავაკეთებ და მალე გამოხვალ.
---არ შეწუხდე,მართლა არაფერი არ მინდა.დაწოლით კი წავალ დავწვები,რადგან თვალებში მაწვება სიმძიმე.
---დათო წადი რა წამლები მომიტანე,უკვე აღარაფერი აღარ მაქვს სახლში.დათომ უხმოდ წამოდგა და გავიდა გარეთ,ნანამ კი ცხელი წვნიანი გააკეთა და მირიანს შეუტანა.
---აბა ეს ცხელი წვენი შესვი,არ შეიძლება ცარიელ კუჭზე წამლის მიღება.ღებინების შეგრძნება დაგეწყება და უფრო გაგაწვალებს.მირიანმა შეხედა ნანას და მიხვდა,რომ უარი არ გაუვიდოდა,ამიტომ ნელა-ნელა ბოლომდე შეაჭამა ნანამ სუპი.
---აი ასე არ ჯობია? დათო წამლებს მოიტანს და მიიღებ.ეცადე,რომ დაიძინო.ძილი ყველა წამალზე უკეთესია შენთვის,რადგან ძილში უნდა გამოხვიდე და ოფლიც ძილში უნდა მოიდინო.მანამდე კი აი ეს ანტიბიოტიკი მიიღე.უთხრა და სიცხის დამწევი მისცა.დალია მირიანმა უხმოდ და მიუხედავად იმისა მართლა არ შეეძლო,მაინც გაითამაშა ნანას ნერვებზე.
---რა დამალევინე ახლა,ძილში რომ გავიპარო?
---მართლა არა ხარ მიხედვის ღირსი.გაბრაზდა ნანამ და მირიანის საძინებელი გაბრაზებულმა დატოვა.ოხ, როგორ უყვარდა მისი სიბრაზისაგან ანთებული თვალები მირიანს ნაპერწკლებს რომ ყრიდა.კმაყოფილმა ჩაიცინა და შეეცადა დაეძინა,ნანა კი ბურდღუნით შევიდა სამზარეულოში.დათომ შემოვიდა სახლში გელასთან და ნინიკოსთან ერთად და ნანას ბურდღუნს ღიმილით ისმენდნენ.წამლები პარკით სამზარეულოს მაგიდაზე დადო და ნანას შეეკითხა ღიმილით.
---ახლა გავედი სულ 15 წუთიც არ არის და რა გაბურდღუნებს,უკვე მოასწარით ერთმანეთის დაკბენა?
---არ არის წამლის ღირსი,უნდა მოკვდეს.თქვა ხმამაღლა და შემდეგ ნინიკოს შეხედა.გულზე მოხვდა ნინიკომ რომ გაიგონა მისი ნათქვამი და შერბილებული ხმით უთხრა.
---არ ინერვიულო,ვამბობ გაბრაზებულ გულზე თორემ განა მართლა მინდა რომ მოკვდეს?ისე კი არის ღირსი,რომ არ მივხედო.
---რა გაყვირებს,რა გითხრა ასე რომ გაგაბრაზა.
---სიცხის დამწევი მივეცი და დრო იხელთე ახლა და საწამლავი დამალევინეო ასე მითხრა.სამივემ ერთ ხმაში იცინა ნანას გაბრაზების მიზეზი რომ გაიგეს.
---ჩურჩუტო,განა ვერ ხვდები შენი გაბრაზება რომ უნდა? უთხრა დათომ.
---გამოსდის კიდეც და მე კი იმაზე ვბრაზდები,ის რატომ რჩება ყოველთვის გამარჯვებული.
---იმიტომ,რომ იცის როგორ გაგაბრაზოს.უთხრა დთომ და ენა გამოუყო.
---მე წავედი და თუ რამე დაგჭირდეს ნან დამირეკე,ფეხზე წამოდგა გელა და გელას დათოც მიყვა.კარებში გასვლამდე დათომ უთხრა.
---არ დაჭამოთ ერთმანეთი და დაინდე ახლა მაინც, ავადაა.
---თავად მიშლის ნერვებს და მე დავინდო კიდევ?ხვალ ნინიკოს მოვკიდებ ხელს და თამროსთან წავიყვან,შენ ხომარ გაგვთქვამ?
---არა,ჩემგან ვერავინი ვერ გაიგებს ვერაფერს.
---შენ წაგვიყვან.
---დამირეკე მზად რომ იქნები და მოვალ.
---ხომ წამოხვალ ნინი.
---წავიდეთ.უთხრა ღიმილით ნინიკომ.საღამომდე არავინი არ შესულა მირიანთან ძინავდა და თან ოფლში ცურავდა.ნანამ ნინიკოს მოუარა,დააწვინა და უკვე კარგად დაღამებული იყო მირიანს რომ შეაკითხა და გაიგონა როგორ ბორგავდა ძილში.
---უშენოდ ტკივილია გულში,სულში კი ბინდია.დავეხეტები ამ დაბინდულ ლაბირინთებში და სინათლეს დავეძებ.ვიპოვნე,მე ვიპოვნე ჩემი სინათლე და ის მხოლოდ ჩემია,მის გარდა ჩემს სულს არავინი არ უნდა.ნანამ ხელი შეახო და შეაღვიძა.
---მირიან სულ სველი ხარ იფლით და უნდა გამოიცვალო,დილამდე ასე ვერ გაჩერდები,უარესია.მირიანმა გაახილა თვალები და ნელა-ნელა წამოდგა.-შედი სააბაზანოში და აი გამოსაცვლელები,მე კი საწოლს გამოვცვლი შენს გამოსვლამდე.მირიანმა წყალი გადაივლო,გამოიცვალა და შეწვა გამოცვლილ თეთრეულში.
---როგორ ატყობ,გაქვს სიცხე?
---არა მგონია,მაგრამ ღამით რას იზამს არ ვიცი.
---აი ესენი დალიე,საწამლავია და იქნებ დილით გაშეშებული დამხვდე.უთხრა და ენა გამოუყო.მირიანს გაეცინა და ასე ღიმილით დალია წამლები,მაგრამ თვალი არ მოუშორებია კარებისთვის სადაც ნანა გავიდა მისი ლამაზი ტანის რხევით.ნანას არ დაეძინა და გვიანი ღამე იყო ნინიკომ რომ უთხრა.
---ნანუჩი არ გძინავს?
---არა ნინი არ მძინავს,ვერ დავიძინე და წავალ დავხედავ,იქნებ კიდევ ოფლშია და გამოსაცვლელია.
---წადი და იქ იყავი,მე არ მეშინია.
---ნანა წამოდგა,ხალათი შემოიმცვა და მირიანის საძინებელში გავიდა.ისევ ბორგავდა,ისევ მაღალი სიცხე ქონდა და ცივ ტილოებს აფენდა მთელი ღამე შუბლზე.შემდეგ კი მის გვერდით მიწვა და ჩაეძინა მთელი ღამის ნათევს,მხოლოდ საბნის ზემოდან.დილით მირიანს უფრო მოცოცხლებულს გამოეღვიძა და მის ხელზე ტკივილი იგრძნო,გაუკვირდა და შეხედა ნანას ქონდა მის მკლავზე თავი დადებული და ძინავდა. გაეღიმა და ფრთხილად შეიწვინა მის გვერდით.როგორ უყვარდა ეს პატარა სხეული და მისი ენის ტიკტიკი.როგორ ძლიერ უფრიალებდა გულს მისი შეხება კიარა,მისი შეხედვაც,არადა როგორ ჭამდნენ ერთმენის ნერვებს.არ შეიმჩნია რომ ღვიძავდა და ნანა მირიანის ბუტბუტმა გამოაღვიძა.ვითომ ძილში საუბრობდა და ვიღაც ქეთის ეძახდა.
---ქეთი,ქეთი სად ხარ, მჭირდები და მოდი ჩემთან.ნანამ თავი წამოწია და მოსმენილისგან თვალები დაჭყიტა.მთელი ღამე უთია,ზრუნავდა მის გამოჯამრთელებაზე და ეს ვიღაც ქეთის უხმობს.ადგა ფრთხილად და თან გაბრაზებულმა უთხრა.
---მოვიდეს ის შენი ქეთი და მოგხედოს,სულელი ვარ მთელი ღამე შენს გამო რამ მათევინა.ხვალამდე არ მოვალ სახლში და ეგდე მარტო.ადგა სადილი და ვახშამი მოამზადა,შემდეგ ნინიკოს ჩააცვა და არც დათოს არ დაურეკა.თამროს დაურეკა და მანქანა გამოუგზავნა.სამზარეულოში წერილი დაწერა.
---არც დამირეკო და არც მომძებნო,მაინც ვერ გაიგებ სად ვართ.ნინიკო მიმყავს,რადგან შენ მშიერი მოკლავ მას.დაურეკე შენს ქეთულის და მოგხედავს ფაშისტო ციივსისხლიანო. შენი ნერვების კიბო.
---ნანუჩი სად მივდივართ?შეეკითხა ნინიკომ.
---იქ სადაც მივდივართ,ძალიან მოგეწონება საყვარელო.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეს იმედაც რა კარგი ტიპია. ნეტა რა ხდებაა?

 


№2  offline მოდერი zia-maria

Anuki96
ეს იმედაც რა კარგი ტიპია. ნეტა რა ხდებაა?

რავიცი აბა? ალბად მოხდება რაღაც. smiley smirk

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ინტრიგა ჩააგდე ხომ?საინტერესოა იმედამ რატო შეხედა ნინიკოს ასე.მირიანი და ნანა იმედია არ დახოცავენ ერთმანეთს.უფრო სწორად ნანა არ მოკლავს smile კარგი იყო ტკბილო

მიხარია ასე მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
ინტრიგა ჩააგდე ხომ?საინტერესოა იმედამ რატო შეხედა ნინიკოს ასე.მირიანი და ნანა იმედია არ დახოცავენ ერთმანეთს.უფრო სწორად ნანა არ მოკლავს smile კარგი იყო ტკბილო

მიხარია ასე მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს

ეს დაემთხვა ახლა ამ დღეებში ასე,არ დააგვიანდება ბევრი შემდეგ თავს. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent