შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული (დასასრული)


12-05-2017, 13:11
ავტორი MmariiamM))
ნანახია 2 314

თავი 15
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ნიკი ავარიაში მოყვა, მე მხოლოდ ის
ვიცოდი მისი ჯამრთელობის შესახებ რაც დევიდმა მომწერა, რაც უფრო
დიდი დრო გადიდოა მით უფრო მიჭირდა უმოქმედოდ ყოფნა,
რამდენჯერმე წასვლაც კი დავაპირე საავადმყოფოში თუმცა, კართან
მისული უკან დავბრუნდი, რადგან ვიცოდი საავადმყოფოში ნიკის
გვერდით ნინი იქნებოდა და ჩემი იქ გამოჩენა იმით დასრულდებოდა
რომ ნინი შეურაცყოფას მომაყენებდა. იმის გამო რომ დევიდი არაფერს
მატყობინებდა ჭკუიდან ვიშლებოდი, ოთახიდან ოთახში გავდიოდ,
საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობდი. ორი დღის ლოდინის შემდეგ
როგორც იქნა ნიკი გონს მოვიდა, ექიმი დევიდს მიუახლოვდა და
სასიხარულო ამბავი ამცნო
-დევიდ შვილო თქვენი ძმა კარგად არის როგორც იქნა გონს მოვიდა,
შეგიძლიათ ნახოთ -ღიმილით უთხრა ექიმმა დევიდს
-მადლობა ღმერთს, ალბათ ნიკს ჩემი ნახვა უნდა, ექიმო ახლავე
წამიყვანეთ მასთან -ნინი სიხარულს ვერ მალავდა
-მის ვწუხვარ მაგრამ პაციეტმა მხოლოდ მისი ძმის ნახვა ისურვა
-რაღაც შეცდომაა, ახლავე შევალ მასთან -ნინი პალატისკენ გაემართა
თუმცა ექიმმა შეაჩერა
-ვუწხვარ ახალგაზრდავ მაგრამ ვერ შეგიშვებთ, დევიდ თქვენ
გამომყევით ძმა გელოდებათ -დევიდი პალატაში შევიდა
-გამარჯობა ძმაო -ღიმილით მიესალმა ნიკს
-გამარჯობა, დევიდ რამდენი ხანია რაც აქ ვარ? -ნერვიულად იკითხა
ნიკმა
-უკვე ორი დღეა, იცი ახლა უკეთ გამოიყურები
-დევიდ ის აქ არის? -გაფართოებული თვალებით იკითხა ნიკმა
-კი ნინი გარეთ არის, თუ მისი ნახვა გინდოდა ექიმს რატომ არ უთხარი?
-ნინი რა შუაშია?!
-აბა ვისზე მეკითხები ნიკ?-თავს ნუ ისულელებ იცი ვისზეც გეკითხები
-გაინტერესებს მოვიდა თუ არა შენს სანახავად ქალი რომელსაც გული
გაუტეხე?
-ჰო, აქ არის?
-არა ნინიმ შენთან მოახლოების ნება არ მისცა როცა მანქანა დაგეჯახა,
ამიტომ სავადმყოფოშიც არ მოვიდა, სკანდალს მოერიდა
-დევიდ სასწარფოდ უნდა ვნახო და დაველაპარაკო მარიამს
-რატომ? ამჯერად როგორ უნდა ატკინო გული?
-გთხოვ წადი და მომიყვანე
-არა მგონია ნინის ეგ ამბავი მოეწონოს
-არ მაინტერესებს, მასთან ბევრი დრო დავკარგე და აღარ მინდა კიდევ
მეტი დროის დაკარგვა
-კარგი წავალ და ვეცდები აქ მოსვლაზე დავითანხმო, შენ კი არსად
წახვიდე
-ძალიან სასაცილოა დევიდ -დევიდმა პალატა დატოვა, დრეფანში მას
ნინი შემხვდა
-როგორ არის ნიკი? მიკითხა? -დევიდს გაეღიმა
-ნიკი კარგად არის, როგორც ჩანს მანქანის დაჯახებამ გონება გაუნათა
-რას გულისხმობ დევიდ? -დევიდმა ნინის ირონიულად გაუღიმა და
საავადმყოფო დატოვა, ნინი კვლავ ცდილობდა ნიკის პალატაში შესვლას
თუმცა ექთანმა ამის უფლება არ მისცა. ცოტა ხნის შემდეგ.
-მარ სად ხარ? -დევიდის ხმის გაგონებაზე ჩემი ოთახიდან გამოვიქეცი
-დევიდ როგორ არის? გონს მოვიდა? პალატაში გადაიყვანეს?
-დამშვიდდი გადარეულო, აქ შენს წასაყვანად მოვედი
-სად უნდა წმიყვანო?
-საავადმყოფოში
-ვაფასებ შენს მცდელობას მაგარმა, არ მინდა ნინიმ კიდევ ერთხელ
მომაყენოს შეურაცყოფა
-ჯანდაბას ნინი, ნიკს შენი ნახვა უნდა
-რა? დარწმუნებული ხარ?
-კი, როგორც კი გონს მოვიდა შენ გიკითხა, ასე რომ შეწყვიტე
შეკითხვების დასმა და წავიდეთ -მე და დევიდი საავადმყოფოსკენგავემართეთ, მთელი გზა გული გამალებით მიცემდა, არ ვიცოდი რისი
თქმა უნდოდა ნიკს, ან მე არ უნდა მეთქვა მისითვის, თავში აზრებს ვერ
ვალაგებდი, გამუდმებით დევიდის სიტყვები ჩამესმოდა „აქ შენს
წასაყვანად მოვედი... ნიკს შენი ნახვა უნდა “. ფიქრებიდან მხოლოდ
მაშინ გამოვერკვიე როცა მანქანა საავადმყოფოს პარკინგზე გაჩერდა.
მანქანიდან გადმოვედით, დევიდი საავადმყოფოს დერეფანში წინ
გამიძღვა, ნიკის პალატას რომ მიუახლოვდით იქვე სკამზე მჯდარი ნინი
დავინახე, მანაც დამინახა და მაშინვე ჩენსკენ წამოვიდა
-აქ რატო მოიყვანე? აქ მისი ადგილი არ არის -ნინიმ დევიდს დაუყვირა
-დამშვიდი შეშლილო, ნიკმა მთხოვა მისი მოყვანა
-არა ეს შეცდომაა, მან ჩემს ნაცვლად მისი ნახვა ისურვა?
-სწორად გამოიცანი ახლა კი გამატარე -ნიკმა პალატაში დევიდის და
ნინის ხმა გაიგონა მიხვდა რაც ხდებოდა და ექთანი გამოგზავნა, ექთანი
მოგვიახლოვდა და მე მომმართა
-გოგონა თქვენ მარიამი ხართ?
-დიახ -წყნარად ვუპასუხე
-გამომყევით პაციენტს თქვენი ნახვა სურს
-არავითარ შემთხვევაში, მისი ნახვის უფლებას არ მოგცემ -ნინი კვლავ
ყვრილს განაგრძობდა
-გოგონა ახლავე შეწყვიტეთ, ეს სავადმყოფოა და აქ პაციენტებს სიმშვიდე
სჭირდება -მკაცრად უთხრა ექთანმა ნინის და მე პალატის კარი გამიღო.
პალატაში შევედი და იქვე ნიკის საწოლთან შორი-ახლოს დავდექი
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი, მაგრამ შენ აქ ხარ -ღიმილით მითხრა ნიკმა
-ჩემი ნახვა რატომ გინდოდა? ცუდ სიტუაციაში ჩამაგდე, შენს გამო
კვლავ ნინის ყვრილის მოსმენა მომიწია
-მარიამ გთხოვ მომისმინე, ამ ერთხელაც და შემდეგ აღარაფერს გთხოვ
-კარგი, გისმენ -გული ლამის გამიჩერდა იმის მოლოდინში თუ რას
მეტყოდა ნიკი
-მარ მე ყველაზე იდიოტი ადამიანი ვარ, სიჯიუტის გამო ბევრი
არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მეგონა თუ ჯიუტად
გავაგრძელებდი იმის მტკიცებას რომ ნინი მიყვარს ამით შენ დაგსჯიდი
თუმცა იმაზე არ ვიფიქრე ეს ქმედება მე რას მომიტანდა, უკანსკნელიორი წელი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. თავიდან ისე შორს იყავი
ჩემგან, შემდეგ კი მოპირადპირე ოთახში ცხოვრობდი მაგრამ მე არ
მივეცი ჩვენს სიყვარულს შანსი -მე ნიკს საუბარი შევაწყვეტინე
-მე ყველაფერი გავაკეთე ნიკ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე
-ვიცი შენ ძალაინ ეცადე, მარგამ მე ჩემს სიამაყეს ვერ ვაჯობე, ჩემი
სიამაყის გამო მთელი ეს დრო გულს გტკენდი
-ახლა რა შეიცვალა ნიკ?
-მე კინაღამ მოვკვდი, როდესაც ჩემკენ მომავალი მანქანა დავინახე
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ისე მოვკვდებოდი სიმართლეს ვერ
გეტყოდი, თავში მარტო ის მიტრიალებდა რომ შენთვის ბევრი რამ
მქონდა სათქმელი. ამას ხშირად არ ვამბობ მაგრამ დევიდი მართალი
აღმჩნდა შენთან დაშორება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. სანამ შენი
სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დავდექი ვერ გავაცნობიერე
რომ ჩემს გულში ერთადერთი ქალის ადგილია და ეს შენ ხარ
-ნიკ იმაზე თუ იფიქრე რომ ეს აღიარება დაგვიანებულია
-თუ მართლაც ასეა, თუ მართლა დავაგვიანე და სამუდამოდ დაგკარგე
მაშინ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, თუ შენთან ვერ ვიქნები მაშინ
აჯობებდა იმ ავარიის დროს მოვმკვდარიყავი -ამ სიტყვების გაგონებისას
გამახსენდა თუ რა ვიგრძენი იმ წამს როცა ნიკს მანქანა დაეჯახა,
გამხსენდა ის ტკივილი რომელმაც კინაღამ მომკლა
-ნიკ ეს აღარ გაიმეორო, არც ერთი გოგო არ ღირს შენს სიცოცხლედ -მე
ნელა მივუახლოვდი ნიკის საწოლს და ხელი მოვკიდე
-შენ მართალი ხარ არც ერთი გოგო არ ღირს ჩემს სიცოცხლედ, არც ერთი
შენს გარდა. უბრალოდ მითხარი რომ ძალიან არ დავიგვიანე
-არ ვიცი ნიკ, ჩვენ ბევრჯერ ვატკინეთ გული ერთმანეთს, არ ვიცი ღირს
კი ამის თავიდან გაკეთება -ნიკამ ხელზე ხელი მომიჭირა თვალებში
შემომხედა და მითხრა
-თუ შენს გულში კიდევ დარჩა ჩემდამი გრძნობები გთხოვ ხელი არ მკრა,
კიდევ ერთი შანსი მომეცი -გონება მკარნახობდა რომ ნიკისთვის უარი
მეთქვა და საავადმყოფო დამეტოვებინა, თუმცა ჩემი გული გაჰყვიროდა
კიდევ ერთი შანსი მიეციო, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა როგორც
ყოველთვის გონების ხმა გულის ძახილმა გადაფარა, მე დავიხარე დანიკს ვაკოცე. ეს დიდი ხნის ნანატრი მომენტი იყო, ალბათ მილიონჯერ
მაინც მიოცნებია ამ მომენტზე ბნელ ოთახში მჯდარს, ახლა კი ეს
სინამდვილეა, როგორც იქნა ნიკმა შეწყვიტა ჩემთვის ხელის კვრა. ჩვენი
ჯადოსნური მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა, პალატაში ნინი
შემოიჭრა და ნანახმა წყობილებიდან გამოიყვანა
-ნიკ მე უნდა წავიდე აჯობებს მარტოებმა ისაუბროთ -მე ოთახიდან
გამოვედი
-ნინი გთხოვ აქ დაჯექი -ნიკმა საწოლის გვერდით მდგარი სკამისკენ
ანიშნა
-აჯობებს მომხდარის კარგი ახსნა გქონდეს მოფიქრებული -მკაცრად
თქვა ნინიმ
-მომხდარს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, მე მარიამი სიცოცხლეზე მეტად
მიყვარს
-რა მაშინ მე ვინ ვარ შენთვის?
-ნინი შენ ყველაზე მძიმე წუთებში მედექი გვერდში მაგრამ შენს
მოტყუებას ვეღარ განვაგრძობა, მე ორი წელია ვცდილობ შეგიყვარო
თუმცა ამაოდ, ჩემს გულსა და გონებაში მხოლოდ მარიამია. არ მაქვს
უფლება პატიება გთხოვო მაგრამ, მაინც გთხოვ მაპატიე
ყველაფრისათვის
-ანუ ისე უნდა მომისროლო როგორ ნაგავი?!
-არა ნინი ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ბედნიერი იყო, შენ უნდა იპოვნო
საკუთარი ბედნიერება, უნდა იპოვნო მამაკაცი რომელსაც ისე ეყვარები
როგორც მე მარიამი მიყვარს
-საკმარისია ნიკ, გავიგე როგორ წუხხარ და როგორ გიყვარს ის, მაპატიე
მაგრამ ამას ვერასდროს გაპატიებ -ნინი პალატიდან გამოვიდა, მას
სასწრაფოდ წასვლა სურდა მაგრამ ამის საშვალება არ მივეცი
-ნინი ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო -ნინიმ ცრემლები შემშრალა მე
და დევიდს შემოგვხდედა და გვითხრა
-იმედია კმაყოფილები ხართ, დევიდ მეგონა მხოლოდ ჩემს
გასაბრაზებლად ამბობდი რომ ნიკს მარიამის შესაცვლელად
ვჭირდებოდი მაგრამ მართალი აღმოჩნდი
-მე გაფრთხილებდი, ამას აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი. როცა ადამიანიიმ ერთადერთს პოულობს ყველაფრის მიუხედავად მასთან რჩება
-ჰო დევიდ მეც მეგონა რომ ნიკი ის ერთადერთი იყო
-მოვა დრო და შენს ცხოვრებაშიც იქნება ადამიანი რომელსაც ისვე
ძლიერ ეყვარები როგორც ამ ორ სულელს უყვარს ერთმანეთი
-იმედია, მშვიდობით, ჩემს ნივთებს კამპუსიდანმანამ წავიღებ სანამ
დაბრუნდებით -ნინი შებრუნდა და წავიდა, მე თავს ცუდად ვგრძნობდი
იმის გამო რაც ნინის შეემთხვა, თუმცა ტყუილში ცხოვრებას ყველაფერი
ჯობია.
რამდენიმე დღის შემდეგ ნიკი საავადმყოფოდან გამოწერეს, ჩვენ
კამპუსში დავბრუნდით, იქ ერთად დაბრუნება ცოტათი უცნაური იყო.
ნინიმ თავისი პირობა შეასრულა ყველა ნივთი წაიღო, ვერც კი
იფიქრებდი რომ იქ ოდესმე ცხოვრობდა, ყველა ფოტო ყველა წვრილმანი
გაქრა. რადგან ნიკი თავს უკეთ გრძნობდა დევიდს შანსი მიეცა
შვეიცარიაში წასვლის და გამოიყენა კიდეც, საავადმყოფოდან გამოსვლის
შემდეგ ის შვეიცარიაში წავიდა თავის სიყვარულთან. მე და ნიკი მარტო
დავრჩით საერთო საცხოვრებელში და ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ,
წარსულის ყველა გვერდი დავწვით.
პარასკევი დილის თერთმეტი საათი. მე საძინებლიდან გამოვედი, ნიკი
სამზარეულოში საუზმეს ამზადებდა
-რას აკეთებ ? -ღიმილით ვკითხე მას
-გამარჯობათ მის მე ნიკი ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ეს რას ნიშნავს სულელო? -გაოცებით ვკითხე მე
-ეს ჩვენი ახალი დასაწყისია -ნიკი ღიმილით მომიახლოვდა ხელი წელზე
მომხვია, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა.
სიყვარულმა ჩემს გულში შემოჭრილი სიბნელე სამუდამოდ განდევნა,
იარები გაქრა, ახლა ჩემს გულში მხოლოდ სიყვარული და სინათლეა.
მეგონა ნიკი ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილად დარცებოდა თუმცა
შევცდი, ჩვენმა სიყვარულმა იპოვნა გზა ერთად ყოფნისთვის, მხოლოდ
ახლა დავიჯერე რომ როდესაც მონათესავე სულს პოულობ ის
სამუდამოდ რჩება შენს გვერდით. ჩვენ ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა
სიყვარულის გზაზე თუმცა გზის დასასრული ამად ღირდა.როდესაც ჩვენყველამ ერთმანეთი გავიცანით ვერავინ წარმოიდგენდა რომ ამდენ რამეს
გადავიტანდით ერთად, თუმცა როდესაც ნამდვილ სიყვარულს პოულობ
მას ხელი მაგრად უნდა ცასჭიდო და არარასდროს გაუშვა.
დასასრული



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აი ყოჩაღ უმაგრესი ხარ რა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი MmariiamM))

თაკოთაკო
აი ყოჩაღ უმაგრესი ხარ რა

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes
--------------------
Mm))

 


№3  offline მოდერი zia-maria

ნამდვილი და წრფელი სიყვარული,ყველა ტკივილის მიუხედავად დაუმარცხებელია. kissing_heart ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent